შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეტი ვიდრე სიყვარული 24


8-10-2017, 12:24
ავტორი qari
ნანახია 2 604

მარიამი იმ სახლში მივიყვანეთ სადაც მას და აკოს ნაქირავები ჰქონდათ .გვთხოვა არ ავყოლოდით და ჩვენც სხვა გზა არ გვქონდა...
როგორც იქნა სახლში მოვედით.
ლაპარკი საერთოდ არ სურდა ჯერ კიდევ გაცეცხლებულია.
-არ შემოხვალ?
-სანდრა გთხოვ...მასე ნუ იქცევი.
კიდე მემთხოვს...ბედავს და მე მთხოვს?!
-ასე როგორ დიტო?
უკვე ბრაზს ბოღმას ვეღარ ვმალავ და არც მინდა დავმალო ,რადგან უარესად აღშფოთებული მე ვარ.
-არ გიხდება...
-დიტო მიმიფურთხებია ჩემი გარეგნობისთვის...შენ მე რაღაცას მიმალავ. რაღაცას ,ისეთს რაც აუცილებლად უნდა ვიცოდე...ჯერ აკოს დაჭრა...ის კომაშია...მერე ის ქალი...გგონია ვერ მივხვდი?თვალებით მჭამდა...ღმერთოო.
(ჩემივე აღმოჩენით  გაიგნებული ვაცეცებ თვალებს თმაში ნერვიულად ხელებს ვიცურებ,ზურგს ვაქცევ და ვაანალიზე...ნუთუ ეს სიმართლეა?)
-სანდრა...შენ ჩემი წარსული საერთოდ არ გეხება...შენ ჩემი ნათელი წერტილიხარ ,გესმის.
მის ლაპარაკს თითქმის  არცკი ვუსმენ ვბრუნდები და პირდაპირ ვახლი.
-ის გოგო არაფერ შუაშია ბარიდან.შენ პრობლემა მასთან გაქვს არა? შენი მორიგი საყვარელია!
ის შეშდება...იძაბება და ფიქრობს...კაი რა ნუთუ რამე ტყუილს თხზავს გონებაში? მე მაინც ვეღარმომატყუებ.
-ჰო პრობლემა მასშია.
უცბათ მარკვევს მისი სასოწარკვეთილი ხმა...რატომ.რაპრობლემაა ასეთი? რატომ არ ანებებს თავს?
სრულიათ ვიცლები თავზე ხელებს ვიწყობ და მდივანზე ვჯდები...ისევ ვაგრძელებ კითხვას ოღონდ თავს აღარ ვწევ ასე ერთ წერტილში მიჩერებული ვარ აღარ მინდა მისი გამომეტყველება წავიკითხო
-რატომ?
ის ოხრავს ვხედავ მუშტებს ერთ კუშტად კრავს...მის გამომეტყველებას ვერ ვხედავ და არც მინდა ნათლად სჩანს მისი უსუსურობა...ვიცი ასეთ მდგომარეობაში პირველადაა პირველად უწევს ვინმეს აუხსნას,ანგარიში ჩააბაროს...ის ხომ აქამდე მარტოცხოვრობდა დამოუკიდებლად...
-არ მინდა მის გამო ვიჩხუბოთ...
-ვფიქრობ უნდა ვიცოდე ის ვინაა და მის შემდეგ გადავწყვიტო მისგამო ღირს ჩხუბი თუ არა...
-მართალიხარ..
ანუ მეტყვიის?!
-მაგრამ მე არ მინდა აქ გაგრიო და ეს ჩემი საბოლოო გადაწყვეტილებაა!
ისე მკაცრად და ჯიუტად ამბობს  ვხვდები აზრი არააქვს ლაპარაკს მაგრამ მე რატომღაც ვერ ვჩუმდები.
-მე უკვე გითხარი აქ ძალიან გარეულივარ...და დაბნეულიც...კაი ვთქვათ ის შენი საყვარელია და თავს არ განებებს ოღონდ რა მიზეზით არ ვიცი მაგრამ მერწმუნე მალე გავარკვევ.ღმერთო ის რა შურის საძიებლად აკოთი დაგემუქრა?
ის შეშდება და გაკვირვებული მიყურებს.შემდეგ ღიმილი უნათებს სახეს და ჩემსკენ მოდის.გვერდით მიჯდება და ცდილობს ტუჩებზე მაკოცოს მაგრამ მე წამიერად ბრაზი მივლოს და თავს გვერძზე ვხრი და ის დაუგეგმავად ლოყაზე მკოცნის.თვალებს ხუჭავს.ოოო რა გაბრაზებული სახეაქვს...უცბათ შიშშიცკი გადადის მისი გამომეტყველება...თვალებს ახელს და გაოგნებული თუ ნაწყენი ბარიტონით მეკითხება.
-შენ მე...აღარ გინდივარ?რა პატარა კამათის დროს სულ ასე უნდა უარმყო?
პატარა?!ოოო კაი რა ჯერ ესერთიც მე არ უარგყავი და თავს ნუ იძვრენ ეს არ გიშველის.
-მე არ უარგყავი უბრალოდ საშინლად ნაწყენივარ შენზე და რადგან ვერ ხვდები მინდა ამით ჩემი პროტესტი გამოვხატო იქნებ რამით მიგახვედრო.
ის გაოგნებული მიყურებს
-სანამ არ გეტყვი მანამ სექსი აღარ გვექნება?
ეე?ამაზე არ მიფიქრია იქნებასე მაინც ვათქმევინო როგორმე.
-ჰო!
კატეგორიულად ვუცხადებ და ჩემი ქვეცნობიერი ტაშს მიკრავს.
-აკო რა კავშირშია?
არ ვთმობ მე.
-აკო არაფერ კავშირში არაა.
გაღიზიანებული ფრუტუნებს.
-დიტო!
-აკოს ბიზნესი აქვს...ერთი ტიპი ედავებოდა წილს და...ადრე მოვუგვარეთ მაგრამ რატომღაც არ გაჩერებულა.
ჯანდაბაა...საქმე მართლაც სერიოზულადაა...უცბათ დიტოს ტელეფონის ვიბრო მაკრთობს
-გისმენ!
- ...
ნეტა ვინაა?სახე უწითლდება აშკარად გაცეცხლებულია
-ფეხებზე მ...ია.იპოვეთ!
- ...
ღმერთო რა მკაცრად ელაპარაკება.მის ბრძანებას აშკარად ვარჩევ.
-ყველა ზომა მიიღეთ!
- ...
უცბათ მიტივტივდება დიტოს დილანდელი საუბარი. ...ჩემს ბიჭებს ჩავრევ!...
ვინაა ამის ბიჭები საერთოდ ვინაა დიტო?!თავგზა მებნევა აღარ ვიცი რა ვიფიქრო.
-პასუხს ველოდები...იმედია არ მალოდინებთ...
უკვე ბუნდოვნად ვარჩევ მის სიტყვებს რადგან ის აივნისკენ მიდის.
-ეგ ძაღლიშვილები მალე მომიყვანე...
- ....
-უჩემოდ არ იმოქმედოთ.რომ იპოვნით იქ მიიყვანეთ და შემატყობინეთ!
ტელეფონს ისე თიშავს მის პასუხს აღარ დალოდებია ჯიბეში იცურებს და ხელებსაც ჯიბეში ჰყოფს...
-დიტო ვინ ხარ?!
ის თითქოს ოდნავ კრთება ალბათ ბოლო საათებში დაძაბულობის ბრალია რადგან არ მახსოვ ის რამეს შეეკრთოს.სევდიანად მაჩერდება და ხმას არ იღებს.
-სახლში შედი აქ გრილა!
ღმეეთო უკვე ბოლოხმამდე კივის ჩემი ქვეცნობიერი.ზურგს ვაქცევ და მოვდივარ მაგრამ არა იმიტომ რომ მან მიბრძანა არა.იმიტომ რომ აქ თუ დავრჩი მას მე4ე სართულიდან ნამდვილად ვისვრი .იმდენად გაცეცხლებულივარ.არ ვიცი როდის მომყვება უკან ,მისი მკაცრი ბარიტონი მარკვევს.
-მე მთავრობაში ვმუშაობ.ჩემი სამსახური უამრავი გასაიდუმლოებებითაა სავსე...ხომ იცი რომ მაღალი თანამდებობა მაქვს.მე ,მეტს ვერაფერს გეტყვი, იმიტომ კიარა რომ არ გენდობი.ეს შენთვისვეა საზიანო.რაც ნაკლები გეცოდინება ნაკლებად დაგემუქრება საბრთხე.
ჯანდაბა!თავი სერიალში მგონია...მოზღვავებულ ემოციას ვეღარ ვერევი და ,სიცილი მივარდება...ჰო ეს ნერვიული შოკის ბრალია.ის კი გაოგნებული მიყურებს.ჰოო ახლა შენ იყავი გაუგებრობაში იმტვრიე თავი რა მაცინებს...ამდენს ვეღარ ვიტან მუხლებზე ვეცემი და ხარხარი ახლა წამლეკავ ტირილში გადამდის....ისიც იჩოქება ჩემთან ერთად ,თავზე ,ხელს მავლებს და, გულში მიხუტებდ...მისი სურნელი თავბრუს მახვევს და უარესად მიჩუყდება გული.
-მაპატიე ,ჩემი ბრალია...ამიტომ, ვიკავებდი შენგან თავს .მე გაგაბრთხილლე, თავი, ჩემგან შორს დაიჭირეთქო...მე. არ ვხუმრობდი...ამის დედაც!თავი უნდა მომეთოკა და, გაგცლოდი. მაგრამ ვერ შევძელი გესმის!შენგან შორს ვერ გავძელი...შენ ვერ დაგკარგავ.მიყვარხარ და ახლა ამ მდგომარეობაში რომ გხედავ თავი არარაობა მგონია.
ისევ ტელეფონი ურეკავს.არ მცილდება ისე პასუხობს.
-გისმენთ!
ნუ როგორც ყოველთვის მეორეს ხმა არ მესმის.ცრემლებს ვიწწმენდდ ცხვირს უდიერად ვისრუტავ და გონებას ვძაბავ რომ რამე მოვისმინო.
-ხომ გითხარით.5.1 ში მიგეყვანათ და არა 6.5 თში!
მისი გაშმაგებული ღრიალი მაკრთობს.ღმერთო ეს აღარ დასრულდება?ჩემს ფიქრებშივარ წასული რომ უცბათ მისი თავზე შეხება მარკვევს..
-შედარებით დამშვიდდი?
როგორ შეუძლია  გაშმაგებულმა იღრიალოს და წამის მეასედში ასე თბილი მზრუნველი ტონი მიიღოს?!
მე თანხმობის ნიშნად თავს ვუკრავ და ტირილისგან გულმამოვარდნილი ღრმად ვოხრავ.
-მაშინ იქნებ ამდგარიყავი?
სულ დამავიწყდა რომ მე ჯერ კიდევ მუხლებზე ვდგავარ.ვდგები და საშინელ ტკივილს ვგრძნობ მუხხლებზე.უნებლიედ სახეც მემანჭება და მუხლლებს ვიზელ.
-ძალიან გეტკინა?
ისევ ის თბილი ბარიტონი და,მე გაღიზიანებული ვებუტბუტები.
-მე ეს გაურკვევლობა უფრო მტკენს.
ზედაც არ ვუყურებ და სამზარეულოში გასვლას ვაპირებ უცემ მისი აღელვებული ბარიტონი რომ მაკავებს.
-უნდა წავიდე!
უცბათ ვუბრუნდები და ვაკვირდები...ჩემგან მიდის?იმიტომ რომ ვეწინააღმდეგები? ალბათ ხვდება ჩემს ფიქრებს და მიკონკრეტებს.
-საქმეები მაქვს...მერე აკოსკენ გავივლი ვნახავ ახალი ხომ არაფერია...მერე შენ თუ გინდა შენთან მოვალ თუ არა და სახლში.
თავს ნუ მაცოდებ დიტო...მშვენივრად იცი რომ მინდა ჩემს გვერდით იყო...მაგრამ...მაპატიე მეც გამაჩნია სიამაყე მოდი შენ მოგანდობ.
-შენ თუ გინდა რომ აქ მოხვიდე...მშვენივრად იცი ამ სახლის კარები მუდამ ღიაა შენთვის..დანარჩენი შენ გადაწყვიტე.
ის იღიმის და თავს აქნევს.
-გასაგებია.ჩემი სახლის კარებიც ღიაა შენთვის...და მინდა იქ გადმოხვიდე!
მოულოდნელობისგან თვალები მიმრგვალდება.ღმერთო მე რას ვეუბნევი და ის რას მთავაზობს.დავიღალე ამ ადამიანთან ჭიდილით.
-დიტო!ჩვენ...უკვე თვენახევარი დარჩა ქორწილამდე და...
-ქორწილს რა აზრიაქვს?ან რა აზრიაქვს შენთან ვიქნებით თუ ჩემთან?უფროსწორედ ჩემთან სჯობს...უფრო ფართია და კომფორტი და ბოლოსდაბოლოს ის, შენი სახლიცაა და მისი დიასახლისიც შენ ხარ!
აზრი არაააქვს... პრინციბში სადღაც მართალიც კია უბრალოდ სანამ ბოლომდე არ გავერკვევი არ გადავალ...შენ აღარ მუშაობ  მაშასადამე ვერც ქირას ვეღარ გადაიხდი მალე!გაბრაზებული მიკივის ჩემი ქვეცნობიერი.უტიფარო მე...მოვიფიქრებ რამეს.ჯერ მისი ცოლი არ ვარ რომ მოს კისერზე ვიჯდე ასე რომ.მოგიწევს იფიქრო რა...მე ხომ მარიამის მშობლების ფული ჯერ არ დამიხარჯავს.რაღაც მეც მაქვს .ასე რომ ,თავს გავიტან.ენას ვუყიფ და ვეჯღანები.
-გთხოვ...არა მინდა რომ ჩემთან წამოხვიდე სანამ მოვალ ბარგი ჩალაგებულო გქქონდეს.
-აარა!არა!ვერა!
(მისი მკაცრი გამოხედვის გადამკიდე ვიბნევი.ხანდახან როგორ მაშინებს.)უფროსწორედ...დავფიქრდები გპირდები რომ დავფიქრდები აუცილებლად.
-ვერ ვხვდები აქ საფიქრალი რაა სანდრა?
-გთხოვ.!
ის ოხრავს და ამით თავს ყიდის რომ მნებდება.
-კარგი.ოღონდ მალე მოიფიქრე...
კარებთან მიდის უცბათ ჩერდება, ჯიბიდან საფულეს იღებს, ფულს იღებს და 200ლარიანს მაწვდის.
-გამომართვი და რამე იყიდე .მეც მალე მოვალ და ვივახშმოთ კაი? ახლა ისე დაღლილივარ არსად...რესტორანში წასვლის თავი ნამდვილად არ მაქვს.ხომ შეძლებ რამის ყიდვას?ანუ თუ თავს ისევ ცუდად გრძნობ მე წამოვიღებ რამე მზას.
-სანამ ყველაფერს არ გავარკვევ მე თავს სულ ცუდად ვიგრძნობ...(კბილს ვკრავ მე და ის თვალებს ატრიალებს* დაიიწყო* გამომეტყველებით)ფული მეც მაქვს და მე ვიყიდი თან სუფთა ჰაერს ჩავყლაპავ.
-ჰო ნამდვილად კაია ჰაერზე გასეირნება.მაგრამ მეორედ აღარ მინდა კამათი ამ ფულის გამო რა, გთხოვ.გამომართვი და, იყიდე.
ფულს ხელებში მიკუჭავს და გადის.

******
-სანდრა.მე საავადმყოფოში მივდივარ და რას იზამ?ხომ იცი არ მომწონს იქ რომ დადიხარ, უბრალოდ ზრდილობის მიზნით გეკითხები.
ვიცი არ მოგწონს. გეშინია მას კიდევ არ შევხვდე მაგრამ მის გამო აკოს ნახვაზე უარს არ ვიტყვი.მითუმეტეს ახლა .ის ხომ, კომიდან გამოვიდა და ახლა წუწუნებს უკვე 15 დღეა აქ ვწევარ და აღარ შემიძლია გამათრიეთ აქედანო.ღმერთო პატარა ბავშვივითაა.მარიამიც მის ყველა კაპრიზსს უსრულებს და.აკოც იმდენად გათამამდა ყირაზე ატრიალებს.მმ..მარიამი ამ ამპლუაში რაღაც ახალია.
-დიტო შენ თუ არ წამიყვან ხომ, იცი მე მაინც მოვალ ტაქსით.ასე რომ კეთილი ინებე და დამიცადე სანამ არ მოვემზადები. სულ რაღაც 15 წთში მზად ვიქნები.
ის თვალებს ატრიალებს.
-ვიცი შენი 15 წუთი მე.
გაღიზიანებული მებურტყუნება. თუმცა ვერ ვხვდები ის აღიზიანებს რომ,უნდა მელოდოს თუ ის რომ იქ მივყვები...თმებს მაღლა ცხენის კუდივით ვიკეთებ. შავ ყელთან მომრგვალებულ სწორე მთლიან კაბას ვიცვამ.ნახევარ მკლავზე. გამჭირვალე ჯოლგოტკს ვიცმევ და მაღალ ქუსლიან შუზებს ვირგებ ფეხზე.მანტოს და ჩანთას ხელში ვიკავებ და მისაღრბისკენ კისრის ტეხვით გავრბივარ
-ვიცი ვიცი მთელი 40 წუთი გადავაცილე მაგრამ მე უკვე მზად ვარ.
ვუღიმი და თვალებს საყვარლად ვუფახულებ.ის რაღაცის სათქმელად პირს აღებს.ხურავს და ისევ აღებს.თავს აქნევს და ეღიმება
-კაი კაი წავიდეთ...თუმცა მე ეს დრო განსაზღვრული მქონდა სულ ასე იქცევი.
-მადლობთ რომ მიტან.
ის მიახლოვდება წელზე ხელს მიცურებს და მასზე მაკრავს ვნებიანად მკოცნის.მერე შუბლს შუბლზე მადებს და ხმა ჩახლეჩილი მეჩურჩულება.
-სიამოვნებით გიტან!
ახლა თუ არ წავედით ვიცი ამას რაც მოყვება.მოწყვეტით ვკოცნი მადლობას ვუხდი და ვცილდები.
მანქანას ისე სწრაფად ატარებს უკვე ვეღარ ვითმენ და ვსაყვედურობ.
-დიტო ვერ ვიტან როცა საე სწრაფად ატარებ.
ის მაჩერდება და ნელნელა აგდებს სიჩქარეს.
-იცი მინდა მანქანა გიყიდო.მართვა  უნდა გასწავლო.ჰო აუცილებლად მიგიყვან ინსტუქტორთან.
-შენ ხომ გაქვს მანქანა.მე რაღაში მჭირდება ფულის ფლანგვაა და მეტი არაფერი.
-საყვარელო მინდა რომ ფული შენ დაგაფლანგო.აბა რისთვის მინდა.
-დიტო მე გადავწყვიტე!
თვალს მისკენ ვაპარებ ის გაურკვეველ სახეს იღებს ვერ მიხვდა რას ვგულისხმობ და ვუკონკრეტებ.
-ანუ.მე გადავწყვიტე რომ შენთან გადმოვიდე.
ჯანდაბა ის ისე უცბათ ამუხრუჭებს საქარე მინას თავით ვასკდები.
-ღმერთო!სანდრა კარგათ ხარ?
მე გაბრაზებას აღაცკი ვმალავ და თვსლებში ვაჩერდები.*შენ გააფრინე*გამომეტყველებით.
ის რწმუნდება რომ სერიოზული არაფერიმჭირს და სიცილი უვარდება.
-ჩემი ბრალი არაა.ათასი წესი დაარღვიე.
-რაა?!
-ჯერ ერთი ღვედი არ გეკეთა.
(ნუ ჰო რაც მართალი მართალი.)მეორედ არ იცი მძღოლს ყურადღება რომ არ უნდა გაუფანტო?
-კაი საერთოდ აღარაფერს გეტყვი...მიხარია რომ დაცინვის საბაბი მოგეცი.
გაბუტული ტუჩებს ვბუშტავ და ხელებს ვიჯვარედინებ.
-სანდრა შენ მე ახლაც მაბნევ.ხომ იცი როცა ბრაზდები როგორ აღმაგზნებს ეს!
-კარგი კარგი ვჩუმდები!
ხელებ დანებების ნიშნად ზევით ვწევ.
.....
-მარიამ შენ რა წუხელის კიდევ გაათენე?საშინლად გამოუძინარი სახე გაქვს.
-სანდრა ისე დაგვათენდა ვერც გავიგეთ
-ეს ნორმალურია?(გეგას გაკვირვებული ვუყურებ)გოგო შენ...აკოს დასვენება სჭირდება შენ აშკარად ცუდად მოქმედებ მასზზე.
-არა სანდრა ნუ უბრაზდები მე ვმოქმედებ მასზე ცუდად ის კიარა.რავქნა არ მეძინებოდა მე ხომ თითქმის 20დღე გადაბმულად მეძინა.
-ჰო და მაგ ძილით ეგ ერთი ბეწო ტვინი სულ გამოგელია.
გაღიზიანებული ახლუს დიტო და კარში გადის.
-შენხომ გადმოგდის!კაცი ცოლს ირთავს და დასერიოზულდა ვითომ.
აკოც გასძახის თუმცა მეეჭვება გაეგოს.
-სანდრა საერთოდ როგორ იტან ამ ახმახს?!
-აკოო.ის ჩემი ქმარი ხდება ასე რომ ფრთხილად იყავი ზედმეტი არ მოგივიდეს.
-ოჰოო?!ნახეთ ერთი ლექსიკონი როგორ ზედმიწევნით შეუსწავლებია მისთვის.(გეგა)
-გეგაა?!გეყოფათ ნუ სარგებლობთ იმით რომ ის აქ არაა ხომ იცით რომ ძვლებში დაგშლით.(მე)
-ჰოო სანდრა რაც მართალი მართალი ასე დიდი გულიაქვთ ბიჭებს.(მარიამი)
-მან.მეც რომ სპევნაზმში ვყოფილიყავი ამდენი წელი მეც მეცოდინებოდა ადამიანის სუსტი წერტილები.
(ზურგზე არ მოდის აკო და მე და მარიამს ფრუტუნი გვივარდება)
-კარგით მე გავალ და ეგრეთ წოდებულ გოლიათს მოვძებნი სადაა აქამდე.
-ჰო ჰო ორიწუთით მარტო არ დატოვო(გეგა)
-წავალ მოვიყვან და ვნახოთ ასე თუ გაბედავთ და კიდევ წამეტლიკინებით.
კოლიდორს მივუყვები და სადაცაა ჰოლში უნდა გავიდე რომ დიტოს გამწარებული ჩურჩული მესმის.გული ფრიალს მიწყებს და ჩემდა უნებურად ჩუმად ჯაშუშივით ვუსმენ.ღმერთო რა ცუდად ვარ.
-მეორედ მასზე აღარ გაბედო ლაპარაკი გასაგებია!
ვის უბრაზდება და ვისზე?ღმერთო რა გაცეცხლებულია.
-ჰოო!მინდა და გავბედავ მეტიც პირშიც ვეტყვი რომ კაცებზე მონადირეა.
ჯანდაბა!ეს ხმა მეცნობა...ჰოო ეს ის ექიმი თუ ექთანი ქალია.რაა?!ვინაა კაცებზე მონადირე?!დიტო მას ჩემს გამო უბრაზდება?ეს ქალი მე მგულისხმობს?!
-სესილი მოკეტე თორემ ჩემს თავზე პასუხისმგებელი არ ვარ!
-დიტო ჩვენი 6წლიანი ურთიერთობა იმ ღლაპის...ბავშვის გამო როგორ ანგრევ?!
-მე შენ არაფერს დაგპირებივარ!ჰო ის ბავშვი როგორც შენ ეძახი სუფთა და რწფელია...ის შენ საერთოდაც არ გგავს...ღმერთო არცკი შეგადარებ შენ.რად იქეცი სესილი?!რა სკანდალებს აწყობ აქ!
-ვეღარ მცნობ ხომ?მე ქალივარ რომელიც მისი მამაკაცისთვის იბრძვის...
-მე შენი არ ვარ და არც არასდროს ვყოფილვართ...ჩვენ უბრალოდ საყვარლები ვიყავით ესაა და ეს!
-საუკეთესო საყვარლები.და იმ ლაწირაკს არ მივცემ ნებას ეს იდილია დამინგრიოს.
-სესილი!...
-რა სესილი!რაა მე ვიბრძვი მინდა ამ ბავშვს მომოვალი ჰქონდეს მამა და დედა გვერდით ყავდეს და ამისთვის კუდიანადაცკი გადავიქცევი...ეს ჩვენი ბავშვია გესმის!
-მაგ ბავშვის წყალობით ახლა შენ ცოცხალიხარ თორემ სიამოვნებით მიგახრჩობდი!
დიტოს ზიზღნარევ ხმას გამოვყავრ ფიქრებიდან...ბავშვი?!
-ეს ბავშვი იქნება ერთმანეთს რომ შეგვარიგებს ჩვენ საუკეთესო ოჯახი გვეყოლება.
-სესილი ნუ იგებ ოცნებებს მე ცოლი მომყვას რომელსაც ვაღმერთებ...თუმცა ამას შენ ვერ მიხვდები...მე ამ ბავშვს ყველანაირად დავეხმარები..და ეს მილიონჯერ აგიხსენი.
არა! არა !არა! ღმერთო სული როგორ მტკივა როგორ.მეკიდევ დღეს მასთან ვაპირებდი გადასვლას...ღმერთო 6წლიანი ურთიერთობა...შვილი ის შვილს უჩენს დიტოს სისხლსა და ხორცს....ღმერთო სული მტკივა სული!ბოლოხმამდე კივილი მინდა მინდა ნაფხვენებად ვაქციო აქაურობა მაგრამ ადგილიდან ვერ ვინძრევი ფეხებს ვერ ვიმორჩილებ...წამიყვანეთ ვინმემ გამაცილეთ ამათ აღარ მინდა ამ სცენას ვუსმინო მანადგურებს.
-მე შენ გჭირდები.მე და არა ის.მე მშვენივრად გიგებ და მესმის შენი მე შენ გიცნობ ყველანაირად!
-შენთან საუბარს აღარ ვაპირებ!მე ჩემი სათქმელი მილიონჯერ გითხარი.
-ნუ მაიძულებ...დიტო ხომ იცი მე რისი გამკეთებელიც ვარ რაზევარ წამსვლელი.
-ეს შენ ნუ მაიძულებ სესილი შენ!
დიტო გამოდის და როცა მე მხედავს შეშდება თვალებს ხუჭავს და სახეზე ტკივილი ესაზება.
-არ მითხრა...ყველაფერი გაიგონე ხომ?
ვინ ხარ?რანაირი ადამიანი ხარ?ჯანდაბა!იქნებ მეც ასე უსიყვარულოდ ჩასახული ბავშვივარ მამამ არ მცნო და დედამაც...არ უნდოდა პრობლემები და უარმყო...ეს არასდროს არ დასრულდება ხომ?ღმერთო როგორვ ცუდად ვარ ვეღარაფერს ვერ ვგრძნობ თვალი მიშტერდება ერთ ადგილზე და ვეღარ ვინძრევი.ის მიახლოვდება და ხელს მკიდებს.
-სანდრა...კარგათხარ სანდრა?
-არ გაბედო არ მომეკარო აღარასოდეს გესმის!
-სანდრა.საყვარელო ასე ნუ მომექცევი გთხოვ.
ჩურჩულამდე უსუსურად უვარდება ხმა.
-მე კიდევ იმას გთხოვ რომ უკან არ გამომყვე.
ვახლი პალატაში მივვრბივარ მანტოს და ჩსნთას ვიღებ და გავრბივარ...და ვავშვების გაოგნებული სახეები მრჩება მეხსიერებაში.
უაზროდ მივუყვები ქუჩებს...რატომ ვარ ასე მარტოსული...ობოლი...ღარიბი ღატაკი...უმწეო...უსუსური....ამ მდგომარეობას ოდესმე შევეგუები??გადავიტან რამენაირად?დავივიწყებ დიტოს?ვიცი მის სიყვარულს ვერანაირად...ვერავინ მაიძულებს ის აღარ მიყვარდეს მაგრამ იმ ბავშვის ცოდვაში ფეხს ვერ ჩავყობ...მე ეს ხომ ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი...როგორ არ მინდა...არ მინდა საერრთოდ აღარ მინდა არსებობა..ეს ჩემი ცხოვრება ერთი დიდი ტკივილია და სხვა აღარაფერი.ღმერთო არც ოჯახი არც სიყვარული არც სიხარული...ძაკა მაინც მომეცი რომ როგორმე გადავიტანო...
რა ურცხვად მატყუებდა...რა უნამუსოდ მექცეოდა რამდენჯერ ვთხოვე ვევედრე რომ ეთქვა..რატომ რა უფლებით რისთვის!
სახლში შუაღამისას მივედი...კარებს ვაღებ და ის იქ მხვდება...დაღლილი იმის თავიც არამაქცს ტმრომ სახლიდან გავუშვა.არც სკანდალი მინდა არც წივილი...უბრალოდ წადი რა გთხოვ.კარებს ვხურავ და მისაღებში მივდივარ და სავარძელში ვესვენები...
ის განადგურებული მიყურებს.სად გაქრა მბრძანებელი დიტო?როგორ მოტეხილია ახლა ამ წამს.
-თუ რამის თქმა გინდა დროზე მითხარი და წადი.
ისე მშვიდად გამომდის წინადადება მეთვითონ მიკვირს.
-სანდრა.გეხვეწები ასე არ მოიქცე...ჩვენ ხომ გვიყვარს ერთმანეთი.
-რომელ სიყვარულზეა აქ ლაპარაკი დიტო?ვაღიარებ და ამას არც არასდროს ვუარყობ რომ მე მიყვარხარ.მაგრამ შენ არა!როგორ შეგეძლო ასე მომქცეოდი?
-ასე როგორ?!მე შენ მიყვარხარ არ!არ გაბედო და ჩემს სიყვარულში ეჭვი არ შეიტანო.ასე გულწრფელად არავინ არ მყვარებია საერთოდ.
ირონიულად მეცინება.
-შენ ამას გულწრფელობას ეძახი?რამდენჯერ გთხოვე რამდენჯერ რომ გეთქვა რა ხდებოდა რამ...
-რა აზრი ჰქონდა?ამით შენს დამოკიდებულებას შეცვლიდი?შენს ადგილზე სხვა რომ ყოფილიყო აუცილებლად ვეტყიდი მაგრამ შენ ამას ვერ გამიგებდი..მე შენი დაკარგვის მეშინოდა...შეიძლება ლაჩრულად ვიქცეოდი მაგრამ ახლაც იგივენაირად მოვიქცეოდი შენთან.
-ჩემთან რატო.რა იდიოტი გგონივარ?
-კაი რა სანდრა.ვიცი იმ ბავშვის ადგილზე საკუთარ თავს წარმოიდგენი...
-დიახაც!რა უფლება გაქვთ და ასე თამაშობთ ჯერ არ დაბადებული ბავშვით?
აღშფოთებას უკვე ვეღარ ვმალავ და ოდნავ მაგრამ მაინც მეწევა ტონი.
-მე მას ყველანაირად დავეხმარები.მატერიალურადაც და...
-მას მშობელი უნდა და არა შენი ბინძური ფული.
-სანდრა მას სიყვარულით შექმნილი ოჯახი უნდა.სიმშვიდე უნდა ბავშვს ის მე მეყვარება მაგრამ მის გამო დედამის ვერ შევიყვარებ მე შენ მიყვარხარ.
-ამაზე ადრე უნდა გეფიქრა თავი დაგეცვათ ან რაღაც მაგრამ რადგან საქმე აქამდე მიიყვანეთ ვალდებული ხარ მიხედო..
უცბათ გინებაში ერთი აზრი მიტივტივდებს.ჯანდაბა!
-რამდენი თვის ორსულია?
ის შეშდება სახე ეჭიმება.
-დიტო რამდენი თვის ორსულია!
ნერწყვს მძიმედ ყლაპავს.
-როგორც თვითონ ამბობს...ის...4თვის.
ღმერთო,სიმწრისგან უკვე თვალებში მიბნელდება და მაგრად ვხუჭავ თვალებს...მაშინ ხომ ჩვენ უკვე ერთად ვიყავით.
-ყველაფერთან ერთად შენ მე მიღალატე!
ისე ტკივილიანად გამომდის სათქმელი ერთხსნს ხმას სირცხვილით ვერ იღებს.
-ისე არაა როგორც ფიქრობ.სანამ სიყვარულში გამოგიტყდებოდი 2დღით ადრე მქონდა ურთიერთობა.რაც ერთად ვართ მე შენთვის არ მიღალატია.
-დიტო მართლა იდიოტი გგონივარ!
-მაგას არც გაკადრებ!მე სიმართლეს გეუბნევი.
-წადი!წადი გთხოვ სამუდამოდ წადი ჩემი არსებიდან გევედრები.უბრალოდ გემუდარები თავი დამანებე.
-რამდენჯერ ვცადე...ვერ შევძელი და ვერც ახლა შევძლებ...გთცოვ ერთი შანსი მომეცი...
-ერთი შანსი შენ იმ ბავშვს მიეცი მერემუნე ყოველთვის გამიხსენებ და გულში მადლობას უამრავჯერ მეტყვი...
-მართალი ხარვყოველთვის გაგიხსენებ რადგან მიყვარხარ!
-დიტო მე მინდა ყველაფერი დაგიბრუნო რაც...
-გაჩუმდი!მეორედ ეგ ბავშურობა აღარ მითხრა პირველ რიგში მაშინ ის დამიბრუნე რაც მართლა მე მეკუთვნის...დამიბრუნე ჩემი სიყვარული...შენი გული რადგან ის ჩემია.თუ ამის მოცემა შეგიძლია ეგ სხვა დანარჩენიც მოაყოლე მერე.
სათქმელი პირზე მეყინება.კაი მაშინ შეგიძლია წახვიდე.
-ეს შეუძლებელია...შეგიძლია წახვიდე ჩვენ უკვე ჩვენ აღარ ვარსებობთ...თუ ქუჩაში ან სადმე შემხვდები და რათქმაუნდა ეს გარდაუვალია.ერთმანეთს მარიამთან აკოსთან ან გაგასთან აუცილებლად შევხვდებით.მე თავს არ მოგარიდებ...ყოველთვის გამიხარდება შენი ბედნიერება .მე.
ღმერთო რატომ ვგრძნობ ამხელა ტკივილს?!
-ჩემი ბედნიერება შენ ხარ.კაი წავალ მაგრამ შენ თუ გგონია აქედან მასთან გავიქცევი ძაან ცდები.
მეცინებაო
-შენ იმ ღამესაც მასთან გაიქეცი ჩვენი ერთად ყოფნის პირველ დღეს მასთან წახვედი.
მიახლოვდება თავზე მკოცნის სურნელს ღრმად ისუნთქებს და მიდის...რამდენ ნაბიჯსაც დგამს იმდენჯერ მეკუმშება გული...იმდენჯერ მივლის მთელს სხეულში აუტანელი ტკივილი...და ბოლოს ვცარიელდები სიბნელეში ვიდღაპნები...უსასრულებაში მივექანები და ეს სასიამოვნია...ტკივილი ნელ ნელა ნელდება...ჰაერივით ვმსუბუქდები...და საერთოდ აღარაფერი მესმის ვეღარაფერს ვგრძნობ.ვდუმდები.
გონს რომ მოვდივარ ოთახს ვავლებ თვალს საშინელი თავის ტკივილი მაქვს.მარიამი დამყურებს ინსტიკტურად გვერდით ვიხედები გეგაა რომელიც ტელეფონზე ლაპარაკობს და ნერვიულად თავზე ხელებს ისმევს.
-ჯანდაბა!მოვიდა...გონს მოვიდა... ფრთხილად იარე ახლა შენც არ მოიწიო რამე.
-სანდრა!სანდრა კარგათ ხარ?
მზრუნველად დამყვირის მარიამი ახლა თავს მისკენ ვაბრუნებ სადღაც შერჩენილი ერთი ცრემლი მიგორდება და თავს უარყოფის ნიშნად ვუქნევ.
ის ოხრავს მაგრამ არაფერს მეუბნევა.
-მაგრამ გავხდები.აუცილებლად გადავიტან ამას.
ჩურჩულით ძლივს ვაბამ თავს.ის ისაა მარიამი უნდა გადამეხვიოს რომ კარებში გაშმაგებულ დიტოს ვლანდავ.
-მარტო დაგვტოვეთ!
მისი მბრძანებლური ბარიტონი გამაყრუებლად ჩამესმის ყურში...ღმერთო როგორ მომნატრრბია!
მარიამიც და გეგაც უსიტყვოდ დგებიან და გვტოვებენ.და მარიამისგან ეს ძაან მიკვირს.
-მომისმინე!
(ნერვიულად ისმევს თავზე ხელს შემდეგ სკამს აჩოჩებს და ლოგინის...ჩემს გვერდზე კალათდება.)შენ მოინდომე რომ დავშორებოდით და წავსულიყავი.მეც ავდექი და წავედი...ხოდა კეთილი ინებე და თავი ხელში აიყვანე!
გაბრაზებული,შეშინებული,სასოწარკვეთილიც კია.მე დაბნეულობისგან პირი მეღება და ვეღარაფერს ვეღარ ვეუბნევი.
-მსგავსი...ამის დედაც!სანამ აქამდე მოვედი მილიონჯერ მოვკვდი.
მოთმინება დალეული ღრიალებს.ველოდები ბავშვების...მარიამის შემოსვლას მაგრამ ისინი არ სჩანან.რა ამას ამართლებენ?!
-თუ ჩემთან ყოფნა არ გინდა გაგიგებ.მაგრამ თავს ასე ნუ იტანჯავ.ესენი რომ არ მოსულიყვნენ...წარმოდგენაც არ მინდა რა მოხდებოდა...
შეშინებული ვუყურებ და ისევ ვერ ვპასუხობ.
-ახლა მე ავდგები და ისევ წავალ მაგრამ პირობა მომეცი რომ თავს გაუფრთხილდები.მე აღარ შეგაწუხებ.ამაზე უკვე ვიფიქრე იქნებ ასეც სჯობს უფრო უსაფრთხოდ იქნები...მე ჩემს მშობლებთან მივდივა...ნუ გეშინია ჩევენს საერთო წრეში აღარ გადაგეყრები ნუ...ჯერჯერობით მაინც...დროს მოგცემ რომ დამივიწყო.
(დროს მომცემ რომ დამივიწყო?!იდიოტო რომც მაწამონ შენ ვერ დაგივიწყებ!)შენ კიდევ დამპირდი რომ ისწავლი და...კაროჩე რა.მინდა იცოდე რომ მაგრად მიყვარხარ.
(ის შუბლზე მკოცნის და ისევ მიდის.დამშვიდდი სანდრა დამშვიდდი...დამშვიდდი...)





ვფიქრობ ძაან მეწელება მაგრამ მინდა ბოლომდე დავწერო რაც ჩაფიქრებული მაქვს...შემიფასეთ რა.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

ametiraaa. Male dade gtxovv. Ara. Kargi kulminaciaa. Imedia kvanzis gaxsnac shesabamisi iqnebaaaa.madloba .ca gelodwbitt. Kargi gogo xar

 


№2 სტუმარი Guest nako

ძალიან მაგარია და ემოციური მომწონს

 


№3  offline წევრი tamuna.s

6 წელი ერთად იყვნენ და რაღა მაინცდამაინც ეხლა დაორსულდა?! რაღაც ეჭვი მეპარება ამაში ეს ერთი, მეორეც რა მიკვირს იცით? რატომ გონიათ ქალებს რომ თუ თვითონ დაშორდება იმ მიზეზით რომ ის ქალი ორსულად არის და ბავშვს მამა ჭირდება ეს კაცი მასთან გაიქცევა. კაცის მაგივრად რატომ ფიქრობენ და მის მაგივრად რატომ აკეთებენ არჩევანს, რატომ გონიათ რომ რადგან თვითონ დიდსულოვნად მიატოვებს, ის კაცი მაინცდამაინც იმ ქალთან გაიქცევა თუ არ უყვარს. ძალიან მომეწონა დიტომ რომ უთხრა, შენ თუ მიმატოვებ გონია იმასთან დავბრუნდები ძალიან ცდებიო. დიტოს ის ქალი რომ სდომოდა მასთან იქნებოდა, ამაში ხელს არავინ და არაფერი უშლიდა. საერთოდ არ ვფიქრობ რომ რადგან ორსულად არის ქალი, კაცი ვალდებულია იმ ქალთან უსიყვარულოდ იყოს, მითუმეტეს თუ ქალი ზრდასრულია და კაცთან თავისი სურვილით ქონდა ურთიერთობა, თან თუ ეს ურთიერთობა ვალდებულებების გარეშეა და კაცი არაფერს დაგპირებია. ერთია ის რომ ბავშვს მამა ჭირდება და მამობა უნდა გაუწიოს, რაზეს დიტო უარზე არაა და მეორეა დაავალდებოლო შენთან იყოს იმიტომ რომ ორსულად ხარ, მაშინ როცა არ უყვარხარ. ძალიან კარგია მშობლებთან თუ წავა, მაშინ ხო მიხვდება რომ თავისი მიტოვებით და დაშორებით იმ ქალთან მაინც არ აპირებს ყოფნას და მის მიტოვებას აზრი არ ქონდა. ტყუილად საკუთარ თავსაც იუბედურებს და იმ კაცსაც აუბედურებს. რამდენი ვიბოდიალე smiley მალე დადე შემდეგი თავი.

 


№4  offline წევრი qari

tamuna.s
6 წელი ერთად იყვნენ და რაღა მაინცდამაინც ეხლა დაორსულდა?! რაღაც ეჭვი მეპარება ამაში ეს ერთი, მეორეც რა მიკვირს იცით? რატომ გონიათ ქალებს რომ თუ თვითონ დაშორდება იმ მიზეზით რომ ის ქალი ორსულად არის და ბავშვს მამა ჭირდება ეს კაცი მასთან გაიქცევა. კაცის მაგივრად რატომ ფიქრობენ და მის მაგივრად რატომ აკეთებენ არჩევანს, რატომ გონიათ რომ რადგან თვითონ დიდსულოვნად მიატოვებს, ის კაცი მაინცდამაინც იმ ქალთან გაიქცევა თუ არ უყვარს. ძალიან მომეწონა დიტომ რომ უთხრა, შენ თუ მიმატოვებ გონია იმასთან დავბრუნდები ძალიან ცდებიო. დიტოს ის ქალი რომ სდომოდა მასთან იქნებოდა, ამაში ხელს არავინ და არაფერი უშლიდა. საერთოდ არ ვფიქრობ რომ რადგან ორსულად არის ქალი, კაცი ვალდებულია იმ ქალთან უსიყვარულოდ იყოს, მითუმეტეს თუ ქალი ზრდასრულია და კაცთან თავისი სურვილით ქონდა ურთიერთობა, თან თუ ეს ურთიერთობა ვალდებულებების გარეშეა და კაცი არაფერს დაგპირებია. ერთია ის რომ ბავშვს მამა ჭირდება და მამობა უნდა გაუწიოს, რაზეს დიტო უარზე არაა და მეორეა დაავალდებოლო შენთან იყოს იმიტომ რომ ორსულად ხარ, მაშინ როცა არ უყვარხარ. ძალიან კარგია მშობლებთან თუ წავა, მაშინ ხო მიხვდება რომ თავისი მიტოვებით და დაშორებით იმ ქალთან მაინც არ აპირებს ყოფნას და მის მიტოვებას აზრი არ ქონდა. ტყუილად საკუთარ თავსაც იუბედურებს და იმ კაცსაც აუბედურებს. რამდენი ვიბოდიალე smiley მალე დადე შემდეგი თავი.

ზუსტად მეც მასე ვფიქრობ და მიტომ ვალაპარაკე ჩემი სათქმელი დიტოს

 


№5 სტუმარი სტუმარი მარიამი

იმედია დარჩებიან ერთად.

 


№6 სტუმარი სტუმარი ანა

გააგრძელე რა გელოდები.

 


№7 სტუმარი სტუმარი Lia

Fsiqologiuri tavia .magrad gavnerviuldi....
Imedi maqvs bolos ertad darhebian.❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent