ჯაშუში მაღალ ქუსლებზე ( ნაწილი მეოცე )
მანქანაში, გულის ამაფორიაქებელი, სიმშვიდე იყო გაჯერებული. თანანო, გონებას არ აძლევდა საშუალებას აზრი გამოეთქვა ამ სიტუაციათან დაკავშირებით. გულის კარნახს მიჰყვებოდა, გულს უჯერებდა. თავი ფანჯარაზე მიედო და ტკბებოდა მამაკაცის ყაყაჩოს სურნელით, რომლითაც მთელ სხეულს ივსებდა. თვალები ეხუჭებოდა, სინათლეს სიბნელე ცვლიდა. ნელ-ნელა ძილის ჯადოსნურ სამყაროში გადაინაცვლა. მანქანის დამუხრუჭებისას გამოეღვიძა. თვალები მოიფშვნიტა და წელში გასწორდა. არ იცის რამდენი ხანი იყვნენ გზაში, მაგრამ უკვე მოსაღამოებული იყო. - რა გიყიდო ? - მამაკაცის ხმა გაისმა. - ნატურალური წვენი. - ჩაახველა რომ ძილისგან დაბოხებული ხმა ჩაეწმინდა. - და კრუასანი. - კარგი. სწრაფი ნაბიჯებით წავიდა სუპერმარკეტისკენ, რადგან საშინლად გრუხუნებდა და წვიმდა. გარემოს ათვალიერებდა, აინტერესებდა სად იმყოფებოდა მაგრამ არაფერი ეცნობოდა. მუცელიც აწუხებდა, დილიდან არაფერი ჰქონდა ნაჭამი. უკვე ნერვები ეშლებოდა, ,,ამდენი ხანი რას უნდება ხომ არ დაეძინაო’’, ბუზღუნებდა. რამოდენიმე წუთში გამოჩნდა ნერსე, პარკებით დატვირთული. საბარგული გამოხსნა და იქ ჩაალაგა. მისდა გასაკვირად უკან დაბრუნდა და კიდევ მოჰქონდა პარკები. მთლად გაწუწული, ჩაჯდა მანქანაში და ერთი პარკი თანანოს გაუწოდა. - თუ არ შეწუხდები, ერთი კრუასანი მეც გამიხსენი და წვენიც. - ღიმილით გადახედა. - კარგი. - გაუწოდა. უხმოდ მიირთმევდნენ. ყელში ამოუვიდა ეს გამაყრუებელი სიჩუმე და რადიო ჩართო. საზურგეს მიეყუდა და თვალები დახუჭა. თავი, მძაფრ სიუჟეტიანი, მელოდრამის, რომანტიკული სერიალის მთავარი გმირი ეგონა. რომელსაც ბევრი სირთულის დაძლევა უწევს, ბედნიერების ბოლო წერტილამდე. მის ცხოვრებაშიც არიან ბოროტი პერსონაჟები, რომლებიც სიცოცხლეს უმწარებენ. მამაკაცი რომელთან ყოფნაც სურს, ციდან ვარსკვლავის მოწყვეტასავით არის. ყველაზე საინტერესო ის არის როგორ დასრულდება ეს სერიალი, ბედნიერებით ათრთოლებული გულებით თუ უბედურებით ატირებული. ხანაც თავი მწერლის პერსონაჟად წარმოედგინა, რომელსაც მისი მთავარი მწერალი ისე წაიყვანდა როგორც მას სურდა. იმ გადაწყვეტილებას მიაღებინებდა რასაც მოინდომებდა. თვალები გაახილა და ჩუმად გააპარა მამაკაცისკენ მზერა. აკვირდებოდა მის უნაკლო ნაკვთებს. გონებაში სესილის სიტყვები ამოუტივდივდა ,, მასაც მოსწონხარ’’ . გაეღიმა, განა რა ჰქონდა ისეთი რომ მისი ყურადღება მიექცია. რა უნდა მოსწონებოდა გოგონაში. მაგრამ იქნებ ჯობდა კიდეც რომ ასე მომხდარიყო, ასე ხომ გული არ ეტკინებოდა გოგონას ტყუილით. - სად მივდივართ ? - თვალი არ მოუშორებია ისე ჰკითხა. - ხევსურეთში.. - გზისთვის თვალი არ მოუშორებია. ხევსურეთი, ბავშვობის აუხდენელი ოცნება. როდესაც ეკითხებოდნენ ვის უნდა გაჰყოლოდა ცოლად, ყოველთვის ეუბნებოდა მთის შვილსო. მთა მისთვის თავისუფლებასთან და სულიერ სიმშვიდესთან ასოცირდებოდა. მთაში დაბადებული ბიჭები კი ვაჟკაცებთან. ახლა ესტუმრებოდა, აიხდენდა ოცნებას, დაათვალიერებდა ყველაფერს. რაც მთავარია გვერდში ის ადამიანი ეყოლებოდა, ვინც მის გულს სჭირდებოდა საარსებოდ. ხევსურეთს მიუახლოვნდენ, ბედნიერი სახით გადაჰყურებდა მის წინ გადაშლილ სანახაობას. ცისფერი ცის თანაზიარი ყოფილიყვნენ უალამზესად წამოჭიმული, უზარმაზარი მწვანე მთები. ალაგ-ალაგ სხვადასხვა ფრად აჭრელებული ხეები, რომელთაც შემოდგომის ელფერი დაჰკრავდათ. ეს სიჭრელე ულამაზეს სურათს ჰქმნიდა. თანანოს მოუნდა სახატავი ფუნჯი და ტილო ჰქონოდა რომ მისი ემოციები და დანახული მასზე გადაეტანა. ღრმა ხევებით დაღარული გზა, გაგაოცებდათ თან კი აგაღელვებდათ კიდეც. მინას ჩაუწია რომ მთის სურნელი შეესუნთქა. - რომელ სოფელში ვიმყოფებით ? - ნანახით გაოცებულმა და გახარებულმა იკითხა. - მუცოში. - მამაკაცი, გოგონას სიხარულისგან, გაბრწყინებულ თვალებში ჩაიკარგა. გზა უსწორმასწორო იყო. მანქანასაც უჭირდა სიარული, მაგრამ ჯიპი მაინც ახერხებდა გზის გავლას. უყურებდა ქვისგან აგებულ სახლებს, რომლის საკვამურებიდან ბოლი გამოდიოდა. აქა-იქა ეზოში მოფუსფუსე მოხუცებს. ეზოების უმეტესობა თივისგან გაკეთებულ ზვინებს დაეფარათ. თავისი სოფელი გაახსენდა, რომელიც ასე ძალიან ენატრებოდა. მინდორზე მობალახე ცხენებსაც მოჰკრა თვალი. ბავშობიდან ოცნებობდა ცხენზე ეჯირითა, ქარივით გაექროლებინა. ხანდახან პატარაობისას მოხუცები აკატავებდნენ. - ცხენზე ჯირითობას მასწავლი? - უცბად წამოიძახა. - თუ კი გინდა.. - ღიმილს ვერ იკავებდა, თანანოს ბავშურ საქციელებზე. - რა თქმა უნდა მინდა.. - სახე გაებადრა. მანქანა კარების წინ შეჩერდა. სახლს ხისგან გაკეთებილი, ლამაზი ღობე ერტყა გარს. ნერსე გადავიდა, ჭიშკარი გახსნა და მანქანა შეაყენა. გოგონას კარები გაუხსნა და ჯელტმენური ხელის დაკვრით სთხოვა გადმოსულიყო. მამაკაცის საქციელზე გაეღიმა და თავი დაუკრა მადლობის ნიშნად. ორსართულიანი, წითელი, აგურისგან ნაშენები სახლი იდგა. მეორე სართულზე ორი დიდი აივანი გადმოჰყურებდა ეზოს. სახლი თიხის კრამიტით იყო გადაფარებული. მეტალოს კარ-ფანჯრებით. ეტყობოდა რომ მისი პატრონისგან მოვლა არ აკლდა. ეზოში უამრავი ხეხელის ხეები იდგა. ასევე საქეიფო ადგილიც იყო გამოყოფილი. დიდი ინტერესით აკვირდებოდა ყველაფერს, უნდოდა მეხსიერებაში კარგად ჩაებეჭდა რომ შემდეგ ტილოზე გადაეტანა ნანახი. - ეს.. ეს.. ყველაფერი, მთლიანობაში სამოთხეა ! - აღფრთოვანებულმა ამოილაპარაკა. - ჩვენი სამოთხე იყოს.. - ჩუმად ჩაილაპარაკა მამაკაცმა. - რამე მითხარი ? - მისკენ გაიხედა. - დაგეთანხმე.. ხელები გაშალა და სახე მთისგან წამოსულ გრილ ნიავს შეუშვირა. - წამოდი შევიდეთ, გაცივდები.. - ღიმილით დაუქნია ხელი, სახლთან მდგარმა. ღიმილით წავიდა სახლისკენ. სახლში თანამედროვე სტილი იყო შერწყმული ძველთან. კედლები სხვადასხვა ეპოქის ნახატებით იყო გაფორმებული. დაბლა ხელით ნაქარგი ხალიჩები ეფინა. მისაღებში, კედელში, ქვისგან გამოყვანილი ბუხარი იყო. გვერდით ხის, წიგნის თაროები იყო ჩამწკივრებული. ქვემოთ კი დაჭრილი ხის შესალაგებელი. ბუხრის წინ კი პატარა მუქი ყავისფერი, ხის მაგიდა იდგა. გარშემო შემოწყობილი ჰქონდა დივანი და სავარძლები. შემცივნებული მოიბუზა. აქ შემოდგომა ზამთარს უტოლდება სიცივით. - ახლავე ბუხარს ავანთებ, სანამდე ეს ჩაიცვი. - ქურთუკი გაიხადა და ბეჭებზე მოაცვა. - შენც ხომ შეგცივდება ? - ლოყები აუღაჟღაჟდა. - არ, მე არ მცივა. - გაუღიმა. ბუხართან მივიდა. რამოდენიმე შეშა შეაწყო და ნავთი მიასხა. ცეცხლი უმალ აგიზგიზდა და ნარინჯისფრად გაანათა ოთახი. თანო ახლოს მივიდა, სიცივისგან გალურჯებული ხელები ცეცხლს მიუშვირა. ბუხრის თავზე, განთავსებულმა სურათებმა, მიიპყრო მისი ყურადღება. იცნო ახალგაზრდობაში გადაღებული, ნერსეს დედის ნინოს ფოტოსურათები, რომელიც დიდად არ იყო შეცვლილი. გაკრეჭილი, ტიტლიკანა, ატირებული მამაკაცის სურათებიც იყო. თანანომ სიცილი ვერ შეიკავა და აკისკისდა. მასთან შუბლ შეკრული მივიდა ნერსე. - რა გაცინებს ?! - ცალი წარბი ზევით ასწია. - არაფერი. - პირზე ხელი აიფარა და ჩაიფხუკუნა. - მმ, ხომ საყვარელი ვარ ?! - მასაც გაეცინა. - უფ, ძალიან.. - უცნობი მამაკაციც იყო მათთან ერთად, გაიფიქრა რომ ალბათ მამამისი იქნებოდა. ძალიან ჰგავდა მამას. - ეს მამაჩემია.. -დასერიოზულდა. - რა ბედნიერები არიან. - ჩუმად ამოილაპარაკა. - იყვნენ კიდეც, სანამ ყველაფერს გააფუჭებდა ის.. - თითქოს გონს მოეგოვო, გაჩუმდა. - წავალ, პარკებს შემოვიტან. ეტკინა მამაკაცის ტკივილი. აინტერესებდა რა დაემართა, მაგრამ კითხვას ვერ ბედავდა. სამზარეულოსკენ წავიდა, სადაც ნერსე ეგულებოდა. - კარტოფილი იყიდე? - ღიმილით ჰკითხა. - ხო.. - ჯამი და დანა გადმომიღე და დავფცქვნი. - პარკი მაგიდაზე დადო და სკამზე ჩამოჯდა. - წყლით ამივსე. დათლა დაიწყო, გრძნობდა მამაკაცის მზერას, მაგრამ ზევით არ იყურებოდა. საკუთარ თავზე ეცინებოდა, ახლა ამ მდგომარეობაში რომ იყო. წელში გასწორდა, ზევით აიხედა, სამზარეულოში მარტო იმყოფებოდა. კარტოფილის მაგივრად თითის გათლა სცადა და სისხლი წასკდა. წითელი სიხლის დანახვისას გული აუჩქარდა. ხელი აუკანკალდა, ბავშობიდან სისხლის ეშინოდა. - ვაიმეე.. ხელი, ხელიი.. - უბერავდა და თან ცრემლები სცვიოდა თვალებიდან. - მეწვის.. მეწვის.. - აქეთ-იქით აქნევდა და თან წინ და უკან დადიოდა. - რა მოხდა ? - მასთან გაჩნდა ნერსე. ,, ეს ვამპირი ხომ არ არის და მიმალავს’’. გაიფიქრა და გაეცინებოდა კიდეც ხასიათზე რომ ყოფილიყო. - ხელი გავიჭერი.. - ცხვირი შეჭმუხნა და ამოისლუკუნა. - წამოდი წყალს შეუშვირე.. - გოგონას ხელი, თავის თითებში მოიქცია და ონკანი მოხსნა. - ცივი წყალი ცოტას გიშველის. კარადასთან მივიდა და აფთიაქის ყუთი გადმოიღო. - რატომ განდე დანა შენ.. - თვალები აატრიალა. - ხომ ვიცოდი როგორი მოუხერხებელიც ხარ. - ჩაიბუზღუნა. - მოდი გეყოს, შეგიხვევ. - არ მინდა, თვითონ ვიზავ.. - ცხვირი გაბუსხა და ზურგი აქცია. -ოჰ, გამებუტა გოგო. - გადაიხარხარა. - კარგი ჰო, მაპატიე. მოდი, მოდი, თორემ დაიცლები სისხლისგან. - ნუ ღელავ მაგაზე.. - ნუ ბავშვობ. - ღიმილით მოატრიალა და ძალით დასვა სკამზე. - ახლა სპირტს დაგასხამ და ცოტათი აგეწვება. - შეამზადა. ფრთხილად დაასხა სპირტი და თან ტუჩებით ჰაერს უბერავდა, ტკივილი რომ შეემცირებინა. ხელის ნელი მოძრაობით, მაზი შეაზილა და ბინტით გადაუხვია. ეწვოდა მაგრამ ისე ძლიერად აღარ. აპირებდა საქმის გაგრძელებას, მაგრამ ისეთი სახით გახედა ნერსემ ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა. თვალს ადევნებდა მამაკაცის მიხვრა მოხვრას. როგორ სიზუსტით ჭრიდა კარტოფილს, როგორი ნელი მოძრაობით მოათავსა გაცხელებულ ტაფაში. თვითონ კი შორიდან ყრიდა ხოლმე შიგნით, რომ ზეთით არ დაეწვა ყველაფერი. ბოსტნეულის სალათა მოამზადა, პური დაჭრა და მაგიდა გააწყო. მანამ კარტოფილი შეიწვებოდა ყავა მოამზადა. - სამი კოვზი შაქარი.. - გაუკვირდა რომ არ ჰკითხა და თვითონ უთხრა. - ვიცი.. - გაუღიმა და ფინჯანი წინ დაუდგა. - საიდან ? - ეშმაკური ღიმილით გახედა. - რა არის ამაში გასაკვირი? შენ ხომ ჩემი თანამშრომელი ხარ. - თვალი ჩაუკრა, გამომწვევად გადაიტარა ენის წვერი, ვარდისფერ ტუჩებზე. - გასაგებია.. - დიდი ნერწყვის გორგალი ძლივს გადააგორა. ყველაზე ძალიან თანანოში, მისი დაბნეული გამომეტყველება უყვარდა. ლოყები საყვარლად რომ უღაჟღაჟებდა. - მმ, რა კარგი სუნი აქვს. არა, რა ყველაფერში მაგარი ვარ. - სასაცილოდ გაიჯგიმა. - იმედია არ მოვიწამლები.. - თითქოს შეშინებულმა ამოიხვნეშა. - ჰმ, თუ არ გინდა ნუ შეჭამ, უფრო ბევრი დამრჩება. - თვალი ჩაუკრა და ბავშვივით ენა გამოუყო. მამაკაცის ასეთ ცვლილებაზე, ღიმილმა გაუპო ტუჩები. - თუ რამეა რომეო და ჯულიეტასავით, ერთად წავალთ იქით სამყაროში. - გადაიკისკისა. - ოღონდ იქ მე ვიქნები შენი უფროსი. - ოჰ, ნუ წახვედი მთლად ოცნებებში. - გემრიელია.. - მადლობა. ვახშმობას მორჩნენ დ ბუხართან სავარძლებში მოკალათდნენ. - ღვინოს ხომ დალევ ? - ღიმილით ჰკითხა. - დიახ. ღვინის ბოთლი და ორი ბაკალი დადო მაგიდაზე და სითხე გაანაწილა. ერთი ბაკალი გოგონას გაუწოდა. - კახური რქაწითელა, თხუთმეტი წლის დაძველებით. მამაჩემის დაყენებულია, აქ მაქვს სარდაფში და როცა ჩამოვდივარ მაშინ ვსვავ ხოლმე. - ალბათ მეგობრებთან ერთად სტუმრობთ ხოლმე.. - არა, ამ სახლს თავისი ისტორია აქვს. მხოლოდ ალექსანდრე და დამიანე არიან აქ ნამყოფი ერთხელ და ახლა კი შენ. - სევდისფრად გაუღიმა. - მშრალი ღვინოა, ხილის არომატით, სასიამოვნო სიმწკლარტით, - კიდევ მოსვა ერთი ყლუპი. - ხავერდოვანი და ჰარმონიულია. - ზუსტად აღწერე. - გაეღიმა. - ერკვევი ღვინოებში ? - ცოტათი.. მომიყვები ამ სახლის ისტორიას? - მორიდებით ჰკითხა. - მამაჩემს ძალიან უყვარდა დედაჩემი. ერთმანეთი საერთო მეგობრის დაბადების დღეზე შეამჩნიეს. მერე როგორც ხდება, მამამ დაიპყრო დედის გული. ორივე მხრიდან მშობლები წინააღმდეგნი იყვნენ მათი ურთიერთობის. იმ დროისთვის დედაჩემის ოჯახი არ იყო შეძლებული, ამიტომ არ სურდათ დაბალი ფენის წარმომადგენელი რძლად. რამოდენიმე წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს. ერთ დღესაც გადაწყვიტეს გაპარვა, რაშიც მათი მეგობარი დაეხმარა. ხევსურეთში ბინის გასაღები მისცა და უთხრათ აქ დამალულიყვნენ. ჯვარიც აქ დაიწერეს. ეს სოფელი გახდა მათი სიყვარულის პატარა ბუდე. შემდეგ კი გადაწყვიტეს სახლი ეყიდათ და მოეწყოთ. მამაჩემის დაღუპვის შემდგომ აქ აღარ ყოფილა დედაჩემი. ვიცი რომ დღემდე სტკივა მისი წილი ტკივილი. - ერთი ამოსუნთქვით მოჰყვა ყველაფერს. თვალი ცეცხლისთვის გაესწორებინა, მისი თვალები აირეკლავდნენ ცეცხლის ნაპერწკლებს. მძიმედ აუდ-ჩაუდიოდა გულ მკერდი. - ძალიან ვწუხვარ.. რა მოუვიდა მამაშენს? რატომ დაიღუპა ? - წამოცდა, ენაზე იკბინა და საკუთარ თავს ჩხუბი დაუწყო. - მაპატიე, არ უნდა მეკითხა. - ჩუმად ამოილაპარაკა. რამოდენიმე წუთი დუმილი ჩამოწვა ოთახში, მხოლოდ ორი ადამიანის აჩქარებული გულის ცემა ისმოდა. - სულ თავიდან დავიწყებ.. - ღმად ჩაისუნთქა. - არ არის საჭირო თუ.. - არა, მინდა რომ მოგიყვე. - გაუღიმა მომაჯადოვებლად. - მამაჩემს ჰყავს ერთი ძმა ბეგლარი ამაღლობელი. - მამაკაცის თვალებში, წამიერად ზიზღმა გაუელვა. თანანოს კი გააკანკალა. - ბავშობიდან ძალიან განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. მამაჩემი ყოველთვის გვერდით ედგა ბაბუას, ის კი დღე და ღამე სულ ქუჩაში აღამებდა და ათენებდა. ცუდ წრესთან ჰქონდა ურთიერთობა. ბევრჯერ სცადეს თურმე ჩამოეცილებინათ, მაგრამ არავის უგდებდა ყურს. ერთ დღეს სახლში დასისხლიანებული მისულა და გამოუცხადებია კაცი მოვკალიო. ბებიას რამის გულის შეტევა დამართნია. ბაბუას რუსეთში გაუგზავნია და უთქვამს დაევიწყებინა რომ ოჯახი ჰყავდა. ოცდაორი წლის ასაკში მამაჩემმა ცოლი მოიყვანა და ქორწილში გამოეცხადათ. ძმა ძალიან უყვარდა და რა თქმა უნდა ზურგი ვერ აქცია. შემდეგ გაირკვა რომ ქურდულ სამყაროსთან დაუჭერია საქმე და ბევრი ადამიანის სიცოცხლე იყო მის კისერზე. მამაჩემს ბევრჯერ მოსვლია ჩხუბი ძმის გამო მამამისთან. მაგრამ მაინც არ უჯერებდა, როგორ უნდა მიეტოვებინა საკუთარი ძმა არ ესმოდა. ძალ-ღონეს არ იშორებდა, საკუთარ კომპანიაშიც კი შესთავაზა წილი, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ხშირად კამათობდნენ, შემდეგ ყველაფერი ჩხუბში გადაიზარდა და ჩამოშორდნენ. ერთ დღესაც რესტორანში დაპატიჟა შესარიგებლად. მამაც სიხარულით წასულა, ეგონა ძმა თანახმა იყო წინადადებაზე. მაგრამ ყველაფერი ცუდათ დასრულდა, იმ არაკაცისთვის მოსახვედრმა ტყვიამ ის შეიწირა. დედაჩემს სავადმყოფოში ხლებში ჩააკვდა. მოსმენილისგან შოკირებული თანო, ერთ ადგილზე გაქვავდა. როგორ ნანობდა ასეთ კაცთან რომ დაიჭირა საქმე. ფეხზე წამოდგა, მამაკაცთან მივიდა, სავარძლის სახელურზე ჩამოჯდა და გვერდიდან მიეხუტა. ეს მოქმედება არ ყოფილა გააზრებული. უნდოდა მისი ტკივილი ბოლომდე გამოეწურა. იგრძნო მამაკაცს როგორ დაეჭიმა წამიერად სხეული, მაგრამ მერე მოეშვა. ღიმილით ჩახედა გოგონას ჩაწყლიანებულ თვალებში. გაეღიმა, ესიამოვნა მისგან წამოსული სითბო. - ყველაზე ირონიული იცი რა არის ?! რომ იცოდა საფრთხის შესახებ, იცოდა რომ იმ დღეს თავს დაესხმებოდნენ და მაინც ჩააგდო საფრთხეში. არ აინტერესებდა მისი სიცოცხლე. ბავშობიდან მასზე დაბოღმილი ყოფილა. მამამისი მას ყურადღებას რომ არ აქცევდა. რვა წლის ასაკში მოვისმინე, დედაჩემს როგორი ზიზღით და სიბოროტით ესაუბრებოდა მამაზე. იმ მომენტიდან მეზიზღება. - კბილებში გამოსცრა. - ძალიან ვწუხვარ.. - მეც.. - მე ჩემს ოთახში ავალ.. - წამოდი, გაჩვენებ შენს ოთახს. მოსმენილისგან დამძიმებულ სხეულს ძლივს ითრევდა, ფეხები ეკეცებოდა. ნელ-ნელა ყველაფერს იაზრებდა. თითქოს სიმართლეს პირისპირ შეეჯახა. - ძილი ნებისა.. - თბილად გაუღიმა მამაკაცმა. - ძილი ნებისა.. - ძლივს შესძლო გაეღიმა. კარები ზურგს უკან მიიკეტა. ზედ მიეყრდნო, ფეხებში ძალა გამოეცალა და იატაკზე ჩაცურდა. გაიაზრა მამაკაცის ნაამბობი. თუ როგორ სძულდა ბიძამისი, რამდენი ცუდი გაუკეთებია მისთვის. ეგონა, გულის სიღრმეში სწამდა კიდეც რომ აპატიებდა. მაგრამ ყველაფერი თავზე დაემხო, იმედის პატარა მნათობი ნაპერწკალიც კი ჩაუქრა. თვალები ეწვოდა მოწოლილი მლაშე სითხსისგან. უნდოდა ეტირა, ხმამაღლა, მაგრამ თითქოს ცრემლებიც მის წინააღმდეგ აჯანყდნენ. სტკიოდა გული, ცეცხლი ეკიდა. ფეხზე წამოდგა, საწოლთან მივიდა და წამოწვა. თავი ბალიშში ჩარგო და დაიღმუვლა. ახლა ყველაზე ძალიან ირაკლი სჭირდებოდა, მასთან საუბარი ესაჭიროვებოდა. დილით მზის სხივებმა აიძულეს თვალების გახელა. არადა როგორ ეძინებოდა, აღარც ახსოვს როდის ჩაეძინა. კედელზე ჩამოკიდებულ, მრგვალ, შუაში გვირილით გაფორმებულ საათს გახედა, რომელიც თერთმეტ საათს აჩვენებდა. ლოგინში წამოჯდა და გაიზმორა. საწოლზე გადაკიდებულ წითელ ხალათს მოჰკრა თვალები და გაოცებისგან პირი დააღო. ნათლად ახსოვდა რომ აქ არაფერი არ იდო. საწოლიდან ფეხები იატაკზე ჩამოალაგა და სიცივეზე გააჟრჟოლა. ოთახში თბილოდა, მაგრამ იატაკი მაინც ყინულივით ცივი იყო. ტანსაცმელი ისევ ზედ ეცვა. საწოლის კიდესთან მდგარი შავი ჩემოდანი დაინახა და საწოლზე დადო. გახსნა, თბილი ტანსაცმლით და საჭირო ნივთებით იყო სავსე. უკვირდა მაგრამ გაუხარდა კიდეც. სამოსი მოიშორა, ხალათი მოიცვა და სააბაზანოში შევიდა. წყლის წვეთებმა გამოაფხიზლა და ენერგია შეჰმატა. თავზე და ტანზე თეთრი, ფუმფულა პირსაწმენდი მოიხვია და ოთახში დაბრუნდა. კარებზე კაკუნის ხმა გასმა. ოდნავ გამოაღო და თავი გაყო. - დილამშვიდობისა.. - ღიმილით უთხრა. - დილამშვიდობისა. - რომ წარმოიდგინა რა ფორმაშიც იყო ლოყები აუწითლდა. - საუზმე მზად არის და სანამ გაცივდება ჩამოდი. - თვალი ჩაუკრა და წავიდა. - უფ, უფ, ეს უდროო დროოს აწითლებას ვერაფერს ვუხერხებ რა.. - ჩაიფრუტუნა და ტანსაცმელი გაიმზადა რასაც ჩაიცმევდა. მოემზადა, თმები გაიშრო და კიბეებს ჩაუყვა. ოთახში, ლუდვიგ ბეთჰოვენის Moonlight სონატა იყო გაჟღერებული. მამაკაცის პიანინოზე შესრულებული მელოდია გაახსენდა და გაეღიმა. - როგორ გეძინა? - ოთახში შესულს შეეკითხა. - მადლობა, ძალიან კარგად. თქვენ ? - თქვენობით ფორმა მოაშორე და კიდევ ბატონო, უბრალოდ ნერსე დამიძახე. - კარგით.. კარგი როგორც გინდა. - წამსვე გადაასწორა. - მომწონს დამჯერი გოგონები. - ირონიულად ამოილაპარაკა და თვალი ჩაუკრა. სახე აუპილპილდა გოგონების ხსენებისას. - დაჯექი, დაჯექი.. - სიცილით უთხრა. - გემრიელად მიირთვი. - შენც ასევე.. - დაასრულე და გავისეირნოთ. გაუბრწყინდა თვალები. სწრაფად ჭამდა რომ მალე წასულიყვნენ და დაეთვალიერებინა ყველაფერი.სუფრა თვითონ აალაგა, ნერსემ კი ჭურჭელი შერეცხა. ოთახში ავიდა, თბილი ქურთუკი მოიცვა და ქვემოთ ჩავიდა. - წამოდი, აქვე ერთ საყვარელ ბებოს მოვინახულობ და მერე წავიდეთ. - შენ წადია, სირცხვილია, აქ დაგელოდები. - მორიდებულად ამოილაპარაკა. - არა, წამოდი გაუხარდება შენი სტუმრობა. - ხელი ჩაჰკიდა და ჭიშკართან მივიდა. კარები შეაღო და პირველი თანო შეატარა. - ვაჟო, დავბერდი და მეჩვენება თუ მართლა შენ ხარ. - შორიდან მოისმა ქალის ხმა. იმ მიმართულებით გაიხედა თანანომ და საყვარელი, შავებში ჩაცმული, მოხუცი შერჩა ხელში. - არა, ბებო მე ვარ, არ გეჩვენებით. - სიცილით ჩაილაპარაკა და მოხუცისკენ წავიდნენ. - რამდენი ხანი არ მინახიხარ ვაჟო, ასე უნდა დაკარგვა ?! - მამაკაცი დაიხარა და ჩაეხუტა. - საქმეები, ბლომად საქმეები, ხომ იცი არა ?! - თავის მართლება დაიწყო. - ოჰ, როგორ იცი თავის მართლება. - სიცილით უთხრა მოხუცმა. - ეს ლამაზი ქალი ვინ არის ? - მისკენ გაიხედა. - ეს ჩემი საცოლეა, თანანო ბექაური. - ,, საცოლეო?’’ აუყვირდა გონება, ალბათ მომესმაო. - ვაა, ვაა, ვაჟო, კარგი გემოვნება გქონია. მოდი ქალავ ჩაგიკრა გულში, ჩემი ბიჭის ცოლი, ჩემი შვილიშვილია. - თბილად გაუღიმა და ხელები გაუშალა ჩასახუტებლად. - მე.. მე.. - გაკვირვებულმა გახედა ნერსეს. - მადლობა დიდი. - ჩაეხუტა. ლოყები წითელი, ღაჟღაჟა ვაშლივით აუწითლდა. - მოდით, ახლად გამოღებული ცხელ-ცხელი მაჭკატები და კეცეული მაქვს გამომცხვარი. - არა, ბაბო უნდა გავისეირნოთ. - ვაჟო, ბევრს ნუ ლაპარაკობ, მე არ მიკითხია, გითხარით მოდითთქო. - დაუცაცხანა და წინ წაუძღვათ. - რატომ მოატყუე რომ შენი საცოლე ვარ ?! - კითხვის ნიშნებით სავსე გამომეტყველება მიანათა. - აქ, ხევსურეთში არ ესმით გოგოს და ბიჭის მეგობრობა და ეგ რომ მეთქვა ძალით დაგვაქორწინებდნენ. - სერიოზულად და მტკიცედ ჩაილაპარაკა. - აჰ, გასაგებია. - კარგად იცნობდა ხევსურების ადათ-წესებს, მაგრამ ასეთი რამ აქამდე არსად წაუკითხავს. მამაკაცისთვის რომ შეეხედა დაინახავდა, ეშმაკურად აბრდღვიალებულ თვალებს და ღიმილს. სახლი აგურებისგან იყო ნაშენები. კარებიც და ფანჯრებიც ხის ჰქონდა. შიგნით შესვლისთანავე კედელზე ჩამოკიდებული, ხელით მოქარგულ ხალიჩისკენ გაექცა თვალი. იატაკიც ხალიჩებით იყო გაფორმებული. პატარა, აგურისგან ნაშენები ბუხარი იყო კუთხეში, სადაც ცეცხლი იყო აგიზგიზებული. შუაგულში პატარა ხის მაგიდა და სკამები ელაგა. ოთახში საამო სურნელი ტრიალებდა. - დასხედით, ახლავე მოვიტან.. - ქალმა სინზე დაალაგა და მაგიდაზე დადო. თეფშებიც მოიტანა და თვითონაც ჩამოჯდა. მამაკაცმა გადაიღო და გემრიელად ჩაკბინჩა. - ვაუ, რა გემრიელია ! არასდროს მიჭამია ასეთი გემრიელი რამ ! - მოგეწონა ? - ღიმილით ჰკითხა ნერსემ. - ძალიან, ძალიან ! - კიდევ ერთ ნაჭერს დასწვდა. - შეგარგოთ, ბაბო, ჭამე, ჭამე ! სანამ წახვალთ კიდევ გამოგიცხობთ. - ჩაის ხომ დალევთ ? - აუ, კი, ოღონდ შენ რომ იცი ისეთი. - ოჰ, ვაჟო, ასე თუ გიყვარს ჩემი ჩაი, ხშირად ჩამოდი ხოლმე და მომინახულე. - წყენით თქვა მოხუცმა. - ნახე ბაბო რა საყვარელი საცოლე მყავს. - გვერდიდან მიიხუტა და ტუჩები მიაწება ლოყაზე. - მასთან ერთად ხშირად გესტუმრები. - თვალი ჩაუკრა, ერთ ადგილს მიყინულ თანოს. ნერსეს ტუჩებიდან წამოსული სიმხურვალე, წამსვე მოედო მთელს სხეულს და ჟრუანტელმაც არ დააყოვნა. - ნამდვილად ვაჟო, ნამდვილად ! - მადლობა.. - მორიდებულად ჩაილაპარაკა და ფრჩხილები ჩაასო ფეხზე. - აჰ.. - ხმა ვერ გააკონტროლა, თანომ ეშმაკური ღიმილით შეხედა. - მოიცადეთ, ახლავე მოვალ. - ფაცხაფუცხით ადგა ქალი და ოთახში გაუჩინარდა. - რატომ ცანცარებთ ?! - შეუღრინა, მარტო რომ დაიგულა თავი. - ჰმ, ქალავ რას მკადრებ ? - წარბები აათამაშა. კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ სიტყვები პირზე შეეყინა მოხუცის დანახვისას. - ქალავ, ეს ქალის ხევსურული ,,ქათიბეა’’ , რომელსაც ძველად ატარებდნენ, ახლა კი ძველი ყველაფერი დაიკარგა. ეს კი მანდილი და წინდები. ყველაფერი ჩემი ხელით მოვქსოვე. ამის მიცემას ნერსესთვის ვაპირებდი, რომ თავის მეუღლესთვის გადაეცა. არ მეგონა თუ მოვესწრებოდი და გავიცნობდი ახლოდან. შვილი, რძალი და შვილიშვილი ავარიაში დამეღუპნენ დიდი ხნის წინ. - თვალებში ცრემლები ჩაუდგა. - ამიტომ ნერსეს მშობლები შვილებივით მივიღე და შევიყვარე. ზაფხული ძალიან მიყვარდა ხოლმე რადგან ეს გიჟი ბიჭი ჩამოჰყავდათ, რომელიც შვილიშვილის მაგივრობას მიწევდა. კიდევ ერთხელ მომიკლა ხვიჩას გარდაცვალებამ გული, ეს ვაჟიც აღარ მსტუმრობდა. წლები გავიდა, დავაჟკაცდა და ეწვია მოხუცს. მოკლედ ესენი ჩემგან სამასხოვროდ გქონდეს. - დიდი სიყვარული იყო ჩამდგარი მოხუცის თვალებში, რომლითაც მათ შესცქეროდათ. - დიდი მადლობა, ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. - თვალებში ცრემლი ჩაუდგა, მივიდა და გულით ჩაიკრა მოხუცი. რცხვენოდა კიდეც რომ ატყუებდა. - არაფერს შვილო, მადლობა შენ პირიქით, ჩემს შვილისშვილს რომ აბედნიერებ ! - ძალიან გემრიელი ჩაია, რითი ამზადებთ ? - თემა შეცვალა. - დეკა, მცენარეა რომელიც სასარგებლოა ორგანიზმისთვის და ძალიან გემრიელიც არის. ჩვენ ხევსურები სხვა ჩაის არ ვსვათ. დაიც, ახლავე მოგიტან, გაგატან ქალაქს, რომ გაიგონ ნამდვილი ჩაის გემო. - არა, არ არის საჭირო, ნუ წუხდებით. - ქალავ, ხევსურებს ვერავინ შეგვაწუხებს. - სამზარეულოდან გამოსძახა. - აი, ცხელ წყალს დაასხავ და ცოტახანი დააყენებ, შემდეგ კი ცოტას დაასხავ ხოლმე ცხელ წყალს ჩაშკაში. - მადლობა დიდი. - ბაბო, ახლა ჩვენ წავალთ და კიდევ შემოგივლით. - ლოყები დაუკოცნა მამაკაცმა. თანოც ჩაეხუტა და დაემშვიდობნენ. ჩუმად მიუყვებოდნენ, ქვებით სავსე გზას. თანო ათვალიერებდა ეზოში მოფუსფუსე მამაკაცებს და ქალებს. ღიმილით შესცქეროდნენ წყვილს. ყველა თბილად ჰკითხულობდა ნერსეს, ისიც ღიმილით ელაპარაკებოდა მათ. თანანოც წარუდგინა როგორც საცოლე. ყოველ ჯერზე ლოყები წითლად უღაჟღაჟდებოდა. ულამაზესი სანახაობა იყო, მწვანეში ჩაფლული ხევსურეთი. მაღალ მთებზე კოშკებიც მოჩანდა, რომლებიც სიძველის მიუხედავად მაინც ამაყად გადმოჰყურებდნენ არემარეს. მდინარის ნაპირს მიუყვებოდნენ. დაღლილები მაღალ ქვებზე ჩამოსხდნენ. - მომიყევი შენზე.. - დუმილის შემდეგ ნერსემ სცადა საუბრის წამოწყება. - ისტორიის ნახევარი იცი. ბავშვობის მეგობრები არ მყავს, დროის გასვლის შემდეგ დაიკარგნენ.. დავიკარგეთ.. ის წლები წარსულს ჩაჰბარდნენ. თბილისში ჩამოსვლის პირველივე დღესვე ჩხუბი მომივიდა ბიჭთან, რომელიც შემდეგ ჩემი საკეთესო მეგობარი გახდა. მისგან კი ჩემი ჭკუის გოგონა გავიცანი. ირაკლი და სესილი, ისინი ჩემი ცხოვრების თანამგზავრები გახდნენ, დღემდე ჩემს გვერდით არიან და მომავალშიც იქნებიან. თუ გახსოვთ ჩემთან რომ შემოხვედით და ჩემთან მამაკაცი რომ იმყოფებოდა, ის არის ირაკლი. - ვაა.. - ხმამაღლა ახარხარდა, საკუთარ თავზე ეცინებოდა. აქამდე პატარა ბავშვივით რომ იქცეოდა და ეჭვიანობდა. თან რომ არც უცდია გარკვევა. - რა გაცინებთ ? - გაუკვირდა მამაკაცის საქციელი. - არა, არაფერი, უბრალოდ რაღაც გამახსენდა. - სახე დაასერიოზულა. - ჩემთან როგორ მოხვდი ? - ინტერესით გახედა. - მეე.. - დაიბნა, ხელები აუკანკალდა, ერთმანეთში ახლართა მღელვარება რომ დაემალა. ხმა ჩაიწმინდა და ჩუმად ჩაილაპარაკა. - ინტერნეტში ვნახე ვაკანსია და სივი გავაგზავნე, შემდეგ დამირეკეს და გასაუბრებაზე, მეორე დღეს დამირეკეს რომ აყვანილი ვიყავი. - ძალიან კარგი ! - ახლა თქვენზე მომიყევით. - მე რა გითხარი ?! კარგი, ამ ერთხელ გაპატიებ და არ დაგსჯი. - სიცილით უთხრა. - ჩემი ისტორიის ნახევარი მოგეხსენება. მამაჩემის დაყუპვის შემდეგ მივიღე მემკვიდრეობა. ჩემმა ბაბუამ და ბებიამ დედაჩემი სახლიდან გამოაგდეს. შვილის სიკვდილში ადანაშაულებდნენ. გაგიკვირდება, მეც დღემდე მიკვირს დედაჩემი რაში იყო დამნაშავე. მის მერე არც ერთი მინახია და ალბათ არც ვნახავ, ვერ ვაპატიებ წარსულს. დედაჩემმა დანაზოგით პატარა სახლი შეიძინა, მე ახალ სკოლაში დავიწყე სიარული. სკოლის მეორე დღე იყო როდესაც დავინახე, შენობის უკანა მხარეს რამოდენიმე ბიჭი, დაბლა დაგდებულს ფეხებს ურტყავდნენ. ძალიან გავბრაზდი, ვერ ვიტანდი უსამართლობას. ხის ჯოხი ავიღე და მათკენ გავიქეცი. ყველას გამატებით ვურტყავდი ჯოხს, შემდეგ მუშტს. შეშინებულები და კუდ ამოძუებული ძაღლებივით გარბოდნენ. ხელი გავუწოდე და წამოვაყენე, მის მერე ერთად მოვდივართ. გაჭირვების დროს მუდამ ვუწოდებთ ერთმანეთს ხელს. შემდეგ ჩვენს გუნდს ქეთი, ალექსანდრეს მეუღლე და დამიანე შემოემატნენ. სამი მუშკეტერი და გოგონას სახით დარტანიერი დავდიოდით ყველგან ერთად. მე რომ არ მევაჟკაცა ჯერაც ვერ მიხვდებოდნენ რომ მათი გულები ერთმანეთს ეტრფოდნენ. - გაეცინა მათი სიგიჟეების გახსენებისას. - ბევრი გიჟური საქციელი ჩაგვიდენია ერთად. რამდენჯერ გვიჩხუბია ერთმანეთის გამო, განსაკუთრებით ქეთისთან დაკავშირებით. - რატომ გაბრაზდი შენს ბიძაშვილთან ერთად რომ მნახე? - ერთი ამოსუნთქვით დაუსვა კითხვა და გაიყუჩა. ინტერესით კვდებოდა. - ვიცოდი რომ მკითხავდი. მაშინ სასტუმრო ოთახში შენს თვალებში წავიკითხე, დიდი ინტერესი. - გაუღიმა, მაგრამ უმალ მოექუფრა სახე. ნაკვთები ნერვიულობისგან დაეძაბა. - გაგა, რამდენიმე წლით ჩემზე უმცროსია. ერთ სკოლაში დავდიოდით და ვცდილობდი კარგი ურთიერთობა მქონოდა, არ დამსგავსებოდა მამამის. არ მინდოდა მის გზაზე ევლო. მინდოდა მისგან კაცი დამდგარიყო. - სხეული ზამბარასავით დაეჭიმა, თვალები უკუნითი ღამესავით ჩაუბნელდა. - სახლში მიმყავდა, დედაჩემიც არ ყოფილა წინააღმდეგი, მეორე შვილივით მიიღო და სიყვარულს არ აკლებდა. დედა არ ჰყავდა და ცდილობდა უდედობა არ ეგრძნო. დამიანეს ჰყვდა პატარა და, სამეგობროს პრინცესა, ანგელოზი. ისეთი ბავშვური და ლაღი იყო. ვხვდებოდი რომ გაგას მოსწონდა და არც ის იყო გულგრილი. ერთ დღეს გაგამ გამოგვიცხადა რომ უყვარდა და ყველაფერს გააკეთებდა რომ ბედნიერი ყოფილიყო. სიყვარულს როგორ დავუშლიდით, თან დარწმუნებულები ვიყავით მის სიმართლეში. დამიანე ჩემს პონტშიც არ უთხრა უარი, მე მენდობოდა. - რამოდენიმე წუთი სიჩუმე ჩამოწვა, მხოლოდ მამაკაცის მძიმე სუნთქვა და თანანოს აჩქარებული გულის ცემა ისმოდა. - საზღვარგარეთ ვიყავი წასული მივლინებაში. იმ დღეს ვერ ვიყავი კარგად, თითქოს ცუდი წინათგრძნობა მქონდა. ადგილზე ვერ ვერ ვისვენებდი, გულს ვერაფერს ვუდებდი. ტელეფონი აწკრიალდა და ვიცოდი კარგს არაფერს მეტყოდნენ. ხელის კანკალით ვუპასუხე. ალექსანდრე იყო, მისი ხმა ვერ ვიცანი იმდენად განადგურებული იყო. ჩვენი პატარა ანგელოზი, ნია აღარ არისო. ერთ ადგილს მივეყინე, ვიცოდი ბოლომდე არ მეუბნებოდა ყველაფერს. ახლავე წამოდი, დამიანე გაგიჟებული არისო. პირველივე რეისით გადმოვფრინდი თბილისში. ქეთიმ დამირეკა რომ მასთან მივსულიყავი, მელოდებოდნენ. განადგურებულები, ფერ-დაკარგულები დამიხვდნენ. თვალებში ვერ მიყურებდნენ. წყობიდან გამოსულმა დავიღრიალე რომ გონს მოსულიყვნენ. ,,ნიამ თავი ჩამოიხრჩო’’ - ეს სიტყვები მეხის გავარდნას გავდა. გაფუჭებული ფირივით ერთი დაიგივე ჩამესმოდა, თითქოს ყურები დამიგუბდა. სხეული დამიმძიმდა, სავარძელში ჩავესვენე. მიზეზის მოსმენამდე მოვკვდი, გულის სიღრმეში ვიცოდი რასაც მეტყოდნენ. სახლში ტირილისგან თვალებ დასიებული დაბრუნებულა. ცოცხალ-მკვდარივით ყოფილა. რამოდენიმე სიტყვა უთქვია. ,, არავის შეეწუხებინა, მარტო სურდა ყოფნა’’. რამოდენიმე საათში დამიანე ასულა და კარებზე დაუკაკუნებია. ღრიალზე და ხელების ბრახუნზე გადასულა, მაგრამ შიგნით სიწყნარე იყო, საზარელი სიმშვიდე. კარები ფეხით შეუნგრევია. თოკზე ჩამოკიდებული, თავისი ერთადერთი დის დანახვისას ერთ ადგილზე გაქვავებულა. - მძიმედ სუნთქავდა, მხრები აუდ-ჩაუდიოდა. - თოკიდან ჩამოუხსნია მაგრამ უკვე ძალიან დაგვინაებული ყოფილა. თეთრი, თოვლივით ფითქინა გოგონა, სულ მთლად გალურჯებული ყოფილა. თვალებზე ცრემლების ნაკვალევი კვლავ შერჩენია. მაგიდაზე თეთრი კონვერტი დახვდათ, სადაც სიკვდილამდე იყო დაწერილი წერილი. ტელეფონზე მიუწერია რომ მასთან ასულიყო, ეს ჩვეულებრივი შემთხევა იყო და რა თქმა უნდა ავიდოდა. იქ კი თურმე არაფხიზელ მდგომარებაში და ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი დახვედრია. გოგონას წინააღმდეგობის მიუხედავად ძალა უხმარია. - კისერთან არსებული ლილისფერი ძარღვები, დახეთქვაზე ჰქონდა. თვალებში ცხოველური ჟინი ჩასდგომოდა. ახლა, აქ რომ ჰყოლოდა ნამდვილად არც დაფიქრდებოდა ისე მოუსწრაფებდა სიცოცხლეს საკუთარი ხელით. - პოლიციაშიც შეიტანეს სარჩერი, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. დასაფლავებაზე ვერ მივედი, შორიდან ვუყურებდი. არ შემეძლო თვალებში შემეხედა შვილმკვდარი მშობლებისთვის. ძმაკაცისთვის რომლის ერთადერთი დის სიკვდილში მეც მიმიძღვოდა ბრალი. უნდა მცოდნოდა მამამისის შვილი სხვანაირი ვერ იქნებოდა, უნდა დამეცვა მისგან პატარა ანგელოზი, რომელიც სიცოცხლეს გვიფერადებდა ყველას. ყველანი წასულები იყვნენ, მაშინ შევძელი მისვლა, დამშვიდობება, პატიების თხოვნა. ხალხი დავიქირავე იმ *აბიჭვრის მოსაძებნად მაგრამ როგორც გაირკვა რუსეთში გაუპარებია მამამისს. ჩემს ძველ სახლში გადავედი და იქ ჩავიკეტე. ტელეფონი გავთიშე, არავისთან მინდოდა საუბარი. მეგობრებსაც ვერ შევხედავდი თვალებში. მე და ვისკის ბოთლმა საერთო ენა გამოვნახეთ და დავმეგობრდით. დღე და ღამ ერთმანეთში მქონდა არეული. მუქი ფარდები მქონდა ჩამოფარებული, არ მაინტერესებდა გარეთ რა ხდებოდა. შეიძლება იფიქრო როგორი სუსტი ადამიანი ყოფილხარო - მწარედ გაეღიმა. - მაგრამ არა მე მინდოდა ასე რომ ვყოფილიყავი. დილით კარებზე საშინელი ბრახუნი მაღვიძებეს. პახმელიისგან თავი გასკდომაზე მაქვს. ბალიშს თავზე ვიფარებ, არ მაინტერესებს ვინ არის, არც არავის ველოდებოდი. ხმაური რომ არ წყდება, ფეხზე ჯუჯღუნით ვდგები, ახლოს მდგარ ვისკს ორგანიზმში ვუშვებ. გაცეცხლებული მეგობრები დამიხვდნენ ზღურბლს იქით. თვალებში ვერ ვუყურებდი. ზურგი ვაქციე და მისაღებისგენ წავედი. სავარძელში ჩავეხეთქე და თვალები მაგრად დავაჭირე ერთმანეთს. - სულ გამოსირდი ?! ხედავ რა დონემდე დაეცი ?! ვირთხასავით გამოიკეტე აქ და ადამიანს აღარ გავხარ. - გაბრაზებულმა დაიწყო ალექსანდრემ, თვალებიდან ცეცხლის ნაპერწკლებს ჰყრიდა. ხმას არ იღებდა, თითქოს ხმა წაერთვა. დამიანე ჩუმად იჯდა, მაგრამ გრძნობდა უყურებდა. თვალების გახელას ვერ ბედავდა, ეშინოდა მის თვალებში არ ამოეკითხა ის რასაც გამოექცა და დაემალა. - თვალები გაახილე ! - დაიღრიალა. - ლოთობით რამეს უშველი ?! - წინ და უკან დადიოდა და თან ხელებს იქნევდა. - ვიმსახურებ, გასაგებია ?! ვიმსახურებ.. ის არ უნდა იწვეს იქ ცივ მიწაში და მე არ უნდა ვსუნთქავდე ! ამის დედა *ოვტყან, ნუთუ არ გესმის. - ამოიხრიალა. თვალები ეწვოდა, მოწოლილი მლაშე სითხისგან. - ალექსანდრე, ეს ყოფილა დამნაშავე, გესმის ?! - ირონიით ნათქვამა, ყინულივით ცივმა სიტყვებმა გააპეს ჰაერი. - და თუ იცის, ჰკითხე აბა, რაში არის დამნაშავე ?! - სწვავდა მისი მზერა, მაგრამ თვალების გახელას ვერ ბედავდა. - რატომ ვეძებთ იმ *აბიჭვარს მოსაკლავად, აქ ყოფილა და ეს მოვკლათ და მერე ჩვენ თავებსაც გამოვუტანოთ განაჩენი. ამაში ხომ ყველა ვართ დამნაშავე. ჩვენ არ ვუთხარით უარი მასთან ურთიერთობაზე. - თვალებზე ზიზღი ჰქონდა გადაკრული. - პირველ რიგში მე ვარ დამნაშავე რომ მივეცი უფლება ! - შენ არ გესმის, არ გესმის. - თვალები გაახილა და ერთ წერტილს გაუშტერა. - მე რომ ჩვენს სიახლოვეს არ გამეკარებინა, არ მივნდობოდი, ჩემს ოჯახში არ მიმეყვანა ეს არ მოხდებოდა. ვერ გაიცნობდა მას და ის.. ის.. - ხმა ჩაუწყდა, ვერ შეძლო დამთავრება. - ახლა ის ჩვენს გვერდით იქნებოდა. კვლავ გავიგებდით მის რწფელ, ბავშურ კისკის. მისი ზღვისფერი, კაშკაშა თვალების დანახვას შევძლებდით. შენთან მოსულს კარებთან კვლავ შემომეგებოდა, რომ მისი საყვარელი შოკოლადებით სავსე პარკი გამოერთმია. მაკოცებდა და სიცილით გაიქცეოდა. - ორ მეტრიანი კაცი დაპატარავებულიყო, ჩამომხმარიყო, მუქი, სევსიდისფერი ფერებით ავსებულიყო. - უნდა მცოდნოდა, მე უნდა მცოდნოდა .. ! - ცრემლები სცვიოდა, გულს აყოლებდა სიტყვებს. - მოკეტე ! - ფეხზე ცხოველივით წამოიჭრა, მასთან გაჩნდა, პერანგის საყელოებში ხელი სტაცა და ფეხზე წამოაყენა. - შემომხედე ! თვალები შემომხედეთქო ! - დაიჭექა, ძარღვები დაჰბეროდა, გუგები კი ჩასწითლებოდა. ძლივს შესძლო თვალებში ჩაეხედა. - არაფერში ხარ დამნაშავე, ამის დედა *ოვტყან არაფერში ! რა ვიცოდით ასეთ სისასტიკეს ჩამდენი რომ იყო ! ასე იყო დაწერილი ღმერთის მიერ და მოხდა კიდეც ! - ამ სიტყვებით საკუთარ თავსაც არწმუნებდა. - იმ დღეს, დასაფლავებაზე მჭირდებოდი, შენც მჭირდებოდი ! - წყენით ამოილაპარაკა. - დაგინახე, შორიდან იყურებოდი, ბოლომდე მჯეროდა მოხვიდოდი და ჩემს გვერდით იქნებოდი, მაგრამ ამაშიც ხომ დიდი ირონიაა გარეული. ნუთუ ამდენი წლის შემდეგ შენს გვერდით მყოფი ადამიანი, შენი ძმა ვერ გაიცანი ?! გეგონა შენ დაგადანაშაულებდი, რაშიც არ იყავი დამნაშავე. ეს როგორ გაიფიქრეე.. აღარ გაბედო ასე მოქცევა ! - კბილებში გამოსცრა. ხელი მოხვია, ერთმანეთს ეხუტებოდნენ და ცდილობდნენ ერთმანეთის ტკივილი შეეწოვათ. პატარა, ბნელ ოთახში იყვნენ სამი ბავშობის მეგობარი. მათ საერთო ტკივილი აერთიანებდათ. მათ თვალებზე შეამჩნევდით აბრჭყვიალებულ ცრემლებს. ერთად გამოიტირეს და რომელიც სამივეს გულში სამუდამოდ იცხოვრებდა. მართალია საკუთარ თავს არასდროს აპატიებდნენ მის სიკვდილს, მაგრამ გულის კუნჭულში გადამალავდნენ და ისწავლიდნან მასთან ერთად ცხოვრებას. იმ პატარა სახლში დატოვებდნდნენ ყველაფერს და ახალი ფურცლიდან დაიწყებდნენ. არავის სულიერს დაანახებდნენ ცრემლებს. თვალებიდან ცრემლები სცვიოდა თანანოს. ყველას ტკივილი სტკიოდა, იზიარებდა. გულამომჯდარი სლუკუნებდა, თან ცრემლებს იწმენდდა, რომლებიც კვლავ ურჩად იწყებდნენ დენას. ეზიზღებოდა ფარისეველ გაგასთან გატარებული რამოდენიმე საათი. - მაპატიე, შენც მოგახვიე თავს.. - ღიმილით უყურებდა ატირებულ გოგონას, რომელიც ამ დროსაც საყვარელი იყო. - ძალიან ვწუხვარ, რომ მცოდნოდა.. - ამოიფსლუკუნა. - ჩშ, დაწყნარდი, შენ არაფერი იცოდი. პირიქით მე გთხოვ კიდევ ერთხელ პატიებას, იმ არაკაცის გამო შენ რომ გელაპარაკე აგდებით . - გვერდიდან იხუტებდა და უნაწილებდა საკუთარ სითბოს. რიტმულად თავზე ხელს უსმევდა. - არაუშავს.. - სლოკინი აუვარდა, ტირილის შემდეგ სულ ასე ემართება. - გასლოკინებს.. - გაეცინა გოგონას სახეზე. - ჰო, ასე.. მემართება.. ხოლმე.. - ძლივს ამოილაპარაკა. - წამო, წამო, აცივდა უკვე. - სიცილით უთხრა და მოეხმარა ფეხზე წამოდგომაში. მოვცუნცულდი ;დ იმედია მოგეწონებათ :დდდდ მე თქვენ მიყვარხართ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.