ღირსება, ფული და სიყვარული(4)
თავი 4 რაიანი დილით ადრე გამოწერეს საავადმყოფოდან. -რაიან შემიძლია სახლში ტაქსით წავიდე თუ შენ დასვენება გინდა -არა შენთან წავიდეთ შემდეგ კი უნივერსიტეტში -დარწმუნებული ხარ? -შეწყვიტე შეკითხვების დასმა და ჩაჯექი მანქანაში -მოლის სახლში მისულს არავინ დახვდა რადგან მშობლები სამსახურში იყვნენ წასული, მან საჭირო ნივთები აიღო და სწრაფად დაბრუნდა მანქანაში -შეგვიძლია წავიდეთ -ყველაფერი რიგზეა მოლი? -ღმერთო როგორც ჩანს წუხელ მაგრად მოგხვდა, რადგან სახელი პირველად დამიძახე -თუ გინდა რომ სახელით მოგმართო ასეც მოვიქცევი -სულაც არა მომწონს როცა კონკიას მეძახი -აბა გამუდმებით მაგის გამო რატომ მეკამათები? -არ არის ზედმეტი კითხვები საჭირო აჯობებს უნივერსიტეტში წავიდეთ -როგორც იტყვი კონკია -მოლის უნრებლიედ გაეღიმა -ჰო მარლთა დიდი მადლობა რომ წუხელ ჩემთან რომ დარჩი -სამადლობელი არაფერია, ახლა კი წავიდეთ -უნივერსიტეტში მოლისა და რაიანის ერთად მისვლამ განგაში გამოიწვია ანდრეას მხრიდან, ის ამას არ მოელოდა და ძალიან გაბრაზდა, თუმცა სელენა ნამდვილად ბედნიერი იყო სიტუაციის ასე განვითარებით. -ვერ ვიჯერებ რაიან ახლა ამ მდაბიო გოგოს მძღოლი ხარ? -ანდრეამ მანქანიდან გადმოსვლაც კი არ აცალა რაიანს ისე დაესხა თავს -რამდენჯერ გაგიმეორო რომ ეს შენ არ გეხება -მოლის არ უნდოდა კიდევ ერთხელ დრამის ეპიცენტრში მოხვედრა ამიტომ უნივერსიტეტის შესასვლელისაკენ უსიტყვოდ წავიდა-კონკია დამელოდე მეც მოვდივარ -რაიანმა მანქანა ჩაკეტა და მოლისთან ერთად შენობაში შევიდა, ანდეა კი ავტოსადგომზე დარჩა მარტო თავის სიბრაზესთან. -რაიან იცი არ მინდა ანდრეასთან ჩემგამო პრობლემა შეგექმნას -კონკია პრობლემას ვერ შემიქმნი, რადგან შენს გაცნობამდე დასრულდა ყველაფერი ანდრეასთან -ის სხვანაირად ფიქრობს, რაიან მე არ მინდა გამუდმებით თქვენს დრამაში ვმონაწილეობდე -კონკია კარგად მომისმინე -რაინი მოლის მიუახლოვდა იმდენად ახლოს, რომ მოლი მისი სხეულის სითბოს გრძნობდა,მის სურნელს გრძნობდა და ეს მას ძალიან აფორიაქებდა. მოლის ასეთი რამ სხვა დროს არ უგვრძნია. გარშემომყოფები კი მათ შესცქეროდნენ -არავითარი დრამა აღარ იქნბა, არ მივცემ ანდრეას უფლებას დაგამციროს -შენ იცი რომ თავის დაცვა შემიძლია, ეს წუხელ დაგიმტკიცე ახლა კი აუდიტორიაში შევიდეთ -მოლიმ რაიანი თავიდან მოიცილა და აუდიოტორიაში შევიდა, სადაც სელენა ელოდა მილიონი შეკითხვით. -სასწრაფოდ მომიყევი რა ხდება შენსა და რაიანს შორის, ყველა იმაზე საუბრობს რომ ერთად მოხვედით -ჩვენს შორის არაფერი ხდება, უბრლოდ წუხელ მასთან ერთად ვიყავი ამიტომაც მოვედით ერთად -დაუჯერებელია წუხელ მის სახლში დარჩი ? -სელენა მოლის ნათქვამმა ძალიან გააკვირვა -რა თქმა უნდა არა სელენა სულ გაგიჟდი, უბრალოდ წუხელ რაიანი საავადმყოფოში იყო და მარტო ვერ დავტოვე -ახლა გასაგებია, რაიანს რა სჭირდა? -სელენა შეკითხვების დასმას არ წყვეტდა -ჩემს დასაცავად იჩხუბა და ტვინის შერყევა დამეართა -თქვენი ისტორია თანდათან საინტერესო ხდება -სელენას სიცილი აუტყდა -გამუდმებით ჩემს ურთიერთობებში რომ იქექები იქნებ მითხრა ის ბიჭი კართან რომ დგას ასე დაჟინებით რატომ გიყურებს -მოლიმ სელენა შემოსასვლელისკენ გაახედა -ჯანდაბა ეს შეუძლებელია -სელენა ლამის მაგიდისქვეშ დაიმალა -ვინ არის ეს ბიჭი სელენა? -რაიანის საუკეთესო მეგობარი ჯეიმი -სულ ეს არის რისი თქმაც მის შესახებ გინდა? -სულ ეს არის, სხვა რისი თქმა უნდა მინდოდეს -სელენას წინადადება დასრულებული არ ჰქონდა რომ ჯეიმი მიუახლოვდა, ვნებიანად აკოცა და წავიდა -ეს არაფერს სულაც არ ჰგავს ძვირფასო -მოლიმ სიცილი ვერ შეიკავა -ჰო კარგი ჩვენ ვხდებოდით და საკმაოდ ვნებიანი ურთიერთობაც გვქონდა, თუმცა შემდეგ ის საფრანგეთში წავიდა მე კი აქ დავრჩი -ვერ ვიჯერებ საფრანგეთში წავიდა და შენ აქ დაგტოვა. ეს როდის იყო? -მეთერთმეტე კლასში ვხდებოდით დამამთავრებელ კლასში კი ის პარიზის ქუჩებით ტკბებოდა წავიდა -თუმცა ის ახლა აქ არის და არამგონია დავიწყებოდი -მოლიმ სელენას სიცილი დააყარა -მოლი მოდი საუბრის თემა შევცვალოთ -აი სწორედ ასე გვრძნობ თავს როცა გამუდმებით რაიანზე საუბრობ -მივხვდი , აი როგორც იქნა დოქტორი პირსიც მოვიდა-სელენას იმედი ჰქონდა რომ ჯეიმი სხვა ჯგუფში ჩაირიცხა თუმცა შეცდა, მას ბედი ასე არასდროს სწყალობდა -გამარჯობა ბავშვებო, სანამ ლექციას დავიწყებდეთ მინდა თქვენი ახალი ჯგუფელი წარვადგინო ჯეიმი როსი- ჯეიმი ახალ მეგობრებს მიესალმა და სელენას გვერდით თავისუფალ ადგილას დაჯდა -წინააღმდეგი თუ არ ხართ აქ დავჯდები -სელენას მისი თავიდან მოშორება უნდოდა თუმცა მოლიმ ამის უფლება არ მისცა -მოხარული ვიქნებით თუ აქ დაჯდები, მე მოლი კლარკი ვარ კეთილი იყოს შენი ჩვენს ჯგუფში მოსვლა -მადლობა მოლი, იცი აქ ჩემი საუკეთესო მეგობარი სწავლობს რაიან ადამსი შემთხვევით ხომ არ იცნობ? -კი ჩემს გვერდით ზის ხოლმე, უბრალოდ ახლა ცოტას აგვიანებს -როგორც ჩანს მოგვიანებით მომიწევს მისი ნახვა-ჯეიმიმ ღია კარისკენ გაიხედა სადაც მას ფაკულტეტის დეკანი ელოდებოდა-ახლა უნდა წავიდე ქალბატონებო, მოგვიანებით გნახავთ-ჯეიმის წასვლიდან რამდენიმე წუთში კარი გაიღო და აუდიტორიაში რაიანი შემოვიდა -მისტერ ადამს მადლობა რომ პატივი დაგვდეთ და მობრძანდით -მაპატიეთ დოქტორო პირს, შეძლება ჩემი ადგილი დავიკავო? -გთხოვთ მიბრძანდით, რადგან ყველანი აქ ხართ დროა დავიწყოთ -დოქტორი პირსი სიის ამოკითხვას შეუდგა, რაიანმა კი თავისი ადგილი დაიკავა -რაიან მოდურად როდიდან აგვიანებ? -დამშვიდდი კონკია მთავარია რომ მოვედი -ჰო მართლა შენი მეგობარი გავიცანი ჯეიმი, ის ახლახანს წავიდა ფაკულტეტის დეკანის სანახავად, როგორც ჩანს ჩვენს ჯგუფში ისწავლის -მაგარია, ალბათ სელენას ძალიან გაუხარდა -ეგ ჯერ კიდევ გასარკვევია-დოქტორ პირსს მოლის და რაიანის საუბარი შეუმჩნეველი არ დარჩენია -მისტერ ადამს ჩემი წიგნი ადამიანის ფსიქოლოგიის შესახებ წაიკითხეთ? - სანამ რაიანი უპასუხებდა დოქტორის შეკითხვას მოლიმ დაასწროა -შესანიშნავი წიგნია დოქტორო პირს -მოლიმ ჩანთა გახსნა და წიგნი ამოიღო -თუმცა მინდა გითხრათ რომ წაკითხვისას რამდენიმე შეკითხვა გამიჩნდა და მოვინიშნე კიდეც -დოქტორ პირსს გაეცინა -ძვირფასო მითხარი რომ ხუმრობ და შაბათი-კვირა ჩემი წიგნის კითხვაში არ გაგიტარებია -არა კვირას წავიკითხე თავისუფალი ერთი საათი გამომიჩნდა -მოლი წამოდგა და დოქტორ პირსს მიუახლოვდა, რათა თავისი მონიშნული ადგილები ეჩვენებინა -დაუჯერებელია, ამ წიგინის წაკითხვა პროფესორებსაც კი ვერ ვაიძულე, შენ რატომ წაიკითხე? -ხომ გითხარით თავისუფალი ერთი საათი გამომიჩნდა თაროზე წიგნი დავინახე და წავიკითხე, ახლა შეიძლება განვიხილოთ ? -არა არა და არა, მისტერ ადამს თქვენთვის დავალება მაქვს -რაიანი გააკვირვა პირსის ნათქვამმა -გთხოვ ამ გოგოს დროის დახარჯვაში დაეხმარე, თორემ ვინ იცის კიდევ რას წაიკითხავს თავისუფალ რამდენიემ წუთში -სიამოვნებით დოქტორო პირს -ორივეს გაეცინა -კარგი მოდით ლექცია დავიწყოთ -მოლიმ შენიშვნები დოქტორ პირსს აჩვენა შემდეგ კი თავის ადგილს დაუბრუნდა -აბა თავისუფალ დროს რა გავაკეთოთ კონკია -ახლავე შეწყვიტე ეს სასაცილო სულაც არ არის -ლექცია სწრაფად დამთავრდა, დოქტორი პირისი და მოლი გაუჩერებლად საუბრობდა, პირსი მოხიბლული იყო მოლის გონებით თუმცა ცდილობდა ეს არ შეემჩნია, ლექციის დასრულების შემდეგ მოლი ცოტახნით კიდევ დარჩა აუდიტორიაში. დანარჩენები კი წავიდნენ. გასასვლელში რაიანი და ჯეიმი შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს -აბა ჯეიმი როგორ მოგეწონა უნივერსიტეტი?-რაიანი და ჯეიმი ერთად გაემართნენ, რაიანის მანქანისკენ -თუ სელენასთან ურთიერთობას აღვადგენ მაშინ ყველაფერი იდეალურად იქნება, აბა მითხარი რა ხდება შენსა და მოლი კლარკს შორის -რა უნდა ხდებოდეს არაფერი, უბრალოდ მეგობრები ვართ -მე ხომ გიცნობ მეგობარო, რაიან ადამსს მოლისნაირ ლამაზმანთან მეგობრობა არ შეუძლკია, ეს ბუნების კანონებს ეწინააღმდეგება -ბიჭები მანქანაში ჩასხდნენ, რაინმა გასაღები გადაატრიალა თუმცა მანქანა არ დაიქოქა, ამან ის ძალიან გააბრაზა მანქანიდან გადმოვიდა ძრავას დაუწყო თვალიერება თუმცა წარმოდგენაც არ ჰქონდა რა უნდა გაეკეთებინა, ამ დროს მოლი გამოვიდა შენობიდან და საგონებელში ჩავარდნილ ბიჭებს მიუახლოვდება -ბიჭებო ყველაფერი რიგზეა? -ინტერესით იკითხა მან -რაიანის ჯართი აღარ იქოქება -სიცილით უპასუხა ჯეიმიმ -ევაკუატორს გამოვიძახებ და სახელოსნოში ნახავენ რა ჯანდაბა სჭირს -გაბრაზებული ხმით თქვა რაიანმა, რაიანის გაბრაზებული სახის დანახვაზე მოლის გაეცინა -ევაკუატორი რა საჭიროა, ჯეიმი ესენი დაიჭირე -მოლიმ ჩანთა და ქურთუკი გაუწოდა ჯეიმის, შემდეგ ჯიბიდან თმის სამაგრი ამოიღო და თავისი გრძელი ყავისფერი თმა შეიკრა -რას აკეთებ მოლი? -გაკვირვებულმა ბიჭებმა ერთხმად იკითხეს -მანქანის შეკეთებას ვაპირებ -მეხუმრები არა?-იკითხა გაოცებულმა რაიანმა -სულაც არა, მიდი ძრავა ჩართე -მოლიმ რამდენიმე წუთით უყურა მანქანის ძრავას შემდეგ, საბარგულიდან საჭირო ინსტრუმენტები მოიტანა რომელიც რაიანს თავალდაც არასდროს ენახა, რამდენიმე მოშვებული ხრახნი დაამაგრა და მანქანაც ძველებურად ამუშავდა. რაიანი სიხარულით გადაეხვია მოლის -კონკია შეუდარებელი ხარ -მოლი ეს სად ისწავლე? -იკითხა დაინტერესებუმა ჯეიმიმ -მამამ მასწავლა, თავისი ავტოსახელოსნო აქვს და ბავშობაში ხშირად ვეხმარებოდი მას -მაგარია, ყოჩაღი ხარ ძვირფასო. მგონი სახლში უნდა წავიყვანოთ რას იტყვი რაიან? -ჯეიმი მართალია სახლში წაგიყვანო თუ სამსახურში? -სახლში -მოლი პირველად დასთანხმდა კამათის გარეშე წაყვანაზე რაიანს. მანქანაში უხერხულმა სიჩუმემ დაისადგურა, სიჩუმე მოლიმ დაარღვია -ჯეიმი შენ და რაიანი დიდი ხანია მეგობრობთ? -ჩვენ ერთად გავიზარდეთ, ჩემი მშობლები დღემდე რაიანის სახლში მუშაობენ, მართალია მდიდარ ფლეიბოის ვგავარ მაგრამ სინამდვილეში უბრალო მოსამსახურეების შვილი ვარ -არც ერთი სამსახური სამარცხვინო არ არის -მიხარია ასე რომ ფიქრობ -თითქოს გაოცებით თქვა ჯეიმიმ -შენ სად ცხოვრობ მოლი? -მე ლონდონის ერთ-ერთ მიყრუებულ და ღარიბულ უბანში ვცხოვრობ -გასაგებია-ორაზროვნად წარმოთქვა ჯეიმიმ, ცოტა ხანში მანქანა მოლის სახლთან გაჩერდა, სახლთან მოლის გაბრაზებული მამა ელოდებოდა -სახლში დროულად შემოდი პატარა ქალბატონო -ბრძანების ტონით მიმართმა ერიკმა შვილს -პრობლემები მაქვს მისტერ კლარკ? -ფრთხილად იკითხა მოლიმ -დიახ, პრობლემები და თანაც როგორი -ბიჭებო ხვალ გნახავთ, ახლა უნდა წავიდე -მოლი თუ გინდა მე ავუხსნი გუშინდელს მამაშენს-რაიანი მოლის დახმარებას შეეცადა -არა რაიან, საკუთარ დემონებს თავად უნდა ვევრძოლო -ყველაფერი გავიგონე გოგონა -მოლი ბიჭებს დაემშვიდობა სწრაფად შევიდა ეზოში და მამას სიყვარულით მოეხვია, შვილის ასეთმა ჟესტმა ერიკს სიბრაზე გაუნელა -აბა მოლი იქნებ გვიამბო წუხელ სად ბრძანდებოდი? -წუხელ საავადმყოფოში ვიყავი, მთელი ღამე იქ გავატარე -მოლიმ მშობლებს იმ ღამეს მომხდარი ყველა დეტალი მოუყვა -სხვა დროს ასე არ მოიქცე ძვირფასო, კინაღამ გავგიჟდი შინ რომ არ მოხვედი -გავიგე დედა სხვა დროს შეტყობინების გამოგზავნის ნაცვლად დავრეკავ -ეს სასაცილო არ არის მოლი კლარკ, მე აქ გიჟს ვგავდი გუშინ -ნატალი შვილს მოეხვია -კარგი სიტყვას გაძლევთ რომ ასე აღარ მოვიქცევი -მოლი მშობლებთან საუბრის შემდეგ თავის ოთახში ავიდა, სასწრაფოდ კომპიუტერი ჩართო და სკაიპით სელენას დაურეკა -სელენა დეტალები მჭირდება -რა დეტალები მოლი? -სელენა გააოცა მოლის უეცარმა ზარმა -მომიყევი შენი და ჯეიმის შესახებ -მოსაყოლი არაფერია, მე და ის ბედნიერები ვიყავით, შემდეგ ჯეიმი წავიდა და ყველაფერი მორჩა -და თუ ახლა შერიგება უნდა? -გამომცდელი მზერა მიაპყრო მოლიმ -არ ვიცი მოლი, ჯეიმის ჩემს გულში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეჭირა, თუმცა არ ვიცი ახლა რას ვგრძნობ მის მიმართ -ამის მოსმენა მინდოდა, ახლა დანარჩენი მე ვიცი -მოლის თვალებში ეშმაკები აცეკვდნენ, ეს მაშინ ემართებოდა როცა რაღაც გეგმა ჰქონდა -მოლი რასაც არ უნდა გეგმავდე ახლავე გადაიფიქრე -სელენას წინადადების დასრულება არ აცალა ისე გათიშა, საწოლზე წამოწვა და ჭერზე გაკრულ ვარსკვლავებს დაუწყო ცქერა, ვარსკვავებმა ის ფიქრებში გაიტაცეს სადღაც შორს გაფრინდა მისი გონება, მოლი იმაზე ფიქრობდა როგორ შეერიგებინა სელენა და ჯეიმი, თუმცა შიშობდა რომ ჯეიმის არ სურდა სელენასთან ყოფნა, ეს უცნაური გარემოება მას აბნევდა და აფორიაქებდა. ნერვილობდა რადგან არ სურდა სელენასთვის დახმარების ნაცვლად გული ეტკინა. ბევრი ფიქრის შემდეგ მოლიმ გადაწყვიტა იმ ადამიანისთვის დაერეკა რომელიც ჯეიმის ყველაზე უკეთ იცნობდა -საღამომშვიდობისა, ხელი ხომ არ შეგიშალე? -კონკია პირიქით შენმა ზარმა ძალიან გამახარა -რაიან შეგიძლია ახლავე შემხვდე? -რაიანი ამ შეკითხვა ძალიან გაახარა, თუმცა ამასთან ერთად ძალიან ააფრიაქა -რა თქმა უნდა შემიძლია შეგხვდე, მაგრამ კონკია ყველაფერი რიგზეა? -როცა გნახავ ყველაფერას მოგიყვები -შეგიძლია ჩემს სახლთან მდებარე პატარა პარკში მოხვიდე? -კი უკვე გამოვდივარ -რაიანმა ქურთუკი და გასაღები აიღო და ის იყო სახლიდან უნდა გამოსულიყო რომ მედისონმა შეაჩერა -შვილო ასეთ დროს სად მიდიხარ? -დედა მეგობარს უნდა შევხდე -რაიანი ვერ იტანდა როცა დედა დაკითხვას უწყობდა -შეგიძლია მითხრა რომელი მეგობრის სანახავად მიდიხარ? -მას მოლი კლარკი ქვია, არამგონია იცნობდე, ახლა კი უნდა წავიდე -მოლი კლარკი?! არა ეს შეუძლებელია -მედისონი მოლის სახელის გაგონებაზე გაფითრდა, თუმცა რაიანს ყურადღება არ მიუქცევია, სახლი სასწრაფოდ დატოვა და მოლისთან წავიდა. რაიანის წასვლისთანავე მედისონი მისი ქმრის კაბინეტში შეიჭრა -პიტერ ეს დაუჯერებელია თუმცა ნამდვილად ხდება -მედისონ რა მოხდა? სახეზე ფერი არ გადევს -ის ჩვენს ცხოვრებაში დაბრუნდა და დიდ პრობლემას შეგვიქმნის -ვისზე საუბრობ ძვირფასო? -ჰკითხა შეშფოთებულ მეუღლეს პიტერმა -მოლი, ის ახლა ჩვენს შვილს ხვდება -შეუძლებელია ალბათ რაღაც სწორად ვერ გაიგე, მოლი შეიძლება სხვა ნებისმერ გოგოს ერქვას -არა პიტერ რაიანი თავისი უნივერსიტეტის მეგობრის მოლი კლარკის სანახავად წავიდა -დამშვიდდი მედისონ შეუძლებელია ეს პატარა მოლი იყოს -და თუ ისაა პიტერ რა გვეშელება?, ეს თუ მართლა მოლია დავიღუპებით -დამშვიდდი ძვირფასო ხვალვე დავრეკავ ფაკულტეტის დეკანთან და სრულ ინფორმაციას გამოვართმევ ამ გოგოს შესახებ. ახლა კი უბრალოდ შეწყვიტე ამაზე ფიქრი. მოლიმ საათს შეხედა და მიხვდა რომ მისი წასვლის დრო იყო, ქურთუკი აიღო და სახლიდან შეუმჩნევლად გამოვიდა, რადგან არ სურდა მშობლებისთვის კიდე ერთი ახსნა განმარტების ჩაბარება. პარკში რაიანზე ადრე მივიდა და საქანელაზე ჩამოჯდა, მალე რაიანიც გამოჩნდა -საღამო მშვიდობისა კონკია, მოხდა რამე? -დამშვიდდი აქ ჯეიმიზე სალაპარაკოდ მოგიყვანე -ჯეიმით რატომ დაინტერესდი? -რაინი ცოტა შეაშფოთა მოლის ნათქვამმა -შენ მისი საუკეთესო მეგობარი ხარ, ამიტომ უნდა მითხრა რას გრძნობს ჯეიმი სელენას მიმართ -მაგარია ახლა მაჭანკლობა დაიწყე?! -დაცინვა საჭირო არ არის, უბრალოდ მინდა რომ ჩემი ერთადერთი მეგობარი ბედნიერი იყოს -მეგონა მეც შენი მეგობარი ვიყავი -შენ ჩემი მეგობარი არ ხარ -მრავლის მთქმელი მზერა მიაპყრო მოლიმ რაიანს -აბა ვინ ვარ? -მოუთმენლობა დაეტყო რაიანს -ამ კითხვაზე პასუხი რომ მექნება აუცილებლად გეტყვი, ახლა კი მითხარი ჯეიმის ისევ უყვარს სელენა? -კონკია მგონი არ ღირს ორი ადამიანის ცხოვრებაში ჩარევა -იცი რა სრულიად უსარგებლო ხარ, თავად ჯეიმის ვკითხავ ყველაფერს -მოლიმ რაიანს ტელეფონი გამოართვა, ჯეიმის ნომერი მოძებნა და დარეკვას აპირებდა, მაგრამ რაიანმა ამის უფლება არ მისცა -ჰო კარგი, ჯეიმი უნივერსიტეტში სწავლას იმი იმედით დასთანხმდა რომ სელენა დაიბრუნოს -მოლი ამ სიტყვებმა ძალიან გაახარა და მოულოდნელად რაიანს გადაეხვია -მაგარია, ახლა ჩვენ უნდა მოვიფიქროთ როგორ შევარიგოთ ისინი -არავითარ შემტხვევაში არ მინდა ამ ყველაფერში მონაწილეობა -კარგი რა რაიან, მოდი შევთანხმდეთ შენ მათ შერიგებაში დამეხმარები მე კი დაგეხმარები რომ ფსიქოლოგიაში სათანადო ქულები მიიღო -ეს იგი რეფერატებს დამიწერ? -დაზუსტების მიზნით იკითხა რაიანმა -რა თქმა უნდა არა შენ მე ვინ გგონივარ, უბრალოდ მეცადინეობაში დაგეხმარები -თანახმა ვარ -რაიანს ახარებდა ის ფაქტი რომ მოლისთან მეტი დროსი გატარებას შეძლებდა -აბა კონკია როგორია ჩვენი გეგმა? -ჯეიმი და სელენა სადმე უნდა განამარტოვდნენ, ამაზე კი ჩვენ უნდა ვიზრუნოთ -იცი კონკია ჩემს ოჯახს ქალაქგარეთ ვილა აქვს შეგვიძლია უიქენდზე ოთხივე იქ წავიდეთ, აბა რას იტყვი? -არ ვიცი უიქენდზე ვუმშაობ ხომ არ დაგავიწყდა -ბიძია დემიენი გათავისუფლებაზე უარს არ გეტყვის, ძალიან მოსწონხარ -კარგი დაველაპარაკები შენ კი დეტალები მოაგვარე -რადგან გეგმა უკვე შემუსავებული იყო მოლიმ სახლში წასვლა დააპირა, მაგრამ რადგან უკვე გვიანი იყო რაინმა მისი მარტო გაშვება არ მოისურვა და სახლამდე მიაცილა. სახლთან მისულები ერთმანეთს დაემშვიდობნენ, რაიანი დაელოდა მოლის სახლში წასვლას და შემდეგ წავიდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.