შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საოცნებო პრიზები შეყვარებისთვის (დასასრული)


30-09-2017, 13:33
ავტორი M-morieli
ნანახია 2 027

თავმოყრილი საზოგადოების მზერა კარისკენ იყო მომარათული. პირველი შემთხვევა იყო როდესაც საზოგადოების თავშეყრის ადგილას, იქნებოდა ეს გამოსაშვები საღამო თუ უბრალო წვეულება, სანდრო ტვილდიანი შემოვიდა და ხალხის ინტერესნარევი მზერა მასზე კიარა მისი მეწყვილის სახეზე დათარეშობდა.
თორმეტი წელი ერთ საზოგადოებაში ტრიალებდა და ახლა ვერავინ ცნობდა, თვით მარი და ნუცაც გაოცებული სახით შეჰყურებდნენ კეტების, ჯინსის შარვლის, თავისუფალი მაისურის და განუყრელი კეპის ნაცვლად, ლამაზი ვარცხნილობით და მაკიაჟით, მაღალ ქუსლიანსა და საღამოს კაბაში გამოწყობილ მიას. რა უნდა თქვა მართლაც სასწაული იყო. ამდენი ყურადღება არასდროს გამოუწვევია მიას სტილს. ეს ხელოვნური საზოგადოება, როგორ შეიძლება შეცვალოს სტილმა ადამიანებს შორის დამოკიდებულება- გულში ირონია ნარევი ხმით გადახედა შეკრებილ საზოგადოებას და ბიჭების დახამებული მზერაც ადვილად დააფიქსირა.
-წავიდეთ- სანდროს ხმამ გამოიყვანა ფიქრებიდან და მრგვალ მაგიდას მიუსხდნენ სადაც მარის, ნუცას, დუდას და დამიანე ისხდნენ. ლამაზად იყო გაფორმებული დარბაზი. მრგვალი მაგიდები თეთრ და წითელ ფერებში იყო გაფორმებული, მაგიდებს წითელი ვარდები ამშვენებდა.
-ის კი თქვი სტილის შეცვლას ვაპირებო მაგრამ ამასაც არ ველოდი- გაოცებას ვერ მალავდა მარი.
-ულამაზესი ხარ მია- თბილად გაუღიმა დამიანემ.
-ამას გვიმალავდი გოგოო- სილაღეს არ კარგავდა დუდა.
-ამოიღე გოგო ხმა- იდაყვი გაკრა მარიმ ნუცას,რომელიც ჯერ ისევ მიას ათვალიერებდა.
-მაცადე გოგო ძლივს ადამიანის გარეგნობა მიიღო და ვუყურებ ცოტახანს- თვალმოუცილებლად წაიბურტყუნა და მარის ხელი აუქნია. ბავშვების რეაქციამაც არ დააყოვნა და მთელი მაგიდა ახმაურდა. მთელი საღამო მხიარულებაში გაატარეს ბევრიც იხალისეს.
-მია შეიძლება გეცეკვო?- მაგიდას მიუახლოვდა გიორგი, მიას ერთერთი კლასელი, რომლის დახამებული მზერა მიამ შემოსვლისთანავე შეამჩნია.
-რათქმაუნდა- უხასიათოდ უპასუხა და უკან გაჰყვა.
-ძალიან ლამაზი ხარ, ვერც კი გიცანი.- წელზე შემოხვია ხელი და ახლოს მიიზიდა. მია შეიჭმუხნა და უღიმღამოდ გაუღიმა.
- აქამდე არ შემიმჩნევია შენი სილამაზე- უფრო ახლოს მიიწევდა გიორგი.
-ახლაც არ უნდა შეგემჩნია, წადი შენ მეწყვილეს მიხედე და ჩემსას თავი დაანებე- მხარზე დაჰკრა დაძარღვული ხელი სანდრომ, გიორგი უსიამოვნოთ შეიშმუშნა და უხერხულად მოსცილდა წყვილს.
-რა სიუხეშე იყოო?- ხელოვნურად გაიოცა მიამ.
-როცა საჭიროა.- გაუცინა სანდრომაც და ახლა თვითონ მიიზიდა მია. მელოდიის დასრულებისთანავე მაგიდას დაუბრუნდნენ.
-სანდრო წამო რა ძმა ცოტახანს გარეთ- სანდროსთან მივიდნენ ბიჭები და გარეთ გაიყვანეს.
- მოკლედ ოთხი თვის წინანდელი ნიძლავი გემახსოვრება თუ არა მაგას აღარც გკითხავთ აშკარად გახსოვს. მილოდინსაც კი გადააჭარბა შედეგმა- გაეცინა დუდას- ხო და დამსახურებული ჯილდოც ჩაიბარე- გაკრეჭილმა უთხრა და ეზოში შემომავალ brabus cabriolet-ისკენ გაახედა რომელიც დამიანეს მოჰყავდა, მანქანა მის ფეხებთან გააჩერა, გადმოვიდა და გასაღები ესროლა.
-ჩაიბარე, დამსახურებულია-გაუციმა დამიანემაც.
სანდრომ დაპროგრამებულივით დაიჭირა გასაღები და მანქანისკენ დაიძრა. ზუსტად იმ წამს საოცნებო მანქანას ხელით ეხებოდა და უფრო მეტიც მის საკუთრებას წარმოადგენდა.
-მია წამოდი გარეთ ცოტა ხანს- ნუცა მივიდა მიასთან, ისიც მათ გაჰყვა.
-რა ხდება?- გარეთ გასვლისას დასვა კითხვა.
-დამსახურებული ჯილდო უნდა გადმოგცეთ- გაუცინა ნუცამაც და ეზოში yamaha R1_ზე თავმომწონედ შემომჯდარი მარი შემოვიდა და მოტო მიას ფეხებთან გაჩერა.
-ბოლოჯერ დავჯექი ამ რაღაცაზე- შეუღრინა მარიმ, მაგრამ მალევე გამხიარულდა მიას გაოცებულ სახეს და აციმციმებულ თვალებს რომ წააწყდა.
- რაიყო გადაიფიქრე პრიზის აღება?- გუცინა ნუცამაც.
-ეს, ეს ჩემია?- ემოციებში იყო მიამ.
-ე გოგო გამომართვი თუ იღებ თორე წავიღებ უკან.- შეუბღვირა მიას
-ხო ხო ახლავეს- საჩქაროდ გამოართვა გასაღები და გრძნობდა გაოცება ენით აღუწერელ ბედნერებაში როგორ გადადიოდა.
-არა ვაღიარებ ნამდვილად დაიმსახურე- გაეცინა მარისაც.
მიასკი სევდა შემოაწვა მან ხომ მეგობრები მოატყუა, მიუხრდავად იმისა რომ არანაირი წესები არ არსებობდა და ერთი მხრივ შეიძლება სულაც არ ჩათვლილიყი მოტყუებაში თავს მაინც დამნაშავედ გრძნობდა. მოტოს მოცილდა გოგონებთან მივიდა და თავდახრილმა სცადა საუბრის წამოწყება.
-იცით.. მე და სანდრომ მოგატყუ....
-ოო მოიცა რაა. კარგად ვიცით ჩვენ თქვენი შეთანხმებები და სისულეები. მთავარია ეგ თქვენი ვითომ სიყვარული სინამდვილედ იქცა დანარჩენი მეორე ხარისხოვანია- გაუცინა ნუცამ.
-რას სულელობ ნამდვილად არა ის. მოიცა საიდან გაიგეთ შეთანხმებაზე?
-ბავშვობიდან გიცნობთ და გგონია ასე ადვილად დავიჯერებდით რომ შენთვის საძულველ ადამიანზე ორ დღეში შეიცვლიდი წარმოდგენას?- ფრუტუნით ჩაილაპარაკა მარიმ.
-მერე პატარა გამოძიებაც ჩავატარეთ და ეგაა- დაუმატა ნუცამაც.
- და არაფერს ამბობდით?- გაოცებული იყო მია.
-ვიცოდით ასეთი დასასრული რომ ექნებოდა- გაიცინა ნუცამ.
-ასეთი როგორი?- შეუბღვირა მიამაც.
-იცი შენც-თვალი ჩაუკრა მარიმ.- ჰე მიდი ახლა აღარ აპირებ გაატარო.
- კი კი ახლავეს. აბა ჰე წავედი მე- გაუცინა მიამაც და კაბაზე არც კი უფიქრია ისე მოაჯდა მოტოს და წამში გაუჩინარდა ეზოდან.
-გიჟია ეს გოგო- გაიცინა ნუცამ, მარის გვერდით ამოუდგა და მომავალი დუდასკენ და დამიანესკენ წავიდა.
- აბა რა ქენით?- იკითხა მარიმ.
-ჩავაბარეთ ვაჟბატონს პრიზი და წავიდა- გაიღიმა დამიანემ და მარის ხელკავი გამოსდო.
-ახსნები მაგანაც დაიწყო?- ნუცა ჩაერია საუბარში.
-კი და მოვაყუმარეთ ჩვენ- გადაიხარხარა დუდამ, დამიანეს თვალი ჩაუკრა და ნუცასთან ერთად შებრუნდა დარბაზში.
მია კი მიქროდა მთაწმინდისკენ, ამ სამი თვის განმავლობაში ამოჩემებულ ადგილს უნდა სტუმრებოდა.
და აი მივიდა. ფრხილად გადმოვიდა მოტოდან, ახლაღა მიხვდა თურმე რა აწუხებდა ამდენ ხანს. მაღალ ქუსლიანები გაიძრო და იქვე მიყარა. მოტოს მოუარა და მინდორზე ჩამოჯდა, ლამაზი სანახავი იყო ღამის თბილისი, ვარსკვლავებივით მოციმციმე პატარა განათებებით სავსე ქალაქი. გამეფებულმა სიმშვიდემ ფიქრებში გადაუშვა მია, რატომღაც მაშინვე სანდრო ამოუტივტივდა გინებაში, პრველად შეეჩეხა რელურად მომავალ სიმარტოვეს და გულში დიდი ტკივილი იგრძნო, პირველად გააანალიზა ასე ცხადად რომ დღეს მათი თამაში სრულდებოდა, ამ წუთას მთელი დიდებით წარმოუდგა სიმართლს და მასთან ისეთი დაუცველი იყო თავისი უსუსურობა შეზიზღდა. არ უნდოდა აღიარება მაგრამ მარი და ნუცა მართლები იყვნენ, ეს თამაში რეალობაში გადაიზარდა და დიდი ხანია ამას მიმხვდარიყო მაგრამ ოსტატურად უმალავდა საკუთარ თავს, ამ დროს კი ყველასთვის სააშკარაოზე გამოჰქონდა.
სიმყუდროვე გვერდიდან მომავალმა სითბომ დაურღვია.
-აქ რა გინდა?- ბოხმა ბარიტონმა დაარღვია დუმილი.
-ზედმეტად დავისაკუთრე ეს ადგილი- თვალი სივრცეს გააყოლა მიამ.
-გინდოდა გეთქვა დავისაკუთრეთ. აქამდე მარტო არასდროს მოსულხარ აქ, თანაც ეს ადგილი ერთად აღმოვაჩინეთ- უჩვეულოდ სითბო ჩამდგარი ხმით საუბრობდა სანდრო.
-იცი გოგინებმა მოტო მომიყვანეს- სევდიანი იყო ნუცა.
-შევამჩნიე, ლამაზია, მაგრამ ჩემს კაბრიოლეტს ვერ შეედრება- გაუცინა სანდრომ.
-შენც მოგიყვანეს მანქანა?- დასასრულისკენ მოახლოებამ თითქოს დაღი დაასვა მიას.
-კი.-მოკლედ მოუჭრა სანდრომ.
-გოგონებმა მითხრეს რომ ჩვენი შეთანხმების შესახებ იცოდნენ.
-ვიცი ბიჭებსაც გაუგიათ- ჩაეცინა სააანდროს.
-ესეიგი დასრულდა?- ხმაწართმეულა ჩაილაპარაკა მიამ.
-დასრულდა- პაუზით ჩაილაპარაკა სანდრომ- ეს ნიძლავი დასრულდა.-ღამის განათებაზე ეშმაკურად აუელვარდა თვალები
-რას გულისხმობ-დაინტერესებულმა გადახედა მიამ სანდროს გაცისკროვნებულ თვალებს.
-იცი რაღაც აზარტში შევედი და გადავწყვიტე ახალი ნიძლავი დამედო- გაეცინა სანდროს.
-ახლა რაღა ხდება- გაეღიმა მიასაც.
-მოკლედ ორი ძმაკაცი მყავს დუდა და დამიანე,ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, დუდამ შემომთავაზა ხალხს გაახსენე ცოტა თავი და ცოლი მოიყვანეო, თავიდან უარზე ვიყავი მაგრამ მერე დამიმ მითხრა ერთი გოგოა სულ ბიჭივით აცვიაო,ხოდა ის გოგო შენს გარეშე ვერ გაძლებსო, მეც დავინტერესდი ვინ იყო და ფოტო ვნახე და მომეწონა ასერომ გადავწყიტე ის ცოლად მოვიყვან.
-შენ სულ გააფრინეე- ფეხზე წამოხტა მია.
-რა გაყვირებს გოგო, შენც მოგეწონება კარგი გოგოა გაგაცნობ მერე გაუგებთ ერთმანეთს შენც ხო ქალბიჭა იყავი.- ეშმაკურად უცინოდა სანდრო.
-ანუ, მე მეგონა, მეგონა..-დაბნეულს აზრები სულ გაეფანტა.
-რა გეგონა შეზე ვამბობდი?-გადაიხარხარა სანდრომ.
- სულაც არა- გაეჯგიმა მია.
-არ გაინტერესებს რას ვიგებ ის გოგო ცოლობაზე თუ დავითანხმე?- სიცილი შეწყვიტა სანდრომაც.
-არაფერიც არ მაინტერესებს- შეუბღვირა მიამ.
- თაფლობის თვეს ბორა ბორაზე გავატარებ.- ყურადღება არ მიაქცია მიას დაბღვერილ სახეს.
-თუ წააგე?
-ერთი თვე ვარდისფრად უნდა შევიღებო თმა და ისე უნდა ვიარო- გაეცინა სანდროს.
-ისევ არ იხევენ უკან- გადაიკისკისა მიამ.
-ხო. და იმედია ამას არ დაუშვებ ხოო?- მიასკენ დაიძრა სანდრო.
-მე რა შუაში ვარ წადი და მოძებნე ის გოგო ეგებ მასაც ჰქონდეს დაქალებთან დადებული ნიძლავი- სიმწრით გაეცინა მიას.
-მოიცა კიდე დადე ნიძლავიი- შეჩერდა სანდრო.
-მე კიარა იმ გოგოს ეგებ ჰქონდესთქო, მეორედაც გაგიმართლებს.
-გამართლება შენს პასუხზეა დამოკიდებული- წარბები აუთამაშა სანდრომ.
-ვერ გავიგე? -თავი გაისულელა მიამ.
-დამეხმარები გადავურჩე მამაჩემის ჩაქოლვას და თმის ვარდისფრად შეღებვას- გაეკრეჭა სანდრო.
-მმმ. მოიცა დავფიქრდეე. მე რას მივიღებ სამაგიეროდ?- სიხარულს ძლივს მალავდა მია.
- რაღა გინდა მეტი ჩემზე უკეთესს რას მიიღებ.
-არაა არ მაწყობს.- ეშმაკობას არ წყვეტდა მია.
- თაფლობის თვეს ბორა ბორაზე გავატარებთ- გაუცინა სანდრომ და მიაკენ გადადგა ნაბიჯი.
-მოკლედ მე რომ არ გყავდე რაა. ბორა ბორას ხათრით დაგეხმარები- ენა გამოუყო მიამ.
- მხოლოდ მაგიტო?- ვითომ ეწყინა სანდროს.
-კიდევ იმიტომ რომ ის ქალბიჭა უშენოდ ვერ ძლებს - გაუცინა მიამ.
-მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ.
დასასრული.

ეს არის რაც მოვახერხე. მადლობა რომ კითხულობდით ♡
იმედია მოგეწონებათ.



№1 სტუმარი Guest ნინი

ჰაიმეე

 


№2  offline წევრი M-morieli

Guest ნინი
ჰაიმეე

კარგად გავიგო თუ ცუდად :დ

 


№3  offline მოდერი ენემი

აუუუ საოცრებაა kissing_heart kissing_heart

 


№4  offline წევრი M-morieli

ლიდია
მომეწონა მააგრააამ მინდოდა უფრო დიდი და გავრცობილი ყოფილიყო ამათი ნამდვილი სასიყვარულოურთიერთობა <3 საერთო ჯამში კაია

მადლობა მადლობა♡
ვიცი და მეც მინდოდა გაგრძელეაბ უბრალოდ ისე ცუდად ვიყავი ამდენსაც თუ დავწერდი არ მეგონა.
მადლობა რომ მოგეწონა გამახარე ♡♡

ენემი
აუუუ საოცრებაა kissing_heart kissing_heart

მადლობა♡♡

 


№5  offline აქტიური მკითხველი Anuki96

მეორეე ნაწილზეც იფიქრე აბა :)

 


№6  offline წევრი M-morieli

Anuki96
მეორეე ნაწილზეც იფიქრე აბა :)

ამ წუთას არ ვიცი ახალი ისტორიის წერა მაქვს დაწყებული. სრულიად სხვა რაკურსით ვწერ და მთლანად მასზე ვარ გადართული. მიხარია ასე თუ მოგეწონა მოგვიანებით ვიფიქრებ ამაზეც ♡♡ მადლობა შემოტავაზებისთვის♡♡

 


№7  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ke-sane
Anuki96
მეორეე ნაწილზეც იფიქრე აბა :)

ამ წუთას არ ვიცი ახალი ისტორიის წერა მაქვს დაწყებული. სრულიად სხვა რაკურსით ვწერ და მთლანად მასზე ვარ გადართული. მიხარია ასე თუ მოგეწონა მოგვიანებით ვიფიქრებ ამაზეც ♡♡ მადლობა შემოტავაზებისთვის♡♡

ისეთი გიჟი წყვილია მეორე ნაწილს იმსახურებენ თან ბორა ბორაზე

 


№8  offline წევრი M-morieli

Anuki96
ke-sane
Anuki96
მეორეე ნაწილზეც იფიქრე აბა :)

ამ წუთას არ ვიცი ახალი ისტორიის წერა მაქვს დაწყებული. სრულიად სხვა რაკურსით ვწერ და მთლანად მასზე ვარ გადართული. მიხარია ასე თუ მოგეწონა მოგვიანებით ვიფიქრებ ამაზეც ♡♡ მადლობა შემოტავაზებისთვის♡♡

ისეთი გიჟი წყვილია მეორე ნაწილს იმსახურებენ თან ბორა ბორაზე

ხო ეგეც მართალია :დ გავითცალისწინებ აუცილებლად ♡

 


№9 სტუმარი Guest wasp

http://geoclas.top/index.php

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent