შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის სტუმარი [7]


28-09-2017, 03:28
ავტორი მე♥
ნანახია 5 898

მაშოს გვერდით დაწვა მეუნარგია და ჭერს მიაშტერდა. შეშინებულმა გახედა უცებ მის გვერდით არხეინად წამოწოლილ უფროსს მაშომ და თვალებით გაიცინა. არაფერი უთქვამს, ირონიულად ასწია წარბები და ნიაკოსთან თამაში განაგრძო, არც მეუნარგია იღებდა ხმას, იწვა და უაზროდ მიშტერებოდა ჭერს, თან რაღაცაზე აშკარად ღრმად იყო ჩაფიქრებული, პირი რამდენჯერმე გაამოძრავა, საუბრის წამოწყება უნდოდა, მაგრამ მცდელობა მცდელობად დარჩა, ვერ გაბედა ვერაფრის თქმა. ხელები ხალიჩაზე ნერვიულად აათამაშა, რაღაცაში არწმუნებდა საკუთარ თავს აშკარად, მერე სწრაფად წამოხტა ფეხზე და ოთახისკენ წავიდა, კარები ხმაურით დაკეტა... ნიაკო გვერდით გადააჯინა ძიძამ და გაოცებული მიაშტერდა დაკეტილ კარს. "ნორმალურია ახლა მამაშენი?" კითხა ბავშვს ხმადაბლა და საჩვენებელი თითი მეუნარგის ოთახისკენ გაიშვირა. თავი გაუქრია აღმზრდელს პატარამ და ხმამაღლა გაიცინა. მერე ისევ მუცელზე დააწვა და თავი მაშოს გულზე დაადო. დრო და დრო მშვიდად ეღიმებოდა, მაშოს გულის რიტმული ფეთქვა პირველად ესმის პატარას და უკვირს. მაშომ ტელეფონი ჯიბიდან ამოაძვრინა და ანას დაურეკა, მეგობართან ჭორაობაში დრო სწრაფად გაეპარა. მეუნარგიაც არ ჩანდა. რამდენჯერმე რაღაცის დავარდნის ხმაც კი გაისმა მისი ოთახიდან, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია მაშოს. რამეს ამტვრევს ალბათო! მერე ოთახიდან ერთი დიდი პარკი გამოიტანა ბაქარმა და კარებთან დადო, თვითონ კი ქურთუკს დასწვდა. სწრაფად წამოენთო ფეხზე ძიძა და ბავშვიანად წამებში წინ აესვეტა.

-მიდიხარ სადმე?

-ხო, ცოტახნით გავალ და მალე დავბრუნდები. თუ რამეა დამირეკე კარგი?

თან ელაპარაკებოდა, თან პარკს უყურებდა. უნებურად მაშოსაც გაექვა მზერა პარკისკენ, მაგრამ დიდი შავ პარკში არაფერი არ ჩანდა, გარდა წვეტიანი ფორმის ნივთებისა, რომელიც ცოტაც და პარკს გახევდა. მაშომ თავი დაუქნია უფროს და გააცილა. ბაქარის წასვლის მერე მთელი ეს დრო მისაღებში იჯდა და ელოდებოდა. დასაწოლად რომ წავიდეს აზრი არ აქვს, არ დაეძინება. ბაქარი სახლში როცა არ ეგულება თვალებს წამითაც ვეღარ მოხუჭავს. ისე მალე შემოიჭრა ეს ცივი კაცი მის გულში და გონებაში რომ მაშოს ყველა გზა გადაუკეტა. არანაირად არ სურდა სხვაგვარად ყოფილიყო. ბაქარის არსებობით და იმ შეგრძნებებით, საოცრად ბედნიერი იყო ნუცუბიძე. ასეთი ბედნიერი არასდროს ყოფილა, ახლა სულ სხვანაირ სიხარულს გრძნობს. მარტო ერთი განცდა უფლითავს საბრალოს გულს. ბაქარის საყვარელი, შეიძლება ახლაც მასთანაა და დროს მშვენივრად ატარებს. ბაქარს კი ნია და მაშო კი საწოლში გონია, ან მათზე არც კი ფიქრობს. ფიქრებმა ძალიან ბოროტულად გაკრეს ჯერ გონებას და მერე გულს. ცრემლიც ჩამოუგორდა საბრალოს ლოყაზე, მოშორება არც ახლა უცდია, რა აზრი აქვს? ბაქარი მაინც ვერ დაინახავს და ნია კიდევ არსად იტყვის. გაოცებული კი უყურებს პატარა ხალიჩიდან, დაბნეული სახე აქვს... ძიძამ ხელი დაუქნია და გაუცინა. ვაი, იმ სიმწარეს სიცილს რომ ამოაყოლა. ყველაფერი ეტკინა, ხომ იცოდა მუშაობ ,რომ დაიწყო ბაქარის ცოლზე?! იცოდა მაგრამ მაინც არ დანებდა და შეიყვარა, ახლა კიდევ ზლუქუნებს და თავს იუბედურებს. კაცის გამო ორჯერ ზედიზედ ტირილი მისთვის კატასტროფა იყო ადრე, ახლა კიდევ ვერც კი ამჩნევს როგორ მისტირის იმ ბაქარს კარებიდან პარკით ხელში რომ გავიდა. ეს ცალკე სადარდებელი გაუჩნდა რა იდო იმ პარკში...

"წვეტიანი ფორმის ნივთები... " თითქოს თავში ჩაქუჩი ჩასცხეს შიგნიდან, სწრაფად წამოდგა ფეხზე და მეუნარგიას ოთახისკენ გაიქცა. არც დაფიქრებულა, იმაზე როგორ უსინდისოდ იქცეოდა ისე შეაღო კარები. თვალები აღარ აუჭრდელდა, ოთახის ერთ კუთხეში ღია ფერის შპალერის გარდა აღარაფერი იყო. გაოცებული უყურებდა ცარიელ კედლებს და თაროებს,რომლებზეც ნიაკოს სურათის გარდა აღარცერთი სურათი არსებობდა. ეგოისტურად გაუხარდა რეალობა, საოცარი ძალა იგრძნო სხეულში. იცოდა რომ არ უნდა გახარებოდა, მაგრამ გული და გონება ვერ დააჯერა და სხეულით აცეკვდა. ნათიას სურათების გაქრობამ სხეულში ელექტროდენივით დააუარა. თავი ბოროტ ადამიანდ იგრძნო, მაგრამ ცოტა რომ დაფიქრდა მიხვდა, მაშო არაფერ შუაში არ არის. ეს გადაწყვეტილება ბაქარს ეკუთვნის და ბაქარი არ არის დაუფიქრებელი, აცერცეტებული ბიჭი. რაღაცა სერიოზულმა გადააწყვეტინა ასე მოქცეულიყო და მოიქცა კიდევაც, ეს მისი გადასაწყვეტია და მაშო აქ არაფერ შუაში არ არის.
შიგინით აღარ შესულა, კარები სწრაფად დაკეტა და იქვე კედელს აეკრო. მიუხედავად იმ განცდისა, მაინც ვერ გაიხარა ბოლომდე. იმის კიდევ ერთხელ გააზრებამ,რომ ბაქარსს ვიღაც ყავს გაანადგურა... "ის შეუყვარდა და ცოლის სურათები იმიტომაც ჩამოხსნა, შენ რა გიხარია შე საცოდავო." გულდაწყვეტილი აზლუქუნდა კიდევ ერთხელ და ხალიჩაზე მონებივრე ნიასკენ წავიდა. ბავშვს სათამაშო ხელიდან გააგდებინა და ოთახისკენ უკანმოუხედავად წაიყვანა, გაოცებულმა ახედა ძიძას პატარამ, ასეთი მკაცრი და ცივი მისი შეხება არასდროს არ ყოფილა. ისე არ ესიამოვნა რომ ტირილიც კი დაიწყო. პირი ისე სასაცილოდ მოლაფშა რომ მაშომ ღიმილი ვერ შეიკავა. მერე გულში ჩაიკრა პატარა და ბოდიშები უხადა.

"მამაშენი დეგენერატია შენ რას გერჩი."

საწოლზე მძინარე ნიაკოს უყურებდა და ნატრობდა, მისი ყოფილიყო. სულითაც და სხეულითაც. მისი არსება ყოფილიყო თავიდან ბოლომდე. შემოსასვლელიდან რკინის კარების ხმა რომ გაიგონა თვალები მოისრისა და ოთახიდან გავიდა. მეუნარგია ქურთუკს იხდიდა თან სახლს ათვალიერებდა, მაშო რომ დაინახა ხელი აუწია და მისაღებში შევიდა.

-დაიძინა მამას გოგომ?

-ხო, ახლახანს ჩაეძინა.

-შენ არ გეძინება, გზამ არ დაგღალა დღეს?_ კითხა მზრუნველად და გვერდით დაუდგა.

-არა არ მეძინება. შენ რა ქენი მოაგვარე საქმეები?_ კითხა და ალმაცერად ახედა. საკუთარი საქციელი რომ გაახსენდა სახე სირცხვილით აუხურდა.

-მოვაგვარე და ახლა ერთ ფინჯან ცხელ ყავას დავლევდი შენთან ერთად.

-მწარე ხომ?

-მწარე მწარე. მე შევალ ხელებს გადავიბან.

სააბაზანოდან გამოსულს ფინჯანი ყავა მაგიდაზე დახვდა, მაშოსთან ახლოს მოკალათდა და ცხელი ყავა თვალებდახუჭულმა მოსვა.

-რაღაც უნდა გითხრა და არ გამიბრაზდე რა..._ შეშინებული ალაპარაკდა.

-რა გააფუჭე?_ სიცილით კითხა და ლოყებზე მსუბუქად უჩმიტა.

-წეღან შენ რომ წახვედი იქ.., შენს ოთახში შევედი... მაპატიე რა... არ მინდოდა ცნობისმოყვარეობამ მძლია და...

-მერე რა ნახე?

-საქმეც მაგაშია რომ ვერაფერი._ ცოტაც და ისევ ატირდებოდა.

-არაუშავს. მიხარია რომ არ დამიმალე და მითხარი.

თბილად გაუღიმა და თავზე ხელი მოხვია, მერე კი თავისკენ მისწია და გულზე დაადებინა ის პატარა თავი. გაოცებულმა და გახარებულმა, აღარ იცოდა სად წასულიყო. ხმაც ვერ ამოიღო იმდენად დააბნია ბაქარის მშვიდმა ბარიტონმა და ქცევამ. როგორ არ გაუბრაზდა და სკანდალები არ მოუწყო. ასეთი რა შეიცვალა ნეტავ მასში, ან ახლა როგორ თბილად ეხვევა და ეფერება თმებზე. ხელები ექავებოდა, საწყალს სიხარულით. ისე მაგრად უნდოდა თვითონაც მოეხვია თავისი პატარა გაკნაჭული მკლავები ბაქარის წელზე რომ სუნთქვა შეეკრა. გაუბედავად ასწია ორივე ხელი, ერთი წელს უკან შეაცურა მეორე კი მუცელზე გადაადო და გვერდებზე მოუჭირა.

-ადამიანებს ძნელად ვივიწყებ, მითუმეტეს იმ ადამიანს რომლებიც ჩემი ცხოვრების ნაწილია! ნათიასთან წლები მაკავშირებდა, წლები რომლებსაც ვერასდროს დავივიწყებ რაც არ უნდა გავაკეთო. იმ წლების შედევრია ნიაკო და თავისთავად, ძნელია მოგონებების გაქრობა. ნათიას სიკვდილი, ჩემთვის იმ პერიოდში ყველაზე მძიმე დარტყმა იყო, იმ ადამიანის ხელიდან გამოცლა, რომელთან ერთადაც შენ შენი ცხოვრების კიბეები ააწყე ძალიან ძნელია. ნაწილობრივ მისი დამსახურებაა, მე დღეს ასეთი რომ ვარ! ერთადერთი რაც იმ პერიოდში ძალას მაძლევდა ნათიას სიყვარულით დატოვებული ნიაკო იყო, მისი დანახვისას არ ვფიქრობდი რომ შვილს ვუყურებდი და ვეხებოდი. გათავისებული მქონდა რომ ის ჩემი პატარა ნათიაა, რომელმაც დედა შეცვალა. ასე ვფიქრობდი რამდენიმე კვირის წინ, მაგრამ ახლა ვიცი რომ ის პატარა, ოთახში რომ ძინავს, ნათია კი არა ნია რომელიც ჩემმა პირველმა სიყვარულმა შექმნა და დამიტოვა. ნათია ჩემთვის ნომერ პირველი დედა და ცოლია და ეს ასე იქნება მანამდე სანამ რაღაცები არ მოხდება ჩემში. ამ ყველაფრის მერე რომ ვთქვა ნათიას მიმართ მარტო იმ წლების სიყვარული მაკავშირებს-თქო ალბათ გიჟი გეგონები. მისი სიკვდილის მერე ჩემთვის ახალი ცხოვრება დაიწყო, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, საკუთარ თავს არ ვაძლევდი რეალობასთან შეხვდრის უფლებას. გონებაში ჩაბეჭდლი მქონდა რომ დარჩენილი სიცოცხლე მარტომ უნდა გავატარო, იმ აზრთან ერთად რომ ჩემთვის ყველა და ყველაფერი დასრულდა. რელაურად ნიაკოსთვისაც ვერ ვიცლიდი, ჩემში დალექილი გრძნობები ამის უფლებას არ მაძლევდა. მაგრამ ახლა ვიცი რომ დროა რაღაცები უბრალოდ შევცვალო, იმიტომ რომ ჩემთვის და ნიასთვის ასე ბევრად უკეთესია. ახლა ცხოვრებაში კი იბადებიან ახალი ადამიანები, რომლებთან ერთადაც დანარჩენი კიბეები უნდა აიარო! წეღან ოთახში რომ ვიყავი მივხვდი რომ ახლა მზად ვარ იმ კიბების ასავლელად ორ ადამიანთან ერთად.
სურათები რომ ჩამოვხსენი ეგ იმას არ ნიშნავს რომ ისინი გავაქრე. ჩემი და ნათიას სახლში წავიღე, ჩავკეტე და გასაღები ძალიან შორს მოვისროლე. რაც შეეხება გუშინდელ შენს აცრემლებულ თვალებს და დაფეთებულ გულს ბოდიშს გიხდი, გპირდები, მეორედ მსგასვ მაიმუნობას აღარ ჩავიდენ!

ხელებს რომლებიც მეუნარგიას წელზე ქონდა მოხვეული, ყოველი სიტყვის მერე უფრო და უფრო უჭრდა. მეუნარგიას ბეჭებმა რამდენჯერმე დაიტკაცუნა, მაგრამ ყურადღება არცერთს მიუქცევია. ბაქარი ისევ არ ჩუმდებოდა, მაშო კი უსმენდა... უსმენდა მაგრამ ნაწილობრივ ვერაფერს იგებდა. იმდენად დააბნია ბაქარის აღიარებამ რომ გაითიშა. ერთადერთი რაც იმ წუთას იცოდა, ბაქარის სიკარგე იყო. მისი აღიარება, ყველაფერი რაზეც ბაქარმა ისაუბრა საოცრად სუფთა და სპეტაკი იყო. მის ყველა სიტყვაში ნათლად ჩანდა როგორ პატივს სცემდა მეუნარგია მის წარსულს. როგორ არ მოატყუა და არ დაიწყო საუბარი იმ სიტყვებით, რომელსაც მაშო ელოდა...მაგრამ ახლა ეს არ არის მთავარი. მთავარია რომ ბაქარი ახალ ცხოვრებას იწყებს. საუბარი რომ დაასრულა მეუნარგიამ მარტო მაშინ იგრძნო როგორ სველდებოდა მისი მაისური, როგორ ეცემოდა თითოეული ცრემლი მკერდზე. არაფერი უთქვამს, გაჩუმდა და მაშოს ყველაფრის გაასააზრებლად დრო მისცა. უფრო ახლოს მისწია თავისთან და მის თმებში ჩარგო ცხვირი. სიხარული რომელსაც ახლა ნუცუბიძე განიცდიდა, აღუწერელი და დაუწერელია. ის რასაც ახლა მისი გონება, გული და სხეული ერთნაირად განიცდის მისთვის უჩვეული იყო. მსგავის ბედნიერება მართლა არასდროს განეცადა, ბაქარის აღიარებამ, ბანალურად მიიყვანა იმ დონემდე რომ კიდევ ერთხელ ატირებულიყო, ახლა იმ განსხვავებით რომ ბედნიერია! მეუნარგის თითოეული სიტყვა ძალას მატებდა კიდევ დიდხანს ყოფილიყო ასე და ეტირა, იცოდა რომ არ დაიღლებოდა. ბაქარსაც არ დაღლიდა მისი ცრემლებით, არ გაუშვებდა ხელს და ოთხში არ შეიკეტებოდა. ყველაფრის გააზრებამ უფრო გააბედნირე და სულელივით გაიცინა, ხელები უფრო მაღლა ასწია და კისერზე მოხვია, უფროსს. თავის მის ყელში ჩარგო და ტუჩებით ოდნავ შეეხო. მაუნარგიასაც ესიამოვნა. თვალები დახუჭა და ჩუმად, თავისთვის რაღაცა ჩაიჩურჩულა. ყველაზე მეტად რაც გაუხარდა, ნათიას არარსებობა ამ სახლში. მისი სიცილის და მისი ფეხნის ნაბიჯები ხმა,რომ არასდროს გაუგია ამ კედლებს, ეგ ავსებდა ნუცუბიძეს. ბაქარის და ნათიას სახლის ისტორია, უფრო მეტ სიყვარულს უღვივებდა, მეუნარგიას მიმართ.

-ე.ი. ღამე შენ მოძვრებოდი ხოლმე აივანზე? კი მაგრამ როგორ მოასწარი აივნიდან ჩასვლა და მეოთხე სართულზე ამოსვლა... თან შენ გეძინა?!

სულ დაიბნა მაშო, მაგრამ მის სიტყვებში არცერთი წამით არ შეუტანია ეჭვი. ბაქარის გაეცინა და მაშო ოდნავ წინ გასწია, ცრემლებით დასველებულ ლოყაზე, მიკრული თმები გაუსწორა და ლოყაზე აკოცა. ცხელმა ტალღამ რამდენჯერმე დაუარა გულში და იქაურობა ააწიოკა.

-მერე ვინ თქვა დაბლა ჩავდიოდიო? ! ცოტა ვიმაიმუნე, შენს გვერდით ცარიელი ნომერი ავიღე და დავძვრებოდი აივნიდან აივანზე. ლოპოტაზე ვაპირედი თქმას, მაგრამ ვერ გავბედე!

-რაც მთავარია მითხარი. ახლა აღარ მესტუმრები ხოლმე ღამე?_ კითხა და ცრემლი მოიწმინდა.

-გესტუმრები, მაგრამ სხვა დროს სხვა სტატუსით.

-სულ ნამიოკენით რატომ მელაპარაკები? _ ისევ დაიბნა ნუცუბიძე და ხელი გულზ ოდნავ მიკრა.

-მთავარი არ მიკითხავს. დარჩენილ კიბებზე ხომ აუცილებლად ამომყვები?

კითხა და შუბლზე შუბლი მიადო. რა თქმა უნდა წაყვება და ხელს არასოდეს გაუშვებს. პირიქით ზოგჯერ თავსაც კი მოაბეზრებს მისი სიყვარულით და სითბოთი. თვალები საყვარლად დაახამხამა და ბაქარის გასაგონად ხმადაბლა დაიჩურჩულა.

-ყველაზე მეტად ეგ მინდა! მე შენ და ნიაკომ, დაღლამდე ვიაროთ იმ კიბეებით.

-აუცილებლად ვივლით ოღონდ არ დავიღლებით.

თბილად გაუღიმა და ისევ გულზე მიიკრა. მაშოც მის გულზე თავდადებული გაისუსუსა და თვალები დახუჭა, იმდენად იყო გადაღლილი ემოციებისგან რომ წამებში დაეძინა. ბაქარმა ცალი თვალით დახედა, მძინარე ძიძას და ლოყაზე ხელის ზურგით მოეფერა. ისიც სასიამოვნოდ შეიშმუშნა და ხელები უფრო მაგრად მოუჭირა შეყვარებულს. მაშოსგან განსხვავებით მეუნარგიაზე ემოციურმა დაღლამ არ იმოქმედა მთელი ეს დრო, ნუცუბიძის ლოყას ეფერებოდა და ფიქრობდა. ალბათ იმ მომავალზე რომელიც წეღან დაიწყო, იმ გასავლელ დღეებზე რომელზეც მაშო თაანახმა. ერთადერთი რაც მისთვის პრობლემას წარმოადგენდა ასაკი იყო, 9 წელი სხვაობა! დროთა განმავლობაში, მაშო რომ გაიზრდება მეუანრგია, რომ მობეზრდეს და სხვასთან წავიდეს, სხვა შეიყვაროს იმაზე მაგრად ვიდრე ახლა მეუნარგია უყავრს? გამორციხულია! მსგავს რამეს პატარა მაშო ვეღარავისთან იგრძნობს. მისი სიყვარული მხოლოდ ბაქარს ეკუთვნის, სხვისთვის აღარავისთვის ემეტება ეს თბილი გრძნობა მის გულს, იპოვა ის ერთადერთი, რომელიც ამას იმსახურებს და დაუფიქრებლად გაუნაწილა. ახლა კი დროა ყველაფერი ისე მოხდეს როგორც სხვა შემთხვევაში. შეყვარებულმა წყვილმა თავისი როლი აუცილებლად უნდა ითამაშოს. ბაქარი არ დაუშვებს მაშოს ეს ბედნირება წაართვას. მისი ასაკის გოგონებს ყველაზე მეტად შეყვარებულობის პერიოდი ამახსოვრდებათ. მერე ღამე დაწოლისას რაღაც რომ გაიხსენონ სითბოთი, თან მეუნარგიაც არ იტყოდა უარს ამ ყველაფერზე. ფიქრებიდან მაშოს შეხებამ გამოიყვანა, ხელი ხელზე მაგრად მოუჭირა და გასწორდა.

-სამი თვის წინ საქმროს დაშორდი._ შემპარავი ტონით დაიწყო მაშომ და მეუნარგიას ახედა, რომლის სახეზეც მიმიკა არ შეცვლილა.

-ვიცი, ლექსო, მანქანების ბიზენესი აქვს... ყველაფერი ვიცი მაშო ნუ ნერვიულობ შენ.

თბილად გაუღიმა და ლოყაზე აკოცა. კიდევ ერთხელ გააოცა ბაქარმა.. ე.ი. ბაქარი მაშოთი ძალიან დიდი ხანია დაინტერესებულია და მის შესახებ ყველაფერი გაიგო ეს კიდევ უფრო ახარებს ამ სულელ გოგოს!

-ახლა როგორ იქნება ჩვენი საქმე?

-როგორ და ჩვეულებრივად, შენ სახლში წახვალ.

დაფეთებული წამოხტა ფეხზე ნუცუბიძე და წელში გასწორდა. რას ნიშნავს სახლში წავა? ნუთუ უკვე აგდებს მისი ცოხვრებიდან, ახლა ამ სახლიდან რომ გავიდეს შეიძლება მოკვდეს ნერვიულობით. ბაქარმა გაიცინა და თბილი ბარიტონით გაგარძელა საუაბარი.

-სულელო, რა იფიქრე შენ? უბრალოდ ახლა ჩემი შვილის აღმზრდელი აღარ იქნები, დროებით რა თქმა უნდა. ახლა როგორც შეყვარებულებმა ისე უნდა ვიცხოვროთ და სულაც არ მინდა ჩემი შეყვარებული ჩემი შვილის ძიძა იყოს.

-მე რა ვქნა ამ სახლიდან წასვლა რომ არ მინდა? ნიაკოს ვერცერთი წამით ვერ მოვშორდები. ოთახებს შორის ხომ არის მანძილი? ისეც გამოგვივა შეყვარებულობანა. არ წავალ რა._ ხმა აუკანკალდა მაშოს და მეუნარგიას მიეკრო.

-მე მეგონა შენ ასე უფრო გაწყობდა. თან შენებსაც ხომ უნდა ვესუაბრო არაა? შენებთან ცოტა უხერხულია ისევ აქ რომ იცხოვრო ხომ ხვდები. თორემ მე ყველაზე მეტად შენთან ახლოს ყოფნა მინდა.

-არაფერიც არ არის უხერხული. მე სამუშაოდ მოვედი აქ და ახლა რომ გამაგდო ვინერვიულებ! თან დამალული სიყვარული უფრო გემრიელი რომაა ხომ იცი? ცოტახანი ნუ ვეტყვით ჩემებს._ ყველანაირი გზით ცდილობდა ბაქარის გადარწმუნებას მაშო.

-ეგრე არ მაწყობს მაშო მე, არ მინდა ვინმეს ვემალებოდეთ. შენებთან წავალთ ხვალ და დავილაპარაკებთ!

-ხო კარგი, მაშინ ხვალ ჩემი ბარგის შეკვრაში მომეხმარები. ხო და კიდევ ნიაკოს სანახავად მომიყვან ხოლმე!

-კიდევ არის ერთი პატარა პროლემა.

-ასაკი ხო?_ მიუხვდა მაშო და გაიცინა. _ მე ბავშვობიდან მომწონდა ჩემზე დიდი ბიჭები ხოდა სულაც არ არის ეგ პრობლემა. _გაიცინა და ლოყაზე უჩქმიტა შეყვარებულს.

-რას ნიშნავს ბავშვობიდან?_ მოჩვენებით გაბრაზდა მეუნარიგია და მაშოს ხელები თავისაში მოიქცია.

-კარგი ნუ ბრაზდები. ეს ისე უბრალოდ ვთქვი თორემ მე ერთი ჩემზე დიდი, ბიჭი მიყვარს ძალიან._ "ბიჭი" ხაზგასმით წარმოსთქვა და ბაქარს თვალი ჩაუკრა.

-ძალიან ეშმაკი გოგო ხარ შენ!

მეუნარგია ასი პრიცენტით მართალია, ასეთი ურთიერთობა უფრო ლამაზი და სასიამოვნოა. სახლში რომ მიაკითხავს და სასერინოდ გაიყვანს ხოლმე... პაემნებზე რომ დაპატიჟებს მაგას რა ჯობია, აქ რომ იცხოვროს ძალიან კარგია, მაგრამ ისე ჯობია როგორც მეუნარგიამ თქვა. მონატრებულს უფრო მაგრად ჩაეხუტება და მოეფერება. ძლივს დაშორდნენ ერთმანეთს, მეუნარგიმ ტკბილი ძილი უსურვლა და ლოყაზე აკოცა. მაშოც ძლივს მისწვდა მეუნაგიას ლოყას და მოწყვეტით აკოცა, მერე კი ოთახში ასკინკილით შევიდა. უცებ თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი გაახენდა სწრაფად გამოყო თავი ოთახიდან და ღია კარებში მდგომი მეუნარგია გააჩერა.

-დღეს აღარ მესტუმრები?

-ჯერ აღარ, მაშო! სხვა დროს აუცილებლად!

-სხვა სტატუსით.

თავისთვის ჩაილაპარაკა და ისევ ოთახში შებრუნდა, საწოლზე მოწყვეტით დაეცა და თვალები დახუჭა. აღარ უნდა ფიქრი, ისედაც ძალიანაა გადატვირთლი. ბაქარზე ფიქრი და ოცნება დანარჩენი დღები, თვეები და წლებიც ეყოფა ახლა დროა სიზმრებშიც ნახოს..
დილით კარებზე კაკუნმა გააღვიძა. თვალები ნელა გაახილა და ფანჯარას გახედა. მუქი შინდისფერი ფარდები, დღის სინათლეს ოთახში არ უშვებდნენ. ნელა წამოიწია და საწოლზე წამოჯდა. კიდევ რამდენჯერმე განმეორდა კაკუნი პატარა ხელებით.

-შემოდით._ გასძახა კარს უკან მდგარ მამა-შვილს. ოთახში ორივე მომღიმარი შემოვიდა, ნიაკო საწოლზე დასვა მეუნარგიამ და მაშოს ლოყაზე აკოცა... თბილად! პატარას ხელები მოხვია ძიძამ და საბაანში ჩააძვრინა, მერე თვითონაც საგულდაგულო გაეხვია საბანში და ნიაკოს შიგნიდან წაეთამაშა.

-საუზმე ხომ გინდა?

-გამიკეთებ?_ ისევ ააფახუნა თვალები მაცდურად, მეუნარგიასს მის საქციელზე გაეცინა და საჩვენებელი თითით გააფრთხილა. _ აა, ხო ჩემი თვალების ფახუნი ხომ გაბნევს შენ. ყავაზე და ნამცხვარზე უარს არ ვიტყოდი.

-გუშინ როგორ გეძინა ვინმემ ხომ არ შეგაწუხა ღამე?_ დასცინა შეყვარებულმა და ოთახიდან სიცილით გავიდა.

დილა იმაზე კარგად დაიწყო ვიდრე ინატრებდა. ისე დაიწყო დღეების წინ რომ ოცნებობდა. ისევ მეუნარგია და ნიაკო. პატარა თავის სკამში იჯდა და სახეს ითხუპნიდა. მეუნარგიამ შეახსენა დღეს ჩემი სახლიდან შენს სახლში უნდა გადაბარგდე დროებითო. თან ისიც დაამატა მე და ნია წაგიყვანთ და შენებს დაველაპარაკებიო. ზოგადად მსგავსი რაღაცები მაშოსთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, ლექსო რომ დაელაპარაკა მამამის მაშინ საერთოდ არ უნერვიულია და ახლა ხელებიც კი აუკანკალდა. დარწმუნებულია, რომ არჩევანს არცერთი არ დაუწუნებს. არც იმას მიაქცევენ ყურადღებას შვილიანი რომ არის, არც მის ასაკს, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ენრვიულობს. ბაქარისთან ერთად შეკრა ის პატარა ჩემოდანი რითიც აქ მოვიდა და მისაღებში გააგორიალა. გასვლისას ნიაკო აიტაცა ხელში და სახლს კიდევ ერთხელ მოავლო თვალი... ამ სახლთან ყველაზე თბილი და მისთვის სასიამოვნო მოგონებები აკავშირებს. ზუსტად ამიტომ ვერ ტოვებს გულგრილი ამ კედლებს.

-ცოტახანი და მერე ამ კედლებს ვერ გასცდები. _ხელი მოკიდა და ლიფტში შეიყვანა.
-ნიაკოს შენ როგორ მოუვლი ეს დღეები?_ კითხა როცა მანქანაში დასხდნენ.

-დღეს და ხვალ გავიჭირვებ და ზეგ ნელი ჩამოვა.

-ზეგამდე მაინც მოგეცადა!_ გაუნაწყენდა და ხელები ერთმანეთზე გადაიჯვარედინა.

-არცერთი წამით მინდა დამალული ურთიერთობა გვქონდეს. შენებთან არ ვიქნებით მართლები.

-ხო კარგი კარგი.

ჩაიფრუტუნა და ნიაკოს გახედა სარკეში. მისამართი უკარნახა და გაიტრუნა. ნერვიულობისგან ხმასაც ვერ იღებდა. ბაქარსაც ეტყობოდა დაძაბულობა, ხელებს მაგრად უჭერდა საჭეს. შუბლი ოფლით დაეცვარა ნერვიულობისგან. მანქანიდან გადასვლისას მაშომ თავისი თავიც გაამხნევა და მეუნარგიაც. " მთავარია მე მიყვარხარ." ჩასჩურჩულა ყურში და სახლის კარები დაუფიქრებლად შეაღო.

შესვლისას კარებთან ცოტახანი გაჩერდა და მეუნარგიას მოეხვია. კიდევ ბევრი სასიყვარულო და მისთვის ამაღელვებელი სიტყვები უჩურჩულა... მერე გაუღიმა და რკინის კარებში ხმაურით შევიდა. სახლში ისევ ისეთი საოცარი სუნი და სითბო სუფევდა. გუშინდელი დღის შემდეგ ყველაფერს უფრო მძაფრად განიცდის, უფრო მეტად ათბობს ყველა და ყველაფერი. შემოსასვლელში სამივე ერთმანეთზე მიყრდნობილი იდგა და ელოდებოდა. რაღაცას! სამზარეულოდან საოცარი სუნი გამოდოდა, მაშო მიხვდა დედა ისევ გემრიელ კერძებს უმზადებდა მის საყვარელ მამაკაცებს. კარების ხმაზე სამზარეულოდან ხმაური შეწყდა და მაკას მხიარულმა ხმამ ოთახის კედლები გააყრუა.

-ონო, მოხვედი დედა უკვე? კვერცხის დაბარება დამავიწყდა.

სამზარეულოდან თავისთვის საუბრობდა მაკა. მაშომ მეუნარგიას ხელს, ხელი მაგრამ ჩასჭიდა და ნაბიჯი გადადგა, ერთს მეორე მოყვა, მეორეს, მესამე და სამზარეულოს კარებთან აისვეტა. დედამისმა შვილის სუნი რომ იგრძნო თვალები აუცრემლიანდა. მის გევრდით მისთვის ფიზიკურად უცხო, მაგრამ სულიერად მისთვის უკვე ნაცნობი მამაკაცის დანახვისას ცოტაც და ატირდებოდა. შვილის თვალებში დანახუმლა ბედნიერების უმაღლესმა მწვერვალმა, ქალი უკვდავი გახადა. წინსაფარზე ხელები ოსტატურად შეიმშრალა და შვილისკენ წავიდა. ჯერ ნიაკო ჩაკოცნა მერე მაშო და ბოლოს მეუნარგიაც საოცარი სითბოთი გადაკოცნა. დაძაბულობა ოდნავ მოეხსნა ოჯახის ახლაგამომცხვარ სასიძოს. ქალის ასეთმა თბილმა მზერამ მიახვედრა რომ მისი ქმარი არაჩვეულებრივად გამგები და კარგი პიროვნება იქნებოდა. სხვაგვარად არ შეიძლება... ასეთ ლამაზი სული ქალს გვერდით შავი სულის მამაკაცი ყავდეს.

-როგორ გამახარეთ ბავშვებო რომ იცოდეთ. ახლა ისეთ ჩახოხბილს ვაკეთებ შენ რომ გიყვარს დედი. ონოც მოვა წუთი წუთზე.

თან საუბრობდა თან სუფრას აწყობდა მისაღებში, ბაქარს სულ ღიმილით შესციცინებდა თვალებში ისიც დაბნეული უღიმოდა. მეუნარგიები მისაღებში დატოვა ცოტახნით მაშომ და დედასთან ერთად სამზარეულოში შეიპარა. ქალმა მარტო დაიგულა თუ არა შვილი, ცრემლები გადმოყარა და გაგუდვამდე მოხვია ხელები.

-რომ იცოდე როგორი ბედნიერი თვალები გაქვს, დედი. ასეთი არასდროს არ მინახიხარ. შენ ხომ იცი ნოდოსთვის მთავარი შენი კარგად ყოფნაა... დამიჯერე სანერვიულო არაფერი გაქვთ. რამდენი ხანია რაც მოხდა ეს ამბავი ?

-გუშინ საღამოს მითხრა. სამსახურიდან გამომიშვა, ახლა ძიძა აღარ უნდა იყოო. დაიჩემა გინდა თუ არა ხვალვე ვნახოთ შენებიო.

-კარგი კაცია დედა და იმიტომ! მამა კიდევ მაგას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ხომ იცი?!

შემოსასვლელიდან კიდევ ერთხელ გასიმა რკინის კარების ხმა. მაშო დაფეთებული გავარდა მისაღებში და ბაქართან ერთად დადგა. ონო გაკვირვებული უყურებდა დას და მისთბის კარგად ნაცნობ პიროვნებას.

-არა?! გაგახსენდი და მოხვედი თუ მეჩვენება?

მხიარულად წამოიძახა და ჩქარი ნაბიჯებით ბაქართან გაჩნდა, ამ უკანასკნელსაც ისეთი აღფრთოვანებული სახე ქონდა ონოს დანახვისას. ბიჭს მაგრად დაკრა ხელი ბეჭებზე და მოეხვია. მაშომ გულში უფალს რამდენჯერმე მადლობაც კი გადაუხადა, ასეთი სიკეთისთვის. ე.ი. ონისე ბაქარის იცნობს, მასზე ყველაფერი თუ არა ნაწილი მაინც ეცოდინება. ეს ძალიან კარგია ორივესათვის, ბაქარის სიკაგეში ონო უკვე დარწმუნებული იქნება. მაგრამ მამაკაცების ასეთმა ახლო ნაცნობობამ მაინც გაარკვია და ცოტა დააბნია.

-არ გეჩვენება მე ვარ, რამდენი თვეა არ მინახიხარ. დღეს კიდევ ისეთი ამბის სათქმელად ვარ ამოსული._ დაძაბულობა მაინც იგრძნობიდა მეუნარგიას ხმაში, მთავარი გადასალახი ბარიერი ჯერ კიდევ გზაშია.

-ხო მშვიდობაა ?

-კი მშივიდობაა. უბრალოდ მე და მაშოს რაღაც საქმე გვაქვს თქვენთან.

-ახლა არ მითხრა ეს არის ჩემი უფროსიო, მოიცადე ტო ბავშვი რანაირად ვერ ვიცანი?_ გაოცებულმა , ნიაკო ხელიდან გამოგლიჯა, დას და რამდენჯერმე ჰაერში დაატრიალა. პატარამ ნაცნობი ხელები,რომ იგრძნო მაგრად მიეკრა მკერზე და გაიცინა.

-ბოლოს ნახე 8 თვის წინ, მას მერე გაიზარდა და შეიცვალა.

-მართლა ძალიან გამიხარდა შენი ნახვა. მაშოს და შენ რა საქმე გაქვთ, შენ მუშაობდი თუ უფროს აბავდი?

მხიარულად გაკრა მხარი დას და თავზე აკოცა... მაშოს სიმწრით გაეცინა და ონოს ხელები სულ დაულურჯა. ამასობაში სუფრა გაეშალა მაკას. მისაღებში დასხდნენ და ნოდარის მოსვლას დაელოდნენ. დაძაბულობა ყოველ წუთს უფრო და უფრო მატულობდა. ონომ მეგობარს და დას მხიარულად ამხნევებდა, ნიაკოსთან თამაშიც მოასწრო. პატარა უფრო მიეჩვია ონოს და გვერდიდან არ სცილდებოდა, მაკამაც მოიგო მისი პატარა სითბოთი სავსე გული. ბაქარი და მაშო გვერდი-გვერდ ისხდნენ დივანზე და ერთმანეთს თვალებით ეფერებოდნენ. კარების ხმა რომ გაიგონეს ერთმანეთს ღიმილით გადახედეს. ნოდარი ღიმილიანი სახით მიეგება ოჯახის წევრებს და სტუმრებს.

-სტუმრები გვყოლია. ვერ დამირეკე წამოვიღებდი რაღაცებს!_ უსაყვედურა ცოლს და ბაქარს მხარზე ხელი მეგობრულად დაკრა.

მაშომ გაცნობის ცერემონიალი სწრაფად ჩაატარა. ნოდარი მალე გაუშინაურდა მეუნარგიას და "ბატონობით" საუბარი აუკრძალა. მეუნარგიაზე ამან დადებითად იმოქმედა, ფიქრებში დააწყო ყველა სიტყვა რასაც ეტყოდა ნოდარი. სუფრასთან დასხდნენ, ბაქარმა მაშოს ხელები მაგიდის ქვეშ თავისაში მოიქცია და საუბარი დაიწყო.

-ნოდარ, ჩემ თავს უფლებას ვერ მივცემდი ჩემი და მაშოს ურთიერთობა, თვენს ჩუმად გაგრძელებულიყო. ჩვენ გუშინ ვისაუბრეთ და გრძნობებში გავერკივეთ. თქვენი ქალიშვილი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასაკი და ჩემი ოჯახური მდგომარეობა იმედია თქვენთვის პრობლება არ იქნება. ჩემი დიდი სურვილია თქვენი ოჯახი ჩვენი ურთიერთობის წინააღმდეგი არ იყოს. ეს მაშოსაც ძალიან ავნებს და დამიჯერეთ მეც. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენ ჩვენი ერთად ყოფნის წინააღმდეგი არ იყოთ და პირიქით მიგვიღოთ ისეთები როგორებიც ვართ. ყველანაირ პასუხსიმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ, მაშო უკვე ჩემი სულის ნაწილია და ისე მოვუფრთხილდები როგორც ყველაზე ძვირფას და ძვირადღირებულს.

საოცრად უჭირდა მეუნარგიას საუბარი, ბოლოს ასე როდის ინერვიულა აღარც კი ახსოვს. შუბლი ოფლის წვეთებით დაეცვარა, ნოდარს შეუვალ და მკაცრ სახელს რომ უყურებდა უფრო იძაბებოდა,მაგრამ სადღაც შიგნით ნებისმიერი ადამიანი შეამჩნევდა როგორ იღიმოდა თვალებით ნოდარი. ბაქარმა საუბარი რომ დაასრულა ნოდარმა,მამაშვილურად გაუღიმა და დაიწყო.

-ასაკი და ოჯახური მდგომარეობა, ამ შემთვევაში მეორე ხარისხოვანია. მე ჩემს მშვენიერ მეუღლეზე 7 წლით უფროსი, ვარ მაგრამ ეს ჩვემთვის არანაირ პრობლემას წარმოადგენს უკვე 25 წელია. მთავარია ერთმანეთი გიყვარდეთ და პატივს სცემდეთ. ურთირთობაში მთავარი, სიყვარული არ არის. ერთმანეთის გაგება, ერთმანეთის აზრების პატივისცემაა მთავარი. ჩემი შვილი მე ყველაფერი საუკეთესოსთვის მემეტება. მთავარი ჩემთვის მისი სიტყვაა, მაშოს თუ შენთან უნდა დარჩენილი სიცოცხლის გატარება მე არანაირად არ ვარ წინააღმდეგი. მეტიც ძალიან კარგი კაცი ხარ, შენი საქციელი ჩემთვის დასაფასებელი და პატივსაცემია. დაგილოცავთ იმ გზას,რომელიც თქვენ აირჩიეთ. ამ პატარა ქალბატონსაც ვლოცავ, თქვენთან ერთად. მისი წყალობით ხართ დღეს ერთად და ეს დააფასეთ.

-მე ვიცნობ ბაქარს და მის სიტყბების სიწმინდეში ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული. ჩემთვისაც ძალიან დასაფასებელია შენი საქციელი. ხო და შენ კიდევ რომ იღიმი, მიხედე ამ კაცს და არ დაკარგო თორემ მოკვდები დარდით. სხვას კიდევ ასეთს ვერ იშოვი დამიჯერე.

ნუცუბიძეების სახლი გახარებულმა დატოვა. მანქანამდე მაშომ მიაცილა, ნიაკოს ლოყები აუწითლა იმდენი კოცნა. მერე ბაქარზე რომ მიდგა ჯერი დაიმორცხვა და თვალები ააფახუნა.

-ხვალ გამოგივლი და სადმე გავიდეთ კარგი?

-რომელზე გამომივლი?

-რომელზე გეცლება შენ?

-მე ახლა სულ მცალია. ჩემმა საზიზღარმა უფროსმა სამსახურიდან გამომაბურძუყა და.

-მაგას მოვაგვარებთ, ნუ მეკიდები ახლა. ხვალ ვისაუბროთ სამსახურზე. ახლა კიდევ გაკოცებ და წავალთ.

-ნიაკოსაც ხომ წამოიყვა ხვალ?

-ვის დავუტოვო აბა?!

-გყოლოდა ძიძა და. _ ისევ არ ისვენებდა ნუცუბიძე.

-ადი სახლში გაცივდები და ვეღარ გვნახავ.

თავისკენ მიიზიდა შეყვარებული და ხელებით ზემოთ ასწია. ლოყაზე თბილად აკოცა და გულზე მიიკრა. ნიაკო მანქანის ფანჯრიდან უყურებდა და გახარებული ხელებს მინას ურტყავდა. მაშომ მეუნარგიას ხელები წელზე მოხვია და კიდევ ერთხელ აატკია ფილტვები მამაკაცს. ის კი ისევ არ იმჩნევდა სასიამოვნო ტკივილს და იღიმოდა. თბილად დაემშვიოდბა ახალ შეძენილ ოჯახს და ღიღინით აუყვა სადარბაზოს. სახლში შესვლისთანავე მიირბინა მამასთან და გაგუდვამდე კოცნა.

~~~~~~~~~~
ძალიან დიდი დიდი მადლობა ყველას. <3



№1 სტუმარი Guest Lia

Zalian tbili istoriaa

 


№2  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ვაიმეე დავიწვი და დავიფერფლე :)

 


№3  offline წევრი modemodka

ჩემი უსაყვარლეეესიი ისტორიაა ♡♡♡

 


№4  offline წევრი miyvarxar1992

Chemi mashiko rogor shemicvaala baqari uf.kargia dzaan tkbiloo

 


№5 სტუმარი Drogons

ხალხმა ისე გაქო და გადადა, რომ ნამდვილად მეგონა სერიოზულ "მწერალთან" გვქონდა საქმე.

13 წლის ლიკუნამ რომ დაწეროს მსგავსი იატორია და 14 წლის ანუკამ
კიდე როგორღაც გავიგებდი.

აქამდე ხმა არ ამომიღია და მაინც ვკითხულობდი.
რავიცი ხალხი გადარეულია ტასიკო დაგვიბრუნდაო:))
და არიქა მეთქი აბა რას წერს ამისთანას.

ჯერ რა სისულელეა, რომელი ნორმალური ოჯახი გაუშვებს პატარა გოგოს ძიძად სამუშაოდ ისე, რომ იქ გადავიდეს საცხოვრებლად 21 წლის ქალიშვილი.

მერე მეორე არის ასეთი გამოთქმა.
".... უნდა იყო ადამიანს უთხრა მიყვარხარ და მერე ერთ ორ თვეში გადამიყვარდი"
:)))))))))))))))))
სურათების ჩალაგება ნამეტანი გააკეთე.
სიტყვა "სიყვარული"ც კი არ იცი რა არის არამც თუ თვითონ გრძნობა.

მაშო?
მაშო არის ყველაზე აფერისტი, ფეხიდან გაცვეთილი ქალი მთელს ისტორიებში მგონი ვინც მინახავს.
კარამაზოვების პონტაი რა აი ფედკა ხო ყველაზე სათნო ძმა ჩანდა, წყნარი, მშვიდი და უკეთილშობილესი, ვითომ ბავშვური.
ამ დროს წგ იყო თურმე რაც იყო:))

აი მაშოს ვუყურებ და ჭავჭავაძის "განდეგილი" მახსენდება.

ქალი?
ქალი არის ეშმაკზე დიდი ეშმაკი.
ქალს უნდოდეს და მიწას გაგათხრევინებს სახით.

მეზიზღება ვითომ ძალიან წმინდა და ბავშვური ქალები.
ორ კვირაში ვითომ კაცი, რომ უყვარდებათ და დაჟე სახლში არ დამაბრუნო არ მინდაო :დდდდდდ

ბაქარიზე საერთოდ აღარაფერა ვიტყვი.

მერე ამ შენს მაშოს მაგარი სი რი ძმა და მამა გამოუყვანე.
შვილი გავუშვა სამუშაოდ (ჯერ როგორ უნდა გაუშვა, რომ დატოვო უცხო მამაკაცის სახლში საცხოვრებლად)
და ხელი ხელ ჩაკიდებულები მომადგენენ ერთად ვცხოვრობდით და ეხლა მაგრად გვევასება ერთმანეთიო ხო გადავაბი ერთმანეთს და გავისროლე ფანჯრიდან:))))

შენ ალბათ ჯააან თანამედროვე ოჯახობა გყავს ახწერილი და ჩვენ ვერ ვხვდებით:)))))))))))

ბოლოს რაღაც სასწაულად გააბანალურე.

არა ბიჭო განა რამე,შენ თუ ჩვენი აზრი არ გაინტერესებს და მარტო გრამატიკა გინდა გისწოროთ აი მე ხოოოო ვაფშე ძალიან ფეხებზე შენ რას დაწერ და რას არა.
თუ სისულელეებს დაწერ უკეთესიც კი, კონკურენტს მოვიშორებ თავიდან.
აქ ასე თუ ისე ყველა წერს თითქმის და ყველას უნდა წიგნი დაბეჭდოს.
ამიტომ ჩემთვის უკეთესი, ამას იმიტომ არავინ გეუბნება, რომ შენი შურს.
გეუბნებით იმიტომ, რომ დაიხვეწო და რამე შეცვალო თორე ლოგიკურად მაგარი არ შენ კარგად დაწერ რამეს თუ არა?

აი სწორედ მაგიტომ ვერ გაცდები ამ საიტს თუ ესე გააგრძელებ.

წარმატებები ტასუნა ;)

 


№6  offline მოდერი მე♥

Guest Lia
Zalian tbili istoriaa

უღრმესი მადლობა ❤️❤️❤️
Anuki96
ვაიმეე დავიწვი და დავიფერფლე :)

სიყვარულო❤️❤️❤️
modemodka
ჩემი უსაყვარლეეესიი ისტორიაა ♡♡♡

მადლობა დიდი დიდი❤️❤️❤️❤️მიხარია❤️
miyvarxar1992
Chemi mashiko rogor shemicvaala baqari uf.kargia dzaan tkbiloo

მადლობა, ჩემო კარგო.❤️
Drogons
ხალხმა ისე გაქო და გადადა, რომ ნამდვილად მეგონა სერიოზულ "მწერალთან" გვქონდა საქმე.

13 წლის ლიკუნამ რომ დაწეროს მსგავსი იატორია და 14 წლის ანუკამ
კიდე როგორღაც გავიგებდი.

აქამდე ხმა არ ამომიღია და მაინც ვკითხულობდი.
რავიცი ხალხი გადარეულია ტასიკო დაგვიბრუნდაო:))
და არიქა მეთქი აბა რას წერს ამისთანას.

ჯერ რა სისულელეა, რომელი ნორმალური ოჯახი გაუშვებს პატარა გოგოს ძიძად სამუშაოდ ისე, რომ იქ გადავიდეს საცხოვრებლად 21 წლის ქალიშვილი.

მერე მეორე არის ასეთი გამოთქმა.
".... უნდა იყო ადამიანს უთხრა მიყვარხარ და მერე ერთ ორ თვეში გადამიყვარდი"
:)))))))))))))))))
სურათების ჩალაგება ნამეტანი გააკეთე.
სიტყვა "სიყვარული"ც კი არ იცი რა არის არამც თუ თვითონ გრძნობა.

მაშო?
მაშო არის ყველაზე აფერისტი, ფეხიდან გაცვეთილი ქალი მთელს ისტორიებში მგონი ვინც მინახავს.
კარამაზოვების პონტაი რა აი ფედკა ხო ყველაზე სათნო ძმა ჩანდა, წყნარი, მშვიდი და უკეთილშობილესი, ვითომ ბავშვური.
ამ დროს წგ იყო თურმე რაც იყო:))

აი მაშოს ვუყურებ და ჭავჭავაძის "განდეგილი" მახსენდება.

ქალი?
ქალი არის ეშმაკზე დიდი ეშმაკი.
ქალს უნდოდეს და მიწას გაგათხრევინებს სახით.

მეზიზღება ვითომ ძალიან წმინდა და ბავშვური ქალები.
ორ კვირაში ვითომ კაცი, რომ უყვარდებათ და დაჟე სახლში არ დამაბრუნო არ მინდაო :დდდდდდ

ბაქარიზე საერთოდ აღარაფერა ვიტყვი.

მერე ამ შენს მაშოს მაგარი სი რი ძმა და მამა გამოუყვანე.
შვილი გავუშვა სამუშაოდ (ჯერ როგორ უნდა გაუშვა, რომ დატოვო უცხო მამაკაცის სახლში საცხოვრებლად)
და ხელი ხელ ჩაკიდებულები მომადგენენ ერთად ვცხოვრობდით და ეხლა მაგრად გვევასება ერთმანეთიო ხო გადავაბი ერთმანეთს და გავისროლე ფანჯრიდან:))))

შენ ალბათ ჯააან თანამედროვე ოჯახობა გყავს ახწერილი და ჩვენ ვერ ვხვდებით:)))))))))))

ბოლოს რაღაც სასწაულად გააბანალურე.

არა ბიჭო განა რამე,შენ თუ ჩვენი აზრი არ გაინტერესებს და მარტო გრამატიკა გინდა გისწოროთ აი მე ხოოოო ვაფშე ძალიან ფეხებზე შენ რას დაწერ და რას არა.
თუ სისულელეებს დაწერ უკეთესიც კი, კონკურენტს მოვიშორებ თავიდან.
აქ ასე თუ ისე ყველა წერს თითქმის და ყველას უნდა წიგნი დაბეჭდოს.
ამიტომ ჩემთვის უკეთესი, ამას იმიტომ არავინ გეუბნება, რომ შენი შურს.
გეუბნებით იმიტომ, რომ დაიხვეწო და რამე შეცვალო თორე ლოგიკურად მაგარი არ შენ კარგად დაწერ რამეს თუ არა?

აი სწორედ მაგიტომ ვერ გაცდები ამ საიტს თუ ესე გააგრძელებ.

წარმატებები ტასუნა ;)

მადლობა ღმერთს ამ საიტიდან გაცდენა არასოდეს მქონია მიზნად. შენი ამ ახროვნებით, “კონკურენტს” კი არა, ჭიანჭველას ვერ მოიშორებ.
უფრო მაგარი გოგო იქნებოდი “კონკირენტისთვის” პირადი პროფაილით დაგეწერა კომენტარი, მაინც გაგშიფრავს ხალხი და აზრი?! :დდდ
წიგნს მე დაგიბეჭდავ, მთავარია შენ გრძნობები მოთოკო.:დდდდ

გაიხარე❤️
--------------------
ა.ა

 


№7  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

კაი იყო ძალიან სითბბოთი და სიყვარულით ავივსეე ველოდები ახალ თავსს

 


№8 სტუმარი Guest მარიამი

შემდეგ თავს როდის დადებთტტ

 


№9  offline მოდერი მე♥

ნარჩიტა
კაი იყო ძალიან სითბბოთი და სიყვარულით ავივსეე ველოდები ახალ თავსს

ვაჰ, მადლობა საყვარელო❤️❤️
Guest მარიამი
შემდეგ თავს როდის დადებთტტ

დღეს გვიან დავდებ.❤️❤️❤️
--------------------
ა.ა

 


№10  offline წევრი Mariam Shengelia_3

აიიიიიი ისე მომეწონა ვერ აგიღწერ. 7ზე უნდა ავდგე დილით ლექცია მაქვს მარა როდავიეყე კითხვა (ყველა თავი ერთად წავიკითხე) ვერ გავჩერდი. სასწაული ხარ! და სასწაული ისტორიაა!
პ.ს ძაან გთხოვ სულელურ კომენტარ(ებ)ს ყურადღება არ მიაქციო

 


№11  offline მოდერი მე♥

Mariam Shengelia_3
აიიიიიი ისე მომეწონა ვერ აგიღწერ. 7ზე უნდა ავდგე დილით ლექცია მაქვს მარა როდავიეყე კითხვა (ყველა თავი ერთად წავიკითხე) ვერ გავჩერდი. სასწაული ხარ! და სასწაული ისტორიაა!
პ.ს ძაან გთხოვ სულელურ კომენტარ(ებ)ს ყურადღება არ მიაქციო

მარიამ, უღრმესი მადლობა!
ლექციას მიხედე ჯობია, ეს არსად გაიქცევა.❤️❤️❤️❤️
--------------------
ა.ა

 


№12 სტუმარი Ani

Ra magariaa dzlivs ar gamoutyba mashos siyvarulshi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent