შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭაობისფერი (3)


27-09-2017, 16:51
ავტორი anieta
ნანახია 1 126

- უამრავი ადამიანის მზერა მომჩერებოდა,ზოგს ვებრალებოდი,ზოგიერთ მადგანს ალბათ უკვე მოესწრო ჩემი შეძულება,მაგრამ მათშორის იყო მზერა განსაკუთრებულად ცივი,როცა მის თვალებს წავაწყდი,ადგილზე გაყინული კიდევ უფრო გავქვავდი,სული გამეყინა,ერთდროულად უამრავი გრძნობა მეუფლებოდა სიცივე, შიში,იმედგაცრუება, ჯერ არ წასულის უკვე მონატრება,ელენეს მრისხანე თვალებიც კი ვერ მავიწყებდა სანდროს არსებობას,იმდენად მძიმე იყო ახლა უიმისობა,ჰაერში ჯერ კიდევ იგრძნობოდა მისი სურნელი,სურნელი რომლის დავიწყებაც შეუძლებელია,ეს ის სურნელია წლების მერეც,რომ გამოარჩევ უამრავ ხალხში,ვუმზერდი ელენეს და სანდროს ლურჯ თვალებს ვხედავდი,მისი ხმა ჩამესმოდა,მისი თითოეული სიტყვა მნიშვნელოვანი გამხდარიყო,გაგიჟების ზღვარს ვიყავი,ისტერიულად ხან ვიცინოდი ხანაც ვტიროდი...
ამ,დროს ლევანის ხმამ გამომაფხიზლა,ანიტა წავიდეთ აქედან,უხმოთ დავემორჩილე და გავყევი,მასთნ სახლში მივედით,ძალიან მალე ელენეც მოვიდა,ახლა ასეთ დროს,როდესაც ასე განადგურებული,ღონემიხდილი და საერთოდაც თითქმის მკვდარივარ,ის მოვიდა რათა მისაყვედუროს,მარტივია მისთვის ჩემი დადანაშაულება,ეს მე გავუმარტივე როდესაც მის გამო სანდრო დავთმე!
-ანიტა,არ გრცხვენია ეს რა სცენა იყო,ასე როგორ მომექეცი,ჩემს შეყვარებულს ზედეკიდები,თანაც სახალხოდ,ნუთუ არ გრცხვენია,თავმოყვარეიბა სრულებით დაკარგე როგორც ჩანს.
-საკმარისია,საკმარისია,აღარ ვაპირებ ამის მოთმენას,მაშინ სად გქონდა საკუთარი თავმოყვარეობა როდესაც ბიჭი რომელსაც ვუყვარდი შენს შეყვარებულად გამაცანი,შენ რატომ არ გაწუხებდა სინდისი როდესაც გიორგის უმიზეზოდ სხვა ბიჭის გამო შორდებოდი,როდესაც აღფრთოვანებული გიამბობდი,სანდრომ სიყვარული ამიხსნათქო და შენ მპასუხობდი მიყვარსო,შენი ერთი სიტყვის გამო უარი ვთქვი ბიჭზე რომელიც უზომოდ მომწონდა,ცხოვრებაში პირველად გამიჩნდა ასაეთი გრძნობა,შენს გამო კი უარი ვთქვი,მაშინ რატომ არ გაწუხებდა დანაშაულის შეგრძნება როდესაც ასე მანადგურებდი!მიყვარს დიახ არაამქვეყნიურად ძალიან მიყვარს,მთელი არსებით,მთელი გულით მიყვარს,მასე არასდროს არავინ და არაფერი მყვარებია,მისი ტუჩები,მისი ზღვისფერი თვალები რომელიც სულ სხვანაირი ხდება ჩემი დანახვისას,სხვანაირათ უციმციმებს თვალები მაშინ როდესაც მეუბნევა მომენატრეო,სხვანაირად იწყებს მისი ბაგენი მოძრაობას როდესაც სიხარულოს მეძახის,ხმა ძალიან უნაზდება,ზედმეტად თბილი უხდება ტონი მიყვარხარო სევდანარევი რომ ჩაილუღლუღებს ხოლმე,სხვანაირად გვიცემს გული ერთმანეთთან ჩახუტებისას,დრო ჩერდება,დროც კი იცდის ჩვენი ჩახუტებისას,რამის დედამიწაც გაჩერდეს ამ დროს. მასზე უარი მხოლოდ ჩვენი მეგობრობის გადასარჩენად ვთქვი,მაგრამ მაინც დასრულდა ეს მეგობრობა,ყველაფერი გამოაშკარავდა,ჩვენი გრძნობები მზის სინათლეზე გამოვიდა,არვიცი შევძლებ თუ არა ამ გრძნობის გამო ბრძოლას ,მაგრამ მე ის მიყვარს!
-შენ ,რომ ის ჩემსავით ძლიერად გყვარებოდა ანიტა,ასე არ დათმობდი შენ უარი თქვი,მის სიყვარულზე ახლა კი აღარაფერი შეიცვლება,ის უკვე ჩემია!
რაც არუნდა გასაკვირი იყოს,ელენე თავისებურად მართალია,მე მარტივად დავთმე სანდრო,ჩემით ვთქვი უარი ახლა კი,აღარ აქვს აზრი გრძნობებზე საუბარს.ზაფხული საშინლად მიდიოდა,გონზე მოსასვლელად მთელი თვე დამჭირდა,სანდროსგან არაფაერი ისმოდა,ჩემი ტკივილი არ ნელდებოდა,ვერ ვპატიობდი ჩემს თავს და ვერც სანდროს,ასე მარტივად როგორ ვთქვით უარი ერთმანეთზე,ჩვენ ტყუილში ვცხოვრობდით,თავადვე ვიჯერებდით ამ ტყუილს,ამის მერე მეგობრობაც კი შეუძლებელი იქნებოდა,ჩემს თავს ვერ მივცემდი უფლებას,საკუთარი ბედნიერება სხვისი უბედურების ხარჯზე მოეწყო,ელენეც მართალი იყო ის უკვე მას ეკუთვნოდა.სანდროს მიმართ ჩემი სიყვარული უცნაური იყო მხოლოდ ტკივილის დროს ვხვდებოდი ამ გრძნობის სიძლიერეს.
დღეები სწრაფად გადიოდა,ლევანისთან ერთად ყოველ საღამოს სკოლის ეზოში ვსეირნობდი,ხშირად ვიკრიბებოდით თანასკოლელები,ამ ზაფხულს განსაკუთრებით ხშირად გეგას ვხედავდი ჩემს თანასკოლელს,ის ჩემზე სამი წლით უფროსია, თანაც ზედმეტად სიმპატიური,არა არ იფიქროთ,რომ სანდრო უკვე წარსულია,და ვინმე შეიძლება მომწონდეს,ეს წარმოუდგენელია,უბრალოდ გეგა მაბნევს,ის ძალიან ყურადღებიანია ჩემს მიმართ,მაგრამ ზოგჯერ იმდენად ცუდ რეაქციებს იწვევს ჩემში,ერთადერთი რის გამოც არ ვახრჩობ ,რისი სურვილიც ხშირად მიჩნდება მისი ჭაობისფერი თვალებია,არასდროს მინახავს ასეთი ფერის თვალები,მათზე ვერიტყვი,რომ მწვანეა,არც ლურჯი,უბრალოდ ჭაობისფერია,და ის ყოველჯერზე ისე ნაგლად მიყურებს ამ უცნაური ფერის თვალებით მზარავს ხანდახან.
დრო სწრაფად გავიდა ახლი სასწავლო წელიც იწყება,თანაც ბოლო სკოლის კედლებში.ეს წელიც და წესით მერმის ამ დროს სტუდენტი ვიქნები,მართალია სანდრომ არია ჩემი ცხოვრება მაგრამ,უფლებას მასაც კი არ მივცემ უნივერსიტეტის გარეთ დავრჩე.
ზაფხულის ბოლო საღამო იყო,ლევანიმ მაიძულა გაგვესეირნა,სიბნელეში წყვილი შევნიშნეთ,გეგა კიდევ ერთ ახალ გოგოსთან,არც გამკვირვებია,ის ხშირად იცვლი მეგობარ გოგოებს,უბრალოდ ის მაოცებს ახლაც ასე დაჟინებით რატომ მიმზერს,ამას რაღა დავუშავე,ნუ ამაზე დარდს აღარ ვაპირებ ჩეიც მყოფნის სადარდებლად.ფიქრებში გართულმა ძლივს შევამჩნიე ლევანი სადღაც გამქრალიყო,სიბნელეში სილუეტი ისახებოდა,ოდნავ შევკრთი მაგრამ,ნაცნობი სურნელი მალევე ვიცანი,გაოგნებულმა წამოვილუღლუღე სანდრო!
-ჰო ანიტა მე ვარ მოვედი. ადგილიდან ვერ ვინძრეოდი,თითქოს საკუთარი სხეულის მართვა აღარ შემეძლო,ის ნელ ნელა მიახლოვდებოდა,წამის მეასედში უკვე მის მკლავებში ვიყავი მოქცეული,რამდენს ვოცნებობდი ამ წამზე,რამდენს ვნატრობდი ამ ჩახუტებას,როგორ მინდოდა მისი სუნი კიდევ შემეგრძნო,ახლა კი ის აქარის და ეს ყველაფერი ცხადში ხდება მაგრამ,რამდენადა რეალური ეს მხოლოდ შეხვედრით გამოწვეული რეაქციებია არავინ ვიცით ხვალ რა მოხდება.სანდრო საუბრობდა ძალიან ბევრს,იმის შესახებ თუ როგორ გამოასწორებდა თავის შეცდომას,და ჩვენ ბედნიერები ვიქნებოდით,არ ვიცი რატომ მაგრამ არ მჯეროდა,რომ რაიმე შეიცვლებოდა,დასაწყისშივე დავამთავრეთ ჩვენ ჯერ არ დაწყებული ურთიერთობა დავასამარეთ.
სანდრომ სახლამდე მიმაცილა,ტკბილად დამემშვიდობა და წავიდა.წესით ახლა ბედნიერი უნდა ვიყო,იმ ფაქტით მაინც რომ დაბრუნდა,მე კი მხოლოდ ტკივილს ვგრძნობ,ვიცი სანდროს დანახვისას ყოველთვის ასე იქნება,სამწუხაროდ არაა,ის კაცი რომელიც შეძლებს ბრძოლას.ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ რაც მოულოდნელად გამომეცხადა,მას შემდეგ აღარ გამოჩენილა,არც მიკვირს,სხვას არაფერს ველოდი,ის მოდის მახსენებს თავს,ანახლებს იარებს რომელიც თავად მომაყენა და უჩინარდება.
ორშაბათი დილა,სწრაფად გავემზადე ჯინსის მოკლე ქვედაბოლო და შავი ზედა გადავიცვი,და ბოლო სასწავლო წლისკენ გავემართე.ტრადიციის თანახმა,სასწავლო წლის დაწყების პირველ დღეს ღონისზიება იმართებოდა.კლასის გოგოებთან ერთად ვიდექი,თვალი ჯერ გეგას მოვკარი გამიკვირდა,სკოლა 2წლის წინ დაამთვრა,ნეტა აქ რა უნდა,ვის მოაკითხა საინტერესოა,.. ამ ფიქრებში გართულმა ხელის შემოხვევა ვიგრძენი,უცხო მაგრამ სასიამოვნო სურნელი იყო,გაოგნებული მივაშტერდი მის ჭაობისფერ თვალებს,ხმის ამოღება არ მაცადა წინ გაიხედე შენი სიყვარული და შენი დაქალი ერთად ,ჩემი აზრით კარგი სანახაობა,ერთმანეთს ნამდვილად უხდებიან,უფრო მეტიც მე თუ მკითხავ ერთმანეთისთვის არიან შექმნი... საკმარისია ვინ ხარ და რატომ მაწამებ,ამის უფლება ვინ მოგცა,ხელი მომაშორე...ბედნიერი სახე მიიღე და გაჩუმდი ისინი აქეთ მოდიან,მე კი გეხმარები მხოლოდ ამიტომ ვარ აქ,მათ წინ რომ არ აქვითინდე.
ელენე ჩემსკენ გამოემართა და ისე გადამეხვია თითქოს არაფერი,სანდრომაც ისე მომიკითხა თითქოს პირველად მხედავდა ჩამოსვლის შმდეგ,ნამდვილად მქონდა აქვითინების სურვილი და მალე ალბათ სლუკუნსაც დავიწყებდი ამ ჭაობისფერს,რომ არ გავეყვანე ხელჩაკიდებული სკოლის ეზოდან,ჩვენ მივდიოდით სანდრო კი იდგა გაქვავებული,სუსტი,არაფრის გამკეთებელი კაცის სახით.



№1 სტუმარი tusy

Shemdegicccc ra

 


№2 სტუმარი მოცინარი

არ გვინდა სანდრო, ჭაობისფერთვალება იყოს რა ანიტასთან <3

 


№3 სტუმარი Guest თაკო

მოცინარი ახლა უკვე მეც ეგ სურვილო გამიჩნდა

 


№4  offline წევრი anieta

ძალიან დიდი მადლობა რომ კითხუულობთ,როგორც უკვე ავღნიშნე ეს ჩემი პირველი მცდელობა წერის,თანაც საკუთარი ჩემი ისტორია,ამიტომ ცოტა მიჭირს ემოციები სგარეშე წერა.რაც შეეხება ჭაობისფერ ბიჭს ნელ ნელა უფრო მეტ სიმპატიიას დაიმსახურტებს თქვენგან ვიმედოვნებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent