შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭაობისფერი (2)


26-09-2017, 15:44
ავტორი anieta
ნანახია 1 164

მთელი ღამე ფიქრში გავატარე,თითქოს მომკლეს,სული გამეყინა,ნორმალურად სუნთქვაც არ შემეძლო,ერთ მხარეს ჩემი საკეთესო მეგობარი მეორე მხარეს ბიჭი რომლის თვალებიც ჭკუიდან მშლის,ნელ ნელა ვაცნობირებდი,რომ წინ კარგი არაფერი მელოდა.
დილით ადრე სოფელში წავედი,ვფიქრობდი სანდროს თუ არ ვნახავდი,ყველაფერი დალაგდებოდა.ერთი კვირის შემდეგ სკოლა დაიწყო,ასეთი რთული არასდროს ყოფილა ნაბიჯების გადადგმა,სკოლის კიბეზე ძლივს მივათროკიალებდი ფეხებს და აი ისიც,მისი ზღვისფერი თვალები,თვალები რომელშიც ვიკარგები,სადაც ჩაძირვა მსურს მაგრამ ვიცი ეს არ გამოვა.სანდრო მომიახლოვდა,ჩამეხუტა და ნაზი ხმით დაიწყო ჩემთან საუბარი:
-რატომ არ მპასუხობ,სად დაიკარგე,რატომ წამოხვედი ჩემს უნახავად,შენ რა ჩემი სიყვარულის შეგეშინდა,რამე მითხარი ანიტა ?
-მე არ შემიძლია შენი სიყვარული,ანუ მე იმის თქმა მინდა,რომ შენი სტილის ტიპები არ მომწონს,ანუ ჩემს გემოვნებაში არ ჯდები,არ მომწონხარ.
ამ დღეებმა თითქო შეძლეს და ქვად მაქციეს,ყველა ემოცია გაქრა ჩემში მხოლოდ ტკივილი იყო,რომელიც მაიძულებდა ძლიერი ვყოფილიყავი,სანდრო გაოგნებული შემომცქეროდა,სიბრაძისგან ნელ ნელა წითლდებოდა მისი ცისფერი თვალები,გული საშინელ ტკივილს გრძნობდა მაგრამ მხოლოდ შინაგანად,მის წინ კი ყინულის დედოფლად ვქცეულიყავი,თავს ძალა დავატანე და კლასისკენ გავემართე,ელენე რათქმაუნდა იქ დამხვდა,ფეხის ბორძიკით მივედი მასთან და ჩავეხუტე,ჩემდა უნებურად ცრემლები წამომცვივდა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ვტიროდი იმ გოგოს მხარზე,რომლის გამოც რამოდენიმე წუთის წინ გავანადგურე პირველი ბიჭი რომელიც მომწონდა. თავს შეუძლოდ ვგრძნობდი სახლში მალევე წავედი,ერთი კვირა საწოლიდან ვერ ავდექი მაღალი ტემპერატურა,სისუსტე,ჩემი ორგანიზმიც ჩემთან ერთად განიცდიდა,ვხვდებოდი ორ ძვირფას ადამიანს აუცილებლად დავკარგავდი,ადრე თუ გვიან ელენეც გაქრებოდა,ის ჩემი სულის ნაწილია,ჩემი ბავშვობა,ყველა ტკბილი მოგონება მას უკაშირდებოდა,ჩემი განუყრელი მეგობარი,მესაიდუმლე,სწორედ ამიტომაც მტკიოდა ასე ძალიან,სანდროზე მეტად მას განვიცდიდი, პირველად მოხდა ერთი კვირის მანძილზე არ მოსულა ჩემთან,ვგრძნობდი ძველებურად აღარაფერი იქნებოდა,ელენეც კი აღარ იყო ისეთი როგორიც ძველად, მეც სხვა ადამიანი გავმხდარიყავი შვიდ დღეში უკვე აღარაფერი დარჩენილიყო ძველი მხიარული,ცანცარა,სიცოცხლით სავსე ანიტასგან.
ორშაბათს უხალისოდ ავდექი და სკოლისთვის მოვემზადე,ცოტა დამაგვიანდა კლასში უხმაუროდ შევედი და ჩემი ადგილი დავიკავე,გაკვეთილმა ისე გაირბინა ვერც შევამჩნიე,ელენეს უკვე მოესწრო კლასიდან გასვლა,მეც გავედი თან აზრებს ვაწყობდი,როგორ უნდა დამერწმუნებინა ელენე,რომ ერთმანეთი არ დაგვეკარგა,სამწუხაროდ ეს უკვე სულერთი იყო მისთვის,აივანთან მოსიყვარულე წყვილი შევნიშნე სანდრო და ელენე,ელენე ჩემსკენ წამოვიდა ბედნიერებას ასხივებდა:
-ანიტა შენთვის ვერ მოვახერხე თქმა, მე და სანდრო ერთად ვართ.
-არ გრცხვენია ელენე,აქამდე არუნდა გეთქვა ანიტასთვის!
მათი სიტყვები ჩამესმოდა,ამ ხმებს ვერაფერს ვუხერხებდი ის და სანდრო, ის და სანდრო, ამ წუთას მთელი სამყარო მძულდა,ყველაზე მწარე ღალატი იყო,მათ ორივემ მიღალატეს,ამაზე ფიქრი ამაზრზენი ხდებოდა,რეალურ სამყაროს ,რომ დავუბრუნდი ჩემს წინ სანდრო იდგა ისევ ისეთი ჩაწითლებული თვალებით მიყურებდა,ამ თვალებში მხოლოდ ბრაზს ვხედავდი,თითქოს ფერიც გასვლიათ,უცებ მისი სიტყვები ჩემს ყურთან,შენ ერთხელ მატკინე,ერთხელ მომკალი, მე კიდევ ამას ყოველდღიურად ვიზავ შენ ყოველდღე მოკვდები როცა ელენესთან ერთად დამინახავ,ის ისე შევიდა საკლასო ოთხში,ერხელაც არ მოუხედავს უკან.
დღეები სწრაფად გადიოდა,ტკივილი ნელ ნელა სახეს იცვლიდა,ჩემი ერთადერთი ნუგეში ლევანი იყო,ის ყველაფერს აკეთებდა ,ჩემი უბრალო ღიმილის გამოც,ის უბრალოდ მეგობარი კი არა ჩემთვის უფროსი ძმაც არის. თითქოს განელდა ყველაფერი ,სახეზე უკვე აღარ მემჩნეოდა ,რომ ასე სასტიკად მომექცნენ,მხოლოდ წიგნებს ჩავკირკიტებდი,თავისუფალ დროს კი ლევანისთან ერთად ვატარებდი,რამოდენიმე თვემ უცებ გაირბინა,ერთი შეხედვით ჩემი და ელენეს ურთიერთობა ისევ დალაგდა,არ ვსაუბრობდით მომხდარზე,სანდრო ახლა ელენეს შეყვარებული იყო,მხოლოდ ამ სტატუსით ვაპირებდი მის დატოვებას ჩემს ცხოვრებაში ,მაგრამ მისი მრავალი ცდის შემდეგ დავმეგობრდით,გულში სითბო ნელ ნელა იღვრებოდა,ჩემთვის ის უფრო ძვირფასი ხდებოდა,ბევრად ახლობელი ვიდრე ოდესმე ვინმე,ძვირფასი წარმოუდგენლათ ძვირფასი,როგორც მეგობარი,მე ნამდვილად შევძელი საკუთარი თავის დარწმუნება ,რომ მხოლოდ მეგობრები ვიყავით,მეგობრები რომელთაც იმდენად ძლიერ უყვარდათ ერთმანეთი ამის დამალვაც კი არ შეეძლოთ.:
-გისმენ სანდრო
-შენ სახლთან ვარ,გამოდი ვაგვიანებთ სკოლაში მალე
-მოვდივარ
-როგორა ჩემი ლამაზი გოგო?
-კარგად სიხარულო შენ?
-ახლა უკვე კარგად,როცა გხედავ ყოველთვის ბედნიერი ვარ,მომენატრე
-კაი,რა საღამოს არ მნახე რა მოგენატრე
-მე სულ მენატრები როცა ვერ გხედავ
-აი ელენეც ,ახლა უფრო ბედნიერი იქნები
პრივეტ,როგორ ხართ?სანდრო გუშინ სად იყავი საღამოს რატომ არ მიპასუხე,გირეკავდი?
-საღამოს ანიტასთან ერთად ვიყავი მერე დამავიწყდა,დარეკვა.
-ანიტა შენ უფრო მეტ დროს გითმობს ვიდრე საკუთარ შეყვარებულს,უთხარი რამე შენს ძმაკაცს.
-ვეტყვი ელენე,კაი მე კლასში ავალ დროებით.
ცოტახანში ელენეც ამოვიდა,მოღუშული სახით,უკვე კითხვაც არ მინდოდა ისევ იკამათეს ალბათ,ამათ ჩხუბით და შერიგებით უკვე დავიღალე.ყოველ ჯერზე სანდროსთან წუწუნიც მომბეზრდა,რომ შეურიგდეს,ისე გავეხვი მათ სასიყვარულო ამბებში ვერც მივხვდი,სანდრო უკვე ბევრად ახლო მეგობარი იყო ვიდრე ელენე,ვერ მივხვდი ეს როგორ მოხდა,ყველგან ერთად დავდიოდით,სკოლაშიც სახლშიც მეგობრებთან,თითქმის ერთ წუთსაც არ ვატარებდით ერთმმანეთის გარეშე,ჩვენი დიალოგები სულაც არ გავდა მეგობრულს,სიხარულო,სიყვარულო,ერთადერთო,მიყვარხარ,მომენატრე და ასე შემდეგ.შორიდან ჩვენ შეყვარებულებს ვგავდით,სანდრო და ელენე კი მეგობრებს,ამას ხშირად გვეუბნეოდნე რაზეც გულიანათ ვიცინოდი,მე მჯეროდა უფროსწორედ საკუთარ თავს ვაჯერებდი,რომ ის ძველი სიმპატია გულში ჩავკალით.
ზაფხულის არდადეგები მოახლოვდა,სანდრო იტალიაში მიემგზავრებოდა,ამ ამბავს დადებითად შევხვდი სუვენირებს ვაბარებდი,ზაფხულს ვგეგმავდი,სამომავლო წლის გეგმებს ვაწყობდი,ივნისის შუა რიცხვებიც უცბად მოვიდა,სწავლის ბოლო დღე იყო,სანდრო მთელი დღე არ ჩანდა არც ელენე, ბოლოს ატირებული ელენე შემოვიდა კლასში:
-რა გჭირს ელენე?
-ანიტა სანდრო დღეს მიდის იტალიაში
-რა,დღეს სად არის?
-ეზოში უკვე თუ არ წავიდა
-წავიდა ისე,რომ არ დამემშვიდობა?
კიბეები სწრაფად ჩავირბინე, ჭიშკართან იდგა,სწრაფად მივირბინე აცრემლებული თვალებით მასთან:
-სანდრო,ნუთუ შენ ისე წახვიდოდი არ დამემშვიდობებოდი?
-ანიტა,არ შემეძლო, ძალიან მიჭირს ეს განშორება
-კარგი რა,ელენეს ხომ დაეემშვიდობე,და ჩემთან უფრო ძნელია დავიჯერო?

-ძნელი შენთან ყველაფერი ძნელია,შენ ხარ საოცრად დიდი სიძნელე,შენ რომელიც ყველაზე ახლოსაა ჩემთან მაგრამ,ჩემი არა...
სანდრო,ზალიან მაგრად ჩამეხუტა,ისე ძლიერად სუნთქვაც მიჭირდა უკვე,მხოლოდ მისი სუნამოს სურნელი ტრიალებდა და თავბრუს მახვევდა,სურნელი რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა,არ ვიცი რამდენხანს ვიდექით ასე მაგრამ ამ წუთებში ვაცნობიერებდი,რომ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის მკლავებში ვიყავი მოქცეული,მისი სახე,ხავერდოვანი კანი,ქერა თმა და ზღვისფერი თვალები რომელში დაკარგვაც შემეძლო თვალები რომლებიც სანდროს ნაცვლად მესაუბრებოდნენ, და სურნელი რომელიც თავბრუსმახვევდა,არაფერზე ფიქრი არ შემეძლო,ელენეც კი დამავიწყდა,მხოლოდ ამ წუთებით ვტკბებოდი,ჩვენ ყოველ დღე ვეხუტებოდით ერთმანეთს როგორც მეგობრები,ახლა კი თითქოს ვამხილეთ ერთმანეთი,თითქოს საკუთარ თავებსაც გამოვუტყდით,გრძნობებს თავისუფლება მივანიჭეთ,ჩვენს მეგობრობას ნიღაბი ჩამოვხსენით...როგორც იქნა ერთმანეთს მოვშორდით,ცრემლები ჩემდა უნებლიეთ მწყდებოდა თვალებიდან,სანდროც ვერ მალავდა მათ,ბოლოს წამოილუღლუღა,
-მე შენ გითხარი რომ მიყვარდი,ახლაც ასე,მე შენ მიყვარხარ,შენ კი შანსი წაართვი ჩვენს სიყვარულს,ასე რატომ მოიქეცი,შეცდომისკენ რატომ მიბიძგე?... მშვიდობით ანიტა მშვიდობით ჩემო სიყვარულო
სანდრო ისე მოეფარა თვალს,არც კი გავნძრეულვარ,ერთი სიტყვის თქმაც კი ვერ შევძელი,თავს განადგურებულად ვგრძნობდი,ნელნელა გავაანალიზე ,რომ სკოლის ეზოში ვიდექით,გაუბედავად შევტრიალდი თითქმის მთელი სკოლა გაშტერებული იყურებოდა,ისეთი გრძნობა დამეუფლა თითქოს სრულიად შიშველი ვიდექი მათ წინაშე.



№1  offline წევრი მოცინარი

აშკარად წინ წაიწიე! ველოდები ახალ თავს!

 


№2  offline წევრი anieta

მადლობა,დიდი თქვენი სიტყვები ბევრს ნიშნავს

 


№3 სტუმარი მოცინარი

აუუ რატოოო?! ეს რა ქენი სანდროო

 


№4  offline წევრი anieta

სანდრო ბევრჯერ გაგაოგნებთ კიდევ

 


№5 სტუმარი Guest ნინი

ნაგავი ეგ!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent