ბიზნეს გარიგება [4]
ახალი ბუღალტერი" მათკენ წამოსული დუდას დანახვისას ოდნავ ჩაახველა და ერთ ადგილზე გახევდა. გაჩერებულ ქალს გაკვირვებულმა გადახედა გიორგიმ და გვერდით ამოუდგა. ზუსტად იცოდა რომ ეს საღამო ასე მშვიდად არ ჩაივლიდა, პრინციპში მშვიდად არც დაწყებულა. ცინიკური ღიმილით გადახედა მის წინ მდგარ ქმარს რომელსაც გიორგი გაკვივრვებული და თვალებდაქაჩული უყურებდა. -დუდა დადვანი._ ღიმილით ჩაილაპარაკა გიორგიმ და ხელი გაუწოდა ჩამოსართნევად. დადვანმაც არ დააყოვნა და გაციებული სახით მიესალმა მამაკაცს. -ცუდ სიტუაციაში ხარ. ირონიულად ჩაილაპარაკა დუდამ და წარბის აწევით მიახვედრა რომ ზუსტად იმას აპირებდა რაზეც დადიანი ფიქრობდა. ქალმა ქვედა ტუჩი უკმაყოფილოდ მოიკვნიტა და შეწუხებულა გადახედა გიორგის. გიორგისთვის და ზოგადად ყველასთვის გაუგებარი იქნება ვინც სიტუაცია არ იცის რას აკეთებს გათხოვილი ქალი სხვა მამაკაცთან ერთად პაემანზე, მაშინ როცა ქმარი ყავს. მე მგონი არც გიორგის ექნება ამაზე ადეკვატური რეაქცია და სავარაუდოდ ინა მის თვალში წარმოდგენას სულ დაკარგავს. დუდას გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ ზუსტად ამას აპირებს და თანაც ეს ყველაფერი კარგად შემუშავებული გეგმასავით აქვს გადახარშული. დადიანმა ხხმამაღლა ამოიხვნეშა და გიორგისკენ მიტრიალდა. -დუდა ჩემი ქმარია. _სანამ დადვანი იტყოდა თავად თქვა და ლიპარტელიანის რეაქციას დააკვირდა. მამაკაცს სახე გაუქვავდა ჯერ ინას დააკვირდა, შემდეგ კმაყოფილი გამომეტყველებით მდგარ დუდას და მერე ისევ ინას. -და ჩემთან ერთად რატომ ხარ?_იმ წამს ყველაზე ლოგიკური კითხვა დასვა გიორგიმ. -ალბათ იმიტომ რომ კომპანიას აწყობდა ასე. _უსირცხვილოდ იცრუა და შუბლი შეჭმუხნა. _ძალიან ცუდად გამომივიდა, მაგრამ დამიჯერე განზრახ არ მინდოდა. კბილების გღჭიალით უხსნიდა იმას რაც რეალურად არაფერ შუაში არ იყო იმ საღამოსთან, თან პარალელუად გონებაში გასუსული და კმაყოფილიო დუდასთვის სამაგიეროს გადახდის გეგმას ალაგებდა. -ქმარი გყავს და ჩემ... -გირჩევ არ თქვა!_მოუდლონელად დუდას ცივი ხმა გაისმა. გიორგიმ სწრად მოკუმა პირი და აგრესიული მზერით გადახედა ყბადაჭიმულ დადვანს, მერე კი უკანმოუხედავად გავიდა რესტორნიდან. -იცოდე რომ ამას ასე არ დავტოვებ!_გაღიზიანებულმა მიაძახა და გასასვლელისკენ დაიძრა, მაგრამ დადვანმა მაჯაში ხელი ჩაავლო და თავისკენ მიატრიალა. -მოუთმენლად დაველოდები შენს მცდარ ნაბიჯს. _თვალი ჩაუკრა ნიკაპზე ორი თითი მოუჭირა და ზურგი აქცია. >>> -გამიგე რა შეხვედრები აქვს ბატონ დუდას დღეს დანიშნული, მისი თითოეული ნანიჯი განსაზღვრე და ჩემამდე მოიტანე! -კი, მაგრამ რაში გჭირდება?_სიცილით იკითხა ლაშამ და ოდნავ მოზრდილ წვერზე თითები მოისვა. -შეგიძლია იმ ქალების მონაცემები ამომიყარო ვისთანაც ბოლო პერიოდში ურთიერთობა ქონდა?_მეგობრის კითხვას გვერდი აუარა და მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა დასვა. -მე მგონი ვიღაცა ქმარზე ეჭვიანობს..._სიცილით ჩაილაპარაკა მამაკაცმა და წარბები აათამაშა. -არა, ვიღაცას ქმარზე შურისძიება სწყურია, თანაც ძალიან! -შენ ოღონდ მთხოვე და გაუჩენელს გაგიჩენ. >>> მთელი დღე კაბინეტში გაატარა, ათასი საქმე ჰქონდა, პარალელურად ადვოკატთან სასამართლოს ამბებს განიხილავდა. ქორწინების მოწმობის რამდენიმე ასლი დასჭირდა და პრინტერთან მისულმა მოწმობას ცალყბად გაუღიმა, მერე თავი გააქნია და სახე გაასწორა. დუდას კაბინეტის კარის ხმაზე ირონიულად ჩაიცინა და მისკენ მიტრიალდა. დადვანი ჯიბეებში ხელჩაწყობილი მიდიოდა ქალისკენ. -ცოლო, დილა მშვიდობისა. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ქორწინების მოწმობას დახედა. _უკვე ამის გარეშე აღარსად დადიხარ და ასლებს იმარაგებ? ცოტა ჩემთვისაც გააკეთე._როგორც ყოველთვის დიალოგი ცინიზმით დაიწყო. -ყოველ დღე ახალ-ახალი ჩანთით ვარ და გადატანა გადმოტანა მომბეზრდა, ყველაში უნდა ჩავდო რომ მქონდეს. ბოლოს და ბოლოს გათხოვილი ქალის სტატუსი მაქვს და რომ არა ეს საბუთი სულ მავიწყდება. _ღიმილით ჩაუკრა თვალი და მისკენ მიტრიალდა. _შენც გაგიკეთებ, მაგრამ ყველაფერს გირჩევნია შარვლის უკანა ჯიბეში რომ ბეჭედი გაქვს ეგ ამოიღო და არათითზე გაიკეთო!_ბეჭდიანი ხელი სახესთან აუთამაშა, ფეხისწვერებზე აიწია, ტუჩთან ახლოს ლოყაზე აკოცა და საჯდომის ქნევით თავისი კაბინეტისკენ წავიდა. _და კიდევ..._ფხუკუნით შეჩერდა და ისევ იქ მდგარ მამაკაცს მიუტრიალდა. _ეგრე არ დარჩე! კაბინეტში შესულმა ქვედა ბაგეს კბილებით წაეთამაშა და ხმამაღალი, ცინიკური სიცილით წავიდა მაგიდისკენ. >>> -დღეს გიორგისთან მივდივარ საქმიან შეხვედრაზე და მინდა რომ შეხვედრას შენც ესწრებოდე. _მოულოდენლი წინადადებით შევიდა დუდას კაბინეტში. -რატომ, გაინტერესებს როგორი რეაქცია მექნება როცა 29 წლის ვნებისგან დამშეული მამაკაცი აგათვალიერ-ჩაგათვალიერებს?_გეგმის ნაწილს მიუხვდა და ფეხზე წამოდგა. -არა._ნაბიჯი შეანელა და ისე გაემართა ქმრისკენ. _მინდა რომ ჩემი ქმარი ჩემთან ერთად იყოს._პიჯაკის საყელოზე თითები დაუსვა და მის პასუხს დაელოდა. -მგონია რომ რაღაც ცუდი გაქვს ჩაფიქრებული. _დაეჭვებულმა მოჭუტა ცალი თვალი და ქალის ეშმაკურად მომღიმარს ტუჩებს დააკვირდა. -მე კიდევ მგონია რომ ახლა ჩემი კოცნა გინდა. _ვნებიანი, გაწელილი ხმით ჩაილაპარაკა და ტუჩები აათამაშა. _მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ამას ჩემს ჯინაზე არ იზამ და ისიც ზუსტად ვიცი რომ იცი მე ამის უფლებას არ მოგცემ. ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაიწყო და ტანის ნაზი რხევით გაემართა გასასვლელისკენ. -8 საათზე ჩემი ეზოს წინ დაგელოდები. -შენი სურვლით მოაწერე ამ კონტრაქტს ხელი._ხმაზე ეტყობოდა რომ კონტრაქტში ქორწინების კონტრაქტს არ გულისხმობდა. ინა სწრაფად შეჩერდა და დადვანისკენ ინტერესით მიტრიალდა. -რა კონტრაქტს? -ჩემთან თამაშის კონტრაქტს. -ჯერ ჯერობით 1-0 მიგებ, მაგრამ ჩათვალე რომ დღეს საღამოს ჩემზე გადარეულს არსად წასვლის სასშუალება აღარ გექნება, არც იმ შავგვრემანთან 2 წელია შენზე მზე და მთვარე რომ ამოსდის. -სწორი გადაწყვეტილებაა, მტერი ყოველთვის ახლოს უნდა გყავდეს და მისი თითოეული ნაბიჯი უნდა იცოდე, მითუმეტეს მაშინ თუ შენი მეგობარი ლაშა ნიჟარაძეა. -საიდან იცი?_ღიმილი სწრაფად მიეყინა სახეზე და პირდაღებული მიაჩერდა. -მე იმაზე მეტი ვიცი ვიდრე შენ წარმოგიდგენია. ნიშნის მოგებით გაუღიმა და ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა თვალებით ანიშნა კარისკენ შეტრიალდიო. ინამ თვალების ტრიალით გადახედა მამაკაცს, ტუჩები უკმაყოფილოდ წამოსწია წინ და დადვანის კაბინეტი უკანმოუხედავად დატოვა. >>> შეხვედრაზე წასასვლელად საგანგებოდ გამოეწყო ერთი ის რომ გიორგის უნდა შეხვდეს და მეორე ის რომ მათთან ერთად დადვანიც იქნება. გეგმის განსახორციელებლად კი აუცილებელი და საჭიროა ინა იმაზე უკეთ გამოიყურებოდეს ვიდრე ყოველდღიურ ცხოვრებაში. საკუთარი თავით კმაყოფილმა საკუთარ სილუეტს გაუღიმა სარკეში და ოთახიდან გავიდა. ბავშვები ნინოსთან ერთად მისაღებში ისხდნენ და ადამიან ობობას უყურებდნენ. გამოპრანჭული დის დანახვისას ეშმაკურად შეათამაშა წარბები ნინომ და სამზარეულოსკენ წასულ ინას უკან აედევნა. -დუდას ხვდები?_ხმადაბლა იკითხა და მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო. -დუდასაც და გიორგისაც. -ვინ გიორგის?_პირდაღებულს ოდნავ ხმამაღლა მოუვიდა კითხვის დასმა. -იმას არა ვინც შენ გგონია. ჩვენი კომპანიის მეგობარი კომპანიის ხელმძღვანელია. _სიცილით მიკრა მხარზე ხელი და დაღებული პირი დააკეტინა. -გიორგი არ ვიცი და დუდაზე ძალიან დიდ ფსონდ ვდებ. _ტუჩების და თვალების თამაშით ჩაიჩურჩულა და ფიქრებში წასულმა ამოიხვნეშა. -ნუ გავიწყდება რომ ჩემს ქმარზე საუბრობ. _თვალების ბრიალით გადახედა დას ჩანთა აიღო და გასასვლელისკენ დაიძრა. -ქმარზე რომლის მიმართაც არაფერს არ გრძნობ... -ნინო, იცოდე ფეხებს დაგამტვრევ!_თითის ქნევით დაემუქრა დას, თვალი ჩაუკრა და აკისკისებული მარტო დატოვა. ზუსტად რვა საათზე გავიდა სახლიდან, დაცვის წევრს ყოველი შემთხვევისთვის აუხსნა სადაც მიდიოდა და გააფრთხილა რომ ნებისმიერ დროს მზად ყოფილიყო ზარისთვის. ეზოდან გასასვლელი კარის გაღება და დადვანის მანქანის გამოჩენა ერთი იყო. კმაყოფილი სახით შეისწორა კაბის წინა ნაწილი და გაჩერებული მანქანისკენ ნელი ნაბიჯებით დაიძრა. -საღამო მშვიდობისა. ვნებიანი ხმით გადაულაპარაკა, მისკენ გადაიხარა და ტუჩები ოდნავ შეახო ლოყაზე. დადვანმა ხმამაღლა ტუჩის კუთხეში ჩაიცინა და წარბწეულმა გადახედა თამაშით გართულ ქალს. -ცუდად დაამთავრებ!_გააფრთხილა და მანქანა დაქოქა. -მე თუ ცუდად დავამთავრებ შენც თან წაგიყოლებ. _მაინც, ყოველი შემთხვევისთვის გააფრთხილა და ღვედი შეიკრა. _დღევანდელ შეხვედრაზე მარტო იმიტომ არ მიმყავხარ რომ ასე მინდა, უბრალოდ შენი რჩევები მჭირდება შეხვედრის დასრულების შემდეგ. _სწრაფად შეიცვალა ხმის ტემბრი და საქმიანი გამომეტყველებით გადახედა დადვანს. -რამდენ წლიან კონტრაქტს გეგმავ? -არ ვიცი, ყველაფერი ამ შეხვედრაზეა დამოკიდებული. მინდა რომ კონტრაქტი რაც შეიძლება მოკლე ვადით იყოს, ვინაიდან და რადგანაც გარკვეული დროის შემდეგ ზუსტად ვიცი მათთან თანამშრომლობა აღარ დაგვჭირდება, უბრალოდ ამ ეტაპზე სხვა გზა არ მაქვს. -მაშინ შეეცადე ყველაფერი ისე გააკეთო რომ კონტრაქტის საბოლოო ვადა შენი გადასაწყვეტი იყოს. >>> მანქანა რესტორნის სადგომზე გააჩერეს, ინა მოთმინებით ელოდა როდის გაუღებდა დავანი კარს და გადასვლაში დაეხმარებოდა. დადვანმა მანქანის კარი გაუღო და ჯიბეში ხელჩადებული დაელოდა როდის გადავიდოდა ინა საკუთარი ინიციატივით. როცა შეყოვნებული ქალი დაინახა წარბები ოდნავ შეჭმუხნა და მზერით მიახვედრა რომ მის დახმარებას არ აპირებდა. -ელემენტარული ზრდილობის ამბავია, ქმარო!_გადასვლისას ყურთან ახლოს ჩასჩურჩულა და ხელკავი გამოსდო. დუდამ თავი ოდნავ უკან გადახარა და ინას მოტკეცილ კაბაში გამოკვეთილ საჯდომს დააკვირდა. -დღეში რამდენ ჩაჯდომას აკეთებ?_ხმადაბლა კითხა და ქალის გაოცებულ სახეს დააკვირდა. -ბატონო?!_ვერ მიხვდა რაზე ეკითხებოდა. -ბურთებზე გეკითხები, დღეში რამდენ ჩაჯდომას უკეთებ?_უკეთესად ასახსნელად საჯდომზე ცალი ხელი მიადო და ოდნავ მოუჭირა. -რას აკეთებ?!_სიცილით მოიშორა მამაკაცის ხელი და განზე გადგა. -ვამოწმებ ნატურალურია თუ არა, არანაირი სურვილი არ მაქვს საქმე საქმეზე რომ მიდგება იმედგაცრუებული დავრჩე. _აუხსნა, მაჯაში ხელი მოკიდა და თავისკენ მიიზიდა. -არც მე არანაირი სურვილი მაქვს იმედგაცრუებული დავრჩე, მაგრამ ამდენ ხალხში ამას ვერ გავაკეთებ. _ცინიკურად ჩაიცინა და თვალები დაბლა დახარა, მერე კი საჯდომის რხევით რესტორნისკენ წავიდა. >>> გიორგი მაგიდასთან იჯდა და შეხვედრისთვის მომზადებული ინას გამოჩენას ელოდებოდა, როგორც სჩანს დუდას დანახვა დიდად არ ესიამოვნა, მაგრამ არ შეუმჩნევია. სერიოზული გამომეტყველებით წამოდგა და ორივეს თავის დაკვრით მიესალმა, მერე კი ისევ თავისი ადგილი დაიკავა ინას პირდაპირ. დუდამ დაკვირვებით მოავლო თვალი რესტორანს, სიტუაცია შეიცნო და მხოლოდ ამის შემდეგ დაიკავა თავისი სკამი. -კიდევ ვინმეს ველოდებით?_ხმადაბლა იკითხა გიორგიმ და დადუმებულ წყვილს გადახედა. -კი, ჩემი კომპანიის ახალ ბუღალტერს, რომელმაც ყველანაირი ხარჯი წინასწარ უნდა გათვალოს და აი, ისიც. წარბების აწევით და ტუჩის კუთხეში ირონიული ჩაცინებით წამოდგა ფეხზე და მათკენ წამოსულ ნაცნობ სილუეტს ხელი დაუქნია. დუდამ ინას მზერა თვალი გააყოლა და შავგვრემანი ქალის დანახვისას ხმამაღლა ჩაახველა. -ძალიან გამიხარდა ჩემთან თანამშრომლობას რომ დათანხმდი._გიორგის გვერდით მოკალათებულ ქალს გაუღიმა და ჯერ კიდევ გაოგნებულ მდგომარეობაში მყოფი ქმრისკენ მიტრიალდა. _ზუსტად ვიცოდი რომ ეს ამბავი გაგახარებდა. _სარკასტულად ჩაილაპარაკა და მუხლზე თითები მოუცაცუნა. _1-1 საყვარელო. _მისკენ ოდნავ გადაიხარა და ხმადაბლა, გამოკვეთილად ჩასჩურჩულა. "შეთანხმებული კოცნა" ლანას დათანხმება ძალიან გაუჭირდა, ძალიან ბევრი ადამიანის ჩარევა დასჭირდა ამ საქმეში, მაგრამ როგორც კი დუდა ახსენა ლანამაც დაუფიქრებლად დააქნია თავი და კონტრაქტს ხელი მოაწერა. ლაშას დახმარებით მასზე და დუდაზე ყველაფერი გაიგო, ისიც კი იცის რომელ დღეს რომელ სასტუმროში ატარებდნენ დროს. წყვილი ურთიერთობას არასოდეს არ მალავდა, არცერთი წამით შექმნიათ დისკომფორტი, ყოველთვის იმას აკეთედნენ რაც მათ სურდათ. მაგრამ მიუხედავად კარგი ურთიერთობისა აღმოჩნდა რომ ბოლოს ამასაც ჰქონია დასასრული და დაიშალნენ, მათ შორის მხოლოდ საქმიანი ვიზიტები იჩენდა ხოლმე თავს, ისიც იმიტომ რომ თავის დროზე დუდა და ლანა საერთო შეთანხმებამ გააერთიანა და უნდოდათ თუ არა გარკვეული პერიოდი კიდევ მოუწევდათ ერთად ყოფნა. ლანა მართლა ძალიან კარგი და გამოცდილი ბუღალტერია, რომ არა დუდაზე შურისძიება შეიძლება ეს კადრი ვერც ვერასოდეს ეპოვა და სასამართლო პროცესის დასრულებამდე და მის შემდეგ ისევ ბუღალტერის ძებნაში ყოფილიყო. თანაც იმხელა და ისეთი მწარე გამოცდილება აქვს ამ საკითხთან ურჩევნია ყველაფერი წინდახედულად და დაფიქრებულად გააკეთოს. ზუსტად იცის რომ ლანას დღემდე აქვს დუდას მიმართ გრძნობები, მე მგონი არც დუდა უნდა იყოს მის მიმართ გულგრილი რაც ინას არც თუ ისე სასიამოვნოდ ხვდება გულზე, მაგრამ ახლა ეჭვიანობის დრო ნამდვილად არ არის. ყველამ უნდა იცოდეს რა შეუძლია გაბრაზებულ და წყობიდან გამოსულ დადიანს, დუდა უნდა ხვდებოდეს რომ ამ ქალთან თამაში არ გამოუვა. -მგონი ყველაფერი გავარკვიეთ. საუბრის ბოლოს ჩაილაპარაკა გიორგიმ და ინას გვერდულად გადახედა. დუდა მთელი საღამო დაკვირვებით უყურებდა ყველაფერს და ცდილობდა მათ დიალოგში საერთოდ არ ჩარეულიყო, უნდა ვაღიარო ეს შესანიშნავად გამოსდის, ჩვეულებრივი მუდოა. რამდენჯერმე ლანასკენაც გააპარა მზერა, რაც ინას მახვილ თვალს არ გამოპარვია და გონებაში საგანგაშო სიტუაციისთვის ჩაინიშნა. ორივე წყვილი გრძნობდა რომ სიტუაცია დაძაბული და რაღაცნაირად მძიმე იყო, თითქოს ყველაფერ ერთ დიდ ჯაჭვზე იყო გადაბმული და წამი წამზე გაწყდებოდა. -ლანა, შენ ჩვენ გაგიყვანთ. როგორც კი რესტორნიდან გავიდნენ ცივად ჩაილაპარაკა დუდამ და მანქანისკენ წავიდა. ინამ ღიმილით გააყოლა ქმარს თვალი და რაღაცნაირად სევდიანად მომღიმარ ლანას მიუტრიალდა. მთელი გზა ხმას არცერთი არ იღებდა, დადიანი აშკარად ეკლის პოზიციას ასრულებდა მანქანაში და თითოეულ ამოსუნთქვაზე გული უწუხდებოდა. ხვდებოდა რომ ლანას რაღაცის თქმა უნდოდა, დუდას სიჩუმე ერჩივნა, თანაც ისეთი გამომეტყველებით უყურებდა გზას, აშკარად უკმაყოფილო და გაღიზიანებული იყო. როგორც კი საკუთარი სახლის შესახვევი დაინახა თვალებდაქაჩულმა გადახედა დუდას და ნერწყვი ნელა გადაყლაპა. ეგონა რომ პირველი ლანას მიიყვანდნენ და მერე დუდა ამ ყველაფერზე ცალკე მოსთხოვდა პასუხს, მაგრამ მამაკაცმა რატომღაც პირველი ცოლი დააბინავა. გაღიზიანებულმა გააღო მანქანის კარი, ლანას ხმადაბლა დაემშვიდობა და სახლისკენ წავიდა. -არ დაიძინო, მალე მოვალ!_დუდას ხმამ ადგილზე მიყინა, სწრაფად მიატრიალა თავი უკან და ცინიკურად მომღიმარ დადვანს დააკვირდა. მამაკაცმა სწრაფად აარიდა ქალს მზერა და მანქანა დაძრა. შხაპი მიიღო და დასაძინებლად გამოწყობილი საწოლზე გადაწვა. გონებაში სულ დუდას სიტყვები უტრიალებდა, შეიძლება მამაკაცმა მარტო იმიტომ უთხრა რომ ლანას მათ ურთიერთობაში ეჭვი არ შეეტანა, მაგრამ ისიც კარგად ახსოვს როგორ უთხრა დუდამ რომ ლანას “ცოლიანი კაცები მოსწონს.” დღევანდელი საღამოთი დაღლილმა თვალები დახუჭა და დაძინება სცადა, მაგრამ ზუსტად იმ დროს მისი ტელეფონი აზუზუნდა. სიცილით გადაყო ხელი საწოლის მეორე მხარეს და ტელეფონის ეკრანს დახედა. -გისმენ. _ცივად უპასუხა და საწოლზე წამოჯდა. -შენი სახლის წინ ვარ ან კარი გამიღე, ან შენ გამოდი. -გვიანია და უნდა დავიძინო, თანაც არანაირი სურვილი არ მაქვს კაცს რომელმაც ჯერ ცოლი მიიყვან სახლში და მერე ყოფილი საყვარელი რამეზე ვესაუბრო. აშკარად, დაუფარავად ავლენდა დადვანის მიმართ გაჩენილ აგრესიას და თითოეულ სიტყვაშიც იგრძნობოდა რომ ეს არანაირი ახლადგაჩენილი გრძნობის ბრალი არ იყო. უბრალოდ თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა ლანას წინაშე და ამაზე პასუხს მხოლოდ დუდა თუ აგებდა. ვერ იტანს როდესაც მსგავს სიტუაციაში თავს მეორეხარისხოვნად აგრძნობინებენ, მერე რა რომ დუდასთვის ლანა უფრო მეტს ნიშნავს და მერე რა მასთან უფრო მეტი მოგონება რომ აკავშირებს, ახლა ინა უფრო მნიშვნელოვანი ფიგურაა, მაგრამ საკითხავია დუდასთვის რამდენად შესაბამება ეს ლოგიკურობას. -ნუ იქცევი შენი ასაკისთვის და ხასიათისთვის შეუფერელად, რომ გეუბნები უნდა გნახო ე.ი. უნდა გნახო!_დუდას ხმა წამებში შეეცვალა, მაგრამ ვერც ამან შეძლო გაბრაზებული ინას გადარწმუნება. -დუდა, ახლა არ მინდა შენი ნახვა, ბოღმა მახრჩობს და მეშინია რამე ისეთი არ ვთქვა რაც ორივეს ძალიან არ გვესიამოვნება ხვალ... ხვალ დილით სამსახურში წასვლამდე გამომიარე და ერთად ვისაუზმოთ, მერე დავილაპარაკოთ. _ხმადაბლა, მშვიდად აუხსნა და აივნისკენ წავიდა. _მანამდე აივნიდან გადმოგხედავ ჩემი მონატრება დროებით მაინც რომ დაიცხრო. _ვნებიანი ხმით დააყოლა და მოკლე პიჟამაშო გამოწყობილი აივანზე გატანტალდა. დადვანი მანქანაში იჯდა და ეზოს შესასვლელიდან უყურებდა აივანზე მდგარ სექსუალურ ქალს. -ეს დღე და საათი დაიმახსოვრე!_მუქარასავით გაისმა დადვანის ხმა, ტელეფონი გათიშა და წამებში მოსწყდა ადგილს. ინამ კმაყოფილი ღიმილით მოიშორა ტელეფონი და ღიღინით შევიდა ოთახში. ვერ იტანს როდესაც მამაკაცებს ქალების მართვა შეუძლიათ. დუდა ძალიან ფიცხი, ცივი და ირონიული ადამიანია, მაგრამ მიუხედავად ამისა ზუსტად იცის რომ არც ინა დააკლებს და ისიც ზუსტად იცის რომ ადვილად არავის სიტყვაზე არ წამოეგება. ასეთი მტკიცე ხასიათი აქვს, ბავშვობიდან საკუთარ თავზეა დამოკიდებული. მშობლები ყოველთვის იმას ეუბნებოდნენ რომ სიბნელეში შესვლისას საკუთარი ჩრდილიც კი გტოვებს, მაგრამ გული და გონება არასოდეს! ზუსტად ამიტომ ადამიანების მიმართ მინიმალურ ნდობას ამჟღავნებს, ზუსტად ამიტომ საკუთარ თავს უფრო ენდობა ვიდრე ნებისმიერ სხვას, ვინც არ უნდა იყოს და რასაც არ უნდა ნიშნავდეს იგი ინასთვის. საკუთარი სიტყვის ფასი ყოველთვის იცის და არანაირი სურვილი არ აქვს საკუთარ პრინციპებზე უარი თქვას, ცუნდაც ასეთ ელემენტარულ სიტუაციაში. თავისუფლად შეეძლო გასულიყო დუდა ენახა და დალაპარაკებოდა, მაგრამ მართლა ძალიან აღელვებულია და არ უნოდა რომ რამე ცუდად თქვას, იცის როგორი ცუდი ხასიათი აქვს დუდას და ისიც იცის რომ მასთან საუბრისას თითოეული ნაბიჯი უნდა გათვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან დიდ შარს გადაეყრება. >>> დილით როგორც ყოველთვის ძალიან ადრე დგება. ინას დილა ვარჯიშით, შემდეგ შხაპით და ბოლოს სარკესთან ერთ საათიანი ტრიალით იწყება, ყველას უკვირს ამდენ რაღაცას როგორ ასწრებს, ან უბრალოდ რომელ საათზე დგება და საერთოდ ძილი როგორ ჰყოფნის!? მაგრამ დადიანი ზედმეტად ყოჩაღი ქალია მაშინ როცა საქმე მის გარეგნობას და ცხოვრებას ეხება. ელზას სთხოვა რომ საუზმე ორი კაცისთვის ცალკე გაეშალა, უნდა რომ ყველასგან განცალკევებით ისაუბრონ, თანაც ბავშვებთან ერთად ძნელია საქმიანი დეტალების განხილვა, მითუმეტეს გუშინდელი ღამის. -უკვე გადიხართ?_გაკვირვებულმა გადახედა გასასვლელისკენ წასულ დას და დიშვილებს. -კი, დღეს ადრე დაიბარა მასწავლებელმა და მე ცოტნემ მთხოვა შემხვდიო. სწრაფად შეეცვალა ხმის ტემბრი. ინას ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა და წარბწეულმა გადახედა არანაკლებად გახარებულ დისშვილებს. -ძალიან კარგი, ისევ ცოტნე თუ იყოჩაღებს. _ბოლოს მაინც დაგესლა და თვალებდაქაჩულს წარბი აუწია. _რა, ტყუილს ვამბობ რამეს? -კარგი კარგი, წავედი. _ხელი აიქნია და ეზოში გავიდა. _გამარჯობა. _ღიმილით დაუქნია დუდას თავი და ეშმაკური მზერით გადახედა შუბლშეჭმუხნულ დას. -დილა მშვიდობისა._სამივეს ერთად მიესალმა და გაკვირვებულმ ბავშვებს თვალი ჩაუკრა. -სწრაფად თორემ დააგვიანებთ!_ჩანთებზე ხელი მიკრა ნინომ და აჩქარებული ნაბიჯებით წავიდა მანქანისაკენ._დროებით._ღიმილით დაემშვიდობა დუდას და თვალს მიეფარა. ინამ მხრებზე დაყრილი თმები უკან გადაიწია და დუდასკენ წავიდა. მამაკაცმა ცალი ხელი წელზე მოხვია და ლოყაზე მსუბუქად აკოცა. -მეგონა რომ გუშინდელი ღამის შემდეგ არ მოხვიდოდი. _როგორც კი მაგიდასთან დასხდნენ გულწრფელად ჩაილაპარაკა და ყავა ჩამოასხა. -მე კიდევ მეგონა რომ სახლში ვერ დამხვდებოდი. -ხომ იცი რომ გუშინდელ შეხვედრაზე უკეთესი და ნაყოფიერი დღევანდელი შეხვედრა იქნება? -ლანამ ყველაფერი იცის. _პირდაპირ საქმეზე გადავიდა. -ჩვენი ქორწილის შესახებ?_მიხვდა, მაგრამ მაინც გადაამოწმა. დუდამ ოდნავ დაუქნია თავი და უკმაყოფილო გამომეტყველებით მჯდარ დადიანს ზეთისხილი ააცალა._და რატომ იცის ლანამ ის რაც არ უნდა იცოდეს?! დავიჯერო მართლა ეგეთი სასიყვარულო ურთიერთობა გაქვთ რომ ერთმანეთს ვერაფერს უმალავს? -ნუ იკბინები, თავადაც მშვენივრად იცი რომ ამ ეტაპზე მე და ლანას არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს. -ვიცი, მაგრამ ფაქტები სხვა რამეს ამბობს. -მაშინ მოგიწევს ჩემს გვერდით ყოფნაში კონკურენტს ხელფასი უხადო. _ცინიკური ღიმილით გამოაჯავრა და ყავა მოსვა. -ლანას სულ არ აღვიქვამ კონკურენტად, მითუმეტეს თუ საქმე შენ გეხება. _სერიოზული გამომეტყველებით ჩაილაპარაკა და ცალი წარბი მაღლა ასწია. -ხო, რა თქმა უნდა. _სხვათაშორის ჩაიჩურჩულა და ფეხზე წამოდგა. -ჩანთას ავიღებ და გავიდეთ. >>> კაბინეტში შესულს ლანა იქ დახვდა. ქალმა ღიმილით დაუქნია თავი და მაგიდის მეორე მხარეს მოთავსებულ უფროსს საბუთები გაუწოდა. ინამ ქვედა ტუჩი მოიკნიტა და დაკვირვებით შეათვალიერა ლანა. ზედმეტად სექსუალური, მომხიბლავი და საოცრად ლამაზი ქალია დუდა კი არა მე მგონი არც ინაა მის მიმართ გულგრილი. საოცრად წყლიანი და ანთებული თვალები აქვს, მის შოკოლადისფერ კანს საოცრად უხდება მუქი ნაცრისფერი. ქალის დადებითი მხარეები რომ არა და არ ამოიწურა უარყოფითების ძებნა დაიწყო და მიაგნო, თითების სიგრძით ვერ დაიკვეხნის. ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა და საკუთარ გრძელ და ნატიფ თითებს კმაყოფილმა დახედა. ლაქს იშვიათად ისვამს, არც გრძელ ფრჩხილებზე გიჟდება. ერთადერთი პირობა არის ის რომ - ფრჩხილები ყოველთვის წესრიგში უნდა ჰქონდეს წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარ თავს კატასროფულად დასჯის. -დუდა არ მოვა?_ინტერესით იკითხა ლანამ და თვალებდაქაჩულ ინას გადახედა. -დუდა?!_ხმადაბლა ჩაილაპარაკა მამაკაცის სახელი. _არა, დუდა ასეთ შეხვედრებს არ ესწრება. _ხმაში სიცივე შეეპარა. ლანამ თავი დაუქნია და საქმეს მიუბრუნდა. >>> შესვენებაზე სამსახურის ბუფეტში ჩავიდა და კუთხეში მდგარ მაგიდასთან დაჯდა. ზუსტად 5 წუთში დუდა და ლანაც გამოჩნდა, ინამ სენდვიჩი თეფშზე დააბრუნა და შეფარვით დააკვირდა წყვილს. უსიამოვნოა შენი ქმრის სხვა ქალთან ერთად დანახვა, მითუმეტეს მაშინ თუ ეს ქალი ლანაა და შენი ქმრის ყოფილი საყვარელია, რომელზეც ყველამ ყველაფერი იცის. აღიზიანებს ის აზრი რომ სამსახურში ჭორები აგორდება ინას ქმარი ყოფილ საყავრელთან ერთად უფრო მეტ დროს ატარებს ვიდრე ცოლთანო. გაღიზიანებულმა ლუკმა ძლივს გადაყლაპა და ფორთოხლის წვენი მიაყოლა. -”გეგმას ასე უფრო უხდება.” _საკუთარ მეორე მეს ჩასძახა და ჭამა განაგრძო. -შეიძლება?_ქმრის ხმამ გამოაფხიზლა, ინამ თავი ოდნავ ასწია და წყვილს ირონიული მზერა მოავლო, შემდეგ კი თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. -ასეთი მორიდებულიც ნუ იქნები თორემ ყველა მიხვდება რომ ერთმანეთის მიმართ გულის წამსვლელ გრძნობებით არ ვართ განსჭუალულნი. _ხმადაბლა გადაუჩურჩულა ქმარს და თითები ნაზად მოუსვა ნიკაპზე. _უკაცრავად. _აწკრიალებულ ტელეფონს დახედა და ფეხზე წამოდგა. _რა მოხდა? -ბატონი გიორგია მოსული ლიპარტელიანი და თქვენთან შეხვედრას ითხოვს. _მორიდებით ჩაილაპარაკა მარიამმა. -ლიპარტელიანი? სპეციალურად ოდნავ ხმამაღლა გაიმეორა მამაკაცის გვარი, წყვილს ტუჩების მოძრაობით მოუბოდიშა და გასასვლელისკენ წავიდა. დუდამ ოდნავ წამოზრდილ წვერზე თითები მოისვა და ინადან მზერა მის საფულეზე გადაიტანა. -საფულე დარჩა..._ღიმილნარევი ხმით ჩაილაპარაკა ლანამ. _დავეწევი. -არ არის საჭირო, თავად მოვა. _თვალი ჩაუკრა და საფულე განზე გასწია. ინას ჩატარებულ ხრიკს ადვილად მიხვდა, მაგრამ უკან გაკიდება და საფულის დაბრუნება აზრადაც არ მოსვლია, ჯობია ლიპარტელიანთან საქმიანი შეხვედრისთვის დრო მისცეს და მერე როცა ეს ყველაფერი ჩამშვიდდება პასუხი მოსთხოვოს. >>> გიორგი მართლაც საქმეზე გამოეცხადა, რამდენიმე დეტალის განხილვა დავიწყებია და უნდოდა რომ ყველაფერი დროზე ადრე მოეგვარებინა, ვინაიდან და რადგანაც მის უფროსი მალე 2 თვიან მივლინებაში მიდის და მერე ყველაფერი უფრო და უფრო გაიწელება. კარის ხმაზე თავი მაღლა ასწია და კაბინეტში შესულ დადვანს დააკვირდა. დუდამ საფულე მაგიდაზე დაუდო და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი წავიდა დივნისკენ. -დამრჩენია. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ჩანთაში ჩაიდო. ქალის სიტყვებზე თავი ცინიკური ღიმილით გააქნია და დივანზე ჩამოჯდა. -მოდი აქ!_ხელი დივანზე დაატყაპუნა და წარბაწეულმა თავისთან იხმო. ინაც უსიტყვოდ დაიძრა მამაკაცისკენ და მის გვერდით მოკალათდა. დადვანი წელში გასწორდა ქალისკენ მიტრიალდა და ვნებისგან აგიზგიზებულ თვალებში ჩააშტერდა. -უნდა გაკოცო!_გააფრთხილა, ცალი ხელი წელზე მოხვია, ცალი ლოყაზე უხეშად მოუჭირა და ბაგეებზე დაეძგერა. "გამოფენა" ის ის იყო კოცნაში უნდა აყოლოდა და სიამოვნების მორევში ჩაძირულიყო კაბინეტის კარზე გაბმული კაკუნი რომ გაისმა. დადვანი უკმაყოფილო სახით მოშორდა ცოლის ტუჩებს და არანაკლებად უკმაყოფილო ინას ბაგეებზე თითები გადაუსვა. მიუხედავად იმისა რომ დუდამ წინასწარ შეამზადა და გააფრთხილა რომ აკოცებდა, მამაკაცის უეცარმა გადაწყვეტილებამ მაინც იმოქემდა მასზე და ცოტა დაიბნა, თუმცა კოცნის დროს არანაირი გამაგიჟებელი და გონების დამბინდავი ემოციები არ უგრძვნია, უბრალოდ უნდა აღიაროს რომ დადვანმა მართლაც შეუდარებელი კოცნა იცის. -არ დაგაცდიან. _მხრები აიჩეჩა და ფეხზე წამოდგა. მაგიდასთან მივიდა, სუნთქვა დაირეგულირა, ტანსაცმელი გაისწორა და წელში გაიამრთა. _შემოდით. _ ხმამაღლა დაიძახა და “მტრის” გამოჩენას დალოდა. მარიამმა ოდნავ შეყო თავი კაბინეტში და მორიდებული ღიმილით გადახედა უფროსს, მერე კი დივანზე მჯდარ დუდას. -უკაცრავად, მაგრამ ამ საბუთებზე ხელი გაქვთ მოსაწერი. გულზე აკრული საბუთები გაუწოდა და ერთ ადგილზე გახევდა. ინამ სწრაფად გადახედა ყველაფერს, როცა დარწმუნდა რომ საბუთები წესრიგში იყო ხელი მოაწერა და მდივანი გაისტუმრა. მოულოდნელად ხმამაღალი სიცილი აუტყდა და გაკვირვებულ დუდას გადახედა, მერე კი აკისკისებულმა სახეზე ხელები აიფარა. -რატომ გაკოცე?!_სიცილით ჩაილაპარაკა და თავი გააქნია. -იმიტომ რომ გინდოდა. -შეიძლება, მაგრამ მართლა ძალიან მიკვირს... ეგ ჩემს გეგმებში არ ყოფილა. _საკუთარ საქციელზე ეცინება, მაგრამ არ ბრაზობს. -სამაგიეროდ ჩემსაში იყო. _თვალი ჩაუკრა და კაბინეტიდან გავიდა. დადიანმა ღრმად ამოიხვნეშა და ტყავის სავარძლისკენ წავიდა. ეს კოცნა აუცილებელი იყო ბოლოს და ბოლოს ის მაინც ეცოდინება რას ნიშნავს როდესაც მხოლოდ სურათისთვის არ გკოცნის დადვანი, მერე რა რომ ეს მისი გეგმის ნაწილი იყო, ეგეთი გეგმა ინასაც უამრავი აქვს,. არ ბრაზობს, არც გული ეთანაღრება, არც შეურაცხყოფილ ქალად გრძნობს თავს და არც პეპლები აფარფატებულან. უბალოდ დადვანის კოცნა სასიამოვნო იყო და უნდა რომ ეს ყველაფერი სასიამოვნოდ დაამახსოვრდეს, ზედმეტი გართულებების და თავის ტკივილის გარეშე. კმაყოფილი გამომეტყველებით მიეყრდნო სავარძლის საზურგეს და თვაკებდახუჭულმა ბაგეებზე თითები ნაზად გადაისვა. ერთადერთი ფაქტორი რაც ამ სიტუაციაში არ მოსწონს და პარალელურად ძალიან ანუგეშებს ლანაა, რომ არა ლანა ინას ძალიან გაუჭირდებოდა დუდას ნერვებით თამაში, მითუმეტეს როცა იცის რომ მისი ქცევები მამაკაცზე ასე თუ ისე მაინც მოქმედებს. უბრალოდ ამ ყველაფრისთვის ლანა ეცოდება, იცის რომ მამაკაცის მიმართ გრძნობები აქვს და მაინც მასთან ერთად ამუშავებს, ეს ყველაფერი ინას ხასიათში არ ზის, უბრალოდ დადვანმა სხვა გზა არ დაუტოვა, სხვანაირად მასზე შურს ვერ ძიებს და გიორგისთან ჩადენილ დანაშაულზე პასუხს ვერ მოსთხოვს. >>> -დღეს ჩოგბურთი გვაქვს. _ოთახიდან ხმამაღლა გამოსძახა თომამ. -მე წაგიყვანთ. _ღამის პერანგში და ხალათში გამოწყობილმა ჩაილაპარაკა და ყავის ფინჯანი აიღო. _ცოტნემ რაო?_ხმადაბლა კითხა დადუმებულ დას და ინტერესით გაისუსა. -არაფერი, მე მგონი სამსახურიდან ამერიკაში აპირებს წასვლას. _ჩურჩულით, ჩამწყდარი ხმით ჩაილაპარაკა და გაზქურისკენ მიტრიალდა. -ძალიან კარგი. ცოტნე ღირსია დიდი წარმატების!_გულწრფელი ღიმილით ჩაილაპარაკა და ეშმაკური გამომეტყველებით დააკვირდა გაბრაზებულ დას. -ა, ანუ შვილები რომ უნდა დატოვოს ეგ კარგია?_წამებში აფეთქდა. -დიდი ამბავი, ბავშვებს შენ ეყოლები და ზუსტად ვიცი ცოტნე იქიდან უფრო დიდ ყურადღებას მიაქცევს ვიდრე შენ აქ აქცევ. _საკუთარ სიტყვებში 100%_ით დარწმუნებულმა ჩაილაპარაკა და სკამზე ჩამოჯდა. -ინა!_ხმამაღლა წარმოსთქვა დის სახელი. -დავურეკავ და გავარკვევ, მაინტერესებს რა შეთავაზება აქვს ეგეთი ამხელა გზაზე წასვლა რომ გადაწყვიტა. -ჯერ არ გადაუწყვეტია და ისე ნუ იზამ რომ წამებში მიაღებინო გადაწყვეტილება. -შენ მე მგონი იდიოტი ხარ იცი!?_ჩაფიქრებულმა წამოიძახა და თავი გააქნია. _კაცს ეუბნები გავშორდეთო, მერე ეუბნები ასე უკეთესად ვართო და ახლა როცა მის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი რამ ხდება ლამის ყველა ცეცხლზე დაგვსვა. თუ ისევ გიყვარს ადექი და უთხარი, იქნებ შენც მიყავხარ იმ ამერიკაში. როგორც კი სიტყვა გიყვარს ახსენა ნინოს სახეზე ფერები ერთმანეთის მიყოლებით გადაუვიდა. ინამ ხმამაღლა ამოიხვნეშა, თვალები აატრიალა და თავის ქნევით წამოდგა ფეხზე. -მიყვარს, მაგრამ ვერ ვეწყობით ერთმანეთს. ზოგჯერ მგონია რომ ერთმანეთს ვღლით ჩვენი პრობლემებით, დღიური ამბებით. მაგრამ ისე როგორც ცოტნესთან ვარ ვერავისთან ვერ ვარ ვერც ბავშვებთან, ვერც შენთან... ცოტნეს მსგავსად არავის შეუძლია ჩემი გაცინება, მაგრამ ეს უაზრო ფიქრები..._აცრემლებულ თვალებზე თითები მიიჭირა და ცრემლები მტკივნეულად გადაყლაპა. -ნინო, ნუ იქცევ პატარა ბავშვივით და დროზე მოეგე გონს თორემ რამდენიმე დღეში აღნავლებული მოხვალ ჩემთან და შემეხვეწები შენი კომპანიის სახელით ამერიკის საელჩოში საბუთები შემატანინეო!_თითის ქნევით გააფრთხილა და სამზარეულოდან გავიდა. >>> ბავშვებთან ერთად დროის ამ მონაკვეთის გატარება ძალიან უყვარს. გიჟდება მათთან ერთად ჯანსაღი ცხოვრების წესს რომ მისდევს, უყვარს მათთან ერთად თამაში, ცურვა, სადილი, სეირნობა და რაც მთავარია საუბარი. მიუხედავად იმისა რომ იშვიათად აქვთ ამ ყველაფრის სიამოვნება, მაინც ძალიან შეჩვეულები არიან ერთმანეთს. ინა ცდილობს მათთვის ყოველთვის ჰქონდეს დროის რაღაცა მონაკვეთი გამოყოფილი თუ გარეთ ვერ გავლენ სახლში მაინც რომ იყვნენ ერთად. ამ ბავშვების წყალობით ახალი გრძნობები და შეგრძნებები აღმოაჩინა საკუთარ თავში. ამ ორმა პატარა საოცრებამ ასწავლა სხვა ადამიანებზე ზრუნვა, მიახვედრა რომ საოცრად დიდი სიყვარული და გვერდში დგომა შეუძლიამ შეუძლია იყოს საუკეთესო დეიდა და საუკეთესო მეგობარი, შეუძლია ნინო შეცვალოს როცა ის სადმე იქნება წასული და ბავშვებს არცერთი წამით აგრძნობინოს უდედობა. ეს ყველაფერი თომაც და მათეს დამსახურებაა, რომ არა მათი ინასადმი დამოკიდებულება დღესაც ის ინა იქნებოდა ბავშვების ხმა ტვინში ჩაქუჩივით რომ უკაკუნებს და ყველაფერს აძულებს. -ეს კაცი მეცნობა. _ხმადაბლა ჩაიჩურჩულა თომამ და ჩ მეორე ოგბურთის მოედნისკენ გაიშვირა თითი. ინამ ხელზე ოდნავ დასცხო ხელი და “უზრდელური” ქცევისთვის თვალებით უსაყვედურა. -ეს თითის გაშვერა ვინ გასწავლა?_წარბწეულმა კითხა და მოხითხითე მათეს გადახედა. _შენ ნუ იკრიჭები და ჩოგანს ნორმალურად მოკიდე ხელი, ასე მგონია ცხელი კეცი გიკავია. _წამებში შეაცვლევინა ბავშვს გამომეტყველება. _ასევე შენც. _თომას კებს საჩვენებელი თითი დასცხო და ფეხზე წამოაგდო. -მართლა მეცნობა. _ბურტყუნით ჩაილაპარაკა ბავშვმა და მოედნისკენ წავიდა. ინამ სათვალეები ცხივრზე დაიკოსა და თვალებმოჭუტულმა გახედა მეორე მოედანზე მოთამაშე დადვანს. -ქმარო!_მამაკაცის დანახვით გახალისებულმა ხმამაღლა წამოიძახა და გაკვირვებულ ბავშვებს გვერდი აურა. _იცოდე გაკვირდებით!_ერთ ადგილზე გახევდა, მათკენ მიტრიალდა და თითის ქნევით გააფრთხილა მერე კი დუდასკენ წავიდა. -აქ არ გელოდი. _დუდამ გაკვირვებულმა ჩაილაპარაკა და თხელი პირსახოცი კისერზე მოიგდო. -არც მე. ხშირად დადიხარ?_ინტერესით იკითხა და მოპირდაპირე მაგიდასთან მდგარი უცნობი ქალი ეჭვით შეათვალიერა. _დუდა, შენ ცოლ... -გაიცანი, ჩემი და ქეთი. _წინადადების დასრულება არ დააცადა და მომღიმარი გოგონა გააცნო. -ქეთი... შენი და..._ხმადაბლა გაიმეორა და გოგონას ღიმილით დაუქნია თავი. _სასიამოვნოა, დუდას ცოლი ინა. -ვიცი, ჩემთვისაც სასიამოვნოა. _წკრიალა ხმით ჩაილაპარაკა გოგონამ, ჩოგანი დაბლა დადო და მოედნის მეორე მხრისკენ წავიდა. _გამოვიცვლი და მანქანაში დაგელოდები. _დუდას მისამართით ჩაილაპარაკა._ნახვამდის, სასიამოვნო იყო თქვენი პირადად გაცნობა. -ჩემთვისაც. _თავი დაუქნია და მზერა დუდაზე გადაიტანა. _1 კვირაში სასამართლოა. -ძალიან კარგი, რას ამბობს შენი ადვოკატი?_ტონი ორივეს საქმიანი გაუხდა. -არ ვიცი, მეუბნება რომ 100%_იანი გარანტია არ არსებობს, მაგრამ იმედი მაინც უნდა გვქონდეს. _ცინიკური ღიმილით ჩაილაპარაკა და დუდასთან ერთად გადასხდელისკენ დაიძრა. -აუცილებლად მოვალ. _ხელი გამამხნევებლად მოუსვა ზურგზე და თვალი ჩაუკრა. -როგორ ფიქრობ ჩვენ ამბავს დაიჯერებენ?_ქვედა ტუჩი მოიკნიტა და მის პასუხს დაელოდა. -უნდა ვეცადოთ ამ ერთი კვირის განმავლობაში რაც შეიძლება ბევრი გაზეთი აჭრელდეს ჩვენი სურათებით... -მაგრამ შენ რომ ჟურნალისტებთან და ზოგდადად მედიასთან არ ურთიერთობ? -ცოლის გამო გამონაკლის დავუშვებ. _ირონიულად ჩაილაპარაკა და გასახდელში შევიდა. _ხო მართლა. _სწრაფად გამოტრიალდა უკან, თან მაისურს იძრობდა._დღეს საღამოს ერთი ნიჭეირი მხატვრის გამოფენაზე ვართ დაპატიჟებულები, ჩათვალე რომ ეს შენი შანსია. >>> საღამოსთვის კაბის ყიდვა გადაწყვტა, მართალია მის გარდერობში უამრავი ხელუხლებელი კაბა ინახება, მაგრამ რატომღაც რაღაც ახალი უნდა რომ შეიძინოს. არ უნდა იმ კაბაში გამოწყობილი წავიდეს გამოფენაზე რომელიც გიორგისთან ყოფნის დროს შეიძინა. თვითონაც არ იცის ეს აზრი საერთოდ რატომ დაებადა, ან რა შუაშია მის კაბებთან მისი და გიორგის კრახით დასრულებული ურთიერთობა, მაგრამ ზუსტად იცის რომ თუ გარდერობიდან რომელიმე კაბას აარჩევს მთელი საღამო თავს არაკომფორტულად იგრძნობს, ამიტომაც ურჩევნია რამდენიმე საათი გამოყოს და კაბის საყიდლად წავიდეს, თანაც რამდენი ხანია მირანდასთან ერთად საყიდლების შემდეგ ფინჯანი ყავა არ დაულევია. ბოლო პერიოდში ძალიან დაშორდნენ, მართალია სატელეფონო ზარებს ყოველ დღე ანხორციელებენ, მაგრამ გულწრფელი ღიმილით და თვალების ციმციმით მოყოლილი ამბავი მაინც სულ სხვაა. -გცალია?_მორიდებულად იკითხა და უკანა სავარძელში მოკალათებულ ბავშვებს სარკიდან გადახედა. -კი, ამ წამს გამოვედი სამსახურიდან. რა იყო, მოხდა რამე?_ცინიკური ხმით იკითხა ქალმა. -საყიდლებზე მინდა წასვლა და ძალიან დამავალებ თუ გამომყვები, თან რაღაც მინდა რომ გითხრა. -რომელ საათზე გამომივლი?_აჟიტირებულმა იკითხა. -ახლა ბავშვებს მივიყვან სახლში და იმ წამსვე შენთან წამოვალ, სად ხარ მითხარი და მოგაკითხავ. -მაშინ მე ჩვენ კაფეში დაგელოდები. -კარგი, მოვალ მალე. >>> -როგორი კაბა გინდა? -კარგი მხატვრის გამოფენას რომ შეეფერებოდეს ისეთი. არც ძალიან გამომწვევი და არც ძალიან არისტოკრატიული. მე რომ ვიცვამ ისეთი. _თვალების ბრიალი აუხსნა და კაბებისკენ წავიდა. -გამოგრჩა... -რა? -დუდას რომ მოუხდეს ისეთი. ეგ ისეთი ცეცხლი კაცია რამე გრანდიოზული თუ არ ავარჩიეთ დაგჩრდილავს. _სიცილით მიკრა მხარზე ხელი და ერთ-ერთი კაბა ტანზე მიადო. _არა, იასამნისფერი საშინლად არ გიხდება. -კრემისფერი, თეთრი ან შავი. ამ სამ ფერზე იფიქრე და ისე ეძებე! ბოლოს ისევ საკუთარი ძალებით იპოვა ის რასაც ეძებდა, თანხა გადაიხადა და მაღაზია დატოვა. ნაყინის საჭმელად დასხდნენ ღია ვერანდაზე, თან ჭორების გაცვლის დროც იყო. ლანას ამბები დაწვრილებით მოუყვა, ასევე დუდას ქცევებსაც გაუსვა ხაზი, კოცნაზეც ისაუბრა რომელიც რატომღაც ამ ეტაპზე მისთვის უფრო მნიშვნელოვანი გამხდარიყო. მირანდა თვალებმოჭუტული უსმენდა და ყველაფრის ანალიზსს აკეთებდა ბოლოს ტაში შემოკრა და ხმამაღლა ამოისუნთქა. -ანუ ერთმანეთი მოგწონთ და ვერ ხვდებით. -კაცი რომ მოგწონს მაგას როგორ ვერ უნდა მიხვდე, შტერი ხარ?!_სარკასტულად ჩაისისინა და ტუჩები ოდნავ წინ გამოსწია. -რა ვიცი, ფაქტია რომ ერთმანეთის გასამწარებლად ორივე საპირისპირო სქესს იყენებთ და ბუნერივია რომ ეჭვი მიჩნდება... _მხრები აიჩეჩა და პირი ნაყინით გაიგრილა. -არა, მოწონება არაფერ შუაში არ არის, უბრალოდ მისი ქცევები მაღიზიანებს. იცის რომ ჩემთან მსგავსი საქიცელები არ გაუვა, მაგრამ მანც აკეთებს. -იმიტომ რომ შენი გამოწვევა უნდა, ისევე როგორც შენ... და საერთოდაც ლანა რამ მიგაყვანინა?!_ბოლოს ვეღარ მოითმინა და ხმამაღლა იფეთქა. -ლანა ძალიან კარგი კადრია და თანაც ზუსტად ვიცი რომ დუდას მის გვერდით ყოფნა ძალიან არ უნდა, უბრალოდ სხვა გზას არ ვუტოვებთ._ეშმაკური ღიმილით აიჩეჩა მხრები. -მე კიდევ მგონია რომ თუ დიდ დროს მისცემ მაგ ორს შორის ძველი გრძნობები დაიწყებს გამოღვიძებას და ბოლოს წაგებული შენ დარჩები. -მაგას რა ჯობია?! იმდენ წლიანი ურთიერთობა ჰქონდათ ერთი კარგ ქორწილში აუცილებლად უნდა გვაცეკვონ. -ინა! -აბა რა ძველი გრძნობები?! დარწმუნებული ვარ დუდა ლანას აღარასოდეს დაუბრუნდება როგორც არ უნდა უყვარდეს, მიუხედავად იმისა რომ არ უყვარს! >>> კრემისფერი ტანზე ოდნავ მომდგარი ატლასის კაბა ნაზად გადაიცვა და ბრილიანტის თვლებით გაფორმებული საყელო შეისწორა. საკუთარი არჩევანით კმაყოფილმა ლამაზად დახვეული თმები ერთ მხარეს გადაიყარა და კულულები ერთმანეთზე მოხდენილად დაალაგა. თვალზე შავი ჩრდილები გაიკეთა, ტუჩზე ღია ატმისფერი ტუჩსაცხი დაიდო. ხელში ნინოს ნაჩუქარი შავი პატარა კლაჩი დაიჭირა და მაღლებზე შეხტა. დათქმულ დროს დუდამ დაურეკა და შეატყობინა რომ ეზოსთან ელოდებოდა. სასიამოვნო მელოდია, მშვიდი და საოცრად მყუდრო გარემო. რამდენი ხანია ასეთ სიტუაციაში არ ყოფილა, გამოდმებით რესტორნები და ბიზნეს შეხვედრები, ბოლოს როდის იყო ასე კომფორტულად აღარ ახსოვს, ალბათ მაშინ გიორგიმ რომ რომანტიულ ვახშამზე დაპატიჟა. მაგრამ ახალ ისეთ სიტუაციაში წარსულს არც კი შეადარებს, დუდასთან ერთად თავს ამ გარემოში ძალიან კომფორტულად გრძნობს. -როგორი ნიჭიერი მხატვარი გვყოლია. _ხმადაბლა გადაულაპარაკა დუდას და ნახატს დააკვირდა. _გემი რომელიც ადამიანის გონებასავით თავდაყირა დგას. -ისევე როგორც შენ. -ვერ დაგეთანხმები, ახლა საკუთარ თავში ისე ვარ გარკვეული როგორც არასდროს._თავი გააქნია და მთელი ტანით დუდასკენ მიტრიალდა. -მაშინ ისიც გეცოდინება რამდენად მნიშვნელოვანი ვარ შენთვის და თუ ქალურ ხრიკებს არ მოეშვები ცხივრს წაიმტვრევ!_ცინიკური ღიმილით წაკბინა და მოშიშვლებულ მხარზე თითი დაუსვა. ინამ მამაკაცის ხელს ალმაცერად გადახედა და ცალყბად ჩაიცინა. -ნუ ცდილობ შენი ჩემდამი გრძნობები ჩემი საშუალებით გადაფარო... შენს კოცნაშიც იგრძნობოდა რომ ჩემს მიმართ გულგრილი არ ხარ. -შენ სექსის დროს უნდა ნახო როგორი გულთბილი ვარ. _ირონიულად გამოაჯავრა და თვალი ჩაუკრა. -ერთ კითხვაზე მინდა რომ გულწრფელად მიპასუხო._სწრაფად შეცვალა თემა და ხმის ტონი. -გისმენ. -ლანას ჩვენ შესახებ რატომ მოუყევი?_კითხვა დასვა და სახის ნაკვთები მთელი არსებით დაჭიმა. დუდას ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა. -მე არ მომიყოლია. ლანა და ქეთი მეგობრები არიან და დაქალებს შორის იცი რომ საიდუმლო არ არსებობს. დუდას სიტყვების მოსმენისას მიხვდა რომ ეს საკითხი ძალიან აწუხებდა, ვერ გრძნობდა, მაგრამ საშინლად ბოჭავდა. ვერ აიტანა მამაკაცის გულწრფელობა ლანასთან ამ საკითხზე. და ახლა როცა იგებს რომ დუდას ლანასთვის არაფერი უთქვამს საოცრად კმაყოფილია. ღიმილით აიწია ფეხისწვერებზე და ტუჩთან ახლოს მისთვის საყვარელ ადგილზე ვნებიანი კოცნის კვალი დაუტოვა მამაკაცს. ~~~~~~~~~~ უღრმესი მადლობა თითოეული სიტყვისთვის, ძალიან მახარებთ და მაბედნიერებთ. <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.