სინათლემ სიბნელეში ჩამკარგა (7)
ჩემს პალატას ვუახლოვდებოდით, გიჟივით რომ გამოვარდა ახლადგაღვიძებული ექიმი, თმები არეოდა, სახე ალეწილი ქონდა და თვალები… თვალები მანიაკს მიუგავდა, ჩასისხლიანებული, გადარეული თვლაები ქონდა. - სად ხართ? სად იყავი გოგო? შენ წოლითი რეჟიმი არ გქონდა დანიშნული? სად მიმატოვე გამაგებინე ერთი? ხოო ვერ მოვარჯულეთ ეს ბავშვი ესეიგი. ასე უნდა გააკეთოს და ისე აკეთებს, რაც არ უნდა ქნას იმას შვრეება, და პირიქით რა თქმა უნდა. გამაგებინე ერთი როგორ გაქვს ეგ ტვინი მოწყობილი? - მიყურებდა დოინჯშემორტყმული და წელში მოხრილი, მე დამჯდარს, თვალებში რომ შემოუხედა. - ჩემს ტვინში შენ იქექებოდი მთელი 6 წელი და მე გინდა რამე აგიხსნა? - ჩუმად ჩავიბურდღუნე, არ მინდოდა გატეხილი ხმა გაეგო და აცრემლებული თვალები დაენახა. როგორც ჩანს გამომივიდა კიდეც როცა ნარგიზა ბებოს პალატისკენ წასვლა ვაიძულე. ჰოოოდა აი სად შევცდი… - ნარგიზა, თავისუფალი ხართ. მე მივხედავ ჯიუტ პაციენტს. - თვალები დავხუჭე მწარედ, რა უნდოდა მაინც, რა ჯანდაბა უნდოდა ახლა მაინც… ოღონდ ახლა შემეშვას. უთქმელად მომშორდა ნარგიზა ბებო და წავიდა. ექიმმა მოკიდა ჩემს ეტლს ხელი და დერეფნის მეორე მხარეს გაუყვა. - პალატაში შემიყვანე! - ისეთი ცივი იყო ჩემი ხმა მეც გამაჟრიალა ტანში. - რას მეუბნებოდი, როგორ ვარო? - ყურიც არ შეიბარტყუნა ჩემს სიტყვებზე. ვინაა ეს თავაგდებული. თავი ბოოოლომდე გადავწიე უკან და ვუყურებ ამობრუნებულ ექიმის სახეს, ალბათ დღეს პირი არ გაუპარსავსთქო გავიფიქრე, მაგრამ ენა ვერ დავაბი. - რა თავაგდებული ვინმე ხარ. არაფერსაც არ გეუბნებოდი, პალატაში შემიყვანე, თორემ დაცვას გამოვუძახებ და მერე ნახე შენ “ჩემი როგორ ხარ”-ის პასუხი. - გაბრაზებულმა და ჩემი თავით კმაყოფილმა ვუთხარი, გველური ღიმილი ავიკარი სახეზე და ვუყურებ ასე თვითკმაყოფილი, რომ საკაიფოდ გამოვლანძღე უცებ. მაგრამ ნუ ვინ შეგარგო. გადაიხარხარა, ასე ამ ნაზ წყნარ ბიჭს უცებ იმხელა ხმა ამოუვიდა ხორხიდან სად გავქცეულიყავი არ ვიცოდი. -ექიმი ხარ თუ ვინ ხარ, ასეთ ბიჭს ეს დაათვივით როხროხი სად დაამუღამე? ვირიიია სუფთა რაა - ვბუზღუნებდი და ყურებს ვიზელდი, თან თავი ისევ უკან მქონდა გადაწეული და ვუყურებდი. უცებ დაუსერიოზულდა სახე, ნელ-ნელა ქვევით დაიწყო თავის ჩამოწევა, მოახლოება… - კლინიკა ჩემია, განყოფილება ხოომ ჩემია და ჩემია, დაცვაც ჩემია… ყველა და ყველაფერი ჩემია. როგორ ფიქრობ რა მომხდება დაცვას რომ დაუძახებ? მოვლენ, დაგცინებენ, წავლენ. კიდევ გინდა რამის გაკეთება?- ისეთი ხმით მელაპარაკებოდა, დამბურძგლა რასაც ქვია, და შუბლი ზუსტად ჩემს შუბლთან 2-3 მილიმეტრში ექნებოდა დავიფიცებდი. რანაირად იქცეოდა ეს კაცი მაინც, ვინ დანიშნა ეს მთავარ ექიმად? - თავი აწიე ზევით და გზა გააგრძელე, დაიცავი პაციენტისა და ექიმის ურთიერთობის ნორმები, ნუ მიახლოვდები ეგრე ახლოს, როცა საღ-სალამათი ვგდივარ ეტლში და შენი შველა არ მჭირდება. - ვუთხარი გაბრაზებულმა. ას უბრალოდ ჩაიცინა, ბედნიერმა და გზა გაანაგრძო. მაინც მოგშხამავ, აი მაინც. გავიფიქრე ეს თუარა ეგრევე ვუთხარი - კლინიკა შენია, განყოფილება ხომ შენია და შენია, დაცვაც შენია… ყველა და ყველაფერი შენია… (უნდა გენახათ რა კმაყოფილი, გახარებული, ბედნიერი მისმენდა, რომ ვაღიარე ბოლოსდაბოლოს მისი სიძლიერე და ყოვლისმომცველობა)… მაგრამ… (შეკრა წარბები, გააჩერა ეტლი და ჩამომხედა, მე უკვე წინ ვიყურებოდი და არც ამიხედავს მისთვის). - რა მაგრამ ნინო? - ის მაგრამ რომ… შეიძლება ყველა და ყველაფერი შენი იყოს, მაგრამ მე? მე არა, შენი ძალაუფლებები ჩემზე არ ვრცელდება. ასე რომ მოაბრუნე ეგ ეტლი და პალატაში შემიყვანე, სასწრაფოდ, სანამ ისტერიკები ავტეხე და შენ გამო ისევ რამე დამემართა, იქნებ ერთხელ და სამუდამოდ ვეღარ გავიღვიძო კიდევაც - ნუ რა გველური საქციელია, ტიპი 6 წელი გათიშული ვიწექი და ახლა ექიმი მასეირნებდა დერეფანში და თან ჩემი ამ სიტუაციით ვსარგებლობდი და ვათამაშებდი ნერვებზე. ნუ რა საქციელია ახლა ეს. - ოხ, ნინო ოხ. იქნებ რომ მცოდნოდა ასეთი იყავი არც მებრძოლა ამდენი. -ჩაილაპარაკა და მოაბრუნა პალატისკენ ეტლი. ყურები გამეგუბა, თვალებში მიბნელდებოდა და ისევ ტრიალებდა ჩემს თავში ეს სიტყვები… იქნებ არც მებრძოლა ამდენი…არ მებრძოლა ამდენი… ერთადერთი ადამიანი, რომელიც არ დამნებდა და სიცოცხლე შემინარჩუნა, მეუბნება რომ ისიც ყველასნაირი და ნატრულობს დროს, რომ დანებდეს, სიცოცხლე შემიწყვიტოს… - ახლავე გამიშვი ხელი, ახლავე. - როგორ შევძელი საერთოდ რამის თქმა მეც მიკვირს. მაგრამ მეზიზღებოდა, სისხლის ბოლო წვეთამდე მეზიზღებოდა ეს კაცი. ასე შეცვლა როგორ შეეძლო, ასე როგორ შეეძლო? გუშინ მხოლოდ მან დამაწყნარა, გვერდით მომიწვა, ჩემთან ერთად დაიძინა, 6 წელი ჩემთან და ჩემ გვერდით იყო, გაღვიძების პირველი წამიდან გვერდში მედგა და ახლა უცებ ასეთი ეშმაკი და ურჩხული როგორ გახდა? ბოლო ფიქრები იყო ჩემი და მე გონება დავკარგე… ვიწექი, საოპერაციოში ვიწექი, ჩემს სხეულს ზევიდან ვუყურებდი. დავითი რაღაც ოპერაციას მიკეთებდა, აზრზე ვერ მოვდიოდი რა ხდება, ცხადი იყო, სიზმარი იყო… სანამ მე ამ სიტუაციის გააზრებას ვცდილობდი, უცებ აპარატურის წიკწიკის ხმა ისმის, არანორმალურად ხმაურიანი და არასასიმოვნო ხმა ქონდა, აშკარად კარგს არაფერს მოასწავლებდა, ექიმი კი იდგა და მონიტორს უყურებდა. -ეეჰ, არ გაუმართლა საცოდავს. გარდაცვალების დრო 01:37. - კი მაგრამ ექიმო, უშველეთ, არაა გვიანი, ელექტრო შოკი არ გნებავთ? იქნებ უბრალო ხელით მასაჟმაც უშველოს, ეს ხომ ოპერაციების დროს ხშირად ხდება. უშველეთ გოგოს რამეს? რატომ არაფერს აკეთებთ? - არ ღირს, მარიამ. შენ ხარ მთავარი ექიმი თუ მე. გეუბნები არ უშველის არაფერ. მორჩა. -ექიმო…- დაიწყო გოგონამ, მაგრამ დავითი გავარდა საოპერაციოდან.აპარატს უკვე გაბმული ხმა ქონდა, აღარ წიკწიკებდა. მოვკვდი? არაფერი ქნა? სულ სულ არაფერი? ცოტაც არ უცდია ჩემი გადარჩენა. მოვკვდი? ვსო? დამთვრდა?…. ტვინმა როგორც ჩანს მწარედ აღიქვა ყველაფერი და გონზე მოსვლას ვიწყებდი. სიზმარი იყო, სიზმარი იყო, სიზმარი იყო… და უცებ არანორმალურად ამოვისუნთქე და გავიღვიძე. გული არანორმალურად მიფეთქვდა, ვუყურებდი ახალ გაღვიძებული ექიმის გადარეულ თვალებს და ყველაფერი უფრო მძაფრად მახსენდებოდა სიზმრიდან, ამას კიდევ აქ მშვიდად სკამზე ეძინა. - შენ…. შენ მომკალი, ხელიც არ გაანძრიე, საოპერაციოში… ხელიც არ გაანძრიე, იქ მიმაგდე… რაც საჭირო იყო ისიც არ გააკეთე… სასიკ.. სასიკვდილოდ გამწირე… დააამთავრე, ასე უბრალოდ ჩემი სიცოცხლე დაამთავრე… ეს გინოდოდა ხო? სიზმრის რეალურად ახდება გინდოდა ხო? - ოსევ ღრმად ვსუნთქავდი და ძლივს ვლაპარაკობდა. - რას ამბობ გოგო? მთლად გადაირიე? იცი რა გადავიტანე? იცი რამდენი ვიბრძოლე შენთვის? ხელი არ გავანძრიე კიარა, სული მქონდა გაყინული, ყოველ წამს მეგონა რომ ვცდებოდი და უბრალოდ გაწვალებდი. შენი იმედი რომ არ მქონოდა, რაღაც ინსტიქტი, გრძნობა რომ არ მქონოდა, რომ მართლა გონს მოხვიდოდი… როგორ გგონია, რამდენად გამართლებულია პაციენტის ასე გაწაება ექიმის მხრიდან? კი, როცა პაციენტის ოჯახი მოითხოვს შეიძლება 10 და 20 წელიც იყოს პაციენტი ეგრე, მაგრამ როცა ამას ექიმი მოითხოვს და ოჯახი საპირისპიროს ამტკიცებს… სასამართლომდე მივიდა კინაღამ საქმე. შენ არ იცი მე რა გადავიტანე, ასე უბრალოდ მეუბნები ამას? მოდი გონს! ნუ ხარ ჭირვეული ბავშვივით. - მე ვარ ჭირვეული ბავშვივით? შენ არ მითხარი არც ღირდი გადარჩენაზეო? მცოდნოდა ასეთი იქნებოდი არ გადაგარჩენდიო? არ მითხარი ასე? აქ რა ჯანდაბას აკეთებ? გაეთრიე პალატიდან, არავინ გაძალებს და გავალდებულებს აქ ღამის თევას ჩემს გვერდთ. გადი, თვისუფალი ხარ, ჩამოხსილი ხარ ჩემს საქმეს, სხვა ექიმს ვიპოცი. - ვერავისაც ვერ იპოვი შე გატუტუცებულო ბავშვო ახლ…- არ დავამთავრებინე საუბარი - ბავშვი 6 წლისწინ ვიყავი, სანამ ვცოცხლობდი, ახლა აღარ ვარ ბავშვი. და ვიღაცა უბადრუკსაც არ მივცემ ჩემთვის გატუტუცებულის დაძახების უფლებას. მგონი გარკვევით ვთქვი, რომ უნდა გასულიყავი.- განრისხებული თვალებით მიყურებდა, ისიც ღრმად სუნთქავდა, აშკარა იყო ასეთ საუბრებს არ იყო მიჩვეული, არა მარტო პაციენტებისგან, ზოგადად. - დავასრულებ ჩემს სათქმელს და წავალ. ნამდვილად არ ხარ არაფრის ღირს. გამამწარე გაიგე? გამამწარე და შენი ჭკუის სასწავლებლად გითხარი ეგრე? ყველაფერს. ყველა გრძ… (თვალები დახუჭა და შეწყვიტა სიტყვა, თითქოს რაღაცის წამოცდენის შეეშინდაო და ენას კბილი დააჭირა) ყველაფერ რომ თავი გავანებოთ ექიმი ვარ მე და არა ვიღაც ხელმოცარული, გაუნათლებელი ექიმბაში რამოდენიმე საუკუნის წინ ჩარჩენილი. პირველ რიგში ვალდებული ვარ ვიზრუნო ბოლომდე პაციენტის სიცოცხლეზე და მითუმეტეს, როცა საქმე შენ გეხებოდა. ფუ ამის დედას შევ*ცი, როგორ პატარა ბავშვივით დამაყენა ამხელა კაცი და თავს მამართლებინებს. საერთოდ ხარ კი იმის ღირსი რასაც ვაკეთებ? ძალიან, ძლიან მიცრუებ იმედებს და დამიჯერე, ერთ დღეს მაგ რქებს ისე დაგატეხავ ძირში, რომ ვერ კი გაბედავ ასეთ უაზრო გამოხტომებს. არასდროს არ გაგიელვებს თავში ის აზრი, რომ ოდესმე შენთვის დავნებდებოდი, ოდესმე რამეს დაგიშავებდი. ამ ჭკვიან ტვინში ეგ აზრი საერთოდ როგორ მოგივიდა? რა მართლა სულელი ბავშვი ხარ გოგო? ასეთი უაზროდ მგრძნობიარე იყავი სულ თუ ახლა დაგემართა რამე? (ისე უცებ შეიცვალა გაგიჟდებოდით, კიდევ მაოცებდა ეს კაცი. ახლა არ იყო შუბლზე ძარღვდაჭიმული რომ მიყვიროდა, თავი ვერ მოთოკა შეიგინა ერთი ამბავი დაამაწია და ახლა ისევ დაჯდა თავის სკამზე, მოჩოჩდა ჩემთან ახლოს და საყვრელი ჩაცინებებით დამიწყო ლაპარაკი. საერთოდ რა არსება იყო?)- იცი შენები სულ სხვანაირად საუბრობდნენ შენზე. ყველაფერს ყვებოდნენ, იხსენებდნენ, ძალიან მხიარული, ცოტა ფეხებზე, მაგრამ ჭკვიანი გოგოს შთაბეჭდილებას ტოვებდი. ცოტა ქაჯი და გართობის არანორმალური მოყვარულის შთაბეჭდილება შემექმნა და ასე უცებ ასეთ ურჩხულს რომ გხედავ შოკში ჩავვარდე და ზედმეტი გამოყოფილი ადრენალინის გამო მოვკვდე ეს ზეკაცი და ზეექიმი აქ არ გეშინია?- უცებ დამისერიოზულა სახე და დიდი ცნობისმოყვარე თვალებით მიყურებდა. - შენ გაგიჟდი ხო? იქნებ ფსიქიატრიულიდან გამოქცეული ხარ სინამდვილეში?- თვალები მოვჭუტე და ვეკითხები მეც დიდი ინტერესით. გეფიცებით. ღმერთკაცივით გადაიხარხარა. პირდაღებული ვუყურებდი. ხმა ვეღარ ამოვიღე. - ექიმო…- და საეჭვო თვალით დავუწყე ყურება, იქნებ მართლა მანიაკია და იტყუება ყველაფერს? ადგა, სახე დაუსერიოზულდა ახლოს მოიწია, ჩემს თავთან მოწია სახე, ყურებთან ჩამჩურჩულა. - ჩემი ცვლა დამთავრდა, ექიმი აღარ ვარ ახლა, ხომ ხედავ ხალათი არ მაცვია, ვერ შემამჩნიე? - მითხრა ჩუმად მერე ცოტა აქეთ გადმოწია თავი, მე გაყინული გაშეშებული ვიწექი თვალებ დახუჭული და ვერაფერს ვაკეთებდი, ექიმი ძალიან მოქმედებდა, ეტყობა რაღაც პაციენტის გაშეშების თეორემას ასწავლიდნენ უნივერსიტეტში. ზუსტად საფეთქლის და თვალის ზედა ქუთუთო რომ ერთმანეთს უერთდება, იქ სადაც წარბი მთავრდება… ჩამოიწია და მაკოცა, თვალის ზედა ქუთუთოზე და საფეთქელზე, ერთდროულად, დიდხანს. ტუჩების არ მოუშორებია ისე ჩაილაპარაკა - მაპატიე, ხანდახან ზედმეტი მომდის ხოლმე, თავს ვერ ვაკონტროლებ ვერასდროს შენთან. შენ ხომ ჭკვიანი გოგო ხარ? ხომ მაპატიებ? - თქვა და აიწია, სახე მაინც ძალიან ახლოს ქონდა პასუხს ვერ ან არ ვცემდი, თვალებში ვუყურებდი და რაღაცას ვხედავდი, მაგრამ ჯერ ვერ ვხვდებოდი რას. - ნინო (კატეგორიული იყო უკვე ხმა), ხომ დაივიწყებ რაც გაწყენინე? შენს ექიმს არ აპატიებ? - წამწამებს ქვემოდან, საყვარლად მიყურებდა. ინსტიქტურად თავი დავუქნიე, ჭკვიანი გოგო ხარო თქვა, გასწორდა წელში და ოთახიდან გავიდა. კარებთან რომ იყო ისიც გავიგე, როგორ ჩაიბბურტყუნა რა დედისტ*ვნა მომდის ამ ბავშვთან რა სირ*ივით ვიქცევი ექიმი ვარ მეო რომ თქვა. ამაზე ისე გამეცინა, თავი ვერ შევიკავე. გეფიცებით აქ მომხდარს თავიდან და თავიდან ვატრიალებდი გონებაში და ისევ ისეთი მძაფრი რეაქცია მოქონდა, ისევ ისე ვგრძნობდი საფეთქელზე და ქუთუთოზე კოცნას. და უბრალოდ 6 წლის შეეგუებას დავაბრალე. ვიცი რომ არც ისე დიდი თავია, მაგრამ მეგობრებო! სამედიცინოზე ვსწავლობ და მიჭირს დროის გამოახვა, უნდა მაპატიოთ. ისე როგორი იყო? ^_^ როგორც ელოდებით ისე მიდის ყველაფერი თუ ორიგინალურად და არასტანდარტულად? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.