ღამის სტუმარი [9] დასასრული
მეორე დღესვე ააკითხა მეუნარგიამ სახლში მაშოს. ნოდარის და ონოს მისი ხელი თხოვა. ნუცუბიძე გაოცებული უყურებდა შეყვარებულს, სიხარულით აღარ იცოდა სად წასულიყო. მაგრამ ასე მალე ბაქარის გადაწყვეტილება მაინც აოცებდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ქორწილისთვის მომზადებასაც ხომ უნდა დრო. ეგ არაფერი რამეს მოახერხებს მეუნარგიას. ნიშნობაზე ნელიკო და ნიაკოც იყვნენ, ყველაფერი ისეთი მშვიდი და სიყვარულით დატვირთული იყო. ნიშნობის სუფრა ტრადიციულად გაიშალა, ნელი და მაკა ყველაფერს შესანიშნავად იყოფდნენ. ჭორაობაც მოასწრეს დედებმა. ნოდარი შვილის გაბრწყინებულ თვალებს რომ ხედავდა, ასი წლის სიცოცხლე ემატებოდა ბედნიერს. მეუნარგიამ მაშო გვერდით მოისვა და მთელი საღამო ხელი არ გაუშვია, სურვილი არცერთს ქონდა ამის. ნიაკო ჯერ კიდევ სუსტად იყო ამიტომ იქვე ეტლში ყავდათ ჩასმული და მაშო აკატავებდა. პატარა მაშოს ყურებისას სულ იღიმოდა. თარიღიც დათქვეს, ერთ თვეში ჯვარსაც დაიწერენ და ხელსაც მოაწერენ. გახარებულმა გააცილა საქმრო და მისი ოჯახი. ერთი თვე რომელის საოცრად დამღლელი იქნება უკვე უყვარს. ხვალიდანვე წავლენ ქორწილისთვის ყველაფრის ასარჩევად. ღრმად რომ უფიქრდება ყველაფერს, ეშინია რომ ვერ მოასწრებენ. იმდენი რამეა გასაკეთებელი. ანასთნ იმ საღამოსვე გადარეკა და ხვალისთვის შეხვედრა დაუთქვა, თან ბაქარსაც გააცნობს. მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა, იმ წლებს გადაავლო თვალი რომელსაც ბაქართან ერთად გაატარებს. ნიაკოს ჯანმრთელობის ამბავი ჯერ კიდევ მტკივნეული იყო მისთვის. იმის წარმოდგენა რომ ამ ერთ თვეში მსაგვსი რამე კიდევ შეიძლება დაემართოს ბავშვს სუნთქვას უკრავს. ბოლოს საწოლში ვეღარ გაჩერდა და მისაღებში გავიდა, ონოც იქ იყო. ძმას გვერდით მიუჯდა და თავი მხარზე დაადო. დის სუნი,რომ იგრძნო ხელები წელზე მოხვია და უფრო მიიკრა. პატარები,რომ იყვნენ, ონო, მაშოს მიმართ სულ ლმობიერი ძმა იყო. სადაც წავიდოდა ყველგან დაყავდა. ერთხელ სოფელში მდინარეზე მიდიოდნენ ბიჭები და მაშო არ წაიყვანა, მთელი დღე მოუსვენრად იყო. თითქოს რაღაც აკლდა, ვერც ცურვისას იგრძნო შვება . სახლში,რომ მივიდა და ტახტზე მოკუნტული, მაშო დაინახა საკუთარ დანაშაულს მაშინ მიხვდა. მას შემდეგგ მაშოს გარეშე აღარსად დადიოდა. სათამაშოების გაყოფის დროსაც არ მოსდიოდათ კამათი. ყველაფერი კი კოტე ბაბუს დამსახურება იყო,რომელმაც ერთმანეთის სიყვარული ასწავლა ორივეს. ის რომ არა არ ექნებოდათ მსგავსი ბავშვობა, ვერ იგრძნობდბენ რა არის შენი სისხლი და ხორცის მიმართ დანაშაული გრძნობა. -რა მალე გადის წლები. ზოგჯერ მგონია,რომ ჩვენ მივდივართ ძალიან სწრაფად._ ხმადაბლა საუბრობდა ონო და მაშოს თმებზე ეფერებოდა. -ძალიან მენატრება გასული წლები. ზოგჯერ მგონია,რომ მათ გარეშე ძალიან ცარიელი ვარ! ბაქარი,რომ არ გამოჩენილიყო ჩემს ცხოვრებაში ალბათ წარსულში დაბრუნებას უამრავჯერ ვინატრებდი. -მართალ ძალიან კარგი კაცია. მე,რომ გავიცანი ნათია ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ვიცი შეიძლება შენთან ამაზე არ უნდა ვსაუბრობდე,მაგრამ მჯერა რომ ეს შენთვის გულსატკენი არ იქნება. ნათიას და ბაქარის შესანიშნავი ურთიერთობა ქონდათ. ზოგჯერ სამეგობროს თეთრი შურით გვშურდა შენი საქმროსი. ქონდათ პერიოდები როცა ჩხუბობდნენ,მაგრამ დროებით. ნათია,რომ გარდაიცვალა ყველას გვეგონა,რომ ბაქარი ვერ გადაიტანდა და რამეს მიქარავდა,მაგრამ შევცდით. ნიას არსებობას თავიდან ვერ იმჩნევდა, მერე დრო რომ გავიდა ალბათ მიეჩვია. ერთხელ ძალიან ბევრი დალია, ბარში ვისხედით ბიჭები და მაშინ მთელი გული ამოაყოლა სიტყვებს. ნათიაზე საუბრობდა, თავიდანვე იცოდა რომ თავის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყებოდა და ამას სულ ამბობდა, უბრალოდ თვითონ არ უნდოდა რომ დაწყებულიყო და ამისთვის ყველაფერს აკეთებდა. ახლა რომ ვუყურებ, არ გეგონოს რომ იმიტომ ვიძახი ჩემი და რომ ხარ. რაც მართალი მართალია, ასეთი ბედნიერი არასდროს არ მინახავს, არც მაშინ ნათია რომ ყავდა. ონოს სიტყვებზე კიდევ ერთხელ აეტირა. ბაქარის ტკივილით სავსე წლები,რომ ახსენდება სულ უნდა რომ იტიროს. საკუთარი თავიც კი დაადანაშაულა გულში, რატომ უფრო მალე არ გამოჩნდი მის ცხოვრებაშიო. არადა თვითონაც იცის,რომ ყველაფერი თავის დროზე მოხდა. თვეების წინ,რომ გამოჩენილიყო, შეიძლება დღეს ერთად არც ყოფილიყვნენ. იმ დროს ბაქარი ძალიან განიცდიდა და საერთოდ არ შეიმჩნევდა მაშოს. ძმის მკერდძე დადო თავი და თვალები დახუჭა. თავისი საწოლის სირბილე,რომ იგრძნო თვალები გაახილა. უკვე დილის თორმეტი საათი იყო. ფეხზე ნელა წამოდგა და სააბაზანოში შევიდა. მერე ანასთან წავიდა კაფეში შესახვედრად, მეგობარს ყველაფერი დეტალებში მოუყვა. მეჯვარესთან ერთად რამოდენიმე კაბაც ნახა,მაგრამ არცერთი მის სადა გემოვნებაში არ ჯდებოდა. ზოგი ზედმეტად მორთული იყო, ზოგიც ზედმეტად უბრალო. -სად ხარ პატარავ?_ მხიარლად ჩასძახა ტელეფონში საქმრომ. -მე და ანა გარეთ ვარ გამოსულები. შენ სად ხარ? -მე შენი ნახვა მინდა ძალიან. კაფეში ისხდნენ და ერთმანეთის მზერით თბებოდნენ. ბაქარის და ანას ერთმანეთი გააცნო. საერთო ენა მალე გამონახეს. მაშოზე ის სასაცილო ისტორიები მოუყვა, რასაც მაშო ბაქარის უმალავდა. სირცხვილისგან ლოყები აეფარკლა საბრალოს. ანა სახლში მიაცილეს და თვითონ რესტორნის ასარჩევად წავიდნენ. რამოდენიმე რესტორანში იყვენენ,მაგრამ ყველა დაკავებული იყო. ნერვებმოშლილი მაშო თავისთვის ფრუტუნებდა რაღაცეებს. თან თვალებიდან ჩუმად წამოსულ ცრემლებს იწმენდდა. -მაშო მეჩვენება თუ ძალიან მტირალა ხარ? -არ ვარ მტირალა. უბრალოდ ასე ვიცი როცა რაღაცას ვერ ვაკეთებ!_ თვალები საყვარლად დაახამხამა და თავი მინას მიადო. -შენ თუ ასე უნდა იტირო აღარაფერს გაგაკეთებინებ მთელი ერთი თვე! გაუბრაზდა საქმრო და მანქანა დაქოქა. სახლთან ჩამოსვა დამშვიდებული მაშო და წავიდა. სახლში შესულს ნაცნობი ხმა,რომ მოესმა გახარებული იქით წავიდა. მისაღებში ლევანი იჯდა და ონოს რაღაცაზე ესაუბებოდა, თან მაკას გამომცხვარ ნამცხვარს აგემოვენბდა. -ლევან, როგორ ხარ? -ვცოცხლობ რა. შენი ამბავი გავიგე და მაგრად გამიხარდა. გილოცავ, ბედნიერებას გისურვებ რა._ მეგობარს გადაეხვია და თმები აუჩეჩა. -ქორწილში ხომ მოხვალ? -უეჭველი. შენი საქმრო ქორწილამდე გამაცანი ოღონდ! -აუცილებლად. წავედი ახლა ცოტად წავუძინებ თორემ დავიღალე. -იპოვეთ რამე დე?_სამზარეულოდან გამოსძახა მაკამ. -ვერაფერი. ყველას ახლა მოუნდა დალევა და დროსტარება. -ნუ ნერვიულობ დე. ხომ იცი ბოლოს გამოჩნდება ზუსტად ისეთი როგორიც გინდათ. -ხო რავიცი. წავედი მე. საძინებელში შევიდა და ტანსაცმელი სწრაფად გაიხადა. საწოლში რომ შეწვა სიცივემ ერთიანად დაუარა. ემბრიონის ფორმა მიიღო და თვალები დახუჭა, დაღლილს მალე ჩაეძინა. სიზმარში ბაქარი ნახა, სოლიდურად ჩაცმული ტაძარში ელოდებოდა. თვითონ კი წითელი კაბა ეცვა და იქვე კუთხეში იდგა. საპატარძლო კაბაში სხვა,რომ დაინახა გული აუჩქარდა საწყალს, სწრაფად წამოხტა საწოლიდან და ოფლით დაცვარული შუბლი, ხელის ზურგით მოიწმინდა. ტუმბოზე მოცეკვავე ტელეფონს გახედა და ბაქარის ზარს სწრაფად უპასუხა. მერე გულში გაეცინა, რა სისულელებზე ვღელავო. საქმრომ ქორწილისთვის წვრილმანი რაღაცეები შეუთანხმა და თბილად დაემშვიდობა. მთელი ერთი კვირა გადარბენებზე იყვნენ. დროის სიმცირის მიუხედვად, ერთმანეთს მაინც ნახულობდნენ. ბაქარი სულ რესტორნის და მსგავსი საკითხების მოსაგვარებლად დარბოდა. მაშო კაბაზე და დიზანზე. რომ არა ონო და ანა ალბათ ვერაფერს გააკეთებდნენ. ყველაფერს თავის თავზე იღებდნენ. -ძალიან დაიღალე პატარავ? -შენ რომ გხედავ ყველანაირი დაღლილობა სადღაც ქრება._ ტუჩებით ყელზე მოეფერა და თვალები დახუჭა. -ნუ აკეთებ ეგრე, თორემ დაგსჯი. -სასჯელი? -კოცნით გაგუდავ! დაემუქრა ბაქარი და თვალი ჩაუკრა. ოთახიდან ხოხვით გამოვიდა ნია და ხალიჩაზე დაჯდა. სათამაშოების დიდი ყუთი გადმოაყირავა და წყნარი ოთახი ააწიოკა. ყურადღებს არცერთს არ აქცევდა, თავისთვის რაღაცეებს ბურტუნებდა და სათამაშოებით ირთობდა თავს. ჯანმრთელობის მდომარეობა დღითიდღე უმჯობესდებოდა, საერთოდ არანაირი კვალი დაუტოვა ცუდად ყოფნამ. პირიქით, ამ ბოლო დროს ძალიან გაცელქდა, მამამის და მაშოს მოსვენებას არ აძლევს. კაბის ასარჩევად,რომ მიდის ნუცუბიძე პატარაც თან მიყავს. კაბის ნაცვალდ პატარას ტანსაცმლით დატვირთული გამოდიან უკან. მერე კაფეში დასხდებიან და ბაქარის ელოდებიან. დღის მეორე ნახევარს ერთად ატარებენ. სახლშიც ერთად მიყავთ მაშო და კოცნით ხდიან სულს. დღითიდღე უყვარდება მეუნარგია. ზოგჯერ, რომ ვერ ხედავს ეშინია! ეშინია,რომ მისი უნახაობა დიდხანს გაგრძელდება. ტელეფონზე, ერთი ზარიც, რომ გამოტოვოს უპასუხოდ, ისტერიკები ემართება. ბაქარიც ასეა, ერთმანეთს,რომ ვერ ხედავენ ცუდად არიან. მაკა და ნელი შეძლებისდაგვარად ამხნევებენ, ქორწილის წინასამზადისში ჩვენც ეგრე ვიყავითო. ფსიქოლოგიურად აჯერებს თავს,რომ ყველაფერი ნერვიულობის ბრალია და მალე გაივლის. იმედი აქვს,რომ მსგავს წვრილმანებზე აღარ გაამახვილებს ყურადღებას. ნერვიულობის და სამზადისის მოერე კვირა იწურებოდა. ყველაფერი იმაზე უკეთესად მიდიოდა ვიდრე ჩვენს მაშოს ეგონა. ნერვიულობა ვერაფრით ვერ ჩაიცხრო, ქორილის თარიღი რაც უფრო ახლოვდებოდა მით უფრო უასმაგდებოდა გულისცემა. ბაქარისთან ერთად ყოფნის დროსაც ნერვიულობდა. ფსიქოლოგიურადაც ვეღარ ახდენდა ზეგევლენას საკუთარ თავზე. ყველაფერი აღიზიანებდა ბოლო პერიოდი. ტირილსაც ვერ იკავებდა, ამიტომ ბაქარისთან შეხვედრებს მოუკლო. ასეთი მაშოს, რომ დაინახავდა გაგიჟდებოდა. თავისი სადარდებელც ეყოფა კაცს,ახლა ამ სულელმა გოგომ რომ არ დაუმატოს. კაბა ძლივს აარჩია, ზუსტად ისეთი როგორიც სურდა. სადა და მისთვის კომფორტული. გარდერობში ყველაზე დიდი ადგილი დაუთმო კაბას. ამ ყველაფერზე დღის ბოლოს გულიანად იცინოდა,მაგრამ დილით ისევ იგივე მეორდებოდა. ყველაზე ამაღელვებელი მაინც ქორწილის დღე იყო... სადედოფლო კაბა,რომ ჩაიცვა სულ სხვანაირი მაშო გახდა. უფრო გაზრდილი და დასერიოზულებული. მის სახეს ისე მოუხდა დღევანდელი დღის სიხარული. მღელვარება ოდნავ ჩააცხრა. ოთახში უამარავი ადამიანი ირეოდა. ნიაკოს პატარა თეთრი კაბა ჩააცვეს. ანგელოზს გავდა პატარა, მაშოს და ბაქარის მფარველ ანგელოზს. ორ საათზე ნიაკოსთან ერთად გავიდა მისაღებში მომლოდინე ბაქარისთან. სიახრულის გადაფერადებლ სახლში ყველაფერი ლამაზად იყო მოწყობილი. მაშოს გემოვნებით აარჩიეს მაგიდის გადასაფარებლის და ხელსახოცების ფერები. საცოლეს თვალი,რომ მოკრა სუნთქვა შეეკრა. წამით ყველაფერი გადაავიწყდა. მარტო მაშოს ხედავდა თეთრ კაბაში. ისეთს როგორსაც ვერასდროს ვერ წარმოიდგენდა, მისთვის სრულიად განსხვავებული გოგო იდგა წინ. უფრო გალამაზებული. თვალებით მთელი სახეზე მოეფერა მაშოს, მერე ვეღარ გაძლო მის შორიახლოს დგომა და სწრაფად მიუახლოვდა. ორივე ხელი მაგრად მოხივა სუსტ პატარას და გულში ჩაიკრა. ცხივრზე აკოცა და ხელი წელზე ძალიან მჭიდროდ მოხვია. მაშოს მის მესაკუთრე ჟესტზე გაეცინა და ლოყაზე ხელის ზურგი ჩამოსუვა. ტაძარში შესვლისას, ყველა გრძნობა ერთიანად დატრიალდა. თავბრუ დაეხვა სასიამოვნო შეგრძნებისაგან, მამაოს სათნო და თბილი სახე,რომ დაიანხა სიახრულით გული ატირდა. ხატს ემთხვია და ბაქარის გვერდით დადგა. ხელი ძალიან მაგრად მოუჭირა სასუველს და თვალები დახუჭა. ჯვრისწერის დროს, თითოეული სიტყვა გულში იბუდებდა. ყველაფერი რაც ახლა მის გარშემო ხდება ღმერთის წყალობით. ამ ყველაფრის მიმართ სიყვარული უფრო გაუძლიერდა. სულიერად გაწმენდილი და დამშვიდებული გამოვიდა ტაძრიდან. ღმერთის წინაშე ბაქარის ცოლი და მისი ცხოვრების თანამგზავრი იყო უკვე. ახლა,რომ იტიროს იცის რომ ბაქარი არაფერს ეტყვის და ეს შანსი გამოიყენა. ბედნიერებისაგან ატირდა. ყველას სათითაოდ გადაეხვია და მადლობები უხადა, ამ ლამაზ დღეს მასთან რომ იყვნენ. ხელისწმოწერაზე იმდენი ემოცია აღარ გამოუმჟღავნებია. რესტორნის დარბაზი სავსე იყო ნაცნობი და უცნობი სახეებით. ბევრი ცდის მიუხედავად, მაინც ტრადიციული ქორწილი გამოვიდა. ასეთ სუფრებსაც პატივს სცემს მაშო,მაგრამ ურჩევნია ვიწრო წრეში გააკეთოს ყველაფერი ძალიან ახლობელ ადამიანებთან. ნეფე-დედოფლის ადგილი დაიკავეს. იქიდან ყველაფერი სულ სხვა ფერებში ჩანდა, ასე ეგონა ყველა იზიარებდა მის ბედნიერებას, ბოლომდე. ბაქარის წამითაც არ შორდებოდა. უნოდა, რომ ამ დღეს მარტო ბაქარიზე ქონოდა მოგონებები! ნიაკო შუაში ყავდათ ჩაჯენილი. ქორწილს თავისი ხიბლი,რომ მიეცა უფრო გახსნილი გახდა. ბაქარისთან ერთად რამოდენიმე ცეკვა იცეკვა. მეჯვარესაც ეცეკვა. ბაქარის მეჯვარე ძალიან მეგობრული და ხალისიანი ბიჭია, ორი კვირის წინ გაიცნო და ძალიან შეეჩვია. ბოლოს საბრალო სკამზე მკვდარივით დაჯდა, ყველას ეცეკვა ვინც სურვილი გამოთქვა. ბაქარი დასცინოდა, ზოგჯერ უარიც თქვი კი არავინ მოგკლავსო. გვერდები სულ ჩაულურჯა ქმარს. ბოლოს ხალხის სიმცირე,რომ შეამჩნია დარბაზში გაუხარდა. ბოლოს სტუმარი გააცილეს და ისე დატოვეს რესტორანი. თაფლობის თვე ლოპოტაზე მოიწყეს. მაშოს სურვული იყო, ყველაფერი კარგი იქ მომხდარიყო. ნიაკო ნელიკომ დაიტოვა, მერე ჩამოდით და წაიყვანეთ თუ გინდათო. თავის ნომერს,რომ მიუახლოვდა გული აუჩქარდა. ნერვიულობამ ისევ იმატა. ოთახის კარებს აღებდა ბაქარი ტელეფონმა,რომ დაურეკა. სახემოქუფრული ესაუბრებოდა ვიღაცას, მერე მაშოს მთელი სახე დაუკოცნა და ბოდიშები უხადა. ერთი საათით გავიქცევი და ახლავე მოვალო. პასუხს არ დალოდებია ისე მისცა გასაღები და თვალს მიეფერა. გაკვირვებულმა გააყოლა თვალი ქმარს, ოთახში სრულიად გათიშული შევიდა. ვერაფერს ვერ ამოძრავებდა იმდენად ატკინა გული მეუნარგიას საქციელმა, ქორწილის პირველ ღამეს ქმარი რომ მიგატოვებს როგორი გადასატანია. საწოლზე ჩამოჯდა და ცრემლები გადმოყარა. ყველაფერი სულ სხვანაირად ეგონა,რომ მოხდებოდა. რომანტიული გარმეო და ათასი რამ,მაგრამ ასე არა! ასე ვის გაუგია ქმარმა მიგატოვოს და ერთ საათში მოვალო დაგიბაროს. გაბრაზებულმა გაიხადა საქორწინო კაბა და იქვე მიაგდო. ღამის პერანგი სწრაფად გადაიცვა და საწოლში ატირებული შეწვა. დაძინებით ვერ დაიძინა,მაგრამ ოდნავ მოითენთა სხეული. თვალები დახუჭა და ქმარს დაელოდა. აივნიდან ფხაკუნი,რომ გაიგონა თვალები სწრაფად გაახილა და ისტერიული სიცილი აუტყდა. ბაქარის სუნი,რომ იგრძნო უკვე ოთახში ხელები პირზე აიფარა. ქმარი საწოლს მიუახლოვდა და პატარა მტირალა მაშო გულში ჩაიკრა. -ჩემი პატარა და მტირალა მაშო. -რა საზიზგარი ხარ რომ იცოდე. მე ვინერვილე! ისე ორგინალური იყო. -სხვა დროს სხვა სტატუსით. -ჩემი ღამის სტუმარი! -ამის შემდეგ შენი ყველა ღამის სტუმარი! გამოღვიძებულს თვალების გახელაც კი დაეზარა. საწოლში სივრცე,რომ აღარ ყოფნიდა მარტო მაშინ მიხვდა,რომ მის გვერდით ბაქარიც იყო. თვალებდახუჭულს გაეღიმა გულიანად და მისკენ გადატრიანდა, ნელა გაახილა ჯერ მარჯვენა და მერე მარცხენა თვალი. ყველაფერი იმაზე სუფთა და რეალური იყო,რომ დაჯერება უჭირდა. დღევანდელი დილა მაშოსთვის ლამაზი ზღაპრის დასაწყისია. ოდნავ წვერიან ლოყაზე, ხელი ჩამოსუვა ქმარს და მისი არსებობა ნათლად შეიგრძნო. როცა დარწმუნდა,რომ მეუნარგია მართლა მის გვერდით იწვა, რეალურად. გაეცინა! ორგანიზმის ტკივილს საერთოდ ვერ გრძლობდა. ბაქარის სახეზე უფრო გათამამებულმა დაიწყო ხელების ფათური, მამაკაცს ტუჩის კუთხეში ღიმილი გაუკრთა. სწრაფად მოხვია ერთი ხელი მაშოს წელზე და ზედ მიიკრა. ცხვირზე ნაზად აკოცა და თავი მის აბურდულ თმებში ჩარგო.გუშინ ღიად დატოვებული აივნის კარებიდან, შემოსულ ისცივეს ვერცერთი ვერ გრძნობდა, ერთმანეთის სხეულებით იმდენად იყვნენ გამთბარნი. -საოცარი დილაა! სულ ასეთი მინდა,რომ იყოს. -მე კიდევ მინდა,რომ ყოველ დილით ზუსტად ასე მაღვიძებდე, ღიმილით და უსაზღვრო სითბოთი! -მადლობას გეტყვი ზოგჯერ როლს თუ გამიცვლი. არც მე მაწყენდა დილით თვალებგახელილი შენი სახის დანახვა. მხიარულად წამოიძახა და ხელები კისერზე დააწყო ქმარს. ბაქარიმ ლოყა ლოყაზე გაუხახუნა, ისე სასაცილოდ დამანჭა მაშომ სახე, რბილი, მაგრამ მიანც უხეში წვერის შეხებისას,რომ მეუნარგიამ სიცილი ვერ შეიკავა...უკვე მისი არსების ყოლა, აბედნიერებდა! ფიქრებიც კი ხალისობდნენ ამ ყველაფერზე. აღარანაირი სურვილი უჩნდებოდათ თავიანთი ფიქრები მაშოსთვის თავს მოეხვია. გულის კარნახიც ზედმეტად ბევრს ნიშნავდა მათთვის. საწოლიდან ადგომა ცადა, მაგრამ ბაქარიმ მოკუმული პირიდან, გაბრაზებულმა დაიყმუვლა და ცოლი ისევ უკან დააბრუნა. -არსად არ გიშვებ! აქ უნდა მყავდე დღის ბოლომდე! მერე თუ ძალიან შემაწუხა შიმშილის გრძნობამ გაგიშვებ! არც თვითონ აღარ უნოდა არსად წასვლა, საწილში თბილად გაეხვია და ბაქარისთან ახლოს მიჩოჩდა. ეს ნომერი მაშოსთვის ყველფერთან კარგთან ასოცირდება... ერთი თვის წინ მომხდარი ინციდენტიც კი გაბადრულს ახსენდება, გუშინდელი სტუმრობა კი არწმუნებს,რომ ლოპოტა და ეს ნომერი მისი ბედნიერების თანამონაწილენი არიან. თვალებდახუჭულს ნიაკო გაახსენდა, ბებიასთან,რომ ყავთ დატოვილი. სწრაფად გადაყო ხელი და იქვე დაგდებულ პატარა ჩანთას დაწვდა, ტელეფონი ამოაძვრინა და ნელიკოს დაურეკა. -ღმერთო ჩემო ხომ მშვიდობა გაქვთ დედა?_ შეშფოთებულმა უპასუხა ნელიმ. -კი კი დამშვიდდით. ნიაკოს მოსაკითხად დავრეკე, როგორ არის? -გამისკდა შვილო გული. როგორ იქნება, დილაუთენია წამოხტა ფეხზე და დამარბენინებს წინ და უკან. თქვენ ხომ ხართ კარგად? -არაჩვეულებრივად. -გენაცვალეთ მე თქვენ. კარგი ახლა მიდი წადი ნუღა კარგავთ დროს. საღამოს მე შეგეხმიანებით. გულს ყველაზე მეტად ბაქარის დის ქორწილში არყოფნა უღრღნის. მთელი ქროწილი აკვირდებოდა, ელოდებოდა,მაგრამ არ გამოჩნდა. ნელიკომაც არაფერი თქვა. ნიკო რომ ვერ ჩამოვიდოდა ეგ თავიდნავე იცოდა. მაზლი, რძალს კომპიუტერში ელაპარაკა და ბედნიერება უსურვა. აი ხათუნას ამბავი კი ძალიან აფიქრებდა. ძმის ქორწილში ჩამოსვლას ბათუმიდან წინ რა უნდგას? იქნებ ქმარმა არ გამოუშვა? არა გამორიცხულია! ნელი სულ აღნიშნავს რომ სამაგალითო სიძე ყავს. ბაქარისაც ვერ გაუბედა კითხვა მთელი საღამო. იქნებ ნაწყენია დაზე და უფრო არ დავუმატო_ო. ბოლოს ნერვებმა რომ უმტყუნა კითხა. არანაირი რეაგირება არ მოყოლია მის შეკითხვას ბაქარის მხრიდან. მშვიდად გაწონასწორებულად გაუღიმა და უთხრა,რომ და არ ყავს! გაოცებულმა აფახუნა თვალები. როგორ თუ და არ ყავს, აბა ნელიკო რას ამბობდა მაშინ. -რას ნიშნავს არ გყავს? -ჩემთვის არ არსებობს მაშო! ხათუნამ და მე წლების წინ ძალიან ვიჩხუბეთ და დღემდე არ გვაქვს კონტაქტი. -ხვდები ახლა რას მეუბნები? როგორ თუ წლებია არ გაქვს კონტაქტი, შენი სისხლი და ხორცია! რაც არ უნდა მოხდეს, ადმენხანს როგორ გაძელით?_ გაოცებას ვერ მალავდა. იცოდა,რომ ზედმეტად ერეოად ახლა,მაგრამ თავს ვერ აკონტროლებდა. მიზეზის ცოდნა კი ძალიან უნდოდა. -ძალიან გრძელი ამბავია, დამიჯერე არ ღირს მოყოლად! ხათუნამ ძალიან მაწყენინა და ვერ ვაპატიე. ნათიას სიკვდილის შემდეგ რაღაც არასწორად მითხრა, რამაც დღეს ამ მდგომარეობამ დე მიგვიყვანა ორივე. ნათიას სახელის ხსენებისას, რაღაცნაირად გული აწევა. იცოდა,რომ ბაქარი იმ წარსულს აღარ იხსენებდა, მაგრამ მაინც გაკრა გულში! ისიც იცოდა,რომ ბაქარისთვის მაშო ძალიან მნიშვნელოვანია და ასე უბრალოდ არ დათმობს... აღარაფერი აღარ უკითხავს, ბაქარის თვალებში იმ ტკივილის წაკითხვაც საშინელება იყო მისთვის. დამუნჯდა და ქმარს თავი მხარზე დაადო. საღამოს სასტუმრობს რესტორანში ივახშმეს. ზუსტად ისე ხდებოდა ყველაფერი,როგორც ოცნებობდა. მარტო ის და მეუნარგია. რომელიც ცოლზე უგონოდ არის შეყვარებული. ბაქარის სითბოს გამომჟღავნება აგიღებდა, ქმარს ეს ყველაფერი ისე ორიგინალურად და უბრალოდ გამოსდიოდა! დათქმული არაფერი ყოფილა მათ შორის, რაც ენაზე მოადგებოდათ მთელი დღე იმას გაიძახოდნენ. ასე უფრო ერთგულები არიან. უფრო მოსიყვარულე წყვილის შთაბეჭდილებას ტოვებენ. საღამოს კიდევ ერთხელ მოიკითხეს ნიაკო და ისევ იმ სკვერში დასხდნენ,როგორც ადრე! ახლა სულ სხვა სიტვაცია იყო, აღარცერთი ერიდებოდა ერთმანეთის ფერებას. მაშო ურცხვად დაათამაშებდა ხელებს, ბაქარის ყელში და ლოყაზე. ისიც განაბული იჯდა და ცოლის სასიამოვნო სურნელს იმახოსვრებდა. გვიანობამდე ისხდნენ სკვერში, სიცივე არცერთს არ აწუხებდა. ტბის განათება ზედმეტად რომანტიკულა გარემოს ქმნიდა,რაც არცერთს ტოვებდა გულგრილს. სწრაფად მოხვია ცოლს ხელი და სასტუმროსკენ წაიყვანა. ერთი კვირა... ყველაფრით გაჯერებული ერთი კვირა გაატარეს ლოპოტაზე. წამოსვლის დროს გულის რაღაცა ნაწილი ორივემ იქ დატოვა. მეუნარგიამ იმ ნომერში დადო პირობა,რომ უამრავჯერ ამოიყვანდა აქ... ჯერ მას და ნიაკოს, მერე კი გამრავლებულ მეუნარგიებს! ამაზე სულ ეციენბოდა მაშოს. ყველაზე მეტად სწავლის საკითხი აშინებდა, გაგრძელება რომ დაუშალოს ქმარმა მერე სად მიდის. არცერთი სიტყვა დასცდენია ბაქარის სწავლაზე,არადა იცის რომ გასაგრძელებელი აქვს! რომ უთხრას გათხოვილი ქალისთვის სწავლა არშეიძლებაო! სად გადახტეს მერე?! სწავლის დასრულება მისი ოცნება, ზუსტად ამ მიზეზით მოხვდა მეუნარგიების ბუდეში. და მოიკიდა ფეხი! ამაზე საფიქრალად და სადარდებლად კიდევ 5 თვე აქვს. ახლა დატკბეს იმით რაც დაიმსახურა... ნიაკოს მომღიმარი სახე,რომ დაინახა, გაბავშვდა. მისი ასაკის შეუფერებლად აცუნდრუკდა და შვილობილი გულში ჩაიკრა. იმდენი კოცნა სხეულის ყველა ნაწილზე, სანამ არ აატირა, მამამისი ახლოსაც არ გააკარა ბავშვთან. << ჯერ მე უნდა ვიჯერო ბოლომდე გულიო>> არ შეწინააღმდეგებია, ერთი აკოცა შვილს და ბარგი ოთახში შეიტანა. მთელი კვირის ამბები მოუყვა დედამთილს. სიამაყით უსმენდა რძალს და მათი არსებობით ხარობდა. ოჯახური თანაცხოვრება არაჩვეულებრივი გამოდგა. საერთოდ არაფერი გაძნელებია! ნელი ყველაფერში ეხმაუშრებოდა და დედასავით ასწავლიდა. ბაქარის სამსახურში ღიმილით აიცლებდნენ, ცოლ-შვილი. უკან დაბრუნებულს კი ისევ კარებში ხვდებოდნენ. ნიაც ძალიან მიეჩვია დედობილს,რომელიც არაფრით განსხვადებოდა ნამდვილი დედისაგან. მეუნარგია მისით ამაყობდა და ეს ბევრჯერ აქვს მისთვის ნათქვამი. დედასთან და მამასთან ხშირად დადიოდნენ, ხანსაც ისინი სტუმრობდნენ ახალ შექმნილ ოჯახს. სწავლის საკითხი ისევ განსახილველი რჩებოდა. მაკამაც გაამხნევა,მაგრამ არ უშველა. კურსელების მესიჯებს,რომ ნახულობდა გული ეფლითებოდა სურვილისაგან. ოჯახური ცოხვრებით არ არის უკმაყოფილო მეტიც, ეს ყველაფერი უყვარს,მაგრამ სწავლა უნდა! ბაქარიც ხვდება,რომ თბილი, მოსიყვარულე და მზრუნველი ცოლის უკან, რაღაცაზე განაწყენებული მაშო იმალება.. რომელიც არაფრისდიდენით ტოვებს სამალავს. -მაშო მეჩვენება თუ რაღაცას დარდობ?_ კითხა სამსახურში წასვლამდე. -გეჩვენაბა! არაფერს ვდარდობ პირიქით უბედნირესი ვარ! -ეგ ვიცი, მაგრამ მგონია რომ რაღაცაზე გწყდება გული. მითხარი რა, არ დამიმალო არაფერი თორემ ხომ იცი ძალიან ვინერვიულებ._ ვეღარ გაუძლო მეტს და თავისი გულის ტკივილი ამოხეთა. -სექტემბრიდან სწავლას გამაგრძელებინებ? -ახლა არ მითხრა მაგაზე ვჯავრობო?! რა კითხვებს მისვამ მაშო? მე რომც არ გაგარძელებინო შენ უნდა გააგრძელო! არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვა განათლებაზე უარი. ასე თუ მოიქცევი იმედებს გამიცრუებ. რათქამუნდა გააგრძელებ! როცა გინდა წავიდეთ და ყველაფერი გავიგოთ. ამაზე აღარ ინერვიულო კარგი?_ ცოლს თბილას დაუსვა ტუჩები ლოყაზე და ყურის ბიბილოზე აკოცა. იმ დღის შემდეგ ყველაფერი ისევ ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, მაშოს აღარანაირი დარდის კვალი არ ეტყობოდა. ალხა უფრო ლაღი და ხალისიანი გახდა. ერთი კვირით ისევ გააცილეს ნელიკო ხათუნასთან. სახლში მარტო მეუნარგიები დარჩნენ. როგორც ყოველთვის სამსახურიდან ძალაგამოცდლილი დაბრუნდა სახლში მეუნარგია. ცოლ-შვილი ისევ კარებში დახვდა, ეს მომენტი თითქოს ყველანაირ დაღლილობას უხსნის. სიარულის უფრო თავისუფლად შეუძლია და სუნთქვაც. ტრადიციულად ერთად ივახშმეს და ნიაკოც ერთად დააძინეს. -ნელიკომ დამირეკა დღეს, ხათუნაც მოყველა სამშაბათს._ ბაქარის ხმა საოცრად გაბზარული იყო. მაშომ, გვერდი იცვალა და ქმარს ხელები მოხვია. -რა აპირებ? როდემდე უნდა გააგრძელოთ ასეთი ურთიერთობა. წარმოიდგინე ნელიკოს გულში რახდება ორ შვილს ასეთ მდგომარეობაში,რომ ხედავს. რომ ჩამოვა ისაუბრეთ და შეირიგდით! _ დაარიგა ქმარი და თვალებზე აკოცა._ ხო და კიდევ ხვალ ექიმთან უნდა გამყვე! -რა გჭრის?_ შეშინებულმა მოიცილა მაშოს ხელები და სწრაფად წამოაჯინა საწოლზე. ერთი ხელის მოქნევით დაატრიალა ცოლი და შათვალიერა. -კარგი გეყოფა თავბრუ დამეხვა... არაფერი არ მჭირს უბრალოდ ყოველწლიურად ვიტარებ გამოკვლევებს და ხვალ მიწევს. -დაიფიქრე,რომ მართლა ეგრეა!_ ისევ ვერ მშვიდდებოდა მეუნარგია. -ბაქარი რა გემართება? რატო უნდა გატყუებდე? -დაიფიცე,რომ ყველაფერი რიგზეა! -ნიაკოს თავს გეფიცები! ბაქარის,რომ ჩაეძინა მერე მიხვდა რატომ ქონდა ქმარს ასეთი მძაფრი რეაქცია. ისევ ნათიას სახელი ამოუტუვტივდა თავში. მიხვდა,რომ შეცდომა დაუშვა ასე პირდაპირ არ უნდა ეთქვა! ბაქარისთვის ეს გადაუგორებელი ტრამვაა. რაც არ უნდა ეცადოს იმ საშინელ დაავაებას ვერ დაივიწყებს. მაშოს დაკარგვა ერთი წამითაც კი რომ დაუშვა, გაიგუდა! რეალურად გაუჭირდა ჰაერით ესარგებლა. ისეა დაშინებული საავადმყოფოთი და მისი ისტორიებით,რომ ყველაფერი უჭირს. ცოლის დაკარგვის შიშით დახუჭა თვალები და შიშით დაიძინა. ქმრის გაოფლილ შუბლს უყურებდა მთელი ღამე და გრძნობდა,რომ ალხა ბაქარი საშინლად ცუდად იყო! ცრემლები ძლივს შეიკავა, ქმარს მაგრად მოხვია ხელები და თავი გულზე დაადო. წამით ინანა, სიამრთლე რომ არ უთხრა,მაგრამ მერე მისი ბედნიერებით აცეკვებული ჭინკები,რომ გაახსენდა დამშვიდდა. ერთი ღამე როგორმე გადააგორებს ტკვილით. მერე ისე გაახარებს,რომ ეს ტკივილი გასახსეებლადაც არ ეღირება! დილით მეუნარგიაზე ადრე ადგა. ქმარს ნელა აკოცა ლოყაზე და ხალათი მოიცვა. როგორც ყოველთვის პირველი ნიაკოს ოთახში შევიდა, პატარას უკვე გაეღვიძა და საწოლში თავისთვის მღეროდა. მაშოს დანახვისას სწრაფად წამოხტა ფეხზე და საწოლის გვერდებს ხელი მოკიდა. პატარა ხელში საწოლიდან ამოიყვანა და ყელში აკოცა. საოცრად დაუტკბა პირი! სამზარეულოში ჯერ ნიაკოს საუზმე გაამზადეს მერე ბაქარისი. პატარა თავის სკამში ყავდა ჩასმული... ოჯახის არსებული და არარსებული წევრების ხათრით შეჭამა ბოლომდე საჭმელი. დილიდან მოყოლებული იმაზე ფიქრობს ეჭვები როგორ გაუმხილოს ქმარს. საავადმყოფოში,რომ აუცილებლად წაიყვანს ეს ფაქტია,მაგრამ მერე? ყველაფერი მისი ფანტაზიის ნაწილი,რომ იყოს და დარჩეს ისე? არაუშავს ხომ უთხრა ყოველ წლიურად გამოკვლევებს ვიტარებო, მაგ აზრზე დატოვებს ბოლომდე. სამზარეულოში ბაქარის ნაბიჯების ხმა გაიგონა და ღიმილით მოტრიალდა ქმირსკენ. ხელები ზემოთ აწია და სწრაფი ნაბიჯებით ქმირს კისერზე მოათავსა. ბაქარიმ ცხივრზე აკოცა და მაგიდასთან დაჯდა, ნიაკოსაც წაეთამაშა რომელიც საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას. -გამეზადე და წავიდეთ ექიმთან. -ნიაკოც უნდა წავიყვანოთ. -მაშო კიდევ ერთხელ გეკითხები მართლა ყოველწლიურად იტარებ გამოკვლევებს? -ქმარო! ძალიან გთხოვ ენდე ჩემს სიტყვას. სრულიად ჯანმრთელი ვარ და კიდევ დიდხანს ვერ მომიშორებ თავიდან! -ხომ იცი ეგეთი ხუმრობები არ მიყვარს! _ ხმა გაუმკაცრდა მეუნარგიას. მეუნარგიას დაძაბული და შიშნარევი მზერა მოსვენებას არ აძლევდა მთელი გზა. რამოდენიმეჯერ გააღო პირი, მაგრამ ვერ გაბედა თქმა! ყველაფერი რომ ყალბი აღმოჩნდეს, ქმარს ასე ვერ მოატყუებს. წამოსვლამდე ბევრჯერ შეათვალიერა ცოლი ჩუმად თუ ცხადლივ, ყველაფერი ხომ რიგზე აქვსო. მაშოს მის ასეთ საქციელზე გული ეწურებოდა. ბაქარის ცხოვრებისეული ტრამვა, შიგ გულში აქვს ჩამარხული. რომელიც ყოველ პატარა მიზეზე სახის ნაკვთებზე აწერია. საავადმყოფოსთან გააჩერა მანქანა. მაშო სწრაფად გადახტა მანქანიდან და უკანა კარები გააღო,ნიაკო სავარძლიდან ამოაძვრინა, და ბაქარის მინაზე მიუკუნა. თვალებგაშტერებული იჯდა საჭესთან და რაღაცაზე ფიქრობდა, დაკაკუნების ხმაზე სწრაფად გამოფხიზლდა და ფეხების თრევით გადავიდა მანქანიდან. მაშოს ხელი წელზე მოხვია და თავისკენ მიიზიდა. თავზე უსაზღვრო სითბოთი აკოცა და საავადმყოფოს დიდი მინის კარი შეაღო. -რაღაცას მიმალავ და ძალიან არ მომწონს ეს! შენ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ! ერთმანეთის ტკივილი უნდა გავინაწილოთ მაშო! შენ კიდევ ცდილობ,რომ ჩემს გარეშე რაღაცეებს გაუმკრავდე. წლიური გამოკვლევაც, გამოკვლევაა! ანალიზებს ერთად ავიღებთ და პასუხსაც ერთად დაველოდებით! მეუნარგიას ხმა ძალიან მკაცრი იყო. შეწინააღმდეგებას აზრი არ ქონდა, ბაქარი თავის აზრს არაფრისდიდებით არ გადააბიჯებდა. თან როგორ ესიამოვნა ქმრის, სიტყვები. მისი ყოველი მოფერება და ზრუნვა ხომ აბედნიერებდა, მაგრამ სიტყვებმა ეს ყველაფერი გაამძაფრა. ყველანაირი გამოკვლევა, ჩაიტარა. ერთ-ერთ გამოკვლევაზე ექიმმა მარტო შეიყვანა. მეუნარგიამ შუბლშეკრულმა გააფრთხილა ორივე <<10 წუთში ან გამოხვალთ ან ვინმეს გამოგზავნით და რახდება გამაგებინებთო.>> მოუხერხებელ საწოლზე დაწვა. ჟელე საკმაოდ ცივი აღმოჩნდა და სახე დამანჭა. გული, თითქოს ყურეში ცემოსო ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა მაშოს. მონიტორისთვის არ შეუხედავს, ექიმსაც შესვლისას თხოვა,რომ პასუხი ქმართან ერთად მითხარიო. 15 წუთიანი დაკვირვების შემდეგ ბაქარის გევრდით იჯდა და თითებს იმტვრევდა. -ნუცუბიძე! გვერდითა ოთახის კარიდან ახალგაზრდა მედდამ გამოსძახა და გაუღიმა. სწრაფად წამოდგნენ ფეხე ორივე. ნიაკო ხელში აიტაცა მეუნარგიამ და მაშოს გაყვა უკან. ენითაღუწერელი სიამოვნება ეხატა სახეზე მეუნარგიას. წეღანდელი დაძაბულობა და შიში საერთოდ არ ეტყობოდა მის ბავშვივით ბედნიერ და ამღვრეულ თვლაებს. მაშოს მუცელზე ედო ხელი და სივრცეს უყრებდა... ვერაფერზე ვერ რეაგირებდა, მარტო ექიმის სიტყვები უგუბებდა სმენას. წუთები არ დაუთვლიათ! უბრალოდ ისხდნენ და იღიმოდნენ. ახლა სულ სხვანაირი შიშის გრძნობა დაეუფლა, ბევრად სასიამოვნო და საინტერესო. როგორ გაზრდნენ პატარას, გოგო ინქებოდა თუ ბიჭი. ყველაფერზე ფიქრობდნენ აფსოლიტურად ყველფერზე! ნიაკოს არსებობა კიდევ ერთხელ გაუხარდა მაშოს. რომ არა ის და მისი ყოველდღიურობა. ახლა აუცილებლად შეაშინებდა დედობრივი მოვალეობების შესრულება! ძიძობამ და დედობამ კი ამის ყველაზე კარგი გამოცდილება შესძინა. დღეები უფრო მეტად გაფერადდა. სამსახურიდან ერთი საათით ადრე დაბრუნებული ქმარი. შვილი რომელიც დღითიდღე ცელქდება! ძალიან კარგი ორსულობა აქვს, არანაირი ტოქსიკოზი. ეს კი ნიაკოს აღზრდაში, ხელს ძალიან უწყობს. სახლის საქმეები, საერთოდ არ ღლის პირიქით დღის ბოლოს გრძნობს,რომ დღევანდელი ენერგია ბილომდე არ დაუხარჯია. მაკას და ნოდარის ერთად ახარეს ახალი სასიხარულო ამბავი. ცოლ-ქმარი გახარებული იყო მეორე შვილიშვილის არსებობით. ონომ საღამოს სახლში ააკითხა ცოლ-ქამრს და მაშოს საყვარელი სასუსნავები აიყოლა. -აუ აზრზე ხართ რა მაგარია პატარა? ნიაკოსნაირი კიდევ ერთი ეე. მეც მინდა ცოლი! -შენ ჯერ ქალები და დროსტარება გაქვს გეგმებში. -შე ოხერო ცოლი ქალი არ არის? დროს კიდევ ცოლთან ერთად ვატარებ რა გვიშლის ხელს? -შენ თუ მაგ ჭკუაზე ხარ ძალიან მიხიარია! ცოტა მალე ბავშვები ერთად,რომ დაიზარდონ! მთელი საღამო აქზებდა ძმას. -ბიჭი გინდა თუ გოგო? -მთავარია ჩვენია! რა მნიშვნელობა აქვს რომელი იქნება? -კაცებს ბიჭები უნდათ ხოლმე და იმიტომ გკითხე. -ბიჭიც გვეყოლება და ბევრი გოგოც! მთავარია მოვინდომოთ._ მხიარულად წამოიძახა და ცოლი თავისკენ მიიზიდა. მისაღებიდან მხიარული ხმები გამოდიოდა, სწრაფად გაახილა ცოლ-ქმარმა თვალები და ერთდროულად წამოცვივდნენ ფეხზე. ხალათი მოიცვა ნუცუბიძემ და ოთახიდან გასულს ქმარს უკან დაედევდა. მისაღებში ნელიკო და ახალგაზრდა ქალი ისხდნენ. ქალის დანახვისას ბაქარი წარმოიდგინა. შორიდან აკვირდებოდა მისთვის ნაცნობი პიროვნების სახის ნაკვთებს. ყველაფერი ბაქარისნაირი ქონდა, უბრალოდ მისი ნათვთები უფრო ლამაზი და დახვეწილი იყო. თვალებით ბაქარი მოძებნა და ადგილზე გაიყინა. ქმრის არაადამიანურად ტკივილიანმა სახემ სხეული გაუქვავა. ბაქარის დამძიმებული სხეული, თვითონ აწვებოდა მხრებზე. თვალებში არანაირი სიხარულის და ბედნიერების კვალი არ არსებობდა. მხოლოდ აუღუწერელი ტკივილი! და ძმის თვალები ვითარებამ ზუსტად ერთნაირი გახადა. დივნიდან ნელა წამოდგა ხათუნდა და ძმისკენ წამოვიდა. მეუნარგია ადგილიდან არ განძრეულა, თითქოს ადგილზე გაყინესო. ცრემლები წასკდა ხათუნას და ძმისკენ ჩასახუტებლად გაშვერილი ხელები ჰაერში გაუშეშდა. ძმის თვალებში ეძებდა იმ სხივს,რომელიც ჩახურების უფლებას მისცემდა. ალბათ იპოვა, თორემ არ გარისკავდა. მაგრად მოხივა ხელები ძმას და უფრო მაგრად ატირდა! დაშორებულმა მანძილმა შეუძლებელი ვერ გახადა ბაქარის აცახცახებული სხეული ვერ დაენახა. პირვლად ნახა ქმარი ასეთი დაშლილი და უსუსური... ხელები ჯერ კიდევ ძირს ქონდა ჩამოშვებული... ხათუნა კი პირიქით უფრო და უფრო მაგრად უჭერდა ძმას და ჯერ ისედაც გახშირებულ სუნთქვას უფრო უმძიმებდა. ამ სანახაობის ყურებისას ცრემლები ვერ შეიკავა და აზლუქუნდა. ორივე ხელი სახეზე აიფარა და ჩუმად, თავისთვის, ატირდა... წამაით მზერა ნელიკოს გაცრეცილ და აკანკალებულ ტუჩებზე შეაჩერა. ქალი ტუჩებით ტიროდა, თვალებიდან არცერთი ცრემლი არ წამოსვლია. იდგა და უყურებდ როგორ იკრავდა და ძმას გულში. დამჭკნარი თითები კი არაადამიანურად უკანკალებდა. ძალიან მოუნდა მასთან ჩახუტება,მაგრამ ნაბიჯი ვერ გადადგა. ბაქარის და ხათუნას გახედა! გულში ყველანაირი ემოცია ერთად ახმაურდა, ბაქარის ხელები დის წელზე,რომ დაინახა. დივნის საზურგეზე ჩამოჯდა და თავი ზირს დახარა. -მაპატიე რა... ყველა ის საშინელი სიტყვა მაპატიე რაც მაშინ გითხარი! შენ თავს გეფიცები ორი წელია ცუდად ვარ! იმ წუთასვე მივხვდი,რომ შეცდომა დავუშვი მაგრამ ბოდიშის მოხდა შემრცხვა. შენი და ნათიასი შემრცხვა! ნიაკოსიც შემრცხვა! ვიცოდი,რომ ძალიან შევდი და ბოდიში ვერ მოგიხადე. შენი ხასიათი,რომ მახსენდებოდა ძვლები მტკიოდა. არ მაპატიებდი და იმიტომ! _ ტირილისგან ჩახლეჩილი ხმით ლუღლუღებდა ხათუნა და ძმას ხელს არ უშვებდა. ბაქარიმ ოდნავ დაწია უკან და ტუჩები შუბლზე მიადო. -დავივიწყოთ ის წყენა! წარსულს ჩავაბაროთ და ჩვენთან ერთად შეეცადე ახალი ცხოვრება დაიწყო. თან არ დაგავიწდეს ჩემს ცოლს არ იცნობ! თითქოს ახლა გაახსენდა ხათუნას ოთახში მათ გარდა კიდევ ერთი ადამიანი,რომ იყო. ცრემლები სწრაფად შეიმშრალა და მაშოსკენ წამოვიდა. ღიმილით გადაკოცნა რძალი და მისი ინიციატივით ჩაეხუტა. ბაქარი დედას მიუახლოვდა და ხელები მოხვია! -ძალიან მიხარია ასეთ ბედნიერებს რომ გხედავთ! ღმერთმა სულ ასეთი კარგები გამყოფოთ. -რაღაც გვაქვს სათქმელი მე და მაშოს! _ გახალისებულმა წამოიძახა და ცოლისკენ წავიდა,რომელიც ლოყებ აფარკლული იდგა. ხათუნა ონდავ გევრდზე გაწია და მაშოს შეუმჩნეველ მუცელზე ხელი მიადო._ ოჯახში ბავშვების რაოდენობა 9 თვეში ერთით გაიზრდება. ნელიკომ სიხარულით წამოიკივლა და მაშოსკენ გამოქცა, რძალს წეღანდელი სურვილი შეუსრულა და მოხევია. ხათუნამაც მოხვია ხელები და რძალს ლოყაზე აკოცა, მილოცვის ნიშნად. ძმას კი თვალი ჩაუკრა და ცერათითი აჩვენა! ბავშვების რაოდენობა, ორით გაიზარდა სახლში. ხათუნას პატარები ისეთი საყვარლები და განსხვავებულები იყვნენ. არცერთი გავდა დედას. ორივე ქერა და ცისფერთვალება იყო. რძალ მულმა შესანიშმნავად გაუგეს ერთმანეთს. ბავშვების აღზრდაც ორივეს უფრო გაუადვილდა. ნელიკო თავზე ადგა მაშოს, არაფერზე შეწუხდეო. ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო. ქმარი ისევ სამსახურში ეგულება, შვილები კი- ერთი ოთახში, მეორე მუცელში! მეგობრებთან სიარულს მოუკლო, სულ სახლშია და თავისუფალ დროს მეცადინეობს. ნელიკოს წყალობით კი სულ თავისუფალია. ნიაკოსაც აღარ აჭერინებს ხელში, მალე დაიღლებიო. დამჯდარი ეფერება პატარას! -დედას გოგო მოვიდა! როგორ ხართ დედი? -ძალიან მომენატრეთ და მოვედით. -ძალიან გაგვახარეთ! ჩემი სიძე სად არის? -სამსახურშია. მოვა მალე. ნელიკოსაც უნდოდა წამოსვლა,მაგრამ დაქალმა დაურეკა და იქ წავიდა. ხათუნამ კიდევ ბავშვებით სად ვიაროო და გამომიშვეს მარტო. -ეგ არაფერი დედი ხვალ ჩვენ გესტუმრებით და გავიცნობთ იმ გოგოს. ნელიკოს კიდევ რომ დავურეკავ საკადრის პასუხს გავცემ! -მამა და ონო სად არიან? -სად იქნებიან? სამსახურში. შენი ძმა რაღაც ამ ბოლოს დროს შეცვლილი მეჩვენება. -აშავებს რამეს?_ კითხა და გახეხილ სტაფილოს დაწვდა. -კარგი დედი რა?! ონომ რა უნდა დააშავოს, მასხარაობის მეტს არაფერს აკეთებს. ტელეფონზეა ოცდაოთხი საათი ჩამოკიდებული,რომ ვკითხე ვის ელაპარაკები ასეთს თქო, გამიცინა და ოთახში შეიკეტა. მაშოს ძმის საქციელზე გაეცინა. მიხვდა,რომ ონო სურვილის ასრულებას იწყევს. საღამომდე დედასთან ერთად იჯდა და ბავშვისთვის ოთახის ფერებს არჩევდა. მერე ნოდარი და ონოც მოვიდნენ. შვილის და დის ნახვამ ორივე გაახარა. ონისემ დას თვალი ეშმაკურად ჩაუკრა და ტელეფონით ხელში ოთახში შეიკეტა. ვახშმის დროს მეუნარგიაც ესტუმრა სიმამრის ოჯახს. ერთმანეთთან ძალიან გახსნილები და მეგობრულები არიან. მაშოს თხოვნით დედასთან დარჩნენ. თავის პატარა და თბილ ოთახში შესვლისას მოგონებები წამოეშალა. ამ ოთახიდან,რომ გავიდა სულ სხვანაირი იყო. ჯერ კიდევ ბავშვი! ახლა კი გათხოვილი ქალია,რომელიც საყვარელი მამაკაცისგან პატარას ელოდება. ფიქრებზე გაეღიმა და თავის პატარა საწოლს გახედა. -დღეს ისე ახლოს მეყოლები, როგორც არადროს. _ გაეხუმრა ბაქარი და საწოლზე წამოწვა. -რას აკეთებ?_ ხმამაღლა შესძახა განრისხებულმა და ბაქარის თვალები დაურბიალა. მეუნარგია სწრაფად წამოხტა საწოლიდან და მაშოს გახედა._ ტანსაცმლით რომ წვები რა წესია? ხომ იცი ეგეთ რაღაცეებზე როგორ ვბრაზდები. ახლა თეთრეულიც უნდა გამოვცვალო. _ ბუზღუნით წავიდა საწოლისკენ და გადასაფარებელი გადააძრო. -კარგი რა მაშო! ეგრე ვის გაუგოა? ერთხელ დაწექი და ნახავ,რომ არანაირი განსხვავება არ არის. -როგორ არა არის! დღეს მთელი დღეა შარვლით ხან სად იჯექი ხან სად და ახლა მოდიხარ და საწოლზე წვები. ჰიგიენაა ეს და ისწავლე!_ ისევ აგრძელებდა ბუზღუნით ჩხუბს თან თერეულს აძრობდა. -კარგი გპირდები,რომ შემდეგში ვეცდები ნალკებ ადგილას დავჯდე._ გაიხუმრა მეუნარგიამ და საწოლზე დაწვა! -ბაქარი, კარგი რა. _ ხელები ერთმანეთზე გადაიჯვარედინა და საწოლზე ქმრისგან ზურგშექცევით დაჯდა. მეუნარგიას გაეღიმა და ცოლს უკნიდან მხოვია ხელები. სწრაფად გადაურბინა ღიმილმა სახეზე,მაგრამ არ შეიმჩნია. ქმარს გახედა და თვალები დაუბრიალა. -კარგი კარგი ხო. ადექი და გადავაძროთ. პატარა ხელების შეხებამ გამოაღვიძა ორივე. შუაში ზლივს ჩატეული ნიაკო ხან ერთ უსვამდა თავის პატარა ფუმფულა თითებს ხან მეორეს. მეუნარგიამ შვილი გულზე დაიწვინა და მაშოსკენ მიჩოჩდა. ცოლს შუბლზე ჩამოყრილი თმა გადაუწია და ცხელი ტუჩები მიადო. ნუცუბიძე მოხერხებულად მოკალათდა ქმრის მხარზე და ისევ დახუჭა თვალები. ძილი უნდოდა ძალიან, მთელი ღამე ვერაფრით მოისვენა, ასეთ პატარა საწოლში. ნიაკოც არ გაუშვეს მაკასთან, ღამე რამე რომ დასჭირდეს ააწიოკებს ყველასო. სამივე გაჭირვებით იწვა მთელი ღამე. მეუნარგიამ ცოლს ნელა მოხვია თავზე ხელი და ცხვირი მის თმებში ჩარგო. ისეთი ფაფუკი და ბავშვურია, სუნის რომ მსგავსი აქვს. ღრმა ბავშვობის სიწმინდის შემორჩენილი სუნია. ნიაკოს მამის გულზე ქონდა თავი დადებული და ცალი თვალით უყურებდა დედობილს, თან იღიმოდა. სხვა თუ არაფერი პატარას თვალები აუცილებლად გათქვამდნენ ოჯახის ბედნეირების მაღალ მწვერვალებს. პატარა ხელი მაშოსკენ გაიწვდინა და ცხვირზე მოუსვა. თვალები არ გაუხელია,მაგრამ ხელი დაუჭირა და აკოცა. -ზეგ დიდი გოგო ვხდებითო. -რა მალე გავიდა დრო! სამი წლის ხდება. -როდის დაიწყებს გამართულად საუბარს და სიარულს ერთი სული მაქვს. -მაშო არ ფიქრობ,რომ ნიაკოს ძალიან დააგვიანდა ორივეს დაწყება? მეუნარგიამ ხმაჩახლეჩილმა ჩაილაპარაკა და ჩვილს დახედა. ნუცუბიძემ თავი სწრაფად წამოყო და გაოცებულმა ახედა ქმარს,რომლის თვალებშიც რაღაცნაირი შიში ბუდუბდა. -რას გულისხმობ? -ჩემი აზრით უკვე ორივეს უნდა ახერხებდეს. ნიაკო კი საუბრის დაწყებასაც არ ცდილობს. -ძალიან გთხოვ მაგაზე არ ინერვიულო რა. ჩემმა დეიდაშვილმა მეოთხე წელს დაიწყო საუბარი, სიარულით კიდევ სამი წლისამ ძლივს ადიგა ფეხი. -ექიმთან ხომ არ მივიყვანოთ? -ნუ გადამრიე! რა უნდა ბავშვ ექიმთან? ორი წლის განმავლობაში ერთადერთხელ გახდა ცუდად. ჯანმრთელია ნიაკო, უბრალოდ არ ინდომებს და იმიტომაც არ საუბრობს. -ხოდა რომ არ ინდომებს მეც ეგ მაშინებს._ არ ცხრებოდა მეუნარგია. -შენ ფსიქოლოგიურად გეშინია ავადმყოფობის და იმიტომ. ძალიან გთხოვ შენს თავს ასე ძალიან ნუ ტანჯავ. ადამიანებს შეიძლება ნებისმიერ დროს დაგვემართოს რაღაცა, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ იმ ცოხვრებისკენ ვართ გადადებულები! ექიმთან წაყოლა,რომ გთხოვე შენი თვალების შემეშინდა! ყველაფერს ასე მძაფრად ნუ განიცდი ძალიან გთხოვ რა. შენ თავს თუ არა ჩვენ მოგვიფრთხილდი. ვიცი,რომ ნათია შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მისმა წასვლამ ძალიან დიდი დაღი დაგასვა,მაგრამ ახლა ჩვენ გყავართ და იმ წარსულის შენსი არსებობა მეც მტკივა. ხმააკანკალებულმა ამოაყოლა მთელი გული სიტყვებს და საწოლიდან წამოდგა. იქვე გადაკიდებული ტანსაცმელი აიღო და სწრაფად ამოიცვა. ცოტახანიც რომ გაჩერებულიყო ამ ოთახში ალბათ უფაერობა და ნერვიულობა მოკლავდა. თითოეული სიტყვა გულს უფლითავდა ნუცუბიძეს, იცოდა რომ ბაქარის ამით კიდევ ერთი ტკივილი მიაყენა,მაგრამ დროებითი. უნდა დაფიქრდეს და ყველაფერი გაანალიზოს მეუნარგიამ. წარსულის ტკივილით მომავალს ვერ ააწყობს ისეთს როგორიც უნდა. ცოლის ზურგს გახედა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. იცის,რომ მაშო ცამდე მართალია! იცის,რომ იმ ცხოვრებიდან აღარაფერი დარჩა ნიაკოს გარდა. რომელიც მამისთვის ყველაფერია. საკუთარი თავი,რომ წარმოიდგინა მაშოს ადგილას ზიზღი იგრძნო. მიხვდა,როგორ ტკენს ცოლს იმ წარსულის არსებობით. მაშოს საქციელებიდან არასდროს ყოფილა ნათიასადმი უპატივცემულობა. მისი სახელის ხსენებასაც კი ვერ ბედავდა ზოგჯერ! არა იმიტომ,რომ ეშინოდა... არამედ იმიტომ,რომ იცის რაც არ უნდა იყოს ბაქარის ის წარსული ტკენს. ბაქარის სიყვარულში ეჭვი არცერთი წამით ეპარება, ქამრს ის გონის დაკარგვამდე უყვარს და ეს მის ყოველ მოქმედებაში ჩანს. სამსახურიდან უაამრავჯერ ურეკავს და კითხულობს. ხშირ შემთხვევაში შესვენებებზეც კი გამორბის მის სანახავად. მაშო მისთვის ჰაერია,რომელმაც თავიდან ცოხვრება ასწავლა... სუფთად, პატივისცემით და დიდი სიყვარულით. ფიქრს,რომ მორჩა ცოლი ოთახში აღარ დახვდა. ნიაკო კი მაშოს მხარეს გადამძვრალიყო და მამიკოს ნაწყენი თვალებით უყურებდა. პატარამაც იგრზნო დედობილის ტკივილი და საქე მოექუფრა. მეუნარგია სწრაფად წამოდგა ფეხზე და ტანსაცმელი ჩაიცვა. ნიაკო ხელში აიყვანა და მისაღებსი გავიდა სადაც მარტო მაშო იჯდა და ფანჯარაში იყურებოდა. კედელზე მოწიკწიკე საათს გახედა მეუნარგიამ, ჯერ შვიდი საათიც არ შესრულებულა. ცოლს გვერდით მიუჯდა და მხარზე აკოცა. ნუცუბიძე მისკენ მოტრიალდა და გაუღიმა, გულით, მაგრამ მაინც ნაწყენმა. -ვიცი რომ ზოგჯერ ზედმეტი მომდის,მაგრამ დამიჯერე ეს ჩემდაუნებურად ხდება. შეშინებული ვარ ცხოვრებისგან. ასე მგონია,რომ ჩემთვის საყვარელი ადამიანები ჩემს გვერდით არ ემეტება და იმიტომ. ვიცი ამის მტკიცება არ მჭირდება შენთან,მაგრამ რასაც მე შენთან თანაცხოვრებისას ვგრძნობ ოჯახზე მეტია. შინი ყველაფერი ჩემში მაქვს გადმოტანილი.. სამსახურში ყოფნისას,რომ ახლოს მყავდე. არ მიყვარს სიყვარულის მტკიცება და იმედი მაქვს ეს არცერთს არასდროს დაგვჭრიდება,მაგრამ ახალ აუცილებელია. ახლა რომ არ ვთქვა, მთელი ცხოვრება რაღაცა დაგვაკლდება ორივეს. ნათლია ძალიან მიყვარდა. მასთან შესანიშნავი ოჯახი მქონდა. მან მასწავლა რას ნიშნავს ოჯახი და მისი პატივისცემა. ამისთვის მადლობელი ვარ მისი,მაგრამ ის რასაც შენთან ვგრძნობ სულ სხვაა! ყველაფრისგან განსხვავებულია და წმინდაა! ასე,რომ არ ყოფილიყო როგორც არ უნდა მყვარებოდი ცხოვრებას არ დაგინგრედი მაშო. ბაქარის თვალებში კითხულობდა ყველა სიტყვის სიმართლეს და უხაროდა. უთქმელად მოხვია ქმარს ხელები და კისერში აკოცა. დილით ყველას ერთად მიაგებნენ. მეუნარგია სახლში ადრიანად გაიქცა გამოვიცვლი და სამსახურში წავალო. ცოლი და შვილი ისევ არ წაიყვანა, მაშოს ღიმილში ხედავდა რომ დედასთან კიდევ უნდოდა ყოფნა და დატოვა. უკეთესიც არის მაშოსთვის, დედასთან უფრო კარგად იგრძნობს თავს დღევანდელი დღის შემდეგ. ცოტას წაეჭორავება დაარგიებს და მერე სახლშიც გააცილებს. -შენ მოგიკვდი დედი ძალინ გტკივა წელი?_ აღელვებული უსვამდა ხელს წელზე მაკა და თან ეკითხებოდა. -შენი თბილი და ტკბილი ხელი,რომ მხვდება აღარ მტკივა დე. ისეთი ვიწროა ის საწოლი გუშინ ორივე გადავარდნილები ვიყავით. -ნოდარის ახალი საწოლი უნდა ვაყიდინო აუცილებლად. გადაიფიქრებს ის კაცი აქ დარჩენას ამ საწოლის გადამკიდე. _ გაიხუმრა მაკამ. -ზეგ ნიაკოს დაბადების დღეა და რა ვაჩუქო პატარას ვფიქრობ. ისეთი მინდა მთელი ცხოვრება,რომ დაამახსოვრდება. -ოქროს პატარა კულონი უყიდე დედი. -მეც ვიფირე ეგ. ვნახოთ ხვალ გამყე მაღაზიებში და ამარჩევინე რამე. -აბა რას ვიზამ. მიდი დაწექი ახლა და ცოტა დაისვენე, ნიაკოს მე მივხედავ. საღამომდე მკვდარივით ეძინა. თვალები,რომ გაახილა მეუნარგი ოთახში იდგა და პატარა ჩანთაში რაღაცას ეძებდა. გამოფხიზლებული ცოლი,რომ დაინახა საწოლზე დაჯდა და მუცელზე მოეფერა. -რა ადრე მოსულხარ. -ვეღარ გავძელი სამსახურში. -დაგტოვებ მე შენ უმუშევარს._ გაიცინა და საწოლზე წამოჯდა._ რას ეძებდი? -ნიაკომ საჭმელი გადიახა და გამოსაცვლელი ტანსაცმელი მინდა. -მერე მაგ ჩანთაში რა უნდა? ეგ სათამაშოების და საჭმლის ჩანთაა. მეორე დევს კარადაში და იქ ნახე. თეთრები არ ჩააცვა,თორემ სულ დაისვრება. -წელი ძალიან გტკივა? -საერთოდ აღარ მტკივა, მიშველა ძილმა. -თუ გინდა ჩავალ აფთიაქში და რამე მალამოს ამოგიტან. -მიხაია ასეთი ყურადღებიანი, რომ ხარ, მაგრამ მართლა არ მინდა. მამა და ონო მოვიდნენ? -ონო დღეს არ მოვა და მამა არ მოსულა. _ თან ესაუბრებოდა თან კარადაში ჩანთას ეძებდა. -შენ ბავშვი არ უნდა გადნოს კაცმა რა._ ფეხზე წამოდგა და ქმარი კარადის ღია კარებიდან გაწია. მაღლა თაროდან პატარა ვარდისფერი იხვებიანი ჩანთა გადმოაცურა, იქიდან კი კომბინიზონი და ცისფერი ზედა ამოაძვრინა. -როცა შენ მყავხარ რა საჭირო ვარ მე._ თვალებზე აკოცა და ტანსაცმელი გამოართვა. -რაღაცების სწავლა მოგიწევს. მეორე ბავშვის გაზრდაში შენ უნდა მომეხმარო. -რვა თვე წინ მაქვს, მოვახერხებთ რამეს. -ისე მალე გავა ეგ რვა თვე დარჩები უსწავლელი. -რაც მალე მით უკეთესი. სქესი რომელი თვიდან ჩანს? - ხშირ შემთხვევაში, მეოთხე-მეხუთე თვიდან. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გავიგებთ, სურპრიზად დავიტოვოთ. -როგორც შენ გინდა._ თვალებით გაუღიმა და ოთახიდან გასვლა დააპრიდა. -მოიცადე მეც წამოვა. _ საწოლთან მივიდა ფლოსტებში ფეხები გაუყარა და ქმარს ხელმკლავი გამოსდო. ნოდარი სახლში მუშებთა ერთად მოვიდა. მაკას უკვე მოესწრო მისთვის დარეკვა და ახალი საწოლის შეკვეთა. მეუნარგია უხერხულად შეიშმუშნა,მაგრამ მაშოს გაბრაზებულ თვალებს რომ წააწყდა სიცილი ვერ შეიკავა. ორსულობამ ძალიან ბრაზიანი და ბუტია გახადა. მეუნარგიასაც ყველაფერზე ებუზღუნება. საწოლი ერთად ააწყეს და მერე ივახშმეს. მაშოს მუცელზე ეფერებოდა მთელი საღამო მამა და მისი ბავშვობის ისტორიებს იხსენდებდა. მაკამ და მეუნარგიამ, მაშოს ჭირვეულობაზეც, დასცინეს მამის თანდასწრებით. ისევ გაიბუტა და დივანზე განცალკევებით დაჯდა. -დედაშენსაც ეგეთი ხასიათი ქონდა ზუსტად. ონოზე შესანიშნავი ორსულობა ქონდა შენზე რა დაემართა არ ვიცი, იმიტომაც ხარ ეგეთი ჭირვეული. ერთხელ ღამის სამ საათზე მაღვიძებს და საწოლიდან ადექი ადგილი არ მყოფნისო. დივანზე გამიშვა დასაძინებლად._ მაკას გახედა ქმარმა და გაუღიმა. -ვიმედოვნებ სახლიდან არ გამაგდებს და ოთახიდან გაგდებას როგორმე ავიტან. ცოლს დაცინა ბაქარიმ და ყავა მოსვა. ნუცუბიძე გაბრაზებული წამოდგა ფეხზე და ოთახისკენ ჩქარი ნაბიჯებით წავიდა. ახლა უკან,რომ არ გაყვეს და რამე ტკბილი არ უთხრას, მართლაც მოუწევს დივანზე ძილი. ნოდარის და მაკას გაუცინა და ცოლს უკან აედევნა. კარები ღია დატოვა და დიდ საწოლზე მოხერხებულად დაწვა. მეუნარგია უკნიდან მიუხალოვდა. ზუსტად შუაში იწვა ეს მაიმუნი გოგო. ვერცერთი მხრიდან ვერ მოუარა ისე,რომ ტანსაცმელი თეთრეულს არ შეხებოდა. ფეხზე დადგა და ხელები ჯიბებში თან ნიშნისმოგებით გაუღიმა. -კარგი ბიჭი ხარ! -ამ ბიჭს ძალიან უნდა შენი მიტყეპვა._ მაშო სწრაფად გადაწვა ისევ შუაში და ხელები თავქვეშ ამოიდო. მეუნარგიას მოჩვენებით გაბრაზებულ სახეს,რომ დააკვირდა გაეცინა. ქმარს ხელი საწოლზე დაუტყაპუნა და საჩვენებელი თითით თვისთან იხმო. -ხო კარგი მოდი. დღეს გამონაკლის დავუშვებ, ისე ძალიან მინდა ჩაგეხუტო! ნიაკოს საჩუქრის შეასარჩევად მეორე დღეს წავიდნენ. პატარა ონოს დაუტოვეს, მისი დაჟინებული თხოვნით. მთელი დღე უშედეგოდ იარა. დროც არ ქონდა ოქრომჭედელთან მისასვლელად და შეკვეთის მისაცემად. ბოლოს, ნოდარის ერთ მეგობართან მივიდნენ ურიგოდ იქნებ გაგვიკეთოსო. კაკო ბიძია ზედმეტად კეთილი აღმოჩნდა, შეკვეთა დაიტოვა და ხვალისთვის დაიბარა დედა-შვილი. ასეთი უბრალო მიზეზიც კი ყოფნის ნუცუბიძეს მთელი დღე პოზიტიური გაიხადოს. ძალიან სადა და ნიაკოსთვის მომავალში დასამახსოვრებელი კულონი აურჩია. ნიაკოს, სახელით და ფოტოსურათით! სახლში დაღლილები და გადატივრთულები დაბრუნდენენ. მისაღები ომის ველს დაუმსგავსებიათ. ონო დივანზე იწვა თვალებდახუჭული. ნიაკო კი ხალიჩაზე გამარჯვებული ღიმილით. დედობილი და ბებია,რომ დაიანახა სიხარულით პირი ააცმაცუნა და მათკენ გამოხოხდა. მაშო ძირს დაიხარა და პატარა ხელში აიტაცა. მთელი დღის უნახავი გაგუდვამდე კოცნა. -მკვდარო ადექი ახლა და მიალაგე აქაურობა. _ საყვედურით გასძახა დივანზე მწოლიარე ონოს დედამ და პროსდუქტები სამზარეულოში შეიტანა. -შენი შვილი ტერორისტი და დიდი გაიძვერა ვინმეა._ ხელი დაუქნია მაშოს და დივნიდან წამოდგა. -ნიაკოზე მეტი ჭკუა კი არ გაქვს შენ. რანაირად ერთობი ამხელა კაცი?! -კი არ ვერთობი ვსწავლობ, ბავშვებთან მოქცევას. შვილებს,რომ დამიჩენს ის გოგო გამოცდილება მექნება! -შენ და ჩემმა ქმარმა ერთად გაიარეთ კურსები. დაცინვით უპასუხა და ბავშვიანად ოთახისკენ წავიდა.ნიაკო საწოლზე დასვა თვითონ კი პატარა ჩანთიდან ტანსაცმელები ამოალაგა და გამოიცვალა. საწოლზე კუბიკებით ეთამაშებოდა ნიაკოს მეუნარგია,რომ დაადგა თავზე. დიდი ყვავილების თაიგულით და საჩუქრის ყუთით. -დაბადების დღე მაქვს და არ მახსოვს?_ სიცილით კითხა ქმარს და გამოწვდილი ყვავილები გამოართვა. ცხვირი სასაცილოდ ჩარგო ვარდებში. -არა! ორსულად ხარ და განებივრებ. -ე.ი. ბავშვს რომ გავაჩენ ტიპიური ქმარი გახდები?_ იწყინა და ვარდები უკან მიაწოდა. -კარგი რა მაშო, არ დაიღალე ყოველდღე ბუტიაობით? -შენ დაგღალე? -მე შენ ვერასდროს დამღლი!_ მიხვდა,რომ ცოლი სხვანაირად გაიგებდა მის ნათქვამს და სწრაფად გამოასწორა მცირედი შეცდომა. -ნიაკოს საჩუქარი შევუკვეთეთ დღეს. იცი რა ლამაზი კულონია? -კულონი კარგია. მთელი ცხოვრება ეკეთება შენს სახელზე. -საუქარი რა მომიტანე? თვალები ააფახუნა და ქმარს, დიდი გამოწვდილი ყუთი გამოართვა. ქალის პარფიუმერიით იყო ჩანთა სავსე. თან ახალ როგორ ჭირდებოდა ეს ყველაფერი ნუცუბიძეს. ქმარს ლოყაზე მადლობის ნიშნად აკოცა და საჩუქრები თავის ჩანთაში ჩადო. მეუნარგიამ საწოლზე ჩაძინებულ შვილს გახედა და ცოლს წელზე მოხვია ხელი. -ეს როდის გახდება ამხელა?!_ მუცელზე დაუსვა ხელი. -ვერ ხედავ რა მალე გადის დროს? ისე სწრაფად დაიზრებიან ორივე, თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებ. -რას ნიშნავს ორივე? ჩემი შემოსავალი, რადენი შვილის ყოლის შესაძლებლობასაც მოგვცემს იმდენს გამიჩენ! -შენ თანამდებობას თუ გავითვალისწინებთ ყოველ წელს ორსულად უნდა ვიყო. -და მერე რა არის მაგაში ცუდი? სულ მეუნარგიები ვიქნებით ნუცუბიძის თვალებით._ ცოლს გახელილ თვალზე ნელა აკოცა და გულზე მიიხუტა. იმ დღეს სახლში დაბრუნდნენ. სახლი მონატრებია ნუცუბიძეს. ნელისთან და ხათუნასთან ერთად ცხელი ჩაი დალია. მეუნარგიამ ცოლ-შვილი სახლში მოიყვანა და თვითონ მეგობრებთან წავიდა. წაყოლა თხოვა ცოლს,მაგრამ ნელიკომ არ გაუშვა. გადაღლილია გოგო და თქვენ იქ სულ გამიგიჟებთო. ბავშვები ერთად დააძინეს და მისაღებში დასხდნენ. ხათუნას,რომ უყურებდა უკვირდა რა მიქარა ბაქარისთან ასეთი... ძალიან ტკბილი და მეგობრული დამოკიდებულება აქვს მაშოსთან. თან როგორ ზრუნავს მასზე, ფეხზეც კი არ აყენებს. წელის ტკივილი დაჩემდა ამ ბოლო დროს, იმ საწოლის გამო, ახლა მთელი 8 თვე წელი რომ ტკიოდედ, როგორი რთული ორსულობა ექნება საბრალოს. ზოგჯერ მუცელიც ისე ტკივა, რომ ტირილამდე მიდის. ქმრისთვის სიმართლის თქმა ვერ გაბედა, მისი სახე რომ წარმოიდგინა, კიდევ ერთხელ ექიმის ხსენებაზე გააჟრჟოლა. მეორე დღეს დედასთან ერთად ნიაკოს საჩუქრის წამოსაღებად წავიდა. თან სავადმყოფოშიც შეივლის და ექიმთან მივა. რამე სერიოზული არ სჭირდეს და ბავშვი არ დაკარგოს. მაკამ მაშინათვე დაამშვიდა, მეც ეგრე მტკიოდა ონოზე,რომ ვიყავი ორსულადო. ძალიან უნდოდა ბოლომდე დამეშვიდებინა დედის, სიტყვებს, მაგრამ გული მიანც ეთანაღებოდა. -წელის ტკივილი, გადაღლილობის ბრალია. მუცლის ტკივილი კი ჩვეულებრივია. ორსულობას მსგავსი სიმფტომები ახასიათებს. სანერვიულო არაფერი არ გაქვთ, ბავშვი ჯანმთელია. წოლითი რეჟიმი დავნიშნოთ ორი კვირა და ყველაფერი გამოსწორდება. რაც მთავარია ბავშვისთივს საზიანოა ნერვიულობა. შეეცადეთ მშვიდ გარემოში გაააროთ ეს ცხრა თვე! გულდამშვიდებული გამოვიდა საავადმყოფდან. მეუნარგიების ოჯახზე მშვიდი, გარემო არსად არ ეგულება მაშოს. დედამისთან ერთად პირდაპირ სახლში მივიდა, მეუნარგიას უკვე მოეტანა ყველაფერი. ხათუნა და ონო მისაღებს რთავდნენ. ნელიკო სამზარეუულოში ფუსფუსებდა, მაკაც მასთან გავიდა დასახმარებლად. ნიაკო და მარიამი სათამაშოების დიდ ყუთში ყავდა მეუნარგიას ჩასმული და ეთამაშებოდა. შვილობილთან მივიდა და საჩუქარი ფრთხილად გაუკეთა, აშკარად მოეწონა პატარას მაშოს არჩევანი. თვალებით სასაცილოდ დახედა კულონს და მაშოს გაუღიმა. -ბიჭები არ მოვლენ დღეს?_ კითხა ქმარს და ჩანთა დივანზე დააგდო. -ზაზა და კახა ამოვლენ. ზვიო და ვატო ბათუმში არიან წასულები. თქვენ სად იყავით აქამდე? -ჯერ საჩუქარზე და მერე ექიმთან. წელი,რომ მტკიოდა ვკითხე რისი ბრალია თქო. გადაღლილი ხარო და წოლითი რეჟიმი გამომიწერა. ხო კიდევ ასე მითხრა შენს მეუღლეს გადაეცი, არ განერვიულოს და ეს ჯანმთელი ბავშვი მუცელში არ გადარიოთო. ძალიან გაუხარდა ქმრის სახეზე დაჭიმული ძარღვები და გაოფლიანებული შუბლი,რომ ვეღარ დაინახა. ეს იმას ნიშნავს,რომ ბაქარი ცდილობს თავისი სიტყვა აასრულოს. მაშოს გაუღიმა და მუცელზე აკოცა. ნუცუბიძეს მოეჩვენა,რომ პატარა გაინძრა. თავის შეგრძენბებს დაცინა მერე. რა დროს პატარას ეგეთებიაო და ოთახში შევიდა, გამოსაცვლელად. მისაღების მორთვაში მოეხმარა ძმას და მულს, ეს ყველაფერი ისე ავსებდა და აძლიერებდა. ღამე უამრავჯერ დაფიქრებულა, რა მოხდებოდა მეუნარგიას რომ არ შეხვედროდა? სულ სხვნაირი იქნებოდა მისი ცხოვრება... უგრძნობი და უსიყვარულო. მეუნარგიამ კი მთლიანად შეცვალა. ახლა სწავლის გარდა სხვა რაღაცეებზეც უწევს ფიქრი და ეს სიამოვნებს. ქმრისთვის მეორე დღის ტანსაცმელი, რომ არ გაამზადოს თავს შეუძლოდ გრძნობს. საუზმე მან, რომ არ გაუმზადოს მთელი დღე ვერ მოისვენებს. ზუსტად ეს არის ოჯახის პატივისცემა და სიყვარული. ახლა ესმის რატომ დგებოდა დედა ყოველთვის შვიდ საათზე და რატომ ატაებდა უმეტეს დროს სამზარეულოში. ქმრისთვის სიამოვნება,რომ მიენიჭებინა. მამის, თვალებში კი სულ კითხულობდა კმაყოფილების შეგრძნებას. ერთხელ დილით,რომ გააცილა ნოდარი მაკამ ცუდად გახდა. მთელი დღე საწოლიდან თავი ვერ აწია. ქმარსაც ვერ დახვდა მისაღებში. არადა როგორ უნდოდა, მთელი დღე ადგომას წვალობდა საბრალო! ნოდარის ჩამქრალი თვალები,რომ ახსენდება ეღიმება. ცოლის მომღიმარი სახე,რომ ვერ დაინახა გადაღლილმა. არ უნდოდა ასე ჩამქრალიყო ბაქარის თვალებიც, თუნდაც რამდოენიმე წამით. ბიჭები საღამოსკენ მოვიდნენ. ოთხეულს, რომ ხედავს ძალიან უხარია, მათთან ბაქარი სულ სხვანაირი ხდება ხოლმე. უფრო ხალისიანი, რაც ნუცუბიძეს ძალიან მოსოწნს. მეგობრული და ოჯახური გარემო იყო. სუფრაზე ის ადამიანები ისხდნენ ვინც ნამდივლად პატივს სცემდა ამ ოჯახს და ერთმანეთს. არცერთი მათგანის, თვალებში არ იკითხებოდა, სიყალბე. ხმაურმა თავისებურად გადაღალა, მაგრამ სუფრიდან მიანც არ ადგა. ბავშვები ნელიკომ და მაკამ დააძინეს. მეუნარგიას ისე უხაროდა ამდენი წლის შემდეგ მის გვერდით ადგილი მაშოს,რომ ქონდა შევსებული,რომ მთელი საღამო მხოლოდ მის სახელს გაიძახოდა. ბოლოს ცოლის გადარლილ სახეს,რომ წაწყდა, ბოდიში მოიხადა და მაშოსთან ერთად დატოვა სუფრა. ცოლი საძინებელში შეიყვანა და ძალით წამოაწვინა. თან საყვედურნარევი მზერით უყურებდა ზევიდან. -ექიმმა რა გაგაფრთხილა შენ? იწექი და დაისვენეო! აღარ გამოხვიდე დაწექი და დაიძინე! -სირცხვილია! დავემშვიდობო მაინც ხალხს! -შენ აქ იყავი და იწექი. სათითაოდ შემოგიყვან ყველას. _ გაეხუმრა ქმარი და ოთახის კარები გაიკეტა. რომ არ ეძინება რა ქნას? რითი გაირთოს თავი? ბავშვის ტანსაცმელები მაინც ნახოს ინტერნეტში, გულს გაუხარდება. ლეპტოპი მუხლებზე დაიდო და ბალიში კომფორტულად მიაყუდა საწოლის საზურგეზე. რამდენი რამ აქვთ საყიდელი ბავშვისთვის. ახლაც დაიწყებდა ყველაფრს შეგროვებას,მაგრამ სქესი არ იცის. გული კი ბიჭს უგრძნობს,მაგრამ მაინც იკავებს თავს. ბავშვის ოთახიც მოსაწყობი აქვთ. დეკემრის ბოლომდე ყველაფერს მოასწრებენ ეგ არაფერი. მეუნარგია შვილზე აუცილებლად იზრუნებს! ოთახის კარებზე ნელა მოაკაკუნა ვიღაცამ. -შემოდით!_ გასძახა და ლეპტოპი გვერდძე გადადო. მომღიმარმა ანამ შემოყო თავი ოთახში._ რა კარგია,რომ მოხვედი. მთელი საღამოა გელოდებით სად ხართ ამდენხანს? -დათო სამსახურში იყო და ველოდებოდი. მერე შენმა ქმარმა აგვიკლო რეკვით და წამოვედით. როგორ ხართ?_ საწოლზე წამოწვა და მეგობარს მუცელზე მოეფერა. -ძალიან მაგრად! დღეს ექიმთან ვიყავი და წოლითი რეჟიმი დამინიშინა. -უი რას ამბობ? რამე სერიოზულია? -ისეთი არაფერი. თქვენ რას შვებით? დათო ძალიან ზარმაცობს მეორე წელი ხდება უკვე. -შენ მე მკითხე! ბავშვებს,რომ ვხედავ უკვე ცუდად ვხდები. ექიმთანაც ვიყავი,მაგრამ რად გინდა. ჯანმრთელები ხართ და იმუშავეთო. -ეგ არაფერი ცოტაც მოითმინე და გეყოლება. მეორე დილით სახლი მილაგებული დახვდა. თვითონ საწოლში იწვა და ნელი ალაგებდა. რა სრიცხვილია, ლოყები აუხურდა სიმწრისგან. ნელიკო სამზარეულოდან წინსაფრით გამოვიდა, ფეხზე ამდგარი მაშო რომ დაინახა ოდნავ წამოკივლა და სწრაფად მივარდა რძალს. -რატომ ხარ შენ ფეხზე? წადი დაწექი მალე! ბაქარს რომ არ ეთქვა ექიმის ამბავი,ხმას არ მაოიღებდი ხომ? -არ მინდა დაწოლა კარგად ვარ მართლა. _ამოიკნავლა საწყლად და სახე დაბრიცა. -ცუდად ხარ თქო კი არ ვამბობ შვილო მე. ბავშვს გაფრთხილება და დასვენება უნდა, მიდი დივანზე მაინც წამოწექი. პლედს მოგიტან ახლავე. ნელიკოს ქოთქოთი, ახალისებს. სულ ტყუილად რცხვენოდა თურმე, ხელს მაინც არ გაანძრევინებდა და წოლა არ ჯობია? ხოდა იწვეს მთელი რვა თვე და იკოტრიალოს. გუშინ მკვდარივით ჩაეძინა, ვერც ანის გასვლა გაიგო და ვერ სტუმრეის წასვლა. მარტო მეუნარგიას შემოსვლა გაიგო, ოთახში მისი სიმხურვალე რომ იგრძნო. სამზარეულოში გაბანცალდა და ქმარს საუზმე გაუმზადა, მერე დივანზე დაწვა და ნელიკოს გახედა, დონჯით რომ იდგა გაბრაზებული. დედამთილს გაუცინა და ლოყაზე აკოცა, ქალიც იმ წამსვე მოლბა და მაშოს სახე თავის მობერებულ ხელებში მოიქცია და აკოცა. -რა ჩუმად გამომეპარე საწოლიდან?!_ ქმარი წამოადგა თავზე. -ლამის გაგუდე კოცნით და ვერ გაიგე ვერაფერი. -მერე ვერ მიხვდი,რომ სპეციალურად არ გავიღვიძე? უფრო მეტი უნდა გეკოცნა! დივანს მოუარა და სამზარეულოსკენ წავიდა. ლანგარზე დაწყობილი საუზმე მისაღებში გამოიტანა და ცოლის პირდაპირ მოკალათდა სავარძელში. ნიაკო თავისი ოთახიდან გამობობღდა და დივნის წინ ხალიჩაზე, ფეხებმოკეცილი დაჯდა. ჯერ მამას შეხედა მერე მაშოს. ბავშვ გაუცინეს და ტელევიზორს გახედეს. ნიაკოს აშკარად არ ესაიმოვნა უყურადღებობა. -დ-ე-დ-ა. ორივეს გაუქვავდა სახე. არცერთი მიტრიალებულა ნიაკოსკენ ტელევიზორის ეკრანს გაშტერებულები მიაჩერდნენ. ძალიან სწრაფად გადმოსცვივდა გულიდან წამოსული ცრემლები მაშოს. ყველაზე ამაღელვებელი <<დედა>> იყო რაც კი ოდესმე მოუსმენია. სულ სხვანაირი ხმა ქონდა ნიაკოს - სიყვარულით გამთბარი. არცერთი წამით უფიქრია,რომ ბავშვმა ვინმე სხვას დაუძახა. პირველი რაც მოიფიქრა საკუთარი თავის წარმოდგენა იყო ნიაკოს, დედის ადგილას. მერე ფიქრები აეწვა,მაგრამ მაინც! ვერც სირცხვილის და ვერც სინდისის გრძნობამ, სიამოვნება ვერ გადაფარა. ნათიას არსებობაც კი დაავიწყა მოულოდნელმა წამოძახილმა. მერე შრცხვება, მაგრამ ახლა არა! ბაქარიმ თავი ძლივს მიატრიალა შვილისაკენ და გაიცინა. პატარა ნიაკო ხელში აიტაცა და დიდხანს ატრიალა მაღლა. მაშო კი ისევ ტელევიზორის ეკრანს უყურებდა და ახლა უკვე ხმამაღლა ტიროდა! 2012 წ. ზუსტად იმ შერძნებებით ვწერ ახლაც ამ ისტორიას. ყველაფერს გამძაფრებულად და ამაღელვებლად. ოჯახი რომელზეც 2012 წელს ვწერდი დღეს სულ სხვანაირია. მათში სულ სხვანაირმა სიყვარულმა დაიდო ბინა. მეუნარგიასთვის მეორე შვილი იმაზე სასიხარულო იყო ვიდრე ამას ის ცხრა თვე გრძნობდა. პატარა ბიჭი გულზე,რომ დააწვინეს ყველაფერი დაავიწყდა. მარტო მას ხედავდა და მის თაფლისფერ თვალებს. სამყარომ ცოტახნით ბანალურად შეწყვიტა არსებობა. ნიაკოს დაბადებისას სიხარული ნახევრად განიცადა! მასინ ყველაფერი სხვაგვარად იყო,მაგრამ ახლა აქვ იმის ბედნირება,რომ შვილის დაბადებით ბოლომდე გაიხაროს. მეთელი ერთი კვირა ყვირილი უნდოდა, იმდენად იყო ემოციებით მოგუდული,რომ ვეღარ სუნთქვავდა. პატარას რომ ხედავდა მაშოს ხელებში, გული უჩერდებოდა. ნუცუბიძის თვალებში ჩაუქრობელ სხივს,რომ ხედავდა უხაროდა. უხაროდა, რომ მისი პატარას გაბედნიერება ბოლომდე შეძლო. ნიაკომ საუბარი,რომ დაიწყო ის დღე კალენდარზე აქვს მაშოს შემოხაზული. სულ სხვა მიზეზით... ნიაკოს <<დედა>> დღემდე უგუბებს სმენას. ახლაც ისე გრძნობს თავს,როგორც იმ საღამოს! სირცხვილის გრძნობაც ვერ იგრძნო, ნიაკოს ყოველ სიტყვასი სითბოთი ჩადებული <<დედა>> ამის საშვალებას არ აძლევდა. თან ქმრის თვალებში კმაყოფილებას ხედავდა და ეს ბოლო იყო. მიხვდა,რომ ნიაკოსთვის ის არის დედა! დედა რომელიც გზრდის, სწორ გზაზე დააყენებს და მისთვის ყველაფერს გააკეთებს. ვერცერთს ვერ ანსხვავებს ერთმანეთისგან. ზოგჯერ მგონია,რომ ნიაკოს მიმართ სულ სხვანაირ სიყვარულს გრძნობს. მიუხედავად იოანეს არსებობისა! ზაფხულის ცხელ დღეებში მთაში, სიგრილეში ისვენებს მეუნარგიების ოჯახი. ეს ოცნებაც აუსრულა მეუნარგიამ ცოლს, როგორც შეპირდა თუშეთში წამოიყვანა დაგვიანებით,მაგრამ ყველაზე წმინდა მიზეზით. ლამაზი ერთსართულიანი სახლი აუშენა ცოლს! ყველანაირი გადაჭარბების გარეშე დავწერ თუ ვიტყვი,რომ იკივლა! სიხარულისგან ტირილით იკივლა, მეუნარგიამ ცოლს სახლის გასაღები,რომ აჩუქა. ერთი საათი ეფერა ქმარს, ყველაფრის გამო. რვა თვეში მართლაც ბევრი რამ ისწავლა ბაქარმა. ერთხელ შემთხვევით გადააწყდა მაშო, ქმრის წაერ მაგიდის უჯრაში წიგნს. <<როგორ დავეხმაროთ ორსულ მეუღლეს>> მაშინ ბევრი დაცინა ქმარს ჩუმად. დღემდე არ უთქვამს მისთვის, რომ საიდუმლო იცის... მეუნარგი კი ზედმიწევნით ასრულებს წიგნში მოცემულ მითითებებს. და გამოსდის, ზოგჯერ ისე კარგად უვლის ორივე შვილს,რომ მაშოს შურს. ყველაფერს უკეთებს რაც შეიძება დედამ შვილს გაუკეთოს. ნიაკოს ძმის დაბადება მგონი ყველაზე მეტად გაუხარდა, მაშინ უკვე საუბარიც იცდა და სიარულიც. დედას სულ უკან დაყვებოდა და ძმის მოფერებას თხოვდა. სამზარეულოში წინ და უკან დადის მაშო და ქვაბებს ახმაურებს. მეუნარგიამ შვილები ეზოში გაიყვანა. ცოლი კი დროს მაქსიმალურად იყენებს და ყველაფერს ერთად აკეთებს. ბოლოდ დაღლილი დივანში ჩაესვენა და თვალები დახუწა. რა დიდი სიამოვნებით დაიძინებდა გარეთ გაბმულ ჰამაკზე. მაგრამ ვინ დააზინებს ორი შვილი და ქმარი ყავს დასაპურებელი. სწრაფად გაახილა თვალები და ეზოში გავიდა. -აღარ შემოდიხართ? გავაკეთე საჭმელი. -იოანეს ჩაეძინა. ცოლს თითი ტუჩთან მიადო და გააჩუმა. მაშომ ნიაკო შეიყვანა სახლში და ქმარს პირის მოძრაობით დაუძახა. პატარა თავის საწოლში ჩააწვინეს და ისადილეს. -დედი, რომ გავიზრდები ხომ დამაჭერინებთ ხელში იოს?_ კითხა და შემწვარ კარტოფილს ჩანგალი მაგრად ჩაარჭო. -სულ შენ გყავდეს დე თუ გინდა._ გაუცინა შვილს და ცხვირზე აკოცა. მგზავროსბისგან გადაღლილ ნიაკოსაც ძმასთან ერთად ჩაეძინა. ბავშვები თავის ოთახში გაიყვანა მეუნარგიამ და ცოლთან დაბრუნდა სამზარეულოში. მაგიდაზე დაწყობილ თეფშებს დაწვდა და ნიჟარაში ჩააწყო. სამზარეულო ერთად მიალაგეს და ეზოში ჰამაკში ჩაწვნენ. ქმრის გულზე დადო თავი და ხის ფოთლებს ახედა. -ზოგჯერ მიჭირს იმის დაჯერება, რომ ორი შვილი და ქმარი მყავს._ ღიმილით ჩაილაპარაკა და ქმარს ახედა, რომელიც თვალებდახუჭული იწვა. -მე იმის დაჯერება მიჭირს ზოგჯერ ჩემს გვერდით რომ ხარ._ მარჯვენა ხელი თავქვეშ ამოუდო ცოლს და თმებზე წაეთამაშა. -რა არის მაგაში დაუჯერებელი?_ იწყინა და ისევ ფოთლებს ახედა. -ძალიან კარგი ხარ და ის! -მიყვარხარ მე შენ!_ მაღლა აიწია და ქმარს აკოცა. -ჩემი ტკბილი ცოლი!_ თავისთვის ჩაილაპარაკე ბაქარმა. -ორ თვეში ნიაკო სკოლაში მიდის. გუშინ ვკითხე სკოლა ხომ გიხარია თქო და წარბები შენნაირად შეკრა. რა გვეშველება არ ვიცი, რომ არ ისწავლოს. -ნადრევად ნუ ნერვიულობ. ისწავლის, არ ისწავლის და მამა მოარტყავს. სიმშვიდით სარგებლობდნენ და ერთმანეთის რიტმულ და ზოგჯერ აჩქარებულ სუნთქვას უსმენდნენ. ძალაგამოცლილ ნუცბიძეს ქმრის გულზე გათიშულს ჩაეძინა. აბა ეხუმრები ამხელა სახლის ორ საათში დალაგებას? მერე მგზავრობა და ბაშვები. სანამ დრო აქვს გამოიძინოს, ცოტა აზრზე რომ მოვიდეს. ქმარმა ცოლი ხელში აიყვანა და საძინებელში სულ ღიმილით შეიყვანა. ეს პატარა და მოუსვენარი გოგო მისი ცხოვრების ყველაზე ძვირფასი განძია. ნიაკო ასე რომ უყვარს ამაზე სულ ირევა მეუნარგია. პატივისცემა მისდამი უასმაგდება, შვილის თვალებში დედის მიმართ ამხელა სიყვარულს რომ ხედავს. იოანეს დაბადებასთან ერთად ურთიერთობაც შეეცვალათ, ოდნავ ჭირვეულობდა მაშო, რამოდენიმე თვე. უჭირდა პატარას მარტო მოვლა. ბიჭი კი არავის იკარებდა დედის და მამის გარდა. მეხუთე თვეში იყო ნელიკო და მაკა ერთად რომ გაიკარა, მერე ონოსაც მიეჩვია და ყველას ვისაც უყვარდა. სხეულის სირბილე რომ იგრძნო თვალები დააფახუნა და ოთახს თვალი მოავლო. ყველაფერი ძველებური სტილის იყო, როგორც იმ ბარში, ბაქარმა რომ წაიყვანა ადრე! სახლის დიზაინიც ზუსტად ისეთია მაშოს რომ მოსწონს. მეუნარგიამ ორი წლის მანძილზე ყველა დეტალი გაითვალისწინა. ეზოდან ხმაური შემოესმა. ამ ხმას მილიონობით ხმისგან გამორჩევდა. სწრადად წამოხტა ფეხზე და ფეხშიშველი გავარდა გარეთ. ძმის და გაბერილი რძლის დანახვამ ძალიან გაახარა. ონოსკენ გაიქცა და მაგრად მოეხვია. ორი თვეა ძმა და რძალი დასასვენებლად იყვნენ წასულები. როგორ მონატრებია ეს გაბერილი და კეთილი გოგო. ძმას მოშორდა და მარიამისკენ წავიდა. -ძალიან გამახარეთ! რატომ არ გაგვაფრთხილეთ ჩამოსვლას თუ აპირებდით? -შენმა ძმამ სურპრიზი მოვუწყოთო. -ძალიან მაგარია! შენ როგორ ხარ? როგორ გაბერილხარ._ გაიცინა და ძმიშვილს მოეფერა. -დაგორავს._ ონომ დაცინა ცოლს და მეუნარგიასთან ერთად ჰამაკში გაქანდა. -შენ ხმას ნუ იღებ! არ გელაპარაკები!_ თვალები დაუბრიალა მარიამმა ქმარს და ხელები მუცელზე დაიწყო. -ხო მშვიდობა ხალხო, რა ხდება?_ აღელვებულმა კითხა რძალს და ძმას წარბი აუწია. -გუშინ მაღაზიაში დამეზარა წასვლა, ღამი ხუთ საათზე და გამებუტა. _ ჰამაკიდან წამოდგა და ცოლისკენ ხელებგაშლილი წამოვიდა. _ კარგი რა მარუსა, ხომ იცი ღამე ძილი როგორ მიყვარს. -ხოდა იძინე რამდენიც გინდა. უსაყვედურა და სახლისკენ სიცილით მიმავალ მულს გაყვა. ონისე ისევ თავის ადგილას დაბრუნდა და დამცინავ მეუნარგიას შესჩივლა. საღამო უფრო მხიარული და მრავალფეროვანი გახადა მათმა ჩამოსვლამ. ბავშვებთან ერთად, კოცონის გარშემო ისხდნენ და ძველ ამბებს იხსენებდნენ. მარიამის და ონოს გაცნობა ძალიან სასაცილი ისტორიასთან არის დაკავშირებული. ბათუმში იყვნენ დასასვენებლად წასულები სამეგობრო და მაშინ იხსნა ცოლი ზღვისგან. მერე თბილისშიც გააგრძელეს ფლირტი და ბოლოს ქორწილით დააგვირგვინეს. დიდხანს არც მათ უცდიათ. გაცნობიდან მეექვსე თვეს დაიწერეს ჯვარი. -ამ ბავშვს სულ ძინავს._ ეტლში მძინარე იოანეს დააშტერდა მამა და გაიცინა. -გვიანია უკვე და შევიყვან ორივეს. _ფეხზე წამოდგა და ბავშვის ეტლი სახლისკენ გააგორიალა, ნიაკო უთქმელად აედევნა დედას. -დამელოდე მეც წამოვალ მოგეხმარები. მეუნაგიამ პატარა იოანე საწოლში ჩააწვინა და ცოლს გახედა. ნიაკოსთვის უკვე ჩაეცვა პიჟამა და საწოლში აეწვენდა. გვერდით მიუწვა, დედა შვილს და თმებზე თამაში დაუწყო. დიდხანს უყურებდა სიყვარულით ანთებული თვალებით ცოლს, მერე მიხვდა რომ ცოტაც და ალბათ კოცნით გაგუდავდა. სწრაფად გავიდა ოთახიდან და მისაღებში დივანზე დაჯდა. 38 წლის ხდება პატარა ხომ აღარ არის, მაგრამ მაშოს დანახვისას თინეიჯერი ბიჭივით უფართხალებს გული. სასიყვარულო სიტყვებით არც ახლა ანებივრებს ცოლს, საქციელები აქვს ისეთი, რომ სიტყვები საჭირო არც არის. მაშოც არ გამოთქვამს პერტენზიას. ყოვედღე გამეორებულ << მიყვარხარს>> ბაქარის თვალების ყურება ურჩევნია. თან ასე გონია,რომ ყოველდღე როცა გეუბნება ქმარი ამას, მოვალეობას იხდის რაღაცის წინაშე და იმდენად აღარ გჯერა, მისი სიტყვების. პარფიუმერია რომ აჩუქა ორსულობის დროს ის იყო ყველაზე ლამაზი საჩუქარი, მას მერე მსგავსი აღარაფერი განმეორებულა. მარტო ვარდები და სხვადასხვა ყვავილები დღის ბოლოს. ესეც საკმარისი იყო მათი ბედნიერებისათვის. მისაღებში დივანზე ჩაძინებული ქმარი დახვდა. გვერდით მიუსკუპდა და ნიკაპზე ნელა აკოცა. -ვგიჯდები ამ სუნზე._ უჩურჩულა ყურში და ნელა აკოცა. -მე კიდევ შენზე ვგიჟდები!_ არც ქმარმა დააკლო ალერსი და ძლიერ მკლავებში მოიმწყვდია. _ დარწმუუნებული ხარ რომ გარეთ გასვლა კიდევ გინდა?_ ეშმაკურად აფახუნა ლამაზი თვალები მეუნარგიამ და ცოლს უფრო მაგრად მოუჭირა მკლავები. -შენთან ერთად ოთახში განმარტოვება უფრო მინდა. _ ახლა მაშოს თვალებში ათამაშდნენ ჭინკლები. მეუნარგიამ, წელზე მოხვეული ხელები სწრაფად აათამაშა და ცოლი ხელში სიცილით აიტაცა. ოთახის კარები ხმაურით დაკეტეს და განმარტოვდნენ. ერთი კვირა ენითაღუწერელ დროს ატარებდნენ, სულიერად ისვენებდა ოჯახი. ხმაურიანი ქალქისგან და უამრავი ბოროტი თვალისგან. დღის ბოლოს სტუმრებს ელოდებოდნენ. სახლის მოცულობა ამის საშვალებას აძლევდა და სარგებლობდნენ. დედ-მამის დანახვალ კიდევ ერთხელ გაახარა ნუცუბიძე. ნელიკო ბევრი კოცნა და ეფერა. როგორ მონატრებია დედამთილის გაკეთებული გემრიელობები. ოჯახური გარემო თუშეთში უფრო თბილი იყო! ზოგჯერ ვფიქრობ და სიტყვები მართლაც არ მყოფნის ყველაფრის აღსაწერად, იმდენად სხვანაირები და თბილები არიან. სულ სხვა მუხტს ატარებს ეს ოჯახი. ერთმანეთის მიმართ ყველა უსაზღვრო სიყვარულს გრძნობს. გვიანობამდე ისმოდა მეუნარგიების სახლიდან ხამაური. ბოლოს ერთიანად მიჩუმდა ყველაფერი და შუქებიც ჩაქვრა. -შენთვის მითქვამს ოდესმე, რომ ულამაზესი ცოლი ხარ?_ კითხა ცოლს და ზევიდან დააჩერდა. მართლაც რომ არასდროს უთქვამს მეუნარგიას ეს მაშოსთვის. -არა და ყოველთვის მწყინდა ეგ!_ უსაყვედურა ქმარს და კისერზე მოხვეული ხელები საწოლზე ხმაურით დააწყო. -მინდოდა,რომ ორიგინალური და უფრო მნიშვნელოვანი ყოფილიყო! -შენ ორიგინალურობით ყოველთვის გამოირჩეოდი._დასცინა ქმარს და ცხვირზე საჩვენებელი თითი ჩამოკრა. -ნუ მეკაიფებით მისისს მეუნარგია! -დაამთავრე სათქმელი დამელია სული! მომენატრე უკვე! -როგორი ეშმაკი ქალი ხარ! -აღარ მეუბნები, რომ ულამაზესი ცოლი ვარ? -არა! ხიბლი დაკარგმა ამ ისტყვებმა. საწოლზე ზურგით დაწვა და ჭერს მიაშტერდა. გაბოროტებული თვალებით მიაჩერდა ქმარს ნუცუვიძე. როგორ გაამასხარავა ამხელა კაცმა ერთი ამას დამიხედეთ. როგორ ელოდებოდა, ახლა მეტყვისო, და რა? არც არაფერი! ისევ ისე უთქმელად დახუჭა თვალები და ცოლს ზურგი აქცია. საძაგელი კაცია, როგორ იცის ყოველთვის ასეთ მომენტებში მიტოვება ხოლმე. თვალები აემღვრა გულჩვილ ნუცუბიძეს და თვითონაც ქმრისგან ზურგშექცევით დაწვა. <<ოღონდ ახლა არ აზლუქუნდე მაშო, ოღონდ ახლა არა!>> ამშვიდებდა თავს და ყელში გაჩქხერილ დიდი ბურთულას უკან აბრუნებდა, უშედეგოდ. ცრემლები მაინც გადმოცვივდა საბრალოს ნერვიულობისგან. მეუნარგიამ ცოლის ოდნავ შემკრთალი ხმა,რომ გაიგონა გული გაუჩერდა. ნელა გადმოტრიალდა მაშოსკენ და მარცხენა ხელს დაეყრდნო აკანკალებული. არადა სულ სხვა, რამ ქონდა ჩაფიქრებული. ჩუმად მიპარვოდა და ბევრჯერ გაემეორებინა, რომ ყველაზე ლამაზი ცოლია! რით ვერ ისწავლა ამ კაცმა ჭკუა, ხომ იცის რომ ასეთ რაღაცებს ძალიან განიცდის თავისი ცოლი. შეეშვას ამ ორიგინალურობას! თვალებ ამღვრეულმა მოკიდა ცოლს მხარზე ხელი და გადმოტრიალება დაუპირა, მაგრამ მაშო გაუძალიანდა. არ უნდდოა ქმარს მისი სუსტი, ცრემლები ენახა და სწრაფად მოიწმინდა, თავისუფალი ხელით. მაგრამ რაღა დროს! ბაქარი ზევიდან უყურებდა მტირალა ცოლს და გული უსკდებოდა. გონებაში ათაში სალანძღავი სიტყვა მოიძია,რომლითაც თავს შეამკობდა. -ყველაფერს ასე ძალიან რატომ განიცდი?_ რაც პირველი მოაფიქრდა ის კითხა. -იმიტომ რომ საძაგელი ქმარი ხარ!_ უსაყვედურა. -შენ კიდევ ძალიან მტირალა ბავშვი ხარ._ არ დააკლო ქმარმაც და საწოლზე დაწვა, როცა იგრძნო რომ სხეული მოუდუნდა. -ბავშვები მეორე ოთახში გყავს შენ! -ყველაზე დიდი ბავშვი გვერდით მიწევს და ტირის. -არ ვტირივარ! უბრალოდ ნერვებს მიშლი ხოლმე ზოგჯერ შენი ორიგინალურობით. -ახლა ისევ უნდა მეჩხუბო? ხომ იცი რომ მაგ დროს უცადებად ვიცი მოპარვა. _ მაშო ქმრისკენ გადმოტრიალდა და ეშმაკურად მიაჩერდა. -მოპარვა რომ დაგაგვიანდა დღეს იმიტომაც ვიტირე. -ახლა გეტყოდი რასაც ვფიქრობ, მაგრამ უემოციო იქნება. -ხო კარგი ნუ ჩამოუშვებ ხოლმე ცხვირს. სულ არ მჭირდება შენი რომანტიკა, ისეც მიყვარხარ! ისე მიყვარხარ რომ ახლა ვერ გიბრაზდები. -და ახლა რომ მოგეპარო ძალიან დაგვიანებული იქნება?_ იკითხა და ცოლისკენ თვალებანთებული წამოვიდა. -კიდევ დიდხანს თუ გაგრძელებ საუბარს, ძალიან გვიანი იქნება! _ წააქეზა და ხელები კისერზე მოხვია. აღარ უფიქრია მეუნარგიას ცოლზე თავდასხმა განახხორციელა. დილით მუცელზე ორივემ სიმძიმე იგრძნო. თვალები ზანტად გაახილა ცოლ-ქმარმა და საწოლზე მოხტუნავე უფროს შვილს მიაჩერდნენ. მეუნარგიამ წარბი გაბრაზებით აწია და გვერდი იცვალა იქნებ ძილი გავაგრძელოო. ნიაკო კი არ წყვეტდა საწოლზე ხტუნვას და დედ-მამის ამქვეყნიურობისკენ მობრუნებას. მაშომ შვილიდან მზერა კედელზე მოწიკწიკე საათზე გადიატანა, რომელიც დილის ექვს საათს უჩვენებდა. გაოცებულმა ფართოდ გაახილა თვალები და ერთი ხელის მოძრაობით შვილი გვერდით მიიწვინა. -რატომ გღვიძავს დედი შენ ასე ადრე? -იომ არ დამაძინა, ტიროდა და ბებიამ გაიყვანა. მერე მეც ვეღარ გავჩერდი და თქვენთან წამოვედი. მამიკო გამიბრაზდა?_ გაილექსა ბავშვი. ბოლოს მამას გახედა რომელიც სიცილით იგუუდებოდა. -არა დე, ხომ იცი მამიკო როგორი საყვარელია. მიდი შენ მამიკოსთან ჩახტი და მე იოანეს მოვიყვან ხო? საბანი გადაწია და შვილი მამამის მიაკრა. თვითონ კი ოთახიდან თმააბურდული გავიდა. მაშოს ოთახიდან გასვლა და მეუნარგიას გამოფხიზლება ერთი იყო, სწრაფად მოიკიდა შვილი და ჰაერსი აწია. -ახლა შენ მამიკო დაგსჯის და კოცნით დაგახრჩობს. _ შვილი საწოლში დააწვინა და ზევიდან დააჩერდა, მუცელზე ბევრი კოცნა მერე შეუღიტინა და ნიაკოს ააკივლა. -მეღუტუნება მა. სიცილით იჭაჭებოდა პატარა და მუცლის დაფარვას ცდილოვდა მამიკოს კლანჭებისგან. მეუნარგიამ შვილი დაინდო და ხელები გაუშვა. დაღლილი თავის ადგილს დაუბრუნდა და შვილს ხელი მოხვია. ოთახში სოსკიანი იოანე და მაშო შემოვიდნენ. დედამ შვილი საწოლში ჩააწვინა და ქმარს გახედა,რომლის სახეზეც სულისშემაძრწუნებელი ბედნიერება იკითხებოდა. ოთხივე ძლივს მოკალათდა საწოლში და ერთმანეთს ჩაეხუტა. მეუნარგია ნიაკოს დროდადრო ისევ შეუღიტინებდა და ააკივლებდა ხოლმე. -დედა უთხარი მამას რამე, მსჯის._მამის ხელებისგან თავს იცავდა ნიაკო. -გეყოფა, ამოასუნთქე ბავშვი და მერე დასაჯე. თან ნახე ეს როგორ გიყურებთ. რაო დე? მამამ და დაიკომ გაგაგიჟს ხო?_ შვილის ენაზე ალაპარაკდა უცებ. -მე არ ვაგიჟებ! მამა აგიჟებს ხოლმე!_ საყვედურის ტონი ქონა პატარას. -ვიცი დედი. ეს იმიტომ ვთქვი მამამ, რომ არ გაგვიგოს და მერე არ დაგვსაჯოს. ჩუმად გადაჩურჩულა შვილს. ისიც თითქოს დედამ მნიშვნელოვანი საიდუმლო გაუმხილა, ტუჩებზე ხელი აიფარა და დედა დაამშვიდა ჩუმად ვარო. მაშოს შვილის საქციელზე გაეღიმა და ტკბილ ყელში აკოცა. მეუნარგია იოანესთან თამაშში გართული ვეღარავის ხედავდა. ბავშვს პატარა თითებს უკოცნიდა და პირის მოძრაობით თავისითვის ესაუბრებოდა. შვილებთანაც როგორი სხვანაირი ხდება ხოლმე მეუნარგია, უფრო ბავშვური და მათნაირი. სითბოს საზღვრები არ აქვს! მარტო მათთან და მაშოსთან შეუძლია ემოციაების ბოლომდე დაცლა. მაშომ ქმარს თითები თმაში შეუცურა და აუბურდა. მეუნარგია ცოლს თვალებით მოეფერა. -ჩემი არსებობის მიზეზები ხართ._ ჩაილაპარაკა სიყვარულით ხმადაკარგულმა და შეეცადა ყველა ჩაეკრა გულში. გამოუვიდა ისე როგორც წლების წინ მაშოს თავისთან დაბუდება! ძლივს ამოყო თავი მშობლებს შორის მოყოლილმა ნიაკომ და საჩვენებელი თითი გაფრთხილების ნიშნად ზემოთ აწია. -ჩუმად მოპარვებს არ ვართ მაა ! ერთმანეთის მოსიყვარულებას,რომ მორჩნენ საწოლიდან რიგრიგობით ადგნენ. პატარა იოანეს ისევ ჩასძინებია დედის მკერდზე. შვილს შუბლზე აკოცა მეუნარგიამ და ოთახიდან ზურგზე მოკიდებულ ნიაკოსთან ერთად გავიდა. ამ ბოლო დროს თავს შეუძლოდ გრძნობს. თავბრუსხვევები და გულისრევის შეგრძნებები ერთ რამეზე მეტყველებს. ისევ არ უნდა ქმარს ნაადრევად გაუხაროს გული თავისი წინათგრძნობით. ერთი სული აქვს როდის ჩავა თბისლისში და ესტუმრება ექიმს. ახლა არ აპირებს ბაქარიც თან წაიყვანოს. მის გარეშე წავა და მერე საღამოს გაუზიარებს სიახურლს. არავისთვის არ უთქვამ არაფერი, მთელი დღე თავისთვის იღიმოდა და ბედნიერდებოდა. ხელს მუცელზე ჩუმად იდებდა და ეფერებოდა. მეუნარგიამ რამოდენიმეჯერ ეჭვისთვალით გამოხედა ცოლს და მის მუცელს,მაგრამ ხმა არ ამოუღია. ალაბთ მიხვდა რაღაცას,მაგრამ ბოლომდე ვერ აჯერებს თავს. ყველამ ერთად დატოვა თუშეთი. გული ძალიან დაწყდათ,მაგრამ მომავალ ზაფხულამდე როგორმე მოითმენენ. დასვენებებზეც ჩამოირბენენ ხოლმე თუ ძალიან მოენატრებათ აქაურობა. გვიან ჩავიდნენ დედაქალაქში, დაღლილს არსად წასვლის თავი არ ქონდა. თან უკვე გვიანია და გინეკოლოგიც არ იქნება! ხვალამდე როგორმე მოიცდის, ხვალ კი დილაადრიან წავა. ბავშვებს ნელიკოს დაუტოვევს ცოტახნით. ტრადიციულად ერთი საათით ადრე ადგა და ქმარს საუზმე გაუმზადა. ნიაკო დღის ძილს მიეჩვია უკვე და გვიანობამდე ძინავს. იოანე კი დილაადრიან ჭყიტავს იმ ლამაზ თაფილისფერ თვალებს. ბავშვთან ერთად იჯდა მისაღებში და ქმრის გამოსვლას ელოდებოდა. პირვლად უნდოდა მალე გასულიყო სახლიდან მეუნარგია. ჩაცმული გამოვიდა ოთახიდან და ცოლ-შვილს მშვიდობიანი დილა უსურვა, კოცნითაც დააჯილდოვა დედა-შვილი. საუზმე სწრაფად მიირთვა და სამსახურში წავიდა. ნელიკოს უკვე ეღვიძა და წიგნს კითხულობდა აივანზე. დედამთილთან ბავშვით ხელში გაიქცა და საიდუმლო მარტო მას გაუმხილა პირველს! -ვაიმე! ეს რა მითხარი შენ შემოგევლოს ჩემი თავი. კიდევ ერთი ასეთი დედი? ჩემი ლამაზი გოგო როგორ მაბედნიერებ ხოლმე! გინდა მეც წამოგყვები? -არა. ბავშვები დაიტოვეთ თქვენ, გავიგებ თუ არა პასუხს იმ წუთასვე დაგირეკავთ. -კარგი დედი მიდი და აუცილებლად დამირეკე. რა კარგი ამბავია, თქვენ გენაცვალოთ ნელიკო!_ თავისთვის ლუღლუღებდა და მიმავალ რძალს პირჯვარს სახავდა. მოსაცდელში ნერვიულად დადიოდა წინ და უკან. მის წინ ორი ახალგაზრდა გოგო ისხდა. ერთს ისე საყვარლად ქონდა მუცელი გამობერილი, მეორე კი აშკარად ახალი ორსულია. შიშით კი ეშინია,ხომ იცით! მეორე ბავშვი ასე უცებ, ცოტა სარისკოა. სასწავლებელშიც გაუჭირდება სიარული. თან სამ ბავშვ მოვლა არ უნდა? ჯერ იოანეც ძალიან პატარა, მაგრამ ჯობია ახლა იყოს ორსულად. ბავშვები ერთად დაიზრდებიან და უფრო კარგი დამოკიდებულება ექნებათ ერთმანეთთან. ისევ იმ საწოლზე დაწვა, იმავე შეგრძნებებით. დიდხანს უყურა ღიმილით სახეგაბადრულმა ექიმმა მონიტოს. ბოლოს სალფეტკი მიაწოდა და სკამზე გასწორდა. -თვინახევრის ორსული ხართ. ნაყოფი ჯანმრთელია, რაც მთავარია. სიახრულის ცრემლები წასკდა საწყალს. კიდევ ერთი სიყვარულის ნაყოფი მეუნარგიასგან. კიდევ ერთი მათნაირი, მათ სახლში. ხელები აუკანკალდა ნერვიულობისგან. ძლივს წამდოგა ფეხე, ისეთი დაბნეული იყო ვერაფრის კითხვა მოახერხა. საავადმყოფო გახარებულმა დატოვა. ახლავე,რომ წავიდეს და ქმარს ახაროს ახალი ამბავი? არა! უკეთესი ვარტიანტი აქვს. ერთ კვირაში მეუნარგიას დაბადების დღე აქვს და საჩუქრად შვილს აჩუქებს. ასე იზავს,მანამდე კი ნელიკოს უნდა უთხრას ახალი ამბავი. ტელეფონით დარეკვას, პირდაპირ თქმა არჩია. პირველივე ტაქსში ჩაჯდა და სახლში წავიდა. შინ მისულს მაკა იქ დახვდა, ნელიკოს უკვე მოესწრო მისთვის დარეკვა. ისევ იგივე მეორდებოდა. ნელიკო ხელს არაფერზე არ აკიდებინებდა. მაკაც სულ მათთან იყო და ბავშვების მოვლაში ეხმარებოდა. ახლა უკვე აღარ ეშინია, დედა და დედამთილი არაფერს გაუჭირვებენ. ბაქარისთვის სიმართლის დამალვა საშინლად უჭირს. ძლისვ იკავებს თავს,რომ ხმამაღლა არ იყვიროს. ბაქარი კი ვერაფერს ხვდება! ერთი კვირა ტანჯვა წამებაში გავიდა. მთელი დღე ეკლებზე იჯდა, შაბათი დღეა და მეუნარგიაც სახლშია. ნელიკო შვილის შეუმჩნევლად ეჩხუბებოდა რძალს, ბევრს ნუ მოძრაობო. რა გააჩერებდა როცა ამდენი რამ გასაკეთებელი აქვს. სუფრა რომ გააწყეს მერე თვითონ შევიდა გამოსაპრანჭად. საღამოს უკვე ყველა შეკრებილიყო. ძმაკაცების სრული შემადგენლობით აღნიშნავდნენ ოცდამეთვრამეტე დაბადების დღეს. ოდნავ,რომ მოეკიდა მეუნარგიას სასმელი მიხვდა,რომ დრო იყო ეთქვა. ცოტაც რომ მოეცადა მთვრალი ქმარი ხვალამდე ვერაფერს ვერ დაიმახსოვრებდა. ოთახში შეიყვანა და საწოლზე მოწყვეტით დასვა. -ხომ კარგად ხარ მაშო? -ასე კარგად ბოლოს როდის ვიყავი არ მახსოვს. -გუშინ საღამოს!_ შეახსენა ცოლს და თვალებში ჭინკები აათამაშა. -ეგ სხვანაირი ბედნიერება იყო! -აბა გისმენ. საწოლზე გადაწვა მეუნარგია და ცოლს მიაჩერდა. ენადაბმული სიტყვებს თავს ვერ უყრიდა. არადა დილიდან მოყოლებული ვარჯიშოდა. ქმარს გვერდით მიუწვა და ხელი მუცელზე დაადებინა. სასმელმოკიდებულ მეუნარგას რეაქცია არ ქონია. ფხიზელი,რომ ყოფილიყო შეიძლება მიმხვდარიყო რა განზრახვაც ქონდა ცოლს,მაგრამ ახალ თუ არ დაუმარცვლე ისე ვერაფერს გაიგებს. -ორსულად ვარ! გახარებულმა წამოიძახა და ქმარს მიაშტერდა. თვალის გუგეები გაუფართოვდა ბაქარს. მაშოც მუცლიდან ხელი სწრაფად აიღო და დააშტერდა. ალბათ გააზრება უჭირდა. მაშოს თვალებანთებულმა შეხედა და გაიცინა. გრძნობებით დამძიმებული ხმა ისმოდა ოთახში. მეუნარგიამ მუცელზე თავი მიადო და გაისუსა. პატარას სუნთქვას უსმენდა! -სქეს მეოთხე თქვეში უეჭველი გავიგებთ!_ კატეგორიული იყო ბაქარი. მაშომ გაუცინა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია._ ასე მალე არ ველოდი მართლა. -თუშეთში ვგრძნობდი ამ პატარას უკვე. -როდის გაიგე? იყავი ექიმთან? -ერთი კვირის წინ. -ამდენხანს მიმალავდი? -ორიგინალურად დაბადების დღისთვის._ნიშნისმოგებით ჩაუკრა თვალი და ლოყაზე მხაურით აკოცა. -შენ უფრო ორიგინალური გამოგივიდა! _ოდნავ გაბუსხლი ხმით თქვა მეუნარგიამ და ცოლი ჩაიხუტა. -ქმარმა მასწავლა! მერე? მერე იყო ისევ ჭირვეულობით გადაგორებული ცხრა თვე! ბაქარის დატანჯული და დაღლილი სახე, ცოლის პრეტენზებზე, ღამის ოთხ საათზე,მაგრამ იტანდა! და კიდევ აიტანს რამდენჯერაც უფალი ამის შასნს მისცემს! კამათი,რომელიც ორივეს დიდ ბედნიერებას ანიჭებდა! ჩხუბიც, მათთვის საყვარელი შერიგების სცენით,რომ მთავრდებოდა! ოთახში განმარტოვებულები! ის და მეუნარგია! დასასრული. ~~~~~~~~~ ერთ დროს 30 თავიანი ისტორია დღეს 9 თავში ჩავატიე. :დდდ ამ თავისთვის სამწუხაროდ არ გადამიხედავს და უაზროდ, უსაზღვროდ ბევრ შეცდომას წააწყდებოდით ვიცი და ამისთვის ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით. არც ისე იყო უშეცდომო, მაგრამ ახლა უარესი და უარესი... ასე მშვიდად და წყნარად დასრულდა ეს ამავი და მე ისევ არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ, ძალიან მიხარია რომ კითხულობდით. <3 როგორც კი 24 საათი გავა ახალი (ძველი) ისტორიის ატვირთვას დავიწყებ. <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.