შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის სამიზნე [6] დასასრული


7-10-2017, 05:03
ავტორი მე♥
ნანახია 15 989

დღის მეორე ნახევარში გიგიშა ესტუმრა, ყავა დალიეს და მერე დემეტრე წაიყვანა სასეირნოთ. ბავშვის არ ყოფნით ისრაგებლა და სახლის დალაგება დაიწყო. ვითომ ხომ არავინ ურევს ამხელა სახლს, მაგრამ ყოველ კვირა დასალაგებელია და წელში წყდება. თან ბიბიც არ ასვენებს და ფეხებში ედება. მტვერსასრუტის წინა ნაწილზე გადაჯდება ხოლმე და კატაობს. ნატაც იძულებული ხდება ცოტახანი მაინც გაართო და მერე გადააგოროს გვერდით. გიგიშასთანაც რამოდენიმეჯერ დარეკა, ბავშვი მოიკითხა. როგორც კი თვალს მოცილდება დემეტრე იმ წამსვე ნერვიულობას იწყებს და მთელი დღე გიჟივით წინ და უკან დადის. იცის რომ გიგიშასთან საიმედოდ არის, მაგრამ დედის გული მაინც ვერ ისვენებს და სულ მასზე ნერვიულობს. ბავშვის ოთახის დალაგებამ ყველაზე მეტად დაღალა. ძირითადად ვერ ასწრებს დემეს ტანსაცმლის დაკეცვას და უწევს მეორე დღისთვის შემოინახოს, მეორე დღეს რაღაცა გამოეჩხირება და კვირის ბოლომდე გროვდება. კარებში ჩაფუთნული დემეტრე და გიგიშა რომ დაინახა გულიდან უზარმაზარი ლოდი მოეხსნა. ბავშვი გამოართვა და ერთი საათი კოცნა.

-მოიწანწალეთ?_ უკნიდან სიცილით იკითხა ლადომ და ძმაკაცს მხარზე ხელი დაკრა. ლადოს უკამ პროდუქტებით დატვირთული მოდიოდა უტა და თან ცოლ-შვილს უღიმოდა. მიახლოვებულმა ორივე გემრიელად ჩაკოცნა და სამზარეულოსკენ წავიდა.

-მოვიწანწალეთ რომელია, ზოოპარკშიც ვიყავით და სპილო ვნახეთ. _ ჩაიცინა გოგორელიანმა და ნათლული აიყვანა. _ ჩემთან რომ არის ვაფშე არ ტირის. _ სიამაყით გაიბღინძა და დივანზე გაგორდა.


^^^
დილით ატირებული დემეტრეს ხმამ გამოაფხიზლა. სწრაფად წამოდგა ფეხზე და თვალებგახელილ ცოლს გადახედა. ნატას სმენას ბავშვის ტირილი რომ მისვწვდა აღელვებულმა გადაიძრო საბანი და ქმარს უკან მიყვა. უტამ გაგიჟებულმა შეაღო ოთახის კარები და საწოლში მოფართხალე შვილს დახედა. ასეთი დემეტრე არასდროს არ უნდახავს. ბავშვი სახეზე სულ გაწითლებულიყო და ტკივილისგან იმანჭებოდა. ნერვიულობისგან ოფლით დაცვარულ შუბლზე ხელი გადაისვა და სასწრაფოდ ამოიყვანა ბავშვი საწოლიდან. ნატას ცრემლიანი თვალების დანახვისას უარესად გადაირია და ატირებული შვილი გულზე რწევით მიიწვინა. ნელა მოხვია ცალი ხელი ნატას და შუბლზე მაგრად აკოცა. ხელებაკანკალებულმა დაუსვა აწითლებულ ლოყებზე თითები შვილს ნატამ და ცრემლები გამოყარა.

-კარგი რა ნატა!_ გაუჯავრდა უტა და დამშვიდებულ შვილს დახედა. _ უბრალოდ ცუდი სიზმარი ნახა და ტირის. _ ასეთ მგრძნობიარე და გულიან ნატაზე სულ ბრაზობს. ვერ იტანს ყველაფერს ასე მძაფრად რომ განიცდის და გულთან მიაქვს. იმნაძე ისვე გაუცნობიერებლად ეფერებოდა მამაზე ჩაბღაუჯებულ შვილს და სლუკუნებდა. _ წყალი მომაწოდე. _ ცადა როგორმე სხვა რამეზე გადაეტანა ცოლის ყურადღება და ბავშვის კომოდზე დადგმულ ბოთლზე მიუთითა. ისე აიღო ბოთლი დემეტრსთვის თვალი არ მოუშორებია და უტას მიაწოდა. მამაკაცმა ხელზე გადაიწვინა შვილი და ბოთლი პირში ჩაუდო. წამებში შეწყვიტა სლუკუნის ნოტები დემემ და მამის მაისურს თითებით გახარებული ჩააფრინდა. ფრთხილად შეახო შუბლზე ტუჩები უტამ და ღიმილით ჩაუკრა თვალი. დამშვიდებული და მდგომარეობიდან გამოსული პატარა, შუაში ჩაიგორეს და ფერება დაუწყეს. დემეტრე არცერთს აქცევდა ყურადღებას და თავის ფეხებთან თამაშით გართული სულელივით კისკისებდა. საწოლზე მოულოდენლად ამოხტარი ძაღლის დანახვისას საწოვარა პირიდან გადააგდო და ბოლო ხმაზე ახითხითდა.

-მა-მა...მა მა მა მა. _ ტიტინებდა ბავშვი და ძაღლისკენ ფეხებს აქანავებდა.

კიდევ ერთი უაზროდ დიდი ბედნიერება რომელიც შვილმა გაუაზრებლად მიანიჭა. აღარ იცოდა სად წაეღო აკანკალებული ხელები, როგორდ დაემალა თვალებზე მოწოლილი სიხარულის და ბედნიერების ცრემლები. ნერვიულად გახარებულმა მოისვა სახეზე ორივე ხელი და საწოლზე წამოჯდა. ნატა ისევ ასლუკუნდა და ისევ გადმოყარა ცრემლები. ნელა მოხვია ორივე ხელი შვილს და გულზე მიიკრა. დემე ვერც კი ხვდება რამხელა ბედნირება მიანიჭა მშობლებს და გაოცებული აკვარკვარებს მამიკოსავით თაფლისფერ თვალებს. უტა სწრაფად ქარიშხალივით მოტრიალდა უკან და შვილი ჰაერში აწია.

-მამას ყველაზე დიდი ბედნიერება ხარ! _ ამოილაპარაკა საოცრად ემოციურმა და შვილს ყელი დახარბებულმა დაუკოცნა.

-მა მა მა მა._ იმეორებდა თავისთვის დემე და მოცინარ მამას ლოყებზე ეთამაშებოდა.

-მე დამჩაგრეთ?_ იკითხა სიცილით და უტას გევრდით მიუჯდა.

-მა მა მა მა.... _ სასაცილოდ დაკრა ცხვირზე ხელი დემემ დედას და უტას მხარეს გადაქანდა.

-მამა იქნება რძე რომ მოგინდება და დედა აღარ გაჭმევს. _ გამოაჯავრა მოჩვენებითი სიბრაზით და შვილს თითი დაუქნია.

-რაღა დროს ჩემი რძეა დე, ვერ ხედავ კაცურად დავიწყე ლაპარაკი. _ სიცილით ჩაილაპარაკა უტამ და შვილი საბნის ზემოდან მუხელბზე ჩაიგორა.


დილანდელი სიხარულით დამძიმებული და გაბედნიერებული ყველაფერს სწრაფად აკეთებდა. ნატამ რამოდენიმე ვიდეო გაუგზავნა სადაც «მა მა მა_ს» ძახილით ცდილობს გავლას დემეტრე. ბოლოს დანებებული ფორთხვით მიდის ძაღლამდე და თათებზე სიცილით ეთამაშება. ბიბი მშვიდად ცდილობს ბავშვის მოცილებას და სხვაგან გადაჯდება, დემეტრე კი ისევ არ ანებებს თავს და ხითხითით დასდევს ძაღლს.
ასეთი გახარებული და საერთოდ ასეთი უტა არავის არ ახსოვს, როცა საქმე შვილს ეხება რადიკალურად განსხვავებული ხდება. ავიწყდება ყველაფერი, სად არის და რა ვითარებაშია. თათბირზე ყოფნის დროსაც რომ გაახსენდეს დემეტრე, მაშინაც კი ბედნირეისგან იბადრება და ღიმილით ლაპარაკობს.

მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა მაინც გვიან მოუწია დღეს სახლში დაბრუნება. უბნის ასახვევთან იყო მოულოდენლად ორივე მხრიდან შავი ჯიპები რომ ჩაუდგნენ. გაოცებულმა გახედა სარკიდან უკანა მანქანას და მერე წინაზე გადაიტანა ყურადღება. მანქანა სასწრაფოდ გააჩერა და საჭეს თითები მოუჭირა... კარგის კარის გაღება და გადასვლაც კი ვერ მოასწრო იმის გასარკვევად რა ხდებოდა, ბიტებით ჩამტვრეული შუშები მთელ სხეულზე რომ დაეყარა. ერთადერთი რაც მოასწრო თავზე ხელების შემოწყობა და თავის დახრა იყო. რეალურად არ ახსოვს რამდენი ხანი იყო თავზე ხელებ შემოწყობილი, ტკივილისგან დაჭმუხნული სახით რომ აიხედა მაღლა და მანქანისკენ გაქცეული ალექსანდრე დაინახა უარესად დაეჭმუხნა სახე. ამჯერად ზიზღით! სწრაფად დაქოქეს მანქანები და უბანს გაცილდნენ. ტკივილით დაკრუნჩხული გადმოვიდა მანქანიდან და კარებს მიეყრდნო. ზურგის და ფეხების ტკივილს იმდენად ვერ გრძნობდა რამდენადაც ალექსანდრეს არაკაცობას! თავის დროზეც ხვდებოდა რომ მათი დიალოგი მარტო უტას მუშტით არ დასრულდებოდა. ნელა გადადგა რამოდენიმე ნაბიჯი და წელში გასწორდა. წელში გასწორებისთანავე მიხვდა რომ ჭრილობები სერიოზული არ იყო, თორემ ასე ადვილად გამორიცხულია ისუნთქოს. რამოდენიმე ადგილი ეწვის საშინლად, ეგ არის და ეგ. დამსხვრეული შუშების ხმა ყურებში საშინლად უზუზუნებს და დატვირთულ საფეთქელს უარესად ატკიებს. დამსხვრეულ და გვარიანად ნაცემ მანქანას ირონიული სიმწრის ღიმილით გადახედა და რამდენიმე მეტრის მოშორებით მდებარე სახლისკენ გადაიტანა მზერა. თითქმის ყველა ოთახში ენთო შუქები. იმის გააზრებისას რომ ასეთ მდგომაროებაში სახლში უნდა შევიდეს და ცოლ-შვილს დაენახოს გულს უხეთქავს. სწრაფად მოიძია ტელეფონი და გიგიშას ნომერზე დარეკა.

-ჰოუ!_ როგორც ყოველთვის მხიარულ ტალღაზე მყოფმა შესძახა.

-სად ხარ?_ საკუთარი ხმა თვითონაც ვერ იცნო გავაშელმა ისეთი შეცვლილი იყო.

-მე კი არა შენ სად ხარ, რა ხმა გაქვს, რახდება ვაბშე?_ კითხვები დააყარა ანერვიულებულმა.

-მანქანაში ჩაჯექი და ჩემთან მოდი. _ჩაილაპარაკა და ტელეფონი გათიშა.

იმის შიში რომ შეიძლება ნატამ მისი მანქან დაინახოს და იცნოს, არ აქვს. მათი სახლიდან ეს ქუჩა არ ჩანს და ვერანაირად მიწვდება ნატას ლამაზი თვალები გავაშელს. თანაც დაბინდებულია და გამორიცხულია ვინმემ დაინახოს. მითუმეტეს როცა უბანში მარტო ორი სახლია. ოც წუთში გიგიშას მანქანა მოადგა უკნიდან, გააფთრებული გადმოხტა მანქანიდან გოგორელიანი და ძმაკაცისკენ წამოვიდა. დალეწილ მანქანას აღშფოთებულმა გადახედა და უტას მხარზე ხელი მოხვია.

-აქ რა ხდება?_ გაოცებულმა კიდევ ერთხელ გადახედა მანქანას. _ ლადო სად არის?_ იკითხა ძმაკაცი და მისი სახლისკენ გაიხედა.

-ლადოსთვის არ დამირეკია, აქვეა და შეიძლება გახმაურდეს. _ გიგიშას დაეყრდნო და მისი მანქანისკენ წავიდნენ.

-გტკივა?_ ბეჭებზე დახედა და დაჯდომაში მიეხმარა. გავაშელს პასუხი არ გაუცია ისე ანიშნა იმას მიხედეო და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო. _ მიდი დაჯექი, მე გავიყვან ამას ვინმემ არ დაგვწვას. _ მიაყარა სწრაფად და გავაშელის მანქანისკენ წავიდა. ცოტახნი იდგა და სავარძელს მინებისგან ანთავისუფლებდა მერე მანქანაში ჩაჯდა და უბნის ბოლოს ნანგრევებთან მიაყენა.

^^^

-უტა სად ხარ?_ ანერვიულებულმა მოიკითხა ქმარი და ატირებულ დემეტრეს მუცელზე მოეფერა.

-გიგიშასთან ვარ, მოხდა რამე?

ქმრის შეცვლილი ხმის გაგონებისას უარესად ანერვიულდა. ჯერ მარტო იმაზე ღელავა აქამდე რომ არ გამოჩნდა, მერე რომ არ დაურეკა და შეატყობინა. ახლა როცა გავაშელის სულ სხვანაირი ხმა ესმის გული ლამისაა ტკივილისგან გაუსკდეს.

-უტა რა გჭირს, რა ხმა გაქვს, სად ხარ?_ ამოიტირა და პირზე ხელი აიფარა.

-ხუთ წუთში სახლში ვარ, ნატა! _ დაამშვიდა და ტელეფონი გაუთიშა.

ალბათ ხუთი წუთი გავიდა, ან მეტი... მაგრამ ნატას არაფერი არ ახსოვს, ერთ ადგილზე იჯდა გახევებული და ატირებულ შვილს გულზე იკრავდა. უტამ ნელა შემოაღო სახლის კარები და გიგიშასთან ერთად მისაღებისკენ წამოვიდა. უტას ნაბიჯები რომ ესხვანაირა დაფეთებული წამოხტა ფეხზე და ბავშვი გოგორელიანს გადაულოცა.

-რა მოგივიდა?_ ატირებულმა კითხა და ხელები მხრებზე მოხვია.

-ნატა, რამდენჯერ გითხარი ნუ ტირი მეთქი!_ ასეთ სიტუაციაშიც ვერ ინარჩუნებს სიმშვიდეს გავაშელი და საყვედურობს.

-როგორ არ ვიტირო, ძლივს დადიხარ. _ ამოისლუკუნა და მაისურის საყელოზე დაექაჩა.

-დამშვდდი რძალო, შენს ქმარს არავინ არ ერჩის. პროსტა ვიღაცაში აერთიად და გვარიანად გაულამაზეს მანქანა. _ სიცილით მოახსენა გიგიშამ და უტას თვალი ჩაუკრა. _ ისე რა გინდა, შენი ჯავრი იყარა ვიღაცამ. _ ჩაიფხუკუნა და დემეტრე დივანზე დააწვინა. _ შენ მიდი ყავა გამიკეთე.

-რა დროს ყავაა. _ გაუჯავრდა და შეეცადა ჭრილობები ენახა. _ მანახე თორემ შეიძლება გავგიჟდე. _ გაუჯავრდა და მაისური გადაუწია. _ საავადმყოფოში იყავი?_ კითხა შეწუხებულმა და ნელა გადაუსვა დაბინტულ ზურგზე თითები.

-კარგი რა რძალო, ოთხ ნაკაწრს რაში უნდა ექიმი და ამბები? თან ნუ გავიწყდება სამედიცინო მაქვს დამთავრებული. _ წყენით ჩაილაპარაკა გიგიშამ და ფეხები იატაკზე დააბაკუნა.

-არ მომატყუო იცოდე, სერიოზული რამე რომ იყოს მაინც გავიგებ._თითი დაუქნია მეგობარს და ცრემლიანი თვალებით გადახედა მომღიმარ უტას. _სასაცილოდ გაქვს საქმე. _ ჩაილაპარაკა შეწუხებულმა და მაგრად მოხვია კისერზე ხელები. _ იცოდე რამე რომ მოგივიდეს, მოვკვდები! _ მის ყურთან დაიჩურჩულა და ნელა შეახო ტუჩები მფეთქავ არტერიაზე.

-არ მოკვდები!_ ორაზროვნად ჩაილაპარაკა გავაშელმა. ნატა გაოცებული გადგა უკან და ქმარს თვალების ბრიალით მიაჩერდა. _ არ მოკვდები, იმიტომ რომ მე არაფერი მომივა!_ ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა და გულზე მიიკრა. _ დემეტრეს თავს გეფიცები სერიოზული არაფერია. თუ არადა დღეს ღამე ხომ ნახავ არა!?_ ხუმრობ ცადა გავაშელმა.

-ვნახავ და თუ მატყუებ მე დაგიმატებ. _ დაემუქრა და ოდნავ წამოზრდილი ფრჩხილები დაანხა. _ თანაც გაიხსენე რომ გამოცდილი გაქვს, არაერთხელ. _ შეახსენა ბარის ღამეები და ლოყაზე მაგრად აკოცა. _ მიყვარხარ!_ მის ტუჩებთან დაიჩურჩულა და შუბლი ნიკაპზე მიადო.

-საშინლად მსიამოვნებს მაგას რომ მეუბნები ხოლმე. _ გამაღიზიანებელი ღიმილით ჩაილაპარაკა და თვალი ჩაუკრა. ნატამ გაავებულმა უჩქმიტა მხარზე და გვერდით ამოდგა.

მთელი ღამე გრძნობდა ქმირგან წამოსულ დაძაბულ და საოცრად ცივ აურას. გავაშელს არცერთი წამით არ მოუხუჭია თვალი, იწვა და ფიქრობდა როგორ ენახა ალექსანდრე. როგორ მოეთხოვა მისი არაკაცური საქციელისთვის პასუხი და როგორ გასწორებოდა შიშველი ხელებით. ისიც იცის რომ ცემა და კიდევ ერთი ბუნტის ატეხვა არაფრით არ ივარგებს. ამდენ რამეს ნატას ვეღარ დაუმალავს, ისედაც ეჭვით თვალით უყურებს მთელი საღამოა. პოლიციაში მისვლა და დაბეზღება კი საშინლად არ უნდა. მართალია სამართლიანობის მომხრეა, მაგრამ მაინც არ მიაჩნია ამ შემთხვევაში ეს სწორ ნაბიჯად. ალექსანდრესთან როგორმე თვითონაც მოაგვარებს.

მეორე დილით დემეტრესთან ერთად სავარჯიშო ოთახში იყო, კარებზე ზარის ხმა რომ მოესმა. მოტიტინე შვილი ეტლიდან ამოიყვანა და კარებისკენ წავიდა. სახეზე გადაფითრებული ლადო და მომღიმარი გიგიშა კარს უკან იდგნენ.

-აბა ფეხზე ძლივს დგება ოთხი ნაკერი ადევსო?_ ყბადავარდნილმა იკითხა და ძმაკაცს წრე დაარტყა, იმაში დასარწმუნებლად რომ არანაირი ნაკერი არ ადევს. _ გოგორელიანი ლუკას გეფიცები ერთხელაც ისე გაგიფენ, ლაფატკითაც ვერ აგხვეტავენ!_ დაემუქრა ძმაკაცს და დასარტყმელად გაიწია. გიგიშა ხორხოცით წავიდა მისაღებისკენ და დივანზე გაიშხლართა._ ძმურად რა, ამიხსენი რა მოხდა. ამან იმენნა ბრაზილუირი სერიალის სცენარი დამისახა._ ამრეზიით გაიშვირა ხელი გიგიშასკენ.

-ეზოში გავიდეთ და იქ დავილაპარაკოთ. _ კიბეებს ახედა გავაშელმა და ბიჭებს ეზოსკენ გაუძღვა. _ ბიჭებს დაურეკე და გადაეცი ალექსანდრე ბუჩუკური მოიყვანონ დღეს საწყობში. _ ზიზღით ჩაილაპარაკა და შვილი ჰამაკში ჩააწვინა.

-მოიცა, ეგ დაგდაგა თავზე?_ ყურებს ვერ უჯერებდა ბორძიკული.

-ხოდა არაკაცურად, უკნიდან დარტყმა როგორია დღეს ვაგემებ!_ გამოსცრა კბილებში და ვერანდაზე გამოფარფატებულ გრძელ ხალათში გამოწყობილ ცოლს ახედა.

-როგორი სტუმრები გვყოლია. _ აღტაცებულმა შესძახა და მოაჯირს დაეყრდნო. _ გამოგაგდეს სახლებიდან?_ სიცილით იკითხა და შვილს გახედა._ უტა ძალიან ხვანცალებს და არ გადმოვარდეს. _ აღელვებულმა დაარიგა ქმარი. _ ბიჭებო ხომ გშიათ?

-აუ მაგრად, მარგო სოფელშია წასული და ორი დღეა ლუკმა არ გადამსვლია. _ უცებ გამხიარულდა გიგიშა და სახლისკენ წავიდა.

-იყავი, მანდ გამოვიტანთ საუზმეს. _ გზიდან მოატრიალა და თვითონაც სახლში შებრუნდა.

დილით ბიჭები არასდროს იკვებებიან მძიმე საჭმლით, ამიტომ ქათმის ფილე, შემწვარი კარტოფილი და ყავა გაუტანა. უკვე მოესწროთ მაგიდასთან მოკალათება. გიგიშამ სამი თითი ტუჩებთან მიიტანა, აკოცა და მერე ნატას გაუგზავნა ჰაეროვნად.

-დღეს მე და დემეტრე, შენებთან მივიდვართ და სახლში თუ არ დაგხვდით არ ინერვიულო. _ გააფრთხილა ქმარი და ბავშვიანად სახლისკენ წავიდა. _ ხო მართლა..._ რაღაცა გაახსენდა და უცებ მოტრიალდა. _ეკას ვერაფრით ვერ დავუკავშირდი და როცა შეეხმიანები უთხარი ჩვენებთან გამოვიდეს, ვასო ბაბუმ ბავშვები სადღაც უნდა წაიყვანოს და ლუკასაც გავატანთ. _ ღიმილით ჩაუკრა თვალი ლადოს და სახლში შევიდა.

-რას აპირებ?_ მოსვლის მიზეზს დაუბრუნდა ლადო.

-ისეთს არაფერს რაც აქამდე არ გაგვიკეთებია! კიდევ ერთ არაკაცს უნდა ვასწავლოთ ჭკუა! _ დაისისინა და ყავა მოსვა. _ ბიჭები გააფრთხილე, ერთი ორს დასაშინებლად თუ მოსცხებთ გვერდებში კარგი იქნებაო, მაგრამ ზედმეტებში არ გადაეზარდოთ და ჩემს მაგივრადაც მაგათმა არ ურტყან როგორც იციან ხოლმე!_ გაბრაზებულმა დაარიგა ძმაკაცები.

-უტა დარწმუნებული ხარ რომ ჩხუბი და აყალ-მაყალი გინდა?_ ეჭვით იკითხა ლადომ.

-საქმეც მაგაშია რომ არ მინდა! არავის შევარჩენ შემი ცოლ-შვილის საფრთხეში ჩაგდებას. _ მუშტი შეკრა და მაგიდაზე რიტმულად აათამაშა ანერვიულებულმა._ ვინც ვერ ისვენებს უნდა მოასვენო! _ ცინიკური ღიმილით ჩაილაპარაკა ბოლოს და ფეხზე წამოდგა.

საწყობში მისულს უკვე იქ დახვდა სკამზე მიბმული ალექსნადრე, რომელიც დამფრთხალი და შეშინებული აცეცებდა თვალებს. გავაშელი დარწმუნებულია რომ იცის რაც ელოდება და იმიტომაც ფართხალებს ასე გულის გამაწვრილებლად. ბიჭები გარეთ გაუშვა და ალექსანდრესთან პირისპირ დარჩა. სიჩუმეში მყოფმა რამოდენიმე წრე დაარტყა ბუჩუკურის სკამს და მერე ისევ წინ აესვეტა. ნელა მიუახლოვდა მამაკაცს და მისკენ დაიხარა. მაისურის საყელოზე თითი დაახვია და მერე თავისკენ მოქაჩა მაგრად.

-ასე მალე არ მელოდი არა!?

ალექსანდრეს შეშინებულ და ოდნავ გაკვირვებულ სახეს რომ წააწყდა სიცილით ჩაილაპარაკა. კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ იმდენად ეზიზღება ამ კაცის პირ-სახე რომ ვეღარ მოითმინა და ღრიალით გაუქანა შეკრული მუშტი პირდაპირ ცხვირში. დაბმულს წონასწორობის შეკავება გაუჭირდა და სკამიანად გადაგორდა იატაკზე. გავაშელი გაავებული დაიხარა მისკენ და მაისურის საყელო ამჯერად მუჭში მოიქცია და ისე დასცხო მეორე მოქნეული მუშტი. საერთოდ გაუჭირდა თავის კონტროლი და არ ახსოვს რამდენი დარტმის მერე გაჩერდა. ერთადერთი რასაც ბინდგადაკრული თვალებიდან ხედავდა, სისხლიანი და უძალო ალექსანდრეა რომელიც უაზროდ ახველებს და ცდილობს ხელები გაიხსნას. ჯიბიდან სპეაციალურად ამ მომენტისთვის განკუთვნილი პატარა დანა ამოიღო და ხელები გაუხსნა. განთავისუფლებულსაც უთავაზა რამოდენიმე წიხლი მუცელში და კარებისკენ გამოტრიალდა.

-მეორედ სადმე რომ გადამეყარო ამ დანით გამოგიღებ ყელს!_ მიუტრიალებლად დაემუქრა და რკისნის კარები მაგრად მიაჯახუნა. _ წაიყვანეთ და სადმე სანაგაოზე დააგდეთ!_ გასცა ბრძანება და მანქანისკენ წავიდა.

ეს ბიჭები რამდენიმე წელია გავაშელთან მუშაობენ და მტრების გვერდიდან ჩამოცილებაში ეხმარებიან. ორივე მათგანს ყავს ოჯახი, რომელსაც სამივე ძალიან კარგად იცნობს და პატივს სცემს. ეს საწყობი ბიზნეს რომ ხელი მოკიდა მაშინ შეისყიდა. დანადგარებს და რაღაცა ნივთებს ინახავს ხოლმე. ხანდახან მტრების ჭკუაზე მოსაყვანადაც ჭირდება, თან ეს ადგილი ყველაზე უსაფრთხოა მისთვისაც და იმ გარეწრებისთვისაც. თავისი სიცოცხლის მანძილზე პირვლად მიიყვანა ადამიანი ცემით სიკვდილის ზღვარზე. ახლა არამარტო მისი კარიერა და მომავალი იყო საფრთხეში, არამედ მისი ცოლ-შვილი, რომელბიც ყველას და ყველაფერს ურჩევნია, ხოდა ვერ მოითმინა და ყველას მაგიერ მოსდო ყბაში!

მთელი დღე აღრენილი დადიოდა, ახლოს ვერავინ ვერ გაეკარა სამსახურში. საქმეებსაც ვერ დაუდო გული, განერვიულებულმა და შეეშვა. ბიჭებთან ერთად ბარში წავიდა გულის გადასაყოლებლად, იცის დღეს ცოლ-შვილი სახლში რომ არ ეგულება და არსად არ ეჩქარება. ლადომ დაპირებისამებრ დაურეკა ეკას და შეატყობინა რომ ლუკა ვასილთან მიეყვანა სახლში. საღამომდე ძველებურად მოილხინეს და ბევრი ისაუბრეს. რამოდენიმეჯერ, უნდოდათ თუ არ უნდოდათ ალექსანდრეზეც მიდგა თემა, მაგრამ ფართოდ არ გაუშლიათ. ერთი ორი სიტყვით შემოიფარგლენ და ეგ იყო.

^^^
მთელი დილა წინ და უკან დაფოფხავდა დემეტრე და გიგიშას ნასწავლ «პი პი პი»_ს გაიძახოდა. ნატა რწმუნდება რომ რაც უფრო იზრდება ბავშვი მით უფრო ემსავსება ნათლიას საქციელებით. რამდენჯერაც სასეირნოდ ყავდა წაყვანილი იმდენჯერ გადარეული მოიყვანა უკან. დემეტრეც ძალიან მალე ითვისებს ბგერებს და მერე სულ იმ სიტყვებს გაიძახის. მამას, როცა უტას ხედავს მარტო მაშინ ტიტინებს, ისე გამორიცხულია თქვას. მთელი დილა ეწვალებოდა ნატა, იქნებ რამე სხვა სიტყვაც ვათქმევინო, მაგრამ არაფერმა არ გაჭრა. გამოძახებულ ტაქსში ჩააჯდა ბავშვიან-ძაღლიანად და დედამთილ მამამთილის სახლში წავიდა. ბიბი არც ტაქსში აჩერებდა თათებს და კუდს. მერე ამაზე დემეტრე ირვება და დუეტში სასაწაულებს ახდენენ. მარტო ვერაფერს ვერ ხდება ამ ორთან, ან ერთს უნდა აწყენინოს ან მეორეს, არადა ორივეს საოცრად მგრძნობიარე გული აქვს. ვასო სადარბაზოსთან ელოდებოდა რძალს და შვილიშვილს. ტაქსი გაუშვა და მონატრებული შვილიშვილი გულში ჩაიკრა. როგორც კი ბიბიმ ნატას ცარიელი ხელები დაუნახა, მუხლებამდე აახტა და ხელში აყვანა მოთხოვა. ესეც იძულებული გახდა ძაღლის თხოვნა შეესრულებინა და გულზე მიიხუტა გაწრიპული არსება.

-ჩემი კაცი ხომ არ გვარაზებს?_ იკითხა ღიმილით და შვილიშვილს თმებზე მოეფერა.

-ამ ბოლო დროს დაჭკვიანდა. სიარულსაც ცდილობს და ლაპარაკსაც. _ გაახარა მამამთილი და გვერდით ამოუდგა.

-უტამ, ცხრა თვისამ ისწავლა სიარულიც და ცოტა ლაპარაკიც. _ თვალი ჩაუკრა და სახლის კარები შეაღო.

-ბებოს სიხარული მოსულა. _ ტაშის კვრით მიესალმა ნინელი შვილიშვილს და ქმარს ხელებიდან გამოსტაცა. _ ჩემი პატარა ვაჟკაცი, ბებოს გახარება და ბებოს სიამაყე კაცუნა. _ მთელი ენთუზიაზმით ეფერებოდა შვილიშვილს და ყველა ნაკვთას უკოცნიდა. ისიც გახარებული ყელს უკან გადაწევდა და ჭყლოპინებდა. დივანზე გაგორებული პატარა გიორგის დანახივსას მისკენ წავიდა და ძაღლი დაბლა ჩამოსვა.

-როგორ ხარ?_ თბილად მოიკითხა რძალი ბელამ და ლოყაზე აკოცა.

-ძალიან კარგად, შენ როგორ ხარ?_ მუხლზე ხელი დაუსვა და გიორგი ხელში აიყვანა. _ გოლიათი ბიჭი იზრდება.

ჩაიცინა და გაბერილ ლოყებზე აკოცა. როგორც კი დედის ხელებში სხვა დაინახა გაგიჟებული აღრიალდა და აფართხალდა. გაოცებულმა სიცილით გახედა ატირებულ შვილს და გიორგი უფრო მაგრად მიიკრა გულზე. ამაზე სულ გადაირია და ტირილს უმატა, აღარავის არ უჩერებოდა ხელებში და დედისკენ იწევდა. სიცილით გადაულოცა ბავშვი დედამის და დემესკენ წავიდა. დედის თბილი მკლავები რომ იგრძნო გაიყურსა და თავი მხარზე დაადო.

-ჩემი ეჭვიანი შვილი._ ჩალაპარაკა და მისკენ მოპყრობილ სამ წყვილ თვალს, სიცილით გადახედა.

-უტაც ასეთი იყო პატარაობაში. _ სიცილით ჩაილაპარაკა ნინელიმ და გატრუნულ შვილიშვილს თავზე ხელი გადაუსვა, იმანაც სწრაფად დაჭყიტა თვალები და ღიმილით შეხედა. _მამამის ვინმე რომ ეკარებოდა პანიკებში ვარდებდოდა. _ დასცინა შვილს და კარებისკენ გაიხედა. _ ვახსენე და მოვიდა კიდევაც. _ ჩაილაპარაკა ბედნიერმა და შვილისკენ წავიდა. პროდუქტების პარკი გამოართვა და პირდაპირ სამზარეულოში შეიტანა.

-არ წასულხართ?_ გაკვირვებულმა იკითხა და გახარებული შვილი კისერზე შემოიჯინა.

-მა მა მა. _ ატიტინდა ისევ.

-რაო რა თქვა?_ ფეხზე წამოხტა ბელა და ძმას მივარდა.

-გუშინ პირვლად დაუძახა მამას და ჭკუაზე არ არიან. _ კისკისით ჩაილაპარაკა ნატამ და დივანზე ჩამოჯდა.

-ეკა და ლუკა არ მოსულან ჯერ?_ ცოლ-შვილი მოიკითხა ლადომ.

-ახლახანს შემოვიდა ეკას მანქანა ეზოში. _ სამზარეულოდან გამოსძახა ნინელიმ.

-ძალიან კარგი, მე და ნატა მივდივართ და ბავშვს ცოტა გვიან მოვაკითხვთ. _ სწრაფად გადაულოცა შვილი მამამისს და ნატას ხელი დაავლო.




-სად მივდივართ?_ როგორც კი მანქანაში ჩასხდნენ იკითხა გაკვირვებულმა.

-მე და შენ სავახშმოდ ხომ არასდროს არ ვყოფილვართ?_ კითხა დაეჭვებით.

-არა. _ თავი გააქნია და ჩაიღიმა.

-ხოდა დღეს უნდა გამოვასწორო შეცდომა, ლამაზად ჩაიცვი და სადმე წავიდეთ. _ მუხლზე ხელი მოუჭირა და თვალი ჩაუკრა.

-პაემანზე მეპატიჟება ქმარი?_ ჩაიფხუკუნა და პირზე ხელი აიფარა.

-ხო დღეს პაემანზე გეპატიჟება და ხვალ პირველი ღამე გვექნება. _ არანაკლებ დამცინავად ჩაილაპარაკა უტამაც და ნიშნის მოგებით გადახედა.

-იცინე იცინე და ღამე საერთოდ არ გექნება შენ!_ გაუჯავრდა და ხელები გადაიჯვარედინა.


ამ ბოლო დროს სარკესთან დიდი ხნით ტრიალი დასჩემდა. სულ უნდა რომ განაკუთრებულად გამოიყურებოდეს. თან ორსულობის მერე ორი კილო მოიმატა და ფორმაში ჩადგომა უნდა. უტას ნაჩუქარი ლამაზი წითელი კოჭებამდე გაბა გადმოიღო, ასევე მამაკაცის ნაჩუქარი შავი მაღლები. მაკიაჟს ახლაც ვერ გუობს, ტუში და ტუჩსაცხი წაისვა მხოლოდ და გარეთ გავიდა. გავაშელი თეთრ პიჟაკში და შავ შარვალში გამოწყობილიყო. ღიმილით ჩაიარა კიბეები და მამაკაცს მკლავზე დაეკიდა.

-მკერდი ძალიან მოჭრილი აქვს. _ გაუწყრა ქმარს და მკედრს დახედა.

-რაც ლამაზი გაქვს ხაზი ყოველთვის უნდა გაუსვა. _ დაამშვიდა და ყელში აკოცა.

მანქანის კარები პირვლად გაუღო და პირვლად დაეხმარა დაჯდომაში, ორსულობის შემდეგ. სიცილით მოკალათდა და ღვედი შეიკრა ნატამ. გავაშელმა ჩქარი ნაბიჯებით მოუარა მანქანას და თავისი ადგილი დაიკავა. მთელი გზა ხმა არცერთს არ ამოუღია, ხანდახან უტა თუ გადმოხედავდა ღიმილით და მერე ისევ გზას უყურებდა. მანქანა ლამაზ რესტორანთან გააჩერა, ამჯერადაც დაეხმარა ქალს ჯელტმენურად გადმოსვლაში და რესტორნისკენ წავიდა.
ასეთი რამ პირვლად ხდება, ასეთი მზრუნვველი უტა არასდროს არ ახსოვს. რესტორანშიც არასდროს არიან ერთად ნამყოფი, ეს პიველი შემთხვევაა და უნდა აღიაროს რომ ძალიან მოსწონს, ქმრის გვერდით ასეთ კარგ საზოგადოებაში გამოჩენა. არა მარტო იმიტომ რომ უტა გავლენიანი პირია, უხარია სახლში რომ არ მალავს და მის თავს ყველას აცნობს. რადენჯერმე ინტერვიუც მისცა ერთ-ერთ ჟურნალს სადაც უტას შესახებ ინფორმაციას კრეფდნენ ბიოგრაფიისთვის. ორსულობის ამბავი დიდად არ გახმაურებულა, არც მშობიარობის მერე იყო ჟურნალისტების მთები, რამოდენიმე მარტივი ინტერვიუთი შემოიფარგლა უტა და ეგ იყო. ახლა როცა ცოლთან ერთად რესტორანშია, ყველა კუთხიდან ვიღაცა აკვირდება. შეკვეთილ მაგიდასთან მოკალათდნენ, რომელიც ყველასგან განცალკევებით იდგა მეორე სართულზე ფანჯარასთან ახლოს.
დღევანდელ საღამოს ნატას გემოვნებით აირჩიეს შეკვეთა. უტასაც არ გაუპროტესტებია.

-გერმანიაში რომ ვიყავი, საჩუქარი გიყიდე..._ მოულოდენლად დაიწყო გავაშელმა და ნატას გახედა.

-გერმანიაში ერთი წლის წინ იყავი. _ ჩაილაპარაკა გაოცებულმა და ბოკალი მაგიდაზე დააბრუნა.

-ხო ერთი წლის წინ, მაშინ გიყიდე და გადავწყვიტე იმ დღეს მომეცა როცა მივხვდებოდი რომ ძალიან ბევრი რამ შეცვალე ჩემს ცხოვრებაში. _ ღიმილით ამოიღო შინდისფერი ყუთი და მაგიდაზე გააცურა. _ ძალიან ძვირფასი არ არის, მაგრამ იმედი მაქვს შენ გახდი ძვირფასს. _ ლოყაზე ორივე თითი მოუჭირა და თვალი ჩაუკრა.

-ეს კულონი ჩემთვის უკვე ძალიან ძვირფასია!_ ამოიჩურჩულა ცრემლმორეულმა და უტას ხელი ყელსა და ლოყას შორის მოიყოლა. _ მიხარია გერმანიაში ყოფნის დროსაც ჩემზე რომ ფიქრობდი. _ ეშმაკურად ჩაიცინა და კულონი გაუწოდა გამიკეთეო.

რეალურად რაც ძალიან გაუხრდა, უტას გერმანიაში ყოფნის დროსაც რომ ახსოვს ეგ არის. კულონის ხაირსხზე და ვიზვუალზე საერთოდ არ დაფიქრებულა, მერე კისერზე რომ შეაბა გავაშელმა მაშინ დახედა და ძალიან მოეწონა. რაღაცნაირად ცივი და ამავდროულად საოცრად თბილი კულონია. ზუსტად ისეთი როგორიც გავაშელია. სიცილით მოეფერა ყელსაბამს და გავაშელის გამოწვდილ ხელს თავისი ჩასჭიდა.
მთელი საღამო პირი არ გაუჩერებია, ხან რომელ თემაზე გააბრაზა, ხანაც რომელზე, უტაც იჯდა და ეკამათებოდა. საკმათო ბევრი ქონდათ, ორივეს სხვადასხვა შეხედულებები ქონდა თითოეულ საკითხზე, მაგრამ გასაკვირი ის არის ბოლოს მაინც რომ თანხმდებიან.
სახლში წამოსვლამდე ცოტა გარეთაც გაისერინეს, რამოდენიმე მეტრის მოშორებით იყვენენ უკვე რესტორნიდან მოიულოდნელად გავაშელმა წელზე შეცურებული თითები რომ აათამაშა და რაღაცა წაიღიღინა. სიტყვები ვერ გაარჩია, ჯერ კიდევ უტას თითებზე ფიქრობდა. სიცილით მოატრიალა ქალი თავისკენ და წინ აისვეტა. წინ ჩამოყრილი თმის ღერები უკან გადაუწია და მთელი სახე ფრთხილად დაუკოცნა. ქალიც გასუსული იდგა და ცდილობდა არცერთი მომენტი არ დაეკარგა მის მეხსიერებას.

-ეს დღე და რიცხვი დაიმახსოვრე, ტრადიციად უნდა ვაქციო! _ ვნებიანი ხმით ჩაიჩურჩულა გავაშელმა და ყურზე ოდნავ მოსდო კბილები.

-ტრადიციად რა უნდა აქციო, კბენა თუ ვახშამი?_ არანაკლებ ვნებიანი ხმით იკითხა ნატამ და ორივე ხელი წელზე მოხვია.

-ორივე! მე ორივე საშინლად მსიამოვნებს. და ვგონებ შენც!_ ჩაიცინა გავაშელმა და ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა.

-არ ცდებით!_ დაემოწმა და შიშველ მკლავებზე ხელები აასრიალა. _ აცივდა. _ ჩაილაპარაკა ხმადაბლა და ცას ახედა. უსიტყვოდ გაიძრო გავაშელმა პიჯაკი და თავისი ხელით ჩააცვა. _ შეხედე როგორ მომიხდა. _ სიცილით დატრიალდა და ხელები განზე გაშალა.

-მე თუ მკითხავ, ტანსაცმელი საერთოდ არ გიხდება! ისე უფრო მადიანი ხარ!_ ჩაიცინა გავაშელმა და ხელი გადახვია. _ გინდა სადმე წავიდეთ, მარტო მე და შენ და ბოლომდე შევირგოთ ღამე?_ იკითხა როგორც კი რესტორანს მიუახლოვდნენ და მანქანის კარები გამოაღო.

-დემე ვერ გაძლებს, ხომ იცი. _ მოწყენილმა ჩაილაპარაკა და ტუჩები გააწკლაპუნა.

-დემეტრეს მამიკოსი ყოველთვის ესმის და ახლაც გამიგებს!_ ჩაიცინა და მის მხარეს გადაცოცდა.

-მე მირჩევნაი ჩვენს სახლში, ჩვენს საწოლში შევირგოთ ბოლომდე. _ მისი ტუჩებისკენ წაიწია ნატა და ხმაურით აკოცა.

-მთავარია შევირგოთ და არ ვარ წინააღმდეგი. _ ჩაიღიმა და საჭეს მიუბრუნდა.

ჯერ მშობლების სახლში გაიარეს დემეს წამოსაყვანად. პატარა თვალებდაჭყეტილი იწვა უტას საძინებელში და თავის ფეხებს ეთამაშებოდა. მშობლები რომ თავისთან დაიგულა, ხელ-ფეხი ერთდროულად აათამაშა და საწოლზე წამოჯდა. სიცილით მოეხვია ნატა შვილს და ხელში აიატაცა. დიდხანს არ გაჩერებულან, პატარას ნივთები შეაგროვეს და სახლში წავიდნენ. დემეტრესთან ერთად უკანა სავარძელზე მოთავსდა ნატა და თვალებმიბლეტილი შვილი გულზე დაიწვინა. დიდ ხანს ვეღარ გაძლო პატარა გავაშელმა და დედის ალერსში მონებივრეს მალევე ჩაეძინა. მანქანის კარები გამოუღო გავაშელმა და შვილი გამოართვა, ფრთხილად მიიკრა გულზე და ნატას გამოწვდილი პიჯაკი გადააფარა პატარა სხეულზე.


^^^

-უტა ძალიან ღრმაზე ნუ შეიყვან ხომ იცი როგორი ცელქია და არ დაგისხლტეს.

ზღვაში შესული ქმარი გააფრთხილა და გაშლილი ხელი შუბლზე მიიდო. გავაშელმა თვალების ბრიალით გამოხედა და დემე პირვლად აზიარა ზღვის სიამოვნებას. როგორც კი თბილი წყალი იგრძნო ფეხებზე გამაიმუნებულმა გავაშელმა, ხელებით წყლისკენ დაიხარა და წაეთამაშა. ნატა ღიმილით დაწვა შეზლონგზე და ქმარ-შვილს ცალი თვალით გახედა. მზე ყოველთვის თენთავს და ღლის, მაგრამ ახლა პირიქით გაასმაგებულად გრძნობ ენერგიას მთელ სხეულში.

ზღვაზე დღეს დილით ჩამოვიდნენ და ბიჭების დაჟინებული თხოვნითაც დღეს გამოვიდნენ. ყველამ ერთად აიღო შვებულება და ყველა ერთად წამოვიდა, ეკასთან ანაკლიის სახლში. ძალიან მყუდრო და ლამაზი სახლი აქვს, თანაც ყველასთვის არის სამყოფი ოთახები. ერთადერთი ვისთვისაც ვერაფრით ვერ გამოახეს ოთახი გიგიშაა. მისი ოთახი რემონტდება და მისაღებში კოტრიალი უწევს.

-მე წყვილში რომ არ ვარ მაგ პონტში დამჩაგრეთ თუ?!_ გამოაცხადა ხელებგაშლილმა.

ბიჭები შვილებთან ერთად ზღვის ნაპირზე ბანაობდნენ, უფრო სწორად პატარებს აბანავებდნენ. ერთადერთი ლადო გადიოდა ოდნავ მოშორებით და ლუკას ცურვას ასწავლიდა. ძალიან ნიჭიერი ბავშვია და მალევე აითვისა, მაგრამ შორს მაინც ვერ უშვენებ და ნაპირზე დაჭყუმპალაობს. სასაცილოდ აიწია თვალებზე ჩამოფხატებული ქუდი დემემ და მამამის ახედა.

-ჩივა ჩივა._ ჩაილაპარაკა მოწყენილმა და დედიკოსკენ გაიშვირა ხელები. სიცილით ამოიყვანა წყლიდან გავაშელმა შვილი და ცოლისკენ წამოვიდა. გამზადებული პირსახოცით დახვდა ნატა და პატარა სულ ჩამალა.

-კარგი იყო დე წყალი?_ ლოყაზე კოცნით კითხა და ქუდი მოხადა.

-ჩივა. _ ჩაილაპარაკა კისკისით და ნათლიას გახედა.

-ნელ-ნელა იწყებს ლაპარაკს და რაღა გიჭირთ. _ მხარზე ხელი დაკრა ფეხზე დაყუდებულ გავაშელს და ქვიშაზე წამოწვა.

-შენ ის უნდა ნახო ერთ-ორ კვირაში სიარულს რომ დაიწყებს და გადაგვიყვანს ჭკუიდან. _ ჩაილაპარაკა სიცილით ნატამ და შვილი ქოლგის ქვეშ, გაშლილ პლედზე დასვა.

-არ გინდა წყალში შემოსვლა?_ ინტერესით კითხა ცოლს გავაშელმა.

-მერე დემეტრე?_ სათამაშობით გართულ შვილს გახედა.

-რა იყო შენ, ბავშვს აღარ მანდობ თუ რაშია საქმე?_ მოჩვენებით იწყინა გიგიშამ.

-შენ არ გინდა შესვლა?_ ცადა უხერხული სიტუაციიდან დაძრომა.

-ახლა არ ამოვედი? მიდი შედით და ჩვენ ცოტაც გავერთობით, აგერ გოგოებიც მოდიან და..._ სიცილით ჩაილაპარაკა და მის გვერდით წამოწოლილ უცხო ლამაზმანებს გადახედა. _ აბა ნათლი მოემზადე, პირველ მასტერ კლასს გიტარებ. _ ცხვირზე თითი წაკრა და ბავშვიანად გოგოებისკენ წავიდა. _ზრდასტი ძევოჩკი. _ დამახინჯებული რუსულით მიესალმა ლამაზ ქალებს.

-მართალი იყო ლადო, სანამ მოვანათლინებდით მანამდე უნდა გვეფიქრა. _ ჩაიცინა უტამ და ცოლს წელზე ხელი მოხვია. _ ცურვა იცი?_ კითხა ღიმილით და საფეთქელზე აკოცა.

-აუზში კი და ზღვაში არ ვიცი. _ გადაიკისკისა და წყლის ტემპერატურა შეამოწმა. _ როგორი თბილია. _ აღფრთოვანებულმა შესძახა და ქმარს მიყვა...


^^^

ანაკლიაში დასვენება წლებია ტრადიციად აქვთ ქცეული, მაგრამ ასე სასიამოვნოდ არასდროს არ დაუსვენია. გვერდით ცოლ-შვილი ყავს და თავს საოცრად კარგად გრძნობს. ნატას და დემეტრეს რომ უყურებს განვლილი ოცდარვა წლის არსებობაში ეჭვი ეპარება. ისეთი შეგრძნება აქვს რომ აქამდე არ უცხოვრია ან ეძინა, და ამ ქალის გაჩნობის მერე გამოიღვიძა. ღამით დემეს არავის არ აკარებს, თვითონ ამზადებს დასაძინებლად და თვითონ აძინებს. კიდევ კარგი ჭკვიანი ბიჭია და სიმღერით არ იძინებს თორემ დაიღუპებოდა. უკვე ცხრა თვის არის და მშობლებს ახალ-ახალი სიტყვებით ყოველ დღე ახარებს. სიარულსაც ცდილობს და დაბაჯბაჯებს დედიკოს დახმარებით. ჯერ ნატასაც ეშინია და დამოუკიდებლად ვერ უშვებს. როგორც კი უტა ჩაიგდებს ბავშვს ხელში, ლამის არის ფეხბურთით თამაში დააწყნებინოს. მერე ნატასათან კამათი მოსდის და მთელი ღამე მის შემორიგებას ცდილობს.
ახლა ახალი იდეა დაებადა და ნატასაც გაუზიარა. ხვდება რომ მის ცოლს ძალიან უნდა სწავლის დაწყება. ამიტომ ექვსთვიანი მოსამზადებელ კურსებზე სიარული შესთავაზა. ცოტახანი ივლის და უნივერსიტეტისთვის მოემზადება.

-მერე დემეტრეს ვინ დაიტოვებს ხოლმე?_ მთავარ საზრუნავს მიადგა ბოლოს მაინც იმნაძე.

-შენ მთავარია სწავლა დაიწყო და დამტოვებელი გამოჩნდება. _ ლოყაზე ცხვირი გაუხახუნა და მოშიშვლებულ ყელზე ტუჩები მიაწება.

-სწავლა მართლა ძალიან მინდა, მაგრამ დემეს მარტო დატოვების მეშინია, ხომ იცი როგორი ჭირვეულიც არის?_ ამოილაპარაკა დარდიანმა.

-მამიკოსთან დარჩება და არ იჭირვეულებს. _ დააიმედა და შვილის საწოლს გადახედა.

-მერე შენ გცალია მაგისთვის ყოველდღე?_ ტუჩები დაბრიცა ნატამ.

-ყოველ დღე არც შენ გექნება გაკვეთილი, და რომც გქონდეს, ჩემს შვილს ვიტოვებ ჩემი ცოლის განათლების მიზნით. _ გაუჯავრდა ბოლოს.

-კარგი, რომ ჩავალთ აუცილებლად მივალ. ოღონდ შენც დამეხმარე ხოლმე სახლში. _ თითით გააფრთხილა და ხელები მაგრად მოხვია.

-მე სხვა რამეში გამეცადინებ ხოლმე, მაგისთვის არ მეცლება. _ ჩაიცინა ეშმაკურად და ცოლს ზემოდან მოექცა.


^^^

-რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეა, იმიტომ რომ დღეს ორი, გავაშელის, დაბადების დღეა! _ ტორტით და სიმღერით წამოადგა საწოლში მონებივრე მამა-შვილს დიალაუთენია ნატა. _ ჰა ახლა, დადნა კრემი მალე ჩააქრეთ. _ მათკენ დაიხარა და საწოლზე წამომხტარ შვილს ტორტი გაუწოდა.

-ორივემ ერთად მა მა. _ წაიჩლიფინა ორი წლის დემემ და მამამის მაღზე ჩამოეკონწიალა. თვალების ბრიალით გადახედა ჩუმად მოკისკისე ცოლს და თითი დაუქნია.

-დე სურვილი ჩაიფიქრე. _ ტუჩებგამობურცულ შვილს შეახსენა ნატამ. დემე წელში გასწორდა და წარბზე ზუსტად ისე გადაისვა ხელი, უტამ რომ იცის ჩაფიქრებისას.

-მართლა ამისრულდება?_ იკითა ბავშვური გულუბრყვილობით და დოინჯი შემოიდო.

-აბა რა დე, აუცილებლად. _ დააიმედა ნატამ.

-რამდენში?_ არ ეშვებოდა ბავშვი.

-მალე, ძალიან მალე. _ დაღვენთილ სანთლებს დახედა ნატამ და მომღიმარ ქმარს გადახედა.

-ანუ მეც ჩამიფიქრეთ?_ ჩაილაპარაკა სიცილით და მამამისის გვერდით დახტა. ნატამ და უტამ, ჯერ ერთმანეთს გადახედეს მერე ბავშვს და ორივეს ერთდროულად აუტყდა სიცილი წარსულის გახსენებისას.

-რა ჩაიფიქრე მა მითხარი ყურში. _ ეშმაკურად მიაჩერდა შვილს.

-არ უთხრა დე არ აგისრულდება. _ თვალები დაუბრიალა ნატამ.

-რომ არ ვუთხრა უფრო არ ამისრულდება. _ მხრებჩამოყრილმა წაიჩურჩულა და უტას ყურისკენ გადაიხრა. მამაკაცს ჯერ ღიმილი შეეპარა და მერე ირონიული სიცილით ახედა ცოლს

-შენ რომ დაიძინებ მა აუცილებლად ვიზრუნებთ მე და დედიკო. _თავზე აკოცა შვილს და ცოლს თვალი ჩაუკრა.

-ჩააქრეთ!_ დაჭექა ნატამ და ბოლომდე ჩასულს სანთელს დახედა.


სამამდე დაითვალეს ერთდორულად და პატარას სულის შებერვით ჩააქრეს სამივე სანთელი, ციფრების გამოსახულებით.

მთელი დღე ოჯახთან ერთად გაატარა. მეორე წელია რაც დემესთან ერთად ხვდება დაბადებისდღეს, მაგრამ წელს პირვლად აღნიშნეს. სტუმრები საღამოს მოგროვდნენ, ელენე თავისი პატარით და მეუღლითურთ ესტუმრა. როგორც ყოველთვის ლილი დეიდა გვიან გამოცხადდა. მთელი დღე შფოთავდა და ნერვიულად იმტვრევდა თითებს. არავის არ გასცა კითხვაზე პასუხი თუ რა ჭირს. ასე ძალიან მემგონი დემეტრეზე რომ იყო ორსულად მაშინ არ უნერვიულია. ადრე თუ იმის ეშინოდა რომ უტა ბავშვს მომაშლევინებსო, ახლა წარმოდგენა არ აქვს როგორ უნდა უთხრას რომ დემეს სურვილი ორ კვირაზე მეტია ასრულებულია.

ორსულობის შესახებ, რამოდენიმე დღის წინ შემთხვევით შეიტყო. პირველი რაც გააკეთა აფთიაქში ჩაირბინა და ტესტი იყიდა, დადებითი პასუხის დანახვისას ბოლო ხმაზე იკივილა. კიდევ კარგი სახლში მარტო ბიბი და დემეტრე იყვნენ. ბავშვი ტირილით გაბაჯბაჯდა დედამისთან და ტირილით შეაღო სააბაზანოს კარები. ძალიან უნდოდა დღევანდელი დღე კიდევ უფრო ორიგინალური გაეხადა და მეორე შვილის არსებობაც ამ დღეს შეეტყობინებინა. თანაც გული უგრძნობს რომ იმედები გამართლდება და აუცილებლად გოგო იქნება.
ერთადერთი რაზეც ღელავს სასწავლბელია, ორი ბავშვის დედამ როგორ უნდა მოაგვაროს ამხელა პრობლემა წარმოდგენა აქ აქვს, მაგრამ იცის რომ გავაშელი ყოველთვის გვერდით დაუდგება და აუცილებლად შეუწყობს ხელს.

სუფრაზე შეკრებილი ხალხი გვარიანად რომ შეზარხოშდა და უტა ფხიზელი დაიგულა, სამზარეულოში გაიყვანა, ტორტის დაჭრაში მომეხმარეო.

-კარგი რა ნატა, მე რა უნდა გაგიკეთო?_ ბუზღუნით შეაღო სამზარეულოს კარები და ჩარჩოს მიეყრდნო.

-ტორტი უნდა გამატანინო. _ ჩაილაპარაკა მკაცრად. გავაშელი შოკოლადის ტორტისკენ წავიდა და თითით კრემი ააცალა.

-შენი ტორტი აგერ დევს.

პატარა სპეციალურად გავაშელისთვის გამომცხვარ ტორტზე მიუთითი და გაუწოდა. ტორტის გვერდით ლამაზად დადებული ორსულობის ტესტი რომ დაინახა უტამ ჯერ, სიცილი ვერ შეიკავა. მერე სახე დაუსერიოზულდა და გაოცებულმა ახედა ქალს, მერე ისევ ტესტს, მერე ნატას და ასე გაგრძელდა მანამ, სანამ იმნაძეს სიცილი არ მოესმა. აშკარად არ იყო გავაშელი კარგად, წონასწორობის შესაკავებლად სკამის საზურგეს დაეყრდნო და ტორტი მაგიდაზე დადო. შეშინებული და ფერდაკარგული მივარდა ნატა ქმარს და ორივე ხელი ლოყაზე მაგრად მოუჭირა. უტამ სწრაფად დააშორა ქალი იატაკს და ჰაერში დაატრიალა. მოულოდნელობისგან გვარიანად შეკივლა ნატამ და უტას მხრებზე ხელები დააწყო. სიახურილს ასეთი ფორმით გამოხატვას არ ელოდა, გავაშელისგან მსგავსი აჟიტირება ძალიან გაუკვირდა და მანამდე ვერ მოვიდა აზრზე, სანამ სამზარეულოში დაყუდებულ სტუმრებს არ მოკრა თვალი.ფერწასულმა ჩაიჩურჩულა რაღაც და გავაშელს მხარზე ხელები მაგრად მოუჭირა. შეიძლება უტას დაიღალა, ან ამდენი ტრიალით თავბრუ დაეხვა და ცოლი დაბლა დასვა. დემეტრე ქლოშინით და ტიტინით შემოვარდა სამზარეულოში და სახეაწითლებულ მამას შარვალზე დაექაჩა.

-ხომ მშვიდობა გაქვთ?_ სიცილით გამოეყო ყველას გიგიშას ხმა და წინ გამოვიდა.

უტამ უსიტყვოდ აწია ტორტი მაღლა და ტესტის მხარე მიატრიალა სტუმრებისკენ.

-არა?!_ გაკვირვებულმა სიცილით ჩაილაპარაკა და რძალს გადახედა.

ნატამ დასტურის ნიშნად თავი დააქნია და უტას მხარზე დამორცხივილი ჩამოეკონწიალა.

-რა არა დე?_ ცნობისმოყვარე თვალებით ახედა დედას და ახლა მისკენ გადაინაცვლა.

-არა კი არა, კი მა კი! _ სიცილით აუჩეჩა ქოჩორი და ლოყაზე თითები მოუჭირა.

-დედიკომ და მამიკომ სურვილი აგისრულეს. _ხითხითით ამოსთქვა გიგიშამ და ნათლული კისერზე შემოისვა.

-აბა სად არის?_ ტუჩებდაბრეცილმა იკითხა და გარშემო მიმოიხედა.

-აქ. _ მუცელზე ხელი მიიდო ნატამ და უტას მხარზე თავი ჩამოდო.

-თქვენ რაღაც ნამეტანი კარგად გაქვთ დაცდილი 1 ივლისი. _ მხარზე ხელი დაკრა ძმაკაცს ლადომ და ნატას თვალი ჩაუკრა.

მერე იყო ძალიან ბევრი მილოცვა და ბედნიერება. გავაშელი აღარცერთი წამით ტოვებდა ცოლს მარტო და ბიბისთან ერთად ყველგან უკანს დაყვებოდა. ესეც შეძლებისდაგვარად იფერებს და ცდილობს სულ განმარტოვდეს. მართალია ის გაწრიპული არსება არასდროს არ აცდის, ცოლ-ქმარს ერთმანეთით ტკბობას. ზუსტად მაშინ მოუნდება, წკმუტუნიც და ყეფაც, მაგრამ ახლა უკვე აღარცერთი აქცევს ყურადღებას და მერე დაბოღმილი დემეტრეზე იყრის ხოლმე ჯავრს. ხან სად წააგორიალებს მობაჯბაჯეს ხან სად. ისიც გაგულისებული წამოხტება ფეზე და რაც პირველი მოხვდება პატარა ხელში იმით მისდევს.


^^^


მეორე შვილის არსებობის შესახებ რომ გაიგო, თვალებს არ დაუჯერა. რატომღაც დემეტრეს მერე კიდევ ერთი შვილის წარმოდგენა უჭირდა. არადა საშინლად უნდოდა შვილის სურვილი, რაც შეიძლება მალე აესრულებინა და ამით გულიც გაეხარებინა. ორ წელზე მეტია ნატასთან ერთად ცხოვრობს, ერთ საწოლს ინაწილებენ და ერთი ცხოვრებით ცხოვრობენ. ახლა უკვე წარმოდგენა არ აქვს როგორ შეიძლება იცხოვროს სხვაგვარად, თავისუფლად ამ ორი ადამიანსგანს შორს. რა კარგი ქნა თავის დროზე რომ გადაწყვიტა ნატას პოვნა და მასთან ერთად ცხოვრება. როცა ფიქრობს რა შეიძლება მოყოლოდა მის უმოქმედობას ტვინში სისხლი ასხავს. დემეტრეს გარეშე ნახევარი ადამიანია და ნატაც თუ არ ყავს გვერდით ზოგჯერ საჭმელსაც ვერ ჭამს. ცოლის ლექციების გადამკიდე იმდენად ვეღარ ახერხებს მასთან ყოფნას და თავისუფალი დროის გამოყენებას, მაგრამ იცის რომ ნატასთვის ეს აუცილებელია. თვითონაც არ აქვს სურვილი გაუნათლებელი ცოლი ყავდეს. მართალია ნატას არცერთხელ არ შეურცხვენია თავისი ლექსიკინით და მეტყველებით, არსად, მაგრამ განათლება მაინც საჭიროა. მითუმეტეს როცა ხედავს სწავლის პროცესი როგორ სიამოვნებს ცოლს.
ძალიან იღელბა, ცალკე დემეტრე ცალკე სახლის საქმეები და ბოლოს ქმარი... მაგრამ მაინც არ აყავს დამხმარე ქალი, ამ ეტაპზე ყველაფერს ვასწრებ და არ ვიღლებიო. უტასაც არ უნდა აწყენინოს და აფიქრებინოს რომ ოჯახს მისი ხელი მოაკლდა, ამიტომ ყველაფერში უგებს და არ ზღუდას. მაგრამ უკვე შეუთანხმდა როგორც კი მუცელი დაეტყობა იმ დღესვე აიყვანენ ნინელის რჩევით დამხამრე ქალს.

პატარა კიკინებიან და კაბაში გამოწყობილს გოგოს რომ წარმოიდგენს ხოლმე სახლის, ნებისმიერ კუთხეში სიხარულისგან აკანკალებს. ბიჭის მერე გოგო ალბათ ძალიან ძნელი აღსაზრდელი იქნება. ახლა მიჩვეულია რომ დემეტრესთან ისეთ თემებზე შეუძლია საუბარი როგორიც არის სპორტი, ან რამე სხვა. გოგოსთან წარმოდგენაც არ აქვს რაზე უნდა ისაუბროს, როგორ უნდა მოიქცეს. ერთადერთი რაც იცის, ისაა რომ ვერ დააძინებს. გამორიცხულია თავისი სმენით შვილის სმენას შეურაწყოფა მიაყენოს.


-ჩქარა ჩქარა და დავნაწილდით ახლა. _ ტაშის კვრით შეაღო საძინებლის კარები ლამაზად გამოპრანჭულმა ქალმა და ქმარ-შვილს შემოუძახა. ორივემ ზმუილის მაგვარი ხმა ამოუშვა და ზუსტად ერთნაირად იცვალეს გვერდი, მერე ერთნაიარად მოისრისეს სახე და ერთნაირად გაახილეს ლამაზი თაფლისფერი თვალები.

-არ მინდა ბაღში. _ ამოიჩურჩულა სევდიანმა და მამამის გულზე მიეკრა.

-ნუ დავიწყებთ ახლა დემე თავიდან. _ კბილად გაუჯავრდა შვილს და საწოლზე ჩამოჯდა. _ ხომ დაგპირდი დღეს ადრე მოვალ და ადრე გამოგიყვან. _ მისკენ გადაიწია და მამამისის მკერდზე თავდადებულს აბურდულ თმებზე მოეფერა.

-მპირდები?_ სწრაფად წამოყო თავი და გაშლილი ხელი გაუწოდა.

-გპირდები _ სიცილით დაადო პატარა ხელს თავისი და ლოყები დაუკოცნა. _ და უფროსი გავაშელი რაღას უცდის?_ დოინჯი შემოიდო და ისე გადახედა თვალებდახუჭულ ქმარს.

-დღეს ვისვენებ._ გამოაცხადა გავაშელმა და შვილი საბანში ჩააბრუნა. _ დემეც დარჩება და მთელი დღე, ძილის საათს გამოვაცხადებთ. _ შვილის ლოყასთან ჩაილაპარაკა და აფართხალებულ დემეტრეს ხელ-ფეხი გაუკავა. ყეფა-ყეფით შემოხტა ღია კარებში ბიბი და საწოლზე წინა ორი თათით გასწორდა. _ მე დემე და ბიბი!_ შეასწროა უტამ და ძაღლს ცალი თვალით გამოხედა. _ თმები ამასაც რომ გაუსწორო ხოლმე არა?!_ ენაგადმოგებულ ძაღლს წარბაწეულმა გახედა.

-ანუ დღეს რჩებით?_ იკითხა დასადასტურებლად და ფეხზე წამოდგა. მამა-შვილმა ერთდროულად დააქნია თავი. დემეტრე გამარჯვებული ღიმილით იყურებოდა და დედას ეკრიჭებოდა. _ საუზმეს გაგიმზადებთ და დაგიტოვებთ. _ თავის კანტურით წავიდა კარებისკენ.

-აუ მა მა რა მაგარი ხარ. _ ლოყაზე ხმაურით აკოცა მამას აჟიტირებულმა და მის გვერდით გაწილილ ძაღლს მუცელზე მოეფერა.


მთელი დღე შვილთან ერთად ძილში გაატარა. ამ ბოლო დროს ისე იტვირთება ცოტახნით დასვენება არ აწყენს. დემეტრემ დიდხანს ვერ გაძლო და მალევე გამოეღვიძა. საოცრად აქტიური და ცოცხალი ბავშვია, ზუსტად ეს ღლის ცოლ-ქმარს. მთელი დღის განმავლობაში არცერთი წამით ითენთება და ისვენებს, ისე აცლის არაქათს მშობლებს. მამამისმა კერძო ბაღში შეიყვანა იქნება ბავშვებთან ურთიერთობისას ცოტა მაინც დაიხარჯოსო, იქიდან მოსული კი პირიქით გაასმაგებული ძაალებით უტევს ორივეს. ამ ბოლო დროს ნატას აღარ აბრაზებს, მერე ჩუმად უტამ მოკრა ყური ბიბის როგორ ეჩლიფინებოდა თავის მომავალ დაიკოზე და მიხვდა რომ დედიკოს და დას უფრთხილდება.
როგორც კი თვალები გაახილა და მამამისი ისევ ჩაძინებული დაიგულა, მელასავით წამოიპარა ფეხზე და ცხენივით გადააჯდა გავაშელს.

-აჩუ.

ომახიანად შესძახა და საბანზე ხელი მათრახივით დაარტყა. დაფეთებულმა გაახილა თვალები და ზურგზე მომჯდარი შვილი რომ დაინახა წარბაწეულმა დაუბრიალა ორივე თვალი. ისიც ჩუმად გადმოიპარა ისევ საწოლში და მოთაფლის ყველაზე აქტირური ხერხით ცადა მამის შემორიგება.

-ნათლიამ მითხრა ეგრე დააჯდექი და გააღვიძე ხოლმეო. _ თავი იმართლა და საწოლზე წამომჯდარ მამას გადახედა.

-ერთ მშვენიერ დღეს, ეგეთი სასარგებლო რჩევებოს გამო, მამა, ნათლიას რომ წაიგდებს ნახავ. _ ჩაიცინა და ფეხზე წამოდგა.

-დედა მალე მოვა?_ იკითა და მამის მსგავსად ისიც სწრაფად წამოხტა. ბიბი ხელის კვრით ჩაახტუნა დაბლა და საწოლის გადასწორებაში მოეხმარა მამას თავისი პატარა თითებით.

-გინდა რამე?_ კითხა და ტანსაცმელი მიაწოდა.

-მშია. _ ტუჩები ერთმანეთს მიაწება და მუცელზე ხელი მოისვა.

-გაამზადებდა რამეს და ვჭამოთ.

თვალი ჩაუკრა და ჩაცმულ გამზადებული ხელში ააიტაცა. ჯერ კიდევ ვერ ბედავენ კიბეებზე დამოუკიდებლად ჩაუშვან . გავაშელმა სპეციალური კარებები იყიდა და დაბლა და მაღლა დაამაგრა. რა იცი რა დროს რა მოუვლის, ღამე რომ გაეღვიძოს და სადმე გაბოდიალდეს, დაცული იქნება.
სამზარეულოში სკამზე შემოსვა დემე და სალათის დაჭრა დაიწყო. უმცროს გავაშელსაც ძალიან უყვარს სალათი და გართულება არ აქვს. გაზქურაზე შემოდგმულ საჭმლის ქვაბს ინტერესით ახადა თავი და მამას სიცილით აუწია ცერა თითი.

-მა, ადრე რომ შემპირდი ეზოში სათამაშოდ გაგიყვანო როდის გამიყვან?_ თავმოღრეცილმა კითხა და კიტრი ჩაკბიჩა.

-დღეს მზიანი ამინდია და გავიდეთ. _ თვალი ჩაუკრა და სამზარეულოს ფანჯრიდან ეზოში შემოსულ ნატას ხელი დაუქნია. ქალი სიცილით წამოვიდა სახლისკენ და პირდაპირ სამზარეულოში დაადგა.

-ახლა ადექით?_ სიცილით იკითხა და დემეტრეს ორივე ლოყაზე მაგრად დაუკოცნა. უმცროსი გავაშელი რომ დააკმაყოფილა მერე უფროსზე გადავიდა და ბაგეებზე მოწყვეტით და გემრიელად აკოცა. _ რას მიირთმევთ?_ თეფშიდან პომიდორი ააცალა ქმარს და ტუჩების სექსუალური მოძრაობით ჩაკბიჩა.

-ჯერ ძალიან ადრეა ნატაშ და მიფრთხილდი. _ წელზე ხელი მოხვია და კალთაში ჩაისვა.

-აბა შენ რომ თქვი გვიანია უკვე შუადღეაო?_ გულუბრყვილოდ ჩაილაპარაკა და ფანჯრიდან გაიხედა. _ შუადღეა. _ ჩაილაპარაკა დაბეჯითებით და მოცინარ მშობლებს ღრენით გახედა. _ დღეს არ დავიძინებ და გაგაწვალებთ!_ დაემუქრა თითის ქნევით და თავის სკამზე მოკალათდა.
~~~~

მეორე კვირას ტრადიციულად ანაკლიაში წავიდნენ დასასვნებელად. უტა და გიგიშა ჯერ-ჯერობით ჩასვლას ვერ ახერხებენ და მარტო ლადო ნიკა და გოგონები წავიდნენ. მთელი გზა ბუზღუნებდა მეც უტასთან ერთად წამოვიდოდიო, მაგრამ ბორძიკულმა კატეგორიულად განუცხადა უარი და მანქანა სახლამდე არ გაუჩერებია. საერთოდ არ არის მიჩვეული უტას გარეშე სადმე წავსლას, მითუმეტეს დემესთან და ბიბისთან ერთად. მამაკაცს სულ გვერდით ყავს ცოლ-შვილი და ორი დღითაც კი არ ტოვებს მარტო. ახლა ძალიან სერიოზულ საქმეზე მუშაობენ და ერთი კვირის განმავლობაში შეხვედრები აქვთ, ვასილი და ნინელი რამოდენიმე დღის წინ წავიდნენ ანტალიაში დასასვენებლად. მთელი ცხოვრება ეწუწუნებოდა ნინელი დასასვენებლად არსად არ გყავას წაყვანილიო და წაიყვანა. თან ექიმის რჩევითაც კარგია ანტალიის და მარმარისის ჰაერი ნინელისთვის.

სახლი წელსაც საშინლად დასალაგებელი და მოსაწესრიგებელი დახვდათ. ბავშვები ბიჭებს ჩააბარეს და გოგონებმა სახლის და სადილის გაკეთება დაიწყეს. უტას კატეგორიული გაფრთხილების მიუხედავად, უსაქმოდ ყოფნა მაინც არ შეუძლია და სულ რაღაცას აკეთებს. ამ ბოლო დროს მოძრაობას ძალიან მიეჩვია. დემეზე ორსულობის დროს თითქმის სულ იწვა და ისვენებდა, ახლა პირიქით. გამუდმებით იმაზე ეჩხუბება ძალიან ბევრდ დადიხარ და ექიმის რჩებებს არ ითვალისწინებო. კვების რეჟიმიც ძალიან გააქტიურებული აქვს, თითქმის სულ ჭამს და საერთოდ არ აწუხებს მომატებული კილოგრამები. მთავარია შვილის სურვილები დააკნმაყოფილოს და როცა იმშობიარებს უტას ფიტნეს კლუბს ესტუმრება. დემეს მერეც ასე დაიკლო და ძალიან კმაყოფილია.

^^^

დღეში რამოდენიმეჯერ დარეკვა და ცოლ-შვილის მოკითხვა უკვე ჩვევაში გადაეზარდა. საათები აქვს დათქმული რა დროს უნდა დაურეკოს და მოიკითხოს. ვერ ეგუება სახლში მისულს იქაურობა ცარიელი რომ ხვდება. დემეტრე რომ არ გამოეგებება ხოლმე ეზოში თავისი ნახატებით და მანქანებით. ძაღლის გარეშეც ვერ ძლებს თითქოს, არადა როგორ არ ეხატება გულზე, ლილიპუტი არსება. მაგრამ იმდენად არის მიჩვეული ყოველ კუთხეში მის ნახვას რომ თვალს აკლია.
ნატას არ ყოფნის დროს საძინებელს არ გაკარებია, მარტო გამოსაცვლელად თუ შევა და მორჩა. ძილით ან სტუმრების ოთახში ძინავს, ან მისაღებში გაშლილ დივანზე. ერთხელ ცადა საწოლში დაწოლა და მთელი ღამე ცივი ოფლი ასხავდა. ზუსტად ასეთ ემოციებს ვერ იტანს გავაშელი და ამაზე აქვს გართულება. ახლა ნატას გარეშე სულ სველი და მოუსვენარი უნდა იყოს. მაგრამ ეს ყველაფერი მაინც საშინლად სიამოვნებს.

-მა, იცი დღეს ლადო ძიამ თითფრინავი მიყიდა და დავაქროლენ ხოლმე... _ გახარებულმა წამოიძახა ერთ-ერთი ზარის დროს დემემ.

-ლადო ძიას უთხარი ძალიან ნუ გამათამამებო!_ სიცილით ჩაილაპარაკა უტამ და შვილის სურათს თითი გადაუსვა. _ დედიკო როგორ არის? ძალიან ხომ არ იღლება?_ ჩუმი ხმით კითხა თავის ჯაშუშს.

-დღეს მთელი დღეა ვაშლს ჭამს და ჰამაკში წევს. _ იმანაც ხმადაბლა მოახსენა.

-კარგი, იცოდე როგორც შევთანხმდით, როგორც კი მძიმეს აწევს, ან ზედმეტად გადაიღლება მირეკავ. _ პირობა შეახსენა და ჩაიღიმა.

-არის უმფროსო. _ კისკისით ამოიძახა დემემ.

-ბავშვები როგორ არიან?_ მოიკითხა ყველა ერთად.

-ლუკამ გვერდით რომ მეზობლის გოგოა ის გაიცნო და მე აღარ მეთამაშება, გიორგი კიდევ რომ დადის იქცვევა და მერე ტირის. _ მოწყენილმა ჩაილაპარაკა და ტუჩები გააწლაპუნა. _ მა, ჩემი და რომ იქნება ხომ მეთამაშება ხოლმე პიპიებით?_ იკითხა უცებ ხასიათგამოკეთებულმა.

-აბა რას იზამს. მიდი ახლა გაიქეცი და დედიკო დამალაპარაკე. _სახეგაბადრულმა ჩაილაპარაკა და სკამზე გადაწვა.

-დემე არ ირბილო გაოფლიანდები. _ გაისმა ნატას წკრიალა ხმა. _ როგორ ხარ?_ მზრუნველი დედის მაგივრად საოცრად ვნებიანი ქალი გამოელაპარაკა გავაშელს.

-კარგად თქვენ როგორ ხართ?_ მოიკითხა ცოლ-შვილი.

-ჩვენ კარგად ვართ, უბრალოდ ძალიან მოგვენატრე. აღარ მოდიხართ?_ ჩაილაპარაკა მოწყენილმა.

-ზეგ მანდ ვართ. _ არანაკლებ ჩამქრალი ხმით უპასუხა გავაშელმა.

-შენი ზეგ არ დაილია. _ ამოიბუზღუნა ქალმა.


^^^

მთელი დღეები უაზროდ დადიოდა წინ და უკან. ზღვაზეც იშვიათად გადიოდნენ, მზიანი ამინდების გამო ბავშვებს დიდხანს ვერ აჩერებენ გარეთ და გამუდმებით სახლში, ან ეზოში ჯდომა უწევთ. ნატასთვის ისედაც არ შეიძლება ზღვა, მაგრამ ძალიან უნდა ცოტახნით ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს. ნიკას და ლადოს დაყავთ პატარები საღაამოობით სასერინოთ. გოგონები ჰამაკში სხედნან და მზესუმზირას აკნატუნებენ. თან ნატას ახირებებზე იციანიან და უკვე უტაზე წუხნან...

გვაინ ღამის კარებზე ბრახუნმა გამოაფხზილა. ნელა წამოყო თავი და მძინარე დემეს გადახედა. დაწვრილებული თვალები ნელა მოისრისა და საწოლზე გადაფენილი ხალათი მოიცვა. ფეხაკრეფით გავიდა დერეფანში და თმააბურძგნულ ლადოს გახედა. მამაკაცი სწრაფად ჩავიდა კიბეებზე და კარებისეკენ წავიდა. შემოსასვლელიდან გიგიშას სიცილის ხმა რომ გაიგონა ყურებს ვერ დაუჯერა. სირბილით ჩაიარა კიბეები და მისაღებში მდგომ, ჩემოდნებით დატვირთულ ბიჭებს გახედა. ცრემლებამდე მისული გაიქცა გავაშელისკენ და ჩაეხუტა. უტამ ჩანთას ხელი გაუშვა და ცალი ხელი მაგრად მოხვია ცოლს, ცალით კი კისერზე წაეპოტინა.

-ძმის ცოლო, რძალო, ნათლულის დედა, რავა ხარ?_ ჩაარიკრიკა გიგიშამ და თვალებდახუჭულ ქალს ყურთან ახლოს უჩურჩულა. დაბნეულმა გაახილა თვალები და უტას მირტყმულ მუჯლუგუნს გააყოლა თვალი.

-კარგად შენ როგორ ხარ?_ სიცილით გადაიხარა გიგიშასკენ და მონატრებულს მაგრად მოეხვია. _ მომენატრე მასხარა. _ ლოყაზე ხმაურით აკოცა და ქმარს ამოუდგა გვერდით.

-ჩემი პურტყი სად არის?_ უცებ მოიკითხა ნათლული და კიბეებს ახედა.

-ძინავს. _ უპასუხა გახარებულმა.

-ამ შუაღამისას რამ გადაგრიათ ძმურად?!_ ძილბურანში მყოფმა ლადომ იკითხა და კედელს მიეყრდნო.

-აა, კითხე ამას. მთელი დღეა გვერდები გამომიღო, წავიდეთ წავიდეთო და აჰა!_ ხელები მაღლა აწია და კიბეებისკენ წავიდა. _ დემეს, ჩემთან გავიყვან. _ გააფრთხილა ცოლ-ქმარი და გაუჩინარდა. ლადოც აღარ გაჩერებულა დიდხანს, დაემშვიოდბა და წავიდა.

ფერებ-ფერებით ავიდნენ ოთახში. დემეტრეს უნახავად ვეღარ გაჩერდა გავაშელი და გიგიშას ოთახში შეაკითხა. გემრიელად ჩაკოცნა მონატრებული შვილი და ცოლს დაუბრუნდა.
მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს არცერთს. ერთმანეთის გარეშე მომხდარ ამბებს ცვლიდნენ. უტა თავის გოგოს ეფერებოდა და ელაპარაკებოდა. ნატა მის ოდნავ განაზულ ხმაზე სიცილს ვერ იკავებდა და იგუდებოდა. მერე უტა იმკაცრებდა ხმას და მიმიკებს და ისე უყურებდა ცოლს, ისიც წამებში ასერიოზულებდა სახეს და თავს უქნევდა გააგრძელეო.

-უტა. _ დილის ექვს საათზე ამოილაპარაკა მოგუდული ხმით და ახლახანს ჩაძინებულ ქმარს ხელი მიკრა. _ უტა!_ ხმამაღლა წამოიძახა და საწოლზე წამომჯდარ დაფეთებულ ქმარს სიცილით ახედა

-რა ხდება?_ ძილბურანში მყოფმა იკითხა და გამოფხილზება ცადა.

-გოზინაყი მინდა. _ მოღუშული სახით ჩაილაპარაკა და ხელები საბნის ზემოდან მუცელზე დაიწყო.

-რა დროს გოზინაყია ნატა?_ სიცილით იკითხა და ხალათს გადაწვდა.

-დრო ვინ იკითხა? მინდა მეთქი! მინდა!_ გაგულისებულმა ამოიძახა.

-დამშვიდდი, წავალ და მოგიტან. _ ლოყაზე თბილად აკოცა და მუცელზე ხელი მიკრა. _ ჯიგარი ხარ მა!_ ბედნიერმა ამოიჩურჩულა და ტანსაცმელს გადაწვდა.

-არ გეზარება მერე?_ ვითომ მოწყენილმა იკითხა და გვერდი იცვალა.

-კიდევ თუ რამე მოგინდება დამირეკე._ გააფრთხილა და შუბლზე აკოცა.

-გოზინაყი და ხინკალი. _ კარებში გასულს დააწია დანამატი და ამოიხვნეშა. _ ხინკალი... _ გაიმეორა და მუცელს დახედა. _ რა უკუღმართი და ძმა ხართ. _ ჩაიფრუტუნა თავისთვის და ჭერს ახედა.


^^^

ბედი მისი რომ ზაფხულია და მარკეტები გვიანობამდე მუშაობენ. გოზინაყის რამოდენიმე შეკვრა იყოდა და მერე ხინკლის სახლში გადავიდა. მართალია სახლში ყველას ძინავს, მაგრამ გამორიცხულია, გიგიშას სუნი რომ ეცემა, ყველა არ დააღვიძოს, ამიტომ ოჯახისთვის სამყოფი იყიდა. სახლში დაბრუნებულს ნატა თვალებდაჭყეტილი დახვდა. სიცილით აკოცა ცოლს შუბლზე და მუცელზე ნაზად გადაუსვა ხელი.

-ხინკალს ჩავყრი და ამოგიტან. _ განაბულს გამობურცულ ტუჩებზე აკოცა და გატრიალდა.

-გავაღვიძო ყველა?_ კისკისით იკითხა და საწოლზე წამოჯდა.

-ნატა, ამოგიტანმეთქი._ გაუწყრა უტა და ხელით ანიშნა დაწექიო.

-ოო, არ მინდა!_ ამოიბუზღუნა და ხალათი მოიცვა. _ მაინტერესებს როგორ ხარშავ ხინკალს, ჩვენთვის. _ ამოიფრუტუნა და უკან მიყვა. _ მართლა, არ გავაღვიძოთ დანარჩენები?_ მოღუშულმა ჩაილაპარაკა. _ რა წესია, აბა მარტო მე რომ ვჭამო. _ სახე დამანჭა და გიგიშას კარებზე მსუბუქად მიაკაკუნა, იცის დემეტრეს როგორი ფხიზელი ძილიც აქვს და ფრთხილობს. იქიდან მამაკაცის ზმულის ხმა მოესმა ქალს და ჩაიფხუკუნა.

-ცოტახანი გამოდი რა. _ შეევედრა ნატა და ახლა ლადოს და ეკას კარებს მიადგა. ამ კარებზეც შედარებით ხმადაბლა დააკაკუნა ლუკას შიშით. როგორ ჩანს ეკასაც არანაკლებ ფხიზელი ძილი აქვს და ჩურჩულით გამოეპასუხა._ დაბლა გელოდებით ორივეს.

მერე იყო ბელას და ნიკას კარებზე, სადაც ერთი საათი აკაკუნა, თან ერიდებოდა ბავშვი არ გავაღვიძო_ო. ბოლოს როგორც იქნა ნიკა გამოეოპასუხა და მათაც დაუთქვა დაბლა შეხვედრა. ამ დროის განმავლობაში გავაშელი კიბეებთან იდგა და ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან. როგორც კი მისკენ წასული დაიგულა ცოლი ხელი გაიშვირა და წელზე მოხვია.

-წეღან რომ წახვედი ლობიანი მომინდა, მაგრამ ადგომა და დარეკვა დამეზარა. _ ადუღებულ წყალს დახედა და ხინკლით ხელში გავაშელს, ტუჩებდაბრეცილმა გადახედა.

-გინდა ახლა მოგიტანო?_ ხინკლები ქვაბში ჩაყარა და ცოლს ბედნიერი მიაჩერდა.

-არ გეზარება მერე?_ აღტაცებულმა შესძახა და ქმარს კისერზე დაეკონწიალა. უტამ უარის ნიშნად თავი გააქნია და შუბლზე ნელა მიადო ტუჩები. _ მაშინ მინდა. _ წამოიძახა და თვალებდასიებულ და თმააბურძგნულ გიგიშას სიცილით გადახედა.

-ხინკალს ხარშავთ ტო?_ აგონიაში მყოფმა იკითხა და ქვაბს თავსახური ახადა. _ მაგარი მიზეზი გაქვთ, თორე ძილის დაფრთხობას არ გაპატიებდით.

ჩაილაპარაკა და ენის წვერით ჯერ ზედა, მერე ქვედა ტუჩი გაილოკა. ნელ ნელა ყველა მოგროვდა, ბელამ და ეკამ უკმაყოფილოდ გადააქნიეს თავი, ამ შუაღამისას ცომეულის და ხროცის ჭამა იქნებაო. ბელამ რაც გიორგი გააჩინა, იმის მერე დიეტაზეა და ვარჯიშობს. ეკას კიდევ ისეთი სამსახური აქვს სულ ფრომაში უნდა იყოს. სამოდელო სააგენტო აქვს და გოგონებს არჩევს, საქართველოს მაშტაბით ჩატარებული კონკურსებისთვის. პარალელურად ფოტოგალერიაც აქვს და ფოტოხელოვანია.
გავაშელი შვილის სურვილის ასასრულებლად წავიდა და მთელ ქალაქში სახაჭაპურ-სალობიანეს ძებნა დაიწყო.

^^^
კარგი ქმარი არასდროს იძინებს პირველი და არასდროს დგება “ბოლო”. /ბალზაკი/

ეს ის შემთხვევა როდესაც ყველაფაერი ემთხვევა. გავაშელი იმაზე კარგი ქმარია ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. მამა ხომ საოცრება, მაგრამ ქმარი უკეთესი. რაც ორსულად არის ნატა, ცდილობს სულ გააწვალოს და აწუწუნოს. დემეტრეზე რა სურვილებიც არ ქონდა, ახლა ერთიანად მოაწვა.
გავაშელი იძინებს კი არა, საერთოდ არ ხუჭავს თვალს მთელი ღამე და მორიგ შემოთავაზებას ელოდება შვილისგან. დილით ექვსზე უკვე ფეხზია, დემესთან და ლუკასთან ერთად ეზოში ვარჯიშობს და ბავშვებიც სუფთა ჰაერზე დაყავს. ნატას გამოღვიძების დროს, საუზმეს სინზე ალაგებს და ისე ეგებება ცოლ-შვილის დილას. რაც ორსულადაა ესეთი მზრუნველი მას შემდეგ გახდა, თორემ ისე, ტირპიური უტა გავაშელია!


-ნატა, რას წვალობ ამდენ ხანს?_ ლოდისნისგან დაღლილი ხმით ჩაილაპარაკა უტამ და მაჯის საათს მეასედ დახედა, ბოლო ერთი საათის განმავლობაში.

-უტა, დაგვაცადე ცოტახნი რა. _ გამოლაპარაკა უკმაყოფილოდ ეკა და კარები მიხურა.

-შეეშვი თუ ძმა ხარ, ხომ იცი სანამ ერთი საათი არ გამოიკვაბზებიან არ ჩამოვლენ. _ ხელი აიქნია ლადომ და დივანზე გაიშოტა. _ შენ რას შვები, მოდის ის გოგო თუ არა?_ სავარძელში ჩაძინებულ გიგიშას გადახედა ლადომ.

-მოდის არა ის. თავის ტკივილი დედაჩემიც მეყოფა, ახლა ამის წიკვინი და ისტერიკები იტანე კიდევ._ გაღიზიანებულმა აიქნია ხელი და ფეხზე წამოდგა.

-ანაკლიაში ნადირობის სეზონმა, არც წელს გაამართლა. _ თავისთვის ჩაიფრუტუნა უტამ და კიბეებზე გამოსულ ლამაზმანს ახედა.

პირვლად გაუჩნდა სურვილი, ნატასთვის ათასი საალერსო და სასიამოვნო კომლიმენტი ეთქვა. არ აჭარბებს! ასეთი მომხიბვლელი, ვნებიანი, მიმზიდველი, სექსუალური და სუფთა ქალი ჯერ არ უნახავს. არც იმ ფილმებში, სიამოვნებით რომ ადევნებდა თვალს ბავშვობისას და ქალების კონტურებს აფასებდა. ეს ბევრად დახვეწილი და საოცნებოა. თანაც როგორ ემჩნევა ოქროსფერ გრძელ ბადიან კაბაში დედობისთვის შემზადებული მუცელი. დაძაბული ღიმილით გადააგოროა ნერწყვი სასურლეში და უშნოდ მოჭერილი პერანგი შეიხსნა. ოფლით დაცვარული ხელისგულები ერთმანეთს გაუსვა და მისკენ მომავალ ქალს ჭინკებით მოთამაშე თვალები მიანათა. ნატამ მორცხვად გადაიწია წინ ჩამოვარდნილი კულულა და ქმარს ლოყებშეფარკლული ამოდგა გვერდით. ნაზად მოხვია წელზე ხელი ცოლს და კლასიკურად გამოწობილ შვილს დახედა, რომელიც უკმაყოფილო სახით აქანავებდა ყელზე მიტმასნულ ბაბთას და ვერ გაეგო რა დანიშნულებით ეკეთა. სამოსი დღეს მამამ აურჩია. მუქი შინდისფერი პერანგი და შავი ჯინსის შარვალი. ბათა მისი ერთ-ერთი საჩუქარია რომელიც მის ბავშვობასთან ასოცირდება და საკმაოდ წარმატებულად. შვილს თვალი ჩაუკრა და ანიშნა მაგას შეეშვიო.

-მომგუდა მა. _ ამოიფრუტუნა და ბიბისთან ერთად დივანზე ჩამოჯდა.

-დემე დე, ერთხელ მაინც მიდი დანიშნულების ადგილზე შეფუთული. _ გაუჯავრდა ნატა და ხელები დაბლა ჩამოაღებინა.

-რომ გავიგუდები ნახავ მერე. _ თავი გადააქნია და ნათლიამისს სიცილით გადახედა. _ შენ რატო არ გიკეთია ეს?_ თვალები გადაატრიალა და თითით ბაბთაზე მიუთითა.

-ერთ დროს მეც მეკეთა. _ ლოყაზე თითები მოუჭირა და ძლივს დასწორებული ქოჩორი აუბურდა.

-მე ბიბი კი არა ვარ. _ დიდი კაცივით გაიჯგიმა და გაბურძგნულ ძაგლს ბეწვი აუბურდა. _ აი ასე. _ ჩაიხითხითა და მამას გადახედა.


^^^

სიცილით შეაღო რესტორნის კარები გავაშელმა და ცოლ-შვილი შეატარა. დანარჩენები უკან მოდიოდნენ და გიგიშას მოყოლილ სასიყვარულო ისტორიაზე იცინოდნენ, რომელიც არა და არ გამოვიდა. დემესთვის განკუთნილი სპეციალური სკამიც თან წაიყოლა და ცოლ-შვილთან ერთად დაჯავშნილ მაგიდასთან მივიდა. ცოტახანში ყველა ერთად მოგროვდა და ჟივილ-ხივილით აიკლეს იქაურობა. გოგორელიანი არაფრის დიდებით არ აჩერე და ენას და ყველა სათითაოდ უხნიდა წყვილის მინუსს. ნატასთან თავი შეიკავა, ნათლულის დედა ხარ და ბავშვს ელოდებიო. წყნარი მუსიკა და მშვიდი გარემო, რომელიც საშინლად სიამოვნებდა ამ სიტუაციაში. მეგობრული დიალოგები, წარსულის ისტორიები და რაც მთავარია, ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები. დემეს, ლუკას და გიორგის საერთოდ არ მიუქცევიათ მშობლებისთვის ყურადღება და თავიანთ სკამებზე ჩუმად წამოღებული მანქანებით თამაშობდნენ. ძალიან უყვარს ცეკვა და სიმღერა. მართალია ბავშვობის მერე, არც ერთი გაუკეთებია და არც მეორე, მაგრამ სამეჯლისო ცეკვების კურსზე დადიოდა ბავშვთა სახლში. ერთ-ერთი აღმზრდელი თავისუფალ დროს ამეცადინება მსურველებს და იქ ისწავლა ორივე. საკმაოდ ნიჭიერი აღმოჩნდა ცეკვაში, სიმღერით მოყვარულის დონეზეა. წყვილებში წამოიშალნენ ფეხზე, მაგიდასთან ბავშვები გავაშელი, ნატა და გიგიშა დარჩა. გოგორელიანმა იცის რა ღჯუ ძმაკაციც ყავს და ნატა საცეკვაოდ გაიწვია. მორიდებული ღიმილით გადახედა გავაშელს ნატამ და გიგიშას მოწყენილი ნაბიჯებით გაყვა. ძალიან მოუნდა ის და უტაც ყოფილიყვნენ მოცეკვავე წყვილის რიგებში. ნაზი მშვიდი მელოდიური სიმღერის ფონზე დაადო თავი გიგიშას მხარზე და გაიტრუნა, ცალი თვალით ბავშვებთან მოთამაშე გავაშელს უყურებდა, რომელიც დროდადრო ღიმილით გამოხედავდა წყვილს. რამოდენიმე ტრიალის შემედგ, ცეკვის სურვილმა შეიპყრო და თავი მაღლა აწია, მასლზე მაღალ მამაკაცს ღიმილით მოხვია ხელები კისერზე და მელოდიას ნაზად ააყოლა ტანი.

-დამიბრუნეთ ჩემი ცოლი!_ მოულოდნელად გაისმა ზურგს უკან გავაშელის ხმა. ორივემ გაოცებულებმა გადახედეს ერთმანეთს და მერე უტას. ნატამ ნელა მიატრიალა თავი უკან და მის წინ აღმართულ გავაშელს გაკვირვებულმა ახედა. _ მიდი ბავშვებს მიხედე. _ ნატას წელიდან ხელი მოაცილებინა და პირდაღებულ ქალს წელზე ხელები მოხვია.

-რას აკეთებ?_ გაკვირვებულმა სიცილით იკითხა და უტას ხელებს დახედა.

-ვცდილობ ვიცეკვო, მაგრამ მუსიკა დამთავრდა. _ მხრები აიჩეჩა და მაესტროს გახედა. ნატა რაღავის თქმას აპირებდა მოულოდნელად, დარბაზში ნატასთვის ძალიან ნაცნობი მელოდის ხმები რომ დაიღვარა.

-არა?!_ სიცილით ჩაილაპარაკა და უტას ლამბაზე აყოლილ სხეულს დახედა._ უტა... _ ნელა მიაწება მამაკაცის გამოწვდილ ხელს თავისი და იატაკზე დატრიალდა.

გავაშელს მისი არცერთი წამოძახილისთვის არ მიუქცევია ყურადღება. ქალს ქარბორბალასავით ატრიალებდა და თითოეულ მოძრაობას საოცრად პროფესიონალურად ასრულებდა. არ გამოპარვია მეგობრის გაოცებული მიმიკებიც, რომელიც კიდევ ერთხელ არწმუნებდა რომ ეს იყო ფენომენი, რომელსაც ნატა მოესწრო. ცეკვა! ლამბადა! და კიდევ უამრავი ცეცხლოვანი მოძრაობა რაც ნატასთვის დაუვიწყართან ასოცირდება. გავაშელში ორი უტა მოძროაბდა, ერთი რომელსაც ცეკვა უბნელებს თვალებს და სხეულს ყველანაირად ამოძრავებს და მეორე, რომელიც საოცარი სიფრთხილით ექცევა ორსულ ცოლს. სიცილს და გაკვირვებას ვერცერთი წამით ვერ მალავდა. უტა ყველაფრის მიუხედავად, მაინც ასწრებდა თვალების დაბრიალებას. მათკენ კურტუმის ქნევით მომავალი დემე რომ დაინახა ეგ პიკი იყო. აღარ უტას დაბრიალებული თვალებისთვის მიუქცევია ყურადღება, რომელსაც ეგონა რომ მას დასცინოდა და არც მაგიდიდან წამოძახილი ხმებისთვის. ქალის სიცილი ვერაფრით რომ ვერ დაარეგულირა მის მზერას თვალი გააყოლა და ცენტრში მოცეკვავე შვილს წარბაწეულმა გახედა. დემე თავისთვის იდგა, წელში ოდნავ მოხრილი ხელები წინ ქონდა გაწეული და მომუშტული... ფეხები მხრების სიგანეზე ედგა და სასაცილოდ არხევდა საჯდომს. მშობლები რომ დაინახა სიცილით წავიდა მათკენ და შუაში ჩადგა.

-ამიყვანე რა. _ შეევედრა გახევებულ უტას და შარვალზე დაექაჩა. სიცილით აიტაცა შვილი ჰაერში და გულზე მიიკრა. მერე ცოლს მოხვია ცალი ხელი და შუბლზე თბილად აკოცა.

>>>

-უტა_ ამოიზმუილა ნატამ და ქმრის მხარეს გადაიწია. _ ჟელიბონი მინდა. _ გამოფხიზლებულს ყელთან უჩურჩულა და ნაზად აკოცა.

-რა გინდა?_ იკითხა თვალებმოჭუტულმა..

-ჟელიბონი და ანანასი. _ ჩაილაპარაკა და როცა მიხვდა რომ ეს ორი მართლა უნდოდა თავი დააქნია.

<<<

-გაიღვიძე რა. _ ხელი მიკრა მხარზე გავაშელს და ხმამაღლა შესძახა. _ იცოდე გადამინდება ახლა და მერე მოგიწევს კარალიოკზე სირბილი. _ დაუღრინა და საწოლზე წამომჯდარ ქმარს ახედა. _ ნაზუქი მინდა.

-აუჰ, რა ახლოს გამიშვი. _ სარკაზმით ჩაილაპარაკა და შარვალს გადაწვდა. _ ჰამაკი და სურამიდან, რკინის წყალიც ხომ არ გამოგიყოლო?_ იკითხა სიცილით და ცოლს ყელი დაუკოცნა. _ რა მაგარი ვიღაც ხარ მა შენ ხომ აზრზე არ ხარ!_ მუცელზე მიკრა ხელი და ოთახიდან გავიდა. _ მაქსიმუმ ოთხ საათში აქ ვარ.

>>>

-ადეე!_ მთელ ხმაზე იკივლა იმნაძემ და საწოლიდან ქარბალასავით წამომხტარ ქმარზე სიცილით მოკვდა. გავაშელი უმისამართოდ აცეცებდა თვალებს. ბოლოს მზერა ცოლს დაასო და მუქარით დაუქნია ხელი.

-აი ამის გამო, დაისჯები და დღეს შენ შემისრულებ სურვილებს! _ საწოლში შეწვა და ნატას ორივე ხელი მაგრად მოხვია. _ თქვენ ურჩობისთვის, მოგესაჯათ დღის განმავლობაში, გაუთავებლად კოცნა და ღამის განმავლობაში, პატარა ნიუანსების დამატება.

^^^

-დემე დე, საჩუქრები ლამაზად შეახვიე და ისე დააწყვე ნაძვის ხის ქვეშ. _ სამზარეულოდან გამოსძახა გაბერილმა ნატამ.

-დე, მამამ მითხრა ბიჭების შავ ქაღალდში შეახვიეო და მართლა?_ დახვეული პრიალა ქაღალდი აიღო და დედასკენ გაემართა. _ ამაში აი. _ მოჭმუხნული სახით დაანახა და წინდებიანი ფეხები ერთმანეთზე გადაიჯვარედინა.

-პირველი, რამდენჯერ გაგაფრთხილე ფეხშიშველი ნუ დადიხარმეთქი და მეორე, რაშიც შენ გინდა დე იმაში გაახვიე. _ დატუქსა და მერე გაუღიმა.

-ოო, ძალიან ძნელად იცმევა ის ფაჩუჩები და ვიღლები ხოლმე. _ ამოიბურტყუნა და მისაღებისკენ გატრიალდა. დიდი ნაძვის ხის ქვეშ მოთავსებულ უამრავ საჩუქარს თვალი გადაავლო და ტუჩები უკმაყოფილოდ გააწკლაპუნა. _ ამდენს მე ვერ ვიზამ. _ ამოიფრუტუნა და ხალიჩაზე გაწვა.

-მოვა მამა და მოგეხმარება._ დაამშვიდა შვილი და მოთამაშე ძაღლს საჭმელი დაუდო. _ დემე დე, მამიკოს ოთახში შედი და სავარჯიშო ფორმა გამომიტანე, გავრეცხო. _ მუდარით გახედა შვილს და ტუჩებით კოცნა გაუგზავნა.

-ახლავე დე. _ სიხარულით წამოფრინდა ფეხზე და ბანცალით წავიდა ოთახისკენ.

-რა მალე დაბრუნდი. _ გაკვირვებულმა გახედა პარკებით დატვირთულ ქმარს და ლოყაზე მაგრად აკოცა. _ იყიდე რაც დაგაბარე?_ ინტერესით ჩაიჭყიტა პარკში და ქმარს ახედა.

-სიაში რაც ეწერა ყველაფერი წამოვიღე. _ მხრები აიჩეჩა და სამზარეულოსკენ წავიდა. პარკები მაგიდაზე დააწყო და ძაღლს მოეფერა.

-მა მა. _ ბედნიერი შეახტა ფეხზე დემეტრე. _ წამო რა... _ ნეკა თითზე ხუთივე თითი ჩასჭიდა და მისაღებისკენ გაიყვანა. _ დე ფორმა მანდ დევს. _ მიაძახა ნატას და უტა ნაძვისხესთან მიიყვანა. _ დამეხმარე რა. _ შეევედრა და ყელი გამოიწელა.

-კარგი რა მამა, როდის იყო ასეთ რაღაცებში ვერკვეოდი?_ მოჭმუხნული შუბლით იკითხა და საჩუქრებს დახედა. _ დედა მოგეხმარება და მე დავსკოჩავ. _ თვალი ჩაუკრა და ანიშნა მიდი დედიკო დაკერეო.

-ოოო, კარგი ხო. _ ამოიფრუტუნა და სამზარეულოსკენ წავიდა._ დე შენი დახმარება გვჭირდება.

-ფეხზე!_ ხმადაბლა უკივლა ნატამ.

-დაგვეხმარე და ჩავიცვამ. _ ტუჩები გვერდძე გაწია და კარების ჩარჩოებს მიყერდნო. უკნიდან ჯიბეებში ხელებჩაწყობილი უტა ამოუდგა და ხელები მხრებზე დააწყო შვილს.

-მოკლედ რა, ასე ვერაფერს ვერ მოვასწრებ საღამომდე. _ ამოიფრუტუნა და ქმარ-შვილს წინ გაუძღვა. დემემ მამას გამოწვდილ ხელზე თავისი პატარა ხელი დასცხო და ადგილზე შეხტა._ რა გადაწყვიტეთ ბიჭებისას რომელ ფერში ახვევთ?_ სპეციალურად გამზადებულ ბალიშზე მოკალათდა და გიგიშას საჩუქარს ხელი დასტაცა._ ბიბი ახლა არა რა. _ მუდარით აღმოხდა ნატას და ძაღლს თათებზე მოეფერა.

-შავში. _ დაბეჯითებით ჩაილაპარაკა დემემ და დედამისს გვერდით მიუჯდა. ნატამ ჯერ შვილს დახედა და მერე მის ფეხებს. პატარა ხითხითით წამოფრინდა ფეხზე და ძაღლის მიმოფანტულ ჩუსტებს ძებნა დაუწყო. _ ჩავიცვი. _ ლოყაზე ხმაურით აკოცა დედას და ისევ გვერდით მიუჯდა. უტა დივანზე იწვა და ღიმილით უყურებდა ყურებამდე გაღიმებულ ცოლ-შვილს.

დამხმარე ქალი ახალწელს ოჯახთან ერთად ხვდება და ყველაფრის კეთება ნატას მოუწია. ისე ძალიან ეხმარება სახლის სააქმეებში, თითქმის არ იტვირთება. შვილის და ქმრის ნივთებს თვითონ უვლის, დალაგება-დასუფთავება ევალება მზიას მარტო.
^^^

-იცოდეთ საჩუქრებს მე და მარო ვურიგებთ ყველას. _ სიცილით დააწყო სტუმრების გამოწოდებული საჩუქრები ნაძვის ხის ქვეშ დემემ და საჩველებელი თითით გააფრთხილა ყველა.

-შენ, ლუკა, გიო და მარიამმა ერთად დეე. _ თბილად გაუღიმა შვილს და თვალი ჩაუკრა.

-მე და მარიამი მაინც ერთად ვხსნით. _ ლუკას ნიშნის მოგებით ჩაუკრა თვალი და მარიამს ხელი გადახვია. _ ელენე დეიდა, დღეს მარიამს ხომ დაგვიტოვებთ?_ მუდარით ახედა დედიკოს დაქალს და ყელი სასაცილოდ გამოიწელა. ქალმა სიცილით დაუქნია თავი და ნატას რაღაცა გადაულაპარაკა. ყურებამდე გაბადრულმა და გახარებულმა ორივე ლოყა გაწითლებულმა დაუკოცნა ვარდისფერ კაბაში გამოწყობილ კიკინებიან გოგოს და ბიბისკენ წაიყვანა.


რამდენი ხანია ასე ყველა ერთად არ შეკრებილა. ყველა ის ადამიანი ყავს გვერდით ვისზეც გიჟდება და ვისაც ძალიან აფასებს. რაც მთავარია, მისი ქმარი და შვილი აქ არის... დანარჩენებზე ხომ საუბარი ზედმეტია. ჯერ სამი წელია რაც ამ ხალხს იცნობს და უკვე რამდენი რამის მომსწრე გახდა. თითოეული მათგანი ისე დაამკვიდრა თავისთან, თითქოს წლებია ერთად არიანო. ეს ალბათ მათი დამსახურებაცაა, მათი უშუალო და საოცრად თბილი ხასიათის დამსახურება. გიგიშა არის ის ადამიანი რომელსაც ნატა ვერასოდეს ვერ შეაფასებს. დემე მას მიიჩნევს მეორე მამად, მამად რომელთან ყოფნაზეც არასდროს იტყვის უარს. ზუსტად ამ პრივილეგიებით სარგებლოს ლადოც, რომელიც თითქმის სულ უტასთან ერთად არის და ყველაფერში გვერდში უდგას ნატას და დემეს. ნინელი და ვასო, ალბათ მსოფლიოში ყველაზე კარგი, თბილი და მოსიყვარულე დედამთილ მამამთილია. მართალია ზოგჯერ ნინელი, ეჭვიანობის ნიადაგზე დედამთილურებსაც გაურევს ხოლმე, მაგრამ წუთებით და მერე ნატას ჩახუტებით და კოცნით ირიგებს. იცის რომ ეს ქალი მისი შვილის თილისმაა და რა დონეზეც არ უნდა იეჭვიანოს, გამორიცხულია ნატას რამე აწყენინოს. ამით პირველ რიგში დემეს და უტას დაკარგავს და მერე ვასოს... ათ საათზე სუფრას მიუსხდნენ. ნატას ბევრი არაფერი არ გაუკეთებია. ორი დღეა ნელ-ნელა აკეთებს ყველაფერს, თან ნინელი შეპირდა მეც გავაკეთებ კერძებს და მოვიტანო. გოგონებმაც თავიანთი ნახელავი რამდენიმე კერძი ჩადგეს ლამაზად გაწყობილ სუფრაზე და თავიანთი ადგილები დაიკავეს. ბავშვები სუფრაზე არასდროს არ სხდებიან, მათთვის ცალკე პატარა მაგიდაზე გააწყო ნატამ ევროპული სუფრა და ისე მოალხენინა. დემეტრე მთელი საღამო მარიამზე იყო ჩაბღაუჯებული და არ თმობდა. «მამამ მითხრა ახალ წელს, ის უნდა აკეთო რაც გულით გინდა და მთელი წელი ბედნიერი იქნება_ო... ხოდა მე მინდა მარიამთან ერთად ვიყო მთელი წელი_ო.» განმარტა მიზეზი პატარა კაცმა და თავისი ადგილი დაიკავა. უტამ სიცილით გადახედა შვილს და ნატას საფეთქელზე აკოცა.

-დღეს შენთვის საჩუქარი მაქვს. _ მის ყურთან დაიხარა და დახშული ხმით ჩაილაპარაკა.

-მეც მაქვს შენთვის სიურპრიზი. _ ლოყაზე თითი დაკრა და თვალები აახამხამა.

თორმეტს ხუთი წუთი აკლდა ყველა ერთად რომ წამოიშალა ფეხზე და ვერანდაზე დამაგრებულ ფეიერვერკებთან გავიდნენ. გიგიშამ სათითაოდ ჩამოუარა ყველას და ასანთის ღერით ცეცხი გაუკიდა. დემე და მარიამი ერთმანეთზე ჩახუტებულები იდგნენ და ცაში იყურებოდნენ. ხმაურით მოცული სივრცეს მათი ვერანდიდანაც მიემატა, ულამაზესი ფერები. ყველამ ერთდროულად წამოიძახა რაღაც და სათითაოდ დაუარეს ერთმანეთს. ერთადერთი ვინც არ განძრეულა დემეა, რომელიც გაცისკროვნებული თვალებით უყურებდა ცას და მარიამს უფრო და უფრო მაგრად უჭერდა ხელებს. მერე გონს მოვიდა და გოგონასკენ მიტრიალდა, მოწყვეტით აკოცა ლოყაზე და თავი დაბლა დახარა. არც კილასონიების ქალიშვილმა დააკლო და ჭარხალივით აწითლებული ბიჭი უფრო ააწითლდა.

-გილოცავ მარო. _ მხიარულმა ჩაილაპარაკა და ორივე ხელი მაგრადმოხვია გოგონას.

-მეც გილოცავ, დემე.

-იცი რა მაგარი რაღაცა უნდა გაჩუქო? სულ თან ატარე და დაგიცავ. _ გაბადრულმა ჩაილაპარაკა.


-რა სიურპრიზი გქონდა?_ ინტერესით იკითხა და ნაძვისხისკენ წასულ ახლობლებს დააკვირდა. დემე წინ გაუძღვა ყველას და პრიველი საჩუქრისკენ დაიხარა.

-შენთვის ხომ არასდროს მითქვამს რომ მიყვარხარ?_ იკითხა თვალებმოჭუტულმა.

-არა. _ გაკვირვებულმა ჩაილაპარაკა და ჭინკებიან თვალებში ჩახედა. _ ახლა უნდა მითხრა?_ ჩაილაპარაკა აჟიტირებულმა, მიუხედავად იმისა რომ უტას «მიყვარხარზე» არასდროს არ უოცნებია, რატომღაც ახლა გაუხარდა.

-არა! არ უნდა გითხრა!_ თავი გააქნია მამაკაცმა და ქალის ტუჩებისკენ დაიხარა. _ უნდა გკითხო. _ ლოყაზე თბილად აკოცა და ისევ უკან გადგა.

-რა უნდა მკითხო?_ ჩაიცინა ნატამ.

-ამ სამი წლის განმავლობაში, ჩემი სიყვარული გიგრძვნია?_ იკითხა და მოაჯირს მიეყრდნო.

-სიყვარული არ მიგვრძვნია, იმიტომ რომ არ გიყვარვარ. ის რაც შენგან მოდის ბევრად უფრო მეტია ვიდრე სიყვარული. _ ბედნიერმა ჩაილაპარაკა და მუცლით ქმარს მიეხურა.

-ზუსტად მაგის მოსმენა მინდოდა დღეს! მე შენ არ მიყვარხარ და არც არასდროს არ მყვარებიხარ! შენ ჩემში ვერასდროს დაიკავებ იმ ადგილს რასაც მარტო სიყვარული ქვია... ეს ბევრად მეტია, ისეთია რასაც მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ მოვუძებნი სახელს... ერთადერთი ემოცია რასაც ამ გრძნობაში ნათლად ვხედავ არის ის რომ შენ მე მაგიჟებ! მაგიჟებ ისე რომ მავიწყდება რატომ ვართ ერთად! _ დავარდნილი ხმით ჩაილაპარაკა გავაშელმა და ცოლს შუბლზე აკოცა. _ მე შენ არასდროს გეტყვი რომ მიყვარხარ და ნუ დაელოდები! _ სიცილით ჩაილაპარაკა და შუბლზე შუბლი მიადო. _ ჩემი ნაჩუქარი კულონი შეინახე და ახლა ეს გაიკეთე. იმას ფერი გადაუვიდა.._ლოყაზე ხმაურით აკოცა და ჯიბიდან შინდისფერი ყუთი ამოიღო. იგივე კულონი იდო, ოღონდ ახალი და ფერიანი. ნატამ ღიმილით გამოართვა და გაუწოდა გამიკეთეო. როგორც კი კულონი შეაბა მისი კისრისკენ დაიხარა და ცხელი ტუჩების კვალი დაუტოვა. _ შენ რა სიურპრიზი გქონდა?_ იკითხა ინტერესით და თავი მაღლა აწია.

-დღეს ექიმთან ვიყავი და სქესი გავიგე... _ ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ცას ახედა.

-მერე?_ ანერვიულებულმა იკითხა და ნერწყვი გადაყლაპა...

-მერე ის რომ სასწრაფო ვარდისფერი საღებავი გვაქვს საყიდელი. _ ბედნიერმს აღმოხდა._ ეს სამაჯური კი ჩემგან, მინდა რომ სულ თან გეკეთოს და დახედვისას გახსენდებოდეს რა ლამაზ ოჯახი გყავს. _ სიცილით გაუწოდა სამაჯური, სადაც დემე და ნატას გაბერილი მუცელია გამოსახული. _ მე კარგად არ ვჩანვარ, მაგრამ დაიმახსოვრე რომ მეც მაგ ოჯახში შევდივარ._კისკისით ჩაილაპარაკა და აივანზე გამოვარდნილ შვილს გახედა, რომელსაც ლამაზად შეფუთული ყუთები ეჭირა ხელში.

-გოლოცავთ._ ტიტინით ჩაილაპარაკა და დედას მუცელზე აკოცა. _ შენც გილოცავ და მალე ამისრულდი რა. _ შეევედრა და ხელის გული რამოდენიმეჯერ რიტმულად აათამაშა მუცელზე.

დასასრული.
~~~~~~~
ესეც ასე, დასრულდა. <3
მაგრამ მინდა გითხრათ რომ ამ ისტორიას აქვს "ოჯახობის" მეორე ნაწილი რომელსაც 24 საათში ავტვირთავ. <3
უღრმესი მადლობა ყველას, ძალიან მახარებთ და მაბედნირებთ. <3



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Gavbednierdiiiii. Madloba amistvisss. Sascauli gogo xar. Velodwbi axal istoriwbssss

 


№2 სტუმარი Guest lia

Dიდი სიამოვნება მივიგე ამ ისტორიის წაკიტხვიტ .
დიდი მადლობა,ზალიან კარგი ხარ.ხსირად გაგვახარე კარგი მოტხრობებიტ.
არ დაიკარგო .მიკვარხარ.❤❤❤

 


№3  offline წევრი miyvarxar1992

Chemi tkbili shokoladi xar vot rak.gemrielii da tkbili xar .

 


№4  offline წევრი ))♡

Ubralod minda gitxra ro sauketeso xar ubramod sityvebic agar myofnis imis gamosaxatavad tu ramagari gogo xar tu ra nichieri xar yvelaze yvekaze magari xar ❤❤❤❤
--------------------
მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ

 


№5  offline წევრი Veronika

Idealuri!!!
Sascauli gogo xar ❤️❤️

 


№6  offline მოდერი მე♥

Qeti qimucadze
Gavbednierdiiiii. Madloba amistvisss. Sascauli gogo xar. Velodwbi axal istoriwbssss

ქეთი, მადლობა საყვარელო❤️❤️❤️ ამ ისტორიის მეორე ნაწილს დავდებ დღეს სრულად და მერე ახლებიც იქნება.❤️❤️❤️
Guest lia
Dიდი სიამოვნება მივიგე ამ ისტორიის წაკიტხვიტ .
დიდი მადლობა,ზალიან კარგი ხარ.ხსირად გაგვახარე კარგი მოტხრობებიტ.
არ დაიკარგო .მიკვარხარ.❤❤❤

როგორ მიხარია ისევ რომ გხედავთ❤️❤️ უზომოდ დიდი მადლობა❤️❤️❤️
miyvarxar1992
Chemi tkbili shokoladi xar vot rak.gemrielii da tkbili xar .

გემრიელი და ტკბოლი ხარ შენც!❤️ ასე რომ მაბედნიერებ❤️❤️❤️
გრაფინია
რა კარგი იყოო
თბილი ტკბილი სიყვარულით სავსე

გრაფინია❤️
მადლობა, სიტყვები აღარ მაქვს, მაგრამ თან მინდა რომ ბევრი სიყვარული გაჩუქოთ.❤️❤️❤️
))♡
Ubralod minda gitxra ro sauketeso xar ubramod sityvebic agar myofnis imis gamosaxatavad tu ramagari gogo xar tu ra nichieri xar yvelaze yvekaze magari xar ❤❤❤❤

სასწაულო!❤️
რა კარგი ხარ!
რა ტკბილი!
რა სითბო!
უზომოდ დიდი მადლობა იმ სითბოსთვის რასაც ჩემთვის იმეტებ.❤️❤️❤️
Veronika
Idealuri!!!
Sascauli gogo xar ❤️❤️

კარგი ახლა❤️❤️ რაის იდეალური❤️
მადლობა დიდი❤️❤️
--------------------
ა.ა

 


№7 სტუმარი aravin

rogor vishovot fulihttps://youtu.be/dUPPa-nr2OE

 


№8  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

ძალიან მიმეემწონა ძალიანნ ... ტბილი თბილიი გემრიელი ისტორიაა იყოოი ძალიანნ

 


№9  offline წევრი ))♡

რაო რაო მეორე ნაწილიო?? აი ცომ ვამბობ რომ სასწაული გოგო ხარ საუკეთესოო ველოდებიი დიდი მონდომებით ♥♥♥
--------------------
მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ

 


№10  offline მოდერი მე♥

ნარჩიტა
ძალიან მიმეემწონა ძალიანნ ... ტბილი თბილიი გემრიელი ისტორიაა იყოოი ძალიანნ

უღრმესი მადლობა, საყვარელო❤️❤️❤️

))♡
რაო რაო მეორე ნაწილიო?? აი ცომ ვამბობ რომ სასწაული გოგო ხარ საუკეთესოო ველოდებიი დიდი მონდომებით ♥♥♥

დიახ, დიახ მეორე ნაწილი აქვს.❤️❤️❤️❤️
მადლობა დიდი დიდიდ❤️❤️❤️
--------------------
ა.ა

 


№11 სტუმარი სტუმარი lia

Aხლა წავიკიტხე ტურმე ამ მოტხრობას გაგრზელებაც ქონია;;ოჯახობა;;

ღოდის ატვირტავ მოიცალე და გაგვახარე

Mიკვარხარ ტკბილო❤❤❤

 


№12  offline წევრი Laliashvili009

Momewonaa ❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent