ერთხელ (თავი მეოთხე)
-აბა?!-ცალი წარბი დემონსტრაციულად ასწია დემნამ. -რა აბა?!-თავი გავიჩერჩეტე. -ესეიგი აქ ცხოვრობ არა?!-კბილებსშორის გამოცრა და თვალი თვალში გამიყარა. -ჰო, მერე?!-ტყიურივით გავუსწორე მზერა და ამაყად ავწიე თავი, იმედია იმ წამს გაცოფებული ბულდოგის გამომეტყველება არ მქონდა. -რატომ მომატყუე?!-შემომიღრინა. -რატომ არ უნდა მომეტყუებინე?!-საპასუხოდ შევუღრინე. -მოიცა, იცნობთ ერთმანეთს?-საუბარში ჩაერთო ქერა. -კი, ერთი საინტერესო ინციდენტის შედეგად.-შხამიანი გველგესლასავით ჩაისისინა დემნამ. -და ეგ ინციდენტი იმას გულისხმობს, რომ ვიღაცას შეცდომით მისცეს მართვის მოწმობა და თავისი პიპიათი, მოსახვევიდან ასოთხმოცით გამოვარდნილმა, კინაღამ გადამთქერა!-ბრაზმოერეულმა კრიჭა შევკარი. -მაგას მანქანა ჰქვია და ცარიელ გზაზე ვმოძრაობდი!-მაინც არ დამითმო. -მე კიდევ ზებრათი ვსარგებლობდი!-ამას თუ უნდა დებატებში მომიგოს მაშინ ძაან დებილია, ჯერ კაცი არ მინახავს მისთვის სიტყვა შემერჩინა. -დაწყნარდებით?! -შენ გაჩუმდი ქერავ, ერთი წუთით მაცადე და ამას ახლავე დასაკლავი ინდაურივით გავპუტავ!-თითს არისტოტელესეულ პოზაში ვუშვერ. -თომა მქვია სხვათაშორის.-მკაცრად მისწორებს ქერა. -კიბატონო, ქერა ნომერი აძინ ელისოა, ქერა ნომერი დვა კიდევ თომა! დავიმახსოვრე! -რუსულიც გვცოდნია!-თავის ჭკუაში თავისი გლუვი ტვინით დამცინის დემნიტო. -დემნა! შენს გამო ჩემი განათლების დემონსტრაციას არ შევწყვეტ!-ასათიანი პაციენტივით დავუქაჩე თვალები. -როგორც გენებოს. -წავედი.-გაცეცხლებულმა გავისწორე ხალათი და გასაბრაგუნებლად მოვემადე. -რატომ? დარჩი რა.-ოჰ! დაგვიბრუნდ თომა ფრონტზე. -უკაცრავად, მაგრამ მართლა სამეცადინო მაქვს, მერე კი ალბათ ლოლასა და ელენეს გავყვები.-მაქსიმალურად ზრდილობიანი ვიყავი, წეღანდელი დანასაული ხომ უნდა გამომესყიდა?! -მაშინ სხვა დროს იყოს.-თვალები ღიმილით მოჭუტა. -იყოს.-დაუფიქრებლად წამოვიძახე და ხელი დასამშვიდობებლად გავუწოდე.-კიდევ, წეღანდელისათვის ბოდიშს გიხდი, სინამდვილეში ახალ მეზობლებს არ ვაწიოკებ, ყველგან ტრიბუნა არ დამაქვს რათა მათ მორალი წავუკითხო და არც ყოველ მეორეს ვუვარდები ბორბლებში.-გამეღიმა.-იმედია უკეთესად გამიცნობთ და კვლავ მექნება შანსი დაგიმტკიცოთ როგორი ვარ. სრულ იდილიას და სიგჟისაგან შორს მყოფ გოგონას ვერ დაგპირდებით მაგრამ... არც... -გასაგებია! ამაზე არ ინერვიულო.-მხიარულად მითხრა თომამ. მართლა კარგი ბიჭი იყო, რა მინდოდა?! რა საჭირო იყო იმხელა ლექციის წაკითხვა?! შემრცხვა. ისევ. -კარგი.-ხელი ჩამოვართვი. -ნახვამდის.-კანტიკუნტად მომესმა შეძახილები ბანქოს სუფრიდან. -შენც ბოდიში დემნა. ფეთქებადი ვარ.-თავს ძალა დავატანე და მასაც გავუწოდე ხელი. -აგრეთვე გიხდით ბოდიშს.-თავისი შემაგება. დენმა დამარტყა. საშინელი დეჟავუს გრძნობა დამეუფლა. თითქოს... თითქოს, სადღაც სხვაგან გადამისროლეს. სადღაც... ძალიან ძველ, ძალიან...ნაცნობ ძალიან, ძალიან ნაცნობ დროში. როცა... ჩემი თითებით, მის გახურებულ ხელისგულს შევეხე მე... მე... მე ვიგრძენი. რარაც განსაკუთრებული. და გამიჩნდა იმის შეგრძნება თითქოს ეს უკვე მოხდა, თანაც ბევრჯერ. ალბათ სისულელეა, თუ როგორ არის შესაძლებელი ჩვენი სხეულის ნაწილი ინახავდეს ემოციებს, კონტაქტს, მოგონებებს და შეგვეძლოს მათი ერთმანეთისთვის გადაცემა. ჩვენი შეხება... ჩვენი კანი... ჩვენი ემოცია... ჩვენი მოგონება... ჩემი მოგონება. ***************************************************************************************************************** -არა, არა და რა ლოლა! ეს უბრალოდ შეუძლებელია!-ბაყაყივით თვალებგადმოკარკლული და კვლავინდებურად ფაფარგაბურძგნილი შეშლილს ვგავდი. ლოლას ჰიპოთეზები კიდევ უფრო მეტად მშლიდა ჭკუიდან. თომას სახლიდან ძლივს გამოძრომის შემდგომ არაადეკვატური გავხდი. ერთი სადარბაზოს გავლა უდიდეს ბარიერად მეჩვენებოდა, გეგონება ბეწვის ხიდი მქონდა გადასალახი. დემნასთვის წესიერად არც შემიხედავს ისე გამოვჯლაყუნდი, ერთი სული მქონდა სახლში შემოვსულიყავი და ყბედობის სხდომა გახსნილად გამეხსნა. ჩემი ყველაზე ცუდი ჩვევა ისაა, რომ რასაც ვფიქრობ ძირითადად ვლაპარაკობ კიდეც. საიდუმლოს შევინახავ, ოღონდ ჩემსას ვერა! მსოფლიოში ყველაზე ლაქლაქა ვარ. ლაპარაკი ყურადღების გადატანაში კონცენტრაციაში მეხმარება. რათქმაუნდა საკუთარი კუნჭულებიც მაქვს,რომლის სიღრმე ჩემთვისაც კი უცნობია, მაგრამ ენაზე კბილის დაჭერა არ გამომდის , ზედმეტად გულღია და მიმნდობი ვარ, ეს კი ბევრჯერ ცუდად შემომიბრუნდა, თუმცა ამჯერად საქმე ლოლას და ელენეს ეხბა, მათთან კი დასამალი და მისაჩქმალი არაფერი მაქვს. რომც მქონდეს პირიდან მაინც ამომდღლეზავენ. და, სულსაც ამომაცლიან. -არაფერია შეუძლებელი, საქართველო პატარა ქვეყანაა. ბედისწერა კი ამოუხსნელი რამაა.-მხრებს იჩეჩს ელენე. ელენე ოლიმპიური სიმშვიდით გამოირჩევა. კაშკაშა, დიდი, ცარიელი და ცისფერი თვალები აქვს. ეზიზღება თავისი ჭორფლი და მუქ ქერა თმას ქეციან თაგვისფერს ეძახის, ამიტომაა, რომ სულ შავად იღებავს. ელენე თვალშისაცემი გოგონაა, ძალიან ჩუმია, ამ მხრივ ჩემი ანტიპოდია. ყავას ჭიქაში ასხამს და მონოტონური მოძრაობით ურევს. კოვზის ყურებაში ვშტერდები. -მაინც არა მგონია, ყველაფერი გავაზვიადე, ალბათ სახელის ბრალია, მივამსგავსე.-კი აბა! თავის დამშვიდებაც ასეთი უნდა! -ქეთინოო!-მოზვერივით დამიბღვირა ლოლამ.-შეწყვიტე რა! ეგ შენიტლიკინი წყლის ნაყვააა! შეგიძლია მიხვიდე და კითხო! -და რა ვკითხო?!-ბიჭიკოს მექანიკურივით ვიქნევდი ხელებს.-ნუთუ შენ დემური ხარ,(ჯერ ტიპს დემნას ეძახიან, რა დემურიო არ გაგიჟდება?!) ის ბიჭი ჩვენს უბანში რომ მოდიოდა, ვმეგობრობდით და ერთი თვე ჩვენთანაც სწავლბდა მეთქი?! თუ ისიც მივამატო, ორი წელი ვურთიერთობდით და სულელივით მიყვარდა, მეგონა რაღაც გამოვიდოდა, მომავლის იმედი მქონდა მაგრამ გზები გაიყო მეთქი?!-სკამიდან გველნაკბენივით ვიყავი წამოვარდნილი, ბოღმა ყელში მაწვებოდა და ამდენ ბრაზს ლამის შუაზე გავეგლიჯე. ზოგადად, ვთლიდი, რომ ეს ლაწირაკული სიყვარული სისულელე იყო და რომ შეუძლებელია მაშინ როცა შენი ემოციები, შენი პიროვნულობა და მეობა ჩამოყალიბების პროცესს განიცდის ნამდვილად შეგიყვარდეს. ორი წელი ვიცნობდი დემურის(სახელი მასიკვდლებდა) და თანდათან ისე ძალიან მომეწონა, მეგონა ჭკუიდან შევიშლებოდი. ერთი თვე ჩემი და ელენეს კლასში სწავლობდა, მერე გადავიდა, ისედაც ჰაქრა თვალთახედვის არეალიდან ჩვენც ბევრჯერ გამოვიცვალეთ სკოლა, უცხოეთშიც ვიყავით, მოკლედ ავირიეთ და მეც გადამავიწყდა. თანაც მე ვიყავი (და ვარ) წიგნებზე ტვინდანთხეული ქეთინო. ყოველთვის განსხვავებულად ვაზროვნებდი, ამას ტრაბახის გამო არ ვამბობ, მართლა ასე იყო. კითხვა შვიდი წლიდან მიყვარდა, 12-13 წლის ასაკში „დიდოსტაის მარჯვენა“ და „სამოსელი პირველიც“ კი წაკითხული მქონდა. ოღონდა რასაც ვკითხულობდი მესმოდა კიდეც, რაც არა, ისევ თაროზე ვაბრუნდებდი და შემდგომში ვუბრუნდებოდი, ზოგს სჭირდებოდა ასაკი ჩემთვის ზოგს არა. სკოლაში კარგი ნიშნებისთვის რაც ცრემლები მინთხევია, მაგდენი დემურის გამო ნამდვილად არ მიტირია. უბრალო... უბრალოდ ახლა ყველაფერი შეიცვალა. მესამე კურსის მოსწავლე, უკვე ხალგაზრდა გოგონა ვარ და არა თინეიჯერი. დემნა დემურისთან რატომ გავაიგივე არცკივიცი. სახელი დემურის გამო იმდენი დაგვიცინია, დავიჯერო შეიცვალა?!(ისე ბავშვობიდანვე დებილი ვიყავაი, დემური რამ უნდა მოგაწონოს ადამიანს?! სიმპატიური მაინც არ იყოს ვინ გაწირა ასე!) ნუ ლოგიკურია, მშვენიერი კნინობითი ფორმაა. -არა!-მკაცრად მომიჭრა ლოლამ და ყავა ისე შეხვრიპა ძლივს შევიკავე თავი ზედ არ გადამესხა! -მეორედ არ გაიმეორო თორემ თვალებს ამოგთხრი და შეგაჭმევ ლოლიტა!-სპეციალურად დავუძახე. -ქეთინო, მაგ შტერულ „ლიტას“ შეეწირება შენი ლამაზი გატყვეპილი სახე!-თითი ბებიაჩემივით მომიშვირა. -ოეე! მშვიდად!-ქარაშოტში მდგარივით იქნევდა მკლავებს .-აქ მეც ვარს სასხვათაშორისოდ! -მშვიდად ვარ ისედაც.-ნაქსოვი სვიტრი შევისწორე და ჩემი ფინჯანი ნიჟარაში ჩავცალე. -ეე, მაგის გასაკეთებლად ვიწვალე ისე.-ცხვირი აიბზუა ელენემ. ნესტოები გამიფართოვდა. -ბოდიშს ვიხდი, რომ შენი მსოფლიო დონის დამსახურება, როგორიცაა ერთი ჩაიდანი წყლის ადუღება ასე გავაცამტვერე და მიწასთან გავასწორე, თორემ უეჭველად დიდ წვლილს შეიტანდა სამყაროს გაუმჯობესებაში.-ცინიკურად განვუცხადე და კონსპექტი ავიღე. არა რა, არ უნდა მოკლა ვინც უნივერსიტეტი გამოიგონა?! ელენეს გაკეთებული ყავით მაინც უნდა მოწამლო მინიმუმ, მერე კიდევ ფეხებით დაკიდო და ლოლას სიმღერები ასმენინო, ბოლოს კიდევ დამისვა და ლაპარაკით ყურები გამოვუჭედო სანამ ფსიქიკურ აშლილობამდე არ მივა! აბა ჩვენ რომ ჯოჯოხეთს გვატარებს კარგია?! -ნეტა ბევრს არ ყბედობდე.-ბუზებიანი ხორცის გამსაღებელივით გამეკრიჭა და კრუასანს დასწვდა. -ეეე ეგ ჩემია!-ჯვაროსანთა მეთაურივით შესძახა ლოლამ. -დაანებეთ ორივემ თავი!-თეფში ჩემკენ გამოვწიე და ამ შეხლა-შემოხლაში წკარუნით დავამსხვრიეთ კიდეც. ასე დარჩა ჩვენი შოკოლადიანი კრუასანები იატაკზე დატყეპებული. -იდოტებო!. ************************************************************************************* ხელში ცელოფნის პარკს ნერვულად ვათამაშებდი, მციოდა, დღეს ზედმეტად აგრილდა. ის-ისაა კიბეზე უნდა აავსულიყავი, რომ დემნას პიპია და თვითონ დემნა შევამჩნიე, რომელმაც დამინახად და ჩემსკენ გამოემართა. ინსტიქტურად ლიფტისაკენ გავიქეცი , სულ მდამავიწყდა ჩემი პანიკური ფობია, ლამის თავ-პირი დავილეწე და ეს ცხვირი გასაკეთებელი გავიხადე. ფეხები ერთმანეთში მებლანდება დაა... და ჯანდაბა. მაინც ვერ შევასწარი. არა და კიბით თუ ავიდოდი გამომყვებოდა. ახლა კი მასთან ერთად ლიფტში ვარ. -სალამი ისტერიკავ!-მხიარულად დამიდგა გვერდით. ეს გლუვტვინა! მომესმა და ისტერიკა მიწოდა! -სალამი კორლეონე.-უხეშად ვეუბნები.-და ჰო, კიდევ საქართველოს საგზაო სისტემის მომსპობო! -ლიფტში რა თავქუდმოგლეჯილი შემოვარდი? -არ მინოდა კიბეზე ერთი რეგვენი დამწეოდა. -სამწუხაროა.-ვითომ დანანებით აქიცინებს იმ ქოჩორაშლილ თავს. ოო რა მისწრებაა პრიალა გილიოტინა! ან რა საჭიროა, ჩემი ხელით გავაცლი ბუწუწებს და ჭაღზე ჩამოვკიდებ! აიი კრეა“წ“იივ! უეცრად სმენას სულისშემძვრელი გრუხუნი სწვდება. წარმოუდგენელია! ჯანდაბა! ჯ ა ნ დ ა ბ ა ! ჯ ა ნ დ ა ბ ა ! აი რატომ მეზიზღება ლიფტები! ეს ღრჭიალი მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს. მე, ანუ სასუნთქი გზების პრობლემის მქონე, უსაზღვროდ ემოციური ადამიანი ყუთში ვარ გამომწყვდეული. და გვერდით მიდგას დემნა. -მემგონი... -ლიფტში გავიჭედეთ. მართლაც, ლიფთში გავიჭედე. ლიფტში გავიჭედეთ. ***************************************************************************************************************** ყველანაირად ვეცადე დიდი გამოსულიყო,იმედია მოგწოთ. უმორჩილესად გთხოვთ მიტხარით რა მგოწონთ რა არ მოგწონთ და რა დავხვეწო. შემიფასეთ. მიყვარხართ ყველა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.