Lunae Lumen #Finale (დასასრული)
არ არსებობს დღე, როცა მე არ გამახსენდება იმ ღამით საავადმყოფოში გაღვიძების მომენტი. მე პალატაში მარტო არ ვიყავი. და ის მეორე ანდრე არ იყო. ლეტი იყო. გამეღვიძა თუ არა, ლეტის დანახვაზე მეხდაცემულივით შევხტი საწოლზე. -აქ რა ჯანდაბას... -ხმა გაიწყვიტე. ლეტის თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე. აშკარა იყო, მთელი დღე ტიროდა. ხმა ჩახლეჩვოდა და თვალის უპეებიც გაშავებოდა. -რა გააკეთე ლეტი... თავი გააქნია და ხელში დაჭერილი იარაღი სკამზე გადადო. აკანკალებული ხელი სახეზე მოისვა და ცრემლებიც მალევე ჩამოსრიალდნენ მის სახეზე. არ უხდებოდა ტირილი. მისთვის ცრემლი უცხოდ მიმაჩნდა. თმები აწეწვოდა. -დედამ თავი მოიკლა. ამ სამმა სიტყვამ კინაღამ ისევ გამთიშა. გული ნაწილებად დამეფლითა. ისედაც აღელვებულს, თითქოს ყელში რაღაც გამეჩხირა და გულის რევის შეგრძნება მომაწვა. -რას ამბობ... ლეტიმ აკანკალებული ხელით ჩემი წამლისთვის განკუთვნილი წყლის ჭიქა აიღო და ხარბად მოსვა. ჭიქა იქვე მიაგდო და ისევ სახელურიან სკამში ჩაჯდა. ხელები სახელურებს ჩამოადო, თავი უკან გადააგდო და თვალები დახუჭა. მგონი, ვერ ლაპარაკობდა. ვგრძნობდი, ბევრი რამის თქმა უნდოდა, მაგრამ რაღაც აბრკოლებდა. მეც, გაშეშებული ვიჯექი საწოლზე და ვერ ვხვდებოდი რა მეთქვა. -ლეტი, რატო მოიქეცი ესე... ბოლოს მოვაბი თავი და ამოვღერღე 4 სიტყვა როგორღაც. ლეტიმ თვალები ზანტად გაახილა. -იცი, რა მომწონდა შენში, სესილი? ყველა მარტივად გასულელებდა. მერე, უკვე ჭკუას მოუხმე და მეც აღარ მომწონხარ. იცი, ანდრე სად არის? თავი გავაქნიე. -წავიდა. თავის ქაოსურად ქნევა დავიწყე. -არა. არ წასულა. გარეთ ზის და მელოდება. არ ვიცი, აქ რატომ არ დამხვდა, მაგრამ... ლეტიმ უხეშად გამაწყვეტინა: -საკმარისად ისულელე უკვე თავი. გაჩუმდი ცოტა ხანს. ანდრე წავიდა. ასე თქვა, ჩემი ადგილი მის ცხოვრებაში აღარ არის, ისედაც ბევრი ტკივილი მივაყენე, შორიდან დავიცავო. ამიტომ მე აქ ვარ. მოვიდეს და დაგიცვას. დედა ვერავინ ვერ დაიცვა. შენ მაინც დაგიცვას ვინმემ. მძიმედ წამოდგა სკამიდან და გვერდით გადადებულ იარაღს დაწვდა. სწრაფი მზერა ვესროლე კარებს, რომელზეც საგულდაგულოდ მიეყუდებინა კუთხეში მდგარი სკამი, ისე, რომ არ გაღებულიყო. რომ გამოვიხედე, მას იარაღი უკვე ჩემს შუბლთან ჰქონდა მიბჯენილი. ცივი ლულის შეგრძნებაზე უსიამოვნო კანკალმა დამიარა სხეულში. კბილები ერთმანეთს მთელი ძალით დავაჭირე. ხელები მაგრად მოვმუშტე. შეწინააღმდეგებას არანაირი აზრი ჰქონდა. მას იარაღი ჰქონდა. მდუმარედ ვიჯექი და ველოდი, როდის გაისროდა. იმედი მქონდა, რომ ყველაფერი სწრაფად მოხდებოდა და ტკივილსაც ვერ მოვასწრებდი. მერე პალატის ფანჯარაზე ბრახუნის ხმა გავიგე. მივხვდი, ანდრე იყო. ამას დიდი გამოცნობა არ სჭირდებოდა. -მინები არ იმსხვრევა. ტყუილად ცდილობს. თავს ვაქნევდი. ცრემლებით ვნამავდი საბანს, რომელიც აკანკალებულ ფეხებს მიფარავდა. ვგრძნობდი, ანდრე რაღაც მძიმე საგანს ურტყამდა ფანჯარას. ლეტიმ იარაღი დატენა. ხმამაღალი შეძახილი დამცდა პირიდან. ალბათ ამის დანახვაზე, ანდრემ გაორმაგებული ძალით დაიწყო ცეცხლმაქრით ფანჯრის ლეწვა. თან ღრიალებდა. მერე კარს ეცა. მთელი ძალით აწვებოდა და ის ჩამოგდებას ცდილობდა. -შენც ხომ იცი, ტყუილად ცდილობს. თავი ნელა დავუქნიე. -ლეტი, მითხარი... რატო. ლეტიმ ამოისლუკუნა. -პროსტა. -არ მჯერა, ლეტი. არ მჯერა და მითხარი, რატო. ლეტის გაეცინა. -შენთვის რა მნიშვნელობა აქვს. -მითხარი. სიკვდილის წინ ეგ მაინც მითხარი. შეიძლება მაინც იმ რწმენით წავიდე ამ ქვეყნიდან, რომ მართალი მეგონო. ლეტიმ შუბლიდან იარაღი მომაშორა და ისევ სკამში ჩაჯდა. ანდრე ფანჯარას ორივე ხელით დაყრდნობოდა და გაფაციცებით გვაკვირდებოდა. ლეტიმ ნელა დაიწყო: -მოკლედ, მე შენი მოკვლა მაქ დავალებული. დედას სიკვდილით დამემუქრნენ, სესილი. შენ თუ დედაჩემი? მე არჩევანის გაკეთება არ გამჭირვებია. შენ გაგიჭირდებოდა? ვიღაც უცხოსა და დედაშენს შორის არჩევანის გაკეთება? თავი გავაქნიე. -უნდა გეპოვა გზა... ჩვენ გეხმარებოდით, ლეტი... -ჰაჰ. და შენ გინდა დამაჯერო, რო გულში მილიონჯერ დედას არ გადაარჩენდი? და პროსტა იმიტო, რო მაგარი გამოჩენილიყავი, ორივეს გადარჩენას არ ეცდებოდი? სესილი, მე შენზე პატარა ვარ და ცხოვრებაზე უფრო მეტი ვიცი ვიდრე შენ! მაგრამ დედა აღარ მყავს. სევდიანად გაეღიმა. -სიკვდილის წინაც ვძულდი. მე მაინც მიყვარდა. აკანკალებული ხელი სახეზე ალბათ მეათასედ მოისვა. ანდრე ისევ იგივე მდგომარეობაში გვბურღავდა მზერით გარედან. თან აღელვებულს, მკერდი გამალებით აუდ-ჩაუდიოდა. -გავიჭედეთ, სესილი. დროში გავიჭედეთ. მე არ ვიცი, რა გიყო. არ ვიცი. ერთ მხრივ, მაგრად მეცოდები. მაგრამ მერე მახსენდება ჩემი დავალება. ახლა ამას თუ არ ვიზამ, მერე მამას ჯერი დადგება. მამამ უკვე ორჯერ სცადა . ლეტის თვალებიდან ცრემლები ჩამოსდიოდა. არ ტიროდა, უბრალოდ იცლებოდა. თითებზე ითვლიდა: -პირველად... ჰო, პირველად რო გაიგო, რაღაც რო ავაფეთქე. ცერა თითი მოხარა. -მეორედ, ის ვიღაც მინისტრი რო მივახრჩვე. იცოდი, მაგ ტიპს შვიდი კაცი რო ყავდა მოკლული? თავი გავაქნიე. -რას ნიშნავს... -ხო, ვიღაც ჩვენხელა ტიპები. მგონი, რაღაცის სახალხოდ გაპროტესტებას აპირებდნენ და ამან ნა*უიზე გაუშვა სუყველა და შვიდივე მიაწვინა. ლეტიმ მხრები აიჩეჩა. -მამაჩემისთვის სულ ერთი იყო. მე ხო კაცი მოვკალი. ერთ წერტილს მისჩერებოდა, თვალები სულ ოდნავ მოეჭუტა. ანდრე მინაზე ბრახუნს არ წყვეტდა. მიკვირდა, ვინმეს რატომ არ ეძახდა. ლეტიმ, თითქოს ჩემი აზრები წაიკითხა, მაშინვე მიპასუხა: -მძევლებად არიან სუყველა. მოვითხოვე ეს გამოეშვათ. -რა?! გაოგნებულს აღმომხდა და პირი იმხელაზე დავაღე, ალბათ ლეტიმ მთელი ჩემი პირის ღრუს შეთვალიერება მოასწრო. -შენ ეგეთი დებილი გგონივარ, რო აქ მარტო მოვიდოდი, მიგაკლავდი და ვერავინ ვერ მიხვდებოდა? გაეცინა. -ყველა აქაა. სუყველა. და ის ტიპი, დიდის ამბით რომ ეწვალე გადასარჩენად, მაინც მოკვდა. მე ხელი არ მიხლია. ცრემლები წამომივიდა ჩალოს გახსენებაზე. -იცი, საუკეთესო ლუკმა? გული მისკდებოდა. სუნთქვა შემეკვრა. -მე დაჯგუფების ლიდერი მოვკალი. და იცი, ლიდერის მკვლელი ახალი ლიდერი ხდება. გაიღიმა. სუნთქვა შემეკვრა და თვალები დავხუჭე. თავი დავუქნიე. -აბა, თუ ლიდერი ხარ... -ყველა ლიდერს ერთ დავალებას აძლევენ მისი ქვეშევრდომები. მათ შენი სიკვდილი მოისურვეს. ისევ ხმამაღალი შეძახილი დამცდა და თვალებდახუჭულს ცრემლები ჩამომიცურდა ლოყებზე. -უნდა მომკლა? ახლა. ლეტიმ თავი დამიქნია. -ჰო. ახლა. თავი ნელა დავუქნიე. -იცი, ბოლო ერთი თვის მანძილზე იმდეჯერ ვიყავი საავადმყოფოში, რომ ვეღარაფერს ვეღარ აღვიქვამ რეალურად. ლეტიმ თავი დამიქნია. -ასე ვიყავი მეც, დედას ამბის მერე. რიტუალის მოწყობის უფლება არ მოგვცეს. არც არავინ მოვიდა სამძიმარზე. ჩემი ეშინიათ. ღრმად ჩავისუნთქე. -ლეტი, მტკივა, მეშინია, მაკანკალებს, მცივა, მზარავს, მახრჩობს, მაწვალებს, მტანჯავს ეს ყველაფერი. გთხოვ... მეც არ ვიცი რას ვთხოვდი. ანდრე მეორე მხრიდან რაღაცას ყვიროდა. ლეტიმ აკანკალებული ხელით ტელეფონი ამოიღო და დარეკა. მეორე მხრიდან ანდრემ ტელეფონს უპასუხა. მისი ხმა ყურმილის მიღმაც მესმოდა: -გეხვეწები... მაწამე, მე მომკალი, მე დამანაწევრე, ცოცხლად დამმარხე, გთხოვ. ოღონდ ეგ გაუშვი. გეხვეწები ლეტი. გთხოვ. ანდრე ტკივილით სავსე თვალებით იყურებოდა მინის მეორე მხრიდან. შიშისგან გათეთრებულ სახეზე ხელებს გამუდმებით ისმევდა. ლეტი უმოწყალო სახით იყურებოდა. თუმცა მის თვალებში მარილიანი სითხე კრთოდა. -გიყვარს? მხოლოდ ესღა იკითხა. გამახსენდა ანდრეს სიტყვები: ,, ვერ გეტყვი მიყვარხარს და ეგეთ ბანძობებს, მე თვითონ მეზიზღება სიტყვა მიყვარხარ." ანდრე მინის მეორე მხრიდან თავს აქნევდა. ლეტიმ ცალი წარბი აწია. -ჰმ? -სულ სხვა რაღაცაა ლეტი. ამას ასე ვერ აგიხსნი. ჩემი ნაწილია უკვე. ვერ ვლაპარაკობ, გთხოვ. -გიყვარსთქო? ჩაეკითხა ლეტი. იარაღი ამოიღო და ცალი ხელით გამოიშვირა ჩემკენ. თავიდან ავქვითინდი. ანდრე აყვირდა. -მიყვარს, ლეტი! სიგიჟემდე მიყვარს... ანდრეს აკანკალებულმა ხმამ გული ნაფლეთებად მიქცია. -არ გინდა, რომ მოვკლა, ხო? ანდრე, მგონი ტიროდა. -არა, არ მინდა... მინდა, რომ სულ ჩემთან იყოს... სულ დავიცვა. -არ დატოვებ მარტო, ხო? -არასოდეს! ა-რა-სო-დეს. ლეტიმ იარაღი გაისროლა. ისევ ამაცილა. ისევ ძალაუნებურად ავკივლდი. ანდრეს ტელეფონი ხელიდან გაუვარდა და დაეცა. ამდენი ემოცია ვეღარ ავიტანე და გონება ისევ დავკარგე. *** ვერასოდეს გავიგებ ალბათ, და მოხდა ჩემი უგონოდ ყოფნის დროს, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, ანდრეს სახლში გავიღვიძე. გვერდით მეწვა და მთელი ძალით, მთელი სხეულით მიკრავდა გულზე. წამდაუწუმ მამოწმებდა, ხომ კარგად ვიყავი. მთელი ტანი უკანკალებდა. სუნთქვაც კი. ხელებს არაფრით აჩერებდა და ყველგან მეფერებოდა, სადაც შეეძლო. სახეზე მგონი, წერტილი არ დამიტოვა, სადაც არ შემეხო და არ მაკოცა. როცა მიხვდა, რომ გამეღვიძა, უფრო ძლიერად მიმიკრა თავისზე. -ანდრე... ანდრე ასე მატკენ... მოგუდული ხმით ამოვილაპარაკე. ანდრემ ოდნავ შემიშვა ხელები და თვალებში მომაჩერდა. -დაიჯერებ, რაღაც რომ გითხრა? გამეღიმა. -მითხარი. -მიყვარხარ. თვითონაც გაეცინა ამ სიტყვაზე. მართლა როგორ არ უყვარდა ეს 9 ასო. გამეღიმა. -არ გჭირდება ანდრე მაგის თქმა. მე ისედაც ყველაფერს ვხვდები. ანდრე მჭიდროდ მეხვეოდა. მისი სურნელის გარდა ვერაფერს ვგრძნობდი, ვერაფერს ვხედავდი, ვერაფერს აღვიქვამდი. -ანდრე... -ჰო. -რა მოხდა იქ? ანდრემ კითხვის დასმა წესიერად არ დამაცალა. -არაფერი, სესი. არაფერი. უბრალოდ მინდა, რომ გაკოცო და ჩაგეხუტო. მთავარია ჩემთან ხარ. ანდრე ისევ ტიროდა. მისი ცრემლები ჩემს თმებში მიიკვლევდნენ გზას... მისი თვალებიდან დადენილი ცრემლები ჩემს ტუჩებში იკარგებოდნენ... *** არ სჯეროდა, რომ ამას აკეთებდა. მაგრამ, უნდა გაეკეთებინა. სხვანაირად, ვერ გადაარჩენდა. ყველგან მოაგნებდნენ. უკვე გაემზადებინათ სპეციალური ოთახი, სადაც ეს მოხდებოდა. ნელი ნაბიჯებით მიუყვებოდა ბილიკს და დათქმულ ადგილამდე სულ ცოტა რჩებოდა. 20 ნაბიჯი. 19. 18. ფიქრობდა. დრო ჯერ კიდევ ჰქონდა. იქნებ... 17. 16. ღირდა? 15. 14. ღირდა. 13. 12. იქნებ იქ მისვლამდე გული გასკდომოდა. 11. 10. ნეტავ ვინმეს ხელი შეეშალა. 9. 8. "ნეტა რამე მოხდეს." 7. 6. "ეს ხალხი ვინაა?" 5. 4. "ყველას თვალწინ?" 3. 2. მგონი, აღარ უნდოდა. 1. მაგრამ გვიანი იყო. ჰაერი გაჭრა სწრაფმა შხუილმა და განწირული მუხლებზე დაეცა. სისხლი მაშინვე დაინახა. "მაპატიებს. მაპატიებს." ცრემლები სახეს უსველებდნენ. ხალხის ღრიალი ესმოდა. "მოკვდით, მოკვდით თქვე ნაბი**რებო." გრძნობდა, დასასრულის სიახლოვეს. მის სიბნელეს ტვინში და მის სიცივეს კანში. ხელები ნელ-ნელა ეყინებოდა. სახე უთეთრდებოდა. ნერწყვს ვერ ყლაპავდა. სუნთქვას წესიერად ვეღარ ახერხებდა. ხელებით მიწას გაჭირვებით ეყრდნობოდა. დაცემა არ უნდოდა. "არაუშავს. არაუშავს." უკანასკნელად მოისვა ტუჩებზე თითები და მისი ტკბილი ტუჩების გემო გაახსენდა. გაეღიმა. მაინც გაეღიმა. თვალები დახუჭა და დასასრულს დაელოდა. და როგორც ყოველთვის, მასაც არ დაუგვიანია. *** სიბნელე. სიბნელე. სიბბელე. *** 1 თვე გავიდა და ანდრე თვალითაც არ მინახავს. გავხდი. თვალების ფერი სმისგან გამიუფერულდა. ბევრს ვსვამ. უფრო და უფრო მეტს. მალე ალბათ, გავლოთდები. ისიც არ ვიცი, ქვეყანაშია თუ არა. ვისთან ერთადაა, ეგეც არ ვიცი. მაგრამ მთავარია, ის იყოს კარგად. ჩემთვის ეგეც საკმარისია. ... ლეტიზე არაფერი მსმენია, გარდა იმისა, რომ ისევ ლიდერია და თავის დაჯგუფებიანად სადღაც ჯანდაბაში წაეთრა. ანდრემ წერილი დატოვა. არ ვიცი, რა უნდოდა ამ სიტყვებით ეთქვა: "მაპატიე რა. ა" სახლში გალეშილი მთვრალი ვბრუნდები. რაღაც სიმღერას ვღიღინებ რუსულად. სახელიც არ ვიცი. მის დატოვებულ ნაგლეჯს ვუყურებ და ჰაერში ვისვრი. საწოლზე ვეხეთქები და თვალებს ვხუჭავ. დახუჭულ თვალებზე ჰაერში ასროლილი ფურცელი მეცემა და მეც მობეზრებულად ვიცილებ მას თვალიდან. თან მასზე დაწერილი ორი სიტყვისა და ინიციალის თავიდან წაკითხვა მინდა. მაგრამ ნაცვლად ამისა... "რამე რომ მოხდეს... პირველი მე ვიქნები. შენ არ გაგიშვებ. " გონებაში რაღაც მარტყამს და ამან ლამისაა სიძლიერისგან ძირს დამამხოს. ვკივი. -არა! არა, ოღონდ ანდრე არა! განწირული, მომაკვდავი ხმით. ფურცელს შორს ვისვრი ჩემგან, თითქოს დამუხტულია. კარზე ზარის ხმა მესმის. წარმოდგენა არ მაქვს, ამ შუაღამისას ვინ უნდა იყოს. კართან გავრბივარ, იმ იმედით რომ ზღურბლზე თავჩახრილი ანდრე დამხვდება, როგორც ყოველთვის შემეკითხება, შეიძლება თუ არა შემოსვლა, მიუხედავად იმისა, რომ ათჯერ მაინც შემოპარულა შიგნით. მაგრამ კარს ვაღებ და არავინ მხვდება. ჰო, არავინ და არა არაფერი. ზღურბლთან ამანათი გდია. შიგნით ფურცელი დევს. ხელი ციებიანივით მითრთის. ასოებს წესიერად ვერ ვარჩევ: "მალევე მოკვდა. დამიჯერე, ბევრი არ უწვალია. კიდევ კარგი, ჩემი ხალხი გაცვლაზე დამთანხმდა. ლ." ვერ აღგიწერთ იმას, რაც ამის წაკითხვისას ჩემს სხეულში ხდება. ყველაზე უხეშად გეტყვით: გულმა ფეთქვა შეწყვიტა. ამანათის სიღრმეში ფოტოსურათებსაც ვხედავ და ნერვები არ მყოფნის მათზე ხელის შეხების. ბოლოს თვალებდახუჭული ვიღებ ფოტოს ყუთიდან და მუხლებზე დაცემული ანდრეს დანახვაზე, დენდარტყმულივით ვხტები ფეხზე და გავრბივარ. წარმოდგენაც არ მაქვს სად. უბრალოდ, ვგრძნობ, უნდა გავიქცე. ფილტვებს ჰაერი არ მიეწოდება. მტკივა. მეშინია. გული ნაწილებად მაქვს დაშლილი. მე ვეღარავინ დამიცავს. წამართვეს. წაიყვანეს. ანდრე ჩემს გამო მოკლეს. ჩემს ნაცვლად... ვეღარ ვტირი. ცრემლები გამიშრა. ანდრე ვეღარ დამიცავს. ანდრესთან მინდა. ვეღარ ჩავეხუტები? ვეღარ მოვეფერები? ვეღარ გამიცინებს? თავს ვაქნევ. რაც შეიძლება მალე უნდა ვნახო. ანდრე უნდა ვნახო. ანდრესთან მინდა! ვტირი უცრემლოდ. მეძინება. სიზმარში მაინც უნდა ვნახო. უნდა მოვეფერო, უნდა ჩავეხუტო. უნდა ვაკოცო. გულზე მაგრად უნდა მივეკრო. ისე, რომ ვეღარასდროს ვეღარ მომშორდეს. სად ვარ არ ვიცი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. სადაც ვარ იქვე ვწვები და თვალებს ვხუჭავ. *** ბინოკლი თვალებიდან მოიშორა და ჩაიხითხითა. გვერდით მდგომს მიუტრიალდა, რომელაც თვალები გაფართოვებოდა. -შეხედე იაკლ, ზოგმა ადამიანმა უბრალოდ არ იცის, როდისაა მათი დრო. იაკლს თვალები იმდენად გაუფართოვდა, რომ უფრო მეტად რომ გაფართოვებოდა, თვალები ბუდიდან აუცილებლად გადმოეყრებოდა. ბინოკლიანმა მხრები სიცილით აიჩეჩა. იაკლმა ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა და ძლივს ამოღერღა: -მერე... ეს რა შუაშია? გოგონამ თვალისმომჭრელად გაუღიმა. -მერე მოდი, გავაგებინოთ. *** პოლიციის შენობაში შედიოდა. კართან დადგა და უკანასკნელად გაიმეორა ის სიტყვები, რომელიც გამომძიებლისთვის უნდა მოეყოლა. ჩანთიდან ფურცლები ამოიღო, სადაც მისი სათქმელის ვრცელი ვერსია ჰქონდა გადაწერილი. და უკანასკნელად ჩაისუნთქა. პირველ გასროლას მეორე მოყვა, მეორეს მესამე, მესამეს მეოთხე. მიხვდა ყველაფერს. იპოვეს, და ყველაფერი გაიგეს. ის, რასაც აპირებდა, და ისიც, თუ რა მოელოდათ მათ, თუ პოლიციას ინფორმაციას მიაწვდიდა. უკანასკნელი ძალებით გაიცინა და ხელებგაშლილი მიეგება დასასრულს პოლიციის კარის ზღურბლთან. *** -მაინც ჩაყარე წყალში ყველაფერი. ლეტიმ თავი გააქნია და იარაღს ანაბეჭდები მოაშორა, იქვე მიაგდო და ნელი ნაბიჯებით ჩამოვიდა მშენებარე კორპუსიდან. *** ახალგაზრდა ნაღვლიანი ღიმილით მიემართებოდა გვირაბისკენ. გვირაბი ბნელი იყო, თუმცა მისი იქ ყოფნით, ბნელი განუწყვეტლივ იფანტებოდა და ირგვლივ ყველაფერს ნათელს ჰფენდა. ეღიმებოდა, რადგან არ ეშინოდა. არ ეშინოდა არაფრის. პირველად ცხოვრებაში. დაინახა ის, ვის გამოც იქ მივიდა და სწრაფი ნაბიჯებით გაემართა მისკენ ახარხარებული. ბიჭის მხარე მთლიანად განათებულიყო. მისი მხარე კი... ისევ ბნელს მოეცვა. ბიჭი უეცრად შედგა. ღრმად ჩაისუნთქა და თვალები დახუჭა. ხმამაღალი გასროლის ხმა გაისმა და სხეული მიწაზე დაეცა. და უკუნიდან გამოიჭრა ძირს დავარდნილი სიბნელის მკლავი, რომელზეც თავისივე გარდაცვალების თვე და რიცხვი დაეტანა. ... 9 ივლისი ყოფილა. სათვალეებიანმა ბიჭმა გოგონას უსიცოცხლო სხეულს სიმწრით დააფურთხა და გვირაბიდან გაუჩინარდა. ხოლო სესილიმ, ალბათ ადრე თუ გვიან, ნახა ანდრე. ზუსტად ვიცი და ამაში დარწმუნებული ვარ. "და დასასრულს, ყველანი ისტორიის ნაწილები ვხდებით. იმ ისტორიის, რომელსაც სიცოცხლეში ვქმნიდით." -მარგარეტ ეტვუდი. დიდი ბოდიში ჩემგან, ჩემი მუზისგანაც, რომელმაც მე და შენ ძალიან გვაწვალა. ეს დასასრულიც. რავიცი, რავიცი. გამლანძღეთ როგორც გინდათ. თქვენი მარიკუნა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.