წუხელ მე ჩემი ყველა სტროფი მივყიდე ეშმაკს ...
დღეს სხვის აქ ყოფნას შენი წასვლის მწარე სუნი აქვს და წვეთებად სდის ჩემს ოთახში სისხლი დარაბებს. გიმსახურებდი ასე კარგს და ღმერთით გულიანს, მაგრამ იესოც არ დაინდეს ... ჯვარზე გააკრეს. რაც შენ წახვედი სიმწრის ობი მოედოთ კედლებს, ეს მონატრება ჩემს არსებას სიცოცხლეს აცლის. ერთხელ მოვკვდი და მოგიკვდები კიდევაც ბევრჯერ და თუ ისურვებ დამიბრუნდი (მზეს სხივებგაცლილს). ორჯერ ითოვა ჩვენს ქუჩაზე... ითოვებს კვლავაც, შექსპირს სონეტებს მოვპარავ და გეტყვი რომ მე ვწერ. შენი თვალების ბავშვურობა კვლავ გულით დამაქვს, იცი?! ერთ დღესაც დასრულებულ ლექსს დავწერ შენზე. წუხელ მე ჩემი ყველა სტროფი მივყიდე ეშმაკს, მივყიდე ეშმაკს (არ გეგონოს სანაცვლოდ ფულის). ის ახლა ჩემთვის ცოდვის ნიღაბს რითმებით ძერწავს და მის სანაცვლოდ ამპარტავნულ სახეებს მჩუქნის. და დღეს რომ ვწერდე (დაწყებულ ლექსს დავიწყებ ასე), გიმსახურებდი? ... უფრო მეტიც - ვერ შემიფერე! დამკარგე სითბოდაცლილი და გრძნობებით სავსე, (ავე მარია) კვლავ ავდგები დაცემის მერე. დღეს შენს არ ყოფნას იასამნის ნაზი სუნი აქვს, ჩამოვაშორე სისხლისფერი ჩემს თეთრ დარაბებს. ნუ დაბრუნდები.... არ შეწუხდე ჩემებრ გულიანს, სულზე უშენო ნაპრალები ვერას დააკლებს. ჩუმი 'პოეტესა' |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.