შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულით თაია (თავი 2)


12-10-2017, 23:42
ავტორი სიდონია
ნანახია 1 267

სიყვარულით თაია
თავი 2
მანქანიდან გადმოსვლისთანავე ჩემმა გულმა გაორმაგებით დაიწყო ფეთქავა, სხეულში შფოთვა შიში ბედნიერება და აფორიაქება... ყველა გრძნობა ერთად მომაწვა და თვალებმაც ცრემლები ვეღარ დამალა.
როდესაც სახლიდან იმ წამს გამოსული გამხდარი თავშალიანი ქალის შევამჩნიე, რომელიც ჩემსკენ მოდიოდა და ძალიან, ძალიან უცნაური მზერით მიყურებდა, ვგრძნობდი როგორ მოძრაობდა ჩემს სახეზე ღვარღვარებად გადმოსული ცხელი სითხე და უფრო ავკანკალდი.
არ ვიცოდი, ვერ ვხვდებოდი რა გამეკეთებინა მეთქვა თუ არა საერთოდ რამე მეტირა თუ მეცინა გავჩუმებულიყავი თუ როგორმე ამომეთქვა ერთი სიტყვა მაინც... ამ გაყინული ფიქრებიდან უეცრად ქალის დანაოჭებულმა შრომისგან გასაცოდავებულმა ხელებმა გამომიყვანა რომლებიც სახიდან ცრემლებს მწმენდნენ, მისმა შეხებამ ისე დამამშვიდა თითქოს იქაურობას მოვწყდი და შვება ვიგრძენი.
ვიგრძენი იმ ადამიანის შეხება რომელიც არასდროს განმიცდია და თურმე რა ძალიან მაკლდა. ყელაფერი ერთდროულად დამატყდა თავს და წამსვე მოვხვიე მის სახეს ხელები ვეფერებოდი და ვფიქრობდი ნუთუ ასე ძნელი იყო აქამდე მასთან ჩამოსვლა და თავს ვიდანაშაულებდი მასთან გვერდით არ ყოფნის გამო .
_თაია, ჩემო თაია ჩემო ლამაზო თაია, ჩემო ფერია როგორ გავხარ ნინოს როგორ ...- დედის სახელის გაგონებაზე გული უფრო მეტკინა და მეტად მივეკარი ჯერ კიდევ უცხო ქალს მკერდზე .
_ლამარა ბებო შევიდეთ სახლში - უცებ ისმის ბოხი ხმა და ვხედავ შავთვალება როგორ იღებს ბარგს მანქანიდან ...
_გაბრიელ მართალი ხარ შვილო -ხელი ჩამავლო ქალმა და ისე მიმიკრა თითქოს მისი საყვარელი ადამიანის ხელახლა დაკარგვის შეეშინდა ...
სახლში შესულმა გაოცება ვერ დავმალე და ცრემლიანი თვალები გადავავლე კედლებს, მთლიანად დედას სურათებით იყო დაფარული. მეც მქონდა სახლში რამდენიმე და იმით მივხვდი დედა რომ იყო, ან სხვა ვინ უნდა ყოფილიყო...
_თაია- დამსვა ქალმა და თმები ყურს უკან გადამიწია-ნინოს ცხვირი და ტუჩები გაქვს, ჭორფლებიც კი ცხვირზე... ზუსტად მასავით - მეუბნება და ტირილი უტდება,როგორც გამომდის ვამშვიდებ და თვალებით უცებ ლიზას ვეძებ კარებთან მდგომი თვალებით მანიშნებს რომ როგზეა ყველაფერი და ცრემლიანი მიღიმის.
_გამოიცვალეთ თქვენ- თქვა ქალმა და პატარა გოგონას ანიშნა ოთახამდე მივეციებინეთ.- მე ამასობაში საჭმელს გავამზადებ ...
უკანმოუხედავად გავყევით გოგონას მე და ლიზა ოთახში შესვლისას გაოცებმა ვერცერთმა ვერ დავმლაეთ და ერთმანეთს მივეხუტეთ.
_აბა თაი ნახეე? ხომ გეუბნებოდი ყველაფერი მაგრად იქნებათქო? ნახე როგორ დაგხვდა? როგორ გაუხარდა შენი დანახვა- ღიმილით მითხრა ლიზამ და საწოლზე ჩამოჯდა,
_მეც ლიზ მეც ძალიან გამიხარდა იმდეი რამე ვიგრძენი ერთად რომ...-სიტყვა დამთავრებული არ მქონდა უცებ მობილურის ზარა რომ გამაწყვეტინა, მამა იყო.
_მამი ჩახვედიით? ხო კარგად იმგზავრეთ რა ხდება აბაა? რამდენჯერ დაგირეკე-შეშფოთებული ხმა მესმის მობილურში.
_კი მა არ ინერვიულო რიგზეა ყველაფერი.
_ახლა ოთახში ვართ და რამდენიმე წუთში უნდა ვივახშმოოთ გია ბიძიააააა -გაჰკივის ლიზა
_ კაი მამი მერე დაგირეკავ თავს მოუფრთხილდი- ისმის და ხმაც წყდება.
რამდენიმე წუთში უკვე გამოვიცვალეთ და საწოლზე დავსხედით უეცრად კარი რომ გაიღო და გაბრიელმა გაქვავებული მზერით შემოიხედა, თითქოს რამე დავაშავეთ და წაგვასწრო ..
_ლამარა ბებო გეძახით საჭმელი მზადაა -თქვა და დაგვაკვირდა.
_ახლავე გამოვალთ მიაძახა ლიზამ ...
ერთი ფიქრი კი ვიქრე რატომ აქვს ამ ადამიანს ასეთი გაყინული და უცნაური მზერათქო მაგრამ ლიზას ჯაჯგურმა და ინერციით გარეთ გათრევამ მომაფხიზლა ის ის იყო უნდა დავეცემულიყავი უცებ მოაჯირს რომ ვტაცე ხელი.
იქ მყოფებს არ ესიამოვნათ რათქმაუნდა ასეთი ქცევა და არც დამალეს ერთმანეთს უცნაურად უჩურჩულებდნენ ჩვენთვის გაუგებარ სიყვებს ... რამდენიმე წუთში სახლი დაცარიელდა მხოლოდ ის პატარა გოგონა დარჩა და გაბრიელი რომელსაც ბებია ეუბებოდა საღამოსთვის გამოევლო რათა ჩვენთვის იქაურობა უფრო კარგად გაეცნო,ამაზე რათქმაუნდა თანხმობა მიიღო და ღიმილით გააცილა ორი ადამიანი ...


ასე უეცრად მიჭირდა მაგრამ მაინც აღმომხდა პირიდან _ბებო უგერიელესია ყველაფერი მადლობა .
ქალი შეიშმუშნა და მზრუნველად გადამისვა თავზე ხელი.

ჩვენ დიდი დრო გვაქვს თანდათან ვილაპარაკებთ ყველაფერზე -მითხრა და მაგიდასთან დაჯდა
_ჩვენ ერთ კვირაში მივდივართ წამოაყრანტალა მოუთმენელმა ლიზამ და ქალი უცებ მოიღუშა მაგრამ არაფერი უგრძნობინებია მხოლოდ თავი დახარა და გულდაწყვეტით გაიღიმა .
ვივახშმეთ ვილაპარაკეთ სხვადასხვა თემებზე ყველაფერი აინტერესებდა ლამარას რას ვსაქმიანობდი კარგად ვსწავლობდი თუ არა, რა მაინტერესებდა, მაშინვე მივახალე რომ ყველაზე მეტად პოეზია მაინტერესედა რომ წუთი არ შემეძლო მის გარეშე ვუთხარი რას და როგორ ვსწავლობდი თეატრალურზე და რამდენად მიყვარდა ჩემი საქმე ძალიან მოთმინებით მისმენდა და მის სიხარულ საზღვარი არ ქონდა როცა თქვა ეს ყველაფერი ნინოს ოცნება იყოოო მეც ძალიან გამიხარდა და თბილად გავუღიმე.
რამდენიმე წუთში დასასვენებლად ავედით, გვიან გაბრიელს უნდა გამოევლო და გარეთ გავსულიყავით რამდენიმე წუთით წამოვწექით, ლაპარაკის თავი არც მე და არც ლიზას აღარ გვქონდა ისე მშვიდად მოვკალათდით საწოზე ...
_თაიაა გაბრიელი მოვიდა ჩამოდით მესმის ლამარას ხმა და აუღელვებლად გავემზადე რასაც ლიზაზე ვერ ვიტყვი. 10 წუთში უკვე ქვემოთ ვიყავი ჩვეულებრივი კედები და ერთიანი მუხლამდე კაბა მეცვა ლიზა გაფუთნული იყო თუ გავითვალისწინებდით მის მცივანა სხეულს ეს არც უნდა გამკვირვებოდა.
_აქ ცივა, შეგცივდება ასე. უეცრად ამბობს გაბრიელი და უცნაურ მზერას არ მაშორებს.
_არა არ შემცივდება მეც სწრაფად ვპასუხობ და კარისკენ მივდივარ .
_თაიი მოიცაა ქალო სად გარბიხარ მიკივის ქალბატონი.
_მოდი მოდი სიცილით ვტრიალდები და ლამარას ხელს ვუქნებ ვაფრთხილებ რომ მალე მივალთ....



№1 სტუმარი სტუმარი lia

Kარგი დასაწკისი აქვს მომეწონა.ახალი ტავი არ დააგვიანო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent