შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ის იდიოტი , მე კი გიჟი(5 თავი)


3-10-2017, 21:35
ავტორი მიკი
ნანახია 1 591

დაუჯერებელია , მაგრამ მისმა ნაჩუქარმა კალამმა უფრო დიდი ხანი გაძლო , ვიდრე ჩვენმა მეგობრულმა ურთიერთობამ . გასაკვირია და იმ დღის მერე არც კი მომსალმებია .
1 კვირა უბრალოდ მიკვირდა , შემდეგ უკვე ხელი ჩავიქნიე და დავივიწყე , თუმცა რამდენჯერაც დავინახავდი იმედი მაინც მქონდა ისევ იმ თავაზიანი ლუკა დოლიძის ნახვის , მაგრამ სულ ტყუილად . სიმართლე გითხრათ საწყენიც კი იყო .
უკვე დავიწყებული ლუკა დოლიძე შევამჩნიე დერეფნის კიბეებთნ მდგომი , როცა ბოლო გაკვეთილის დასრულების შემდეგ კლასიდან გამოვედი , ანი იმ დროს ჩემთან ერთად არ ყოფილა , სახლში იყო ; 38,5 ჰქონდა სიცხე , ასე რომ მხოლოდ მე დავრჩი ამ ყველაფრის წინააღმდეგ .
კლასიდან გამოვედი , ის დავინახე , უემოციო თვალებით გავხედე და გვერძე ისე გავუარე თითქოს არც ვიცნობდი ; გაღიმებულ ლუკას სახე შეეცვაალა და უკან გამომყვა .
-მოიცა ნინი , ეს რა იყო?
-რაზე ამბობ? ისევე უემოციოდ ვუპასუხე .
-რაზე და შენს გამოხედვაზე , ზიზღის თალებით მიყურებდი .
-ცდები , მე შენდამი არანაირი გრძნობა არ მაქვს , შენ წარმოიდგინე და არც ზიზღი.
ცინიკურად ჩავიღიმე და თავი დავხარე .
-არც მოსალმება იკადრე ! იმედ გაცრუეით მითხრა .
-ისევე როგორც შენ , ბოლო ორი კვირის განმავლობაში .
-მე ნაწყენი ვიყავი .
-იყავი ? ახლა აღარ ხარ ? მოიცა , რაზე იყავი ერთი შენ ნაწყენი?!
გაკვირვებით და ამავდოულად ბრაზით ვუპასუხე .
-რაზე? რაზე და შენ შემპირდი , რომ მოიფიქრებდი გავისეირნებდით თუ არა და პასუხი არც კი მაღირსე . და ხო , ვიყავი , მაგრამ აღარ ვარ , შენს თვალებში ჩავიხედე თუ არა , ყველა წყენა დამავიწყდა .
-საოცარია , მაგრამ კაი .
-რააა?
-კაი , წავიდეთ სადმე .
ჩემდა გასაკვირად , კი ვუთხარი , უბრაოდ ამ სტყვების მერე უარის თქმა ვერ შევძელი ... სასაცილოა მაგრამ რა ვქნა ? ეგრეა .
-გასაგებია , მაშინ ხვალ ხუთისთვის გამოგივლი.
-კარგი. ღიმილით ვუპასუხე .

მეორერ დილაა . შაბათია . უკვე ორი საათია , მობილირი ანათებს და რაღაც უაზრო მელოდია ჩამესმის . ტელეფონი ყურზე მივიდე , უხმოდ , თითქო ჩურჩულით ვიძახი .
-ალო...
-ალო , ნინ ,გახსოვს ნამცხვრის გამოცხობა გთხოვე , რა ქენი?
-დეეეე , ჯერ მძინავს , კაი რააა , რომელი საათია , რა დროს ნამცხვარიაა ?!
-რა გძინავს , ორი საათა , მეც ოფისში ვარ უკვე .
უცბად ჩურჩულიდან ყვირილში გადავედი.
-ორი? დეე არ მცალია , ავდგები და გამოვაცხობ , კაი ვსო წავედი ხუთზე უნდა გავიდე , მეგობართან ერთდ გავისეირნებ .
-მალე მოდი ოღონდ ნინ .
-კაი , კაი დე . პაკაააა.
მობილური გვერძე გადავდე , უცბად მივვარდი სამზარეულოს კარს , გამოვაღე და ერთ საათში ისევ დავხურე . ჩემი გამომცხვარი ნამცხვარი , დაჭრილი თეფშზე დავტოვე , რომ დედა როგორცკი მოვიდოდა , გაესინჯა .
მე კი ჩემს ოთახში შევვარდი , გამოვიცვალე , საყვარელი საროჩკა წელზე შემოვიხვიე , მაიკა გავისწორე , მობილური ჟინსის უკნა ჯიბეში ჩავიდე და სარკესთნ დავდექი . თმები დავივარცხნე , ჩემდა გასაკვირად თმები გაშლილი დავიტოვე . უკვე ხუთი საათია , ესემესი მომივიდა :
-ნინი , შენს სახლთან ვარ , გელოდები .
ლუკა .
გამიკვირდა თუ საიდან ჰქონდა დოლიძეს ჩემი ნომერი . ბოლოჯერ უცბად გავისწორე საროჩკა და კარიც გავიხურე . კარის დახურვა და ჩემი სახელის საზარელი ხმით ძახილი დოლიძესგან ერთი იყო .
-სად ხარ ამდენი ხანი?
-პირველ რიგში გამარჯობა და მეორეც , რამდენი ხანი ? ორი წუთი ?
გაგვეცინა და მითხრა :
-ხო , ხო , კაი . რა ვქნათ ?
-არ ვიცი , გავისეირნოთ , გინდა ?
-კარგი . მოკლე პასუხით შემოიფარგლა ლუკა .
ნუცუბიძეს ჩავუყევით სეირნობით და ოდნავ დაღლილები , ვაჯაზე რომ კაფეა „ შუა ქალაქში“ შევედით . ჩამოვჯექით და ყავა შევუკვეთეთ .
5 წუთი უხერხული დულიმის შემდეგ როგორც იქნა მოგვიტანეს ყავა და მან , მისმა სმამ ამოავსო ის უაზროდ ჩმოყალიბებული სიტუაცია , რომელიც მე და დოლიძეს შორის იყო .
სასაცილოა , ყავამ დუმილი შეავსო . შემდეგ კი დოლიძეს კითხვამ ყავის სმა შემაწყვეტინა .
-რატო დუმ?
-მე რავი , სათქმელი არაფერი მაქვს .
-თუ ესე გავაგრძელეთ ბევრს ვერაფერს მივაღწევთ .
არ ვიცი რა მიღწევებზე მესაუბრებოდა , მაგრამ მაინც გაურკვეველი ტონით ვუთხარი .
-გასაგებია , მაშინ სასაუბრო თემა ჩამოაგდე .
-კაი . დიდი ხანია რაც ჩვენ სკოლაში დადიხარ ? უბრალოდ მანამდე არ შემიმჩნევიხარ სანამ დერეფანში არ დაგეჯახებოდი ...
-ჯერ ერთი , კარგია რომ აღიარებ შენ დანაშაულს და თქვი რომ შენ დამეჯხე და არა მე შენ ... გამეცინა და პასუხის თქმა გავაგრძელე . -და არა წელს გადმოვედი მე .
-მეათე კლასელი ხარ ხომ მე როგორვ ვიცი ?
-ზუსტად . ლუკა კითხვა მაქვს !
-აბა ?
-ჩემი ნომერი საიდან გაქვს ?
-ანის ვთხოვე და ჩამაწერინა , იმეიდა წინააღმდეგი არ ხარ .
მითხრა და ჩაეცინა .
-არა , წინააღმდეგი არ ვარ ,მაგრამ შეგეძლო ჩემთვის გეკითხა ჩემი ნომერი ...
-ხომ შემეძლო მაგრამ მერე ვერ გაგაოცებდი .
-აჰამ , აი თურმე რაშია საქმე .
-ხომ . თქვა და ტელეფონის ზარის ხმა გაისმა , მას ურეკავდნენ ; ეკრანს დახედა წამით შეჩერდა და გვერძე გავიდა სალაპარაკოდ .
მისი მოსვლისთნავე ვკითხე:
-ვინ იყო თუ საიდუმლო არ არის ?
-არა , რა საიდუმლო , ნია იყო , ჩემი შეყვარებული .
ეს თქვა და ჩემდა გასაკვირად ბრაზი მომერია . გული გამეყინა , წამით ყველაფერი შეჩერდა , გული საოცარი სიჩქარით ფეთქავდა , გონებაში უამრავი აზრი ქროდა , არ ვიცი რომლისთის მომესმინა , ბრაზი მაწვებოდა მაგრამ ვიცოდი რომ არ მქონდა გაბრააზების უფლება რადგან ლუკასთის ვინ ვიყავი მე ? არც არავინ , მაქსიმუმ მეგობარი ... ასე რომ დამშვიდება იყო საჭირო , მაგრამ არ გამომდიოდა , ვერ დავაოკე გული.
ფიქრებიდან ლუკას სიცილმა გამომგლიჯა და მისი სიცილით სამყაროც ისევ ამოძრავდა .
ლუკას ბრაზიანი ტონით ვკითხე , ზუსტად ისე როგორც არ უნდა მეკითხა ...
-რა გაცინებს დოლიძე ?
-რა და , გეტყობა რომ ბრაზობ , აი მებღვირები კიდევაც . ეს თქვა და სიცილი დაიწყო .
ჩემი პასუხი ესეთი იყო :
-არაფერიც არ მეტყობა . არ ვუარყვე ჩემი სიბრაზე , მაგრამ ვუარყვე ის რომ ამ სიბრაზეს ისიც ხედავდა , არ ინდოდა რომ მიმხვდარიყო როგორ გავბრააზდი საიხლის გამო ...
სიცილი შეწყვიტა , მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ და ასე მითხრა :
-ვიხუმრე , ნინ , ნუ ბრაზობ , ნია ჩემი დაა , ხოლო შეყვარებული უბრალოდ არ მყავს და ვსო .
-ხო , ხო , გასაგებია , მაგრამ არ მაინტერესებს ... ეს ვთქვი მაგრამ გონებაშიც და გულშიც სხვა რაღაც ჟღერს , მშვიდად ამოვისუნთქე , თითქოს დავწყნარდი ... არ ვიცოდი რამ გამაბრაზზა და რამ მომგვარა შვება , მაგრამ ფაქტია რომ აღარ ვუბღვერდი ლუკას .
-კაი , კაი , არ გაინტერესებს , მაგრამ კითხვაზე მიპასუხე ...
-აბა ? ის გავაჯავრე და მისი კონკრეტული კითხვა -პასუხი უკანვე დავუბრუნე .
-შენ გყავს შეყვარებული ?
- მეე? არააა ! სიცილით ვუპასუხე .
ლუკამ ყავა მოსვა და გამიღიმა , მისი ღიმილი კი ჩემს ღიმილს იწვევდა ... მხოლოდ ის და მეტი არავინ ჩანდა იმ მომენტში , არავინ არსებობდა მის გარდა ... ის და მისი საოცარი ღიმილი , ღიმილი და საოცარი თვალები , თვალები რომელსაც ვერ მოწყდები და როგორც ლაბრინთში ისე დაიკარგები .



დიდი ბოდიში ამხელა შუალედისთვის თავებს შორის , იმედია მოგეწონებათ , იაქტიურეთ და გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები



№1 სტუმარი Guest ნინი

მქლეე დადე რაა შემდეგი თავი

 


№2  offline წევრი მიკი

Guest ნინი
მქლეე დადე რაა შემდეგი თავი

ვეცდებიიი ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent