შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თამაში ორივე მხარეს [სრულად]


9-10-2017, 05:19
ავტორი მე♥
ნანახია 14 872

ბავშვობიდან გათამამებული და თავზეხელაღებული გოგოს შთაბეჭდილებას ტოვებს. ასეც არის, ან რა უშლის ხელს? ისეთი მამის შვილია, აბა ვინმემ უბატონოდ ხმა გასცეს. ესეც იფერებს წარმომავლობას და რაც შეიძლება მეტად ირგებს ცხოვრებას. მის ადგილას ალბათ უმრავლესობა ასე მოიქცეოდა... ის კატეგორია კი რომლებისთვისაც ფული მეორეხასირსხოვანია, ან საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი თეას გააკრიტიკებს... მაგრამ ერთ რაღაცაზე თავდიანვე შევთანხმდეთ, ფული ყველას ძალიან გვიყვარს, არც თეა დოლიძეა გამონაკლისი... მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ რაღაცებს ზედმეტად აკეთებს, ადამიანებს ძალიან დიდ პატივს სცემს და ჩვეულებრიც არ ჩაგრავს მათ... უბრალოდ იცის თავისი ადგილი და ამიტომაც არის დღეს ყველაზე ცნობილი მამის, ყველაზე ცნობილი და ინტრიგანი შვილი.

თავიდან თვითონაც უჭირდა ამ ყვენაფერთან შეგუება, ისეთი სამეგობრო წრე ყავდა სადაც, ფული მართლაც მეორეხარისხოვანი იყო... მაგრამ გავიდა დრო წამოიზარდა და მიხვდა, რომ ცხოვრების მოსაწყობას ასე თუ ისე ფულიც აუცილებელია. ის სამეგობრო ყველაფრის მიუხედავად შემორჩა და დღესაც მასთან ერთად არიან. ოცდახუთი წლის განმავლობაში არცერთს დაუტოვებია ერთმნაეთი და ასე გააგრძელებენ ალბათ ბოლომდე.
მამისთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, ერთადერთი ვისაც ამ სახლში ვერ ეწყობა თავისი ცხვირომოუხოცავი ძმაა. ჯერ ცხრამეტი წლის არის და როგორ აღიზიანებს მისი უაზრო გამოხტომები, არადა არ დაჭკვიანდა, იმედიც აღარ აქვთ. მამისის სამქიანობას პირნათლად ასრულებს, ყოველგვარი გზიდან გადახვევების გარეშე. ადვილი ხომ არ არის ამხელა ფირმის პატრონობა, მთელი ორი თვე... თან ისეთ საზოგადოებაში უწევს ტრიალი, თავი სულ კარგად უნდა ეჭიროს და საშვალება არ უნდა მისცეს პრესას მასზე ალაპარაკდნენ. ისედაც ჩასაფრებულები არიან, როდის გააგორებენ მის პიროვნებას.

დოლიძეების სახლში დილა ყვირილით და ჩხუბით იწყება... ნუნი, ხმამაღლა ეკამათება იმ საძაგელ ბიჭს და ნერვებს იშლის. თმაგაბურძგნული გამოდის თეა ოთახიდან და აღმზრდელს ლოყაზე ხმაურით კოცნის, ისიც იმ წამსვე ინაბება და შედარებით დამშვიდებული ეძახის დავითს რომ ოთახის კარები გააღოს და იმ საშინელ მუსიკებს დაუწიოს.

-კარგი რა ნუნუ, ხომ იცი როგორი ხეპრეც არის, შეეშვი რატომ იშლი ნერვებს?_ კითხა ქალს და სამზარეულოს მაგიდაზე შემოსკუპდა.

-სანამ მამაშენი ჩამოვა ამ ბიჭს მოვკლავ და თავსაც მოვიკლავ. ეს რა რჯულის ადამიანია, გადამრია!_ გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა და თავში ხელები წაიშინა.

-როგორ გიყართ ყველაფრის გაზვიადება ნუნუკო. _ ჩაიცინა თეამ და ქალს ლოყები აუწითლდა.
_ ჩემი გაუნათლებელი მძღოლი სად არის, კიდევ აგვიანებს არა?_ იკითხა გაღიზიანებულმა და ფანჯრიდან ფარეხს გადახედა.

-რას ერჩი შვილო მაგ კაცს? რითაც შეუძლია იმით გეხმარება სულ.

-ხო კარგი, ნუ იცავ ახლა! ერთი სული აქვს როდის გაგვღვლიპავს. _ ჩაიქირქილა ბოროტულად და ნუნუს გამომცხვარ ქადებს წაეტანა. _ უნდა გამოვცვალო!_ უცებ წამოიძახა.

-თეა შვილო დაფიქრდი, ოჯახი ყავს სარჩენი და მშრალზე, შენი ახირების გამო ნუ დატოვებ._ შეევედრა ნუნუ და თმებზე ხელი გადაუსვა.

-სამსახურიდან ვაგდებმეთქი კი არ მითქვამს, ჩემი მძღოლი აღარ იქნება უბრალოდ. აგერ ჩემი ხეპრე ძმა და ესმახუროს იმას, კი გაუგებენ ერთმანეთს. _ გაიცინა და კიბეებზე ტრუსში გამოწყობილ ძმას გახედა. _ რას გავს ეს უპატრონო. _ ჩაისისინა და ძმას მზერა აარიდა.

-შენ გოგო, ნერვებს ნუ მიშლი დილიდან თორემ გადაგიძახე ფანჯრიდან. _ გამოეპასუხა მის ჩაჩურჩულებულს დავითი.

-ნორმალურად მესაუბრე და ჭკუა ისწავლე შენ გირჩევნია, გაბღენძილო მაიმუნო!_ გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა და ფეხზე წამოდგა.

თავის ძმაზე გულის სიღრმეში გიჟდება, მაგრამ მის უსაქმურობას და უუნარობას ჭკუიდან გადაყავს, ამიტომაც ცდილოვს სულ მის ნერვების მოშლას, იქნებ ჭკუა ისწავლოს და ამის ჯიბრზე მაინც გააკეთოს რამე. არადა პატარაობაში როგორ ეთამაშებოდა ხოლმე, ისე უწვალებდა ლოყებს დღეს ლოყებაწითებული დადის ამხელა ბიჭი... ბავშვობიდან სხვანაირად იყო მის მიმართ განწყობილი, სულ ცდილობდა რომ სწორ გაზაზე დაეყენებინა. ცდილობდა არასდროს არაფერი შეშლოდა ძმასთან მიმართებაში, მართალია სულ კამათობენ, მაგრამ სამართლიანად! დავითიც ხვდება თავისი და ამ ყველაფერს მისი კეთილდღეობისთვის, რომ აკეთებს მაგრამ არ იმჩნევს, ჯერ არ იმჩნევს... ახლა გართობა და დროსტარება უნდა ბიჭს.

გარდერობიდან კლასიკური სამოსი გადმოიღო და ჩაიცვა. როგორ ვერ იტანს ამ შავ მოკლე მინიკაბებს..არ ჩაიცვამს და მამამის შეუქმნის ამით პრობლემას. ისეთი ფირმის მეპატრონეა ბატონი ბადრი,სადაც ყველაფერი ზედმიწევნით სრულდება. ნუნუს ღიმილით დაემშვიდობა და დავითის გაძლება უსურვა, თვითონ კი გარეთ მდგარ ავტომობილში ჩაჯდა და სამსახურში წავიდა.
ძალიან მოსწონს ასეთი ყოფა, რა ჯობია ვიღაც რომ გემსახურება და შენს ნებაზე დადიხარ! თანაც ამ ყველაფერს სუფთა ნამუსით რომ აკეთებ და არა, ხალხის ფულებით. არაადროს შეეპარება ეჭვი, რომ ბაბუამისმა ეს ქონება თავისი შრომით დააგროვა... ან როგორ შეიძლება ბატონ არჩილზე ასეთი რამ იფიქრო, როცა კაცი დღე და ღამეს ასწროებდა მუშაობაში. ეგეც რომ არ იყოს, ბადრის ბავშვთა სახლი აქვს გახსნილი თეას სახელზე, მგონი ეს სულაც არ არის ცოტა... ამიტომაც დადის ასეთი გაჯგიმული, როცა იცის როგორი მამის შვილიცაა.
თავის დროებით კაბინეტში შეკაკუნდა და მდივანს ერთი ფინჯანი ყავა თხოვა, თვითონ კი ტყავის სავარძელში გადაწვა და ფეხები მაგიდის უჯრის სახელურებზე ჩამოადო. ღიმილით მოათვალიერა, გასარემონტებელი ოთახი და კარებში მდგარ მდივანს ხელით ანიშნა შემოდიო. წელში გასწორდა და დაგროვილ საბუთებს თვალი ააყოლა.

-კიკნაძეების ფირმიდან ადვოკატია მოსული ისევ. _ მობეზრებულმა ჩაილაპარაკა კატომ.

-რით ვერ გაძღნენ?_ წარბები შეკრა თეამ და ყავა მოსვა. _ გადაეცი დღეს არ ცალია თეასო!_ დაუბარა მდივანს და ფეხზე წამოდგა. _ არქივის ნანა მოსულია?_ იკითხა ინტერესით და კაბინეტის კარები ოდნავ გამოაღო.

-ჯერ არ მოსულა, ბატონმა ბადრიმ დაურეკა და სადღაც წასვლა თხოვა. _ მხრები აიჩეჩა კატომ და ფეხზე წამოდგა.

-ხო მართლა არ დამავიწყდეს... _ გასვლისას შეყოვნდა თეა და მობრუნდა. _ ვინმე კარგი, გამოცდილი მძღოლი მჭირდება. ოღინდ ისეთი არა ოჯახი რომ ყავდეს, მერე მეცოდებიან ხოლმე და ვერ ვუშვებ. _ სასაცილოდ ჩაიფრუტუნა ბოლო სიტყვები და გაიცინა.

-დღის ბოლოს სიას დაგახვედრებ. _ გაიცინა კატომ და უფროს მიყვა.

-ოღონდ სიები აღარ მიხსენო რა. შენ გენდობი და აბა შენ იცი! _ დაარიგა მდივანი და მასთან ერთად საკომფერენციო დარბაზის კარები შეაღო.

წამებში დადუმდა ყველა და ახლადშემოსულ უფროს მიაჩერდნენ. რამოდენიმე გადაძახილ გადმოძახილს მოკრა ყური დოლიძემ და გაბრაზებულმა შეკრა შუბლი. მისი უტეხი მზერა არ გამოპარვია არცერთს. კუთხეში თავისთვის მჯდარი კახა დაჟინებით აშტერდებოდა უფროს და ნერწყვს შეუმჩნევლად ყლაპავდა. რით ვერ გაიგო ამ ბიჭმა რომ მისი სიმპათიური გარეგნობა საკმარისი არ არის იმისათვის რომ ეს გოგო მოხიბლოს... ამისთვის ზღვა ცოდნა სჭირდება, ვერ იტანს გაუნათლებელ მამაკაცებს. თან მის გემოვნებაში არ ჯდება ეს სახემომანჭული ბიჭები, თეას რაღაც უფრო სხვანაირი უნდა. ძნელად ხელსმისაწვდომი, მაგრამ თავისი!

სხდომა როგორც კი დასრულდა თავის კაბინეტში შეიკეტა და საქმეში გადაეშვა. საღამოს რვა საათამდე თავი არ აუწევია საბუთეიდან. მამამის იმედებს ვერ გაუცრუებს, ერთი ჩავარდნა მაინც რომ დაახვედროს ჩამოსულს ალბათ მოკვდება ნერვიულობით, ამიტომ ჯობია ცოტა დიატვირთოს და მამას ასიამოვნოს. თავის მძღოლს გზაში მოელაპარაკა ყველაფერზე და სიტუაცია აუხსნა... პრეტენზიები არ ქონია პაატას, პირიქით მგონი გაუხარდა კიდევაც მისგან რომ მიდის.
სახლში შესულს როგორც ყოველთვის ალიაქოთი დახვდა. თავისი ძმის უსაქმური ძმაკაცები მისაღებში ისხდნენ და ფეხბურთს თამაშობდნენ. რაც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა აღიზინებდეს ეს საზოგადოება, მათი თანდასწრებით არასდროს მისცემს დავითს შენიშვნას... მეტიც არასდროს ეტყვის რომ მეგობრებს ჩამოშორდეს, ეს თავისი ძმის გადაწყვეტილებაა და პატივს სცემს, მაგრამ მაინც ჩააგონებს რომ უსაქმურები არიან.

-ნუნუკო, მე მოვედი. _ სამზარეულოში მოფუსფუსე ძიძას გასძახა და ბიჭებს გვერდი აუარა. _ დავით მერე შენთან სასაუბრო მაქვს! _ მიუბრუნდა ძმას და გაუღიმა.

-მოდი თეაკო სამზარეულოში ვარ. _ გახარებული გამოეპასუხა და სამზარეულოდან გამოიხედა.

-რას მიმზადებს ჩემი ფუმფულა ნუნუ?_ კითხა სიცილით და გაზზე შემოდგმულ ქვაბს თავსახური ახადა. _ იფ, რა სუნებია...

-მთელი დღე მშიერი იკლავ თავს ხომ?_ კითხა გაბრაზებულმა და თმები მოწიწკნა.

-რატომ მშიერი, შენი გამზადებული სენდვიჩები მივირთვით შესვენებაზე მე და კატუსამ.

-როგორ მომენატრა ეგ ქარაფშუტა გოგო, როდის უნდა ვნახო ნუნუო რას ამბობს?_ კითხა ინტერესით და მარილი აიღო.

-ხვალ გამომივლის, მძღოლი უნდა გამაცნოს და შენც გნახავს.

-მაინც არ იშლი შენსას არა?!

-პაატასაც ვესაუბრე და მგონი გაუხარდა ჩემგან რომ მიდის. ასე რომ ნუ ნერვიულობ ძიძა._ აკისკისდა თეა და სამზარეულოში შემოსულ ძმას გახედა.

-დღეს გვიან დავბრუნდები და არ დამელოდოთ.

-შენ ჭკვიანად იყავი არაფერი მიქარო და მე არ დაგელოდები!_ ოდნავ მავედრებელი ხმით მიმართა ძმას და თითი დაუქნია მკაცრად.

-არის უფროსო. _ გაიცინა დათუნამ და დას ლოყაზე აკოცა.

-რა აფერისტი ბიჭი ხარ. _ სიცილი აუვარდა თეას და ჩანთიდან საფულე ამოაძვრინა. _ შენს ბარათს რა უქენი?_ კითხა და თანხა გაუწოდა.

-შენ ხარ მსოფლიოში ყველაზე და! რავიცი ტო, დაიბლოკაო და მამას ნაჩალიჩარი იქნება. _ გაიხუმრა და დას კიდევ ერთხელ აკოცა, მერე ნუნუს მიუტრიალდა და გვერდებში შეუღიტინა. _ ნუნუცი, აბა შენ იცი, ბევრი არ იცელქო.

-მოხვალ შენ აქ და აგიჭრელებ გვერდებს როგორც საჭიროა. _ ხის კოვზით გაეიკიდა გაქცეულ ბიჭს.

მეორე დილით კატომ ადრიანად დაურეკა და გააფრთხილა რომ ორი საათისთვის მოვიდოდნენ. ცოტა არ იყოს ღელავს, კიდევ ერთი უმაქნისი რომ შერჩეს ხელში ალბათ გააფრენს. მესამე მძღოლს იცვლის ამ წელს, ვერცერთთან დაამყარა ის ურთიერთობა როგორიც უნდა. ყველა ნერვებს უშლის და ყველა უმაქნისია. თან მერე როგორია მათი შენახვა, მარტო იმ მიზეზის გამო, რომ ოჯახი ყავთ. ამიტომ დღეს ძალიან დიდი დაკვირვებით უნდა აარჩიოს მძღოლი, თორემ შარში იქნება მერე.
დილით დავითის ოთახში შეიხედა და მძინარე ძმას დააკვირდა. სახეზე ეტყობოდა რომ გუშინ გემრიელად გაერთო და იმიტომაც არის ახლა ბულდოგი ძაღლივით დასიებული. სამზარეულოდან ერთი ბოთლი მინერალური წყალი აუტანა და თავთით დაუდო. ნუნუსთან ერთად მშვიდად ისაუზმა და მისაღებში დაჯდა. კვირა დღე ძალიან უყვარს, მაგრამ ეს ორი თვეა ნორმალურად ვერ ირგებს. რაც მამამისი მივლინებაშია წასული, სულ ამის კისერზე გადმოწვა მთელი ფირმა და ამიტომ დასვენებისთვის ვერ იცლის.
ისე გაეპარა ორ საათამდე დრო ვერც კი მიხვდა. არც ის შეუმჩნევია რა დროს დაჯდა მის წინ სახეაწითლებული დავითი. ნუნუმ სამზარეულოდან გამოსძახა კარები გააღეო და ისევ უკან შებრუნდა, კარებისკენ დინჯი ნაბიჯებით წავიდა და მის უკან მდგარ კატოს ღიმილით მიესალმა. გვერდით მდგარ სიმპათიურ და მხარბეჭიან მამაკაცი შეათვალიერა და სახლში შემოიპატიჟა. ერთი შეხედვით ეტყობოდა მამაკაცს, რომ გამოსულია. ისეთი სიარულის მანერა აქვს, ხეპრე ვერ იქნება. ერთადერთი რაც თვალში ცუდად მოხვდა, სპორტული ფორმაა. ნუთი არ იცოდა სად მოდიოდა? ვერ ჩაიცვა მძღოლისთვი შესაფერისი სამოსი?
დავითს თვალები დაუბრიალა და ოთახისკენ გაამწესა, თვითონ კი სავარაუდოდ მომავალი მძროლის წინ მოკალათდა.

-თეა ეს კოტეა რომ გეუბნებოდი. _ უკვე მობეზრებული ფრაზა ჩაილაპარაკა კატომ და ერთმანეთი გააცნო.

-სასიამოვნოა კოტე. იმედი მაქვს გამოცდილება კარგი გაქვს?!_ ეჭვით კითხა და მზერა გასუსწორა.

-ხუთი წელი, თქვენს კომპანიონებთან ვმუშაობდი, მერე ლელა გათხოვდა და სხვაგან გადავიდა ამიტომ მეც წამოვედი.

-რაღაც არადამაჯერებელი არგუმენტია. იქნებ გამოგაგდეს?_ ცადა მასთან ცოტა უფრო გახსნილი ყოფილიყო და სიტყვებზე გამოეჭირა.

-მე მათთვის საბაბი არ მიმიცია!_ გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა და ქალს უტეხად შეხედა.

-აგიყვან, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის კიკნაძეებს შენს შესახებ მაინც ვკითხავ.

-როგორც გინდათ!_ ცინიკურად ააციმციმა თვალები მამაკაცმა.

-ხო და კიდევ, ასეთი ფრომით აღარ გამომცეხადო! რაც შეიძლება კლასიკურად გამოეწყე, ფორმას ჩვენ მოგცემთ არ არის პრობლემა. _ დამცინავად აათვალეირა მაღალი მამაკაცი.

-რათქმაუნდა თქვენ მომცემთ!_ არანაკლებ დამცინავად შეხედა კოტემ.

-ნუნუ, ბატონს კოტეს აუხსენი რა როგორ ხდება აქ. _ მიმართა ძიძას და კატოსთან ერთად უკანა ეზოში გავიდა.

-ხომ მაგარი ვინმეა?_ სიცილით კითხა მდივანმა და გვერდი გაკრა.

-სიმპათიური არის კი... _ ქვედა ტუჩი სასაცილოდ აათამაშა და ნუნუსთან ერთად მდგარ მძღოლს გახედა.

-როგორ ფიქრობ არ წავა?

-ნუ გისწრებს ენა წინ. ჯერ ვნახოთ როგორ მართავს მანქანას და აქედან გამომდინარე, მივხვდებით როგორ მართავს საკუთარ ცხოვრებას. _ გაიცინა თეამ და ფეხები სკამზე შემოაწყო.

-რა ეშმაკი ხარ დოლიძის ქალო. _ წაიღიღინა კატომ და მეგობარს თვალი ჩაუკრა.

-რაღაცისგან სარგებელი მეც ხომ უნდა ვნახო არა?_ აკისკისდა თეა.

მთელი დღე სახლში გაატარა, კიკნაძეებთანაც დარეკა და კოტეს შესახებ კითხა. ისეთი სიყვარულით დაახასიათა, ქალბატონმა ნინელიმ რომ ცოტა დაეჭვდა კიდევაც... მაგრამ რატომ? მართლაც არ მიუცია საბაბი მამაკაცს მისთვის, ძალიან გაწონასწორებული და დინჯია, ყოველ შემთხვევაში ერთი შეხედვით ასე ჩანს. მთელი დღეა აკვირდება და ვერაფერში გამოიჭირა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ ნებდება! ისეთ რამეს როგორ ვერ აღმოაჩენს რომ ერთხელ მაინც წამოაძახოს.


ორშაბათ დილით საგანგებოდ გამოიპრანჭა და ძიძას დაემშვიოდბა, დავითი ვერც ამჯერად მოიხელთა. გარეთ გასულს, გაპრიალებული მანქანის გვერდით მდგარი დახვდა კოტე...სერიოზული სახით იყურებოდა და არც ერთ ნაკვთს ხრიდა... მგონი სულაც არ იქნება მასთა თამაში უინტერესო, რა მოხდა ერთხელ ამ საძაგელმა გოგომაც თუ წაიცუღლუტა. თან როგორი სიმპათიური და მოხდენილია ეს ჩვენი მძღოლი, ნამდვილად არ არის მისი შებმა ცუდი აზრი. თან ამ გადარბენებზე ცოტას გაერთობა და ეგ არის, შორს არ შეტოპავს. კაბა ნაზად შეისწორა და მოხდენილი ქალური ნაბიჯებით წავიდა მანქანისაკენ. კოტემ მანქანის კარები ისევ ისეთი სახის მიმიკით გაუღო და თავით ანიშნა დაბრძანდითო. ეშმაკურად გაუღიმა ქალმა და მანქანაში ჩაჯდა. გზაში ხმა არცერთს ამოუღია, კოტე მთელი გზა წინ იყურებოდა და კონცენტრაციას მხოლოდ გასავლელ გზაზე ახდენდა. თეა, ფანჯარაში იყურებოდა და მანქანაში გამეფებული სიმშვიდით ტკბებოდა. არა! ასე თუ გააგრძელეს ვერაფერსაც ითამაშებს, ცოტა უნდა გააქტიურდეს.

-რატომ აირჩიე ეს საქმიანობა?_ კითხა მძღოლს და მისკენ ოდნავ გადაიხარა.

-სხვა ვერაფერი ვიშოვე. _ მოკლედ მოუჭრა და დადუმდა.

-მე როგორც ვიცი უმაღლესი გაქვს დამთავრებული, ბიზნესის განხრით. _ არ ეშვებოდა დოლიძეების ქალიშვილი.

-კი მაქვს, მაგრამ ფული არ მაქვს იმდენი რომ სამსახური ვიშოვო.

-მაგით რისი თქმა გინდა, რომ მხოლოდ ფულიანებისთვის არის სამსახური? თუ მოინდომებ და გაინძრევი შენც იშოვი რამეს. _ გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა და მამაკაცსის კეფას მიაშტერდა.

-მე არ ვამბობ რომ მხოლოდ ფულიანებისთვის, მაგრამ ფული მაინც საჭიროა!_ არ თმობდა პოზიციას კოტე.

-კარგი არ გვინდა ამაზე დავა.

მიხვდა რომ მასთან საუბრით ძალიან შორს წავიდოდა და დილიდანვე ცუდ გუნებაზე დადგებოდა ამიტომაც გაჩუმდა. მამაკაცს კრინტი აღარ დაუძრავს, იჯდა და საჭეს მართავდა მეტი არაფერი. მასში ეს თვისებაც მოსწონს თეას. ე.ი. ბევრი ლაპარაკი არ უყვარს და სამსახურიდან წამოსულს და ისედაც დაღლილს უარესად არ გადაღლის. ღიმილით გაიხედა ფანჯრიდან და მაღალ შენობას თვალი ააყოლა. საღამომდე დაემშვიდობა მძღოლს და მანქანიდან გადავიდა. კარებთან მდგარმა დაცვამ, ვნებიანი თვალებით აათვალიერა ქალი და მიესალმა. მათი ამცდური და ხარბი მზერა არ შეიმჩნია, თეამ ისე შევიდა ლიფტში. აქ კიდევ ერთი შარი დახვდა, სარკესთან აყუდებული კახი.

-შეFს ჩემი სალამი, როგორ ხართ, თეა?_ კითხა ღიმილით.

-შენ რომ არ დაგესიზმრება ისე. _ თვალი ჩაუკრა რიგით ხელქვეითს და ღილაკს თითი მიაჭირა.

-რატომ ასე აგრესიულად, მე ხომ არაფერი დამიშავებია თქვენთვის შეF?_ ისევ ცინიკურად იკრიჭებოდა კახა.

-ნეტავ როდის გათენდება ის დილა შენ რომ მოკეტავ!_ გაღიზიანებულმა გახედა აფორაჯებულ კახას.

-ვერ შეგპირდები მალე-თქო, მაგრამ თუ პაემანზე დამთანხმდები შეიძლება ვიფიქრო კიდევაც._ უაზროდ საუბარს აგრძელებდა მამაკაცი.

-პეტრიაშვილი, ერთხელაც იქნება ჩემს ზედმეტად სათნო ნიღაბს ჩამოვიხსნი და მაგ ცხვირპირს გაგიერთიანებ, ან უარესი ფირმის მძღოლად გაგამწესებ!

-ხო კარგი! ნუ იგესლები დილიდან!_ უცებ დაიხია უკან კახამ.

-ქათამო!_ თავისთვის ჩაილაპარაკა სიცილით თეამ და ლიფტის კარებიდან გაუჩინარდა.

ცოტა არ იყოს უკვირს მთელი დღე იმ მძღოლზე რომ ფიქრობს, ამასთან ერთად გეგმებსაც აწყობს როგორ შეიძლება მისი მოხიბლვა. როგორც ჩანს ადვილად არ ეგება ქალის ანკესზე, მითუმეტეს ასეთი მიმზიდველი ქალი რომ დაგიდგება წინ და ურეაქციოდ იქნები... « იქნებ ქალები არ იზიდავს» ჩაიჩურჩულა თეამ და კალამი კბილებს შორის მოიქცია. « არა, მაგდაგვარი ვერაფერი შევატყე» თავი უფრო დაიიმედა მგონი. ფეხები ისევ ჩვეულ ადგილას მოაკალათა და სავარძელზე კომფორტულად გადაწვა. « თამაში ძალიან კარგი იდეაა, მაგრამ არ გეშინია შენ რომ გაება?» ჩასძახა საზიზღარმა ალტერეგომ. «გამორიცხულია! მძღოლს რა შემაყვარებს!» ჩაიცინა როგორ ჩვევია ხოლმე ისე და კალამი თმის კუდში გაიძვრინა. «გამორიცხული არაფერია თეიკო!» არანაკლებ ბოროტულად წაისისინა «მემ»
მისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია ისე განაგრძო დარჩენილი საქმის კეთება. საღამოს შვიდ საათზე საპირფარეშოში გავიდა და თავი კიდევ ერთხელ მოიწესრიგა, თუ უნდა რომ კოტე მისით მოხიბლული დარჩეს, სულ ფრომაში უნდა იყოს. ლიფტში გოგონებთან ერთად მოხვდა, რამოდენიმე ახალი ჭორიც გაიგო თანამშრომელზე და იქიდან ამბებით დამძიმებული გამოვიდა. როგორც კი ოფისიდან გავიდა თავისი შავი აუდი თვალებში მოხვდა და მისკენ წავიდა. კოტე მანქანაში იჯდა და ტელეფონზე საუბრობდა. მას აღარ დალოდებია ისე გამოაღო წინა კარები და შიგნით ჩასკუპდა, წამებში მოფხიზლდა მძღოლი და უფროსს გამოხედა, მერე კი უკანა ნაწილს.
დაღლილობა ზუსტად მაშინ იგრძნო რბილად რომ დაჯდა, მთელი სხეული ერთიანად მოუდუნდა. კოტესთან სასაუბროდ ენა ვერ მოიტრიალა პირში ისეთი ქანცგაწყვეტილია, ეგ არაფერი ხვალ და ზეგ წინ აქვს! რამეს იზამ, ისე არ დარჩება.

-დღეს აღარ დამჭირდები და წადი. _ გადასვლისას ჩაილაპარაკა თეამ და მანქანის კარები მიკეტა.

-ხვალ იგივე დროს?!_ კოტეც გადმოყვა მანქანიდან და სახლისკენ წავიდა.

-კი ხვალ იგივე დროს, მაგრამ ხვალ ცოტა გვიან მოგიწევს სახლშინ წასვლა. _ ღიმილით მიაჩერდა მიმზიდველ მამაკაცს.

-ჩემი სამსახური ეს არის!_ ისევ ისეთი სახით ჩაილაპარაკა და გამოსაცვლელი ოთახისკენ წავიდა.

-შენ თუ ამ სიფათებით გააგრძელე ჩემთან მუშაობა, მალე გარეთ აღმოჩნდები!_ თავისთვის დაემუქრა დოლიძის ქალიშვილი მძღოლს და სახლის კარები შეაღო.

მისაღებში დავითი და ნუნუ ისხდნენ და სათავგადასავლო კინოს უყურებდნენ. ისე იყვნენ გართულები, არცერთს შეუმჩნევია როგორ მივიდა მათთან თეას.

-ქურდი რომ შემოვიდეს სახლში და ყველაფერი გაიტანოს ვერაფერს გაიგებთ!_ უცებ დააფეთა ორივე და მათ წინ ხელებგადაჯვარედინებული დადგა.

-ქურდებს უდარაჯოს ნოდარიმ და გოგიტამ, მე და ნუნუ რა შუაში ვართ?_ მხრები აიჩეჩა დავითმა და დას გახედა.

-ნუ გაქვს გრძელი ენა შენ! დღეს რა ქენი იყავი სასწავლებელში?_ იცის პასუხი მაგრამ მისგანაც ხომ უნდა მოისმინოს და აიშალოს ნერვები.

-დამეზარა._ ვითომც არაფერი ისე ჩაილაპარაკა.

-დაგეზარა არა?! იცი მე ახლა შენ რას გიზამ?_ ძმისკენ ოდნავ გადაიხარა და გაცეცხლებული თვალები მიანათა.

-გამტყიპავ?_ გაიცინა ბიჭმა და დას თმაზე ხელი ჩამოუსვა.

-არა უარესი, მამიდაშენთან გაგამწესებ ბორჯომში!_ ჩაისისინა და ძმას ნიშნიმოგებით გაუღიმა. _ თან ისე რომ კაპიკსაც არ გაღირსებ და ვნახოთ ვისი აჯობებს!

-რა ლიანასთან თავი ხომ არაფერს მიარტყი შენ?_ ფეხზე წამოვარდა ბიჭი და დას მიეჭრა.

-ათასჯერ მაინც გაგაფრთხილე ჭკუაზე მოდი და ნუ ცერცეტობ-მეთქი, მაგრამ ვერ შეიგნე... ხოდა ახლა წახვალ იქ და მანამდე არ ჩამოხვალ სანამ ჭკუას არ ისწავლი, მეეჭვება ეგ მოხდეს საერთოდ. _ შუბლზე საჩვენებელი თითი მიუკაკუნა და ძიძას გახედა. _ ნუნუ, მაჭამე რამე თორემ ცუდად ვარ უკვე.

-თეა, შენ მაგას სერიოზულად მეუბნები?_ ხმაჩამწყდარმა ჩაილაპარაკა და დას იმედიანად გახედა.

-არასერიოზულობის მეტყობა რამე, დავით?_ ირონიულად გაუღიმა ძმას და ძიძასთან ერთად სამზარეულოში გავიდა.

გრძნობდა რომ ნუნუს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ სიტყვებს თავს ვერ უყრიდა. თვითონაც არაფერი უკითხავს, იცის რომ აუცილებლად დავითზე ეტყვის რამეს და ნერვებს მოუშლის.

-თეა, შვილო, იქნებ დაფიქრებულიყავი კიდევ, ბორჯომში რა უნდა?_ დადარდიანებულმა ჩაილაპარაკა ნუნუმ და წინ დაუჯდა.

-ღირსია, სანამ ჭკუაზე არ მოვა თბილისში ფეხს ვერ დაადგამს. კლუბებმა და გოგონებმა აურია მაგას ტვინი. ცოტახანში უარესებს გააკეთებს და მერე გამოგვიცხადებს კაცი ვარო!_ გაღიზინაებული ლაპარაკობდა თეა და მისაღებში მჯდარ ძმას აგრესიულად უყურებდა.

-შენი საქმისა შენ უკეთ იცი, მაგრამ....

-ნუნუ! მე ვთქვი და მორჩა!_ თეფში ოდნავ უკან მიწია და ფეხზე წამოდგა.

ოთახში შესვლისთანავე გაიძრო მგუდავი ტანსაცმელი და საცვლების ამარა საწოლზე დაწვა. ხელები თავქვეშ ამოიდო და გეგმის განსახორციელებლად, თავად გეგმა დასახა. არა, რას გადაეკიდა იმ კაცს, ან როდის აქეთ იზიდავს ასეთი თამაშები? თანაც როგორი მონდომებულია, საშინლად უნდა მძღოლს თავი მოაწონოს და მერე ცოტა წაემაიმუნოს. სინამდვილეში სულაც არ არის ასეთი ცუდი გოგო, უბრაოდ ახლა რაღაცა ეშმაკი შეუჩნდა და ყველაფერს ისე აკეთებინებს როგორც მას მოესურვება. ეს რომ გოგიმ გაუგოს ალბათ კისერს მოაწიწკნის... გოგი თეას ბავშვობის ერთერთი მეგობარია, მასაც ზუსტად ასე წაეთამაშა ერთი გოგო ხუთი წლის წინ და დღემდე ვერ მოიშუშა ბიჭმა ის იარები. გოგის გახსენებაზე უკან დაიხია, საშინლად არ უნდა ვიღაცამ ზუსტა ასე განიცადოს მისი დაკარგვა.
გოგის მაგალითზე რომ გაიქცა, დედამისმა მამამის ნაკლები უქნა, კაცი მთელი ცამეტი წელი დარდობდა მის წასვლას და დღესაც ვერ გამოვიდა მდგომარეობიდან, მაგრამ მათი ურთიერთობა სხვანაირი იყო. ისინი ცოლ-ქმარი იყვნენ უფლის წინაშე, თანაც ბადრის ქეთი გაგიჟებით უყვარდა. მერე როგორი მოსავლელია ეს ორი პატარა ბავშვი. რომ არა ნუნუ ალბათ ვერცერთ შვილს გაზრდიდა ისე როგორც საჭიროა. თეათი სულ ამაყობდა, ბაღშიც, სკოლაშიც და სასწავლებელშიც. ახლა სამსახურშია მისით ამაყი და რომ ჩამოვა კიდევ უფრო დააფასებს შვილს. დავითიც ძალიან უყვარს ან როგორ შეიძლება შენი სისხლი და ხორცი არ გიყვარდეს, მაგრამ მისი იმედი იმდენად არ აქვს. როცა იცი როგორი აწეწილი ცხოვრებითაც ცხოვრობს შენი შვილი ცოტა ძნელია სირთულეებთან ჭიდილი. რამდენჯერ ცადა მისი სწორ გზაზე დაყენება, მაგრამ უშედეგოდ... დღესაც აქვს იმედი რომ დავითი ერთ მშვენიერ დღეს ჭკუაზე მოვა.

საყვარელი მამის და იმ წარსულის გახსენებისას რომელიც ასე ტანჯავს, ცრემლები მოაწვა თეას, ყელში გაჩხერილი ბურთი ძლივს გადააგორა უკან და საწოლზე მოიკეცა. დედა ახსოვს, მისი თითოეული ნაკვთი, ქცევა და მიმიკა ახსოვს... თეას და დავითის მიმართ არასდროს ყოფილა ცივი,მაგრამ მაგას რა აზრი აქვს. დაკრა ფეხი და შვილები ისე მიატოვა ერთხელაც არ მოუკითხია. უამრავჯერ ცადა დედის ადგილას თავის წარმოდგენა, მაგრამ ვერ შეძლო. განა იმიტომ რომ მასზე რამით მეტია, არა! უბრალოდ შვილებს ვერ დატოვებს და იმიტომ. რადაც არ უნდა დაუჯდეს შვილებთან ერთად ყველაფერს შეძლებს. ზუსტად ამიტომ არ ესმის ქეთისი და ვერც ვერასდროს გაუგებს ალბათ.

დილით ნუნუმ გააღვიძა, ტრადიციულად ფარდები გადაუწია და ჩაბნელებული ოთახი გაანათა. ცალი თვალი გაახილა თეამ და კედელზე ჩამოკიდებულ საათს გახედა.

-ნუნუ, ამ დილაუთენია რამ გადაგრია?_ ბალიში თავზე დაიმხო და ისე კითხა.

-ადექი ჩემო შავტუხა თორემ შენი ამბავი რომ ვიცი დაგაგვიანდება და ის კაცი ცოდოა.

იმ კაცის გაგონებისას თვალები სწრაფად ჭყიტა და ფეხზე წამოხტა. გუშინდელი დემაგოგობის მიუხედავად მაინც არ აპირებს უკან დახევას... თუ ბედმა გაუღიმა და კოტე მართლაც ის აღმოჩნდა ვისაც ამდენი წელია ეძებს ხომ კარგი, თუ არადა თავის გზაზე წავიდეს.
შავი მთლიანი მუხლს ზევით კაბა ჩაიცვა, ზევიდან ძალიან უბრალო მოსასხამი მოიცვა და სამზარეულოში ჩავიდა ყავის დასალევად. მანამდე კი ფანჯრიდან გარეთ მდგარი მძღოლი დაზვერა... « ამ კაცის ხელიდან გაშვება იქნება თეა? ნახე როგორი სიმპათიური და მიმზიდველია.» ქვედა ტუჩი აკანკალებულმა მოიმწყვდია კბილებში და სიამოვნებისგან იკბინა.

-შენ იმ კაცს რაღაც ძალიან ცუდად უჟუჟუნებ თვალებს. _ დაცინა ძიძამ და ფინჯანი წინ დაუდგა.

-ღმერთო ჩემო, ნუნუ, საიდან მოგდის ეგეთი აზრები?_ შორს დაიჭირა თეამ და მძღოლს თვალი აარიდა.

-შენ მე რა უნდა გამომაპარო, თეა?_ კითხა მეგობრულად და გვერდით მიუჯდა. _ არაფერი მიქარო შენებურად თორემ მერე სანანებელი გაგიხდება ჩემო გოგო. _ საფეთქელზე აკოცა და ფეხზე წამოდგა.

-დათომ ჩაალაგა ბარგი? _ უცებ შეცვალა თემა გოგონამ.

-წავიდა უკვე... დღეს დილით შენი ნახვა უნდოდა, მაგრამ ვერ შემოვიდა... _ სევდიანი ხმით ჩაილაპარაკა ნუნუმ და ზურგი აქცია.

-წავიდა?_ იკითხა გაოცებულმა და კიბეებს გახედა. _ ისე როგორ წავიდა რომ არ დამემშვიდობა?_ ნაწყენმა ჩაილაპარაკა და მოწოლილი ბოღმა უკან გაუშვა.

-ისე ელაპარაკე გუშინ რატომ გიკვირს?_მწყრალი ტონით კითხა ნუნუმ.

-არაუშავს, ჭკუას სხვანაირად ვერ ისწავლის. _ უცებ გამოასწორა სიტუაცია და ფეხზე წამოდგა. _ საღამომდე, ძიძა. _ თავზე აკოცა ქალს და სახლიდან გავიდა.

ზურგით მდგარი მძღოლისაკენ წავიდა და უკან დაუდგა.

-დილამშვიდობისა. _ თბილად მოიკითხა და მანქანაში ჩაჯდა.

-დილამშვიდობისა. _ჩვეულებრივად უპასუხა კოტემ და თავისი ადგილი დაიკავა.

-როგორ ხარ? _ ღიმილით გადახედა მძღოლს.

-კარგად თავად?_ იგრძნო მამაკაცის ხმაში გამჯდარი ცინიზმი და არ ესიამოვნა.

-მოდი შევთანხმდეთ რომ თქვენობით ფორმას მოაშორებ ჩვენს დიალოგებს. სამი წლით ხარ ჩემზე უფროსი, მეტით კი არა. _ გაიცინა თეამ და ღვედი შეიკრა.

-როგორც გინდა. დღესაც ფირმასთან უნდა დაგელოდო?

-შენ რა გუშინ იქ იყავი მთელი დღე?_ კითხა სიცილით მამაკაცს და მისკენ გაიხედა.

-კიკნაძეებთან ეგრე ვმუშაობდი. რა იცი რა დროს დაჭირდე უფროსს და სულ პოსტზე ვარ. _ ღიმილით ჩაილაპარაკა კოტემ.

-თუ დამჭირდები დაგირეკავ, მანამდე შეგიძლია შენს საქმეებსაც მიხედო ხოლმე._ დაარიგა მძღოლი და ფანჯრიდან გაიხედა.

-ჩემი ნომერი ჩაიწერე მაშინ. _ ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და თეას გაუწოდა. ღიმილით გამოართვა ტელეფონი და თავის ტელეფონზე გადარეკა.

-კატოს ახლობელი ხარ?_ ცოტახნის დუმილის შემდეგ კითხა.

-დაახლოებით, შეხვედრაზე გავიცანით ერთმანეთი.

ვერაფერი მოიფიქრა რა შეიძლება ეკითხა მამაკაცისთვის და დადუმდა. სამსახურში მისვლისას დაემშვიდობა და კარებისკენ წავიდა. გზაში კატოც დაეწია და გვერდით ამოუდგა.

-რომ იცოდე რა ამბები გავიგე... _ სიცილით ჩაილაპარაკა მდივანმა და ლიფტში შევიდა.

-რახდება კატუს?_ ღიმილით გადახედა გოგონას და ჩანთა შეისწორა.

-კიკნაძეების ბიუჯეტი დღითიდღე რომ ეცემა იცოდი?

-რას ნიშნავს დღითიდღე ეცემა?_ გაკვირვებულმა გახედა.

-რას ნიშნავს და კოტრდებიან ჩემო თეა... ფაფუ ფულები. იმიტომაც გამოამწესეს იქიდან კოტე, თორემ რა პრობლემა იყო?

-კოტემ თქვა რომ ლელა გათხოვდა და წამოვიდა.

-კაი რა, შენ გჯერა მაგის? მერე რა რომ გათხოვდა, მეორე შვილი არ ყავთ, იმის მძღოლობაც შეეძლო, უბრალოდ ხელფას ვეღარ გადაუხდიდნენ და იმიტომ თეა.

-ეგრე სერიოზულად უჭირთ?_ წარბები შეკრა თეამ.

-სახლიც ბაბნკიში აქვთ ჩადებული...

-დასახმარებლად ჩვენთან მოვლენ და მანდ დავიღუპებით. _ ჩაიჩურჩულა თეამ. _ რომ არ დავეხმარო მამაჩემი ტყავს გამაძრობს, დავეხმარები და ის თანხა ფაქტიურად დაკარგულია.

-რა უნდა ქნა?

-არ ვიცი, ჯერ მოვიდნენ... მერე ბადრის დავურეკავ და დავეკითხები მაინც.

საღამოს მამამისმა თავად დაურეკა და აცნობა რომ კიკნაძეებს თანხით დამხარებოდა. კი გაუკვირდა მე რატომ არ მთხოვესო, მაგრამ ამაზე აღარ გადარეულა და კონტრაქტის შედგენა დაიწყო. ზუსტად ის პირობები ჩაწერა რაც ბადრიმ უკარნახა და კატოს კიკნაძეებთან გაატანა. ახლა მათი ნახვა და წუწუნის თავი არ აქვს, ისედაც გადაღლილია. ორი შეხვედრა ქონდა დღის განმავლობაში და ჯერაც ვერ ხვდება რომელის კონტრაქტს მოაწეროს ხელი. ორივე ძალიან კარგ პირობებს სთავაზობს, უბრალოდ ეჭვი იმაში ეპარება ერთი ფირმის პრზიდენტი რატომ არ დაესწრო შეხვედრას და რატომ გამოუშვა ვიცე პრეზიდენტი. ამზე ეჭვობს, მაგრამ დიალოგს რომ გადახედა ეს ფირმა ბევრად ცნობილია და შესაბამისად მათთან გაფორმებული კონტრაქტით უფრო შორს წავა. რა მხოდა ახლა პრეზიდენტი თუ არ ესწრებოდა შეხვედრას, რაც მთავარია მისი ნდობით აღჭურვილი პირი იქ იყო. გადაწყდა მათთან მოაწერს ხელს და ახალი პარტიის რეკლამასაც გადაიღებენ.
კატოს შეატყობინა რომ დღეს საღამოს მათთან დაერეკა და შეხვედრა კიდევ ერთხელ დაეთქვა რომელიმე რესტორანში.
სამსახურიდანაც ადრე წავიდა, მანამდე კი კოტეს დაურეკა და მოსვლა თხოვა.

-რაღაც გახარებული ხარ თუ მეჩვენება. _ გასვლამდე დააწია სიტყვა კახამ. მათთან ახლოს მდგარ კოტეს გახედა და ღრენით უპასუხა ხელქვეითს.

-შენ რომ კაცი დაგინახავს კარგ ხასიათზე ვეღარ იქნება. _ ჩაისისინა და მოღუშული სახით ჩაჯდა მანქანაში.

-გაწუხებს?_ დუმილი კოტემ დაარღვია და თვალებით კახას გახედა.

-არა, უბრალოდ ძალიან უაზრო ადამიანია და მღლის. _ ღიმილით ჩაილაპარაკა თეამ და ტელეფონი ამოიღო. _ გისმენ კატო.

-შევუთანხმდი და დღეს რვა საათისთვის ჩვენს რესტორანში უნდა იყო.

-ძალიან კარგი. თუ გეგმები შეიცვალა შემატყობინე. _ გახარებული დაემშვიდობა მდივანს და გზას გახედა. _ დღეს ძალიან კარგ ფირმასთან ვაფრომენ მგონი კონტრაქტს. _ თვითონაც არ იცის რატომ ალაპარაკდა კოტეს გასაგონად.

-იმედია წარმატებას მოგიტანს. _ ღიმილით გადმოულაპარაკა უფროსს.

-კავშირებით თუ ვიმსჯელებთ ზედმეტად წარმატებული კომპანიაა და ცუდი შედეგი არ უნდა მივიღოთ._ იმედიანად ჩაილაპარაკა თეამ.

კოტემ უბალოდ გაუღიმა და მანქანა სახლთან გააჩერა... სახლში გახარებული შევიდა, პირველი რაც გაკეთა მამამის დაურეკა და სეხვედრასთან დაკავშირებით რამოდენიმე რჩევა კითხა, მერე კი ნუნუსთან ერთად ყავა დალია და რესტორნისთვის ტანსაცმელი აარჩია. ძალიან გამოპრანჭვა არ უნდა, სადად გამოეწყობა და ისე წავა. ღიმილით გადმოიღო ბადრის ნაჩუქარი კაბა და ტანზე მიიზომა. მოკლეც არ არის და კლასიკურიცაა, ამიტომ ამას ჩაიცვამს შავ ფეხსაცმელებზე.
რვის ნახევრისთვის უკვე მზად იყო. ცოტა ადრე უნდა გავიდეს თორემ ქალაქში ამ დროს საშინელი საცობებია და რესტორნამდე მისვლა გაუჭირდებათ. გარეთ მდგარ მძღოლს კიდევ ერთხელ მიესალმა და თავისი ადგილი დაიკავა. კოტემ ერთხელ აათვალიერა ქალი და მანქანაში ჩაჯდა. ღიმილით გადაიწია ყურზე თმა და თავისი თავით კმაყოფილმა მძღოლს გახედა. ასე იმიტომ გამოეწყო რომ კოტეზე შთაბეჭდილება მოეხდინა, თორემ რა აზრი აქვს იმ კაცთან როგორ მივა.
ზუსტად რვა საათზე რესტორნის შესასვლელთან იდგა მათი მანქანა.

-გამოსვლას რომ დააპირებ დამირეკე და მანქანას გამოვიყვან. _ გადასძახა უფროსს.

-კარგი. _ ღიმილით გასცა პასუხი და კარებთან მდგარ პარტნიორს გახედა.

ნელი ნაბიჯებით წავიდა მისკენ და მიესალმა.

-როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივი ხართ თეა. _ ხელზე ჯელტმენურად აკოცა მამაკაცმა და წინ გაატარა.

-ძალიან დიდი მადლობა, ნიკო.

-გამიხარდა თქვენმა მდივანმა ჩვენ რომ დაგვირეკა.

-გავიკითხე და თქვენი კომპანია შედარებით მაღალანაზღაურებადია, თანაც ყველა ნდობას გიცხადებთ და რისკზე აღარ წავედი. _ ღიმილით გადაშალა მენიუ.

-გეთანხმებით, ჩვენი კომპანია ბევრად უკეთეს პირობებს გთავაზობთ. _ კიდევ ერთხელ გააპიარა ფირმა.

-კარგი, ახლა საქმეზე გადავიდეთ, ჩვენი პირობები უკვე იცით, მამაჩემსაც ვესაუბრე და არაფრის დამატება სურს. იმედი მაქვს თქვენთვის მისაღებია ის რასაც გთავაზობთ, თანხაც დამაკმაყოფილებელია. _ დინჯას ესაუბრებოდა მამაკაც თეა.

-ნამდვილად, თანხაზე გართულება არ გვაქვს... უბრალოდ ჩვენი პრეზიდენტი ამჟამად მივლინებაშია მამათქვენის მსგავსად და ალბათ უახლოეს მომავალში ვერ მოახერხებს ჩამოსვლას. იმედია ეს პრობლემაც არ შექმნის.

-არა რას ამბობთ. მთავარია ყველაფერი კანონიერად მოხდეს და თქვენს უფროსს მერეც გავიცნობ. _ გაიცინა თეამ და საბუთები გადმოალაგა. _ აი ეს არის კონტრაქტი. _ თეთრი ფურცლების ასხმა გაუწოდა მამაკაცს.

-დღეს გადავხედავ და თუ რაიმე დარღვევას აღმოვაჩენ დაგიკავშირდებით.

-რათქმაუნდა, მეც მირჩევნია უფრო კარგად გადახედოთ მერე პრობლემები რომ არ შეიქმნას. _ წითელი ღვინო მოსვლა და რესტორანს თვალი მოავლო.

-როგორც ვიცი ეს რესტორანი მამათქვენისაა. _ ღიმილით გაუსწორა თვალი ქალს.

-ცდებით, ეს რესტორანი ბიძაჩემის არის. _ შეუსწორა და მიმტანს ახედა. _ გმადობთ._ კერძი შეათვალიერა და ისევ მამაკაცს მიუბრუნდა. _ აქ იმიტომ მოგიყვანეთ რომ აქაურობას ძალიან ვარ მიჩვეული, უფრო თავისუფლად ვგრძნობ თავს. ასე რომ ვთქვათ ჩვენი კომპანიის ყველა შეხვედრა აქ იმართება.

-მეც მომწონს გარემო, ძალიან მშვიდია. _ დაეთანხმა მამაკაცი.


მამაკაცს დაემშვიდობა და კოტეს დაურეკა. შეხვედრით ძალიან კმაყოფილია, მამაკაცს საუბარზეც ემჩნევა როგორი განათლებულია... ვიცე პრეზიდენტი თუ ასეთი მონდომებული და ნასწავლია, უფროსი რაღა იქნება. ნაცნობი მანქანისაკენ წავიდა და გაბადრული სახლით მიუჯდა გვერდით მძღოლს.

-შენი სახლის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებ, შეხვედრამ კარგად ჩაიარა. _ ღიმილით გადმოხედა კოტემ ქალს.

-იმაზე უკეთ ვიდრე წარმოვიდგენდი. ძალიან განათლებული და მონდომებული მამაკაცია ჩემი პარტნიორი.

ღიმილით აუღწერა ნიკო. დაინახა როგორ არ ესიამოვნა მძროლს მისი სიტყვები და სიამოვნებით ჩაიღიმა. უკვე იცის როგორ მოიქცევა შემდეგში და როგორ გაამწარებს მძღოლს. მისი სახის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ, საშინლად არ მოეწონა მამაკაცზე ასე რომ საუბრობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ეჭვიანობს რაღაცა დოზით, რასაც თეა ბოროტულად გამოიყენებს. მამაკაცისთვის აღარცერთი სიტყვა უთქვამს, სამაგიეროდ თვალებით გაბურღა მთელი გზა. იმასაც კარგად ამჩნევდა კოტე როგორ აპარებდა მისი სავსე მკერდისკენ თვალს... მძღოლს დაემშვიდობა და სახლში ფეხსაცმელების კაკუნით შევიდა. დივანზე მოწყვეტით დაეშვა და მთელი დღის გაანალიზება დიაწყო. საერთოდ ასეთი ტრადიცია აქვს, ღამით როდესაც მისთვის ცხოვრება მორჩება, წვება და ყველაფერის გააზრებას იწყებს რაც იმ დღეს გადახდა თავს.
ყველაზე მეტს მაინც ბოლო დიალოგზე და ქცევებზე ფიქრობს, კოტეს სიმწრით დაჭიმული ძარღვები საფეთქელთან, თვალებიდან არ ამოსდის.
გვიანობამდე იჯდა ნუნუსთა ერთად და ჭორაობდა, დავითიც მოიკითხა, მაგრამ ნუნუმ მოკლედ მოუჭრა ტელეფონი გამორთული აქვსო. მამიდამისთან დარეკვა გადაწყვიტა, მაგრამ საათს რომ ახედა შეეცოდა ის საწყალი ქალი ამ შუაღამისას გასაღვიძებლად და ხვალამდე მოიცადა. არადა საშინლად ნერვიულობს დათოზე, იცის როგორი ფეთქებადი ხასიათიც აქვს თავის ძმას. მთელი ღამე იწრიალა და ვერაფრით მოისვენა, ბოლოს დათოს მძღოლს დაურეკა და მისი ამბავი გაიგო. როცა დარწმუნდა რომ ბორჯომში მშვიდად ჩავიდა და ახლაც მშვიდად არის ამოისუნთქა და ძილი შეიბრუნა.

იმ ღამეს კოტე ესიზმრა ძალიან უცნაურად და დასამახსოვრებლად. სოლიდურად იყო ჩაცმული და იმ რესტორანში იჯდა სადაც რამოდენიმე საათის წინ თეა. რაღაც შეხვედრაზე და კონტრაქტზე საუბრობდა, კარგად არ ახსოვს დიალოგის შინაარსი. კოტეს წინ კი მომღიმარი მამა დალანდა. ისე საუბრობდნენ თითქოს წლების ნაცნობობა აკავშირებდეთ.
ოფლში გაწუწულს გამოეღვიძა. მკერდთან დაცვარული ადგილი ხელისგულით გაიწმინდა და კისერი დაიზილა. წარმოდგენა არ აქვს ეს სიზმარი რას უნდა ნიშნავდეს. ან საერთოდ კოტეს რა ესაქმება მამამისთან და მის კონტრაქტებთან...
არა რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს და ამას ხვდება... მაგრამ როდის აქეთაა სიზრემბრებს რომ უჯერებს. უბრალოდ დღევანდელი დღე ჩაყვა გულში და ეს ყველაფერი მძღოლთან გააიგივა. დიდი ამაბვი ახლა ერთელ კოტე და მამამისი ერთად თუ დაესიზმრა.

დილით ტრადიციას არც ამჯერად უღალატა ნუნუმ და ადრე გააღვიძა თეა. თავიდან ისე საშინლად ეზარებოდა ფეხზე ადგომა და სამსახურში წასვლა, რომ წელი წყდება, მაგრამ მერე გაახსენდა ვინ უნდა მიიყვანოს ოფისამდე და სულ ფრენა ფრენით წამოდგა ფეხზე. არა! ეს ყველაფერი მისი მხრიდან ნორმალური არ არის, რას ნიშნავს ფრენა ფრენით? როდის აქეთ გახდა მამაკაცი მისთვის ასეთი საინტერესო, ან რატომ უხარია მასთან შეხვედრა? იქნებ უკვე გაება იმ ბადეში რომელიც თვითონ გააბა. საწოლზე მოწყვეტით დაეშვა და ნერვიულად დაისვა ხელი ყელზე. «იქნებ ჯობია მართლა გავჩერდე?!» კითხა თავის თავს და გარდერობზე მიმაგრებულ სარკეს გახედა. იქიდან დანაშაულის გრძნობით გაჟღენთილი თეა უყურებდა და ტუქსავდა... გულის სიღრმეში თავისი წამოწყება არ მოსწონდა,მაგრამ რა ქნას ვერ ჩერდება. თქვენ არ დაგმართნიათ ისეთი რამ რაც ახლა თეას, ოღონდ ცოტა სხვანაირად. იცით რომ არ შეიძლება, მაგრამ მაინც მიიწევთ მისკენ და საქმე ბოლომდე მიგყავთ, იმის მიუხედავად რომ შედეგები იცით... დოლიძემაც იცის რომ ეს ყველაფერი კარგად არ დასრულდება, მაგრამ მაინც არ ჩერდება... « მორჩა და გათავდა, აღარასდროს შემაწუხო დანაშაულის გრძნობავ, თორემ გავგიჟდები!» ჩაილაპარაკა გამწარებულმა და ფეხზე წამოდგა. გამზადებული ტანსაცმელი საწოლზე მიმოფანტა თვითონ კი სააბაზანოში შევიდა და ვანა წყლით გაავსო. « ამის დროს გაქვს თეა? სამსახურში გაგვიანდება.» ეჩურჩულებოდა ალტერეგო... იცის რომ სამსახურში აგვიანდება, მაგრამ ამ ყველაფერს გამიზნულად აკეთებს, საკუთარ თავს აჯერებს რომ კოტეს ნახვა არ უნდა. ამიტომაც აგვიანებს რომ დარწმუნდეს, სულაც არ უნდა იქ მალე ჩასვლა. ნახევარი საათი ინებივრა წყალში, მერე იკადრა და ნუნუს ყვირილზე ამოვიდა. ტანს ისე ნელა იმშრალებდა საკუთარ თავზე თვითონ მოეშალა ნერვები. თმები უკან გადაიწია და კეფაზე შეიკრა. შავი შარვალი და მუქი ლურჯი შიფონის პერანგი ჩაიცვა და სამზარეულოში ჩავიდა.

-ასე როგორ შეიძლება დაგვიანება თეა?_ გაუწყრა ნუნუ და ყავა მიაწოდა.

-კარგი რა, უფროსი მე ვარ და როცა მინდა მაშინ მივალ, თანაც პირველი შემთხვევაა... _ ღიმილით მოეფერა ძიძას და დაამშვიდა. _ ლიანას არ დაურეკია?_ იკითხა მამიდა და ფეხზე წამოდგა.

-ველაპარაკე უკვე და არ ინრევიულოთო. _ დაამშვიდა ძიძამ და გაუღიმა. _ დღეს გვიან მოხვალ?

-ვეცდები ადრე დავბრუნდე, სახლშიც მაქვს რაღაც საქმეები. მოხდა რამე?

-საღამოს ნათელასთან უნდა გადავიდე, ვერ არის კარგად და თუ არ დაგხვდი სახლში არ ინერვიულო.

-რა სჭირს ნათელა დეიდას?_ კითხა შეწუხებულმა და უკან მობრუნდა.

-დაბერდა შვილო, წნევები აქვს. _ ჩაილაპარაკა დადარდიანებულმა.

-შენ მაგაზე არ ინერვიულო, ძლიერი ქალია და ამასაც გაუძლებს. მომიკითხე დიდი სიყვარულით. _ ხმაურით აკოცა ლოყაზე ძიძას და სახლიდან გავიდა.

როგორც ყოველთვის კოტე ახლაც პუნქტუალურია, თან ძალიან კარგად გამოიყურება. ღიმილით გაუღო მანქანის წინა კარები უფროსს.

-დილამშვიდობისა. _ ამჯერად თვითონ დაასწრო.

-დილამშვიდობისა, როგორ ხარ?_ კითხა სიცილნარევი ხმით და მანქანაში ჩახტა.

-ძალიან კარგად. _ მოკლედ მოუჭირა და მანქანას შემოუარა. _ შენ როგორ ხარ?

-გმადლობ მეც კარგად.

სამსახურამდე კიდებ ბევრ უმნიშვნელო თემაზე მოასწრეს საუბარი. თეა ატყობდა მამაკაცი როგორი სიტყვაძუნწია, მაგრამ მაინც არ აჩუმდებდა ენას. შეეძლებისდაგვარად შეეცადა მისი ერთი მხარე მაინც ამოეცნო და მგონი მოახერხა კიდევაც, მაგრამ მამაკაცმა თუ ასე გააგრძელა ბოლომდე მარტო თეას აქტიურობა არ ივარგებს. განა რამდენზე უნდა ჩაიხსნას ეს დეკოლტე მისი ყურადღება რომ მიიქციოს, შიშველი ხომ არ ჩაუხტება მანქანაში იმ კაცს. რამე სხვა უნდა მოიფიქროს, ხომ ხედავს ვიზვალით ვერ მოხიბლა დიდად, ამიტომ ცოტა სულიერადაც უნდა შეეხოს.
ირონიული ღიმილით შეაღო კაბინეტის კარები და ჩანთა მაგიდაზე ისროლა.

-რა ხდება თეა, რაღაც კარგ ხასიათზე ხარ. _ სიცილით შემოვარდა ტატა ოთახში, მეგობრის დანახვით გახარებულმა ტაში შემოკრა და მისკენ სწრაფი ნაბიჯებით წავიდა.

-ვაიმე, ჩემი ტატა! როგორ ხარ?_ ლოყები დაუკოცნა და წრეზე დაატრიალა მეგობარი.

-შენგან დავიწყებული. _ სიცილით ჩაილაპარაკა გოგონამ და მეგობარს ლოყები გაუწელა.

-დანარჩენები სად არიან?_ იკითხა აჟიტირებულმა.

-გოგი, გარეთ კატოს ეარშიყება, თინა და ლაზარე მანქანაში გველოდებიან... _ დაამთავრა თუ არა წინადადება კარებში გოგი გამოჩნდა, ბიჭისკენ გაიწია თეა და ხელები მაგრად მოხვია მხრებზე.

-როგორ მომენატრეთ თქვე საძაგლებო._ ჩაიჩურჩულა თბილად და ორივე ერთად ჩაიხუტა. _ ამის მერე ჩემს გარეშე აღარსად გაგიშვებთ. _ კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა და თითი დაუქნია მოცინარ წყვილს.

-არც ჩვენ წავალთ შენს გარეშე. _ლოყაზე აკოცა გოგიმ და კუთხეში მდგარ დივანზე გაწვა. _ როდის გადადიხარ აქედან?_ კაბინეტს თვალი მოავლო ბიჭმა.

-დამთავრდება ჩემთან რემონტი და გადავალ.... ადექი ახლა წამოდი ბავშვებიც ვნახო. _ ხელი კრა ტატას და ოთახიდან გააგდო.

>>>

სამსახურთან ახლომდებარე კაფეში დასხდნენ და ერთმანეთის გარეშე გადამხდარ ამბებს ყვებოდნენ. ორი კვირით პირვლად გაუშვა ბავშვები მარტო და საშინელ მონატრებას გრძნობს. ყველას სათითაოთ ეკითხებოდა ყველაფერს. იმდენი ალაპარაკა ოთხივე დაღალა. მერე ბიჭები სამსახურში წავიდნენ და გოგონებთან ერთად დარჩა მარტო. დიდხანს ფიქრობდა თავისი გეგმის შესახებ ეთქვა თუ არა მათთვის, ბოლოს მაინც ვერ მოითმინდა და ყველაფერი დეტალურად უამბო.

-თეა გაგიჟდი? რა თამაში ამხელა გოგოს თავში ტვინი სულ არ გაქვს?_ გაბრაზებულმა დაუქაჩა თვალები ტატამ.

-კარგი რა, რომ განახა როგორი სიმპათიურია ეგრე აღარ იჭიკჭიკებდი. _ თავის დაძვრენა ცადა დოლიძემ.

-ეგ რა შუაშია საერთოდ? ხვდები მაინც რას აკეთებ? დაგავიწყდა გოგის რა გაუკეთა იმ გოგომ?_ საუბარში ჩაერთი თინა.

-არ დამვიწყებია... მე არ ვაპირებ კოტეს ეგრე მოვექცე, უბრალოდ ცოტას წავემაიმუნები. _ ცადა მეგობრების აყოლიება.

-შენ ფრთხილად ქენი, წამაიმუნებული ბოლოს შენ არ დარჩე!_ სიცილნარევი გაბრაზებით ჩაილაპარაკა ტატამ და ფანჯარაში გაიხედა.


მთელი დღე მეგობრის სიტყვებზე ფიქრობდა. იქნებ ტატა მართალია და ჯობია შეწყვიტოს. « კარგი რა თეა, მერამენედ იმეორებ მაგას უკვე» გაუწყრა საკუთარ თავს. « თავს კი არ შევაყვარებ, ცოტას წავეთამაშები და ეგ არის.» სარკეში იყურებოდა და თავის თავს ელაპარაკებოდა
ყველაზე მეტად რაც არ სიამოვნებს საკუთარი თავის გამოჭერაა, კოტეზე ფიქრებში... დღის განმავლობაში რამდენჯერ დაფიქრდა იმ სიზმარზე ვერ დათვლის, მერე ლოგიკურია კოტეზეც ფიქრობს და ასე შემოაბნელდა. კატოსთან ერთად ჩავიდა დაბლა და ნაცნობი მანქანისკენ ანერვიულებული წავიდა. რა საძაგელი გოგონები არიან, როგორ დააშინეს ეს საცოდავი გოგო. მგონი უკანდახევაზეც კი ფიქრობს უკვე. ნერვიულად გამოაღო მანქანის კარები და კოტეს გვერდით მიუჯდა. მთელი გზა გასუსული იჯდა და ფიქრობდა.

-თეა კარგად ხარ?_ მზრუნველი ტონით კითხა კოტემ.

-კი... კი.. კარგად ვარ. _ დაბნეულმა ამოილუღლუღა და მამაკაცს თვალი გაუსწორა. _ უბრალოდ ჩავფიქრდი. _ გაამართლა თავისი საქციელი და საქარე მინას საფეთქელი მიადო.


>>>

სახლში შესვლამდე დაცვა მოინახულა და რამოდენიმე საკითხი გაარკვია. საოცრად მარტოსულად იგრძნო თავი ნუნუ რომ არ დახვდა. მერე დავითიც მოენატრა და მის ოთახში შეუძურწა. იქნებ იჩქარა თავისი ძმა ბორჯომში რომ გაუშვა... ასე მასთან ურთიერთობა რომ უარესად გაუფუჭდეს ალბათ საკუთარ თავს ვერადროს აპატიებს...მაგრამ ყველაფერს ხომ მისთვის აკეთებს, აბა თეას რაში სჭირდება დათოს სახლიდან წასვლა. იქნებ იქ მაინც მოეგოს გონს და სწავლას მიხედოს, თორემ როდემდე უნდა გავიდეს ბადრის ფულებით.
დათოს ოთახიდან მისაღებში გავიდა და დივანზე წამოწვა.


-თეა გაიღვიძე. სად ჩაგძინებია ჩემი საბრალო გოგო. _ ნუნუს ხმამ გამოაფხიზლა, დაფეთებულმა გაახილა თვალები და ოთახი მოათვალიერა. _ მე თუ სახლში არ ვარ, შენს თავს აღარ გავხარ ხოლმე!_ გაუბრაზდა ძიძა და წამოდგომაში მოეხმარა.

ატკიებულ წელზე ხელი დაისვა და სახე დამანჭა, თან ცდილობდა ნუნუსთან არაფერი შეემჩნია თორემ დილის ლექციები გარანტირებული აქვს. თვალებით საათი მოძებნა და ისრებს დააკვირდა.
დღეს ისე ტკივა თავი სამსახურში წამსვლელი ეს არ არის, ავა ოთახში და ცოტას კიდევ გამოიძინებს. მერე თუ მოუნდება ადგება და წავა, რომელი ახლა ამასაც უფროსი ყავს და სამსახურიდან გამოაგდებენ. პირველი რაც გააკეთა კატოს დაურეკა და შეუთანხმდა რომ დღეს ყველა შეხვედრა გააუქმოს.

-ძიძა, კოტეს უთხარი რომ დღეს სამსახურში არ მივდივარ და საღამომდე თავისუფალია. _ გასძახა ნუნუს და კიბეები კნავილით აიარა. _ ვაი წელი. _ ხერხემალზე ხელი მტკივანედ დაისვა და ოთახის კარები შეაღო.

შუადღემდე გაგუდულს ეძინა, არც სიზმრები დახვევია თავს და არც რაიმე სხვა. დილის მშვიდ ძილზე გიჟდება, საწოლში თავს ყველაზე კომფორტულად ამ დროს გრძნობს. ჩაფუმფულებულ გადასაფარებელს ცხივრამდე აიტანს და შიგნით დამთბარი ჰაერით იწყებს სუნთქვას. დღესაც ასე მოხდა, შუადღეს გამოეღვიძა ისიც ტელეფონის ზარმა დაუფრთხო ძილი. მეორე მხარეს დაგდებულ ჩანთას გადაწვდა და იქიდან მომღერალი აპარატი ამოიღო.

-თეაკო, შენს სამსახურთან ვარ ჩამო. _ მოესმა ლაზარეს მხიარული ხმა.

-ლაზო, არ ვარ მე სამსახურში. ჩემთან მოდით სახლში. _ თვალების სრესვით გასცა პასუხი მეგობარს.

-არ არის ბადრი და გულაობ არა?_ სიცილით კითხა მეგობარმა და ტელეფონი გაუთიშა.

ძლივს გამოფხიზლებული ბანცალით წამოდგა ფეხზე და ოთახიდან გავიდა. ერთადერთი რაც შუადღემდე ძილში არ მოსწონს, გამოფხიზლებულს თავბრუ რომ ეხვევა ეგ არის. დანარჩენი ყველაფერი კარგადაა, ხასიათის შესანიშნავი აქვს. დივანზე წამოწოლილ ძიძად დახედა და როცა დარწმუნდა რომ არ ეძინა შუბლზე აკოცა. ნუნუმ ღიმილით გაახილა თვალები და აწითლებულ ლოყებზე მოეფერა თეას.
ეზოდან შემოსულმა ხმაურმა ორივე დააფრთხო. თავიდან ეგონა, რომ მეგობრები მოვიდნენ მაგრამ ხმები რომ არ ეცნო ფანჯარასთან გაკვირვებული სახით მივიდა. რამოდენიმე არხის ჟურნალისტმა ერთდროულად მოჭრა თვალი. გაოცებული წავიდა შემოსასვლელისკენ და კარები ოდნავ გამოაღო.

-რახდება გოჩა?_ კითხა დაცვის ერთ-ერთ წევრს და ხალათი შეისწორა.

-წარმოდგენა არ მაქვს თეა. _ მხრები აიჩეჩა მამაკაცმა და ჭიშკრისკენ წავიდა. _ შედი შენ და დავაწყნარებ მე აქაურობას. _ მოუტრიალდა უფროსს...

-გამაგებინე რა ხდება მერე. _ კარები მიხურა და მის უკან მდგარ ძიძას გახედა. _ წარმოდგენა არ მაქვს რახდება. _ მხრები აიჩეჩა და ფარდიდან ოდნავ გაიჭყიტა.

-რატომ არ ისვენებენ, რას გადაეკიდნენ ამ მამაშენს. _ გაცოფებულმა ჩაილაპარაკა ქალმა და სამზარეულოში შევიდა.

-მე მივეჩვიე უკვე ასეთ აჟიოტაჟს... _ გაიცინა თეამ და სამზარეულოს ფანჯრებს ჟალუზები ჩამოაფარა. _ მიდი ახლა შენ ყავა გამიმზადე, მანამდე მე მოვწესრიგდები, ცოტახანში ბავშვები მოვლენ... აუ ბავშვები!_ თავში ხელი შემოირტყა და ტელეფონის აპარატისკენ წავიდა. რამოდენიმე ზარის შემდეგ ძლივს უპასუხა ტატამ.

-შენთან ვრეკავდი ახლა... ჟურნალისტები დაგვხვდნენ და აღარ შემოვედით, საღამოს ჩვენს ბარში ვიქნებით და იქ გნახავთ. _ ერთიანად დაამშვიდა ტატას სიტყვებმა.

-რა კარგები ხართ. _ ღიმილით ჩაილაპარაკა და ტელეფონი გათიშა.

საღამომდე ძლივს მოიშორეს ჟურნალისტები, როგორც ჩანს ახალი კონტრაქტის შესახებ გაუგიათ და ოჯახს ესტუმრნენ. არა, ჯერ კონტრაქტზე ხელიც კი არ აქვთ მოწერილი და ასე როგორ გაჟონა ამ ამბავმა. როგორც ჩანს იმ კომპანიის უფროსი ძალიან გავლენიანი და ცნობილი პიროვნებაა... მაგრამ თეამ მის შესახებ არაფერი იცის, სამაგიეროდ ბადრი ახასიათებს ისე რომ უკვე მოსწონს ის პიროვნება. საღამოს დათქმულ დროს მოვიდა კოტე, მანქანაში ჩაჯდა და მამაკაცს გაუღიმა.

-წეღან გოჩამ მითხრა რა ამბებიც ყოფილა აქ. _ გაიცინა მამაკაცმა და მანქანა დაქოქა.

-საიდა ისრუტავენ ამდენ ინფორმაციას წარმოდგენა არ მაქვს. _ სიცილში აყვა თეაც.

-მათი პროფესია ეგ არის. სად მივდივართ აბა?_ კითხა უფროსს და მიუტრიალდა.

-ჩემს სამსახურთან ახლოს რომ ბარია იქ.

-მაგ ბარში გელოდები ხოლმე. _ გადმოხედა მამაკაცმა.

-მაინც არ იშლი შენსას არა?!_ სიცილით კითხა და თვალები ააფახუნა.

-მირჩევნია ახლოს ვიყო, ლოდინი რომ არ მოგიწიოს ხოლმე. _ დაუკონკრეტა რაშიც იყო საქმე და მანქანა შუქნიშანთან გააჩერა.

-შენამდე სამი მძღოლი მყავდა, ვერცერთს ვუგებდი... _ აკისკისდა თეა. _ შენ პირველი ხარ რომელთანაც ვსაუბრობ.

-იმიტომაც ვარ მეოთხე.

-იმედია ბოლოც!

-იმედია. _ ხმადაბლა ჩაილაპარაკა კაცმა.

-შენ არ შემოხვალ? ჩემს მეგობრებს გაგაცნობ._ როგორც კი ბარს მიუახლოვდნენ შესთავაზა თეამ.

-არა მირჩევნია აქ დაგელოდო. _ იუარა მამაკაცმა.

-ძალიან რომ გთხოვო?_ ოდნავ გამოიწია ყელი გოგონამ და თვალები დახარა.

-მაშინ დაგთანხმდები. _ გაუღიმა მამაკაცმა და მასთან ერთად დატოვა მანქანა.

ბარში შესვლისთანავე დაიჭირა რამოდენიმე უცნობის მზერა, რომელბიც დაჟინებით მიჩერებოდნენ კოტეს. თავიდან ეგონა მე მიცნეს ალბათო, მაგრამ მამაკაცისკენ გამოპარებული მდედრობითი სქესის თვალები სიმართლეს ფარდას ხდიდნენ. ცოტა არ იყოს არ ესიამოვნა ასეთი სიტუაცია, მგონი იეჭვიანა კიდევაც მის სამიზნეს ასე ხარბად რომ ათვალიერებენ. თავისი მეგობრები მოძენბა თვალებით და კოტესთან ერთად მათკენ წავიდა. ტატა და თინა უთქმელად მიხვდნენ ყველაფერს, და თვალების ბრიალით დატუქსეს მეგობარი. ბიჭებს ადვილად გაუგო, კოტემ რამოდენიმე ისეთ თემაზეც ისაუბრეს გოგონები გაგებაში რომ არ იყვნენ.

-თეა, რის მიღწევას ცდილობ?_ კითხა საპირფარეშოში ყოფნისას ტატამ.

-არაფრის, მგონი მართლა მომწონს კოტე. _ ქვედა ტუჩი კბილებში მოიყოლა და დამნაშავესავით აეკრო კედელზე.

-ხედავ?! ჯობია მალე დაასრულო ეგ შენი წამოწყება თორემ შორს შეტოპავ და ხომ იცი გეტკინება მერე. _ კიდევ ერთხელ ცადა მისი დარიგება მეგობარმა.

-მეტკინება არა ის... ისე ნუ მელაპარაკები თითქოს კოტეზე უგონოდ ვიყო შეყვარებული. _ დაცინასავით მეგობარს და მაკიაჟი შეისწორა.

-შენ ხომ არ გავიწყდება ვისთან თამაშობ? რომ ვხედავ ნერწყვებს მე ვყალაპავ და წარმოიდგინე მაგის გვერდით რომ იქნები სულ... _ გაიცინა თინამ და მეგობარს მხარი გაკრა. _ ისე დაფიქრდი სერიოზულად, არ არის ურიგო კაცი...

-კარგი რა, მძღოლია!_ იუკადრისა უცებ.

-როდის აქეთ აფასებ ხალხს ფენის მიხედვით?_ შუბლი შეკრა ტატამ.

-მოიცა რა, აფასებს კი არა ამ არგუმენტით ცდილობს საკუთარი თავი დააჯეროს რაღაცაში. _ მის დაცინვას აგრძელებდა თინა.

-რას გულისხმობ?_ შესინებულმა კითხა, მიხვდა რომ მეგობარი მიუხვდა ჩანაფიქრს.

-რას და ეგ ჩვენი კოტე, მაგრად მოგწონს!_ გულზე მიუკაკუნა თითი ტატამ.

-მერე რა ეგ იმას არ ნიშნავს რომ მიყვარს, ან სერიოზულად ვფიქრობ მასზე. _ კვლავ შორს დაიჭირა თეამ თავი.

-დღეს არა, მაგრამ ხვალ და ზეგ რა იცი რახდება. _ ჩანთა მხარზე გადაიკიდა თინამ და საპირფარეში ტატასთან ერთად დატოვა.

საკუთარი თავი სარკეში შეათვალიერა და უფრო ღრმად დაფიქრდა. იქნებ მართლები არიან და თეას კოტე უკვე მოსწონს... მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მასზე სერიოზულად ფიქრობს, უბრალოდ როგორ ც სიმპათიური მამაკაცი ისე აღიქვამს მას. ასე მალე როგორ შეიძლება ვინმეზე წარმოდგენა შეგექმნას, თანაც ისეთი რომ გამუდმებით მასზე ფიქრობდე. თეა კი კოტეზე სულაც არ ფიქრობს, ათაში ერთხელ თუ მოუვლის რაღაც, ისიც მაშინ გეგმა რომ ახსენდება. არა! გოგონები რაღაცა სისულელეებს ლაპარაკობენ, თვითონაც რომ არ იციან ისეთს.

კოტეს გვერდით მოკალათდა და მეგობრებთან ერთად საუბარი განაგრძო... წამოსვლისას კოტემ სამეგობრო შეუქო. სანამ მანქანაში ჩაჯდებოდა ტელეფონზე ნაცნობი ნომერი დააფიქსირა. მოებზრებული ღიმილით უპასუხა ტელეფონს და მანქანაში ჩაჯდა.

-გისმენთ.

-თეა როგორ ხარ?_ მოესმა მამაკაცის ნაცნობი ხმა.

-კარგად, ზვიად შენ?

-მეც არამიშავს. რაზე გირეკავ ახლა, შენი ნახვა მინდა ამ დღეებში და გცალია?

ისე ესაუბრება თითქოს ორი წლის წინ თვითონ არ დაასრულა ურთიერთობა თეასთან. გაკვირვებულმა გაწია ტელეფონი ოდნავ უკან და ისე მიაჩერდა თითქოს ზვიადის უყურებსო.

-რა გინდა?_ კითხა გაღიზიანებულმა.

-ისევ ისეთი ავაზა ხარ. რა უნდა მინდოდეს, შენი კარგად ყოფნა და ნახვა. _ სიცილით ალაპარაკადა მამაკაცი.

მისი ხმაც კი აღიზიანებს დოლიძეს, როგორ ვერ იტანს ამ არადამიანურად გამაღიზიანებელ პიროვნებას. ან საერთოდ როგორ ქონდა მასთან ურთიერთობა, სად ქონდა თვალები...

-არ მცალია!_ მოუჭრა მოკლედ და ტელეფონი გათიშა.

ცოტახნით დუმილი გამეფდა მანქანის სალონში. თეა იმ წლებზე ფიქრობდა ზვიადთან ერთად რომ გაატარა და საკუთარ თავს გულში ლანძღავდა. ერთი ნორმალური მოგონება მაინც რომ ქონდეს მასთან დაკავშირებით ხმას არ ამოიღებს, მაგრამ რომ არ აქვს. ისეთი უაზრო იყო ზვიადი იმ წლებში ვერაფერი დაიმახსოვრა, ყავის სმის მეტი... მაშინ ბავშვი იყო და წარმოდგენა არ ქონდა რას ნიშნავს როცა გიყვარს, ან როგორ შეიძლება მათ ურთიერთობას სიყვარული დავარქვათ.. როცა ამ გრძნობის შესახებ არცერთმა არაფერი იცოდა. ზვიადი ფულზე შეყვარებული თინეიჯერი იყო, თეა დაბნეული სტუდენტი და ასე აღმოჩნდნენ ერთად.

-ბავშვობის თაყვანისმცემელი, რომელზე ფიქრებმაც გაგიტაცა. _ კოტეს ხმამ გამოაფხიზლა. ღიმილით გადახედა მამაკაცს და თმები შეისწორა.

-რომ მახსენდება მეცინება. _ ტუჩები ოდნავ დააშორა ერთმანეთს გოგონამ.

-რატომ? _ გაკვირვებულმა კითხა და გზას გახედა.

-უამრავი მიზეზი მაქვს ამისთვის. ძალიან პატარა ვიყავი და ზოგი რამ არ მესმოდა. _ აუხსნა რაშიც იყო საქმე. _ შენ არ გყავს ბავშვობის სიყვარული? _ კითხა მისთვის საინტერესო და დადუმდა.

-როგორც ყველა თინეიჯერს მეც მყავდა შეყვარებული ადრეულ ასაკში.

-როგორი შეყვარებული იყავი?_ ინტერესით კითხა თეამ.

-ძალიან ყურადღებიანი და ცოტა ეჭვიანი... ნუ მაშინ მეგონა რომ ეს ეჭვიანობა კარგი ტონი იყო ჩემი მხრიდან, მერე წამოვიზარდე და მივხვდი რომ ასეთ უაზრობებზე არ ღირს. _ სერიოზული სახით საუბრობდა კოტე.

-ახლა? ახლა რახდება შენთან?_ შეპარვით კითხა ქალმა.

-ახლა ვცდილობ ჩემი ცხოვრება დავალაგო და მომავლისთვის მოვიწყო. _ ღიმილით გადახედა ქალს. _ შენსკენ რახდება?

-მე მომწონს ერთი მამაკაცი. _ ეშმაკური თვალებით გახედა მის გვერდით მჯდომს.

-ეგ ძალიან კარგია, მერე მას მოსწონხარ? _ კითხა ღიმილით და თავი მისკენ მიატრიალა.

-არ ვიცი, ალბათ მოვწონვარ... _ ოდნავ ჩამქრალი ხმით ჩაილაპარაკა თეამ და თავი ფანჯრისკენ მიატრიალა.

-რატომ ასე სევდიანად?_ ცინიკურად კითხა კოტემ.

-სულაც არ ვარ სევდიანი, უბრალოდ წარმოვიდგინე რომ მოვწონდე როგორი იქნებოდა ჩვენი ურთიერთობა. _ ხმა გაიმკაცრა თეამ.

-და როგორი იქნებოდა?_ კითხვების დასმას განაგრძობდა კოტე.

-არ ვიცი, არ დამაცადე ფიქრი. _ გაიცინა თეამ და მამაკაცს გახედა. _ ისე რა კარგი მოსაუბრე ხარ. თავიდან მეგონა მუდო იყავი.

-მოსაუბრეს გააჩნია. _ ვნებიანი თვალებით გახედა ქალს და მანქანა სახლთან გააჩერა. _ ხვალამდე. _ დაემშვიდობა და გამოსაცლელი ოთახისკენ წავიდა.

-ხვალამდე. _ თავისთვის ჩაიჩურჩულა თეამ და სახლის კარები შეაღო.

მთელი ღამე თინეიჯერი კოტე ედგა თვალწინ და სულელივით იღიმოდა. ყველაფერთან ერთად ისიც კი წარმოიდგინა როგორი შეყვარებულები იქნებოდნენ რამოდენიმე წლის წინ. ცუდია როცა ადამიანს კარგად არ იცნობ. ახლა კოტეს რომ იცნობდეს, ხომ შეძლებდა ზუსტად ამოეცნო მისი პიროვნება სამი წლის წინ. «ნეტავ როგორია ეჭვიანი კოტე?» კითხვა დაუსვა საკუთარ თავს და პასუხის მოლოდინში გაიტრუნა. «ძარღვეებ დაბერილი.» გაიხსენა ორი დღის წინანდელი დიალოგი და სიამოვნების ღიმილმა გაუპო ბაგეები.

დილით ნუნუს დაასწრო და საწოლიდან გახარებული წამოდგა. გუშინ რაკარგად აეწყო მათი დილოგი და ახლა უკან დახევა იქნება? ლამაზად ჩაიცვა და კიბეები ჩაირბინა, ნუნუს მისაღებიდანვე დაემშვიდობა და სახლიდან გავარდა. გარეთ მარტო მანქანა დახვდა, საათს დახედა და როცა მიხვდა რომ ათი წუთით ადრე გამოვიდა სახლში შეტრიალება დააპირა ზურგს უკან ნაცნობი ხმა რომ მოესმა.

-დღეს რა ადრე გამოსულხარ.

-მინდა ცოტა ადრე მივიდე სამსახურში, გუშინ არ ვიყავი და.. _ თავი იმართლა თეამ და მანქანისკენ წავიდა.

კოტეც ნელი ნაბიჯებით მიყვა უკან და მძღოლის ადგილი დაიკავა თან თვალს თეასკენ აპარებდა. მამაკაცის მზერა მთელი ამ ხნის განმავლობაში რამოდენიმეჯერ დაიჭირა და გულში იზეიმა კიდევაც.

-დღეს საღამოს ჩვეულებრივ დროს.

ღიმილით გადავიდა მანქანიდან და შესასვლელისკენ რაც შეეძლო ნელი ნაბიჯებით წავიდა. თვითონ კი იცის საღამომდე კოტეს ნახვას ერთხელაც რომ მოასწრებს, მაგრამ... ეშმაკური ღიმილით შევიდა ლიფტში და თავი მარტო რომ დაიგულა თამამად გაღიმება შეძლო. როგორც კოტე ამბობს ზუსტად იმ ბარში ზის ხოლმე სადაც თეა დადის, ხოდა ესეც ამ შანს გამოიყენებს და შესვენებაზე მიაკითხავს. თან იქ შესანიშნავ სენდვიჩებს ამზადებენ და მიზეზიც ექნება. საღამომდე ყველაფერს არეულად აკეთებდა, თვითონაც არ იცის რა არის მიზეზი. არაფერზე ფიქრობს, საერთოდ არაფერზე, მაგრამ კონცენტრაციას საქმეზე მაინც ვერ ახდენს. ადრე წასვლაც არ უნდა, ეშინია კოტე რამეს არ მიუხვდეს და არ გაებას... ამიტომ შესვენებამდე დრო წვალებით გაყავს. კატოსგანაც კი მიიღო ერთი შენიშვნა, უყურადღებომ სულ სხვა საბუთებს მოაწერა ხელი, კიდევ კარგი მდივანმა დარღვევა აღმოაჩინა თორემ დაიღუპებოდა.
რამე საინტერესო უნდა მოიფიქროს რომ კოტესც გააქტიუროს, აბა ასე წვრილმან თემებზე როდემდე ისაუბრებენ. იქნებ ჯობია გამოუტყდეს რომ მოსწონს, მერე ყველაფერი ძალიან ადვილად მისაღწევი იქნება... მაგრამ არა! ჯერ ძალიან ადრეა ამაზე სასაუბროდ, კოტე არ დაიჯერებს და თეასაც გეგმები ჩაეშლება. ჯობია ცოტახანს მოიცადოს, ადროოს მამაკაცს იქნებ ის დგავს პირველ ნაბიჯს, აჩარება ამ საქმეში არ გამოადგება.
დივანზე მიგდებული ჩანთა მხარზე გაიდაიკდა და ნაცნობი ბარისკენ წავიდა... მანქანების სადგომზე თავის შავ მანქანას რომ მოკრა თვალი იმედიანად შევიდა ბარში და გაოცებულმა წარბები მაღლა აწია. ბატონი მძროლი არსად ჩანს... რამოდენიმეჯერ მოათვალიერა მთლიანი შენობა, იქნებ მე მეშლება რამეო... მიმტანთანაც აპირებდა კითხვას, მაგრამ არ ჩათვალა საჭიროდ მას ცოდნოდა კოტეს შესახებ რამე და ცარიელ მაგიდასთან განცალკევებით დაჯდა.
საერთოდ თეას წინათგძნობა კარგი აქვს, ყველაფერს გრძნობს რაც მის გარშემო შეიძლება მოხდეს. ახლაც გული საშინლად ცუდად უცემს, ეჭვებიც კი ღრღნის... რაში დაჭირდებოდა კოტეს მისი მოტყუება, შეიძლება საქმე გამოუჩნდა და გავიდა. თვითონ არ უთხრა დღის განმავლობაში რაც გინდა აკეთეო, ხოდა ახლა დაწყნარდეს და მიირთვას ეს გემრიელი სენდვიჩი. წარბებზე ტუჩებგაბუშტულმა გადაისვა თითები და ფანჯრიდან გაიხედა.
თვალებდაჭყეტილი უყურებდა ახალთახალი მანქანიდან გადმოსულ კოტეს, რომელიც ძალიან ნაცნობ სახეს ესაუბრებოდა მაგრამ ვერაფრით გაიხსენა სად ყავდა ეს მამაკაცი ნანახი. ერთიანად მოაწვა ეჭვების ტალღა და სუნთქვა შეუკრა. სასწრაფოდ დაავლო თავის ჩანთას ხელი და ბარი დატოვა. რამოდენიმე მეტრით დაშორდა თუ არა იქაურობას გაჩერდა და მოსაუბრე მამაკაცებს გახედა. კოტე გამწარებული უხსნიდა პარტნიორს რაღაცას, არ გამოპარვია მისი დაჭიმული სახის ნაკვთები. ე.ი. მამაკაცი რაღაცაზე სერიოზულად ცხარობს...
თუ მანქანით და მისი პატრონით ვიმსჯელებთ, ის კაცი ძალიან შეძლებული პიროვნებაა... მაგრამ მასთან კოტეს რა ესაქმება, თანაც აქ მოდიან და საუბრობენ. « თეა, რა გჭირს? არ შეიძლება მასაც ყავდეს ფულიანი მეგობარი?» კითხვა დაუსვა თავის თავს და პასუხს ისევ დაელოდა. « შეიძლება, მაგრამ ეს ყველაფერი არ მომწონს!» ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და ოფისისკენ წავიდა.


სანამ სამსახურის საათები დაასრულა ათასჯერ მაინც დაფიქრდა საიდან ეცნობა ის მამაკაცი, იქნებ რომელიმე შეხვედრაზე ნახა, ან ტელევიზორში... შეუძელბელი არაფერია, მაგრამ რატომ არ მოსწონს ეგ პიროვნება ვერ გაიგო. როგორც კი მასზე ფიქრს იწყებს გულში უსიამოვნოდ კრავს რაღაც. თან ეს კოტეც როგორ საეჭვოდ იქცეოდა, ის ესაუბებოდა იმ კაცს თითქოს მისი ფენის იყოს. ან იმ კაცმა როგორ დაუშვა და ამდენი გაბედინა უბრალო მძღოლს. « კარგი თეა, მორჩი ფიქრს თორემ ასე შენ გაგიჟდები. შეხედე საქმე თავზესაყრელად გაქვს.» აგულიანებდა თავის თავს.
გამოუვიდა კიდევაც, საღამომდე აღარცერთი გახსენებია ისე ჩაძვრა საქმეში, მარტო კატოს ესაუბრებოდა ისიც საქმესთან დაკავშირებით.

-თეა, ნიკოა მოსული კონტრაქტი მოიტანა ხელი გაქვს მოსაწერი. _ კაბინეტში თავი შემოყო კატომ.

-სულ გადამავიწყდა, შემოუშვი. _ კალამი მაგიდაზე დადო და აწეწილი თმები ყურს უკან გადაიწია.

-საღამომშვიდობისა. _ კარებში მხარბეჭიანი მამაკაცი გამოჩნდა მიმზიდველი ღიმილით. თეა ფეხზე წამოდგა და ხელი გაუწოდა მისკენ მომავალ მამაკაცს.

-საღამომშვიდობისა, როგორ ხარ?_ ძალიან თბილად მოიკითხა მომავალი პარტნიორი და სავარძელში მოთავსდა. _ ყავა თუ ჩაი?

-ყავა იყოს. _ ღიმილით გასცა პასუხი მამაკაცმა და კაბინეტი გაკვირვებულმა შეათვალიერა. თეამ კატოს ორი ყავა თხოვა და მამაკაცის მზერაზე აკისკისდა.

-ჩემს კაბინეტში რემონტია და დროებით აქ ვარ._ აუხსნა სიტვაცია და თითები მაგიდაზე აათამაშა.

-გასაგებია. კონტრაქტის პირობებს გადავხედე და აფსოლიტურად ყველაფერი ისეა როგორც ჩვენ გვაწყობს. _ სიცილნარეი ხმით ჩაილაპარაკა და საბუთები თეას გაუწოდა.

-ძალიან კარგი, ე.ი. ჩვენი ხელისმოწერაღა აკლია. _ გაიცინა თეამ და შავი კალამი მოიმარჯვა. _ ნიკო, თქვენი კომპანიის ბიოუჯეტის მართველს რა ქვია შეამხსენე?_ ეჭვიანი ხმით კითხა და მამაკაცს ცალი თვალით გახედა.

-ოლეგ აფციაური. მოხდა რამე თეა?

-არა არაფერი, ჩემი ერთერთი თანამშრომელი მესაუბრებოდა დღეს მასზე და დავრწმუნდი რომ ის არის. _ დაიძვრინა თავი და მამაკაცს კალამი გაუწოდა.


არავინაც არ ესაუბრებოდა. ოლეგ აფციაური ის პიროვნებაა დღეს შუადღისას კოტესთან ერთად რომ დაინახა. ბოლო მომენტში აღიდგინა იმ კაცის სახე და იმიტომ კითხა ნიკოს. რამოდენიმე თვის წინ სანამ კომპანიონებთან ხეშეკრულებების გაფორმებას დაიწყებდა, მაშინ ნახა ოლეგი აქ, თავის ფირმაში და იმიტომაც ეცნო. ერთადერთი რისი ამოხსნაც არ უნდა და უჭირს, ის არის რომ, კოტე რა შუაშია ამ ყველაფერთან. იქნებ ამ ხალხმა მოგზავნა მასთან რაღაცების გასარკვევათ, მაგრამ კამლაძეების დახასიათება რაღა იყო მაშინ. ნუთუ ამდენი ტყუილის შეთხვზა დასჭირდა მათთან მისაღწევად.
ნიკოს თბილად დაემშვიდობა და თვითონაც დატოვა ოფისი. მთელი გზა ეჭვით აკვირდებოდა კოტეს მოქმედებებს, მაგრამ ვერაფერი გაიგო. ან რისი გაგება უნდა საჭესთან რომ ზის მაშინ, კოტე სამსახურის გარეთ უფრო სათვალთვალოა ვიდრე აქ... ხოდა უთვალთვალებს არ არის პრობლემა!

-კოტე, დღეს ბარში ვიყავი და იქ არ დამხვდი. _ ბოლოს მაინც ვერ მოითმინა და ჩაურტყა.

-ჩემმა ახლობელმა დამირეკა და მასთან ერთად წავედი. _ მშვიდად გასცა პასუხი.

-მანქანა სადგომზე ეყენა. _ ირონიულად გახედა მამაკაცს რომელის სახეზეც არანაირი ცვლილება შეინიშნება.

-ჩემს საქმეებზე უფროსების მანქანით არ დავდივარ, იმ ახლობლის მანქანით ვიყავი. _ აგრესიოლად გასცა პასუხი ქალს და მანქანა სახლთან გაჩერა. _ დღეს დაგჭირდები კიდევ?

-არ ვიცი, შეიძლება გასვლამ მომიწიოს. დამელოდე შენ ყოველი შემთხვევისთვის.

სახლში შესვლისთანავე კომპიუტერი მოიძია და ოლეგიზე მთლიანი ბიოგრაფიის ამოკრეფვა დაიწყო. ბევრი არც არაფერი ეწერა უბრალო ბუღალტერზე, მაგრამ რამოდენიმე სურათიც საკმარისი აღმოჩნდა ყველაფერში დასარწმუნებლად... იქნებ მართლა ეს კოტე უბრალოდ მეგობარია რას გადაეკიდა ამ კაცს, რა არ შეიძლება მხოლოდ მეგობარი იყოს და არანაირი მზაკვრული გეგმის თანამონაწილე... « ნუ ხარ სულელი! რაღა მაინცდამაინც ახლა გამოჩნდა როცა მათ ფირმასთან კონტრაქტს აფორმებ!» «ახლა გააგდე მძღოლი და იმიტომ!» გაგულისებულმა ალტერეგომ გასცა პასუხი. « თან როცა ვუთხარი ერთ ფირამასთან ვაფორმებმეთქი კონტრაქტს არაფერი უთქვამს... მართალია იმ კომპანიის სახელი არ იცოდა, მაგრამ თუ მათი თანამოკავშირეა უეჭველად ეცოდინებოდა ვისზეც მქონდა საუბარი.» გონებაში ცდილობდა ყველაფრის დალაგებას და გაანალიზებას.
ისე დააბნია დღევანდელმა დღემ ვერაფერს ხსნის და იგებს. ეს კოტეც როგორი მშვიდი და გაწონასწირებულია, რომ გინდოდეს სიტყვას ვერ დააცდენინებ. საუბრის დროსაც არ დაბნეულა.
«გეყოფა თეა, არაფერი არ ხდება! ნუ იგიჟიანებ თავს!» შემოუძახა საკუთარ მეს და სახლიდან გავიდა. დაცვასთან მდგარი კოტესაკენ წავიდა და გვერდით ამოუდგა.

-გამარჯობა ბიჭებო._ მიესალმა ყველას.

-უფროსო როდოს ჩამოდის ბატონი ბადრი?_ კითხა მიშკამ.

-კვირის ბოლოს ჩამოვა. _ გაუღიმა და კოტეს მიოუტრიალდა. _ შეგიძლია წახვიდე, დღეს აღარ დამჭირდები. _ პასუხს არ დალოდებია ისე გამობრუნდა და წამოვიდა.

ზურგს უკან კი გრძნობდა როგორ უყურებდა რამოდენიმე წყვილი თვალი. ეშმაკური ღიმილით შეაღო სახლის კარები, შესვლამდე კი კოტეს გახედა და მის რაღაცნაირად მომღიმარ მზერას ღიმილით უპასუხა.
«შარში ხარ თეა!»

მეორე დილით სულ სხვა ხასიათზე გამოეღვიძა, გუშინდელი ამბები მგონი საერთოდ არ ახსოვს. გზადაგზა აწყობდა დღევანდელი დღის გეგმებს, თან სულ მამაკაცის ღიმილზე ფიქრობდა.
სახლიდან გასვლისთანავე მოკრა იქვე მდგარ კოტეს თვალი და მისკენ ღიმილით წავიდა, არც მამაკაცი ჩამორჩა და ღიმილითვე უპასუხა უმშვენიერეს თეას. მანქანის წინა კარები ჯელტმენური ჟესტით გაუღო და შეიგნით ჩასვა. გრძნობდა რომ კოტეს რაღაცის თქმა უნდოდა და ვერ ბედავდა, ან უბრაოდ ფიქრობდა ღირდა თუ არა თქმა. დოლიძეების ქალიშვილი კი ეკლებზე იჯდა ისე აინტერესებს რა უნდა კოტეს.

-გახსოვს მაშინ რომ მკითხე შენთან რახდებაო?_ მოულოდნელად დაიწყო საუბარი კოტემ.

-პირადში ხო?_ დააზუსტა თეამ და მამაკაცს გახედა.

-ხო, ჩემთანაც არის სიახლეები რამოდენიმე დღეა. _ ვნებიანი ღიმილით გახედა ქალს. _ ერთი ძალიან მიმზიდველი და სექსუალური გოგო მომწონს. _ სიცილნარევი ხმით ჩაილაპარაკა კოტემ.

-გემოვნება გქონია.

ხუმრობა ცადა, გახარებულმა თეამ. ასი პროცენტით დარწმუნებულია რომ კოტე მასზე საუბრობს, სხვა შემთხვევაში მამაკაცი მასთან ამ თემაზე არ დაიწყებდა საუბარს. პირველი წარმატება უკვე იზეიმა გულში. ახლა უკვე მისი აღიარებიდან გამომდინარე წავა წინ და წინ. კეკლუცად გაუღიმა მამაკაცს და თმები გაისწორა.

-შეენაირი ქალის მძღოლი რომ იქნები, ძნელია გემოვნება არ დაგეხვეწეოს. _ ხუმობაში აყვა კოტე, ან იქნებ ამას მართლა ამბობს... თუმცა რატომაც არა, განა თეა მისი დასაცინი ქალია. მართლაც რომ ძალიან მოხდენილი, დახვეწილი და სექსუალური გოგონაა.

-კომპლიმენტი მიღებულია, მაგრამ მე რა შუაში ვარ?_ თავი გაისულელა დოლიძემ.

-შენ ხარ ის სექსუალური ქალი თეა!_ ოდნავ დახშული ხმით ჩაილაპარაკა კოტემ და ქალი აათვალიერა.

-ეგ ძალიან კარგია, მაგრამ არ იცი რომ მძღოლის და უფროსის რომანი კარგად არ სრულდება?

-ხოდა ჩვენც ისე ვცადოთ როგორც ჩვეულებრივმა მამაკაცმა და ქალმა! _ თვალი ჩაუკრა თეას და მის მკერდს დააშტერდა.

-ძალიან გამახარებ ჩემს მკერდს თუ მოაცილებ მაგ ჭინკებიან თვალებს. _ ოდნავ გაბრაზებულმა ჩაიქირქილა და დეკოლტე შეისწორა. არადა ძალიან მოსოწნდა მისი თითოეული გამოხედვა ამ ეშმაკ გოგონას. კოტემ მზერა მკერდიდან მის თვალებზე გადაიტანა. _ რაც შეეხება ცდას, წინ არაფერი უდგას... ამიტომ ვცადოთ.

თვალი ჩაუკრა მამაკაცს და მანქანიდან გადავიდა. კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა კოტე, მაგრამ ქალმა არ დააცადა. რა კარგად აეწყო ყველაფერი, თეას მაიმუნობამ შედეგი გამოიღო. არა ბიჭო, მართლა მოეწონება კოტესნაირი კაცი. როგორ შეიძლება ასეთი ფულის პატრონი, ერთ ჩვეულებრივ მძღოლს გაყვეს... ღმერთო ჩემო! საიდან მოსდით ასეთი აზრები ტატას და თინას... თეას სულ სხვანაირი მამაკაცი ჭირდება, კოტესნაირი მამაკაცური და შეძლებული. ეს ერთადერთი თვისება მოსწონს მძღოლში. ახლა ყველაფრის გააზრება კარგად უნდა შეძლოს, თორემ ერთი არასწორი ნაბიჯი და კოტე ყველაფერს მიხვდება. თან როგორი ამაღელვებელი თვალებით უყურებდა... არცერთი კაცი დარჩენილი გულგრილი ამ სილამაზის მიმართ და ეს ერთი ხელქვეითი ვინ არის ვითომ. გოგონებს დაურეკა და შეხვედრა დაუთქვა დღის მეორე ნახევარში, იმავე ბარში.

-თეა, სერიოზულად ვნერვიულობ უკვე შენზე. _ აღელვებულმა ჩაილაპარაკა ტატამ

-რატომ?_ ტუჩი მობეზრებულმა აწია და ისე დასვა კითხვა.

-როგორ თუ რატომ?! ხვდები მაინც რა თამაშს თამაშობ. სხვის გრძნობებს უნდა დასცინო რაღაც პერიოდი და მერე მიატოვო. შენ წარმდოგენაც არ გაქვს ეს რამხელა დანაშაულია. კოტე ჩვეულებრივი მამაკაცია გესმის და მასაც ისევე ეტკინება შენი დაუფიქრებელი ნაბიჯი როგორც ნებისმიერ სხვას. მერე რა რომ მძღოლია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აბუჩად აიგდო და შენი უაზრო და ბავშვური მიზნებისთვის გამოიყენო, მხოლოდ იმიტომ რომ შენ დაიღალე და გართობა გინდა! ნუ მაფიქრებინებ რომ ამდენი წელი არარაობასთან ვმეგობრობდი!_ გაბრაზებულმა მიახალა სიმართლე ტატამ.

-ტატა, ხვდები მაინც რას მეუბნები?_ წარბაწეულმა კითხა მეგობარს.

-ვხვდები! მე ვხვდები! შენ თუ ხვდები რამხელა არაადამიანობას აკეთებ?_ არ ცხრებოდა ტატა. _ შენ ძალიან კარგად იცი ჩემთვის თითოეული თქვენთაგანი რამდენს ნიშნავთ. მაგრამ მე, ვერცერთ გაგიგებთ ასეთ რაღაცას თუ გააკეთებთ. შეიძლება გვერდით გედგე შენგან არ მივდიოდე, მაგრამ არ მოგეხმარები და მხარს არ დაგიჭერ, მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი ბავშვობის მეგობარი ხარ და მიყვარხარ! მე და ასეთი რაღაცები შორს ვართ და არ გვესმის ერთმანეთის. შენ თუ ამ ყველაფერს სერიოზულ სახეს მისცემ, ჩათვალე რომ შენთან ეს პერიოდი აღარ ვიქნები, მანამდე სანამ ჭკუაზე არ მოხვალ!_ ჩანთას ხელი დაავლო ტატამ და ბარიდან გავიდა.

-დაინახე რა გააკეთა?_ გაოცებული მიუბრუნდა ჩუმად მჯდარ თინას.

-ტატა მართალია თეა. _ ხმადაბლა ჩაილაპარაკა გოგონამ და მიმავალ მეგობარს თვალი გააყოლა. _ ყველაფერი რომ დამთავრდება და მიხვდები როგორ მიქარე ძალიან გვიანი იქნება. კოტეზე არანაკლებ გეტკინება შენ, ვიცი როგორი გულიც გაქვს და იმიტომ ვამბობ ამას, ძალიან გეტკინება... კოტე თუ არა შენი თავი და შენი ადამიანობა შეიცოდე!_ ღიმილით დაარიგა მეგობარი და ფეხზე წამოდგა. _ თუ რამე დაგჭირდება დამირეკე. _ ლოყაზე ხმარით აკოცა და ბარიდან გავიდა.

ვერასდროს იფიქრებდა ასეთი რამის მოსმენა თუ მოუწევდა რომელიმესგან. თვალებაცრემლებულმა და ყელში ფურთგაჩხერილმა გააყოლა მეგობრებს თვალი... გულის სიღრმეში კი არა, ისედაც კარგად იცის რომ გოგონები ასი პროცენტით მართლები არიან, მაგრამ არ შეუძლია ახლა უკან დახევარ... ახლა როცა კოტეც გააქტიურდა და შანსი მისცა, ფაქტიურად ერთად არიან და ახლა რომ უნდა დაიხიოს არ ივარგებს. ორივე ძალიან უყვარს და ესმის მათიც, მაგრამ რა ქნას, უკან ვერ წავა. ბარიდან რაღაცნაირად დამძიმებული გამოვიდა, თავიც საშინლად ტკიოდა. სამსახურში აღარ მიბრუნებულა, გზიდან დაურეკა კოტეს და უთხრა რომ სახლში ტაქსით წავიდოდა. იმასაც მიხვდა, რომ ასე მოქცევა არ ივარგებს, ახლა კოტე იფიქრებს რომ თავს არიდებს...მაგრამ ასე აჯობებს. ტელეფონი ჩანთაში ჩააბრუნა და იქვე მდგარი ტაქსისკენ წავიდა უკნიდან ნაცნობი მამაკაცის ხმა რომ მოესმა. ნელა შეტრიალდა მისკენ და ერთ ადგილზე დარჭობილ კოტეს გახედა.

-კოტე... _ ხმადაბლა ჩაილაპარაკა მისი სახელი.

-პირდაპირ სახლში თუ სადმე უნდა მივიდეთ?_ მანქანისკენ მიუთითა მძღოლმა.

-სადმე გავიაროთ. _ ღიმილით გასცა პასუხი და მისკენ წავიდა.

-მეჩვენება თუ ხასიათზე არ ხარ?_ კითხა შეპარვით და ქალს გახედა.

-არა, უბრალოდ ძალიან დავიღალე და გავითიშე... _ უცებ გამოერკვა ფიქრებიდან და აზრზე მოვიდა.

-ჩემმა ნათქვამმა ხომ არ იმოქმედა?_ ეჭვით კითხა მამაკაცმა.

-არა, შენ რა შუაში ხარ. _ დამაჯერებლად გაიცინა ქალმა. _ სად მივდივართ?_ იკითხა ინტერესით და გარემო მოათვალიერა. _ ახლა არ მითხრა ისეთ ადგილზე უნდა აგიყვანო საიდანაც მთელი თბილისი ხელისგულივით ჩანსო. _ გაიცინა თეამ.

-არა! ჩემთან მიმყავხარ. _ სერიოზული სახით გასცა პასუხი კოტემ.

-შენთან რა მინდა?_ შეშინებულმა კითხა და ტანი ოდნავ შეარხია.

-შენი აზრით შენთვის რაიმეს დაშავება შემიძლია?_ მკაცრი ხმით იკითხა და ქალს გაცოფებული თვალებით შეხედა.

-კოტე, შენთან რა გვინდამეთქი ვიკითხე. _ კითხვა გაუმეორა თეამ.

-შენთვის რამის დაშავება შემიძლიამეთქი?_ ხმა გაიმკაცრა კოტემ.

-არა! მაგრამ მე მაინტერესებს სად მივდივართ. _ მოლბა თეა.

-ცოტახანი მოითმინე და განახებ. _ ღიმილით გადმოხედა ქალს და მანქანა ერთ-ერთ კორპუსთან გააჩერა. _ არ გადმოხვალ?_ კითხა მანქანის სავარძელშე მიწებებულს.

-აქ ცხოვრობ შენ?_ჩვეულებრივად ნაშენ აგურის ბინას ახედა თეამ და თითებით კორპუსი მოუხაზა, თან მანქანიდან გადავიდა და მამაკაცს გვერდით ამოუდგა.

-აქ ვცხოვრობ._ ქალს წელზე ხელი შეუცურა და სადარბაზოსკენ მიუთითა. _ ლიფტი არ მუშაობს, ამიტომ მეექსვე სართულზე ფეხით მოგვიწევს ასვლა.

-რაა?_ გაკვირვებულმა შეკივლა და კიბეებს გახედა. _ ექვსი სართული რომ ავიარო მოვკვდები. _ სიცილით დააყოლა და პირველ საფეხურზე ადგა ფეხე.

-იქითა კვირიდან ლიფტიც ამუშავდება და აღარ მოგიწევს კიბეებით სიარული.

-შენი აზრით აქ კიდევ მოვალ?_ ღიმილით კითხა მამაკაცს.

-რატომაც არა, გააჩნია როგორი ურთიერთობა გამოგვივა. მე იმდენი საშვალება არ მაქვს რესტორნებში გატარო, ამიტომ რომანტიულ ვახშამზე აქ დაგპატიჟებ ხოლმე.

-ურიგო არ იქნება. _ გაიცინა და დაღლილმა მძიმედ ამოისუნთქა. _ მერამდენე სართულზე ვართ. _ ამოვლილი გზა დაზვერა და რკინის შავ კარებთან გაჩერებულ მამაკაცს მიუტრიალდა. _ მოვედით?_ იკითხა ბედნიერმა და სახლში შევიდა.

ძალიან ჩვეულებრივი ბინის პატრონი აღმოჩნდა კოტე. ორ ოთახიანი მყუდრო ბინა, მისაღებში სამეული და მინის პატარა მაგიდა იდგა, კუთხეში კედელზე ტელევიზორი იყო ჩამოკიდებული. სამზარეულოც ძალიან ჩვეულებრივად იყო მოწყობილი. მართალია ასეთ გარემოს მიჩვეული არ არის თეა, მაგრამ უკმაყოფილება არ გამოუთქვამს. ან რა დროს ამაზე ფიქრია ძლივს კაცი გააბა. მისაღებში დივანზე დაჯდა და ოთახი კიდევ ერთხელ მოათვალიერა. კოტემ სამზარეულოდან, ერთი ბოთლი წითელი ღვინო და ტკბილეულობა გამოიტანა. ქალმა ღიმილით გამოართვა ვაზა და მაგიდაზე ლამაზად მოათავსა.

-მყუდრო ბინა გაქვს. _ შეუქო საცხოვრებელი და ღვინით სავსე ბოკალი გამოართვა.

-შენ გაგიმარჯოს. _ თეას ბოკალს თავისი მიადო და ღიმილით ადღეგრძელა ქალი.

-ასე არ ივარგებს. _ ტუჩებთან მიტანილი ბოკალი უკან დააბრუნებინა გაკვირვებულ მამაკაცს. _ ჩვენ გაგვიმარჯოს!

შეუსწორა სადღეგრძელო და ღვინო მოსვა. მამაკაცმა როგორც კი ბოკალი მაგიდაზე დადო, თეა მისკენ ოდნავ გადაიხარა და სახე ძალიან ახლოს მიუტანა. კოტეს თვალებში აკიაფებული ვნებების ძაფები საშვალებას არ აძლევდა კონცენტრაცია სხვა რამეზე მოეხდინა. თამაშის გეგნა ძალიან კარგად ახსოვს,იცის იცის ეს მისი ერთადერთი კოზირი რომ არის... ამიტომ ახლა ეს რომ არ გააკეთოს ალბათ ძალიან ინანებს...ან შეიძლება როცა გააკეთებს მერე ინანოს, მაგრამ ამას რა აზრი აქვს... ხედავს მამაკაციც როგორ ილტვის მისკენ. კოტემ ერთი ხელი წელზე შემოაჭდო მეორე კი კისერზე მოკიდა და რაც შეიძლება მსუბუქად მოქაჩა თავისკენ. არც თეას გაუწევია წინააღმდეგობა, მამაკაცის ვნებიან ბაგეებს თავისი ღვინით გახურებული ტუჩები მიადო და თვალები განაბულმა დახუჭა.

წელზე მოხვეული ხელებიდან წამოსული ცხელი ჰაერი მთელ სხეულში ,სასიამოვნოდ და უსიამოვნოდ უვლიდა დოლიძეს. მის კისერზე მჭიდროს მოკალათებული ხელები კი საშვალებას არ აძლევდა ნორმალურად აღექვა სიტუაცია. ერთადერთი რასაც იმ მომენტრში რეალურად გრძნობდა კოტეს საოცრად გემრიელი ბაგეები იყო. მიუხედავად გეგმისა და ჩანაფიქრისა არცერთი წამით ნანობდა მომხდარს, საერთოდ არ აღელვებდა ის ფაქტი რომ ეს ყველაფერი რაღაცა ახირების გამო გააკეთა. როცა კოტეს გავარვარებულ ტუჩებს მოცილდა მარტო მაშინ შეძლო ნორმალურად აზროვნება და მიხვდა, რომ კოცნის პერიოდში არცერთხელ დაფიქრებულა მძღოლის გამასხარავებაზე. რაზეც მართლა ფიქრობდა მისგან მონიჭებული სიამოვნება იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ თეასთან რაღაც შეიცვალა. ნებისმიერს ასე დაემართება მამაკაცის ტუჩებს პირვლად როცა იგრძნობს. თეასთანაც იმიტომ მოხდა ასეთი არადეკვატური გადატირალება. კოტეს მომაკვდინებლად მომხიბვლელმა ღიმილმა კი სულ აურია თავგზა. ტუჩებზე ხელი ლოყებაწითებულმა მიიდო და შეუმჩნევლად გაიღიმა. მამაკაცმა ორივე ხელით თეას ხელები ჩამოწია დაბლა და ტუჩებზე ცერა თითი გადაუსვა. მისკენ კიდევ ერთხელ წაიწია და ტუჩებზე ამჯერად მოწყვეტით აკოცა. ახლა თავის გამოდება და იმის ბლუყუნი, რომ ეს შეცდომა იყო და რცხვენია დიდი სისულელე იქნება. ან საერთოდ რომელ სირცხვილზეა საუბარი, შესანიშნავად გრძნობს თავს. ნამუსიც არ აწუხებს და საერთოდ ეს კოცნაც მოეწონა პირველის კვალობაზე. ღიმილით აიღო მაგიდაზე დადებული ბოკალი და ბოლომდე გამოცალა, მერე ფეხზე წამოდგა და დივანზე მჯდარ მამაკაცს დააშტერდა.

-ჩემი წასვლის დროა. _ ჩაიჩურჩულა ხმადაბლა და მამაკაცს გახედა.

-იმედია ყველაფერი კარგადაა. _ ღიმილით წამოდგა ფეხზე კოტე და ქალს თვალებში ჩააშტერდა, თითქოს სიმართლის გაგებას აპირებსო.

-იმაზე კარგად ვიდრე შეიძლება იყოს. _ სიცილნარევი ხმით ჩაილაპარაკა და მამაკაცს ლოყაზე აკოცა. _წავიდეთ თორემ ძალიან დაგვიანდება. _ შემოსასვლელისკენ წავიდა თეა.

მთელი გზა ჩუმად ისხდნენ და ალბათ მომხდარს უფრო კარგად აანალიზებდნენ. თეა კიდევ გეგმის მომდევნო ეტაპებზე ფიქრობდა ურცხვად... მართალია მამაკაცის სიახლოვემ, კიდევ ერთხელ დაარწმუნა თავისი ახირების აფსურდულობაში, მაგრამ მაინც არ აპირებს ამ სიამოვნებაზე უარის თქმას. სახლთან გააჩერა კოტემ მანქანა და ქალისკენ ოდნავ გადაიხარა, ტუჩებზე თითებით მოეფერა და ლოყაზე აკოცა.

-ხვალამდე. _ თბილი ხმით დაემშვიდობა თეა და მანქანიდან აჟიტირებული გადახტა.

გვიანობამდე წრიალებდა საწოლში და კოტეზე ფიქრობდა. ღრმად რომ უფიქრდება მართლა არ არის ცუდი მამაკაცი. მართალია ოროთახიანში ცხოვრობს, მაგრამ ძალიან კარგად აქვს მოწყობილი იქაურობა. როგორც ჩანს რემონტიც ახალი გაკეთებულია, თან გემოვნებიანიც არის. დინჯიც და გაწონასწორებული, იცის ქალთან როგორ უნდა მოიქცეს, ზედმეტს არ კადრულობს. ეს თვისებები ზუსტად ისეთ მამაკაცს ახასიათებს როგორიც თეას ჭირდება გვერდით... კაცი რომელიც ამ თავგასულ გოგოს მოარჯულებს და დაანახებს რომ ცხოვრება არც ისე მარტივია, როგორც მას გონია.
როცა იგრძნო რომ გონება და გული ერთისკენ იხრებოდა და თან უსიამოვნოსკენ თვალები დახუჭა და ძილი მოიმიზეზა.

იმ ღამესაც ნახა სიზმარი, კვლავ კოტეს თანხლებით. მამაკაცი ისევ უცნაურ სიტუაციაში იყო, ამჯერად თეას კომპანიის, სათათბირო ოთახში იჯდა და რაღაცაზე მონდომებით საუბრობდა.მის გვერდით ნიკო და ოლეგი ისხდნენ, რომელბის დროდადრო რაღაცას ეჩურჩულებოდნენ. ბოლოს დაინახა როგორ გაიღო მინის დიდი კარები და კატო გამოჩნდა, მის უკან კი თავისი ყოფილი კლასელი უჩა!

გამოფხიზლებულს სიცილი აუვარდა ყოველივე ამაზე... საიდან სად! უჩას რაღა ჯანდაბა უნდოდა მის სიზმარში. ფსიქოლოგიურად იცის რომ როცა ადამიანზე ფიქორბ, მას სიზმარშიც ხედავ, მაგრამ რაღაც არ ახსენდება უჩაზე ბოლო 7 წელია ეფიქრა. სიცილით გადაიძრო საბანი და ფეხზე წამოდგა. ფანჯრიდან ეზოს გადახედა და ხელები მაღლა აწია. დილის რამოდენიმე ვარჯიშიც გააკეთა და პიჟამოებში გამოწყობილი ჩავიდა დაბლა.

-დილამშვიდობისა ძიძა. _ ღიმილით მიესალმა მოფუსფუსე ნუნუს და მაგიდასთან დაჯდა.

-მშვიდობა შენსკენ შვილო. _ თავზე ხელი გადაუსვა ნუნუმ. _ თეა, დღეს დილაადრიან კოტე იყო მოსული...

-ხომ მშვიდობა?_ იკითხა ინტერესით და ფანჯრიდან ეზოს გახედა, თავისი მანქანა ისევ იქ იდგა სადაც ყოველთვის.

-დღეს სამსახურში ვერ მოვალო, დიშვილი გახდომია ძალიან ცუდად და საავადმყოფოში მიდიოდა. _ დადარდიანებულმა ჩაილაპარაკა ნუნუმ.

-კარგი არ არის პრობლემა, ჩემით წავალ. _ წამოიძახა უცებ და თავისი ოთახისკენ ჩქარი ნაბიჯებით წავიდა.

ტუმბოზე დადებულ ტელეფონს დაწვდა და მამაკაცის ნომერი აკრიფა, რამოდენიმე ზარის შემდეგ ნაცნობი ხმა გაისმა და ცოტა დამშვიდდა.

-კოტე, მე ვარ თეა. _ თბილად ჩაილაპარაკა და გაიღიმა, თითქოს ხედავდეს.

-გიცანი. _ სიცილნარევი ხმა მოესმა მეორე მხრიდან.

-ნუნუმ მითხრა რომ შენი დიშვილი ვერ არის კარგად... _ სევდიანი ხმით ჩაილაპარაკა და საწოლზე დაჯდა. _ ახლა როგორ არის?

-გადასხმებს უკეთებენ და იმედია გამოკეთდება. ძალიან ვწუხვარ დღეს რომ ვერ მოვედი, არადა შენი ნახვა ძალიან მინდა!

-მნახავ არ არის პორბლემა. _ აკისკისდა თეა და საწოლზე არხეინად გადაწვა.

-მართალია გნახავ, საღამომდე ვერ გავძლებ!

-ეგრე სერიოზულად არის საქმე ბატონო კოტე?_ ხუმრობა დაიწყო თეამ.

-თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ ისე სერიოზულად. _ ხუმრობაში აყვა კოტეც.

-მახარებს ეგ ფაქტი. _ გაიცინა თეამ.

-კარგი მიდი გაემზადე თორემ სამსახურში დაგაგვიანდება. _ დაარიგა კოტემ.

-კარგი, დროებით და წარმატებები.

როგორც კი ტელეფონი გათიშა გარდერობთან მივიდა და ტანსაცმელი უგულოდ აარჩია. ჩვეულებრივი ტანზე მოდმგარი შავი შარვალი და მუქი ნაცრისფერი მაისური ჩაიცვა და სამსახურში წავიდა.
მანქანაში ჩაჯდომისას მიხვდა რაც მის თავს ხდებოდა და საშინლად შეეშინდა. კატასტორფულად აუძგერდა გული და სუნთქვაც გაუხშირდა. აკანკალებული ხელებით გადაატრიალა გასაღები და მანქანა დაქოქა. ფიქრებით სულ სხვაგან ტრიალდებდა. ჯერ კიდევ იმ გარდერობთან იდგა სადაც გუშინ ტანსაცმელს დიდი მონდომებით არჩევდა, დღეს კიდევ უცებ გადმოყარა და ჩაიცვა. საშინლად არ ესიამოვნა ის რაც მის თავს ხდებოდა. არაფრით არ აცადა გონებას და გულს იმ დასკვნამდე მისვა რომელიც სიმართლეს დაანახებდა.
ახლა არავითარ შემთხვევაში აღარ აქვს უფლება კოტეზე სერიოზულად დაფიქრდეს, თეამ უკვე მიქარა და იქ დასრულდა ყველაფერი. რეალობა რომლითაც შეიძლება დღეს იწყებს ცხოვრებას გუშინ, კოტეს სახლში თამაშის დროს დაასამარა. დოლიძე საკუთარ თავა არ მისცემს უფლებას რომ ეს ყველაფერი სიამრთლე აღმოჩნდეს და თუ მართლა ასეა, მაშინ ჩათვლის რომ ტატა და თინა მართლები არიან...
ფეხებისკანკალით მივიდა თავის კაბინეტამდე და სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა. კატოს საუბარიც კი აღიზიანებდა დღეს, საერთოდ არავის ხმის გაგონება უნდოდა. დარეკვითაც ვერ დარეკა და მოიკითხა კოტეს დიშვილი, მხოლოდ იმიტომ რომ საკუთარ თავს არ აძლევს უფლებას მასზე გამუდმებით იფიქროს.
«მგონი დროა თამაში შეწყვიტო და კოტე თავის გზაზე გაუშვა!» ამოიჩურჩულა საოცრად სევდიანმა და თავი ხელებში ჩარგო. « ჯერ ესესაა რაც თამაში დაიწყე თეა.»გამოსძახა რომელიღაცა «მემ» და უარესად ააფორიაქა. «აღარ მინდა! მორჩა და გათავდა!» კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა და საბუთებს მიუბრუნდა.
მთელი საღამო ცდილობდა მძღოლზე აღარ ეფირქა, მაგრამ არ გამოსდის გონებით სულ საავადმყოფოშია და გვერდით უდგას. ახლა როცა გადაწყვეტილება მიიღო ყველაფერს წერტილი დაუსვას აღარ აქვს უფლება ამსზე იფიქროს. ჯობია აქვე გაჩერდეს სანამ ძალიან შორს შეტოპავს და უფრო ეტკინება. ახლა უბრალოდ გული ტკივა ამხელა არაადამიანობის ჩადენა რომ მოუწია, თორემ კოტეზე კი არ არის შეყვარებული... არა!

ოთახში უცბად შემოჭრილმა ნაცნობმა სურნელმა ცხვირის ნესტოები და ფიქრები ერთდორულად აუწვა. თავი ნელა აწია მაღლა და კარებში მდგარ კოტეს გახედა. მამაკაცი დაღლილი თვალებით უყურებდა ქალს და იღიმოდა. მისმა ღიმილმა წეღანდელი პირობა სულ დაავიწყა! მისკენ ღიმილით წავიდა და ხელები გაუცნობიერებლად მოხვია მხრებზე. კოტემაც თავი ძლიერ მკლავებში მოიმწყვდია ეს პატარა ჩიტი და კისერში აკოცა. სიამვონებისგან და სინდისის გრძნობისგან გააკანკალა. საკუთარი სიტყვები გაახსენდა და გული აეწვა, ასე საშინლად რომ ექცევა მამაკაცს. ახლა რამდენიც არ უნდა ეცადოს და როგორი სიმართლითაც არ უნდა დაიწყოს მასთან ურთიერთობა, მთავარი გააკეთა და იქ დამთავრდა... თამაშით დაწყებული ურთიერთობის სერიოზლად გაგრძელება, ძალიან დიდ ზიანს რომ მოუტან იცის, მაგრამ მაინც არ ჩერდება და თავის სამარეს თავისი ხელით ითხრის.

კოტეს ხელით დივნისკენ ანიშნა და ორივე ერთად, ჩაეშვა ტყავის მოხერხებულ დივნაში. კოტემ ხელები წელზე მოხვია და გულზე მიიკრა, თეამ წამით თვალები დახუჭა და ყველაფრის დავიწყება ცადა. « კიდევ კარგი ასე მალე რომ მიხვდი შენს შეცდომას! კი არ მიხვდი გოგონებმა მიგახევდრეს!» გაიფიქრა გულში და თვალებდახუჭულ კოტეს გახედა. ოდნავ შეირხა, მაგრამ მამაკაცს რეაქცია არ ქონია. « ჩაეძინა» ჩაიჩურჩულა ხმადაბლა და კოტეს ოდნავ ამოსულ წვერს მოეფერა.

-არ ჩამძიებია თვალებს ვასვენებ. _ თვალები არ გაუხელია ისე ჩაილაპარაკა კოტემ და ქალი უფრო მჭიდროდ მიიკრა მკერდზე.

-როგორ არის შენი დიშვილი?_ იკითხა ინტერესით.

-დღეს საღამოს გამოწერენ უკვე. _ თვალები გაახილა კოტემ.

-რაიმე ვირუსი აქვს თუ?

-მოიწალმა. _ სიცილნარევი ხმით წარმოსთქვა მამაკაცმა.

-ერთადერთხელ ვარ მოწამლული, ისიც ძალიან პატარა რომ ვიყავი მაშინ. ძველი ნაყინი ვჭამე და ერთი კვირა ფეხზე ვერ ვდგებოდი. _კისკისით ლაპარაკობდა თეა.

-იმ დღის შემდეგ ხარ ასეთი ყურადღებიანი ყველა საკითხში?_ ღიმილით კითხა კოტემ და ტუჩებზე მოწყევტით აკოცა. _ როგორ მომნატრებია შენი ბროწეულები. _ კიდევ ერთხელ დაიხარა ქალის ტუჩებისკენ და ვნებიანად აკოცა.

-დღეს უკან უნდა მიბრუნდე. _ კრუსუნით ჩაილაპარაკა და ხელები კისერზე დააწყო.

-ჯერ არა, გამოწერის დროს მივალ წავიყვან სახლში და უკან დავბრუნდები...

-დღეს ნუნუმ რომ მითხრა კოტე არ მოვაო ავნეირვულდი. _ თვალების ფახუნით ახედა მამაკაცს.

-რატომ ანერვიულდი, შეგეშინდა ახალი მძღოლის ძებნა მომიწევსო თუ.....

-თუ!_ სიტყვის დასრულება არ აცადა თეამ.

ცოტახანში კოტე გააცილა და საქმეს მიუბრუნდა... რამოდენიმე უზუსტობაც შეამჩნია ამ ბოლო დროს, მაგრამ ჯერ არაფერს ამბობს. ზუსტად უნდა გაარკვიოს მართალია თუ არა ის რასაც ფიქრობს, ასე ჰაერზე ხელს ვერავის დაადებს ამხელა კომპანიაში. თანაც ბუღალტერი, ბადრის ბავშვობის მეგობარია და შეუძლებელია მას რაიმე მიექარა. ხვალ ბადრი ჩამოვა და ყველაფერში გაარკვევს, მერე ერთად გადაწყვიტავენ, როგორ მოიქცნენ. ახლა დროა სახლში წავიდეს, მანამდე კი კოტე ნახოს. მისი გახსენებისას უცნაურმა ჟრუანტელმა დაუარა მთელ სხეულში, ღიმილით წამოდგა ფეხზე და კაბინეტი დატოვა.

-კატო, ხვალისთვის მამაჩემის კაბინეტი მოაწესრიგე კარგი?_ თბილად გაუღიმა მდივანს და მანტო მოიცვა.

-როგორ მიხარია ბატონი ბადრი რომ ჩამოდის. _ ღიმილით ჩაილაპარაკა კატომ და საბუთები მაგიდაზე დააწყო. _ თან შენც უფრო გამოიხედავ თვალებში, თორემ მოკვდები ამდენი მუშაობით. _ სიცილით დაყოლა ბოლოს და გაცინებულ თეას თვალი ჩაუკრა. _ მძღოლი კოტე როგორ გვყავს?

-ისე კარგად ვერც კი წარმოიდგენ... და არამარტო კოტე!_ დააბოლოვა დამაინტრიგებლად და ოფისი დატოვა.

გარეთ გასულს კოტე მანქანასთან დახვდა აკრული. მისკენ დინჯი ნაბიჯებით წავიდა და წინიდან დაუდგა, მამაკაცმა ორივე ხელი წელზე შეუცურა და თავისკენ მიიზიდა. ბიბილოზე ნაზად აკოცა და აწეწილი თმები თითებით გაუსწრა, თან თვალს არ აცილებდა მის ვნებიან თვალებს. თეა ოდნავ გადაიხარა მისკენ და ტუჩებზე წაეტანა. მაცდური ღიმილით უპასუხა კოტემ და მის ტუჩებს მოცილდა.

-დაგივნახავენ!_ ხმადაბლა ჩაჩურჩულა ყურში და გარემო მოათვალიერა.

-მერე რა? რას ვაშავებთ?_ მხრები აიჩეჩა თეამ და მანქანის კარები გამოაღო.

-ვცელქობთ. _ მის ყურებთან დაიხარა კოტე და რაც შეიძლება ხმადალბა ჩასჩურჩულა.

-დალევა მინდა!_ სიტყვით გამოვიდა თეა... კოტემ წარბაწეულმა გახედა ქალს და კოპები უშნოდ შეკრა. _ არ გეგონოს რომ მსმელი ვარ... უბრალოდ ახლა, ერთ ჭიქა წითელ ღვინოს დავლევდი. _ სიცილით ჩაილაპარაკა და მამაკაცის შუბლზე თითები აათამაშა. _ შენ არ დალევ ჩემთან ერთად, ერთ ჭიქა ღვინოს?_ მომაჯადოვებელი ხმით კითხა მომღიმარ კოტეს. მამაკაცი უსიტყვოდ გადაიხარა მისკენ და კისერზე ხელი მჭიდროდ მოკიდა, მერე კი თავისკენ მიიზიდა და ტუჩებზე დააცხრა.

ათამაშებული პულსაცია ძლივს დაიწყნარა თეამ, საკუთარ თავს ბურუსიდან გამოსვლის უფელბას არ აძლევს, და უფრო და უფრო ირევა მასში. თან ეს წამოწყებული თამაშიც ვერ დაასრულა, რა ქნას აღარ შესწევს ძალა მამაკაცს წინააღმდეგობა გაუწიოს. რა უთხრას ახლა, ურთიერთობა არ გამოგვივიდა და კარგადო? რაღაც არადამაჯერებლად ჟღერს. თანაც თეამ უკვე გადაწყვიტა რომ არ ითამაშოს და თავი გულს მიყვეს. საერთოდ არ გაიხსენებს იმ რამოდენიმე დღეს და ეგ არის. ახალი დღიდან დაიწყებს მასთან ყოფნას და ყველაფერი მარტივად მოგვარდება.

-გინდა რომელიმე რესტორანში წავიდეთ?_ კითხა მამაკაცმა და თავის მხარეს გადაიწია.

-არა! შენ სად გაქვს რესტორნის ფულები, მე კიდევ არ მიყვარს მამაკაცთან ერთაც ჩემს ხარჯზე რომ ვახშმობ... ამიტომ შენთან ავიდეთ. _ სიცილით ალაპარაკდა დოლიძე.

-სექსულურთან ერთად ჭკვიანი ქალიც ხარ!_ლოყაზე ხმაურით აკოცა კოტემ და მანქანა დაქოქა.

ნაცნობი კორპუსის დანახვისას გახარებული გადახტა მანქანიდან, სადარბაზომდე ლაღი მივიდა... კიბეებს რომ ახედა ერთიანად ჩაცხრა მისი სიხარული, მოღუშული სახით გახედა მამაკაცს და წარბები საცოდავად შეკრა. კოტემ წელზე მოხვია ხელი და კიბეებისკენ უბიძგა. გზადაგზა თეას კისერს აგემოვნებდა და ყურში სასაცილო სიტყვებს ეჩურჩულებოდა, ესეც სიცილისგან მუცელატკიობული ძლივს იკვლებდა გზას. შავ რკინის კარებთან გაჩერდნენ და ერთმანეთს თვალებამღვრეულებმა შეხედეს. კოტემ ხელით კედელთან მიიყვანა და მსუბუქად მიაჯახა. ხელებს შორის მოაყოლა თეას სხეული, ღიმილით წაიწია მისკენ და თვალებით გაბურღა.

-ვინმე დაგვინახავს და სირცხვილია..._ სიტცაციიდან დაძრომა ცადა თეამ. მამაკაცმა იმ წამს მოაშორა ხელები და თითის ქნევით შევიდა სახლში.

თეამ გეზი პირდაპირ სამზარეულოსკენ აიღო. მაცივარი გამოაღო და შიგნით არსებული პროდუქტები შეამოწმა. უცებ მოსამზადებელი საკვების პრდუქტები გადმოალაგა და კარებში მდგარ გაკვირვებულ კოტეს სიცილით გახედა.

-შენ რომ გიყურო მომკლავ მშიერს... გადი შენ მისაღებში დამელოდე და რომ გაკეთდება დაგიძახებ!_ დაარიგა შეყვარებული.

უცნაური ემოციები უბუდებდნენ ამ დროის განმავლობაში თეასთან თავს. ზედმეტად სიამვონებდა კოტესთვი და თავისთვის ზრუნვა, თანაც მამაკაცის სახლში მის სამზარეულოში. ტაფაზე დაყრილ ბოსტნეულს მოურია და მაგიდაზე ორი თეფში დააწყო, თანც ცილობდა ამ ყვეფალრისთვის რომანტიული სახე მიეცა. სუფრის გაფორმებას რომ მორჩა, თეფშებზე საჭმელი გადმოიღო და მისაღებში მყოფ კოტეს გასძახა და მაგიდასთა უხმო.
მამაკაცი სამზარეულოშკი ღიმილით შემოვიდა და იქ არსებული სურნელი ხარბად შეისუნთა, მერე თეასკენ წავიდა და მის კისერში ჩააძვრინა ცხვირი.

-რაღაც კარგი სუნი მომდიოდა და მეთქი საიდან. _ ხმაურით აკოცა და თავისი ადგილი დაიკავა, განაბულმა თეამაც მას მიბაძა და მის პირდაპირ დაჯდა.

-რაღაცა გავიწყდება.

სიცილნარევი ხმით ამოიჩურცულა თეამ და თვალები ააფახუნა. კოტემ გაკვირვებულმა მოავლო ქალს თვალი და ბოლოს სიცილით წამოდგა ფეხზე. კარადიდან შავ მაღალ ბოღლში ჩამოსხმული ღვინო გამოიღო და მაგიდაზე დადგა.

-მხოლოდ ერთი ჭიქა!_ ჩაილაპარაკა თეამ და ბოკალი გსუწოდა.

-გააჩნია როგორ წავა. _ ჩაილაპარაკა კოტემ და ღვინით სავსე ბოკალი მიაწოდა.

-შენ არ სვამ?_ გაკვირვებულმა გახედა მამაკაცის ცარიელ ბოკალს.

-სახლამდე გასაყვანი მყავხარ. _ ჩაიცინა კოტემ.

-ერთი ჭიქა გათრობს?_ წააქეზა მამაკაცი და მისი ბოკალი ღვინით შეავსო.

-არა, უბრალოდ მინდა მშვიდობით მიგიყვანო უვნებელი! თან არ ვარ დღეს დალევის ხასიათზე!_ ოდნავ მკაცრად ჩაილაპრაკა კოტემ.

-შენ მე დამპირი ერთ ჭიქას შენთან ერთად დავლევო!_ ნაწყენმა ამოსთქვა და თავისი ჭიქაც მაგიდაზე დადო.

-მე თუ დავლევ, შენ დღეს აქ მოგიწევს დარჩენა... თუმცა მე ეს მაწყობს!_ თვალი ჩაუკრა კოტემ და ბოკალი თითებში მოიქცია. _ დღეს ვის სადღეგრძელოს ვსვამთ?_ კითხა ეშმაკურად მომღიმარ ქალს.

-დღევანდელობის. _ ხმამაღლა შესძახა და ჭიქები ერთმანეთს შეახო. _ არანაირი ხვალ და ზეგ! დღევანდელობის სადღეგრძელოა ეს!

-ზედმეტად მომწონს დღებანდელობა. _ ნამიოკით ჩაილაპარაკა კოტემ და ღვინო მოსვა.

-მითხარი ახლა როგორია შეყვარებული კოტე თავართქილაძე?_ სიცილით კითხა თეამ და ნიკაპით ხელებს დაეყრდნო.

-ცოტა მაცადე და დაგანახებ, ასე სიტყვებით ძნელია აღწერო ქმედება. _ სერიოზული გამომეტყველებით თქვა მამაკაცმა და თეას მიაშტერდა.

-ხვალ მამაჩემი ჩამოდის...._ ღიმილნარევი ხმით ჩაიჩურჩულა._ ორ თვეზე მეტია არ მინახავს და ასე მგონია საუკუნე გავიდა... _ მონატრების სურნელით გაჟღენთილმა ცრემლები ძლივს შეიკავა. _ შენ არ გყავს მშობლები?_ კითხა ჩუმად მყოფ პარტნიორს.

-როგორ არა მეც მაყავს და აუცილებლად გაგაცნობ... _ თეას თითებს მოეფერა კოტე.

-საჭმელი მოგეწონა?

-სამზარეულოში ტრიალი გაკლია...

-არ მოგეწონა?_ შეშინებულმა იკითხა და თეფშზე დაყრილ ბოსტნეულს დააჩერდა.

-მომეწონა, მაგრამ ისეთი არ არის როგორსაც ველოდი... _ გაიუხარდა მამაკაცმა სიმართლე რომ უთხრა. ახლა უფრო მოინდომებს და უკეთეს გაუკეთებს ხოლმე.

-მომავალში გავითვალიწინებ... ნუნუს ვთხოვ და კულინარიის კურსებს ჩამიტარებს.

-მხოლოდ ჩემთვის! _ კატეგორიული ხმით ჩაილაპარაკა კოტემ.
რაღაცის თქმას აპირებდა თეას ტელეფონმა რომ დარეკა, ღიმილით წავიდა თავისი ჩანთისკენ და აპარატი ამოიღო. საერთოდ ნუნუს ჩვევად აქვს როცა თეა სახლში აგვიანებს ყოველთვის ურეკავს, ახლაც მისი ზარი დაფიქსირდა...

-ძიძა!_ მზიარულად შესძახა თეამ და პასუხს დალოდა.

-სად ხარ თეა?

ტირილით იკითხა ქალმა. ძიძის ხმის გაგონებისას არაადამიანურად ატკივდა გული. ფეხებაკანკალებული მივიდა იქვე მდგარ დივანთან და სახელურზე ჩამოჯდა. მოპირდაპირე მხარეს ჩამოკიდებულ სარკეში თავისი გაფითრებული სახე დაიანხა და უარესად შეუწუხდა გული. ნუნუ ასეთ ხმას რომ ისმენს, საოცრად ტკვიდება სხეულის ყველა ორგანო. იმდენად არის ამ ქალში ჩასახლებული მის თითოეული ტკივილი თეაზე გადმოდის და ორმაგდება.

-რა ხდება ძიძა?_ კითხა ხმის კანკალით და პასუხის მოლოდინში სულატკიებული გაისუსა.

-სახლში მოდი ჩემო გოგო. _ ტირილით ამოსთქვა ქალმა...

-ახლავე წამოვალ.. შენ ხომ კარგად ხარ? ხომ ყველაფერი კარგად არის?

იკითხა ტირილით და ფეხზე დაფეთებული წამოარდა, დივანზე მიგდებულ ჩანთას ხელი დაავლო და გასასვლელი კარებისკენ წავიდა. სამზარეულოდან გამომავალი კოტეს დანახივსას გაახსედა სადაც იდგა და წამით შედგა და მამაკაცს ატირებული მიაშტერდა.

-თეა, რა ხდება ხომ კარგად ხარ?_ კითხა ქალს და მხრებში ჩააფრინდა.

-ჩემს სახლში უნდა მივიდე მალე... ჩემი ძიძა ტიროდაა! კოტე ტიროდა!_ ტირილით გასცა პასუხი და თავი მის მკერდზე მიადო.

-დაწყნარდი, ყველაფერ კარგად იქნება!

-წამიყვანე რაა. _ ამოიჩურჩულა და მის პერანგს თითებით ჩააფრინდა.

-თუ არ დაწყნარდები არსად წაგიყვან! დამშვიდდი და შემომხედე! _ თეას სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩააჩერდა. _ ჯერ ხომ არაფერი გაგიგია და რატომ ტირიხარ? ყველაფერი კარგად იქნება!_ კოტეს სიტყვებით გაძლიერებულმა მოიწმინდა ცრემლები და კარებისკენ გაიხედა. მამაკაცმა ხელი წელზე მოხვია და სახლი ერთად დატოვეს.

სახლს რომ მიუახლოვდნენ ლამის მანქანიდა გადახტა, ისე შეიპყრო მოუთმენლობამ. ერთი შეხევდით ყველაფერი ძალიან კარგად იყო, სახლსაც არაფერი ეტყობოდა. მანქანა ეზოში გააჩერა კოტემ თუ არა გადახტა და სახლისკენ წავიდა. სირბილით შევიდა მისაღებში და ძიძის სახელის ძახილით აიკლო იქაურობა. ნუნუ ტირილით დასიებული თვალებით გამოვიდა თავისი ოთახიდან და თეასკენ წავიდა. ძიძას ხელები მაგრად მოხვია და გულში ჩაიკრა.

-რა ხდება ძიძა?_ კითხა დამშვიდებულმა როცა საყვარელი ადამიანი კარგად მყოფი დაინახა.

-ჩვენს დათუნას ავარია მოსვლია... _ ტირილით ამოიჩურჩულა ქალმა.

ვერ ავღწერ რა იგრძნო იმ წუთას თეამ, ყველანაირი ემოცია ერთად მოაწვა და გაგუდა. ძიძა ოდნავ მოიცილა და ატკიებულ გულზე მარჯვენა ხელი გამწარებულმა მიიჭირა. არაადამიანურად ტკვილიანი თვალებით მოათვალიერა სახლი და კიბეებისკენ წავიდა. უსიტყვოდ შეაღო ძმის ოთახის კარები და იქაურობის დანახვისას კიდევ ერთხელ ეტკინა ის რომ ძმასთან ერთად საშინლად ცოტა დრო აქვს გატარებული. დათოს საწოლზე წამოწვა და ემბრიობის ფორმაში მოკეცილმა ამოიღნავლა. იმ განცდას რომ ძმისთვის სამაყო და არ იყო... იმ განცდამ რომ დათუნსთან ნაჩხუბარი იყო.... იმ განცდამ რომ შეიძლება მის ძმას თეასზე ჯავრი ჭამდა ამ პერდიოდში, საბოლოოს დასვა დაღი. აკანკალებული ხელებით მიწვდა ძმის ბალიშს და მთელი სახე მასში ჩარგო.

-სულ მჯეროდა რომ ყველაზე ძლიერბი ბიჭი იზრებოდა ჩვენს ოჯახში. სულ მქონდა იმის განცდა რომ შენთვის დედობა მე უნდა გამეწია, მე უნდა მესწავლებინა შენთვის ის რაც ქეთიმ მოგაკლო... ყოველთვის მინდოდა რომ ჩემით გეამაყა, მე კიდევ იმით მეამაყა რომ ეს ბიჭი ჩემი გაზრდილია... შენ კიდევ რას აკეთებ, იმის მაგივრად რომ ჩემთან ერთად იყო და შენს წარმატებას ზეიმობდეთ, შორს ხარ და კაცმა არ იცის როგორ გტკივა ნაიარევები... ჩემი სულელი, და პატარა ძმა! აღარასდროს გაგიშვებ ასე შორს... რაც არ უნდა დააშავო, როგორიც არ უნდა იყო, სულ ჩემს გვერდით მეყოლები!

ჩაიჩურჩულა გაძლიერებულმა და ფეხზე წამოდგა. კარებში მდგარ ძიძას ცრემლები მოწმინდა და კიბეები ჩაარბენინა.

- კოტე მანქანა გვჭირდება. _ ჩაილაპრაკა როგორც კი მამაკაცი დაინახა და ნუნუ მანქანაში ჩასვა. მამაკაცი ქალთან მივიდა და შუბლზე აკოცა.

-რაც არ უნდა მოხდეს იცოდე რომ შენს გვერდით ვარ და ჩემი იმედი უნდა გქონდეს!_ ხმადაბლა უჩურჩულა ყურში და მანქანაში ჩაჯდა.

-ძიძა, სად არის ახლა დათო?_ კითხა ტირილში გართულ ქალს.

-პაატას ველაპარაკე და ასე მითხრა, ნახევარ საათში რესპუბლიკურში ვიქნებითო. _ ამოიჩურჩულა ტკივილიანი ხმით და თვალები დახუჭა.

-შენ არ ინერვიულო... დათუნა ძლიერი ბიჭია და ნახავ გამოძვრება! _ დაამშვიდა ნუნუ და წინ გაიხედა. _ ხომ გამოძვრება? _ ხმადაბლა კითხა კოტეს და მისკენ გაიხედა.

-აუცილებლად!_ დამაიმედებლად ჩაიჩურჩულა და თეას მარცხენას თავისი მარჯვენა დაადო.

მთელი ღამე საავადმყოფოში გაატარეს. არცერთი წამით მოცილებია გვრდიდან კოტე... სულ ცდილობდა მისი ტკივილი გაეზიარებინა და რაღაცით მაინც შეემსუბუქებინა ტრამვა. დათუნა რომ მოიყვანეს მისი ნახვა ვერ მოახერხა, უკანა კარებიდა შეიყვანეს საოპერაციოში. ყველაზე მეტად ნუნუს დამშვიდება და მისი ცრემლები აწუხებდა დოლიძეს. ვერაფრით მოახეხა ძიძის თვალზე ცრემლის შეშრობა.
გამთენიისას ექიმის ხმამ გამოაფხიზლა რომელიც კოტეს ესაუბრებოდა, გამოღვიძებული თეა რომ დაიანხა ღიმილით გამოხედა და თავი იმედიანად დაუქნია.

-ძალიან ძლიერია და გამივიდა. ცოტახანში პალატაში გადავიყვანთ და ნახვას შეძლებთ. _ ექიმის სიტყვებით გაბედნიერებული მოხვია იქვე მდგარ კოტეს და კისერში აკოცა.

-რახდება თეა შვილო?_ ფეხზე წამოხტა ნუნუ.

-რა ხდება ძიძა და ცოტახანში კიდევ გაეკიდები დათუნას ხის კოვზებით!_ სიცილით ჩაილაპარაკა და ძიძას მოეხვია.

-ჯერ გამოწერონ, გვერდებს ავუჭრელებ ასე რომ მანერვიულა.

ნაცნობი სუნელი რომ იგრძნო ისნტიქტურად მიატრიალა თავი უკან და მამის დანახივას კიდევ ერთხელ გადმოცვივდა ცრემლები... ამჯერად სიხარულის! ბადრისკენ წავიდა და ხელები მაგრად მოხვია კისერზე, შვილის სხეული როგორც კი იგრძნო მამაკაცმა ხელები მაგრად მოხვია და თავზე აკოცა.

-როგორ არის ის ყაჩაღი?_ იკითხა იმედიანი ხმით... მამის სევდიანი ხმის გაგინებისას კიდევ ერთხელ ატკივდა გუშინდელი ღამე...

-კარგად არის მა, საღამოს პალატაში გადავიყვანთო ექიმმა. _ თან ლაპარაკობდა თან მონატრებულ მამამას ლოყებზე კოცნიდა... _შენ როგორ ხარ? როგორ მომენატრე ბარდი. _ სიცილით ჩაილაპარაკა და გულზე მიეკრა.

-მეც ძალიან მომენატრეთ შვილო... _ დარდიანი ხმით ჩაილაპარაკა ბადრიმ და შვილს საფეთქელი დაუკოცნა. _ სულ გადამავიწდა, გაიცანი ეს ჩვენი პარტნიორი კომაპნიის პრეზიდენია ნოე კამლაძე. _ მის უკან მდგარ ჭაღარაშერეულ მამაკაცზე მიუთითა და ღიმილით დაკრა მხარზე ხელი. _ ნოე, ეს ჩემი გოგოა.

-ძალიან მიხარია რომ გაგიცანით, არასახაბიელო სიტუაციაში მაგრამ მაინც..._ ღიმილით ჩამოართვა ხელი სანდომიან მამაკაც.

-მეც ძალიან მიხარია შვილო, ძალიან ბევრი კარგი მსმენია შენზე!

ბატონი ნოე, ძალიან სანდომიანი და თბილი მამაკაცი აღმოჩნდა. თეასთანაც ბევრი ისაუბრა, კომპანიის გარეთემებზე. მამამისის ფერებით მთელი დღე ვერ იჯერა გული, ბადრიც შვილის აცერცეტებულ ხასიათს იტანდა, მთელი დღე გულზე მიკრული ყავდა და ეფერებოდა. მამა შვილს, თბილი და სიყვარულით გაჟღენთილი ხმით ეჩურჩეულებოდა. საღამოს დათუნასთან ბადრი შეუშვა, ამდენი ხნის უნახავი შვილის ნახვა ძალიან უნდოდა და ნახევარი საათი დაუთმო.

-ძიძა, კოტე სად წავიდა ხომ არ დაგინახავთ?_ ხმადაბლა გადაჩურჩულა ნუნუს და დერეფანი მოათვალიერა.

-ტელეფონზე საუბრობდა ცოტახნის წინ შვილო და მგონი გარეთ გავიდა. _ ღიმილით დაუსვა ხელი ლოყაზე.


გასასვლელისკენ წავიდა თეა და ეზოში მდგარ კოტეს მიუახლოვდა. მამაკაცი სივრცეს გაჰყურებდა და ალბათ ფიქრობდა. თეას მისვლა ვერც კი გაიგო ისე იყო ჩაფიქრებული. უკნიდან აეკრა კოტეს და ცხვირით ბეჭებზე გაეხახუნა.

-რატომ გამოხვედი მოხდა რამე?_ კოტე თეასკენ შემოტრიალდა და შუბლზე აკოცა.

-ბავშვობიდან ვერ ვიტან წამლის სუნს და სუფთა ჰაერზე გამოვედი. _ ღიმილით გასცა პასუხი.

-ხო, მეც არ მიყვარს საავადმყოფოში გამჯდარი სუნი, ასე მგონია ვიგუდები. _ გაიცინა თეამ. _ მამაჩემი გაიცანი?_ თავი ოდნავ აწია და ნიკაპზე მოეფერა.

-გავიცანი, მამაშენიც და ბატონი ნოეც.

-ძალიან კარგი კაცია, ვიღაცას ვამსგავსებ და ვერ ვხვდები ვის. _ თვალები სასაცილოდ მოჭუტა თეამ და ნოეს აღდგენა დაიწყო.

-ხშირად მეც მემართლება მსგავსი რამ. _ ჩასჩურჩულა კოტემ და ყურზე უკბინა.

-მეტკინა შე საძაგელო!_ გაიცინა თეამ და ხელი კრა.

-რაო ექიმმა, როდის გავწერთო?_ თემა შეცვალა კოტემ.

-რამოდენიმე სერიოზული დაზიანება აქვს, თანაც ოპერაცია დღეს გაიკეთა და ალბათ ერთი კვირა მაინც იქნება საავადმყოფოში. ისე ღირსი კია, მოუხდება, იქნებ ახლა მაინც შეუვიდეს ტვინში რამე. _ გაბრაზებულმა ჩაიქირქილა და საავადმყოფოს გახედა. _ შევალ მე, გამოვიდოდა მამა უკვე და ვნახავ იმ საზიზღარს. შენ წადი სახლში, მთელი ღამეა აქ ხარ!_ ლოყაზე აკოცა და მანქანისკენ მიუთითა.

-ცოტა მერე წავალ, შედი მიდი შენ!

-ცოტა მერე არ მინდა! ახლა სანამ დათუნასთან ვიქნები მოიარე ბარემ და მერე გვერდით მეყოლები. _ თავის სასარგებლოდ აჭიკჭიკდა თეა.

-კარგი მიდი და დამირეკე თუ რამე დაგჭირდეს. _ თვალი ჩაუკრა და გზის მოპირდაპირე მხარეს წავიდა.

უნდა დაეძახა «მანქანა აქეთ დგასო», მაგრამ კოტეს სიტყვები გაახსენდა « ჩემს საქმეზე უფროსების მანქანებით არ დავდიდვარო» და გაჩუმდა. საავადმყოფოსკენ ნელი ნაბიჯებით წავიდა, თან გზაში ფიქრობდა. რა უცებ შეიცვალა, იქნებ ასე უკეთესია... ასე უფრო ადვილად იქნება ბედნიერი!
ბადრი გამოსული არ დახვდა ამიტომ ნუნუსთან ერთად მოსაცდელში დაჯდა. ცოტახანში ბადრი თვალებ აცრემლებული გამოვიდა პალატიდან.

-როგორ არის?_ კითხა მამას.

-შეხვეულია სულ თითქმის. _ სიცილით ამოსთქვა ბადრიმ.

-ჩემი მძღოლი როგორ მოეგწონა?_ შეპარვით კითხა მამას.

-მე ვიცნობ შვილო კოტეს და ძალიან კარგი კაცია, კიკნაძეებთან მუშაობდა ადრე, შენც გემახსოვრება ბადრი. _ ჩაილაპარაკა ნოემ.

-კი კი ვიცი. წეღან რომ ვესაუბრებოდით მაშინ თქვა. _ ღიმილით დაუსვა შვილს თავზე ხელი. _ კარგი წავალთ ჩვენ საქმეები მაქვს და საღამოს დავბრუნდები.

ღიმილით დაემშვიდობა ბატონ ნოეს და მამამისს.

-გინდა ძიძა შენ შედი და მერე შევალ მე. _ შესთავაზა აფორიაქებულ ნუნუს.

-მე რომ დათო ახლა ვნახო გულიც გამისკდება. _ ამოიტირა ქალმა.

-კარგი, მალე გამოვალ და სახლში წაგიყვან. _ შუბლზე აკოცა ძიძას და პალატისკენ წავიდა.

კარები ფრთხილად შეაღო, იქნებ ეძინოსო, მაგრამ დათუნა თვალებდაჭყეტილი იყურებოდა ფანჯარაში. კარების ხმა რომ გაიგო თავი მოატრიალა და დას სევდიანმა გაუღიმა. კიდევ ერთხელ ატკივდა შინაგანად რაღაც თეას. დათუნასკენ წავიდა და მის გვერდით მდგარი სავარძელი უფრო ახლოს მიაჩოჩა.

-როგორ ხარ?_ ხმადაბლა კითხა და თაბაშირიან ხელ-ფეხს დააშტერდა.

-შემომხედე, არ ვარ შეფუთული სასაჩუქრე ბოქსივით?_ გაიცინა დათუნამ, მისი მხიარული ხასიათი თეასაც წამში გადაედო.

-კისერი ძალიან გტკივა? _ შეხვეულ კისერს მიაჩერდა თეა, სიცილით.

-მოძრაობა მიჭირს, ტკივილით არ მტკივა. შენ როგორ ხარ?_ ღიმილით კითხა დას.

-მეთქი წავა ბორჯომში ცოტახანი დამასვენებსმეთქი და რეები ჩაატარე, რა იყოს ეს?_ წაბშეკრულმა გახედა ძმას.

-მე რა შუაში ვარ?_ სიცილით იკითხა დათუნამ. _ ის დამეჯახა.

-დაშავდა ვინემ თუ იცი?_ იკითხა ნაღვლიანმა და ძმას თმებზე მოეფერა.

-არა არავინ, მარჯენა მხრიდან დამეჯახა და არავინ იჯდა. ნუნუ აქ არის?

-გარეთ ზის და არ შემოდის ეგეთ დღეში ვერ ვნახავო... _ გაიცინა თეამ.

-კაი მიდი ახლა შენც გადი ცოტაც წავუძინებ, თორემ თავი მტკივა მაგარად.

-სახლში წავიყვან ნუნუს და მოვტრიალდები.

-თუ ოდნავ მაინც გევასები, არ მოხივდე რა... ბიჭები მოვლენ ახლა და შენი აქ ყოფნა არ ივარგებს. _ თვალები სასაცილოდ მოჭუტა დათუნამ.

-კარგი, ტელეფონს მოგიტანს პაატა და დამირეკე!

პალატიდან რაღაცნაირად თავისუფალი გამოვდა. ყველაზე მეტად ის გაუხრდა, დათუნას თვალებში სიბრაზის ნაპერწკალი რომ ვერ დიანახა. ეს იმას ნიშნავს, რომ თავისი ძმა თეაზე გაბრაზებული არ არის. ნუნუსთან მივიდა და ღიმილით წამოაყენა ფეხზე. მანქანაში ჩააჯინა თვითონ გარეთ დარჩა და ტელეფონზე დარეკა.

-წუთი წუთზე მანდ ვარ. _ მოესმა მამაკაცის ხმა.

-კარგი მაშინ დაგელოდებით. _ ღიმილით ჩასძახა. მანქანის კარები გამოაღო და თავისი ადგილი დაიკავა.

ათი წუთი დასჭირდა იმის გასაანალიზებლად რომ ძალიან დიდი ხანია ბადეში თვითონ მოყვა. გუშინდელი ღამე რომ ახსენდება ეკლები სასიამოვნოდ ჩხვლეტს მთელს სხეულზე, და კოტეს თითოეულ შეხებას ახსენებს... ღიმილმა გაუპო დოლიძეს ბაგეები, კოტეს გუშინდელი მაიმუნობა რომ გაახსენდა, სადარბაზოში. იმდენად იმოქმედა ქალს მამაკაცის ასეთმა სიახლოვემ რომ დაიბნა... თანაც ისე ნაზად და ვნებიანად ეფერებოდა... ძნელია რაღაცები, არ დაგამახსოვრდეს... მითუმეტეს როცა კოტე მისთვის პირველი მამაკაცია, რომელთანაც ასეთი სიახლოვე დაამყარა. ოფლით დაცვარული ხელისგულები ერთმანეთს გაუსვა და მანქანაში ახლადჩმჯდარ კოტეს გახედა.

-რა მალე მოხვედი. _ ღიმილით გადაჩურჩულა კაცს.

-როგორ ხართ ნუნუ?_ სარკეში გახედა უკან ეშმაკურად მომღიმარ ქალს.

-როგორ ვიქნები იმ ყალთაბანდის ხელში._ მოჩვენებით სიბრაზით ჩაილაპრაკა და თვალები ააციმციმა. _ შენ როგორ ხარ ჩემო ბიჭო?_ თეამ სარკიდან გახედა ძიძს და თვალები დაუბრიალა, ასეთ მიმართვაზე... საერთოდ ნუნუ ადამიანებს მარტო მაშინ იხსენიებს «ჩემოთო» როცა საქმე სერიზულად არის.

-გმადლობთ კარგად._ ჩაილაპარაკა და მანქანა დაქოქა.

სახლამდე ხმა აღარცერთს ამოუღია ნუნუს შიშით. ქალი ყველა მოქმედებად და მოძრაობას აკვირდებოდა, ამიტომ ჩურჩულის საშვალებაც კი არ დაუტოვა წყვილს.

-ძიძა, შენ შედი და მეც მოვალ. _ მანქანიდან გადასულ ძიძას მიაძახა და კოტეს ღიმილით მიუტრიალდა. _ მგონი რაღაცას ხვდება. _ ჩაიცინა და კარებში შესულს გახედა.

-მერე რა? იქნებ არ გინდა შენებმა ჩემზე გაიგონ?!_ ნაწყენი და გაღიზიანებული ტონით წარმოსთქვა კოტემ.

-რა სისულელეა, ეგ არაფერ შუაშია. უბრალოდ ჯერ საცდელი ეტაპი გვაქვს და არ მინდა მთელ ქვეყანას მოვსდო!_ მისკენ გადაიხარა და ხელზე ხელი მოუჭირა.

-დღეს აღარ მნახავ?_ ვნებამორეული ხმით ჩასჩურჩულა კოტემ.

-თუ მოვახერხე აუცილებლად...

-მაშინ ახლავე წაგიყვან ჩემთან და დაწყებულ საქმეს გავაგრძელებ... თანაც იქაურობა მისალაგებელი დამიტოვე არა დაგავიწყდეს.

-ღვინო გაქვს?_ კითხა სიცილით.

-ღვინსო როცა სვამ ძალიან თამამდები და მიწვევ! ამიტომ დღეს ღვინო არ გვინდა!_ თვალი ჩაუკრა და მანქანა დაქოქა.

-გავაფრთხილებ მაინც ჩემებს.

-დაურეკე და პრობლემაც მოგვარდება. _ ჩასჩურჩულა კოტე.


სამზარეულო მილაგებული დახვდა, რაზეც თეას გულიანად გაეცინა. მის უკან მდგარ მამაკაცს მიუტრიალდა და მხარზე ოდნავ მიკრა. « როგორ გამაცურეო». კოტემ ორივე ხელი წელზე მოხვია და თავისკენ მიიზიდა, სუსტი სხეული. ნელა მოძებნა თეას ათრთოლებული ბაგეები და წამებში მოადუნა. ქალსაც არ გაუწევია დიდი წინააღმდეგობა, ხელები კოტეს კისერზე მოაკალათა და ვნებიანად აყვა მის ალერს.
იმ წუთას არ ფიქრობდა რა შეიძლება მოყვეს ამ ღამეს... საერთოდ არაფრის გაგებაში არ იყო, ერთადერთი რასაც ცხადად გრძნობდა კოტეს ხელები იყო მის სხეულზე რომ დათარეშობდნენ. სუნთქვა შეკრული აკვირდებოდა მის ყველა მოქმედებას... სადღაც ძალიან სიღრმეში ცდილობდა კოტეს ქცევებიდან რაიმე არასასიამოვნო წაეჭირა, მაგრამ ვერაფერი! მამაკაცი ისეთი სიფრთხილით ექცეოდა მის ქვევით მოექცეულ ქალს, რომ თეას სხვა გზა არ დაუტოვა და აყვა. ხელები მამაკაცის მოშიშველბულ წელზე აასრიალა და თვალები დახუჭა. წამიერი სიამოვნება, გაიზრდა! გაიზარდა ისე, რომ თეას გულში ვეღარ ეტევა... სუნთქვაგახშირებული უყურებს მამაკაცის ვნებებით აკიაფებულ თვალებს და იღიმის.... ზუსტად ისე როგორც ბედნიერი ადამიანები იღიამიან ხოლმე. კოტე წამით შეჩერდა და თეას ლოყაზე აკოცა, მერე კი მის თვალებზე გადაინაცვა და სათითაოდ დაუკოცნა რამოდენიმეჯერ. მისი ჩაჩურჩულებული. « დარწმუნებული ხარ რომ ეს გინდა.» დაგუდულად ესმოდა, მხოლოდ თავის დაქნევა და მისი ტუჩების მოძებნა მოახერხა და მამაკაცს სასურველი პასუხი დაუბრუნა.


გამთენიისას სხეულში საოცარი წვა იგრძნო, მოკეცილი ფეხები ძლივს გაშალა და მუცელზე დაგდებულ ხელს თვალებგაფართვოებული დააშტერდა. იმ წამს საკუთარი თავის დანაწევრება მოუნდა! არა იმიტომ რომ ნანობს! უბრალოდ ასეთი რეაქცია რომ ქონდა! როგორ შეიძლება ადამიანმა თავის გადაწყვეტილებას არ სცეს პატივი... გუშინ ღამე კარგად კვნესოდა სიამოვნებისგან და დღეს, როგორ შეიცხადა... არ ნანობს! უფრო სწორად სურვილი არ აქვს სინანულის...
კოტესკენ გადატრიალება ცადა, მაგრამ მუცლის ტკვილმა ამის საშვალება არ მისცა და ისევ იმ პოზაში დარჩა. მოკეცილი ფეხები უფრო მეტად მოხარა და მკერდძე მიიბჯინა.
ფიქრებით ახლა სულ გუშინდელ ღამესთან არის... როგორ მალე მოხდა ყველაფერი, დაფიქრებაც კი ვერ მოასწრო. « იქნებ კოტემ მაგისთვის მომიყვანა» ურცხვად გადააბრალა მამაკაცს და მისკენ თვალი გააპარა. « ხმა ჩაიგდე უსინდისო გოგო! ვითომ შენ არ გინდოდა ის რაც გუშინ მოხდა! გკითხა იმ კაცმა, დარწმუნებული ხარ თუ არაო, თუ არ იყავი რას ეფერებოდი?» გაღიზიანებულმა ჩასძა ალტერეგომ და თავის ადგილზე მოსვა. « რაც მთავარია მე არ ვნანობ!» ამოიჩურჩულა ძალიან ხმადაბლა და ობოლი ცრემლი თითით მოიწმინდა.

მამისის რეაქცია ძალიან აშინებს, იცის რომ ბადრი ცოტა სხვანაირია. მართალია შვილი ყველაფერზე მეტად უყვარს, მაგრამ არამგონია ამას შეეგუოს... თუმცა არაუშავს, ცხოვრებაში ერთადერთხელ მაინც ხომ უნდა მოქიცეს ისე როგორც გული უკარნახებს.
სხეულის მოძრაობაზე მიხვდა რომ კოტე ფხიზლდებოდა, თვალები სწრაფად დახუჭა და თავი მოიმძინარა. სირცხვილის გრძნობა ერთიანად მოაწვა ქალს და ააფორიაქა, ამიტომაც დადგა სპექტაკლი... კოტე ოდნავ გადაიხარა ქალისკენ და მოშიშვლებულ მხარზე აკოცა, მერე ხელი მის თეძოზე ჩაასრიალა და უფრო მჭიდროდ აიკრა თეა. სიამოვნებისგან ამოძახილი ხმები, ძლივს დაატია კბილებს უკან დოლიძემ და ტუჩები მოკუმა. კოტემ ირონიული ღიმილით გახედა ქალს და ლოყაზე მსუბუქად უკბინა.

-შენგან მსახიობი არ დადგება! გაახილე ეგ ლამაზი თვალები და გადმოტრიალდი ჩემსკენ!

თვალები სასაცილოდ დაჭყიტა თეამ და მამკაცისკენ ძლივს გადატრიალდა. თავი მის მკერდზე მიდო და შეეცადა სირცხვილისგან აფორაჯებული ლოყები დაემალა.

-როგორ ხარ?_ თბილი ხმით კითხა კოტემ და თავი ააეწვინა.

სიხარულით და გამართლებული იმედებით ლამის იკივლა ისე გაუხრდა კოტეს თვალებში დანახული, სისუფთავე. სუნთქვა გაუადვილდა, გულმაც ნორმალურად დიაწყო ძგერა და საერთოდ, ყველაფერი მწყობრში ჩადგა. მამაკაცი ტუჩებისკენ წაიწია და ხმაურით აკოცა.

-ძალიან კარგად... _ შიშველ გულ-მკერდზე თითებით წაეთამაშა და თვალებში ჩააშტერდა. _ შენ... შენ როგორ ხარ? _ კითხა დაბნეულმა და დუმილი დაარღვია.

-შენი სურვლით ვარ შეპყრობილი! ამ გლუვი კანის სურნელი თავიდან ვერ ამოვიგდე... _ ვნებიანი ხმით ჩაილაპარაკა და ქალის ყელი ჩაკოცნა.

-მეღიტინება. _ აკისკისდა თეა და კოტე უკან გაწია. _ ახლა რა იქნება?_ სახე დაისერიოზულა და კაცს ახედა.

-ახლა ყველაფერი ძალიან სხვანაირად იქნება... მე წამოვალ შენგან და ისე ვიქნებით ერთად!_ თბილად გაუღიმა და ლოყაზე აკოცა.

-რას ნიშნავს წამოხვალ, მერე ჩემი მძღოლი?_ ტირილის პირას მისულმა ამოიკნავლა.

-ჩემს რომელიმე მეგობარს ვთხოვ და დროებით შემცვლის. მერე ვინე სანდოს ვიპოვით... ან საერთოდ აღარ დაგჭირდება მძღოლი. _ ეჩურჩულებოდა და სხეულს უკოცნიდა.

-შენ რომ იყო რა დაშავდება?_ ჩაილაპარაკა თეამ.

-ბევრი დაშავდება! ამიტომ აღარ გვინდა ამაზე საუბარი!_ ხმა გაიმკაცრა კოტემ.

-ახლა რა გამოდის რომ საყვარლები ვართ?_ ჩაიცინა თეამ.

-სულაც არ არის ეგ ტერმინი ცუდი ტონი... შეყვარებულიბი არ გამოვდივართ, არც ცოლქმარი... ასე რომ, მოსიყვარულე საყვარლები ვართ!_ სიცილით უპასუხა კოტემ.

-არ ვარ წინააღმდეგი! _ ჩაიცინა და მამაკაცს ალერსში აყვა.

>>>

იმ განცდილი ბედნიერების მიუხედავად რასაც კოტესთან ყოფნის დროს გრძნობდა, უსიამოვნო ემოციები მაინც არ ტოვებდნენ. იმ თამაშზე ფიქრი ძალიან მძიმედ აეკვიატა. რაც უფრო უახლოვდებოდა კოტედ მით უფრო იკეტებოდა თეას პიროვნება სადღაც... ზოგჯერ კოტესთვის თვალებში ჩახედვისაც კი რცხვენოდა... ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდა რომ სიამრთლე უნდა თქვას! ხო რა მოხდა, მივა და ეტყვის, ასეთი სისულელის ჩადენას ვაპირებდიო... კოტე ისეთი კარგია გაუგებს, თანაც თეა ძალიან მალე მოეგონ გონს... ყველაზე მეტად ის ტკენს, კოტეს თვალებშიც რომ ამ გრძნობას კითხულობს... თითქოს სინანულს, ან უბრალოდ რაღაცისადმი მწარე მარცხს...

ახლაც კოტეს საწოლში კოტრიალობს და დღის ამბებს უყბება, ისიც გასუსული უსმენს თან თეას თმებში თითებს არაპროფესიონალურად ხლართავს... საუბარს რომ მორჩა თეა, მძიმედ ამოიხვნეშა და მამაკაცს ახედა, კოტე თვალებში უყურებდა და მისთვის დამახასიათებელი ღიმილით იღიმოდა. აი ისეთით თეას გულს და სულს რომ უხარებს. წამით შეყოვნდა პირი დააღო და სიტყვის თქმა დააპირა, მაგრამ ვერ გაბედა... მთლიანად მოაწვა ემოციები და გაგუდა. როცა წარმოიდგინა რა შეიძლება მოყვეს მის სიტყვებს ცრემლები მოაწვა და ერთ ადგილზე გაშეშდნენ... რომ ვერ გაუგოს და ხელი კრას, თეა ამას მართლა ვერ გადაიტანს, ის იმდენადაა უკვე მამაკაცზე შეკედლებული რომ სული დაუცარიელდება და მოკვდება.

-რაღაცა უნდა გითხრა... _ ტირილნარევი ხმით ჩაილაპრაკა და მამაკაცის წვერგაუპარსავ ლოყას ხელები ისე დაუსვა თითქოს ამას უკანასკნელად აკეთებს და ემშვიდობებაო. კოტემ მარჯვენა დაუკავა და ხელისგულზე ხმაურით აკოცა.

-ხდება რამე?_ თბილი ხმით კითხა და ქალი უფრო მჭიდროდ მიიკრა გულზე.

-ოღონდ ძალიან გთხოვ არ გამაწყვეტინო... _ საცოდავად შეევედრა და ოდნავ წამოიწია. _ თავიდან დავიწყებ, არ მინდა რაიმე გაუგებრად ვთქვა. _ ამოიკნავლა და კაცს მკერდზე აკოცა. _ ჩემთან რომ მოხვედი სამუშაოთ, მაშინ არ ვიცი რა ეშმაკი შემიჩნდა... ან საერთოდ რამ მომიარა, მაგრამ გადავწყვიტე, მეთამაშა... შენთვის და ჩემთვის ძალიან არასასიამოვნო თამაში, მინდოდა ქალის ბადეში გამები და მერე ამით მე გამერთო თავი... იმ დღეს მანქანაში შანსზე რომ ვსაუბრობდით გადმოსვლისთანავე მივხვდი რომ ყველაზე საშინლად ვიქცეოდი და გადავწყვიტე ყველაფრისთვის წერტილი დამესვა... ასეც მოვიცეოდი ალბათ სამსახურში რომ არ მოსულიყავი ჩემთან, ისე გამიხარდა სულ გადამავიწყდა რაზე ვფიქრობდი მთელი დღეე... გეფიცები, იმ ყველაფერს გეფიცები რაც ახლა გაგვაჩნია და ერთმანეთთან გვაკავშირებს, რაც ჩვენი ურთიერთობა დაიწყო არცერთხელ მითამაშია... ყველაფერი ისე ხდებოდა როგორც ჩემს გულს უნდოდა! მე მართლა ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, იმაზე კარგად ვიდრე შეიძლება...

საუბარი რომ დაასრულა მერე მიხვდა რომ ისტერიულად ცვიოდა ცრემლები, იმასაც მიხვდა რომ კოტეს სხეული ოდნავ მოცილებულიყო მისას. მამაკაცისთვის თვალებში ჩახედვის შიში ქონდა. გულამოვარდნილი ფეთქავდა ქალის გული, კოტესი კი საერთოდ არ ისმოდა! ხმას არცერთი არ იღებდა, ის იქით იწვა და ჭერს გაშტერებული მისჩერებოდა, თეა გადასაფარებლის თავს იყო ჩაფრენილი და ცრემლებს იმშრალებდა. კოტემ მძიმედ ამოიხვნეშა და ქალს გამოხედა...

-ზუსტად როდის დაამთავრე?_ კითხა სულ სხვა ხმით, რამაც თეა ადგილზე გააქვავა. უფრო მეტად ატირდა და მამაკაცის ყელს გახედა.

-მანქანიდან რომ გადმოედი იქ, მაგრამ ამას მეორე დღეს მივხვდი... მანამდე კი ერთმანეთი არ გვინახავს, შენ საავადმყოფოში იყავი. _ სლუკუნებდა თეა. _ ვიცი რომ საშინლად მოვიქეცი, ისიც ვიცი რომ არაფერი მამართლებს, მაგრამ მე მართლა არ მითამაშია... _ ამოიღნავლა და კოტესმიეკრო. _ ხომ არ წახვალ?_ ცრემლებით დასველებულ მამაკაცის გულ-მკერდს თითები გადაუსვა და გაამშრალა.

კოტე დუმდა!
ისე დუმდა, ფილმებში ავისმომასწავლებლად რომ ჩამოწვება სიჩუმე ხოლმე!

ტირილისგან დაღლილი თვალებით, ძლივს გაბედა მამაკაცისთვის მზერა გაესწორებინა. კოტემ ქალს ხელი მხარზე მოხვია და თავზე აკოცა. თეაში ერთიანად იფეთქა მისთვის სასიხარულო ემოციებმა, კოტეს ახედა და ტირილნარევი ღიმილით შეაგება მამაკაცს მზერა.

-მეც მაქვს შენთვის რაღაცა სათქმელი. _ მძიმედ ამოილაპარაკა კოტემ და თეას დახედა.

-დღეს არა რა! ძალიან გთხოვ დღეს არა, ახლა მართლა არ მინდა რაიმე ისეთი მოვისმინო რაც ორივეს კიდევ მოგვაყენებს ზიანს. სხვა დროს! _ შეევედრა და ცხვირი მის ყელში ჩამალა.

-სხვა დროს არ ივარგებს თეა.... _ საუბრის დასრულება თეას ტელეფონზე გაბმულმა ზარმა არ მისცა. ქალი ოდნავ გადაიწია ტუმბოსკენ და ტელეფონი აიღო.

-გისმენთ. _ წკრიალა ხმით ჩასძახა და გაირინდა.

-გამარჯობა თეა, ნიკო ვარ.

-აჰ ნიკო, გამარჯობა. მოხდა რამე? _ საწოლზე წამოჯდა და თმები უკან გადაიწია.

-დღეს საღამოს მინდა ვახშამზე დაგპატიჟო, თუ წინააღმდეგი არ ხარ.

თვალებგაფართოვებულმა გახედა კოტეს და მოჩვენებითი სიმშვიდით გაუღიმა.

-არ მცალია, ძალიან დიდი ბოდიში... _ ჩაილაპარაკა ხმადაბლა.

-კარგი სხვა დროს იყოს. _ მხიარულად უპასუხა მამაკაცმა. _ დროებით.

-ნახვამდის.

ტელეფონი თავის ადგილზე დააბრუნა და წარბშეკრულ კოტეს გახედა.

-ვინ იყო?_ კითხა დაგუდული ხმით და საწოლზე წამოჯდა.

-ჩემი კომანიონი, ვახშამზე მეპატიჟებოდა. _ გაიცინა თეამ და მხარზე აკოცა.

-ხშირად დადიხართ ხოლმე ერთად ვახშამზე?_ ეჭვნაერვი ხმით ჩაილაპარაკა და ქალს გამომცდელად მიაჩერდა.

-მაშინ რომ მიმიყვანე რესტორანში იმის მერე არა... ახლა არ მითხრა ნიკოზე ვეჭვიანობო?!_ დაცინა თეამ და ცხივრზე თითი გაკა.

-თეა, მე ძალიან მესაკუთრე ვარ! რაც ჩემია ბოლომდე ჩემი უნდა იყოს, არავის გავუყოფ!_ მკაცრად წარმოსთქვა და საწოლიდან წამოდგა.

-კარგი რა კოტე! გგონია რომ ნიკოსთან რიმე შეიძლება მქონდეს?_ მხრებჩამოყრილი გაყვა უკან და ზურგიდან აკრობა სცადა, მაგრამ მამაკაცის ნაბიჯებმა ამის საშვალება არ მისცეს.

-მე არაფერს ვამბობს, უბრალოდ გიხსნი მერე არასასიამოვნო სიტუაციაში რომ არ ჩავარდე. _ მისკენ მოტრიალდა კოტე.

-არ ჩავარდები, მე მარტო შენ მინდიხარ!_ აკისკისდა და მამაკაცს მოეხვია.

-ეგ კარგია! ძალიან კარგი!_ თავისთვის ჩაილაპარაკა კოტემ და ქალი ხელში აიტაცა.

იმ დღის შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, შეიცვა თეაც და კოტეც... ახლა უფრო გახსნილი და გულღია იყო მამაკაცთან, გრძნობდა რომ აღარაფერი ბოჭავდა მასთან ურთიერთობისას...
საოცრა ახალისებდა იმის განცდა რომ კოტესთან ერთად ყველგან შეეძლო სიარული... ხშრად დადიოდნენ კაფეში, მაგრამ არა რესტორანში... სერინობითაც ხშიად სერინობდნენ, საღამოობით კოტეს სახლთან ახლომდებარე სკვერში. ხეც კი ამოიჩემა თეამ და მიისაკუთრა.

კოტე იყო ის მამაკაცი ვინც სრულფასოვნად მიანიჭა ბედნიერება თეას. არცერთი წამით ნანობდა არცერთ დღეს, რაც კოტესთან ერთად გაატარა. ყველა დეტალი მისთვის საყვარელი და ნაცნობია უკვე. მამაკაცის მკლავების გარეშე ყოფნა აღარ შეუძლია. სახლშიც იშვიათად მიდის უკვე, რაზეც ნუნუ სულ ტუქსავს.... « როგორ შეგიყვარდა ასე, ჩვენ სულ რომ აღარ გახსოვართო.» გასძახებდა კიბეებზე მიმავალს ბუზღუნით. ბადრისაც უთხრა რაღაცები მისი ურთიერთობის შესახებ, მაგრამ არა ბოლომდე... ჯერ უნდა რომ მარტო ეს ორნი იყვნენ.

საღამოს გოგონებთან ერთად კაფეში იჯდა და საუბრობდა. ბევრ თემას განიხილავდნენ, ბოლოს კოტეზეც მიდგა ჯერი.

-როგორ ხართ?_ ღიმილით კითხა ტატამ და თვალი ჩაუკრა.

-ძალიან კარგად, რომ არა თქვენი დამოძღვრა ალბათ ვერაფერსად მივხვდებოდი და სულ უფრო ჩავიძირებოდი... _ გაიცინა და მადლიერების მზერით მოავლო თვალი ორივეს.

-ნუ ხარ სულელი, ჩვენ აქ აბა რისთვის ვართ. ისე როგორია?_ კითხა თინამ და მხარი გაკრა.

-ზუსტად ისეთია როგორიც უნდა იყოს! ძალიან... _ სიტყვის დასრულება არ აცადა ტელეფონის ზარმა. გაკვირვებულმა დახედა უცხო ნომერს და წარბები კუშტად შეკრა. _ გისმენთ._ ჩასძახა და პასუხს დაელოდა.

-გამარჯობა, თეა ხომ?_ მოისმა ქალის წკრიალა ხმა.

-დიახ მე ვარ, თქვენ რომელი ხართ?_ იკითხა როცა უცნობის ხმა ვერავის მიამსგავსა.

-მე შენ არ მიცნობ თეა. შენი ნახვა მინდა ამ დღეებში თუ შეძლებ, ძალიან დიდ დროს არ წაგართმევ. რაღაცა ისტორია მაქვს შენთვის მოსაყოლი. _ ჩაილაპარაკა ქალმა.

-იცით, მე უცხოებს...

-ვიცი ვიცი, ყველაფერი ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ ძალიან გთხოვ! ამას შენი თავისთვის გააკეთებ მხოლოდ და მხოლოდ.

-კარგი, როდის და რომელ საათზე?

-ხვალ, ადგილმდებარეობას დღეს მოგწერ. _ ჩაილაპარაკა ქალმა და ტელეფონი გათიშა.

-ვინ იყო?

-წარმოდგენა არ მაქვს. _ მხრები აიჩეჩა თეამ და ტელეფონი მაგიდაზე დააბრუნა. _ ჩემთან შეხვედრა უნდა, თანაც ჩემს სასიკეთოდო.

-შენ რა წასვლას აპირებ?_ გაკვირვებულმა იკითხა ტატამ.

-რათქმაუნდა!_ გადაჭრით მიაძახა და ფეხზე წამოდგა. _ კარგი წავედი აბა, კოტე უნდა ვნახო... გკოცნით. _ მეგობრებს დაემშვიდობა და კაფიდან გამოვიდა და სადგომზე დაყენებული მანქანისაკენ წავიდა.

თავისი კუთვნილი გასაღებით კოტეს სახლის კარები გააღო და შიგნით შევიდა. მამაკაცი შინ არ დახვდა, დაუბარა რომ სამსახური გამოუჩნდა და შეხვედრაზე უნდა წასულიყო. ჩანთა და მოსასხამი იქვე მიაგდო და სამზარეულოსკენ ღიღინით გავიდა. მაცივარი სავსე იყო საჭმელებით და აღარაფრის გაკეთების სურილი გამოუთქვამს. მისაღებში დაბინავდა და ფეხები ჟურნალების პატარა მაგიდაზე შემოაწყო.
ნეტავი ვინ უნდა იყოს ის ქალი, ან საერთოდ არ საერთო აქვს თეას ცხოვრებასთან. ცუდი ადამიანი არ უნდა იყოს, ხმიდან გამომდინარე... მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია გულში რა აქვს ჩადებული. ღიმილით გახედა ღია კარებს და კოტესკენ გაიქცა.

-მომენტრე უკვე!_ სახის ყველა ნაკვთი დაუკოცნა მამაკაცს. კოტემ ხელები წელზე მოხვია და მისაღებში გავიდნენ.

-რა ქენი აბა დღეს სამსახურში? _ კითხა და კისერში აკოცა.

-ისეთი არაფერი, რამოდენიმე შეხვედრა გვქონდა, მერე გოგონები ვანხე და მერე აქ მოვედი.

-კარგი გიქნებია! _ ჩაილაპარაკა მამაკაცმა და ქალს მოეხვია. _ მგელივით მშია თეა. _ ჩასჩურჩულა ყურში და ბიბილოზე უკბინა.

-რაც შენს გულ მოუნდება, ყველაფერი გვაქვს მაცივარში.

-მიდი უცებ გაშალე სუფრა და მეც მოვალ, ტანზე გადავივლებ. _ საჯდომზე ოდნავ მიკრა ხელი და სამზარეულოსკენ უბიძგა.

ის ღამეც კოტესთან ერთად გაატარა. დილით შეტყობინება გახსნა და მისამართი წაიკითხა. კოტესთვის ამაზე კრინტი არ დაუძრავს, იქნებ რა ხდება ჯერ... სამსახურში ადრიანად წავიდა და მამაკაცს დაუბარა საღამოს ჩემებს ვნახავ და მოვალო.
მთელი დღე სამსახურს გული ვერ დაუდო, უაზროდ ათამაშებდა კალამს ხელში და მომავალ შეხვედრაზე ფიქრობდა.

დათქმულ მისამართზე რომ მივიდა, სუნთქვა უფრო გაუჭირდა. ასე ეგონა რომ იქ მისვლით სასიკვდილო განაჩენს აწერდა ხელს. მინის კარები ხელის კანკალით შეაღო და ცარიელი კაფე მოათვალეირა... კაფის ბოლოში ფანაჯრასთან განცალკევებით იჯდა ქალი და ახალშემოსულს უღიმოდა.
ძალიან სანდომიანი და კეთილი პირსახის ქალი იყო, ლამაზად ეცვა მოვლილიც არის. თეა მისკენ წავიდა და წინ ჩამოუჯდა. გაოფლილი ხელები მუხლებზე გაისვა და მძიმეს ამოიუნთქა.

-თეა, პირველ რიგში მინდა გითხრა რომ რასაც მოისმენ ძალიან მძომე იქნება შენთვის!

ქალის შემცოდებელმა მზერამ უარესად მოუსპო ნერვები. ჩაახველა და ქალს თავი გაბედულად დაუქნია.

-მე ნატალია მქვია. _ გაუღიმა და მიმატანს ფინჯნები გამოართვა. _ ვიცი რომ ყავა გიყვარს და არ დაგელოდე.

-იქნებ საქმესთან ახლოს...._ ჩაილაპარაკა ჩამწყდარი ხმით.

-კარგი... როგორც გინდა, მაგრამ ერთი დაიმახსოვრე რომ ადამიანები ვართ და შეცდოამს ყველა ვუშვებთ. _ ხელი ხელზე მეგობრულად დაუსვა და თვალებში ჩახედა, იქ ძალიან დიდი თანაგრძნობა იგრძნობოდა. _ მოკლედ, ძალიან რომ არ გავწელო საქმე კოტეს ეხება. ორი თვის წინ შემთხვევით დაგინახა ბარში თავის ძმაკაცთან ერთად, ოლეგი ქვია იმ კაცს. მეგობრებთან ერთად იყავი და ცოტა თამმადაც იქცეოდი, ამიტომ ძმაკაცებმა ძალიან არასასიამოვნო ნიძლავი დადეს. ათი დოლარის ნაცვლად კოტეს შენთან უნდა ეთამაშა. სანიძლაოს პირობები ძალიან მარტივია, ქალს ლოგინში ჩაიწვენს და წავა! საერთოდ კოტე ძალიან კარგი ადამიანია და არ ვიცი ასე რატომ მოიქცა, დამიჯერე არც თვითონ ეცოდენება. თავართილაძე ჩემი ბავშვობის მეგობარია და ვიცი როგორი ხასიათიც აქვს... იმ დღეს ძალიან ნასვამი იყო და ალბათ ამან იმოქმედა, ან უბრალოდ არ ვიცი თეა... მოკლედ რაღა ბევრი გავაგრძელო და შენ ათი დოლარიანი სანიძლაო ხარ. ვიცი ეს როგორი არასასიამოვნო მოსასმენია, მაგრამ სიამრთლეა... მწარე სიმართლე.

დაასრულა ქალმა და ყავა მოსვა.

სუნთქვაშეკრულა გააყოლა ქალის მოქმედებას თვალი... ხმის ამოღების და მოქმედების უნარი დაკარგა იმ წამს თეამ. ფეხზე გაშეშებული წამოდგა და კაფე უსიტყვოდ დატოვა. მანქანამდე როგორ მიღოღდა არ ახსოვს ერთადერთი რასაც იმ მომენტში გრძნობდა გათელილი თავმოყვარეობა და გული იყო. გული რომელმაც ძლივს ნორალურად აღიქვა გრძნობა და ახლა რა ხდება? ყველაფერი თავზე ენგრევა! ზუსტად იმ მიზეზით რა მიზეზითაც თვითონ დაიწყო ყოველივე ეს... მანქანში ჩაჯდა და თავი საჭეზე დადო. გაოცნობიერებლად აღმოხდა ბღავილის მაგვარი ხმა. ხელებით თმებს დაექაჩა და ცადა ფიზიკური ტკივილით მაინც შეემსუბუქებინა დანაკარგი...
არაადამიანურ ქცევებში გადაუვიდა ყოველივე ეს, გამწარებული იწიწკნიდა თმებს და სახეს იხოკავდა...
არავის ამტყუნებდა საკუთარი თავის გარდა! ორი რამ შესძულდა იმ წუთას, კაცები და კოტე! მამაკაცი რომელსაც აფსოლიტურად ყველაფერი მისწცა რაც გააჩნდა... სული და სხეული ისე გაუნაწილა არცერთი წაით დაფიქრებულა...
ახია მასზე! როგორ მალე მოამწყვიდეს გალიაში და დაატეხეს ძლივს ამოზრდილი ფრთები.
გული არ უვარგოდა იმის გახსენებისას, რომ მამაკაცმა ათი დოლარის ნაცვლად ამხელა რამ ჩაიდინა...
ვერ იჯერებდა რომ ათ დოლარიანია!
კოტეს სახლთან როგორ მიბობღდა არ ახსოვს, მანქანიდან გაავებული სახით გადმოვიდა და სადარბაზოსკენ წავიდა.
ამ დროის მანძილზე პირვლად აიარა ექვსი სართული ისე რომ დაღლა საერთოდ არ უგვრძვნია. გასაღები საკეტს მოარგო და სახლში შევიდა.
ასეთ მომენტებში სხვაგან წასვლა და გულის გადაყოლება ერთადერთი საუკეთესო საშვალებაა, მაგრამ თეასთვის არა! ახლა ამ სახლში უნდა იყოს და დარწმუნდეს რომ მასზე არაადამიანებიც არსებებონ. ყველაფერი უნდა გაანადგუროს რაც კი კოტესთან აკავშირებს... ნივთები! მოგონებებსაც მალე გაანადგურებს! არცერთ მათგანს დაიტოვებს თავისთან. სამზარეულოდან მაკრატელი აიღო და საძინებლისკენ წავიდა. დაუძლურებულ ფეხებს ძლივს მიათრევდა იქითკენ... ოთახში შესვლისას კიდევ ერთხელ ამოაგლიჯეს გული და გადათელეს. სუნი რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა და ამოიჩემა დღეს შეიზიზღდა... გულის რევის შეგრძენბამაც კი შეაწუხა ამ ყველაფრის გახსენებისას. საწოლს მივარდა და რამოდენიმე წუთში ნაკუწებად აქცია ყველაფერი. მაკრატელი იქვე მიაგდო თვითონ კი ჩაიკეცა და დაგროვილი ბიღმა ამოანთხია...

იცოდა რომ რაღაცა დოზით თვითონაც არის დამნაშავე, მაგრამ ასე არა! თეას, არავისთან დაუდია სანიძლაო... ფულზეც კი არ დაფიქრებულა, კოტემ კიდევ რა გააკეთა, მიწასთან გაასწორა...
კარების ხმაზე ელდანაკრავივით წამოხტა ფეხზე და საწოლს მივარდა.

-ბარტყო, მოვედი!_ კოტეს ხმის გაგონებისას უარესად შეიპყრო გულის რევის შეგრძნებამ. _ თეა სახლში ხარ?_ ხმა უფრო და უფრო უახლოვდებოდა დოლიძეს.

კოტემ კარები შემოაღო და სანახაობამ ადგილზე გააშეშა. ქალის სახის დანახვისას მონიჭებული ტკივლის აღწერა არ შემიძლია გამოვტოვო... კოტეს თვალებში გამკრთალი « დაკარგული» სხივი შეუმჩნეველი არ გახდა. მამაკაცმა ქალისკენ გაწევა ცადა, მაგრამ თეამ ამოიღმუვლა და ხელით ანიშნა გაჩერდიო. კოტე იქვე კედელთან მივიდა და ჩაიმუხლა. თავი ხელებში ჩარგო და მხრები აუცახცახდა. არ უტირია, მაგრამ განიცადა! ისე როგორც კაცებს ჩვევიათ, უცრემლოდ!
თეა დანაწევრებულ საწოლზე ჩამოჯდა და ტირილით ამოიკნავლა... დანაწევრებულ გადასაფარებელს ჩააფრინდა თითებით და ტკვილის განაწილება დაიწყო.
მაგრამ ვერ შეძლო, არაადამიანურად გაუსაძლის ტკივლს აყენებდა ის რაც ახლა მის თავს ხდება...

-ახლა რაღაცას გკითხავ და სიმართლე მითხარი... _ ამოიჩურჩულა ფერწასულმა და დაბეჩავებულმა თეამ. კოტემ თავი ოდნავ აწია და ჩასისხლიანებული თვალებით მიაჩერდა ქალს. _ ის ღამეც..._ ღამის გახსენებისას კიდევ ერთხელ აეწვა სული და ატირდა... _ ის ღამეც თამაში იყო?_ იკითხა საოცრად ტკივლიანი ხმით და კაცს მიაჩერდა.

-თეა... _ კოტეს ხმა იმ წუთას ყველაზე დაბალ ნოტზე ესმოდა... ყველაზე სევდიანი ხმა ეგონა მსოფლიოში.

-ის ღამეც?_ გაუმეორა კითხვა.

-ის ღამეც... მაგრამ მომისმინე და მერე როგორც გინდა ისე მოიქცეცი! _ ფეხზე წამოდგა კოტე და კედელს მიეყრდნო. _ იმ ღამის შემდეგ ძალიან ბევრი რამე შეიცვალა თეა, მანამდეც ძალიან ბევრი რამ შეცვალე ჩემში... მაგრამ მეც გვიან მივხვდი და..

-არ გააგრძელო! აღარაფრის მოსმენა მინდა! მარტო ერთ რაღაცას გკითხავ და მორჩა... ვინ ხარ?

-ის ვარ ვისაც მიცნობ! არაფერი მომიტყუებია შენთვის, მძღოლი ვარ, მაქვს ეს ბინა და ვეძებ სამსახურს. მაგრამ მომისმინე გთხოვ. _ ამოიჩურჩულა კოტემ.

-არა! მორჩა! შენ ხომ იცი რომ აქ ყველაფერი დამთავრდა? მე და შენ ვეღარ ვიქნებით თეა და კოტე, რომლებიც რამოდენიმე საათის წინ ამ დაწყევლილ საწოზე ერთმანეთს სიყვარულს ეფიცებოდნენ... მორჩა კოტე! ჩვენ ორმა ეს ყველაფრი დავასამარეთ, მე ჩემი სისულელით შენ შენით! ახლა რომ არ წავიდე დამიჯერე ამით უარესად გვეტკინება, ყოველი ღამე შემზიზღდება... ვერცერთხელ ვიგრძნობ თავს ისეთ ბედნირად როგორც ადრე! არ შემიძლია, მეცოდება ჩემი თავი და შენც მეცოდები...
_ ამოიტირა და ოთახიდან გასვლა დააპირა.

-თეა... შენ ხომ იცი რომ მიყვარხარ? გეფიცები იმ ღამის იქით ყველაფერი ჩემი იყო! მარტო ჩემი და შენი!_ ტირილის მაგვარი ხმით ჩაილაპარაკა კოტემ და შუბლზე აკოცა.

-ვიცი, ვგრძნობდი... მაგრამ ის ღამე აჩრდილივით გაგვყვება კოტე... _ ამოიჩურჩულა და გულზე მიეკრა. _ მე არ შემიძლია!

-ვიცი, აღარც მე შემიძლია!_ გასცა პასუხი მამაკაცმა და სახე დაუკოცნა. _ მოიქეცი ისე როგორც შენთვის არის უკეთესი... მე რაც არ უნდა მოხდეს აქ ვიქნები და დაგელოდები, უიმედოდ მაგრამ მაინც დაგელოდები!

-ხომ იცი რომ აღარ დავბრუნდები? _ ამოიკრუსუნა და გატრიალდა.

-ვიცი თეა, ვიცი!_ ჩაილაპარაკა კოტემ და დანაწევრებულ საწოლზე გაწვა...

სადღაც სიშორიდან გამკრთალი ცრემლი მამაკაცს ღაწვებზე დაედინა... ატირდა, პირვლად... უსამართლოდ, მაგრამ გულით!



თეა აღარ დაბრუნებულა!

~~~~~~~~~~~
ცხოვრება ყველაზე დიდი თამაშია... თამაში რომელიც ადამიანებს აზარტულს ხდის. ხდის ისეთებს როგორებიც არ არიან, ან პირიქით. ყველა ადამიანს აქვს თავისი წილი თამაში და სიამრთლე, რომელიც მერე აღარაფრად ვარგია! ასე მოხდა თეას და კოტეს ცხვორებებაშიც... ზუსტად იმ აზარტულ თამაშს აუწყეს ფეხები რომელიც მათ საერთოდ არ ეხებოდა. აუწეყს და ბოლოს ჩამორჩნენ, ისე ძალიან რომ გზაც კი ვერ გაიკვლიეს. ხოდა ცადეს აქედან თავის დახწევა, დაახწიეს... ერთმა დროებით მეორემ დააგვიანა... ძალიან დააგვიანა და ზუსტად ეს დაგვიანება ვერ აპატია დოლიძემ საყვარელ მამაკაცს. კაცს რომელიც მისთვის ყვეალფერია მიუხედავად ყვეალფრისა. არცერთი წამით უცდია მისი მოძულება.. რაც არ უნდა იყოს კოტე მისი პირველი მამაკაცია! მამაკაცი რომელიც თეაში პირველი ჩასახლდა. ჩასახლდა და მორჩა!
იმ დაწყევლილი და ავი დღის შემდეგ აღარცერთს უცდია ერთმანეთისთვის რამის თქმა... იმ ოთახში საკმარისზე მეტი სევდით დატეული სიტყები დაიღვარა! მაგრამ ტკივილი ისევ არის, წლების მიუხედავად არ ქრება... არ ქრება მაგრამ ფეხს უწყობს ისე როგროც ცხოვრებას...
მთელი ერთი წელი ცდილობდა შეგუებას ამ ყველაფერთან მაგრამ არ გამოვიდა.
ბოლოს კი ერთი დასვკა გააკეთა და იმ დასკვნით ცოხვრობს დღემდე... ყველაფრის თავი და თავი მატერიალობაა, ის სიმდიდრე რომელმაც თვალები აუხვია და ასეთ საშინელ ბადეში მოყვა... ზუსტად ეს არის რეალობა და სიმწარე რომელიც ადამიანებს არ გვინდობს და ბოლომდე გვახვეტინებს იმ ჭუჭყს რაც ჩვენს გარშემოა მიმოფანტული.

იმ დღიდან ერთი კვირის თავზე მამამისის სახლი დატოვა და ერთოთახიანი ბინა იყიდა... თავისი ხელით გაარემონტა და ის სევდა რაც კოტემ გამოატანა საღებავებში ჩატია. რომლებიც ახლა აღარცერთი წამით ტოვებენ... სამუდამოდ თეასეულები გახდნენ.... თავართქილაძეზე აღარაფერი სმენია...
მაგრამ იცის რომ კოტეც არ არის ის რაც იყო... იმ გულით გრძნობს მაკრატელთან ერთად რომ დააგდო საწოლზე! ის იქ დარჩა კოტესთან და იმიტომ!

ყველაზე მეტად მაინც კოტეს სახლის კარების დაკეტვა გაუჭირდა, საოცრად განიცადა. ნუნუსთან ურთიერთობაც კი გაუფუჭდა ბოლო პერიოდი, ყველა ვინც ძველ ცხოვრებასთან იყო დაკავშირებული აღიზიანებდა. რომ არა ტატა და თინა, ალბათ ბევრ არასწორ ნაბიჯს გადადგავდა, რაც მერე სხვებს ატკენდა.
გულის სიღმერში, საკუთარი თავის მიმართ გაჩენილი სიძულვილი ვერ მოიშორა, სულ იმის განცდაში იყო რომ ყველაფერი თავისი ბრალია. რომ არა ის უაზრო ახირება, კოტეს ახლოსაც არ გაიკარებდა და არც მამაკაცს მოუწევდა ასეთ ცოდვაში ფეხის ჩადგმა... მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვერ ამართლებს, არ სძულს, მაგრამ... არცერთი წამით შეუძლია მასთან ერთად ახლოს ყოფნა, სულ ის ათ დოლარიანი, ღამე უდგას წინ. ზუსტად ამან არ მისცა საშუალება მამაკაცთან ახალი ცხოვრება დაეწყო.

კოტეს მხირდან მცდელობა ერთადერთხელ იყო, იმ დღის შემდეგ... თეამდე მაინც ვერ მიაღწია, მაგრამ ბადრის ესაუბრა. ვერც იმან გაუგო! და საერთოდ კოტეს ვერავინ გაუგო, თეას გარდა... ქალმა იცის რა საშინლება როცა თამაში გიწევს და იმიტომ...

აწყლიანებული თვალებით გადააფარა საწოლს გადასაფარებელი და მისაღებში სრუტუნით გავიდა. ამდენი ხნის შემდეგაც ვერ შეძლო მოგონებების უცრემლოდ გახსენება... თაროებს შორის მოთავსებულ სურათის ჩარჩოს გახედა და ხელისგულებით ცრემლები შეიმშრალა... გამათბობელთან მიიყუჟა და ფანჯრიდან ეზოს გადახედა. პატარა ბავშვები თოვლში თამაშობდნენ, იცინოდნენ და რაც ყველაზე მთვარია, ერთმანეთს უბოროტოდ ეთამაშებოდნენ...

«მე რომ არ დამეწყო. მე რომ არ მიმექარა.» სლუკუნით ჩაილაპარაკა და ფარდები ჩამოაფარა.

დივანზე მოკუნტული დაწვა და ხელში ტელეფონი აათამაშა. მასზე გამოსახულმა სურათმა უარესად აატკია გული. იქ სულ სხვანაირად იყო ყველაფერი, მაშინ წარმოდგენაც არ ქონდა რა ხდებოდა მის თავს რეალურად.... მაშინ კოშკები ქონდა აგებული, რომლითაც მთელი ცხოვრების გატანას აპრებდა...
ახლა? ახლა მარტო ეს სურათები და მოგონებები დარჩა, სხვა ყველაფერი საკუთარ თავში დაასრულა.

მაგრამ ბედნიერია, ბედნიერია იმით რაც ქონდა!
და კიდევ!
მიხვდა რომ ფულით ვერასდროს იქნები ის რაც ხარ!
იმასაც ხვდება რომ ძალიან დამნაშავეა!
ისიც და კოტეც!
ფულიც!
და კიდევ!
უყვარს!
ძალიან უყვარს!

დასასრული.



^^^

-დე, მამიკომ იქ რატომ გატირა და აქ რატომ არ გატირებს ხოლმე?

დაბნეულმა, კიკინებიანმა გოგონამ ტელევიზორისკენ გაიშვირა თითი და დედას ინტერესით მიაჩერდა. ცრემლები მაისურის მკლავებით მოიწმინდა ქალმა და შვილს ღიმილით გახედა.

-იმიტომ რომ იქ შენმა დედიკომ და მამიკომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს. შენ ხომ არასდროს მოიქცევი ასე დეე?_ დახშული ხმით კითხა შვილს და აწეწილ თმებზე ხელი გადაუსვა. პატარამ თავი გააქნია და დედას მოეხვია.

-დეე, ჩვენ მოვედით!_ კივილით შემოვარდა მისაღებში შვიდი წლის ბიჭი. თეამ გაკრეჭილი პატარა აათვალიერა და წარბები კუშტად შეკრა.

-რა არის დედი ეს, რას გავხარ შვილო?_ დათხვრილ შარვალზე მიუთითა და თვალები დაუბრიალა.

-მამამ მითხრა არაუშავსო. _ მხრები მოეწურა ბავშვს.

-კარგი რა ბარტყო, ნუ შეუჩნდები ხოლმე ბავშვებს._ ოთახში მაღალი საოცრად სიმპათიური მამაკაცი შემოვიდა კენგურუთი, სადაც პატარა თვეების გოგონა ყავდა ჩასკუპებული.

-ძალიან ხომ არ იჭიჭყინა?_ უცებ გადაურბინა სასიამოვნო ღიმილმა და ფეხზე წამოდგა.

-შენ რა იტირე?_ შუბლშეკრულმა კითხა ქმარმა და ცალი ხელით სახე ააწევინა. _ კიდევ ფილმს უყურე არა?!_ მწყრალი ტონით ჩასძახა ცოლს და შუბლზე აკოცა.

-რომ ვუყურებ მინდა ორივე მოვკლა. _ გაიცინა თეამ და ქმარს ნიკაპზე აკოცა._ არ მინდა რომ ასეთი ადამიანები არსებობდნენ. _ მოწყენილმა ჩაილაპარაკა და პატარა გატრუნული გოგონასკენ დაიხარა და მოკუშტულ ტუჩებზე ოდნავ შეეხო. _ დედას სიცოცხლე. _ ჩასჩურჩულა შვილს და ღინღლებზე მოეფერა.

-ამოიყვანე და ჩააწვინე საწოლში თორემ ცოდოა. _ დაარიგა ქმარმა და პატარა კენგურუდან ამოაძვრინა.

-ძალიან გაგაბრაზა დაჩიმ?_ მიუბრუნდა შვილს.

-კარგი რა დედა, როდის იყო მე მამიკოს ვაბრაზდებდი?_ იწყინა პატარა კაცმა და ხელები გადაიჯვარედინა.

-რა მეშველება თქვენს ხელში, ყველა ერთმანეთზე უარესები ხართ!_ ბუზღუნით შეაღო თავისი ოთახის კარები და პატარა საწოლში ჩააწვინა, თვითონ კი მისაღებში გამობრუნა. _ დაჩი დე, მოემზადე და შევიდეთ აბანოში._ გასძახა იატაკზე მოთამაშე შვილს.

-არა!_ კატეგორიულად ჩაილაპარაკა დაჩიმ. _ მამა მაბანავებს!_ თეა მიხვდა რომ შვილს მისი რცხვენოდა და ღიმილით გახედა სახემოღერცილ ქმარს.

-რა ჩემი ბრალია, ჩემს შვილს, მზე და მთვარე რომ ამოსდის მამიკოზე?_ დაცინა ქმარს და საფთქელზე აკოცა.

-გაუმზადე ტანსაცმელი და შევალთ. _ ფეხზე წამოდგა კოტე და შვილს თვალებით ანიშნა მომყეო.

-მეც მინდა ბანაობა... _ აწივლდა პატარა და მამამის შარვალზე დაექაჩა.

-რას ამბობ დე? როგორ შეიძლება ორის ერთად ჭყუმპალაობა? მე დაგბან მერე. _ თბილად დაუყვავა თეამ.

-არა... მე მამიკომ მინდა რომ მაბანაოს. _ ამოიტირა მარიამმა და მამას ახედა. _ხომ მაბანავებ მაა?

-ჯერ დაჩის აბანავებს დე და მერე შენ. _ ხელში აიტაცა მტირალა გოგონა და ქმარს თვალებით ანიშნა შედიო. _ როგორი მტირალა ხარ დე, როგორ შეიძლება ასე?_ სიცილით მოუწმინდა ცრემლები შვილს და თვალებზე ნაზად აკოცა.

კოტემ მხარზე გადაკიდებული, პირსახოცში გახვეული გამოარბენინა დაჩი სააბაზანოდან და დივანზე დასვა. გალურჯებული ტუჩებით მოათვალიერა ოთახი და მამას თავი მიუშვირა გასამშრალებლად.

-შეიყვან მარიამს?_ სიცილით კითხა თეამ და ზურგზე ხელი კრა.

-ხვალ ვიბანავოთ მე და შენ მამი, კარგი?_ დაღლილი ხმით კითხა შვილს.

-ოო, ეგრე მატყუებთ სულ... დღეს მინდა ბანაობა._ ამოიტირა და ხალიჩაზე გაწვა.

-მიდი გაამშრალე დაჩი და შევიყვან ამ ჯადოქარს. _ გაიცინა და შვილი ჰაერში აიტაცა. _ მამას, მტირალა და ბუსხია გოგო. _ ლოყაზე ხმაურით აკოცა შვილს და სააბაზანოსკენ წაიყვანა.


საძინებელში დაღლილი და გასავათებული შევიდა თეა, პატარას დახედა და თითებით მოეფერა... საწოლზე მწოლიარე ქმარს გახედა და ღიმილით გაემართა მისკენ. თბილი საწოლი საოცრად ესიამოვნა ქალს და ქმარს კიდევ უფრო მაგრად აეკრა.

-ძალიან დავიღალე. _ ამოიხვნეშა თეამ და პრიალა შიშველ გულ მკერდზე თითები აასრიალა.

-საუკეთესო საშვალება ვიცი დაღლილობის მოსახსნელად გინდა ვცადოთ? _ ვნებიანი ხმით ჩასჩურჩულა ქმარმა და ცხივრზე უკბინა.

-ხომ იცი ასეთ დროს წინაღმდეგობის გაწევის ძალა რომ არ მაქვს და კითხვებით რატომ კარგავ დროს?_ ეშმაკური ღიმილით ახედა ქმარს და თვალები ააციმციმა.

-კიდევ ერთ თავართქილაძეზე უარს არ ვიტყოდი. _ სიცილით მოექცა ცოლის ზემოდან და მოღეღილი ყელი ჩაუკოცნა.

ქმრის მკლავებზე სიამვონებისგან მისვენებული მძიმედ სუნთქაბდა და კოტეს სახეზე თითებით დათარეშობდა. ჩაძიებულ მამაკაცს ლოყაზე მხაურით აკოცა და თვალები დახუჭა.

-ბარტყო, ქეთიმ გაიღვიძა. _ მისკენ გადმოტრიალდა მამაკაცი და თვალებით პატარას საწოლი აჩვენა.

-დღეს შენი ჯერია კოტე!_ ამოიკრუსუნა ნამძინარევმა, დაღლილმა და თვალები მილულა. _ თუ გიყვარვარ...

მამაკაცი უხმოდ წამოდგა ფეხზე და პატარას საწოლთან მივიდა. ხელები ჰაერში ქონდა აშვერილი ქეთის და სასაცილოდ იმანჭებოდა... ღიმილით დაარწია პატარას საწოლი და მილულულ თვალებზე თითი ფრთხილად შეახო. წამებში გაითიშა ქეთი და მამიკოსაც მისცა დაძინების საშუალება. მთელი ღამე ქმრის მკლავებზე ჩაბღაუჯებულს ეძინა, ვერცერთი წამით ცილდებოდა მის სხეულს თეა.

გამთენიისას მარიამის ხმამ გამოაფხიზლა ცოლ-ქმარი, თვალებდასიებულმა გადახედა ქმარს და პატარას საწოლს გახედა. ქეთის ფეხები ჰაერში აეშვირა და თავისი რბილი სათამაშოთი ირთობდა თავს. კოტე ზანტად წამოდგა ფეხზე და გამზადებულ ტანსაცმელს დაწვდა.
იქვე მიგდებულ ხალათს დავლო ხელი თეამ და შემოიცვა.

-რაო დე? მიმატოვეს დედიკომ და მამიკომ და მომკლეს მშიერიო?_ სიცილით ჩასძახა პატარა მოკისკისე გოგონას და საწოლიდან ამოიყვანა. _ როგორი ტკბილი ყელი გაქვს.

კიდევ ერთხელ აკოცა ხმაურით ყელში და მისაღებში გავიდა. დაჩი და მარიამი დივნის გარშემო დარბოდნენ და დაჭერობანას თამაშობდნენ, ღიმილით გადახედა შვილებს და უკან მომავალ ქმარს ხელით ანიშნა სამზარეულოში დამელოდეო.

-ამ დილაადრიანად რომ იღლით თავს შვილო, სკოლაში ძალები არ გჭირდებათ?_ სახემოღუშულმა გახედა შვილებს.

-მა, უთხარი დაჩის დამანებოს თავი. მთელი დილაა მიღუტუნებს. _ ტირილით გაეკიდა კოტეს მარიამი და პერანგზე დაექაჩა.

-ხომ დააბინავებ ამათ?_ მუდარით გახედა ქმარს და ქეთი თავის სკამში ჩასვა.

-მიდით, სანამ დედა საუზმეს გაამზადებს ჩაიცვით და წავიდეთ._ თვალი ჩაუკრა შვილებს და ქეთისთან თამაში განაგრძო.

-კარგი რა, მარიამი რისი ჩამცმელია. _ სიცილით გახედა ქმარს და შვილებს თვალი გააყოლა.

-ხვალ შენებთან მივიდვართ. _უკნიდან აეკრო კოტე ცოლს და კისერში ხმაურით აკოცა.

-დათუნა ერთი კვირაა მირეკავს და მახსენებს, ჩემი პირველი ხელფასის აღნიშვნა არ დაგავიწყდეთო. _ გაიცინა თეამ და სუფრაზე ოთხი თეფში დადო. _ შენებიც ხომ იქნებიან?_ ინტერესით გადახედა ქმარს.

-ჩემი და ვერ მოიცლის დანარჩენი ყველა. _ შვილის საჭმელი გამოართვა და პირდაღებულ ქეთის, ფაფა გაასინჯა.

ცოტახანში ხმაურით გამოცვივდნენ ბავშვები სამზარეულოში. მარიამს თეთრი პერანგი კაბის ზემოდან ქონდა ამოჩაჩული და სასაცილოდ გამოიყურებოდა. ფეხსაცმელების შესაკრავებიც არასდწორად ქონდა განაწილებული. სიცილით გადახედა ქმარს თეამ და პატარას ტანსაცმელი შეუსწორა. დაჩის საყელო გაუსწორა ინსტიქტურად და ბავშვები სუფრასთან მოათავსა.

-არ დაგავიწყეს, მარიამის მასწავლებელი ნახე და უსაყვედურე! მერამდენედ უნდა მოვიდეს წითელი ენით. ყურადღებას საერთოდ არ აქცევენ ბავშვს, ხან რომელ ფანქარს ჭამს ხან რომელს. _ გაბრაზებულმა ჩაიქირქილა და შვილს გაჯავრებულმა გახედა. _ შენ კიდევ დედი, ნუ ჭამ მაგ საზიზღრობებს, მაგით უნდა დახატო!

-უჭკუოა და არ ესმის. _ დამცინავად გახედა დას დაჩიმ და ენა გამოუყო.

-დაჩი!_ მკაცრად ჩაილაპარაკა კოტემ და შვილს გახედა.

-როგორ გიხდება სიმკაცრე. _ მისკენ გადაიხარა თეა და ქმარს ხმადაბლა ჩასჩურჩულა.

-დღეს ღამით უფრო მომიხდება!_ ნიშნის მოგებით ჩაუკრა თვალი ცოლს და ლოყაზე აკოცა. _ ადექით და გავიდეთ, თორემ დამაგვიანდება სამსახურში. _ სკამიდან ჩამოსვა მარიამი და გასასვლელისკენ უბიძგა.

-რომ წამოხვალ, ზეთის, პურის, პამპერსის და ნატურალური წვენის წამოღება არ დაგავიწყდეს, თორემ გაგიჟდებიან ბავშვები. _ სიცილით ჩამოუწერა ქმარს სია და გააცილა. _ ჭვიანად დედი და ბევრი არ იცელქოთ. დაჩი დე, იცოდე დღესაც თუ დამირეკა ზაირა მასწავლებელმა, გავგიჟდები!_ კიბეებზე მიმავალ შვილებს დააწია სიტყვა და კარები ბედნიერი ღიმილით მიკეტა.


სიჩუმეში კი ძალიან ხმადაბლა ქალის ხმა გაისმა.

«ყველაფერი ისეა როგორც უნდა იყოს!
უფრო კარგადაც კი!»

დასასრული!

~~~~
ესეც მორიგი ძალიან ძველი ისტორია... <3
მინაწერი ისტორიის დასრულების დროს მაქვს გაკეთებული და შესაბამისად ძველია, მაგრამ საჭიროდ ჩავთვალე ახლაც აღმენიშნა ეს. <3
რაც შეეხება დასასრულს, თავიდანვე ასე მქონდა ჩაფიქრებული... უბრალოდ ბოლო მონაკვეთი მაფიქრებდა სულ,( ფილმი) იმიტომ რომ მსგავსი შინაარსის დასასრულით, ორი ისტორია დევს უკვე საიტზე და არ მინდა პლაგიატობაში ჩამეთვალოს... თუმცა ასე გამოვიდა და ბოდიში იმ ავტორებს!
იმედი მაქვს ძალიან არ გაგანაწყენებთ ჩემს მკითხველებსაც ამ ცუდი ქცევით... მაგრამ სხვანაირად ვერ დავასრულებდი, მაშინ მომიწევდა საიტისთვის კიდევ ერთი დრამატული ისტორია შემემატა.( თუმცა ამ ისტორიის ნაწილით შევმატე) მე კიდევ არ მინდა აქაც დავახრჩო ხალხი, რეალობით!



№1  offline წევრი miyvarxar1992

ეს ისტორიაც ვიცი ჩემო შაქარყინულოო.ტკბილი და თბილი ისტორიააა როგორც შენ ხარ ისეთიიი.მახარებბ

 


№2  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ვაიმეე რა სიყვარულობა იყო ♡♡

 


№3  offline წევრი ))♡

Chemisiyvaruliii ❤❤❤ ssaoocreba xaroo chemo gogoo chrmi tkbiloo ♥♥ amatiraaa shenma isyoriam :*
--------------------
მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ

 


№4  offline მოდერი მე♥

ქ-ნო მანანა, ძალიან დიდი მადლობა, მიხარია რომ მოგეწონათ და თქვენს ხასიათზე დადებითად იმოქმედა. <3

miyvarxar1992
ეს ისტორიაც ვიცი ჩემო შაქარყინულოო.ტკბილი და თბილი ისტორიააა როგორც შენ ხარ ისეთიიი.მახარებბ

უხმე, რა კარგია რომ მოგეწონა. მადლობა სიყვარულო. <3
Anuki96
ვაიმეე რა სიყვარულობა იყო ♡♡

მადლობა თბილო <3
))♡
Chemisiyvaruliii ❤❤❤ ssaoocreba xaroo chemo gogoo chrmi tkbiloo ♥♥ amatiraaa shenma isyoriam :*

ვააი, რას ამბობ, რა გატირებდა. <3 საყვარელო შენ <3
Hela
აი ძალიან სიყვარულობა იყო

უღრმესი მადლობა, ჩემო კარგო. <3
--------------------
ა.ა

 


№5  offline მოდერი zia-maria

წაკითხული მქონდა,მაგრამ დიდი სიამოვნებით წავიკითხე კიდევ ერთხელ. kissing_heart

 


№6  offline მოდერი მე♥

zia-maria
წაკითხული მქონდა,მაგრამ დიდი სიამოვნებით წავიკითხე კიდევ ერთხელ. kissing_heart

დიიდი მადლობა❤️❤️❤️❤️
--------------------
ა.ა

 


№7  offline აქტიური მკითხველი uchveulo

Dzalian dzalian kargi da sayvarloba iyoo ????????

 


№8  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

შეე შეუდარებელოო ???????? ძალიან ძალიან მაგარი ხარრ

 


№9 სტუმარი სტუმარი ელისო

გამიხარდა "თეა აღარ დაბრუნებულა" -ზე რომ არ დასრულდა ???? იმდენად მძიმეა რეალური ყოფითი,მე თქვენი მოთხრობებით ვწყდები რთულ რეალობას.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent