შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არჩევანი [სრულად]


8-10-2017, 04:42
ავტორი მე♥
ნანახია 22 464

გაოგნებული ვუყურებდი ჩემს წინ მდგომ ახლაგაზრდას და სიტყვებისათვის თავი ვერ მომეყარა. ისე უტიფრად ათვალიერებდა ჩემი სხეულის თითოეულ ნაწილს,როემლსაც ჯინსის ტანზე მომდგარი შარვალი და უბრალოდ თეთრი მაისური ფარავდა. სახეზე სიწითლემ გადამიარა, სირცხვილისაგა ვიწვოდი. ასეთი დაჟინებული მზერა საწინააღმდეგო სქესისაგან პირველი იყო და ალბათ უკანასკნელიც. ვიდექით მე და ის. ხმას ვერ ვიღებდი ის კი მზერას არ მაცილებდა. გაოგნებული და გამწარებული ვიყავი. სითავხედის ყველა კრიტერიუმი დაარღვია სულ რაღაც 26-27 წლის ახალგაზრდა ყმაწვილმა.
ხელი მსუბუქად დავუშვი მის ლოყაზე, რამაც მისი ლოყის გაწითლება გამოიწვია. მიღებული სიამოვნებისაგან ჩავიღიმე და უტიფარ ახალგაზრდას გამოვეცალე. ტაქსის ხელი დავუქნიე და ჩემს ფეხებთან ბორბლების ღჭიალიც გაისმა. ნასიამოვები მოვკალათდი უკანა სავარძელში. უკანა ფანჯრიდან ახალგაზრდა მამაკაცს გავხედე,რომელსაც ხელი ჯერ კიდევ ლოყაზე ედო. ცოტა ზედმეტი კი მომივიდა,მაგრამ ღირსი იყო. ვიმშვიდებდი თავს ჩემი ქაჯური გამოხტომით უკმაყოფილო.
კორპუსის წინ ვიდექი და ისევ იმაზე ვფიქრობდი ავიდე თუ არა სახლში?!... ყველაზე მეტად ახლა ჩემი ძმის ლექციების მოსმენა არ მინდა. საშინლად მაღიზიანებს მისი ზედმეტი ზრუნვა. 23 წლის განმავლობაში ჩემებურად ვერ დამიმთქნარებია ისე,რომ არ დამიწუნოს. სადარბაზოში შესვლისთანავე გავიგონე ჩემი ძვირფასი მეზობლის ქოთქოთი,... რას ერჩის ერთი იმ ძაღლს? ძაღლია და დაყეფს აბა რას იზავს?... რაც თავი მახსოვს სულ უკმაყოფილოა. ყველაფრით.
ჩემი ძმის ასისტენტობასაც კარგად ითავსებს ჩვენი ნაზი. სულ მეთვალყურეობის ქვეშ ვარ. დედაჩემი არ მაკონტროლებს ისე როგორც ეს ქალი. რა უნდა თვითონაც არ იცის...ახლაც სადარბაზოში ფეხი არ მაქვს შედგმული, წინა დღიდან მოყოლებულ ამბებს,რომ მოჰყვა.
-შვილო ეკატერინე გუშინ და დღეს ძალიან გვიან მოდიხარ სახლში.-რა უნდა ახლა ამით,რომ მითხრას? გათახსირდიო? ერთი ამოვიგგვინე და გზა გავაგრძელე.- შვილო ეკატერინე.-ეს შვილო ეკატერინე არ გაგიკვირდეთ, საფირმო ფრაზაა. როდის აქეთ გავხვდი შვილი ჩემამდე არ დადის. დედაჩემია მოსაკლავი თავის დროზე ამას,რომ მიგვაბარა... " მიმიქციე ბავშვებზე ყურადღებაო" რა ყურადღების მიქცევა ჭირდება 19 წლის გოგოს და 24 წლის ბიჭს.. ვერ ვხვდები.
-დღეს ლადომ დამირეკა და მითხრა ეკატერინეს ტელეფონი რატომ აქვს გამორთული ხომ არ იციო? მეთქი არა აბა მე საიდან თქო.- სადარბაზოს კიბებზე კონფორტულად ჩამოვჯექი და ჩანთა კალთაში ჩავიდე. მიხვდით ხო?! ახლა ნახეთ ერთსაათიანი ლექციები.-მერე მკითხა ხომ არ იცი სადაოო? აბა მე საიდან თქო,იმხელა გოგოს ხომ არ ვკითხავ სად მიდიხარო? ბოლოს ასე მითხრა ბანკში მივიდეს და ფული გამოიტანოსო, კოდი მივწერე და ტელეფონს,რომ ჩართავს ნახოსო.ხო ისე სად იყავი შვილო?! მეშინია რამე შარს არ გადაეყარო ათასი ოხერტიელი დადის. თან მობინდებულია,თავს გაუფრთხილდი შვილო ეკატერინე._აბა?! ხომ ვარ ქვასავით ნერვების პატრონი?! ჯერ სად ვართ უარესები გველის წინ. ფეხზე წამოვდექი და სახლისკენ გამოვბრუნდი,აღარ შევუჩერებივარ. სახლში შესვლისთანავე ვიგრძენი დაძაბულობა როგორ მომეხსნა და ამოვისუნთქე... ვითომც არაფერი,მაგრამ ეს ქალი მღლის,უკანასკნელ ძალებს მართმევს...მისაღებში ლასლასით გავედი,ჩემი ბედოვლათი ძმა სავარძელში იყო ჩასვენებული და თვლემდა. ერთი მუჯლუგუნი გავკარი და ისე წამოფრინდა გული ლამის საგულედან გამეპარა.
-რა იყო შე ნადირო?_ვკითხე დაფეთებულმა და სამზარეულოსკენ წავედი.
-ხომ იცი არა, როცა მაღვიძებენ უარყოფითად მოქმედებს ჩემზე._ მე კი ვიცი შენზე უარყოფითად რაც მოქმედებს,მაგრამ გესმი ჩემი?!წავკბინე ფიქრებში. სამზარეულოში შესვლისთანავე მაცივარს მივარდი. რაც გვქონდა გადმოვალაგე და სუფრა გვაწყვე.
-დაგღალა ჩემმა კოლეგამ?_სხვათაშორის მკითხა და ზეთისხილს დაწვდა._ჰა აღიარე ხომაა ჩემპიონი?_რისი ჩემპიონია ამიხსენით ერთი ვინმემ!

ასე ლაპარაკლაპარაკში შემოგვაღამდა. საძინებელში შესულს ათასი ფიქრი შემომაწვა. მე ასე მარტო უნდა დავსავსავებდე და ის გაკრიხინებული ლანა უნდა იყოს გათხოვილი თქო?!. არა ახლა ლანას რას ვერჩი?არ გეგონოთ მშურს,არა! გულს ვიფხან ხოლმე ასე. საწოლში შევწექი და დაძინება ვცადე,მაგრამ შენც არ მომიკვდე რული არ მეკარება. ვიწრიალე ვიწრიალე და ბოლოს ფეხზე წამოვდექი. აივნის კარები გამოვაღე, ელდანაკრავივით მეცა ცივი ჰაერი. შემაჟრჟოლა, საწოლს მივარდი,საბანი მოვიხვიე და ავიანზე გავედი. სავარძელში კონფორტულად მოვკალათდი და წინა კორპუსს გავხედე. უჩვეულოდ ვგრძნობდი თავს. ეს ბოლო 2 კვირა ერთიდაიგივე ფანჯრებს მივშტერებივარ. შუქი სულ ანთია,მაგრამ ფანჯრის ახლომახლო არასდროს არავინა. არადა კი ვიფიქრე ერთი ორჯერ აივნიდან სასიყვარულო თავგადასავალი არ მაწყენდა თქო,მაგრამ რათ გინდა ფიქრი ფიქრად დარჩა ოცნება ხო მოკვდა.
ფეხზე იმედგაცრუებული წამოვდექი და გაციებულ საწოლში შევწექი. როდის როდის ძილმაც წამართვა თავი...


დილით ხმაურმა გამომაღვიძა, ვინ იქნებოდა თუ არა ჩემი ბედოვლათი ძმა. ხომ შეიძლება ერთხელ წყნარად,მშვიდად,უხმაუროდ და მოწესრიგებულად გაეტიოს სახლიდან?! არა! მე ხო უნდა გამაღვიძოს? ეგოსიტია და უარგისი! საწოლიდან წამოვღოღდი და მისაღებში გავედი. ხო ვამბობ მოუწესრიგებელია თქო?! ახლა უნდა ალაგებდეს არქიტექტორი კაცი ნახაზებს?
-შენ სულ ამაზე როგორ უნდა გეჩხუბო?!_ვკითხე და თვალები დავუბრიალე. გავკვირვებულმა ამომხედა გეგონება პირვეად მოისმინა საყვედური._რას მიყურებ?! გუშინ საღამოს,რომ ჩაგელაგებინა ეგ ოხერი ნახაზები არა? მაცადე ძილი ისედაც 2 საათი დამრჩა.
-კარგი რა ეკა სულ როგორ უნდა წუწუნებდე?_მკითხა და ლოყებზე წამეთამაშა_ მაგას რა ჯობია მერე? 2 საათით ადრე ადგები, გამოფხიზლდები და უფრო ძალღონით სავსე წახვალ სასწავლებელში.
-არ მჭირდება მე ძალღონე რაც მაქვს მყოფნის._შენ კი გერევი და. ისევ წაიკბინეს ფიქრებმა._მალე გაეტვი სახლიდან?
-დამაცადე ეკა დამაცადე._მისაყვედურასავით და სამზარეულოსკენ წავიდა._სად წავიღე გიას ნახაზები?_ბურტყნებდა თავისთვის.-ეკა!ჩემი ნახაზები ხომ არ გინახავს?
-არა!

როდის როდის გაეტია სახლიდან... ახლა რაღა დამძინებდა? ერთი საათისთვის შევწევ გავათბო საწოლი და მერე მივატოვო?! ოჰ არა... სამზარეულოში გავედი ჩაიდანი ჩავრთე და ფინჯანში ჩემი საყვარელი ყავის მომზადება დავიწყე... კაპუჩინოს სურნელიც კი განსაკუთრებულად მსიამოვნებს. "რა სურნელი აქვს ერთი ასეთი,რომ გადაგრიაო" ასე იცის ხოლმე ჩემმა ნინიკომ. კარებზე ზარის ხმა,რომ გავიგე ერთი სიცოცხლე გავათავე. ახლა თუ ისევ ნაზია გავგიჟდეები. ფეხების კანკალით გავედი მისაღებში და სახელური ჩამოვწიე.
ნაზიო?! ასე თუ გასიმპათიურდა და დამშვენდა არ ვიცოდი. დავიჯერო რელაქსაციებს მიმართა? ასეთი სიმპათიური ნაზი თუ უნდა იყოს სულ იაროს ჩემთან თქო ვიფიქრე. რა ნაზი რა ნაზი? ტვინი გაანძრიე. შევუცაცხანე ჩემ თავს და დაუპატიჟებელ სტუმარს გავხედე. კია მთასავით ბიჭი,რაღა ბიჭი 30 წლის კაცი იქნება.გაიცინა გულმა.რომ არაფერს ამბობს. მიყურებდ და ტუჩის კუთხეში ეღიმება. რა ღიმილი აქვს, დაგადნობს... შევხედე მეც გვუღიმე და პირი ძლივს გავაღე,რომ მეკითხა რა უნდოდა თვითონ,მაგრამ დამასწრო.
-კახნიაშვილების ბინაა?!_კითხვა გამიკვირდა,არა რას ველოდი ნეტა? გამარჯობა ეკატერინე მე შენი იდუმალი თაყვანისმცემელი ვარო?.. ისე ნეტა რას ვუპასუხებდი? არა! უარით გავისტუმრებდი ზედმეტად ბანალური ხართქო. მამაკაცმა ჩაახველა,ძლივს გამოვფხიზლდი და კითხვაზე ვუპასუხე.
-დიახ.
-მე ბექა ნინოშვილი ვარ. ნიკოს კახნიაშვილის ნახვა მინდა თუ სახლშია._რა ოფიციალურია... ჩავიღიმე და უარის ნიშნად თავი გავაქნიე,მაგრამ სათქმელი მაინც ვთქვი.
-სულ რაღაც 20 წუთის წინ დატოვა სახლი ჩემმა ძმამ._არც მე დავაკელი ოფიციალურობა. ხომ ვარ ზრდილობიანი გოგო? ვარ. ვიცი!
-სამწუხაროა._ უკვე მაღზიანებს მისი ასეთი საუბარი. კვლავ იმედგაცრუებულმა თავი გადავაკონწიალე და მამაკაცს ასეთი მზერით შევხედე? "გინდ კიდე რამე თუ დავკეტო კარები თქო?" მამაკაცმა თავი დამიკრა ნიშნად დამშვიდობებისა და გატრიალდა. თვალი კიდევ ერთხელ შევავლე მთასავით კაცს და კარები მივიკეტე.
სამზარეულოში ისევ იმედგაცრუებული შევტრიალდი.. ყველაფერს ბედი უნდა თქო წავიბურტყუნე და ყავის ფინჯანს დავწვდი. ბექაზე ფიქრები უნებურად წამომეშალა, ნიკოს იცნობს... კიდევ მოვა არ მოვა და ნიკოს მოვაყვანინებ. არაა ერთხელ ნახვას დავჯერდები. წავიბურტყუნე და ოთახისკენ წავედი. ტანსაცმელი გავიმზადე და აივნის კარებს მივეყუდე. ისევ წინა კორპუს და ისევ იმ ფანჯარას გავხედე. შუქი არ ენთო ან დილის 10 საათზე ვინ აანთებს შუქს. ჯიქურად ვუყურებდი ფანჯრებს... შევამჩნიე,რომ ფარდები შეირხა და სიხარულისაგან გამეღიმა. რა მახარებდა?! მაგრამ მაინც მიხაროდა. ჩავიცინე და საწოლზე დაწყობილ ტანსაცმელს დავწვდი. ნახევარ საათში სახლის კარები გავიკეტე და მეზობლის დარტმისათვის მოვეზმადე. გასაოცარი ამინდი იყო შესაბამისად ნაზიც სადარბაზოს გვერდით,რომ სკამებია იქ ზის და ელოდება როდის გალაგდებიან მეზობლები. არ შევმცდარვარ,იქ ზის და მზესუმზირას მიირთმევს. ან არ ეზარება დილის 8 საათიდან აქ ჯდომა?. გვერდით ჩავლა დავაპირე,მაგრამ რად გინდა? წამოიკივლა და ადგილზე მიმყინა.
-შვილო ეკატერინე,_ჩემი მოთმინების ფიალასაც აქვს საზღვრები და ერთხელაც ყველას ერთად გაგაოცებთ._როგორ ხარ? რა ქენი ნახე კოდი?_კოდიო,რომ თქვა თვალები გამიფართვოდა. რამ დამავიწყდა თქო შუბლზე ხელი ოდნავ მივირტყი და ნაზის გავხედე,რომელიც თავს აქეთ-იქით აკონწიალებდა. დღეს არ მჭირდება ფული თქო ამით დავიმშვიდე თავი და ნაზის გავუღიმე._რა დაბნეული გოგო ხარ!_მისაყვედურა ჩემმა მეზობელმა._კარგი ეგ მერე. ახლა რა უნდა გითხრა. ერთი კვირით მივდივარ სოფელში._ მოპირდაპირე კორპუსის ფანჯარასთან ფარდების გარხევით გამოწვეული სიხარული რა იყო ახლა რასაც ვგრძნობდი იმასთან. შინაგანად ფრთები გამომესხა და დავფრინავდი._და მინდა,რომ ჩემ სახლს მიაქციო ყურადღება,გასაღებს დაგიტოვებ და იქნებ ჩემი ყვავილები მორწყო ხოლმე._ბოლომდე ხო არ გაგახარებს.ფრთები ოდნმავ წამეჭრა და მიწაზე ფარფატით დავენარცხე.
-აუცილებლად.
-დღეს,რომ დაბრუნდები სახლში გასაღებს დაგიტოვებ.
კარგი თქო ვუთხარი და გამოვტრიალდი. ჩემს მოპირდაპირე კორპუს გავხედე და თვალის გუგეები გამიფართვოდა ფანჯრები ღია,რომ დამხვდა ფარდები კი გაეწული. "გაანიავეს სახლი". თავიდან ვფიქრობდი ბომჟების ბუნაგი იქნება თქო,მაგრამ მერე ფარდებს დავაკვირდი და ბომჟებს ეგეთი ფარდები?! შასნი არა.
ფანჯრებს კიდევ ერთხელ ავხედე და ქუჩა გადავკვეთე. ნაზი რაღაცას კიდე მექოთქოთებოდა,მაგრამ ვის ესმოდა?! ახლა ამან მე უნდა მანდოს სახლი?. ყვავილები მორწყეო თან. მაგ იმედზე იყოს. ავოტბუსის გაჩერებამდე გულში კარგად ვიხარხარე ნაზიზე. ამდენს,რომ არ ლაპარაკობდეს ხომ არ დავცინებდი არა?. 10 წუთში ავტობუსიც გამოჩნდა. როგორ არ მიყვარს აქ ასვლა. მითუმეტეს თუ გარეთ ცხელა,წარმოიდგინეთ შიგნით რა ხდება. ძლივს ავეტიე და ფეხზე დავდექი. ჩემს უკან გავაპარე მზერა და 4 გაკრეჭილ ახალგაზრდა 18-19 წლის ბიჭებს მოვავლე თვალი. ვერცერთი მიხვდება,რომ ადგეს და ადგილი დამითმოს. თავხედები. გაფიქრებული არ მოქნდა ერთერთი მათგანი,რომ წამოდგა და გამიღიმა.
-დაბრძანდით დეიდა. _დეიდაო,რომ გავიგე თვლები შუბლზე ამივიდა. იმდენი რამის გაფიქრება მოვასწარი... დავიჯერო ასე მეტყობა ასაკი? ან რა ასაკის მე ვარ 23 წლისაც არ ვარ ჯერ.. თავხედი და ტუტუცი ლაწირაკი რამდენს ვედავს?! ქუჩის ბომჟი,ამის დედა ვიყო რას ვუზავდი თქო ვიფიქრე.
-ღმერთიც გიშველის შვილო თქო ვუპასუხე და თავისუფალი ადგილი დავიკავე... დარჩა გაღიმებული. ამ უტაქტოებმაც მოაღეს პირები და იმხელაზე გადაიხარხარეს გული გადამიქანდა. ერთი ამოვიკნავლე საცოდავად და ფანჯარაში გავიხედე. ჩემს გაჩერებამდე თავი ისე ამატკივეს ოთხეულმა,რომ ლამის ავოტბუსიდან ჩამოვხტი. რაზე აღარ ილაპარაკეს. თავი ავტობუსში კი არა ბორდელში მეგონა... ჩემი გაჩერება,რომ დავინახე იმხელა ხმაზე ვიკივლე "გააჩერეთ" თქო მძღოლმა ისე დაატორმუზა ფეხზე წამომდგარი ისევ თავისუფალ ადიგლას დავენარცხე.
ავტობუსიდან გადმოსულმა სუფთა ჰაერი ხარბად შევისუნთქე და ჩანთა შევისწორე. ერთი ქუჩის გადაკვეთაზე ჩემი სასწავლებელია,შუქნიშანს ავხედე წითელია. ველოდე ველოდე და არ ქნა. ბოლოს მანქანებს,რომ ვერ მოვკარი თვალი გადავდგი ნაბიჯი,მეორე ნაბიჯი,მესამე ნაბიჯი და მოსახვევიდან ისე სწრაფად გამოქანდა შავი გაპრიალებული მერსედესი.არა ახლა იმის თავი მქონდა,რომ მერსედესის ფერი გამერჩია და მერე გაპრიალებული იყო თუ არა... ხოდა გამოვარდა ეს მანქნა და ჩემს ფეხებთან დაამუხრუჭა. სიკვდილს ჩავხედე თვალებში,მაგრამ კადრები ვერსად დავინახე. თვალები ისე მაგრად მქონდა მოხუჭული ამეწვა.. გონზე მამაკაცის ბოხმა ბარიტონმა მომიყვანა...
-შენ ნორმლაური ხარ?!_მისაყვედურა კაცმა. თვალები ნელა გავახილე ჯერ ერთი მერე მეორე. ადგილზე დავდნი. ჯერ ხმამ ხო მომხიბლა და მერე აღნაგობამ. ისეთი იყო აი როგორ ვთქვა. გასაოაცარი. სახე ქონდა საშინლად ცივი, მიმიკა ხომ გამყინავი... ჩემზე ბევრად მაღალი, მუქი შავი თმები და ყვავივით შავი თვალები. სწორი ცხვი და ოდნავ დიდი ტუჩები. ნიკაბზე ნაჩხვლეტმა ისე მომხიბლა,რომ უნებურად გამეღიმა._რა გაცინებს?! ლამის გაგიტანე. სულ დაკარგეთ ხომ ჭკუა? რამე,რომ მოგსვლოდა? მე ხომ მღუპავდი და საკუთარ თავსაც._რა აყვირებდა ერთი ვერ გავიგე? ხო გადავრჩი არა? ისე რა მზრუნველია.
-მე მე... ბოდიში._ისე დავიბენი სიტყვებს თავი ძლივს მოვუყარე... უკან გატრიალდა და მანქნააში ჩაჯდა... ნაბიჯი ძლივს გადავდგი და გზა გადავკვეთე ამჯერად მშვიდობით...დავინახე როგორ შეუხვია შავმა მერსედესმა ჩემი სასწავლებლის ავტოსადგომისკენ. გულში გავიცინე და ნაბიჯს ავუჩქარე.

აუდიტორიის კარები დაფეთებულმა შევაღე. ყველაფერს ბედი უნდა თქო,რომ ვამბობ არ მიჯერებთ... დავაგვიანე! ლექტორმა ისე გამომხედა,მიწის გასკდომა ვინატრე. არადა განა რა მოხდა?! 10 წუთი ვის არ დაუგვიანებია?. ჩემი ადგილი დავიკავე და ნინიკოს გადავხედე ჩემგან მოშორებით,რომ დაეკავებინა ადგილი.. გაბრაზებულმა თვალები დავუბრუალე "მანდ რა ჯანდაბა გინდა თქო " არაფერი უთქვამს გამიღიმა და ტელეფონი მოიმარჯვა ხელში. რა ფიქრი მაგას უნდა ჩანთაში ტელეოფნის ძებნა დავიწყე... ვერ მოვასწარი და აწრიპინდა. ლექტორმა უფრო გამკაცრებული სახის ნაკვთებით გამომხედა და თვალები დამიბრიალა.. ტელეფონს ხმა გამოვურთე და ტექსტის წაკვითხვა დავიწე. " ლიანამ გადამაჯინა,ახალი სტუდენტი უნდა მოიყვანონ და." "მერე სხვა ადგილი არ იყო?!" გავკაპასდი მე და ტელეოფნი ჩანთაში ჩავუძახე. რვეულები ამოვალაგე და ლექტორს გავხედე. გულისყურით ვუმენდი და ვცდილობდი არაფერი გამომრჩენოდა. შესვენებისას ნინიკო ჩემთან გადმოჯდა და საუბარი გამიბა.
-რატო დააგვიანე?!_მკითხა და ჩემს რვეულს დასწვდა.
-ლამის მოვკვდი._ვთქვი ფერწასულმა.
-ვაიმე._ შეწუხებულმა შემომხედა და ხელი ხელზე დამისვა. აკლია ამას.
-მანქანამ ლამის დამარტყა,მაგრამ ღირდა... ისეთი მძღოლი გადმოვიდა,რომ დავდნი._ნინიკომ ხელი აიღო და გადაიკისკისა. შენი გამოსწორება არ იქნებაო მომაძახა და აუდიტორია დატოვა... გარეთ გასვლა არ მინდოდა არადა შესვენება 1 საათი იყო რა ვაკეთო თქო ვიფიქრე და მერსდესის პატრონის ძებნას მივყავი ხელი. დერეფნები დავიარე,მაგრამ ვერსად მოვკარი თვალი <<შავთვალებას>>. ფარხმალი დავყარე და ისევ აუდიტორისაკენ წავედი. კარებთან წერწეტა,მაღალი მოხდენილი ტანის გოგონა იდგა ჩემსკენ ზურგით და ნინიკოს ესაუბრებოდა.აქამდე არასდორს შემინიშნავს სასწავლებელში. ცნობისმოყვარე თვალებით გავხედე ნინიკოს, რომელიც ღიმილით მიყურებდა და ხელის მარტივი მოძრაობით მანიშნებდა,რომ მათთან მივსულიყავი. ნაბიჯს ავუჩქარე და გვერდით ამოვუდექი დაქალს. უცნობს გავუღიმე და მივესალმე. უნდა ვაღიარო იშვიათი სილამაზის მატარებელი გოგონა იდგა ჩემს წინ. სახის ვერცერთ ნაკვთს დაუწუნებდი. აპრეხილი პატარა ცხვირი, ტუჩების მოცულობაც საკმაოდ დიდი, მუქი ლურჯი თვალები და ქერა გრძელი თმა.
-ეკუშ, გაიცანი ეს ჩვენი ახალი კურსელია ნია ბრეგვაძე._ახალი კურსელიო,რომ თქვა ჩემი ცარიელი ადგილი გამახსენდა. ან რომელ ჭკუათმყოფელს მოუვიდა აზრად წლის ბოლოს საბუთების გადმოტანა და სწავლის აქ გაგრძელება?! აშკარად ფულიანის შვილია თქო დავასკვენი. გოგონას გავუღიმე და სიტყვით გამოვედი.
-სასიამოვნოა ნია.
-ჩემთვისაც._ფიზიკურად ხომ იყო საოცრება და ხმაც ისეთი წვრილი და მელოდიური ქონდა უნებურად გამეღიმა. ბედი მისი ვინც ამას შეუყავრდება თქო წაიჩურჩულა ფიქრმა.
ნია უფრო ახლოს გავიცანი. კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა. სულელ ქრებზე შექმნილი წარმოდგენა ნიაკომ წამში მოსპო. სულაც არაა სულელი. ძალიან ნაკითხი და ნიჭიერი გოგოა. ლექციების შემდეგ ნინიკოს ხელი დავავლე და ჩემთან წავიყვანე. ავტობუსის გაჩერებაზე დიდხან მოგვიწია ყურყუტი. ვერ მოვითმინდე და მაინც ვკითხე.
-ნინიკო,_შემპარავი ტონით დავიწყე საუაბრი.
-ჰო ეკუშ._მკითხა და ავტობუს გახედა,როემლიც არსად ჩანდა.
-ნიაზე მინდა გკითხო. სასწავლო წელი მთავრდება 3 თვეში. თანაც მეორე კურსზე ვართ და როგორ მოხვდა ჩვენთან?_ ცოტა არეულდარეულად დავსვი კითხვა,მაგრამ მთავარი მგონი გაიგო.
-შენ არ გსმენია <<ფული ჯოჯოხეთს ანათებსო>> _გამიცინა ნინიკომ და მოსული ავტობუსისაკენ წავიდა.
-მოიცა მოიცა._ვკითხე დაბნეულმა._ანუ ფულით მოხვდა?! ეგეთები ხომ აღარ ხდება?_ჯერაც ვერ მოვედი საღ აზრზე.
- ეგ შენთვის და ჩემთვის._მომაძახა ნინიკომ და ავტობუსში ავიდა,მეც უკან დავედევნე და მის გვერდით თავისუფალი ადგილი დავიკავე. ახლა რაღა გამაჩუმებდა თემა გამომიჩნდა.
-მდიდარი მამიკოს გოგო?! არადა სულ არ გავს უცოდინარს.
-მე არ მითხვას უცოდინარია თქო,უბრალოდ ფულით მოხვდა ჩვენს კურსზე. რომელიღაცა სასწავლებელში იყო აქამდე პრობლემები შემექმნა და გადმოვედიო... მამიკო არა საქმრო._დაამატა ბოლოს ნინიკომ და ფანჯარაში გაიხედა. ამ უკანასკნელმა გამაკვირვა,მაგრამ რა იყო გასაკვირი 22 წლისაა და თანაც ასეთი მომხიბვლელი.
-ხო რავიცი._წავიბურტყუნე და ჩანთაში ტელეფონს დავუწყე ძებნდა, თავისთვის,რომ წვალობდა. ნიკოს ნომერს დავხედე და უკმაყოფილოდ გავქნიე თავი.
-ეკუშ,სად ხარ?
-სახლში მივდივარ. რა იყო?!
-მოკლედ, დღეს ჩემი სამსახურის თანამშრომლები ავღნიშნავთ ჩვენი კომპანიის 12 წლის თავს და გვიან მოვალ სახლში.
-ხო კარგი.
-კარგი._ნიკო გათიშვას აპირებდა ტელოფნში,რომ ჩავყვირე.
-ხო მართლა დღეს ვიღაცა ბექა..... ბექამ გიკითხა_გვარის გახსენება გაუჭირდა ცოტახანი შეყოვნდა და ძმის დახმარებით ძლივს გაიხსენა.
-ნინოშვილმა?
-ხო მაგან.
-ხო ვანხე უკვე. წავედი აბა ჭკუით
ბედოვლათს ტელეფონი გავუთიშე და ისევ ნინიკოს გავხედე. ბექა ნინოშვილი, გაიმეორა გონებამ და ჩამეღიმა. აშკარად კარგი შთაბეჭდილება დატოვა მამაკაცმა ჩეზე. და მერე როგორი ზრდილობიანი იყო. გაწონასწორებული. ისემც შენ რა გითხარი ეკატერინე ბერიძე, ძაან იცი როგორია. ერთხელ ნახვით,რომ აფასებ ადამიანებს იმიტომაც ხარ დღეს ასე. წამკბინეს ფიქრებმა. ტუჩები გავბუშტე,ვის ვებუტებოდი?! საკუთარ თავს საღ აზრზრე,რომ დამაყენა იმიტომ! ჩეემს გაჩერებაზე ჩამოვედით და სადარბაზოსთან ბარგით ხელში ნაზის მოვკარი თვალი. <<მეშველა>> თქო გადავჩურჩულე ნინიკოს და გავიცინე. ნაზი გამომეგება და გასაღები მომაჩეჩა.
-შენ გახარებას შვილო,ყვავილები მორწყე ხოლმე._შემომცინა და ნინიკოს მიუბრნდა._შვილო ნინიკო, როგორ ხარ?! დედა როგორა?
-კარგადა რა უშავს.
-კი კარგია თქვენთან ჭუკჭუკი,მაგრამ მეჩქარება აბა თქვენ იცით._მოგვაძახა და იქვე მდგარ ტაქსში ჩაჯდა. თავი გავაქნიე და სადარბაზოში შესვლამდე მოპირდაპირე კორპუსის ფანჯრებს გავხედე. დაკეტილია და ფანჯრებიც ჩამოფარებული.
სახში შესულმა ღრმად ამოვისუნთე და ფეხსაცმელები შემოსასვლელში მივაწყე. ჩანთა საკიდზე ჩამოვკიდე და მისაღებში გავედით. ნინიკო დივაზე მიწვა და თვალები დახუჭა. მე სამზარუელოსკენ წავედი და ყავის მომზადება დავიწე. 5 წუთში ნინიკოც შემოვიდა და სამზარეულოს ფანჯარასთან დადგა. უჩვეულოდ მოწყენილი მეჩვენოდა ეს ბოლო პერიოდი.. ძველი ნინიკო თითქოს ფერმკრთალდებოდა და ახალი ნინიკო იბადებოდა,უფრო სევდიანი. გვერდით ამოვუდექი და ხელები მხრებზე მოვხვიე.
-ნინ, რა გჭირს?!_პასუხის გაცემა აშკარად გაუჭირდა, თვალები ცრემლით აევსო და შემომხედა. <<მიყვარს ეკუშ>> მარტო ეს მითხრა და ჩემს მხარზე მწარედ ატირდა. სახტად დავრჩი,ჩემი ნინიკო შეყვაარებულია. ყველაზე მატად მისმა ცრემლებმა მატკინეს გული, უყვარს,მაგრამ ტკივა. სახე ავაწევინე და ჩავკოცნე...
-რა გატირებს შე სულელო?!_გავუნაწყენდი და ჩავეხუტე.
-არ ვუყვარვარ, სხვა უყვარს._წაიჩურჩულა და ასლუკუნდა.ნინიკოს ადგიალს არ ვიყავი,მაგრამ მისი სიტყვები საშინალდ მომხვდა გულზე. საკუთარი თავი დავყანე წამით მის ადგილას და გული შემეკუმშა. თითიქოს უჰაერობაც ვიგრძენი და ერთი სევდიანმა ამოვიკნავლე.
-მოდი ყავა დავლიოთ და მერე ვილაპარაკოთ კარგი?_უსიტყვოდა დამიქნია თავი და სკამზე დაჯდა. ხელები მაგიდაზე დააწყო და შიგ თავი ჩარგო. მისი ასეთ მდგომარეობაში ყურება გულს მიკლავდა. არასდორს არავიზე უხსენებია,რომ მომწონსო და ახლა ასე მალე გამოუცხადა,რომ ცალმხრივი სიყვარულით იტანჯება. გულში კი გაკრა წყენაბ,მაგრამ მაინც ვერ გაებუტა მეგობარს ისე როგორც სურდა. წინ დაუჯდა და მიაჩერდა.
-გისმენ._ნინიკომ ამოიხვნეშა და გასწორდა.
-ვიცი,რომ ბრაზობ აქამდე,რომ არ გითხარი,მაგრამ არ შემეძლო. ახლაც არ შემიძლია გითხრა,მაგრამ ეს დუმილიც მკლავს. ვინმეს,რომ არ გავუმხილო მოვკვდები შენს გარდა კი არავინ მაყვს.. არ გეგონოს,რომ არ გენდობოდი და იმიტომ დაგიმალე, არა! მიზეზი მაქვს და გეტყვი... მე3 წელია ერთ ბიჭზე თავდავიწყებით ვარ შეყვარებული. მთელი ორი წელი საკუთარ თავს ვარწმუნებდი,რომ გატაცება იყო,მაგრამ ამით მხოლოდ თავს ვიტყუებდი... ბოლო ერთი წელია უფრო გაღრმავდა გრძნობდა და უფრო მტკივნეული გახდა. ხშირად ვართ ერთად,მაგრამ ამავ დროს ძალიან შორს. სხვა უყვარს ეკა სხვა._აქ თავი ვეღარ შეიკავა და ატირდა.
-ვირ არის?_ვკითხე და პასუხის მოლოდინში გავიყურსე.
-ნიკო.
-ვინ ნიკო?_ვკითხე დაბნეულმა და მოსალოდნელი პასუხისგან გაოცებული თვალები გამიფართვოდა. ჩემი ძმა უყვარს და ამდენხანს ვერ ვხვდებოდი? სად მქონდა თვალები?.. აქამდე რატო ვერ ვამჩნევდი ნინიკოს ჩამქრალ თვალებს ნიკოს და ნათიად ერთად დანახვისას... შენ ხარ მეგობარი ეკა? ესაა შენი მეგობრობა? აბა შენ დაგმართნოდა ასეთი რამე წამებში მიხვდებოდა ჩემი ნინიკო. თურმე როგორ იტანჯება და მე სად ვარ ამ დროს?! ზუსტად იმ უარყოფითზე ვსაუბრობდი ფიქრებში მაშინ ნიკო,რომ გავაღვიძე.. მაგ <<უარყოფითს>> ნათია ქვია, რომ ვუყურებ იმდენად ვღიზიანდები გულის რევის შეგრძენბა მეუფლება..._ჩემი ნიკო ნინ?_ვკითხე და ღიმილით მივაჩერდი.
-ხო.._ძლივს გასაგონად აღმოხდა ნინიკოს.
-გთხოვ რა ნუ ტირი ნინ... შენ ხომ იცი,რომ ნიკოს ნათია არ უყვარს? რამ გაფიქრებინა ეგ სისულელე, ჩემო ნინიკო?! კარგი რა,ნათიაზე არასდორს სერიოზულად არ უსაუბრია. არ გეგონოს,რომ ამას შენს სანუგეშოდ ვამბობ,არა! სიმართლეს გეუბნები. ნიკო ნათიას არასდორს ახსენებს,მარტო მაშინ თუ გვერდით ყავს და ესეც იშვიათად. საყვარელი კიდევ ვის არ ყოლია..._დავაიმედე მეგობარი. ნინიკოს თვალებში იმედის ნაპერწკალმა გაიელვა,მაგრამ მალევე ისევ განაცრისფერდა მისი თაფლისფერი თვალები.
-შენც არ გჯერა მაგის. ისეთი სიყვარულით უყურებნ ხოლმე ერთმანეთს.
-სიყვარულით არა ის_გადაივიკისკისე და მეგობრის ხელს ხელი დავადე._საყვარლები როგორც უნდა უყურებდნენ ერთმენეთს ეგრე უყურებენ...
-ხო?!_იმედიანად მკითხა ჩემმა ნინიკომ.
-ხო ხო.. _ვუპასიხე და ხელისგულზე ვუკბინე.
-ცხოველო._მოვიდა ხასიათზე <<ტანჯული>> ჩავიცინე და ფეხზე წამოვხტი.
-აბა რა ვქნათ დღეს? ხვალ შაბათია და კარგს ვიზავთ თუ ცოტას გავერდთობით.
-კლუბში წავიდეთ.
-რომელია საათი?
-7 ხდება.
- 10ისკენ წავიდეთ.
-კარგი. წავალ მე მოვემზადები.
-სად წახვალ?! მე არ მაქვს კაბები?_ვკითხე ნაწყენმა და ოთახსიკენ ვუბიძგე.
-ხო რავიცი თუმცა.._ოთახში კაბებს ვარჩევდით ნინიკო,რომ მომიტრიალდა_გაბრაზებული ხარ ჩემზე?_მკითხა ჩამქრალი თვალებით.
-უფრო ნაწყენი,მაგრამ მიზეზი,რომ გავიგე სულ გაქრა წყენა... _მოვიდა და მაგრად მომეხვია. მიყვარხარო მითხრა და ისევ კაბებს მიუტრიალდა.



10 საათამდე ნიკოზე კიდევ მოვასწარით წაჭორავება.. ბექაზე და <<შავთვალებაზეც>> მოვუყევი... ისე ავღწერე ორივეს ფიზიკურობა,რომ მგონი ნიკო სულ დაავიწყდა... უნდა ვაღიარო <<შავთვალება>> უფრო <<ზესიმპათიურია>>... სახლის კარები სიციცლით გავიკეტეთ და კიბებს დავუყევით. სადარბაზოდან გასულმა პირვლი ჩემს მოპირდაპირე კორპუსის ფანჯრებს გავხედე შუქი ჩამქრალი იყო. გამოძახებულ ტაქსში მოვკალათით და კლუბის მისამართი მივეცით.. ნახევარ საათში კლუბის წინ ვიდექით და რაღაცაზე გულაინად ვიცინოდით. დაცვის თანაშრომელმა აიდი ბარათები,რომ მოგვთხოვდა გამიხარდა, ე.ი. გამოვიყურები 17 წლის გოგოსავით თქო თავი გავიმხნევე და ჩანთიდან ჩემი აიდი ამოვაძვრინე... შესვლისთანავე ვგრძენი როგორ დამიგუბდა ყურები. ყურებს ცოტა წავეთამაშე და ცარიელი ადგილისაკენ წავედით. ცეკვით თავი არ მოგვიკვლავს არც დალევით... ვიჯექით და ძველ აღმოჩენილ მეგობრებს ვეჭუკჭუკებოდით... კარებისკენ გამექცა უნებურად მზერა და არც მეტი არც ნაკლები <<შავთვალება>> დავინახე ჩემს კურსელ ნიაკოსთან ერთად....

პირველი რაც ფიქრმა წამოროშა << ჩემი შავთვალება>> იყო... გული დამწყდა და თან როგორ. ნიასთან,რომ დავინახე კიდევ ერთხელ ვინატრე მიწა გამისკდეს და ჩამიტანოს თქო. არადა განა რა მოხდა ისეთი?! ერთად შემოვიდნენ კლუბში,მაგრამ გულმა მაინც წამჩხვლიტა.. რომ გითხრათ ცრემლებს ძლივს ვიკავებდი თქო არა, მაგრამ გულმა კი წაითამაშა.
თვითონაც შემამჩნია... ისევ ისეთი გამყინვარე მიმიკა. სახის არცერთი ნაკვთი ირხევა. ამაზე უფრო ვგიჟდები და ვფოქრიაქობ. ნინიკო რაღაცას მამჩნევს და ცდილობს გამტეხოს,მაგრამ ახლა იმას ვეტყვი გულმა მიჩხვლიტა ერთად,რომ დავიანხე თქო?! გამორიცხულია! დაქალი მოვაყუჩე და ისევ წყვილს გავხედე. დაჟინებით ვუყურებთ ერთმანეთს და დათმობას არცერთი ვაპირებთ. არადა რა შავი თვალები აქვს. ძალიან ძალიან შავი. ბოლოს ვეღარ გავუძელი მის დაჟინებულ და ვნებამორეულ მზერად და თავი დავხარე. წამით ისევ ავხედე, გამიღიმა და თვალი ჩამიკრა... წაიკითხეთ?! გამიღიმა, გამიღიმა და თვალი ჩამიკრა. გაოცებულმა პირი დავაღე... ჩემმა ნინიკომ ნიკაპქვეშ ამომცხო და კბილებ შუა მოყოლა ჩემი მწარე ენა. რას დაგიღია პირიო ასე მითხრა და გადაიკისკისა. შენ გენახა როგორ გამიღიმა და პირს კი არა ყველაფერს დააღებდი თქო წავკბინე ფიქრებში. არაფერი ვუპასუხე. ჩანთაში ჩაგდებული ტელეფონის ხმამ გამომაფხიზლა. სწრაფად გავხსენი ჩანთა და ნიკოს ნომერს დავხედე.
-ეკუშ, სად ხარ ძვირფასო?_ნეტა რა უნდა ამ აფერისტს?.. ნიკოს ველაპარაკები,მაგრამ <<შავთვალებას>> ზურგს თვალს არ ვაცილებ.
-კლუბში.
-ოოო, ეგ უკვე კარგია. რომელ კლუბში ხართ?
-დამთავრდა წვეულება?_კითხვა ბანზე ავუგდე.
-კი. სად ხართ იტყვი?
-ჩვენს კლუბში ვარ.
-ხოდა ძალიანაც კარგი მე და ბექუშა წამოვალთ._ბექუშაო?! ახლა უფრო დავიძაბე. გული ამიფართხალდა და თან როგორ. ისე გამიხარდა ლამის ვიკივლე. არ ვარ ახლა მე ცანცარა?! ვარ, ვიცი! ნიკოსთან ლაპარაკს მოვრჩი და ჩემს ნინიკოს ხელი დავავლე.. საპირფარეშოში სულ ძალით შევტენე.
-რა იყო ნადირო?_მკითხა და მაღლა აწეული კაბა გაისწორა.
-<<ჩემი შავთვალებაა>> აქ და მალე ბექაც მოვა._ როდის მერე გახდა 'ჩემი' ვერ გავიგე,მაგრამ კი მესიამოვნა... ჩემმა ნინიკომ პირი დააღო ახლა მე ამოვცხე ნიკაპს ქვემოდან და მოვაწეწკვე ის ენა.. ტკივილისაგან სახე დამანჭა და მარჯვენა ხელი მხარზე წამომარტყა.
-შენ სულ გაგიჟდი?_მისაყვედურა._მოიცა ჩემიო,რომ ამბობ იცნობ საერთოდ?! ან როდის მერე გახდა შენი?! ან ვაფშე,... აუ აუ სულ დამაბნიე. ბექა თუ <<შავთვალება>>?
-არ ვიცი._ამოვიკნავლე და ნიჟარას მივეყრდენი.
-ეკა! რა გჭირს?
-არ ვიცი თქო._ვუთხარი განაწყენებულმა.
-ორივე მოგწონს?._მკითხა და თვალები დააწვრილა.
-ხო._დამნაშავესავით ჩავქინდრე თავი.
-უფრო უფრო?!
-<<შავთვალება>>
-ჰმ. წამო დამანახე ერთი ვინა ასეთი._უკან გავყევი,კარებთან ისე შემოტრიალდა,რომ შუბლი ლამის გამიტეხა._ნიკოც მოვა?_უყურე შენ როგორ გალაღდა.
-მოვა მოვა. _ჩავიცინე და წინ წავედი.


ჩემ ნინიკოს <<შავთვალება>> მოეწონა...გემოვნება დაგეხვეწაო. <<შავთვალებას>> მზერას ვგრძნობდი და როგორ მსიამოვნებდა. ვის ახსოვდა შენი ნია? ნინიკომ კი მატკინასავით გული, მგონი ესაა საქმროო. ამაზე მართლა ლამის გადმომცვივდა ცრემლები. ასე ვიყავი და მივჩერებოდი უიმედოდ... ისევ იმედგაცრუებული... სხვა რაგზა უნდა მქონოდა?! ბექას მიმართ უფრო უნდა მეგრძნო მოწონებაც და სიმპათიაც. ამაზე ცოტა კი გავმხიარულდი,მაგრამ ბოლოდმე ვერა. კლუბის კარები ზუსტად ერთ საათში ნიკომ და ბექა ნინოშვილმა შემოაღეს. პირველი ვისაც გავხედე ჩემი ნინიკო იყო,ისე უბრწყინავდა სახე... ნიკომ ეს,რომ დაკარგოს მოსაკლავიც იქება თქო გავიფიქრე. რა რძალი მეყოლება. და მე რა მული ვიქნები... ჩვენსკენ წამოვიდნენ... ბექა მიღიმის მეც ვუღიმი,მაგრამ ისე აღარ მიხარია ტელეოფნით,რომ გავიგე მოდისო... ხელზე ნაზი ამბორით გვასაჩუქრებს მეც და ჩემს ნინიკოსაც და ისევ გვიღიმის. ნიკომ ნინიკო ისე გადაკოცნა მეთქი ეგა და გადაყლაპავს თქო... მონატრებულივით. ნინიკოს აწყლიანებულ თვალებს,რომ შევხედე გული აღარ შემკუმშვია ეს უკვე სიხარულის ცრემლები ლიპლიპებდა... << შავთვალებას>> მზერას ახლა უფრო დაჟინებით ვგრძნობდი ბექა ნინოშვილი გვერდით,რომ მომიჯდა. რა გავიხარე. ერთი უკან მყავს მეორე გვერდით. ის უკვე ავღნიშნე ხო <<შავთვალება>> ,რომ უკეთესია?! ეგრეა და. ბექასთან საუბარი იმაზე სასიამოვნო აღმოჩნდა ვიდრე ვფიქრობდი. სულაც არა ისეთი სოლიდიური როგორც მაშინ კარებთან. ყველაფერზე ვისაუბრეთ რაზეც შეიძლებოდა ახლაგაზრდებს ესაუბრათ. ნიკო და ნინიკო იქით მიჩუმდნენ და რაღაცაზე გულაინდად იცინოდნენ.. ერთი ორჯერ ბექამ მეც ისე გამაცინა, ოცდათორმეტივე კვბილი გამოვაჩინე,მაგრამ მალევე დავკუმე პირი... ვაიდა რა იფიქროს ამ ბიჭმა ეს ქაჯი ვინააო. ესეც არ გამეცალოს ხელიდან თქო...
ისე,რომ ვუკვირდები საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ.. არ გადამრიეს ამ ორმა მთასავით კაცმა. მეც ისე ავცანცარდი ქუჩის ქალივით... არადა რა ჩემი ბრალია თუ ორივე მართლა მომეწონა? გულით! ბექასთან საუბარი იმდენად სასიამოვნო აღმოჩნდა <<შავთვალება>> აღარც მახსოვდა.. თავი ისევ თვითონ შემახსენდა ჩემს მაგიდას,რომ მოუხალოვდა და თავზე წამომდაგა. კისერი მეტკინა სანამ ბოლომდე ავიხედე და თვალებში შევხედე... აღარასოდეს შევხედავ თვალებში! რას მიშვება ეს კაცი? ადგილზე მადნობს. ისევ ისეთი მკაცრი გამოხედვა.. რა ღიმილი რის ღიმილი. ეჭვიც კი შემეპარა წეღან მართლა გამიღიმა თუ არა. ბექა ფეხზე რეტდასხმულივით წამოხტა და <<შავთვალებას>> ჩაეფსკვა, იქიდან ნიკო წამოვიდა და ისიც ისე მეოხვია.. გაოცებული ვუყურებდით მე და ჩემი ნინიკო ერთმანეთს. "რა ხდებაო" ასეთი სახეები გვქონდა. ბოლოს როგორც იქნა მიხვდნენ და ჩვენც შემოგვხედეს. <<შავთვალება>> უკან გატრიალდა, მეთქი მიდის თქო და საცოდავი თვლაბეით შევხედე. სად მიდის?! ნიას დაუქნია ხელი "აქ მოდიო" ამას ისევ წასულიყო მერჩივნა. ნიკოს გვერდით მოკალათდა წყვილი ჩემსა და ბექას წინ. ორივეს სიახლოვისას უფრო მომედო ალი... ასე მეგონა ცოტაც და ნაცარი დარჩება ჩემგან თქო. ისევ ისე მიყურებდა გამყინავი მზერით. ნიამ ისეთი სიყვარლით მოგვიკითხა მეც და ნინიკოც,კარგა ხნის ნაცნობები გეგონებოდით. << შავთვალებამ>> ცნობისმოყვარეობით იკითხა.. "საიდან იცნობთ ერთმანეთსო". "კურსელები ვართ ძვირფასოო" ასეთი პასუხი გასცა... ძვირფასოო ამის ძვირფასია და <<ჩემი შვთვლაება>> თუ კარგია.. არა?! ვის ვეჯიბრები სკაუთარ თავს?! მეც ვიცი,რომ << იმის ძვირფასოოა>>... ბექას ხელი,რომ ვიგრძენი მხარზე შემაკანკალა, სიამოვნებისაგან. გავხედე და გავუღიმე. "წამო ვიცეკვოთო" მითხრა და ფეხზე წამოდგა. უარს ვეტყოდი?! წამოვფრინდი და გავყე... კარგა ხანს ვიცეკვეთ, ჩვენს ადგილს,რომ დავუბრუნდით <<ძვირფასოებს>> დავეტოვებინეთ... კი მეწყინა,მაგრამ თან გამიხარდა. ერთად,რომ იყვნენ გული ბოღმით მევსებოდა. ის კარგი შთაბეჭდილებები ნიაზე წამში გაქრა. <<ქერა სულელი> თქო გულში წავიბურტყუნე და ჩემი ადგილი დავიკავე...
საღამო უფრო ნორმალური იყო... ბექაც უკეთესად გავიცანი და დავახლოვდით.. ნომრებიც გავცვალეთ... სახლში აღარ მივუცილებივარ ნიკომ მე წავიყვან ორივეს შენ წადიო.. ენა აქვს ამოსაძრობი,რა ატლიკინებს. ჩემი ნინიკო ჩემთან დავიტოვე და ოთახში შევიყუჟეთ.რაღაცის თქმა უნდოდა აშკარად და ვერ ამბობდა.
-რაო ნიკომ?_დავიწყე მე.
-რავიცი ისეთი არაფერი. მეგობრულად მომიკითხა. ცოტაც ვიცინეთ ეგ იყო და ეგ.
-რაღაც მეგობრობის არაფერი გეტყობოდათ._უნდობლად წავკბინე მე.
-კარგი რა ეკუშ, რატო მოგატყუებ? პირველი შენ გეტყვი ყველაფერს...
ცოტახანი კიდევ ჩავყუჩდით მერე ნინიკომ დაიწყო.
-მე თუ მკითხავ ნოე უკეთესია..._ნოე ვინღაა თქო ვიფიქრე...
-ვინ?!
-<<შავთვალება>>_ნოე რქმევია <<ჩემ შავთვალებას>> როგორ მომწონს ეგ სახელი,რომ იცოდეთ. იმედებ მიმარტლებს,თუმცა ბოლომდე ვერა. გავიღიმე და ჩემ ნინიკოს მივუჯექი გვერდით...
-რაო კიდე?
-ნოე ბარათაშვილი._რა სახელი რა გვარი... აღნაგობა... ის მკაცრი გამოხედვაც როგორ უხდება უფრო მამაკაცურია... ჰმ <ჩემი შავთვლაება ნოე>> ჯერ "ჩემი" მივამატე ახლა "ნოე" ბოლოს იმხელა წინადადება გამომივა, ნახევარი ისტორი ეგ იქნება.. ჩავიცინე და ჩემ ნინიკოს გავხედე. გააგრძელე თქო._მართლა ნიას საქმრო ყოფილა._ისე შემაპარა ასე მეგონა, ჩემი ლავ სთორი დასრულდა. თვალები ამიწყლიანდა და მუცელი ამეწვა.
-უყვართ ერთმანეთი ხო?_თითქოს ბოლო იმედ ვებღაუჯებოდი.
-მე როგორც შევატყე კი._მითხრა და მხულზე ხელი დამადო._შენ ხო არ გიყვარს არა?! ბექაც კარგი ბიჭია ეკუ, თან როგორ გიყურებდა. თვალებით გჭამდა.
-ხო ბექაც კრგია,მაგრამ გული მაინც დამწყდა.
-ეგ არაფერი.


საწოლში ჩავწექით... ჩემ ნინიკოს მალე დაეძინა.. მე რა დამაძინებდა ნოეზე და ბექაზე ფიქრი ამეკვიატა. როგორ მინდოდა ახლა სკუთარი თავი მეცემა გემოზე. ასე,რომ ავცერცეტდი. გაცობაც,რომ არ დამცალდა?! მაშინ მოუნდა ცეკვა და კვნტრიში ნინოშვილს... გავუნაწყენდი ბექას...აუცილებლად მჭირდება საკუთარ თავში გარკვევა.. თუმცა რა გარკვევა?! ნოეს საცოლე ყავს ბექას არა! ასე,რომ გადაწყვეტილებაც მიღებულია...

დილით ტელეფონის ხმამ გამომაღვიძა,არადა როგორ ვერ ვიტან დილით ძილს,რომ მიფრთხობენ... ასე მგონია ვიღაცა შემომაკვდება. თვალები მოვისრისე და ტელეფონს გადავწვდი. ეკრანზე ნინოშვილის ნომერი,რომ დავინახე წამში გამოვფხიზლდი... სადღა მახოვდა, ზემოთხსენებული "ვიღაცა შემომაკვდება"... ისე გავინაზე და ვუპასუხე საკუთარი ხმა ვერ ვიცანი... ამაზე გულმაც კარგად დამცინა და გონებამაც... ორივეზე გაჯავრებული ტონი გავიმკაცრე და ისე განვაგრძე სუაბარი... დიდი არაფერი მომიკითხა, დღეს გცალიაო?! მეთქი მცალია რომელია თქო. ეს გულში. ისე მოწიწებით და ზრდილობიანად ვუთხარი,ცოტა თავიც დავიფასე, არ ვიცი მგონი მოვიცლი თქო. ნინოშვილმა კარგი მაშინ საღამოს 6ზე დაგირეკავ და ზუსტი პასუხი მითხარიო. კარგი თქო და გავუთიშე... რას არ მოვიცლი თქო ჩავიფრუტუნე და ფეხზე წამოვდექი... ჩემი ნინიკო უკვე ამდგარა და მისაღებსი ნიკოს ეჭუკჭუკება... არ მინდა გავიდე და ჩავეჭრა,მაგრამ სააბაზანო,რომ მინდა რა ვუყო?! იმხელა ნაბიჯებით გავედი მისაღებში.(უფრო სწრაფად შევალ,და ჩემ საქმეს მოვითავებ თქო) ორივემ გაშტერებულებმა შემომხედეს და ბოლოს გაიცინეს. უმადურები არ არიან ახლა?! მე ამათ გამო ლამის შპაგაძი გავაკეთე და ესენი დამცინიან. ესენი იქით იყოს და დღეს რა ჩავიცვა?. სულ ჩაცმა დახურვაზე როგორ უნდა მქონდეს პრობლემა? გაღიზიანებულმა მოვითავე სააბაზანოც და ოთახში დავბრუნდი. საწოლი გავასწორე და კარადას ვეცი.. კაბებს მოვავლე თვალი,მაგრამ არა! დღეს კაბები და კაკუნები არ გვინდა. მაგ ფორმაში უკვე გნახა თქო შევუძახე საკუთარ თავს. ახლა რამე განსხვავებული... კოჭებამდე ტანზე მომდგარი შარვალი გადმოვიღე, 'ტოპიკი' მაისურიც გადმოვაგდე... ნუ ადრე ეგრე ეძახდნენ ახლა 'ჭიპი,რომ გიჩანს' ეგო. ჩემი ბათინკებიც გადმოვაწყვე და საწოლთან ლამაზად დავალაგე... ხო ვარ სუპერ გოგო?! ვარ, ვიცი!

ისევ მისაღებში დავბრუნდი ამჯერად ორივე გაჩუმებული დამხვდა. შეთქმულებას აწყობენ უეჭველი თქო ვიფიქრე. ნაზის დატოვებული გასაღები, მისაღების საკიდზე,რომ ჩამოვკიდე ავიღე და კარები გავიხურე. ხო ბევრს ლაპარაკობს ეს ქალი? ხო სულ გარეთაა,მაგრამ სახლს მაინც კრიალი გაუდის. გეზი პირდაპირ ყვავილებისაკენ ავიღე ფანჯრის თაროზე,რომ ჰქონდა შემოწყობილი... დავხედე და მერე სამზარეულოში გავედი ცოტახანი ყვავილების სარწყავი ვეძები და როგორც იქნვა ვიპოვე გახარებულმა ტაშიც შემოვკარი... წყლით გავავსე და ყვავილების მორწყვა დავიწყე,თან ვღიღინებდი... ვის ოჯახშიც მე შევალ. მზერა ნაზის ფანჯრებიდან ჩემი მოპირდაპირე კორპუსისაკენ გავაპარე და თვალები შუბლზე,რომ ადის ეგ ნანახი გაქვთ?! აი ეგრე დამემართა ზუსტად... მერე გულმა ისე მიჩხვლიტა,ტკივილისაგან ერთი წამოვიკივლე და ხელი გულზე ვიტაკე... იცით ვინ იდგა ფანჯარასთან და სიგარეტს ეწეოდა?! არ დამიჯერებთ ვიცი,მაგრამ <<ჩემი შავთვალება>>... ისეთი მომხიბვლელი იყო ლამის იქვე დავარდი. თვითონაც შემამჩნია და გამომხედა. ამ სიშორიდანაც კი ვამჩნევ იმ გამყინავ მზერას. ბოლოს ძლივს მოვაშორე თვალი და ყვავილების მორწყვა დავიწყე.ათასჯერ მოვრწყე ერთი და იგივე... 'ეგ არაფერი ერთი კვირა ეყოფათ თქო' ამით ვინუგეშე თავი.. გასვლისას კიდევ ერთხელ ავხედე და ახლა გულზე იმხელა ბოღმა შემომაწვა სადაცაა გავსკდები. << ქერა სულელი>> მოხვევია უკნიდან და << ჩემი შავთვალებას>> კისერში აქვს თავი ჩარგული. ისე დავანარცხე რაფაზე სარწყავი,რომ დარჩენილი წყალი ძირს დაიღვარა. აწმენდით თავი არ შემიწყუხებია პირდაპირ კარებისკენ წავედი სირბილით,სახლშიც სირბილით შევარდი და ჩემს ოთახშიც... საწოლზე დავენარცხე და ბალიშს ისე მწარედ ჩავარჭე კბილები,რომ ბოლოს შემეცოდა და გავუშვი... ჩემი ნინიკო დაფეთებული შემოვიდა 'რა გჭირს? ხო მშვიდობაოო?' გულმა მიჩხვლიტა და თან მწარედ თქო ასე ვუთხარი და მივაჩერდი... ჩემ ნინიკოს ყველაფერი მოვუყევი და გულიც მოვიოხე. ახლა უფრო მომეშვა.ფეხზე ვდგებოდი აივანზე მინდოდა გასვლა,მაგრამ ნინიკომ გამაჩერა არ გინდა თავს ნუ იტანჯავო... ვიტანჯავ თორე მეც არ მიყვარდეს თქო ვუპასუხე და საწოლზე დავჯექი... საღამოს 6 საათამდე ასე ვიჯექი და ჩამოფარებულ აივნის კარებს მივჩერებოდი... 10 წუთში ერთხელ ფარდების ოდნავ გაწევით წინა კორპუსის ფანჯრებს ვზვერავდი ხოლმე... ისევ არაფერი ჩამოფარებული ფარდების გარდა. ექვსის ნახვარზე გამოვიკვაფსე და მისაღებში გავედი. ნიკომ,რომ დამინახა ყავა გადაცდა 'არ გააქციო ის ბიჭი რას გავხარ შედი გამოიცვალეო' არადა რას უწუნებს?! ხელი ავიქნიე და გვერდით მივუჯექი.ექვს,რომ 5დააკლდა ნინოშვილმაც არ დააყოვნა.. რა გადაწყვიტე მოდიხარო? კი თქო და კარგი მაშინ ჩამოდიო... ისე გამიხარდა ე.ი. აქ მელოდებოდა "კის" ან "არას" შემთხვევაში თქო. კიბებზე სულ რიკინრიკინით ჩავედი. სადარბაზოს გასასვლელთან შევისვენე და დინჯი ნაბიჯებით გავაგრძელე გზა. ნინოშვილს თვალები ისე უბრწყინავდა ჩაბნელებული ეზო,რომელსაც საცოდავი ერთი ლამპიონი ანათებდა სულ გააბრდღვიალა... გადამკოცნა გადავკოცნე.. ორივეს გვესიამოვნა.. ხელი ჩამკიდა და მანქანის მეორე მხარეს წამიყვანა, <<ჩემი შავთვალებას>> ფანჯრებს გავხედე. ხო ღამეა? ხომ ბნელა? მანძილიც ხომ დიდია,მაგრამ ის მკაცრი და გამყინავი მზერა მაინც დავინახე. შემეშინდა?! რა შემაშინებდა, მისახვედრს მივხვდი. ნინოშვილმა მანქანაში მომათავსა და თავისი ადგილისაკნე წავიდა...ჩემი ჩაცმულობა მოიწონა. 'მევასება გოგოს,რომ ეგრე აცვიაო' ვოტ... ნინოშვილთან ყოფნის დროს <<შავთვალება>> სულ არ გამხსენებია... <ძვირფასოები>> ახლა ალბათ თბილ საწოლს უფრო ათბობენ და მე რატო უნდა ვიჯავრო თქო.. ამიტომ ბექასთან ყოფნით მაქსიმალურად ვისიამოვნე. ახლა უფრო კარგი შთაბეჭდილება დატოვა ჩემძე ნინოშვილმა.. ესეც არქიტექტორია და საკმაოდ წარმატებული მესამე თვეა საქართველოში ჩამოვიდა და ნიკო სადაც მუშაობს იმ კომპანიაში დაიწყო მუშაობა. ბედია ყველაფერი რა.
-შენ რას საქმიანონ სწავლის გარდა?_მკითხა და მანქანა ერთ ერთ მყუდრო კაფესთან გააჩერა.
-რავიცი, ჯერ მხოლოდ სწავლით ვარ დაკავებული... სამომავლოდ დიდი გეგმები მაქვს._ვუპასუხე და გავუღიმე,ისე ნაზად ამის მერე გოგოსკენ გამხედავი არაა.თავის დაზღვევა ყოველთვის სჭიროა. ნინოშვილმა კაფის კარები გამიღო და შემატარა... საკმაოდ ბევრ თემაზე ვისაუბრეთ ცხელ ყავასა და ნამცხვართან ერთად. ბევრიც ვიცინეთ და ბევრი საერთოც გამოვნახეთ... რა ჯანადაბად მინდა დაკავებული <<შავთვალება>> როცა თავისუფალი ნინოშვილი აგერ მიზის...
-მომწონხარ._ასე პირდაპირ მაჯახა. კი მეწყინა რა არის ცოტა შემაპარე თქო,მაგრამ რას ვიზავთ.. არადა კარებთან ისეთი თავაზიანი იყო. ჰმ. უცოდინარი._რატო მიყურბ ეგეთი თვალებით? მართლა მომწონხარ და თანაც ძალიან.. კარებიდანვე მომწონხარ და შენზე მეფიქრება. ყველაფერი გაქვს რაც ჩემს მეორე ნახევარს უნდა ქონდეს._ ეს ნორმალურია ახლა? მეუბნება მომწონხარო და მეორე ნახევარსო. თუ გიყვარვარ და გეხათრება თქმა, თქვი შე დალოცვილო და გაგიგებ... ჩამოუყალიბებელია,მაგრამ სიმპათიური. დავასკვენი მე.
მეც მაქვს სიმპატიები თქო ვუთხარი,მაგრამ ჯერ სერიოზულ ურთიერთობას არ ვაპირებ თქო ესეც დავამატე. მესმისო ასე მითხრა და გამიღიმა,ამასაც კარგი ღიმილი აქვს.სახლში 9საათზე დამაბრუნდა და ასე დამაბარა 'ნიკოს, უთხარი უვნებელი მოგიყვანეო' გავუცინე და ხელის ქნევით გავაცილე. მოპირდაპირე კორპუსის ფანჯრები ჩაბნელებულიყო. სახლში ასვლისთანავე ოთახში შევედი და საწოლზე წამოვგორდი. ცოტა უკმაყოფილო ვარ ნინოშვილით. ასე მალე თუ დავკერავდი რავიცოდი თორე ეგეთს სულ არ შევხედავდი თქო,მაგრამ რა ვქნა,რომ მოწმონს ეგ ჩამოუყალიბებელი?! არაუშავს მე ჩამოვაყალიბებ... თვალები დავხუჭე დავიძინებ ცოტახნით თქო,მაგრამ ვინ გაცადა კარებზე ზარია. მისაღებში გავფრატუნდი მერე შემოსასვლელში და გასაღები გადავატრიალე.
ყვავივით << შავი თვალები>> შემომნათოდა, მის გვერდით კი <<ქერა სულელი>>. გაღიზიანებულმა ერთი ხელი კარის სახელურს ჩამოვადე და კითხვით სავსე მზერა ვესროლე... კი გამიხარდა აქ,რომ ვნახე,მაგრამ <<ქერა სულელი>> რას მოყავდა ? სანამ ესენი პასუხს გამცემდნენ მისაღებიდან ' ვა რა ხალხი მოსულას" ძახილით ნიკო გამოვარდა. თუ პატიჭებ ნორმალური მაინც დაპატიჟე თქო ფიქრმა წაკბინა ბედოვლათს. სტუმრები შემოვატარე და უკან გავყევი. მისაღებში დასხდნენ გვერდიგვერდ, ისე იყო <<ქერა სულელი>> ჩაფსკვნილი << ჩემ შავთვალებაზე>>,რომ ლამის აქვე გავსკდი. შეკვეთა ავიღე და სამზარეულოსკენ წავედი გზაში <<შავთვალებამ>> დამაწია. 'სააბაზანო სიათ არის ხელებს გადავიბანო' მეც ვაჩვენე თითით სამზარეულოს გავლით პირდაპირ თქო და წინ წავადი. უკან მომყვებოდა ზურგი ამიხურდა. ფეხს ავუჩქარე და სამზარეულოში შევედი. ფინჯნები გადმოვალაგე და ყავის ჩაყრა დავიწყე.. გვერდით დამიდგა,სუნთქვა გამიხშირდა და ხელისგულები გამიოფლიანდა.
-აქ გადავიბან ხელებს._დეგენერატი.
-კი ბატონო._ვუთხარი მშრალად და ნიჟარას გამოვეცალე. ჯიბეში ტელეფონი აწკრიალდა და ლოცვა დიდებით,რომ ნინოშვილი ყოფილიყო ჯიბიდან ამოვაცურე. ჩემი ნინიკო რეკავდა,მაგრამ ეგ არაფერი.
-ხო ბექ!_ვუპასუხე და ჩავიღიმე.
-რა ბექ?!_გაიკვირვა სარძლომ.
-კი მცალია.
-რა გცალია გოგო ნორმალური ხარ?!_ახლა ხმაც გაუმკაცრდა. ეს ხო ვერ მოწვავს,რომ <<ჩემი შავთვალება>> მიდგას გვერდით და ერთი საათია ხელებს იბანს.
-კარგი დაგელოდები.დროებით._ შედეგი გამოიღო ჩემმა ცერცეტმა და განრისხებული თვალებით შემომხედა <<შავთვალებამ>> ეჭვიანობ? რა მოხდა მერე ვის არ უეჭვიანია. ხელები სალფეტკით შეიმშრალა და სამზარეულო უხმოდ დატოვა. 'მუდო' თქო მივაძახე ხმადაბლა და ყავის გაკეთება გავაგრძელე... აშკარა,რომ მიზანთან სულ სულ ახლოს ვარ,მაგრამ ნინოშვილს რა ვუყო ასე,რომ მხიბლავს?!...

ფინჯნებით ხელში მისაღებში დავბრუნდი. ნიკოს გვერდით მივუჯექი და <<ძვირფასოების>> დაკვირვება დავიწყე... ისე ჩვენში დარჩეს და რაღაცით ერთმანეთს გავნან.. არა,არა მართლა! თავს კი არ ვიმშვიდებ ან რამე ეგეთი. მართალია ნია <<ქერა სულელია>> ნოე კი <<შავთვალება>>,მაგრამ მაინც რაგაცა მსგავსება არის... კიდევ კარგახანი ვუყურე ბოლოს აშკარად უხერხულობაში ჩავარდა ორივე და შეიშმუშნა. ამაზე გული ახარხარდა გონებამ კი ჩაიღიმა.. ნიკოს გავხედე მერე ისევ <<ძვირფასოებს>> და თითქოს მოსალოდნელი კითხვაც გაისმა.
-ნიკო, დაკავირდი ნოეს და ნიას თითქოს ერთმანეთს რაღაცით გავნან!_ ვთქვი თუ არა ნოეს ის გამყინავი მზერა ისე გაუქრა და რაღა ამოუცნობი თითქოს რაღაცის შიშის მზერა ჩაუდგა თვალებში <<ქერა სულელი>> კი ისე დიაბნა თავი სად წაეღო არ იცოდა. ბოლოს ნიკოსაც გავხედე და <<შავთვალებას>> მისჩერებოდა თვალებგაფართოებული.
-ჩ..ვ.ენ?!_იკითხა <<ქერა სულემა>>
-ხო თქვენ..._ ვთქვი და ორი თითი ავათამაშე. ნიამ ისე ხელოვნურად გადაიკისკისა, სიცილი ძლივს შევიკავე.
-ხო მართალი ხარ ორივე ბედნიერები ვართ და._დააბრეხვა დიდი უაზრობა <<ქერა სულელმა>> ამას დავუთმობ თქო ვიფიქრე და ახლა მე წამოვენთესავით.
-მე არ მითქვამს სახეზე ღიმილი და გულში სიხარული გაქვთ ერთნაირი თქო._მეც კარგი უაზრობა ვთქვი, იცოცხლე._მე ფიზიკურად მიგამსგავსეთ ერთმანეთს.
-ადრეც მივუმსგავსებივართ! _ადგილზე გავიყინე, ჟრუანტელმა 3 რესი გააკეთა. ვითომ ავარიის შემდეგ მისი ხმა პირვლად გავიგე. ისეთი გამყინავი და ამავდროულად სასიამოვნო იყო. პირი მოვკუმე და თვალებში ჩავაშტერდი. შავის მეტი ვერაფერი ვნახე! <<ჩემი შავთვალება>> თქო კიდევ ერთხელ წაიღიღინა გულმა და გავუღიმე. დეგენერატი! ერთხელ მაინც გამიღიმოს. იმას ხო უღიმის კარგად. არა! ისე სად ვნახე,რომ უღიმოდეს? იმასთანაც ეგეთი მუდოა. ნინოშვილის ღიმილი ათიათასჯერ ჯობია ამ 'მუდოს' .
-ხო._ვუპასუხე მშრალად და ყავა მოვსვი.

კიდევ დიდხანს ისაუბრეს,ძირითადად <<ქერა სულელი>> და ნიკო საუბრობდნენ. <<შავთვლაება>> ხმას არ იღებდა იჯდა და მიყურებდა. უარგისი! საცოლე გევრით უზის და სხვებს მიშტერებია. გავუჯავრდი გონებით,მაგრამ გულს ისე უახაროდა <<ქერა სულელს>> ყურადღებას,რომ არ აქცევდა. რამდნჯერაც მისი ხმას გავიგებდი,ადგილზე ყინულივით ვდნებოდი. იმდენად სასიამოვნო მოსასმენია,რაღაც მელოდიური. ეჰ' რომანტიკოსიც გავხდი ყველა სიკეთესთან ერთად... მესამე დღეა ჩემ თავს ვერ ვცნობ და თქვენ რა უნდა გითხრათ?! ავცანცარდი და ორი ერთდ მოვინდომე. ჩემზეა ნათქვამი. 'ორი კურდღლის მადევარი ვერცერთს ვერ დაიჭერსო' ხოდა ასეთი ბოლო მელოდება მეც! ამის გაფიქრებაზე გულზე კი შემომეყარა ჯავრი. <<შავთვალებას>> გავხედე და გავუღიმე. რატო ვუღიმივარ და ვუყრი კბილებს ვერ ვხვდები,მაგრამ აშკარად ვიწვევ. აბა სამზარეულოში,რომ გაუცეცხლდა ის <<შავი თვალები>> რა იყო ვითომ?! დავიჯერო არ იეჭვიანა? კი კი დამაჯრებეთ. <<ქერა სულელი>> 1 საათში სიტყვით გამოვიდა. 'ჩვენ უნდა დაგტოვოთ, სასიამოვნო საღამო იყოო'. რა აფერისტია გიჟათ ვარ. აბა ახლა <<შავთვლაებას>> კითხე,როგორი სასიამოვნო საღამო იყო თქო... გული ახარხარდა გონებაც აყვა და ლამის მეც. <ძვრიფასოები>> გავაცილეთ და ფინჯნები სამზარეულოში გავიტანე.
ძილი ყველაფერია ჩემთვის. ერთგვარი რელაქსაციაა. სააბაზანოდან პირდაპირ ხალათით შევწექი და დაძინება ვცადე,მაგრამ შენც არ მომიკვდე ჩემი 'რელაქსაცია' ახლოს არ მეკარება. ახლა მოდი და ელოდე როდის როდის მოვა და წაგართმევს თავს. მანამდე ჩემს <<არჩევნებზე>> ვიფიქრებ თქო გადავწყვიტე. აშკარა,რომ <<შავთვალებას>> უპირატესობა უფრო იგრძნობა ვიდრე ნინოშვილის. ჩემი აცერცეტებული თავის ამბავი,რომ ვიცი ბოლოს მივხვდები,რომ ნინოშვილი მიყვარს და <<შავთვალება>> უბრალოდ ამის გარკვევაში მეხმარებოდა,მაგრამ რა გინდა რომ ქნა?! სულ <<შავთვალებაზე,რომ მეფიქრება?. ნინოშვილთან <<შავთვალება არ მახოსვს. <<შავთვალებასთან>> ნინოშვილი. მე ვიცი ბოლოს დავრჩები სულ მარტო და დავწერ ამ ისტორიას,რომელიმე სასიყვარულო საიტზე ან კიდევ ჩემს ჟურნალში დავბეჭდავ. სათაურიც მოვუფიქრე 'არჩევანი', სუპერ!
ისე რა მკაცრი ნაკვთები აქვს <<შავთვალებას>>, ბევრი ლაპარაკიც,რომ არ უყვარს. მართლა 'მუდოა' თქო დავსკვენი მე. ისევ იმ მსგავსებაზე ვფიქრობ მისაღებში,რომ შევამჩნიე <<ძვირფაოსებს>>. ახლა მთლად ისეთი მსგავსებაც არ იყო,რომ ნათესავები არიანო იფიქრო,მაგრამ აშკარად მსგავსება არის.
ახლა ნინოშვილზე წავუფიქრებ ცოტას და რულიც მომეკარება.
არაა, ცუდი ბიჭი ეს ჩვენი ბექა, გაწონასწორებულია. თუმცა დღეს ჩამოუყალიბებელი და თინეიჯერი ბიჭივით კი ისაუბრა. ხაისათით კარგი და გამგებია. ჩემნაირია,მაგრამ მთლად ჩემნაირი მაგარიც ვერაა.
ნინოშვილი უფრო მომიხდება თუ <<შავთვალება>>?.
ნინოშვილი ცოტა ჩემნაირი.
<<შავთვალება>> რადიკალურად განსხვავებულია,მეტიც ისეთი გამყინავი მზერა აქვს მტრისას. ყოველთვის მიყვარდა მიუწვდომლის მოპოვება და ახლაც ასე ვარ, ნინოშვილი ადვილი მოსაპოვებილი,რომ გახდა ცოტა უკუვაგდე,ახლა <<შავთვალებას>> ჯერია. აბა ვნახოთ როგორ ჩააბარებს ბიჭი გამოცდებს და მერე გავაკეთოთ 'არჩევანი' ეკატერინე!



ამჯერად ჩემით გამეღვიძა. ბალიშის ქვეშ ტელეფონი მოვძებნე და ცალი თვალით დავხედე. ბექას ნარეკები იყო და ერთი შეტყობინება.
'დღეს ხომ გცალია?'
ხომ გცალია რა იყო ახლა?! ეკითხა 'დღეს მოიცლი?' უზრდელი. ელემენატარულს ვეძებ,რომ გამოვეკიდო. მეც არ დავაყოვნე და მივწერე.
'კი მცალია თქო'
ნინოშვილმაც არ დააყოვნა და დამირეკა. მომიკითხა, მერე ადგილი შემითანხმა და ასე დამიბარა 6ზე მზად დამხვდიო. კარგი თქო. სანამ ეს მოვა მე ბანკში გავიქცევი და ფულს გამოვიტან.საათს დავხედე ჯერ 11 იყო,სწრაფად წამოვხტი ოთახი მივალაგმოვალაგე. მერე ჩავიცვი და ბანკში წავედი. ფანჯრები ისევ ჩამოფარებულია.
ბანკში ისეთი რიგი იყო და იმხელა გული შემიწუხდა,ვიფიქრე ახლა აქედან წავალ თქო ,მაგრამ ჩემი გაღლეტილი საფულე,რომ გამახსენდა,მედგრად დავდექი...
ერთს საათში რიგმაც მომიწია და ჩემი კუთვნილი თანხაც მივიღე.სახლში დაბრუნებულმა ისევ ავხედე ფანჯრებს და ისევ არაფერი.


საღამოს ექვსის ნახევარზე გამზადება დავიწყე და 17:50_ზე მოვრჩი. ნინოშვილმა დამირეკა მოვედი და გელოდებიო. სადარბაზოსთან მელოდებოდა ყვავილებით ხელში. რა რომანტიკოსი ყოფილა ეს ოხერი თქო გავიფიქრე და გაღიმებულმა გამოვართვი სისხლისფერი წითელი ვარდები.. მართალია შავი ფერის ვარდები უფრო მიყვარს,მაგრამ ახლა ესეც მომეწონა. რატომ მიყვარს შავი? მკვდარი ხომ არ ვარ?! რა მოხდა მერე შავი,რომ მიყვარს? რაღაცნაირად უფრო ლამაზი და მიმზიდველია. რეებს ვბოდავ. ნინოშვილმა მანქანაში მომათავსა და თვითონაც მოთავსდა. ახლა ერთ ერთ პრესტიჯულ რესტორანში წამიყვანა. თითქოს საუბარი თავიდან არ აეწყო,მაგრამ ბოლოს სასმელმა იმოქმედა. ნინოშვილი მიყვებოდა ბავშვობაზე,მეგობრებზე რომლებსაც ჩემი გაცნობა სურდათ. მიზეზად კი ის დამისახელა,რომ სულ შენზე ვსაუბრობ ბოლო 2 დღეა და დაინტერესდნენო. აუცილებლად გავიცნობ თქო ვუპასუხე მე და გავუღიმე. მესიამოვნა მისი ასეთი ყურადღება,ისიც მესიამოვნა,რომ მეგობრებშიც მახსნეებს ხოლმე. ახლა უფრო მეტად მომწონს ეს <<ჩამოუყალიბებელი>> რა სახელი შევურჩიე. 2 საათში რესტორანი დავტოვეთ, ბექამ ნასვამი ვარ საჭესთან ვერ დავჯდები. ასეთი ანგელოზი მიზის გვერდით და რამე არ დავმართოო. ამიტომ ცოტა ფეხით გავისერნოთ და მერე ტაქსით მიგაცილებ სახლამდეო. დავთანხმდი. ფეხით სეირნობა იმაზე სასიამოვნო აღმოჩნდ ავიდრე ველოდი. ამ სიცივეში ხო მომეყინა ეს ფეხები თქო,მაგრამ სიცივეს საერთოდ ვერ ვგრძნობდი, მითუმეტეს <<ჩამოუყალიბებელმა>> თავისი თხელი ქურთუკი,რომ გაიხადა და მე მომახურა... რა ყურადღებიანია მოკლედ. 1 საათი ვისეირნეთ,ბექაც უფრო გათამამდა და ხელი გადამხვიე,მერე ხელი ხელზე მაგრად მომკიდა და ასე მივსერნობდით. სახლში ტაქსით მიმაცილა და დამემშვიდობა.
კიბებზე ნელა ავდიოდი,სახლის კარებიც ნელა შევაღე. რას მივიპარებოდი ნეტა?. ოთახში შევედი და სწრაფად გამოვიცვალე. საშინაო ტანსაცმლით მისაღებში დავბრუნდი და ნიკოს გვერდით მივუჯექი. ეს უკანასკნელი პროექტს ხაზავდა და მე სულ არ მიყურებდა. ფეხზე უხალისოდ წამოვდექი და სამზარეულოში ყავის გასაკეთებლად წავედი.ჩემი კაპუჩინო გავიკეთე და ფანჯრის რაფას მივეყრდენი.. ჯიბეში ტელეფონი აწკრიალდა,შეტყობინება მომივიდა..
-დაბლა გელოდები !<< შენი შავთვალება>>

არ ვიცი რამ გამოიწვია ჩემი ასეთი რეაქცია,მაგრამ ტექსტის წაკითვისთანავე ფინჯანი ხელიდან გამივარდა და ნამსხვრევებად იქცა... შემეშინდა,პირვლად შემეშინდა მისი! არ ვიცი რატომ ან როგორ ამ ერთ შეტყობინებაში,მაგრამ აშკარად იგრძნობოდა მისი სიმკაცრე. << 'შავთვალებაო '>> რომ წავიკითხე ეს ცალკე სანერვიულო გამიხდა 'შენი'_ო ეს ცალკე.. ყველაფრის გააზრება მოვასწარი სულ რაღაც 4 წამში. არ ვიცი მზად ვიყავი თუ არა მასთან ასე პირისპი მარტოს მესაუბრა. აქამდე მეგონა,რომ ეს ჩემთვის ყველაზე კარგი იქნებოდა,მაგრამ ახლა თითქოს რაღაცა მაკავებს და მბოჭავს. სინდისი?! ალბათ!
სინდისი რა შუაშია? შუაში კი არა თავშია... როგორ ჩავიდე და ჩავხედო იმ ყვავივით <<'შავთვალბეში' >>? ფიქრებიდნა ისევ ტელეფონის ხმამ გამომაფხიზლა.
"გარეთ ცივა,რამე ჩაიცვი!"
უარგისია! დეგენერატი! ხეპრე! მუდო! შევამკე 'ჩემი' <<შავთვალება>>
რა საჭიროა თითოეულ სიტყვაში სიმკაცრის ჩადება?! მითუმეტეს შეტყობინებაში?. მაგას მე ვერ გამოვასწორებ და მაგის ნერვები მე არ მაქვს. მიხედოს იმ << ქერა სულელმა>>. თუმცა მე რატო ვნერვიულობ <<შავთვალებას>> 'მუდო' ხასიათზე? ინერვიულოს მომავალმა საცოლემ. დიახაც! აგერ ნინოშვილს ვნახავ ხვალ და ვეტყვი,რომ მინდა ერთად ვიყოთ თქო. ეჰ როგორ გიქრის ეკატერინე. ამდენ ფიქრს და ბოდიალს წახვიდე ქურთული ჩიცვა და <<შავთვალებასთან>> ჩაირბინო გირჩევნია. მეც გატეხილ ფინჯანს გადავახტი და პირდაპირ შემოსასვლელისკენ წავედი. ბათინკები ჩავიცვი, კურტკა ავიღე და კიბებზე დავეშვი...
მართლაც, ჩემი კორპუსის წინ დამხვდა. ნაზის სკამზე იჯდა და სიგარეტს ნერვიულად ეწეოდა. რა მომხიბვლელია თქო გავიფიქრე და ნელი ნაბიჯებით წავედი მისკენ. არ ვიცი იგრძნო თუ ნაბიჯების ხმა გაიგონა და იმიტომ შემოტრიალდა,მაგრამ მისი სევდიანი 'შავი' თვალების დანახვისას ტირილი მომინდა. რა უსუსური და ცერცეტა გავხდი ეს ერთი კვირაა. ფეხზე წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა. 'ახლა მოვა და ჩამეხუტება, ისე მაგრად,რომ სუნთქვა შემეკვრება." თქვენც არ მომიკვდეთ! ჩამიარა და მომაძახა. ' წამომყევიო'
არის ღირსი ახლა,რომ გავყვე სადმე? მაგრამ რა ვქნა ფეხები,გული და გონება მისკენ,რომ მექაჩება. დასჯილი ბავშვივით გავყევი უკან და შავ მერსედესთან გავჩერდით. ჩაჯდა და მე დამელოდა. არ ვჯდებოდი სპეციალურად. მიხვდეს,რომ დეგენერატია.
ღმერთო ჩემო რა უნამუსოა. ჩემს მხარეს გადმოიხარა და ფანჯრიდან გამომძახა. 'დაჯდები თუ არაო?' ახლა დავჯდები და ნახავ რაც მოგივა თქო გულში გავიფიქრე. ნერვებმოშლილმა მივიკეტე კარები. იმხელა ხმა ქონდა ხელები ყურზე ვიტაცე. 'ნელაო' ასე მითხრა და მანქანა დაძრა. ხმას არცერთი ვიღებდით. ან რა უნდა მეთქვა? სათქმელი თვითონ ქონდა. ხოდა ინებოს და ალაპარაკდეს. მე ველოდები.
როგორ გადმოვცე რამდენად სასიამოვნო გრძნობა იყო მასთან ახლოს ყოფნა. სამზარეულოში დაუფლებული შიში წამებში გაქრა. ახლა მარტო სიამოვნებას ვგრძნობდი,მისი სურნელით გაჟღენთილს. თავი მისკენ მივატრიალე და უნაკლო პროფილს დავაკვირდი... პროფილშიც კი ემჩნევა ის გამყინავ მზერა. საიდან ამდენი სიცივე? მიკვრის როგორ უძლებს ნია.
ჩემთან იყოს და მთელი ცხოვრება გავუძლებ. უარესებსაც გავუძლბე...
ასეთი აზრები ნინოშვილთან ყოფნისას რატო არასოდეს მომდის? მასთან ყოფნისას ყველაფერს ისე რატომ ვაკეთებ თითქოს <<შავთვალება>> ხედავს და ვაგიჟებდე... მართლაც,რომ ეჰ' ეკატერინე.
-რა ურთიერთობა გაქვს ნინოშვილთან?!_ შევხტი. ფიქრებიდან ისე მალე გამომაბურძუყა მისმა სიტყვებმა,რომ შევხტი. სახე მისკენ მივატრიალე, მანქანა გზიდან გადაეყვანა და მე მიყურებდა. ისეთი ცივი თვალები ქონდა,რომ წამიერად შემეშინდა აქვე არ მომკლას თქო.. ბრძანებას უფრო გავდა მისი კითხვა. ტუჩები უნებურად ამოძრავდა და გამეღიმა. სიამოვნებისგან.
-შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?_რა უაზრო ხარ!შევუტიე ჩემს თავს.
-გეკითხები! ესეიგი აქვს!_წამითაც არ შერბილებია ტონი.
-ვმეგობრობთ._რატომ მოვატყუე? ჩვენი ურთიერთობა სულაც არ გავს მეგობრობას. ნუ ახლა არც მთლად შეყვარებულობის ეტაპზეა,მაგრამ გრძნობები ხომ გამიმხილა? მეც გავუმხილე ეს უკვე მეგობრობა არა.
-ტყუილების გარეშე!_ოდნავ აუწია ხმას.
- შენ რა გინდა? რომც ვიტყუებოდე შენ ვინ გეკითხება?_გავთამამდი მე... აშკარად ვიწვევდი და შედეგმაც არ დაგვიანა.
-რა გინდა გოგო ჭკუიდან უნდა გადამიყვანო?! დავიჯერო იმდენად შტერი ხარ,რომ ვერაფერს ხვდები? რა ურთიერთობა გაქვს ნინოშვილთან თქო.!_გაკიოდა მთელ ხმაზე... შუბლზე ძარღვები დაებერა, თვალები ჩაუსისხლიანდა, ხელები კი დამუშტა.
-ნუ მიყვირიხარ!_სიმშვიდეს ვინარჩუნებდი მე._ერთმანეთი მოგვწონს._ვუთხარი გულახდილად. აი ახლა მართლა შემოვაკვდები.
-რას ნიშნავს ერთმანეთი მოგწონთ?_დებილია მგონი ეს. რას უნდა ნიშნავდეს?
-არ იცი რას ნიშნავს?
-რომ ვიცი იმიტომ გეკითხები._ისევ დამშვიდდა,მაგრამ სიმკაცრე მაინც არ დაკარგა._ერთად ხართ?_სიმკაცრეში სევდაც შეერია.
-არა!
-აბა?
-ურთიერთობას ვაწყობთ ჯერ.
-ჩათვალე ეგ ურთიერთობა არ აეწყო!_რა გაურკვევლად მელაპარაკება ეს 'მუდო'
-რატო?_ყველაზე უაზრო კიტხვა დავსვი. იმის მაგივრად,რომ შემეტია თითქოს დავნებდი.
-მე ვამბობ და იმიტომ.
-შენ არ ხარ ნორმალური! რას ნიშნავს შენ ამბობ? დაგავიწყდა,რომ საცოლე გყავს? კარგი ეგეც არ იყოს რა უფლებით მბრძანებლობ? _ახლა მე ავყვირდი. რას როდის და რის შემდეგ ვამბობდი არ ვიცი,ისეთი დაბნეული ვიყავი.
-მახსენებ,რომ ნაია არსებობს?_მკითხა და გამიღიმა. ვგიჟდები მის ღიმილზე .. ათაში ერთხელ,რომ მაჩუქებს ხოლმე.
-შენ ეგ ისეც უნდა გახსოვდეს!_არ დავინდე მე.
-ნინოშვილის თემა დავხუროთ! ახლა ჩვენზე ვისაუბროთ._ კი კი აბა რა შენ როგორც იტყვი. ახლა ამან,რომ შემომთავაზოს საყვარლები ვიყოთო სიკვდილი მერე ნახეთ თქვენ. დახურა უცებ თემა ბიჭმა. თან ჩვენზე ვილაპარაკოთო,რომელ 'ჩვენს' გულისხმობს ერთი რა საინტერესოა.
-მე და შენ რა გვაქვს სალაპარაკო?_ვკითხე დაბნეულმა.
-გვაქვს,ეკა გვაქვს._ ბარიტონი დაუთბა...
-გისმენ.

ცოტახანი გაჩუმდა აშკარად უჭირდა სუაბრის დაწყება... მეც მიჭირდა ყველაფრის გააზრება და დალაგება,მაგრამ ვიცი,რომ ამას ახლა ვერ მოვახერხებ ამიტომ სახლში ვიფიქრებ.დრო იცოხლე მკვდარზე მეტი მაქვს... ხვალ სასწავლებელსი ვარ წასასვლელი, მაგრამ იქაც ვიფიქრებ <<ჩემ შავთვალებაზე>> არ ვიცი ახლა ასე უფრო რატომ მჩხვლეტს გული... ალბათ იმიტომ,რომ მარტო ვართ და ალბათ იმიტომაც, რომ უკანასკნელად ვხვდებით ერთმანეთს ასე განცალკევებულები. ვინ იცის როდის მოყავს <<ქერა სულელი>> და მერე მე ვიღას ვემახსოვრები? ამის გაფიქრებისთანავე გულმა უფრო მიხვლიტა და ტკივილით სავსე კვნესა აღმომხდა. ნოემ შემომხედა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია. ' რა გჭირსო' მკითხა და შუბლი შუბლზე მომადო. რა სასაცილოა არა? ასე ახლოს ვართ ერთმანეთთადნ და თანაც ასე შორს.



4მაისი ჩემთვი ყველაზე მტკვინეული და დასამახსოვრებელი დღეა. გრძნობებით გაშიშვლებული და უთქმელი,მაგრამ მაინც ბევრის მთქმელი. იმ დღეს ვიგრძენი თავი სრულყოფილად.. მაშინ მივხვდი იმას რასად 22 წელია ველოდები... ყველაზე მეტად გამიჭირდა,ავცერცეტდი და ბევრიც წავაგე,მაგრამ ხომ მივიღე ის რას მინდოდა. მთავარი ისაა,რომ ჩემს თავში გავერკვიე. გავერკვიე,რომ მეც მაქვს გრძნობები და ამ მფეთქავ ორგანოსაც შეუძლია შეყვარება ისე როგორც წყვილებს უყვართ ხოლმე. ასე ახლოს საყვარელ ადამიანთან და ასე შორს არასოდეს ვყოფილვარ. უსიტყვოდ გამიგო და შუბლზე მაკოცა. ყველაზე წმინდა რაც მან მაჩუქა ეს კოცნა იყო. იმასაც ვხვდები,რომ ვერავის გავიკარებ. ვეღარასდროს შევხედავ 'ნინოშვილისნაირებს' და მასზე უკეთესებს.ჩემი თვალები მარტო მის 'შავ' უძირო სევდით სავსე თვალებს დაინახავენ ყველგან და ყოველთვის... ვეღარ გავუძელი მოზღვავებულ ემოციას და ჩავეხუტე. მთელი არსებით შევიგრძენი მისი სურნელი,რომელმაც ასე გამაბრუა... ხელები მაგრად მომხვია,მანაც იგრძნო უკანასკნელი ჩახუტება და მძიმედ ამოისუნთქა.
ჩემი სახე ისევ ხელებში მოიქცია და მომპარა ის რასაც მისთვის ვინახავდი... ისე დამითბა სხეული. სულიერად გავთბი წამიერად,მაგრამ ხომ გავთბი არა?! ესეც მაბედნიერებდა მე. მასაც ვაბედნიერებდი ვიცი. ახლა უფრო ვგრძნობ ამას. ყველაფერს ისე აკეთებდა როგორც მე მინდოდა არ მაძალებდა. წამიერად სადღაც სიშავეში გადავიკარგეთ მარტო მე ის და 'შავი' მერსედესი. იმდენად თბილი იყო პირველი კოცნა,რომ მისი ხელიდან გაშვება არ მინდოდა. არ ვიცი რამდენხანს ვიყავით ერთმანეთის სითბოთი სავსე. ბოლოს ისვე მან გაბედა და მომშორდა. ტუჩები მომაშორა,მაგრამ არა ხელები. სახის ყველა ნაკვთს მითვალიერებდა და ალბათ იმახსოვრებდა.

მითხრა,რომ ვუყვარვარ. ისიც მითხრა,რომ ნიას ვერ მოშორდება. არ დავაძალე ან რა აზრი ქონდა?! ძალით ვერ დავაკავებდი. ჩემთვის მთავარი ის იყო,რომ სიყვარული მასწავლა. მტკივნეული,მაგრამ პირველი და უკანასკნელი. მანქანაში დიდხანს ვისხედით და ერთმანეთის სახეებს თვალს არ ვაცილებდით. არ უყავრს რომანტიკოსობა, მითხრა,რომ ვუყვარვარ და ჩემზე გიჟდება,მაგრამ საცოლეს ვერ დატოვებს. მიზეზი არ მომითხოვია,მაგრამ თვითონა ამხისნა.
-ნია,რომ არ მოვიყვანო სიცოცხლეს გამოგვასალმებენ მასაც და მეც. ჩემ თავს არ ვჩივი მას ვერ გავიმეტებ. მამამისი მამაჩემის ბავშვობის მეგობარია,წლებია ერთად მოდიან.მამაჩემის ძმასთან სერიოზული პრობლემები შეექმა ნიას მამას,არ მინდა ეს მოისმინო ამიტომ მოკლედ გეტყვი,რომ თუ ნიას არ მოვიყვან ბიძაჩემი საკუთარი ხელით გამოჭრის ყელს. ეცადე,რომ გამიგო ეკუშ.. მიყვარხარ და მჭირდები. ჭირსაც წაუღია ზურა ბარათაშვილი, უბრალოდ საკუთარ თავს ვერ ვაპაიტიებ,რომ ამ თვლაებმა შენი ნახვა ვეღარ შეძლოს. სულ შორიდან შემოგხედავ ხოლმე. გვერდიდან არ მოგცილდები,მაგრამ არც გამოვჩნდები. არ მიტირო გთხოვ რა. ვაჟკაცურად დადექი ჩემო ეკუშ.


ასე დავასრულეთ ის დიალოგი და მწარე ღამე. მას შემდეგ ნოე ბარათაშვილმა და ნია ბერიძემ ჩემს წინა კორპუსში სახლი გაყიდეს და სხვაგან იქორწინეს. მიუხედავად იმისა,რომ უკვე მესამე წელია <<ჩემი შავთვალება>> არ მინახავს ვგრძნობ,რომ სულ ახლოსაა როგორც დამპირდა. არ მიტირია არც დეპრესიაში ჩავარდნილვარ. როგორც << ჩემმა შავთვალებამ>> დამიბარა ვაჟკაცურად ვდგავარ... ჩემმა ნინიკომ და ჩემმა ნიკომ ერთი წლის წინ იქორწინეს და სალხში მარტო დამატოვეს. ცალკე ბუდე მოიწყეს. ალბათ ახლა უფრო ვიგრძენი <<უშავთვალეობა>>,მაგრამ მაინც ვერ ვტირი. თხოვნას ვერ ვუტეხავ <<ჩემ შავთვალებას>>
ნიკო და ნინიკო გამომიტყდნენ,რომ ყველაფერის საქმის კურსში იყვნენ... ნინიკომ ჩამიშვა და გაუმხილა,რომ << ჩემი შავთვალება>> იყო... არ მეუბნებოდნენ იმიტომ,რომ მერე არ მტკენოდა...
ნინოშვილთან ურთიერთობა მეორე დღესვე გავწყვიტე. მას შემდეგ არც მინახავს! ვიცი,რომ ცოლი მოიყვანა და ერთი ბიჭი ყავს. ბედნიერია. ნეტა << ჩემ შავთვალებას>> თუ ყავს ბიჭი ან გოგო?! ეყოლებათ სადაცაა სამი წელი გავა. კარიერაც მოვიწყე და ჩემი რედაქციაც გავხსენი.

რამდენად ბანალურიც არ უნდა მოგეჩვენოთ ჩემი წინასწარმეტყველება ახდა და გამოვეცი პატარა ნოველა .'აჩევანი' ..
ის წინასწარმეტყველებაც ახდა 'ორი კურდღლის მადევარი ვერცერთს ვერ დაიჭერსო' ახლა კი ვარ მარტოკინა და ვიტანჯები ჩუმად და შეუმჩნევლად. გული ისევ ისე მჩხვლეტს ხოლმე, ახლა უფრო მწარედ და მის არსებობას მახსენებს. კოცნა დამიტოვა სამხსოვროდ და ტელეფონოში შეტყობინებები.
მწარედ ჩამეცინა და ისევ გადავიკითხე ორადორი შეტყობინება.

სამსახურიდან უჩვეულოდ ადრე დავბრუნდი.. მისაღებში დავყარე რედაქციიდან წამოღებული საბუთები და სამზარეულოში ჩემი კაპუჩინოს მოსამზადებლად გავედი... დეჟავიუს გრძნობა დამეუფლა... ყველაფერი რასაც ახლა ვაკეთებ თითქოს მოხდა.. ფინჯნით ხელში ფანჯარასთან მივედი. დღეს გახდა 3 წელი. 4 მაისია ჩემი ტკივილით და სიხარულით სავსე დღე. ჯიბეში წელეფონი აწკრიალდა.
გული ამიჩქარდა.
ჭიქა ხელიდან გამივარდა და ისევ ნამსხვრევებად იქცა.
ფეხები ამიკანკალდა.
ხელის კანკალით ამოვიღე ჯიბიდან ტელეოფინი... ცრემლი რომელიც ასე ბრწყინავდა ჩემს თვალებში საშვალება ძლივს მომცა,რომ ტექსტი წამეკითხა...
გული ამიკანკალდა.

-დაბლა გელოდები !<< შენი შავთვალება>>
-"გარეთ ცივა,რამე ჩაიცვი!"
~~~~~~~
თა და და დაამ. :დდდ
ძველი და ჩემთვის ტკბილი ისტორია.
იმედია ისიამოვნეთ. <3



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Gavgijdiiiii. Madloba didi

 


№2  offline წევრი miyvarxar1992

მომეწონაა ძაან,ისე რომ გთხოვო შავთვალებას სსადმე არ მომიძებნიიი wink wink უტკბილესი იყოოო შაქარყინულოოოო

 


№3  offline წევრი ))♡

Au saocrebaa siyvatukze magari grdzniba ar arsebobs vgijdebi shenze sauketeso xar es moyxroba xom ragacaxali da gansakutrebulia ♥♥ gagrdzeleba minda dzalian minda :* iqneb gaagrdzelo?? ((
--------------------
მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ

 


№4 სტუმარი anuki

აი შენი ისტორიები გამორჩეულია❤ იმაგრესი იყო. მარა მე მეორე ნაწილიც მაინტერრესეეებს ანუ ამის გაგრძელება თუ გააგრძელებ უკეთესიიი იქნებააა❤❤❤

 


№5  offline წევრი veroo

რა გინდოდა?რატო მატირე?რა იყო ეს?აუ ეხლაც ვტირივარ რა ემოციურია რა საოცრებაა პატარა და ძალიან თბილი ემოციებით დატვირთული ნოესნაირი შავთვალება მეც მინდა რა ტიპია ყოველთვის მხიბლავს შენი მამაკაცი პერსონაჟები ჯერ ის კაცი ვულკანი რომ დაგფუთქა და გაგვაგიჟა ხალხი მერე ,აკაკი და უტა გადაგვიყოლებ ხალხს ☺აი სასწაულებრივად მიყვარხარ ტას ყოველთვის როცა ვხედავ შენს ნიკს ყველგან ვიცი რომ დიდი სიამოვნება მელის ❤ p.s დაპირებულ ისტორიას ველი ბარიშზე და ელჩოზე

 


№6  offline მოდერი მე♥

დალდონი დალდონი- ძალიან, ძალიან დიდი მადლობა... უსაზღვროდ მახარებს ამ ყვეალაფრის კითხვა. ეს ისტორია იმდენად ძველია, რომ პერსონაჟების კიდევ ერთხელ ასე და ამგვარად გაცოცხლება ცოტა სარისკოა ჩემთვის... ახლა უკვე ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა აქვს ამ წყვილს და არ მინდა მათ ცხოვრებაში ჩავერიო. :დდდ
Qeti qimucadze
Gavgijdiiiii. Madloba didi

მადლობა შენ! თანაც უბრალო მადლობა კი არა უშველებელი და სითბოთი სავსე მადლობა! <3
miyvarxar1992
მომეწონაა ძაან,ისე რომ გთხოვო შავთვალებას სსადმე არ მომიძებნიიი wink wink უტკბილესი იყოოო შაქარყინულოოოო

სიყვარულო, რა კარგობა ხარ... მადლობები <3
))♡
Au saocrebaa siyvatukze magari grdzniba ar arsebobs vgijdebi shenze sauketeso xar es moyxroba xom ragacaxali da gansakutrebulia ♥♥ gagrdzeleba minda dzalian minda :* iqneb gaagrdzelo?? ((

ვააიჰ, რა თბილობა ხარ შენ!
მადლობა ძალიან დიდი დიდი, მეც ვგიჟდები შენზე და შენს შეფასებებზე! <3
არაა, ამ ისტორიის გაგრძელება ძალიან ცუდი ნაბიჯი იქნება ჩემი მხრიდან. აქვთ უკვე თავიანთი ცხოვრება და ჩემი ჩარევა ზედმეტი იქნება. <3
anuki
აი შენი ისტორიები გამორჩეულია❤ იმაგრესი იყო. მარა მე მეორე ნაწილიც მაინტერრესეეებს ანუ ამის გაგრძელება თუ გააგრძელებ უკეთესიიი იქნებააა❤❤❤

რას ამბობ... როგორ მიხარია, შენთვის ოდნავ განსხვავებული თუ მაინც არის, უზომოდ დიდი მადლობა. <3 მეორე ნაწილს ყველანაირად გამოვრიცხავ, არ ვარ ამისთვის მზად. <3
veroo
რა გინდოდა?რატო მატირე?რა იყო ეს?აუ ეხლაც ვტირივარ რა ემოციურია რა საოცრებაა პატარა და ძალიან თბილი ემოციებით დატვირთული ნოესნაირი შავთვალება მეც მინდა რა ტიპია ყოველთვის მხიბლავს შენი მამაკაცი პერსონაჟები ჯერ ის კაცი ვულკანი რომ დაგფუთქა და გაგვაგიჟა ხალხი მერე ,აკაკი და უტა გადაგვიყოლებ ხალხს ☺აი სასწაულებრივად მიყვარხარ ტას ყოველთვის როცა ვხედავ შენს ნიკს ყველგან ვიცი რომ დიდი სიამოვნება მელის ❤ p.s დაპირებულ ისტორიას ველი ბარიშზე და ელჩოზე

ჩემი ვერო, ჩემი თბილი გოგო!
საყვარელო!
ძალიან დიდი მადლობა, როგორ მიხარია რომ იცოდე!<3
მე და ჩემი კაცები ასე თუ ისე თქვენს გადარევას ვახერხებთ. :დდდ უფრო სწორად ჩემი შექმნილი კაცები, თორემ მე რა შუაში ვარ. :დდდდ
აუცილებლად, შეპირებული ისტორია იქნება, მაგრამ საიტზე არა. <3
--------------------
ა.ა

 


№7  offline წევრი naniko mindia

მაგარი გოგო ხარ .ძალიან კარგი იყი .გაგძელერა რა გთხოვ ბოლოს მაგარი გამოვა♥♥♥♥♥წაატებები
--------------------
lomidze

 


№8 სტუმარი სტუმარი milena

უმაგრესი იკოოო

ეს ერტი თვეა არაფერი წამიკითხავს და დგეს რატომგაც მომინდა შემოსვლა ამ საიტზე და მეთქი რაიმეს წავიკითხავ თკო და მართლაც "არძჩევანი" შენს ისტორიაზე გავაკეტე და ნამდვილად ღირდა ისეთი სასიამოვნო იყო აი არვიცი

 


№9 სტუმარი სტუმარი

Da sad iqneba shemdegi istoria?sxvs saitzec wer?

 


№10  offline წევრი Ninuca)

Dzalian kargi iko❤gagrdzeleba ki uketesi ikneba❤

 


№11 სტუმარი Tekla Tegetashvili

ძაან მაგარიააააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent