შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იყავი ჩემი საყვარელი [თავი 12]


5-10-2017, 04:01
ავტორი მე♥
ნანახია 12 367

დაბნეულმა დააჭყიტა თვალები და პირდაღებული მიაჩერდა მამაკაცს. თითქმის ყოველთვის მსგავსი თემებით ცდილობს ნინიას გამოშტერებას და ესეც ყოველ დღე სხვადასხვა სიახლეების გაგებისას გონებას ვეღარ მართავს. ქორწილზე რამდენიმეჯერ ისაუბრეს, მაგრამ რა თქმა უნდა არასერიოზულად, ვიღაცებისთვის თვალების ასახვევად, ახლა კი გერლიანმა საკუთარი ინიციატივით შესთავაზა ეს და თანაც კი არ კითხა “შეახსენა” რომ დროა.

-რა ქორწილი?_ხმადბალა იკითხა და თვალები დაქაჩა.

-ჩვენი ქორწილი. _სხვათაშორის ჩაილაპარაკა და ნიკაპჩამოვარდნილს თვალი ჩაუკრა.

-მაგას მივხვდი.

სიცილით მიკრა მხარი და მათკენ წამოსულ მემეს გახედა, მაგრამ გოგონამ უსიტყვოდ აუარა გვერდი წყვილს და სახლში შევიდა. გერლიანმა კმაყოფილმა ჩაიღინმა და საცოლისკენ გადაიხარა.

-სხვა რა გაინტერესებს?

-როგორ თუ რა... ყველაფერი! _შუბლშეკრულმა შეუღრინა და თვალები აატრიალა. _რატომ გადაწყვიტე რომ ქორწილი უნდა გადავიხადოთ?

-იმიტომ რომ ასე მინდა.

თითები ნიკაპზე მოუჭირა და წარბწეულმა ჩაილაპარაკა. ნინიამ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ გადაიფიქრა. თვითონაც არ იცის რატომ, მაგრამ ცოტახანი უნდა დაფიქრდეს და გერლიანის სიტყვები აწონ-დაწონოს. იმდენად მოულონდელი იყო რომ ჯერ ბოლომდე ვერ ხვდება მამაკაცმა იხუმრა თუ სიმართლე უთხრა. მსგავსი ცინიკური ხუმრობა მაქსიმესგან ერთხელ უკვე მოისმინა და არ უნდა რომ მეორეთაც სულელის როლში აღმოჩნდეს, მითუმეტეს რომ მისთვის ნათქვამი აქვს ცოლად არ გამოგყვებიო. ამის გახსენებისას ეშმაკურად ჩაიხითხითა და გერლიანს თვალებაციმციმებულმა გადახედა.

-და მე რომ არ მოგყვები?_თავი ოდნავ გადახარა და გვერდულად დააკვირდა შუბლშეკრულს.

-მერე მე შეგეკითხე?_სერიოზული ტონით კითხა და ღიმილზე სახეშემდნარს ნიშნის მოგებით გაუღიმა.

-მკითხე თუ არა, მე ჩემს სურვილს ვაფიქსირებ!_გაბრაზებულმა ჩაიბურტყუნა და ფეხზე წამოდგა.

-ბევრს თუ ილაპარაკებ დღესვე მოგიწევს ქმრის საძინებელში დაძინება.

-შენს საძინეებლში მძინავს ისედაც. _შეახსენა და დასვრილი თეფშების ალაგება დაიწყო.

-მე ვთქვი ქმრის-თქო და არა მეგობარი მამაკაცის._განუმარტა.
ნინიამ სიცილით გააქნია თავი და სახლისკენ წავიდა. აუზთან მდგარმა ნატამ როგორც კი თეფშებით ხელდამშვენებული ნინია დაინახა მისკენ დაიძრა სწრაფი ნაბიჯებით.

-შენთვის დატვირთვა არ შეიძლება, დაჯექი და მე მივხვედავ. _თეფშების გამორთმევა სცადა, მაგრამ მეგრელმა ამის საშულაება არ მისცა და წარბების თამაშით გაუღიმა.

-ჯერ ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, სუსტად არ ვარ ასე რომ შემიძლია ყველაფერი გავაკეთო.

-კარგი, მაშინ მე დანარჩენებს წამოვიღებ და შენ სამზარეულოში მიხედე საქმეს.

>>>
მაქსიმეს მკერდზე თავდადებულმა ნაზად გაახილა თვალები და მოპირდაპირე მხარეს ჩამოკიდებულ ლამაზ ნახატს დააკვირდა. აქამდე გერლიანის ოთახის ასე საგულდაგულოდ შესწავლა არც კი უცდია. რა თქმა უნდა იცის სად რა დევს და როგორ გამოიყუება საძინებელი, მაგრამ კონკრეტული ნივთები არ აღუქვამს. გერლიანმა მარჯვენა ხელი მჭიდროდ მოხვია და უფრო მაგრად მიიკრა ნინიას სხეული თავის სხეულზე. ყენიამ ღიმილით დახედა მძინარე მამაკაცს და ცხვირზე ოდნავ შეახო ტუჩები.

-საუზმე უნდა გაგიმზადო. _ხმადაბლა ჩასჩურჩულა და მამაკაცის მკლავების მოცილება სცადა.

-მეგი გაამზადებდა. _ძილისგან დაბოხებული ხმით ჩაილაპარაკა მაქსიმემ.

ნინიამ დანებებულმა დადო თავი ბალიშზე და გერლიანისკენ გადატრიალდა, მარცხენა ხელი შიშველ სხეულზე გადახვია და შუბლი ნიკაპზე მიადო.

-არ წახვიდე დღეს სამსახურში. _ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და კრუსუნით მიაწება ტუჩები ყელზე. მაქსიმეს ხმით ჩაეღიმა, შუბლი გააწევინა და აკოცა.

-ძალიან ბევრი საქმე მაქვს და ხვალისთვის ვერ გადავდებ, მაგრამ ადრე მოვალ.

-ოოო, ვიცი მე შენი ადრე..._წუწუნით ჩაიდუდღუნა და გაბუსხულმა იცვალა გვერდი. _დიდი ამბავი ამხელა უფროსი კაცი ერთხელ არ წახვიდე სამსახურში.

ნაწყენი ბურტყუნებდა და საბნის ქვეშ გაუმართავად ათამაშებდა ფეხებს. გერლიანმა ჯერ ნინიას ფეხები მოიგერია, შემდეგ კი თავად ნინია შეიპყრო და ზემოდან მოექცა ქალის სუსტ სხეულს.

-გითხარი ადრე დავბრუნდები-თქო!

შუბლშეკრულმა ჩაილაპრაკა, ბაგეებზე ვნებიანად აკოცა და ფეხზე წამოდგა. ნინიამ თხელი საბანი ყელამდე აიტანა და ქვედატუჩ გადატრიალებულმა ახედა მეგობარ მამაკაცს, რომელიც ნახევრად შიშველი იდგა მის წინ. ვნებებაშლილმა ქვედა ტუჩზე იკბინადა თვალები კიდევ უფრო დაქაჩა, გერლიანის სხეულით ტკბობა რომ უფრო თვალსაჩინო რომ ყოფილიყო მისთვის.
-დღეს ლილუც თავის ბაღელთან მიყავს დეიდაჩემს. _ბუზუნს არ წყვეტდა ყენია.

-გამარკვიე ეგ რა შეხვედრაა?_ღიმილით იკითხა და გარდერობი გამოაღო.

-ბაღის ბავშვები ყოველ კვირა იკრიბებიან ერთის სახლში და ერთობიან... სულ დეიდაჩემს დაჰყავს, თავისი დაქალის შვილია ლილუს ბაღელი და.

-და ლილუსთან როდის იყვნენ?

-მე მგონი წინა თვეში, კაი ხანი აღარ მოუწევს. სულ ათნი არიან ჯგუფში.

გერლიანის მაისურში და თავის შორტში გამოწყობილი გავიდა სამზარეულოში, მეგის ღიმილით მიესალმა და ბარის მაღალ სკამზე შესკუპდა. რეალურად სახლს დამლაგებელი საერთოდ არ სჭირდება, თავადაც მშვენივრად გაართმევს თავს, უბრალოდ არ უნდა რომ მეგი უმუშევარი დატოვოს. მაგრამ აქვს რამდენიმე ძალიან კარგი იდეა რომელსაც აუცილებლად გაუზიარებს მაქსიმეს, მთავარია რომ გერლიანი დათანხმდეს.

-დილა მშვიდობისა. _ტუჩებზე ხელაფარებულმა მთქნარებით ჩაილაპარაკა.

-საუზმე მზად არის, სუფთა ჰაერზე გავშალე მაგიდა.

-ოქრო გოგო ხარ.

გაბადრულმა ჩაილაპარაკა სკამიდან ჩასკუპდა და ეზოსკენ წავიდა. გერლიანს უკვე დაეკავებინა თავისი ადგილი და ლეპტოპში დღის სიახლეებს ეცნობოდა, რა თქმა უნდა მისი ბიზნესისთვის საჭირო თემებზე ჰქონდა ყურადღება გამახვილებული. ნინიამ უკნიდან მოუარა ყელზე ხელები მოხვია და ლოყაზე ხმაურით აკოცა.

-ბავშვის სქესზე არ ფიქრობ?_ხმადაბლა კითხა და თავისი ადგილი დაიკავა.

-კი და დიდი სურვილი მაქვს პირველი გოგო იყო. _გულწრფელად უპასუხა და ყავა მოსვა.

-გოგო?!_გაკვირვებულმა ჩაილაპარაკა და ფორთხოლის წვენი ჩამოისხა. _როგორც წესი მამაკაცებს პირველი ბიჭი უნდათ ხოლმე.

-მე გოგო მინდა!

-იმიტომ რომ ნამდვილ მამაკაცს პირველი ყოველთვის გოგო ჰყავს?_ეშმაკურად აათამაშა წარბები ნინიამ.

-ნამდვილ მამაკაცებს შვილისთვის სწორად შერჩეული დედა ჰყავთ!

მაქსიმეს სიტყვებით ნასიამოვნებმა ყენიამ გაბადრულმა მოსვა წვენი და ხმამაღლა გადაიკისკისა.

-რაღაცნაირად სასიამოვნო კომპლიმენტი იყო.

-კომპლიმენტი არ ყოფილა!_სწრაფად ჩაუშხამა ხასიათი და ფეხზე წამოდგა. _ნორმალურად ჭამე და ნუ იკიკნები!_როგორც ყოველთვის ამჯერადაც იგივე გამომეტყველებით “დაარიგა”, მისკენ დაიხარა დასამშვიდობებელი კოცნით დაასაჩუქრა, მუცელზე მოეფერა და კარებისკენ წავიდა. _ლილუ რომ გაიღვიძებს დამირეკე.

-კარგი. _ხელის ქნევით დაიძახა და სალათის ფურცლეს ჩაარჭო ჩანგალი. _ვიკიკნები არა ის, ისე ვარ ლამისაა შენც შეგჭამო._ფხუკუნით მიაყოლა და თვალებით სასურველ საჭმელს დაუწყო ძებნა.

>>>
მაქსიმეს ტანსაცმელი ლამაზად დაკეცა და გარდერობში შეაყო, ნაწილი უჯრებში ჩააწყო და კმაყოფილი წამოჯდა იატაკზე. ბედნიერია და ეს ფაქტი ძალიან ახარებს, მაქსიმე პატიოსნად ასრულებს მიცემულ სიტყვას და ზუსტად ისე არიან როგორც ნამდვილ და მყარ ოჯახს შეეფერება. მართალია გრძნობებზე ხმამაღლა არცერთი არ საუბრობს, მაგრამ გერლიანისგან გრძნობს იმას რაც გულს სიხარულით უვსებს და ყველანაირ შიშს უქრობს. ამ კაცის მიმართ ძალიან დიდი ნდობა, პატივისცემა და რაც მთავარია სიყვარული აქვს. იცის რომ მისნაირს ვერასოდეს ვეღარ იპოვის. ზოგჯერ ჰქონია რომ ამდენი მინუსით და ამდენი პლიუსით საყვარელი მამაკაცის პოვნა მხოლოდ ისტორიის გმირებს შეუძლაით და რეალობაში მაქსიმესნაირი მამაკაცი არ არსებობს. ასეც იყო, მის ცხოვრებაში არ არსებობდა გერლიანი, მაგრამ ახლა გვერდით ჰყავს მამაკაცი რომელიც მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რომელთან ერთადაც თავს შესანიშნავად და დაცულად გრძნობს, იცის რომ მისი შვილი ამაყი იქნება მამით და არასოდეს შეეშინებდა ბავშვთან საუბრის, დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის და გერლიანთან თანაცხოვრების.

მამაკაცის მაისურის ტანიდან არ იშორებს, როცა სახლშია ცდილობს რომ ზემოდან ყოველთვის გერლიანის ტანსაცმელი ეცვას, მიუხედავად იმისა რომ შორტებზე კაბასავით აქვს. პერანგებს ალღო ვერ აუღო, ღილების შეკვრა და გახსნა საკუთარზე ეზარება და ახლა კაცის ღილებზე აჯაჯგურე, მაისური მარტივი გამოსავალია, თანაც სასიამოვნო.

კარის ხმაზე გახარებული წამოხტა ფეხზე და ფეხშიშველი გავარდა მისაღებში. გერლიანმა პიჯაკი იქვე მიკიდა და წაბაწეული წავიდა ქალისკენ. ნინიამ იმ წამსვე გაიაზრა რაზეც უბღვერდა მაქსიმე, სწრაფად მიტრიალდა უკან ოთახში მიყრილი ჩუსტები მოძებნა, ჩაიცვა და დამჯერი ბავშვის გამომეტყველბით დაბრუნდა უკან.

-აი ასე!_კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და ქალს წელზე მოხვია ხელი.

-კარგი ბიჭი ხარ ადრე რომ მოხვედი, ამიტომაც ერთი კოცნით დაგასაჩუქრებ.

სიცილით დააყოლა, ფეხისწვერებზე აიწია და ბაგეებზე შეეხო, მაგრამ გერლიანი ერთ კოცნას არ დასჯერდა და ჰაეროვნად აიტაცა ქალი ხელში, ისე რომ მის მხურვალე ბაგეებს არ მოშორებია.

-თუ გოგო იქნება ანასტასია დავარქვათ. _ბატიბუტის ჯამით ხელდამშვენებული, ფეხმორთხმული იჯდა დივანზე და ჩაფიქრებული ისვრიდა იდეებს. _და თუ ბიჭი იქნება...._გაწელილად ჩაილაპარაკა და თვალები მოჭუტა. _ისე, ბიჭს რა უნდა დავარქვათ?

-ნუგზარი, მამაჩემს ჰქვია.

სერიოზული გამომეტყველებით ჩაილაპარაკა მაქსიმემ და ტელევიზორი გადართო. ნინიას უხერხულად გაეჭედა ბატიბუტი ყელში, ჩახველებაც ვერ მოახერხა მაქსიმესთან მოერიდა. დაბნეულმა სწრაფად მოსვა წყალი და ჯამი მაგიდაზე გადადო.

-სხვა ვარიანტები არ გვაქვს?

საცოდავად დაიკნავლა და თვალები მოჭუტა. არ უნდა ცუდად გამოუვიდეს და გერლიანს აწყენინოს, მაგრამ მაინც და მაინც დიდად ვერ მოხიბლა ბიჭის სახელმა და მე მგონი თვითონაც გოგოს ყოლა ურჩევნია. მაქსიმემ ნინიას გამომეტყველებაზე სიცილი ვეღარ შეიკავა და წამიერად ხმამაღლა ჩაიცინა.

-ოო, რა საძაგელი კაცი ხარ._გაბრაზებულმა მისცხო ხელი. _მე მართლა დავიჯერე და ძალიან დავიბენი.

-რატომ დაიბენი, უბრალოდ უარს ვერ მეტყოდი?

-ვერა, ეგეთი ადვილი არ არის კაცს ასეთ დროს უარი უთხრა.

-და ისეთ დროს?_ეშმაკური ხმით კითხა და მისკენ გადაიხარა.

-ისეთ დროსაც არ არის ადვილი, მაგრმამ მაგაზე უფრო ადვილად იტყვი უარს.

-შენს შემთხვევაში მეეჭვება.

>>>
-ალექსანდრეს საიდან იცნობ?

ეზოში, ხის ქვეშ, ბალახზე წამოწოლილს მაქსიმეს მუცელზე ედო თავი და ფოთლებით დახუნძლულ ხის ტოტებს უყურებდა.

-რამდენიმე წლის წინ ნატას არ ასვენებდა და მაშინ გავიცანით.

-და თუ მისი გამომეტყველებით ვიმსჯელებთ დიდად გახარებული არ დაგიტოვებიათ. _სიცილით ჩაილაპარაკა და ხელი მუცელზე გადახვია, ნიკაპით კი მკერდზე დაეყრდნო. _ცემეთ?_ინტერესით ააცქმუტდა.

-ჭკუა ვასწავლეთ.

-აა, მე ბოდიში. _სასაცილო მიმიკით დაჭიმა ნიკაპი. _როგორც სჩანს ნატამ ჩემი ყოფილი დაიწუნა. _წარბების თამაშით ჩაილაპარაკა და საწყის პოზიციას დაუბრუნდა. _პრინციპში უტასნაირი კაცი ჰყავს გვერდით და რატომ არა, რაა..._ცინიკურად ჩაიჩურჩულა და მაქსიმეს რეაქციას დაელოდა, გერლიანს ხმა არ ამოუღია, არც კი განძრეულა. _აი, შენ რომ ალექსანდრესთან ერთად გამეცანი, ალბათ შენ აგირჩევდი. _ისევ თვითონ გააგრძელა.

-ეჭვიც არ მეპარება. _უმნიშვნელოდ, ასეც უნდა ყოფილიყო ტონით ჩაილაპარაკა.

-აა._ოდნავ წამოიკვნესა და მუცელზე მიიდო ხელი.

-რა მოხდა?_სწრაფად წამოდგა მაქსიმე.

-მუცელი..._შეწუხებულმა ჩაიჩურჩულა და თვალები მაგრად დახუჭა. _მუცელი მტკივა..._ნელ-ნელა ხმას უმატა. _ა, ძალიან მტკივა.

-ღრმად ისუნთქე, ახლავე წაგიყვან._ფრთხილად აიყვანა ხელში და გასასვლელისკენ წავიდა.

-მაქსიმე, ძალიან მტკივა. _ხმაში ცრემლები შეერია.

-ჩშშშ, ყველაფერი კარგად იქნება, ნუ ნერვიულობ! _ოდნავ დაიხარა და გაცხელებულ შუბლზე აკოცა.

აჩქარებული ნაბიჯებით შევიდა საავადმყოფოს მიმღებში, ნინიას გერლიანის მხარზე თავდადებულს თვალები დახუჭული ჰქონდა და შეძლებისდაგვარად ღრმად სუნთქავდა. რამდენჯერმე იგრძნო რომ ტკივილი გაუყუჩდა, მაგრამ ზუსტად ერთ წუთში იგივე მეორდებოდა. შიშისთვის დროც კი არ ჰქონდა იმდენად საშინელი და აუტანელი იყო მუცლის არეში არსებული ტკივილი. სიმწრით და ნერვულობით იკვნეტდა ქვედა ტუჩს და ატირებული ხმამაღლა კრუსუნებდა. საკაცეზე დააწვინეს და პირდაპირ პალატისკენ წაიყვანეს, მთელი გზა ხმადაბლა თავისი ექიმის სახელსა და გვარს ჩურჩულებდა, თან არაფრის დიდებით არ უშვებდა გერლიანს ხელს, ისიც მთელი ძალით უჭერდა თითებს და ცდილობდა ტკივილი ამ ხერხით გაენაწილებინა. პალატაშიც შეყვა, საწოლზეც სკუთარი ძალებით გადააწვინა და ოფლით დაცვარული შუბლზე თითები დაადო, სიცხისგან იწვოდა.

-ექიმი სად არის?_გაღიზინებულმა გადახედა ექთანს.

-ახლავე მოვა, შევატყობინეთ და გზაშია. _ჩქარ-ჩქარა მიაყარა ექთანმა და რაღაცა დანადგარით ორსულის გასინჯვა დაიწყი. _მერამდენე კვირაში ხართ?

-მეექვსეშია.

ნინიას მაგივრად უპასუხა გერლიანმა და დაკვირვებით შეათვალიერა ყველა იქ მყოფილი, რატომღაც არცერთ მათგანს არ ენდობა ისე როგორც ნინიას ექიმს, ალბათ იმიტომ რომ ყენიას თვალებში ძალიან დიდ შიშს კითხულობს.

-გამარჯობა. _პალატაში ნინიას ექიმი შევიდა, თეთრ ხალათს იკრავდა და თან იმ წამს შეერთებულ მონიტორს უყურებდა. _უცებ ამიხსენი რას გრძნობ, როგორი ტკივილებია?

-შიგნიდან სულ მწიწკნის. _ტირილით ჩაილაპარაკა და თვალები დახუჭა. _მითხარით რომ საშიში არაფერია და ჩემი პატარა კარგადაა._მუდარით ჩაილაპარაკა და ფერებშეცვლილ გერლიანს გადახედა.

-ამას მხოლოდ მაშინ გეტყვი როცა თავადაც დავრწმუნები. _ღიმილით ჩაილაპარაკა და ექთანს რაღაცა ანიშნა.

-თუ შეიძლება თქვენ გამობრძანდით. _ღიმილით მიმართა ექთანმა მაქსიმეს. მამაკაცმა შუბლშეკრულმა გადახედა ახალგაზრდა გოგონას.

-ნონა, მეუღლე რჩება. _გერლიანის რეაქციაზე ხმადაბლა ჩაეღიმა ექიმს და ისევ ნინიას მიუტრიალდა. _მაშ ასე!

>>>
-დარწმუნებული ხართ?_როგორც კი ექიმის დასკვნა მოისმინ, აკანკალებულმა კითხა და მუცელზე ხელები დაიდო.

-დარწმუნებული არაფერში არ ვარ, მაგრამ ამ პასუხებს რომ არ ვენდობოდე ახლა აქ არ ვიდგებოდი და ისევ გამოკვლევებს ჩაგიტარებდი. მუცელი გტკივა?

-არა._ხმადაბლა ჩაილაპრაკა და თავი გააქნია.

-როგორც სჩანს ბავშვობიდან მოყოლებული გაქვს მუცლის ტკივილები, მაგრამ რატომღაც ახლა დაგიფიქსირდა. რომ გითხრა საშიში არ არის-თქო მოაგატყუებ, იმიტომ რომ შეიძლება ნაყოფმა ტკივილებს ვერ გაუძლოს. მედიკამენტების მიღებაც არ არის რეკომენდირებული, თანაც ზუსტი დიაგნოზი არ ვიცით ლოგიკურად ვერც ვერაფერს ვერ დაგინიშნავთ, უბრალოდ ამ გამოკვლევებზე დაყრდნობით რისი თქმაც შემიძლია არის ის რომ აუცილებლად წოლითი რეჟიმი უნდა დაიცვა. ვიტამინებს იღებ?

-კი როგორც მითხარით.

ექიმის სიტყვებმა უფრო ააფორიაქა, ვერ მიხვდა როგორ უნდა გაეგო ეს ყველაფერი, გამოდის რომ ტკივილებმა შეიძლება ბავშვის დაღუპვა გამოიწვიოს და ეს ყველაფერ ასე მშვიდად უნდა გაიგოს?! აცრემლებული თვალებით ახედა საწოლთან მდგარ გერლიანს, რომელიც არცერთ თვალს არ ახამხამებდა და გახევებული ისმენდა ექიმის თითოეულ სიტყვას.

-და ხომ შეიძლება რომ ეს დაავადება არ აღმოაჩნდეს?

-რა თქმა უნდა, უბრალოდ მე ჩემს აზრს გიზიარებთ რომელშიც ნინიას აღწერილი ტკივლებით მარწმუნებს. თუმცა გამოკვლევები აუცილებელია, ამაზე პირადად მე ვიზრუნებ ჩემს მეგობარს დავურეკავ და დღესვე ჩაგწერთ მიღებაზე. მანამდე უნდა იწვე, ცოტახანი არ იმოძრაო შემდეგ ჩვენი დახმარებით გადაგიყვანთ მის კლინიკაში.

>>>
მაქსიმეს ხელზე ჩაჭიდებული ელოდებოდა ექიმის გამოჩენას და იმის თქმას რომ წასვლის დროა. ძალიან უნდა რომ ყველაფერი უბრალო და ძალიან პატარა პრობლემასთან იყოს დაკავშირებული, ჯერ ისედაც ვერ გაიგო რაც ექიმმა უთხრა, ერთადერთი რაც ყურებიდან და გონებიდან არ ამოსდის ნაყოფის მოშორების საფრთხეა. ხმადაბლა ტიროდა და თან მუცელს ეფერებოდა. მაქსიმეს არცერთი წამით არ დაუტოვებია, ერთ ადგილზე იდგა და მთელი დღე ნინიას ხელი ეჭირა, მარტო მაშინ გავიდა როცა ექიმმა დაუძახა ისიც რამდენიმე წამით და ისიც პალატასთან, მინიდან ნინიას დანახვა რომ შეძლებოდა. გერლიანისგან ძალიან დიდ ძალას გრძნობს, რეალურად არაფერს არ ეუბნება არც უამრავ გასამხნევებელ სიტყვას და არც იმას რომ მასზე გიჟდება, მაგრამ გრძნობს რომ მაქსიმე მთელი არსებით მის გვერდით არის და თითოეულ წამს იზიარებს. ეს კი ყენიასთვის ყველაზე მთავარია.

-რამე ძალიან სერიოზული რომ იყოს?_ტირილით კითხა და ქვედა ტუჩზე იკბინა.

-რაც არ უნდა იყოს შენ ძალიან ძლიერი გოგო ხარ და ყველაფერს გადალახავ. _ტუჩებზე დასჩურჩულა და მოწყვეტით აკოცა.

-ძალიან მეშინია, არ მინდა რომ რამე ცუდი მოხდეს.

-ნინია, ხომ გითხარი ფიქრს გიკრძალავ-მეთქი!_წარბებშეჭმუხნულმა ჩაილაპარაკა. _არაფერი ცუდი არ მოხდება!

-აბა, მზად ხართ?_პალატის კარი ღიმილით შეაღო ექიმმა, მის უკან რამდენიმე ექთანი იდგა.

-კი.
>>>
-ძალიან კარგი პასუხები მაქვს. _ღიმილით შეაღო ოთახის კარი ექიმმა და ანალიზების პასუხით ხელდამშვენებული გაემართა საკუთარი მაგიდისკენ. _სანამ პასუხებს ავხსნიდე, გეტყვი რომ დღეს სახლში წასვლას შეძლებთ. არაფერი გენეტიკური არ არის, არც თანდაყოლილი და არც ძალიან საშიში, უბრალოდ შენს კუჭს პატარა პრობლემები აქვს, მაგრამ ამას რამდენიმე დღეში მოვარჩენთ. სწორად კვების პრობლემასთან გვაქვს საქმე._თავის ქნევით გადახედა ქალს.

მიხვდა რომ თავისულდად სუნთქვა შეეძლო, თითქოს იმ წამს თავიდან დაიბადა, ყველაფერი უარყოფითი უკან დატოვა და საკუთარ პატარასთან ერთად აგრძელებს არსებობას. ამჯერად ბედნიერების და სიხარულის ცრემლები გადმოყარა, ყველაზე ბედნიერი ქალი იყო იმ წამს. იმის გააზრება რომ მის პატარას არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ყველაფერი ერთი უბრალო უჭმელობის ბრალია, რომელიც ლილუს ავადმყოფობის პერიოდიდან არის გამოწვეული ძალიან დიდ ბედნიერებას ანიჭებს. აკანკალებული ხელები სახეზე აიფარა და შვებით ამოისუნთქა.

-ახლა როგორ უნდა მოვიქცეთ?_მშვიდი ტონით კითხა მაქსიმემ.

-ახლა დანიშნულებას დაგიწერთ და ყველაფერს ერთად ვუმკურნალებთ ისე რომ პატარას არაფერი დაემუქრება.

-ძალიან დიდი მადლობა. _სრუტუნით ჩაილაპარაკა და თავი გერლიანის მკერდს მიადო.

>>>
სახლში დაბრუნებუსთანავე საძინებელში შეიყვანა და საწოლში ჩააწვინა. ნინიამ დაღლილმა დახუჭა თვალები და იმ წამსვე ჩაეძინა, მანამდე ოთახში შეპარულ ლილუს ღიმილით აკოცა შუბლზე და ძილინებისა უსურვა.

თვალები რომ გაახილა უკვე დღე იყო, საწოლში მარტო იწვა. მთქნარებით წამოსწია თავი და ცალი ხელი ინსტიქტურად წაიღო მუცლისკენ.

-დილა მშვიდობისა, დე.

ღიმილით მიესალმა პატარას და საწოლზე წამოჯდა. სააბაზანოს კარების ხმაზე თავი უკან მიატრიალა და წელს ქვემოთ პირსახოცშემოხვეულ გერლიანს თვალებდაჭყეტილი დააკვირდა. ქალის მზერა როგორც კი დააფიქსირა ცინიკურად ჩაიღიმა და გარდერობისკენ წავიდა. ნინიამ დაბნეულმა ააცმაცუნა ტუჩები და დაჟინებით მიაჩერდა მის წინ მდგარ ნახევრად შიშველ და წყლის წვეთებით დანამულ მამაკაცის სხეულს.

-მე მგონი ცხელა არა?!_ხმადაბლა, ლუღლუღით ჩაილაპარაკა და ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა. გერლიანმა ცალი ხელი პირსახოცისკენ წაიღო. _ააარაა!_გაწელილად წამოიძახა ნინიამ, საწოლზე დაწვა და გერლიანს ზურგი აქცია. ყრუდ, მაგრამ მაინც გარკვევით გაიგონა როგორ დასცინა მეგობარმა მამაკაცმა.

-როგორ ხარ?_მოულოდნელად ზურგს უკან გაისმა ხმა, გერლიანმა გახურებული ტუჩები მხრებზე შეახო და იმ ადგილზე ცხელი დაშანთული კოცნის კვალი დაუტოვა.

-კარგად ვარ, აღარაფერი არ მტკივა და კარგადაც გამოვიძინე. _დამაკმაყოფილებელი პასუხი გასცხა და მისკენ გადატრიალდა. _შენ სამსახურში არ გაგვიანდება?_ცალი თვალით ტუმბოზე მოთავსებულ საათს გადახედა.

-გადავწყვიტე რამდენიმე დღე ჩემი ზედამხედველობისქვეშ მყავდე. კვება, ძილი და საერთოდ ყველაფერი უნდა გიკონტროლო!_შუბლშეკრულმა ჩაილაპარაკა ფეხზე წამოდგა და მაისური გადაიცვა.

-ანუ მე რომ ცუდად არ გავმხდარიყავი შენ სამსახურში წასვლაზე უარი არ უნდა გეთქვა?! _გაბუსხულმა ჩაიდუდღუნა და საწოლზე წამოჯდა.

-რას აკეთებ?_ქალის მოქმედებაზე უმალვე გააკეთა რეაქცია.

-რას ვაკეთებ?_გაკვირვებულმა იკითხა და გარშემო მიმოიხედა.

-შენთვის მკვეთრი მოძრაობები არ შეიძლება, დაწექი და შეეცადე ბევრი არ იხვანცალო!

ყველანაირი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, ნინიას კვებას თავად აკონტროლებდა, ასევე ლილუს დღის განრიგსაც, კვებასაც და რაც მთავარია ძილის რეჟიმსაც. არცერთი წამით არ აძლევდა ყენიას დატვირთვის უფლებას, ექიმის მითითებებს თავად ასრულებინებდა. ესეც გაბადრული სახით უქნებდა თავს და დამჯერი გოგოსავით იქცეოდა, ძალიან სიამოვნებდა მაქსიმესგან გამოხატული ასეთი ყურადღება და მზრუნველობა, მიუხედავად იმისა რომ გერლიანს არცერთი წამით არ გაუხსნია შუბლი.

ნატამ და უტამაც მოინახულეს, ძალიან გაუხარდა საქმროს ძამაკაცის და მისი ცოლის ასეთი ყურადღება, ბუნერივია ასეთ დროს მცირედიც კი გსიამოვნებს. ნატამ რამდენიმე რჩევა მისცა როგორც სტაჟიანმა დედამ, ბოლოს და ბოლოს სამი შვილი ჰყავს და ასე თუ ისე ეთქმის და იცის. ყველანაირი სიტუაცია გამოვლილი აქვს რაც კი შეიძლება ორსულს დაემართოს.

-გაბრიელზე ვიყავი ძალიან ცუდი ორსული. _სიცილით ჩაილაპარაკა ნინიამ და უტას გადახედა. _დემეტრეზე იმდენად არა, უტას სურვილებს სანატრელს ვუხდიდი. _წარსულის გახსენებისას სინათლის სხივი გადაეკრა სახეზე.

-ჰოო, მე ჯერ არ მაწუხებს უცნაურობები. _სიცილით წამოიძახა და წარბების თამაშით გადახედა გერლიანს.

-ღამის ოთხ საათზე, შემოდგომაზე ალუჩაზე წამსვლელი მაინც არ ვარ. _შუბლშეკრულმა გააფრთხილა და ცინიკური გამომეტყველება მიიღო.

-მეც ეგრე მეგონა. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა უტამ და თანაგრძნობით გადახედა ძმაკაცს.

-ხომ გეუბნები, ამ კაცებისას ვერაფერს ვერ გაიგებ..._თვალებდაქაჩულმა ნატამ აღშფოთებულმა ჩაილაპარაკა. _ჯერ იყო და ნატრობდა ნეტა რამეზე გამაღვიძოს და გამაგზავნოსო და ღამის ოთხ საათზე დედამისის სალათაზე რომ გავუშვი არ ესიამოვნა.

-მე არ მითქვამს რომ არ მესიმოვნა! _წარბშეკრულმა ჩაილაპარაკა უტამ.

>>>
მდგომარეობიდან ნელ-ნელა გამოვიდა, თავსაც შედარებით უკეთ გრძნობდა და დაკარგული ძალების აღდგენაც დაიწყო. ექიმთან ვიზიტზეც ძალიან ბევრი სასიამოვნო საიხლე მოისმინა და გაიგო რომ მკურნალობამ თავისი შედეგი გამოიღო და ყველაფერი მწყობრში აქვს, ბავშვიც გასინჯეს არც მას არ ემუქრება არანაირი საფრთხე, უბრალოდ უნდა შეეცადოს რომ ისევ ისეთ რეჟიმში გააგრძელოს ცხოვრება, ზედმეტი დატვირთვების გარეშე.გერლიანი სამსახურს დაუბრუნდა, ლულუ ბავღს, თვითონ ისევ სახლში ზის და სამსახურის ვაკანსიებს ეძებს, მაგრამ რატომღაც ყოყმანობს. ახლა უკვე ზუსტად იცის რომ არანაირი სამსახური არ უღირს თუ პატარას პრობლემები უნდა შეექმნას. ურჩევნია სახლში იჯდეს უსაქმოდ და არაფერი არ აკეთოს, მაგრამ ესეც ძალიან მობეზრდა, უსაქმურობას არ არის მიჩვეული და იღლება. ყოველ დღე ერთი და იგივეს კეთება სულიერად ძალიან ამძიმებს, მარტო მაშინ უნათდება სახე სამსახურიდან და ბაღიდან დაბრუნებულ მაქსიმეს და ლილუს რომ ხედავს.
გაბადრული სახით წავიდა აწკრიალებული კარებისკენ და ყვავილებით ხედამშვენებულ კურიერს გაკვირვებულმა გაუღიმა. როგორც წესი მაქსიმეს მსგავსი ტიპის ყურადღება არ ახასიათეს.

-გამარჯობა, ნინია ყენია თქვენ ხართ?

-გამარჯობა, დიახ მე ვარ. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ყვავილებს დააკვირდა.

-ეს ყვავილები თქვენს სახელზეა გამოგზავნილი. _ყვავილები გაუწედა და ფურცელი მოიმარჯვა. _აი, აქ მომიწერეთ ხელი.

-და ვინ გამოაგზავნა არ იცით?_ღიმილით იკითხა და ხელი მოაწერა. ბიჭმა თავი გაუქნია და უკან გატრიალდა. დაცვამ წარბწეულმა გაუღო კარი და ეზოდანაც გაუშვა.

ყენიამ სიცილით აიჩეჩა მხრები და ყვევილები სახლში შეიტანა. შუაში მოქცეულ თეთრ კონვერტს დასტაცა ხელი და გაბადრული გამომეტყველებით გახსნა, მაგრამ შიგნით არაფერი არ დახვდა. დაბნეულმა გადაქექა ყვავილები, მაგრამ ბარათი არსად არ იყო.

-რა უცნაურია..._წარბები შეჭმუხნა და იმ წამს სახლში შესულ გერლიანს გადახედა. მაქსიმემ პიჯაკი საკიდზე ჩამოკიდა და ქალისკენ წავიდა.

-დაბადების დღე გაქვს?_უცნაური ტონით კითხა და ყვავულებზე მიუთითა.

-არაა._გაკრეჭილმა გაუქნია თავი და ყვავილები გულზე მიიხუტა. _ძალიან ლამაზებია, მადლობა. _ფეხისწვერებზე აიწია და ლოყაზე აკოცა.

-მე არ გამომიგზავნია!_ტონი შეეცვალა გერლიანს. ნინია დაბნეული დაბრუნდა იატაკზე და ყვავილების ბუკეტს დახედა.

-შენ არ გამოგიგზავნია?!_ლუღლუღით იკითხა. მაქსიმემ თავი ოდნავ გადახარა და ისე დააკვირდა ქალს. _აბა ვინ გამოაგზავნა, კონვერტშიც არაფერი წერია...

გერლიანი უსიტყვოდ მიტრიალდა გასასვლელი კარისკენ.

-ლექსო, კურიერი მოძებნე და გაიგე რომელი ყვავილების მაღაზიაა!_დაცვის წევრს გადასძახა და ისევ ნინიასკენ მიტრიალდა. _მე მგონი ვიღაცას კეთილი განზრახვა არ უნდა ჰქონოდა.

-რას გულისხმობ?_ჩურჩულით იკითხა და ყვავილები მაგიდაზე დადო.

-ჯერ გავიგოთ ვის მოსწონს ჩემი საცოლე. _თვალი ჩაუკრა და გასასვლელისკენ წავიდა.


-შენ რა ეჭვიანობ?_ღიმილით მიაძახა და პასუხს გაყურსული დაელოდა. გერლიანი კართან გაჩერდა და მისკენ შეტრიალდა.

-არა, უბრალოდ მაინტერესებს ვინ ბედავს დანიშნულ ქალთან “ფლირტს”._თვალი ჩაუკრა და სახლიდან გავიდა.

-უბრალოდ აინტერესებს..._დაბოღმილმა გააჯავრა და ყვავილებით ხელდამშვენებული სამზარეულოსკენ წავიდა. _მე შენ გაჩვენებ ინტერესს, ოთახში რომ დაგიდებ ამ ბუკეტს. _ჯიბრით ჩაილაპარაკა და ყვავილები ლამაზ ვაზაში ჩადო.

პირდაპირ გერლიანის საწოლთან მოათავსა ყვავილებოთ სავსე ვაზა და კმაყოფილმა, ღიმილით დატოვა ოთახი. ბაღიდან დაბრუნებული ლილუ მოაწესრიგა, აჭამა და მეგისთან ერთად ანიმაციური ფილმის საყურებლად მოკალათდნენ. საერთოდ ვერ აღიქვამდა ვერაფერს. უყურებდა, ესმოდა, მაგრამ გული და გონება სულ სხვაგან ჰქონდა. ინტერესი ჰკლავდა ვინ გამოუგზავნა ყვავილები, სად იყო გერლიანი და საერთოდ რას აკეთებდა ახლა. თავიდან იფიქრა რომ გიორგიმ, მაგრამ მერე ეჭვები გაეფანტა ისე უცაბებდად გაქრა მამაკაცი მისი ცხოვრებიდან, რომ ფაქტია ამ საქმეში მაქსიმეს ხელი ურევია, ზუსტად ამიტომ ჰგონია რომ გიორგი ვერ გაბედავდა.

-შენი ძილის დროა. _ღიმილით გადაუწია შუბლზე ჩამოყრილი თმები და თვალებმინაბულს ლოყაზე აკოცა.

-მაქსიმეს არ უნდა დავემშვიდობო?_ხმადაბლა იკითხა და კარებს გახედა.

-მაქსიმე რომ მოვა შემოვა და დაგემშვიდობება. _თვალი ჩაუკრა და ფეხზე წამოაყენა. _აი, ისიც. _ეზოში დამონტაჟებული განათების წყალობით სახლში ახლადდაბრუნებული გერლიანის სილუეტი არ გამოპარვია. ლილუ გახარებული წამებში მოფხზილდა, წელში გასწორდა და კარისკენ წავიდა. მაქსიმემ ღიმილით აიტაცა პატარა ქალბატონი ხელში და ყელში აკოცა.

-მელოდებოდი?

-აჰამ. _სიცილით დაუქნია თავი და მხარზე დაადო.

-მე დავაწვენ. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ინტერესით აცქმუტებულ ნინიას გადახედა. ქალმა უსიტყვოდ დაუქნია თავი და გზიდან ჩამოეცალა.

>>>
-გაიგე ვინ გამოაგზავნა ყვავილები?_დივანზე წამოწოლილს მიუსკუპდა და მისკენ გადაიხარა.

-ალექსანდრემ გამოგიგზავნა. _ცივი ხმით ჩაილაპარაკა და შუბლშეკრული დააკვირდა ქალს. გაოგნებული გასწორდა წელში და პირდაღებული მიაჩერდა გერლიანს.

-რაა? _ხმამაღლა წამოიძახა. _მერე რა ინკოგნიტობა აუტყდა?

-მაგას მე უნდა გეკითხებოდე. ბოლოს და ბოლოს შენი ყოფილია და გეცოდინება მერამდენედ უნდა შეაწუხოს ის ტრავმატოლოგი?_სერიოზული გამომეტყველებით იკითხა და გაჩუმდა.

-არაა!_თავის ქნევით ჩაილაპარაკა ნინიამ. _შენ მაგას არ იზამ.

-რას ამბობ, აზრადაც არ მომსვლია. _ცინიკურად შეიცხადა და დივანზე წამოჯდა.

ნინიამ წარბწეულმა გადახედა მამაკაცს და ხმამაღლა ამოიხვნეშა, ხვდება რომ ზედმეტის თქმას აზრი არ აქვს და ჯობია ოთახში განთავსებული ყვავილები თავის დროზე მოიშოროს, ისე რომ გერლიანს თვალებში არ გაეჩხიროს. დადუმებული წამოდგა ფეხზე და ოთახისკენ გაიძურწა, მაქსიმემ დაეჭვებულმა გააყოლა თვალი, მაგრამ ადგილიდან არ განძრეულა.

-სულელი ხარ, რა ყვავილებით ეჭვიანობა აგიტყდა. _თავისთვის ბურტყუნებდა და ვაზას უყურებდა. _ახლა როგორ გავიტანო?_შეწუხნებულმა კითხა საკუთარ თავს და სარკეში ჩაიხედა.

-აივნიდან გადაძვერი და კაბინეტიდან გაიტანე. _ზურგს უკან მაქსიმეს ცინიკური, მაგრამ საშინლად ცივი ხმა მოესმა. უხერხულად ჩაიღიმა და თვალები მაგრად დახუჭა.

-არ ვიცოდი იმ სულელი კაცის გამოგზავნილი თუ იყო, თორემ არ შევინახავდი. _სწრაფად მიაყარა და ყვავილებს დაეტაკა.

-თუ მოგწონს დაიტოვე. _ცინიკური ბარიტონით ჩაილაპარაკა და საწოლზე ჩამოჯდა. _მაგრამ შეეცადა თვალიც კი ვერ მოვკრა.

-ვთქვათ დავიტოვე, ეგრე სად შევინახო?

-სარდაფში. _სერიოზული გამომეტყველებით ჩაილაპარაკა, საწოლზე გადაწვა და ხელები თავქვეშ ამოიდო.

-რა საძაგელი ხარ. _სიცილით ჩაილაპარაკა და გვერდით მიუჯდა.

თავი კალთაში ჩაუდო და ღრმად ამოისუნთქა. გერლიანმა ნაზად მოუსვა თითები სახეზე, ოდნავ დაიხარა და ტუჩებზე შეეხო. ყენიამ ბედნიერმა გაუღიმა და ცალი ხელი კისერზე მოხვია.

-მეგიზე უნდა დაგელაპარაკო, ოღონდ ჩვენს მეგიზე. _სიცილით დააყოლა და თვალი გაუშტერა. _ამ წუთას მართლა ძალიან მჭირდება მისი აქ ყოფნა, მეხამრება, მაგრამ როგორც კი დამოუკიდებლად შევძლებ ყოფნას მინდა რომ სხვაგან დაასაქმო. ძალიან კარგი გოგოა, განათლებული, 3 უცხო ენა იცის და არ მესმის აქ რატომ ჩერდება, სამსახურში არ გჭირდება?

-3 უცხო ენა?_გაკვირვებულმა კითხა და შუბლი შეჭმუხნა. _ჩემთვის არაფერი უთქვამს, არც მას და არც თინას.

-მართლა ძალიან პერსპექტიული გოგოა და მგონია რომ შენთან კარგად იქნება, თანაც ძალიან გამოგადგება, ახლა ძნელია ასეთი კარგი კადრის პოვნა.

-აუცილებლად დაველაპარაკები, მაგრამ ახლა არა... ახლა მეგი აქ უფრო საჭიროა, სხვას ასე მცირე დროში ვერ მოვძებნით.

-მესმის. _თავი დაუქნია და თვალები დახუჭა.

>>>
-სად ხარ?_ტელეფონი ხმამაღალზე ჩართო და სამზარეულოში გავიდა ჩაის გასაკეთებლად.

-ლილუსთან მივედი ბაღში, გამოვიყვან და წამოვალთ. გინდა რამე?

-რძე წამოიღე და დილისთვის წვენი.

ალექსანდრეს ამბავი საერთოდ არ მოუკითხია, არც ის უკითხავს სად წავიდა იმ დღეს და არც ის აინტერესებს ნახეს თუ არა ერთმანეთი. ზუსტად იცის რომ გერლიანი ისეთს არაფერს არ გააკეთებდა რაც მათ ურთიერთობას საფრთხეს შეუქმნის, არც ალექსანდრეს გაიმეტებდა სასიკვდილოდ, ერთ-ორ მუშტს კიდევ ნამდვილად იმსახურებდა. ვარდები უბრალოდ არ გამოუგზავნია, ფაქტია რომ რაღაცა ჰქონდა გეგმაში და აშკარაა რომ ეს ყველაფერი გამიზნულად გააკეთა, თანაც გერლიანის მისამართზე გაგზავნილი თაიგული თითქმის გათხოვილი ქალისთვის.
>>>
უკვე მუცელი ეტყობდა და ზოგჯერ პატარა დისკომფორტსაც გრძნობს, მაგრამ განსაკუთრებული ტოქსიკოზი არ აქვს, არც თავბრუს ხვევები და არც საჭმელზე აქვს დიდად გართულება, ყველაფერს ჭამს და არაფერს ზედმეტს არ ითხოვს. ძალიან კარგი ორსულია და დიდი იმედი აქვს რომ ბოლომდე ასე გაგარძელდება, არანაირი სურვილი არ აქვს ღამის 3 საათზე წამოაგდოს მაქსიმე საზამთრო მინდაო.

კარების ხმაზე თავი ოდნავ გაყო სამზარეულოდან და სტაფილოსფერ კოლგოტიან გოგონას დააკვირდა. მის უკან ლილუს ბაღის ჩანთით ხელდამშვენებული გერლიანი იდგა და პროდუქტების პარკით დატვირთული ხელით ცდილობდა კარის დაკეტვას.

-ხელებს ვიბანთ და ვსადილობთ. _ხმადაბლა ჩაიალპარაკა გერლიანმა და ბავშვს თვალი ჩაუკრა. ლილუც უსიტყვოდ წავიდა სააბაზანოსკენ. _როგორ ხართ?_ქალისკენ წავიდა, პარკები იქვე დადო, ცალი ხელი წელზე მოხვია და ტუჩებზე ვნებიანად აკოცა.

-კარგად ვარ, შენ როგორ ხარ?_ღიმილით კითხა და ოდნავ მოზრდილ წვერზე თითები მოუსვა. _წვერი გაქვს გასაპარსი. _წარბების თამაშით ჩაილაპარაკა და თითებით მოზრდილი წვერი “გაკრიჭა.”

-დღეს დავიმოკლებ.

>>>
-და თუ ბიჭია?_წარბწეულმა კითხა გოგონების სექციაში მდგარ გერლიანს.

-ამიტომ ვიყიდოთ თეთრები. _სწრაფად იპოვა გამოსავალი და თეთრებისკენ გადანაცვლა. ნინიამ სიცილით გადააქნია თავი და უკან მიჰყვა.

-ეტლი რა ფერი უნდა ვიყიდოთ?

-შავი.

-ჰო, მაგრამ თუ მართლა გოგო იყო შავ ეტლში ცოტა უხერხულია.

-რა არის უხერხული, აბა ყვავილებით მორთულს ხომ არ ვიყიდით?

-მაქსიმე, გოგოა და ნაზი ფერები სჭირდება. იმედი მაქვს ფეხბურთზე შეყვანასაც არ უპირებ.

-არა, ფეხბურთზე ბიჭი რომ გვეყოლება იმას შევიყვან. _თვალი ჩაუკრა და თეთრი ბოდე ჩამოხსნა.

-ანუ გეგმაში კიდევ გაქვს ბავშვების ყოლა._სხვათაშორის ჩაილაპარაკა და თვალები წარბები აათამაშა.

-თანაც ძალიან ბევრის.

-მაინც? 3-4?

-5-6

-არაა?!_სიციხლით გააქნია თავი და კონსულტანტ გოგონებს გადახედა ხომ არ ისმენენო. _არ ვაპირებ მთელი ცხოვრება გაბერილი მუცლით ვიარო!_კატეგორიულად იუარა, თითქოს ეს მართლაც თითის გატკაცუნებაზე ხდებოდეს. _მე მინდა რომ ბავშვებს შორის 2-3 წელი მაინც იყოს სხვაობა.

-ძალიანაც ნუ მოინდომებ!_შუბლშეკრულმა ჩაილაპარაკა და ეტლებისკენ წავიდა. _კარგი, ეტლს მოგვიანებით ვიყიდით, როცა სქესი გვეცოდინება.

-ასე ჯობია._თავი დაუქნია და ბოდე გამოართვა. _ის პინგვინიანიც რა საყვარელია ნახე.

<<<
ბევრი არაფერი არ შეუძენიათ, უბრალოდ გული გაიხარეს და ბავშვისთვის პირველადი ნივთები იყიდეს, რომელსაც გერლიანის არჩეულ ოთახში განათავსებენ.

-საწოლი ჯერ არ დაგვჭირდება, თავიდან ჩვენთან იქნება და მერე გადავიყვანთ.

-იყოს ჩვენთან, მაგრამ თავის საწოლში, ასე უფრო კარგი იქნება. თორემ შენი წოლის ამბავი რომ ვიცი ბავშვს საწოლის ბოლოში თუ ვიპოვით._გესლიანად ჩაილაპარაკა და დაბღვერილ ქალს თვალი ჩაუკრა.

-არანაირად, ეგ ახლა როცა ვიცი რომ მარტო შენ წევხარ, მერე ადგილიდან არ გავინძრევი.

-ბავშვი თავის საწოლში უნდა იყოს, მერე მიეჩვევა შენთან წოლას და გაგიჭირდება.

>>>
-დღეს გლდანში შენი სადედამთილო შემხვდა._სიცილით ჩაილაპარაკა მემემ. _გლდანი მოლიდან გამოდიოდა, ბავშვის რაღაცები ეკავა ხელში და მე მგონი თქვენთან აპირებს სტუმრობას.

-ნუ გაქვს შენ მწარე ენა, დიდი ამბავი შვილიშვილს ზიზიები უყიდა. _ფხუკუნით ჩაილაპარაკა ნინიამ._მაქსიმეს გამო ვცემ პატივს, თორემ ზოგჯერ ისე ვარ მასზე ნაწყენი და გაბრაზებული საერთოდ არ შემოვუშვებდი სახლში. უბრალოდ არ იქნება ჩემგან სწორი და ლამაზი საქციელი, თორემ... ისეთი ამრეზიით მიყურებს გეგონება ქუჩიდან ვყავდე მაქსიმეს მოხსნილი.

-ქუჩიდან მოხსანზე გამახსენდა, ჩვენი მეზობელი ლოლა გათხოვდა. _სწრაფად წამოიძახა მემემ.

-კაი?! ვის გაყვა?

-ვის გაყვა არ ვიცი, მაგრამ ფულში რომ იბანავებს ზუსტად ვიცი. _დარწმუნებულმა შეათამაშა წარბები. ნატამ უხერხულად ჩაახველა და დაბნეულმა მოათვალიერა იქაურობა. ორივემ დადუმებულმა გადახედა დაბნეულად მომღიმარ ქალს. _მოიცა..._ხმადაბლა ჩაილუღლუღა მემემ.

-მემე, დაგილურჯებ გვერდებს იცოდე!_თვალების ბრიალით გადახედა ცნობისმოყვარე დეიდაშვილს.

-მე ცუდად და ბოროტულად არ ვკითხულობ, უკვე ნატასთან გვაქვს ის ურთიერთობა რომ რაღაცები თვისუფლად, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე ვკითხო!_არანაკლებ გაბრაზებულმა გადახედა ნინიას და ნატას მიუტრიალდა.

-დასამალი არც არაფერია, უტა ჩემი პირველი მამაკაცია და ხო, ბორდელში გავიცანი, ოღონდ არა ისე როგორც მოხელემ._სიცილით ჩაილაპარაკა. _ჩემმა ქმარმა გადამარჩინა და “მიმისაკუთრა”, უბრალოდ სანამ სიმართლეს გავიგებდი ამისი აღქმა ძალიან მიჭირდა. გავაშელმა ეს ყველაფერი იმიტომ გააკეთა რომ მერე მეც ჩვეულებრივი ლოლა არ გავმხდარიყავი.

-ვგიჟდები მაგ კაცზე!_ყოველგვარი შესავლების გარეშე ჩაილაპარაკა მემემ და წვენი მოსვა._ისევე როგორც მაქიმეზე!_გააგრძელა და კმაყოფილმა გაიკრიჭა.

ნინიას ხმამაღლა ჩაეცინა. როცა მათი ისტორიები ერთმანეთს დააკავშირა მიხვდა რომ იმაზე მეტი საერთო აქვთ ვიდრე ეს მანამდე წარმოედგინა. თითქმის იდენტური ხასიათის მატარებელი ქმრები, ძმაკაცები და ორივეს ურთიერთობა გარკვეული თანხით და “ძალდატანებით” დაიწყო. დეიდაშვილის ფიქრებს იმ წამსვე მიხვდა მემე და ხმამაღალი ხარხარი აუტყდა.

-მეც არ ვთქვი ასე ადვილად და მალე რატომ გაუგეს ერთმანეთს-თქო. _ფხუკუნით ჩაიჩურჩულა და დაბენულ ნატას თვალი ჩაუკრა.

-ხო, ჩემი და მაქსიმეს ურთიერთობაც თანხიდთ დაიწყო.

-არაა?! რა თანხით?

-100 000_ით._სიცილით დაასწრო მემემ.

ყველაფერი აუხსნა რა როგორ იყო და ბოლოს ორივე პირდაღებული დარჩა, რას იფიქრებდა ამხელა სიყვარული რაც ნატას და უტას აკავშირებთ ბორდელიდან თუ იქნებოდა დაწყებული. მაგრამ ნაწილობრივ არც უკვირს, არც მისი სიყვარულის ისტორია იწყება ქართლის დედიდან.

-ანუ გამოდის რომ ორივე შეძენილი და ქმრებისთვის მნიშვნელოვანზე მნიშვნელოვანი ცოლები ხართ..._თავისთვის ჩაიფრუტუნა მემემ და დაფიქრებულმა მიიდო თითი წარბზე. _ისე ლევანს ხომ არ ვუთხრა 50 000 მაინც გადაიხადე-თქო?_სერიოზული გამომეტყველებით იკითხა.

-ხედავ?! რაღა შორს წავიდე ლევანი აქვე არ მყავსო. _სისინით ჩაილაპარაკა ნინიამ და დეიდაშვილს ცინიკური ღიმილით ჩაუკრა თვალი.

-ეგ ისე ვთქვი თორემ განა მართლა ლევანზე მაქვს პრეტენზიები...

-ისე ვიძახდი მეც უტასნაირ კაცს არასოდეს შევხედავ-მეთქი, მაგრამ.

>>>
ხელის მაზი ნაზად შეიზილა და მეორე მხარეს გაწოლილ მძინარე გერლიანს ღიმილით გადახედა. მამაკაცი მშვიდად სუნთქავდა, ნინიამ ნელა ასწია თხელი საბანი და საწოლში შეწვა. ფრთხილად მიჩოჩდა მაქსიმესკენ, ცალი ხელი წელზე გადახვია და თავი ბალიშზე დადო, ცდილობდა ხმამაღლა არ ესუნთქა, სამსახურიდან მოსული და დაღლილი რომ არ გამოეღვიძებინა. მუცლით ვეღარ წვება და გვერდულად უწევს ძილი, ვერც ზურგზე ჩერდება დიდი ხანი.

-კიდევ დიდხანს უნდა იხვანცალო?_ხმადაბლა კითხა გერლიანმა. ნინიამ სახეგაქვავებულმა გადახედა მამაკაცს.

-არ გავნძვრეულვარ.

-შენ არ გეუბნები!_ზმუილით ჩაილაპარაკა მაქისმემ და მუცელზე მიადო ხელი.

-არც ეს არ განძრეულა. _სიცილით ჩაილაპარაკა და მუცელზე მოისვა თითები. _სიზმარი ნახე ალბათ.

გერლიანმა მკვეთრად იცვალა გვერდი და მთელი ტანით ნინიასკენ გადატრიალდა.

-გითხარი ვიგრძენი რომ გაინძრა-თქო!_წარბწეულმა ჩაილაპარაკა და შუბლი შეჭმუხნა.

-ვითომ?_დაეჭვებულმა იკითხა და მუცელზე დაიდო ხელი.

-ხო აბა, შენ ჩემზე ფიქრში ისე იყავი გართული ვერაფერი ვერ გაიგე. _ცინიკური ხმით დაგესლა და ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა. _მიდი, დაიძინე ხვალ ადრე ხარ ასადგომი.

ძილს მიეჩვია, ადრე თუ დილით ადრიანად დგებოდა ახლა მაქსიმეს და ლილუს როგორც კი გააცილებს ისევ საწოლში ბრუნდება და საბანში ეხვევა. გამოფიტული არ არის, პირიქით ძალიან ბევრს დადის, მოძრაობს, მაგრამ რაღაცნაირად მაინც ვერ არის ბოლომდე კარგად, ზოგჯერ ჰქონია რომ თავბრუ ეხვევა ზედმეტი სიცხისგან, არადა ჯერ თებერვალია რა დროს სიცხეა. ექიმთან ვიზიტები წარმატებულია, ნაყოფი ძალიან ისე ვითარდება და რაც მთავარია დედის ჯანმრთელობასაც აღარანაირი საფრთხე არ ემუქრება.
საბნიდან ძლივს გამოძვრა და თვალებდახუჭულმა ჩაიცვა ნასკები, ჩუსტების ძებნა არ დაუწია იქვე ლამაზად ჰქონდა დალაგებული.
მაქსიმეს გრძელსახოლოებიანი მაისური გადაიცვა, სპორტულის შარვალი ამოიცვა და მთქნარებით გაფრატუნდა მისაღებში.

-დილა მშვიდობისა.

ნაცნობი ხმის გაგონებისას სწრაფად მოფხიზლდა და თვალებდაჭყეტილი მიტრიალდა დივნისკენ. მეგი და ქალბატონი სადედამთილი მომღიმარი სახეებით ისხდნენ და დაკვირვებით ათვალიერებდნენ საწოლიდან ახლადგამომძგრალ, თმააბურდულ ქალს. ნინიამ დაბნეულმა გადახედა კუთხეში საცოდავად ატუზულ მეორე მეგის და მერე ისევ სტუმრებს მიუტრიალდა.

-არ ვიცოდი აქ თუ იყავით._უსიამოვნო ხმის ტემბრით ამოილაპარაკა და მათ წინ ჩამოსკუპდა. _ცოტა მოუწესრიგებელი ვარ ახლახანს გავიღვიძე. _მაინც, ყოველი შემთხვევისთვის თავად დაასწრო და მეგის დააკვირდა. _მოსალოცად მოხვედი?_გამობერილ მუცელზე დაიხედა და ღიმილით მოითათუნა თითები. მეგიმ გამწარებულმა გადაყლაპა ნერწყვი და თვალებჩაწითლებულმა გადახედა მზიას.

-ბავშვს რაღაცები მოვუტანეთ. _აფერისტული ღიმილით ჩაილაპარაკა მზიამ და ფეხზე წამოდგა. იქვე კუთხეში უამარავი ყუთი იდო, ზოგიც უბრალოდ პარკი.

-როგორც მე ვიცი მეგის და მაქსიმეს არანაიარი ურთიერთობა აღარ აქვთ, არც მე და მეგის დაქალობაზე დადის ლეგენდები და რა საჭირო იყო მისი აქ ყოფნა?_პირდაპირ იკითხე და გაღიზიანებული წამოდგა ფეხზე. _საჩუქრებისთვის დიდი მადლობა, აუცილებლად ვანახებ მაქსიმესაც. _როცა მიხვდა რომ არც მზია და არც მეგი უბრალოდ საჩუქრების მოსატანად ირ იყვნენ მოსულები თავი ვეღარ შეიკავა და მათ მიმართ გაჩენილი აგრესია დაუფიქრებლად გამოამჟღავნა.

-მეგი მე გამომყვა, რამე პრობლემაა?

-დიახ, პრობლემაა! არანაირი სურვილი არ მაქვს ჩემი და ჩემი საქმროს სახლში მისი ყოფილები დაყვებოდნენ ჩემი საქმროს დედას. _ხაზგასმით აუხსნა რაშიც იყო საქმე და კარისკენ წავიდა. _თუ მეორედ აქ მოსვლას მეგისთან ერთად გაბედავთ, იძულებული გავხდები ყველანაირი პატივისცემა დავივიწყო და თქვენც მასავით გაგიშვათ აქედან... ახლა კი, მეგი, ძალიან გთხოვ დატოვე აქაურობა!_კატეგორიულად, ცივი ხმით ჩაილაპარაკა და კარი გააღო.

-ჩემი შვილის სახლიდან გვაგდებ?

-მე თქვენ არსად არ გაგდებთ, არც მეგის ვაგდებ, უბრალოდ ვუხსნი რომ მისი ადგილი ამ სახლში არ არის!_ქალის გამოსვლამ უარესად გააღიზიანა.

-თუ მეგი წავა მეც თან გავყვები.

-თუ თვლით რომ სწორი იქნება, ნახვამდის!

ურეაქციოდ ჩაილაპარაკა და კარები უფრო ფართედ გააღო ორივეს თავისუფლად რომ შეძლებოდა გარეთ გასვლა. მეგიმ ცინიკურად ჩაიცინა, ფეხზე წამოდგა და შარვლის ჯიბეებში ხელებჩაწყობილი გაემართა ნინასკენ.

-დღევანდელ დღეს არ შეგარჩენ!_ხმადაბლა, სისინით ჩაიჩურჩულა და სახლიდან უკანმოუხედავად გავიდა. ნინიამ ხმით ჩაიღიმა და მზიას გადახედა.

-მაქსიმეს შენი ეს საქციელი არ მოეწონება, რაც არ უნდა იყოს მე მისი დედა ვარ.

-ეჭვიც არ შეგეპაროთ რომ მაქსიმე ამ ამბავი თავიდან ბოლომდე მოისმენს! არანაირი სურვილი არ მაქვს თქვენ ორს შორის ეკალივით ჩავდგე, მაგრამ თუ საჭირო გახდა და კიდევ ერთხელ ვიგრძნობ რომ ჩემი და მაქსიმეს ურთიერთობის გასაწირად ხართ აქ, არც ამაზე დავიხევ უკან და საკუთარ შვილს თქვენივე “სიმართლით” დაკარგავთ!_აგრესიულად ჩაილაპარაკა და ღრმად ამოისუნთქა.

-მზია. _შვილის ხმის გაგონებისას მოულოდნელობისგან ფერები გადაუვიდა ქალს და ოდნავ შეკრთა. ნინიამ კმაყოფილმა ჩაიღიმა და წელში გასწორდა. _რა ხდება აქ?_ყენია დაკვირვებით შეათვალიერა და შემდეგ მზერა დედამისზე გადაიტანა.

-არაფ...

-დედაშენი მეგისთან ერთად გვესტუმრა. _სიტყვის დასრულება არ დააცადა, როცა მიხვდა რომ მზია კიდევ ერთი სპექტაკლის დადგმას ცდილობდა.

-მეგი აქ იყო?_სხვათაშორის იკითხა და გაღიზიანებული, ძარღვებ დაჭიმული მიუტრიალდა მზიას.

-ჩემთან ერთად იყო საყიდლებზე და რა მეთქვა არ წამოხვიდე-მეთქი?

-აღარასოდეს აღარ გაბედო იმ ადამიანების ამ სახლში მოყვანა ვინც ჩემი და ჩემი ცოლ-შვილისთვის არასასიამოვნოა! მეორედ ამის გამეორება აღარ დამჭირდეს, თუ გინდა რომ შვილიშვილი ერთხელ მაინც ნახო!_თვალებჩაწითლებულმა ჩაილაპარაკა და ტუჩები ერთმანეთს მაგრად დააჭირა.

-ამ ქალის გამო ამდენს როგორ მიბედავ?_სწრაფად შეცვალა ტაქტიკა და სახე სატირლად დაბრიცა. ნინიას ხმამაღლა ჩაეცინა, ორივეს ზურგი აქცია და მისაღებისკენ წავიდა.

-კიდევ ერთხელ გიმეორებ ამ ქალს ნინია ჰქვია, ჩემი ცოლი და ჩემი შვილის დედაა და თუ შენ რაიმე არ მოგწონს შეგიძლია ახლავე დატოვო ეს სახლი, თანაც სამუდამოდ! მე და შენ სალაპარაკო აღარაფერი გვაქვს!

-შენ იცი რომ შენზე უკეთესი არავინ არ მყავს, ნუ ცდილობ ცოლის გამო დედას აწყენინო.

-მზია, რა სპექტაკლებს მიდგამ!?_აღშფოთებულმა იკითხა და წარბები შეჭმუხნა. _შენ როგორც გინდა ეგრე ჩემთან არაფერი არ მოხდება, აქ მე ვადგენ წესებს და საკუთარ სურვილებს, შესაბამისად ჩემი პირადი შენ არ გეხება, მითუმეტეს მაშინ როცა კეთილი სურვილები არ გამოძრავებს.

-მე დედაშენი ვარ!

-უფრო კონკრეტულად ქალი რომელმაც ხუთი წლის ასაკში მიმატოვა, მერე უცებ გაახსენდა რომ ქმარ-შვილი ჰყავდა და დაბრუნდა...მე და შენ ერთი სისხლი გვაქვს, სხვა ყველაფერი ფარსია და არ ვაპირებ ამაში მონაწილეობა მივიღო. შენ შვილი 25 წლის წინ დაკარგე!

მაქსიმეს ბავშვობის ისტორია პირველად მოისმინა, იმასაც მოულოდნელად მოკრა ყური და რომ არა მზიას ისტერიკა ალბათ ვერც ვერასოდეს გაიგებდა რა მოხდა სინამდვილეში. აჩქარებულ გულზე ხელი მიიდო და თვალებაცრემლებულმა გადახედა კარებში მდგარ დედა-შვილს, რომლებიც ერთმანეთისთვის იმაზე უცხონი იყვნენ ვიდრე ამას ნინია ხედავდა. მიხვდა რომ თუ ერთხელ მაინც გაუცროვდა გერლიანს იმედი, შემდეგ ამის გამოსწორება შეუძლებელია. მამაკაცის თვალებში, ხმაში, ქცევებში, ყველაფერში იგრძნობდა რომ წასულ ადამიანებს უკან აღარ აბრუნებს.

>>>
-არ მინდოდა ჩემს გამო გეკამათათ, უბრალოდ მართლა ძალიან გავღიზიანდი როცა წარმოვიდგინე რომ ამ ყველაფერს ჩემი ნერვების მოსაშლელად აკეთებდნენ. დილით გამოვდივარ და მეგი მესალმება ჩემს სადედამთილოსთან ერთად. _ანერვიულებულმა ჩაილაპარაკა და დივანზე ჩამოჯდა.

-დამშვიდდი!

-ვერ ვმშვიდდები. _ხვნეშით ამოილუღლუღა და ფეხზე წამოდგა. _როცა წარმოვიდგენ რომ ჩემს გამო...

-იგვე შემიძლია გითხრა შენც- მზიას სახელი აღარ ახსენო!_კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა და ფეხზე წამოდგა. ნინიამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და საძინებლისკენ წასულს თვალი გააყოლა.

ძალიან არ სიამოვნებს ოჯახში არსებული პრობლემა, მართლა ეს მისი და მაქსიმეს ურთიერთობისთვის საერთოდ არ წარმოადგენს საფრთხეს, მაგრამ ზოგჯერ ორსულია და თავისდაუნებურად ცუდად გრძნობს თავს. იცის რომ გერლიანს საკუთარი აზრი და პოზიცია გააჩნია რომელსაც არავის და არაფრის გამო არ დათმობს, ზუსტად ამიტომ არ ეშინია იმის რომ მზიას მათ ურთიერთობაში ბზარის გაჩენა შეუძლია. უბრალოდ შეწუხებულია იმით რაც ხდება, ვერ ეგუება სადედამთილოს აგდებულ დამოკიდებულებას, თითქოს მისთვის რამე ჰქონდეს დაშავებული. გულთან ახლოს არც მიიტანდა, უბრალოდ ახლა ყველაფერს გაორმაგებული ძალებით გრძნობს, ემოციებიც უფრო გამძაფრებულად აქვს, თორემ რამდენიმე თვის წინ საერთოდ არ აინტერესებდა მზია და მისი შეხედულებები მათ ოჯახზე.

-მაქსიმე._გამთენიისას ძილბურანში მყოფმა ოდნავ გადასწია ხელი გერლიანისკენ და შიშველ ზურგზე დაუტყაპუნა. გერლიანი სწრაფად გამოფხზილდა და ორსული ქალისკენ გადატრიალდა.

-მოხდა რამე?

-ნუ გაქვს ეგეთი ხმა თორემ ასე მგონია მშობიარობა დამეწყო. _სიცილით ჩაილაპარაკა და ორივე თვალი დაჭყიტა. _უბრალოდ შენს მხარეს წყალია და ის მინდოდა მეთხოვა._მორიდებულმა ღიმილით ანიშნა წყალზე და ოდნავ წამოჯდა. გერლიანმა უკმაყოფილოდ გააქნია თავი და წყალი ჭიქაში ჩამოასხა. _ნუ ღელავ კომშზე და მარწყვზე გაგზავნას არ გიპირებ. _სიცილით გაუქნია თავი და წყალი მოსვა. _ისე შემთხვევით უტასავით შენც ხომ არ გინდა 4 საათზე მოფხიზლება და სალათებზე სირბილი? _ეშმაკურად ააფახუნა წარბები. მაქსიმემ შუბლშეკრულმა გადახედა ქალს.

-მორჩი?_წყლის ჭიქას ცალი ხელი მოკიდა და ძლისიგან დაბოხებული ხმით კითხა.

-ხო, მოვრჩი. _გაბუსხულმა ჩაილაპარაკა ჭიქას ხელი გაუშვა და საწოლზე დაწვა. _მაინც არ მესმის რატომ აიჩემე სქესი არ მინდა ვიცოდეო. _მოულოდენლად წამოიძახა და მისკენ გადატრიალდა.

-იმიტომ რომ არ მინდა, შენ თუ გინდა შეგიძლია კითხო.

-არა, არც მე მინდა. _ხმაში სიცილი შეეპარა. _გოგო თუ იქნება სახელი ავარჩიეთ და ბიჭს რა დავარქვათ?...მოიცადე._მოულოდნელად წამოიძახა და თვალები დაქაჩა. _ვიცი რაც უნდა დავარქვათ.

-ნუგზარი?_სერიოზული ხმით იკითხა გერლიანმა.

-მაქსიმე, ნუ ხუმრობ თორემ ბავშვი ითრგუნება. _მხარზე მუშტი მიკრა და თვალები დაუბრიალა. _ნუგზარი კი არა ნათლიის სახელი, უტა.

-ეგ შენით მოიფიქრე თუ უტამ გიჩურჩულა?

-ნუ დამცინიხარ შენ ყველაფერზე, ჩემით მოვიფიქრე და რატომღაც მგონია რომ ძალიან გაუხარდება._საკუთარი თავით აღფრთოვანებული ემცოიებს ვერ მალავდა.

-მეც ეგრე მგონია. _თავი დაუქნია და თვალები დახუჭა. _ოღონდ ახლა დამაძინე.

-მუდო და ჯმუხია მამაშენი, დე. _ხმამაღლა, გერლიანის გასაგონად ჩაილაპარაკა და მუცელზე დაისვა თითები.

-მაგაზე პასუხს რომ გამოძვრება მერე გაგცემს!_მუქარის ტონით ჩაილაპარაკა მაქსიმემ.

>>>
-შეგიძლია ამიხსნა ამდენი სარეცხის სამაგრი რაში გჭირდება?_მემემ გაოცებულმა კითხა და კალათაში ჩაყრილ სამაგრებს ჩახედა. _თანაც ყველა ხის.

-ვიდეოებს ვუყურე და იმდენი საინტერესო ნივთის გაკეთება შეიძლება აი, ამ ხის სამაგრებით.

-ნინია, არ მითხრა რომ კაბელების საჭრელის გაკეთებას გეგმავ...ან კიდევ ტელეფონის კაბელების დამჭერს.

-მაგასაც ვუყურე, მაგრამ მე ბავშვის ოთახისთვის მჭირდება იდეები.

-როგორც მე ვიცი ბავშვის ოთახს მაქსიმე დაბადების შემდეგ არემონტებს.

-ხო, მაგრამ მე წვრილ-წვრილი რაღაცების გაკეთება მინდა ჩემი ხელით, სახლში ისედაც უაზროდ ვზივარ, თანაც ბავშვის დაბადებამდე ერთი თვე დარჩა.

-და თქვენ სქესი ჯერაც არ იცით. ასეთი მოუმზადებლები როგორ უნდა დახვდეთ ბავშვს?

-ყველაფერი იქნება, მთავარია ბავშვი ჯანმრთელი დაიაბდოს და რა მნიშვნელობა გაქვს ბოდეს ერთი თვით ადრე ვუყიდით თუ დაბადებიდან რამდენიმე საათის შემდეგ?

>>>
ბოლო თვემდე შეძლო საკუთარი ძალებით გადაადგილება, არცერთი წამით არ მოდუნებულა, გამუდმებით რაღაცას აკეთებდა, დადიოდა, ალაგებდა, რეცხავდა. ორსულობის ბოლო პერიოდში უფრო გრძნობდა მოზღვავებულ ენერგიას, ალბათ ის რამდენიმე კვირა რაც ძირითადად საწოლში და დივანზე გაატარა მოსვენებას არ აძლევდა. გერლიანი ყველანაირად ეხმარებოდა, მაგრამ ჭირვეული და მომთხოვნი ორსული არ ყოფილა. არასოდეს დაუწუწუნია რომ მარწყვი უნდა, ან ანანასი, ან კიდევ ჭოლოს ტორტი. ერთადერთხელ მოინდომა ნაყინი, ისიც იმიტომ რომ კულინარიულ გადაცემას უყურებდა და ერთ-ერთი ქალბატონი ძალიან სასიამოვნოდ ამზადებდა კლიენტებისთვის ნაყინს. მაქსიმეც უსიტყვოდ წამოდგა, მაცივრიდან ნაყინი აიღო და საცოლეს მიუტანა.
ქორწილზე აღარ უსაუბრიათ, შეთანხმდნენ რომ ყველაფერს ბავშვის დაბადების შემდეგ მიხედავდნენ, რამდენადაც სასიამოვნო და ემოციური არ უნდა იყოს თეთრ კაბაში გამობერილი მუცლით საკუთარი თავი ვერ და არ წარმოუდგენია, უნდა რომ ფორმიანი, ლამაზი და გამხდარი იყოს, ზუსტად ისეთი როგორიც ბავშვობაში წარმოდგენდა.

-მაქსიმე. _ხმადაბლა წამოიკვნესა და მუცელზე თითები მიიჭირა. _წ....ბს ვღვრი. _ჩურჩულით განაგრძო და თვალები მაგრად დახუჭა. გერლიანი სწრაფად წამოდგა ფეხზე იქვე გადაკიდებული შარვალი ამოიცვა და ნინიას მხარეს მივიდა. ქალი ძალიან ფრთხილად აიყვანა ხელში და გასასვლელისკენ წავიდა. _გარდერობში გამზადებული ჩანთა მაქვს და ისიც ჩადე, არ დაგავიწყდეს.

მიუხედავად მსუბუქი ტკივილისა და აუტანელი უხერხულობისა არაფერი არ ავიწყდებოდა. მაქსიმემ ცალ მხარეს ჩანთა მოიკიდა და გასასვლელისკენ წავიდა. ნინია ფრთხილად დააწვინა უკან გადაწეულ სავარძელზე და ღვედი შეუკრა, მერე კი სახლისკენ წავიდა. ცოტახანში პლედში გახვეულ ლილუსთან ერთად უკან დაბრუნდა, ბავშვი უკანა სავარძელზე დააწვინა, თვითონ კი ნინიას გვერდით მოთავსადა და მანქანა დაძრა.

-გტკივა?_აფორიქებულმა კითხა ქალს და ცალი თვალით გადახედა.

-ნუ ნერვიულობ, საავადმყოფომდე მივალთ, ჭინთვები ჯერ არ დამწყებია. _ღიმილით დაუსვა თითები ხელზე და გზას გახედა. _მთავარია იმდენი წყალი არ დავღვარო რომ მერე ორსულობა გართულდეს და ბავშვს გამოსვლა გაუჭირდეს.

პალატაში მოათავსეს რამდენიმე კითხვა დაუსვეს და უთხრეს რომ მაქსიმუმ 24 საათში მშობიარობაც დაეწყება, დამჩქარებელი არ მიუციათ, იმ მომენტისთვის არ ყოფილა საჭირო.

-როდის ესენი თავს მოაბავენ, წადით თქვენ და დაიძინეთ.

-მემე მივიდოდა სახლში, ლილუს მივუყვან და უკან მოვალ.

შუბლზე აკოცა და პალატიდან გავიდა. ზუსტად ერთ საათში მოწესრიგებული დაბრუნდა უკან, ნინიამ ღიმილით დაუქნია პალატასთან მდგარს ხელი და ექთანს ახედა.

>>>

-ქმარს შეუძლია მშობიარობას დაესწროს...

-არა..._სწრაფად წამოიძახა ნინიამ და მაქსიმეს გადახედა.

-რა არა?! 9 თვეა ამ დღისთვის ვემზადები!

შუბლშეკრულმა ჩაილაპარაკა და ექთანს სპეციალური ხალათი, ქუდი და წვერსაფარი გამოართვა. ნინიამ დაბნეულმა ამოისუნთქა და გერლიანს მომღიმარი დააკვირდა. რა თქმა უნდა არცერთ ქალს არ უნდა იმ მდგომარეობაში ნახოს ქმარმა როგორშიც მშობიარობის დროს არის, მაგრამ გულის სიღრმეში საშინლად უნდოდა მაქსიმეც იქ ყოფილიყო. გამოუცდელია და ძალიან დიდი შიში აქვს, რამდენიმე სტატიაში გარკვევით ეწერა რომ ქმრის იქ ყოფნა ძალიან ბევრს ნიშნავს და ძალიან დიდ ძალას უნაწილებს საწოლზე მწოლიარე, სასოწარკვეთილ ქალს.

-ერთიც! კიდევ ერთიც!_ხმადაბლა ჩასჩურჩულა მაქსიმემ და ნინიას ფრჩხილებს დახედა, რომელიც ძალიან მწარედ ერჭობოდა მამაკაცს ხელისგულზე.

-არ შემიძლია. _დაღილილმა ამოიხვენაშა და ძალადაკარგულმა გადააგდო თავი უკან.

-ნინია, სულ ცოტა დაგრჩა, სულ ცოტა, ნუ გააწვალებ!_ექიმის ხმა შორიდან ჩაესმა.

>>>
-არ მჯერა. _ტირილით ჩაილაპარაკა და მის გულზე დაწვენილ პატარა, უსუსურ არსებას თავზე ფრთხილად აკოცა.

-ბიჭი.

ხმადაბლა ჩაიჩურჩულა მაქსიმემ და ხელები სახეზე მოისვა. ადრე თუ გერლიანის თვალებში მხოლოდ სიცივეს და მცირედ სითბოს ხედავდა ახლა ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. მაქსიმეს თვალები, სახე, ხელები და საერთოდ ყველაფერი შეცვლილი ჰქონდა, ბედნიერებისგან ასხივებდა სრული ამ სიტყვის მნიშნველობით. სახიდან დაბნეული ღიმილი არ შორდებოდა, თითქოს ჯერაც ვერ აღიქვამდა მომხდარს და ამ ყველაფრის რეალობასთან დაკავშირება უჭირდა. პატარას რომელიც მისი შვილი იყო დაკვირვებით უყურებდა და ცდილობდა მისი თითოეული ნაწილი შეესწავლა.

-როგორი პატარაა.

-მართალია გოგო გინდოდა, მაგრამ...

სიცილით ჩაილაპარაკა ნინიამ. რამდენიმე წუთის წინ დაკაგრული ძალა და არსებობის სურვილ დაკარგული ქალისგან აღარაფერი იყო დარჩენილი. ახლა უკვე გაორმაგებული ძალებით უყვარდა სიცოცხლე, ცხოვრება, მაქსიმე და მათი საერთო შვილი, რომელიც ძალიან დიდ მოტივაციას და ძალას აძლევს დედას. წუთების წინ სახეგადაწითლებული და გატანჯული ქალი სინათლის სხივად იქცა, რომელიც მთელი პალატას სიხარულის სხივებით ანათედა.
~~~~~
კიდევ და კიდევ დიდი მადლობა თითოეულს. უსაზღვროდ მახარებთ და მაბედნიერებთ. <3
მეცამეტე თავი იქნება ბოლო. <3



№1 სტუმარი Guest lia

Uზარმაზარი სიკვარულიტ ავივსე.
პოზიტივიტ სავსე გოგო ხარ.❤❤❤

 


№2  offline წევრი mia15

ძალიან კარგია.საინტერესო თავი იყო.

 


№3 სტუმარი Grey

მიყვარს მე ეს ისტორია❤️❤️❤️❤️

 


№4 სტუმარი Mariami

ძალიან კარგი გოგო ხარ.რო გვახალისებ.

 


№5  offline წევრი ))♡

Ubralod sityvebic ar myofnis imis gadmosacamad rogor maxareb ♡♡ rogor vemodebi shens istoriebs ♡♡♡ magari gogoxar ai magari ♡♡
--------------------
მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ

 


№6 სტუმარი ნიაა

აუ ისე არ მინდა რომ დამთავრდეა :(
ისე დიდი სიამოვნებით ვნახავდი უტა და ნატას მსგავსად სხვა მოთხრობაში ამათაც :დდ

 


№7  offline მოდერი bibo

ჩემი მზე :* ჩემი ტაჩუნა :* ჩემი ფედნიერების ფერები ხარ შენო :* ჩემო ამომავალო მზევ სასწაული ხარ სასწაული სიგიჟის წყარო :* ფერადო მზეო ვგიჟდრბი მე შენზე :* შენ ხარ ჩემი მარწყვის ქალავ :* მაფერადებ მავსებ და მაყვარებ ჩემო ალუბალო :* ჩემი სიყვარულის სხივები ხარ და ბედნიერების ფერები ხარ შენო :* მაგიჟრბს შენი მსუბუქი ჰაეროვანი უბრალო მაგრამ ყველაზ ებრალიანი ისტორიები :* თბილისში მეგრელზე მეტი ხარ:* ჩემო მარწყვის ქალო მაგიჟებ ჩემო ქალო პანტერავ :*

 


№8  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

ძალიანნ ძალიან მომეწონა ველოდებბი ახალ თავსს

 


№9  offline მოდერი მე♥

Guest lia
Uზარმაზარი სიკვარულიტ ავივსე.
პოზიტივიტ სავსე გოგო ხარ.❤❤❤

როგორი მადლობელი ვარ, ძალიან მიხარია თქვენთვის დადებითი ემოციების მოტანა რომ შემიძლია.❤️
mia15
ძალიან კარგია.საინტერესო თავი იყო.

მია, საყვარელო, უღრმესი მადლობა.❤️
Grey
მიყვარს მე ეს ისტორია❤️❤️❤️❤️

ამ ისტორიასაც ძალიან უყვარხართ ყველა!
მადლობა! ❤️
Mariami
ძალიან კარგი გოგო ხარ.რო გვახალისებ.

მადლობები, ძალიან მაბედნიერებს ის აზრი რომ გახალისებთ! ❤️
))♡
Ubralod sityvebic ar myofnis imis gadmosacamad rogor maxareb ♡♡ rogor vemodebi shens istoriebs ♡♡♡ magari gogoxar ai magari ♡♡

ტკბილო! ❤️
მეც აღარ ვიცი როგორ გადმოვცე და ავღწერო ის სიხარული რასაც თქვენი სიტყების კითხვისას განვიცდი. მადლობელი ვარ, საოცრად მადლობელი და ბედნიერი! ❤️
ნიაა
აუ ისე არ მინდა რომ დამთავრდეა :(
ისე დიდი სიამოვნებით ვნახავდი უტა და ნატას მსგავსად სხვა მოთხრობაში ამათაც :დდ

სამწუხაროდ დამთავრდა. :(
ჰოო, ეს ისტორია არც ისე ძველია და ჯერ-ჯერობით მათი ნახვა ცოტა ჭირს, მაგრამ ვნახოთ, იქნებ სადმე მაქსიმეს ბიზნესი და მისი გამჭრიახი გონება დამჭირდეს. ❤️ან მერიაში მომუშავე ნინია. ❤️ :დდდ
bibo
ჩემი მზე :* ჩემი ტაჩუნა :* ჩემი ფედნიერების ფერები ხარ შენო :* ჩემო ამომავალო მზევ სასწაული ხარ სასწაული სიგიჟის წყარო :* ფერადო მზეო ვგიჟდრბი მე შენზე :* შენ ხარ ჩემი მარწყვის ქალავ :* მაფერადებ მავსებ და მაყვარებ ჩემო ალუბალო :* ჩემი სიყვარულის სხივები ხარ და ბედნიერების ფერები ხარ შენო :* მაგიჟრბს შენი მსუბუქი ჰაეროვანი უბრალო მაგრამ ყველაზ ებრალიანი ისტორიები :* თბილისში მეგრელზე მეტი ხარ:* ჩემო მარწყვის ქალო მაგიჟებ ჩემო ქალო პანტერავ :*

ჩემი გემრიელობა გოგო! ❤️
მიყვარხარ და საოცრად მავსებ შენი სიტყვებით! ❤️
ნარჩიტა
ძალიანნ ძალიან მომეწონა ველოდებბი ახალ თავსს

ნარჩიტავ, ❤️ უღრმესი მადლობა! ❤️
--------------------
ა.ა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent