შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბიზნეს გარიგება [5]


13-10-2017, 05:24
ავტორი მე♥
ნანახია 8 511

"ჩემი ქმარი მომწონს"
ღიმილით მოშორდა მამაკაცს და საწყის პოზიციას დაუბრუნდა, დუდამ ცერა თითი ნაკოცნ ადგილას მოისვა და ტუჩის კუთხეში ცინიკურად ჩაიღიმა.

-საღამო მშვიდობისა. _ზურგს უკან მამაკაცის სასიამოვნო ხმა გაისმა. ორივე ერთდროულად მიტრიალდა მისკენ.

-საღამო მშვიდობისა.

ხმადაბლა ჩაილაპარაკა ინამ და მამაკაცს დააკვირდა. თუ მისი აღნაგობით ვიმსჯელებთ ბიზნესთან არანაირი კავშირი არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ ფაქტია რომ დუდას კარგად იცნობს, სხვანაირად ასეთი გამომეტყველებით არ შეხედავდნენ ერთმანეთს. მამაკაცის დაკვირვებას რომ მორჩა დუდას გადახედა და ცალი წარბი აათამაშა.

-თქვენი გამოფენაა?

-დიახ, ჩემი ნამუშევრებია. _კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და გულიანად გაუღიმა.

-ძალიან მომწონს. ზოგადად ხელოვნებით არ ვარ დაინტერესებული, არც გამოფენებზე დავდივარ ხშირად, მაგრამ უნდა ავღნიშნო რომ თქვენი ხელწერა ძალიან დასამახსოვრებელი და თვალშისაცემია. _გულწრფელად შეაქო და ერთ-ერთ ნახატს დაასო მზერა. _განსაკუთრებით ამოტრიალებული “ნავი და ფიქრები” მომწონს.

-წელიწადი ვმუშაობდი მაგ ნახატზე. ბევრი იდეა იყო, მაგრამ საბოლოოდ ეს გამოვიდა. _სიამაყით გადახედა ტილოს. _წეღან ლანა და ქეთი დავინახე, მერე სადღაც აორთქლდნენ. _შუბლი შეჭმუხნა მამაკაცმა და დუდას მიუტრიალდა. ინამ წარბწეულმა მოათვალიერა დარბაზი და როცა დარწმუნდა რომ მხატვარი მართალი იყო და არცერთი მათგანი ჩანდა ჰორიზონტზე კმაყოფილმა ამოისუნთქა.

-აქვე იქნებიან გასულები. _ურეაქციოდ ჩაილაპარაკა დუდამ.

-კარგი, მე გავალ თქვენ ისიამოვნეთ. _დუდას მხარზე ხელი მიარტყა და წყვილს გაშორდა.

-შენი დაც იცნობს გიგას?_ინტერესით იკითხა და სკამზე ჩამოჯდა.

-გიგა ქეთის ნათლიაა. ვერანდაზე გავიდეთ. _მინის კარს გახედა დადვანმა. ინა უსიტყვოდ წამოდგა ფეხზე და დუდას გვერდით მდგარი ვერანდისკენ დაიძრა.

ვერანდაზე გასულებს ქეთი და ლანა იქ დავხვდნენ. ინამ ცინიკური ღიმილით ახედა მამაკაცს და მერე ლოყებაწითლებულ ლანას. ქეთიმ ალამცერად შეათვალიერა ინა, აშკარა იყო რომ მეგობრის მეტოქით დიდად კმაყოფილი არ დარჩენილა. შუა დღესაც შეატყო რომ მისი გაცნობა არ ესიამოვნა, ან უბრალოდ იმისი აღმოჩენა არ ესიამოვნა რომ ლანას ინას სახით სერიოზული კონკურენტი ყავს, მერე რა რომ მისი და დუდას ურთიერთობა სასამართლოსთვის მოწყობილი ფარსია, ფაქტია რომ ინასნაირი სექსუალური ქალი იშვიათია.
კმაყოფილმა გოგონებს გვერდი აუარა და ვერანდის მოაჯირს დაეყრდნო. არც დუდა გაჩერებულა მათთან დიდხანს რაღაცა ჩაილაპარაკა და ინას გვერდით ამოუდგა.

მიუხედავად იმისა რომ მირანდას თქმის არ იყოს დუდასი და ლანას ურთიერთობის განახილების შანსები არსებობს, მაინც რატომღაც დარწმუნებულია რომ დადვანს ქალის მიმართ ის გრძნობები აღარ აქვს რამაც ურთიერთობა უნდა შეინარჩუნოს და წინ წასწიოს. მამაკაცის გამოხედვაში ვერ ხედავს ვერც ვნებას, ვერც სიყვარულს და ვერც ცეცხლს. ურთიერთობას კი ეს ყველაფერი ძალიან სჭირდება, ერთგვარი ძალასავითაა ძალასავით რომელსაც ყველაფრის კეთება შეუძლია.

-გიყვარდა?_ხადაბლა იკითხა და ლანას დააკვირდა. დუდამ მის მზერას თვალი გააყოლა და წარბშეკრულმა გადახედა ინას.

-რატომ გგონია რომ ამ თემაზე უნდა ვისაუბროთ?_ქალის კითხვამ აშკარად გააღიზიანა, ან უბრალოდ ვერ იტანს როდესაც მის პირადს ეხებიან. ინასაც არ ესიამოვნებოდა ვინმეს გიორგიზე იგივე რომ ეკითხა.

-არ უნდა ვისაუბროთ, უბრალოდ უნდა მიპასუხო ან კი, ან არა. მარტივია. _დააკვალიანა და წარბების თამაშით მიუტრიალდა. _ლამაზია, თანაც ძალიან, სექსუალურიცაა, ბუნერვია რომ მასთან ყოფნა სასიამოვნო იქნებოდა, მაგრამ სიყვარული. ჰოო, აი აქ ცოტა გაურკვევლობაა. _დამცინავს საუაბრს არ ეშვებოდა.

-ნუ მაფიქრებინებ რომ ეჭვიანობისგან იბერები. პუტკუნა ქალები არ მომწონს და მითუმეტეს საკუთარი ცოლი!

-გინდა გაგაცინო?

სწრაფად შეცვალა გამომეტყველება და ტონი. ხმა ცივი, მაგრამ დამცინავი გაუხდა, სახეზე კი სიმწრის და სიძულვილის ღიმილი აუთამაშდა. არც დუდასთვის აღმოჩნდა ინას წამიერი ცვლილება შეუმჩნეველი და ქალს წარბაწეული დააკვირდა.

-ჩემი ყოფილია აქ. _ხმადაბლა ჩაიჩურჩულა, თავი გააქნია და ხმამაღლა გაიცინა.

გიორგის იქ ნახვას არ ელოდა, საერთოდ ბოლო პერიოდში მისი სახის სილუეტი საერთოდ გააქრო გონებიდან, ცდილობდა რომ არ ეფიქრა მასთან შეხვედრის შესაძლებლობებზე. მერა რა რომ თბილისი პატარა ქალაქია, მაინც არ უშვებდა მის ნახვას. ახლა როცა ფაქტის წინაშე დადგა კიდევ ერთხელ დარწმუნდა რომ ჩვეულებრივი უსუსური და საოცრად პატარა არსება უყვარდა. საკუთარი თავის მიმართ ზიზღის გრძნობა გაუჩნდა, როგორ შეეძლო ამ კაცისთვის მიეძღვნა ყველაფერი. წამიერად გადახედა დუდას, ცოტახანი დააკვირდა და მერე ისევ გიორგისკენ მიტრიალდა. გიორგი ხშირად დადიოდა გამოფენებზე, უყვარს ხელოვნება და ძალიან დიდ პატივს სცემს ადამიანებს რომლებიც ქმიან შედევრებს, მაგრამ ახლა რომ უფიქრდება გიორგისნაირი გარეწარი ადამიანისთვის ეს ყველაფერი ზედმეტია, შეუძლებელია მისნაირი სულის ადამიანს ხელოვნების რამე გაეგებოდეს, ზუსტად ამ მიზეზით არ ელოდა გამოფენაზე.

-არა, აშკრად დამეხვეწა. _თავისთვის ჩაუბურტყუნა და მისკენ წამოსულ მამაკაცს კისერმოგრეხილი მიაჩერდა. _არ მითხრა რომ ეს ჩემთან მოდის. _გაოგნებულმა და პირდაღებულმა ჩაიჩურჩულა.

-მოდის.

-მოვკლავ!_სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება, ჭიქა მოაჯირზე დადო და წელში გასწორდა. _მაგრამ არა!_ეშმაკური ღიმილით შეცვალა გადაწყვეტილება. _მირჩევნია ჩემი სიბრაზე სხვანაირად დავიცხრო, თორემ ცოტახანში ვულკანივით ავფეთქდები. მაგრამ სანამ ამას გავაკეთებ მინდა იცოდე რომ ამას გიორგის საეჭვიანოდ არ ვაკეთებ, თომას და მათეს გეფიცები!

დუდასკენ მიტრიალდა ცალი ხელი მხარზე მოკიდა და ტუჩებზე დაეძგერა. დადვანს ისეთი სწრაფი და ადეკვატური რეაქცია ჰქონდა თითქოს ამას ელოდებოდაო. კოცნის დროს ბაგეები ღიმილით შეერხა და ცალი ხელი წელზე მოხვია, ცალი კი თმებში შეუცურა. ბრაზი, უარყოფითი ემოციები, მკვლელის ინსტიქტები ყველაფერი ეს ერთ წამში მოეხსნა. დადვანის ტუჩები განტვირთვასავით იყო მისთვის, გონებაც დაუსუფთავდა, სუნთქვაც შეძლო და მე მგონი ბოლო დროის განმავლობაში მომხდარი ამბების ფონზე საკუთარი თავი კიდევ ერთხელ აღმოაჩინა. მესამე კოცნაა და ისეთი შეგრძნება აქვს რომ ასეთი ემოციებით არცერთხელ არ უკოცნიათ ერთმანეთისთვის. პირველი კოცნა ლოგიკური და აუცილებელი იყო, მეორე კოცნა დუდას გეგმებში შედიოდა ეს კიდევ რაღაცის გამოასწორებლად ხდება, სიამოვნების მისაღებად, განტვირთვისთვის და ალბათ ზუსტად ეს არის მიზეზი რომ მესამე კოცნა ყველასგან გასნხვავებული იყო.
დადვანი ოდნავ მოშორდა ქალის ტუჩებს, მერე ისე დაიხარა მისკენ და მოწყვეტით აკოცა კოცნისგან აწითლებულ ბაგეებზე. ინას სიამოვნებისგან ტუჩები ოდნავ გაეხსნა და ჩუმი ღიმილი ბაგეებიდან.

სასწაულმოქმედი კოცნა სცოდნია დადვანს, გიორგის ყოფნა სულ გადაავიწყა, უფრო სწორად ის გადაავიწყა მისი მოკვლით რომ იმუქრებოდა. მამაკაცი გახევებული უყურებდა წყვილს და ვერ დაეჯერებინა რომ ქალი რომელიც მამაკაცს კოცნიდა ინა იყო. დუდამ ცალი ხელი მჭიდროდ მოხვია წელზე და ქალი თავისკენ მიიზიდა. ინამ კმაყოფილი ღიმილით ახედა დუდას და ცალ მხარეს დაყრილი დალალები შეისწორა.

-როგორც ვხედავ დროს არ კარგავ. _ცინიკური ღიმილით ჩაილაპარაკა გიორგიმ და დუდას გადახედა. ინამ დადვანს თვალებით ანიშნა რომ არ ჩარეულიყო და საპასუხოდ მოემზადა.

-მართალი ხარ, ისიც მეყოფა რა დროც შენზე დავკარგე. _გველურად ამოისისინა და ტუჩები განზე გასწია.

-დუდა.._მოუდლოენალდ გაისმა დუდას ხმა. _დუდა დადვანი. _შუბლშეკრულმა გაყინული ხმით ჩაილაპარაკა და ნიკაპი შეათამაშა. _ინას ქმარი. _ბოლო სიტყვა ხაზგასმით წარმოსთქვა და პირდაღებული მამაკაცი გაღიზიანებულმა შეათვალიერა. _როგორც მე ვიცი ინამ შენთან საქმიანი ურთიერთობა გაწყვიტა, იქნებ ამიხსნა ახლა აქ რას აკეთებ?_მშვიდი, გაწონასწორებული, მაგრამ აშკარად ძლივს შეკავებული ტემრბით საუბრობდა დუდა.

-ინა ჩემი ყოფილი შეყვარებულია და მე მგონი უფლება მაქვს გამოველაპარაკო.

-არა, არ გაქვს!_კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა დუდამ. _და თუ კიდევ ერთხელ ინას სურვილის საწყინააღმდეგოდ წასვლას გაბედავ და მოუახლოვდები ყველა ძვალს სათითაოდ დავითვლი და მერე დაგატეხავ! ჩათვალე რომ ეს მუქარა ჩვენი გაცნობის აღსანიშნავი ფაქტია.

-მე მგონი არ დამიმსახურებია, უბრალოდ მოვიკითხე.

-მეც უბრალოდ გაფრთხილებ! _მხარი აიქნია და ოდნავ მოზრდილ წვერზე თავისუფალი ხელი მოისვა.

-კარგი, როგორც გინდათ.. ნახვამდის. _წყვილს თავი დაუქნია და ვერანდიდან გავიდა.

-მართალი ხარ, გემოვნება აშკარად დაგეხვეწა. _ირონიული ხმით გაიმეორა ინას წეღანდელი სიტყვები და ვერანდის მოაჯირს დაეყრდნო.

-ცოტა არ იყოს და დავიძაბე, არასოდეს არავის ამოუღია ხმა ჩემს მაგივრად, ყოველთვის მევამბობდი ჩემს სათქმელს და ახლა როცა ჩემს გვერდით მდგარი კაცი ჩემს დაცვას ცდილობს მეუცნაურა.

-და ამ ყველაფრის მერე ამტკიცებ რომ ეს კაცი გიყვარდა?_სახე დაებრიცა დუდას.

-არა, აღარ ვამტკიცებ. _თავი გააქნია და მხარზე ცალი ხელი მოხვია. _არ წავიდეთ? დავიღალე.

-გიგას დავემშვიდობოთ და წავიდეთ.

>>>
შხაპი მიიღო და მოკლე პერანგში გამოწყობილი საწოლზე გადაწვა. საღამოთი ძალიან კმაყოფილია ყველაფერი მოეწონა გამოფენა, ადამიანები, დუდასთან ერთად გატარებული 2 საათი, ქეთისთან და ლანასთან შეხვედრა, გიორგის უეცარი გამოჩენა. ეს ყველაფერი ერთგვარი გამოწვევასავით იყო ინასთვის რომელსაც შესანიშნავად გაუმკლავდა და ნერვებ არ აუშლია, პირიქით ზედმეტად ნასიამოვნებიც კი დარჩა დუდასთან ერთად გატარებული საღამოთი და რაც მთავარია კოცნა რომელსაც ვერცერთი წამით ვერ ივიწყებს და გამუდმებით გონებაში უტრიალებს. ღიმილით მოისვა თითები ბაგეებზე და მერე ენის წვერით ონდავ დაისველა.

გრძნობების კონტროლი ყოველთვის შეეძლო, არ უყვარს როდესაც მამაკაცებს საკუთარ სისუსტეს ქალები თავისუფლად აჩვენებენ და ჰო, ინასთვის ყველა ქალშია სუსტი არსება რომელსაც აუცილებლად სჭირდება კაცი რომელსაც დაეყრდნობა და მისი იმედი ექნება ნებისმიერ სიტუაციაში. მერე რა მთელი ცხოვრება საკუთარ თავზე რომ არის დამოკიდებული, მერე რა მარტო საკუთარი სიძლიერით და თავდაჯერებულობით რომ მიაღწია ყველაფერს. ინა ძალიან ძლიერი და მებრძოლი ქალია, თუმცა მასშიც არის მეორე ინა რომელსაც გვერდით სჭირდება კაცი რომელიც დაღამებისას და გათენებისას მჭიდროდ მოხვევს ხელებს და ეტყვის რომ ყველაფერი ძალიან კარგად არის, ზუსტად ისე როგორც მათ სურთ. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ამ კაცად მხოლოდ ერთი ადამიანი წარმოუდგენია და ეს ადამიანი დუდაა. რამდენიმე საათის წინ ამტკიცებდა რომ ამ კაცის მიმართ არაფერს არ გრძნობს, უფრო სწორად მოწონებას არ გრძნობს, მაგრამ ახლა ხვდება რომ დუდას მიმართ სიმპათიები აქვს. სიამოვნებს მასთან საუბარი ნებისმიერ თემაზე, მასთან გაუთავებელი ბრძოლა, კამათი და კატა თაგვობანას თამაში. ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნო ამბით დაიწყო და ძალიან სასიამოვნოდ გრძელდება. რაც მთავარია იცის რომ დუდას ცხოვრებაში არავინ არ არსებობს და ლანა თუ მათთან ერთად მუშაობს ეს სულაც არ წარმოადგენს პრობლემას. ამ ქალით თამაშს მაინც არ აპირებდა, უბრალოდ დუდას უშრობდა სისხლს, მაგრამ ახლა როცა იცის რომ მამაკაცის მიმართ გრძნობები აქვს და იმაშიც დარწმუნებულია რომ დუდას ინას 1 თეთრიც კი არ სჭირდება თავისუფლად შეუძლია იფიქროს გრძნობებზე, მაგრამ აკონტროლოს ისე როგორც მას აწყობს.

დილით ადრიანად წამოდგა ივარჯიშა, შხაპი მიიღო და სამსახურში წასასვლელად მოემზადა. ბავშვები სკოლაში თვითონ წაიყვანა, გზაში გაკვეთილების ჩაბარებაც მოასწრო და ამბების გამოკითხვაც. ისინიც გახარებულები უყვებოდნენ თუ როგორი სასიამოვნო საღამო ჰქონდათ გუშინ მამასთან ერთად.

-ბიჭებო, ვიცი რომ ნინოს და ცოტნეს სიტუაცია იცით, ისიც ვიცი რომ ყველაფერზე გაქვთ თქვენი აზრი. დღეს საღამოს სახლში რომ დაბრუნდებით დასხედით, იფიქრეთ და მიდით ერთ დასკვნამდე, მერე ეს აზრი დედათქვენს გაუზიარეთ იქნებ თქვენ მაინც დაეხმაროთ გონზე მოსვლაში. მე ვიცი რომ ცოტნე შესანიშნავი მამა და ქმარია, ზუსტად ამიტომ მინდა რომ ახლა მათ ურთიერთობაში თქვენც ჩაერიოთ!

-მე მინდა რომ შერიგდნენ, ამაზე ძალიან ბევრჯერ მაქვს ნაფიქრი. _დადარდიანებული ხმით ჩაილაპარაკა მათემ და თომას გადახედა.

-ხო, ჩვენ გვინდა რომ შერიგდნენ, უბრალოდ მამამ გვითხრა რომ უფროსების საქმეში არ უნდა ჩავერიოთ.

-მამა მართალია უფროსების საქმეში არ უნდა ჩაერიოთ, მაგრამ ახლა თქვენ მოქმედების დროა._ღიმილით ჩაუკრა ბავშვებს თავლი და მანქანის კარები გააღო. _ახლა გაიქეცით და საღამოს ისევ მე მოგაკითხავთ. ჭკუით!

>>>
-დუდა რომ მოვა უთხარი ჩემთან შემოვიდეს.

-ბატონმა დუდამ დარეკა და დაიბარა რომ დღეს არ მოვა. _კაბინეტის კართან მისული ერთ ადგილზე გაჩერდა და მარიამს გადახედა.

-მიზეზი არ უთქვამს არა?!

-რა თქმა უნდა არა. _სიცილით ჩაილაპარაკა და კომპიუტერში ფაილები ჩაკეცა.

-კარგი, ყავა შემომიტანე. _თავი დაუქნია და კაბინეტში შევიდა.

მთელი დილა გეგმებს აწყობდა როგორ ითამაშებდა დუდას ნერვებზე, როგორ წაკბენდა და როგორ აიძულებდა თავადაც ეთქვა რამდენიმე მწარე სიტყვა ინასთვის, მაგრამ ახლა მთელი დღე გამოშტერებული უნდა იჯდეს და საბუთებს ჩაჰკირკიტოს.
შესვენებაზეც არ გასულა, არც კაბინეტში აუტანია არაფერი, მარტო ყავას სვამდა და სასამართლოსთვის ემზადებოდა, პარალელურად კომპანიაშიც ძალიან ბევრი საქმეა. ახალი სეზონი იწყება და ყველაფერი თავიდან აქვთ გასაკეთებელი, თანაც როგორც სჩან მისმა პრობლემამ მაინც გაჟონა და კითხვებიც დაგროვდა, მაგრამ ამ ეტაპზე არაფერზე პასუხის გაცემას არ აპირებს, როგორც კი ეს ყველაფერი დასრულდება მერე ერთ ინტერვიუს მისცემს საკუთარი კომპანიის ჟურნალისტს და ის გაიტანს გარეთ.

>>>
თითების ნაზი მოძრაობით შეიზილა სახის მაზი და საწოლისკენ წავიდა. თხელი გადასაფარებელი ოდნავ გადასწია და ზემოდან გადაწვა. ისეთი სიცხეებია ღია აივნის კარიდანაც კი არ შემოდის ნიავი. კონდინციონერს ვერ ეგუება, არასასიამოვნო სუნს აყენებს ოთახში და სუნთქვა მეკვრებაო.
მაღვიძარა შეამოწმა, ტელეფონი მეორე მხარეს გადადო და თვალები დახუჭა.
მართალია შუა ძილში იყო, მაგრამ მკვეთრად გაიგონა აივანზე დახტომის ხმა. საერთოდ ფხიზელი ძილი არ იცის, მაგრამ თუ ცხელა გამორიცხულია ღრმად ჩაეძინოს. ოთახში არსებული სითბო საშუალებას არ აძლევს გონება ბოლომდე გათიშოს, ამიტომაც ელემენტარული გაფაჩუნებაც კი ესმის. ზოგჯერ საკუთარი ფეხების მოძრაობას გაუღვიძებია და მითუმეტეს აივანზე დახტომის ხმა არ გამოეპარებოდა.
თვალები სწრაფად დააჭყიტა და ეზოში მდგარი ლამპიონის შუქზე არეკლილ სილუეტს დააკვირდა. თუ ფიგურის სიმაღლით, სიგანით და საერთოდ აღნაგობით ვიმსჯელებთ აშკარად მამაკაცია. ინა ოდნავ წამოჯდა საწოლზე და თვალებმოჭუტულმა წაიღო ხელი ტუმბოსკენ სადაც დიდი და მძიმე ლამპა ეგულება. მამაკაცი ნელი ნაბიჯებით დაიძრა და ოთახში შევიდა.

-სუსტი დაცვა გყავს. _ნაცნობი ხმის გაგონებისას ლამპას ხელი გაუშვა და თავი ოდნავ წინ წასწია.

-დუდა?!

-ვიცოდი რომ მოგენატრებოდი და მოვედი.

მამაკაცი საწოლზე დაემხო და ნიკაპი ქალის მუხლს დაადო. ინამ ხმადაბლა ჩაიცინა და წინ გადმოყრილი თმები უკან გადაიწია.

-მეეჭვება შენ ჩემზე ზრუნავდე, ქალზე რომელიც არც კი გიზიდავს... უბრალოდ იგრძენი რომ ჩემს გარეშე გაგიჭირდა და მომაკითხე.

სიტუაცია სათავისოდ გამოიყენა და მამაკაცისკენ დაიხარა. დუდამ ტუჩის კუთხეში ჩაიცინა და თითები პერანგის ქვეშ შეუცურა. დადიანმა მამაკაცის ხელს დახედა და შუბლშეჭმუხნულმა ოდნავ შეარხია ტანი, მაგრამ დადვანს რეაქცია არ ჰქონია.

-უნდა მაკოცო?_სიცილით იკითხა და ქვედა ტუჩზე მსუბუქად იკბინა. დუდა საწოლზე წამოჯდა, ქალისკენ გადაიხარა სახე ხელებით დაუჭირა და თავი დაუქნია.

-უნდა გაკოცო!

"ყოფილის შარფი"
დუდამ მთელი ძალით მიიზიდა ინა თავისკენ და ვნებიან ბაგეებზე მწყურებული დაეძგერა. ინამ ორივე ხელი კისერზე მოხვია და კოცნაში აყვა. მიუხედავად იმისა რომ ორივე გახელებული კოცნიდა ერთმანეთს ინამ რატომღაც ზუსტად იცოდა რომ ეს ყველაფერი ამ კოცნის იქით მაინც არ წავიდოდა და ალბათ ამიტომ იყო ასე თამამად რომ დაასრიალებდა თითებს დადვანის კისერსზე. დუდა ოდნავ მოშორდა ქალის სხეულს და დაწითლებულ ბაგეებზე ვნებამორეული მზერით დააკვირდა, შემდეგ ცერა თითი ონდავ მიადო ქვედა ტუჩზე და ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა. ინამ მინაბული თვალები ფართოდ გაახილა და ტუჩები ერთმანეთს მიაწება.

-თუ სწორად მახსოვს ჩემნაირი ქალები შენ არ გიზიდავს.._ცინიკურად ჩაისისინა, შუქი აანთო და ფეხზე წამოდგა. _და საერთოდ ჩვენ სახლს კარი აქვს და რა საჭირო იყო ეს რომეოს როლის თამაში?!_ირონიული ღიმილით შეათმაშა წარბები.

დუდა უსიტყვოდ გადაწვა საწოლოზე, ხელები თავქვეშ ამოიდო და ოთახი მოათვალიერა.

-როგორ ჯობია მე გადმოვიდე აქ თუ შენ გადმოხიდე ჩემთან?_ინას შეკითხვისთვის ყურადღებაც კი არ მიუქცევია ისე იკითხა და ქალს გადახედა.

ინამ წარბაწეულმა გადახედა მამაკაცს. მართალია დუდას მიმართ სიმათიებით არის განსჭუალული , მაგრამ საქმე ასე სერიოზულადაც არ აქვს. თანაც ამაზე არც კი დაფირებულა, აზრადაც არ მოსვლია რომ შეიძლება ოდესმე დუდასთან ერთად, ერთ ჭერქვეშ იცხოვროს... თანაც საყვარელი ქალის სტატუსით. არც დუდას ეტყობდა რომ თამაშს ასე შემოატრიალებდა და ამ კითხვას დასვამდა, მაგრამ როგორც სჭანს წესები შეცვალა.

-ვრჩებით იქ სადაც ვართ.

სწრაფად უპასუხა და მოკლე პენუარზე თხელი მოკლე ხალათი მოიცვა. უბრალოდ კულტურის ამბავია, როგორი გამომწვევიც არ უნდა იყო ასეთ დროს სხეული გარკვეულწილად უნდა დაფარო, მერე რა რამდენიმე წუთის წინ გახელებული რომ კოცნიდი მამაკაცს. ურჩევნია დუდასთვის სასურველი და რაღაც დოზით მიუწვდომელი იყოს.

-ეგ დროებით და მერე?

-მერე როცა იქნება მერე ვისაუბროთ... თუ რამე გეგმა გაქვს?_დაეჭვებულმა კითხა და ცალი თვალი მოჭუტა.

-არ მიყვარს გეგმის მიხედვით მოქმედება.

-და აბა ის კოცნა რა იყო შენს გეგმებში რომ შედიოდა?_საკუთარი სიტყვები გაახსენა და საწოლზე ჩამოჯდა.

-შენი გასულელება. _თვალი ჩაუკრა, ფეხზე წამოდგა და აივნისკენ წავიდა. _კიდევ გესტუმრები._წინასწარ გააფრთხილა და აივნის მოაჯირზე გადაძვრა.

-ან მოსვლა რა იყო, ან წასვლა?!_უკმაყოფილო სახით ჩაილაპარაკა ინამ და საწოლზე გადაწვა.

>>>
არც მეორე დღეს მისულა დუდა სამსახურში. ინამ ახლა უკვე დუდას კაბინეტის სიცარიელით დაასკვნა რომ მამაკაცი მთელი დღე არ გამოჩნდებოდა.
ტელეფონი ჩაფიქრებულმა ამოიღო და დარეკვა დააპირა, მაგრამ გადაიფიქრა. ჯობია ცოტახანი მოიცადოს, დრო გავიდეს დუდას არ ყოფნაც რომ ყველასთვის შესამჩნევი გახდება მერე დარეკავს და მოიკითხავს, თანაც იქნებ მანამდე კეთილი ინებოს და მოვიდეს.

მთელი დღე თვალებდაჭყეტილი ელოდებოდა დუდას გამოჩენას, მაგრამ დადვანი არ მისულა. შესვენებაზე რომ გავიდა კაფეში ლანასთან ერთად ქეთიც დაინახა, გაკვირვებულმა მოავლო თვალი მთელ ოთახს და ყავა შეუკვეთა. იფიქრა იქნებ შეფარვით მაინც გავიგო დუდაზე რამე დარეკვა რომ არ გახდეს საჭიროო, მაგრამ გოგონები თავისთვის ისხდნენ და ხმადაბლა ბჭობდნენ რაღაცას.

-გამარჯობა.

შუბლშეკრული მიესალმა გოგონებს და ცარიელი მაგიდისკენ წავიდა. ქეთი თვალებმოჭუტული უყურებდა რძალს და თან ლანას რაღაცას ებურტყუნებოდა. ინამ ცინიკური ღიმილით შეათამაშა წარბები და გოგონებს მზერა აარიდა. ყავა დალია, მირანდას ესაუბრა და კაფე დატოვა. ძალიან არ მოსწონს ქეთისთან ასეთი ურთიერთობა რომ უწევს, მაგრამ ზურგზეც ვერ შემოახტება გინდა თუ არა თბილი დამოკიდებულება გვქონდეს ერთმანეთის მიმართო. ქეთისთვის ლანა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ინა, მაგრამ მე მგონი უკვე იმ ასაკშია რომ დუდას სურვილს და გადაწყვეტილებას ასე ჯიუტად არ ეწინააღმდეგებოდეს.

>>>
შუა დღეს ბავშვების სკოლიდან გამოსაყვანად წავიდა, 4 საათზე ცურვა აქვთ, მერე ცეკვა და მერე სახლი. სამსახურში საქმეებს დროზე ადრე მორჩა და გადაწყვიტა დარჩენილი დღე ბავშვებს დაუთმოს. მათთან ერთად იცურაოს, ცეკვით თავს ვერ მოიკლავს, მაგრამ ბავშვების ყურებით მაინც დაიტყობს თვალებს.
სკოლის ჭიშკართან მდგარ ბავშვებს ჩუმად შეავლო თვალი, ტუჩის კუთხეში სიყვარულით ჩაიღიმა და მანქანიდან გადავიდა.

-დეიდა?!_გაკვირვებულებმა ერთხმად წამოიძახეს და მაჯის საათებს დახედეს. ინამ ორივეს სიცილით გადაუსვა თავზე ხელი და მანქანისკენ მიატრიალა.

-შუა დღე მშვიდობისა. _ზურგს უკან ნაცნობი ხმა გაისმა. ინა გაკვირვებული მიტრიალდა უკან და ქმარს წარბაწეულმა გადახედა.

-აქ რას აკეთებ?_დუდადან მზერა პატარა კიკინებიან გოგონაზე გადაიტანა, რომელიც დაჟინებით აკვირდებოდა ინას და ბიჭებს. _არ მითხრა რომ შენი შვილია..._ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და ბავშვს დახედა, იქნებ რაიმე მსგავსდება მაინც აღმოვაჩინოო.

-არა, ნათლულია. პირველად გხედავ აქ, მიუხედავად იმისა რომ ხშირად დავდივარ. _მანქანსთან მდგარ ბიჭებს ხელი აუწია და თვალი ჩაუკრა. მათემ და თომამაც იგივე ქმედებით უპასუხა.

-დისშვილებს მოვაკითხე. დღეს არ იყავი კომპანიაში, მშვიდობაა?_სხვათაშორის იკითხა და ტელეფონს დახედა.

-საქმეები მქონდა. ეს კვირა არ ვიქნები. _თვალი ჩაუკრა და ქვედა ტუჩი შეუმჩნევლად, მაგრამ ინასთვის შესამჩნევად შეათამაშა.

-ხვალ სასამართლოა. _იმედგაცრუებულმა ჩაილაპარაკა.

-მე არ მითქვამს რომ სასამართლოზე არ მოვალ.. 4 საათზე იქ ვიქნები!_ცივი ხმით ჩაილაპარაკა, ბავშვებს დაემშვიდობა და მანქანისკენ წავიდა.

>>>
მანქანა სასამართლოს შენობის უკანა სადგომზე გააჩერა, მაგრამ არ გადასულა. მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი კანონიერად არის გაკეთებული და მოგების შანსი ძალიან მცირე აქვს, მაინც აქვს ბრძოლის უნარი და რაც მთავარია საკუთარი თავის სჯერა. ზუტად იცის რომ არავის არაფერს არ დაუთმობს, მითუმეტეს ასეთი გზით მოგებულს. ერთის მხრივ ცოტა შეშინებულია დუდას და მისი ხრიკები რომ სასამართლოში ამოქექონ ჩათვალოს რომ ყველაფერი დასრულებულია. მეორე მხარე აუცილებლად დასწამებს ცილს ქორწინების არარეალურობაში, მაგრამ ყველაფერზე აქვს პასუხი, თან თუ დუდაც იქ იქნება სანერვიულოც არაფერია. როგორც კი დადვანის მანქანა დაინახა მანქანიდან გადავიდა და მამაკაცს ანიშნა თავისუფალი ადგილი აქეთ არისო.

-ღელავ?_წარბაწეულმა ჩაილაპარაკა და ირონიულად ჩაიღიმა. ინამ შუბლი შეჭმუხნა და კიბის ბოლოში მდგარ ადვოკატს გადახედა.

-ცოტას, მაგრამ არაუშავს ეს ხელს არ შემიშლის. _თვალი ჩაუკრა და დუდასთან ერთად შენობისკენ დაიძრა.

სასამართო საათ ნახევარი გაგრძელდა, თუმცა საბოლოო პასუხმა 1 თვით გადაიწია. არცერთი მხარის უდანაშაულობა არ დამტკიცებულა, სამხილები ორივე მხარეს თანაბარი ჰქონდა, ასევე ორივე მხარე იწვევდა ეჭვს. ზოგადად მსგავსი მოსმენები ყოველთვის ძალიან იწელება და ბოლოს დაღლილს არაფრის სურვილი არ გაქვს, მაგრამ რატომღაც ჰქონია რომ ახლა ეს აუცილებელი იყო, მეორე მოსმენისთვის უფრო მოემზადება, უფრო მეტი სამხილის შეგროვებას მოახერხებს და რაც მთავარია ყოფილ ბუღალეტერებს ღალატში და ქურდობაში ამხელს.

-ვწუხვარ, მაგრამ კიდევ ერთი თვე მოგიწევს ჩემი ქმრობა. _როგორც კი ყველასგან და ყველაფრისგან მოშორებით გავიდნენ ხმადაბლა ჩაილაპარაკა და თვალი ჩაუკრა. დადვანმა ცალი ხელი წელზე მოხვია, თავისკენ მიიზიდა და ნიკაპზე მსუბუქად აკოცა.

-დიდი სიამოვნებით ჩავაწყობდი და კიდევ 3 თვით გადავავადებინებდი, მაგრამ კანონი კანონია. _ცინიკურად ჩაიჩურჩულა და მანქანის კარი გამოუღო. _ჩემთან წავიდეთ!_კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა ქვედა ტუჩზე მოწყვეტით აკოცა და თავისი მანქანისკენ წავიდა.

>>>
-მეგონა შენი ყოფილის ღირსება აქ აღარ დამხვდებოდა.

გულწრფელად თქვა ის რაზეც მთელი გზა ფიქრობდა. რატომღაც ჩათვალა რომ დუდა ყოფილის მკერდის ფიგურას სადმე სხდვაგან გადაკიდებდა. დუდამ კედელზე ჩამოკიდებულ ორ ბურთს გადახედა და წარბებშეჭმუხნული მიუტრიალდა ინას.

-როცა შენსას გავაკეთებ, აი, მერე ჩამოვხსნი ამას.

თვალი ჩაუკრა და წყლის მადუღარა ჩართო.

-ეგეთ დეტალებზე ნუ ფიქრობ თორემ ღამე აღარ დაგეძინება.

დადიანმა ხმამაღლა ჩაიცინა და დივანზე ჩამოჯდა. ერთგვარი სტრესია საათ ნახევარი ერთ შენობაში იყო და გაუდმებით ერთ კონკრეტულ საქმეზე ფიქრობდე, თანაც ღელავდე შედეგზე. ამ ყველაფერმა ძალიან დაღალა და დიდი სიამოვნებით დაიძინებდა დუდას დივანზე. თავი კომფორტულად ჩამოდო დივნის სახელურზე და თვალები დახუჭა. წამებში მოითენთა, სხეული მოუდუნდა და გონება დაებინდა.
უეაცარმა შეხებამ გამოფხიზლა, მაგრამ ძილბურანში მყოფმა სიტუაცია ბოლომდე ვერ გაიზიარა, ერთადერთი რაც დააფიქსირა ტანზე მოხვეული ნაცრისფერი თხელი პლედი იყო და ისევ გაითიშა.

თვალები რომ გაახილა სურნელით მიხვდა რომ თავის ოთახში არ იყო, არც სახლში... ოდნავ წამოჯდა და გარშემო მიმოიხედა. ფარდები საგულდაგულოდ გადაეწია დუდას, ოდბავ შემოდიოდა დღის შუქი ისიც ფარდის ქვემოდან. მთელ სახლში დუდას სურნელი ტრიალებდა რაც ინასთვის ზედმატად სასიამოვნოც კი იყო.

-როგორ გეძინა?_ზურგს უკან დადვანის ხმა გაისმა. ოდნავ მიტრიალდა მამაკაცისკენ და კმაყოფილი მზერით გასცა პასუხი.

-ძალიან კარგად. რომელია საათი?_იკითხა და ინსტიქტურად მაჯის საათს დახედა.

-ვახშმობის დროა.

ხმადაბლა ჩაილაპარაკა დუდამ და სამზარეულოსკენ წავიდა. ინამ მთქნარებისგან დაშორებულ ბაგეებზე ხელისგული აიფარა და დივნის საზურგეს მიეყრდნო.

-ვახშამი კარგია. _კმაყოფილმა ჩაილაპრაკა და თვალები დახუჭა.

-ხოდა თუ კარგია მოდი და გაამზადე. _დუდას სიტყვებზე სწრაფად დაჭყიტა თვალები და მამაკაცი ალმაცერად შეათვალიერა.

-ცხოვრებაში კვერცხი არ შემიწვამს... არ გატყუებ, ბევრი კერძის გაკეთება მიცდია, მაგრამ საშინელი მზარეული ვარ. მშიერს დაგტოვებ და სიმართლე გითხრა საკუთარი თავი უეცარი სიკვდილისთვისაც არ მემეტება. _საკუთარი თავი მიწასთან გაასწორა და წარბებშეჭმუხნული წამოდგა ფეხზე. _ხახვი, ან ნიორი თუ რამეში დაგჭირდება გაგირჩევ...კიდევ მწვანილებზე ბოლოების მოჭრა მიყვარს, გარეცხვა არა!_გახალისებული წამოდგა ფეხზე და სამზარეულოს კართად დაყუდებულ დუდას წინ აესვეტა.

დადვანმა თავი ოდნავ გააქნია ქალს ზურგი აქცია და სამზარეულოში შევიდა ვახშმის მოსამზადებლად. მაცივრიდან ლამაზად დაწყობილი პროდუქტები გამოალაგა, აშკარად ვიღაცა ულაგებს ამ ყველაფერს. არა დუდას ერთი შეხედვითაც ეტყობა რომ სუფთა და ცოტა წიკიანი კაცია, მაგრამ სამზარეულოს ქალის ხელი ეტყობა. მამაკაცი როგორი სუფთაც არ უნდა იყოს ბულგარულის ფერებს ასეთ დიდ მნიშნველობას არ მიანიჭებდა და არც ხახვის პარკი იქნებოდა ასეთი სუფთა, ზედმეტი ფოჩებისგან ცარიელი.

-დიასახლისი გყავს?_იკითხა და მაგიდასთან ჩამოსკუპდა. _მართლა, დაგიჭრი რამეს. _როცა მიხვდა რომ დუდა მისთვის არანაირი საქმის გამოძებნას არ ფიქრობდა ისევ თავად გამოიჩინა ინიციატივა. _ბოლოს და ბოლოს ცოლ-ქმარი ვართ. _ეშმაკური ღიმილით დააყოლა და მაგიდაზე დადებული დანა აიღო.

-მერე შენთვის არ უთქვამთ რომ ცოლ-ქმარს ვახშმის შემდეგ გეგმაში ერთგვარი განტვირთვა აქვს?!_ირონიული ღიმილით მიუტრიალდა ქალს. ინამ მარჯვენა წარბი შესამჩნევად ასწია და დანის წვერი მაგიდაზე აათამაშა.

-შესანიშნავად ვიცი ცოლ-ქმარის თანაცხოვრების დეტალები, მაგრამ ვგონებ მაგას ჩვენთან არანაირი კავშირი არ ექნება... ყველ შემთხვევაში დღეს. _მიხვდა რომ მომავალზე ასე გადაჭრით საუბარი დიდი სისულელე იყო და უკან დაიხია. დუდა ქალისკენ წავიდა ლამაზად დაწყობილი ბულგარულების ჯამი წინ დაუდო და ცალი ხელი სკამის საზურგეს მოკიდა.

-მე კიდევ მგონია რომ დღეს თავს ვერ შეიკავებ. _თვალი ჩაუკრა ზედა ტუჩზე ვნებიანად აკოცა და სწრაფად მოშორდა.

>>>
დუდას მომზადებული სპაგეტი მაიონეზში და ტომატში განსაკუთრებით მოეწონა, მართალია ვერ მიხვდა ტომატი და მაიონეზი როგორ უნდა შეუხამო ერთმანეთს, თანაც ერთ კერძში, მაგრამ ახალი გემო აღმოაჩინა და დარწმუნდა რომ დადვანი ბევრად კარგი მზარეულია. ძალიან ბევრჯერ სცადა კარგი მზარეული დამდგარიყო, მაგრამ როგორც ელზა იტყოდა “მწარე ხელი” აქვს. როგორი ლამაზი კერძიც არ უნდა გამოუვიდეს გემო საშინელი აქვს, ერთხელ ნინოც კი მოწამლა, არადა არაფერი განსაკუთრებული არ გაუკეთებია. ჩახოხბილი გააკეთა ელზას რეცეპტით.

სასიამოვნო საღამო გამოვიდა დუდასთან ერთად, მართალია სასამართლოდან გამოყოლილი ერთგვარი სტრესი მაინც გონებაში ჰქონდა და გამუდმებით თავს ახსენებდა, მაგრამ დადვანმა შეძლო და ინასთვის სასიამოვნო საღამო შექმნა, მიუხედავად იმისა რომ ეს თავად არც კი უცდია. დადვანის ფიცხი, ცივი და ცინიკური ხასიათი მე მგონი დადვანის ფიზიკურობაზე მეტად ხიბლავს, ზუსტად ამ თვისებების გამოა ასე დაჟინებით
რომ იწევს მისკენ და საკუთარ თავს აჯერებს რომ დუდასთან თამაში ერთგვარი სიამოვნებაა. მამაკაცისგან შორს ყუფნას უკვე ვეღარ იტანს, ეგოისტურად სულ თამაში და მის ნერვებზე კაკუნი უნდა.

>>>

ძალიან კარგი მახსოვრობა აქვს, განსაკუთრებით ტანსაცმელს, აქსესუარებს, ფეხსაცმელს და ჩანთებს იმახსოვრებს. ერთხელაც რომ მოკრას თვალი ზუსტად იცის რომ სადაც არ უნდა შეხვდეს იგივე რამ ყოველთვის ის ადამიანი გაახსენდება. მაგიდის ალაგების დროს დივნის მოპირდაპირე მხარეს დეკორაციისთვის განთავსებულ საკიდზე ჩამოკიდებული ლანას თხელი, შიფონის იასამნისფერი შარფი დაინახა. წარბწეულმა გადახედა სამზარეულოსკენ წასულ დუდას, თეფშები მაგიდაზე დააბრუნა და შარფისკენ წავიდა. ზუსტად იცოდა რომ შარფი მისი ბუღალტერის იყო, მაგრამ ნაცნობი სურნელის შეგრძნებისას ძალიან უსიამოვნოდ გაკრა გულზე რაღაცამ. ყელში დიდი ბურთულა გაეჩხირა, შეიძლება ეჭვიანობისგანაც, ან უბრალოდ იმის აღმოჩენამ გააბოროტა რომ დუდას და ლანას ურთიერთობის შემობრუნების შანსები მართლაც არსებობს და მირანდა მართალია. თვალებჩაწითლებული მიტრიალდა მაგიდისკენ და სამზარეულოს კართად დაყუდებულ ცინიკურად მომღიმარ დუდას გადახედა.

-გუშინ დარჩა. _თვალი ჩაუკრა და მისკენ წავიდა.

-აჰ, ანუ გუშინ სამსახურში რომ არ იყავი და საქმეები რომ გქონდა ამას გულისხმობდი?_ტუჩის კუთხეში სარკასტულად ჩაიცინა და საჩვენებელი თითი შარფისკენ გაიშვირა.

-არა, მაგრამ ასე დაემთხვა. _სხვათაშორის, ურეაქციოდ ჩაილაპარაკა და ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაიწყო. _ვიცი რომ არ ეჭვიანობ, უბრალოდ არ გსიამოვნებს შენს ქმართან ყოფილები რომ ადიან და საქმიან შეხვედრებს მართავენ. _აშკრად ინას გამოწვევას ცდილობდა.

-მე როგორც ვიცი საქმიანი შეხვედრები სახლში არ იმართება. _წარბწეულმა ჩაისისინა და დუდას მოშორდა.

-რატომ, ჩემი და შენი პირველი განმარტოვებაც ხომ საქმიანი შეხვედრით დაიწყო?_ნიშნის მოგებით იკითხა და ქალის რეაქციას დააკვრდა. ინამ თვალებმოჭუტულმა გააქნია თავი და ხმამაღლა ჩაიცინა.

-ჩემი და შენი საქმიანი ურთიერთობა შეიძლება სხვა ურთიერთობაშიც გადავიდეს და შენი და ლანას ურთიერთობა არა! გასაგებია?_შუბლშეკრული დაიძრა მამაკაცისკენ, ცალი ხელი მხარზე მოხვია, ფეხისწვერებზე აიწია და მის ტუჩებს წაეტანა.

"ძილის ეფექტი"

მთელი საღამო ლანას შარფისთვის თვალი არ მოუშორებია, ლეპტოპი რომ გახსნა და სამსახურის საქმეების კეთებდა დაიწყო მაშინაც კი მთელი გონება ისამნისფრად ჰქონდა მოცული. თვითონ არ იკადრე და შარფი სხვაგან არ გადაკიდა, დუდას კიდევ მე მგონი ეს აზრადაც არ მოსვლია, თავისთვის იჯდა და ტელევიზორს უყურებდა.

-მართლა ცოლ-ქმარი რომ ვიყოთ მე მგონი იდეალური თანაცხოვრება გვექნება. _ღიმილანრევი ხმით ჩაილაპარაკა, ლეპტოპი დახურა და ფეხები დივანზე აიკეცა.

-მართლა ცოლ-ქმარი რომ ვიყოთ ახლა ასე უსაქმოდ არ ვისხდებოდით.

-დღეს რომ სასამართლო პროცესი მომეგო ასეც არ ვისხდებოდით. _ნიშნის მოგებით ჩაუკრა თვალი და ფეხზე წამოდგა. _მზესუმზირა, ბატიბუტი, ან ჩიფსი არ გაქვს?_საჯდომის ქნევით წავიდა სამზარეულოსკენ და მაცივრის კარი გამოაღო.

-რომც მქონდეს მანდ არ შევინახავდი. _დუდა წარბწეული წამოდგა ფეხზე, ქალს გვერდი აუარა და ზედა კარადა გამოაღო. _არ მქონია. _უარყოფითი პასუხის ნიშნად თავი გააქნია და მაცივართან ატუზულ ქალს დააკვირდა.

-მაღაზია არის ახლოს, მანქანით რომ გავიდე? _ზურგი აქცია და მისაღებისკენ წავიდა.

-კი , ფეხითაც მიხვალ. _დააკვალიანა და თვითონ დივანზე ჩამოჯდა. ინამ შუბლშეკრულმა გადახედა მამაკაცს და კარისკენ წავიდა. არა, არანაირი სურვილი არ აქვს დუდამ თავი გაიგიჟოს ამ შუა ღამეს შენ სად გაგიშვებო, მაგრამ მარტო წასვლაც არ უნდა.

-მარტო მეზარება და წამოდი შენც, თან სუფთა ჰაერზე გავალთ.

-სუფთა ჰაერი თუ გინდა აივნის კარს გამოვაღებ.

ურეაქციოდ ჩაილაპარაკა დუდამ და ქალს თვალი ჩაუკრა. ხვეწნა არ უყვარს, ერთი არაც საკამრისია მისთვის. ტუჩდები უკმაყოფილოდ გააწკაპუნა და სახლიდან გავიდა. გარეთ გასულს ჭიშკართან მდგარი მაღალი მამაკაცი დახვდა. გაკვირვებულმა შეათვალიერა უცხო სილუეტი და საფულე კარგად მოიმაჯვა. იმდენი ბარათები და ხურდები აქვს შიგნით თუ არ მოკლავს თავს მაინც გაუტეხავს.

-არ გაინძრე! _ხმადაბლა ჩალაპარაკა და ერთ ადგილზე გაშეშებულ მამაკაცს დააკვირდა. კაცმა ხელები მაღლა ასწია და ნელი მოძრაობით დაიწყო ქალისკენ შეტრიალება. _არ გაინძრე-მეთქი!_ამჯერად უფრო ომახიანად წამოიძახა, ოდნავ დაიხარა და ბილიკზე გაწყობილი ლამაზი ქვებიდან ერთ-ერთი აიღო.

-დამშვიდდი, ქურდი არ ვარ!_სიცილნარევი ხმით ჩაიალაპრაკა კაცმა.

-არ მიკითხავს!

-მაგრამ თუ თავს უდანაშაულო კაცს გაუტეხავ ციხეში ჩაგსვამენ.

-მორჩი მაიმუნობას და ნელა მოტრიალდი!

ბრძანება გასცა და მამაკაცისკენ წაიწია.
მშიშარა არასოდეს არ ყოფილა, პირიქით მსგავსი სიტუაციები ყოველთვის იზიდავდა. სახლში მარტო დარჩენა, შუქების ჩაქრობა და ჩაბნელებულ სახლში ბორიალი უყვარდა. გამომძიებლობაც უნდოდა, მაგრამ რომ წამოიზარდა მიხვდა რომ გარდა ხასიათისა ამ საქმისთვის არაფერი არ გააჩნდა და გადაიფიქრა. გაბედული და უშიშარი ქალია, არასოდეს არ იხევს უკან. ძალიან ბევრჯერ ჰქონია მსგავსი შემთხვევა. რამდენჯერმე სცადეს მისი გაძარცვა თუმცა უშედეოდ, ერთ-ერთი მათგანი მწარედაც კი შემოელახა და მერე გამომძიებელთან დარბოდა ერთი თვე ჩვენების მისაცემად. დუდასთვის დაძახება არც კი უფიქრია, მიუხედავად იმისა რომ მამაკაცი მისი სახლის ეზოში იყო. კარის ხმაზე ინამ თავი უკან მიატრიალა და ქმარს დააკვირდა.

-აკი არ მომყვებოდი?_ უცნობი სულ გადაავიწყდა.

-ძმაო, ეს ქალი ჩემი ძმის სახლში არ მიშვებს._ზურგს უკან უკვე კარგად ნაცნობი ხმა მოესმა. ინა სწრაფად მიტრიალა მამაკაცისკენ და უკვე მისკენ მთელი ტანით მიტრიალებულს დააკვირდა.

-ისე იპარებოდა ქურდი მეგონა. _მხრები აიჩეჩა და გასასვლელისკენ წავიდა.

-აი, გიორგი გამოგყვება მაღაზიაში. _სიტყვა დააწია დუდამ და ცინიკური გამომეტყველებით შეტრიალდა სახლში.

-ხო გამოგყვები, ოღონდ ფეხის ქირაში ერთი ცივი, გაზიანი სასმელი უნდა მიყიდო. _წინასწარ შეუთანხმდა და მისკენ დაიძრა. _რძალო!_სიცილით დააყოლა ბოლოს და შუბლშეკრულს თვალი ჩაუკრა.

>>>
-მე სად ვიძინებ?_როგორც კი ძილი მოერია ხმადაბლა კითხა დუდას და ფეხზდე წამოდგა.

-ჩემს ოთახში. _სხვათაშორის ჩაილაპარაკა და ქალის რეაქციას შეფარვით დააკვირდა. ინამ ეშნაკურად ჩაიღიმა და მამაკაცისკენ დაიხარა.

-მაშინ ოთახი მაჩვენე და შენც ჩემთან ერთად დაწექი. _ყურზე ოდნავ მიაწება ტუჩები, კოცნის კვალი დაუტოვა და წელში გასწორდა. დადვანი უსიტყვოდ წამოდგა ფეხზე, ცალი ხელი წელზე მოხვია და კიბეებისკენ წაიყვანა.

დერეფნის ბოლოს მდებარე კარი შეაღო და დაელოდა როდის შევიდოდა ინა. დადიანმა ოთახში შეაბიჯა და გარედან შემოსული შუქის წყალობით რისი დანახვაც შეძლო ის შეათვალიერა.

-შენი თეთრეული მეორე ოთახშია და მოგიტან. _ზურგს უკან ჩაილაპარაკა დუდამ ოთახში შუქი აანთო და იქაურობა დატოვა. უკან ახალი პიჟამათი დაბრუნდა.

-ასეთი ბევრი გაქვს?_წარბწეულმა ინტერესით იკითხა და პიჟამა გამოართვა.

-ქეთისია, ყიდულობს და ტოვებს. შენი ბურთებით თუ ვიმსჯელებთ ცოტა პატარა გექნება, მაგრამ არაუშავს მე მაწყობს. _თვალი ჩაუკრა და სააბაზანოს კარი შეაღო. _დიდხანს არ მალოდინო.

საჯდომზე მსუბუქად უჩქმიტა და ოთახიდან გავიდა. ინამ წარბწეულმა გააყოლა მამაკაცს თვალი, დააფიქსირა რომ რომელიღაცა ოთახში შევიდა და მერე თვითონაც სააბაზანოში შეიკეტა. ოთახში დაბრუნებულს დუდა უკვე საწოლში დახვდა. ქეთის ნაყიდი პიჟამა არც თუ ისე კომფორტულია, საშინელ დისკომფორტს განიცდის იმდენად პატარა აქვს. ყველგან უჭერს მუცელზე, მკედრზე, იღლიებთან, ფეხდებზე. უკმაყოფილო სახით და გაშლილი ფეხებით დადის პიჟამას შორტი უხერხულად რომ არ შეეკვეტოს ერთ ადგილას. დუდამ ხმადაბლა ჩაიფხუკუნა და საწოლის მეორე მხარეს მსუბუქად დაარტყა ხელი. ინა უსიტყვოდ დაწვა და კმაყოფილმა ამოისუნთქა.

-ძალიან მიჭერს. _შეწუხებულმა ამოიგმინა.

-გაიხადე. _სწრაფად იპოვა გამოსავალი.

-არ შემიძლია, რაღაცა თუ არ მაცვია ვერ ვიძინებ... _მისკენ გადატრიალდა და თვალებში ჩააშტერდა. _შენი მაისური და შორტი რომ მათხოვო?!

ვნებიანი მზერით იკითხა და მისკენ მიჩოჩდა. დუდამ ცერა თითით ქვედა ბაგე დაბლა ჩამოუწია და ვნებიანად აკოცა, მერე ფეხზე წამოდგა და გერდერობი გამოაღო. ნაცრისფერი მაისური და შავი ნაჭრის შორტი გამოიღო და საწოლზე ისროლა. ინამ კმაყოფილმა შორტი სწრაფად გაიძრო და მამაკაცისას დასწვდა.

-ახლა მიტრალდი. _მაისურის გახდის დრო რომ მოვიდა კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა. _მანდ არა, სარკეა. _ჩანაფიქრს მიუხვდა და წარბების თამაშით მიტრიალდა თვითონაც. დუდა ადგილიდან არ დაძრულა, სარკესთან იდგა და ქალის უნაკლო და მიმზიდველ წელს უყურებდა._აი, ეს სულ სხვაა. _ბედნიერს და კმაყოფილს აღმოხდა. გაბადრული სახით გადაწვა საწოლზე და დაელოდა როდის მიუწვებოდა დუდა გვერდით.

-მე მგონი შორტი არც გჭირდებოდა. _ცინიკური ხმით ჩაილაპარაკა და კრიალა კანზე თითები აასრიალა.

-მე მგონი არც შენ გჭირდებოდა ეგ შარვალი. _არანაკლებ ცინიკური გამომეტყველება და ხმა ჰქონდა ინას. ვნებიანი მზერით აუსვა დაკუნთულ მუცელზე თითები და ქვედა ტუჩზე ენის წვერი გაისვა.

-ნუ ცელქობ! _გაფრთხილა დუდამ და წარბი ასწია.

-არ ვცელქობ, უბრალოდ შენი კუნთის ფორმას და სიმაგრეს ვამოწმებ. _სხარტად უპასუხა და კიდევ უფრო მიჩოჩდა. _ჩამეხუტა და ისე დავიძინოთ. _მუცლიდან ხელი წელზე მოხვია და თვალები დახუჭა. კარგად გაიგონა და იგრძნო როგორ ჩაიცინა დუდამ და როგორ მჭიდროდ მიიკრა გულზე ქალის სხეული.

რამდენი ხანია ასე სასიამოვნოდ არ სძინებია, თითქოს ყველაფერი დაავიწყდა. გათიშულს მხოლოდ დუდას სურნელის აღქმა შეეძლო. მამაკაცის სხეულზე ჩახუტებული მთელი ღამე არ განძრეულა, გაშეშებული იწვა და თითებს დუდას ზურგზე ინსტიქტურად, ძილისგან მითუშული მაინც დააცოცებდა.

<<<
დილით რომ გაიღვიძა დუდა საწოლში აღარ დახვდა. მთქნარებით გადაყო ხელი ტუმბოსკენ და მობილურს დასწვდა. საათი 10 აჩვენებდა. თვალებდაქაჩული წამოჯდა საწოლზე და გარშემო მიმოიხედა. როგორც წესი ყოველთვის ძალიან ადრე ეღვიძება და ასე გათიშულსაც არ სძინავს ხოლმე. ახლა როგორც სჩანს დუდას სურნელმა ძილის ეფექტით იმოქემდა მასზე. რატომ უნდა სწუხდეს?! სამსახურში დაგვიანებისთვის არავინ არ უსაყვედურებს, საქმეს როცა მივა მაშინაც მშვენივრად გააკეთებს და რაც მთავარია დუდასთან ერთად შეხვდება ახალ დილას. კმაყოფლი სახით წამოდგა ფეხზე და სააბაზანოსკენ წავიდა.
დუდას ტანსაცმელი არ გაუხდია, თავს ძალიან კომფორტულად გრძნობ და მე მგონი მამაკაცისთვის მათ დაბრუნებას არც აპირებს. სახლში წაიღებს და მშვენივრად გამოიყენებს, თანაც რა ჯობია ქმრის მაისურს და შორტს...
სამზარეულოდან სასიამოვნო სურნელი გამოდიოდა, თვალებმიბლეტილი ნელი ნაბიჯებით წავიდა და გაზქურასთან მოტრიალე გიორგის წარბწეულმა გადახედა. იმედგაცრუებულმა სწრაფად აქცია ზურგი მაზლს და სავარძელში მოკალათდა.

-დუდა გასულია და მალე მოვა.

-შეგიძლია მაგარი ყავა გამიკეთო?_ჯერ ისევ მორიდებულია მასთან.

-ხსნადი თუ ნალექიანი?_ღიმილით გაყო თავი სამზარეულოდან.

-ხსნადი, რძით და უშაქრო.

-კი ბატონო, მეც არ დამილევია და ერთად დავლიოთ. თან ნახე რა საუზმე მოგიმზადე. _ამაყად მოიღერა ყელი და სამზარეულოში მიიპატიჟა. ინაც უსიტყვოდ წამოდგა.

-კვერცხს ვერ ვიტან. _ტუჩები დამანჭა და იმედგაცრუებულ ბიჭს თვალი ჩაუპაჭუნა.

-მაშინ ყველი და პური ჭამე.

-მარტო ყავაც მეყოფა.

>>>
მეორე დღეს იგივე ტანსაცმლით გარეთ გასვლას ყველაზე მეტად ვერ იტანს, მითუმეტეს თუ წინა დღეს მთელი დღე ის ტანსაცმელი ეცვა სახლშიც და ქუჩაშიც. სამსახურში შუა დღემდე მაინც ვერ მივა, სახლში მისვლა და გამოცვა სავალდებულოა.

გამზადებული გავიდა მისაღებში და სახლში ახლადდაბრუნებულ დუდას გადახედა, მერე კი რატომღაც თავისდაუნებურად საკიდისკენ გაიხედა სადაც ლანას შარფი აღარ ეკიდა.

-მე უნდა დაგტოვოთ. _ძმებს მიუტრიალდა და ჩანთა მოიკიდა. _გიორგი, სასიამოვნო იყო შენი გაცნობა.

-ჩემთვისაც რძალო... მოიცა, დღეს არ აპირებ აქ დარჩენას?_მოჩვენებითი გაკვირვებით იკითხა და ფხუკუნით დააკვირდა წყვილს.

-არა, დღეს არ ვაპირებ. _თავი გააქნია და გასასვლელისკენ წავიდა. დუდა ნელი ნაბიჯებით მიჰყვა უკან და კართან შეჩერებულს დააკვირდა. _შარფი თვითონ წაიღო, შენ წაუღე თუ უბრალოდ ჩამოხსენი და შეინახე?

-წაიღო. _მოკლედ უპასუხა და ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა. _ცოლო, დაიმახსვრე რომ ეჭვიან ქალებს ვერიდები!_გააფრთხილა, მისკენ გადაიხარა და ტუჩთან ახლოს ლოყაზე აკოცა.

-გავითვალისწინებ-თქო რომ გითხრა მოგატყუებ, იმიტომ რომ სულით მესაკუთრე ადამანი ვარ!

-მოგიწევს გაითვალისწინო იმიტომ რომ სპექტაკლები არ მიყვარს თუ ხარისხიანი არ არის!

ინა ღიმილნარევი მზერით გააქნია თავი და ქმრის სახლი დატოვა.

>>>
შენობაში შესულმა პირდაპირ ლანას დაასო მზერა, ქალი ყავის აპატართან იდგა, ნაცნობ შარფს ათამაშებდა და პიარ მენეჯერს ესაუბრებოდა. ინამ შუბლშეკრულმა გადახედა თანამშრომლებს, ყველა გასუსული იდგა და უფროსს შესციცინებდა თვალებში. არ უყვარს როდესაც თანამშრომლებს უფროსთან ურთიერთობა ზედმეტად მეგობრულში და ახლობლურში გადასდით. ზოგჯერ მათთან ერთადაც ხუმრობს, მაგრამ იშვიათად ისიც კომპანიის სახელით გამართულ საღამოზე გამოსვლისას.

ლანა ღიმილით დაემშვიდობა მაკას და ინასკენ წავიდა. ინამ თავი სწაფად მიატრიალა მეორე მხარეს, მიმიკა დაილაგა და ისევ ლანასკენ მიბრუნდა.

-დღეს მინდა რომ რამდენიმე დეტალი განვიხილი თქვენთან ერთად. 2 დღის წინ ერთ უზუსტობად გადავაწყდი და როცა არქივი გადავამოწმე აღმოვაჩინე რომ ერთი კი არა ძალიან ბევრი უზუსტობაა, ვფიქრობ შემდეგ მოსმენაზე ეს სიახლე გამოგადგებათ. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა და გვერდით ამოუდგა.

-აუცილებლად მოგისმენ, 1 საათში შემომიარე და ვისაუბროთ. _დაინტერესებულმა დაუქნია თავი და ლიფტისკენ წავიდა.

როგორც სჩანს დუდამ სულ აიღო აქაურობაზე ხელი, მართალია უთხრა რომ 1 კვირა არ იქნებოდა, მაგრამ ერთხელ როგორ არ უნდა შეიაროს? გაბრაზებული მთელი დღე ყეფდა, არც ისე აკლებს, მაგრამ ახლა გაორმაგებული ძალებით იღრინება. ლანამ კარზე ფრთხილად დააკაკუნა და მხოლოდ დასტურის შემდეგ შევიდა ოთახში. ინას წინ მოკალათდა და საბუთების დასტა მაგიდაზე დაალაგა.

-ეს ყველაფერი დარღვევებია?_გაკვირვებულმა იკითხა და ფურცლები შეათვალიერა.

-არა, საბედნიეროდ არა. უბრალოდ ყველაფერი მოვიტანე რომ შევადაროთ, წინ ბევრი საქმეა. _სიცილით ჩაილაპარაკა და სამსახურის აწკრიალებულ ტელეფონს გადახედა.

-უკაცრავად. _ლანას მისამართით ჩაილაპარაკა და ტელეფონს უპასუხა._გისმენთ.

-როგორ ხარ?_დუდას ხმის გაგონებისას გაოგნებულმა დაქაჩა თვალები. ხმაზე შეატყო რომ ეს უბრალოდ მოკითხვა არ იყოს.

-კარგად, რა მოხდა?_სიცილნარევი ხმით იკითხა და ლანას გადახედა, აშკარად მიხვდა ვისაც ესაუბრებოდა და სახე შეეცვალა.

-რატომ გაქვს ტელეფონი გამორთული?

-დღეს დილით რომ წამოვედი შეერთება დამავიწყდა. _ტელეფონს დასწვდა და ეკრანის ანთება სცადა, მაგრამ გამორთული იყო. _მეც არ ვთქვი რატომ დამივიწყა-თქო?!_წაისისინა და ცალი წარბი მაღლა ასწია.

-საათ ნახევარში გამოგივლი და მზად დამხვდი!

"აუცილებელი პირობა"

-თბილისის ხედით უნდა დამატკბო?_როგორც კი ქმრის მანქანაში მოკალათდა ირონიულად იკითხა და ღვედი შეიკრა. დუდამ შუბლშეკრულმა გადახედა ქალს, მანქანა დაქოქა და გზას მიუბრუნდა.

-თბილისის ხედი ყველაზე კარგად ჩემი საძინებლის აივნიდან ჩანს და თუ გინდა ავიდეთ. _ნიშნის მოგებით მიუტრიალდა ქალს.

-მართლა?_სერიოზული გამომეტყველებით იკითხა და პასუხს დაელოდა. დუდამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და მანქანა მთავარ გზაზე გაიყვანა. _მაშინ მართლა მოგვიწევს იქ ასვლა, ოღონდ დღეს არა. დღეს იქ წამიყვანე სადაც მიგყავდი.

-მეგობარმა კაფე გახსნა და საღამოს დაგვპატიჟა, თქვა რომ უარს არ მიიღებს! მაგრამ ახლა სხვაგან მივდივართ, ორ დღეში ქეთის დაბადების დღე აქვს და მინდა რომ რამე კარგი საჩუქარი ამარჩევინო.

დუდას ორმა ახალმა ამბავმა ცოტა არ იყოს და გააკვირვა, პირველი ის რომ მეგობრის კაფის გახსნაზე ოფიციალურად არის დაპატიჟებული და მეორე ის რომ ქეთის საჩუქრის ასარჩევად ინა მიყავს. ერთი მომენტი ისიც იფიქრა რამე ორიგინალურს ხომ არ მიწყობს და ქეთის საჩუქარიც მე ხომ არ უნდა მაჩუქოსო, მაგრამ ქეთის ასაკი გაიხსენა და მიხვდა რომ მისთვის არჩეული საჩუქარი ინასთვის გამორიცხულია. თანაც დუდა არ გადის კაცების იმ კატეგორიაში ქალებს ათასგვარი ორიგინალურობით რომ ანებივრებენ. მართალია ჯერ მასთან მსგავსი ურთიერთობა არ აქვს, მაგრამ დადვანს ეტყობა რომ სხვა ტიპია.
კაფის ამბავი ძალიან ესიამოვნა გამოდის რომ მისი მეგობრები მათ ამბავს მიუხედავად უეცარი თავბრუდახვევისა მაინც სერიოზულად აღიქვამენ და ინას გახნის საღამოზე ეპატიჟებიან, თანაც დუდასთან ერთად.

-და ქეთის რა მოსწონს, რას უსენს, რა სტილი აცვია, რაზე ოცნებობს?_საჩუქრის შერჩევაზე გადავიდა.

-ტაილანდზე.

-და გინდა მითხრა რომ ტაილანდში ვერ გაუშვი?_პირდაღებულმა დაქაჩა თვალები.

-არ მიდის, უნდა რომ საკუთარი ხარჯებით წავიდეს როცა ამისი საშუალება ექნება.

-ჭკვიანი გოგოა. ზუსტად მაგ მიზეზით არ დავთანხმდი მამაჩემს ევროპაში მოგზაურობაზე. რამდენიმე წლის წინ საკუთარი ხარჯებით წავედი იტალიაში, მერე იყო საფრანგეთი, გერმანია, შვეიცარია, ბელგია... და ახლა სათვალავიც კი ამერია. _წარსულის გახსედნებისას ბედნიერმა ჩაიღიმა. _სწორად იქცევა, ოცნება მარტომ უნდა აიხდინო ყველასგან დამოუკიდებლად.

-და თუ ოცნებაში სხვა ადამიანიც მონაწილეობს?

-არა, ოცნება უნდა გქონდეს ისეთი რაც მარტო შენ გეხება! სხვა დანარჩენი სიამოვნება, ბედნიერება და ცხოვრების ნაწილია. ჩემთვის ასეა! მე მქონდა ოცნება და ავიხდინე, ახლა შენთან ერთად თუ იგივე ქვეყნებში წავალ ეს იქნება სიამოვნება და საოცრად კარგი მოგონებები. _განმარტა და თვალი ჩაუკრა. დუდამ ტუჩის კუთხეში ჩაიცინა და მანქანა ერთ-ერთი აქსესუარების მაღაზიის სადგომზე გააჩერა.

>>>

დიდხანს არ უვლიათ ქეთის ხასიათი ასე თუ ისე შორიდან იცის, მართალია ამას მხოლოდ ინასთან ავლენს, მაგრამ დიდად თბილი და ფუმფულებიანი გოგო არ უნდა იყოს ზუსტად ამიტომ დუდას 2 კაციანი საგზური აყიდინა როიალ ბატონის სასტუმროში 1 კვირით. ვინც უნდა ის წაიყვანოს და დაისვენოსო. მისი ასაკის გოგოს ამაზე კარგ საჩუქარს ვერ გაუკეთებო დაარწმუნა, თანაც ახლა გამოცდების დასრულების პერიდია და ეს მისთვის საუკეთესო განტვირთვა იქნება. დიდად არც დუდას უფიქრია საჩუქარზე, აშკარად არ აქვს არჩევის ნიჭი, ან ფიქრი ეზარება.

-და ბიჭი რომ წაიყვანოს?_საგზურს სიცილით დახედა და კოპებშეკრულ დუდას გადახედა. _რა იყო?!ეგეთი პატარაც არ არის.

-ინა, მოდი აქ მოვრჩეთ! _კატეგორიული ტონით მოსთხოვა და მანქანა დაქოქა.

-არ მითხრა რომ შენც იმ ძმებს გავხარ...

-არა, სხვა ძმებს დიდი იმედი მაქვს რომ არ ვგავარ, მაგრამ არანაირი სურვილი არ მაქვს ჩემი 20 წლის და ჩემი ნაჩუქარი საგზურით,ბიჭთან ერთად წავიდეს დასასვენებლად. ამ ეტაპზე და ამ სიტუაციაში როცა მის მეგობარ ბიჭს არც კი ვიცნობ. როცა ურთიერთობას გააოფიცუალურებს და საქმის კურსში ისე ვიქნები როგორც ვიმსახურებ, მერე სხვა ტურს ვუყიდი წყვილს. _აუხსნა და მანქანა დაქოქა.

-გასაგებია._თავი დაუქნია და ტელეფონის ეკრანს დახედა. _შენი მეგობრის კაფის გახსნაზე რომელ საათზე უნდა ვიყოთ?

-7 საათზე გამოგივლი.

-კარგი, მაშინ სახლში დამტოვე, მოვემზადები.

-ჯერ 4 საათია.

-ათასი პროცედურა მაქვს ჩასატარებელი, გუშინ ქმართან დავრჩი და საკუთარ თავს ვერ მოვუარე ისე როგორც საჭიროა.

გუშინდელი ღამე გაახსენა, თუმცა არც თავად დამართნია კარგი ამბავი დუდაზე ჩახუტებული ინა რომ გაიხსენა. ისე მოუნდა იგივე პოზიციაში ყოფნა და ძილი. დიდი სიამოვნებით დაიტოვებდა თავისთან, ან ისევ ინა დარჩებოდა მასთან.

-ჩემი მაისური და შორტი დაგრჩა.

-რაა, ჩანთაში არ ჩავიდე?!_თვალებდაქაჩულმა წამოიძახა და ჩანთა გახსნ, თუმცა სულ ტყუილად დილით სახლში მისულმა შეცვალა თანაც ისე რომ ჩანთიდან ტელეფონის და საფულის გარდა არაფერი არ ამოუღია. _ისეთი გათიშული ვიყავი არც კი შემიმჩნევია.

-არა, საწოლზეა ლამაზად დაკეცილი.

-იცოდე არ შეეხო, დღეს წავიღებ!_კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა და ამასობაში ქმრის სახლში თავიც დაიპატიჟა.

-ჩაიცვამ და ჩემთან დარჩები!_არც დუდამ აცია და ის რაც სურდა ხმამაღლა თქვა.

-დავრჩები!_უყოყმანოდ დათანხმდა და გზას გახედა.
>>>
არც ამჯერად ყოფილა ინას მომზადების პროცესი საათ ნახევრია, იმაზე დიდი დრო დასჭირდა ვიდრე თავად განსაზღვრა. რამდენიმე უმნიშვნელო დეტალი გამოეჩხირა და იძულებული გახდა ყველაფერი წესრიგში მოეყვანა. ტანზე მომდგარი რუხი ნაცრისფერი ჭაბოსფერში გადასული მთლიანი, მარცხენა ფეხთან ჩახსნილი მუხლამდე კაბა ჩაიცვა, ზემოდან შავი ნაჭრის გრძელი ჟაკეტი მოიცვა, ფეხზე მუხლამდე შავი ჩექმები და ხელში როგორც ყოველთვის შესაფერი შავი ჩანთა. სიტუაცია არ იცის და ფიქრობს რომ ეს ტანსაცმელი ყველაზე შესაფერისია. თმები გაიშალა და მარცენა მხარეს გადაიყარა.

-დუდას დანახვისას ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა და ჩექმის წვერები აათამაშა. მამაკაცზე თეთრი თავისუფალი პერანგი, მკავებზე ლამაზად აკეცილი, ჯინსის შარვალი და კრემისფერი ფეხსაცმელი ეცვა. დუდას ჩაცმის სტილი ყოველთვის მოსწონდა, აშკარად ბევრს ფიქრობს და ეს ინას ძალიან სიამოვნებს. მამაკაცი ყოველთვის ძალიან დიდ მნიშვნელობას უნდა ანიჭებდეს იმას თუ რა აცვია და როგორი გადის სახლიდან.

-შენ მეგობარს რა ქვია?_დუმილი ინამ დაარღვია და ტელეფონი ჩანთაში ჩადო.

-დათო. _მოკლედ უპასუხა და ქალის მკერდი შეათვალიერა. _მეჩვენება თუ კაბა ზედმეტად მოღებულია?_დუდას კითხვამ გააოგნა. როგორც წესი ასეთ დეტალებზე ყურადღებას არ უნდა ამახვილებდეს, იმიტომ რომ ჯერ მათი ურთიერთობა ამას არ მოიცავს და ასეც რომ იყოს დუდასგან მსგავსი კითხვა ეუცნაურა. არ გავს ჩაცმაზე მოჩხუბარ მამაკაცს.

-ცუდია?_მკერდს დახედა და ნაზი მოძრაობით შეისწორა კაბის დეკოლტე.

-ცუდი რომ არ არის იმიტომ შევნიშნე და ავღნიშნე, უბრალოდ არ მსიამონებს ამას ჩემ გარდა სხვაც რომ შენიშნავს._შუბლშეკრულმა ჩაილაპარაკა და მანქანა შუქნიშანზე გააჩერა.

-შენიშნოს, მთავარია არ აღნიშნოს და შარს არ გადაეყაროს.

ეშმაკური ღიმილით ჩაილაპარაკა და მარცხენა ფეხი მოხდენილად გადაიდო მარჯვენაზე. დუდას ინას გამიზნული ქმედება არ გამოპარვია, მაგრამ არც შეუმჩნევია, ურეაქციოდ გადახედა ქალის მოშიშვლებულ ფეხს და თავი გააქნია.

-ლანაც იქნება?_ინტერესით იკითხა და მანქანიდან გადავიდა. დუდამ წარბაწეულმა გადახედა სახეგაქვავებულ ინას და წელზე ხელი მოხვია.

-იქნება, მაგრამ ეს შენ და მე არ გვეხება!

ცივი ხმით გასცა პასუხი და კარი შეაღო. დუდას დანახვისას თითქოს ყველა შეცბა, ერთმანეთს გაოცებულებმა გადახედეს. ყველას ისეთი დაფეთებული და გაოგნებული სახე ჰქონდა თითქოს მის აქ ყოფნას არავინ არ ელოდა. ერთად შეკრებილ ხალხს სიმპათიური და მაღალი მამაკაცი გამოეყო, რომელიც გაბადრული სახით დაიძრა დუდასკენ. მხარზე ხელი მოხვია, ჩაეხუტა და ზურგზე გაშლილი ხელისგული დაუტყაპუნა. ინამ გაკვირვებულმა ორივე წარბი მაღლა აქაჩა და ხალხით გადატენილ კაფეს თვალი კიდევ ერთხელ მოავლო.

-არ მეგონა თუ მოხვიდოდი. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა მამაკაცმა და ინას გადახედა. _დათო მიხარია თქვენც რომ მოხვედით._ღიმილით გაუწოდა ქალს ხელი, ინამ სწრაფად ჩამოართვა და მის თითებს დააკვირდა.

-ინა. _ღიმილით დაუკრა თავი და მზერა დუდაზე გადაიტანა.

-ეს არის ჩემი კაფის ახალი ფილიალი, მიხარია ორივე აქ რომ ხართ. როგორც სჩანს შეტყობინებების კითხვა დაგიწყია. _აშკარად დუდას მისამართით გაისროლა წინადედება. ამან უფრო გააკვირვა, წარმოუდგენელია რომ დათომ დუდა შეტყობინებით დაპატიჟა ინასთან ერთად.

-ვერ ვხვდები რა ხდება, რატომ აქვთ ასეთი გაოგნებული სახეები? პირველად გხედავენ?_როგორც კი დათო გავიდა, მისკენ მიტრიალდა და ხმადაბლა კითხა.

-ცოლთან ერთად კი. _თვალი ჩაუკრა და გვერდით დაიყენა.

-ხო, მაგრამ აქ შენზეა საუბარი და არა ჩემზე. ჩემთვის ზედაც არავის შემოუხედავს... დუდა, სად ვართ?_სიცილით ჩაილაპარაკა და ბოლო კითხვა დასდერიოზულებულმა დასვა.

-იქ სადაც წესით არავინ არ გველოდებოდა. მორჩი კითხვებს და შეეცადე ისეთი სახე მიიღო თითქოს ჩემ...

-შენზე ვგიჟდები?_ცინკიკურად იკითხა და ცალი თვალი ახედა.

-არა ეგ ისედაც ცხადია, თითქოს ჩემი წარსული შენთვის ცნობილია.

-დიდი იმედი მაქვს მალე გახდება. როცა შენ გაგიჟდები ჩემზე მერე გიპასუხებ იგივე გრძნობით მეც!_ბოლოს მაინც ვერ დაუთმო და გესლიანად შეკრა შუბლი.

>>>
თავისუფალ მაგიდასთან ისხდნენ და სიტუაციას შორიდან აკვირდებოდნენ. ინა რამდენიმე დუდას მეგობარმა გაიცნო და ძალიან თბილი ღიმილით მიიღეს როგორც “რძალი”, თუმცა თითოეულ მათგანს ეტყობოდა რომ რაღაცის მოლოდინში ემცოიებს ბოლომდე ვერ გამოხატავდნენ. ზუსტად იცოდა ამის მიზეზი ვინ იყო და ისიც ზუსტად იცოდა რომ ამას ვერაფერს მოუხერხებს. ცუდია როცა შენი ქმრის ყოფილი მისი სამეგობროს და საახლობლოს შეკრული წევრია, მერე თითქოს ყველაფერი რთულდება. კარის გაღებისთანავე საშინლად მძიმე აურამ დატრიალდა, ინამ ტუჩების თამაშით გადახედა კაფეში შესულ ლანას და მერე დუდას შეავლო თვალი, რომელსაც ქალის შესვლა არც კი შეუმჩნევია.

-ცოტახანი ვიყოთ და მერე წავიდეთ. _დუდას ხმამ გამოაფხიზლა. უსიტყვოდ დაუქნია თავი და მათკენ წამოსულ ლანს გაუსწორა მზერა.

-გამარჯობა, როგორ ხართ?

ღიმილით მოიკითხა ორივე და დუდას გვერდით ცარიელ სკამზე ჩამოჯდა. ინამ ღიმილით დაუქნია თავი, თუმცა სახე ისეთი გაქვევებული და გაყინული ჰქონდა, მე მგონი ყველაფრის შეგრძენაბა დაკარგა. თვალებში ეჭვის ნაპერწკლები დაბუდებულიყო. დუდამ თავი დაუქნია და თვალი ჩაუკრა, ინამაც ღიმილით უპასუხა და უკმაყოფილოდ ამოიხვენშა. აქამდეც ხედავდა დუდას და ლანს ურთიერთობას, თანაც დაძაბულობა მათ შორის არასოდეს არ უგრძვნია, პირიქით ყოველთვის გახსნილი დიალოგები აქვთ, მაგრამ ახალ რომ უყურებს თავში ყველაფერი უარყოფითი და არასასიამოვნო მოსდის.

-ახლავე დავბრუნდები.

ღიმილით წამოდგა ფეხზე და სწრაფი ნაბიჯებით დაძრა საპირფარეშოსკენ, ისე რომ უკან ერთხელაც კი არ მიუხედია. იცოდა რომ საგანგაშო არაფერი არ დახვდებოდა და იმიტომ.

>>>
ჩექმები შესასვლელშივე გაიხდა, ლამაზად დააწყო და მისაღებისკენ წავიდა. დუდაც უსიტყვოდ მიჰყვა უკან და დივანზე წამოწვა.

-ვეჭვიანობ!

ყოველგვარი შესავლების გარეშე ჩაილაპარაკა ინამ და მამაკაცს ზემოდან დააჩერდა. დუდამ იმ წამს დახუჭული თვალები ფართოდ გაახილა და ტუჩის კუთხეში ირონიულად ჩაიღიმა.

-ვიცი და მიხარია სცენებს რომ არ აწყობ.

-დუდა, მე სერიოზულად გეუბნები. წეღან ცოტაც და ავფეთქდებოდი. _მამაკაცის წინ ჩამოჯდა და სერიოზული გამომეტყველებით მიაჩერდა. _ვეჭვიანობ მარტო იმიტომ რომ თქვენი ურთიერთობა მძაბავს. ზუსტად რომ ვიცოდე რა შეიძლება მოხდეს თქვენ ორს შორის მერე ასე აღარ ვიქნები.

-მე და ლანას შორის არაფერ არ შეიძლება მოხდეს! ჩემს საძინებელში ეძინოს ქალს, ეცვას ჩემი მაისური, იყოს ჩემი ოფიციალური ცოლი და იყოს ჩემი ყველა ვნებიანი კოცნის მთავარი ობიექტი, იქ ყველა სხვა ურთიერთობა სრულდება!

-მპირდები?

-ინა!_მკაცრად წარმოსთქვა ქალის სახელი და დივანზე წამოჯდა. _მეორედ არ გაბედო და ჩემი წინადადება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენო!_კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა ფეხზე წამოდგა და კიბეებისკენ წავიდა.

-არასოდეს არავისთვის მიკითხავს ეს, ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ ვინმეს უფლება ჰქონდა ჩემთვის პირობა მოეცა, იმიტომ რომ ამ დონეზე არავის ვენდობი. ვერ დავუშვებდი რომ ვინმეს ჩემთვის იმედები გაეცურებინა და პირობა დაერღვია! შენ პირველი ადამიანი ხარ ვისიც ასე მჯერა. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ერთმანეთში ახლართულ თითებს დააჩერდა. დუდა ერთ ადგილზე გაჩერდა, ქალისკენ მიტრიალდა და ხმამაღლა ამოიხვნეშა. _მითუმეტეს კაცი.

-არ მინდა რომ ერთმანეთს რაღაცებს ვპირდებოდეთ, უბრალოდ ვიყოთ ისე როგორც ეს ჩვენ გვინდა და გვისმოვნებს. ყველანაირი შეზღუდვების და დაპირებების გარეშე! მაგრამ ახალ დაგპირდები, იმიტომ რომ ლანასთან არარსებული ურთიერთობის გაგრძელების საშიშროება ნულია._ღიმილით წამოდგა ფეხზე, დუდასკენ წავიდა, ორივე ხელი მაგრად მოხვია კისერზე და ცხვირ-პირი მის ყელში ჩარგო._მორჩი იმაზე ფიქრს რაც არ არსებობს და დამაცადე გასწავლო რა არის ნამდვილი სიყვარული.

-ღმერთო ჩემო, შენ რა გგონია რომ მიყვარხარ?_სერიოზული გამომეტყველებით შეიცხადა, ამაზე თავად ინასაც კი არ უფიქრია.

-მგონია კი არა ზუსტად ვიცი!_თვალი ჩაუკრა და ქვედა ტუჩს კბილებით წაეთამაშა.

-ცდები, შეიძლება შენთან თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ ეს სიყ...._წინადადების დასრულება არ აცადა, მობეზრებული გამომეტყველებით აატრიალა წარბები და ქალის წითელ ბაგეებს დაეძგერა.
~~~~~~~~~
მადლობები სიყვარულებო!მიხარიხართ ძალიან... <3



№1 სტუმარი სტუმარი მარიამი

მადლობა შენ ძალიან კაეგია

 


№2 სტუმარი სტუმარი lia

Kარგი ტავია.მომეწონა.❤❤❤

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინო

კარგიაააა❤❤

 


№4 სტუმარი სტუმარი Annn

Ramdeni tavisgan shedgeba?

 


№5  offline წევრი miyvarxar1992

ტკბილო შაქარყინულოო უმაგრესი იყოოო.საყვარელია დადვანიიი მმმ.შენ კი საუკეტესო ხარ kissing_heart kissing_heart

 


№6  offline წევრი ))♡

Chemii chemii geniosii hmm neta icode rogori bednievivar am yvdlafrit :* isee filmis gadageba ar gifiqria sheni romelime motxrobis mixedvit?? Ai sauketeso iqnebodaa da pirveli mayurebelic me viqnebodii :❤❤❤
--------------------
მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ

 


№7 სტუმარი Grey

ძალიან მომწონს ყველა შენი მოთხრობა <3

 


№8  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

ძალაინ ძალიან მომეწონაააააა ველი ახალ ზხალ თავსს

 


№9 სტუმარი ტატუკა

აუუ რა კარგიაააა

 


№10  offline მოდერი მე♥

სტუმარი მარიამი
მადლობა შენ ძალიან კაეგია

უხ! მიხარია ძალიან❤️❤️❤️❤️❤️
სტუმარი lia
Kარგი ტავია.მომეწონა.❤❤❤
დიდი, დიდი მადლობა❤️❤️
სტუმარი ნინო
კარგიაააა❤❤

მადლობები❤️
სტუმარი Annn
Ramdeni tavisgan shedgeba?

ზუსტად არ ვიცი, ვაერთებ თავებს და რამდენი გამოვა ვერ გეტყვით.❤️
miyvarxar1992
ტკბილო შაქარყინულოო უმაგრესი იყოოო.საყვარელია დადვანიიი მმმ.შენ კი საუკეტესო ხარ kissing_heart kissing_heart

ძალიან მიხარია სიყვარულიკო❤️ მადლობა ❤️
))♡
Chemii chemii geniosii hmm neta icode rogori bednievivar am yvdlafrit :* isee filmis gadageba ar gifiqria sheni romelime motxrobis mixedvit?? Ai sauketeso iqnebodaa da pirveli mayurebelic me viqnebodii :❤❤❤

ვაააიჰ, რა კარგობა ხარ შენ!❤️უღრმესი მადლობა ტკბილო და თბილო❤️❤️❤️❤️
Grey
ძალიან მომწონს ყველა შენი მოთხრობა <3

რას ამბობ... როგორ მახარებს ეგ ამბავი❤️
ნარჩიტა
ძალაინ ძალიან მომეწონაააააა ველი ახალ ზხალ თავსს

საყვარელო❤️ დიდი მადლობა ❤️
ტატუკა
აუუ რა კარგიაააა

მადლობა დიდი❤️
--------------------
ა.ა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent