შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მძიმე გზა(პირველი ნაწილი) მესამე თავი


24-09-2017, 21:13
ავტორი fireending
ნანახია 2 606

–მინდა არასდროს დასრულდეს ეს წამი_ყურში ჩასჩურჩულა დათომ სოფიას და სახეზე ნაზად ეფერებოდა.
–არც მე
–სულ ცოტა დარჩა და ერთად ვიქნებით,სამუდამოდ ერთად.
დათომ ხელები მოხვია სოფიას,გოგონა მიეყრდნო და თვალები დახუჭა.ახლა უზომოდ ბედნიერი იყო,ყველა პრობლემა თითქოს სადღაც გაქრა და იყო მხოლოდ ბედნიერება.
–თავი სიზმარში მგონია
დათომ ნიკაპზე ხელი ნაზად მოკიდა და თვალებში ჩახედა.
–ეს სიზმარი არაა სოფი.ბედნიერი რეალობაა,რომელიც არასდროს დასრულდება.
...
–სალო,სოფია სად არის?_ჰკითხა ზურამ,როდესაც მისაღებ ოთახში შევიდა და დაინახა რომ იქ მხოლოდ სალომე იჯდა და ტელევიზორს უყურებდა.
–ძინავს მამა._უპასუხა სალომემ და ტელევიზორის ყურება განაგრძო.
–ასე ადრე დაეძინა?
–ჰო,ბავშვებთან ერთად ცოტა დალია და ხომ იცი ერთი ჭიქის დალევის შემდეგ როგორ ეძინება.
–კი,კი,მახსოვს_ღიმილით უპასუხა ზურამ–კარგი,მაშინ მე კაბინეტში ვიქნები,სამუშაო მაქვს დასამთავრებელი.
–კარგი მა.
როგორც კი ზურა ზემოთ ავიდა,სალომე ადგა,თბილი ჟაკეტი მოიცვა და გარეთ გავიდა.ეზოს უკანა შემოსასვლელისკენ წავიდა და პატარა ჭიშკართან დადგა.ნერვიულობდა.უკვე გვიანი იყო,სოფია კი არ ჩანდა.არ უნდოდა დედამისს ამის შესახებ გაეგო.15 წუთის შემდეგ შორიდან მომავალ ორ სილუეტს მოკრა თვალი.სალომე ეზოდან გავიდა და მათკენ წავიდა.სოფია დათოს მოეხვია,დაემშვიდობა და და სალომესკენ ჩქარი ნაბიჯით წამოვიდა.
–სალო,მაპატიე,დრო ისე გავიდა ვერც კი შევნიშნე...
–საბოდიშო არაფერია .წამოდი ჩქარა.ბიძიას ვუთხარი,რომ ცოტა დალიე და დაგეძინა,არ იციან სახლში რომ არ იყავი,მაგრამ არ მინდა დედაჩემმა დაგინახოს_სალომემ ხელი მოკიდა და სახლისკენ წაიყვანა
–ჰო,ნამდვილად არ მინდა ახლა ნონას დანახვა.
გოგონები უკანა კარიდან შევიდნენ სახლში.
–სოფი,ოთახში ადი და გამოიცვალე.ტანსაცმელი სულ სველი გაქვს არ გაცივდე.
–კარგი სალო.
სოფია კიბეზე ავიდა და მოულოდნელად ნონას შეეჩეხა.
ნონამ ქვემოდან ახედა,წარბი აწია და მკაცრი მზერა მის სველ ტანსაცმელზე შეაჩერა.
–სად იყავი ქალბატონო_ხმადაბლა და მკაცრად ჰკითხა ქალმა
–არსად,ჰაერზე მინდოდა გასვლა უბრალოდ.
–ვიცი მე შენი ჰაერი,სწორედ მაგ ჰაერის გამო არ გინდა საფრანგეთში წასვლა.
–რა? რას გულისხმობ ბიცოლა?
–წამოდი,უნდა დაგელაპარაკო.
ნონამ მკლავზე მაგრად მოუჭირა ხელი გოგონას და ზემოთ აიყვანა.
–გამიშვი,მტკივა_ცრემლმორეულმა თქვა სოფიამ.
ნონამ სოფია ოთახში შეიყვანა და საწოლზე დააგდო,შემდეგ კარი ჩაკეტა.
–ახლა კარგად მომისმინე და არ გამაწყვეტინო_ხმას აუწია ქალმა –იმ ბიჭთან შეხვედრებს თავს დაანებებ დ საზღვარგარეთ სასწავლებლად წახვალ.
–ვინ ბიჭთან?არავითარი ბიჭი არ...
–ენა ჩაიწყვიტე_დაიყვირა ნონამ–იმასაც ვერ ხვდები,რომ მე შენთვის სიკეთე მინდა.ბიძაშენზე მაინც იფიქრე,რას გავს შენი საქციელი.არ იცი რა ცნობილი და დაფასებული კაცის ოჯახში ცხოვრობ.გინდა შენი ბით მთელ ქალაქში შეარცხვინო? შენ გგონია მე არაფერი ვიცი?მე ვერაფერს გამომაპარებ.დღეიდან იმ დათო ავალიანს აღარ ნახავ,თორემ ბიძაშენი გაიგებს რა ჩიტიც ხარ და ტყუილად რომ გენდობა.შევცდი,რომ აქ მოვაყვავინე შენი თავი ზურას,საზღვარგარეთ კერძო სკოლაში უნდა მიგვებარებინე თავიდანვე,ახლა ამ დღეში რ ვიქნებოდი.კარგად დაუფიქრდი შენ საქციელს.ერთ თვეს გაძლევ ,რომ საფრანგეთში წასვლას დათანხმდე. წინააღმდეგ შემთხვევაში ზურას დაველაპარაკები და ნახავ ,როგორ შეგიძულებს,თვითონ გაგადებს სახლიდან._ნონა გაჩუმდა,დამცინავად შეხედა სოფიას და კარისკენ წავოდა,თუმცა გასვლის წინ თითქოს რაღაც მოაგონდაო,უკან შემობრუნდა
–სოფია,იცოდე გაფრთხილებ,ზურასთან ან სალომესთან არ წამოგცდეს ამ საუბრის შესახებ.მე გაგაფრთხილე და დანარჩენი შენ იცი.
ნონა ოთახიდან გავიდა.სოფიამ კარი ჩაკეტა და საწოლზე დაწვა.ტირილი აუტყდა.ერთ წამში ყველაფერი თავზე დაენგრა.გულს უხეთქავდა იმაზე ფიქრი,რომ დათოს უნდა დაშორებოდა.თავიდან არ ამოდიოდა ბიცოლამისის მუქარა.იცოდა ,რომ ქალი ყველაფერს გააკეთებდა და ზურას მის თავს შეაძულებდა.ყელში რაღაც ბურთივით ებჯინებოდა და სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა.
რამდენიმე საათის წინ უბედნიერეს ადამიანად მიაჩნდა თავი,ახლა იქ განადგურებულად გრძნობდა თავს.ბიძამისსაც ვერაფერს ეტყოდა.არ უნდოდა მისი ანერვიულება და დარდის მოკვლას გულში ცდილობდა.სოფია წამოდგა.თავბრუ ეხვეოდა და სახე ეწვოდა.სააბაზანოში შევიდა და პირი მოიბანა.სარკეში საკუთარ ანარეკლს შეხედა,თვალები ტირილისგან ჩაწითლებოდა და სახეზე ფერი აღარ ედო.
–არა,ასეთ მდგომარეობაში ვერ გავალ ოთახიდან._თქვა მან და კარადიდან პიჟამო გამოიღო.შხაპი მიიღო თუ არა მაშინვე ჩაწვა საწოლში,თუმცა ძილი წამითაც არ მიკარებია.მთელი ღამე ტიროდა,მხოლოდ გამთენიისას ჩაეძინა ძლივს.
...
მთელი ღამე ძლიერად წვიმდა,თუმცა დილით მზე გამოვიდა და ამინდიც დათბა.წვიმისგან მიწა ისევ სველი იყო.მზის ამოსვლამდე ადგა სალომე და ახლა ჩვეულებისამებრ ეზოში სეირნობდა.ზემოთ აიხედა,სოფიას ოთახისკენ,ფანჯარა ისევ დაკეტილი იყო.ოდნავ ცივმა ქარმა დაუბერა,სალომეს შეცივდა და სახლში შევიდა.
–დილა მშვიდობისა მამიკო_ღიმილით მიესალმა ზურას,რომელიც ის ის იყო ჩამოვიდა კიბეზე.
–დილა მშვიდობისა სალო._უპასუხა და შუბლზე აკოცა.
–საუზმე უკვე მზად არის ,ხომ ისაუზმებ?
–კი სალო,სოფია სად არის?
–ახლა ავდიოდი მის სანახავად.მგონი ისევ ძინავს.
–კარგი.მე ქვემოთ ვიქნები,რომ ჩამოხვალთ ვეტყვი და საუზმეს გააწყობენ.
–დედა სადაა?
–მეგობართან შესახვედრად წავიდა დილით ადრე.~
–კარგი,სოფიას ვნახავ.
სალომე მესამე სართულზე ავიდა.სოფიას ოთახის კარზე დააკაკუნა.
–სოფი,გღვიძავს?
–შემოდი სალო_უპასუხა სოფიამ ნამძინარევი ხმით
–დილა მშვიდობისა.
–დილა მშვიდობისა სალო_უპასუხა სოფიამ
–ჯერ ისევ წევხარ? არ ისაუზმებ?_კითხა სალომემ
–არა,არ მინდა.მადა არ მაქვს საერთოდ_უპასუხა სოფიამ და ბალიშზე დადო თავი.
–კარგად ხარ?_ჰკითხა სალომემ ,როდესაც მის ფერმკრთალ სახეს და ჩაწითლებულ თვალებს შეხედა
–კი,ცოტა გავცივდი მგონი გუშინ,წვიმაში დავსველდი და მაგის გამო.
სალომემ ხელი შუბლზე დაადო
–რა ცხელი ხარ,მაღალი ტემპერატურა გაქვს_წამოიძახა სალომემ–მამას ვეტყვი და ექიმს დაურეკავს
–არ გინდა,არაფერია
–რას ამბობ.ძალიან ცხელი ხარ.
სალომე ქვემოთ ჩავიდა.ზურა ტელევიზორს უყურებდა.
–მამა,სოფია ცუდადაა
–რა დაემართა?_შეშფოთებული ხმით იკითხა ზურამ
–მაღალი სიცხე აქვს და ახველებს.ძალიან ცხელი აქვს შუბლი_უპასუხა სალომემ.
–ახლავე ექიმს დავურეკავ_თქვა ზურამ და ტელეფონისკენ წავიდა.
...
–ხომ გითხარი სალო საშიში არაფერიათქო_უთხრა სალომეს სოფიამ ექიმის წასვლის შემდეგ.
–რა თქმა უნდა შვილო,მაგრამ ძალიან მაღალი ტემპერატურა გქონდა და ამას უყურადღებოდ ვერ დავტოვებდით.ახლა დაისვენე.ძილი გჭირდება_უთხრა ზურამ და თავზე ხელი გადაუსვა.
სოფიამ გაუღიმა.ჯერ კიდევ ნონას გავლენის ქვეშ იყო და ფიქრობდა,რომ დათოსთან ურთიერთობით ზურას სახელს მართლაც ჩრდილს მიაყენებდა.თითქმის ირწმუნა ნონას სიტყვები,რომ ის ცუდ საქციელს ჩადიოდა.სოფიას ყველაზე მეტად არ უნდოდა ზურას გული ტკენოდა მის გამო.
–სოფია,შვილო,რამე გაწუხებს?_ჰკითხა ზურამ და ლოყაზე მოეფერა
–არა ბიძია,არაფერი.კარგად ვარ.
–ხომ იცი,ჩემთან არაფრის დამალვა გჭირდება.ჩემი იმედი გქონდეს.
–ვიცი ბიძია,მადლობა.ყველაფრისთვის.ობოლი მომიყვანე შენთან და გამზარდე,ისე მექცეოდი,როგორც საკუთარ შვილს,სალომესგან არ განგისხვავებივარ,არასდროს .ალბათ ვერასდროს გადავიხდი ამ სიკეთეს.
–სოფი,ჩემო კარგო,ჩემო ლამაზო,მე მადლობა არ მჭორდება შენგან,შენც ჩემი შვილი ხარ,ისევე როგორც,სალომე.არაფერზე ინერვიულო და ნურავის ცუდ ლაპარაკს მიაქცევ ყურადღებას.
–მამა მართალია.იცოდე,რომ დასავით მიყვარხარ.
–კარგი,ახლა მე დაგტოვებთ.სამსახურში უნდა წავიდე.შენ კი დაისვენე სოფი და არაფერზე ინერვიულო.
ზურამ გოგონებს აკოცა და ოთახიდან გავიდა.
–სოფი,მითხარი,მართლა რამე მოხდა?
–გეტყვი,ოღონ დამპირდი,რომ არავის ეტყვი.არც ზურას და საერთოდ არავის.
–კარგი.რა ხდება?
–დედაშენი მემუქრება
–რა? რა უნდა ?
–ჩემი და დათოს ურთიერთობის შესახებ გაიგო.არ ვიცი საიდან,მაგრამ ყველაფერი იცის.ყველაფერი და ახლა მეუბნება,რომ დათოს უნდა დავშორდე და საფრანგეთში წავიდე,თორემ ბიძიას ყველაფერს ეტყვის.ამბობს,რომ ოჯახს ვარცხვენ._სოფიამ ცრემლები ვეღარ შეიკავა და ატირდა.
–ღმერთო რა დაგიშავე,რომ ასეთი დედა მყავს.სოფი დაწყნარდი საყვარელო,ნუ უსმენ მის მუქარას.არ მისცე უფლება ბედნიერება წაგართვას._ამშვიდებდა სალომე მასზე მიხუტებულ სოფიას.
–არ ვიცი სალო,არ ვიცი.არ მინდა ზურას გული ვატკინო ,არ მინდა მათ შორის უთანხმოება მოხდეს.ამიტომ იძულებული ვარ საფრანგეთში წავიდე და ჩემ სიყვარულზე უარი ვთქვა._ქვითინებდა სალომეზე ჩახუტებული სოფია.
–სოფია,შეწყვიტე.ეს არ მოხდება.არსადაც არ წახვალ თუ არ გინდა და დათოსაც არ დაშორდები.დედაჩემს ნუ უსმენ.
–სხვა რა გზა მაქვს.
–მომისმინე,ცხელ გულზე გადაწყვეტილებას ნუ მიიღებ.კარგად დაფიქრდი.მამჩემს დაველაპარაკოთ.ყველაფერს გაგვიგებს.არ მისცე დედაჩემს საშუალება,რომ დაგაშინოს.იცოდე მე და ზურა ვართ შენ გვერდით
–ზურა რას იტყვის,რომ გაიგებს რომ მე და დათო ...
–რა უნდა თქვას,ერთმანეთი გიყვართ და ამითი რა შავდება.დამიჯერე მამაჩემი გაგიგებს.
–შეიძლება ბიძიამ გამიგოს,მაგრამ არ მინდა ცოლს ჩემ გამო ეცხუბოს,რაც არ უნდა იყოს ის მისი მეუღლეა და დედაშენი.
–კი,მაგრამ თავისი ადგილი უნდა იცოდეს._გაბრაზებული ხმით ჩაილაპარაკა სალომემ და სოფიას თმაზე მოეფერა–ყველაფერი კარგად იქნება სოფი.გპირდები.
–მადლობა სალო,რომ ჩემ გვერდით ხარ.
–აბა რას ამბობ, ხომ იცი სულ შენ გვერდით ვიქნები.საკუთარ დედასაც დავუპირისპირდები შენ გამო.შენ ბედნიერებას იმსახურებ სოფია და იქნები კიდეც.
გოგონები ერთმანეთს მოეხვივნენ.
–მოდი,გვეყო ცუდ რაღაცეებზე საუბარი.მითხარი,როგორ ჩაიარა თქვენმა გუშინდელმა შეხვედრამ?_ჰკითხა სალომემ და საწოლის საზურგეს მიეყრდნო
გუშინდელი საღამოს გახსენებაზე სოფიას შუბლი გაეხსნა და თვალები ბედნიერებისგან აუციმციმდა.საწოლიდან წამოდგა,კარადის ქვედა უჯრა გამოაღო და სალომეს ბეჭედი აჩვენა.
–რა? სერიზოულად?
–ჰო,ხელი მტხოვა.როცა სწავლას დავამთავრებ უნდა ,რომ დავქორწინდეთ
–რა მაგარია სოფი,გილოცავ.იცოდე არ დათმო შენი ბედნიერება._მხარზე ხელი დაადო სოფიას.
სოფიამ საპასუხოდ გაუღიმა
–კარგი,ახლა მე გავალ და შენ დაიძინე,უფრო მალე გამოკეთდები._სალომემ შუბლზე აკოცა სოფიას,თბილი საბანი დააფარა,შუქი ჩააქრო და ოთახიდან გავიდა.
სალომესთან საუბრის შემდეგ სოფია ცოტა დამშვიდდა,გადაწყვიტა ზურასთვის ყველაფერი მოეყოლა და ნონას მუქარას არ აჰყოლოდა.გულში იმედი ჩაესახა.გრძნობდა,რომ ზურა გაუგებდა მას და ნონა ვეღარ შეძლებდა მუქარით მის გაგზავნას საზღვარგარეთ.ამ ფიქრებში მალე ჩაეძინა.
მეტად უცნაური სიზმარი ნახა.მინდორში იდგა,ცა ლურჯი და მოწმენდილი იყო,სალომე კი მის გვერდით იდგა,მოულოდნელად მისკენ ზურგით შებრუნდა და წავიდა.სოფია სალომეს ეძახდა დაბრუნებულიყო,მაგრამ ამაოდ,სალომე უკან არ იხედებოდა.სოფიას ხმა უწყდებოდა.მოძრაობას ცდილობდა ,მაგრამ ტყუილად,ერთ ადგილას იდგა და ვერ მიდიოდა,თუმცა გრძნობდა,რომ სალომე უნდა შეეჩერებინა.
არ გაუგია რამდენ ხანს ეძინა,მაგრამ რომ გაიღვიძა უკვე დაბნელებული იყო.ყელი გამშრალი ჰქონდა,ქვემო სართულიდან ყვირილის ხმამ გააღვიძა სოფია.
–რა ხდება ნეტავ?_ჩაილაპარაკა და საწოლიდან წამოდგა.
ჯერ ისევ თავბრუ ეხვეოდა,მაგრამ ტემპერატურა მაღალი აღარ ქონდა.ქვემოთ რამდენიმე ადამიანის ხმამაღალი ლაპარაკი ისმოდა,სალომეს ახსენებდნენ.
სოფიას გულმა ცუდი უგრძნო.სასწრაფოდ ხალათი მოიცვა.მსახურები მისაღებ ოთახში შეჯგუფებულიყვნენ.ყველას დამწუხრებული სახე ჰქონდა.სოფიას დანახვაზე გაჩუმდნენ.
–რა მოხდა?_ხმადაბლა იკითხა სოფიამ
–სალომეს მანქანა დაეჯახა
–საავადმყოფოში არიან ქალბატონი ნონა და ბატონი ზურა
–მძიმედ არისო.გონზე არ მოსულა
სოფიას თავბრუ დაეხვა,ამ ამბავმა თავზარი დასცა,თვალზე ბინდი გადაეკრო და როგორც სიზმარში ისე ჩაესმოდა ხმები.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent