შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იყავი ჩემი საყვარელი [თავი 6]


29-09-2017, 04:51
ავტორი მე♥
ნანახია 10 726

-ბაღში საბას აკითხავდა ხოლმე და იქ გავიცანი...რამდენჯრმე შოკოლადიც მომიტანა, შენ რომ მეკითხებოდი საიდან გაქვსო. _სხარტად ჩაუშაქრა ყველაფერი და ღიმილით დაიწყო გერლიანის წვერს წვალება.

-რაა?_სახეზე ფერები გადაუვიდა, ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა და ფეხზე წამოდგა. _ანუ შენ ეს ყველაფერი...

-სხვა დროს!_შუბლშეკრულმა ჩაილაპარაკა და ბავშვზე მიანიშნა.

-სხვა დროს..._თავის ქნევით გაიმეორა მამაკაცის სიტყვები. სიბრაზისგან გაბერილმა აღარ იცოდა რა გაეკეთებინა და ყველაფერს ეცა, რაც სჭირდებოდა და რაც არ სჭირდებოდა.

ბავშვი ძალიან კარგად გრძნობდა თავს მაქსიმეს გვერდით, არცერთი წამით მოშორებია მამაკაცს. ესეც ისე ეთამაშება და ელაპარაკება, თითქოს მათ შორის ნინიას და მისი ურთიერთობა არ იყოს. ლილუც ძალიან სხვანაირია ადამიანებს ძალიან იშვიათად იაკრებს და თუ იკარებს მერე მთელი არსებით ისისხლხორცებს, უყვარდება თავდავიწყებით და მათთან განშორება მისთვის წარმოუდგენელი ხდება. ნინიას კი ზუსტად ამისი ეშინია, არ უნდა ბავშვს მაქსიმესთან კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდეს, ვერ აიტანს სამი თვის მერე მისგან უხერხული კითხვების მოსმენას. ამ ყველაფრის შემდეგ კი მამაკაცთან ურთიერთობა საბოლოოდ უნდა გაწყვიტოს.

-მაქსიმე, ერთი წუთით. _სამზარეულოში გასულმა ხმადაბლა დაუძახა მამაკაცს და ლილუას გაუღიმა. მამაკაცმა ბავშვს თმები აუჩეჩა და ქალისკენ წავიდა. _რატომ აკეთებ ამას?_აღელვებულმა კითხა და შეეცადა სიბრაზე როგორმე დაემალა.

-რას რატომ ვაკეთებ?

-იცი შენ რაზეც გეკითხები... რატომ არ მითხარი ლილუს აქამდეც თუ იცნობდი და საერთოდ რა თამაშს გვეთამაშები?_აფორიაქებულმა ხელებით საუბარი დაწყო, თან ცდილობდა ბავშვისთვის მისი ქმედებები შეუმჩნეველი დარჩენილიყო. გერლიანმა შუბლშეკრულმა დახედა ქალის გაშლილ ხელებს და ქვედა ტუჩზე კბილები დაისვა.

-ჯერ დამშვიდდი და მერე ვისაუბროთ!_არაფრისმთქმელი გამომწყვეტილებით ჩაილაპარაკა, ზურგი აქცია და ბავშვისკენ წავიდა. _და კიდევ, როცა მე მესაუბრები ხმას ნუ უწევ!

-მე არ დამისრულებია!_გერლიანის ქმედებამ უარესად გააცოფა. _დაბრუნდი, მაქსიმე, არ დამისრულებია-მეთქი. _პატარა ბავშვივით ააბაკუნა ფეხები._უხ!_დივანზე დამჯდარ მამაკაცს ღრენით გადახედა და ჩაის ჭიქას თითები მაგრად მოუჭირა.

ბავშვთან ერთად შესანიშნავი დრო გაატარა, დაჭერობანაც ითამაშეს დიდ მისაღებში და დამალობანაც, ამ ყველაფერს მაქსიმე დივნიდან აკვირდებოდა და ლილუს ნინიას ადგილსამუყოფელს უმხელდა, ისიც აფერისტული ღიმილით მიეპარებოდა დას და აშინებდა. მთელი დღე გაიხალისა და რაც მთავარია ლილუსთან ერთად გაატარა. ამისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ეტყვის მაქსიმეს... მაგრამ არავითარ შემთხვევაში, მასზე ჯერ კიდევ გაბრაზებულია, თანაც საშინლად.

ცოტახანში რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს მემეც ესტუმრა, დეიდაშვილის დანახვამ სულ გამოასულელა.

-შენ რაღა გინდა?

-როგორი სტუმართმოყვარე ხარ. _სარკასტულად შესძახა მემემ და მაქსიმეს გაუღიმა. _გამარჯობა. _გერლიანმა თავი დაუქნია და თავისი საქმე განაგრძო. _ბავშვის წასაყვანად მოვედი.

-ააა.

-ლილუ, მზად ხარ?

-კი, მზად ვარ, ჩანთას ავიღებ და წავიდეთ. _ბარბის ზურგჩანთისკენ წავიდა. _შენ როდის მოხვალ?_მოწყენილმა კითხა ნინიას და ცალ ფეხზე მოხვია ხელები.

-არ ვიცი, მაგრამ შევეცდები რომ მალე გინახულო..._მისკენ დაიხარა და ლოყები დაუკოცნა.

>>>
დამშვიდებული, დაწყნარებული და მომღიმარი მივიდა მაქსიმესთან, წინ დაუჯდა და ხელებგადაჯვარედინებულმა აათამაშა ცალი ფეხი.

-დავმშვიდდი და ახლა ველოდები შენს პასუხს... რატომ გააკეთე ეს?

-შენი საქციელი დაუნახავობაა და მეტი არაფერი. _ღრენით ჩაილაპარაკა და მისკენ გადაიხარა.

-არა, მე შენი მადლობელი ვარ.. უბრალოდ რატომ არ მითხარი ლილუს თუ იცნობდი?_შეურაცხყოფილმა დასვა კითხვა.

-არ ვთვლიდი საჭიროდ. _მოკლედ უპასუხა.

-მაქსიმე, შენ იცი რას ნიშნავს ბავშვებისთვის საყვარელ ადამიანებთან განშორება? არ მინდა ლილუ შეგეჩვიოს და სამი თვის მერე მისთვის რაღაცების ახსნა დამჭირდეს... მისთვის ძნელი გადასატანია ეს ყველაფერი გესმის?!

-ჩვენს ურთიერთობას ჩემთან და ლილუსთან არანაირი კავშირი არ აქვს და არც არასოდეს არ ექნება!

-კი, მაგრამ მე ვარ თქვენ ორს შორის..._აღშფოთებულმა შესძახა.

-არანაირად, შენ ხარ ჩემთან და არა ჩვენ ორს შორის, გასაგებია?!

-არა, არ არის გასაგები. ჩვენი გზები სამ თვეში ისევ გაიყოფა და შენ ლილუს ვეღარ ნახავ.

-ლილუ თავად გადაწყვეტს სამი თვის შემდეგ ვის ნახავს და ვის არა, ნუ აძლევ შენს თავს იმის გადაჭრის უფლებას რაც შენ არ გეხება!_გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა და ფეხზე წამოდგა.

-ის ჩემი დაა!

-შენს დას აქვს უფლება აირჩიოს ადამიანები ვისთან ერთად ყოფნაც უნდა!

>>>
თვალახვეული დადიოდა სახლში, მაქსიმესაც სულ ეჭვით და დაბღვერილი უყურებდა ფიქრობდა რომ მამაკაცი კიდევ რაღაცას უმალავდა, თუმცა თვითონაც არ იცის რა შეიძლება გერლიანმა დამალოს.ლილუსთან ურთიერთობაზე გარკვევით აუხსნა რატომაც არ ჩათვალა საჭიროდ ნინიასაც სცოდნოდა, ეს კიდევ დამალვა არ გამოსულა. მაგრამ ბოლომდე მაინც არ არის კმაყოფილი და უნდა რომ ყველაფერი ისე იყოს როგორც თავად გადაწყვეტს, თუმცა იმასაც ხვდება რომ მაქსიმე მართალია და ლილუს აქვს უფლებები რომლის წართმევაც არც ნინიას არ სურს.

მაქსიმეს გვერდით მოკალათებული ცდილობდა როგორმე მამაკაცთან იმ თემაზე წამოეწყო საუბარი რომელიც რატომღაც მისთვის ასეთი საინტერესოა. ისევ იმ ქალზე უნდოდა საუბარი, მაგრამ ვერაფრით ვერ მოიფირა როგორ უნდა შეეპარებინა მამაკაცისთვის.

-იეჭვიანა. _მოულოდნელად გაუნათდა გონება და ღიმილით ჩაილაპარაკა.

-ამაზე საუბარი არ მინდა!_ცივად დაუბრუნა პასუხი გერლიანმა.

-ხო მაგრამ....

ქალის დასადუმებლად ყველაზე “მუშა” ხერხი გამოიყენა და პირდაპირ ბაგეებზე დაეტაკა, მოულოდნელობისგან ნინიამ თვალები დაჭყიტა და ათივე თითი სასაცილოდ გაფშიკა. მაქსიმემ ცალი ხელი მაისურის შიგნით შეუცურა და შიშველ ზურგზე ჩამოუსვა თითები. ერთიანად გააკანკალა და ძალაუნებურად მამაკაცის მაისურს ჩაებღაუჭა. გოგონას საქციელით კმაყოფილმა ცალი ხელი კისერზე მოკიდა და დივანზე ფრთხილად გადააწვინა, ისე რომ კოცნა არ შეუწყვეტია.

-ძალიან სექსუალური ხარ!

ხრიწიანი ხმით ჩაიჩურჩულა მაქსიმემ და ტუჩები ყელზე მიაწება. ნინიამ მინაბული თვალებითაც ვერ შეძლო ღიმილით შეკავება, რა ქნას ქალია და კომპლიმენტი ესიამოვნა, მითუმეტეს მაქსიმესნაირი მამაკაცისგან.

-მაგრამ ხმას რომ იღებ ყველაფერი აზრს კარგავს.

სწრაფად მოშორდა ქალის მადისაღმძვრელ სხეულს და ირონიული ღიმილით დაუსვა ცერა თითი ტუჩებზე. როგორც იტყვიან ხოლმე ქალი გაღიმებული და ვნებააშილილი დატოვა. მისი ქცევით გაბოროტებულმა თვალებიდან და პირიდან ცეცხლები გაუშვა და ფეხზე წამოხტა.

>>>
-ყავას დალევ?

სახლში გამეფებული სიჩუმეც ნერვებს უშლიდა, თან მეგიც არ იყო რომ დალაპარაკებოდა, მაქსიმესთან საუბარსაც ერიდება,მაგრამ სხვა გზაც არ აქვს. სახლში ორი ადამიანია და როგორმე უნდა აიძულოს საკუთარი თავი სიბრაზე დაძლიოს და ნორმალური ადამიანივით მოიქცეს. გერლიანმა უარყოფითი პასუხის ნიშნად თავი გაუქნია და აწკრიალებულ ტელეფონს დახედა.

-შენი რეკავს. _ ორი ტელეფონიდან ერთ-ერთზე მიუთითა და ისევ ლეტოპოში ჩაიხედა. ყენია ტელეფონისკენ წავიდა, ნომერს დახედა და წარბები შეათამაშა.

-გისმენთ.

-ნინია გამარჯობა, გიორგი ვარ. _დაბნეულმა ქვედა ტუჩი გადაატრიალა, რომ დაფიქრდა და მამაკაცის ხმაც იცნო მიხვდა რომ კარგი არაფერი არ მოხდებოდა და მაქსიმეს გადახედა.

-გამარჯობა, მოხდა რამე?_შეეცადა ზრდილობიანად გამოსვლოდა.

-არა, უბრალოდ მოგიკითხე. _მამაკაცს ხმაში ღიმილი შეერია.

-დიდი მადლობა, მაგრამ უნდა გავთიშო, ახლა არ მცალია. _გოგონას სიტყვების გაგონებისთანავე გაასწორა სახე გერლიანმა და ლეპტოპი დახურა.

-რატომ მაქსიმეა მანდ?_ხმაში ცინიზმი შეერია.

-უბრალოდ საუბარი არ მინდა და კი, მაქსიმეც აქ არის.

საკუთარი სახელის გაგონებისას თითქოს რაღაცას მიხვდაო და სახეზე სარკასტული და ცივი ღიმილი გამოესახა. მამაკაცის ამ მზერას უკვე მეორედ ხედავს და კარგის მომასწავლებელი რომ არ არის ეს უკვე იცის. ტელეფონი სწრაფად გათიშა და ისევ მაგიდაზე დააბრუნა.

-რა უნდოდა?

-უბრალოდ მოგიკითხეო.

მხრები აიჩეჩა და სავარძელში ჩაეშვა. მაქსიმე უსიტყვოდ წამოდგა ფეხზე და გასასვლელისკენ წავიდა, გაკვირვებულმა გააყოლა მიმავალს თვალი და მანქანის გასაღებისკენ წაღებული ხელის დანახვისას ფეხზე წამოდგა.

-არ მითხა რომ გიორგისთან მიდიხარ..._შეიცხადასავით და მისკენ წავიდა. _მაქსიმე, ძალიან გთხოვ არ გინდა.

-წყალი ადუღდა. _მადუღარაზე მიანიშნა და სახლიდან გავიდა.

შუბლზე გაშლილი ხელისგული მიიდო და ხვნეშით წავიდა საძინებლისკენ. საწოლზე წამოწოლილი გაშტერებული უყურებდა ჭერს და ბოლო პერიოდში მომხდარ ამბებზე ფიქრობდა. წარმოუდგენელია, მაგრამ თავს უბედურ ქალად არ გრძნობს, არც იმას თვლის საგანგაშო და საზარელ სიახლედ ღამის პარტნიორი რომ ყავს და არ უყვარს. თუმცა მომენტებში გული მაინც ეთანაღრება ყოველივე ამაზე, უნდოდა ისეთ კაცთან ყოფილიყო ვინც ეყვარებოდა და ვისთვისაც დაუფიქრებალდ გასწირავდა სიცოცხლეს... საბოლოო ჯამში კი აღმოჩნდა რომ ასეთი მამაკაცი ნინიასთვის პირველი არ იქნება, თუ რა თქმა უნდა გამოჩნდა საერთოდ.
ყველაფერთან ერთად ამ ისტორიის დავიწყება შეუძლებელია, როგორც არ უნდა ეცადოს პირველს ვერ დაივიწყებს და ვერასოდეს ამოშლის გონებიდან წინა ღამით მომხდარს.
გულის სიღრმეში იმ აზრსაც უშვებს რომ მაქსიმეს მიმართ შეიძლება გრძნობები გაუჩნდეს, ხო სავსებით ლოგიკური და ბუნებრივია პირველი მამაკაცის მიმართ რაღაცა იგრძნოს და ნინიას ამისი უფრო ეშინია. მითუმეტეს როცა ჯერ კიდევ ძალიან დიდი დროა წინ. შეიძლება თავდავიწყებით არ შეუყვარდეს და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს რაც მასზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ მამაკაცის მიმართ სიმპათიები რომ გაუჩნდეს მერე რა უნდა ქნას?!

-”არა, ნინია, შენ მაქსიმეს მიმართ არასოდეს არაფერს არ იგრძნობ!”_კატეგორიული ტონით გააფრთხილა საკუთარი თავი და საწოლზე წამოჯდა._”აბა ის რა იყო, დღეს დილითაც მის შეხებაზე რომ ფიქრობდი?”_ქვევიდან ამოსძახა ხმამ._”ეგ ჩემი ქალური სისუსტე იყო, პირველი ღამის შემდეგ ემოციების ქვეშ ვიყავი.”_დინჯად გასცა პასუხი და ნაბიჯების ხმის გაგონებისას სმენა დაძაბა.

-მაქსიმე!_ოთახიდანვე დაიძახა საყვარლის სახელი და ღია კარს გახედა. პასუხი რომ ვერ მიიღო ცოტა შეეშინა, შუა ღამეა და თანაც სახლში მარტოა, მაქსიმეც არ პასუხობს.._მაქსიმე!_კიდევ ერთხელ დაიყვირა და იატაკზე გადავიდა. _იცოდე თუ შენ ხარ და ხმას ჩემს შესაშინებლად არ იღებ, გამოგივიდა!_აკანკალებული ხმით ჩაილაპარაკა და ფეხისწვერებზე შედგა. _კარგი რა, გთხოვ!_ხმაში მუდარა გაურია. _ბავშვობიდან მეშინია მსგავსი სიტუაციების და იცოდე თუ ჩემს შეშ.....აააააააა._ბოლო ხმაზე დაიკივლა და ოთახში შევარდნილ ნიღბიან მამაკაცს იქვე მდგარი ლარნაკი გაუქანა.

-სახლში ქალია!_ხმამაღლა დაიძახა მამაკაცმა და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა აცახცახებული ყენიასკენ.

-იცოდე არ მომეკარო, თორემ მაქსიმე რომ მოვა შენს თავს ვაცემინებ!

მუქარით ჩაიალაპრაკა და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია. მაშინ მიხვდა რომ ძალაუნებურად, თავისი სურვილის საწყინააღმდეგოდ ამ მამაკაცის მიმართ ნდობა ჩამოუყალიბდა.

-როგორ შემეშინდა. _დაწვრილებული ხმით გამოაჯავრა ქურდმა და თავზე რაღაცა ჩამოაფარა.

8თავი.
თვალები რომ გაახილა ისევ სიბნელე იყო, ვერ მიხვდა სინამდვილეში მართლა გამოფხიზლდა თუ ჯერ ისევ სიზმარში იყო. ხელების გამოძრავება რომ დააპირა მიხვდა რომ რაღაცა რიგზე ვერ იყო და სიზმრის რეალობასთან დაკავშირებაც აღარ გაძნელებია. ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა, პირში კი რაღაცა ჩაეჩვარათ და ხმას ვერ იღებდა, მხოლოდ ღნაოდა. შეშინებულმა თავი რამდენჯერმე მაგრად გადააქნია იქნებ სახეზე ჩამოფარებული მატერია მაინც მოეშორებინა, მაგრამ ვერ მოახერხა. რეალურად გრძნობდა რომ ძალიან პატარა სივრცეში იყო და სკამზე იჯდა, თანაც საგულდაგულოდ დაბმული. თავთან ერთად სხეულიც აამოძრავა, თან ეშინოდა სადმე ისეთ ადგილსაც არ ყოფილიყო გადავარდნისას რაიმე არ დაეზიანებინა, მაგრამ იმის უფრო ეშინოდა ქურდებს არაფერი მოემოქმედებინათ. ხმა აღარსაიდან აღარ ისმოდა, ყველაფერი ჩაყუჩებული იყო.
იმდენმა საშინელმა ფიქრმა გაუელვა გონებაში საკუთარი თავის უფრო შეეშინდა ვიდრე ქურდების.

-”რამე რომ დამიშავონ?!”_გონებაში წაიჩურჩულა და თვალები ისევ დახუჭა._”ან ახლა სად ვარ?”_შიშისგან სხეული აუკანკალდა. ერთადერთი რაც ახსოვს ქურდის ბოლო ნაბიჯებია და შემდეგ გონება სულ დაებინდა, თითქოს რაღაცა ბლაგვი ჩასცხესო, არადა არაფერი არ სტკივა გარდა ხელ-ფეხისა ეგეც იმიტომ რომ თოკი საშინლად უჭერს. თანდათან პირი უშრებდა და თვალები ტკივდება. ნაბიჯების ხმის გაგონებისას სხეული შეეკუმშა და ფეხები სკამის ქვეშ მოხარა. თვალები ერთმანეთს მაგრად დააჭირა, ჯერ ისედაც ვერაფერს ვერ ხედავს და ახლა ხომ საერთოდ. დაძაბული სმენით მიხვდა რომ სინათლე აანთეს, იმასაც მიხვდა რომ კედელთან ახლოს იჯდა, სავარაუდოდ ყუთში, ან შეკრულ ფიცარში. ნაბიჯების ხმა უფრო ახლოდან განმეორდა. ვიღაცამ ერთი ხელის მოძრაობით გახსნა რაღაცის კარი და ნინიამაც იგრძნო რომ ჰაერი უკეთესად მიეწოდებოდა. დახარბებულმა ამოისუნთქა და მხოლოდ ახლა გაანალიზა რომ ჟანგბადი აკლდა. მამაკაცის ხელების შეხებისთანავე დამშვიდდა, ყველანაირი შიში და დაძაბულობა ერთ წამში მოეხსნა. ძლიერი ხელებით შეძლო მაქსიმე გერლიანის ამოცნობა და როგორც კი თავიდან ის საშინელი, მჩხვლეტავი მატერია მოხსნა თვალებიც გაახილა. ნაზად მოხსნა პირზე გადაკრული სკოჭი და დამრგვალებული ნაჭერი ამოაცალა.

-კარგად ხარ?_ხმადაბლა კითხა და სკამიანად ასწია.

-გარდერობში ვიყავი..._ხვნეშით ჩაილაპარაკა და თვალები დაძაბა. _ქურდები იყვნენ, ალბათ ყველაფერი გაიტანეს.

-დამშვიდდი, არაფერი არ წაუღიათ. _წებოვანი სკოჩისგან აწითლებულ სახეზე თითები მოუსვა და ფეხზე წამოდგა.

-სად მიდიხარ?_ხმამაღლა წამოიძახა და ლამის სკამით გაეკიდა.

-დანას მოვიტან და მოვალ..._ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა მაქსიმემ და კარებისკენ წავიდა, მერე შეყოვნდა და თვალებმოჭუტულმა გადახედა სკამზე მიბმულ გოგონას. _მაგრამ მე მგონი ასე უფრო კარგად გამოიყურებოდი, ის სკოჩიც გიხდებოდა.

-დანის მოსატანად მიდიოდი. _გაბრაზებულმა შეუღრინა და შეკრული ფეხები წინ გასწია.

>>>
-თუ არაფერი არ წაუღიათ აბა რისთვის იყვნენ შემოსულები?_დამამშვიდებელი ჩაი მოსვა და ზოლებად დაწითლებულ მაჯაზე თითები მოისვა.

-ეგ ჯერ არ ვიცით, მაგრამ სავარაუდოდ ვიღაცას შენი შეშინება უნდოდა. _მშვიდი გამომეტყველებით ჩაილაპარაკა და პირდაღებულს თვალი ჩაუკრა.

-მე რა შუაში ვარ? სახლი შენია, აქ რაც არის ყველაფერი შენ გეკუთვნის და ჩემი შეშინება ვის რაში უნდა სდომოდა?_ოდნავ აუწია ხმას, ცდილობდა ამით შიში დაეფარა რომელიც მამაკაცის სიტყვებმა გამოიწვია. _მოიცადე, მართლა ჩემს შესაშინებლად იყვნენ?_ჩაფიქრებულმა კითხა და დადუმებულს მხარზე ხელი მიკრა.

-სავარაუდოდ.

-იქნებ ვიღაცას შენზე შურისძიება უნდა და ჰქონია რომ ამას ჩემი გზით მოახერხებს. _ცალი თვალი მოჭუტა.

-არ არის გამორიცხული, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის სახლთან დაცვას დავაყენებ, მომავალში ისევ გარდერობში რომ არ მომიწიოს შენი ძებნა.

-ჰა-ჰა-ჰა, როგორი სასაცილოა.

გაბუსხული იჯდა ერთ ადგილზე და ჩაის სვამდა, ვერაფრით ვერ წარმოედგინა ვის შეიძლება სდომოდა მისი შეშინება, თანაც ამ გზით და მაქსიმეს სახლში. როგორც წესი ნინიას მტრები არ ყავს, მითუმეტეს ასეთი გამბედავი. ისევ იმ აზრამდე მიდის რომ ვიღაცას ნინიას შეშინება კი არა მაქსიმესთვის “ჭკუის სწავლება” ჰქონდა გადაწყვეტილი და ჩათვალა რომ რადგან ყენია მამაკაცთან ერთად ცხოვრობს მისთვის ეს ქალი მნიშვნელოვანია.

-არა!_უცებ წამოიყვირა და ფინჯანი მაგიდაზე დადო._ქურდები სახლში არ მელოდებოდნენ, ერთ-ერთმა თქვა რომ “სახლში ქალიაო”._ნელ-ნელა გათიშვამდე მომხდარი ინციდენტი ამოუტივტივდა.

-დარწმუნებული ხარ?

-100%_ით. გავიგონე როგორ დაიძახა “სახლში ქალიაო” და მერე ჩემკენ წამოვიდა. ზუსტად მახსოვს!_საკუთარ თავში დარწმუნებულმა ჩაილაპარაკა და ჩაფიქრებულ გერლიანს დააკვირდა. _ანუ გამოდის რომ ვიღაცას ჩემი კი არა შენი “შეშინება” უნდოდა. _განათებულ გონებაზე ახალ-ახალი აზრებიც აწუხებს ხოლმე. მაქსიმემ შუბლშეკრულმა გადახედა, ფეხზე წამოდგა და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი წავიდა ეზოს ფანჯრისკენ.

-სახე დაინახე?

-არა, დაფარული ჰქონდა... მაგრამ ხმა გავიგონე.

-გეცნო?

-ნტ, არ მეცნო, მაგრამ ხომ გავიგონე?

-სახე რომ არ დაგინახავს ეგ შენთვის კარგია.

გაოცებას ვერ მალავს, როგორ შეუძლია ასეთ სიტუაციაში ასე მშვიდად იყოს და შექმნას იმისი შთაბეჭდილება რომ ეს ყველაფერი მისთვის არაფერს არ ნიშნავს და საერთოდ არ ფიქრობს ამ საკითხზე.

-რატომ?

-თუ მართლა ქურდია და თუ შენ მისი სახე დაინახე შესაძლებელია ხვალ სადმე გაციებული გიპოვოთ. _ ისე “უწყინარად” აუხსნა ნინიამ ფერების გადასვლაც ვერ მოასწრო.

-არა, მადლობა ღმერთს სახე არ დამინახსვს.

>>>
მომხდართან დაკავშირებით გამოძიებასთან თანამშრომლობამ მოუწია, მათთანაც ის გაიმეორა რაც მაქსიმეს უთხრა. რეალურად ხელჩასაჭიდი არაფერი არ დაუანხავს და ხმას როცა დაიჭერენ მერე თუ ამოიცნობს. თვალის ფერიც არ დაუნახავს სიბნელეში და არც რაიმე დასამახსოვრებელი სიმბოლო ხელზე, ტატუს მსგავსი, ან შრამის.
დილისკენ უკვე დაცვის რამდენიმე წევრი პოსტზე იყო. წინა და უკანა ეზო შავებში გამოწყობილი მამაკაცებით გაივსო.

-სამი თვე ამ შავოსნებთან ერთად უნდა ვიცხოვროთ?_ინტერესით იკითხა და თმები აიწია.

-ნუ ნერვიულობ საძინებელში არ შემოგვივარდებიან. _ცინიკური ღიმილით ჩაილაპარაკა და გოგონასკენ წავიდა. ცალი ხელი წელზე მოხვია, ცალი საჯდომისკენ წაიღო, მაგრამ ნინიამ თვალებდაქაჩულმა დაუჭირა ხელი და ღია ფანჯრებს გახედა.

-უხერხულია, ყველაფერი ჩანს._ჩურჩულით ამოღერღა და დაცვის ბიჭებს გახედა. მაქსიმემ თავი უკან მიატრიალა და ხმამაღლა ამოიხვნეშა, თუმცა ქალის სხეულს არ მოშორებია.

-მეეჭვება რომელიმე არ იცოდეს რა ხდება მარტოდარჩენილ ქალსა და კაცს შორის. _კუშტი მზერით ჩაილაპარაკა და თითები ლოყაზე დაუსვა.

-არც მე მეპარება ეჭვი, მაგრამ მათ თვალწინ ალერსი მაინც მერიდება.

-კარგი. _თავი დაუქნია, ფანჯრებისკენ წავიდა და კუთხეში კედელზე მიმაგრებულ პატარა ღილაკს მიაჭირა თითი. წამში ჩამობნელდა ოთახი. _ასე უკეთესია.

ნელი ნაბიჯებით დაიძრა ბართან ატუზული ქალისკენ. ცალი ხელი როგორც იცის ხოლმე წელზე წაავლო და თავისკენ მიიზიდა საკოცნელად. ტუჩები ოდნავ შეეხო ნინიას ახურებულ ბაგეებს და ზუსტად იმ დროს გაისმა კარზე ზარი. გერლიანმა უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა და ლოყებაწითლებულს მოშორდა.
მისაღებში ღიმილით შევიდა ლევანი და ხელის აწევით მიესალმა ჯერ კიდევ ვნებებისგან აფორიაქებულ ყენიას.

-როგორ ხარ?

-კარგად შენ როგორ ხარ?_დამშვიდებულმა უპასუხა და დივნისკენ წავიდა.

-მე კარგად. შეგაშინეს იმ მამაძაღლებმა?_მხიარულ ტალღაზე მყოფმა კითხა და მაქსიმეს გადახედა.

-ცოტა..._თავი დაუქნია.

-მთავარია ყველაფერი კარგად დამთავრდა. _თვალი ჩაუკრა და ისევ გერლიანს მიუბრუნდა. _რა ქენით გაიგეთ რამე თუ ჯერ ისევ იძიებენ?_ირონიული ღიმილით ჩაილაპარაკა და დივანზე ჩამოჯდა.

-იძიებენ.

-არაუშავს ჭკუის სასწავლია. სანამ ეს შემთხვევა არ მოხდა დაცვა არ დააყენე. _თავის ქნევით ჩაილპარაკა ლევანმა და თითქოს დატუქსაო ისეთი გამომეტყველება მიიღო.

-ისე მეც მიკვირდა ამხელა ქონების პატრონს ერთი დაცვა როგორ არ უნდა გყოლოდა..._მხრების ჩეჩვით ჩაერია ნინიაც.

-ყავდა, უბრალოდ პოსტზე არ ყოლია არცერთი მათგანი.

-შენ ბევრ ლაპარაკს გირჩევნია ხვალ სამსახურში გამოცხადდე და ხელშეკრულებაზე ხელი მოაწერო, თორემ მოგიწევს გიფსოკარდონების თრევა და ჭრა. _ახლა უკვე მაქსიმეს გაუხდა სახე ცინიკური.

-ნუ გაქვს შენ ეგეთი ცუდი და შავი იუმორი. _თითის ქნევით გააფრთხილა ლევანმა. _მოვალ და მოგიწეთ, ჩემს გარეშე ხომ ვერაფერს ვერ აკეთებთ თქვენ..._უცებ შეიფერა და მომღიმარ ნინიას გადახედა. _ვიცი რომ სტრესის ქვეშ ხარ, მაგრამ...ყავას არ დამალევინებ?_მოჩვენებითი მორიდებით შეაპარა და წარბები აათამაშა.

-დაგალევინებ და ნამცხვარსაც გაჭმევ.

-ოქროს გოგო ხარ!

>>>
-ერთ საათში მზად ვიქნები, მაგრამ იქნებ მაინც მითხრა შენ რას იცვამ... ერთმანეთის შესაფერისად რომ გვეცვას.

-ნინია, უბრალოდ ჩაიცვი რასაც იცვამდი.

-უჟმურო..._დუდღუნით ჩაიჩურჩულა და თავისი საძინებლისკენ წავიდა.

ქორწილში წასასვლელად ემზადებიან, მაქსიმემ წინა დღეს გააფრთხილა 6 საათზე უკვე მზად უნდა იყოო, არადა მოსაწვევში გარკვევით წერია რომ 5 საათზე არიან დაპატიჟებულები. ალბათ თავიდანვე იქ ყოფნა არ უნდა, ან დაგვიანება ჩვევაში აქვს და ასეთ ადგილებში ყოველთვის გვიან მიდის. დიდად არც ნინიას არ აინტერესებს ქორწილის დაწყება და შემდეგ გაგრძელება, იმდენად უარყოფით ემოციას იწვევს ის ქედმაღალი ქალი მასში რომ შესაძლებლობა რომ ჰქონდეს არც კი წავიდოდა, მაგრამ სხვა გზა არ აქვს, ეს მისი დროებითი სამსახურია და უფროსის ყველა სურვილი უნდა შეასრულოს.

მაკიაჟი გაიკეთა და კაბის ჩასაცმელად წამოდგა, პირველი ყოველთვის ფეხსაცმელს იცვამს, თუ რა თქმა უნდა შარვალი არ აქვს ჩასაცვამი, ჩემდეგ კი კაბას იტარებს ზემოდან. მარცხენა ფეხთან ჩახნილი ატლასისი, მოოქროსფერო კაბა გადაიცვა და გაბადრული სახით დააკვირდა საკუთარ თავს სარკეში. მართლაც რომ უნიკალური და ლამაზი ქალია, ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის, მაქსიმეც ასე ფიქრობს, თორემ 100 000 უბრალო მდედრში არ გადაიხდიდა. ყველაფერი ზომიერი აქვს, მკერდი და საჯდომი ოდნავ დიდი, მაგრამ ლამაზი და ფორმიანი. ღრმად ამოისუნთქა, ჩანთა აიღო და ოთახის კარი გააღო. გერლიანი უკვე მისაღებში იდგა და კედლის სარკეში პიჯაკს ისწორებდა, ნინიას დანახვისას სახე ერთ ადგილზე გააშეშა და დაკვირვებით შეათვალიერა, მერე კმაყოფილმა ასწია ცალი წარბი და ქვედა ტუჩი მოიკბინტა. რეაქცია ადეკვატური და ქალისთვის სასიამოვნო იყო, მართალია კომპლიმენტებით არ აუვსია, მაგრამ უდაოდ მოეწონა.

-წავიდეთ?_ხმადაბლა კითხა და კარს გახედა.

-რაღაცა გვავიწყდება. _უცნაური ხმის ტემბრით ჩაილაპარაკა და შარვლის ჯიბიდან რაღაცა ამოიღო. _ვინაიდან და რადგანაც დროებით ჩემი საცოლე ხარ ეს ბეჭედი უნდა ატარო.

თითები გაშალა და ხელისგულზე მოთავსებული ბეჭედი დაანახა. ყენიას ნერწყვი გადასცდა და ხმამაღალი ხველა აუტყდა. ბეჭედს საერთოდ არ ელოდებოდა და თანაც მერე როგორ ბეჭდეს, ერთი შეხედვითაც რომ ეტყობა რომ მასში ძალიან დიდი თანხაა გადახდილი. მაქსიმემ უსიტყვოდ აიღო ქალის ხელი და ბეჭედი არათითზე გაუკეთა.

-ახლა შეგვიძლია წავიდეთ.

>>>
დარბაზი გადაჭედილი იყო ხალხით, ლამაზად გამოწყობილი და აშკარად ჯიბეგამობერილი საზოგადოება იყრიდა ქალბატონის ქორწილში თავს. მათი დანახვისას ცოტა არ იყოს და თავი ცუდად იგრძნო, არა იმიტომ რომ ვინმე მასზე მეტია, უბრალოდ გულის რევის შეგრძენბამ შეაწუხა, ამდენი ყალბი და არასასიამოვნო ადამიანი ერთად არასოდეს არ უნახავს. მხოლოდ ლევანის და მაქსიმემ დანახვისას დამშვიდდა და მიხვდა რომ ყველა ფულიანი ერთნაირი არ არის.

-ნინია კარგად ხარ?_საიდანღაც მაქსიმე ხმა ჩაესმა. თვალები გაახილა, თუმცა მამაკაცის სილუეტის წმინდად დანახვა მაინც ვერ შეძლო. ერთ ადგილძე შებორძიკდა და ცალი ხელით გერლიანის მხარს ჩამოეყრდნო. მაქსიმემ სწრაფად შეაშველა ძლიერი მკლავი და ქალი სხეულზე მჭიდროდ მიიკრა. _ნინია, გამოფხიზლდი!
~~~~~~~~
ძალიან დიდი, დიდი მადლობა ყველას... ვგიჟდები ისტორიაზე ნახვებს რომ ვნახულობ, მერე შეფასებებს და რა ვიცი ყველაფერი ერთად მაფორიაქებს... ძალიან მახარებთ! <3



№1 სტუმარი Guest მარიამი

ძალიანნნ მომწონსს.როდის გააგრძელებ?ვეღარ ვითბენ ისე მომწონს

 


№2  offline წევრი mia15

ძალიან კარგია და ველი შემდეგ თავს.

 


№3 სტუმარი Nana

Auu cotaa malmale dadet ra shemdegi tavebiii

 


№4  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ჰაა ორსულად არის და არ მითხრა უყურე მაგ მაკაკას. :D

 


№5 სტუმარი Mariami

ველოდები შემდეგ თავს

 


№6  offline წევრი modemodka

ველოდები შემდეგ თავს ♡♡♡

ველოდები შემდეგ თავს ♡♡♡

 


№7 სტუმარი Guest ანნა

აუუუ ველოდები შემდეგ თავს.
ვგიჟდები ისე მომწონს

 


№8  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ისტორია დაწერილი თუ გაქ არ ჯობია სრულად დადო?!

 


№9 სტუმარი god

Dzalian velodebi shemdeg tavs

 


№10  offline მოდერი მე♥

ოთო ბუხაიძე - ქეთი, უზომოდ დიდი მადლობა, ძალიან მიხარია რომ მოგწონს.<3
Guest მარიამი
ძალიანნნ მომწონსს.როდის გააგრძელებ?ვეღარ ვითბენ ისე მომწონს

საყვარელო, ძალიან დიდი მადლობა <3 დავდებ ახლა ახალ თავს. <3
mia15
ძალიან კარგია და ველი შემდეგ თავს.

მია, მადლობა დიდი დიდი <3
Nana
Auu cotaa malmale dadet ra shemdegi tavebiii

სამწუხაროდ დღის განმავლობაში მხოლოდ 2 სიახლის ატვირთვის უფლება მაქვს და ამ ორ სიახლეს ორ სხვადასხვა ისტორიაზე ვიყენებ... 24 საათში ერთხელ იდება ეს ისტორია, სხვანაირად არ შემიძლია. <3 მადლობა რომ კითხულობ <3
Anuki96
ჰაა ორსულად არის და არ მითხრა უყურე მაგ მაკაკას. :D

მაკაკასო :დდდდდ საყვარელო <3
Mariami
ველოდები შემდეგ თავს

უღრმესი მადლობა. <3
modemodka
ველოდები შემდეგ თავს ♡♡♡

ველოდები შემდეგ თავს ♡♡♡

მადლობები <3
Guest ანნა
აუუუ ველოდები შემდეგ თავს.
ვგიჟდები ისე მომწონს

ანნა, გამახარე, ძალიან დიდი მადლობა <3
ანი ანი
ისტორია დაწერილი თუ გაქ არ ჯობია სრულად დადო?!

ჯობია, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების და გამო ასე მიწევს. <3
god
Dzalian velodebi shemdeg tavs

ახლა დავდებ. <3 მადლობები <3
--------------------
ა.ა

 


№11 სტუმარი nia

Audzaanmomwonns shemxeggtavs velodebi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent