შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის სამიზნე [მეორე ნაწილი] [სრულად]


8-10-2017, 04:34
ავტორი მე♥
ნანახია 15 861

-სად არის?_ხმაშეცვლილმა კითხა ბაღის უფროსს და აწიკწიკებულ ტელეფონს დახედა.

-დღეს დილით ქალბატონმა ნატამ რომ მოიყვანა და დატოვა იმის მერე ბავშვი არ მინახავს, წეღან მასწავლებელი შემოვიდა და მითხრა რომ ანაბელი ეზოში თამაშის დროს გაქრა. იმ წამსვე თქვენ დაგირეკეთ. _ქალი განერვიულებული ათამაშებდა თითებს და შუბლშეკრულ და შვილის ამბით შეშინებულ უტას უყურებდა.

-იცოდეთ ბავშვს რომ რამე დაემართოს... ბავშვს რომ ერთი ნაკაწრი მაინც ქონდეს, ამ შენობას 2 წუთში დაგაცლევინებთ!

იმდენად იყო ანაბელის გაუჩინარებით გაოგნებული და დაფეთებული, ნაწილობრივ თვითონაც ვერ იაზრებდა რაზე საუბრობდა, ან რა ფორმით ემუქრებოდა ბაღის უფროსს. ქალმა აკანკალებულმა გადააგორა ნერწყვი და გასასვლელი კარებისკენ მიმავალ მამაკაცს თვალი გააყოლა.

-თუ რამეს გაიგებთ ჩვენც გაგვაგებინეთ. _ბოლოს კივილით მიაყოლა და ბავშვების გამოსაცვლელ ოთახში მდგარ მაგიდას მიეყრდნო.

როგორც კი ბაღიდან გავიდა კვლავ აწკრიალებულ ტელეფონს დახედა და უპასუხა.

-უტა, სად ხარ აქამდე... გიგიშამ დამირეკა სამსახურიდან გიჟივით გავარდა და ხომ არ იცი რა ხდებაო. _აფორიაქებულმა ნატამ ტელეფონში ხმამაღლა ჩაყვირა.

-ნატა, სახლიდან არ გახვიდე კარგი?_ცოლის ხმის გაგონებისთანავე დამშვიდდა და შედარებით დაწყნარებულმა ჩაილაპარაკა.

-რატომ? უტა, მოხდა რამე?_მიუხედავად უტას სიმშვიდისა მაინც იგრძნო რომ მისი ქმრის თავს რაღაცა ხდებოდა.

-მოვალ და აგიხსნი. _სწრაფად გაუთიშა და მეგობართან გადარეკა ანაბელის შესახებ ინფორმაცია რომ გაევრცელებინა მთელ ქალაქში.

ანაბელი ყოველთვის ნატას დაყავს ბაღში, იმიტომ რომ უტა ფიზიკურად ვერ ახერხებს დილის საათებში ბავშვის ბაღში გაყვანას. დემეტრე თავისი ფეხით მიყვება სკოლის ავტობუს და სკოლასთან ჩამოდი, ამის გამო მშობლებს მისი გადაადგილების პრობლემა არ აქვთ. აი, ანაბელის ბაღის შეცვლა უამრავჯერ სცადა ნატამ, მაგრამ ბავშვმა გაიგიჟა თავი, მეორე ბაღში ლუკა აღარ მეყოლება და არ მინდაო! უტამაც რა თქმა უნდა შვილის მხარე დაიჭირა და ცოლი დაარწმუნა რომ ბავშვის სხვა ბაღში გადაყვანა ანაბელზე ცუდად იმოქმედებდა.
რას წარმოიდგინე სამსახურში მისულს ბაღიდან თუ დაურეკავდნენ თქვენი შვილი დაიკარგა და იქნებ მოხვიდეთ მოძებნოთო. მთელი გზა ფიქრობდა, რომ კიდევ კარგი პირდაპირ ნატას არ დაურეკეს, თორემ მისი განერვიულება კიდევ უფრო გააღიზიანებდა უტას.

-უტა, ყველგან გადავაგზავნი ინფორმაციას და ბავშვს უმცირეს დროში ვიპოვით. შენ მაინც გადაამოწმე ახლობლებში, ნათესავებში, იქნებ ვინმე მივიდა და პირდაპირ ეზოდან წაიყვანა.

-არა, გამორიცხულია, ნატას ყველა სასტიკად ყავს გაფრთხილებული და მისი ნებერთვის გარეშე ვერავინ მივიდოდა. _ოდნავ წამოზრდილ წვერზე ხელი მოისვა და საჭეს თითები მაგრად მოუჭირა.

-კარგი, მიდი მიხედე საქმეს და თუ რამე ახალი იქნება დაგირეკავ!

მანქანა სახლთან გააჩერა, სწრაფად გადავიდა და ეზოში დაყუდებული ცოლისკენ ჩქარი ნაბიჯებით დაიძრა. ნატას სახეზე ფერი არ ედო, აღელვებული ქმრის დანახვისას უარესად დაპანიკდა და ფეხებთან მოთამაშე გალელულ ძაღლს წამით დახედა. უტას გამომეტყველებაზე თითქოს რაღაცას მიხვდაო და სახე სატირლად დაბრიცა.

-ბავშვები ხომ კარგად არიან?_ტირილის პირას მისულმა კითხა და პერანგის საყელოთი დაქაჩა. უტამ მაჯებში მოკიდა ხელი და ცივი ტუჩები შუბლზე მიაწება.

-ნატა, დამშვიდდი!_ამჩნევდა როგორ უკანკალდებოდა სხეულის თითოეული ნაწილი ქალს. _ნატა-მეთქი!_მსუბუქად შეანჯღრია და აწყლიანებულ თვალებში ჩააჩერდა. _ანაბელი ბაღიდან გაიპარა._ხმადაბლა ჩაილაპარაკა და მიმიკა შეცვლილ ცოლს ცალი ხელი წელზე მოხვია ცალით კი ორივე მაჯის გაკავებას შეეცადა.

-რა?... როგორ? როგორ თუ დაიკარგა?_დაბნეული ალუღლუღდა და გაკავებული ხელების დახსნა სცადა.

-არ ვიცი როგორ, მაგრამ ბაღში არ არის.

შოკი ქონდა ხმას ვერ იღებდა, თვალებსაც კი ვერ ახამხამებდა ისეთი გაოგნებული იყო. გაქვავებული სახით უყურებდა ქმარს და ცრემლები ღაპა-ღუპით ცვიოდა თვალებიდან.

-უტა...

ქმრის იმედზე ჩამოკონწიალებულმა ჩაიჩურჩულა და შუბლი მის გულ-მკერდს მიადო. გავაშელმა ორივე ხელი მაგრად შემოხვია წელზე და სახლისკენ წაიყვანა ნელი ნაბიჯებით. თითქოს ბიბიმაც იგრძნო ოჯახის პრობლემა და ცოლ-ქმარს დასევდიანებული მიყვა უკან. ნატას არცერთი წამით შეპარვია ეჭვი იმაში რომ უტა ანაბელს ჯანმრთელს და უვნებველს დააბრუნებდა სახლში, უბრალოდ დედობა არ აძლევდა უფლებას ქმრის იმედზე მყოფს ცრემლები დაემალა. მისთვის ბავშვები ყველაზე სათუთთან ასოცირდებიან და განსაკუთრებულად მგრძნობიარეა როცა საქმე მათ ეხება. ისიცი იცის თავისი ცრემლებით უტას რომ აბრაზებს, მაგრამ რა ქნას სხვანაირად არ შეუძლია. ყოველთვის როცა საქმე შვილებს ეხდება უკონტროლო და ძალიან მტირალა ხდება, მარტო გავაშელს შეუძლია მიკარება და მოფერება, სხვას ყველას უღრენს და თვალებს უქაჩავს! 8 წელია ერთად არიან და ამ დროის განმავლობაში დღითიდღე უტაზე დამოკიდებული ხდება, დილით როგორც კი თვალებს გაახელს უტას ეძებს და როცა რწმუნდება რომ ამდენი ხნის მერეც მის გვერდით წევს, მშვიდად დგება საწოლიდან და სამზარეულოში გადის საუზმის მოსამზადებლად.

გავაშელმა პირდაპირ სამზარეულოში შეიყვანა ნატა და ცივი წყლით სცადა მისი ოდნავ მოფერიანება, მერე კი უფროსი ვაჟის ტელეფონზე გადარეკა.

-ჰო, მა?!_ღიმილარევი ხმით ჩასძახა დემემ.

-დემეტრე, სად ხარ?_სახელის მთლიანი ფორმით მარტო უტა მიმართავს შვილს.

-სად ვარ და ავტობუსს ველოდები და 20 წუთში სახლში ვიქნები. _ხალისიანად უპასუხა და ვიღაცას ხმადაბლა რაღაცა გადაულაპარაკა.

-ავტობუსში რომ ახვალ მომწერე!_კატეგორიული ტონით გააფრთხილა შვილი და გაუთიშა. _ბელა._სწრაფად გადარეკა დის ნომერზე. _შეგიძლია ჩვენთან გამოხვიდე?

-აი, ახლა ვაპირებდი გამოსვლას.

-რაც შეიძლება მალე.

ნატას სახე ხელებში ქონდა ჩამალული და ხმადაბლა სრუტუნებდა, თან გამუდმებით ანაბელის სახელს ლუღლუღებდა და თავს იდანაშაულებდა.

-ნატა, ძალიან გთხოვ დამშვიდდი და თავი გააკონტროლე, ხომ იცი რომ ანაბლების ბაღიდან გაპარვა შენი ბრალი არ არის! ხომ იცი რომ რაც არ უნდა მოხდეს ბავშვს ვიპოვი და დღესვე დავაბრუნებ სახლში, ამიტომ თავი ასწიე და დემეტრე რომ მოვა ნუ შეაშინებ!_ნატას წინ ჩაიმუხლა და თითებზე ნაზად აკოცა.

-უტა, ძალიან პატარაა, გზაზე რომ არასწორად გადავიდეს, ან ფეხი რომ გადაუბრუნდეს, ან რომ შესცივდეს..._ათასნაირ ვარიანტს ხარშავდა გონებაში და უფრო და უფრო პანიკდებოდა.

-ნუ ფიქრობ! საერთოდ გიკრძალავ ფიქრს!

ზუსტად ოც წუთში დემეტრემ კარები ხმაურით შემოაღო და მისაღებში მჯდარი გაქვავებული სახეების დანახვისას ჩანთა იატაკზე დააგდო.

-დედა, ისევ თავი გტკივა?_გულუბრყვილო ბავშვური ხმით კითხა და ნატასკენ წავიდა. უტა აივანზე იყო გასული და ტელეფონზე საუბრობდა. _ბელა, რა მოხდა?

-დემე, შენ დიდი ბიჭი ხარ და ემოციებს არ უნდა აყვე... _დაძაბული ღიმილით შეპარა დედის გვერდით ჩამოსკუპებულ ბავშვს.

-ეგ ვიცი მამა სულ მაგას მიმეორებს!_მობეზრებულმა გადახედა მამიდას და მზერა თვალებჩაწითლებულ დედაზე გადაიტანა.

-ანაბელი ბაღიდან გაიპარა.

-სად გაიპარა?_ახლა უკვე ოთახში დაბრუნებულ მამას დაუსვა კითხვა.

-მე უნდა გავიდე და ბელა ნატასთან იყავი!

-მეც წამოვალ!

სწრაფა წამოხტა ფეხზე დემეტრე. უტას წინააღმდეგობა არ გაუწევია მხარზე ხელი მოკიდა და კარებისკენ მიუთითა. ბავშვმა მანქანის გასაღები გამოართვა და სირბილით წავიდა გასასვლელისკენ.

-იცოდე გგრძნობ, შენს თითოეულ ცრემლს ვგრძნობ!_ნატასკენ ონდავ დაიხარა და საფეთქელზე ხმაურით აკოცა.

ვინაიდან და რადგანაც ანაბელი პატარაა და ადვილად იღლება უტამ გადაწყვიტა რომ ბაღის მიდებარე ტერიტორიებზე უნდა მოეძებნა, ასევე ბაღთან ახლომდებარე სასერინო ტყე პარკში, სადაც ნატას ხშირად დაყავს ანაბელი. დემეტრე დაძაბული დასდევდა მამას და თითოეულ ბუჩს დაკვირვებით ათვალიერებდა, იცის როგორი ცელქი და მოუსვენარია ანაბელი და ისიც იცის მამის და ძმის დანახვისას სად იმალება ხოლმე.

-მაა, ბაღის უკან პატარა შენობა რომ არის, მანდ უყვარდა ხოლმე თამაში. რამდენჯერმე მე და დედა რომ მივედით სულ იქ იყო. _მოულოდნელად თითქოს გონება გაუნათდაო ბავშვს, ხმამაღლა წამოიძახა და ბაღისკენ გაიშვირა თითი.

უტამ ბაღის შენობას გახედა, მერე შვილს და მასთან ერთად ბაღის ეზოსკენ დაიძრა.

>>>
-საძაგელი და მაიმუნი გოგო ხარ!_შეშინებული და ამავდროულად გახარებული ეფერებოდა დემეტრე დას და სიცივისგან აწითლებულ ლოყებს უკოცნიდა.

-დემე, დედა ხომ არ გამტყიპავს?_ქვედა ტუჩი სასაცილოდ დაბრიცა და ძმას შემოეხვია.

-არა, დედა არ გაგტყიპავს, მაგრამ დედას რომ ნახავ ბოდიში მოუხადე, ასე რომ ანერვიულე!

უტა ნატას ესაუბრებოდა ტელეფონზე და ატირებულს უხსნიდა რომ სანერვიულო აღარაფერია და ბავშვი კარგად არის. თან ქალის ისტერიკებზე ღიმილს ვერ იაკვებდა, საშინლად მოსწონს ატირებული ნატას ყურება. მარტო იმ ცრემლების გაბრაზებულს და წყობიდან გამოსულს რომ ცვივა ხოლმე, თორემ ნატას რომ რაღაცა ტკივა და ტირის უტა კონტროლს და თავს კარგავს!

-დამალაპარაკე, ხმა მინდა რომ გავიგონო.

-ბელი, დედას დაელაპარაკე. _უკანა სავარძელზე მოკალათებულ შვილს ტელეფონი მიაწოდა და ცხვირზე თითები მოუჭირა. _ცელქი გოგო!_სიცილით დატუქსა და დემეტრეს თვალი ჩაუკრა. რა თქმა უნდა ანაბელის ეს საქციელი განხილვის გარეშე არ ჩაივლიდა, მაგრამ ბავშვმა ცოტახანი უნდა დაისვენოს, აზრზე მოვიდეს და მერე, როცა უტა შეატყობს რომ საუბრისთვის მზად არის დაელაპარაკება და გაიგებს რატომ იმალებოდა ნანგრევებში. 

-დე, ანაბელ, დე, როგორ ხარ?_აზლუქუნებულმა ჩაყვირა.

-დე, რა გატირებს... მარტო მციოდა და ახლა მამიკომ მანქანაში გამათბო._გაკვირვებულმა გადახედა ძმას და მხრები აიჩეჩა. ვერ ხვდებოდა რატომ ტიროდა ასე განწირული ნატა.

-ხო, დე, რომ მოხვალ ისე მაგრად ჩაგეხუტები!

-მამიკო უკვე ჩამეხუტა მაგრად, შენ ვერ აჯობებ._სიცილით გააჯავრა და მამაზე გადარეულმა უტას გადახედა.

ყველა ყოველთვის აფიქსირებდა ანაბელის და უტას დამოკიდებულებას. ბავშვს საშინლად, შეიძლება ითქვას ზომაზე მეტადაც კი უყვარდა უტა... იმდენად იყო მასზე მიჯაჭვული, რომ ზოგჯერ ნატა სერიოზულად ეჭვიანობდა უტაზე და ბევრჯერ ამის გამო კამათიც კი მოსვლიათ.
მიუხედავად იმისა, რომ უტაზე გიჟდება ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ მამიკოს გოგოა და მამა ზედმეტად ათამამებს. პირიქით ხშირად ზომაზე მკაცრია, მაგრამ ანაბელს მისი მაინც არ ეშინია, ეხუმრება ხოლმე “ბიბი უფრო მაშინებსო.”
დემეტრე სულ სხვა განზომილებაა, დემეტრე უკვე ჩამოყალიბებული, საღად მოაზროვნე ადამიანია, ვისი იმედიც უტას ყოველთვის აქვს. დემეტრე არსებობის შესახებ რომ გაიგო იმ დღიდან მოყოლებული ზუსტად იცოდა რომ ეს ბავშვი მისი ცხოვრების მიზანი იქნებოდა! ყოველთვის ზუსტად იცოდა რა უნდოდათ მის შვილებს, როგორ სიტუაციაში როგორი საუბარი ჭრის მათთან.
სულ თავისუფლად გაზვიადებების გარეშე შემიძლია ვთქვა რომ უტა იდეალური მამა,ქმარი და მეოჯახეა! მიუხედავად ხასიათებისა, რომელსაც ვერცერთმა ოჯახის წევრმა ვერაფერი ვერ მოუხერხა.

სახლის კარების შეღება და ორსართულიანი შენობის კივილით გაყრუება ერთი იყო. უტამ გაფართოვებული თვალებით გადახედა თითქმის სავსე მისაღებს. ყველა გავაშელებთან იყო, ნაცნობი, უცნობი თუ უბრალო ახლობელი, სულ ყველა! და მერე ამას დამატებული მათი შვილები.

ანაბელი მთელი საღამო ნატას კალთაში იყო მოკალათებული, მართალია მამასთან უნდოდა, მაგრამ ნატამ დატუქსა ბევრი ვინერვიულე და ჩემთან ყოფნით გსჯიო. დემეტრე და მარიამი აივანზე ისხდნენ, პლედში გახვეულები და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას უყურებდნენ, თან სკოლაში მომხდარ ამბებზე საუბრობდნენ.

-დემე, ასე ძალიან რატომ გავხარ უტა ძიას?_მოულოდნელად სულ სხვა თემაზე გადაიტანა მარიამმა საუბარი, თან ცალი თვალი მისაღებისკენ გააპარა და უტას დააკვირდა. გავაშელმა მარიამის მზერას გააყოლა თვალი და მამამისის დანახვისას კმაყოფილს გაეღიმა.

-როგორ ვგავარ ვიზუალურად თუ?_გადასამოწმებლად კითხა და გაუცინა.

-ვიზუალურადაც, მაგრამ ხასიათებითაც ძალიან გავხარ... თითქოს პატარა უტა ძია ხარ. _კისკისით ჩაილაპარაკა და თავი მხარზე ჩამოადო.

-მადლობა!_გაბადრულმა ჩაილაპარაკა და თვალები დახუჭა.

-მადლობას რატომ მიხდი?-თავი ოდნავ წამოყო და გაკივრვებულმა კითხა.

-იმიტომ, რომ ჩემზე ბედნიერი არავინაა მამაჩემს და ჩემს შორის მსგავსებებს რომ ამჩნევენ ხოლმე.

-ჰო, მაგრამ იცოდე მიყვარხარ რომ არ მითხრა მოგკლავ!_წარბწელმა გააფრთხილა და თითი დაუქნია.

-ხომ იცი რომ მართლა ძალიან მიყვარხარ და ბევრჯერ გამეორებას რა აზრი აქვს. _დიდი კაცივით აუხსნა სიტუაცია და თავი ისევ მხარზე დაადებინა.

>>>

-ოო, მე ასე გაგრძელება აღარ შემიძლია. _უკმაყოფილო სახით ჩაილაპარაკა ელენემ და ყავა მოსვა.

-რა მოხდა?_სიცილით კითხა ნატამ და ნაცხვარი თეფშზე დადო.

-რა მოხდა კი არა, ბოლოს ქმრებთან ერთად როდის ვიყავით ქალაქიდან გასულები?

-ჰოო, ეგ მართლა დიდი ხნის წინ იყო._ტუჩები გადაატრიალა გავაშელის ქალმა და სკამზე მოკალათდა. _მაგრამ რა ქნან არ სცალიათ და მოკალი თუ გინდა. _მხრები აიჩეჩა და გაიცინა.

-გავიგე ბატონო, მაგრამ ერთი დღე ჩვენთვისაც გამონახონ._ახლა ბელა აყვა.

-არ ვიცი, მე მაგალითად ლადოს დაღლილს რომ ვხედავ სულ არ მინდა დასვენება... ისეთი სახე აქვს ტირილს მოგანდომებს._ ქმრის ამბით შეწუხებულმა ეკამ გოგონებთან დაიწუწუნა.

-იგივე შემიძლია გიგიშაზეც ვთქვა, ნორმალურად ბავშვსაც ვერ ეფერება ხოლმე. _გაბერილმა მიამ მესამე ნაჭერ ნამცხვარს დაასო ჩანგალი.

>>>
როგორც კი დემეტრე და ანაბელი დააწვინა დაღლილი პირდაპირ საძინებლისკენ გაეშურა. უტამ არ დამელოდო მე ცოტახანი დამაგვიანდება და დაიძინეო, მაგრამ რა დააძინებს. გამორიცხულია თვალი მოხუჭოს თუ არ დარწმუნდა რომ უტა ჯანმრთელი და საღსალამათი დაბრუნდა სახლში. თანაც განსაკუთრებული სირპრიზი აქვს ქმრისთვის და ახლა ძილი დიდი ცოდვა იქნება, როგორც ოჯახის ასევე დაღლილი ქმრის წინაშე. ახლადშეძენილი პენუარი საწოლზე ლამაზად გადაფინა და კმაყოფილი დააჩერდა.

-მე მგონი ეს ყველაზე კარგი ფერი იყო._ნიკაპზე საჩვენებელი თითი მიიდო და თვალები მოჭუტა. _კი, ეს ყველაზე ლამაზი და სექსუალური ფერია, თანაც მერე უტას შავზე როგორი რეაქციები აქვს. _სიცილით გაიხსენა ქმრის გმირობები და თვალები დახუჭა.

სექსუალურად გამოწყობილი ნატა ფანჯარასთან იდგა და ქმრის გამოჩენას ელოდებოდა. მოპირაპირე ქუჩაზე სინათლის დანახვისას გახარებული შეკუნტრუშდა და ტაში შემოკრა. გაბადრული სახით შეწვა საწოლში და თითები ერთმანეთში ახლართა. უტა გვიან ღამე არ ჭამს და შესაბამისად არც ნატას უწევს ღამის 11 საათზე მაგიდების შლა და ლაგება. ქმრის ეს თვისება ზედმეტად მოსწონს, უტა რომ ასე არ იქცეოდეს სიურპრიზებიც არ გამოუვიდოდა. აბა როგორია გადი პენიუარით სუფრა გაუშალე და მერე საწოლში შეწვე იგივე პენუარით... არა! არა! და არა! ღიმილით დახუჭა თვალები და ოთახის კარების ხმას დაელოდა. “ერთი, ორი, საა...სააა...სააამ...სააააამმმმმ...” თავიდან ღიმილით წელავდა, მერე ცალი თვალი გაახილა და ოთახის კარებს წარბაწეულმა გადახედა. “სააააამმმ” ისეთი ხმა ქონდა ‘უტა, ოცოდე ბოლო შანს გაძლევო.” და კარები გაიღო. გავაშელმა კომპიუტერის ჩანთა იქვე გარდერობთან დადო და სინათლის ჩამრთველისკენ წაიღო ხელი.

-შუქი არ აანთო თორემ სიურპრიზს ჩამიშლი.

ვნებიანი, დახშული ხმით ჩაილაპარაკა ნატამ და საწოლზე მუხლებით დადგა. უტას ხმით გაეღიმა, პიჯაკი სწრაფად გაიხადა და მთვარის შუქზე არეკლილი სილუეტისკენ წავიდა. სწრაფად მოხვია ცალი ხელი წელზე, ისე რომ საწოლს არც კი შეხებია და ცეცხლივით აალებული ქალი სხეულზე მიიკრა. უტამ მხრებზე დაყრილი ხვეული თმები უკან გადაუყარა და მოშიშვლებულ მხრებზე ცივი ტუჩები შეახო. ნატას სიამოვნების ელექტროდენებმა დაუარა მთელ ტანში. რა ქნას, მართალია რვა წელი გავიდა, მაგრამ ამ კაცთან ასეთ დროს თავის კონტროლი ვერაფრით ვერ ისწავლა... და ფიქრობს რომ ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ უტა არ იცვლება და არც ნატას ეცვლება ვნებამორეული ქმრისადმი დამოკიდებულება. საბოლოო ჯამში გამოვიდა ისე რომ ნატამ კი არა უტამ გაუკეთა შავ, სექსუალურ პენუარში გამოწყობილ ცოლს სიურპრიზი და კიდევ ერთი დაუვიწყარი ღამის ჩუქების პირობა დაუდო. ნატამ ბაგეებგახსნილმა გადააკონწიალა თავი უკან და მოღეღილ გულ-მკერდზე ბატონობის უფლება მისცა გავაშელს. უტამ თავისუფალი ხელით პერანგის ღილები შეიხსნა და მოშიშვლებულ სხეულზე კიდევ უფრო, მძლავრად აიკრა ცოლი.

-ჩემი ცეცხლოვანი პანტერა!_დამცინავი ხმით ჩასჩურჩულა უტამ და საწოლზე ოდნავ უხეშად გადააწვინა.

-გამოვფხიზლდები და მოგივლი!_გაბრაზებული დაემუქრა ქმარს და გახსნილი პერანგის გვერდებით დაქაჩა დაბლა.

გავაშელმა მოშიშვლებულ ფეხზე ნელა დაუსვა თითები, თან ცალი თვალით ნატას სახის მიმიკებს აკვირდებოდა. ასეთ დროს განსაკუთრებით ხალისობს გონდაკარგული ცოლის ყურებით. ხვდება რომ ნატაში მისი თითოეული ქმედება ქარიშხალს იწვევს და სიამოვნებს! მზერა მთლიანად ნატას მოღეღილ მკერდზე გადაიტანა... მზერა და ტუჩები!

>>>
დილით ჩიტების ჭიკჭიკმა გააღვიძა, ცალი თვალი ზანტად გაახილა და ზამთრის მიწურულს, სამშობლოში დაბრუნებულ ჩიტებს შუბლშეჭმუხნული მიესალმა. ფრთხილად მიატრიალა თავი ქმრისკენ და მძინარეს ღიმილით მიაჩერდა.

-უტა..._ხმადაბლა ჩასჩურჩულა და თითებით მამაკაცის მოშიშვლებულ მკერდზე დაიწყო ფიგურების მოკატვა._უტა._ოდნავ გაებუსხა ხმა.

-ნატა, შაბათია და დავიძინოთ, რა!_თხოვნა კი არა ბრძანება უფრო იყო.

-ოოო, კარგი რა, ძლივს შაბათ დღეს სახლში ხარ და სადმე გავიდეთ. _მუდარით ჩაილაპარაკა და საწოლზე წამოჯდა.

-ხვალაც ხომ სახლში ვარ და ხვალ წავიდეთ!_სწრაფად მოხვია ხელი წელზე და ზემოდან დაიწვინა. ნატამ თმები სახეზე მოუსვა და ტუჩები დაბრიცა.

-იცოდე ანაბელს ვეტყვი, ხომ იცი, მერე მაინც მოგიწევს ადგომა. _პატარა, კიკინებიანი და ენატლიკინა შვილით დაემუქრა და ნიშნის მოგებით დახედა ცალთვალგახელილს. უტამ შუბლი შეკრა და ღრმად ამოიხვნეშა.

-გათენდაა!_პატარა გაწრიპულმა არსებამ კივილით შეგლიჯა მშობლების ოთახის კარი და მამას სხულზე გაწოლილ დედას გაკვირვებულმა გადახედა. _დედა, ცოდოა, მძიმე ხარ!_შეწუხებულმა უსაყვედურა უტაზე მოკალათებულ ნატას. ქალი სწრაფად გადაწვა მეორე მხარეს, შავი პერანგის ბრეტელი შეისწორა და შვილს გადახედა._აბა, მე რომ მითხარი მარტო შენ დაგიწვენ და დაგაძინებო!_მამამის გადახედა გაბუსხულმა.

-მერე და ვინ გითხრა რომ დედას ვაძინებდი?_სიცილით კითხა გაბუსხულ შვილს.

-უტა!_ნატამ მკლავზე ხელი თვალებდაქაჩულმა მისცხო და ფეხზე წამოდგა. _ხუმრობს დე, მამა... უბრალოდ ვამოწმებდით თუ გამიძლებდა._სიცილით იმართლა თავი, შვილს აბურდული თმები უარესად აუბრუდა და კარებისკენ წავიდა.

ანაბელმა ეჭვით აათვალიერ-ჩაათვალიერა მშობლები და საჯდომის ქნევით წავიდა საწოლისკენ.

-ამომსვი!_უბრძანა მამას და ხელები საწოლზე დაატყაპუნა. უტამ ღიმილით გააქნია თავი ხელები იღლიაში ამოსდო და საწოლზე დააწვინა. ანაბელი უსიტყვოდ აცოცდა მამამისის სხეულზე და გულ-მკერდზე დაადო თავი. _იცოდე მეორედ აღარ დაიწვინო!_თითის ქნებით გააფრთხილა პატარა ეჭვის ბუკეტმა და კმაყოფილმა დახუჭა თვალები.

>>>
-დღეს რა გეგმები გაქვს?_ჩაის ფინჯანი დაუდო დემეს და ინტერესით კითხა.

-დღეს ვარჯიში არ მაქვს და მთელი დღე სახლში ვარ.

-კარგია, მაშინ მამას ვუთხრათ და სადმე გავიდეთ..._ეშმაკური ხმით შეაპარა შვილებს და უტას ცალი თვალით გადახედა. გავაშელმა თავი გააქნია და ყავა მოსვა.

-კარგი, მოილაპარაკეთ სად გინდათ და წავიდეთ. _ბოლოს დანებდა და ფეხზე წამოდგა.

-ჩვენებთან რომ ავიდეთ კოჯორში?

-ჩვენებთან ბელა და ნიკო აპირებდნენ ასვლას.

-ოო, მაშინ ორი დღით კახეთში წავიდეთ.

-ნატა, სადმე ახლოს რომ წავიდეთ არა?!

-უტა, გთხოვ. _ვნებიანი ღიმილი აჩუქა ქმარს და ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა.

-კარგი, მიდით ჩაბარგდით და ერთ საათში გავიდეთ! იცოდეთ ერთ საათში თუ არ იქნებით მზად ვრჩებით!_კატეგორიული ტონით დაემუქრა ოჯახის წევრებს და სამზარეულოდან გავიდა.

-სწრაფად!_ტაშის კვირთ წამოყარა ფეხზე ბავშვები და კიბეებისკენ გააქცუნა.

-დედა, კოპლებიანი კაბა ჩავდო თუ ჩავიცვა?_ბოლო საფეხურზე დადგა ანაბელი და ხელებგაშლილმა კითხა.

-გზაში შეგაწუხებს დე, თანაც მაგის სეზონი არ არის თბილად ჩაიცვი, ცივა იქ. _გაბურცულ ტაკოზე მისცხო ხელი და ოთახში შეაგდო.

-ოოო, მამიკოს მანქანაში სულ ცხელა. _უკმაყოფილო ხმით შეწინააღმდეგა,

-ანაბელ, დე, ცივა იქ და უნდა ჩაიცვა თბილად, თორემ მამიკო გაბრაზება!

-ჰო კარგი. მაშინ მოტკუცულ შარვალს ჩავიცმევ.

-კარგი, მიდი ჩაიცვი მე მანამდე შენს ნივთებს ჩავალაგებ. _სიცილით გააქნია თავი და მეტიჩარა შვილს ლოყაზე აკოცა.

-დე, დემეს უთხარი თავისი ლურჯი პერანგი მათხოვოს, რა._მოტკეცილ შარვალში და წელს ზევით შიშველი გამოტანტალდა პატარა გასახდელიდან და წინ აესვეტა.

-დე, დემეს პერანგი დიდი გექნება.

-ოოო, გემუდარები.

-მიდი შენ თხოვე და მოგცემს.

-დემეე...

>>>
-ყველაფერი მოგაქვთ?_მანქანა მოათვალიერა უტამ.

-კი, ყველაფერი ჩავალაგეთ._თავი დაუქნია ნატამ და ბავშვებს გადახედა.

-ბელი, მა, ეგ რა გაცვია?! _როგორც კი დუტის ჟილეტი გაიხადა ანაბელმა სიცილით კითხა უტამ და დაკივრვებით აათვალიერ-ჩაათვალიერა დემეს დიდი პერანგში გამოწყობილი შვილი.

-ხომ მიხდება? დემემ თქვა ციგნის ბავშვს გავხარო. _ისეთმა გახარებულმა უთხრა მამას დემეს სიტყვები, დარწმუნებული ვარ წარმოდგენაც არ აქვს ძმამ რა იგულისხმა. უტამ სიცილით გადახედა აფხუკუნებულ უფროს შვილს, თავი გააქნია და მანქანა დაქოქა.

-რატომ იმსგავსებ ამ ბავშვებს შენ?_მოჩვენებითი სიბრაზით კითხა ცოლს.

-ძალიან გთხოვ დემეზე მაინც ნუ იძახი მაგას!

>>>

-ბელი, მა._ხმადაბლა ჩასჩურჩულა უკანა სავარძელზე გაშოტილ შვილს. ანაბელმა ზმუილით აიქნია ხელი და მშვიდად ძილი განაგრძო. უტამ ღიმილით გადაუწია სახეზე ჩამოყრილი თმები და ფრთხილად აიყვანა ხელში. _შედით თქვენ და ბარგს მერე ამოვიტან. _თავით სასტუმროს კარებისკენ მიანიშნა.

-ფეისბუქზე ამ სასტუმროს სურათი ვნახე, ზამთარში იყო გადაღებული, იცი რა მაგარია?_სასტურმოს თვალიერებით გართულ დედას გადაულაპარაკა დემემ და როიალ ბატონი კიდევ ერთხელ, ახლა უკვე ახლოდან შეათვალიერა.

-შუა დღე მშვიდობისა, რით შემიძლია დაგეხამროთ?_როგორც კი სასტუმროში შეადგეს ფეხი საიდანღაც, მოულოდნელად ოფიციალურ ფორმაში გამოწყობილი ბიჭი გამოხტა. ნატამ თვალებმოჭუტულმა გადახედა ახალგაზრდა ბიჭს და უტას მიუტრიალდა.

-საოჯახო ნომერი გვაქვს დაჯავშნული. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა და მძინარე შვილს დახედა.

-ახლავე, აქ დამელოდეთ.

>>>
მგზავრობით დაღლილი ანაბელს მიუწვა გვერდით და ერთი საათით წაძინება გადაწყვიტა. უფროსი შვილი და მამა კი ტერასაზე გაუშვა სუფთა ჰაერის ჩასასუნთქათ. იფიქრა ანაბელს გავაღვიძე და ჩვენც წავალთო, მაგრამ გაღვიძებული ანაბელს ხასიათი მტრისას, შეიძლება ფეხით ჩაიყვანოს თბილისამდე ბარგ აკიდებული დედ-მამა.
მართალია ხშირად ოჯახი ვერ გადის ქალაქ გარეთ, თუ არ ჩავთვლით ზაფხულის შვებულებას, მაგრამ როცა თავისუფალი დრო აქვს უტას ყოველთვის ახერხებენ ერთი-ორი დღით სადმე წასვლას... თუ რა თქმა უნდა გავაშელი არ იმიზეზებს რომ დაღლილია და დასვენება უნდა.
პატარა თითების ტყაპუნმა გამოაფხიზლა, ზანტად გაახილა თვალები და მოცინარ შვილს ახედა.

-დე, გავიდეთ გარეთ, რა. _მუდარით გამოიწელა ყელი და თვალები ააფახუნა.

-გამოვფხიზლდე ცოტა, დე და გავიდეთ.

>>>
-ბიბი არ უნდა დაგვეტოვებინა. _უკმაყოფილო სახით გადახეა ქმარს და ცხელი ყავა მოსვა.

-ნატა, აქ ბიბისთვის მედია თუ ანაბელისთვის?_შუბლი შეკრა გავაშელმა და მობუზულ ცოლს ისე გადახედა.

-ხო, მაგრამ...

-თანაც ბიბის ხვალ აცრა უწევს და ვერ გავუცდენდით. _სწრაფად მოძენა მიზეზი და თვალი ჩაუკრა.

>>>
მიუხედავად ბედნიერი და შესანიშნავი ოჯახისა ზოგჯერ მაინც ეფიქრება უტას და მის ურთიერთობაზე. ურთიერთობაზე რომელიც დოდოს ბარიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. ზოგჯერ გონია რომ გავაშელს მარტო თავისი ჟინის დასაკმაყოფილებლად არ სჭირდებოდა... გონია რომ ამ ყველაფრის უკან რაღაცა იმალება... მაგრამ არ ცდილობს ამის აღმოჩენას, არ უნდა ძველი პრობლემები მოახვიოს ახლანდელ ოჯახს და ურთიერთობა დაძაბოს. ურჩევნია ყველაფერი ისე იყოს როგორც არის, ნატასთვის მთავარია რომ უტა ყავს გვერდით და რაში აინტერესებს რა მოხდა 9 წლის წინ.

აუზთან სავარძელში მოკალათებული უყურებდა არაჩვეულებრივ ხედს და ბუნებით ტკბებოდა, იქ სადღაც კუთხიდან შვილების ბედნიერი ხმები ისმოდა და ბედნიერი იყო! ბედნიერი იყო იმით რაც მის თავს ხდებოდა.

ანაბელი რომ დაიბადა უტამ სულ ძალით გააგრძელებინა სწავლა. ძალიან კარგ და პერსპექტიულ კოლეჯში ჩააბარებინა და 3 წელი ასწავლა. რამდენჯერმე კი სცადა იქიდან გამოქცევა, “ანაბელს ვერ ვაქცევ სათანადო ყურადღებას”- მიზეზებით, მაგრამ უტამ საშუალება არ მისცა სწავლა შუა გზაში მიეტოვებინა. ისედაც ძალიან ნიჭიეირი და ჭკვიანი ქალია, ბავშვთა სახლშიც კარგად სწავლობდა, მათემატიკას განსაკუთრებით. უბრალოდ იქ მიღებული ცოდნა “ცოდნად” არ ითვლება და ამიტომ მოუწია დამატებითი კურსების გავლა.
უტასთანაც იმუშავა რამდენიმე თვე, მაგრამ მერე იქიდანაც წამოვიდა და საკუთარი გადაწყვეტილებით დაჯდა სახლში ბავშვების და ოჯახისთვის. ზოგჯერ გავაშელის თხოვნით ქმრის ფირმის ოფიციალურ დოკუმენტებს ნატა ხელმძღვანელობს, მაგრამ ეს არასტაბილური სამუშაოა, ზოგჯერ არის ზოგჯერ არა.
ხანდახან ეკასთან მიდის და ესკიზების შექმნაში ეხამრება, ან სახლში აკეთებს ესკიზებს და კომპიუტერით უგზავნის. ერთი სიტყვით თავისუფალი დრო იშვიათად აქვს.

-ტყეში ხომ არ გავისეირნოთ?_ზურგს უკან უტას ხმა მოესმა. სწრაფად მიატრიალა თავი და სავარძელთან ასვეტილ მამაკაცს გაუღიმა. გავაშელი ოდნავ დაიხარა ქალისკენ და ბაგეებზე ვნებიანად აკოცა.

-გავისეირნოთ, მაგრამ ჯერ ვჭამოთ, თორემ დილის მერე ლუკმა არ ჩაუდიათ პირში. _აუზთან მოთამაშე შვილებს გადახედა ნატამ და ფეხზე წამოდგა._ბავშვებო, წავედით.

-სად მივდივართ?_პირველი ანაბელი წამოხტა ფეხზე და მამამისისკენ გაიქცა.

-ჯერ ვისადილოთ და მერე ტყეში გავისეირნოთ.

-მერე ტყეში მგელი და დათვი რომ შეგვხვდეს?_შეშინებულმა დაქაჩა თვალები და უტას მარჯვენა ფეხს შემოეხვია.

-რა უნდა აქ მგელს და დათვს, მაა?_ღიმილით კითხა შვილს და ხელში აიყვანა.

-ჩემი ბაღის მასწავლებელი ამბობს ყველა ტყეს ყავს თავისი მგელი და დათვიო. _ჩურჩულით ჩაილაპარაკა ბავშვმა და თავი მხარზე დაადო.

უტამ და ნატამ ერთდროულად გადახედეს ერთმანეთს, ქალმა უკმაყოფილოდ გააქნია თავი და შესასვლელისკენ წავიდა.

-ეგ მასწავლებელი ამ ბავშვს ჭკუიდან გადაიყვანს.

>>>
-თამაზ, ხომ იცი ეგ საქმე რომ არ გამოვიდეს სერიოზული პრობლემები შეგვექმნება. _აივნის კარებთან იდგა და დაძაბული ესაუბრებოდა კომპანიის ბუღალტერს. _არ ვიცი, ორშაბათს გაფორმებული და ხელმოწერილი დამახვედრე ყველა საჭირო დოკუმენტი!_ბრძანება გასცა და ტელეფონი გათიშა.
-მოხდა რამე, ხომ ყველაფერი კარგადაა?

-მოხდა, მაგრამ ახლა მაგის დრო არ არის... აქ დასასვენებლად ვართ ჩამოსულები!_თვალი ჩაუკრა წელზე ხელი მოხვია და საწოლზე ჩამოსკუპებულ შვილებს გადახედა._წავედით.

როგორც კი ოთახიდან გავიდნენ ნაცნობი და ზედმეტად არასასიამოვნო სილუეტი შეეჩეხა ოჯახს... ნატამ დაფეთებულმა გადახედა ჯერ ალექსანდრეს და მერე ყბებდაჭიმულ უტას, რომელმაც რა თქმა უნდა წლების წინ მოშორებული მეტოქე იცნო და ძალიან არ ესიამოვნა!

ანერვიულებულმა მოუჭირა თითები უტას და დაძაბული ღიმილით მიანიშნა რომ უნდა წასულიყვნენ. გავაშელს აზრადაც არ მოსვლია აყალმაყალის მოწყობა და შვილების დაფეთება, თანაც არ უნდა ალექსანდრეს აგრძნობინოს რომ მისი გამოჩენით მის ოჯახში რამე შეიძლება შეიცვალოს. ორივემ კარგად იცის რომ ალექსანდრე ისეთივე არაფრის მაქნისია როგორც ბიბი მეზობლის ძაღლთან ყეფის დროს.
გავაშელმა შუბლშეკრულმა გადახედა ოდნავ შეშინებულ ალექსანდრეს და ნელი ნაბიჯებით გააგრძელა გზა. დამფრთხალი ალექსანდრეს ნახვა მეტად ესიამოვნა ე.ი. ახსლოვს რაც დაემართა ბიტის და ხელების ტრიალის გამო, შესაბამისად იგივეს ვეღარ გაბედავს და ვეღარც უტას ოჯახს გაეკარება ახლოს... გაეკარება და არ არის გამორიცხული საწყობში მომხდარი “ინციდენტი” სანატრი გაუხდეს.

-ალექსანდრე რომ დავინახე ამაკანკალა. _როგორც კი ბავშვები კოკა-კოლის საყიდლად წავიდნენ, სიმწრის სიცილით დაიწყო საუბარი ნატამ.

უტას აშკარად არ ესიამოვნა ცოლის სიტყვები და ცალი წარბი გაბრაზებულმა აზიდა მაღლა. იმნაძე მიხვდა რამაც გამოიწვია ქმრის რეაქცია და ქვედა ტუჩი მოიკვნიტა.

-და ალექსანდრეს ნახვა რატომ იწვევს შენში კანკალს?_ირონიული ხმით კითხა და ყბები დაჭიმა.

-ახლა არ მითხრა ალექსანდრეზე უნდა ვიეჭვიანოო!_სიცილი ვერ შეიკავა ნატამ და ბოლო ხმაზე გადაიკისკისა.

-ნატა, მე არ მეცინება!_ცივი ხმით გააწყვეტინა გულიანი სიცილი და შუბლი უარეად შეჭმუხნა. იმნაძე სწრაფად დასერიოზულდა და თითები ერთმანეთში ახლართა.

-აბა რა კითხვებს მისვამ? ამაკანკალა იმიტომ, რომ გამახსენდა 9 წლის წინ მომხდარი ამბავი... გიკვირს?_ნატასაც გაუცივდა ხმა და მზერა ბავშვებზე გადაიტანა.

-როცა გელაპარაკები რა უნდა გააკეთო?

-შენ უნდა გიყურო. _ღიმილშეპარული ხმით დაასრულა და უტას მიუტრიალდა. _ძალიან გთხოვ არ გვინდა ალექსანდრეს გამო კამათი._მუდარით ჩაიჩურჩულა და ლოყაზე აკოცა. გავაშელმა ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა და მაგიდისკენ გამოქცეულ შვილებს გახედა.

-ხომ გითხარით ცივი არ იყიდოთ-მეთქი?_წარბწეულმა გადახედა შვილებს.

-მარტო მაცივარში ქონდათ._დამნაშავესავით ჩაიჩურჩულა დემემ. უტას ისევ გაეღიმა და სკამზე ნახევრად აფოფხებულ ანაბელს საჯდომზე მიკიდა ხელი და კომფორტულად დაჯდომაში დაეხმარა.

-უფ, ვერ ვწვდებოდი. _პატარა ქალივით ამოიხვნეშა და საწრუპს დაეტაკა.

-დედა, ფრთხილად._თვალთან მიტანილი საწრუპი უკან დააბრუნებინა ნატამ. _ამ ბავშვების სუფთა ჰაერზე გამოყვანა არ შეიძლება, იმ წამსვე გიჟდებიან. _თავი გააქნია და ცხელი შოკოლადი მოსვა. _უცებ დალიეთ და წავიდეთ, თორემ მალე დაგვიღამდება და დიდიხანი ვერ გავჩერდებით.

>>>
მიუხედავად უტასთან დადებული პირობის და თხოვნისა მაინც ეფიქრებოდა ალექსანდრეზე. ამდენი წლის შემდეგ სულ შემთხევით თბილისიდან ასე შორს მათი შეხვედრა ზედმეტად ეუცნაურება... არა, ზოგადად დამთხვევების სჯერა, მაგრამ რატომღაც ახლა ფიქრობს რომ საქმე რაღაცაშია. თუმცა იმ აზრსაც არ უშვებს შორს რომ ალექსანდრე მართლა შემთხვევით აღმოჩნდა როიალ ბატონში, თანაც ამდენი წლის შემდეგ ისევ ნატაზე ფიქორბდეს, სისულელეა!ვინ იცის ოჯახი ყავს და ისიც თავისუფალი დროის ნორმალურად გატარებას გეგმავს.
ტყეში სეირნობისას რა თქმა უნდა “ანაბელ ფრთხილად, ანაბელ იცოდე უკან მივბრუნდებით, ანაბელ ბოტები რომ გაცვია იმას არ ნიშნავს რომ ყველა გუბეში ჩახტე_ს.” გარდა არაფერი არ ისმოდა.
უტა და დემეტრე ბუნებაზე საუბრობდნენ და უახლოეს მომავალში სანადიროდ წასვლას გეგმავდნენ, თანაც ისე რომ ცხოველს და ფრინველს არ მოკლავდნენ.

-თუ არაფერი მოკალით ეგ რა ნადირობა გამოვა?_სიცილით კითხა ნატამ.

-ნადირობის სეზონი ჯერ არ არის გახსნილი, უბრალოდ დემეტრეს რაღაცებს ვასწავლი. _თვალი ჩაუკრა და ანიშნა ბავშვს მიხედეო.

>>>
-უკვე დაიძინეს?_გაკვირვებულმა გადახედა ცოლს.

-როგორც კი ბალიშზე დადეს თავი იმ წამსვე... მთელი დღე სირბილში გაატარეს. _მთქნარებით ჩაილაპარაკა და ქმრის კალთაში კომფროტულად მოკალათდა. _შენ რას აკეთებ?_ლეპტოპის ეკრანს წამით გახედა და მზერა ისევ ქმრის ოდნავ წამოზრდილ წვერზე გადაიტანა.

-გიგიშამ რაღაცა ფოლდერები გამომიგზავნა და ვამოწმებ. შენ არ გეძინება?_ნიკაპზე აკოცა და კბილები მსუბუქად მოსდო. ნატამ განაბულმა დახუჭა თვალები და თავი მხარზე დაადო.

-ნტ, მე არ მეძინება. _ეშმაკურად გააქნია თავი და თითებით მაისურის საყელოზე წაეთამაშა.

-ხომ იცი ახლა შენზე მეტად არავინ და არაფერი რომ არ მინდა, მაგრამ აქვე ახლოს ბავშვები არიან, თანაც ეს ფოლდერები დღესვე უკან თუ არ გადავუგზავნე, ხვალ უკვე დაგვიანდება. _შეპარვით ჩასჩურჩულა და თან მოღერილი გულ-მკერდი ნეტარედ დაუკოცნა.

-ნუღა მკოცნი მაინც!_გაბუტულმა ჩაიფრუტუნა და ფეხზე წამოხტა. _მე რესტორანში ჩავალ წვენს ამოვიტან და ამოვალ, შენ მანამდე დაამთავრე!_უბრძანა და სავარძლის სახელურზე გადაკიდებული მოსასხამი მოიცვა.

- ჩასვლა რა საჭიროა, დაურეკე და ამოგიტანენ. _გაკვირვებულმა გადახედა ცოლს.

-ოო, გავლა მინდა, თან აქ ჩუმად ვერ გავჩერდები, ხმას ამოვიღებ და უნდა მეჩხუბო ხელს მიშლიო, ამიტომ ჩავალ და ერთ 20 წუთში ამოვალ... ბავშვებმა თუ გაიღვიძეს დამირეკე. _ლოყაზე აკოცა და კარებისკენ წავიდა. _და კიდევ იმ შემთხვევაში დამირეკე თუ გადაიფიქრებ. _ვნებიანი ღიმილით გაისვა ენის წვერი ქვედა ტუჩზე და საჯდომის რხევით გაიხურა კარები.

ჯაკეტი მჭიდროდ შემოიჭირა ტანზე, ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და ნელი ნაბიჯებით წავიდა ხის დაკლაკნილი კიბეებისკენ. ზურგს უკან ნაბიჯების ხმა რომ გაიგონა, იფიქრა უტა გამომყვაო, მაგრამ ქმრის სურნელი რომ არ დატრიალდა ჰაერში მიხვდა რომ შეცდა და იმედგაცრუებული ჩავიდა ბოლო საფეხურზე. გეზი პირდაპირ რესტორნისკენ აიღო და ისევ კიბეებზე დაეშვა.

-ნატა. _საკუთარი სახელის გაგონებისთანავე გააკანკალა. დაძაბულმა გადააგორა ნერწყვი და ნელა მიატრიალა თავი უკან, მაგრამ არ გაჩერებულა და უსიტყვოდ გააგრძელა გზა. _ნატა. _ისევ გაიმეორა ხმამ.

-ალექსანდრე, ძალიან გთხოვ თავს ნუ აიტკებ და შემეშვი!_კატეგორიული ტონით მოსთხოვა და ბარისკენ წავიდა.

-უბრალოდ მოსალმება მინდა, რა იყო ქმარი გიშლის?_ცინიკური ხმით კითხა და წინ გადაუდგა. ნატამ გაბრაზებულმა გააღჭიალა კბილები და ბაგეები ერთმანეთს მაგრად დააჭირა.

-ჩემი ქმარი მარტო იმას მიშლის, რაც ჩემთვის საზიანოა და ხო... შენთან საუბარსაც მიშლის!_გაღიზიანებულმა ჩაიქირქილა და ბართან მდგარ ბიჭს გაუღიმა. _ფორთოხლის წვენი, ყინულით.

-არადა მახსოვს იყო დრო შენი ქმრის დანახვისას რომ გაკანკალებდა. _გესლი დააყოლა ნათქვამს.

-კიდევ ერთხელ ადამიანურად გიმეორებ -სხვა მხარეს წადი!

მშვიდი ხმით ჩაილაპარაკა და ფორთოხლის წვენი მოსვა. ცივმა წვენმა ცოტა დაამშვიდა და აღელვებაც ჩაცხრა, თანაც იმედი ქონდა რომ ალექსანდრე ამდენი ადამიანის თანდასწრებით ვერაფერს ვერ გაბედავდა... ან კი რა უნდა გებედა, როცა მეორე სართულზე უტაა.

-საღამო მშვიდობისა. _ზურგს უკან საყვარელი მამაკაცის მეტად ცივი ხმა მოესმა და გახარებულს გაეღიმა. ალექსანდრეს ნიშნის მოგებით ახედა და დაფეთებულს თვალი ჩაუკრა.

-საღამო მშვიდობისა. _ხმაშეცვლილმა ჩაილაპარაკა და ერთი სკამით მოშორებით ჩამოჯდა. უტამ ღრმად ამოიხვნეშა, თავი გააქნია და ნატას გვერდით დაიკავა ადგილი, თან ყბებს მაგრად აჭრდა ერთმანეთს.

-ბავშვები მარტო რატომ დატოვე?_ტუჩებდაბრეცილმა კითხა და ცალი წარბი მაღლა ასწია.

-დემეტრემ გაიღვიძა და მთხოვა ანანასის წვენი ამომიტანეო. ანაბელს მშვიდად სძინავს და ძმა ყარაულობს. _თვალი ჩაუკრა ნიკაპზე ორი თითი მოუჭირა, ქვედა ტუჩი ოდნავ დაბლა დაქაჩა და მოწყვეტით აკოცა. _აიღე რაც გინდა და ავიდეთ!

-ორი ბოთლი კოკა-კოლა.

ბოთლები გამოართვა და გასასვლელისკენ წავიდა. უტამ რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია, ალექსანდრეს გვერდით დადგა და ტუჩები ერთმანეთს მაგრად დააჭირა.

-ვხედავ გვერდები მოგიშუშდა! გინდა ძველი ცოდვები გაგახსენო?_ღრენით ჩაილაპარაკა და ცეცხლანთებული თვალებით მიაჩერდა. _როგორც გამოჩნდი ისე აორთქლდი, თორემ ხომ იცი, შენი ჰაერში გაფანტვა არ გამიჭირდება. _თვალი ჩაუკრა, მხარზე ხელი დაარტყა და ნატას აედევნა.

ნომრამდე ხმა არცერთს არ ამოუღია, ნატა წინ მიდიოდა და თან ქვედა ტუჩს აღელვებული იკვნეტდა. იცის როგორი ფიცხი ხასიათი აქვს თავის ქმარს, ისიც იცის უტა ალექსანდრეზე ეჭვიანობას რომ არ იკადრებს, მაგრამ მაინც ვერ არის თავისუფლად.

-რამე ხომ არ გითხრა?

კარებისკენ წაღებული ხელი დაუჭირა და აციმციმებულ თვალებში ჩააჩერდა. ნატამ ღიმილით გააქნია თავი, ფეხისწვერებზე აიწია და ბაგეებზე მოწყვეტით აკოცა, მერე კი ნომრის კარები შეაღო და დივანზე წამოკოტრიალებულ დემეტრეს გადახედა.

>>>
თბილისში დაბრუნება არ უნდოდა, მაგრამ ბიბი მოენატრა და თანაც სახლს დიდი ხნით ვერ ტოვებს, როცა იცის რომ მალე უნდა დაბრუნდეს. რამდენიმე დღეში დემეტრეს შეჯიბრი აქვს და იქაც წასასვლელია, ანაბელს გაზაფხულის ზეიმი აქვს ბაღში და კაბებზე მოუწევს სიარული. თან მერე გალეულს როგორი პრეტენზიები აქვს. “ამ კაბის ფერი არ მომწონს, ამას ბევრი ბრჭყვიალები აქვს, ეს კაბა ჩემი კანის ფერს არ მოუხდება.” ყველაფერს ზუსტად ისეთი თვალით უყურებს როგორც ნატა. ტანსაცმელს ძალიან დაკვირვებით არჩევს. როგორც კი ტანსაცმელებზე წარმოდგენა შეექმნა და საკუთარი გემოვნება ჩამოუყალიბდა, საკუთარი ხელით არჩევდა ტანისამოსს... საუბარი რომ დაიწყო ხომ საერთოდ, დილა ანაბელის წუწუნით და ბუზღუნით იწყება, მიუხედავად იმისა, რომ წინა ღამეს ნატა სპეციალურად ამზადებინებს ყველაფერს, დილით ბაღში რომ არ დააგვიანდეს.

-ძალიან ხომ არ გაგაბრაზა?_სიცილით კითხა მამამთილს და ძაღლი გულზე მიიხუტა. ბიბი აფორიაქებული, გახარებული და აცქმუტებული ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა და ფართხალებდა.

-არა, მაგრამ დღეს დილით უკვე მოწყენილი იყო.
>>>
-დაიღალე?_საწოლის კიდეზე ჩამომჯდარ ცოლს ზურგზე დაუსვა საჩვენებელი თითი და ხმადაბლა, ვნებიანი ხმით კითხა. ნატამ ღიმილით მიატრიალა თავი უკან, საწოლზე ოდნავ გადაწვა და თავი ქმრის მუცელს დაადო, ისე რომ ფეხები იატაკისთვის არ დაუშორებია.

-ძალიან, ასე მგონია რომ დავწვები ფეხზე ვეღარ ავდგები. _წაიწუწუნა როგორც ახასიათებს ხოლმე.

-იგივე აზრზე ვარ, რომ დაწვები დილამდე ვერ ადგები!_ჟინმორეული ხმით ჩასჩურჩულა და ყურის ბიბილოზე მსუბუქად მოსდო კბილები. ნატამ სიამოვნების ხმები ამოუშვა, გვერდი სწრაფად იცვალა და ხელები კისერზე შემოხვია.

გავაშელი სწრაფად მოექცა ქალს ზემოდან და ღამის პერანგიდან ურცხვად მომზირალ ორ არაჩვეულებრივ “ხედს” მოწყურებული დაეწაფა. იმნაძემ თავი გვერძე გადააგდო და თითები შიშველ ზურგზე აუსვა ქმარს.

დილით უტასს ხელ-ფეხში ახლართულს გამოეღვიძა. შებოჭილმა ძლივს შეძლო ნორმალურად ამოესუნთქა და თავი ქმრისკენ მიატრიალა. გავაშელი ღიმილით უყურებდა ახალდგაღვიძებულ და თმააბურდულ ცოლს.

-ვიცი, დილით განსაკუთრებით ვნებიანი ვარ.

თვითონ დასცინა საკუთარ თავს და ქმრის მარწუხებიდან თავის დახსნა სცადა, რა თქმა უნდა უშედეგოდ. გავაშელმა როგორც კი მონდომებული ნატა დაინახა, უფრო მძლავრად მოუჭირა ხელ-ფეხი და შებოჭა.

-უტა, ორშაბათია. _თითით ცხვირზე წაეთამაშა და ტუჩები წინ გასწია -მაკოცეო. გავაშელმა წარბწეულმა დახედა ქალის ძილისგან დასიებულ ტუჩებს და ბაგეები ერთმანეთს გადაუსვა.

-არა, ახლა რომ გაკოცო თავს ვერ გავაკონტროლებ და ბავშვებს სკოლაში და ბაღში დააგვიანდებათ!_თავი გააქნია, ნატა გაანთავისუფლა და ფეხზე წამოდგა. იმნაძემ გაბრაზებულმა ახედა ქმარს, საბანი მთელი ძალით გადაიხადა და ფეხზე ქარიშხალივით წამოფრინდა. უტასთვის აღარც კი შეუხედავს ისე გავარდა ოთახიდან. გავაშელმა სიცილით გააყოლა გაბრაზებულ ცოლს თვალი და იქვე გადაკიდებული შარვალი ამოიცვა.

-დღეს მე წავიყვან ანაბელს ბაღში.

-დარწმუნებული ხარ?_ეჭვით გადახედა ქმარს და კუდრაჭას ყიყლიყო დაუდო.

-მაინც იქით მიწევს წასვლა და გავიყვან, შენ დარჩი და დაისვენე. _თვალი ჩაუკრა და თითებზე მოეფერა.

-ძალიან კარგი, მაშინ მე გოგონებს დავურეკავ და სადმე გავალთ. რამდენი ხანია არსად გავსულვართ.

-კარგი, საღამოს შევხვდებით._ ფეხზე წამოდგა ბავშვებსაც ადგომისკენ მოუწოდა და ნატას წინ გაჩერა. ცინიკური ღიმილით დაიხარა ცოლის აწითლებული ბაგეებისკენ და ვნებიანად აკოცა.
>>>
გოგონებს დაურეკა და შუა დღისთვის შეხვედრა დათქვეს, მანამდე ბავშვებისთვის საჩუქრის გაკეთება გადაწყვიტა და საბავშვო მაღაზიებში შეიარა. რამდენიმე წყვილი ფეხსაცმელი უყიდა ანაბელს, ზუსტად ისეთები პატარა გავაშელს რომ მოსწონს. დემეტრეს ტანსაცმლის არჩევა საერთოდ არ გასჭირვებია, ბიჭს ყოველთვის თავისუფლად და მოხერხებულად აცვია, არც ძვირადღირებულ ტანსაცმელზე აქვს გართულება, როგორც სხვა ბავშვებს.
უტასთვისაც იყიდა რამდენიმე საშინაო მაისური, ძალიან მოსწონს ტანზე ოდნავ მომდარ მაისურში გამოწყობილი ქმრის ყურება...
თბილისი მოლის გასასვლელთან იდგა და ტელეფონზე ელენეს ესაუბრებოდა, მოულოდნელად ნაცნობი სახე რომ დაინახა. მიუხედავად სიბერისა და ნაოჭებისა მაინც არ გასჭირვებია მისი ცნობა. სასწრაფო წესით დაემშვიდობა მეგობარს და ქალისკენ წავიდა.

-დოდო!_გახარებულმა შესძახა და მხარზე ხელი დაადო.

-ნატა?!_არც დოდო ელოდა ნატას იქ ხილვას და გაოცებულმა აათვალიერ-ჩაათვალიერა ლამაზად გამოწყობილი ქალი. _როგორი შეცვლილი ხარ._ღიმილით ჩაილაპარაკა და მოეხვია. ნატამაც ვერ შეიკავა ემოციები და პარკებით დატვირთული ხელები მოხვია ქალს.

-როგორ ხარ? ლილი დეიდასთან რომ მივდივარ სულ გკითხულობ, მაგრამ არც მან იცის არაფერი. _სევდიანი ხმით შეაპარა და თვალები ააფახუნა.

-ხო, ლილისთან კონტაქტი აღარ მაქვს. _სიმწრის ღიმილით ჩაილაპარაკა და თითები ერთმანეთში ახლართა.

-კი მაგრამ რატომ? მე რომ ლილისთან ვიყავი ძალიან კარგად იყავით და ასე უცებ... მოხდა რამე?_შეწუხებულმა დაუსვა მკლავზე ხელი.

-ნატა, რაღაცა უნდა მოგიყვე და იმედია სწორად გამიგებ.

-ისე ნუ მელაპარაკები, თითქოს ჩემთვის რამე დაგეშავებინოს... შენ ხომ იცი მე და უტა ახლა რა კარგად ვართ... ზოგჯერ მადლობელიც კი ვარ შენი. _გულიანად გადაიკისკისა იმნაძემ.

-ხო, მაგრამ შენ ყველაფერი არ იცი.

-რა არ ვიცი?_ხმა დაუსერიოზულდა ქალს.

-სადმე დავსხდეთ და ისე ვისაუბროთ კარგი?

-კი, კი რა პრობლემა. აი, კაფეში შევიდეთ.

გრძნობდა რომ დოდოს რაღაცა ისეთი უნდა ეთქვა რაც ნატას ცხოვრებას მთლიანად თუ არა ნაწილობრივ მაინც შეცვლიდა. ხვდებოდა რომ ეს ყველაფერი უტასთან და მის ამბებთან იყო დაკავშირებული. ზუსტად იცოდა რომ დოდო 9 წლის წინ მომხდარ ინციდენტს გაიხსენებდა. მაგრამ ვერ ხვდება რა შეიძლება იყოს ისეთი რამაც ლილის და დოდოს ურთიერთობა დაძაბა და საბოლოო ჯამში ასეთი ახლო ნათესავები დააშორა. ორი ყავა შეუკვეთა და ცნობისმოყვარე თვალებით მიაჩერდა ქალს.

-იმედია ხვდები რომ ძველი ამბის გახსენება მიწევს. არ ვიცი ეს შენთვის რამდენად საინტერესოა, მაგრამ ვთვლი რომ უნდა იცოდე. შეიძლება აქამდეც უნდა მეთქვა, მაგრამ არ ვიცი რატომ არ გითხარი... არ ვიცი, უბრალოდ მე რამ ჩამაგდებინა ენა ეგ არ ვიცი. მოკლედ უტა ჩვენთან იშვიათად დადიოდა, მარტო მაშინ თუ სამსახურიდან დაღლილი შემოივლიდა, ისიც იმიტომ რომ ერთი ჭიქა ვისკით ჩაეკლა დაღლილობა, ეგ იყო და ეგ, ჩვენს გოგონებს ახლოსაც არ იკარებდა. მერე ვიღაცამ თქვა გავაშელი ქალში ფულს არ იხდისო! შენი ამბავი სულ სხვანაირად იყო, არ ვიცი როგორ უნდა აგიხსნა ის რაც მოხდა, ხომ ხედავ როგორი დაბნეული გიყვები. ერთი სიტყვით მაგდა რომ წავიდა ჩვენგან, პავლემ გადაწყვიტა ვინმე ახალი გოგოთი ჩაენაცვლებინა და თვალი შენ დაგადგა! ძალიან ბევრჯერ ვეცადე გადამერწმუნებინა, მაგრამ არ გამომივიდა, ვუმეორებდი ნატა არ არის მაგ ტიპის გოგო ვინმე ახლოს გაიკაროს-მეთქი, მაგრამ მაგას ვინ ეკითებაო ამოიჩემა. პირველი კლიენტიც კი შეგირჩია და იმ საღამოს უნდა შემოსულიყო შენთან ოთახში უტა რომ გაიცანი, მაგრამ არ ვიცი რატომ,თუმცა შენმა კლიენტმა უარი თქვა იმ ღამეზე! თურმე უტას ჩემი და პავლეს საუბარი სულ შემთხვევით გაუგონია, მერე რომელიღაცას კითხა ნატა რომელიაო და ასე გაიგო ვინც იყავი. ჯერ იმ კაცს აუხსნა რომ შენთან ურთიერთობა საფრთხეს შეუქმნიდა, მერე დღის ბოლოს პავლესთან მისულა და დაემუქრა, თუ გოგოს ძალადობის მსხვერპლს გახდი შენს თავს დავაჭერინებო. პავლემ რაღაცა საბუთი აჩვენა შენი ხელმოწერით, თურმე მეძავობაზე მოტყუებით მოგაწერინა ხელი. სამსახურის საბუთებიაო მოუტყუებია. _ცრემლები წასკდა დოდოს. ნატა გაოცებული, გაკვირვებული და დაბნეული უსმენდა ძველ ნაცნობს. _საბუთი გაყალბებული არ იყო და უტაც იძულებული გახდა სხვა ხერხებით დაგხმარებოდა და ყველაზე საუკეთესო გამოსავალი იყო ის რომ გიყიდა! და პავლე იძულებული გახადა სხვა მამაკაცისთვის შენი თავი აღარ გადაელოცა! ნატა, უტამ მეძავობას გადაგარჩინა! თუმცა შენთან ურთიერთობაზე უარი არ უთქვამს, ეგ უკვე თქვენი საქმეა მე არ ვერები... ამ ამბის საიდუმლოდ შენახვაც უტამ მთხოვა, არ უნდოდა რომ გაგეგო. შეშნში იმაზე მეტი ფული გადაიხადა ვიდრე ეს გამოჩნდა, პავლემ ცხოვრება მოიწყო._სიმწრით ჩაიცინა დოდომ._არ ვიცი შენ რას იზამ, მაგრამ მე მგონი დროი იყო ეს ამბავი შენც გაგეგო.

თავიდან სურვილი გაუჩნდა ბოლო ხმაზე აკისკისებულიყო და დოდოსთვის ორი თითით დაეცინა, მაგრამ რომ დაფიქრდა და ყველაფერი გაიაზარდა ვერ მიხვდა რა უნდა გაეკეთებინა. ამდგარიყო წასულიყო და უტასთან მისულიყო სასაუბროთ თუ დარჩენილიყო და დოდოსთვის ეყურებინა გაოცებულს. ვერასდროს ვერ წარმოიდგენდა პავლეს მსგავსი რამ თუ ქონდა ჩაფიქრებული, ვერც იმას წარმოიდგენდა ერთ დროს ცივმა, საზიზღარმა და ნატას ცხოვრების გამაუბედურებელმა უტამ თუ მეძავობისგან იხსნა. და საერთოდ ისეთი შეგრძნება აქვს რომ ბრაზილიური სერიალის გმირია რომელსაც მალე მანქანა გაიტანს, მაგრამ მაინც გადარჩება და თანაც ისე, რომ ერთი ნაკაწრიც კი არ ექნება. დაპროგრამებული წამოდგა ფეხზე დოდოს კიდევ ერთხელ შეხედა, რაღაცნაირად მადლიერი და რაღაცნაირად ცივი მზერით და სავაჭრო ცენტრი დატოვა. იქვე მდგარი ტაქსისკენ წავიდა, ყურადღება არ მიუქცევია ქალის ყვირილისთვის, რომელიც თავხედობისთვის საყვედურობდა, აშკარად ვიღაცის ტაქსში ჩაჯდა. აკანკალებული ხმით უკარნახა ქმრის სამსახურის მისამართი და სახე ხელისგულებში ჩარგო.
შენობის კარები ხელებაკანკალებულმა შეაღო. ბავშვების ტანსაცმელებიც ისე მიქონდა თითქოს სიმძიმე საერთოდ არ აწუხებსო. ლიფტის ღილაკს აკანკალებულმა მიაჭირა თითი და თავი კედელს მიადო. როგორც კი ლიფტის კარები გაიღო გიგიშა შეეფეთა, გაფითრებული ნატას დანახვისას მამაკაცს სახეზე ფერი დაეკარგა. სასწრაფო წესით მოხვია ხელი წელზე და ლიფტიდან გაიყვანა.

-ნატა, ხომ კარგად ხარ? რა გჭირს? ბავშვები ხომ კარგად არიან?_ანერვიულებულმა მიაყარა კითხვები და სახეზე თითები მოუსვა.

-უტა... უტა კაბინეტშია?_ხმაჩავარდნილმა კითხა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.

-კი, კაბინეტშია. მიგაცილებ. _წელზე მოხვია ხელი და დერეფნის ბოლოსკენ გაუყვა გზას. კიდევ კარგი სამდივნოში არავინ არ იჯდა და თორემ რა გაუძლებდა ქალბატონი მაყვალას კითხვების კორიანტელს.

კარების ხმაზე საბუთებში თავჩარგულმა ცალი თვალით ამოიხედა და გიგიშას მხარზე დაყრდნობილი ცოლის დანახვისას სწრაფად წამოფრინდა ფეხზე. გავაშელი ჩქარი ნაბიჯებით მიუახლოვდა ორივე ხელი ლოყაზე მოუჭირა და აცრემლებულ თვალებში ჩააჩერდა.

-მე გავალ. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა გიგიშამ და კაბინეტი დატოვა.

უტამ სწრაფად გამოართვა პარკები და იქვე კუთხეში მიყარა, ცოლი კი დივანზე დააჯინა და გვერდით მიუჯდა.

-ნატა, რა მოხდა?_მშვიდი ხმით კითხა, მაგრამ გაფითრებული ცოლის დანახვისას ჩავარდნილი ნოტები მაინც შეინიშნებოდა.

-დღეს დოდო ვნახე... _თავი საშინლად ტკიოდა, თითქოს ვიღაცა გამეტებით ურტყავდა ჩაქუჩს. უტამ ღრმად ამოისუნთქა, ხელისგულები მუხლებზე მოიჭირა და ჭერს ახედა.

-ყველაფერი მოგიყვა.

-ხო... მე რატომ არაფერი ვიცოდი, რატომ არაფერი მითხარი?_ტირილით ამოილუღლუღა და შუბლი მხარზე დაადო. გავაშელმა ცალი ხელი თავზე მოხვია და თმებზე აკოცა.

-ნატა, რომ მეთქვა რა აზრი ქონდა?

-როგორ თუ რა აზრი ქონდა... შენ იცი როგორ ვერ გიტანდი, იცი როგორ მეშინოდა შენი? _სლუკუნით ჩაილაპარაკა და თავი უკან დასწია.

-შენ ჩემი მერეც გეშინოდა. _ღიმილი შეეპარა ხმაში.

-მე შენი დღესაც მეშინია, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ჩემზე ძვირფასი არავინ არ გყავს... მაშინ კიდევ ეს არ ვიცოდი და მეგონა რომ მოძალადე იყავი! _ხმა ვეღარ გააკონტროლა და ბოლო ხმაზე იყვირა.

-ნატა, ახლა დამშვიდდი, თავი გააკონტროლე და ისე ვისაუბროთ!_ხმადაბლა უბრძალა და ბაგეებზე თითი გადაატარა. _გეუბნები რომ შენთვის რაღაცების ახსნა საჭიროდ, იმიტომ არ ჩავთვალე, რომ მე მაინც დავწექი შენთან! იმიტომ რომ ეს მე მინდოდა!

-ხო, მაგრამ აბა მე მკითხე... რომელი მირჩევნია ერთ კაცთან ყოფნა თუ...

-ჩშშშ!_გაბრაზებულმა დაუღრინა და თვალებიდან ცეცხლები გაყარა.

-შეიძლება მაინც იგივე წარმოდგენა მქონოდა შენზე, მაგრამ მეცოდინებოდა რომ რაღაცას გადამარჩინე... რაღაცას რაც მთელი ცხოვრებას გამიმწარებდა! შენ რომ ისე არ მოქცეულიყავი დღეს მე დემეტრე და ანაბელი არ მეყოლებოდა, არც ბიბი და არც შენი. საერთოდ არავინ არ მეყოლებოდა, ხვდები შენ ამას? ხვდები რამხელა რაღაცა მაჩუქე?_აზლუქუნებული ძლივს აბავდა სიტყვებს ერთმანეთს და მუშტებს გამეტებით ურტყავდა მკერდზე.

-აღარ გვინდა ამ თემაზე საუბარი, ეგ იყო 9 წლის წინ, ახლა სხვა დროა, ნატა! ახლა უკვე ჩემი ცოლი ხარ, ჩემი შვილების დედა და ანაბელი 3 საათზე ბაღიდან არის გამოსაყვანი. _ტირილისგან დაწითლებულ და ცრემლებით დამარილებულ ბაგეებზე აკოცა და ცხვირზე მსუბუქად უკბინა. ნატამ სრუტუნით გაიცინა, ხელები მაგრად შემოხვია კისერზე და ყელში უამრავჯერ აკოცა.

-მიყვარხარ!_ტირილისგან დაბოხებული ხმით დასჩურჩულა ნაკოცნ ადგილას და ფეხზე წამოდგა. _იცი როგორ ავნერვიულდი დოდომ რომ ყველაფერი მითხარი. თავიდან ვერ მიხვდვი რა უნდა გამეკეთებინა, საერთოდ თავიდან მეგონა რომ ძალიან დიდი ბოროტება ჩაიდინე და მინდოდა რომ მომეკალი, მაგრამ მერე რომ დავფიქრდი... რომ დავფიქრდი თავი ამტკივდა და მაინც მომინდა რომ მომეკალი.

-ჩემი გულუბრყვილო და როცა უნდა ცეცხლოვანი პანტერა!

უტასთან საუბარმა მარტო კი არ უშვება, ბევრ ახალ რაღაცაზე აუხილა თვალი. კიდევ ერთხელ დარწმუნდა როგორი ნაკლოვნებებით სავსე, მაგრამ მაინც იდეალური ქმარი ყავს. უტა შეიძლება ბევრისთვის სულაც არ არის საოცნებო მამაკაცი, მაგრამ ნატასთვის ის არისც ვინც უნდა იყოს და ვის გარეშეც ბედნიერი უბრალოდ ვერ იქნება! ყველაფრის გაანალიზება მაინც ვერ მოახერხა, რამდენიმე საკითხი ღამისთვის დაიტოვა, რომ დაწვება მერე დაფიქრდება, თანაც არ უნდა გოგონებთან აფორიაქებული მივიდეს და თავისი პრობლემები მოახვიოს თავს.
>>>
-დღეს დილით რომ ავდექი თავბრუ დამეხვა არა და იცით რამდენიხანია ტოქსიკოზი არ მქონია?_მობუზულმა დაუწუწუნა და წვენი მოსვა.

-მია, ღამე გეღვიძება ხოლმე?_ინტერესით კითხა ბელამ.

-იშვიათად, მარტო მაშინ თუ წყალი მომინდება.

-უი მე, როგორი უინტერესო გოგო ხარ. აბა კი არა ორსულად ვარ და ჩემი ქმარი ჰოპ სტოპზე მყავდესო. _თავი გააქნია და ენა გამოუყო.

-იცი ნიკა როგორ მეცოდება?_ნატამ შუბლშეჭმუხნულმა ჩაიჩურჩულა.

-რატომ? _მხრები აიჩეჩა ბელამ.

-შენს ხელში.

-რა დროს ეგ არის, შენ კახეთის ამბები არ მოგიყოლია. _მხარზე ხელი მიკრა ელენემ.

-აუ, იცით რა კარგი იყო? სულიერად დავისვენეთ. მართალია ბავშვებთან ერთად ეს ცოტა შეუძლებელია, მაგრამ ვახერხებდით.

-ამიტომ უნდა დატოვოთ ბავშვები სახლში და წახვიდეთ მარტო!_ეკამ თავი მაღლა ასწია და წარბებიც მიაყოლა.

-ხო, მაგრამ ბავშვების გარეშე ორი დღით დასვენება ზედმეტია.. აი, ერთი დღით კი ბატონო, ან ერთი ღამით. _სიცილით ჩაილაპარაკა ნატამ და აწკრიალებულ ტელეფონს დახედა._ხო, უტა.

-სად ხარ?

-გოგონებთან ერთად ვარ კაფეში.

-კარგი, სამ საათზე ანაბელს მე გავუვლი შენ პირდაპირ სახლში წადი.

-რაღაცა შეხვედრა რომ გქონდა?

-გადაიდო.

-კარგი, მაშინ ახლა ავდგები და მაღაზიაში წავალ პროდუქტებს ვიყიდი, დღეს დემეც ადრე დაბრუნდება.

>>>
მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა, სულ დოდოს სიტყვებზე ეფიქრებოდა, მიუხედავად იმისა რომ ქმარმა დაამშვიდა და სიტუაცია აუხსნა. რა ქნას, ადვილი ხომ არ არის ერთ დღეში გადახარშო ამხელა ამბავი, თანაც ისე რომ საკუთარი თავი აიძულო არ იფიქროს. ყველაფერი ერთმანეთში ერეოდა, ვეღარ ხვდებოდა რომელ დეტალზე უნდა გაემახვილებინა ყურადღება. წარსული რომ გაიხსენა ძალიან ბევრი ისეთი რამ აღმოაჩინა, რასაც იმ დროს საერთოდ არ ავკირდებოდა. ან აკვირდებოდა, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდა.
>>>
-უტა, დღეს საყიდლებზე მინდა წასვლა და გამომყევი, რა. _მუდარით გადახედა დივანზე წამოწოლილ ქმარს.

-ნატა, დღეს ძალიან დაღლილი ვარ სხვა დროს წავიდეთ. _თვალი ჩაუკრა და ტელევიზორის ეკრანს გახედა.

იმნაძემ გაბრაზებულმა შეკრა მუშტები და ცხელი ყავა გამწარბულმა მოსვა, ენაც დაიწვა.

-სხვა დროს არ მინდა, ახლა მინდა!_ნაწყენი წამოდგა ფეხზე და კიბეებისკენ წავიდა.

-ხომ იცი რომ უაზრობაზე ბრაზდები. _მწყრალი ტონით მისცა “შენიშვნა” უტამ.

-ხო?! ქმრის უყურადღებობა როდის აქეთ არის უაზრობა?!_კიბის საფეხურზე დადგა და ქმრისკენ მიტრიალდა. უტამ წარბწუელმა გადახედა ცოლს და ოდნავ წამოიწია.

-ისტერიკას აწყობ!_ხმა გაიმკაცრა და შუბლი შეკრა.

-როგორ მიხვდი. _აგრესიულად ჩაისისინა და კიბეებზე ავიდა. უტა სწრაფად წამოდგა ფეხზე და ჩქარი ნაბიჯებით აედევნა ცოლს.

-ნატა, ღრმად ისუნთქე და ისე შემომხედე. _შეეცადა ხუმრობით მაინც დაემშვიდებინა სერიოზულად აღელვებული და განაწყენებული ცოლი. მისმა ხუმრობამ იმნაძე კიდევ უფრო გააბრაზა.

-დამცინი კიდევაც? _გაბრაზებულმა ჯერ ხმას აუწია, მაგრამ მერე მიხვდა რომ არ შეეძლო და ისევ დაბალ ნოტაზე, მაგრამ აღელვებულმა განაგრძო.

-არა, უბრალოდ რჩევას გაძლევ. _მისკენ წავიდა და მარჯვენა ხელი წელზე მოხვია. ნატამ ცალი თვალით დახედა ქმრის მკლავს.

-ძალიან გთხოვ ხელი გამიშვი, საყიდლებზე უნდა წავიდე და მეჩქარება!_ძალით მოაშორა სხეული უტას ხელს და ოთახში შევიდა.

გავაშელმა მძიმედ ამოისუნთქა, კარების სახელურს თითები მაგრად მოუჭირა და ისევ კიბეებზე დაეშვა ხვნეშით. ნატას ასეთი საქციელები იშვიათია, მაგრამ გავაშელისთვის ესეც გამაღიზიანებელია. იმნაძემ იცის რომ უტა მართლა დაღლილია, ნუ მართალია ზოგჯერ ეზარება და იმიტომ არ მიყვება, თანაც სად? საყიდლებზე! როდის იყო გავაშელი საყიდლებზე დადიოდა. მემგონი ეს ერთადერთი საკითხია რაც ნატამ ბოლომდე ვერ გაიაზრა და სულ ჩხუბობს, იბუტება, ცხვირს უბზუებს და მარტო მიდის საყიდლებზე. იქიდან დატვირთული, გულგადაყოლებულ-დამშვიდებული ბრუნდება, მაგრამ ქმარს მაინც არ სცემს ხმას და ისევ უტას უწევს შემორიგების გეგმების ხაზვა შვილებთან ერთად.

-საჭმელი მაცივარშია, მე შეიძლება დამაგვიანდეს. _ჩაილაპარაკა ხმადაბლა ისე რომ უტასთვის ზედაც არ შეუხედია და კარები გაიხურა.

-დემეტრე!_ხმამაღლა ასძახა ოთახში გამოკეტილ უფროს შვილს.

-ბატონო.

-ანაბელი შენთან არის?

-არა, მე მგონი თავის ოთახშია.

-შეხედე რამე არ გააფუჭოს. _სიცილით ასძახა შვილს და დივანზე წამოწვა. ცოტაანი სიჩუმემ დაისადგურა, მერე კარების გაღების და დაკეტვის ხმა გაისმა.

-ხატავს.

-კარგი, მე უნდა წავუძინო და ყურადღება მიაქციე.

-ოქეი.

>>>
მთელი დღე სავაჭრო ცენტრში უაზროდ დადიოდა, ნორმალურიც ვერაფერი აარჩია, სულ ჭრელა-ჭრულა კაბები და შარვლებია ჩამოკიდებული. რაც მოეწონა ხან ზომა არ იყო ხან ზუსტად ის ფერი. ერთი სიტყვით ცუდ ფეხზე მოუწია სახლიდან გამოსვა.
ბოლო პერიოდში სულ გონია რომ უტა იმდენ ყურადღებას არ უთმობს რამდენსაც ადრე, შეიძლება ეჩვენება, მაგრამ ქვეცნობიერი ხშირად ახსენებს რომ უტა შეიცვალა. თავიდან იფიქრა ალბათ წლების ბრალია და ჩავარდნა გვაქვსო, მაგრამ უკვე მეცხრე წელია ერთად ცხოვორბენ და მსგავსი პრობლემები როგორც წესი მეშვიდე წელს ხდება. ეს უარყოფითი ფიქრიც გადააგორა, მაგრამ მაინც ვერ მოისვენა. ღამე რომ წვება აფორიაქებული ბორგავს, ბოლოს ისევ უტა იჭერს ხელ-ფეხით და ისე აძინებს. მერე დროთა განმავლობაში გაიაზრა რომ სპეციალურად ფართხალებს საწოლში, რომ უტამ ჩაიხუტოს. საყვარელის ვარიანტზე არც კი დაფიქრებულა, დაფიქრებულა კი არა გონებასთან ახლოსაც არ მიუშვია.. პირველ რიგში საკუთარ თავს არ აკადრებს ამას, მერე უტას და ბოლოს რაღა თქმა უნდა ბავშვებს... ნუ ბიბისაც! დღის მეორე ნახევრის მიწურულს დაბრუნდა სახლში, გავაშელი ისევ დივანზე დახვდა, ოღონდ მიძინებული. სასაცილოდ იყო მოკუნტული და აშკარად სიცივეს ებრძოდა. ნატამ უკმაყოფილოდ გააქნია თავი და კიბეებისკენ წავიდა, მაგრამ გულმა ვერ მოუთმინა. ჩანთები იატაკზე დადო, დივნისკენ წავიდა, იქვე დაკეცილი პლედი გაშალა და ქმარს მიაფარა.

-აი, ცოლი მესმის. _უტამ თვალებდახუჭულმა ჩაილაპარაკა, ნატას მკლავში მოკიდა ხელი და დივანზე ძალით დააწვინა. იმნაძემ გაძალიანება დააპირა, მაგრამ უშედეგოდ. _რატომ ფართხალებ?_წარბწეულმა კითხა და ნიკაპზე ორი თითი მოუჭირა.

-დამანებე თავი!_გაბუსხულმა ჩაიჩურჩულა და წამოდგომა სცადა.

-ახლა უკვე წყობიდან გამოგყავარ!_სერიოზულად გაიმკაცრა ხმა უტამ და ქალი ისევ დივანზე დააბრუნა. _რა მიყიდე?

-ჰმ, და რა უნდა მეყიდა? დაიმსახურე?

-არ დავიმსახურე?!_გაკვირვებულმა აიჩეჩე მხრები და თვალებში ჩააჩერდა. ნატამ ცხვირი აიბზუა და თავი გააქნია. _ძალიან კარგი, მაშინ დღეს დაგარწმუნებ რომ მე ერთ ჩვეულებრივ მაისურზე მეტს ვიმსახურებ!_თვალი ჩაუკრა საჯდომზე მსუბუქად უჩქმიტა და ანიშნა შეგიძლია ადგეო.

-იმედი მაქვს მუქარას სისრულეში მოიყვან. _მოჩვენებითი სისინით, მაგრამ მაინც ქალური ეშმაკობით დააყოლა და ფეხზე წამოდგა.

-აუცილებლად!_თვალი ჩაუკრა და აწკრიალებულ ტელეფონს დახედა. _გისმენ...სად?_სწრაფად წამოჯდა დივანზე და ოდნავ წვერიან ნიკაპზე თითები აფორიაქებულმა მოისვა. _დღეს შეამჩნიე?_ერთიანად დაეჭიმა სხეულზე თითოეული ძარღვი. თითებიც ისე დაეძარღვა შეშინებულმა ნატამ იფიქრა ტელფონი შემოატყდებაო. _კარგი, გამოვდივარ! შეეცადე არ დაგეკარგოს!

ტელეფონი დივანზე მიაგდო და კიბეებისკენ წავიდა ჩქარი ნაბიჯებით.

-უტა, რა მოხდა? ვინ იყო?_აკანკალებული აედევნა ქმარს. გავაშელი კიბის ბოლო საფეხურზე შეჩერდა.

-დღეს საეჭვო არაფერი შეგიმჩნევია?_ხმადაბლა კითხა და ჩაწითლებული თვალებით მიაჩერდა.

-საეჭვო რა უნდა შემემჩნია?_გაკვირვებულმა აიჩეჩა მხრები.

-არაფერი, ბავშვებს დღეს მთელი დღეა არ უჭამიათ და მიხედე, მე გვიან დავბრუნდები!_სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი.

-უტა, ძალიან გთხოვ... იფიქრე რომ ჩვენ სახლში გელოდებით და საღსალამათი გვჭირდები!_ფეხისწვერებზე აიწია ლოყაზე აკოცა და ანაბელის ოთახისკენ წავიდა.

ანაბელის ოთახის კარები აღელვებულმა შეაღო, ბავშვი ხალიჩაზე იწვა და წინ მიმოფანტულ ფურცლებს ინტერესით უყურებდა. კარების ხმაზე სწრაფად ასწია თავი მაღლა და ზუსტად უტას მზერით შეხედა დედას.

-დე, ნახე რა კარგად დავხატე. _ერთ-ერთ ფურცელს დაავლო ხელი და ჰაერში ააფრიალა. ნატამ ფურცელი გამოართვა და სიცილით დახედა ნახატს.

-ეს რა არის, დე?_სიცილით კითხა შვილს და გვერდით მიუწვა. ანაბელმა ფეხები ოდნავ მოკეცა და ჰაერში აიშვირა.

-ეს რა არის კი არა ვინ არის, მამა და ბიბი დავხატე. _ტუჩებგაბუსხულმა ჩაილაპარაკა და ნახატი გამოართვა._მაგრამ ჯერ არ დამიმთავრებია, დემემ მითხრა მე გაგიფერადებ ლამაზადო და ველოდები.

ნატამ შუბლშეჭმუხნულმა დახედა სურათს, მაგრამ მაინც ვერ მიხვდა რომელი იყო უტა და რომელი ბიბი. ბოლოს ღიმილით გადაუსვა თავზე ხელი და ტუჩები საფეთქელზე მიადო.

-დე, მე და შენ უნდა ვისაუბროთ. _ხმადაბლა დაიწყო ნატამ. ანაბელი სიცილით წამოხტა ფეხზე და ფეხმორთხმული დაჯდა ხალიჩაზე.

-დიდი ქალებივით? შენ და შენი დაქალები რომ ჭორაობთ ხოლმე ისე?_აჟიტირებულმა მიაყარა კითხვები.

-არა, დე, როგორც დედა შვილმა! და კი არ უნდა ვიჭორაოთ, უნდა ვისაბროთ. _ნიკაპზე თითები მოუჭირა და თვალი ჩაუკრა.

-ოოო, მე ჭორაობა მირჩევნია. აი, ჩემთან ბაღში ერთი გოგოა და დედამის სულ სუფთა ტანსაცმელით მოყავს, ის კიდევ ეზოში რომ გავდივართ ტალახებში თამაშობს და ისვრება. _სასაცილოდ დამანჭა სახე ანაბელმა და ენა გარეთ გადმოაგდო.

-ანაბელ, ეგრე არ შეიძლება! ის გოგო შენი ბაღელია და მასზე ჭორაობა ცუდი საქციელია!_მსუბუქად დატუქსა წარბებშეყრილი შვილი.

-შენ ხომ თქვი დედა-შვილივით ვისაუბროთო ხოდა მეც ეგრე გეუბნები, კი არ დავცინი. _ტუჩებდაბრეცილმა იწყინა და ხელები ერთმანეთზე გადაიჯვარედინა.

-კარგი, ბოდიში. მაგრამ ახლა ჩვენ სხვა რაღაცაზე უნდა განვაგრძოთ საუბარი... ბაღიდან რატომ გაიპარე?_მშვიდი ტონით კითხა და თვალებში ჩააჩერდა. ბავშვი თავიდან დაინა, ვერ მიხვდა რაზე ესაუბრებოდა, მერე თითქოს გონება გაუნათდაო და მოცუცქნული ტუჩები ოდნავ დააშორა ერთმანეთს “უის” ძახილით.

-არ მიყვარს ფაფა. _კიკინების ბოლოებზე მოიჭირა ხელები.

-ანაბელ, მისმინე დე, შენ რომ ბაღიდან გაიპარე მასწავლებლები ძალიან შეაშინე. ქალბატონმა ნინომ ძალიან ბევრი ინერვიულა, ემრე დაურეკა მამას და მამაც ძალიან განერვიულდა. ხომ არ გინდა რომ შენმა მშობლებმა შენს გამო იტირონ?

-ნუ მატყუებ, მამა არ ტირის!_ისეთი ტონით ჩაილაპარაკა, თითქოს მანამდე რა უთხრეს ვერ გაიგონაო.

-სამაგიეროდ მე ვტირივარ და შენ გინდა ჩემი ნერვიულობა?

-მერე რა მამამ თქვა დედას ტირილი უხდებაო. _მხრები აიჩეჩა ბავშვმა. ნატამ მძიმედ ამოიხვნეშა და თავი გააქნია.

-ერთი სიტყვით მეორედ ასე აღარ მოიქცე, თორემ გაგიბრაზდებით და ხმას აღარ გაგცემთ!

-ნეკი ნეკისას გეტყვით და შემირიგდები.

ეშმაკურად გადააქნია თავი უკან და ბოლო ხმაზე გადაიკისკისა. ნატა მიხვდა რომ უმცროს შვილთან საუარს აზრი არ აქვს და ფეხზე წამოდგა. მართალია ანაბელი ხუმრობს და დედის სიტყვებს სერიოზულად არ იღებს, მაგრამ ნატამ ზუსტად იცის რომ ბავშვი ამ ყველაფერზე სერიოზულად დაფიქრდება და მიხვდება რომ ასე აღარ უნდა მოიქცეს. ანაბელი ძალიან გონიერი ბავშვია, უბრალოდ ამის ხმამაღლა აღიარება არ უყვარს, ურჩევნია იკისკისოს და იხუმროს.

>>>
-დემეტრე, რატომ არ ჭამ?_გაკვირვებულმა გადახედა შვილის სავსე თეფშს.

-არ მშია.

-როგორ თუ არ გშია, მამამ თქვა რომ მთელი დღეა არაფერი გიჭამია! _წარბები შეკრა ნატამ.

-დედა, მართლა არ მშია. რომ მშიოდეს ხომ შევჭამდი?

-კარგი, მაშინ მითხარი რატომ არ გშია?_მიხვდა რომ შვილის თავს რაღაცა ხდებოდა.

-2 დღეში მარიამის დაბადების დღეა და არ ვიცი რა ვაჩუქო.

-მარიამი შენი შეყვარებულია?_ანაბელმა კოვზი მაღლა ააფრიალა, ტუჩის ცალი კუთხე შეტეხა და თვალმოჭუტულმა კითხა.

-ხო._სიცილით დაუქნია თავი დემემ.

-ყვავილები აჩუქე.
-არა, ყვავილები ბანალურია. _უკმაყოფილოდ გააქნია თავი. ნატას ხმამაღლა ჩაეცინა. დემეტრემ წარბწეულმა ახედა არასერიოზულ დედას და შუბლი შეკრა.

-ბიბი, ჭამე შენ?_ფეხებთან ატუზულ ძაღლს კითხა ნატამ. ბიბიმ თანხმობის ნიშნად თათები აათამაშა. _კარგი ბიჭი ხარ, მიდი ახლა და მისაღებში დაწექი._ძაღლმა უკმაყოფილოდ ამოიწკმუტუნა და კუნკულით წავიდა კარებისკენ. _ე.ი. არ იცი რა აჩუქო მარიამს... მამა მოვა და გირჩევს.

-მამასთვის კითხვას მაინც ვაპირებდი.

-უფ, არსად დაკარგო.

>>>
-უტა, სად ხარ ამდენხანს?_საათის ისრებს ახედა ანერვიუელბულმა ნატამ.

-უკვე გზაში ვარ, დაწექი შენ. _თბილი ხმით ჩაილაპარაკა მამაკაცმა.

-ხომ იცი რომ სანამ სახლში არ მოხვალ ვერ დავიძინებ!_გაბრაზებულმა ჩასძახა.

-მაშინ ჭიშკარი გამიღე მანქანა რომ შემოვიყვანო.

იმნაძე სწრაფად წამოდგა ფეხზე, გასასვლელ კარებთან დამონტაჟებულ ჭიშკრის სამართავ “პულტს” მივარდა და გაღების კოდი აკრიფა. როგორც კი ჭიშკრის ხმა გაიგონა, კარები გააღო და ფარებანთებულ მანქანას გახედა. გავაშელმა მანქანა ეზოში დააყენა და გადმოვიდა.

-კარგი რა, იცი რომელი საათი?_უკმაყოფილომ დაიწუწუნა და ქმარს კისერზე ჩამოეკონწიალა.

-ნატა, საქმეები მქონდა!_ხელები წელზე მოხვია, ჰაერში ასწია და სახლში შეიყვანა.

-საქმე როდის არ გაქვს..._ხმადაბლა თავისთვის ჩაიფრუტუნა და ფეხები წელზე შემოხვია.

-გინდა განახო როცა საქმე არ მაქვს რითი ვარ დაკავებული?_ხმაშეცვლილმა კითხა და საჯდომზე თითები მოუჭირა. ნატამ ვნებიანად მოიკვნიტა ქვედა ტუჩი და თავი უკან გასწია.

-მე მგონი ვხვდები, მაგრამ შენ მაინც მანახე._კისკისით ჩასჩურჩულა ყურში და ყელში აკოცა. გავაშელმა ნაბიჯს აუჩქარა, ცოლი დივნის საზურგეზე ჩამოსვა და მოღეღილ ყელში ჩარგო პირ-სახე. ნატამ სიამოვნებისგან მინაბა თვალები და უტას პერანგის ღილებს თითებ აკანკალებული წაეტანა. გავაშელს კოცნა არ შეუწყვეტია, რიგრიგობით უკოცნიდა ყელს, ტუჩებს და მოღერილ გულ-მკერდს. თითებს კი ნელა ასრიალებდა თხელი ხალათის ქვეშ. მარცხენა ხელით თხელი ატლასის ქამარი შეხსნა და მოშიშვლებულ მუცელზე აუსვა თითები. იმნაძეს გააკანკალა და კანი დაეხორკლა.
ხალათი ნელი მოძრაობით მოაშორა ნატას მხრებს და დაბლა ჩაასრიალა, მერე კი ნახევრად შიშველი ცოლი ხელში აიყვანა და კიბეებისკენ წაიყვანა ნელი ნაბიჯებით. მთელი გზა კოცნა არ შეუწყვეტია. ოთახის კარები ფეხით შეაღო და ასევე ფეხით დაკეტა.

-აუუ, საწოლზე თეთრეულის გადაკვრა დამავიწყდა. _აშლილი საწოლის დანახვისას წუწუნით ჩაილაპარაკა ნატამ და ქმარს ახედა.

-არაუშავს, გადასაკრავ მატრასზეც არ ვიტყვი უარს!

ჩახრეწილი ხმით ჩაილაპარაკა და ცოლი აბურდულ საწოლზე გადააწვინა. ნატამ უტას შეხსნილი პერანგი სასწრაფო წესით გახადა და იატაკზე მოისროლა, მერე კი მამაკაცის შარვალს დასწვდა, მაგრამ ანერვიულებულს თითები აუკანკალდა და ვერაფერი ვერ მოახერხა. გავაშელმა ღიმილით ააწევინა თავი, და ბიუსჰალტერის შესაკრავი ერთი ხელის მოსმით გახსნა. ნატას შიშველი სხეული რომ მოიხელთა, კოცნა ცოტა გააუხეშა და თითებმაც არეულად დაიწყეს ქალის სხეულზე დაკვრა. ზუსტად ისე უტას რომ ახასიათებს და ნატას გონს რომ აკარგვინებს. ყოველგვარი გადაჭარბებების და ზედმეტი სინაზის გარეშე, უყვარს ამ ქალთან საწოლში ნებივრობა!

უტას შიშველ გულ-მკერდზე თავდადებული უყურებდა სახლში შემოჭრილ მთვარის შუქს და ქმრის დაკუნთულ მუცელზე ფიგურებს ხატავდა. გავაშელი ნატას შიშველ ზურგზე ასრიალებდა თითებს, ხანდახან ქვემოთაც გაეპარებოდა.

-დღეს რომ გავარდი სად წახვედი?_ხმადაბლა კითხა და ნიკაპით დაეყრდნო. გავაშელმა ცალი თვალით დახედა ქალს და ისევ ჭერს ახედა.

-ხომ გითხარი საქმეებზე-მეთქი!_”მეორედ ნუ მამეორებინებ!” ტონით ჩაილაპარაკა და დადუმდა. თანაც აშაკრად არ ესიამოვნა ამ თემაზე საუბრის წამოწყება.

-ვიცი რომ მე მეხება და რომ მითხრა არ მაწყენს. _გაბუსხულმა დასცხო ხელი მუცელზე, მაგრამ გავაშელს რეაქცია არ ქონია.

-ჩემს მკლავებში მომწყვდეული და აკვნესებული, მარტო ჩემს სახელს რომ კრუსუნებ რა კარგი ხარ ხოლმე და ყველაფერი რომ მთავრდება, მერე რატომ იგრძელებ ენას?_შუბლშეკრულმა კითხა და ქვედა ტუჩზე ოდნავ უკბინა.

-იმიტომ რომ მაინტერესებს. _გულწრფელად უპასუხა და მხრები აიჩეჩა.

-მე კიდევ მაინტერესებს წეღან შენს მუცელზე ხალს რომ მოვკარი თვალი რეალურია თუ მომეჩვენა, ხოდა უნდა გადავამოწმო. _ვნებიანი ხმით ჩაილაპარაკა და ქალს ზემოდან მოექცა. ნატამ მოულოდნელობისგან ხმადაბლა შეკივლა და კისკისით მიადო გაშლილი ხელისგულები მკერდზე.

-შეამოწმე, მაგრამ იცოდე 5 საათში უნდა ავდგეთ!_თვალი ჩაუკრა და მამაკაცი საკოცნელად დაქაჩა. გავაშელმა არც აცია და არც აცხელა და ტუჩები მკერდისკენ გააპარა.

>>>
ანაბელის ზეიმის გადამკიდე სახლში ნორმალურად ვეღარ ჩერდება. ხან ბავშვის კაბებზე დარბის, ხან მასწავლებლის ჩამოწერილ სიას ჩაჰკირკიტებს და მაღაზიაში რიგებს შორის ეძებს საჭირო ნივთებს. ვერ ხვდება რატომ ავალებენ ზეიმის ორგანიზებას, ყოველთვის ნატას. არადა არასდროს არ გამოუჩენია ინიციატივა. უბრალოდ ანაბელი ყოველთვის ზედმეტად მოწესრიგებული მიყავს ზეიმის დროს და ალბათ იფიქრეს “ამას ეხალისებაო.” ხოდა აკიდეს ყველაფერი. იქით დემეტრეს ვარჯიში და მარიამის დაბადების დღე.

-მარიამს რა ვაჩუქოთ?

-რა ვიცი, ნატა, შენც დემეტრე ხომ არ ხარ?! ორი დღე მატარა საჩუქრის გამო.

-შეარჩიეთ რამე?

-კი, მაგრამ საიდუმლოაო. _თვალი ჩაუკრა და ცხვირზე აკოცა.

-ანაბელის ზეიმზე ხომ მოხვალ?

-აბა რას ვიზამ!?

-კარგი, მაშინ მე წავალ ახლა და მასწავლებელს სიას მივუტან ვინ იქნება ჩვენი ოჯახიდან. მემგონი შენებიც წამოვლენ ხო?

-დაურეკე და კითხე.

-არა, იყოს ავალ და ისე ვკითხავ. შენ თუ რამე მოგინდება მაცივარშია... ხო ქვაბში რომ საჭმელია ნუ შეჭამ, 3 დღისაა და მე მგონი ამჟავდა.
>>>
-ანაბელ, დე გეხვეწები რამე ავარჩიოთ თორემ ძალიან დავიღალე. _შეწუხებულმა გადახედა პრინცესების კაბებთან დაყუდებულ შვილს.

-ოო, დედა, რა მალე იღლები, რა..._ბუზღუნით დააბაკუნა ფეხები და კრემისფერი კაბა ჩამოხსნა საკიდიდან. _გავისინჯავ. _თავაწეულმა ჩაილაპარაკა და გასახდელისკენ დინჯი ნაბიჯებით წავიდა.
>>>
-გულის რევის შეგრძნება რომ გაქვს აუცილებლად ორსულად ხარ?_წარბებშეჭმუხნულმა კითხა ქმარს და ფეხები მუხლებზე დააწყო. გავაშელმა გაკვირვებულმა და სახეშეცვლილმა გადახედა ფერწასულ ცოლს.

-რა თქვი?

-არაფერი უბრალოდ დილით დედაშენის გაკეთებული სალათა ვჭამე და დღეს მთელი დღეა დედამიწა ტრიალებს, ვერც ვაჩერებ... _ჩავარდნილი ხმით ჩაილაპარაკა ქალმა.

-დარწმუნებული ხარ რომ სალათის ბრალია და არა ჩემი ღამეების?_ჭინკებათამაშებული თვალებით შეხედა და მუცელზე თითები დაუსვა.

-აბააა, მესამე გავაშელიღა მაკლია, რა! სულ მაგ ჭკუაზე ვარ...

მთელი საღამო ეჭვისთვალით უყურებდა ცოლს. მის თითოეულ მოქმედებას აკვირდებოდა და ცდილობდა მის ქცევებში რამე სასარგებლო და იმედის მომცემი მაინც დაეჭირა, მაგრამ ნატა ისევ ისეთი იყო როგორც ადრე. არც ტოქსიკოზს შეუწუხებია და არც “ხევურ” სურვილებს. ეწყინა, მაგრამ იმედი არ დაუკარგავს, ახლა უფრო დიდი შემართებით შეეცდება მეოთხე გავაშელის ცხადად წარმოსახვას.
>>>
ტელეფონზე გიგიშას ზარმა ზედმეტად გააღიზიანა და წყობიდან გამოიყვანა, რომ არა ნატა და ბავშვები, ალბათ მთელ სახლს ყირაზე დააყენებდა. ძმაკაცი ურეკავდა და ატყობინება რომ მთელი დღის განმავლობაში ალექსანდრე სავაჭრო ცენტრში მოხეტიალე ნატას დაყვებოდა უკან.

-შენ სად ნახე?_როგორც კი გიგიშა მანქანაში ჩაჯდა ძარღვებდაბერილმა კითხა და საჭეს თითები მაგრად მოუჭირა.

-მიასთან ერთად ვიყავი სავაჭრო ცენტრში და სულ შემთხვევით დავინახე ჯერ ნატა, მეთქი მივალ, მაგრამ მერე ალექსანდრესაც რომ მოვკარი თვალი... მია სახლში გავუშვი და მთელი დღე ალექსანდრეს დავსდევდი, რომელიც ნატას არცერთ ნაბიჯს არ “მაზავდა.”_გიგიშასაც ეტყობოდა როგორ აღიზიანებდა საკუთარი სიტყვები.

-ახლა სად არის?

-ნატა რომ ტაქსში ჩაჯდა, ალექსანდრე აქეთ წამოვიდა და ახლა ამ კორპუსშია შესული, მეხუთე სართულზე, ნაცრისფერი რკინის კარია. _ყველაფერი დეტალურად ჩააბარა, თვალი ჩაუკრა და უტასთან ერთად გადავიდა მანქანიდან.

-შენ აქ დამელოდე, მირჩევნია მარტო ვნახო. _მხარზე ხელი დაადო და სადარბაზოსკენ წავიდა.

-ხუმრობ ხო?!_სიცილით კითხა ბორძიკულმა. _იქნებ მარტო არ არის?

-რა მნიშვნელობა აქვს რამდენი კაცი იქნება იქ, მეეჭვება რომელიმე მათგანს უთხრას -სხვის ცოლს დავსდევ და გვერდით დამიდექითო. _ირონიულად ჩაისისინა და თვალი ჩაუკრა. _თუ რამე მოხდება დაგირეკავ და ამოხვალ.

-კარგი, იცოდე დარეკე!_ხელი დაუქნია და მანქანაში დაბრუნდა.

ლიფტს არ დალოდებია, ერთი ამოსუნთქვით აირბინა ხუთი სართული და ნაცრისფერ კარებზე ზარი დარეკა. კარებს უკან ნაბიჯების ხმა მოესმა, მერე საკეტის ჩხაკუნის და ბოლოს სპორტულ ფორმაში გამოწყობილი ალექსანდრე გამოეცხადა. უტას დანახვისას ფერები რომ გადასდიოდა.

-არა და მეგონა მელოდებოდი. _ღრენით ჩაილაპარაკა და სახლში შევიდა. ალექსანდრე განზე გადგა და კარები დაკეტა.

-რატომ უნდა დაგლოდებოდი?_”ვითომ” გაკვირვებულმა კითხა.

-რა ვიცი, მაგალითად იქნებ გინდა კისერი მოგიგრიხო და აივნის მოაჯირზე გადაგკიდო ფეხებით?!_მშვიდი ტონით საუბარს აგრძელებდა გავაშელი, თან დაკვირვებით უყურებდა მამაკაცის თითოეულ აღელვებულ მიმიკას.

-მე და შენ ხომ ყველაფერი გავარკვიეთ?

-წესით კი, მაგრამ ვფიქრობ რაღაცა გინდა და ვერ ამბობ...

ცდილობდა მოთმინებით გაეგრძელებინა დიალოგი და პირდაპირ მუშტების ქნევაზე არ გადასულიყო, პირველ რიგში თავს ისევ ნატას გამო იკავებდა. იცოდა ერთი ნაკაწრის დანახვისთანავე როგორ პანიკას აწევდა. თანაც არ უნდა ალექსანდრეს გამო შარი მოიდოს და რამე აურიოს, მშვიდად საუბარი ბევრად ურჩევნია.

-რაღაცა გეშლება.

-რა მეშლება შენი... რა გინდოდა დღეს ნატასთან?

სწრაფად ეცა საჭელოში და მთელი ძალით რკინის კარებზე მიანარცხა. ალექსანდრემ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ გაღიზიანებულმა და წყობიდან გამოსულმა გავაშელმა არ დააცადა და შეკრული მუშტი პირდაპირ ყბაში მოუქნია, მეორე მუშტი მუცელში და მერე მუხლისთავით განაგრძო ალექსანდრეს “შელამაზება”. კიდევ დიდხანს არ დაიღლებოდა, რომ არა ტელეფონის ზარი. ღრმად ამოისუნთქა, წელში გასწორდა და იატაკზე გაწოლილ ალექსანდრეს ზემოდან დააჩერდა. ცალი მუხლი იატაკზე დადო და ალექსანდრეს პერანგის საყელოს “შესწორებას” შეუდგა. ალექსანდრეს სუნთქვა უჭირდა, ცხვირიდან, ტუჩიდან და შუბლიდან სისხი მოსდიოდა და ასევე გამწარებული იდებდა დამტვრეულ ხელებს მუცელზე.

-აბა, ახლა მითხარი რას აღარ იზამ?_ისეთი მშვიდი ხმა ქონდა, თითქოს ორი წამის წინ ის არ ურტყავდა კაცს.

-შემეშვი. _ყმუილით ჩაილაპარაკა და თვალები დახუჭა.

-ვნახოთ როგორ მოიქცევი და იმის მიხედვით გადავწყვეტ შეგეშვა თუ არა!_ლოყაზე ოდნავ გაარტყა ხელი და ფეხზე წამოდგა. _ხო და კიდევ, შენმა ცოლ-შვილმა მოგიკითხა!_ცინიკური ხმით დაასრულა და რკინის კარები გაიხურა.

ბოლო წინადადება ალექსანდრესთვის მუქარა იყო ხოლო უტასთვის ჩვეულებრივი “დაშინება” რომელსაც რა თქმა უნდა სისრულეში არასოდეს მოიყვანს. ალექსანდრენსაირი არაკაცის გამო ქალს და ბავშვს ვერასოდეს ვერაფერს ვერ დაუშავებს. უბრალოდ იმ ნაძირალამ უნდა იცოდეს რომ გავაშელისთვის არასდროს არაფერია შეუძლებელი და მისი თითოეული ნაბიჯი ზეპირად იცის!
სახლში გვიანობამდე დაბრუნება არ უნდოდა, ცოტა აღელვებული იყო და ნატა ადვილად შეამჩნევდა ყველაფერს, ამიტომ გიგიშასთან ავიდა.

-ყავას ხომ დალევ?_ღიმილით კითხა გაბერილმა მიამ.

-დავლევ. _თვალი ჩაუკრა და ტელეფონს დახედა.

>>>
-მა, ერთ კვირაში ჩემი ზეიმია. _სამზარეულოში ყურებამდე გაკრეჭილი ანაბელი შეუვარდა.

-ვიცი, მა. _ღიმილით დაუხარა და თავზე აკოდა.

-მამა, დედას რა ჭირს?_ტუჩებდაბრეცილმა კითხა და თვალები მოჭუტა.

-რა სჭირს?_გაკვირვებულმა გახედა მისაღებში წამოწოლილ ცოლს.

-რა ვიცი, ასეთ დროს სულ სახლს ალაგებს ხოლმე.

მხრები აიჩეჩა, მაცივართან მიკუსკუსდა და კარების გარებას დამანჭული სახლით შეეცადა. უტამ ხმადაბლა ჩაიცინა და კარები ისე გაუღო, ბავშვს რომ არ შეემჩნია.

-ვიცი რომ შენ გამიღე. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა და პირველი უჯრიდან ფერადი ნაყინი ამოიღო._ყველაზე ძლიერი ხარ!_გაბადრული მოეხვია ფეხზე და მისაღებისკენ გაქანდა.

-ნატა, რამე გტკივა?_უკნიდან აესვეტა დივანზე წამოსილილ ცოლს. იმნაძემ მინაბული თვალები გაახილა და ქმარს ახედა.

-არა, უბრალოდ ძალიან დავიღალე და მეძინება. _ზმუილით ჩაილაპარაკა და ძილის გაგრძელება სცადა.

-მაღლა ადი და იქ დაიძინე, აქ ხმაური შეგაწუხებს. _მხარზე ხელი დაუსვა.

-და აქ რომ დავიძინო რა შავდება?_გაბრაზებულმა წამოყო თავი.

-ხმაური შეგაწუხებს-მეთქი!

-არ მინდა მაღლა!_თავისთვის “რაღაცაზე” ბრაზდებოდა.

-კი ბატონო. _მხრები აიჩეჩა გავაშელმა და სავარძლისკენ წავიდა.

-ანუ შენთვის სულერთია მე სად დავიძინებ?_ახლა უკვე ახალ შეტევაზე გადავიდა.
უტამ გაკვირვებულმა გადახედა ცოლს და ცალი წარბი მაღლა აზიდა.

-ნატა, დაღლილი ხარ და დაიძინე. _თვალი ჩაუკრა და სავარძელში მოკალათდა.

-ჰო, დავიღალე მთელი დღეა ფეხზე ვდგავარ და სახლს ვალაგებ.

-მერე არ მაქვს შენთვის ნათქვამი რომ ყოველ დღე სახლის “გადმოყრა” და თავიდან “შეყრა” არ არის აუცილებელი?_შუბლშეკრულმა გადახედა აშარებულ ცოლს.

-არ დავალაგებ და მერე იტყვი არ ალაგებო. _უტას ბოლო ხმაზე მოუნდა გაცინება, მაგრამ თავი შეიკავა და ტელევიზორი სხვა არხზე გადართო.

-ვუყურებდი მე გადაცემას.

-ნატა, რა გინდა? რამე გაწუხებს? _ინტერესით კითხა და ტელევიზორის გადამრთველი მიაწოდა.

-არა!_უხეშად ჩაილაპარაკა და გადამრთველი დივანზე ისე დააგდო, რომ უტას არხიდან არსად არ გადაურთია.

-ანუ შარზე ხარ.
>>>
მთელი დღე ჩხუბობდა, ხან რა არ მოეწონა, ხან რა... თანაც მარტო უტას კი არა ბოლოს ბავშვებსაც დაერია, ანაბელი გაოცებული უყურებდა სხვანაირ დედას და კოპებს სასაცილოდ კრავდა, თან დემეტრეს ეჩურჩულებოდა რაღაცას. ქმარს და ბავშვებს რომ ვერაფერი მოუხერხა ბუხართან მიწოლილ ძალხს დაუწყო ჩხუბი. ბიბი სწრაფად წამოხტა ფეხზე და უტას კალთაში ჩახტა შეშინებული.
ცოტახანში დამშვიდდა და სამზარეულოში გავიდა ვახშმის მოსამზადებლად.

-აუ, რა დაგვცოფა. _სიცილით ჩაილაპარაკა დემემ და დივანზე დაჯდა.

-რა ქნა?_გაოცებულმა გადახედა ძმას.

-დაგვცოფა, ანუ ჰოპ სტოპზე დაგვაყენა.

-ეგ რა არის?_კიდევ ვერ მიხვდა ბავშვი. დემეტრემ თვალები დახუჭა და ხელი აიფარა.

-დაგვტუქსა, იცი რას ნიშნავს?

-როგორ არ ვიცი, ჩემი მასწავლებელი მტუქსავს ხოლმე, ბავშვებს ნახატებს რომ ვუხევ. _გახარებულმა ჩაილაპარაკა და გადაიკისიკსა. უტამ გაკივრვებულმა გადახედა მავნე შვილს, მაგრამ ხმა აღარ ამოუღია, ისე იყო ნატას მდგომარეობით გაოცებული.
>>>
-შენ ორსულად ხარ!_კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა ბელამ და პირთან მიტანილი ყავის ფინჯანი მაგიდაზე დააბრუნებინა. ნატამ გაოცებულმა ასწია ცალი წარბი მაღლა და გოგონებს ეჭვით მოავლო თვალი.

-საიდან მოიტანე?_სიცილით აიჩეჩა მხრები.

-საიდან მოიტანეო ისე მეკითხება გეგონება ორი შვილი მე მყავს. _რძლის ქცევით გამხიარულებულმა ბოლო ხმაზე გადაიკისკისა.

-არა, ორსულად არ ვარ. _თავი გააქნია და ფრჩხილები მაგიდაზე ააკაკუნა.

-რატომ ხარ ეგეთი დარწმუნებული, თავს იცავთ?_ცალი თვალი მოჭუტა მიამ და ვაშლი ჩაკბიჩა.

-არც ისე, მაგრამ... არა მგონია, რა. _დაბნეული ალუღლუღდა და თითები ერთმანეთში ახლართა.

-აიღე ეს ტესტი და მიდი გაიკეთე. _მუჭში მოქცეული ქაღალდის შეკვრა მაგიდაზე დაუდო ბელამ და თვალი ჩაუკრა.

-შენ რა, ტესტები ჯიბით დაგაქვს?_ფხუკუნით კითხა ელენემ.

-არა, უბრალოდ უტამ ნატას “შერეკილობებზე” რომ მომიყვა ყველაფერს მივხვდი. მეც ზუსტად ასეთი აგრესიული ვიყავი ნიკასთან მიმართებაში.

-ანუ რა გინდა თქვა რომ შენ სულ ორსულად ხარ?_სიცილით კითხა ეკამ. ბელამ ენა გამოუყო და ნატას გადახედა.

-შენ კიდევ აქ ხარ? მიდი მალე!_გაბრაზებულმა დაუქაჩა თვალები და კარებისკენ მიუთითა.

იმნაძე აფორიაქებული წამოდგა ფეხზე, ტესტს ხელი დაავლო და მეორე სართულისკენ წავიდა. არა, მესამე შვილზე ხშირად საუბრობენ, უტასაც უნდოდა ბავშვი, მაგრამ ასე მალე მესამე ბავშვი ცოტა არ იყოს და აშინებს. ჯერ ანაბელი ყავს გასაზრდელი, დემეტრე უკვე დიდი ბიჭია და მასზე არ დარდობს, მაგრამ პატარა გავაშელი როგორ შეეგუება კიდევ ერთ პატარას სახლში... ძალიან ეგოისტი და ეჭვიანია, უტამ რომ კიდევ ვინმეს გაუნაწილოს სითბო და სიყვარული შეიძლება ჭკუიდან გადავიდეს! “ნატა, რაებზე ფიქრობ...” საკუთარ თავზე გაბრაზებულმა შემოუძახა თავს და სარჯეში ჩაიხედა. ვანის კიდეზე ჩამომჯდარი ელოდებოდა ნიჟარაზე დადებული ტესტის პასუხს და აკანკალებულ მუხლებს, აკანკალებული ხელებით იჭერდა. რამდენჯერმე სცადა წამოდგომა, მაგრამ მერე ისევ უკან დაბრუნდა და რამდენიმე წუთის გასვლას დაელოდა. ბოლოს მიხვდა რომ დრო ძალიან გაეწელა და მძიმედ ამოისუნთქა.

“ღმერთო ჩემო, კიდევ ერთი გავაშელი.” როგორც კი ტესტს დახედა გაბრწყინებული თვალებით ჩაილაპარაკა და სახე ხელისგულებში ჩარგო.
რომ წარმოიდგინა როგორ გაიზრდება პატარა მის მუცელში, დემეტრეს და ანაბელის მსგავსად. იგრძნო რომ მასში ჩასახლებული პატარა კიდევ უფრო გააძლიერებდა! კიდევ ერთხელ დაარწმუნებდა თავისი გადაწყვტილების სისწორეში, უკვე მეათასეჯერ! გაიაზრებდა რას ნიშნავს გყავდეს ოჯახი და რას ნიშნავს გყავდეს უტასნაირი ქმარი, რომელმაც ორი უმშვენიერესი შვილი და ერთი მოცუცქნული არსება გაჩუქა, რომელიც ჯერ კიდევ ვერ იაზრებს რა უნდა დედიკოს მუცელში!
დემეტრეზე ორსულობის ზედმეტად პრეტენზიული არ ყოფილა. აი, ანაბელზე კი ამას ვერ ვიტყვი, გავაშელს თეთრად გათენებული ღამეები კალენდარზე აქვს შემხაზული და ზუსტად იმ რიცხვში ახლა უკვე ნატას ათენებინებს ღამეებს თეთრად, თავისი მეთოდებით.
აკანკალებული ნაბიჯებით ჩავიდა კიბეებზე და სამზარეულოსკენ წავიდა. უტა და ბიჭები მოსულები დახვდნენ. დაბნეული ჩააშტერდა ქმარს თვალებში, რომელიც ეჭვით ათვალიერებდა ცოლის თითოეულ ნაწილს.

-რაო ტესტმა?_ღიმილით კითხა და ქვედა ტუჩზე კბილები მოიჭირა. ნატას სიცილი აუვარდა, ტუჩებზე ორი თითი მიიდო და თვალები დახუჭა.

-რაო და კიდევ ერთ გავაშელს უნდა გაუძლოო!_ბედნიერმა წამოიძახა და ხელები დაბლა ჩამოუშვა. უტას ხმამაღლა ჩაეცინა, სწრაფად წამოდგა ფეხზე და ცოლთან მიიჭრა. ორივე ხელი მაგრად შემოხივა მხრებზე და გულზე მიიკრა.

-მარტო შენ შეგიძლია ჩემი ასე გახარება!_ხმააკანკალებულმა ჩასჩურჩულა და საფეთქელზე აკოცა.

-იმიტომ რომ მარტო მე მაქვს უფლება შენგან დავორსულდე!

-ერთი წუთით!_თითაწეული ანაბელი გამოვიდა სიტყვით. ყველა დადუმდა და კოპებშეყრილს მიაჩერდნენ. _იმ პირობით მინდა ძმა, ან და თუ მამას არ გაეკარება!

კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა. ნატამ უკმაყოფილოდ გააქნია თავი და უტას გადახედა. მამაკაცმა ღიმილით ჩაისვა შვილი კალთაში და ყურში რაღაცა უჩურჩულა, ანაბელი აშაკრად უკმაყოფილო იყო, მერე ლოყებზე ღიმილი შეეპარა და ბოლოს გულიანადაც გადაიკისკისა, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც არ უნდოდა მამა კიდევ ვინმესთვის გაეყო.
დემეტრეს ძალიან გაუხარდა ახალი ამბავი, გეგმებიც კი დასახა თუ ბიჭი იქნება რას ასწავლის და როგორი ძმა იქნება. მერე მარიამი ესტუმრა გავაშელებს და დემეტრესთვის თვალი აღარავის არ მოუკრავს. ოთახში აიძურწნენ დემეტრეს ახალი ნაშრომების დასათვალიერებლად.

-ამაზე მეუბნებოდი?_მარიამმა აღფრთოვანებულმა ახედა კედელზე ჩამოკიდებულ ნახატს. ბიჭმა ღიმილით დაუქნია თავი და სამუშაო მაგიდასთან მივიდა.

-შენთვის საჩუქარი მაქვს. _ლამაზად შეფუთული ყუთი გაუწოდა.

-იმ დღესაც მინდოდა მეთქვა, მაგრამ მშობლებმა არ დაგვაცადეს, ძალიან მომეწონა შენი ნაჩუქარი კულონი და სამაჯური. _ღიმილით გადაუხადა კიდევ ერთხელ მადლობა და ყუთი გამოართვა. _რა ლამაზია, შენ დახატე?_ყუთიდან პატარა ჩარჩოში ჩასმული ნახატი ამოიღო და ინტერესით დააკვირდა თითოეულ დეტალს. გავაშელმა თავი დაუქნია და გვერდით მიუჯდა. _მე და შენ ვართ?_ეშმაკურად ააფახუნა თვალები ბავშვმა.

-არა მე და შენ არ ვართ, იმიტომ რომ მე და შენ ამხელები არ ვართ და თანაც სვანეთში მარტო არასოდეს არ ვყოფილვართ... უბრალოდ მინდა იცოდე, რომ როცა დიდები გავიზრდებით, მე და შენ აუცილებლად წავალთ სვანეთში!_დინჯი, გაწონასწორებული ტონით საუბრობდა დემეტრე.

-დიდი მადლობა. _სიცილით გადაიხარა ბიჭისკენ და ხელები მაგრად მოხვია.

-რატომ გამომეპარეთ?_მოწყენილი სახით შეაღო ოთახის კარები ანაბელმა. ერთმანეთზე მიხუტებული ბავშვები რომ დაინახა, ეჭვით ასწია ცალი წარბი და ორივე ალმაცერად აათვალიერ-ჩაათვალიერა.

-გიორგი და ლუკა ხომ დაბლა არიან?

-ლუკა სადღაც წავიდა და გიორგი არ მეთამაშება. თქვენც არ მეთამაშებით!_გაბუსხულმა გადახედა ძმას და ოთახიდან გასვლა დააპირა.

-ბელი, შემოდი!_ხმამაღლა გასძახა დას დემეტრემ და ფეხზე წამოხტა. ანაბელმა ეშმაკურად ჩაიცინა, ტუჩები გადაატრიალა და ისე შევიდა ოთახში, თითქოს ძმაზე გაბრაზებული იყო.
>>>
-ანაბელის ქცევები მაშინებს. _უტაზე მიხუტებულმა ჩაიჩურჩულა.

-ანაბელი ეჭვიანობს, მაგრამ როგორც კი მუცელი წამოგეზრდება და გაიაზრებს, რომ მალე პატარა და, ან ძმა ეყოლება ყველაფერი შეიცვლება. _შუბლზე აკოცა და თმები უკან გადაიწია.

-არ ვიცი, მეეჭვება გაბერილი მუცლით რომ მნახავს მაგან უშველოს. _ღიმილით ჩაილაპარაკა და ფეხებთან წამოგოარიალებულ ბიბის გადახედა._ამ ბოლო დროს როგორ დასუსტდა._მობუზულმა ჩაილაპარაკა.

-დაბერდა, ნატა, დაბერდა.

-იქნებ შენ დაელაპრაკო ანაბელს._მაინც ვერ ისვენებდა.

-და რა ვუთხრა? ერთხელ გამოთქვა პრეტენზია და მაგის გამო მეორედ დალაპარაკება ზედმეტი იქნება, თუ რამე მოხდება დაველაპარაკები. ახლა დაიძინე, გვიანია!

-ხო, კარგი. _ბუზღუნით ჩაილაპარაკა და თვალები დახუჭა.

-ნატა, ლელას ხომ არ დავურეკოთ მოვიდეს?_ხმადაბლა ჩაილაპარაკა მამაკაცმა და ზურგზე თითები ნელა დაუსვა.

-რატომ?_გაკვირვებულმა ახედა ქმარს.

-იმიტომ რომ ახლა საკუთარ თავზე და ბავშვზე უნდა იფიქრო და ყოველ წამს სახლი არ უნდა ალაგო! ლელა მოვა და დაგეხამრება!_ისეთი ტონი ქონდა შეწინააღმდეგებას აზრი რომ არ აქვს. ნატამ მხრები აიჩეჩა და თავი ოდნავ დაუქნია. _დამჯერი გოგო!_ირონიული ღიმილით ჩაილაპარაკა და მარცხენა ფეხით მუსბუქად “დაიჭირა”.

>>>
დილით თვალები რომ გაახილა და საათის ისრებს შეხედა გაოცებული წამოფრინდა ფეხზე. ამ დრომდე წლებია არ ძინებია, ეგ კი არა კვირაობითაც ვერ ისვენებს საწოლში. ან უტას ადგომა როგორ ვერ გაიგო, ან ბავშვები ასე ჩუმად რატომ არიან. გაოცებული წამოდგა ფეხზე და სკამზე გადაკიდებული ხალათი მოიცვა. მისაღებში ჩასულს ლელა უკვე მოსული დახვდა, წარბები გაკვირვებულმა აზიდა მაღლა და დივანზე წამოსკუპებულ ბავშვებს გადახედა.

-ნატა, როგორ გამიხარდა თქვენი ამბავი, გილოცავთ! _ღიმილით გადაკოცნა ქალმა და მუცელზე ოდნავ შეახო ხელი. _რა ხნის ხარ?

-არ ვიცი ჯერ დღეს უნდა წავიდეთ ექიმთან და გავიგებ. შენ როგორ ხარ? მომენატრა შენთან ჭორაობა.

-მეც ძალიან მომენატრა. ნამცხვარს ვაცხობ, შენ რომ გიყვარს იმას და დავსხდეთ ვიჭორაოთ.

ლელასთან ყოველთვის კარგი დამოკიდებულება ქონდა, მართალია გოგონა მასზე ორი წლით უფროსია და რამდენჯერმე ბელამ ჩაურტყა “უტას არ დაადგას თვალიო.” მაგრამ არასდროს არცერთში შეპარვია ეჭვი. უტა ლელასთან იშვიათად კონტაქტობს, მარტო მაშინ თუ რაღაცა დასჭირდება. ზოგადად არ არის კომუნიკაბელური ადამიანი, ლელამაც იცის რომ უტა მისი უფროსია და მორჩა! გავაშელს არ უყვარს როცა თანამშრომლები მასთან დიალოგის დროს ურთიერთობებს ურევენ.

-თქვენ როგორ ხართ?_ღიმილით ჩაჯდა შვილებს შორის და ორივეს მაგრად აკოცა ლოყაზე.

-ჩვენ კარგად ვართ, მაგრამ დილით საუზმე შენ მოგვიმზადე ხოლმე, რა. _წუწუნით ჩაილაპარაკა ანაბელმა.

-რატომ დე?_გაკვირვებულმა კითხა და დემეტრეს გადახედა.

-იმიტომ რომ ლელას ყიყლიყოები არ კრატუნობს.

-კარგი, ყოველთვის მე მოგიმზადებ ყიყლიყოებს.

-ეგეც რომ გაჩნება?_ალერგიული ხმით კითხა და თითი ბავშვისკენ გაიშვირა.

-ანაბელ, დე ეს შენი დაიკო, ან ძამიკოა და ეგრე საუბარი არ შეიძლება!

-უფ._წარბებშეჭმუხნულმა წამოიძახა და ხელები ერთმანეთზე გადაიჯვარედინა. ნატამ შეწუხებულმა გააქნია თავი, ფეხზე წამოდგა და კიბეებისკენ წავიდა ნელი ნაბიჯებით.

სახლში ვეღარაფერს ვერ აკეთებდა, ყველაფერს ლელა აწესრიგებდა, არადა როგორ უნდოდა თვითონაც გაეკეთებინა რაღაცა, მაგრამ უტამ აიჩემა შენი ზედმეტად დატვირთვა არ შეიძლებაო და ნატაც მის კატეგორიულ მოთხვონას დაემორჩილა.
ექიმთან რომ მივიდა იმ წამსვე იცნო ქალბატონმა მზიამ ცოლ-ქმარი. გახარებულმა მიულოცა კიდევ ერთი პატარა და ეკრანს დააკვირდა.

-ნაყოფი სამი კვირისაც არ არის.

-სქესი ჯერ არ ჩანს ხომ?

-არა, სქესი 2-3 თვიში გამოჩნდება. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ეკრანს კიდევ უფრო კარგად დააკვირდა. _ნატა როგორი ორსულობა გაქვს, ტოქსიკოზი, დაღლილობა...

-მე ვიტყოდი აგრესიული. _საუბარში დადუმებული უტა ჩაერთო, რომელიც თვალის დაუხამხამებლად შეჰყურებდა ეკრანზე გამოსახულ შვილს.

-აგრესია ცუდია!. აგრესიის დროს ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი რომელიც პირდაპირ ბავშვზე მოქმედებს... ხმის აწევა, ზედმეტი მოძრაობები, ეს ყველაფერი ნაყოფის განვითარებაზე აისახება. უნდა შეეცადო თავი შეიკავო უარყოფითი ემოციებისგან, შეეცადე სულ მშვიდ გარემოში იყო... მესმის ორი შვილის დედისთვის ეს შეუძლებელი რომ არის, მაგრამ..._როგორც კი ნატამ რაღაცის სათქმელად დააღო პირი ხმამაღლა წამოიძახა ექიმმა.

-არა, ვცდილობ მშვიდად ვიყო, უბრალოდ რამდენიმე დღის წინ ზედმეტი მომივიდა. _შეწუხებულმა ჩაიჩურჩულა.

-რა თქმა უნდა აგრესია ყოველ დღე არ გამოვლინდება, ეს შეიძლება თვეში ერთხელ, ან უბრალოდ ორსულობის საწყის ეტაპზე დაფიქსირდეს, მთავარია თავს მოერიო. ესაა და ეს... და რა თქმა უნდა ბევრი ხილი და ბოსტნეული უნდა მიიღო. _წამომჯდარს შეახსენა ორსულობის პერიოდში კვების რეჟიმი და გაუღიმა.

როგორც კი მანქანაში ჩასხდნენ აღელვებულმა გადაურეკა ლელას და ბავშვების ამბები მოიკითხა. მერე კი თვალებმინაბულმა მიადო თავი სავარძელს. უტამ ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა და მანქანა დაქოქა.

-მაღაზიაში შევიდეთ, ხილი და ბოსტნეული ვიყიდოთ.

-წვენებიც. _ჩურჩულით ჩაილაპარაკა და ქმარს ცალი თვალით გადახედა.

-არა, ხილს ვიყიდი და წვენს მე დაგიწურავ.

-კარგი რა, რა მოხდება ერთხელ მაღაზიაში ნაყიდი ნატურალური წვენი რომ დავლიო? ადრე ხომ მასმევდი... _გაბუსხულმა კითხა და თვალები დააქაჩა.

-ნატა, ვერ ვხვდები რატომ მეწინააღმდეგები. ჩემი ხელით დაწურული წვენი უფრო ნატურალური და სანდოა!_წარბწეულმა გადახედა ორსულ და ჭირვეულ ცოლს.

-ზოგჯერ მგონია რომ ორსულად მე კი არა შენ ხარ!
>>>
ანაბელი მისაღებში ხალიჩაზე იწვა ბიბისთან ერთად და რაღაცას კითხულობდა, პარალელურად დივანზე წამოწოლილ დემეტრეს ეტიტინებოდა, რომელიც საერთოდ არ უსმენდა დას ისე იყო თავისი საყვარელი გუნდის თამაშით გატაცებული.

-დემე, შენ რა არ მისმენ?

გაბრაზებულმა წამოყო თავი და ძმას მიაშტერდა. მეორე გავაშელს დის სიტყვებისთვის არც ამჯერად მიუქცევია ყურადღება. ანაბელმა გაბრაზებულმა დაქაჩა თვალები და მუშტები შეკრა. რომ არა უტას სწრაფი მოქმედება ცალ ხელში მოქცეულ წიგნს გაუქანებდა ძმას. უფროსმა გავაშელმა სწრაფად აიტაცა შვილი ხელში და ყელი ხმაურით დაუკოცნა. წრიპა მამის ძლიერმა ხელებმა და კოცნამ დაამშვიდა და გაანეიტრალა, დემეტრე საერთოდ აღარ გახსენებია.

>>>
-დღეს მთელი დღეა თავი მისკდება. _ხუთი თვის გაბერილი ნატა სამზარეულოში შებაჯბაჯდა და ქმარს უკნიდან ამოუდგა.

-დაწექი და დაიძინე, იქნებ გაგიაროს. _ცოლის ამბით შეწუხებული მიტრიალდა მისკენ და შუბლზე აკოცა. _კიდევ ცელქობს?_ღიმილით დაუსვა თითები მუცელს.

-რატომ გაჩერდება ვითომ, რა..._მხრები აიჩეჩა და ქმრის დაჭრილი პურის ნაჭერი აიღო. _ერთხელ თუ გაინძრა ვსიო, მერე გაჩერებას ვეღარ ხვდება.

-ჩემი შვილია!_ამაყად ჩაილაპარაკა უტამ და ზურგი აქცია. ნატამ ირონიული ღიმილით დამანჭა სახე და თავი გააქნია.

-შენ რას აკეთებ?_გაზზე აშიშხინებულ ტაფას გახედა ნატამ.

-ანაბელმა კვერცი და მაკარონი შემიწვიო.

-გადამრევს, ნორმალურად ჭამა როდის უნდა დაიწყოს.

-შენ როდის უნდა შეეგუო იმას, რომ ანაბელი ჩვეულებრივი ბავშვი არ არის, რომელიც დედის არჩეულ კერძებზე იზრდება.

-უტა, წვნიანი ბავშვისთვის აუცილებელია!_შეუვალი გახდა ნატა.

-მესმის, მაგრამ თუ ბავშვს წვნიანის ჭამაზე ცუდი რეაქცია აქვს, რა ვქნათ, ძალით ვაჭამოთ?_მხრები აიჩეჩა და სამზარეულოში შემობაჯბაჯებულ შვილს გახედა.

-შეიწვა?_ტუჩების წკლაპუნით კითხა მამას.

-ბელი, მა, გინდა საღამოს დედიკომ სუპი გაგიკეთოს?_გამომცდელად მიაჩერდა შვილს.

-არა!_სწრაფად წამოიძახა და თავი რამდენჯერმე ზედიზედ გააქნია. უტამ შუბლშეკრულ ცოლს გადახედა და თვალებით ანიშნა “ხომ გეუბნებიო.”

-არა და იქნები სულ ეგეთი გალეული. _წვალებით წამოდგა ფეხზე და სამზარეულოდან გაგორიალდა.

-ძალიანაც კარგი, სულ მამა მატარებს ხელით. _ამ სიტუაციაშიც ნახა გამოსავალი და სკამზე ახტა.
ჭურვეული და მომთხოვნის ორსული არ არის, ცდილობს წონაც ზედმეტად არ გაეპაროს და ყველაფერს ისე აკეთებს როგორც ექიმი ეუბნება. ბოლო პერიოდში სულ ძილი და წოლა უნდა, მაგრამ არც ეს არ შეიძლბეაო. საბენდიეროდ ნაყოფი მშვიდად ვითარდება და ახლა სირული ყველაზე მეტად სჭირდებაო ექიმმა. ნატასაც რა აქვს საქმე, დადის წინ და უკან და არ ჩერდება.

-როგორ ხარ?_სიცილით გადაკოცნა ნათლულის დედა გიგიშამ და ლოყაზე უჩქმიტა.

-კარგად ვარ, შენ როგორ ხარ?_ღიმილით უპასუხა და პარკები გამოართვა. _მმმ, რა მომიტანე?

-არ ვიცი, მიამ რაც მაღაზიაში დაინახა ყველაფერი ჩამაყრევინა ორსულისთვის კარგიაო.

-თვითონ სად არის?_გაკვივებულმა გაიხედა გიგიშას უკან.

-მანქანაშია, ბავშვს სძინავს და არ უნდა გააღვიძოს. _მხრები აიჩეჩა ბორძიკულმა და სახლში შევიდა.

-ისევ ჭირვეულობს?_მოწყენილმა კითხა მამაკაცს და უკან მიყვა.

-სულ ტირის, ექიმმა 2 თვე იქნება ასე და მერე გაუვლისო, მაგრამ 4 თვე გავიდა და მაინც ისეა.

-არაუშავს, მთავარია ჯანმრთელი ბავშვია და ტირილით ყველა ბავშვი ტირის._ზურგზე მიარტყა ხელი და სამზარეულოში შევიდა. _ყავას ხომ დალევ?

-აბა რას ვიზამ, შენთან მოვიდე და შენი გაკეთებული ყავა არ დავლიო? ეგ იქნება ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა... ეგ და ცოლის მოყვანა!_ხმამაღალი სიცილით ჩაილაპარაკა და კარებში ასვეტილ ცოლს გადახედა.

-შენ მარტო რომ გტოვებს რაღაცები გერევა ხომ?_წარბწეულმა კითხა. გიგიშამ ქვედა ტუჩზე იკბინა და ბავშვი გამოართვა სიტუაციის გასანეიტრალებლად.

-დანარჩენებმა რაო, როდის მოვალთო?

-ეკა და ლადო როგორც კი ზესტაფონიდან ჩამოვლენ და ბელამ დამირეკა გიორგის ვაჭმევ და წამოვალთო.

-გადამრევს ეგ გოგო, გზაში ვერ აჭმევდა!? _უკმაყოფოლოდ ჩაილაპარაკა მულის მისამართით.

>>>
-ანაბელ, გამოეცალე საწოლს. _გარდერობთან მისულმა ნატამ ბავშვის საწოლთან მიჩოჩებულ შვილს გადახედა.

-დედა, რანაირი ცხვირი აქვს, საერთოდ არ ემჩნევა._ინტერესით შეათვალიერა ძმა და თვალებმოჭუტულმა გადახედა იმნაძეს.

-დე, გაბრიელი ჯერ პატარაა._ღიმილით ჩაილაპარაკა და ბავშვებისკენ წავიდა.

-მოვიტანე._ყვირილით შევარდა ოთახში დემეტრე და ბავშვის პამპერსების შეკვრა ჰაერში ააფრიალა.

-ფრთხილად არ გაიხეს. ყველაფერი მოიტანეთ?

-კი, მამას მოაქვს დანარჩენი პარკები.

-შენ რა ქენი ივარჯიშეთ?_შვილის ამბები მოიკითხა და და შუბლზე აკოცა.

-დავიღალე, ახლა შევალ წყალს გადავივლებ და მერე გაბრიელს ვეთამაშებით... ანაბელ, ხომ ვეთამაშებით?_ყურმოყრუებულ დას ირონიული ღიმილით გადახედა ბავშვმა. ანაბელმა გაბრაზებულმა დაუღრინა და ტუჩები მოკუმა.

-კარგი, შედი ოღონდ დიდიხანი არ გაჩერდე და რომ გამოხვალ თბილად ჩაიცვი, არ გაცივდე!

რაც გაბრიელი დაიბადა თითქმის სულ ფეხზე დგას, იშვიათად ახერხებს დაჯდომას და დასვენებას. ძალიან ჭირვეული და მტირალაა, ამას ემატება ანაბელის დამოკიდებულებაც. ვერაფრით ვერ მიეჩვია ახალ ოაჯხის წევრს. ნატას ეს თემა ცალკე აღელვებს, უამრავჯერ სცადა შვილთან დალაპარაკება, მაგრამ ზუსტად იცის ანაბელზე ეს არ იმოქმედებს. უტასაც სთხოვა, მაგრამ გავაშელმა უთხრა რომ დროთა განმავლობაში ანაბელი მიეჩვევა და ყველაფერი დალაგდება.

-მე რომ დაველაპარაკო დამიჯერე ეს უფრო გააღიზიანებს, იფიქრებს რომ რაღაცებს ვაიძულებთ... ანაბელს თავისი ნებით უნდა მიხვდეს რომ გაბრიელიც მისი ძმაა!_ღიმილით გადაუსვა თავზე ხელი და ტუჩებზე ხმაურით აკოცა. ნატამ თვალები დახუჭა და თავი მხარზე დაადო. _დაიღალე?_ზურგზე თითები ნაზად აუსვ-დაუსვა.

-ძალიან, ასე მგონია ცოტაც და გადავიწვები. _ხმა ჩავარდნილმა ჩაიჩურჩულა და ხელები მაგრად შემოხვია.

-გინდა რელაქცის საუკეთესო საშუალებით განგტვირთო?_ვნებიანი გაუხდა ხმა. იმნაძემ წარბაწეულმა ახედა ქმარს და ქვედა ტუჩზე კბილები დაისვა. _თანაც როგორი მონატრებული მყავხარ!_ხმაში ცეცხლები შეეპარა გავაშელს. თითები ცოლის ზურგიდან თეძოებისკენ ჩააცურა და მაგრად მოუჭირა. _გითხრა შენში ყველაზე მეტად რა მომწონს?_ყურთან ახლოს დაიხარა და ხმაჩახრეწილმა ჩასჩურჩულა. ნატამ ღიმილით გადააკონწიალა თავი და ბგერებით მიახვედრა, რომ უსმენდა. _სამი შვილის დედა ფორმებს რომ არ კარგავ!

ფრთხილად გადააწვინა საწოლზე და მოღეღილი ხალათი ბოლომდე გადაუხსნა. პიჟამას მოტკეცილ შარვალზე თითები უხეშად აუსვა და წელთან შეაჩერა. ერთი ხელის მოსმით მოაშორა შარვალი ნატას სხეულს და კუთხეში მოისროლა. შიშველ თეძოებზე მჭიდროდ მოუჭირა თითები და ქალის სხეული მთელი არსებით შეიგრძნო.

-როგორ მომნატრებიხარ!_ხმადაბლა, ხრიწიანი ხმით ჩასჩურჩულა და ხალათი საერთოდ მოაშორა ქალის სურნელოვან სხეულს. _შენი სურნელი... კანი..._ფრთხილად, შეპარვით ეჩურჩულებოდა და სხეულის თითოეულ ნაწილს ნეტარედ უკოცნიდა.

მოულოდნელად საიდანღაც ხმა გაისმა, თავიდან ვერცერთმა გაანალიზა რა ხდებოდა. მერე უტამ ღმუილით ასწია თავი მაღლა და ბავშვის საწოლს წაბწეულმა გადახედა. ნატამ სიცილით მოიხვია ტანზე საწოლზე მიგდებული ხალათი, ქმარს ტუჩებზე მოწყევტით აკოცა და შვილთან მივიდა. გავაშელმა იმედგაცრუებულმა გააქნია თავი და საწოლზე გულაღმა დაემხო.

>>>
-უტა, რა გჭირს?_სიცილით მოხვია ხელი კარებზე მიყრდნობილ ქმარს. გავაშელმა სწრაფად ასწია თავი და ცოლს მიაჩერდა.

-მეძინება. _ორი დღის უძინარმა შეაბიჯა სახლში და პირდაპირ დივნისკენ აიღო გეზი.

-საძინებელში ადი, აქ ვერ მოისვნებ._როგორც კი დივანზე წამოწოლილი დაიგულა ხმადაბლა ჩაილაპარაკა.

-ცოტახანი უნდა წავუძინო და მერე ისევ წავიდე. რამე მომაფარე, რა._ზმუილით ჩაილაპარაკა და ბალიში თავზე დაიმხო.

-სად უნდა წახვიდე?_გაკვირვებულმა კითხა და პლედი მიაფარა.

-დღეს შაბათია, ბავშვები უნდა გავასეირნო. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა და გვერდი იცვალა.

იმნაძეს ბედნიერ ჩაეღიმა და ფეხაკრეფით გაიძურწა სამზარეულოში. უტაში ყველაზე მეტად ყურადღებას და მახსოვრობას აფასებს, მამაკაცს არასოდეს არ ავიწყდება მიცემული პირობა. ყოველთვის როცა რაღაცას ამბობს იმას აკეთებს, როგორი დაღლილი და გადატვირთულიც არ უნდა იყოს, შვილებისთვის დროს ყოველთვის გამოძებნის. ორი დღეა სახლში არ მოსულა, ორი დღეა სამსახურში ბიჭებთან ერთად კაბინეტსი ზის და შექმნილ პრობლემებს აგვარებს. სახლში ზუსტად 10 წუთით შემოირბინა, ბავშვებს დახედა და წავიდა. სამაგიეროდ ტელეფონზეა ჩამოკიდებული და ყოველ ერთ საათში ერთხელ ურეკავს ერთი და იგივე ტექსტებით “რამე ხომ არ გჭირდებათ? გაბრიელი როგორ იქცევა? ძალიან დაიღალე?” რა თქმა უნდა ორად გახლეჩილი და ორ საქმეზე ფიქრით უფრო იღლება და იტვირთება.

სამზარეულოში ლელასთან ერთად სვამდა ყავას მოულოდნელად ანაბელის კივილი რომ გაიგონა. დაფეთებული წამოხტა ფეხზე და კიბეებისკენ გულამოვარდნილი გაიქცა, სანამ ნატა კიბეებთან მივიდა უტა უკვე მეორე სართულზე იყო.

-ჩემი ბრალი არ არის... მე მართლა არ მიქნია. _ტირილით ლუღლუღებდა და საწოლის კიდესთან მიჩოჩებულ და ატირებულ გაბრიელს უყურებდა.

-ჩშშ, დე, დამშვიდდი. _ანერვიულებულმა მიიკრა შვილი გულზე და სახე დაუკოცნა.

-მე მართლა არ ამიტირებია. _ვერაფრით ვერ მშვიდდებოდა ბავშვი. უტას გაბრიელი გულზე ყავდა მიხუტებული და ცდილობდა როგორმე დაემშვიდებინა.

-როგორ გადაყარა ბალიშები..._გაკვირვებულმა ჩაილაპარაკა და შვილს ახედა. _ძალიან აქვს?_თვითონაც ძლივს იმორჩილებდა ხმას.

-არა, არაფერია ისეთი... უბრალოდ ოდნავ მიარტყა თავი საწოლის კიდეს. _ცოლ-შვილის დამშვიდება სცადა და ჩაყუჩებულ შვილს თავზე აკოცა. _მავნე!_თბილი ხმით დატუქსა სამი კვირის გაბრიელი.

-ჩემი ბრალია, მარტო არ უნდა დამეტოვებინა. _საკუთარ თავზე გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა და ანაბელს თმებზე გადაუსვა ხელი.

-რა ხდება?_ღიმილით შევიდა ოთახში დემეტრე. _ბელის რა სჭირს?_თვალებჩაწითლეულ დას მივარდა დემეტრე.

-გაბრიელმა იტირა და ინერვიულა.

-რაა? ანაბელმა გაბრიელზე ინერვიულა?_გაოცებულმა დააღო პირი და არანაკელებად გაოცებულ და გახარებულ მშობლებს გადახედა.

-ხოო... ანაბელმა გაბრიელის გამო იტირა. _ღიმილით ჩაილაპარაკა უტამ და ცოლს თვალი ჩაუკრა.

>>>
-სახლამდე გაგიყვან. _თავსხმა წვიმაში, ავტობუსის გაჩერებაზე დაყუდებულ თანამშრომელს გაუჩერა მანქანა უტამ.

-არა იყოს, მოვა უკვე ჩემი ავტობუსი. _მორცხვად ჩაილაპარაკა ქალმა.

-არ არის პრობლემა, ნინო, დაჯექი გაგიყვან.

-დიდი მადლობა. _ღიმილით გამოაღო მანქანის კარები და კომფორტულად მოკალათდა ოდნავ გაწუწული. _რა უცებ დასცხო. _შეწუხებულმა ჩაილაპარაკა და ღვედი შეიკრა. გავაშელმა წამით გადახედა ქალს და მანქანა დაძრა. _პირადად ვერ მოვახერხე მომელოცა, გილოცავ ბიჭის დაბადებას.

-დიდი მადლობა. _უფროსის ტონით ჩაილაპარაკა და მანქანა შუქნიშანთან გააჩერა.

-კორპორატიული საღამოსთვის რაღაცა ნიაუნსები გვაქვს შესათანხმებელი მეგისთან და ხომ არ იცით როდის დაბრუნდება? უკვე სამი დღეა ველოდებით და კორპორატიული ერთ კვირაშია._ცდილობდა ხმადაბლა და ნელა ესაუბრა, მემგონი უტასი ეშინია... ან უბრალოდ უფროსი რომ არის რაღაცნაირი საურბის მანერა აქვს გამომუშავებული.

-მეგი კვირის ბოლომდე არ დაბრუნდება, დაურეკეთ და დაელაპარაკეთ. _უცებ მოძებნა გამოსავალი. ნინომ დამშვიდებულმა ამოისუნთქა და თავი ოდნავ დააქნია.

-ძალიან დიდი მადლობა. _მანქანიდან გადასულმა ღიმილით ჩაილაპარაკა და კარები ფრთხილად მიკეტა.

-არაფერს.
>>>
-დაიძინეს?

-ხო, ანაბელო გელოდებოდა, მაგრამ რომ აღარ მოხვედი ჩაეძინა.

-თანამშრომელი გავიყვანე სახლში და იქიდან რომ წამოვედი საცობი იყო. რა ქნა გაბრიელმა ჭამა?

-ჭამა, მაგრამ ძალიან ცოტა. ექიმმა არ ინერვიულო მთავარია სულ უჭმელი არ არისო._შემცივნებულმა მოიხვია პლედი მხრებზე._შენ რაო, ვინ მივაცილეო?

-თამამშრომელი.

-ქალია?_ღიმილნარევი ხმით კითხა. უტამ წარბაწეულმა გადახედა ცოლს და კოპები შეყარა.

-კი, ქალია.

-კარგი, ხომ არ გშია?

-არა არ მშია შხაპს მივიღებ და მეც დავწვები. _ქვედა ტუჩზე მსუბუქად უკბინა და საჯდომზე უჩქმიტა.

>>>
მთელი ღამე გათიშულს ეძინა, რამდენჯერმე კი გაიგონა როგორ წამოიტირა გაბრიელმა, მაგრამ ბავშვი მალევე დამშვიდდა და ნატამაც მშვიდად შეიბრუნა ძილი. სამაგიეროდ უტას არ მოუხუჭავს თვალი მთელი ღამე, შვილის საწოლთან იჯდა და გაბრუებული არწევდა. თან ცდილობდა წამოტირება დიდხანს არ გაგრძელებულიყო, ცოლი რომ არ დაეფრთხო. დილის ექვს საათზე სარბენად წასვლა ვეღარ მოახერხა და დაბლა ჩავიდა ტრენაჟორების ოთახში.
ამასობაში ნატამაც გაიღვიძა და მძინარე შვილს დააჩერდა გაბადრული.

-რა მალე იზრდები._თმის მსგავს ღინრლებზე მოეფერა და თითებზე ნაზად აკოცა.

-ასე ადრე რატომ ადექი, ჯერ მაინც არ გაიღვიძებს. _უკნიდან ამოუდგა ცოლს და ყელში ხმაურით აკოცა.

-გამეღვიძა და ვეღარ დავიძინე. შენ მთელი ღამე არ დაწოლილხარ ხო?

მისკენ მიტრიალდა, ხელები კისერზე დააწყო და ტუჩები ნიკაპაზე მიაწება. უტას პასუხი არ გაუცია, ქალის სახე ხელისგულებში მოიქცია და ტუჩებზე უხეშად დააცხრა. ცალი ხელი თმებზე მოკიდა, ცალი კი წელზე მოუჭირა და სხეულზე მიიკრა. ტუჩებიდან ყელისკენ ჩასრიალდა და ცხელი ბაგეებით ყელის მიდამოში უამრავი კოცნის კვალი დაუტოვა. დათქმულივით ზუსტად იმ დროს ატირდა გაბრიელი, უტამ კიდევ ერთხელ ამოიხვნეშა, თვალები უკმაყოფილოდ გადაატრიალა და საწოლთან მისულ ცოლს გადახედა. ნატამ ბავშვი ღიმილით ამოიყვანა საწოლიდან და გულზე მიიკრა.
ღიმილით უყურებდა ყურებამდე გაკრეჭილ და უგონოდ ბედნიერ ცოლს და თვითონაც უხარია! უხარია ის რომ შეძლო და არის კარგი მამა და ქმარი! უხარია ის რომ მისი ცოლი მასზეა შეყვარებული და ზუსტად იცის რომ ეს ყველაფერი სამუდამოა!

-ნატა._ხმადაბლა ჩაილაპარაკა ცოლის სახელი.

-ჰოუ._სწრაფად უპასუხა და გაბრიელს ტუჩებზე საჩვენებელი თითი მსუბუქად დაკრა.

-მიყვარხარ!

იმნაძე ოდნავ წაბარბაცდა და რომ არ წაქცეულიყო ბავშვის საწოლს დაეყრდნო ცალი ხელით. მეორე ხელით კი გაბრიელი მაგრად მიიკრა გულზე და თვალებცრემლიანმა გადახედა ქმარს. ცოტახანი გაშტერებული უყურებდა ღიმილმოდებულ სახეზე, მერე ხელი პირზე აიფარა და ბოლო ხმაზე აღრიალდა! მისთვის წარმოუდგენელი იყო ის რაც მოისმინა! და ზუსტად იცოდა რომ ეს იყო პირველი და უკანასკენლი, მაგრამ ნატა მაინც ყველაზე ბედნიერი ქალია დედამიწის ზურგზე!

დასასრულის დასასრული
~~~~
ესეც მოგუგუნდა, იმედია ისიამოვნეთ. <3



№1  offline წევრი TeddyBear

ყველაზე მეტად შენი ისტორიებიდან ღამის სამიზნე მიყვარს და რაღათქმაუნდა ძალიან, ძალიან ბევრჯერ მაქვს წაკითხული kissing_heart
უტა ყველაზე რეალური პერსონაჟია ჩემთვის, მიმზიდველი და მამაკაცური ტიპაჟი.
ნატა კი ულამაზესი ქალია ^^

 


№2  offline წევრი ))♡

აუუ დედას გეფიცები უკვე სიტყები აღარ მყოფნიამს და არც არსებობს იმის შესაფერისი სიტყვები რაც შენ გეკუთვინს მიყვარხარ ძალიან აი ასე ონლაინ შენი მოთხობებით ♥♥♥♥
--------------------
მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ

 


№3  offline წევრი miyvarxar1992

ამას ნამდვილად არ ველოდიიი.შენ არც კი იცი როგორ გამახარეეე.ჩემი უტა რომ ვნახე კიდევ ერთხელ უიმე რა სიხარული ვიგრძენი.უტაც მივისაკუთრე ხო ხედაბ შოკოლადოო.საუკეთესო ხარ შენ ჩემო ტკბილოოო შაქარყინულოოოო heart_eyes heart_eyes

 


№4  offline წევრი naniko mindia

Dzalian kargad dasrule arvelodebodi tu gahzelebdi am istorias umagresi gogo xar ♥♥♥♥♥
--------------------
lomidze

 


№5 სტუმარი Guest lia

Visiamovne zalian.sitkvebi ar mkofnis sikvarulis gamosaxatad .superi xar .
mikvarxar.

 


№6 სტუმარი Guest მაკა

ძალიან მომეწონა არ მქონდა წაკითხული და ვისიამოვნე რა კარგად წერ საინტერესოდ

 


№7  offline წევრი ucnobi_18

როგოორრრცცც იქქქნნაააა ნატამ კი არა ლამის მეც ვიტირე ბოლოს!საუკეთესო ხარრ

 


№8 სტუმარი Grey

მაქსიმეს და ნინიას დასასრულის დასასრულიც კარგი იქნებოდა❤️❤️❤️❤️

 


№9  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Visiamovne romeliaaaa gadaviriee iseti kargi iyooo Dzalian magari xar daa esdebii gamilamze sheni istoriebitt

 


№10  offline მოდერი მე♥

TeddyBear
ყველაზე მეტად შენი ისტორიებიდან ღამის სამიზნე მიყვარს და რაღათქმაუნდა ძალიან, ძალიან ბევრჯერ მაქვს წაკითხული kissing_heart
უტა ყველაზე რეალური პერსონაჟია ჩემთვის, მიმზიდველი და მამაკაცური ტიპაჟი
ნატა კი ულამაზესი ქალია ^^

ძალიან დიდი მადლობა... მიხარია ღამის სამიზნე შენთვისაც ასეთი სასიამოვნო წასაკითხი რომ არის. <3 უტა მამაკაცია, ნატა კიდევ ჩემთვის საოცრებაა! <3 მადლობა კიდევ ერთხელ <3
))♡
აუუ დედას გეფიცები უკვე სიტყები აღარ მყოფნიამს და არც არსებობს იმის შესაფერისი სიტყვები რაც შენ გეკუთვინს მიყვარხარ ძალიან აი ასე ონლაინ შენი მოთხობებით ♥♥♥♥

მიყვარხარ მე!
თანაც ძალიან და ძალიან დამსახურებულად!
ასე უანგაროდ რომ ახერხებ შენ ჩემს გაბედნიერებას და გახარებას! <3
უზომოდ დიდი მადლობა, საყვარელო და თბილო!<3
miyvarxar1992
ამას ნამდვილად არ ველოდიიი.შენ არც კი იცი როგორ გამახარეეე.ჩემი უტა რომ ვნახე კიდევ ერთხელ უიმე რა სიხარული ვიგრძენი.უტაც მივისაკუთრე ხო ხედაბ შოკოლადოო.საუკეთესო ხარ შენ ჩემო ტკბილოოო შაქარყინულოოოო heart_eyes heart_eyes

ოჰ, მეორე ნაწილი დიდი ხანია დაწერილი მაქვს, მაგრამ აქ არ მქონდა ატვირთული და მიხარია თუ გესიამოვნა და გაგიხარდა... მიისაკუთრე, გეპატიება.:დ <3 დიდი მადლობა, ტკბილო. <3
naniko mindia
Dzalian kargad dasrule arvelodebodi tu gahzelebdi am istorias umagresi gogo xar ♥♥♥♥♥

არც მე მეგონა ამ ისტორიის გაგრძელებას თუ დავწერდი, მაგრამ დიდი ხნის წინ გადამიტრიალდა შარიკი და. :დდდ დიდი მადლობა, მიხარია რომ მოგეწონა. <3
Guest lia
Visiamovne zalian.sitkvebi ar mkofnis sikvarulis gamosaxatad .superi xar .
mikvarxar.

აი, აი, აი!
როგორ ახერხებთ ასე გამახაროთ და თან ყველაფერი დამავიწყოთ რისი თქმაც მინდა. დაპროგრამებულივით მარტო მადლობას ვიხდი უკვე და ისე მრცხვენია, ისე რომ მეტი არ შეიძლება. რა ვქნა, მაინც უნდა ვთქვა მადლობა! <3
Guest მაკა
ძალიან მომეწონა არ მქონდა წაკითხული და ვისიამოვნე რა კარგად წერ საინტერესოდ

უხ მე !
ვახ მე!
რა კარგია რომ მოგეწონა და რა კარგია რომ ისიამოვნე!
დიდი მადლობა! <3
ucnobi_18
როგოორრრცცც იქქქნნაააა ნატამ კი არა ლამის მეც ვიტირე ბოლოს!საუკეთესო ხარრ

შენ წარმოიდგინე და მეც ძალიან გაოგნებული ვიჯექი და ისტორიის ბოლო ნაწილს სულელივით ვკითხულობდი... იმდენად გაუაზრებლად და მთელი გულით დავწერე (ზუსტად ისე როგორც უტამ წარმოსთქვა.) რომ მეც კი ვერ მივხვდი რა გავაკეთე. :დდდ ძალიან დიდი მადლობა <3
Grey
მაქსიმეს და ნინიას დასასრულის დასასრულიც კარგი იქნებოდა❤️❤️❤️❤️

მაქსიმეს და ნინიას დასასრულის დასასრულს ალბათ ძაალიან დიდი ხნის შემდეგ თუ შემოგთავაზებთ, ისიც პატარას, ოჯახურად თქვენთვის. <3 მადლობები <3
ნარჩიტა
Visiamovne romeliaaaa gadaviriee iseti kargi iyooo Dzalian magari xar daa esdebii gamilamze sheni istoriebitt

როგორი ამაყი ვარ!
უზომოდ დიდი მადლობა!
მიხარია შენი დღის გალამაზებაში პაწაწუნა წვლილი თუ მაინც მიმიძღვის, მართლა ძალიან ბევრს ნიშნავს ეს ჩემთვის. <3
--------------------
ა.ა

 


№11 სტუმარი ტატუკა

აუუ რა კარგი იყოო სიყვები არ მყოფნის მართლა ვისიამოვნე.უტა არის ყველაზე მაგარი მამაკაცი მსოფლიოში.წავედი ეხლა სხვა ისტორიების კითხვას დავიწყებ ♡♡♡

 


№12  offline წევრი blondeangel631

ვაიმე რა მაგარი იყო სასწაული ხარ <3 <3 <3

 


№13  offline მოდერი მე♥

ტატუკა
აუუ რა კარგი იყოო სიყვები არ მყოფნის მართლა ვისიამოვნე.უტა არის ყველაზე მაგარი მამაკაცი მსოფლიოში.წავედი ეხლა სხვა ისტორიების კითხვას დავიწყებ ♡♡♡

საყვარელო, ძალიან დიდი მადლობა. უზომოდ გამახარე <3 მიხარია რომ მოგეწონა <3
გეგე მარიშკა
ვაიმე რა მაგარი იყო სასწაული ხარ <3 <3 <3

უხ მე! დიდი დიდი მადლობა <3
--------------------
ა.ა

 


№14  offline წევრი nw nw nw

ეს მეორე ნაწილი არც ვიცოდი თუ იყო დადებული. რამდენიმე დღის წინ თავიდან დავიწყე შენი ისტორიების კითხვა და ეს რომ დავინახე გავგიჯდი აქამდე როგორ არ წამიკითხავს მეთქი. შენს ისტორიებში ღამის სამიზნე განსაკუთრებით მიყვარს რატომღაც და გამიხარდა მეორე ნაწილი, ძალიან მომეწონა ესეც <3 მართლა ძალიიან ძალიაან მაგარი ხარ ანასტასია <3

 


№15 სტუმარი ნტ

heart_eyes კარგი იყო მომეწონა

 


№16 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მე რამდენი წლის მერე ისევ ვკითხულობ თქვენს ნაწარმოებებს ყველა ძალიან მაგარია მომწონს საინტერესო საოცარი ნაწარმოებია იმდენი ემოციებით სავსე ყველა ერთმანეთზე უკეთესი... მადლობა დიდი წარმატებები ♥️♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent