შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე არ დამისრულებია...(XII თავი)


2-10-2017, 23:53
ავტორი nina.d.
ნანახია 3 146

დღეს რაღაც ბედნიერი დღეა, ვფიქრობდი კიბეებზე ასვლისას. ნუციკოს ნომერი ავკრიფე და დავრეკე, რამდენიმე წამში მიპასუხა.
-ჩემო კნუტო._მითხრა სიცილით.
-კატებს ვერ ვიტან, სხვათაშორის._სიცილით ვუთხარი მეც.
-რა ხდება გოგონი?
-სახლში ხარ?
-კი.
-მაშინ მე და ნია მოვალთ.
-მობრძანდით.
-გათიშე ახლა ბევრს ნუ მეტლიკინები.
-ცხოვრება შენ გათიშე.
-ჩემო ტკბილო, გინდა ახლა ტვინი გაგითიშო?
-მიდი აბა?_სიცილით თქვა და გაისუსა.
-რომ მოვალ გეტყვი.
-საზიზღარო, აღარ ხარ შენ ჩემი კნუტი.
-დამეკარგე ახლა აქედან._ჩავიხითხითე და გავუთიშე.
ჩანთა სახლში დავტოვე, მაღალქუსლიანებიც გავიხადე და კეტებს დავუბრუნდი. ბებოსთან ჩავირბინე და ნია წამოვიყვანე, შემდეგ კი ნუცასთან წავედით. წავედით თორე ესეც ძაან შორს არ ცხოვრობდეს. კარზე ზარი დავრეკე, ჯერ ფეხსაცმლის ხმა მომესმა, შემდეგ კი კარის საკეტის ხმა. არა სახლშიც გამოპრანჭული რატომაა ეს გოგო ნეტავ ვიცოდე, ისედაც ხომ ლამაზია.
-წაიშორე ეგ რაღაც უბედურება, გთხოვ. სახლში მაინც.
-იქნებ ნიკა შემხვდეს სადმე.
-არ იცი, რომ ნიკას არ უყვარს ეგეთი რაღაცეები. რამდენჯერ გითხრა?_ამოიოხრა და სავარძელში ჩაჯდა.
-მალე მოვკვდები და შენ ნიკას დააბრალე მერე.
-იმასაც გამოგაყოლებ და აქ თუ არა იქ მაინც იქნებით ერთად._ენა გამოვუყავი.
-წავალ ყავას გავაკეთებ მე.
-მიდი, მიდი.
სანამ მე ნიას ვეთამაშებოდი, ნუცა ფინჯნებით დაბრუნდა. სავარძელში კარგად მოკალათდა და თვალებით მკითხა რა ხდებაო.
-გაბრიელთან მგონი რაღაც ხდება.
-მაინც რა? მოგწონს? გაკოცა უკვე?
-მომწონს, თან ძალიან. მაკოცა, ერთხელ კი არა ბევრჯერ.
-თქვენ ორნი ერთად, რა კარგი სანახავები იქნებით._მხიარულად წამოიძახა და გაიცინა.
-გაბრიელი საერთაშორისო ბაბნიკია. დღეს კიდე იცი რა ქნა? დიზაინერია რა ერთი, დღეს მაგიდაზე შემოუსკუპდა, იმან კიდე მე გამომხედა, გამიცინა, იმ ქალს რაღაც უთხრა და ჩემთან გამოვიდა ოთახში.
-რა კარგია ეგ დამპალი, რა უქენი ამისთანა?_სიცილით მკითხა და ენა გამომიყო.
-ჯადო გავუკეთე და თუ ვინმე სხვას შეხედავს თვალები დაეთხრება._სიცილით ვუთხარი და თვალი ჩავუკარი.
-სხვა არაფერი უთქვამს?
-არა, სულ სხვანაირად ვგრძნობ თავს ჩემთან ახლოს როცაა.
-ვაიმე ჩემო გოგო. ხო მართლა და გუშინ რატომ არ გამომიარე?
-რატომ და გაბრიელმა ჩემი მანქნა მოიყვანა, თან ხელოსანთან ჰყავდა თურმე. გავისეირნოთო და მეც დავთანხმდი, მერე მერაბზე და რატიზე ვილაპარაკეთ. ნუ მოკლედ ბოლოს მერაბის სახლში ამოვყავი თავი.
-რაიო?_გაკვირვებულმა წამოიყვირა.
-რატის ტანსაცმელი უყიდა და ასე.
-მერაბმა რაო?
-გაუხარდა, რომ მივედი. ვაიმე რატი ისეთი პატარა და საყვარელია შეჭმა მოგინდება.
-და გაბრიელი გამშვიდებდა ის ქალი, რომ დაინახე ხომ?
-კი. თუმცა იქ მხოლოდ ნიასა და რატის გამო ვიყავი.
-ანუ მზად ხარ, რომ მამა გააცნო ნიას?
-კი.
-კარგია, ორივესთვის ასე აჯობებს.
ჩემი მობილური აწკრიალდა, უცხო ნომერი იყო ამიტომ ეგრევე ვუპასუხე.
-გისმენთ.
-ქეთი მე ვარ._მომესმა მერაბის ხმა.
-ნიას ნახვა მინდა.
-კარგი. სად შევხვდეთ?
-სადმე მყუდრო ადგილას. პარკში, თქვენ კორპუსთან, რომ არის.
-კარგი. ნახევარ საათში შევხვდეთ.
-კარგი.
ყურმილი დავკიდე და ნიას მივუბრუნდი.
-ნიაკო, იცი ვიღაც უნდა გაგაცნო.
-ვინ?
-შენი მამიკო.
-მალთლა?_მკითხა თვალებ გაბრწყინებულმა.
-კი, მართლა ჩემო პატარავ.
ჩემთან მოირბინა და მაგრად ჩამეხუტა. ნიას ყოველთვის ვუყვებოდი მამაზე. მან იცოდა, რომ ის სხვაგან იყო წასული და ერთხელაც აუცილებლად დაბრუნდებოდა.
-ეხლა ჩვენ წავალთ, ეს პატარა ქალბატონი უნდა გამოვპრანჭო._სიცილით ვთქვი და ფეხზე წამოვდექი. ნუცას დავემშვიდობეთ და სახლში წავედით. ნიას ლამაზი კაბა ჩავაცვი, ჟაკეტი შემოვაცვი და პარკში წახვედით. პარკში, რომ მივედით მერაბი იქ დაგვხვდა. სკამზე იჯდა და მოუსვენრობა ეტყობოდა, რომ დაგვინახა ფეხზე წამოდგა და გაიღიმა. ნიას გვერდით ჩავიცუცქე და მამასკენ გავახედე.
-პატარავ, ის მამაშენია.
ნიას სიხარულისგან თვალები გაუბრწყინდა და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა მისკენ. მერაბიც დაიხარა და ნია ხელში აიტაცა. არა რა, ეს ამ სანახაობად ნამდვილად ღირდა. შორიდან ვადევნდებდი თვალს მათ ბედნიერ სახეებს და მეც სიხარულითა და სიყვარულით ვივსებოდი. მამა-შვილმა გული, რომ იჯერა ჩახუტებით სახლში წავედით მე და ნია. ჩემი პატარა პრინცესა დაიღალა და სახლში მივედით თუ არა მაშინვე ჩაეძინა. მეც დავწექი დასაძინებლად მაგრამ კარზე ზარმა დარეკა. ბუზღუნით წამოვდექი და კარის გასაღებად წამოვდექი, გავაღე და უკვე მეორედ დამშოკა გაბრიელმა. სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილი ისეთი სექსუალური იყო, არა ეს ზესექსუალური ტიპი საიდან გამოიჩეკა ნეტავ? აუჩ, ისევ ისე მაცვია.
-შემდეგი თავდასხმა._ღიმილით თქვა, სახლში შემოვიდა და კარი დახურა.


***
ჩემო ტკბილებო, ძალიან მომენატრეთ. მიხარია, რომ გესმით ჩემი და ისევ ელოდებით ამ ისტორიას. მიყვარხართ მე თქვენ <3



№1  offline წევრი naniko mindia

Kargi istoria ♥♥♥momdevnos rodis daideba
--------------------
lomidze

 


№2 სტუმარი A

Patara iyo ar meyo.....

 


№3  offline წევრი nina.d.

naniko mindia
Kargi istoria ♥♥♥momdevnos rodis daideba

რის დაწერასახ ვასწრებ იმას ვდებ :*

naniko mindia
Kargi istoria ♥♥♥momdevnos rodis daideba

მადლობა <3 როცა დავწერ დავდებ აუცილებლად.
--------------------
ნათია მწითური

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent