შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იყავი ჩემი საყვარელი [თავი 10]


3-10-2017, 04:56
ავტორი მე♥
ნანახია 12 519

-ყველაფერი ძალიან კარგად არის, ნაყოფის სწორად განვითარებას ხელი უნდა შეუწყოთ. ჯერ ჯერობით ყველანაირ დამღლელ და დამტვირთველ საქმეს უნდა მოერიდო, როგორც სჩანს სუსტი წელი გაქვს და ნაყოფიც არ არის ძლიერი, ამიტომ შეეცადე მძიმეებს და დიდხანს ფეხზე დგომას მოერიდო._ხმადბალა ჩაილაპარაკა და ცალი თვალით ერთ ადგიზლე გახევებულ მაქსიმეს გადახედა, რომელიც არცერთი წამით აშორებდა კომპიუტერის ეკრას თვალს, მომენტებში ინტერესით დააჩერდებოდა მომღიმარ ნინიას და მერე ისევ საკუთარი შვილის გამოსახულებით იწყებდა ტკბობას.

-ამაზე პირადად მე ვიზრუნებ!

-ძალიან კარგი, სხვა მე არაფერი მაქვს სათქმელი. ვიტამინებს გამოგიწერ და მიიღე, ხილს და ბოსტნეულს ზაფხულია და ასე თუ ისე მაინც მიიღებ, მაგრამ მაინც შეეცადე სწორად იკვებო და მავნე პროდუქტს მოერიდო.

-ყველაფერს გავითვალისწინებ.

>>>
-როგორი პატარაა. _ბავშვის პირველ სურათს დახედა, სადაც პატარა მრგვალი არსების გარდა ვერაფერს ვერ შენიშავდით.

-სახლში წავიდეთ თორემ საშინლად ცხელა. _მანქანაში ჩაჯდომისთანავე ჩაილაპარაკა ნინიამ და ღვედი შეიკრა.

-ჯერ აფთიაქში.

შუბლშეკრულმა ჩაილაპარაკა, საფულე აიღო და მანქანიდან გადავიდა. ნინიამ ღიმილნარევი მზერით გააყოლა თვალი აფთიაქისკენ წასულ გერლიანს და ღრმად ამოისუნთქა.
სახლში მისვლისთანავე გადაიკითხა ექიმის დანიშნულება, ვიტამინები დალია და მეგის დაწურული ნატურალური წვენიც დააყოლა.

-ბარგი მაქვს ამოსალაგებელი.

ისე უცებ წააპორწიალა გერლიანმა ექიმთან ბარგის ამოლაგებაც კი ვერ მაოსწრო, ყველაფერი თავზე აყრია.

-დაგეხმარები. _ღიმილით ჩაილაპარაკა მეგიმ და სინი კარადაში შედო. _არ ვიცი ამას უნდა გეუბნებოდე თუ არა, მაგრამ..._ხმადაბლა დაიწყო გოგონამ. _ძალიან მიკვირს მაქსიმეს შვილის არსებობა ასე ძალიან რომ გაუხარდა.

-რატომ?_შეშინებულმა კითხა და ჩემოდანი იატაკზე დადო.

-მეგისთან როცა იყო ამაზე რამდენჯერმე ჰქონდათ საუბარი, თუმცა უფროსს არასოდეს ჰქონია ბედნიერი გამომეტყველება... არა, მე არ ვამბობ რომ შენი და მეგის გრძნობები ერთნაირად ჰქონდა, უბრალოდ ძალიან წინააღმდეგი იყო. _დაბნეული ალუღლუღდა, არ უნდოდა ნინიას რამე არასწორად გაეგო.

-მოიცადე, ანუ მეგი აქ ცხოვრობდა?_აკანკალებული ხმით იკითხა და იატაკზე დაჯდა.

-არა, აქ არ უცხოვრია, ერთი ღამეც კი არ აქვს აქ გათენებული, წესით..._სიცილით დააყოლა და საწლზე ჩამოჯდა. _დილით ძალიან ადრე მოვდივარ და აქ რომ დარჩენილიყო გამორიცხულია დილის 7 საათზე წამომხტარიყო ფეხზე და წასულიყო. _განუმარტა და თავი გააქნია. _უბრალოდ როგორც ვიცი სახლი ჰქონდათ ნაქირავები სადღაც და იქ იყვნენ ხოლმე.

-მაგრამ ერთად იყვნენ..._ჩამწყდარი ხმით ჩაილაპარაკა და ტანსაცმელი ამოყარა.

-მე ძალიან მომწონს მაქსიმეს არჩევანი.

-რა არჩევანი?

-შენ რომ აქ მოგიყვანა. _გულწრფელი და ლაღი ღიმილი აუთამაშდა ტუჩებზე. ნინიამ კმაყოფილმა ჩაიცინა და თვალი ჩაუკრა.

-კიდევ რისი თქმა შეგიძლია შენს მოსახელეზე?

ცნობისმოყვარე გამომეტყველებით კითხა და ისტორების მოსასმენად მოემზადა. იცის რომ მეგისგან მსგავი ინფორმაციების მოძიება მისგან არასწორი საქციელია, თუმცა სხვა გზა არ აქვს, გელრიანი ამის შესახებ არასოდეს არ დაელაპარაკება. ნინიას კი უნდა იცოდეს რა ადგილი ეკავა ქალბატონს მის ცხოვრებაში და ახლა რა ადგილი უკავია.

-რამდენიმე თვე იყვნენ ერთად, როგორც მე ვიცი ერთმანეთი მაქსიმეს დედამ გააცნო თავის დაბადების დღეზე. ქალბატონ ლელას ძალიან მოსწონს მეგი, მისი მეგობრის შვილია და ხომ გესმის?!_ცინიკურად ჩაიცინა. _კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ ბოლო რამდენიმე თვეა ყველაფერი აერიათ, აქ მოჭრებით და სკანდალებით თუ ვიმსჯელებთ უფროსი დაშორდა. ვაიმე,_მოულოდნელად წამოიძახა და წელში გასწორდა. _ერთხელ მეც მომეჭრა, შენს გამო ხომ არ მიმატოვაო. ორი დღე დამამშვიდებლებს ვსვამდი, გიჟია ჩამოყალიბებული გიჟი. მაქსიმეს მაინც არ ეშვება!

-მაგრამ ახლა ხომ გათხოვდა?_დაბნეულმა იკითხა.

-გათხოვდა თორემ სიყვარულით, მაქსიმეს ჯინაზე დაინიშნა და მის ჯინაზე გათხოვდა, ეგონა მოვა და დაბრუნებას მთხოვსო, მაგრამ...

-მაგრამ მაქისმეს ამაზე არც უფიქრია. _ნინიამ გააგრძელა და ხმით ჩაიცინა.

-ექიმმა რა გითხრა ვერ გაიგე?_წარბწეული შევიდა გერლიანი ოთახში.

-მძიმეები არ აწიო და ფეხზე დიდხანს არ იდგეო, მე კიდევ ვზივარ. _იატაკზე დააბარტყუნა გაშლილი ხელი და წარბები აწკიპა.

-მეგი, სამზარეულოში მე მგონი შენი ტელეფონი რეკავდა.

-დედაჩემი იქნებოდა, თქვენი საყვარელი კერძის რეცეპტი უნდა ეთქვა. _სიცილით წამოხტა ფეხზე და კარებისკენ წავიდა.

მაქსიმე სავარძლისკენ წავიდა და უსიტყვოდ დაჯდა. ნინია ჩაფიქრებული კეცავდა ტანსაცმელს და ცდილობდა გელრიანის დაჟინებული მზერისთვის ყურადღება არ მიექცია.
ხმას არცერთი არ იღებდა სიჩუმე ძალიან სასიამოვნო და ამასთანავე დამძაბველი აღმოჩნდა ნინიასთვის. დაბნეული აფათურებდა ხელებს ტანსაცმელში და ვერ ხვდებოდა რომელი დაეკეცა პირველი.

-კიდევ დიდხანს უნდა იჯდე თავბრუდახვეული?_ხმადბალა კითხა გერლიანმა და ცინიკური გამომეტყველებით ასწია ცალი წარბი. ნინიამ დაკეცილი შარვალი ჩემოდანში ჩადო და მამაკაცს გაუსწორა მზერა.

-ახლა რა იქნება?

-ახლა იქნება ის რაც უნდა ყოფილიყო. _მხრები აიჩეჩა მაქსიმემ. _ორ კვირაში წახვალ, მაგრამ არა სამუდამოდ.

-ანუ?

-ანუ საშუალება მექნება ნებისმიერ დროს ვნახო ჩემი შვილი და მონაწილეობა მივიღო მის ჩამოყალიბებაში.

თვითონაც ასე გეგმავდა, ფიქრობდა რომ მაქსიმესგან წასვლა მაინც მოუწევდა, მაგრამ მამაკაცისგან ამისი მოსმენა გაუჭირდა. სუნთქვაშეკრულმა ძლივს გადაყლაპა ყელში გაჩხერილი დიდი ბურთულა და თითები ერთმანეთში ახლართა. უსიტყვოდ დაუქნია თავი და თავისი საქმე განაგრძო.

-საღამოს დავბრუნდები. _ფეხზე წამოდგა და ოთახიდან გავიდა.

>>>
-მე გავაღებ. _სამზარეულოში აფუსფუებულ მეგის დაუძახა და კარებისკენ წავიდა. მინის კარში დანახული ნაცნობი სილუეტის დანახვისას უკმაყოფილოდ აატრიალა თვალები და კარი გააღო.

-მაქსიმე სახლში არ არის!_გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა და შუბლშეკრული გამომეტყველებით დააკვირდა ქალს.

-მაქსიმესთან არც მოვსულვარ, შენთან მინდა სუბარი._მშვიდი ხმით ჩაილაპარაკა და ჩანთა შეისწორა.

-ჩემთან?!_გაკვირვებულმა მიიდო საჩვენებლი თითი გულზე. მეგიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. _კარგი, შემოდი. _გზიდან ჩამოეცალა და ხელით მისაღებისკენ ანიშნა. სამზარეულოს კართან მდგარ არანაკლებად გაკვირვებულ მეგის დანხვისას მხრები აიჩეჩა და ქალს მიყვა უკან. _ყავას დალევ?_ხმადაბლა კითხა.

-დავლევ. _ცინიკური გამომეტყველებით გადახედა მეგის. ნინია უსიტყვოდ მიტრიალდა სამზარეულოსკენ.

-შენ არა, მე გავუკეთებ!_ჩაიდანთან მისულ გოგონას ხმამაღლა გადაულაპარაკა და თვალი ჩაუკრა. _არც მე მომინდებოდა ნაგიჟარი ქალისთვის, რომელმაც სცენები გამიამრთა ყავის მოდუღება. შენ ჯობია საჭმელი დაამთავრო, თორემ გული მიმდის... იმედია მალე წავა. _ტუჩები სასაცილოდ გაწელა და ყელზე ცერა თითი გაისვა.

ყავის ფინჯანი წინ დაუდო და მშვიდი გამომეტყველებით დაიკავა სავარძელში ადგილი. მეგი საუბრის დაწყებას არ ჩქარობს, როგორც სჩანს დროს წელავს, ან უბრალოდ სიტყვებს ვერ უყრის თავს.

-იქნებ მითხრა რისთვის მოხვედი, დიდი დრო არ მაქვს._დუმილი ისევ ნინიამ დაარღვია.

-გავიგე ორსულად ყოფილხარ. _წამით მეგის მიმართ სიბრალული იგრძნო, ისეთი უცნაური და დაპატარავებული მოეჩვენა ქალი კითხვის დროს. ერთი შეხედვით საჩხუბრად და გასალანძღად მოსული მეგისგან არაფერი იყო დარჩენილი.

-როგორც სჩანს კარგი ამბებიც მალე ვრცელდება. _თუმცა ნინიას გულს მსგავსი მეამიტური გამომეტყველებით ვერავინ მოიგებს.

-მაქსიმეს ძალიან ბევრჯერ შევთავაზე ბავშვის გაჩენა, მაგრამ რატომღაც ყოველთვის უარზე იყო. _მეგის სიტყვები გაახსენდა და ცალი თვალი ღიმილით გააპარა სამზარეულოსკენ. _დარწმუნებული ვარ არც შენს შემთხვევაში გეგმავდა ამას, უბრალოდ ასე მოხდა და ბავშვის მოშორებას ლოგიკურია მაქსიმე არ მოგთხოვდა. _ბოღმისგან გაბერილმა ბოლოს მაინც წაკბინა და ირონიულად გაუღიმა. ქალის სიტყვებში სიმართლე რომ ამოიკითხა ძალიან მწარედ მოხვდა ეკლები გულზე და ღრმად ამოისუნთქა.

-მართალი ხარ, ბავშვზე არცერთს არ გვქონდა ნაფიქრი, მაგრამ ახლა ორივე კმაყოფილები ვართ. _ბოლომდე ბრძოლა გადაწყვიტა.

-მაქსიმეს უნდა დაშორდე!_მოულოდნელად კატეგორიული ტონით მოსთხოვა ქალმა და შუბლი შეჭმუხნა. ნინიას ხმით ჩაეცინა, იმდენად მოულოდნელი იყო მეგის გამოსვლა.

-რა უნდა ვქნა?_დაბნეულმა კითხა და მისკენ ოდნავ გადაიხარა.

-უნდა დაშორდე, უნდა უთხრა რომ არ გიყვარს...წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან განანებ, შენც და იმ მოახლესაც სამზარეულოში რომ დგას და ცალი ყური აქეთ აქვს!_თვალებით მეგიზე მიუთითა.

-მე მგონი თავიდანვე გასაგებად ვთქვი რომ დიდი დრო არ მაქვს, ასე რომ ადექი და წადი! შენთან საუბარის არც სურვილი მაქვს და არც ხალისი!_შეეცადა მუქარისთვის გვერდი მშვიდად აევლო და ყოველგვარი ისტერიკა თავიდან აეცინებინა. ზუსტად იცის რომ მეგი გერლიანის სახლში ზუსტად მაგის გამოა, ნინიას წყობიდან გამოყვანა უნდა, მერე მაქისმესთან საბრალო კრავი როლი რომ ითამაშოს. _შენნაირი ქუჩის ქალების თამაში მსოფლიოსთვის არის ცნობილი, ასე რომ ან ახლავე წახვალ ამ სახლიდან, ან მოგიწევს დარჩე და ეს ყველაფერი მაქსიმესთან ერთად გამიმეორო!_ცინიკური ღიმილით წავიდა წინ და გასასვლელ კართან დადგა.

-მე გაგაფრთხილე!_გასვლისას გესლიანად ჩაილაპარაკა.

-მე კიდევ ჩემი საქმროს კახპა ყოფილების არ მეშინია, მოშორდი აქედან!_ბოლოს ჭლექიანივით მიაძახა და კარები ხმაურით მიუჯდახუნა ცხვირწინ.

მეგის ერთმა ვიზიტმა მოსვენება დაუკარგა, მთელი დღე თავბრუდახვეული დაბოდიალობდა სახლში და მაქსიმეს მოსვლას ელოდებოდა. რა თქმა უნდა გერლიანთან ამ დიალოგის ბოლომდე მოყოლას არ აპირებს, უბრალოდ ეტყვის რომ მეგი მათთან იყო სტუმრად, არ უნდა მამაკაცთან რაიმე ჰქონდეს დამალული, მითუმეტეს როცა საქმე მეგის ეხება, არანაირად არ არის სანდო ქალი.
კარის ხმაზე თავი უკან მიატრიალა და სამსახურიდან დაბრუნებულ “საქმროს” ღიმილით შეეგება.

-როგორ ხარ?_მზერა მუცლისკენ გააპარა მაქსიმემ.

-კარგად, შენ როგორ ხარ?

-მეც კარგად. დაცვამ მითხრა ვიღაცა ქალი იყო მოსული და საცოლე აგინრევიულაო. _ტუჩის კუთხეში ცინიკურად ჩაიცინა და ცალი ხელი წელზე მოხვია ქალს.

-ვინ აგინერვიულაო?_დაბნეულმა იკითხა.

-დაცვამაც ეგრე იცის. _განუმარტა და ცხვირის წვერზე აკოცა.

-აა, ჰო. _მოღუშულმა დაუქნია თავი. _შენი ყოფილი იყო, ჩემი კაცი დამიბრუნეო.

-მერე შენ რა უთხარი?

-შენ იყო, ახლა ჩემია-თქო!_კმაყოფილმა ასწია თავი და ყურებამდე გაიბადრა.

-სწრად გითქვამს!_მაქსიმემ თვალი ჩაუკრა და ქალის ბაგეებისკენ დაიხარა.

ბარგის ნაწილი ჩაალაგა. ყველაფერი ერთად არც გადმოუტანია და გადატანითაც ვერ შეძლებს. ტანსაცმლის ჩემოდანი გარდერობთან ააყუდა და საწოლზე ჩამოჯდა. თავიდან როგორი დიდი და ხანგრძლივი ეგონა სამი თვე, ფიქრობდა რომ ეს დრო უსაშველოდ გაიწელობდა, მაგრამ ახლა როცა აანალიზებს რომ სულ რაღაც 11 დღეში ამ სახლიდან უნდა წავიდეს სიმწრით ეცინება. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს აქაურობის დატოვება ძალიან გაუჭირდება, ადამიანები ადვილად ეჩვევიან საცხოვრებელ ადგილს, თანაც ისეთ ადგილს სადაც მისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ადამიანი ცხოვრობს. შუბლზე ხელისგული მიიდო და თვალები დახუჭა.
მაქსიმეს არცერთხელ არ უფიქრია რომ ნინიასთვის დარჩენა შეეთავაზებინა, რა თქმა უნდა ბავშვის არსებობა აუცილებლად ქორწილს ხომ არ ნიშნავს?! ეს ძალიან კარგად ესმის, თუმცა მაინც ძალიან სწყდება გული მაქსიმეს გულცივობაზე.
ქალებს ადვილად უყვარდებათ ისეთი მამაკაცები როგორიც გერლიანია, როგორი ჭკვიანი და ძლიერიც არ უნდა იყო რთულია ამ გრძნობასთან მარტო დარჩენისას შენს თავში გამკლავების ძალები აღმოაჩინო. შეუყვარდა იმ სიტუაციაში რა სიტუაციაშიც ახლაა და სავარაუდოდ ეს გრძნობა ძალიან დიდი ხანი არ მოასვენებს, ახლა მითუმეტეს როცა კავშირს ვერასოდეს ვერ გაწყვიტავენ. ნინია ვალდებულია გერლიანთან ურთიერთობა ჰქონდეს, ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ასეა საჭირო და ბავშვი რომ დაიბადება ალბათ მერე ძიძის საშუალებით ექნებათ ურთიერთობა.

-ჩემი ლეპტოპის სატენი ხომ არ დაგინახავს?_მუცელზე ხელდადებულმა კითხა მაგიდასთან მჯდარ გერლიანს.

-რამე გტკივა?

-მუცელი._შეწუხებულმა შეჭმუხნა შუბლი და დივნის სახელურზე ჩამოჯდა. მაქსიმე სწრაფად წამოდგა ფეხზე და ქალისკენ წავიდა.

-რა გავაკეთო?_ხმა შეცვლილმა კითხა და ცალი ხელი წელზე მოხვია. _შენს ექიმს დავურეკავ. _სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება და ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო.

ნინიამ შუბლი გერლიანის მკერდს მიადო და ღრმად ამოისუნთქა. ტკივილი გაუსაძლისი არ იყო, მაგრამ შიშით რომ რაიმე სერიოზული შეიძლება ყოფილიყო უარესად ისტრესავდა თავს. პანიოკიორი არასოდეს არ ყოფილა, ყოველთვის პოულობდა სიტუაციიდან გამოსავალს, მაგრამ რაც ლილუს ამბები გადახდა თავს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნია, დაშინებულია გონია რომ ყველა წვრილმანი ძალიან აუცილებელი და გასათვალისწინებელია, გონია რომ ელემენტარყლი ფრჩხილის მოტეხვაც კი რისკებთან არის დაკავშირებული.

-დამშვიდდიი და დაწექი. _მაქსიმეს ხმამ მოაფხიზლა, თვალები ოდნავ გაახილა და მამაკაცს ახედა.

-რაო ექიმმა?_კრუსუნით კითხა და დივანზე დაწვა.

-სერიოზული არაფერი იქნება, ცოტახანი წამოწვეს და თუ ტკივილებმა არ გაუარა მოიყვანეო. _შუბლზე დაყრილი თმები ნაზად გადაუწია და სავარძელში ჩაჯდა. _მაგრამ შენ თუ თვლი რომ ტკივილი აუტანელია შეგვიძლია ახლავე წავიდეთ.

-არა, ჯობია მოვიცადოთ. _თავი გააქნია და თვალები დახუჭა. _აქამდე არასოდეს არ ამტკიებია.

-ნინია, 3 კვირის ორსული ხარ ჯერ. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა კოპებშეკრულმა გერლიანმა. ნინიამ წარბწეულა გადახედა მამაკაცს და ქვედა ტუჩი უკმაყოფილოდ გადაატრიალა.

-ვიცი და იმიტომაც ვამბობ..._ჯიუტად ჩაილაპარაკა და ჭერს ახედა.

-9 თვის განმავლობაში ძალიან ბევრ შენთვის უცნაურ მოვნელასთან გექნება საქმე და ყველაფერზე მსგავსი რეაქცია ბავშვზე ძალიან ცუდად აისახება. _შეცვლილი ხმით გააფრთხილა.

-ეგეც ვიცი. _დასჯილი ბავშვივით დაუქნია თავი და ხელისგულები მუცელზე დაიწყო.

-ახლა როგორ ხარ?

-ცოტა გამიარა.

-იწექი და არ გაინძე!
>>>

-სამსახურში არ მიდიხარ?_საშინაო ფორმაში გამოწყობილი გაკვირვებულმა აათვალიერ-ჩაათვალიერა და წყლის ჭიქას თითები მაგრად მოუჭირა.

-არა. _მოკლედ უპასუხა და გაზქურა აანთო და ცეცხლზე საწრუპს თავი მოუწვა. საინტერესოა რის გაკეთებას აპირებს.

-მეგი არ მოსულა?_თვალების ცეცებით მოიკითხა გოგონა.

-მეგი 1 კვირით ისვენებს.

-უი, რატომ რამე ხდება?_ინტერესით ააფახუნა თვალები და ბარის სკამზე ასკუპდა.

-განსკაუთრებული არაფერი, უბრალოდ გადავწყვიტე სანამ კონტრაქტს ვადა გაუვა განმარტოვებით ვიყოთ. მხოლოდ მე, შენ და ჯერ არ დაბადებული ბავშვი.

ნინიას წამიერად გამომეტყველება შეეცვალა ეკლებმა კიდევ ერთხელ ძალიან დაუდნობლად დაჩხვლიტეს. კონტრაქტის დასრულების თარიღი რომ ახსენდება გული უსიამოვნოდ ეკუმშება და სუნთქვა უჭირს. გამუდმებით ამ საკითხზე ფიქრობს, ზოგჯერ საშინელი სურვილი იპყრობს რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყოს და დილით გაღვიძებულმა აღმოაჩინოს რომ დედამიწის ზურგზე მასზე ბედნიერი ქალი არ არსებობს, ქალი რომელსაც შესანიშლავი ოჯახი აქვს. მომენტებში ჰქონია რომ ნამდვილი ოჯახივით არიან, მაშინ როცა მაქსიმე მის უცნაურ მდგომარეობაზე ღელავს, ყურადღებას იჩენს და საერთოდ, იქცევა ისე როგორც ქმარი უნდა მოექცეს ორსულ ცოლს, მაგრამ მამაკაცის ერთი ქმედება და ყველაფერი ნიავდება.
ვერ იტყვის რომ გელრიანისგან ის სითბო უგრძვნია რაც ქალმა იმ მამაკაცისგან უნდა იგრძნოს რომელსაც უყვარს. როცა უახოვდება კოცნის, ეხვევა და ეალერსება ეს ყველაფერი უფრო ლამაზი და ფერადი ეჩვენება, ყველაზე და ყველაფერზე ფიქრს წყვეტს და მხოლოდ მაქსიმეზე და ბავშვზე ფიქრობს, მაგრამ ზუსტად იცის რომ გერლიანს არ უყვარს.

-ანუ ბოლო ერთი კვირა სულ ერთად ვიქნებით. _თავისდაუნებურდ გააჟღერა საკუთარი სურვილი და მოწყენილმა ბედნიერად ჩაიღიმა.

-მეჩვენება თუ შეყვარებული ქალის სიმფტომები გაქვს?_მოულოდნელად იკითხა ცინიკურად მომღიმარმა გერლიანმა და თვალებდაქაჩულს მიაჩერდა. ნინიას ნერწყვი ლამის გადასცდა, მაგრამ ამჯერად თავი შეიკავა. წელში გასწორდა და გამომეტყველება შეიცვალა.

-რა სისულელეა..._სწრაფად უარყო და მეტი დამაჯერებლობისთვის თავიც კი გაუქნია. _უბრალოდ ორსულად ვარ და მგრძნობიარე გავხდი. _რამდენ რამეს გადააბრალებს ამ ერთი კვირის განმავლობაში საწყალ ბავშვს. მაქსიმემ ირონიულად შეათვალიერა და მის წინ დადგა.

-მე კიდევ მგონია რომ ჩემზე უგონოდ ხარ შეყვარებული. _ქალის ტუჩებისკენ დაიხარა და ქვედა ტუჩზე მსუბუქად წაეთამაშა.

-გეშლება!_მტკიცედ წარმოსთქვა ნინიამ და აჩქარებულ გულზე თითები მიიდო.

-გამოუცდელი მშიშარა. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა და თითები თმებში შეუცურა.

-რატომ ვარ მშიშარა?_აღელვებულმა კითხა და თავი ოდნავ უკან გასწია თვალებში რომ კარგად ჩაეხედა.

-გრძნობების გამოხატვის გეშინია. _აუხსნა და შუბლი შეკრა.

-და იქნებ შენ გეშინია გრძნობების გამოხატვის?_არც ნინიამ დააკლო და გაფიცხებულმა დაუბრიალა თვალები. მაქსიმე ოდნავ მოშორდა ქალს და უკან დაიხია.

-და შენც როგორ გინდა რომ მეშინოდეს. _ჩვეული ცინიზმი, რომელის გამომჟღავლებაც უდროო დროს იცის ხოლმე.

-მე ახლა რაც მინდა ფორთოხლის წვენია. _ეშმაკური ღიმილით ჩაილაპრაკა და წარბები შეათამაშა. _და არა შენი სიყვარული!_ბოლოს მაინც ვერ მოისვენა და თავისებურად დაასრულა.

“მაგრამ არც ეგ იქნებოდა ურიგო.” მაცივრისკენ მიტრიალებული მამაკაცი რომ დაიგულა მოღუშულმა გაიფიქრა და ნიკაპით ხელისგულს დაეყრდნო.
ნუთუ ასე ძალიან ემჩნევა მაქსიმემ მიმართ აგიზგიზებული გრძნობები და მამაკაცისადმი გაჩაღებული სიყვარული, მაგრამ თითქოს კარგად მალავს, გრძნობებსაც არ გამოხატავს.
აფორიაქებულმა დაისვა თითები ყელზე და ფეხზე წამოდგა.

-სააბაზანოში შევალ. _ოდნავ გრილი წყალი რომ არ გადაივლოს შეიძლება ყველაფერი დაივიწყოს და სამზარეულოშივე გამოუტყდეს მაქსიმეს.

-ჩემ სიყვარულს ცივი წყლით ვერ გააგრილებ!_ცინიკური ხმით მიაძახა სააბაზანოსკენ წასულს და ფორთხილის წვენი ბარზე დადო. ნინია ოდნავ მიტრიალდა გერლიანისკენ და ცალი წარბი დაბოღმილმა ასწია.

-შენ გირჩევნია ეგ ფორთხოლის წვენი მაცივარში შედო, სააბაზანოდ რომ გამოვალ გაგრილება დაგჭირდება!_გესლიანად ჩაილაპარაკა და აჩქარებული ნაბიჯებით წავიდა კარებისკენ.

>>>
იცის რომ სააბაზანოდან ამ ფორმაში გასვლა არც თავად არ მოუტანს კარგს არაფერს, მაგრამ გერლიანს დანაპირები რომ არ აუსრულოს მთელი ღამე ბორგვით მოკვდება. საცვლებზე ალტასის მოკლე ხალათი მოიცვა და მჭიდროდ შეიკრა, ყოველი შემთხვევისთვის გერლიანს გახსნა რომ არ გაუადვილდეს, მაგრამ ბოლო პერიოდია ნინიასთან მსგავსი სიახლოვე არც კი უცდია.
უკან დაბრუნებულს მამაკაცი იქ არ დახვდა, არც ეზოში იყო და არც საძინებელში. სასწრაფო წესით მანქანის გასაღები შეამოწმა, მაგრამ ადგილზე რომ არ დახვდა გაბრაზებულმა ააბაკუნა ფეხები და დივანზე დაემხო.

-სად წახვედი?_გაბუსხულმა ჩასძახა ტელეფონში.

-საქმეზე გავედი და მალე მოვალ!_გერლიანის ყინულივით ცივი ხმის გაგონებისას სააბაზანოდან ახლადგამოსულს ერთიანად შეაცია. _ფორთოხალი ბარზეა. _ბოლო სიტყვებმა ბუნებრვად შეუცვალა ხმა მამაკაცს.

-შენი ხმა არ მომწონს და იმედია ყველაფერი კარგადაა. კარგი, გელოდები.

ღიმილით ჩაილაპარაკა და ტელეფონი გათიშა. ძალიან არ ესიამოვნა გეგმა წყალში რომ ჩაუვარდა და მაქსიმეს გრძნობებზე ვერ ითამაშა.

გერლიანის ცხოვრება მისთვის ისეთივე ბუნდოვანია როგორიც ურთიერთობის დასაწყისში იყო. მართალია რაღაცები გაიგო, რაღაცები კი საკუთარი ძალებით გაარკვია, მაგრამ მაქსიმეს მასთან საკუთარ თავზე არასოდეს არ უსაუბრია და ეს ნინიას ძალიან არ მოსწონს. ისევ ისეთივე უცხოები არიან, უბრალოდ გრძნობები და ემოციები შეიცვალა.
ძალიან უნდა ერთხელ და სამუდამოდ გაარკვიოს რა მიზანს ემსახურებოდა ნინიას ამ სახლში გადმოყვანა და საერთოდ რა გეგმები აქვს გერლიანს.

თვალები რომ გაახილა უკვე ჩამობნელებული იყო. მიხვდა რომ დივანზე იწვა და პლედი ეფარა, მაგრამ ზუსტად ახსოვს მაქსიმეს მოლოდინში ჩაეძინა და თანაც სავარძელზე. თვალები ფართოდ გაახილა და მისაღები მოათვალიერა, მაქსიმე ბართან იდგა და რაღაცას ჭრიდა.

-ცოტახანში შენგან ისეთი კულინარი დადგება მეც კი შემშურდება. _გამხიარულებულმა ჩაიალპარაკა და ფეხზე წამოდგა. _დიდი ხანია მოხვედი?

-2 საათი იქნება.

-ამდენი ხანი მეძინა?_აღშფოთებულმა შესძახა და კედლის საათს ახედა. _უფ, რა დრო გასულა. _ხალათი შეისწორა და მამაკაცის გვერდით დადგა. _ამ ოლივიეს ვისთვის აკეთებ?

-ხვალ ლილუ უნდა მოვიდეს და მითხრა რომ უყვარს.

-თქვენ მე მგონი ჩემი გაგიჟება გინდათ. _ხელები აიქნია და სამზარეულოში შევიდა. _ხო მართლა, წეღან ისე მოულოდნელად სად გავარდი?

-საქმეზე!

-ეგ ტელეფონშიც მითხარი. _მისკენ წავიდა და წინ დაუდგა. _მითხარი და მეც გეტყვი შენს მიმართ რას ვგრძნობ. _გათამამებულმა ჩაილაპარაკა და ეშმაკურად გაუცინა. გერლიანმა დანა ხის საჭრელზე დადო, ხელები გაიწმინდა და ქალისკენ წავიდა. ორივე ხელი საჯდომთან მოხვია და თავისკენ მიიზიდა.

-ეგ ისედაც ვიცი, ჩემზე გიჟდები. _ქვედა ტუჩზე ენა დაისვა და ქალისკენ დახიარა. _მეტიც გიყვარვარ!_კმაყოფილმა და ასი პროცენტით დარწმუნებულმა დააყოლა და ტუჩებზე დააეძგერა. ნინიამ თვალები მინავა, ხელები კისერზე მოხვია და ვნებიან კოცნაში აჰყვა.

მაქსიმემ ფრთხილად შემოსვა სკამზე და ტუჩები ყელისგენ ჩააცურა. როგორც ყოველთვის ახლაც გაბრუებულმა გადააკონწიალა თავი უკან და თვალები ოდნავ გაახილა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ დანებდა. თითებს მაქსიმეს თმებში ხლართავდა, მეორე ხელი კი მამაკაცის მხარზე ჰქონდა ჩამოდებული.
ხალათი ოდნავ გადაუწია და გახურებული ბაგეები მხარზე შეახო. ადრე თუ მხოლოდ კისერში და ყელში კოცნა იყო ნინიასთვის თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმა ახლა ნებისმიერ წერტილში შეხება ურევს გონებას. მაქისმეს სურნელი სასიამოვნოდ უღიტინებს ცხვირში და ამ ყველაფერს მისი ნაზი ალერსიც ემატება. გერლიანი ცდილობს ვნება ზედმეტად არ მოაწვეს და როგორც უწინ ეს ყველაფერი უფრო თამამი არ იყოს, როგორც სჩანს მამაკაცი ამ ეტაპზე სიმშვიდით გამოირჩევა.

-ასეც რომ იყოს შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?_ხმადაბლა ჩაიჩურჩულა ნინიამ და თვალები გაახილა. მაქსიმე იმ წამსვე მოშორდა ქალს, ვნებისგან აშლილი გრძნობები ორივემ სწრაფად დაიმშვიდა._მე რამდენიმე დღეში უნდა წავიდე, შენ აქ დარჩები და ყველაფერი ისე იქნება როგორც ადრე, უბრალოდ იმ განსხვავებით რომ ახალ მე ორსულად ვარ. _აშკარად გულმოსული სისინებდა.

-შეეგუე იმას რომ აღარაფერი იქნება ისე როგორც 3 თვის წინ იყო! შენ ახლა მუცლით ჩემს შვილს ატარებ. _კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა.

-შენ კიდევ შეეგუე იმას რომ... ჰო, მართლა მეგის რატომ დაშორდი არ მეტყვი?_უცებ, ოსტატურად შეცვალა თემა და აფერისტული ღიმილით მიუცუცქდა მამაკაცს.

-ბევრს ლაპარაკობდა შენსავით. _ცინიკურად წაკბინა და შუბლი შეკრა. ნინიამ გაბრაზებულმა აქაჩა ცალი წარბი მაღლა და დოინჯი შემოიდო.

-ანუ მე მეგის ვგავარ?_ნაწყენმა კითხა და ქვედა ტუჩი გადაატრიალა. მაქსიმემ ოდნავ გადაიხარა ქალისკენ და თმები ყურსუკან გადაუწია.

-მეორედ აღარ გაბედო და გათხოვილ, ჩემს წარსულში არსებულ ქალს აღარ შეადარო თავი. მე ვთქვი რომ მეგისავით ბევრს ლაპარაკობ, მაგრამ არ მითქვამს რომ მასავით მაბეზრებ თავს!

-სადილი მზად არის.

წინსაფარი თავის ადგილზე ჩამოკიდა და მისაღებში გავიდა. გერლიანი დივანზე იყო წამოწოლილი, მუცელზე ლეპტოპი ედო და რაღაცას უყურებდა. ნინია სიცილით მიუახლოვდა მამაკაცს და კომპიუტერის ეკრანიდან მზერა ჩაძინებულ გერლიანზე გადაიტანა. ფრთხილად გამოაცალა ლეპტოპი, დაკეცა და მაგიდაზე დადო, მაქსიმეს კი იქვე დაკეცილი პლედი მიაფარა. მასზე ზრუნვა სიამოვნებას ანიჭებს, სურვილს უღვივებს უფრო მეტი გააკეთოს, მაგრამ ამისი საშუალება არ აქვს. გერლიანისთვის ერთადერთი რისი გაკეთებაც შეუძლია სადილია და დიდი დიდი პლედს თუ მიაფარებს. დაღლილი ჩამოჯდა სავარძელზე და მამაკაცზე დაკვირვება დაიწყო.
ალბათ მაქსიმემ დაჟინებული მზერა იგრძნო და შეიშმუშნა, ნინიამ სწრაფად გადაიტანა ყორადღება სხვა რაღაცაზე და თვალების ტრიალით დაიწყო სახლის თვალიერება.
ცოტახანში ისევ მაქსიმესკენ გაიხედა და ცინიკურად მომღიმარის დანახვისას უნებურად დაიბნა.

-სადილი... გავამზადე. _ლუღლუღით ჩაილაპარაკა და ფეხზე წამოდგა. _მაგრამ გეძინა და აღარ გაგაღვიძე, მარტო ჭამა კიდევ დამეზარა. _სწრაფად მიაყარა და სამზარეულოსკენ წავიდა. მაქისმემ პლედი გადაიხადა, დაკეცა და ისევ დივნის საზურგეზე გადაკიდა.

-მეგრული აჯიკა რომ შენთვის აღარ შეიძლება არ იცი?_წარბწეულმა კითხა და აჯიკა გამოართვა.

-მაქსიმე, მეგრელს მაგას ნუ მეუბნები!_გაბრაზებულმა დაუბრიალა თვალები და აკიჯა გამოსტაცა._ორსულად ვარ ავადმყოფი კი არ ვარ!

-ძალიან ცოტა!

შუბლშეკრულმა დართო ნება და საკუთარი ხელით დაუდო ჩანგლის წვერით ამოღებული აჯიკა თეფშზე. ნინიამ ორივე წარბი ერთდროულად ასწია და მაგიდის მეორე მხარეს გადადებულ აჯიკას გადახედა, მაგრამ მაქსიმეს გამომეტყველების დანხვისას ვერაფრის თქმა ვერ გაბედა და დადუმებულმა განაგრძო ჭამა.

-სამეგრელოში ხარ ნამყოფი?_მეგრული აქცენტით კითხა და წარბები შეათამაშა.

-დედა მყავს მეგრელი.

-რაააააა?_პირდაღებულმა წამოიძახა და არ ვიცი აჯიკის ბრალია თუ სიახლის, მაგრამ თვალები სულ ჩაუწითლდა. _სკან დიდა მარგალ რენო?(დედაშენი მართლა მეგრელია?)_ ხმადაბლა იკითხა და შემოსასვლელ კარს გახედა. მაქსიმემ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ჭამა განაგრძო. _მეც არ ვთქვი რატომ აქვს მეგრული გამოხედვა და მანერები-თქო._სიცილით ჩაილაპარაკა ნინიამ.

-შენ გგავს. _ცინიკურად დაუბრუნა პასუხი გერლიანმა. ნინიამ ალმაცერად აათვალიერა მამაკაცი და უსიტყვოდ აარიდა მზერა.

-დარწმუნებული ვარ სიხარულით მეცხრე ცას ეწევა როცა გაიგებს რომ “დავშორდით”. _სიმწრის სიცილით ჩაილაპარაკა და თეფშები ნიჟარაში ჩააწყო. მაქსიმე სკამის საზურგეს მიეყუდა და შუბლშეკრულმა გადახედა სამზარეულოში აფუსფუსებულ ქალს.

-სანამ სიხარულით მეცხრე ცას ეწევა დარწმუნებული ვარ შენი აქედან წასვლა აღარ გაუხარდება. _გაუგებრად ჩაილაპარაკა და თვალი ჩაუკრა.

-რატომ?

-მუცლით ჩემს შვილს ატარებ.

-ხო, მაგრამ თუ დედა არ მოგწონს არც შვილზე გადაირევა დიდად. _დარწმუნებულმა ჩაისისინა და სკამზე ჩამოჯდა.

-თავიდანვე უნდა შევთანხმდეთ. _მოულოდენლად წელში გასწორდა, ხელებით მაგიდას დაეყრდნო და ნინიას სერიოზული გამომეტყველებით მიაჩერდა.

-რაზე უნდა შევთანხმდეთ?

-მე შენზე და ბავშვზე ვიზრუნებ და შენ ყოველგვარი სიჯიუტის გარეშე შეეგუები ამ ამბავს!

-ბავშვზე იზრუნებ, მაგრამ ჩემზე არა!

არანაკლებ კატეგორიული და შეუვალი იყო ნინიაც. არ უნდა გერლიანისგან რაიმეს იღებდეს, ბავშვზე ზრუნვა მისი სურვილი და მოვალეობაა, მაგრამ არანაირად არ არის ვალდებული ნინიაზეც იზრუნოს. ის დამოუკიდებელი ქალია და როგორმე საკუთარ თავს თავადაც მიხედავს, არ უნდა ვინმესთან ვალში იყოს მითუმეტეს მაქსიმესთან.

-შენზე ზრუნვა არ ნიშნავს იმას რომ ეზოში ბანტიან მანქანას დაგახვედრებ და ყოველ საღამოს ბრენდირებული მაღაზიებიდან, სპეციალურად შენთვის წამოღებულ კაბებს გაჩუქებ._ცინიკური გამომტყველებით განუმარტა რასაც გულისხმობდა და მისკენ გადაიხარა.

-ეგ არც მიფიქრია. _შუბლშეკრულმა შეუღრინა და ფრჩხილები მაგიდაზე ააკაკუნა.

-ამ თემაზე საუბარს მოგივანებით გავაგრძელებ, ახლა ლილუ უნდა წამოვიყვანოთ. _ფეხზე წამოდგა და თავისი საძინებლისკენ წავიდა.

-მეც წამოვიდე?_ჩქარი ნაბიჯებით მიჰყვა ნინია უკან.

-წამოდი და სანაყინეში გავიაროთ.

-კარგი, წამოვალ. _პატარა ბავშვივით გაახარა მამაკაცის პასუხმა. _უცებ ჩავიცვამ და მოვალ. _გერლიანის საძინებელში პირველი შექანდა, გარდერობში დარჩენილი ტანსაცმლიდან მოკლე შორტი და გრძელი მაისური აარჩია.

-სულ ეს არის შენი ტანსაცმელი?_მაქსიმემ გაკრივებულმა კითხა ქალს.

-არა, ნაწილი ჩავალაგე. _სწრაფად უპასუხა და ტანსაცმლიანად სააბაზანოში შევიდა.

-ღამე პენუარით სძინავს და დღე მემალება. _თავისთვის, სარკასტულად ჩაისისინა მაქსიმემ და მაისური გაიხადა._გამოხვალ და გასწავლი როგორ უნდა წინასწარ ბარგის ჩალაგება. _კიდევ ერთხელ შეათვალიერა ნინიას ტანსაცმელი და გარდერობის კარი დახურა.

>>>
აჟიტირებული და გახარებული ლილუ ადგილს ვერ პოულობდა, გაბადრული სახით დადიოდა და თავაწეული უღიმოდა მაქსიმეს. ცოტა არ იყოს და ამ ორის ურთიერთობაზე ეგოისტური ეჭვიანობა ემართება, უკვე რეალურად აღიქვამს იმას რომ ლილუ მაქსიმეზე უგონოდ არის შეყვარებული და ბავშვისთვის არანაირი მნიშველობა არ აქვს ვინ არის მაქსიმე ნინიასთვის.

-რომელ ნაყინს შეჭამ?_მაცივართან მისულმა კითხა მომღიმარს.

-შენ რომელს შეჭამ?_ინტერესით ააკვარკვარა თვალები ლილუმ და მაქსიმეს ახედა.

-მე ნაყინი არ მიყვარს, მაგრამ დღეს შოკოლადისას შევჭამ. _თვალი ჩაუკრა და კუთხეში მდგარ კოპებშეკრულ ქალს გადახედა.

-მაშინ მე და ნინიაც შოკოლადისას შევჭამთ. _ღიმილით გადახედა დას.

-სამი შოკოლადის ნაყინი.

-რამდენი ბურთულა?

-ერთში ერთი და ორში 5.

-რა ამბავია ხუთი, ვერ შევჭამ._სწრაფად წამოიძახა ნინიამ და მათკენ წავიდა. _ლილუც ვერ შეჭამს მაგდენს.

-შენ შენს თავზე იზრუნე, ლილუ შეჭამს.

-მაშინ მე ერთიც მეყოფა.

-ხუთი, ერთი და სამი. _თავის ქნევით ჩაილაპარაკა მაქსიმემ. _მაგიდასთან დასხედით და მოვალ.

-ჯერ ხელები უნდა დავიბანოთ. _მაგიდისკენ წასულ ლილუს სხვათაშორის მიაძახა ნინიამ და საპირფარეშოსკენ წავიდა.

ლილუ კორპუსის ამბებს უყვებოდა, სავსებით შესაძლებელია მაქსიმეს სულაც არ აინტერესებდეს რომელი ფეხი მოიტეხა ლილუს მეზობელმა ჟუჟამ, უბრალოდ ღიმილნარევი სახით ზის და უსმენს. ნინიამ ჩანთიდან ტელეფონი ამოიღო და მორიდებულად დაიჭირა. მე მგონი თინეიჯერობის ასაკმა გაახსენა თავი, მაგრამ იმ დროს ტელეფონები და მსგავსი აპარატურა მისთვისაც ისეთივე სანატრელი იყო როგორც ჩვენთვის. ეშმაკურად ჩაიცინა, “ვითომ შეტყობინებების” წაკითხვისას და სურათი გადაიღო. საგულდაგულოდ დააკვირდა, ღიმილით შეათვალიერა გერლიანის ნაკვთები და ტელეფონი ისევ ჩანთაში დააბრუნა. საკუთარი საქციელები თავადაც ძალიან აკვირვების, ასეთი უცნაური ქცევები ალექსანდრესთან ყოფნისას არ ჰქონია. რამდენიმ ხანი ერქვათ წყვილი და არასოდეს გასჩენია სურვილი ალექსანდრესთვის სურათი გადაეღო, თანაც ასე ჩუმად.

>>>
შეზლონგი აუზთან ახლოს მიაჩოჩა, ზედ თხელი შარფი გადაფინა და წამოწვა. მზისგან დამცავი მაზის წამოღება როგორც ყოველთვის ახლაც დაავიწყდა, მაგრამ ადგომა და სახლში შესვლაც ეზარება. სათვალე შუბლზე დაიმაგრა და ბალახებში ჩაფლულ ტელეფონს დასწვდა.

-მაქსიმე..._გაწელილი ხმით ჩასძახა მამაკაცს. _მისაღებში მაგიდაზე მზის დამცავია და გამომიტანე, რა.

მუდარით გააგრძელა და სახლს გახედა. გერლიანმა უსიტყვოდ გაუთიშა ტელეფონში და ცოტახანში მაზით ხელდამშვენებული გამეოცხადა. ყენია გახარებული წამოჯდა შეზლონგზე და წელში გაიჯგიმა.

-იცოდე ბევრი არ წამისვა.

გააფრთხილა, სათვალე ცხვირზე დაიკოსა და ხელები გაშალა. მაქსიმემ მაზი ჯერ თითებზე დაიდო და შემდეგ ნაზად შეაზილა ზურგზე. მამაკაცის შეხებისგან გამოწვეული სიამოვნების ეკლებმა დააყარა მთელ ტანზე. ქალის უცაბედი რეაქცია არც მაქსიმეს არ გამოპარვია და ცინიკურად ჩაიცინა. სპეციალურად აჭიანურება მაქსიმე დროს, ცდილობდა ქალისთვის უფრო მწვავე და ვნებიანი ყოფილიყო მისი თითოეული შეხება. გახურებულ თითებს უამრთავად დაასრიალებდა ნინიას მოშიშვლებულ ზურგზე და ტუჩის კუთხეში ცინიკურად ათამაშებდა ტუჩს.

-წინ მე წავისვამ. _გულაჩქარებულმა წამოიძახა და მაზი გამოსტაცა.

-წყალში არ ჩადიხარ?

მოკლესახლება მაისური ერთი ხელის მოსმით გადაიძრო და შორტის ამარა დარჩენილმა მზის სხივებზე ალივლივებულ წყალს გახედა. ნინიამ ნახევრად შიშველი მამაკაცის დანახვისას ყელში გაჩხერილი ბურთი ხველებით გაიქრო და ყელზე თითები დაისვა. საშინლად თვალისმომჭრელი დასანახია მზის შუქზე ალიპლილებული გერლიანის სხეული და მუცელზე გამოსახული კუბიკები, ძლიერი მკლავები და საოცრად მიმზიდველი წელი.

-სულ უფრო და უფრო ცხელა. _შეწუხებულმა ახედა მზეს და ფეხზე წამოდგა. მამაკაცის ყურებით ახურებულმა აღარ იცოდა რა მოემოქმედებინა. _მე მგონი ჯობია მეც გავგრილდე. _აუზისკენ წავიდა და გერლიანის გვერდით დადგა. _შევეჯიბროთ?_გაკრეჭილმა ახედა და ფეხები აათამაშა. _ოღონდ მოგებულს 3 სურვილს ვუსრულებთ!_თითის ქნევით გააფრთხილა და აუზსში გადასახტომად მოემზადა. _ყველაფერს, რაც არ უნდა ითხოვოს!

-მერე არ გეშინია უცნაურმა სურვილებმა რომ შემიპყროს?_ვნებიანი ხმით ჩასჩურჩულა და გაშლილი ხელი წელზე მიადო.

-მაგის შენ უნდა გეშინოდეს... ორსულად მე ვარ!_ნიშნის მოგებით ჩაილაპარაკა და თვალი ჩაუკრა. _ერთი ბოლოდან მეორეში. _წესები აუხსნა და აუზის თავში დადგა.

შესანიშავად ცურავს, ბავშვობაში მამამ შეიყვანა ცურვაზე. 10 წელი იარა, რამდენიმე ჩემპიონატიც მოიგო და ბოლოს შეეშვა, თვითონაც არ იცის რატომ აღარ გადიოდა შეჯიბრებებზე, მაგრამ მე მგონი მობეზრდა. თუმცა წყლისგან ყოველთვის მაქსიმალურ სიამოვნებას იღებს. არც ახლა იქნება გამონაკლისი ორმაგად გახარებული ამოყვინთავს და გამარჯვებული ღიმილით გადახედავს მის უკან დარჩენილ გერლიანს.
შეჯიბრი მოიგო, მართალია სულ ოდნავ გაასწრო მაქსიმეს, მაგრამ მოგებული მაინც ნინია გახდა. წყლიდან კმაყოფილი სახით სცადა ასვლა, მაგრამ მაქსიმემ არ დაანება და წყალში ჩააგდო.

-ცურვა რომ არ ვიცოდე მოგეწებებოდი, მაგრამ...

ცინიკურად ჩაისისინა და სველი თმები უკან გადაიწია. მაქსიმემ მაცდური მზერით მიცურა ქალთან, ორივე ხელი შიშველ წელზე მოხვია და სხეულზე მიიკრა.

-მაგრამ იმდენად დიდია ჩემი შეხების სურვილი არც ისე ჩახუტებაზე იტყვი უარს. _ქალის ბაგეებისკენ დაიხარა და ორივე ნაზად დაუკოცნა. ნინიამ გაბადრულმა საპასუხო კოცნა დაუბრუნა და შიშველი ფეხი მამაკაცის ფეხზე ოდნავ მიადო.

-გვრიტებო!_ლევანის ხმის გაგონებისას ორივემ ერთდროულად მიატრიალა თავი უკან. _ვიცი უდროო დროს დაგადექით, მაგრამ სტუმრები მოდიან. _ომახიანად შესძახა და ეზოში გავიდა. ნინია უხერხულად შეიშმუშნა და დამორცხვილმა ჩაახველა.

-ვინ სტუმრები?_ინტერესით იკითხა ნინიამ და ცალი ხელი მაქსიმეს წელს მოხვია.

-შენი ბალღის ნათლია, მისი ცოლი, 3 მუშკეტერი და ორი ვირთხასავით ძაღლი. _სიცილით ჩაილაპარაკა და შეზლონგზე ჩამოჯდა.

-უტა და ნატა ჩამოვიდნენ?

-ჩამოვიდნენ._დაუდასტურა და ნინიას წვენი მოსვა.

-მოიცადე..._დაბნეულმა წამოიძახა. _ბავშვის ნათლია შენ არ უნდა იყო?

-არა, მაქსიმე უნდა იყოს ჩემი ბავშვის ნათლია. _სიტუაციაში გაარკივა და აუზში მოცურავე წყვილს დააკვირდა. _მოკლედ, მე წავედი და საღამოს გამოგივლით. _ეშმაკური ღიმილით გაშორდა წყვილს და ჩქარი ნაბიჯებით წავიდა სახლისკენ. _იცოდეთ ბევრი არ იცელქოთ._ხმამაღლა მიაძახა და გაუჩინარდა.

-და ეს უტა შენი ვინ არის?_ყენია წყლიდან ასულს უკან მიჰყვა და გაწვდილი პირსახოცი გამოართვა.

-ჩემი და ლევანის ბავშვობის მეგობარია.

-აქამდე მასზე არაფერი მსმენია.

-არ იყვნენ აქეთ.

-ეგ კარგი და რა მოვამზადო?

-არაფერი, რესტორნიდან შევუკვეთავ რამეს.

-მაქსიმე, მე ორსულად ვარ ცუდად კი არა... ეს უსაქმურობა უარესად მღლის. _წარბებშეჭმუხნული დაუდგა წინ და დოინჯი შემოიდო. გერლიანმა ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა, ქალისკენ გადაიხარა და ტუჩებზე მსუბუქად აკოცა.

-მაშინ რაც გინდა ის გააკეთე. _მხრები აიჩეჩა და სახლში შევიდა.

-მე შენთან 3 სურვილი მაქვს._ “მუქარასავით” ჟღერდა ნინიას სიტყვები.

-მე კიდევ 3 სურვილის გარეშეც შემიძლია შენთან ურთიერთობა. _ირონიულად ჩაუკრა თვალი.

-მეგი რომ აღარ გიყვარს ეგ უკვე ფაქტია... ასეთი ქალის გვერდით გძინავს და კიდევ იმ სწევრა ქალზე რომ ფიქრობდე სირცხვილი იქნება._ამაყად ჩაილაპარაკა და წელში გაიმართა. მაქსიმემ შუბლშეკრულმა შეათვალიერა გულმოსული ქალი და ცალი წარბი მაღლა ასწია. საკუთარი გამოსვლით კმაყოფილი ნინია ტუჩებს თავს ვერ უყრიდა და ერთ ადგილზე ვერ აჩერებდა, გაბადრულმა ყურებამდე გაიტანა ღიმილით ბაგეები.

-ცოლად გამომყევი! _მშვიდი, გაწონასწორებული ხმით ჩაილაპარაკა გერლიანმა და სახეზე ღიმილმიყინულ ქალს შუბლშეკრული დააკვირდა.

-რაა?_დაბნეულმა ამოილუღუღა და დივნის სახელურზე ჩამოჯდა.

-და ამის შემდეგ კიდევ იტყვი რომ ჩემზე არ გიჟდები?_ცინიკური ღიმილით ჩაისისინა გერლიანმა და ქალისკენ წავიდა.

-საძაგელი და საზიზღარი კაცი ხარ! შემეშვი!_გაბრაზებული წამოხტა ფეხზე და სააბაზანოსკენ წავიდა. _ახლა შეიძლება იხუმრე მაგრამ როგორც არ უნდა შემეხვეწო შენი ცოლი არასოდეს არ გავხდები!_გულმოსულმა და ბოღმით გასიებულმა ჩაილაპარაკა.

-ნუ მემუქრები, თორემ ჩემთვის მიუწვდომელი ხილი უფრო საინტერესოა!

სტუმრების დასახვედრას ყველაფერი გაამზადა, მართალია მაქსიმემ გააფრთხილა ბევრს თუ არაფერს გააკეთებ კარგი იქნება, მაინც შინაურები არიანო, მაგრამ პირველად უნდა ნახოს ხალხი და უხერხულია ცარიელი მაგიდით ხომ არ დახვდებოდა!?
კარების ხმაზე გულაკანკალებულმა გაისწორა ტანსაცმელი, ისეთი რეაქცია აქვს თითქოს სადედამთილოს და სამამთილოს გასაცნობად ემზადებოდეს. პირველი ბავშვების ყიჟინი გაისმა, შემდეგ ერთმანეთში მოკითხვის ხმები და რომ მიტრიალდა მათი საახეებიც დაინახა.

-არაა?!_ხმადაბლა წამოიძახა და პირდაღებული დააკვირდა წყვილს. ნატა ღიმილით წავიდა გოგონასკენ და შინაურულად მოიკითხა. იმდენად მოულოდნელი იყო ასეთი შეაფერისი წყვილის დანახვა ემოციების ბევრ შეიკავა.

-გამარჯობა. _ხელი გაუწოდა.

-გამარჯობა. _დაბნეული სწრაფად გამოერკვა და ღიმილით მიესლამა. _როგორ ხართ?_ყველა ერთად მოიკითხა და ბავშვებს გადახედა.

-ესენი ჩვენი შვილები არიან დემეტრე, ანაბელი და გაბრიელი. _ღიმილით გააცნო ბავშვები ნატამ და კიკინებიან გოგოს ხელი მოკიდა.

-ძალიან სასიამოვნოა.

-თქვენ ორსულად ხართ?_მორდებული ხმით იკითხა ანაბელმა და მაქსიმეს ახედა. _აბა რომ დამპირდი შენსავით არავინ მეყვარებაო?

-ეგრე არ დაგპირებია!_წარბებშეკრულმა შეუსწორა დემეტრემ.

-შენ რა იცი რას დამპირდა?_გაბუსხულმა გადაატრიალა ტუჩები.

-ნინია, სასიამოვნოა შენი გაცნობა და გილოცავ. _კამათით გართულ შვილებს უტა გამოეყო და ყვავილების უაზრმაზარი თაიგული მიაწოდა ქალს.

-უღრმესი მადლობა. _თავი დაუკრა და მაქსიმეს გადახედა.

>>>
ძალიან მშვიდი და საინტერესო ოჯახი აღმოჩნდა გავაშელების ოჯახი. ნატა ძალიან თბილი, მეგობრული და კომუნიკაბელური ქალია. უმარავ თემაზე მოასწრეს საუბარი, არცერთი წამით დაუტოვებია ნინია მარტო, სამზარეულოშიც კი ეხმარებოდა. უტა და მაქსიმე თითქოს ერთნაირი ადამიანები არიან, ბევრს არ საუბრობენ თუმცა ერთმანეთთან აშკარად უფრო მეტი აქვთ საერთო ვიდრე ეს ნინიას წარმოუდგენია. ბავშვები ძალიან ზრდილობიანები, მშვიდები და მოწესრიგებულები არიან. გიჟდება ასეთ შეგნებულ და კულტურულ ბავშვებზე, თუმც დედ-მამაც ისეთი ჰყავთ სხვანაირად შეუძლებელიც კია.

-არ ვიცი შეიძლება მე მომეჩვენა, მაგრამ მაქსიმეს თვალები ანათებს. _სიცილით დაიწყო ნატამ და ქმრის ძმაკაცს გადახედა. _ზუსტად ეგეთი გამომეტყველება ჰქონდა უტას მთელი ცხრა თვის განმალობაში.

ნინიამ სხივჩამქრალი ღიმილით გადახედა გერლიანს და ღრმად ამოისუნთქა. ძალიან დაბნეულია, გაუგებარია მისთვის რის მიღწევას ცდილობს მაქსიმე. ერთ კვირაში ამ სახლიდან წავა და ამას ყველა გაიგებს, მაგრამ მე მგონი მაქსიმეს ეს საერთოდ არ აინტერესებს. არც ის აინტერესებს რას იტყვის ხალხი მათ ურთიერთობაზე, როგორ უნდა აუხსნას სამეგობრობს რომ ყველაფერი 3 დღეში დასრულდა. ან რატომ აცნობს ასე ოფიციალურად ყველას ნინიას თავს, თითქოს ყველაფერს სპეციალურად აკეთებს. იცის რომ ქალს მის მიმართ სერიოზული გრძნობები აქვს და ამ ყველაფრით გულს ძალიან ტკენს.

-უკაცრავად. _აწკრიალებულ ტელეფონს გადახედა და ფეხზე წამოდგა. _მემე. _ღიმილნარევი ხმით უპასუხა დეიდაშვილს.

-ნინია._ანერვიულებული ხმა ჰქონდა გოგონას.

-რა მოხდა?_შეშინებულმა კითხა და ოთახისკენ წავიდა. _მემე, ამოიღე ხმა! რა მოხდა?_აკანაკალებულ გულზე ხელი მიიდო და საწოლზე ჩამოჯდა. თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო ისე უცებ აღმოჩნდა ოთახში მაქსიმე, მის წინ იდგა და ქალის გამომეტყველებას სწავლობდა.

-ლილუმ გონება დაკარგა და ახლა საავადმყოფოში მიგვყავს. _ტირილით ჩაიალაპრაკა.

-რაა? სად, რომელ საავადმყოფოში? თავის ექიმთან მიიყვანეთ, მეც იქ მოვალ!_ნიკაპი და თითები აუკანკალდა. _ახლავე წამოვალ. _ტელეფონი გათიშა და გაიყინული თითები ერთმანეთს მიადო.

-ღრმად ამოისუნთქე და წავედით!_მხრებზე მაგრად მოუჭითა თითები მაქსიმემ, აცრემლებულ თვალებში ჩახედა და ფეხზე წამოაყენა. _ლილუ ძლიერი გოგოა და დარწმუნებული ვარ სერიოზული არაფერია. _გულზე მიიხუტა და თითები ნაზად დაუსვა ზურგზე.

-ძალიან მეშინია. _ტირილით ჩაიჩურჩულა და ორივე ხელი მაგრად მოხვია იმ მომენტში მისთვუს ერთადერთ საყრდენს. _ჩემი ბრალია, მის გვერდით არ ვიყავი, ინერვიულა და..._კრუსუნით ჩაილაპარაკა შუბლზე მკერდზე მიადო.

-კარგს იზამ ასეთ დროს საკუთარ თავს თუ არ დაიდანაშაულებ, ჯერ ისიც არ იცი რატომ მიყავთ საავადმყოფოში. _შუბლშეკრულმა ჩაილაპარაკა მაქსიმემ.

-ჩემებს მივიყვან და მეც მოვალ, მომწერე სად იქნებით. _ეზოში გასვლისთავე ჩაილაპარაკა უტამ და მანქანისკენ წავიდა.

-ნინია, თუ რამეში დაგჭირდე ძალიან გთხოვ არ მოგერიდოს. _ნატამ ლოყაზე აკოცა და ღიმილით გაშორდა.

>>>
მაქსიმეზე მიხუტებული ელოდებოდა ექიმის გამოსვას, როგორც წესი ამდენი ხანი არ უნდა ელოდებოდნენ პასუხებს, მაგრამ ალბათ ყველანაირ გამოკვევას უტარებენ დაზღვევის მიზნით. პალატიდან გამოსული ექიმის დანახვისას ფეხზე წამოხტა და მისკენ წავიდა.

-დამშვიდდი, საგანგაშო არაფერია. მკურნალობას მსგავსი შემთხვევები ყოველთვის თან ახლავს. ბავშვის ორგანიზმი დაიტვირთა, გადაიღალა, გამოფიტა და გული წაუვიდა... მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა, საგანგაშო და სავალალო არაფერია. _ღიმილით დაუსვა მხარზე ხელი და პალატის კარს გახედა._შეგიძლია შეხვიდე, უბრალოდ ცოტა ნამტირალებია და არ შეგეშინდეს, ანალიზების აღებისას იტირა.

-კარგი. _სრუტუნით დაუქნია თავი და კარებისკენ წავიდა.

-მეც რომ შევიდე შეიძლება?_დერეფნის ბოლოსკენ წასულ ექიმს კითხა მაქსიმემ. ქალმა ჯერ ნინიას გადახედა და მერე დაუქნია თავი. _შედი და მერე შემოვალ. _თვალი ჩაუკრა და სკამზე ჩამოჯდა.

>>>
პალატაზე უმწეოდ მწოლიარე დის დანახვისას წარსული გაახსენდა და გული აუჩქარდა. ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ ლილუ ისევ ამ თეთრ კედლებში არ მომხვდარიყო, იბრძოლა, იწვალა და ახლა ისევ აქ წევს.. აცრემლებული თვალებით დაუკოცნა სახე და ხელები.

-ნუ ტირიხარ, თორემ პატარა ინერვიულებს. _ხმადბალა ჩაიჩურჩულა ლილუმ და მუცელზე მიადო დასუსტებული ხელი. ნინიამ გაკვირვებულმა დაქაჩა თვალები.

-შენ საიდან იცი?_ღიმილით კითხა დას და შუბლზე აკოცა.

-გავიგონე მემე რომ გელაპრაკებოდა._ბედნირმა გაუცინა. _გეშინოდა რომ ვიეჭვიანებდი ხომ?!

-ხო, მეშინოდა. _ტუჩებზე თითები მიიდო და ცრემლები გადმოყარა. _ხომ კარგად ხარ?_იმედიანი ხმით კითხა.

-ძალიან კარგად. მართლა, არაფერი მტკივა. _გულწეფელად უპასუხა და პატარა თითები საჩვენებელ თითებზე მოუჭირა. _მაქსიმე აქ არის?_წამებში გაუნათდა თვალები.

-კი აქ არის და შენი ნახვა უნდა. _ლოყაზე უჩქმიტა და კარებისკენ მიტრიალდა. _დავუძახებ.

გარეთ გასულს გერლიანი დერეფანში არ დახვდა, გაკვირვებულმა მოათვალიერა იქაურობა, მაგრამ მამაკაცი არსად არ ჩანდა.

-აქ რომ კაცი იყო ხომ არ დაგინახავთ საით წავიდა?_იქვე მდგარ ექთანს კითხა და პალატის კარს გახედა.

-მე მგონი დაბლა ჩავიდა, ზუსტად არ ვიცი.

-გასაგებია, გმალდობთ. _თავი დაუქნია და პალატაში შეტრიალდა. _გარეთ არ დამხვდა, ალბათ დაბლა ჩავიდა და მალე ამოვა. _ლილუსკენ წავიდა და იქვე მდგარ სავარძელში ჩაჯდა. ხმას არცერთი და არ იღებდა, ლილუ ჭერს უყურებდა ნინია გაშტერებული აკვირდებოდა უმწეო მდგომარეობაში მყოფ დას.

-გავიგე მეძებდით. _პალატაში დიდი დათუნიით ხელდამშვენებული გერლიანი გამოჩნდა. ლილუმ გახარებულმა წამოიკივლა და ნემსებისგან თავისუფალი ხელი აათამაშა.

-ამისთვის წახვედი?_სიცილით კითხა ნინიამ.

-შენ ჯობია აღიარო რომ ჩემს გარეშე ერთი წუთითაც ვეღარ ძლებ._დათუნიის თვალიერებით გართულ ლილუს გადახედა და ხმადაბლა უჩურჩულა მომღიმარ ყენიას.

-შენ გირჩევნია იმაზე იფიქრო რომ სახლში მისულს მაგიდა გვაქვს ასალაგებელი. _მკლავზე უჩქმიტა და დას გადახედა.

>>>
-ერთი იდეა მაქვს და მინდა რომ შენც გითხრა. _ხმადაბლა დაიწყო გერლიანმა. _იქნებ აქედან ლილუ პირდაპირ ჩვენთან წაგვეყვანა...

-მაქსიმე. _ჩავარდნილი ხმით ჩაილაპარაკა ნინიამ._მე სამ დღეში ისედაც უნდა გადავიდე და ლილუს აქეთ-იქით სიარული არ მინდა.

-და შენც არ გადახვიდე. _სხვათაშორის ჩაილაპარაკა შუბლშეკრულმა.

-როგორ?!_წარბები აქაჩა და გაკვირვებულმა დააღო პირი. _არ გადავიდე და მთელი ცხოვრება შენ გიყურო?!_ცინიკურად ჩაიცინა და თავი გააქნია. _არა, ეგრე არ მაწყობს.

-მოგიწევს. _ურეაქციოდ ჩაუკრა თვალი და მუცელზე ანიშნა. _ყოველ დღე უნდა მქონდეს ჩემი შვილის დედასთან შეხება, შეეგუე იმას რომ ჩვენი გზები სამუდამოდ შეერთდა. _ახლა მაქსიმეს სახე გახდა ცინიკურად მომღიმარი. _უბრალო ამ ეტაპზე ჯობია ლილუ შენთან იყოს.

-ხო, მაგრამ..._ყოყმანით ჩაილაპარაკა და სკამზე ჩამოჯდა. _არ მინდა მერე ზედმეტი კითხვები დამისვას.

-კითხვებს შენი შვილიც დასვამს.

-მანამდე პასუხებიც მექნება.

-კარგი, მაშინ დღესვე გადავიტანოთ შენი ბარგი შენს სახლში და დაბრუნდი. _ყბებდაჭიმულმა ჩაილაპარაკა და შუბლი შეკრა. ნინიამ იატაკზე გაშტერებული თვალები სწრაფად აახამხამა, თავი მაღლა ასწია და მის წინ მდგარ გერლიანს დააკვირდა.

-მაგას მართლა მეუბნები?_ხმადაბლა კითხა და მუშტი შეკრა. მაქსიმემ დუმილით გასცა პასუხი. _კარგი, მაშინ წავიდეთ და დარჩენილ ბარგსაც ჩავალაგებ. _გაპარული ხმით ჩაილუღლუღა და ფეხზე წამოდგა. _მემე, შენ აქ იყავი და მოვალ მეც. _კუთხეში მჯდარ დეიდაშვილს გახედა. გოგონამ უსიტყვოდ დაუქნია თავი და მის გვერდით მჯდარ ლევანის შეუბღვირა.

-უტა წავიდა?_ხმადაბლა კითხა ძმაკაცს გერლიანმა.

-სამსახურიდან დაურეკეს და გავიდა, დაიბარა საღამოს ვნახავო.

მანქანაში ხმა არცერთს არ ამოუღია, გაშტერებული უყურებდა გზას და ვერაფერზე ფიქრობდა. ერთადერთი რაც გონებაში უტრიალებდა ბარგის ჩალაგება და მაქსიმეს სახლიდან წასვლა იყო. საათებს და წუთებს თითებზე ითვლიდა, საშინლად არ უნდოდა დრო მალე გასულიყო, ამისთვის ყველაფერს აკეთებდა, სახლში სპეციალურად იმიზეზებდა საქმეებს და მერე ნელა აკეთებდა...ახლა კი უნდა მივიდეს და დროზე ადრე დატოვოს მისი დროებითი საცხოვრებელი და თანაც ეს ყველაფერი მაქსიმეს სურვილით. ხო, რა თქმა უნდა ხვდება რომ მისი ბრალია, გერლიანმა შესთავაზა ლილუს იქ გადაყვანა, მაგრამ ნინიასთვის ასეთი ადვილი არ არის. არ უნდა ბავშვმაც ის განიცადოს რასაც ახლა თავად განიცდის. ყელში გაჩხერილი უზარმაზარი ბურთულა სუნთქვის საშუალებას არ აძლევს, გაბრუებულმა ჩამოსწია ფანჯარა და თვალებდახუჭულმა გაყო ცხვირი გარეთ.

მანქანიდან გადასვა გააჭიანურა, ჩანთის სახელურზე ჩაფრენილი აბაკუნებდა ფეხს და სახლისკენ მიმავალ გერლიანს აკვირდებოდა.

-არ მოდიხარ?_მამაკაცის ხმამ გამოაფხიზლა, სწრაფად გადავიდა მანქანიდან და სახლისკენ დაიძრა.

ბარგი უსიტყვოდ ჩაალაგა, არც კი დაუკეცავს გულმოსულმა ყველაფერი ერთი ხელის მოსმით ჩატენა ჩემოდანში და შეკრა.

-მე მგონი მოვრჩი თუ რამე დამრჩება და შეამჩნევ მითხარი და წავიღებ. _გაღიზიანებულმა მიაძახა და ჩემოდანი კართან გააგორიალა.

-ლილუს რომ გაწერენ მერე წახვალ!_მოკლედ მოუჭრა მაქსიმემ და დივანზე ჩამოჯდა.

-შენ რა მეთამაშები?_მისი საქციელით გაღიზიანებული მისკენ შეტრიალდა. _ჯერ მეუბნები 3 დღით ადრე გიშვებო, მერე მოგყავარ ბარგს მალაგებინებ და სახლშიც არ მიგყავარ... რა მნიშვნელობა აქვს ლილუს 3 საათზე გამოწერენ თუ 6_ზე, მე მაინც უნდა წავიდე.

-რომ ვამბობ ლილუს გამოწერის შემდეგ წაგიყვან-მეთქი ე.ი. ასე იქნება და ისტერიკებს მორჩი!_არანაკლებ გაღიზიანებული ჩანდა მაქსიმეც.

-კარგი, მაშინ ჩემოდნები მანქანაში ჩავდოთ და საავადმყოფოში წავიდეთ, მერე კი იქიდან პირდაპირ წავალ. _დამშვიდებულმა შესთავაზა და აჩქარებულ გულზე ხელი მიიდო.

-არა, ლილუსთან ასე არ გამოვა. _ფეხზე წამოდგა და მისკენ წავიდა. ცალი ხელით კედელთან მიმწყვდია ცალი კი თეძოზე მოკიდა. _ე.ი. იმდენად გინდოდა აქედან წასვლა რომ ორი კინკილა ბარგი დატოვე ჩასალაგებელი, არა?!_მამაკაცის გაღიზიანების და სიბრაზის მიზეზს რომ მიხვდა გულში უცნაურად გაკრა სიამოვნების ეკალმა.

-შენც როგორ უცებ შემომთავაზე წადიო. _სარკასტულად ჩაისისინა და ცალი წარბი ასწია.

-ეგ იმიტომ რომ შენს პატარა ტვინში ვერაფერი ვერ შევუშვი. _ღრენით ჩაილაპარაკა და ქალის ტუჩებისკენ დაიხარა. _არ მოგენატრება?_ზედ ტუჩებზე დასჩურჩულა და ოდნავ შეეხო.

-რა?_გაბრუებულმა კითხა და მამაკაცის თვალებს ჩააშტერდა.

-ეს.

ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ბაგეებზე დაეძგერა. უამრავჯერ უკოცნია, უამრავი გრძნობა და ემოცია გამოუხატია ერთი კოცნით, მაგრამ ასეთი არცერთი არ ყოფილა, ან უბრალოდ ცუდ გუნებაზე მყოფს ეს ყველაზე კარგი და სასიამოვნო მოეჩვენა, მაგრამ არა... აშკარად იგრძნობოდა რომ მაქსიმე მთელი ვნებით და ემოციებით კოცნიდა, გახელებული უკოცნიდა ორივე ბაგეს, თითქოს ამით აკავებდა და წასვლის უფლებას არ აძლევდა, ნაწილობრივ კი კოცნაში დამშვიდობებას და ყველაფრის დასასრულს გრძნობდა. თავიდაუნებურად ცრემლები გადმოსცვივდა და მაქსიმეს ტუჩებზე დაეცა. მამაკაცი წამით შეყოვნდა, თავი უკან დასწია და ატირებულ ნინიას დააკვირდა, შემდეგ ხმადალა ჩაეღიმა და ქალის ბაგეებს უსიტყვოდ დაუბრუნდა.
~~~~~~~~~~~
ძალიან, დიდი დიდი მადლობა თითოეული სიტყვისთვის და ემოციისთვის. უზმოდო მახარებთ და მაბედნიერებთ. <3
პ.ს ერთი, ან ორი თავი დარჩა და ისტორიას დავასრულებ. <3



№1 სტუმარი Guest ნინია

ააააუუუ მოვკვდები ეხლა((((((

 


№2 სტუმარი Guest Waka

Au ar gaushvas ra ar minda ro dashordnen

 


№3  offline წევრი mia15

ერთად დატოვე.ისტორია ძალიან კარგია

 


№4 სტუმარი Guest lia

Fეხმზიმე ქალს როგორ ანერვიულებს მაქსიმე მეცოდება გოგო.საუკეტესო ხარ
ასეტი კარგი ისტორია რომ დაწერე.❤❤❤

 


№5  offline წევრი modemodka

ავტირდი :დ საუკეთესოაა ♡♡♡

 


№6 სტუმარი Grey

ძალიაან ძალიაან მაგარია❤️❤️❤️

 


№7 სტუმარი Guest Mariamo

Es uta da natac rogor gamochndnennnn jamfet nu momewona magati istoriac ❤❤❤

 


№8 სტუმარი Guest nako

აუ გერლიანი ძალიან ცივი და მძიმე ტიპაჟია ჩემტვის რაგაც დოზიტ გრძნობები უნდა გამოხატო ზედმეტად ცინიკურია ნინიას ადგილას ყოველ გამე ვიტირებდი რავიცი შეიძლება მე ვართულებ გრძნობების მარტო ლოგინში გამოხატვა არ მიყვარს ანუ მაქსიმე ორ უკიდურესობაშია მძიმე ხასიათი აქვს

 


№9  offline მოდერი მე♥

ნათია ბურდული, დიდი დიდი მადლობა.❤️❤️
Guest ნინია
ააააუუუ მოვკვდები ეხლა((((((

ნინია, :დდდდ არ ღირს მაგის გამო.❤️❤️❤️
Guest Waka
Au ar gaushvas ra ar minda ro dashordnen

საყვარელო❤️❤️❤️
mia15
ერთად დატოვე.ისტორია ძალიან კარგია

ისტორია უკვე დასრულებულია და საშიშიც არაფერია.❤️❤️❤️
Guest lia
Fეხმზიმე ქალს როგორ ანერვიულებს მაქსიმე მეცოდება გოგო.საუკეტესო ხარ
ასეტი კარგი ისტორია რომ დაწერე.❤❤❤

ვირი და დეგენერატი რომ იქნები კაცი, უნდა გერქვას მაქსიმე! :დდდ ძალიან დიდი მადლობა, ვხარობ.❤️❤️❤️
modemodka
ავტირდი :დ საუკეთესოაა ♡♡♡

ეეე, რა კარგია, დიდი მადლობა.❤️❤️❤️
Grey
ძალიაან ძალიაან მაგარია❤️❤️❤️

უღრმესი მადლობა.❤️❤️❤️
Guest Mariamo
Es uta da natac rogor gamochndnennnn jamfet nu momewona magati istoriac ❤❤❤

რა ვქნა, რეალურადაც ძმაკაცობენ და ისტორიაში რომ ეგ ამბავი არ მექმნა არ გამოვიდოდა..:დდდ მადლობები❤️❤️❤️❤️
Guest nako
აუ გერლიანი ძალიან ცივი და მძიმე ტიპაჟია ჩემტვის რაგაც დოზიტ გრძნობები უნდა გამოხატო ზედმეტად ცინიკურია ნინიას ადგილას ყოველ გამე ვიტირებდი რავიცი შეიძლება მე ვართულებ გრძნობების მარტო ლოგინში გამოხატვა არ მიყვარს ანუ მაქსიმე ორ უკიდურესობაშია მძიმე ხასიათი აქვს

ზედმეტად მძიმეა იმ სიტუაციისთვის რაც ახლა მათ აქვთ, მაგრამ ვერ გავტეხე, შინაგანად ეგეთი პერსონაჟია და ვერ მოვუგრიხეთ ვერც მე და ვერც ნინიან კისერი... უბრალოდ სხვანაირად გამოხატავს იმას რასაც მთელი გულით გრძნობს.❤️❤️❤️
--------------------
ა.ა

 


№10  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

მაქსიმეს მხრიდანაც გადმოეცი რა ტორე ამდები ინტრიგა რაამბავია

 


№11  offline მოდერი მე♥

ანი ანი
მაქსიმეს მხრიდანაც გადმოეცი რა ტორე ამდები ინტრიგა რაამბავია

ისტორია დაწერილი მაქვს უკვე... ❤️ მაქსიმეს მხრიდან გადმოცემა ძალიან გამიჭირდებოდა.❤️❤️
--------------------
ა.ა

 


№12 სტუმარი ტატუკა

აუუუ გამიჩერდა გულიიიი რა ადგილას გაწყვიტეე გავგიჟდებიიიი :((((( გთხოვ დღეს დადე რაა თუ დაწერილი გაქვს თორე გასკდა გული ♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent