ნუთუ ტერორისტს შეუყვარდა (5)
დილით მწარედ მომხვდა სუნამოს მძაფრი სუნი. თვალს ვახელ და ვხედავ გუჯას, რომელიც სარკის წინ თავს იწესრიგებს. -სად მიდიხარ?- ყოველგვარი დილამშვიდობისას გარეშე დავუსვი კითხვა, რომლის პასუხმაც დაიგვიანა.- გუჯა? -ანასტასია შეხვედრა მაქვს!- საკმაოდ მკაცრი იყო, რაც საკმარისია სატირლად. საწოლიდა ფრთხილად გადმოვედი და ფრთხილადვე შევედი ჩემს როგორც ყოველთვის ჩაბნელებულ ოთახში. საწოლს მივეშურე და თვალები დავხუჭე. რაღაც ამ ბოლო დროს ტირილი ჰობად მექცა. როგორც ციდან სწრაფად მომავალი წვიმის წვეთები ისე მომდიოდა ცრემლები თვალებიდან. რომ არ მიტირია არასოდეს, აი ისე ვტიროდი. თითქოს მთელი ბოღმა, წყენა, ყველაფერი ერთად შხეფდა ჩემი თვალებიდან. - დაცვები გუშინ გავუშვი და თავისუფლება გექნენა, იმედია სისულელეს არ ჩაიდენ და ისევ გაქცევას არ ეცდები.- ხმა არ გამიცია ისე ავუარე გვერდი. როგორც თვითონ მტოვებს "გამოშტერებული" სწორედ ისე დავტოვე მეც. როგორც ყოველთვის სამზარეულოში შევედი "ნუთელა"-ს ქილა გამოვიღე და მისი ჭამა დავიწყე. ჩაიარა თუარა უკანვე დაბრუნდა, ერთი კარგად შემათვალიერე ჩაიცინა და გზა განაგრძო. გაბრაზებულმა ქილა მაგიდაზე დავახეთქე და ახლა წვენის დაგებოვნებას შევუდექი. ცოტა ხანში შხაპიც მივიღე. ახლა ვზივარ ტელევიზორთან ახლოს და სილქნეტის საშუალებით შევყურებ ჩემი გარდაცვალების ამბავს. -აფეთქება? უფრო დამაჯერებელი ისტორია არ არსებიბდა ვითომ?- ვბურტყუნებდი თან ქილაში არსებული შოკოლადის გათავებას ავღნიშნავდი. აქ რაც ვარ 10 კილო მოვიმატე, ჩემს პატიოსნებას გეფიცებით. ახლა რაღა მეშველება 60 კილოდან როგორ ჩამოვიდე 55-ზე. უნივერსიტეტი სადღაა, იქ სიარულით მაინც გავხდებოდი. ამდენ ფიქრსა და თავის ლანძღვაში ჩამძინებია. ღამის პირველ საათზე მეღვიძება. სიჩუმეა... გუჯაც არ არის სახლში. ვხედავ, რომ სახლის მთავარი კარი ფართოდაა გაღებული, მეც არ დავაყოვნე და მის დასახურად გავემართე. ზურგს მწვავს ვიღაცის საშინლად მხურვალე სხეული. ვტრიალდები და ვხედავ როგორ მიმიზნებს იარაღს გუჯა. თანდათან მიახლოვდება და ვგრძნობ შუბლზე იარაღის ცივ, გაყინულ ლულას. ცრემლები ერთიანად მასკდება თვალებზე და...... -ჯამდაბააააა, ეს რა იყო! კოშმარებიღა მაკლდა რაააა!- ვთქვი და აბაზანაში შევედი. პირზე წყალი შევისხი და ახლა უკვე გამოფხიზლებულმა შემოსასვლელ ოთახში გავედი. -მეღადავებით? რა სცენებია ეს?- სისხლი გამეყინა როდესაც მთავარი კარი ღია დავინახე. კართან მივედი და ეზოს თვალი მოვავლე, არავინ იყო. კარი მოვხურე და მოვემზადე გუჯას სანახავად რომელსაც ხელში ცივ ლულიანი იარაღი ეკავებოდა. ნელნელა ვიწყე სვლა და ვეცადე დრო გამეწელა. -გუჯა......?- თვალებგაფართოებული შემყურებდა გუჯა. -რატომ არ გძინავს?- უემოციოდ მითხრა დაა ჩამქრალი შუქი აანთო. -მეძინა.- უემოციოდვე ვუპასუკე და ოთახისკენ წასვლა დავაპირე. - ჩემს ოთახში შედი! - ოჰ კი როგორ არა! - ანასტასია აღარ გავიმეორებ! ჩემს ოთახში შეხვალ და დამელოდები! - რისთვის? რატომ? რა საჭიროა? - ანასტასია ბევრ კითხვას სვამ. ჩემს ოთახში შეხვალ და დამელოდები! - როგორც თქვენ იტყვით. მის ოთახში შევედი და დაველოდე როდის შემოვიდოდა. დიდება უფალს.... დააყენა "საშველი" და შემოვიდა. პერანგის ღილებს წვდა და მათი უაზროდ გახსნა დაიწყო. ვხვდებოდი, რომ ვერაფერს გახდებოდა მისი ასეთი უაზრო ქცევით და ახლა მე მივუახლოვდი. - მოიცა! - ვუთხარი და ღილების ნელი გახსნა დავიწყე. ბოლომდე, რომ ჩავედი სხეულიდან ჩამოვაძვრე და სავარძელთან ლამაზად მივდე. - ახლა შენ გააგრძელე.- საუბარი ისევ მე განვაგრძე. შეტრიალება დავაპირე, რომ მიმეცა უფლება გამოეცვალა, შემაჩერა და ისევ მისკენ მიმატრიალა. ისევ და ისევ წელზე მყარად მომკიდა ხელი და მიმიკრო. - რატომღაც ეს სურნელი მამშვიდებს.- თმაზე ხელი მომისვა და უფრო მიმიკრო - რამე მოხდა?- ჩემდაუნებურად წამოვროშე ისე, რომ აზრიც არ მიმიტანებია. - არაფერი მომხდარა ყველაფერი კარგადაა, დამღლელი დღე იყო. წადი დაიძინე. - აქ რისთვის შემომიყვანე. - ხვალისთვის გადავდოთ. - კარგი. ოთახში შესვლისთანავე დავწექი და დავიძინე. კოშმარები თავს არ მანებებდნენ. მხოლოდ კოშმარები იყო, არანაირი სასიამოვნო ნეტარება ოჯახთან ერთად. ისევ იარაღი და ჩემი სიკვდილი. ხანაც გუჯა და მისი სისხლი ჩემს ხელებზე. - ანასტანის... ანაა.... ანააა. - ყრუდ მესმის გუჯას ხმა და მისი თბილი ხელები ჩემს ხელებზე.-გუჯა?- ნახევრად მძინარემ ვცადე წამოდგომა და მისი სახის ნათლად დანახვა. - როგორც ჩანს ცუდი სიზმარი ნახე. - როგორ გაიგე..... - ხმა გავიგე. - გუჯა ჩემი ოთახიდან შენს ოთახამდე საკმაოდ დიდი მაძილია. - რა მნიშვნელობა აქვს ანასტასია. - მიდი დაიძინე. გადასაფარებელი გამისწორა და ოთახიდამ გავიდა. არ დამძინებია, ღამის ოთხი საათი იყო, როდესაც სამზარეულოში ჩავედი. "ნუთელა" არ იყო ასე, რომ შოკოლადს დავუწყე ძებნა. ძებნაში ჭურჭელი შემომემტვრია. ამას გუჯას გიჟივით მოვარდნა მოჰყვა. ცოტა არ იყოს მაკვირვებს ეს ბიჭი. ბებიაჩემივით დაფეთებული დადის, რაც წესით მას არ სჩვევია. - გოგო შენ ნორმალური ხარ?- გულამოვარდნილმა ძვლივს ამოითქვა სული. - შენ თუ ხარ ნორმალური. რა დაფეთებული დადიხარ. - არ მითხრა ახლა შოკოლადი მინდაო... - ხო მერე რა, მაგრამ არაა. წავედი ახლა დავწექი. - თურამე დააა.... ოთახში ვარ ერთი სიტყვით. - გუჯა რა გჭირს? - არაფერი. - გუჯა-მეთქი! - არ ა ფე რი! წადი დაწექი რამდენჯერ უნდა გაიღვიძო ამაღამ. - გუჯა გეტყობა, რომ რაღაც გაშინებს. - რაებს ბოდავ გოგო. წადი დაიძინე. - ვერ ვიძინებ. - ჩემთან წამოდი. - არა. - წამოდიმეთქი! - მაშინ მეტყვი რა გჭირს. - წამოდი და გეტყვი. ოთახში ავედით და საწოლზე კომფორტულად მოვთავსდი, თვითონაც დაიკავა ჩემს გვერდით ადგილი და ძილი დააპირა მე, რომ არა. - ახლა თვალი გაახილე და ნერვებს ნუ მიშლი დაპირდი შენ მემგონი.- ვეცადე, რომ მკაცრი ხმა შემენარჩუნებია. - რა ნერვების ჭია ხარ გოგო! - ამიხსნი თუ წავიდე. - წახვალ კი?- ცინიკური ხმით წარსდგა და ხელი გადმომხვია, ხელებიც შიგ მომიქცია. - გუჯაააააა! - ნუ კივიხარ გოგო, ღამეა. - რა ხდებათქო! გუჯა გთხოვ მითხარი. მე მეხება? - არაფერია, დაიძინე. - გუჯააა გთხოვ, ისიც მეყოფა რაც მოხდა აქამდე. - ანა, ბიძაჩემმა გაიგო ყველაფერი. მხოლოდ ესაა მეტი არაფერი. - რაა? ანუ.... იცის ჩემზეც და შენზეც? ანუუ.... მე, რომ იმის შვილი ვარ და შენ, რომ ის არ ხარ? - ხოო შენ, რომ იმის შვილი ხარ და მე, რომ ის არ ვარ. - მერე? ახლა რაიქნება? - იმუქრება, მაგრამ არაფრის თავი არააქ. - მაშინ შენ რატომ ხარ ასე? - იმიტომ, რომ ბიძაჩემს ბევრი ხალხი ჰყავს, მე კი მაგათი ნახევარიც არ მყავს. - აბა არაფრის თავი არააქო. - ეგგ ბიძაჩემზე ვთქვი. - "ისინი"-ში ვინ იგულისხმე - ისინი მისი ეგრეწოდებული მეგობრები არიან და ახლა ხმა არ გავიგო შენი . -უნდა მეშინოდეს? - მაფიოზების? - ხოო - კი არ უნდა გეშინოდეს, ძალიან უნდა გეშინოდეს. - მართლა მეშინია. - მე შენთან ვარ. - რას მელაპარაკები, შენიც მეშინია. - ჩემიც გეშინია? - ხოო იქნებ და მართლა ტერორისტი ხარ. - ტერორისტი ვარ, მაგრამ მკვლელი არა. "კოშმარი" სხვა სახელი ვერ მოვუძებნე, იმ ბუნდოვან კადრებს რაც ღამით ჩემს გონებაში ხდება. ჩემი სიკვდილიც მეყოფოდა ახლა კი გუჯაც დაემატა. იქ არ იგრძნობა არც სიყვარული , არც სიბრალული, არც სიძულვილი. ვერ გამიგია რას ნიშნავს ყოველ დღე ერთი და იმავე კოშმარის ზედიზედ ორჯერ ნახვა. ცრურწმენებისგამ შორს ვარ მავრამ.... ვატყობ მომიწევს რაღაც რაღაცეების დაჯერება. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ვიცი, მაგრამ გამეღვიძა 2- ის 20 წუთზე, მაშინ როცა სალომეს აეროპორტში უნდა დავხვედროდი. გაბრაზებული მადგას თავზე. - სალიი ჩამოხვედ ? როგორ გამახარე. ახლაა მარტო აღარ ვიქნები.- გახარებულმა წამოვხტი საწოლიდან და სალის მოვეხვიე. - შენ მხოლოდ ის გაგიხარდა, რომ გუჯასთან მარტო დარჩენა აღარ მოგიწევს. - ნუ ეგეცაა. წამო ქვემოთ ჩავიდეთ. მაშინ, რომ კერძი გამიკეთე ხომ გახსოვს აი ეგ მინდა. - ტასუნა მე სულ კერძებს ვაკეთებ. გამახსენე "ეგ" კერძი რომელია. - მეორე დღეს, რომ გააკეთე. სალათი აი ეგაა. - კარგი. ცნობისთვის ზუსტად ერთ კვირაში გუჯას დაბადების დღეა. - მერე მე რა? - არა ისე. ხომ არ გიჩხუბიათ? - რატომ უნდა გვეჩხუბა. მან მე ამიხსნა ყველაფერი და დამპირდა კიდეც, რომ ყველაფერს თვითონ მოაგვარებდა და ჩემს სიცოცხლეს საფრთხეში არ ჩააგდებდა. - და შენ ეგ გჯერა? - არ უნდა მჯეროდეს? - აი ეს მესმის, გუჯაში სავსებით ხარ დარწმუნებული ხომ ასეა? - გუჯას ვენდობი სალი. - დამიჯერე არ ინანებ. - კაი, კაი შევეშვათ მაგ თემას. შენ რა ქენი? - ჩემები 9 წელია რაც ისრაელში არიან მათ ნახვას ვერ ვახერხებდი და გუჯამ დამეხმარა.... ისრაელში უსაბუთოდ გადამაფრინა. გეფიცები.... მერაბი რაც არ არის თითქოს ყველაფერი რაც შეუძლებელი იყო შესაძლებელი გახდა. - ვხვდები უკვე რა დონემდე გეზიზღებოდა. - ზიზღსაც გააჩნია. მთელი დღე თითქმის საუბარში გავატარეთ. ბევრი რამ გავიხსენეთ ბავშვობიდან და ვუამბეთ ერთმანეთს. ფილმის ყურებაც კი მოვასწარით და შემდეგ გუჯას მოსვლას დაველოდეთ როგორც ყოველთვის. უკვე თორმეტია და ის არ ჩანს. სალი აფორიაქდა. ვეღარც დავამშვიდე. - სალი რაღაც უნდა გითხრა. - რამე მოხდა? - ბიძამისმა გაიგო ყველაფერი. - რა ყველაფერი? - ჩემზეც და მასზეც. - ტასო არაფერი მესმის რას ამბობ!? - ჯერ ჩემი ვინაობა შემდეგ კი გუჯას ღალატი. - ამით რის თქმას ცდილობ? - ვფიქრობ.... ბიძამისმა.... ანუ.... შეიძლება მასთანაა. - გამორიცხულია იმ კაცთან ვერ იქნება ან თუ იქნება .... ის.... ცოცხლას არ დატოვებდა. ისე მოკლავდა მაგ ამბის შემდეგ თვალსაც არ დაახამხამებდა. აქ სხვა რაღაც ხდება. სხვა მაფია ტრიალებს. ტასო ბიძამისთან უნდა წავიდეთ ახლავე. - მოიცა რას გულისხმობ? ხელი დამავლო და გარეთ გამიყვანა. - ჯანდაბა მძღოლი არ არის. - გასაღები მომეცი. სად არის? - სახლშია წიგნების თაროსთან დევს. - კარგი ახლავე დავბრუნდები. სახლში გიჟივით შევარდი, კიბეები გიჟივით ავირბინე და წიგნების თაროსთან ვითომ არსებულ გასაღებს დავუწყე ძებნა. არსად იყო. ახლა გუჯას ოთაში შევედი და მის საწერ მაგიდასთან დავუწყე ძებნა. ხან ერთი უჯდა გამოვაღე, ხან მეორე, ხან მესამე მანამ ვეძებე სანამ ხელში პატარა კონვერტი არ შემრჩა. დამაინტერესა და გავხსენი. მეხსიერების ბარათი იდო, ვიფიქრე "ახლა ამის დრო არა არის".... მაგრამ... ცდუნებამ მძლია. ნოუთბუქს შევუერთე და შიგ არსებული ჩანაწერი ჩავრთე. - ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე მინდა და ამაში ხელს ვერავინ შემიშლის. იმ პატარა ლაწირაკსაც გავასხმევინებ ტვინს და მთელ მის ოჯახს. ჩვენ ერთ გუნდად უნდა ვიქცეთ, რადგან ერთად გადავთელოდ მტერი. ეს იმიტომ, რომ ჩვენს შვილებს და მათ ბედნიერებას არ შეექმნათ საფრთხე.- ეს მამაჩემი იყო. ნაწილობრივ მართალი იყო, ნაწილობრივ მტყუანი. მეორე ჩანაწერი ჩავრთე იქ უკვე გეგმაზე იყო საუბარი, რომლის განხორციელებაც 2 ივნის უნდა მომხდარიყო. იქ ასევე იყო საუბარი ჩაშლილ გეგმაზე და ჩემზეც. - ჩემი ქალიშვილი, ანასტასია ანდრიაძე მთავარ როლს შეასრულებს ჩვენს ეგრეწოდებულ თამაშში. - კი მაგრამ საფრთხეში, რომ აღმოჩნდეს?- კითხვა დასვა ერთერთმა მისიანმა სავარაუდოდ. - ჩემს ქალიშვილს არაფერი მოუვა.- განაგრძო ისევ მან - მაგის გარანტია ხომ არ არსებობს? დაზღვეულები ხომ არ ვართ? - მოსახდენი უნდა მოხდეს.- მამაჩემმა ამ წუთას გამწირა. ამ წინადადებით ის თქვა, რომ მას ჩემი სიცოცხლე არ ანაღვლებს . მესამე ჩანაწერის მოსმენაც გადავწყვიტე. - ბატონო "ანდრიაძე" საკუთარი ქალიშვილი თქვენი და თქვენი მეუღლის უსაფრთხოების სანაცვლოდ?- ეს უკვე გუჯას ხმა იყო. - არასწორად გაიგეთ ბატონო გუჯა. მე ჩემა სისხლსა და ხორც არ გავწირავ. მე მასზე ვზრუნავ და მის სიცოცხლეს ვუფრთხილდები. მინდა, რომ შენი აჯანყებული ხალხი დააწყნარო, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენც გააუჩერებლად ავჯანყდებით. - არ დაგავიწყდეთ თქვენს წინაშე ვინ დგას. ერთი ხელის მოსმით შემიძლია თქვენი გვარის და ჯილაგის განადგურება. ოჯახს გაუფრთხილდით ბატონო, მათზე ძვირფასი არაფერია. თქვენ ქალიშვილზე ბევრი მსმენია, წარმატებული გოგონააა ხომ ასეა? - მოგეხსენებათ. ძალიან ყოჩაღი გოგონა მყავს. - გაუფრთხილდით, დღეიდან მასაც მტერი ჰყავს. - არც გაბედოთ. გაგიჟებული სალი ამოვარდა ოთახში. - ახლავე ჩამოდი. საპატიო სტუმარი გვყავს. არ ვიცი როგორია, მაგრამ ვეცადე, რომ შეცდომები გამომესწორებინა. მადლობა მკითხველს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.