იყავი ჩემი საყვარელი [თავი 9]
სახლში დაბრუნებულ მაქსიმეს ნინია დივანზე წამოწოლილი დახვდა, ტელევიზორს უყურებდა და ხმას არ იღებდა. გერლიანმა მისაღები მოათვალიერა და მზერა ისევ ყენიაზე გადაიტანა. -ბარგი ოთახში გაქვს? -არა. _უკმეხად უპასუხა და ტელევიზორს ოდნავ აუწია. ქალის საქციელით გაღიზიანებულმა მაქსიმემ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და წინ დაუდგა. -რომ გეკითხები ნორმალურად მიპასუხე! -არ მაქვს მზად. _მხრები აიჩეჩა, ისე რომ მამაკაცისთვის ზედაც არ შეუხედავს. -თუ იმის გამო ამოალაგე ბარგი რომ ჩემს ტელეფონზე მეგიმ გიპასუხა ძალიან დიდი შეცდომა დაგიშვია და არ იფიქრო რომ შეგეხვეწები წავიდეთ-თქო. _მამაკაცის სიტყვების მოსმენამ უარესად გაამწარა. სწრაფად წამოჯდა დივანზე და ცინიკური ღიმილით ახედა გერლიანს. -აჰა, ე.ი. შენს ტელეფონზე შენი ყოფილი რომ მპასუხობს ეს ნორმალურია? -არა ნორმალური არ არის, მაგრამ ვთვლი რომ შენი მხრიდან მსგავსი ბავშვური საქციელი ძალიან არაადეკვატურია! -რატომ მიპასუხა მეგიმ? -ეჭვიანობის სცენებს მიმართავ?_შუბლშეკრულმა კითხა და მის წინ ჩამოჯდა. -არა, უბრალოდ მაინტერესებს რატომ მიპასუხა მეგიმ? ისევ ერთად ხართ?_კითხვას მთელი გული ამოაყოლა. მაქსიმეს ჯერ გაუქვავდა სახე, მერე დაკვირვებით შეათვალიერა თვალებჩაწითლებული ქალი და ბოლოს ცინიკურად ჩაიცინა. -შენი აზრით გათხოვილი ქალების მოყვარულს ვგავარ?_კითხვასთან ერთად გამომეტყველებაც შეეცვა, სახე ცივი და ზიზღით სავსე გაუხდა. ნინიამ უსიტყვოდ გაუქნია თავი და ტუჩები მოკუმა._ხოდა ადექი და ბარგი ჩაალაგე! -არც ამომილაგებია. _ნიშნის მოგებით ჩაილაპარაკა და ფეხზე წამოდგა._უბრალოდ ჩემოდანი გარდერობში შევდე. -მეც ჩავალაგებ და გავიდეთ. -ზუსტად მაგიტომ გირეკავდი, უნდა მეკითხა შენს ბარგს თუ გინდა მე ჩავალაგებ-მეთქი, მაგრამ... -ამაზე მეორედ აღარ ვისაუბროთ! ვერ ვიტან გათხოვილ და მითუმეტეს სხვის კაცებზე მონადირე ქალებს, ასე რომ მორჩი!_კატეგორიული ტონით გააფრთხილა და ფეხზე წამოდგა. >>> მაქსიმემ ჩემოდნები საბარგულში ჩადო და თავის ადგილზე მოკალათებულ ნინიას გვერდით მიუჯდა. მთელი გზა ეძინა, ზოგადად მგზავრობის დროს გამორიცხულია ფხიზლად იყოს, ერთადერთი როცა თვალი ვერ მოხუჭა ლილუსთან ერთად გერმანიამდე და იქიდან მგზავრობა იყო. თავისდაუნებურად ხელები მუცელზე დაიწყო, თავი კომფორულად მიადო სავარძლის საზურგეს და თვალები დახუჭა. რამდენჯერმე გამოაეღვიძა, მაგრამ იმ წამსვე იბრუნებდა ძილს. -ნინია, გაიღვიძე მოვედით. _მაქსიმეს შეხებამ და ხმამ გამოაფხიზლდა. -ასე მალე?_თვალებმოჭუტულმა შეათვალიერა გარემო და ტყეში ჩაფულილი სახლის დანახვისას თვალები სწრაფად გააფართოვა. _მოიცადე, გინდა თქვა რომ აქ დასვენება შესაძლებელია? მიუხედავად იმისა რომ ბუნება ძალიან უყვარს და ეს ადგილიც განსაკუთრებულად მოეწონა, მაინც ძალიან საშიში შესახედია ხის პატარა სახლი, გარშემო უზარმაზარი ხეები, წინ კი გაკრიალებული ცისფერი ტბა. საბოლოოდ რომ გამოფხიზლდა და გონს მოვიდა მერე უფრო აღიქვა ნანახი და გაოცებულმა პირი დააღო. -ეს ყველაფერი შენია?_ხმადაბლა, ჩურჩულით იკითხა და მთლიან სივრცეს მოავლო თვალი. გერლიანმა თავი დაუქნია და ჩემოდნები ხის კიბეებზე აიტანა. _ეს ტბაც?_ტკბისკენ წავიდა და მოკლედ გადებულ ფიცრებზე დადგა. -მანქანაში მეგის გამოტანებული საჭმელია და ამოიღე. _ჩემოდნები სახლში შეიტანა და ნინიაც დაასაქმა. ყენიამ წარბებშეჭმუხნულმა გადახედა სახლში შესულ მამაკაცს და მანქანისკენ წავიდა. საბარგულიდან საგულდაგულოდ შეკრული პარკი ამოიღო და სახლისკენ დაიძრა. -მაქსიმე. _სახლში შესულმა ხმამაღლა დაიძახა და თვალებით მამაკაცს დაუწყო ძებნა. ასეთ პატარა სახლში სად უნდა გაუჩინარებულიყო, ალბათ ჩემოდნები ოთახში შეიტანა. -შენგან ხელმარცხნივ სამზარეულოა და იქ შეიტანე. პარკი ხის მაგიდაზე დადო და სახლი მოათვალიერა. სახლი შიგნიდანაც ხის იყო, ყველაფერი ძველებული და საკმაოდ ანტიკვარი, ხეც განსაკუთრებული მონდომებით ჰქონდათ დამუშავებული. სამზარეულოში განთავსებული კარადები ჭაობისფერში ჰქონდათ გადაწყვეტილი, მაგიდა და საკამები ხის, მაცივარი თეთრი და დაბალი, გაზქურა ხეში იყო ჩასმული და მხოლოდ შავი თავი ჩანდა. მისაღები პატარა და მყუდრო, დაბალი ხის მაგიდა, ყავისფერი სამეული და კუთხეში მდგარი თხევადკრისტალური ტელევიზორი. კედლებზე რამდენიმე ნახატი და ნამუშევარი იყო განთავსებული, ძირითადად მასკები და გამოძერწილი ფიგურები. -ვიღაცას ძალიან ბევრი უმუშავია ამ სახლზე. _ხმამაღლა ჩაილაპარაკა და ერთ-ერთი კარიდან გამოსულ მაქსიმეს გადახედა. _ვისი გემოვნებითაა მოწყობილი?_ინტერესით იკითხა და კედლიდან თიხით გამოყვანილი ნიღაბი ჩამოხსნა. -ჩემი. _მოკლედ უპასუხა და დივანზე დაჯდა. -ხელოსანიც კარგი გყოლია. _ბოლომდე კომოლიმენტისთვის ვერ გაიმეტა მამაკაცი. -გმადლობ. _ცინიკური ღიმილით ჩაუკრა თვალი და კისერი დაატკაცუნა. -რაზე მიხდი მადლობას შენი ხელოსანი რომ შევაქე თუ გემოვნება რომ შეგიქე?_მის გვერდით დაჯდა. -ამ შემთხვევაში ორივეზე მე ვიხდი მადლობას. -არ მითხრა რომ ხელობაც გეხერხება და ეს ყველაფერი შენი გაკეთებულია?_აღტაცებულმა, ცოტა დაეჭვებულმა და გაკვირვებლმა კითხა. -შენი აზრით ფული საიდან მოდის?_სერიოზული გამომეტყველებით კითხა გერლიანმა. -შრომობ და გაქვს. -მართალი ხარ! თავისი ბიუჯეტის გაბერვება მარტივად აუხსნა და ფეხზე წამოდგა. -ჩვენი საძინებელი ის არის, იქ სააბაზანოა, სამზარეულო უკვე იცი. >>> საჭმელები და ნაყიდი პროდუქტები მაცივარში შეაწყო. როგორც სჩანს სახლს ვიღაცა სისტემატიურად ალაგებს, სხვა შემთხვევაში ხე ადვილად დაიმტვერება და მაცივარსაც ჩაუჯდება ჭუჭყი, როგორც სჩანს გერლიანი სისუფთავეს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს, რამხელა მანძილზეც არ უნდა იყოს. -ყავა არ გვაქვს? -არ გვიყიდია. -აუ. _ამოიზმუილა და საშაქრე უკან დააბრუნა. _სადმე ახლოს მაღაზია არ არის? -ერთი საათის სავალზე. -არ წამიყვან?_ეშმაკური ღიმილით დაიძრა მამაკაცისკენ. გერლიანმა სწრაფად გააქნია თავი და ტელევიზორის ყურება განაგრძო. _მაშინ მანქანა მათხოვე და მე წავალ. -დაიკარგები. -მოიცადე._გაოგნებულმა წამოიძახა და დივნის სახელურზე ჩამოჯდა. _შენ ხარ პირველი მამაკაცი რომელმაც მსგავს წინადადებაზე ასეთი პასუხი გამცა და არა როგორც ხდება ხოლმე... ”სადმე გადაიჩეხები”, “ამ კვირაში ტრავმატოლოგიურს ვსტუმრობთ” და ათასი მსგავსი სისულელე. მაქსიმემ წარბწეულმა გადახედა ყურებამდე გაკრეჭილს და თავი ხვნეშით გააქნია. -მართალი ხარ, ამ ტყიდან გზას ვერ გავიგნებ და შენ წამიყვანე, რა. _მუდარით მიუჯდა გვერდით და ნიკაპი მხარზე ჩამოადო. გერლიანმა ოდნავ მიატრიალა თავი ქალისკენ და დაკვირვებით შეათვალიერა, მერე მისკენ დაიხარა ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა და ფეხზე წამოდგა. -კიდევ მოიფიქრე რა გინდა, რამდენიმე დღე ქალაქში ჩასცლას აღარ ვაპირებ! >>> მაქსიმემ ტბასთან ორი სავარძელი დადგა, შუაში მათი სიმაღლის მაგიდა და პლედები გამოიტანა. ნინიამ ყავის ფინჯნები მაგიდაზე დააწყო და სავარძელში ფეხმორთხმული მოკალათდა. ტელეფონი ერთადერთხელ გამოიყენა, მემეს დაურეკა და ლილუს ამბები გამოკითხა, სხვა არაფერში არ დასჭირვებია და სურვილიც არ გასჩენია სოციალური ქსელი შეემოწმებინა, მითუმეტეს ახლა როცა მის ფეისბუქ გვერდზე ყველაფერი “ზანზარებს.” გაბადრული სახით გაჰყურებდა სივრცეს, მომენტებში თვალს მაქსიმესკენ აპარებდა და ტუჩის კუთხეში იღიმოდა. საშინლად სასიამოვნოა როცა იცი რომ შენში კიდევ ერთი ახალი სიცოცხლე ყალიბდება, როცა იცი რომ ეს პატარა შენი სხეულის და სულის ნაწილია, ხვდები რომ შენს გარეშე უძლური და დედამიწაზე ყველაზე უსუსურია, შენ კი ცდილობ რომ მის გამო ყველაფერი გააკეთო რაც ამ შემთხვევაში შეგიძლია. ორსულობის ეს ეტაპი ალბათ ყველა ქალისთვის ეთნაირია ყველა დაძაბულია, ამაღლებული, ბედნიერი და ამასთანავე სასოწარკვეთილი. ყველა ცდილობს წესებით იმოქმედოს და რამდენიმე კვირის, ან დღის ბავშვს პრობლემები არ შეუმქნას. ნინიაც ზუსტად ასეა, მიუხედავად იმისა რომ ყველანაირად ცდილობს მაქსიმესთვის შეუმჩნევლად იმოქმედოს. ჯერ წონაში მომატებული არ არის, არც მუცელი ეტყობა და არც ტოქსიკოზი აწუხებს ისე რომ გერლიანს ეჭვები გაუჩნდეს. გული წასვლა კი ნინიას ჩვეულებრივი დამახასიათებელი ქმედებაა რომელიც ორსულობამდეც ხშირად სჭირდა. რაც შეეხება გულისრევას სულ რამდენჯერმე შეაწუხა, ისიც მსუყე ჭამა და ეს ბუნებრივი იყო. პლედის ქვეშ თითები შეაცურა და მუცელზე მოისვა, თან დაძაბული ცდილობდა ხელები ზედმეტად არ ემოძრავებინა. თავს ცუდად გრძნობს, გონია რომ ძალიან დიდ შეცდომას უშვებს, მაგრამ ვერ ხვდება რა უკეთესია, როგორ ჯობია და საერთოდ რა უნდა გააკეთოს ქალმა მის მდგომარეობაში. მაქსიმეს რომ სიმართლე უთხრას პასუხის მოსმენის ეშინია, არ უნდა გერლიანმა წარმოდგენა შეუცვალოს. არადა არ გავს უგრძნობ, ცივ და ბოროტ ადამიანს. უბრალოდ შვილი, ეს სულ სხვა განზომილებაა კაცებისთვის. ზოგ კაცს საყვარელი ქალისგან რომ ყავს ბავშვი ის აბრკოლებს და აშინებს და მაქსიმეს ვიღაცა დაქირავებული საყვარლისგან... რა სისულელეა! ამაზე აღარც კი უნდა იფიქროს. ცოტახანი მოიცდის, გრძნობების გამოხატვისგანაც შეძლებისდაგვარად შეიკავებს თავს და მერე მაქსიმეს სამუდამოდ ჩამოშორდება თავის პატარა ბახალასთან ერთად. -აქ მარტო მოდიხარ ხოლმე?_ხმადაბლა კითხა და განათებულ ტბას გახედა -აქ ბოლოს 1 წლის წინ ვიყავი ლევანთან ერთად. რაღაცნაირად კმაყოფილს ჩაეღიმა, ესიამოვნა მეგის სახელის გაგონება რომ არ მოუწია, მართალია გერლიანს უკვე ნათქვამი ჰქონდა რომ იმ ქალთან ერთად ამ სახლში არ ყოფილა, თუმცა... -ამ სიტუაციაზე ჩემი თავი გამახსენდა. _მოულოდნელდ ალექსანდრესთან გატარებული სამი დღე გაახსენდა. _ჩემი ყოფილი შეყვარებულის ბებიის სახლში ვიყავით სამი დღე, სოფლის სახელი აღარ მახსოვს..._სიცილით ჩაილაპარაკა და განაგრძო._ძალიან უცნაური სახელია და ვერასოდეს ვერ ვიმახსოვრებ. სიტუაცია თითქმის მსგავსი იყო, მარტო ჩვენ ორნი, გარშემო სულ ბუნება და სიჩუმე, თუმცა მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და ბევრი რამ არ მესმოდა. -ახლა დიდი ხარ?_ცინიკური ხმით იკითხა გერლიანმა. -შენ წარმოიდგინე და შენზე სამი წლით უმცროსი ვარ. _შუბლშეკრულმა შეუღრინა და თვალები დააწვრილა. -ახლა სად არის შენი ყოფილი? -არ ვიცი, ალბათ ცოლთან და შვილთან. ალექსანდრეს ოჯახის გახსენებამ გააბედნიერა, როცა წარმოიდგინა როგორი მოსიყვარულე მამა და ქმარია მისი ყოფილი... რომ არა ნინიას უკარება ხასიათი შეიძლება ახლა ალექსანდრესთან ერთად შესანიშნავი ოჯახი ჰქონოდა, ლამაზი კიკინებიანი გოგონები და ფეხბურთის მოყვარული ბიჭებით. მაგრამ ზუსტად იცის რომ მასთან გაწყვეტილ ურთიერთობას არ ნანობს და არც არასოდეს არ ინანებს, მიუხედავად იმისა რომ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. არსებობენ ადამიანები და არსებობს ურთიერთობები რომლებიც აუცილებლად უნდა დასრულდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარ თავს დაკარგავ და მოგიწევს არარსებული ცხოვრებით ცხოვრება. ზუსტად ეს იყო მიზეზი მათი დაშორების, ერთმანეთით დაიღალნენ, მიხვდნენ რომ ეს არ იყო ის სიყვარული რომელიც წლების განმავლობაში ძალიან ბევრ დარტყმას გაუძლებდა და არ დაიფშვნებოდა. მათ ასაკში ბევრი გარდატეხა ხდება, ნინიაც ჩამოუყალიბები იყო, ალექსანდრე ბიჭისთვის შეუფერებელი ასაკის, რომელიც ოჯახზე ფიქრს საერთოდ ვერ უნდა ბედავდეს. ბევრმა წვრილმანმა და ბევრმა პრობლემამ განაპირობა მათი დაშლა, მაგრამ საბედნიეროდ არცერთს გამოუახტავს აგრესია, მტობა და ერთმანეთის სიძულვილი. დღემდე შეუძლია ალექსანდრეს იმედი ჰქონდეს, ყოველთვის ეცოდინება ვის უნდა დაურეკოს გასაჭირში, მაგრამ ისიც ეცოდინება რომ მეგობრები ვერასოდეს ვერ იქნებიან! -რატომ არ გაყევი?_ფიქრებიდან გერლიანის კითხვამ გამოაფხიზლა. -არ მინდოდა, თანაც რომ გავყოლოდი მერე შენ ვის გადაუხდიდი 100 000?_მეგრული გამომეტყველებით კითხა და ცალი თვალი ირონიულად ჩაუკრა. _შენ რატომ არ მოიყვანე მეგი?_სწრაფად დაისერიოზულა ხმა, წელში გასწორდა და პასუხს ისეთი გამომეტყველებით დაელოდა, თითქოს მაქსიმესგან ამ თემაზე საუბრის სურვილზე უარი არასოდეს მიუღია. -მერე შენ ვინ გადაგიხდიდა 100 000?_ნიშნის მოგებით გამოაჯავრა მაქსიმემ და ფეხზე წამოდგა. _სახლში შევიდეთ, აცივდა და არანაირი სურვილი მაქვს გაციებულ ქალთან ერთად ვიცხოვრო დარჩენილი 3 კვირა. დილით ადრიანად წამოფრინდა ფეხზე, მაქსიმეს მაისური გადაიცვა, ფეხზე გრძელი წინდები ამოიცვა და სამზარეულოში გავიდა საუზმის გასამზადებლად. ძალიან ბევრჯერ უფიქრია როგორ სიტუაციაში მოუმზდებდა საყვარელ მამაკაცს საუზმეს, სადილს და ვახშამს. ბევრჯერ იმაზეც უფიქრია რომ ამას მამაკაცის მაისურში და შორტში გამოწყობილი გააკეთებდა, ზუსტად ისე როგორც ახლაა და ამისგან მაქსიმალურ სიამოვნებას მიიღებდა. გაბადრული სახით ათქვიფა კვერცხი. ბოსტნეული წვრილად დაჭრა, ოდნავ დაბრაწა, ძეხვთან ერთად კვერცხში შეურია და ტაფაზე ააშიშხინა. ნაბიჯების ხმაზე უკან მიტრიალდა და ოთახიდან გამოსულ წელზევით შიშველ გერლიანს ნერწყვმომდგარი დააკვირდა. დაბნეულმა თვალები მაგრად დახუჭა და აზრზე მოსასვლელად მარჯვენა ფეხი მარცხენა ფეხზე მიირტყა, თუმცა ამანაც არ უშველა. რადენი დღეა ამ კაცთან ერთად იძინებს და იღვიძებს, არც მისი შიშველი სხეულია მისთვის უცხო ხილი, თუმცა აფორიაქებული ქალის დამშვიდება არცთუ ისე ადვილი საქმეა. -მე მგონი ცოტა აცივდა და უმჯობესია ჩაიცვა. _ჩახლეჩილი ხმით ამოილუღლუღა და მსუბუქად ჩაახველა. -მერე შენ რას მიკეთებ?!_შუბლშეკრულმა კითხა და მისკენ წვიდა. ნინიამ გაკვირვებულმა დააკვესა თვალები. _გამათბე! _განუმარტა და ორივე ხელი მაგრად მოხვია. -ახლა? კეკლუცურად კითხა და ფეხისწვერებზე აიწია. მაქსიმემ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და მის მომქედებას დაელოდა, არც ნინიამ დააყოვნა ტანით მამაკაცისკენ გადაიხარა და ბაგეებზე მსუბუქად შეეხო. ეს პირველი შემთხვევა როცა მისი კოცნის სურვილმა ასე მძაფრად შეიპყრო და გრძნობების მოთოკვა ვეღარ შეძლო. სიმართლე რომ გითხრათ არც უცდია, რაც მოუნდა ის გააკეთა და მე მგონი ამით ორივე კმაყოფილი დარჩა. მაქსიმემ ხელები თეძოებზე გადააცურა და თითები მძალვრად მოუჭირა. ნინია ოდნავ მოშორდა მამაკაცის ბაგეებს და ჩუმი კვნესა აღმოხდა ოდნავ გახსნილი ტუჩებიდან. -ვისაუზმოთ და ტყეში გავიდეთ. _გერლიანი სწრაფად მოშორდა ნინიას სხეულს და მაგიდისკენ წავიდა. ყენიამ ბაგეებზე თითები მიიდო, ხმით ჩაიღიმა და მამაკაცისკენ მიტრიალდა. >>> -თბილისში ხალხი სიცხისგან იწვის და მე იმაზე ვფიქრობ კიდევ რა ჩავიცვა._სიცილით ჩაილაპარაკა და მაქსიმეს სპორტულის მოსაცმელში გახვეული ხის მორზე ჩამოჯდა. -დაიღალე?_შუბლშეჭმუხნულმა კითხა და გარშემო მიმოიხედა. -ცოტა. _თავი დაუქნია და მუხლი დაიზილა. _ფეხით ამდენ სიარულს არ ვარ მიჩვეული. -იმიტომ რომ ზარმაცი ხარ. _სწრაფად გასცა პასუხი გერლიანმა და ფეხზე წამოაყენა. -მე ვარ ზარმაცი?_აღშფოთებულმა ჩაილაპარაკა, მამაკაცის ხელები მოიშორა და დოინჯი შემოიდო. მაქსიმემ უარეაქციოდ დაუქნია თავი და გზა განაგრძო. _მართალი ხარ!_მოულოდნელად ეშმაკური ღიმილით ჩაილაპარაკა, ისევ ხის მორზე ჩამოდო საჯდომი და ფეხი ფეხზე დაიდაიდო. _ზარმაცი ვარ და ფეხით სიარული მეზარება. _მშვიდი გამომეტყველებით “დაუდასტურა” ერთ ადგილზე გაჩერებულ გერლიანს. -ცოტახანი დამელოდე და ლიმუზინს მოგიყენებ. _ცინიკური ღიმილით ჩაიქირქილა და ქალისკენ მიტრიალდა. -რა ჭირად მინდა ლიმუზინი, როცა ლიმუზინივით ზურგი გაქვს და იაგურის მსგავსი მკლავები. _თვალების ფახუნით ჩაიჩურჩულა და ნაზი ღიმილით მიანიშნა რაზეც “ენამიოკებოდა.” -სანამ თავად არ მომინდება შენი ხელში აყვანა, გამორიცხულია, როგორი ზარმაციც არ უნდა იყო!_არც მაქსიმემ დაუთმო და მის გვერდით ჩამოჯდა. -ჰო, მაგრამ მალე დაღამდება და სახლში მისვლაც ხომ უნდა მივასწროთ?_ტუჩგადატრიალებულმა კითხა და ცალი წარბი ასწია. -ტურების გეშინია?_სერიოზული გამომეტყველებით კითხა და ტყე მოათვალიერა. -არიან?_დაფეთებულმა, გაპარული ხმით იკითხა და ოდნავ წამოიწია. _არ ვარ ზარმაცი, ძალიან ჯანიანი ვარ, შეგვიძლია წავიდეთ!_როცა დააფიქსირა რომ მაქსიმე მიმიკას არ იცვლიდა, სწრაფად წამოხტა ფეხზე, წელში გაიჯგიმა და სიტყვები ერთმანეთს მაიყარა. _ჰე, წავედით. _ძალაზე მოსულმა წამოიძახა და თავისი ჭკუით სახლისკენ მიმავალი ბილიკისკენ მიტრიალდა. -მადნდეთ ბევრი ტურაა. _მაქსიმემ შუბლშეკრულმა ჩაილაპარაკა და გოგონას საპირისპირო მხარეს წავიდა. ნინია სწრაფად მიტრიალდა მისკენ და ჩქარი ნაბიჯებით დაეწია. >>> -ტურები მართლა არიან?_დივანზე წამოწოლილს მიუცუცქდა და შეშინებული თვალებით დახედა. -ნუ ნერვიულობ ვეტყვი და არ წაგიყვანენ. -საზიზღარო!_მიხვდა რომ გერლიანი ზუსტად ისე აშინებდა როგორც ნინია აშინებს ხოლმე ლილუს. გაბრაზებულმა წარბები შეჭმუხნა და მამაკაცის გვერდით ჩამოჯდა დივანზე. _მიიწიე! უკმაყოფილო სახით გადახედა წამოწოლილ მაქსიმეს და საჯდომი მამაკაცის მუცელს ოდნავ მიაჭირა. მოულოდნელად გულის რევის შეგრძნება დაეუფლა, ყველანაირად შეეცადა მშვიდად ამდგარიყო ფეხზე და შეუმჩნევლად წასულიყო სააბაზანოსკენ, არ ვიცი ეს რამდენად გამოუვიდა, მაგრამ ფაქტია მაქსიმე უკან არ გაყოლია. უნიტაზზე გადაყუდებულმა სული რომ მოითქვა თავი ოდნავ უკან გადასწია და სააბაზანოს კარს გახედა. -მადლობა ღმერთს._დამშვიდებულმა ჩაიჩურჩულა, ფეხზე წამოდგა და სახეზე ცივი წყალი შეისხა. ასე გაგრძელება შეუძლებელია პირველ ტრიმესტრში განსაკუთრებული ტოქსიკოზი ექნება, მაქისმეს კი დიდი ხანი ვერ დაუმალავს. ჯერ კიდევ ძალიან დიდი დროა მამაკაცთან განსაშორებლად, სამი კვირის განმავლობაში კაცმა არ იცის რამდენჯერე შეაწუხებს გულის რევის შეგრძნება და რამდენჯერ დაეხვევა თავბრუ. ყოველთვის ასე ხომ ვერ მოითმენს და მოთოკავს?! აცახცახებული ხელები სახეზე აიფარა და ღრმად ამოისუნთქა. >>> -ტოქსიკოზმა მომიმატა. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა და სამზარეულოს ფანჯრიდან ტბასთან მდგარ მამაკაცს გახედა. -მაქსიმემ შეგატყო რამე? -ჯერ არა._თავი გააქნია და მისაღებისკენ მიტრიალდა. _მეშინია რამე ისე არ მოხდეს... -ზუსტად მაგიტომ მგონია რომ მაქსიმემ სიმართლე უნდა იცოდეს. და ეგეც რომ არ იყოს... ნინია, მაქსიმე მაგ ბავშვის მამაა. -ვიცი, მაგრამ არ შემიძლია. ისიც ვიცი უკანასკნელი ქალივით რომ ვიქცევი, არ უნდა ვმალავდე, ძალიან არასწორია თუმცა სხვა გზა უბრალოდ არ მაქვს. რა ვუთხრა მუცლით შენს შვილს ვატარებ და როგორც გინდა ისე იზრუნე ჩვენზე-თქო?! არ გამოვა! -მაშინ მოგიწევს 3 კვირის განმავლობაში უნიტაზთან ისე დამეგობრდე რომ გერლიანმა ვერაფერი შეგატყოს. _ბოლოს მაინც თავისებურად “მიგესლა” და ტელეფონი გაუთიშა. -სადილი მზად არის. _სამზარეულოს ფანჯრიდან გასძახა მამაკაცს და გაზი გამორთო. -ეზოში გავიდეთ. _სახლში შესვლისთანავე ჩაილაპარაკა მაქსიმემ და თეფშები უკანა ეზოში გასასვლელი კარისკენ წაიღო. >>> -ლილუ დამალაპარაკე. -დღეს ექიმთან რომ ვიყავით იქიდან გირეკავდა, მაგრამ არ გამოდიოდა. -ხო, აქ ყველგან არ იჭერს ტელეფონი. -ლილუ, მოდი ნინიაა. _ხმამაღლა დაიძახა მემემ, გარკვევით გაიგონა როგორ გაიქცა ლილუ ტელეფონისკენ და ხმამაღლა გაეცინა. -ნი..._ბედნიერმა დაიძახა დის სახელი. ლილუს ხმის გაგონებისას თითქოს ყველა და ყველაფერი გადაავიწყდა, თავიდან დაიბადა და ჰაერიც უფრო თავისუფლად ჩაისუნთქა. ბავშვთან სიახლოვე ძალიან აკლდა, მისი ხმა, სუნი, სუნთქვა, ღიმილი და საერთოდ ყველაფერი. ლილუს ხმის გაგონებისას ავსებული გული საოცრად აუჩქარდა. წამით ყველანაირი არსებული პრობლემა და ნერვიულობა გადააწვიყდა, სულიერად დაამშვიდა დის ხამამ. -როგორ ხარ?_ბედნიერმა ღიმილით კითხა და სკამზე ჩამოჯდა. -ძალიან მომენატრე. _მოწყენილმა ამოილაპრაკა. -მეც, ვეცდები დროზე ადრე ჩამოვიდე. -ნი, ახლა უნდა წავიდე, დეიდას ლევანიკოსთან მივყავარ. _სწრაფად წამოიძახა და გამხიარულებულმა დაუბრუნა დეიდამისს პასუხი. _ნინიას ვემშვიდობები და მოვდივარ. -კარგი მიდი და იცოდე ჭკუით. ტელეფონი გათიშა და სამზარეულოს კართან მდგარ გერლიანს გადახედა. მამაკაცმა რამდენიმე წუთი დადუმებულმა უყურა, მერე ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და სახლიდან გავიდა. უკან დაბრუნებული პირდაპირ ნინიასკენ წავიდა და გვერდით მიუჯდა. ყენიამ ღიმილით შეათამაშა წარბები და თავი მხარზე დაადო. -ხომ არაფერს არ ვაკეთებთ, მაგრამ მაინც ძალიან მომწონს აქ. _ჩურჩულით ჩაილაპარაკა და ცალი თვალით ახედა. მაქსიმემ ცალი ხელი წელზე მოხვია და სხეულზე მჭიდროდ მიიკრა. ძალიან დიდი სიამოვნებით იქნებოდა ასე რომ იცოდეს რას გრძნობს გერლიანის მიმართ, ან მამაკაცი რას გრძნობს ნინიას მიმართ. ზოგჯერ უნდა რომ საკუთარი თავი ბედნიერ ქალად წარმოიდგინოს, ქალად რომელსაც ყველაფერი აქვს იმისათვის რომ სახიდან ღიმილი არ შორდებოდეს. >>> დივანზე წამოკოტრიალებული ტელევიზორს უყურებდა და ფიქრობდა. ყველაფერი სხვანაირად რომ ყოფილიყო და მაქსიმე სხვა სიტუაციაში გაეცნო, ლილუს ამბავიც უბრალო სიზმარი ყოფილიყო და ის 100 000 არ არსებობდეს მათ ცხოვრებაში. ხომ შეიძლებოდა გრძნობებით მომხდარიყო ყველაფერი, ერთმანეთი შეყვარებოდათ და ახლა ბავშვის არსებობით ორივე ბედნიერი ყოფილიყო, მაგრამ მე მგონი ასე ადვილად ისტორიებშიც კი არ ვითარდება მოვლენები. კარების ხმაზე თავი უკან მიატრიალა და თვალებდაჭყეტილმა გადახედა სახლში შესულ პატარა სილუეტს. თვალები რამდენჯერმე მაგრად დახუჭა და გაახილა, ეგონა რომ ტელევიზორის ყურებისას ჩაეძინა და ახლა უცნაურმა შეგრძნებამ გამოაღვიძა, მის წინ მდგარი სილუეტი კი უბრალოდ ეჩვენება. -ლილუ?!_ხმადაბლა ჩაილაპარაკა დის სახელი და ფეხზე წამოდგა. -ნი. _ომახიანად შესძახა ლილუმ და დისკენ გაიქცა. ლილუს მკლავები მჭიდროდ შემოეხვია კისერზე, გაოგნებულმა ვერც კი გააიზრა რომ ბავშვს თავადაც უნდა მოხვეოდა. გათიშული უყურებდა ბარგით ხელდამშვენებულ ლევანს და მის გვერდით მდგარ ცხვირაწეულ მემეს. ლილუს სურნელი რომ შეუსრუტა მერე მიხვდა რომ ეს ყველაფერი რეალობაა და ეს პატარა ჭინკა მის სხეუზლეა შემოტმასნული. გახარებულმა ორივე ხელი მაგრად მოხვია სუსტ სხეულზე და ყელი ხმაურით დაუკოცნა. ბავშვის ფერებით რომ იჯერა გული ფეხზე წამოდგა, ლილუს ხელი ჩაკიდა და თვალებით მაქსიმეს დაუწყო ძებნა, მაგრამ გერლიანი სახლში არ იყო. -მაქსიმე სად არის?_ხმადაბლა იკითხა და მემეს გადახედა. -მაქსიმე..._ხმადაბლა ჩაახველა ლევანმა და მორიდებულმა გაუღიმა ქალს. _მაქსიმე ქალაქშია რაღაცა საქმეზე, მოვა მალე. -არ გშიათ? -მგელივით. _სიცილით დაუქნია თავი ლევანმა, ჩემოდანი გააგორიალა და სააბაზანოსკენ წავიდა. _მემე, წამოდი ხელები დავიბანოთ. _ცინიკური ღიმილით გადახედა გოგონას და თვალი ჩაუკრა. -გაიხსენე რომ სახლში შუაგულ ტყეშია, ერთი თვე მაინც ვერავინ იპოვის შენს ცხედარს, ასე რომ შემეშვი!_მუქრით შეკრა შუბლი, გვერდი აუარა და სააბაზანოში თავად შევიდა პირველი. -შენი დეიდაშვილი ძალიან დასტრესილია. _ღიმილით გადაულაპარაკა ნინიას და ეშმაკურად მომღიმარ ლილუს თვალი ჩაუკრა. -მაქსიმე. _ლილუმ ღიმილნარევი ხმით ჩაილაპარაკა მამაკაცის სახელი და მისკენ მიტრიალდა. გერლიანმა ღიმილით უჩქმიტა პატარა ქალბატონს ლოყაზე, ხელში აიყვანა და მზერა ნინიაზე გადაიტანა. -მადლობა. _ყენიამ ბედნიერმა გაუღიმა და ლოყაზე მსუბუქად აკოცა. _ძალიან გამახარე. >>> -მაქსიმემ რომ დამირეკა და მითხრა ჩამოდი და თან მემე და ლილუ წამოიყვანეო, ვიფიქრე რამე მოხდა და მიმალავს-თქო. ვახშამს რომ მორჩნენ ხმადაბლა ჩაილაპარაკა ლევანმა და სამზარეულოში გასული გოგონებისკენ გაიხედა. ნინიამ ცალი თვალი მაქსიმესკენ გააპარა, რომელიც საერთოდ არავის აქცევდა ყურადღებას ლილუს გარდა. მასთან ერთად იჯდა დივანზე და რაღაცაზე გულმოდგინედ საუბრობდნენ. -ახლა ცივ ყავას გავაკეთებ და ყველა ერთად ტბასთან გავიდეთ. -შენ დაჯექი, მე გავაკეთებ!_თვალების ბრიალით ჩაილაპარაკა მემემ და მუცელზე მიუთითა. ნინიამ შეშინებულმა გადახედა მაქსიმეს, მემეს ქცევა ხომ არ დააფიქსირაო. _მიდი, მიდი! მაქსიმეს გვერდით დაჯდა და მოცინარ ლილუს ლოყაზე უჩქმიტა. დილით ვერც კი წარმოიდგენდა ასეთი ბედნიერი დღე თუ ექნებოდა, იმდენად მოწყენილი და გამოფიტული იყო ნერვიულობით. მაქსიმესაც ვერაფერს ვერ ეუბნებოდა, ახლა მემეც აქ ყავს და ლილუც. გერლიანმა შეფარვით გადახედა ქალს. -თვალებზე ჩაის ფერი დაიდე. -რატომ?_გაკივრვებულმა იკითხა და წარბაწეულმა გადახედა მამაკაცს. -ამოღამებულo და ჩაცვენილი გაქვს. -ჰო, მართლა... ხმამაღლა წამოიძახა ლევანმა, ორივემ მასზე გადაიტანეს ყურადღება. ნინიამ ტუჩის კუთხეში ეშმაკურად ჩაიცინა და ცალი თვალით ყურადღებიან მაქსიმეს გადახედა. თვითონ არც კი შეუმჩნევია ჩაცვენილი და ამოღამებული თვალები, მაგრამ ოდნავ ეწვის და ამით ხვდება რომ გერლიანი მართლას ეუბნება. საღამოს წამოწვება და ცოტახანი დაისვენებს. -გაჩუმდით! სიტყვით გამოდის. _ირონიული გამომეტყველებით ჩაიალპარაკა მემემ და ყავის ფინჯნები მაგიდაზე დაალაგა. ლევანმა შუბლშეკრულმა გადახედა ცინიკურად მომღიმარ გოგონას და თვალებით რაღაცა “ჩაიფიქრა”. -ხვალ პიკნიკზე წავიდეთ. -პეჩენიაზე რა გინდა?_თვალები ჭყიტა ლილუმ. ნინიას ხმადაბლა ჩაეცინა და ლოყებაწითლებულს შუბლზე აკოცა. -პიკნიკი მარტო პეჩენია არ არის. ბაღიდან მასწავლებელს ტყეში რომ გაყავხართ ხოლმე აი, ეგ არის პიკნიკი. -ეგ ლაშქრობაა!_კოპებშეკრულმა ჩაილაპარაკა. -ლაშქრობასაც ეძახიან. _მხრები აიჩეჩა ნინიამ. >>> ლილუ რვა საათზე დააწვინა დასაძინებლად, დანარჩენები მისაღებში ისხდნენ და ტელევიზორს უყურებდნენ. უკან დაბრუნებულმა ღიმილით გადახედა გერლიანს და გვერდით მიუჯდა. მთელი დღეა მაქსიმე ძალიან უცნაურად იქცევა, რაც სტუმრები ჩამოვდინენ იმის მერე. არაფერს არ იმჩნევს, ხასიათიც ჩვეულებრივი აქვს, უბრალოდ დაჟინებული მზერით უყურებს ნინიას და ყველა დეტალს აკვირდება. -მეჩვენება თუ მომატებული ხარ?_მოულოდნელად იკითხა და ეჭვით დააკვირდა ქალს. მემემ ომახიანად ჩაახველა, ნინიას კი იმ წამს გადაყლაპული შოკოლადი ყელში გაეჩხირა. _წყალი. _ცინიკური გამომეტყველებით ჩაილაპარაკა გერლიანმა და ლევანს გაწვდილი ჭიქა გამოართვა. _დალიე. _შეცვლილი ბარიტონით განაგრძო და ხვლებისგან თვალებჩაწითლებულს ზურგზე თითები მოუსვა. მაქსიმეს სიტყვებმა ძალიან დააბნია, გამორიცხულია გერლიანმა რამე იცოდეს. როგორც წესი ეს ამბავი მხოლოდ სამმა კაცმა იცის მემემ, ექიმმა და ნინიამ. მემე და ექიმი თავიდანვე გამორიცხა, როგორი წინააღმდეგიც არ უნდა იყოს მისი დეიდაშვილი გამორიცხულია ასეთი სერიოზული გადაწყვეტილება დამოუკიდებლად, ნინიასთან შეთანხმების გარეშე მიეღო, ექიმს კი წარმოდგენაც არ აქვს ვინ არის ბავშვის მამა. გამოდის რომ წონაში მოამტება ზედმეტად თვალშისაცემი გახდა და მაქსიმემ დაუფიქრებლად აღნიშნა ეს. მაგრამ ორსულობის პერიოდში ერთი კილოგრამიც კი არ აქვს მომატებული. დილით თავს შეუძლოდ გრძნობდა, ვერც ლილუ იყო კარგად და გადაწყვიტა სახლში დარჩენილიყო, მაქსიმემ თავიდანვე უარი განაცხადა პიკნიკზე წასვლაზე. მემემ შუბლშეკრულმა გადახედა ეშმაკურად აციმციმებულ ლევანს და ჯიბრით დასთანხმდა ტყეში გასეირნებაზე, საინტერესოა უკან რომელი დაბრუნდება. დივანზე წამოწოლილი ჩაძინებულ ლილუს თავზე ეფერებოდა, საძინებლიდან მაქსიმე გამოვიდა და უსიტყვოდ დაჯდა მის წინ. -ეგრე რატომ მიყურებ?_მამაკაცის მზერით “შეწუხნებულმა” იკითხა და ინტერესით დაელოდა პასუხს. -ისე. _სხვათაშორის ჩაილაპარაკა და მზერა ლილუზე გადაიტანა._დიდი ხანია სძინავს? -არა, 10 წუთი იქნება. მაქსიმეს ხმა აღარ ამოუღია, ერთხელ კიდევ შეათვალიერა თვალებმოჭუტული ნინია და ტელევიზორს გახედა. მართალია ყენია ძალიან მშვიდი, ნარნარა გოგოა თუმცა მისი გაცურება არც თუ ისე ადვილი საქმეა, ზუსტად იცის რომ გერლიანს რაღაცა არ ასვენებს, ეს რაღაცა კი ნინიასთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. -საწოლში ხომ არ გადავიყვანო?_ხმადაბლა კითხა და ღრმა ძილში წასულ ლილუზე მიუთითა. -მე მგონი აჯობებს. დაეთანხმა და თავი ოდნავ წამოაწევინა, მაქსიმე სწრაფად წამოდგა ფეხზე, ბავშვს ორივე ხელი ფრთხილად მოხვია და ხელში აიტაცა. ნინიას უცნაურად შეუქანდა გული, წარმოიდგინა რომ ლილუს ადგილზე მაქსიმეს შვილი იყო, მასაც ასეთი თბილი გამოხედვით შეიყვანდა ოთახში?! რა თქმა უნდა ასე იქნებოდა, იმ შემთხვევაში თუ ბავშვის არსებობას დაუშვებს გერლიანი და უფლებას მისცემს გააჩინოს. უარყოფითი ფიქრების გასაფანტად თავი გააქნია და ოთახიდან გამოსულ გერლიანს გახედა. -ბავშვების მიმართ ეგეთი თბილი თუ იყავი არ ვიცოდი. _სხვათაშორის ჩაილაპარაკა და ღიმილით ჩაუკრა თვალი. -შენ კიდევ ბევრი რამ არ იცი. _უცნაურად გამოეპასუხა და ისევ თავის ადგილზე დაჯდა._აბა, როდის აპირებდი თქმას?_ურეაქციოდ ჩაილაპარაკა და ცალი წარბი მაღლა ასწია. -რის თქმას?_გაკვირვებულმა აიჩეჩა მხრები. -ლილუს ჩამოყვანა რომ გინდოდა. შემთხვევით რომ არ მომესმინა ვერაფერს გავიგებდი და ივლიდი ცხვირჩამოშვებული. -არ ვივლიდი. _გაბუსხულმა წამოსწია ქვედა ტუჩი წინ და კოპები შეკრა. _უბრალოდ ვერ დავუშვი რომ ჩემს დასთან ერთად ისურვებდი დასვენებას. -აქ საუბარი ჩემზე არ არის, აქ შენს სურვილზეა, ბავშვი გინდოდა ახლოს გყოლოდა და ერთხელაც არ წამოგცდენია. -იმიტომ რომ... -იმიტომ რომ ცდილობ ლილუს ჩამომაშორო._პასუხის გაცემა დაასწრო. სიმართლეა, ნაწილობრივ ზუსტად ეს არის მიზეზი იმისა თუ რატომ არ საუბრობს ლილუზე მაქსიმესთან. -მართალი ხარ. _დასჯილი ბავშვივით დაუქნია თავი. -დავიხრუკე!_სახლის კარი ოამხიანად შეაღო მემემ და ერთმანეთთან ახლოს მჯდარი წყვილის დანახვისას პირდაღებულს ცალი ფეხი ჰაერში გაუშეშდა. _უნდა გავტრიალდე?_მორიდებულმა იკითხა და მის ზურგს უკან მდგარ ლევანს მუჯლუგუნი მიკრა. -ვერაფრით ვერ დავაკავე. _სიცილით ჩაილაპარაკა ლევანმა და სახლში შევიდა._ჩემი დეიდაშვილი მომენატრაო. >>> -მძიმეებს ნუ წევ!_ზურგს უკან მაქსიმეს ხმა მოესმა. თავი ოდნავ მაიტრიალა მამაკაცისკენ და სკამი იატაკზე დააბრუნა. -არ არის მძიმე. _თავისთვის ჩაილაპარაკა და საქმის კეთება განაგრძო. -გითხარი მძიმეებს ნუ წევ-მეთქი!_ხმა კატეგორიული და მომთხოვნი გაუხდა. -მაქსიმე, სახლს ვალაგებ. _თვალებდაქაჩულმა წამოიძახა და მამაკაცს გამოეცალა. ბოლო რამდენიმე დღეა სულ ასე უცნაურად იქცევა, თითქოს რაღაცის მინიშნებას ცდილობს, მაგრმა ბოლომდე მაინც არ ეუბნება. ორსულობაზეც ძალიან ბევრჯერ იფიქრა, თუმცა ვერაფერი დააკავშირა რაც გერლიანის ყურამდე მიიტანდა ამ ამბავს. >>> ლილუ და მემე ლევანმა წაიყვანა მაღაზიაში, ნინია და მაქსიმე როგორც ყოველთვის სახლში დარჩნენ. არცერთს არ უყვარს გარეთ გასვლა, ყოველთვის ცდილობენ სახლში იყვნენ, ან ტბასთან. პლედი სავარძელზე დააფინა და ზედ დაჯდა. -ადექი! სავარძელში მოკალათებულიც კი არ იყო მოულოდნელად გერლიანის ხმა რომ გაისმა. დაბნეული წამოდგა ფეხზე და მამაკაცისკენ მიტრიალდა. მაქსიმეს სახე შეცვლილი, გაციებული, არეული და ძალიან სხვანაირი იყო, ასეთი გერლიანი ყენიას არასოდეს არ უნახავს. -შენი აზრით ვინმეს საკუთარი შვილის დამალვის უფლებას მივცემ? მამაკაცის კითხვის გაგონებისას გონება დაებინდა, ოდნავ წაბორძიკდა, მაგრამ სავარძელს დროულად ჩასჭიდა ხელი და თავი შეიკავა. ყველაფერს ელოდა ამის გარდა. ვერ მიხვდა ის რაც გაიგონა რეალობა იყო თუ ჩვეულებრივი სიზამრი რომელსაც თითქმის ყოველ ღამე ნახულობს. ოდნავ ჩაახველა, თვალები მაგრად დახუჭა და გაახილა. -შენ...შენ საიდან იცი?_ლუღლუღით იკითხა და აჩქარებულ გულზე ხელი მიიდო. ყველაფრისთვის მზად იყო, მიუხედავად იმისა რომ ამ პერიოდის განმავლობაში გერლიანის ხასიათი ასე თუ ისე გაიცნო, გულის სიღრმეში მაინც ჰქონდა შიში რომ ბავშვის არსებობას აუკრძალავდა, მოსთხოვდა რომ ყველაფრისთვის წერტილი დაესვა. ტირილისთვისაც მზად იყო, მუდარისთვისაც, ფეხებშიც კი ჩაუვარდება ოღონდ მსგავსი რამ არ დააძალოს ამ 2 კვირის განმავლობაში. -რა მნიშვნელობა აქვს საიდან გავიგე. შენი მოკლე ჭკუით იფიქრე რომ ჩემი შვილის არსებობას დამალავდი, მერე წახვიდოდი და ბედნიერი მარტოხელა დედა იქნებოდი?!_გერლიანის ხმაში სარკაზმი, სიბრაზე და წყენა, ყველაფერი გაერთიანებული იყო. -შემეშინდა._ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და აცრემლებული თვალებით ახედა მამაკაცს. _შემეშინდა რომ ბავშვის მოშორებას მომთხოვდი. ეს ხომ გათვლილი არ გვქონდა. _ჩამწყდარი ხმით ჩაილაპარაკა და მაქსიმეს ანთებული თვალების დანახვისას ერთი ცალი კურცხალი გადმოაგდო. -ჩათვალე რომ რაც ახლა თქვი არ გამიგია!_ყინულივით ცივი ჰქონდა ხმა. _ხვალვე დავბრუნდებით თბილისში და ექიმთან წავალთ, მინდა დავრწმუნდე რომ ბავშვი ჯანმრთელია! გაოგნებულმა დააკვესა თვალები და სავარძელში ჩაჯდა. გამოდის რომ ამდენი ხანი სულ ტყუილად ეშინოდა, გერლიანის რეაქცია მისთვის ძალიან შეუფერებელი და მოულოდენლი აღმოჩნდა. როგორც სჩანს მაქსიმესთვის ბავშვის არსებობა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და ყველაფერთან ერთად ნინიას მუცელში მოკალათებულ პატარა არსებას უკვე საკუთარ შვილად მოიხსენიებს. ძალიან შერცხვა, ამდენი ხანი ასეთი უაზრო ფიქრებით რომ იტენიდა გონებას, ცალკე ბავშვს ძაბავდა, ცალკე საკუთარ თავს და ცალკე გერლიანზე იქმნიდა აფსურდულ წარმოდგენებს. აკანაკლებული თითები მუხლებზე მაგრად მოიჭირა და ტბას გახედა. -2 კვირის შემდეგ წავალ, მაგრამ ნებისმიერ დროს შეგეძლება ბავშვთან მოსვლა და ნახვა. _მომავლის გეგმებიც დააწყო. -დღეიდან ჩემს გარეშე გადაწყვეტილებების მიღებას გიკრძალავ, მითუმეტრეს თუ ეს ჩემი, შენი და ჩვენი შვილის ურთიერთობას ეხება!_გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა და ცალი თვალით მუცელზე დააკვირდა. შეუმჩნევლად, მარცხენა ხელი მარჯვენა ხელისკენ წაიღო და მკლავზე გამეტებით იჩქმიტა, როცა დარწმუნდა რომ გერლიანი არ ესიზმრებოდა და ყოველივე ეს მართლა რეალობა იყო ტკივილისგან სახე დამანჭა და ხმამაღლა წამოიყვირა. ხმა ვერ ამოიღო, ან რა უნდა უთხრას ჯერ ისედაც რა დღეში ჰქონდა ფიქრები და ახლა მითუმეტეს, ვერ ხვდება როგორ უნდა დაიწყოს საუაბრი, ან საერთოდ რაზე შეიძლება ახლა გერლიანს ესაუბროს. ბავშვის სქესზე და სახელზე ხომ არ დაიწყებენ ბჭობას?! როგორც ყოველთვის ახლაც შესაფერის დროს გამოჩნდა ქალაქში წასული წყვილი, ლევანს ორივე ხელში პარკები ეკავა, მემე კი გაჯგიმული აკრატუნებდა მზესუმზირას და მის უკან მოდიოდა. მათი დანხვისას სიცილი ვერ შეიკავა ნინიამ და ხმამაღლა აკისკისდა. -რა სახე გაქვს?_ლევანმა დაღლილმა კითხა ძმაკაცს და პარკები კიბეებზე დააწყო. -თქვენთვის ახალი ამბავი გვაქვს. _ხმამაღლა ჩაილაპარაკა და აკისკისებულ ნინიას გადახედა. ქალმა სწრაფად გაასწორა სახე და ცალი თვალით შუბლშეჭმუხნულ მემეს გადახედა. _ნინია ორსულადაა!_ჩვეულებრივად ჩაილაპარაკა და სავარძელში მჯდარი, გაშტერებული ნინიას გვერდით დადგა. -ეეე._გახარებულმა წამოიძახა და წყვილისკენ წავიდა. _გილოცავთ!_ძმკაცას მოეხვია და ზურგზე ცალი ხელი დაუბარტყნა, ნინიას უფრო ნაზად და მშვიდად მიულოცა, მერე მემესკენ წავიდა, მაგრამ გოგონამ თვალები დაუბრიალა და ძაღლივით შეუღრინა. -მე ვიცოდი, მაგრამ მაქსიმესთვის არ მიმილოცია და გილოცავ. _ღიმილით ჩაილაპარაკა და მამაკაცს მოეხვია. >>> დაბნეული დადიოდა წინ და უკან, ლილუსთვის თქმა ჯერ ვერ გაბედა. პატარაა და ეშინია დის ცოხვრებაში სხვა ბავშვის გამოჩენა არ განიცადოს, ცოტახანი მოითმენს და მერე მაქსიმესთან ერთად ეტყვის, თუ რა თქმა უნდა გერლიანს ამისი სურივილი ექნება. ფაქტია ბავშვის დამალვა არცერთი წამით არ უცდია, პირიქით ლევანს ძალიან გახარებულმა აცნობა ახალი ამბავი და საერთოდ მე მგონი როცა ბავშვზე იწყებს საუაბრს ხასიათი რადიკალურად ეცვლება. ან ეს ყველაფერი ნინიას ელანდება და იმდენად უნდა რაღაცები სხვანაირად იყოს საკუთარ თავში წარმოდგენებს ქმნის. -ხვალ მართლა უნდა წავიდეთ თბილისში?_საღამოს დაღლილმა კითხა და თვალების გახელა სცადა. -ექიმთან უნდა მივიდეთ. -ხო, მაგრამ როცა დავბრუნდებით მერეც მივალთ. ამ ეტაპზე საგანგაშო არაფერია, თანაც მე ვიყავი უკვე ექიმთან და მითხრა რომ ყველაფერი კარგადაა. -ეხოზე იყავი?_რაღაცნაირად, თითქოს იმედგაცურებულმა იკითხა. -არა, ჯერ ეხოზე არ ვყოფილვარ. _ღიმილით გააქნია თავი. -მაშინ კვირის ბოლოს დავბრუნდეთ თბილისში და ეხოზეც მივიდეთ. -კარგი. _გაბადრულმა დაუქნია თავი და დაბალი განათებებით განათებულ ტბას გახედა. გერლიანის ყურადღება არ უკვირს, საერთოდ მიჩვეულია მამაკაცის ცივ, ურეაქციო და ყურადღებიან ხასიათს, მაგრამ ახლა ბავშვის არსებობის შესახებ რომ იცის სულ სხვანიარია, თითქოს ყველაფერს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს, ნინიას სულ ხელებში უყურებს, აკვირდება რას როგორ აკეთებს და საერთოდ მე მგონი ყველა დეტალს გონებაში იწერს. -ბოდიში. _მოულოდნელად ხმადაბლა ჩაიჩურჩულა ყენიამ და გაკვირვებულ მამაკაცს გადახედა. _არ უნდა დაემემალა შენთვის, ახლა რომ გიყურებ..._ხმადაბლა ჩაიცინა და განაგრძო. _ვერ ვიჯერებ რომ შენზე იმას ვფიქრობდი რასაც ვფიქრობდი. -შეეცადე მომავალში ბოდიშის მოხდა არ დაგჭირდეს!_შუბლშეკრულმა ჩაილაპარაკა და ფორთოხლის წვენი მიაწოდა. _და ნატურალურ წვენებს მიეჩვიე!_ბრძანებას უფრო გავდა ეს ვიდრე რჩევას. -არის უფროსო!_ნინიამ ტუჩებიც ჩაიცინა და წვენის ჭიქა გამოართვა. რამდენიმე საათის წინ წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ უნდა მოქცეულიყო და რა გზით უნდა წასულიყო მისი ცხოვრება, ახლა გერლიანმა ყველაფერი იცის და ნინიაც ბედნიერებისგან იცინის, ხუმრობს და აჟიტირებულია. ძალიან ხშირად უმეორებს დეიდამისი რომ ვერასოდეს გათვლი და მიხვდები ცხოვრება რას გიმზადებს, ყველაფერი ერთ წამში შეიძლება შეიცვალოს და უაზრო გეგმების დაწყობა ზედმეტი დროის კარგვაა და მეტი არაფერიო. რამდენნაირი გეგმა დააწყო თუ როგორ გააგრძელებდა ცხოვრებას და ახლა იმ ყველაფერზე აღარც კი ფიქრობს, არც დარჩენილ 2 კვირაზე და საერთოდ საკუთარ თავს ყოველივე უარყოფითზე ფიქრი აუკრძალა. არანაირი სურვილი აქვს ბავშვი სტრესის ქვეშ ყავდეს, მიუხედავად იმისა რომ სანერვიულო არცთუ ისე ცოტა აქვს. -სქესს როდის გავიგებთ?_ღამის სიჩუმე მაქისმეს ხმამ დაარღვია. -2-3 თვეში. _ჩურჩულით ჩაილაპარაკა და გერლიანისკენ მიტრიალდა. _რას იფიქრებდი 2-3 თვეში ისევ ჩემი სახის ყურება თუ მოგიწევდა. _ცინიკური გამომეტყველებით გააჯავრა და თვალი ჩაუკრა. -ეს შენ არ იცი მე რას ვფიქრობდი. მაქისმეს “ჩანამიოკებულმა” წინადადებამ და ცინიკურმა გამოხედვამ ძალიან დააბნია. -რას გულისხმობ? -ვახშამი მზად არის!_ხმამაღლა გამოსძახა მემემ წყვილს და სახლში შეტრიალდა. ~~~~~~ პირველ რიგში დაგვიანებისთვის ბოდიში, ცოტა დროს გადავაცილე... მერე და მერე... უღრმესი, უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს თავიდან ვიდგამდე ფეხს და მე მგონი ასეც არის. ძალიან მახარებთ და ძალიან მიყვარხართ! <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.