შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერს დაკარგვის შემდეგ ეძლევა ფასი (3)


11-10-2017, 14:36
ავტორი BarBare))
ნანახია 1 193

დილით თვალი, რომ გავახილე ისევ ის შეგრძნება მქონდა რომელიც ადრე, არ მინდოდა არაფრის გაკეთება სუნთქვაც კი არ მინდოდა. სკოლაში მისვლის კი მეშინოდა, რადგან დევიდის ნახვა არ მინდოდა, მას იმედები გავუცრუე და თვალებში ვერ შვხედავდი. ამოვდროულად კი ნიკი, მისი დანახვა ძველ იარებს მახსენებდა და მტკიოდა, მაგრამ ისიც ვიცოდი რომ მხოლოდ საწოლში წოლით ვერაფერს გავაწყობდი. მომიწევდა ავმდგარიყავი და ცხოვრებისთვის თვალი გამესწორებინა და როგორც იქნა საწოლიდან ავდექი, ის ჩავიცვი რაც პირველად მომხვდა თვალში, პირი დავიბანე, ჩანთ ჩავალაგე, ფეხსაცმელი ჩავიცვი და სახლიდან ისე გავედი არავინ მინახავს. სკოლაში შევედი და აქეთ-იქეთ ვიცქირებოდი, ვცდილობდი ჩემს ოთხში ისე შევსულიყავი, რომ არც ნიკს დავენახე და არც დევიდს, ეს კი ვერ მოვახერხე
-ემილი გამარჯობა
-ნიკ გამარჯობა
-ცუდად გამოიყურები რა დაგემართა?
-არაფერია
-კარგი, მოკლედ ემ მინდა, რომ საღამოს სადმე დაგპატიჟო წამოხვალ?-მე ვაპირებდი დათანხმებას, მაგრამ უცებ დევიდი დავნიახე და მისი სიტყვები გამახსენდა „შენ არ უნდა გიყვარდეს ის ვინც არ იმსახურებს ამას“გამბედაობა მოვიკირიბე და ვუთხარი
-ნიკ არ ვიცი ამ საქციელით რის მიღწევას ცდილობ, მე ამდენი ვიბრძოლე შენთვის შენ კი ადექი და უბრალოდ ჯანდაბაში გამისტუმრე, ახლა კი რატომღაც ძალიან თბილი გახდი ჩემს მიმართ. არა მე არ წამოვალ შენთან ერთად, შენ არაერთი შანსი გქონდა რომელიც არ გამოიყენე ახლა კი ძალიან გვიანია და არც გაქვს უფლება ჩემს მიმართ თბილი გახდე-ამ სიტყვების შემდეგ ისეთი სახე ჰქონდა, რომ არასდროს არ დამავიწყდება. მის თვალებში შიში დავინახე არ ვიცი რისი ეშინოდა, მაგრამ დავინახე რომ მისი თვალები ითხოვდნენ პატიებას
-ემ შენ მართალი ხარ არ ვიცი თავი რითი ვიმართლო. არა მე არავითრი მიზეზი არ მაქვს თვის გასამართლებლად.მე ვნანობ ჩემს საქციელს ძალიან ვნანობ, გვიან გავაცნობიერე, რომ დავკარგე ის ადამინი რომელსაც ყველაზე მეტად ვუყვარდი და იმედს არ ვკარგავ, რომ მეტისმეტად არ დამიგვიანია. ძალიან გთხოვ იმედს ნუ დამიკარგავ-მთელს ჩემს არსებას სურდა რომ არ დაეკარგა მისთვის იმედი, მაგრამ ამჯერად გონებამ გაიმარჯვა
-მე ძალიან ვწუხვარ ნიკ, მაგრამ ძალიან გვიანია...-ზურგი ვაქციე და წავედი. თავს ვერ ვიკავებდი და თვალებიდან ცრემლები თავისით წამომივიდა. მე ხომ ის მიყვარდა და მიკვირდა როგორ ვუთხარი უარი ადამიან რომლის თვალებშიც სინანული დავინახე, მაგრამ ერთი მხრივ ამაყი ვიყავი რადგან ამით დიდი სიძლიერე გამოვიჩინე. ატირებული ოთახისკენ მივდიოდი როცა დევიდი შემხვდა
-შენ რა ისევ ტირი ახლა რაღა მოხდა?
-დევიდ შენ საკმარისად ისმინე ჩემი პრობლემების შესახებ და არ ხარ ვალდებული, ამიტომ გთხოვ უბრალოდ საკუთრი ცხოვრება მოიწყო და ბედნიერი იყო. მე არ ვარ ღირსი რომ შენს ცხოვრებაში შემომიშვა შენ ბევრად უკეთესს იმსახურებ
-ემილი მე დგპირდი, რომ ჩვენს ისტორიას გაგრძელება ექნებოდა და პირობას ყოველთვის ვასრულებ, ამიტომ მოდი დღეს გაკვეთილებზე ნუ შევალთ წამოდი სკოლიდან გავიპაროთ
-ეს ნამდვილი სიგიჟეა მე არასდროს წავსულვარ სკოლიდან უმიზეზოდ, მაგრამ შენ გიჟურ ისტორიას დამპირდი სწორედ ამიტომ, მზად ვარ ხელი ჩგკიდო და გავეცალოთ ამ უფერულ ადგილს-ხელი ჩავკიდე და ასე გამოვედით სკოლიდან, თუმცა შენობის დატოვებამდე დავინახე, რომ ნიკმა შეგვამჩნია, მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, უბრალოდ დევიდს გავყევი, მან კი ულამაზეს ადგილას წამიყვანა სიეტლის იაპონურ პარკში
-ეს ჩემი საყვარელი ადგილია და პირველი ხარ ვინც აქ მოვიყვანე და ეს ადგილი ვაჩვენე
-აქაურობა ლამაზია, მადლობა
-მადლობა?! რისთვის?
-მადლობა, რომ ასეთი კარგი ხარ და ჩემს ცხოვრებაში სწორედ მაშინ გამოჩნდი, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდი
-მადლობას მე უნდა გიხდიდე რადგან შენ ჩემს ცხოვრებას აზრი მიეცი-მე არ ვიცოდი რა მეთქვა მისთვის თუმცა აქ სიტყვები ზედმეტი იყო ყველაფერს ჩვენი თვალები ამბობდა. გავუღიმე და ის ჩამეხუტა. წამით სუნთქვა შემეკრა, გული ამიჩქარდა და მთელს სხეულში ჟრუანტელმა დამიარა. გამახსენდა როგორ ჩამეხუტა პირველად ნიკი, მაგრამ ეს სულ სხვა გრძნობა იყო თითქოს უფრო მეტად ამაღელვებელი. იმ წამს მზად ვიყავი დევიდისთვის ჩემი გული მეჩუქებინა, მის მიმართ უსაზღვრო სითბოს ვგრძნობდი
-შენ საოცრება ხარ
-აქამდე ჩემთვის ეს არავის უთქვამს დევიდ შენ ყველასგან გამორჩეული ხარ
-ცდები მე ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვარ. აქ ცივა აი ჩემი კურთუკი აიღე
-მადლობა დევიდ-იქ კიდევ დიდ ხანს დავრჩით შემდეგ კი სახლში წამიყვანა-ხვალ ხომ მოხვალ სკოლაში?
-კი ხვალ მოვა და გაკვეთილებზეც დავრჩები. ხვალ აღარ მოგიტაცებ სკოლიდან პატარავ
-კარგი მაშინ ხვალ გნახავ
-დროებით ემ-საათს დავხედე და ხუთი საათი იყო, წესით სკოლიდან ორი საათის წინ უნდა დავბრუნებულიყავი, ალბათ მამას ლექციის მოსმენა ისევ მომიწევდა და არც შევმცდარვარ, როგორც კი სახლში შევედი ის კართან დამხვდა
-ემილი დღეს შნმა მასწავლებელმა დამირეკა, მითხრა რომ სკოლიდან გაიპარე ვიღაც ბიჭთან ერთად. მითხრი რა ჯანდაბა გჭირს და ვინ არის ის ბიჭი
-მამა ის ბიჭი ჩემი მეგობარია და მე არაფერი მჭირს უბრალოდ მომინდა, რომ რამდენიმე საათით დამესვენა, ამაში ცუდ ვერაფერს ვხედავ
-შენ უმიზეზოდ გაიპარე რაც აქამდე არასოდეს გაგიკეთებია და ამ ბოლო დროს ვეღარ გცნობ, ეს საქციელი შენ არ შეგეფერება
-ისეთი არაფერი გამიკეთებია უბრალოდ ერთი დღით სკოლა გავაცდინე ამით ქვეყანა არ დანგრეულა
-ახლავე შენს ოთახში შედი და იმეცადინე ერთი კვირით დასჯილი ხარ სკოლის შმდეგ პირდაპირ სახლში მოხვალ და არავითარ მეგობრები არც არია გასაგებია?
-გასაგებია მისტერ სრულყოფილებავ
-ბევრს ნუ ლაპარაკობ!

ბოდიში რომ ასეთი პატარა თავია, შევეცდები შემდეგი უფრო დიდი იყო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent