შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბავშვობის მტერი?!(სრულად)


24-09-2017, 02:24
ავტორი სვანი
ნანახია 8 028

დაახლოებით დილის შვიდის საათი იქნებოდა მიას ტელეფონი რეკვით რომ სკდებოდა.გოგობამ თბილი საწოლიდან ხელი გადმოყო და ტელეფონის ეკრანს თითი გადაუსვა,ყურთან მიიტანა და ყურმილის იქით ხმას დაელოდა
-მია გღვიძავს?
გაისმა გიორგის ხმა და მია გაახსენდა რომ უნდა ამდგარიყო.საბანი სწრაფად გადაიძრო და ფეხზე წამოხტა.არ ესიამოვნა შიშველ წვივებზე სიგრილე მაგრამ სხვა გზა არ ქონდა უნდა მომზადებულიყო
-კი... ავდექი და ვემზადები მალე მზად ვიქნები
დაიკნავლა გოგონამ თან კარადიდან ტანსაცმელ ყრიდა
-კაი მიდი გაემზადე და ერთ საათში შენთან ვარ
უთხრა გიორგიმ და ყურმილი დაკიდა.მიამ ტელეფონი საწოლზე მოისროლა ხოლო თვითონ სააბაზანოში შევიდა.შხაპი სწრაფად მიიღო და ოთახში დაბრუნდა.ტანზე ჩაიცვა და თაროდან ზურჩანთა ჩამოიღო.ჩანთაში საჭირო ნივთბი ჩატენა და ელვა შეკრა.საწოლი გაასწორა და სარკესთან მივიდა.თამა საშრობით გაიშლო და ჩამოივარცხნა.ტელეფონი და ჩანთა აიღო,ფარდები გადაწია და ოთახი დატოვა.მისაღებში გავიდა,ჩანთა დივანზე მიაგდო და სამზარეულოში შევიდა რათა ცხელი ჩაი დაელია.
წყლით სავსე ჩაიდანი გაზზე შედგა და კარადიდან ფინჯანი ჩმოიღო.შაქარი ჩაყარა და ჩაის ფერი ჩააგდო.სკამი გამოასოსიალა და ზედ დაებერტყა.ამ სიცივეში საშინლად ეზარებოდა მგზავრობა და სვანეთში წასვლა მაგრამ ცოტა განტვირთვა არ აწყენდა.მეგობრებმა გადაწყვიტეს ზამთრის არდადეგებზე სვანეთში ასულიყვნენ და ცოტახნით მაინც დაესვენათ.
მიამმ თავი მაგიდაზე დადო და თვალები დახუჭა.რამოდენიმე წუთი ასე იყო მერე ჩაი გაახსენდა და ფეხზე წამოდგა.გაზი გამორთო და წყალი ფინჯანში ჩაასხა,კოვზით შაქარს მოურია და ჭიქით ხელში მისსაღებში გავიდა.სავარძელში კომფორტულად მოეწყო და ჭიქა ტუჩებთან მიიტანა,სითხე უნდა მოესვა როდესაც კარზე ზარი გაისმა
-ღმერთო არ მაცალოთ ჩის დალევაც
ფეხზე ზანტად წამოდგა და შემოსასვლელში გავიდა.საკეტი გადაწია და კარები ფართოდ გამოაღო.გიორგი და ელენე იყვნენ (მეგობრები)
-შემოდით
თქვა გოგონამ და ოთახში შებრუნდა,მაგიდაზე დადებული ჭიქა აიღო და ისევ სავარძელში ჩაჯდა
-რას შვები თხაჯანა?
კითხა ელენემ და დივანზე მოკალათებულ გიორგის გვერდით მიუსკუპდა
-ბუქნარს
მობეზრებულმა გასცა პასუხი და ცხელი ჩაი მოსვა
-გეგმები შეიცვალა
თქვა გიორგიმ და ხელები ერთმანეთს გაუხახუნა.მიამ თავი უცებ აწია და წყვილს გახედა
-აღარ მივდივართ?
თითქმის დაიკივლა მან და სახე დამანჭა
-კი...კი მივდივართ უბრალოდ ლუკა არ მოდის და ლუკას მაგივრად სხვა მოდის....
საუბარი გააგრძელა გიორგიმ
-და ეს სხვა ვინარის?
ინტერესით კითხა გოგონამ.გიორგიომ ელენეს გადახედა და შემდეგ ისევ მიას გახედა
-ლიპარტელიანი
ფრთხილად თქვა მან და გოგონას რეაქციას დააკვირდა.ამ გვარის გაგონებაზე წიკლაურს კანი აეწვა და სისხლმა აასხა.გიორგის გახედა რომელიც მას მიშტერებოდა
-მაშინ მე აღარ მოვდივარ
ზიზღით თქვა გოგონამ და წინ გაიხედა
-კაი რა...წამოო რას დაგიშავებს მის მერე ექვსი წელი გავიდა
წუწუნით უთხრა ელენემ.
მისას ისევ ის წლები გაახსენდა როდესაც ლიპარტელიანი პირველად ნახა.სძულდა ის დღე როდესაც მას პირველად შეხვდა.ლუკას დაბადების დღეზე.მაშინ მია 13 წლის იყო,ლიპარტელიანს შემთხვევით წითელი ღვინო გადაასხა იმ მომენტში როდესაც ის გოგოს კერავდა.მან კი გოგონა უბრალოდ აუზში მოისროლა და ყველასთან შეარცხვინა.კაბა მთლიანად სველი ჰქონდ.საშინლად ციოდა ოქტომბრის შუა რიცხვები იყო.მთელი ორო კვირა სიცხეები ჰქონდა და ხან რომელ ექიმთან დარბოდა ხან რომელთან.მის მერე ბიჭის გახსენებაზე სისხლი ეყინება და შურისძიება უნდება.უნდოდა მოეკლა და კიდურები სათითაოდ დაეძრო მისთვის.უბრალოდ ეზიზღებოდა ეს ადამიანი.
-მია ხო წამოხვალ?
ჰკითხა გიორგიმ და გოგონას ხელი ხელზე ფრთხილად დაადო
-არა!
მკაცრად თქვა და ბიჭს თვალებში ჩააშტერდა
-მასთნ ერთად არსად არ წამოვალ!ხისთავიანი ვირი!
-ოო კარგი რა წამოდი დაიკიდე ყურადღბა საერთოდ არ მიაქციო
გიორგიმ გოგონას ჩანთა აიღო და გასასვლელისკენ წავიდა
-წავედით მაინც დაგვაგვიანდა
დაამატა მან და კარები გაიხურა.მიამ კბილები ერთანეთს ძლიერად დააჭირა და ხმამაღლა ამოიხვნეშა.ფეხზე წამოდგა და მოსაცმელი მოიცვა.ელენემაც მას მიბაძა და ასე ერთად გავიდნენ სახლიდან.კიბეები ჩაირბინეს და გიორგის მანქანისაკენ წავიდნენ.ელენე წინ დაჯდა.გოგონას უკან დაჯდომა მოუწია იმ ადამიანის გვერდით ვისაც ვერ იტანდა.უხმოდ დაიკავა მისი ადგილი ისე რომ ალექსანდრესთვის არც კი შეუხედავს.გიორგიმ მანქანა დაძრა და გრძელ,დამღლელ გზას დაადგა.მია გრძნობდა მწველ მზერად მარჯვენა მხრიდან.არ უნდოდა ალექსანდრეს ამაზრზენი სახე დაენახა.ფანჯარას თავი მიადო და თვალები დახიჭა.უნდოდა დაეძინა მაგრამ არ გამოსდიოდა რადგან გვერდით ის ადამიანი ეჯდა რომელის სადმე ქუჩაში რო შეხვედროდა აუცილებლად მოკლავდა ახლა კი ვერაფერს აკეთებდა "დეგენერატი,კამეჩი,ღორი" ლანძღვდა მას გულში და ცდილობდა მისკენ არ გაქცეოდა თალი.არადა მის მეორე მეს საშინლად უნოდა მისი ნახვა,აინტერესებდა როგორი იყო.ალექსანდრე ყრმობაში სასტიკად სიმპატიური იყო.ყველა გოგო მას ეტენებოდა,ბიჭსაც სხვა რა უნდოდა.გოგოები,სასმელი და გართობა.
მია ფიქრეში იყო გართული როდესაც გიორგიმ მანქანა მაღაზიის წინ გააჩერა
-გადავალ რამეს ვიყიდი და მალე მოვალ
თქვა მან და მანქანიდან გადავიდა
-დამელოდე მეც წამოვალ
ელენე მანქანიდან სწრაფად გადახტა.
სანდრომ გოგონას გახედა რომელიც ფანჯარაში რაღაცას მიშტერებოდა.მისკენ გადაიხარა და ტუჩები ყურთან მიუტანა
-მახსოვს...პირველივე დღს დაგასველე
წიკლაური შეცბა.სხეულზე ტაომ დააყარა.სასწრაფოდ მისკენ გაატრიალა თავი.სანდრომ ირონიულად ჩაიღიმა და თავისი ადგილი დაიკავა.გოგონას გაუჭირდა გონზე მოსვლა მაშინ როდესაც ლიპარტელიანის არაამქვეყნიურად სიმპატიურ სახეს შეეჩეხა
-ვირთხა
დაისისინა მან და ისევ ფანჯარაში გაიხედა.სახეზე სულ ახურებული იყო.უნდოდა ლიპარტელიანი შუაზე გაეგლიჯა და სადმე გადაეგდო.სანდროს ხითხითი ესმოდა და ეს კიდევ უფრო უშლიდა ნერვებს.მკვლელი მზერით გახედა მას და ყბები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა
-ისევ ისეთივე წუნკალი ყოფილხარ
ქირქილით უთხრა ბიჭმა და მიას თვალებში ჩააშტერდა
-შენ კიდევ ისეთივე ღორი და ნაგავი!
კბილებში გამოსცრა მან.აღარ სურდა ამ იდიოტისთვის კიდევ ესმინა.ჯიბიდან ყურსასმენები ამოიღო და ტელეფონს მოარგო შემდეგ კი მუსიკები ჩართო და შეეცადა ლიპარტელიანისთვის ყურადღება არ მიექცია.
ღრმად ჩაეძინა ისე რომ ვერც გაიგო როგორ დაბრუნდნენ გიორგი და ელენე და როგორ გააგრძელეს გზა.
როდესაც მიას გაეღვიძა თავი ვიღაცის მხარზე ედო.ვიღაცის არა ალექსანდეს.თავი სწრაფად წამოწია და მანქანას თვალი მოავლო
-რაიყო გოგო კიარ გჭამ
გაკვირვრბულმა უთხრა ალექსანდრემ და მიას ალმაცერად გადახედა.გოგონამ არაფერი უპასუხა კამათს თავი აარიდა.ძალიან დაღლილი იყო და ამ ვირთან ჩხუბს არ აპირებდა.ჯემპრის მკლავი აწია და საათს დახედა მხოდოდ ოთხის ნახევრი იყო
-მალე მივალთ?
იკითხა მან და გიორგის სარკეში გახედა
-ცოტაც მოითმინე
გიომაც გასცა პასუხი ისე რომ გზისთვის თვალი არ მოუშორებია.გოგონამ თავი უკან გადააგდო და თვალები მინაბა.საშინლად ღლიდა მგზავრობა.ისევ უნდოდა დაეძინა მაგრამ ვეღარ მოახერხა.ლიპარტელიანისკენ გაიხედა და მის სახეს დააკვირდა.სწორი ლამაზი ცხვირი,საშუალო ზომის ტუჩები და ძალიან ლამაზი შავი თვალ-წარბი.დიდხანს აშტერდებოდა ბიჭს სახეზე."სიმპატიურია" აღიარა მან და თავისთვის ჩაიფრუტუნა "მაგრამ მაინც დღნარჩვია" ესეც დაამატა და კიდევ უფრო უკეთ დააკვირდა
-რაიყო მოგეწონე?
ფიქრებიდან სანდროს ხმამ გამოიყვანა.მას არც კი შეუხედავს გოგონასთვის.მიამ თავი სწრაფად გააქნია რომ უაზრო ფიქრები გონებიდან გაეყარა
-რა სისულელეა...არასოდეს მომეწონები!
მტკიცედ განაცხადა გოგონამ და სასწრაფოდ მოარიდა ლიპარტელიანს თვალი.
სანდრომ ჩაიცინა და ისევ გზას გახედა.გოგონაზე ეღიმებოდა და ახსენდებოდა ის დრო როდესაც წიკლაური მოკვლით ემუქრებოდა.კარგად ახსოვს გამწარებული მიას როგორი ცუნამიც იყო მაგრამ სანდრო არასდროს არიდებდა თავს პირიქით აქეზებდა და აწვალებდა.ბოლოს ისევ ატირებულს ტოვებდა მას.ისევ გაეღიმა და თავი ოდნავ გადაწია.ცოტახანში კი უკვე თვითონ ფშვინავდა.
როდესაც სვანეთში ავიდნენ თოვდა და საშინელი სიცივე იყო.მია მანქანიდან სწრაფად გადახტა და თავისი ნივთები გადაიტანა.სახლს შეხედა.პატარა,კონფორტული,ხის ერთ სართულიანი სახლი იყო.გოგონა კანკალმა აიტანა და სახლისკენ სწრაფად წავიდა.კარები გიორგიმ გააღო და შიგნით შელაგდნენ.
-მე ბუხარს ავანთებ ელენე შენ ოთახები მოაწესრიგე აი თქვენ კი ცელოფნებიდან პროდუქტი ამოალაგეთ
თქვა გიორგიმ და მოსაცმელი გაიხადა,ბუხართან ჩიმუხლა და ცეცხლის ანთება დაიწყო.ელენე ოთახების გაწყობას შეუდგა.სანდრომ ცელოფნები სამზარეულოში გაიტანა და მაგიდაზე დააწყო.გოგონაც მას მიყვა და პარკებიდან საკვების ამოლაგებას შეუდგა
-დაგეხმარო გინდა?
კითხა სანდრომ მიას და მაგიდას დაეყრდნო
-არ მჭირდები მე თვითონ ვიზამ
მკვახედ მიუგო ბიჭს ისე რომ მისთვის არც კი შეუხედავს
-როგორც გინდა
ალექსანდრე სამზარეულოდან მხრების ჩეჩვით გავიდა და მის ოთახში შევიდა რომელიც გიორგიმ მიასწავლა.მიამ პროდუქტი რომ დაახარისხა მისაღებში შევიდა საშინლად სციოდა ამიტომ ბუხართან სავარძელში ჩაჯდა.ცოტახანი ასე იჯდა და ცეცხლს მიაშტერდა მერე ძილი მოერია და უაზროდ მთქნარება დაიწყო
-მე სად ვიძინებ?
იკითხა მან და ფეხზე წამოდგა.
-პირდაპირ და მარცხნივ
ოთახი მიუთითა გიორგიმ და ფრთხილად გაუღიმა
-ძილინებისა
თქვა გოგონამ და ჩანთასთან ერთად ოთხში შევიდა.თვალები გაუფართოვდა როდესაც საწოლზე მოკალათებული ლიპარტელიანი დაინახა
-ჩემს ოთხში რას აკეთებ?
მიამ დოინჯი შემოირტყა და კარები ზურგს უკან მოიკეტა
-და ვინ გითხრა რომ შენია?
ირონიით გადახედა სანდრომ და საწოლზე წამოჯდა
-ეს ჩემი ოთახია და გადაშენდი აქედან ახლავე!
თითის აწევით უთხრა გოგონამ მაგრამ სანდრო მუდო სახით უყურებდა მას
-არსად გასვალს არ ვაპირებ!
ლიპარტელიანი ისევ გადაწვა საწოლზე და თვალები დახუჭა.მიამ პირი გააღო რამის სათქმელად მაგრამ ვერაფერი ვერ თქვა,კარები გამოგლიჯა და გიორგის ოთახში შეუარდა
-რატომაა ის ღორი ჩემს ოთახში?
წიკლაური თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა ცოტაც და ვინმეს მოკლავდა
-მეტი ოთახი არ არის და მაგიტომ!მოგიწევს აიტანო და არაფერს არ დაგიშავებს
გოგონას ყურადღება არ მიაქცია და ელენეს გვერდით მიუწვა რომელისაც მშვიდად ეძინა
-მისაღებში დავიძინებ!
განაცხადა ბაბიმ და შეტრიალდა
-არაფერს დაგიშავებს მეთქი!
მკაცრად გაუმეორა გიორგიმ რომელმაც კომოდზე დადგმული სანათი გამორთო და კონფორტულად მოეწყო საწოლში.
ელენეს ხელები მოხვია და გაინაბა.მიამ კარები გაიჯახუნა და სანდროსთან ოთხში შევიდა
-შენ ძირს წვები არ მაინტერესებს!
როგორც კი ფეხი შედგა ოთახში ბრძანება გასცა მან
-ნუ წიკვუნებ რა
ამოილუღლუღ სანდრომ და ფეხზე წამოდგა.თავისი ჩათიდან სპორტული შარვალი და უბრალო ნაცრისფერი მაისური ამოიღო
-ძორს დაწვები მეთქი!
ისევ გაუმეორა გოგონამ მაგრამ სანდროს ყურადღება არ მიუქცევია მისი უაზრო ბრძანებისთვის
-მე საწოლზე ვწვები და არ ვაპირებ ძირს დავიძინო
ალექსანდრე მიად მიუახლოვდა და სახე მის სახესთან მიიტანა
-თუ არ გინდა ჩემს გვერდით წოლა შენ თვითონ დაწექი ძირს!
მშვიდად მიუგო და სააბაზანოში შევიდა.გოგონა რამოდენიმე წამი გაშტერებული იდგა და მომხდარზე ფიქრობდა.ბოლოს დედამიწაზე დაბრუნდა და ჩანთას გამწარებული ეცა-დეგენერატი,ხისთვიანი,მათხოვარი,ღორი!
შეამკო ის და ჩანთდან საღამურები და პირსახოცი ამოიღო.საწოლიდან ბალიში და პლედი გამოაცურა ძირს დაყარა და სანდროს გამოსვლას დაელოდა.
ბიჭს დიდხანს არ დაგვიანებია რამოდენიმე წთში უკვე ოთხში იყო სპორტულებსი გამოწყობილი.მია საწოლიდან წამოდგა და სააბაზანოსკენ წავიდა გასვლამდე კი ლიპარტელიანს მხარი გაკრა
-მახინჯი თხა!
ჩუმად მიაძახა სანდრომ და საწოლში შეწვა.ბალიშზე თავი ხეთქა და თვალები დახუჭა.
მიამ წყალი გადაივლო და საღამურები ჩიცვა,სველი თმა პირსახოცით შეიკრა და ოთახში თავისი ნივთებით გაფლაშუნდა.საწოლთან მივიდა და ძირს დაწვა.საშინლა სციოდა,პლედი მხრებზე ძლიერად მოიხვია და თალები დახუჭა
-გამორთე სინათლე
უთხრა მან ალექსანდრეს.სანდრომაც ხელი გადაწია და სინათლე გამორთო.ოთახი ჩამობნელდა.მიას კი ძალიან შეეშინდა.მხოლოდ მისი კბილების კაწკაწის ხმა ისმოდა.სანდრო წამოიწია და გოგონას ზემოდან დააჩერდა
-თხაო ამოდი საწოლზე დაწექი ვერ ხედავ იყინები
უთხრა მან წიკლაურს
-შენი თხა ვინაა შე კამეჩო
მკვლელი თვალებით ახედა გოგონამ
-გაიყინები და გაცივდები
-მერე შენ რა გაჯავრებს?წამალი უნდა მიყიდოო?სიცხე უნდა გამიზომო თუ ჩაი უნდა მომიდურო?
უკმეხად უპასუხა მიამ და მეორე მხარეს გადაბრუნდა
-მე შენთვის ვამბობ
მხრები აიჩეჩა მან და საბანი მხრებზე გადაიფარა.ორივენი ძალიან დაღლილები იყვნენ ამიტომ მალევე ჩაეძინათ.მაგრამ სანდრო ხშირად გადახედავდა ძირს მწოლიარე გოგონას გაიფიქრებდა ხო არ გაიყინაო.მძინარეს რომ დაინახავდა წყნარდებოდა და ისევ ძილს მიეცემოდა. დილით პირველს ალექსანდრეს გაეღვიძ.ხელები ზევით აჭიმა და გემრიელად გაიზმორა.ცოტახანი ჭერს მიშტერებოდა მერე ფეხზე წამოდგა და მაიკა გადაიძრო,ჩანთიდან ტანსაცმელი ამოიღო და გამოიცვალა.მერე ოთახიდან გავიდა ისე რომ ქალბატონს არ გაღვიძებოდა.მისაღებში გავიდა და ცეცხლი დაანთო.დივანზე მოკალათდა და თვი უკან გადააგდო.ასე იჯდებოდა ფეხის ხმა რო არ გაეგო.თავი წამოწია და მიას გახედა რომელიც თვალებს გამწარებული ისრესდა.სანდროს მის პიჟამოებზე გაეცინა.ცხოველები ეხატა.გოგონა სამზარეულოში შევიდა და მადუღარა ჩართო.ჩაი რომ გაეკეთებინა.უჯრებში დიდხანს ეძებდა ჭიქას ბოლოს როგორც იქნა მიაგნო და მაგიდაზე დადო,შაქარი ჩაყარა და წყლის ადუღებას დაელოდა.მაგიდას მიეყუდა რომ არ წაქცეულიყო,საშინლად ეძინებოდა.მადუღარას შესცქეროდა.ნერვებს უშლიდა ის ფაქტი რომ წყალი ადუღებას აგვიანებდა
-მეც მინდა
ზურგს უკან მოესმა ლიპარტელიანის ხმა და ელვის სისწრაფით მოტრიალდა იგი.სანდრო კარების ჩარჩოს იყო მიყუდებული,ხელები მკერდთან ჰქონდა გადაჯვარებინებული და გოგონას აშტერდებოდა
-გაიკეთ და დალიე თუ გინდა
სწრაფად უპასუხა მიამ და მადუღარიდან წყალი ჭიქაში ჩაასხა.კოვზით შაქარს მოურია და კარებისკენ წავიდა.ლიპარტელიანის წინ დადგა.ბიჭს უკმაყოფილოდ ახედა
-გამატარე!
სანდრომ ჩაიცინა და კარებს მოშორდა.მია სწრაფად გავიდა მისაღებში და ბუხართან ახლოს,ხალიჩაზე მოკალათდა.ჭიქა გვერდით გადადო,ფეხები მკერდზე მიიბჯინა და ხელები გარშემო შემოხვია.უყვარდა სიმშვიდე.ახლა მხოლოდ მშვიდად და თბილად ყოფნა უნდოდა.თვალები დახუჭა და თვი უკან გადააგდო.დიდხანს არ ეღირსა სიმშვიდე.სამზარეულოდან ლიპარტელიანი გამოვიდა და დივანზე დაჯდა.ხელში ლუდის ბოთლი ეკავა.წიკლაური წამოდგა ჭიქა აიღო და ოთახში შევიდა.ფანჯარასთან დადგა და სვანეთს დააკვირდა.გარეთ საშინლად თოვდა.მოსწონდა აქაურობა.ნერვებს მოხოლოდ ის ფაქტი უშლიდა რომ ლიპარტელიანიც მათთან ერთად იყო.არ უყვარდა ეს ადამიანი და რა ექნა?ვერ დააძალებდა საკუთარ თავს ვერაფერს.ჩაის დალევას რო მორჩა ოთახიდან გავიდა და ჭიქა სამზარეულოში გაიტანა.გიორგის და ელენეს ისევ ეძინათ.ალექსანდრე კი ისევ მისაღებში იჯდა.აღარ უნდოდა მასთან კამათი ამიტომ ოთახში გაბრუნდა და საწოლში შეწვა.თვალები დახუჭა.იმდენად დაღლილი იყო გუშინდელი მგზავრობით მალევე ჩაეძინა.
რო გაიღვიძა ვიღაცის სხეულზე იყო მიკრული.მიამ თავი მაღლა აწია და ორი თავით მაღალა ბიჭს დააკვირდა რომელიც მშვიდად ფშვინავდა.დენდარტყმულივით წამოხტა და ალექსანდრეს დააკვირდა.ბიჭმა თვალები ზანტად გაახილა და მიას შეხედა.არაფერი უთქვამს უბრალოდ გადატრიალდა და ზურგი შეაქცია.
-თავხედი
ჩაილაპარაკა მიამ და სკამზე გადაკიდებული ტანსაცმელი აიღო.ლიპარტელიანს გადახედა.ბიჭი ზედაც არ უყურებდა.წიკლაური შეტრიალდა და საღამური გაიხადა.უცებ მაიკა გადაიცვა და შარვალიც მოირგო.როცა მოტრიალდა სანდრო თავზე ედგა და გოგონას დაშჩერებოდა.მია შეცბა.ალექსანდრეს ჩაეღიმა და გოგონას უკეთ დააკვირდა
-მშვენიერი საჯდომი გაქვს
ლიპარტელიანის ხმაში დამცინავი ტონი იგრძნობოდა.მია სულ გაწითლებული იყო.ჭოპორტის პამიდორს გავდა.მუშტები შეკრა და ძლიერად დაუშინა ალექსანდრეს მკერდს
-ვირო!შე კამეჩო!ჯუნგლებიდან გამოქსეულო მაიმუნო!
უყვუროდა გოგონა და რაც შეიძლებოდა ძლიერად ურტყამდა სანდროს.
-დაწყნარდი!
ხელები დაუჭირა ალექსაბდრემ და ზურგით კედელს მიაბჯინა წიკლაური.გახშირებულ სუნთქვას ვერაფრით ირეგულირებდა.საშინლად გაცოფებული იყო.
-უბრალოდ ფაქტი ავღნიშნე პატარავ
ისევ გააგრძელა სანდრომ.ამაზე კი სულ გადაირია მია და ფართხალი დაიწყო.
-გამიშვი!
იკივლა მან და ხელების განთავისუფლება სცადა
-თხა ხარ რა!
შეამკო სანდრომ და ხელები გაუნთავისუფლა.მოშორდა და ოთახიდან გავიდა.მია გაშტერებული უყურებდა კარებს და არ იცოდა რა ექნა.ჯემპრი შეისწორა და თვითონაც გავიდა ოთახიდან.გიორგი დივანზე იჯდა და სანდროს რაღაცაზე ელაპარაკებოდა.მია სამზარეულოში შევიდა
-გამარჯობა
მიესალმა ელენეს რომელიც ცდილობდა საჭმელი გაეკეთებინა
-უი გამარჯობა
მიესალმა ისიც
-გამოდი მე გავაკეთებ თორე გადაწვავ სახლს
გაიცინა მიამ და საჭმლის მზადებას შეუდგა.
მაგიდა გააწყვეს.ელენემ ყავა მოადუღა და ბიჭებს დაუძახა
-ელენე თქვი რო შენ მოამზადე
შემოსვლის თანავე თქვა სანდრომ და ელენეს შეხედა იმ იმედით რომ დადებით პასუხს მიიღებდა მისგან
-არა მიამ მოამზადა
თქვა მან და გიორგის გვერდით მიუჯდა
-იმედია არ მოვიწამლები
ჩაიდუდღუნა ლიპარტელიანმა და მიას წინ დაჯდა.
გემრიელად მიირთვეს.მერე ბიჭები სამზარეულოდა გავიდნენ.მიამ და ელენემ მაგიდა აალაგეს
-ჭურჭელს მე დავრეცხავ
უთხრა ელენემ მიას და გაუღიმა
-ხო კარგი ოღონდ არაფერი გატეხო
სიცილით უთხრა მიამ და სამზარეულო დატოვა.მისაღებში სავარძელში ჩაესვენა და ბუხარს დაუწყო ყურება
-სადმე გავიაროთ რა
იდეა დააბრეხვა გიორგიმ და ლუდის ბოთლი რომელიც ხელში ეკავა მაგიდაზე დადო
-ხო კაი იდეაა
დაეთანხმა მიაც და ფეხზე წამოდგა,რომ ოთახში გასულიყო და თბილად ჩაეცვა.
წიკლაური ოთახში შევიდა და ჩანთიდან მოსაცმელი აიღო ფეხზე თბილი უგები ჩაიცვა და კარებისკენ წავიდა.გასვლას აპირებდა ალექსანდრე რო შემოვიდა
-რაიყო გოგო ციმბირში ხოარ მიდიხარ?
თავისი ჭკუით იხუმრა და ცალყბად გაიღიმა
-დედაა რა სასაცილო იყო
ირონიით თქვა მიამ და ოთახი სწრაფად დატოვა.
ყველანი მზად რო იყვნენ სახლიდან გავიდნენ.გადაწყვიტეს ცოტათი გაესეირნათ.
გარეათ საშინლად ციოდა.ამას იხიც ემატებოდა რომ თოვდა.
-გცივა?
თბილად კითხა გიორგიმ ელენეს.გოგონამაც თავი უცებ დაუქნია.გიორგიმ ხელი მოხვა და სვლა ისევ გააგრძე.
-ბეკეკავ შენც ხოარ გცივა?
სანდრომ სიცილით უთხრა მიას რომელსაც ცხვირი სყვარლად გაწითლებოდა
-კამეჩი
ჩაილაპარაკა მიამ და ნაბიჯებს აუჩქარა.
დიდხანს სეირნობდნენ.ბოლოს კინაღამ გაიყინნენ და დაბრუნება გადაწყვიტეს.სახლამდე ცოტა უკლდათ მიას კისერში თოვლი რო ჩაუყარა ლიპარტელიანმა.გოგონამ საწყლად შეკივლა და ხტუნვა დაიწყო.ამას მოყვა ბიჭების ხმამაღალი როხროხი და ელენეს კისკისი.
წიკლაურმა ძლივს გაინთავისუფლა თოვლისგან სხეული.კანკალებდა სულ გალურჯებული იყო
-გაზღვევინბ!
ზიზღით უთხრა ალექსანდრეს და სახლში შევარდა.
ჩატანიებული მაიკა ზევით ამოაგდო და თოვლი ძირს დაყრა.ელენე და გიორგი მალევე შემოვიდნენ წესით სანდროც უნდა შემოსულიყო მაგრამ მიამ კარები ცხვირწინ მოუხურა
-კარები რატო დაიკეტა?
იკითხა სანდრომ რომელის ხმაშიც დაბნეულობა იკითხებოდა
-ეგდე ახლა გარეთ
მიაძახა მიამ და ბუხართან მივიდა რომელიც თითქმის ჩამქვრალი იყო
-რას ქვია ვეგდო გარეთ გამიღეთ კაცო კარები გავიყინე
ისეთი ძალით აბრახუნებდა კარებზე ლიპარტელიანი კინაღამ ჩამოიღო
-არ გააღო!
იკივლა მიამ როდესაც გიორგი კარების გასაღებად წავიდა
-გაიყინება გარეთ
-არაუშავს გაიყონოს!კამეჩი!
თავისთვის ჩაილაპარაკა გოგონამ და სამზარეულოში შევიდა რათა თავისთვის ჩაი მოედუღებინა.
კიდევ რამოდენიმე წუთით ისმოდა ლიპარტელიანის ღრიალი მაგრამ მია ყურადღებას არ აქცევდა.უბრალოდ ეკიდა.
ოთახში ავიდა და თბილ საწოლში შეწვა.ალექსანდრეს ბალიშს ჩაეხუა და ტკბილად დაიძინა.წარბსაც არ შეხრიდა გაცეცხლებული ლიპარტელიანი ოთახში რო არ შემოვარდნილიყო და მიასთვის საბანი არ გადაეძრო
-ჰოჰ მოკალათებულა ჩემს საწოლში
თქვა თუ არა სანდრომ გოგონას ხელი მოკიდა და მხარზე გადაიკიდა
-დამსვი შე ცხოველო!ნადირო!საქონელო!კამეჩო!
კიოდა მია და ფეხებს მთელი სიძლიერით აფართხალებდა
-მაგაზე თავიდან უნდა გეფიქრა შტერუკა
სანდრომ სწრაფად ჩაირბინა კიბეები და თოვლში გააბიჯა.ლიპარტელიანნა მიას ხელი გაუშვა და პირდაპირ თოვლში მოისროლა.მიას ერთიანად ააკანკალა როდესა პენუარი მთლიანად დაუსველდა.შეიშველი ტერფები სულ გათოშილი ჰქონდა,ხელებს კი ვეღარ გეძნობდა
-იყავი ეხლა მანდ!
უთხრა ალექსანდრემ და სახლში შევიდა კარები კი გოგონს ცხვირწინ მოუხურა
-გამიღე კარები!
ამოიკნავლა გოგონამ და გაყინული ხელებიკარებს მიადო
-ახლავე გამიღე გავიყინე!
ცოტაც და იტირებდა.კიდევ უფრო შესძულდა ის დღე ლიპარტელიანი რო გაიცნო
-კარები გააღე სასწრაფოდ თორემ ვერ გადადამირჩები!
გოგონას ხმა წაერთვა.უკვე მთლიანად გაყინული იყო.ტუჩები გალურჯებოდა და ნაცრისფერი თვალები უფრო ჩამუქებოდა.კარს მიღმა სანდრო ფხუკუნის ხმა ისმლდა
-ბოდიში მომიხადე და გაგიღებ!
მტკიცედ განაცხადა ალექსანდრემ და კარებს ზურგით მიეყრდნო
-ასე ძალიან გსიამოვნებს ჩემი წვალება?
უკვე ცრემლები სდიოდა მიას.აღარ შეეძლო შეკავება
-მსიამოვნეს თან ძალიან!
უთხრა სანდრომ და თავი კარებს მიაბჯინა.გოგონას შიგნით რაღაც ჩასწყდა.თითქოს გული ამოაგლიჯესო.ცრემლები შეიმშრალა და თავი დახარა
-გავიყინე გამიღე გთხოვ
ძლივს გაიგო თავისი სოტყვები გოგონამ.მუხლები ეკეცებოდა ცოტაც და წაიქცეოდა.სანდრომ კარები დააღო და გოგონას გამარჯვებულის სახით დააჩერდა.აწყლიანებული თვალებით რო ახედა გოგონამ აი მანდ უკვე ღიმილი გაუქრა.მისჩერებოდა გათოშილ მიას რომელიც არ იძვროდა.მუხლებში სისუსტე იგრძნო მიამ,თავბრუ დაეხვა და ძირს დავარდებოდა ლიპარტელიანი რო არ ყოფილიყო.გოგონას ფერი მთლიანად დაეკარგა,ტუჩები გალურჯებოდა მისი თეთრი,ნაზი კანი მთლიანად გაყინული იყო.სანდრო მუხლებზე დაეშვა და წიკლაურის სახე ხელებში მოიქცია
-მია!მია გამოფხიზლდი
ყვიროდა და ხელებს სახეზე ნაზად უსვამდა
-მია ჩემო პატარავ გამოფხიზლდი გთხოვ
სახეს უკოცნიდა.შეშინებული და განერვიანებული იყო.გოგონა ხელში სწრაფად აიყვანა და კიბეებიბსწრაფად აირბინა.ლოგინზე დააწყვინა და სველი პენუარი სწრაფად გახადა.ძირს დააგდო და თავისი მაისური სწრაფად გადააცვა შემდეგ კი საბანიგადააფარა
-ჩემო პატარავ გაახილე თვალები გთოვ ასე ნუ მომექცევი!
ტუჩები მიას გაყინულ ლოყაზე ქონდა მიდებული და ისე ჩურჩულებდა.ნაზად ეფერებოდა მის თლილ ლამას თითებს.მაშინ წამოსწია თავი როდესაც ოთახში გიორგი შემოვედი
-რა ხდება?
იკითხა მან და მიას მიუახლოვდა
-არ ვიცი უბრალოდ...უბრალოდ გონება დაკარგა
ამოიხრიალა ლიპატრელიანმა და ოთახში სიარული დაიწყო
-მთლიანად გაყინულია!არ თქვა რომ გარეთ გაიყვანე
კითხა გიორგიმ და გოგონას დააჩერდა
-ელენეს დაუძახე ახლავე
უღრიალა სანდროს და მია ოდნავ წამოსწია.ლიპარტელიანი სწრაფად გავარდა ოთახიდან და ელენესთან ერთად დაბრუნდა.ამას ვეღარ გაუძლებდა სანდრო ოთახიდან გავიდა და სააბაზანოში შეიკეტა.კედესლ მთელი ძალით ურტყამდა ხელებს და საკუთარ თავს აბრალიდა ყველაფერს.ძირს დაჯდა.თავი უკან გადაწია და თვალები მაგრად დახუჭა.საკუთარი თავი შეძულდა.სააბაზანოდან რო გამოვიდა მია ოთახში მარტო იყო და მშვიდად ეძინა.გვერდით მიუჯდა დამისი ხელი თავისაში მოიქცია,ტუჩებთან მიიტანა და ნაზად აკოცა შემდეგ კი მასაც ჩაეძინა.მიამ თვალები ფრთხილად გაახილა.პირველი რაც დაინხა ალექსანდრე იყო.მზერა თავის ხელზე გადაიტანა რომელიც ლიპარტელიანისაში იყო ახლართული.თითები სწრაფად გაინთავისუფლა და ოდნავ გვერდით გაიწია.სანდრომ თავი უცებ წამოსწია და გოგონას დააჩერდა
-კარგად ხარ?
კითხა სანდრომ და მიასკენ მიიწია
-მეზიზღები!
ამოიხრიალა გოგონამ და ლიპარტელიანს ზურგი აქცია
-გეზიზღები?
სიტყვას სული ამოაყოლა სანდრომ ფრთხილად წამოდგა და საწოლს მოშორდა
-ხო მეზიზღები!მთელი არზებით მეზიზღები!
თქვა თუ არა მიამ სანდრო სწრაფად გავიდა ოთახიდან და კიბეებზე დაეშვს.ძარღვები დაებერა.სისხლიუდუღდა,შესძულდა ყველა და ყველაფერი საკუთარი თავის ჩათვლით.სამზარეულოში შევიდა და ვისკის ბოთლი აიღო.მისაღებში,სავარძელში ჩაესვენა და ბოთლი მთლიანად მიიყუდა.
მიას ალექსანდრეს გარეშე ოთახი თითქოს ცარიელი ეჩვენა.თავი საშინლად ტკიოდა,დაძინებას კი ვერ ახერხებდა.ფეხზე წამოდგა.თავბრუ დაეხვა მაგრამ თავი გაიმაგრა და კარებისკენ წავიდა.კიბეებზე ნელა ჩავიდა და სამზარეულოში შევიდა.ჩაი მოიმზადა და სკამზე ჩამოჯდა.ჩაის წრუპავდა ლიპარტელიანი რო შევიდა.გოგონასთვის არც შეუხედავს კარადა გამოაღო და ვისკის მეორე ბოთლი აიღო.მია აკვირდებოდა მას.უნდოდა ეთქვა არ დაელია მაგრამ ვერ გაბედა.თავი ჩახარა გაჩუმება ამჯობინა.სანდრო სწრაფად გავიდა სამზარეულოდან და უწინდელი ადგილი დაიკავა.ისევ სმა განაგრძო.
წიკლაურმა ჩაის სმა რომ დაამთავრა მანაც დატოვა სამზარეულო.წამით ლიპარტელიანს შეხედა რომელიც ცეცხლს იყო მიშტერებული და სვამდა.ვერ გაეგო რა გრძნობა ქონდა მის მიმასთ სიძულვილი თუ სიყვარული.ერთხანს მისჩერებოდა.მზერა მოსწყვიტა და კიბეები აიარა.მოსაცმელი გაიხადა.ახლა მარტო დააკვირდა რომ ალექსანდრეს მაისური ეცვა.ოდნავ გაეღიმა,საწოლში შეწვა და საბანში გაეხვია.ისე ჩაეძინა ვერც გაიგო.
დილით უკეთ იყო.ცოტახანს იწვა საწოლში და ჭერს იყო მისჩერებული.მერე ასე რო მოსწყინდა ფეხზე წამოდგა,გაიზმორა და თბილი,ნაქსოვი ჟაკეტი მოიცვა.საწოლი გაასწორა.დივანზე ლიპარტელიანის დაყრილი ტანსაცმელი რო ვერ დაინახა გაუკვირდა.მხრები აიჩეჩა და ოთახი დატოვა.ქვევით რო ჩავიდა ელენე და გიორგი სამზარეულოში იყვნენ.მათთან შევიდა და გიორგის გვერდით სკამზე მოთავსდა
-უკეთ ხარ?
კითხა ელენემ.მიამაც თავი დაუქნია და გიორგის ყავა მოსვა.უნდოდა ეკითხა სად იყო ალექსანდრე მგრამ ვერ გაბედა
-სანდრო წავიდა
თითქოს გოგონას ფიქრები წაიკითხა გიორგიმ
-სად წავიდა?
ხმადაბლა იკითხა მან
-თბილიში დაბრუნდა
-რატომ?
-როდიდან გაინტერესებს შენ ლიპარტელიანის ამბები?
წარბაწეულმა კითხა ელენემ
-ისე ვიკითხე რაიყო უფ
ჩაიფრუტუნა და ტუჩები საყვარლად გაბუსხა.სანდროზე ფიქრობდა თვითონაც ვერ გაეგო რატომ.უბრალოდ თვალწინ ედგა ბიჭის სახე
-ჩვენც წავიდეთ ხვალ
თქვა გიორგიმ და მიას ძლივს გამოგლიჯა თავისი ყავა ხელიდან
-კიდევ ცოტახანს დავრჩენილიყავით
-ჯერ გადაყლაპე და მერე ილაპარაკე შენ
შეუბღვირა გიორგიმ მიას და ფეხზე წამოდგა
-გაემზადეთ რა ხვალ დილით წავიდეთ
სამზარეულო დატოვა და მისაღებში გავიდა.სავარძელში მოკალათდა და ელენაზე ფიქრი დაიწყო.უყვარდა მაგრამ ხო არ გაამხელდა არაა?ეშინოდა რომ ელენესგან იგივე გრძნობას არ მიიღებდა.ეშინოდა იმის რომ მათი ურთიერთობა ისეთივე აღარ იქნებოდა როგორც ახლა.თავი გააქნია და ბუხარში ხმელი შეშა შეაგდო.
მშვიდად ისხდნენ ბუხართან.ძილი რო მოერიათ ოთახებში განაწილდნენ.ცარიელი მოეჩვენა ოთახი მიას ლიპარტელიანის გარეშე.აინტერესებდა რატო წავიდა სანდრო ასე ადრე ან რითი მანქანა ხო გიორგისი ოყო და თან სახლთან ეყენა.გოგონამ ჟაკეტი გაიხადა და საწოლში შეწვა.კიდევ უფრო ცივი და ბნელი ღამე ეჩვენა მას.სანდროს ბალიში ჩაიხუტა და თვალები მაგრად დახუჭა.საშინელ სიცარიელეს გრძნობდა მარცხენა მხარეს.თითქოს ინანა ასე რომ ელაპარაკა ბიჭს.ისიც იფიქრა სანდრო ჩემს გამო წავიდა აქედანო.მთელი ღამე ფიქრებში გაატარა.როგორ დაათენდა ვერც გაიგო.არც მაშინ ჩასძინებია.შვიდი საათი რო შესრულდა საწოლიდან წამოიზლაზნა.სწრაფად მოწესრიგდა და თავისი ნივთების შეგროვება დაიწყო.თავის ერთ-ერთ მაისურს ვერსად პოულობდა.არადა როგორ უყვარდა ეგ ზედა.
"ალბათ საერთოდ არ წამომიღია"
გაიფიქრა გოგონამ.ყველაფერი რომ ჩაალაგა მერეღა შეამჩნია ლიპარტელიანის მაისური დივანზე გადაკიდებული.ხელში აიღო და ცხვირთან მიიტანა.ნაზად გაუხახუნა ცხვირის წვერი რბილ მატერიას და ბიჭის სურნელი შეიგრძნო.რაღაცნაირად ესიმოვნა და ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა.მერე სწრაფად გამოფხიზლდა და ალექსანდრეს მაიკა ჩანთაში ჩაკეცა.ოთახიდან გავიდა.ელენე და გიორგი უკვე მზად იყვნან და მას უცდიდნენ
-წავედით
ელენე გარეთ გავიდა მას მიაც მიჰყვა.გიორგიმ სახლის კარები გამოხურა და საკეტი გადაატრიალა.ჩანთები საბარგულში ჩააწყო და მძღოლის ადგილი დაიკავა.გოგონებიც მოთავსდნენ და თბილისისკენ დაიძრნენ.
მიას მთელი გზა ეძინა.გიორგიმ სახლამდე მიაცილ და ჩანთაც აატანინა.მერე დაემშვიდობა და წავიდა.
რა ექმა მიას საშინლად არ უყვარდა მარტო ყოფნა მაგრამ რას გააწყობდა.საჭირო ნივთები აიღო და სააბაზანოში შეიკეტა.ცხელი შხაპი ესიამოვნა დაღლილობა თითქოსდა მოეხსნა.სამზარეულოში შევიდა და ჩაი მოიდუღა.თავისი ნივთების დალაგება დაიწყო თან ჩაის წრუპავდა.რო მორჩა ყველაფერს ოთახში შევიდა.ლიპარტელიანის მაიკა აიღო და ისე შეწვა საწოლში.მშვიდად ჩაეძინა.

***
მერე რა იყო?ამის მერე ლიპარტელიანი დიდხანს არც გამოჩენილა მიას ცხოვრებაში!
გოგონას კი სიგიჟემდე ენატრებოდა.ამის გამო კი საკუთარ თავს უწყრებოდა.არ აძლევდა გონაბას იმის უფლებას რომ ბიჭზე ეფიქრა!
მერე უკვე გიორგის და ელენეს ქორწილის დღე იყო.
ელენეს მეჯვარე რათქმაუნდა მია იყო.ხოლო გიორგისი ალექსანდრე.
ისეთი საყვარელი იყო ელენე. სულ გიოროზე ლაპარაკობდა.საყვარლად უღაჟღაჟდებოდა ლოყები.
საქორწილო კაბა რათქმაუნდა მიამ შეარჩევინა.
წიკლაურ ისე უხაროდა მეგობრის ქორწილი ჭკუაზე აღარ იყო.ერთადერთი რაც აშინებდა ისი იყო რომ ლიპარტელიანს უნდა შეხვედროდა.თვალს როგორც კი დახუჭავდა ეგრევე მასზე ფიქრობდა და გული გაორმაგებული ფეთქავდა...
უსაშინლესად ლამაზი ოყო ელენე თეთრ კაბაში.უხდებოდა დედოფლობა.მთელი დღე აჟიტირებული იყო.ერთ ადგილას ვერ ისვენებდა.ისე სწრაფად გავიდა დრო ვერც კი გაიგეს როგორ მოვიდა გიორგი,სანდროსთან ერთად.ისიც გვარიანად ღელავდა.ცოლს ირთავდა ბოლობოლო.სახლში მიაკითხეს ქალბატონებს რათქმაუნდა.კიბესთან უცდიდნენ ბიჭები.
როგორც იქნა გამოჩნდა ელენე.კინაღამ გონება დაკარგა გიორგიმ რო დაინახა.
სანდრო?სანდრომ რომ მია დაინახა ყბა ჩამოუვარდა!გოგონას შავი წელში გამოყვანილი,ბარძაყიდან კოჭამდე ჩახსნილი,ზურგ ამოღებული კაბა ეცვა.თმა მაღლა აეწია და წინ ერთი კულული ჩამოეშალა.ულამაზესი იყო.ლიპარტელიანს სუნთქვა შეეკრა გოგონა რო მიუახლოვდა.
მია როგორც კი დაინახა სანდრო ყველაფერი ერთად იგრძნო.თეთრი პერანგი ეცვა,პირველი ღილი გახსნილი ქონდა.ხორბლისფერი კანი საშინლად უხდებოდა თეთრს.შავი კლასიკური შარვალი ეცვა.ახლა უფრო სიმპატიური მოეჩვენა მიას.ბიჭს მიუახლოვდა და ქვევიდან ახედა.ერთხანს ასე უყურა მერე კი გიორის შეხედა გაპრწყინებული რო მიშტერებოდა ელენეს
-წავიდეთ თორემ დაგვაგვიანდება
ხმა ჩაიწმინდა ლიპარტელიანმა.მიას თვას არ აშორებდა.არ კიარა ვერ!
სამებაში დაიწერეს ჯვარი.მერე ხელის მოწერა და როგორც იქნა მიაღწიეს დარბაზშიც.იმდენი ხალხი ირეოდა ბუზებს გვანდნენ.
მილოცვები,სადღეგძელოები. ნეფე-დედოფლის ცეკვა.ისეთი ლამაზები იყვნენ.ბწყინავდა ორივე
-ახლა თქვენ იცეკვეთ რა
მუდარის თვალებით შეხედა ელენემ მიას და სანდროსთან ცეკვა სხოვა
-ოო კარგი რა დაღლილი ვარ
აბუზღუნდა მია
-მიდი რა გთხოვ ჩემთავს გაფიცებ
ისევ შეეხვეწა ელენე.მიამ აღარ გაუტეხა და ფეხზე წამოდგა.მას ლიპარტელიანიც მიყვა.საცეკვაო მოედანზე გავიდნენ და ყველას ყურადღება მიიპყვრეს.გაისმა ტანგოს მელოდიაც.წარბებ აწკეპილი უყურებდა ბიჭი წიკლაურს.ნელა მიუახლოვდა და ხელი წელზე შეუსრიალა.მიას ტაომ დააყარა.სასიამოვნოდ უხიჩინებდა ნაცნობი სურნელი ცხვირში.ერთი ხელი სანდროს ხელში ახლართა მეორე კი მხარზე ნაზად დაადო.და აი პირველი ნაბიჯიც გადადგა ბიჭმა.მთელი გრძნობით ცეკვავდნენ ორივე სიამოვნებას ღებულობდნენ ამით.ცეცხლი დაანთეს რასაც ქვია.როგორც კი დასრულდა მელოდია ლიპარტელიანმა მია უკან გადააწვინა და თავისი თლილი თითები გოგონას მოშიშვლებულ წვივზე აასრიალა.მთელი სხეული უხურდა მიას.სწრაფად გასწორდა.მთელი დარბაზი ოვაციებმა და შეძახილებმა გააყრუა.ორივე სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდნენ.
ნაბიჯი გადადგა ლიპარტელიანმა მიასკენ და ტუჩები ფრთხილად შეახო ლოყაზე.გოგონას სიამოვნებისყან ტანში გასცრა და თვალები მილულა.ყურზე ბიჭის ბაგეებს გრძნობდა და კანი ერთიანად ეხორკლებოდა
-მადლობა ცელვოსთვის
უჩირჩულა ალექსანდრემ და დარბაზიდან გავიდა.მია ერთხანს იდგა გაშეშებული.მერე გამოერკვა და თავისი ადგილი დაკავა.ეწვოდა ყველა ის ადგილი სადაც ცოტახნის წინ ლიპარტელიანი ეხებოდა.
ფეხზე წამოდგა და გოგონების საპირფარეშოსკენ წავიდა.კარო შეაღო და შიგნით შევიდა.ვაი ამ შესვლას გული დაეფერფლა როდესაც დაინახა სანდრო როგორ ვნებიანად კოცნიდა ვიღაც გოგოს.საშინელი თავისტკივილი დაეწყო.შეტრიალდა და რო უნდა გასულიყო სანდროს დაბნეული ხმა გაიგო
-მია?
არაფერი უთქვამს უხმოდ გავიდა.დარბაზი ნელ-ნელა იცლებოდა.ისიც ნეფე-დედოფალს დაემშვიდობა და გარეთ გავარდა.ესიამოვნა გრილი სიო რო მოხვდა სახეზე.ახურებულ ლოყებზე მოისვა ხელები და ტროტუალს ფეხით დაუყვა.იეჭვიანა.ეწყინა.გული დაეფერფლა.ვერც კი მიხვდა ისე აუწყლიანდა თვალები და როგორ წამოუვიდა ცრემლები.ტოროდა?!ვიღაც ხეპრეს გამო.ხელიგულებით მოიწმინდა ცრემლები და ნაბიჯებს აუჩქარა.გზა უნდა გადაეჭრა როდესაც ვიღაცამ მანქანა ფეხებთან დაუმუხრუჭა.სწრაფად ჩაიწია დაბურილი მინები და იქიდან სახე წაშლილი ლიპარტელიანი უყრებდა
-ჩაჯექი!
თითქოს უბრძანა ბოიჭმა.მიაც დაემორჩილა მას.კარი გამოაღო და უხმოდ ჩაჯდა.ღვედის შეკვრაც ვერ მოასწრო ისე სწრაფად მოსწყვიდა ლიპარტელიანმა მანქანა ადგილს.მთელი სიჩქარით მიჰქროდა.საჭეს მთელი ძალით უჭერდა ხელებს
-სახლში მიმიყვანე...
ძლივს გასაგონად ამოილუღლუღა გოგონამ და ხელები კალთაში დაიკრიფა
-ჯერ უნდა ვილაპარაკოთ.
მიას აღარაფერი უთქვამს თვალები დახუჭა.არ უნდოდა ეტირა ტუჩზე ისე მწარედ იკბინა ტკივილისაგან დაიგმინა.თითები ერთმანეთს მაგრად დააჭირა და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი.
ბიჭმა წყნეთში აიყვანა თავისთან.მანქანა გააჩერა და მიას მიაპყრო მზერა.ღვედი გაუხსნა და კარები გაუღო.ისიც უცებ გადავიდა.მას სანდროც მიჰყვა
-მე სახლში მიყვანა გთხივე
ჩაიდუდღუნა მიამ და წინ წასულ ლიპარტელიანს აედევნა.მერეღა შეამჩნია მის წინ უზარმაზარი სახლი.ისეთი დიდი იყო მია თვალს ვერ სწყვეტდა
-მოდიხარ?
ფიქრებიდან ბიჭის ხმამ გამოიყვანა.ისიც მალევე გამოფხიზლდა და სახლში შევისა.მისაღებში გავიდნენ.სანდრომ მანქანის გასაღები მაგიდაზე დააგდო და მას ტელეფონიც მიაყოლა.მია იდგა ოთახის ცენტრში და თავის ფეხებს მიშტერებოდა
-დაჯექი
მკაცრად უთხრა ბიჭმა და თვითონ დივანზე მოკალათდა.მის წინ ჩამოჯდა მიაც.კარგად დაინახა მინის კარებს იქით,უკანა ეზოში დიდი აუზი და ლამაზი ყვავილები.სანდროს დაჟინებულ მზერას გრძნობდა მაგრა მარ შეუხედავს მისთვის.ცდილობდა დაეიგნორებია
-ახლა კარგად მომისმინე...
დაიწყო ბიჭმა
-ვიცი რო გეზიზღები პირველივე შეხვედრაზე შეგაძულე თავი მაგრამ შენთავს ვფიცავარ ძალით თუ მინდოდა!ლუკამ რო შენი თავუ გამაცნო იმ წამიდანვე მიყვარხარ!იმაზე მეტად ვიდრე შენ წარმოიდგენ
-მაშინ რაღას მეჩხუბები უფ
გაოცებულმა და თვალებ ამღვრეულმა ახედა მიამ.ისეთი საყვარელი იყო სანდროს უნდოდა დაბურცული ტუჩები სულ დაეკოცნა
-ნუ მაწყვეტინებ!
შეუღრინა ბიჭმა და მიამაც მოკუმა პირი
-ღვინო რო გადამასხი იმხელა ხმაზე გიყვირე ორი დღე ყელი მტკიოდა.მერე ვინანე კიდეც არა იმიტო რო ყელი მტკიოდა არამედ იმიტო რო თავი შეგაძულე.ისეთი პატარა და მეამიტი იყავი ეგრევე შემიყვარდა შენი თავი.მიყვარდი და მიყვარხარ ახლაც ყველაზე წმინდანს ვფიცავარ!მთელი არსებით მიყვარხარ.აი აქ მიყვარხარ
მიას ხელი აიღო და გულთან მიიტანა.ისე უცემდა გული გეგონებოდათ სადაცაა გასკდებაო.გოგონა შეკრთა არ იცოდა რა ექნა.ან რა უნდა ექნა უყურებდა სანდროს და მასში სულ სხვა ადამიანს ხედავდა
-დღეს რაც დაინახე იქ ქორწილში დიდი შეცდომა იყო გაუაზრებლად მოვიქეცი.
მიას გაყინული ხელი მის ტორებში ახლართა და ისე განაგრძო საუბარი
-მთელი ექვსი წლის მანძილზს მიყვარდი!გეფიცები ცამეტი წლისა შემიყვარდი და მის მერე მიყვარხარ.ბოდიშის მოხდაც მინდოდა მაგრამ ისე მლანძღავდი მინდოდა ტკიპასავით მიმეკალი სადმე.მერე ისე დაიწყებდი ტირილს შენი ყურება აღარ შემეძლო.შენ ხო ჩემს გამოტიროდი!
ლიპარტელიანი მიას ფეხებთან იყო მიჩოჩებული და თვალებს უკოცნიდა.მერე მაგრად ჩაიკრა გულში და თავზე აკოცა
-ვეღარ გავუძლებ ამდენს!იცი რამდენჯერ ვცადე შენი დავიწყება?მაგრამ არ გამომივიდა.ვერც კი მივხვდი ისე შემოაღწიე ჩემში და ამირიე ყველაფე.იმდღეს სვანეთში რო მითხაეი მეზიზღებიო გეფიცები მეგონა დანა ჩამარტყი გულში!
მიამ ფრთხილად მიადო თავი მკერდზე და თვალები დახუჭა.ღრმად ჩაისუნთქა საყვარელი სუნამოს სურნელი და გაიტრუნა.ფრათხილად ეფერებოდა ალექსანდრე წიკლაურის ნაზ აბრეშუმივით თმას.ცოტახანს ასე იყვნენ მერე მიამ თავი წამოწია და ლიპარტელიანს თვალებში ჩააჩერდა.ნელა წამოდგა სანდრო და მიასთან ერთად ოთახში შევიდა.კარადიდან პირსახოცი და თავისი მაისური გადმოიღო.მიას მიაწოდა
-მიდი შედი
სააბაზანოზე მიუთითა გოგონას.პირსახოცი აიღო წიკლაურმა და სააბაზანოში შეიკეტა.ლიპარტელიანმა სტუმრების აბაზანით ისარგებლა.ოთახში რო შევიდა მია უკვე საბანში ოყო გახვეული.საწოლს მიუახლოვდა საბანი ასწია და თავადაც შეწვა თბილ ლოგინში.მიამ გახურებული მკლავი იგრძნო მუცელზე და შეკრთა.სახე სულ აუწითლდა.სანდრომ გოგონა მისკენ მისწია და სხეულზე აიკრო.თავი მხარზე მიადო და მშვიდად დაიძინა.
ძლივს დაამშვიდა მაიმ თავისი აფოროაქებული გული.დიდხანს ვერ დაიძინა.სანდროს სიტყვები უტრიალებთა თავში.ცოტაც და ტვინი აუფეთქდებოდა ამდენი ფიქრით.თავს ძალა დაატანა და დაძინება სცადა...
თორმეტი იყო უკვე რო გაიღვიძა.თავი წამოსწია და ოთახს მოავლო თვალი.ლიპარტელიანი იქ არ იყო.ფეხზე წამოდგა.ალექსანდრეს მაიკა იმხელა ჰქონდა მათხოვარ ბავშვსგავდა ნაგვის ურნიდან აღებული მაით.გოგონას გაეცინა და ოთახიდან გვიდა.კიბეებზე ჩადიოდა კრების ხმა რომ გაოგო.სანდრო იყო.მაიკა სხეულზე ჰქონდა მიკრული და თმა მთლიანად გაწუწული ჰქონდა.ღრმად სუნთქავდა.ყურსასმენები მოიხსნა და გოგონას შეხედა
-მეგონა ძილში გაიპარე
მიუახლოვდა და თავზე აკოცა
-სად იყავი?
მიამ დააიგნორა ლიპარტელიანის უკბილო ხუმრობა
-სავარჯიშოდ
-ვითომ გაკლდეს კუნთები რა
გოგონა სამზარეილოში გალასლასდა წყლის დასალევად მას სანდროც მიჰყვა
-წყალს გადავივლებ და დავბრუნდეთ თბილიში
უთხრა მან და მიას წყლის ჭიქა ააცალა ხელიდან და თვითონ დალია წყალი
-საქონელო
ხელი დაჰკრა მიამ ლიპარტელიანის განიერ მხარს.ხელი ეტკინა და სახე დამანჭა შემდეგ კი სამზარეულო დატოვა...

***
ამის შემდეგ სანდრო არსად უშვებდა მიას მარტო ყველგან დაჰყვებოდა.
არაფერი ისეთი არ ხდებოდა ნუ ეს გარშემო მყოფიხალხისთვის თორე მიასთვის ყველაფერი ოყო.საყვარელი მამაკაცი მის გვერდით იყო.უყვარდათ ერთმანეთი და ეს უსიტყვლდაც შესამჩნევი იყო.

***

დაახლოებით ღამის ოთხო საათი იქნებოდა მია ტელეფონის ზუზუნმა გააღვიძა თავი წამოსწია და ტელეფონს უპასუხა
-ჰმმ..
ამოიზმუილა ისე რო საბნიდან თავი არ ამოუყვია
-ჩამოდი სწრაფად!
სანდრო იყო.ეს უთხრა თუ არა გაუთიშა
-გიჟია მე მოვკვდე
ჩაიდუდღუნა მიამ და ფეხზე წამოდგა.მოსაცმელი მოიცვა და სახლიდან გავიდა.სადარბაზოდანვე დაინახა სანდრო მანქანაზე იყო მიყრდნობილი და სიგარეტს ეწეოდა.გოგონა რო დაინახა ნამწვავი სადღაც ისროლა და გასწორდა
-რა ხდება
გოგონა მის წინ დადგა და ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა.საშინლად ციოდა.სანდრომ ხელი მოხვია და მკერდზე მიკრო სუსტი სხეული
-მომენატრე
ტუჩები შუბლზე მიადო და ამოიბუტბუტა
-ამის გამო გამაღვიძე?
-ნწუ
-აბა?
გოგონა გასწორდა და სანდროს მიაშტერდა.ლიპატრელიანმა ჯიბიდან რაღაც ამოიღო.მიას ხელი გააშლევინა და ხელის გულზე დაადო.ტუჩები ყურთან მიუტანა და ჩასჩურჩულა
-ცოლად გამომყვები?

***
მშობიარობა ნაადრევად დაეწყო მიას.სასწრაფოდ გააქანა სნდრომ საავადმყოფოში.საკეისრო უნდა გავუკეთოთო ექიმა უთხრა.გიორგი და ლუკა მის გვერდით იყვნენ ელენემ ვერ მოახერხა მისვლა პატარა ჟორჟოლიანი ვერ დატოვა.
ოპარაციამ კარგად ჩაიარა და გაჩნდა უმცროსი ლიპარტელიანი.ბიჭი იყო.სანატრელი ვაჟი.ანდრეა დაარქვეს.უმცროს ლიპარტელიანს მიას მკერდზე ეძინა და მშვიდად ფშვიმავდა.სანდრო მიას საწოლის გვერდით იჯდა და ცოლ-შვილს დაჰყურებდა...



№1 სტუმარი Guest თაკო

ვუიმე სიყვარულები

 


№2 სტუმარი ნია

დავიწყე და ვერ დავამთავრე,რა საჭიროა ასე ყველაფრის დეტალურად აღწერა,კარადა გამოაღო ტელეფონი დაადო და ა.შ მომაბეზრებელია

 


№3 სტუმარი Guest ლიზა

აუუ კარგად დაიწყო მარა ძაან იდიოტურად დამთავრდაა-_-

 


№4  offline წევრი სვანი

Guest თაკო
ვუიმე სიყვარულები

ნია
დავიწყე და ვერ დავამთავრე,რა საჭიროა ასე ყველაფრის დეტალურად აღწერა,კარადა გამოაღო ტელეფონი დაადო და ა.შ მომაბეზრებელია

Guest ლიზა
აუუ კარგად დაიწყო მარა ძაან იდიოტურად დამთავრდაა-_-


მადლობა ყველას რო წაიკითხეთ

 


№5  offline მოდერი ენემი

აუუ მიყვარს ასეთი ისტორიები, საოცრებაა პირადად ჩემთვისheart_eyesველი ახალს heart_eyes

 


№6  offline წევრი სვანი

ენემი
აუუ მიყვარს ასეთი ისტორიები, საოცრებაა პირადად ჩემთვისheart_eyesველი ახალს heart_eyes


მადლობა!
დავწერ ალბათ ახლას

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent