ბიზნეს გარიგება [6]
"პირველი ღამე" დუდას შორტში და მაისურში გამოწყობილი გატანტადა სამზარეულოში და წყლის მადუღარა ჩართო. დუდა დივანზე იჯდა და დაბალ მაგიდაზე მიმოფანტულ საბუთებს ჩასჩერებოდა. ინამ უკმაყოფილო სახით გადახედა ქმარს და ყავის ორი ფინჯანი გამოიღო. -ყავას ხომ დალევ?_ხმადაბლა გასძახა და პასუხს გაყურსული დაელოდა. -დავლევ. -ბევრი დაგრჩა?_ყავის ფინჯანი მაგიდაზე დაუდო თვითონ კი სავარძელში მოკალათდა ფეხმორთხმული. -დანარჩენს ხვალ გადავხედავ. ფურცლები შეაგროვა და მაგიდის მარცხედნა კუთხეში გადააწყო. წარბეულმა ვნებიანი მზერით აათვალიერა-ჩაათვალიერა საკუთარ სამოსში გამოწყობილი სექსუალური ცოლი და შავ მოკლე წინდებზე დაასო მზერა. -სად მიაგენი?_გვერდულად ჩაიცინა და ყავის ფინჯანს დასწვდა. -როგორც წესი ასეთ წვრილმანებს და მნიშვნელოვან რაღაცებს ან პირველ, ან მეორე უჯრაში ინახევენ ხოლმე. შენ აშკარად პირველობა გიყვარს._წარბის თამაშით ჩაილაპარაკა და ყავა მოსვა. _ხომ მიხდება?_ღიმილით გასწია მარჯვენა ფეხი და თითები სასაცილოდ აათამაშა. _ხო, მართლა წითლი ფერი გიყვარს? წინდები ვნახე წითელ და ვარდისფერ ფერში. _ფხუკუნით ჩაიჩურჩულა და მამაკაცს დააკვირდა. -ქეთის წინდებია. -მერე შენს უჯრაში რა უნდა? რძლური გაურია და შუბლი შეშმუშნა. დუდამ ცალი წარბი მაღლა ასწია და ისე გადახედა ქალს, მაგრამ მამაკაცის დაჟინებული მზერა არ შეიმჩნია და ეზოს ღია კარს გახედა. მოულოდენლად დუდამ გაშლილ ფეხზედ წაავლო ხელი და ოდნავ შეაქანა. ინამ თავი ვერ შეიკავა და ტანის გამოძრავების დროს ცხელი ყავა მაისურზე გადაესხა. გამწარებული სწრაფად წამოხტა ფეხზე, ყავის ფინჯანი მაგიდაზე დადო და მაისური ერთი ხელის მოსმით გადაიძრო. დუდამ კმაყოფილმა ასწია ორივე წარბი მაღლა და საწყის პოზიციას ყურებამდე გაბადრული მზერით დაუბრუნდა. დადიანი როცა მიხვდა რაც გააკეთა დადვანმა ღრმად ამოისუნთქა და მამაკაცს თვალების ბრიალით დაასო მზერა. -სპეციალურად ქენი? -არა, ჩემთვის უკეთესი იქნებოდა ეგ მაისური მე გამეხადა, მაგრამ არც ასეა ურიგო. _კმაყოფილმა შეათამაშა ტუჩები და ინას ლამაზად ამობურცულ მკერდს დაასო თვალი. დადიანმა ღრენით დაბრიცა სახე და კიბეებისკენ წავიდა. -ჩემი მაისურების კოლექციას ნუ შექმნი შენს გარდერობში. ასეც მშვენიერი ხარ!_ხმამაღლა მიაძახა და ყავა მოსვა. -ხო არაა?!_ერთ ადგილზე გაჩერდა და ეშნაკური ღიმილით მიტრიალდა მისკენ. _მაშინ მიყურე და ვნებები მოთოკე!_გამოიწვია და ისევ თავის ადილზე ჩამოჯდა. _არა, მანამდე ტანზე წყალს გადავივლებ. _ოდნავ სველი სხეულის შეგრძნებისას სწრაფად გააქნია თავი და ისევ ფეხზე წამოდგა. სააბაზანოდან შორტი და ბიუსჰალტერის ამარა გამოვიდა. არავითარ შემთხვევაში არ ჩაიცვამს მაიურს, იჯდეს დუდა და შეეცადოს ვნებები ღირსეულად მოთოკოს. ინამ ზუსტად იცის რომ ახლა როგორც არ უნდა აკოცოს მის ხაფანგში არ გაებმება, შეიძლება გრძნობების და ემოციების მოთოკვა ცოტა გაუჭირდეს, მაგრამ თავს ხელში აიყვანს და დუდას უფლებას არ მისცემს მისმა ვნებამ დაამონოს. ამას მხოლოდ მაშინ გააკეთებს როცა თავად ენდომება. ამაყი მზერით ჩაესვენა სავარძელში და ურეაქციოდ მჯდომი ქმარი შეათვალიერა. -ხვალ სადმე გავიდეთ. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა დუდამ ისე რომ ინასთვის არც კი შეუხედავს. -გავიდეთ, აზიური სამზარეულო მოგწონს? -კონკრეტულად? -იაპონური. კარგი რესტორანი ვიცი და იქ წავიდეთ. -წავიდეთ. _უყოყმანოდ დათანხმდა და ტელევიზორი ჩართო. -და სანამ იქ წავალთ აქ რა ვჭამოთ?_ცარიელ მუცელზე თითები მოისვა და სამზარეულოს გახედა. -არ ვიცი, ნახე, მაცივარში იქნება რამე. მისთვის უჩვეულო სიტუაციაა სიმშვიდე, სიმყუდროვე, სასიამოვნო შეგრძნებები, არანარი დისკომფორტი, მაისურის გარეშე დადის და საერთოდ არ ფიქრობს იმაზე რომ რამის უნდა მოერიდოს. არც იმაზე ღელავს რომ დუდა მისი ბუთებით ვერ მოხიბლა, ან კომენტარი რატომ არ გაუკეთა. უჩვეულოა მამაკაცთან ასე თავისუფლად ყოფნა, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. გიორგისთან ასე არ იყო მიუხედვად იმისა რომ ერთად იწვნენ, მასთან სულ სხვანაირი სიტუაცია ჰქონდა თითქოს მორიდებული იყო, ვერაფერზე ღიად ვერ ესაუბრებოდა, უნდოდა რომ ყველაფერი თავად მოეგავრებინა, არ უნდოდა მამაკაცზე დამოკიდებული ყოფილიყო თუნდაც უმნიშვნელო საკითხებში. დილით ყოვლთვის მასზე ადრე დგებოდა და სავარჯიშოთ მიდიოდა, ეს ყველაფერი კი დუდასთან პირიქითაა. მის გვერდით მყოფს გათიშულს სძინავს და ვერ იგებს როდის ტოვებს დადვანი საწოლს, თუმცა ეს ცოტა აფრთხოს... იქნებ ისიც ზუსტად იმ მიზეზით ადგა ინაზე ადრე რა გაურკვეველი მიზეზითაც ამას ინა აკეთებს?! გიორგისთან დაშორების შემდეგ თითქოს კიდევ უფრო უკარება, ცივი და ყველასთვის მიუწვდომელი გახდა. როგორც წესი ქალები ასეთ დროს მამაკაცების ნდობას კარგავენ, მათთან უფრო ფრთხილად არიან, ყოველ ნაბიჯს და ყველა სიტყვას ზომავენ და ისე იღებენ გადაწყვეტილებას, ყველაფერზე მტაცებელი ცხოველებივით არიან ჩასაფრებულები. ინაც ზუსტად ასე უნდა ყოფილიყო და იყო კიდევაც, მაგრამ არა დუდასთან. მასთან არცერთი წამით ჩაურთავს განგაშის ზარი, არასოდეს უცდია მისი წინადადებების გაშიფვრა და აზრის ისე გამოტანა. მასთან ყველაფერი ბევრად ადვილად იყო, ორივე ღიად აკეთებს იმას რაც სურთ, ყოველგვარი შემოვლითი გზების გარეშე და ალბათ ზუსტად ეს არის მიზეზი რატომაც არ იკავებს თავს. სამზარეულოსთან მისულმა ცალი თვალით გადახედა დივანზე წამოწოლილ დუდას და ტუჩის კუთხეში კმაყოფილმა ჩაიცინა. მიხვდა რომ გიორგიმ დროულად დატოვა მისი ცხოვრება. -მაცივარში ისეთი არაფერია რასაც მე შევჭამ და არ გინდა ვახშამი მომიმზადო?_შეფარვით იკითხა და სამზარეულოდან ნახევარი ტანი გაყო. -რას შეჭამ?_უპრობლემოდ წამოდგა დუდა ფეხზე და სამზარეულოში შევიდა. ინამ გაკვირვბულმა დაქაჩა თვალები და წარბები დაეჭვებულმა შეჭმუხნა. -რა ადვილად დამთანხმდი, რას მიწყობ? -მეც მშია. -გასაგებია. თავი დაუქნია და ზურგი აქცია. დადვანი უკნიდან ამოუდგა, მოშიშვლებულ ზურგზე თითები აუსვა და ინას რეაქციით გახალისებულს ტუჩები ღიმილმა გაუპო. მერე ოდნავ დაიხარა და ქალის მხარს ვნებიანი კოცნის კვალი დაატყოო. -არ აგყვები! -არც გთხოვ. მოკლედ მოუჭრა და ხელები მჭიდროდ შემოხვია მუცელზე. ქალის სურნელი ხარბად შეუსუნთქა და ტუჩები მხრებიდან ყელისკენ გააცოცა. ინას სიამოვნებისგან ტაომ დააყარა, ვნების ქარცეცხლში გახვეულს მთელი სხეული შიგნიდან ეწვოდა. დუდას თითოეული შეხება საოცრად მხურვალე კვალს უტოვებდა მოშიშვლებულ ზურგზე და მუცელზე. გონებაში ათასნაირად გადაბმული ძაფები მჭიდროდ შემოეკრა ინას ტვინს, თუმცა აზრობნების უნარი მაინც არ დაუკარგავს, ყველაფერს შესანიშნავად აღიქვამდა და ხვდებოდა. უსიტყვოდ მიტრიალდა დუდასკენ და წინა ხედით დაუდგა, დადვანმა მზერა ქალის თვალებიდან მკერდზე ჩაასრიალა. -აბა, როდის ჩამოხსნი ლანას ღირსებას იმ კედლიდან? ცინიკური ხმით იკითხა და ზუსტად მაშინ გაიაზრა რა კითხვაც დასვა. ერთი ხელის კვირით მოიშორა დუდა და უკან დაიხია. როცა მიხვდა რომ ყოფილში ლანა იგულისხმება, მერე დუდას სიტყვები გაახსენდა დაპირებასთან დაკავშირებით, თითქოს ყველაფერმა ერთიანად დაკარგა ფერი. დაბნეულმა ვერც კი გაიაზრა იმდენად დაუშვებელი იყო მისთვის დუდას სიტყვების სიყალბე. ვერცერთი წამით შეიტანა ეჭვი მასში, არც ახლა ეპარება. უბრალოდ ვერ ხვდება თუ ყველაფერი ასეა იმას რატომ არ ხსნის კედლიდან რაც არვითარ შემთხვევაში არ უნდა ეჩხირებოდეს ინას თვალებში. სწრაფი ნაბიჯებით დატოვა სამზარეულო, კიბეებზეც ჩაქარა ავიდა, გარდერობიდან გაბრაზებულმა შავი მოკლესახლება მაისური გამოიღო და ტანზე გადაიცვა. -რას აკეთებ?_ოთახის კართან მდგარმა ცივი ხმით იკითხა და სახე გაყინულ ქალს დააკვირდა. _და საერთოდ სადან მოიტანე რომ ის ლანასია?_შუბლშეკრულმა კითხა და მისკენ წავიდა. -ლანა იყო შენი ყოფილი ბოლო პერიოდში... _მშვიდი ხმით უპასუხა და შორტის ჯიბეებში ხელები ჩაიწყო. -და ლანამდე არ მყავდა? -და გინდა მითხრა რომ ლანა იმ რაღაცას ამდენი ხანი იტანდა?_პირდაღებულმა იკითხა და საწოლზე ჩამოჯდა. -რას, ინა რას?!_ცინიკური გაუხდა ხმა. _გიორგის ნაჩუქარ მკერდს? -რაა?_ვერ მიხვდა რას ეუბნებოდა. -გიორგის მკერდია. _სერიოზული გამომეტყველებით ჩაილაპარაკა და გაოგნებულ ცოლს გვერდით მიუჯდა. -მაგრამ... ქალის არის. -იმაიმუნა. _თვალი ჩაუკრა და მხარზე ხელი მოხვია. -მე კიდევ როგორ დაგიჯერე... _სახე ხელისგულებში ჩამალა და ხმამაღლა გაიცინა. _არადა როგორ მეგონა რომ განსხვავებული ჰობი გქონდა. _იმედგაცრუებულმა გააქნია თავი და ხელი წელზე მოხვია. -ცოტახანი მოითმინე და მექნება. _თვალი ჩაუკრა და ქალის დამალულ მკერდს დახედა. დუდამ მარჯვენა ხელი ზურგს უკან შეუცურა და მოშიშვლებულ წელზე წაეთამაშა. ინამ წარბების თამაშით მოიკნიტა ქვედა ტუჩი და თითებით დუდას მაიურს წაეპოტინა. დადვანი ქალისკენ დაიხარა, ტუჩები ყურთან ახლოს მიაწება და ხმადაბლა ჩასჩურჩულა. -დარწმუნებული ხარ? -მთელი არსებით!_ღიმილით გასცა პასუხი და ტუჩებით დუდას ბაგეები მოძებნა. დუდამ ნაზად გადააწვინა სასწოლზე და წელიდან ხელი მუცელზე ააცრიალა. ინამ სიამოვნებისგან მსუბუქად ამოიკვენსა და გახსნილი ბაგეებიდან ხმადაბალი ბგერები გაისმა. დადვანმა ტუჩები ნიკაპიდან ქვედა ტუჩზე აასრიალა, მსუბუქად შეახო კბილები და თვალებმინაბულ ქალს ცეცხლით სავსე თვალებით დააჩერდა. გამოცდილება ნამდვილად არ აკლია ვერც იმას იტყვის რომ გიორგი ცუდი პარტნირი იყო და მასთან ყოფნისას თავს ნამდვილ ქალად არ გრძნობდა, მაგრამ ის რაც ახლა მის თავს ხდება რადიკალურად სხვა და ცოტა წარმოუდგენელიც კია მისთვის. შეიძლება ეს იმიტომ რომ ყველაფერი იცვლება და გიორგისთან გატარებული დროც უკეთესმა ჩაანაცვლა, მაგრამ დარწმუნებულია რომ დუდა კოცნა ბევრად გულწრფელი და ვნებიანია ვიდრე გიორგისი. იმაშიც დარწმუნებულია რომ მისი სურვილი, გახდეს დადვანის ბევრად უფრო გათვიცნობიერებული და სასურველია. მამაკაცის თითოეული შეხება დაუვიწყარ სიამოვნებას ანიჭებს და იცის რომ რაც არ უნდა მოხდეს ეს ღამე არასოდეს არ დაავიწყებდა. მერე რა მათი ურთიერთობა ჰაერში რომ არის გამოკიდებული და ყალბი ცოლ-ქმრობის გარდა მათ ერთად ყოფნას სახელი არ აქვს. არც ის აინტერესებს რა მოხდება ხვალ. მომავალზე ფიქრი არ უნდა, არ უნდა საკუთარი თავი დააიმედოს და შემდეგ ისევ შურისძიების წყურვილით იყოს დაბრმავებული, ახლა ერთადერთი რაზეც ფიქრობს დუდა დადვანია და მისი საოცრად ჯადოსნური ხელები. დადვანმა მაისური ნელა გახადა და საწოლის ბოლოში მოისროლა, მერე შორტი ჩააცურა დაბლა და ნახევრად შიშველ ქალს მხრები დაუკოცნა. მხრებიდან ტუჩები მკერდისკენ გააცოცა, დახარბებული უკცონიდა თითოეულ ნაწილს. მკერდიდან ნელი მოძრაობით ჩავიდა მუცლისკენ და გახსნილი ბაგეებით კიდევ ერთი კოცნის კვალი დატოვა. ინამ ზედმეტად პასიური ქალის როლში წარმოიდგინა თავი და თვალები უკმაყოფილოდ აატრიალა. როგორც კი მოდუნებული დუდა დაიგულა, ორივე ხელი მკერდზე მიადო და საწოლის მეორე მხარეს გადაგდო, თვითონ კი მუცელზე დააჯდა და კმაყოფილი დააჩერდა ზემოდან. -ვერ ვიტან როდესაც ყველა სადავე კაცის ხელშია. აუხსნა და მაისური ოდნავ აუწია, ტუჩები ღიმილით დააშორა ერთანეთს და ლამაზად ჩაწყობილი თეთრი კბილები გამოაჩინა. თლილი თითები ნაზად დაუსვა მამაკაცის ნავარჯიშებ მუცელ და დუდას ცინიკურად მოცინარი სახის დანახვისას მისკენ დაიხარა. -ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი გეპარება?_შუბლშეკრულმა კითხა და პასუხს არც დალოდებია ისე გადააძრო მაისური მერე კი ტუჩებით მკერდზე მოეფერება. -აზრადაც არ მომსვლია, მაგრამ მირჩევნია შენს სახეს და სხეულს ზემოდან მე ვაკვირდებოდე!_თვალი ჩაუკრა და ქალი ისევ მის ქვემოთ აღმოჩნდა. >>> დუდას მკერდზე თავდადებული მშვიდად სუნთქავდა და თითებით მის პრესზე გაურკვეველ ფიგურებს ხატავდა. არაფერი არ უნანია, თავს შესანიშნავად გრძნობს და მოსწონს ის რაც გააკეთა. საკუთარ გადაწყვეტილებას პატივს სცემს და უფრო გახარებულია როცა გადაწყვეტილების სისწორეში ჯერ კიდევ დარწმუნებულია. თავი ოდნავ ასწია და თვალებგახელილ დუდას დააკვირდა, რომელიც გაშტერებული უყურებდა ჭერს და ქალის რბილ თმებში დაასრიალებდა თითებს. -ჩემთან გადმოდი. _ღამის სიჩუმე დუდას წინადადებამ დაარღვია. ინა ოდნავ წამოიწია, თითები ერთმანეთში ახლართა, დუდას მკერდზე დააწყო და ზედ ნიკაპი დაადო. -ხო არ ვჩქარობთ?_სასაცილოდ იკითხა და ტუჩები წინ გამოსწია. -სექსიც სამობითაა თუ რას გულისხმობ?_ირონიულად იკითხა და საწოლე წამოჯდა. -არა, უბრალოდ ჯერ ასე ვიყოთ შორი შორს.... -მორჩი იმაზდე საუბარს რაც იცი რომ სისულელეა! გადაწყვიტე გადმოხვალ თუ არა, გინდა თუ არა ჩემთან ერთად ცხოვრება. პატარა არცერთი არ ვართ გამოცდილება და დაფიქრება რომ გვჭირდებოდეს ან გინდა, ან არა! -რა კატეგორიული ხარ. _ცინიკურად ჩაისისინა და ტუჩდებზე მოწყვეტით აკოცა. _გადმოვალ, იმიტომ რომ შენს ტანსაცმელს შესანიშნავად ვირგებ და მომწონს როცა შენი სურნელი ამდის. _ბოლომდე არ გატყდა, არ აღიარა რომ მასზე ჩახუტებულს ძილი ძალიან მოსწონს. -დარწმუნებული ვარ ისიც მოგწონს რაც დღეს მოხდა. -ნუ ხარ თავხედი!_მხარზე ხელი მიკრა და თავი ისევ მკერდზდე დაადო. -ეგრეა, ეგრე! "წითელი ვარდი" დუდას სხეულზე ჩახუტებულმა თვალები ნელა გაახილა და მძინარე მამაკაცს ღიმილით ახედა. ეჭვები ადრე ადგომასთან დაკავშირებით წამებში დაეფანტა. კმაყოფილი გადატრიალდა მისკენ საჩვენებელი თითით ტუჩებზე კონტური მოხატა, მერე ოდნავ დაიხარა მისკენ და მსუბუქად შეეხო ისე რომ არ გაეღვიძებინა. საწოლიდან ფრთხლად გამოძვრა, დუდას მაისური გადაიცვა, ფეხები მის ჩუსტებში გაუყარა და ნელი ნაბიჯებით დაიძრა სააბაზანოსკენ. სამზარეულოში შესვლა და საუზმის მომზადება აზრადაც არ მოსვლია, უბრალოდ მაცივარი რომ დაინახა იფიქრა რამე მარტივს მოვუმზადებ დილით მშიერი რომ არ იყოსო. როგორც სჩანს ელზა შვებულებაშია და ყველაფერს დუდა უმკლავდება მარტო, მართალია ახლა უკვე ინაც აიღებს საკუთარ თავზე სახლის პასუხისმგებლობებს, მაგრამ დიდად კარგი დიასახლისი მისგან მაინც ვერ დადგება. საინტერესოა ნინოსთვის როგორ აპირებს ამ ყველაფრის თქმას, როგორ უნდა უთხრას აქაურობას ვტოვებ, შენ გაბარებ და მე დუდასთან გადავდივარ საცხოვრებლადო. მართალია ჯერ ზუსტად არ იცის ეს თანაცხოვრება რამდენ ხანს გაგრძელდება, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს ნინოსთვის დის გადაწყვეტილება მაინც ძნელი გასააზრებელი იქნება. გადაწყვეტილება სუფთა გონებით მიიღო, დაფიქრებულია და გაანალიზებული აქვს რამხელა პასუხისმგებლობს ეჭიდება. მერე რა ოჯახი რომ არ ქვიათ, ერთად ცხოვრება არც თუ ისე ადვილი საქმეა. შეიძლება ისეთი დეტალები აღმოაჩინოს რასაც მთელი ცხოვრება ვერ გაუძლებს და დუდასგან წასვლა მოუწიოს. ან ხასიათებით ვერ შეეწყონ, ერთ ჭერ-ქვეშ ცხოვრების დროს ადამიანები კიდევ უფრო მკვეთრად გამოხატავენ საკუთარ ემოციებსა და აზრებს, ხოდა შიშობს რომ ამ ყველაფერს დროთა განმავლობაში ცუდი მხარე ექნება. -ამ ყველაფერზე ფიქრს გირჩევნია იმაზე იფიქრო დუდას რა მოუმზადო. _თავისთვის ჩაიდუდღუნა და მაცივრის ღია კარს დააკვირდა. -და რაზე ფიქრობ?_ზურგს უკან დადვანის ნამძინარევი ხმა მოესმა. გაბადრული მიტრიალდა მამაკაცისკენ, ტუჩი მარცხენა მხარეს ღიმილით ჩატეხა და მარჯვენა წარბი ოდავ მაღლა ასწია. -ჩვენს მომავალ ურთიერთობაზე. როგორ ხასიათებს გამოვამჟღავნებთ ერთად ყოფნის დროს. _გულწრფელად უპასუხა და ყველი გამოიღო. -გულწრფელობა უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. _საქციელი “შეუქო” დუდამ და თვალი ჩაუკრა. _დილიდანვე ნუ მომწამლავ, მარტო ყავა გამიკეთე. ცინიკური ხმით ჩაილაპარაკა და მაგიდასთან ჩამოჯდა. ინამ მხოლოდ ახლა შეამჩნია საცვალის ამარა გამოსული ქმარი და წარბები უნაურად შეათამაშა, მერე კი წყლის მადუღარას მიუტრიალდა. -შენ იცი რას ვერ ვიტანდი ლანაში ყველაზე მეტად? მოულოდნელად გაისმა დუდას ხმა. ინა სწრაფად მიტრიალდა მამაკაცისკენ და წარბებშეჭმუხნული დააკვირდა. მიხვდა რომ რაღაცის თქმას მისი მისამართით აპირებდა და არ ესიამოვნა ლანასთან გაიგივება. აშკარად შეეტყო რომ გააგრესიულდა. -ჩემი ჩუსტებით რომ დაფრატუნობდა! შუბლშეკრულმა დაასრულა, ფეხზე წამოდგა ქალი ოდნავ დააშორა იატაკს, რამდენიმე გაქანებით ჩუსტები გახადა და თავად ჩაიცვა, შემდეგ კი ინა იატაკზე დააბრუნა. გაბრუებულმა და პირდაღებულმა შეისწორა აჩეჩილი მაისური და ყავის ფინჯანი მაგიდაზე დადგა. -მეორედ ლანა აღარ მიხსენო და მითუმეტეს ერთმანეთთან არ გაგვაიგივო თორემ შეიძლება გეჩხუბო, თანაც ძალიან!_გააფრთხილა და ფეხზე წამოდგა. -მეორედ არ დავინახო ჩემი ჩუსტები ჩაიცვა და აღარ გიხსენებ! _აშკარად ქალის ნერვებს ცდიდა. _დღეს ბარგი გადმოვიტანოთ და საღამოს ქეთის დაბადების დღეზე უნდა წავიდეთ. -არაა. _სიცილით გააქნია თავი და ისევ სკამზე ჩამოჯდა. _წარმოიდგინე რა დღეში შეიძლება ჩავარდეს შენი და და ლანა როცა ჩვენ ამბავს გაიგებენ. -არ მაინტერესებს. _ურეაქციოდ ჩაილაპარაკა დუდამ და ყავა მოსვა. -არც მე, მაგრამ ძალიან ვიხალისებ. _სისინით დააყოლა და ფეხი ფეხზე გადადებულმა მოსვა ყავა. >>> სახლში მისულს ნინო და ბავშვები შინ არ დახვდა, დრო იხელთა და ყველაფერი რისი ჩალაებაც მოახერხა ჩემდანში ჩაკეცა. გარდერობის მთლიანად წაღებას არ აპირებს, თუმცა რომც დააპიროს სავარაუდოდ ერთი კვირა მოუნდება ორი მანქანით გადატანას. პირველ წაღებაზე 3 ჩემოდანიც საკამრისია, მერე დრო და სიტუაცია უჩვენებს. კარის ხმაზე წელში გასწორდა და ოჯახისთვის ახალი ამბის სათქმელად მოემზადა. ბავშვები გახარებულები შეცვივდნენ სახლში, მათ უკან გაბადრული სახით მდგარი ნინო და მის უკან მდგარი ცოტნე დაინახა. მიუხედავად მოულოდნელობისა, იცოდა რომ ეს ამბავი ამ ღიმილით დასრულდებოდა და დიდად გაკვირვებული არ დარჩენილა. კარგია რომ ცოტნეც აქ არის, მისთვისაც უნდა ეთქვა მისი ცხოვრების სიახლე, იმდენად მნიშვნელოვანი ადამიანია ინასთვის. მამაკაცი ღიმილით წავიდა მისკენ ორივე ხელი მაგრად მოხვია და გულზე მიიიკრა. -გამიხარდა. _ჩურჩულით ჩაილაპარაკა ინამ და ლოყაზე აკოცა. _მაგრამ სანამ თქვენი ისტორიის ბედნიერ დასასრულზე მომიყვებით, ჩემი ისტორიის დასაწყისი უნდა გითხრათ. -რა მოხდა?_ხმადაბლა იკითხა ნინომ და ცალი თვალით ბავშვებზე მიუთითა. -არა, მინდა რომ ბავშვებიც აქ იყვნენ და ჩემი გადასწყვეტილება მათაც გავუზიარო. _ბავშვებს ღიმილით გადახედა. ორივემ ყემოღერებულმა შეიფერა “უკვე დიდები ვართო”._დუდასთან გადავდივარ საცხოვრებლად. _ყოველგვარი შესავლების გარეშე განაცხადა და ნინოს გაქვავებული სახის დანახვისას სიცილი ძლივს შეიკავა. -დარწმუნებული ხარ რომ სწორად იქცევი?_ჩურჩულით კითხა დას. _ამას იმიტომ გეკითხები რომ გიორგისთან ურთიერთობა ახლახანს გაწყვიტე. -ეგ ოფიციალურად, ისე დიდი ხანია მე და გიორგი ერთმანეთს დავშორდით. დარწმუნებილი ვარ! -მაშინ გილოცავ და წარმატებებს გისურვებთ. _საუბარში ცოტნე ჩაერთო. _სიძეს როდის გამაცნობ, მინდა ვიცოდე ვის ოჯახში შედის ჩემი ცოლის და. _სერიოზული ტონით იკითხა და დივანზე ჩამოჯდა. -ხვალ დღეს მულის დაბადების დღე მაქვს და იქ მივდივართ. _თვალების ბრიალით ჩაიჩურჩულა და დადუმებულ ბავშვებს მიუტრიალდა. ორივეს მოწყენილი სახე და ჩაწითლებული თვალები ჰქონდა. _აბა ახლა, არ გაბედოთ და არ მაგრძნობინოთ რომ ჩემი გადაწყვეტილებით გული გატკინეთ!_ბავშვების დანახვისას ნერწყვი ძლივს გადაყლაპა. -ჩვენთან აღარ იცხოვრებ?_ცრემლიანი ხმით იკითხა თომამ. -ასე რომც არ მომხდარიყო თქვენ ცოტნე მაინც წაგიყვანდათ თავისთან, უბრალოდ ახლა მე დაგასწარით ამ სახლიდან წასვლა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენი ურთიერთობის დროს შეცოტავდება, პირობას გაძლევთ ზუსტად იმ დოზით თუ არა რა დოზითაც სახლშიც ერთად ვიყავით, იმ დოზით მაინც ვიქნებით ერთად რა დროსაც გარეთ ვატარებდით. ჩემი გჯერათ?_ორივემ ერთდროულად დაუქნია თავი. _ხოდა მოდით ახლა და ჩამეხუტეთ. >>> -სანამ შენით გამოცდი მინდა გითხრა რომ მომზადებას ძალიან დიდხანს ვუნდები, არ შემიძლია როცა მაჩქარებენ, მაგას მირჩევნია ტანსაცმელი გავიხადო და სახლში დავრჩე. ამიტომ მინდა იცოდე რომ თუ ერთად სადმე წავალთ ცოტას დაგღლი._წინასწარ შეუთახმდა ქმარს, გაარკვია საქმის ვითარებაში და საწოლზე გადაფენილ კაბას დახედა. _დუდა, იაპონურშიც დღეს უნდა წავიდეთ?_წარბშეჭმუხნულმა კითხა დადვანს. მამაკაცმა მხრები აიჩეჩა და ოთახის კარს მიეყრდნო. _მოდი, დღეს მარტო ქეთის დღე იყოს. _მიხვდა რომ ძალიან დიდ დროს დაკარგავდა და რესტორანში წასვლას ისევ სარკესთან ტრიალი ამჯობინა. -ზუსტად 2 საათს გაძლევ, იცოდა არცერთი წამით ზედმეტი!_კატეგორიული ტლონით გააფრთილა დუდამ და ოთახიდან გავიდა. წამებში უკან შეტრიალდა და კარის სახეულრს ჩასჭიდა ხელი._რაც შეეხება ტანსაცმლის გახდას დარწმუნებული იყავი რომ ბევრჯერ დაგაჩქარებ. -არ ვიქნები წინააღმდეგი. _ეშმაკურად შეათამაშა სხეული და თვალი ჩაუკრა. წითელი მარცხენა ფეხზე ჩახნილი, ლამაზად გაფორმებული მოკლე სახელოებით და ღრმა დეკოლტეანი კაბა შეარჩია, ფეხზე შავი წინ მოხსნილი მაღალქსულიანი ფეხსაცმელი, თმა როგორც ყოველთვის გაშლილი და მრცხენა მხარეს გადმოყრილი, სახეზე მუსბუქი მაკიაჟი. ერთი შეხედვით თითქოს მარტივი შესაქმნელი სილამაზეა, მაგრამ ამ ყველაფერს მეწვრილმანე ქალი 2 საათს მაინც ანდომებს. საკუთარი თავით კამყოფილმა სილუეტი სარკეში ბოლოჯერ შეათვალიერა შავი ჩანთა აიღო და ოთახიდან გავიდა. გამზადებული დუდა მისაღებში იდგა და ქალის გამოჩენას ელოდებოდა. ინას დანახვისას კმაყოფილმა ჩაიღიმა, ქალს კომპლიმენტი წარბის შეათამაშებით “უთხრა” და სახლიდან გავიდნენ. თემა “წითელი ვარდია” ოღონდ წარმოდგენა არ აქვს ქეთი რასთან აკავშირებს წითელ ვარდს და რატომ დააწესა წითელი ტანსაცმლის დრესკოდი. თუმცა მულის გადაწყვეტილებას ღირსეულად სცა პატივი და გარდერობიდან ერთ-ერთი ფავორიტი წითელი კაბა შეარჩია. მაგრამ ზუსტად იცის რომ იქ მისულს ყველაზე მეტად ერთი ფერის სამოს გააღიზიანებს და ისიც ზუსტად იცის რომ მსგავსი სტილის კაბა რომ ვინმეზე შენიშნოს შეიძლება იქვ შეამოკლოს კაბის სიგრძე. რა ქნას ასეთი წიკიანი ქალია, არ უყვარს როცა ერთად შეკრებილი საზოგადოებიდან ვიღაცას მისნაირად, ან მისნაირი აცვია, მითუმეტეს თუ ერთი ფერის არის. არასოდეს დაავიწყდება რესტორანში შესულს ათასი თვალი რომ ეცა, მაგრამ იქიდან მარტო ორი ადამიანის გაშეშებულ მზერას და დაბნეულ თვალებს იხსენებს. ქეთის და ლანას გაოცებული სახის დანახვისას ხმამაღალი სიცილი ძლივს შეიკავა, უბრალოდ ვერ დაუშვა რომ მათ ქცევაზე ხმამაღლა, ხალხში ახარხარებულიყო. დუდა უსიტყვოდ წავიდა დისკენ. ქეთიმ ინადანან მზერა ძმაზე გადაიტანა და პირდაღებულმა ბგერები ძლივს წარმოსთქვა. -მადლობა. _საჩუქრის ყუთი გამოართვა და ისევ მის გვერდით მდგარ ინას მიუტრიალდა. -ვიცი რომ არ მელოდი, მაგრამ ახლა აქ ვარ და გილოცავ, ეს შენ. ლამზად შეფუთული პატარა ყუთი გაუწოდა რომელშიც სვაროვსკის თვლებით გაფორმებული ლამაზი სამაჯური იყო მოთავსებული. ქეთიმ ჯერ ინას საჩუქარს დახედა, აშკარად ყოყმანობდა, მაგრამ ბოლოს მაინც გამოართვა და ხმადაბლა გადაუხადა მადლობა. ვერ ხვდებიან ინა იქ რას აკეთებს, როგორც წესი ფარსი ცოლ-ქმარი ერთად ასეთ წვეულებებზე არ უნდა დადიოდნენ, მითუმეტეს როცა ეს ქეთის დაბადების დღეს ეხება. ვერ ხვდებიან რას აკეთებს ქალი რომელსაც მხოლოდ ბიზნესი აკავშირებს დუდასთან ქეთის დღესასწაულზე. ან ხვდებიან, მაგრამ რეალობა იმაზე არასასიამოვნოა მათთვის ვიდრე ამას ინა წარმოიდგენდა. -რძალო!_ზურგს უკან გიორგის მხიარული ხმა გაისმა. ლანამ და ქეთიმ ერთდროულად ღრენით გადახედეს ბიჭს. -რა დაუძახე?_ხმადაბლა იკითხა ქეთიმ. -რძალი. _ომახიანად გაიმეორა და ინა გადაკოცნა. _აბა, ჩემს გარდა ხომ არავინ გსტუმრებია ეზოში? სიცილით გაიხსენა პირველი შეხვედრა. ინამ უარყოფითი პასუხის ნიშნად თავი გააქნია და მოახლოვებული “საფრთხე” რომ იგრძნო დუდას გადახედა. მამაკაცი ურეაქციოდ იდგა და ინას აკვირდებოდა. დანარჩენი მისთვის ყველაფერი მეორეხარისხოვანი იყო და აზრს არ წარმოადგენდა, თუმცა გამოხედვაზე ეტყობოდა რომ სიტუაციას ბოლომდე აკონტროლებდა. -მოიცადე... რას გულისხმობ? _ლუღლუღით იკითხა ქეთიმ და ფერშეცვლილ ლანას ხელი მოკიდა. -რა გაუგებარი გოგო ხარ. ინა დუდასთან იყო სახლში და პირველად რომ მნახა ეზოში ქურდი ვეგონე. _დაწვრილებით აუხსნა და ხმამაღლა გაიცინა. -დუდასთან სახლში?_ახლა უკვე ლანამ იკითხა. ქალის ხმის გაგონეიბისას ორივე წარბი ერთდროულდ აქაჩა ინამ და მისკენ შეტრიალდა. მისგან ასეთ სითამამეს არ ელოდა. -მე და ინამ გადავწყვიტეთ ერთად ვიცხოვროთ!_მათი საცოდაობით გაწვალებულმა დუდამ მოკლედ ახსნა სიტუაცია, ცოლს წელზე ხელი მოხვია და ყველას სათითაოდ მოავლო მზერა. ქეთი ორივე საჩუქარს მაგრად ჩააფრინდა და ყელში გაჩხერილი ბურთულა ხმაურიანად გადაყლაპა. ლანას მიტკლისფერი დაეოდა, ცოტაც და ალბათ გონებას დაკარგავდა. ვერცერთი წარმოიდგენდა ფარფსით დაწყებული ცოლ-ქმრობა აქამდე თუ მივიდოდა. აშკარად არცერთი უშვებდა ამ აზრს, მიუხედავად იმისა რომ ქეთი ინას გამოჩენით მაინც უკმაყოფილო იყო. ცოტა არ იყოს და მათი რეაქციები და ემოციბი არ ესიამოვნა, მაგრამ არაფერი არ შეუმჩნევია. იფიქრა რომ ორივე გაპროტესტებდა, დუდას “რჩევებს” მისცემდნენ, მაგრამ ხმის ამოღება ვერცერთმა ვერ გაბედა. ქეთიმ ერთხელ გადახედა ძმას ახალი ცხოვრების დაწყება მიულოცა და ინას მრიდებული ღიმილით დაუკრა თავი, მერე კი ლანასთან ერთად იქაურობას გაეცალა. -ხედავ როგორი რიდი აქვს?_ფხუკუნით ჩაილაპარაკა გიორგიმ და დუდას მხარზე ხელი მიკრა. _ახლა როგორც საპნის ბუშტი ისე გასკდება. _დარბაზიდან გასულ დას თვალი გააყოლა და თავი გააქნია. _ეს დაქალობაა და ერთმანეთში გვერდში დგომა რომ არ არსებობდეს, რა უსაქმურები და მეყოლებოდა აზრობთ?!. -გაჩუმდები თუ შენც ქეთის გაყვები?_გაღიზიანებული ხმით ჩაიალაპრაკა დუდამ. -არ გავჩუმდები, მაგრამ თქვენ გაგეცლებით. _ღიმილით ჩაუკრა წყვილს თვალი და ლამაზი გოგონებისკენ დაიძრა. ინა თავისუფალ მაგიდასთან მოკალათდა და მიმტანს ერთი ცივი ფორთოხლის წვენი შეუკვეთა. -ალბათ ხვდები ლანას ისევ რომ უყვარხარ._ხმადაბლა დაიწყო დადიანმა. _არ გიფიქრია რომ თქვენი ეს ახლო ურთიერთობა მისთბის იმედი მომცემია? -არა, იმიტომ რომ გარკვევით ავუხსენი რა ურთიერთლობა გვქვს ახლა მე და მას. მხოლოდ საქმე!_ცივად უპასუხა და დარბაზი მოათვალიერა. -მაშინ გამოდის რომ გრძნბებს აყოლილი ქალია. _თავი დანანებით გააქნია და წვენი მოსვა. -პირველად ვხედავ ქალს რომელსაც ყველაფერი გამომწვევი ასე უხდებოდეს. _ვნებიანი ხმით შეცვალა თემა და ინას მოღერილ მკერდს დახედა. დადიანმა კმაყოფილმა შეიფერა მამაკაცის კომპლიმენტი და მისკენ გადაიხარა. -მეც პირველად ვხედავ კაცს რომელსც ეს ყველაფერი ყველა მხრიდან მოსწონს. _ეშმაკურად შეათამაშა ტუჩები. -სახლში მოგხედავ!_თავი დაუქნია და მათკენ წამოსულ გოგო ბიჭს გადახედა. ლანას ვიზუალის არ აღნიშვნა მისი მხრიდან ქალური შური თუ იქნება, იმდენად მიმზიდველი და ეშხიანი იყო დუდას მაგივრადაც ინას გაურბოდა თვალი. უდაოდ ლამაზი, სექსუალური და საოცრად მშიდი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებს მისი სახის ნაკვთები, მაგრამ როცა წარმოიდგენს რომ მის ქმართან იწვა თავში სისხლი ექცევა და სულ ავიწყდება ქალის სილამაზე. ქეთი ფარფატა, ასაკის მიუხედავად მაინც სექსუალური და მიმზიდველი გოგოა. ლამაზი ქერა და სწორი თმა, ცისფერი თვალები. კარგად თუ არ დააკვირდები ვერც კი მიხვდები რომ გიორგის და დუდას დაა იმდენად განსხვავებული დედმამიშვილები არიან ვიზუალით და ხასიათით. არც ძმები გავნან ერთმანეთს, გიორგის უფრო მშვიდი და დალაგებული ნაკვთები აქვს, დუდას ცივი და მკაცრი. >>> სახლში დაბრუნებული პირდაპირ დივნისკენ წავიდა, ფეხები სახელურზე კომფორტულად შემოალაგა და თვალები დახუჭა. დუდამ თითები ნაზად აასრიალა ქალის მოშიშვლებულ ფეხზე და ხმადაბლა ჩაახველა. დადიანმა ღიმილით დააშორა ბაგეები ერთმნეთს და ცალი თვალით ახედა მამაკაცს. მოსწონს დუდასნაირი კაცის გვერდით რომ უწევს ყოფნა წვეულებებზე სიარული, ერთი საწოლის და მისაღების გაზიარება, მასთან ერთად ცხოვრება. ეს ყველაფერი საოცრად დიდ სიამოვნებას ანიჭებს, მაგრამ ზუსტად იცის რომ ჯერ ურთიერთობის კიდევ უფრო გასერიოზულება და ყველაფრისთვის სახელის დარქმევა არ უნდა. ოჯახზე არ ფიქრობს, უბრალოდ დუდას გვერდით თავს ძალიან კარგად და მშვიდად გრძნობს და იცის რომ დუდაც ასეა. შვილები, შვილიშვილები, მყუდრო სახლი სოფელში და ბუხარი- ამაზე ფიქრიც კი არ უნდა. -მე მგონი შემეგუება. _ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და დივანზე წამოჯდა. დუდამ დივანს მოუარა, ქალის გვერდით დაჯდა და თითები მის თმებში ახლართა. -ქეთი ჯერ კიდევ ბავშვია და ადვილად აზროვნებს. უნდა რომ მის დაქალთან ვიყო და დაქალის მული იყოს, ბავშვის ფიქრები._ცინიკურად ჩაიცინა._ არ შემიძლია ეს ყველაფერი სერიოზულად აღვიქვა და ამაზე გავბრაზდე, იმიტომ რომ სასაცილოდაც არ მყოფნის. -მაგრამ ქეთი ვერასოდეს გაგიბედავს ამის ხმამაღლა თქმას. ქეთისთან შეხვედრის დროს კარგად დააფიქსირა რამხელა რიდი აქვს დუდასი. გამორიცხულია ის რასაც გულით ატარებს ხმამაღლა გაბედოს და უთხრას, იცის რა რეაქციაც მოჰყვება ამას, ან უბრალოდ ხვდება რომ ეს ყველაფერი აფსურდია. -ალბათ მაგიტომაც ვიღებ ასე ადვილად მის “ცივ” დამოკიდებულებას ჩვენ ურთიერთობაზე. -არაუშავს, მე მესმის მისი. ლანა მისი მეგობარია, ლანას ჯერ კიდევ უყვარხარ ქეთის კიდევ გონია რომ თქვენ ორს შორის მე ეკალი ვარ და ჩემს გამო აღარ ხარ მასთან. -ეგრე არ გონია, მე და ლანა მანამდე დავშორდით სანამ შენ გაგიცნობდი. -მაშინ მოუწევს შემეგუოს. წარბის თამაშით ჩაილაპარაკა, დუდას ორივე ხელი კისერზე მოხვია და ვნებიანად აკოცა. დადვანმა ზურგს უკან ნელა გაასრიალა ხელი კაბის ელვა წამებში პროფესიონალურად გახსნა და მოშიშვლებულ ზურგს თითებით წაეთამაშა, მერე კი კაბის ბრეტელები მხრებზე გადაუწია. -ხო მართლა. _მოულოდნელად უკან დაიხია ინამ და მამაკაცს ვნებისგან აგიზგიზებულ თვალებში ჩააშტერდა._დაბადების დღეს გილოცავ. _ღიმილით წამოიძახა და საათის ისრებს ახედა. _უკვე 10 ივლისია._დუდამ ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა, თვალი ჩაუკრა და თავისკენ მიიზიდა. _ვეჭვებო ჩემანირ საჩუქარს დღეს ვერავინ გაგიკეთებს... ვერც მერე!_მაინც ყოველი შემთხვევისთვის თავი დაიზღვია და ქვედა ტუჩზე მსუბუქად მოსდო კბილები. "კულინარი ცოლი" დაბადების დღის შესახებ მაშინ გაიგო როცა დუდას ბიოგრაფიას სწავლობდა. სანამ კაბინეტს დაუთმობდა ზუსტად უნდა სცოდნოდა მის შესახებ ყველაფერი როდის დაიბადა, სად დაიბადა, რამდენი კილო იყო, ვინ ამშობარა დედამისი, მამამისმა რამდენი ლარი გაიღო პირველი ბიჭის დაბადების აღსანიშნავად და ა.შ . ასე რომ ქმრის ბიოგრაფია შესწავლილი და დაზეპირებული აქვს არცერთი მნიშვნელოვანი თარიღი არ დაავიწყდება. დილით ადრიანად წამოხტა ფეხზე, საკუთარი თავისთვის განკუთვნილი დრო გადაანაწილა ივარჯიშა, შხაპი მიიღო და თხელ გრძელ მაისურში გამოწყობილი სამზარეულოსთან გატანტალდა. სამზარეულოსთან იმიტომ რომ ბოლომდე ვერ გაბედა საკუთარი აზრებისთვის ფრთების შესხმა. სამზარეულოს კართან ატუზულმა რამდენჯერმე კარგად, დაკვირვებით მოავლო ყველაფერს თვალი მერე ღრმად ამოიხვნეშა და დივნისკენ წავიდა. დივანზე წამოწოლილიც სამზარეულოზე და დუდასთვის განკუთვნილ სიურპრიზზე ფიქრობდა, თუმცა საინტერესაო რამდენად გამოუვა კულინარ ინას ეს. -რაც გამოვა გამოვა, დიდი დიდი გაზქურა ავაფეთქო, ან კიდევ... ან კიდევ. თვალები სასაცოლოდ აატრიალა და საკუთარ თავზე გაბრაზებულმა სულ ბურტყუნით შეაბიჯა ომის ველზე. მაცივრიდან პროდუქტები გამოალაგა, მერე დაფიქრდა და მიხვდა რომ აქედან არაფერი არ გამოადგებოდა კვერცხის გარდა და ისევ უკან შეალაგა. ტაფა ხმაურით გამოიღო გაზქურიდან, ახლა ზეთს დაუწყო ძებნა. -ზეთი სადღა აქვთ შენახული? დაბნეულმა ჩაილუღლუღა და კარადები სათითაოდ გამოაღო, ბოლოს ერთ-ერთ კარადაში ძლივს მიაგნო, სადაც სუნელებს და სხვა წვრილმან და მნიშვნელოვან პროდუქტებს ინახავს ელზა. ზეთის ძებნის დროს ასევე მიაგნო კარტოფილს, ხახვს, ნიორს, დაკონსერვებულ პომიდორს და აჯაფსანდალს. ბოლოს მიხვდა რომ საკუთარი ძალებით ვერაფერ ვერ გახდებოდა და ტელეფონზე დის ნომერი აკრიფა. ნინომ ნამძინარევი ხმით უპასუხა დას და თან პარალელურად ცოტნეს ძილი შეუბრუნა. -რა ხდება?_მთქნარებით იკითხა და სავარაუდოდ საწოლიდან წამოდგა, საუბრით ქმარი რომ არ შეეწუხებინა. -ნინო, ტორტის გამოცხობა მასწავლე. სწრაფaდ მიაყარა და დის პასუხს დაელოდა. რამდენიმე წამი დუმილი ჩამოწვა, მერე გაგუდვამდე ცოტა რომ გაკლია ისეთი ხველა და ბოლოს ნინოს გაოგნებული ბეგრები აღმოხდა ბაგეებიდან. -კარგი, გასწავლი. _მიხუდედავად იმისა რომ პასუხი დამშვიდებულმა დაუბრუნა ხმაში უნდობლობა და იმაზე ფიქრი რომ ინას ჯერ კიდევ ღრმა ძილით ეძინა კარგად ეტყობოდა -ახლავე. -არააა!_სწარაფად წამოიძახა და უკან დაიხია. _მაგ პროცედურას ყველაზე მცირე 5 თვე დასჭირდეს. პირველი თვე ვისწავით როგორ გავამზადოთ პროდუქტები, მერე როგორ დავაშოროთ კვერცის ცილა და გული ერთმანეთს, მერე განვასხვავოთ ვანილი და სოდა, ვისწავლოთ ფქვილის გარჩევა, ასევე გავიგოთ რა დანიშნულება აქვს კარაქს და მარგარინს... აი, როცა ყოველივე ამას ღამე გაღვიძებისას გააკეთებ მერე უფლებას მოგცემ სამზარეულოს და გაზქურას გაეკარო, მანამდე არც კი გაბედო! _ცინიკური და მშვიდი ტონით დაიწყო, ბოლოს კი ტონს კატეგორიულობა შეჰმატა და გააფრთხილა რომ არავის არაფერი ავნოს. -ნინო, დღეს დუდას დაბადების დღე აქვს და მინდა რომ 5 კვერცხიანი ტორტი მაინც გამოვუცხო. -5 კვერცხიანს საუზმეს აღარ ვაკეთებ რა ტორტი, ნორმალური ხარ?_დის უცოდინარობაზე ხმამაღალი სიცილი აუტყდა ნინოს. -არ მინდა, ინტერნეტში ვიპოვი რეცეპტს!_გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა და ტელეფონი გათიშა. არადა იცის რომ ნინოს სიცილის მიზეზი იმაზე მყარია ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვიდგენია. ნინოს დაცინვები მისი მოწამვლის შემდეგ უფრო მყარი და მაგარი გახდა, რამდენჯერაც სამზარეულოსთან საქმიანი სახით ჩავლილს, ან მდგარს დაინახავს მაშინვე დის დაცინვა და მიწასთან გასწორება უნდება და ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ინას დამსახურებაა. იცის რომ ქალს ყველაფერი უნდა ეხერხებოდეს, მითუმეტეს როცა საქმე კულინარიას ეხება, მაგრამ ხომ არსებობს ქალის ის კატეგორია რომელსაც უბრალოდ არ გამოსდის, არ შეუძლია... უნდა, მაგრამ ვერ ახერხებს. პრინციპში ინას გულით არც არასოდეს მოუნდომებია რაიმეს სწავლა, ან კი სად ქონდა მაგის დროს. 24 საათი სწავლა, მერე სამსახური და ბოლოს იმ დონემდე მივიდა რომ საკუთარი ძალებით კვერცხსაც კი ვერ იწვავს. ლეპტოპი მაგიდაზე დადო, ერთ-ერთი ცნობილი კულინარის ვიდეო ჩართო და დაკვირვებით დაუწყო ყველაფერს თვალიერება. კიდევ კარგი პროდუქტებს ის მაინც ეწერება რა რა არის, თორემ სავარაუდოდ დუდა ოჯახმა ქეთის დაბადების დღეზე უკანასკნელად იხილა. ნაბიჯების ხმაზე ანერვიულებულმა დახურა ლეპტოპი და ნიკაპი ხელისგულზე ჩამოდო. დუდა აბურდული თმებით და ქვედა საცვლის ამარა გამოეცხადა ცოლს. -რას აკეთებ?_გაკვირვებულმა კითხა და მის უკან განლაგებულ საომარ აღჭურვილობას ეჭვით შეავლო მზერა. _ინა, მართალია ერთმანეთის არ გვესმის და ორივეს განსხვავებული შეხედულებები გვაქვს, მაგრამ ასე მალეც ვერ გამიმეტებდი!_ირონიული ხმით ჩაისისინა დუდამ და შუბლშეკრულ ქალს ფხუკუნით გადახედა. -დაუნახავო კაცო, ვცდილობ ტორტი გამოგიცხო და დაბადების დღე გაგიხალისო. -დედაჩემს თუ შავებს ჩააცმევ მეეჭვება ეგ შეძლო. _ქალის დანდობას არ აპირებდა დადვანი. -შენ ხომ გამოგდის?!_ეშმაკური ღიმილით აათამაშა წარბები, ფეხზე წამოდგა და ნახევრად შიშველ ქმარს სხეულზე მიეტმასნა. დუდამ ცალი ხელი მჭიდროდ შემოხვია წელზე და ტუჩები ნიკაპზე შეახო. _ხოდა დამეხმარე._ღიმილით ჩაიჩურჩულა და ბაგეებზე წაეტანა. -ტორტის გამოცხობა არასოდეს მიცდია და არც ვაპირებ!_წარბწეულმა ჩაილაპარაკა თითები საჯდომზე მსუბუქად მოუჭირა და ქვედა ტუჩზე უკბინა. -რას გერჩით, საკუთარ სამარეს თავად ვითხრიდი ამდენი წელი. _თავის ქნევით ჩაიქირქილა, დუდას მოშორდა და ისევ ლეპტოპს მიუბრუნდა. >>> -ინა, ფქვილის საცრელი მაღლა კარადაშია. _როცა დაინახა რომ გაუცრელი ფქვილის ჩაყრას აპირედა ჯამში სწრაფად მიაშველა სიტყვა და წარბაწეულმს მხრების ჩეჩვით გამოეპასუხა. -გაცრილი ფქვილი არ იყიდება? -მე მგონი კი, მაგრამ ეგ რომ არ არის ზუსტად ვიცი. _თვალი ჩაუკრა და სანახაობით გართულმა ყავა მოსვა. -კარგი და ეს კვერცხი ისევ თხელი რატომ არის?_ჩაფიქრებულმა იკითხა და ჯანმში მოთავსებული ცილა ოდნავ შეანჯღრია. -ეგ მანამდე უნდა თქვიფო სანამ ქაფის მსგავს მასას არ მიიღებ. ჯამს თავდაყირა რომ დააყენებ და კვერცხი არ გადმოიღვება მერე შეგიძლია ტორტის ცხობა განაგრძო. -ოო, მღლის ეს თქვეფა. _უკმაყოფილო სახით ჩაილაპარაკა და ქმარს გვერდით მიუჯდა. _რომ გიყიდო?_მორიდებულმა იკითხა და თავი მხარზე დაადო. -ტორტის ყიდვას არც ვაპირებდი, მაგრამ რადგან დაიწყე მინდა რომ შენ დაასრულო! მართალია ერთი ტორტის გაკეთებას მთელი სამზარეულო შეეწირა, მაგრამ საბოლოო ჯამში ტორტის ბისკვიტის მაგივრად ჩვეულებრივი კარგად დამუშავებული ხის ფიცარი შერჩა ხელში, რომელშიც სანთელი ხათრითაც კი არ ჩაერჭობა. საბოლოოდ დარწმუნდა რომ მისგან არა თუ კარგი კულინარ არამედ ჩვეულებრივი მზარეულის ასისტენტიც კი ვერ დადგება. თავდაყირა დაყენებული სამზარეულო დაალაგა, ყველაფერს ბზრიალი დააწყებინა და ტორტი ნაგვის ურნაში მოისროლა. -იცოდე, ამ თემაზე არ იხუმრო! დაღლილ დაქანცული სავარძელში ჩაესვენა და თვალები დახუჭა. დუდამ დამცინავად გააქნია თავი და ტელევიზორის ყურება განაგრძი. ძალიან აინტერესებს როგორ ახერხებენ სხვა ქალები სახლში ამდენი საქმის კეთებას. ალბათ როცა იცი და როცა გსიამოვნებს ასეთი ძნელი და დამღლელიც აღარ არის. დალაგებაზე პრობლემა არ აქვს, სისუფთავე ძალიან უყვარს თუმცა უბორკებისთვის დრო არასოდეს არ აქვს, არც დუდასთან ექნება, სამსახურში საქმე თავზე საყრელად აქვს. თანაც დუდასაც ყავს დამხმარე ქალი ვინც ამ ყველაფერს რეგულარულად აკეთებს და ინას ტრიალიც არ იქნება საჭირო. ელემენტარული კი დღეს დილითაც გააკეთა და მტვრები გადაწმინდა. -მართლა არ აპირებ დღევანდელი დღის აღნიშვნას?_დაეჭვებულმა კითხა და წელში გასწორდა. დუდამ უარყოფითი პასუხის ნიშნად თავი გააქნია, ტელევიზორი გამორთო და თვალები დახუჭა. _მაშინ იაპონურში წავიდეთ, თუ რა თქმა უნდა შენც გინდა. -სანამ შენ გაემზადები მე ერთ გამოძინებას მოვასწრებ. _გვერდი იცვალა დუდამ და კომფორტულად მოკალათებულმა დაძინება გადაწყვიტა. სწრაფად წამოდგა ფეხზე და კიბეებისკენ წავიდა. ოთახში შესულმა პირველ რიგში პირსახოცი და სააბაზანოში შესატანი ნივთები გაიმზადა. ტორტის ცხობის დროს ისე ინერვილა ყველაფერი სველი აქვს, თმის ძირებიც კი. გრილი შხაპი მიიღო, თავი მოიწესრიგა და თმების გასაკეთებლად დაჯდა, მოულოდნელად კარზე ზარის ხმა რომ გაისმა. სწრაფად წამოდგა ფეხზე და კიბეები სულ სირბილით ჩაიარა. არ უნდოდა ხმაურს დუდა გაეღვიძებინა, მაგრამ მისაღებში ჩასულს დადვანი უკვე მოფხიზლებული დახვდა. -ვერ მოვასწარი. თვალი ჩაუკრა და კარისკენ წავიდა. ღია კარში ქეთი და გიორგი დახვდა. ღიმილით დაუქნია თავი და-ძმას და სახლში შეატარა. ქეთიმაც ღიმილით უპასუხა და მზერა ინადან პირდაპირ მათკენ წამოსული დუდასკენ გადაიტანა. გახარებული წავიდა ძმისკენ და ორივე ხელი მაგრად მოხვია კისერზე. -გილოცავ, მინდა რომ ყველაფერი საუკეთესო გისურვო..._ბედნიერმა მიაყარა და ლოყები დაუკოცნა. _შენს ცოლთან ერთად. _ბოლოს მაინც დააყოლა და ინას გადახედა. დუდამ თვალი ჩაუკრა, თმები აუჩეჩა და საფეთქელზე აკოცა. ეშმაკურად მომღიმარ ცოლს წარბები შეუთამაშა და ქეთის წინ გადადგმული ნაბიჯი აღნიშნა. -მეც გილოცავ, ძმაო, გამრავლებას და გახარებას გისურვებ. -აპ, აპ, გამრავლება ჯერ ადრეა!_დუდას მაგივრად ინამ გასცა პასუხი და მათკენ წავიდა. -ჩვენ მოსალოცად შემოგირბინეთ... ახლა წავალთ!_მორიდებით ჩაილაპარაკა ქეთიმ და ნახევრად გამზადებული ინა შეათვალიერა. ინამ წამით დუდას გადახედა, თვალებით რაღაც ანიშნა და როცა მამაკაცის დასტური მიიღო ხმადაბლა ჩაილაპარაკა. -მე და დუდა იაპონურ რესტორანში ვაპირებთ წასვლას, კარგი იქნება თქვენც თუ წამოხვალთ. -თუ ხელს არ შეგიშლით დიდი სიამოვნებით. -არა, ხელს არ შეგვიშლით. -მაშინ წამოვალთ!_თავი დაუქნია ქეთიმ და რძალს გაუღიმა. -ო, ეს უკვე მომწონს როგორც სჩანს რძალ-მულს შორის მტრობა განელდა. _ცინიკურად ჩაისისინა გიორგიმ და დივანზე ჩამოჯდა. >>> განცალკევებით მდგარ ოთხ კაციან მაგიდასთან დასხდნენ და დიდ ფიქრის შემდეგ შეკვეთაც მისცეს. მიუხედავად იმისა რომ დუდას დაბადების დღის გადახდის ინიციატივა არც კი გამოუჩენია მისი ტელეფონი მაინც გაუჩერებლად რეკავს და ყველაფერს აწიოკებს. როგორც სჩანს დაბადების დღის არ აღნიშვნა ტრადიციად აქვს და იმის მაგივრად რომ მისი დღე ხალხმა დაივიწყოს პირიქით... დადვანმა მუხლზე ოდნავ მოუჭირა თითები და ვნებიანი მზერით ჩაუკრა თვალი ცოლს. ცხოვრებაში პირველად გაუჩნდა ვიღაცისთვის რაღაცა ისეთი გაკეთების სურვილი რაც მის ძალებს აღემატება. მართალია ტორტი ვერ გამოაცხო და თავიდანვე შესანიშნავად იცოდა რომ ეს მცდელობა კრახით დასრულდებოდა, მაგრამ მაინც უნდოდა დადვანისთვის ეცადა. იმდენად სხვანაირად მოქმედებს დუდა ინაზე, ყველაფეს ცვლის მის გარშემო. 2 დღეა ერთად ცხოვრობენ და უკვე შეძლო ქალისთვის რაღაც-რაღაცების სხვა თვალით დანახვა. მაგრამ მათი ხასიათის და შეხედულებების განსხვავება ისევ ისე რჩება როგორც მანამდე. ურთიერთობაში დიდ ყურადღებას არ იჩენს, ბევრი ლაპარაკიც არ უყვარს, იშვიათად აქვთ დიდი და დაუსრულებელი დიალოგები, მაგრამ მასთან თავს მაინც კომფორტულად გრძნობს. არ ავალდებულებს, არცერთი წამით არ უგრძვნია დუდასგან ინას შეცვლის სურვილი თუნდაც მცირე. მიიღო ისეთი როგორიც არის. დადვანებთან ძალიან კარგი და მშვიდი საღამო გაატარა, ვერ იტყვის რომ ქეთის დაუმეგობრდა, მაგრამ მათ შორის დაძაბულობაც აღარ არის. ორივე მხარე გულწრფელად იღიმოდა და გიორგის საინტერესო ხუმრობებს ისმენდა. ძალიან განათლებული, ჭკვიანი და მიზანდასახული გოგოა ქეთი, იმდენი საინტერესო რამ უთხრა ინას... კარგი ურთიეთობა რომ ქონდეთ მასთან საუბრით ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებდა. სახლში დაბრუნებული პირდაპირ საძინებლისკენ წავიდა. დუდამ წყალს გადავივლებ და მალე დავბრუნდებიო, ამასობაში ინაც აჩქარებული ტემპით მოემზადა და საწოლში შეწვა. აწკრიალებულ ტელეფონს გაკვირვებულმა გადახედა და ნაცნობი ნომრის დანახვისას სინდისმა შეაწუხა. -ვიცი, ვიცი რომ ყველაზე საზიზღარი დაქალი ვარ დედამიწის ზურგზე!_სანამ მირანდა ეტყოდა თავად დაასწრო და სახე დამანჭა. -ეგ შენ კი არა მთელმა პლანეტამ იცის! დაიმახსოვრე, არ გაპატიებ დუდასთან გადასვლის ამბავი ნინოსგან რომ გავიგე! აშკარად გაბრაზებული და ძალიან ნაწყენი იყო. ინამ თვალები მაგრად დახუჭა და გაბმული ზარის მოსმენისას სწრაფად დაჭყიტა. მიხვდა რომ მირანდას მისი საქციელი ძალიან ეწყინა, სხვა შემთხვევაში ბოლო დონეზე გალანძღავდა და მერე მოიკითხავდა. >>> მთელი სხეულით მამაკაცის სხეულში აიხლართა და თვალები მაგრად დახუჭა. დადვანმა მარჯვენა ხელი შიშველ ზურგზე მოხვია და მარცხენა ხელით მის თმებში თარეშობა დაიწყო. -მოხდა რამე?_ხმადაბლა კითხა და პასუხს დაელოდა. -მირანდას ძალიან ვაწყენინე. ჩვენი ურთიერთობის შესახებ ჩემი დისგან გაიგო და ნაწყენია. _ჩამწყდარი ხმით ჩაილაპარაკა და სევდიანი თვალებით ახედა დუდას. -ცუდი გოგო ხარ!_გულწრფელად უთხრა და შუბლზე აკოცა. -კარგია რომ არ მანუგეშე. _ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა და მკერდზე თითები ნაზად დაუსვა. -ცუდი და სექსუალური. _ზურგიდან თითები დაბლა ჩააცურა და სექსუალურად მომღიმარ ცოლს ცხვირის წვერზე აკოცა. "მივლინება" -ბატონმა დუდამ მართლა დატოვა აქაურობა?_მორიდებით იკითხა მარიამმა და საბუთები მაგიდაზე დააწყო. ინამ წარბწეულმა ახედა მდინავს. _უკაცრავად. _სწრაფად ჩაილაპარაკა და კაბინეტიდან უკანმოუხედავად გავიდა. დუდას ნაჩქარევი გადაწყვეტილება ძალიან კარგად მიიღო, მართალია დადვანი მის კომპანიაში ერთი თვე უნდა დარჩენილიყო რათა შიდა სამზარეულო კარგად შეესწავლა, მაგრამ მოვლენები ის განვითარდა ახლა თავის ოფისში უფრო საჭიროა, თანაც ინასთან ყველაფერი გააკეთა რაც შეეძლო და საბოლოო შეთანხმებას კვირის ბოლოს დადებენ. მარიამმა აცნობა რომ შეხვედრაზე დაბარებული ლანა უკვე ელოდება. ინამ სწრაფად შეისწორა ტანსაცმელი, თმები, ტუჩსაცხი და მხოლოდ ამის შემდეგ მისცა შესვლაზე დასტური. ლანამ ოდნავ შეაღო კაბინეტის კარი და უფროსს დაელოდა. -შემოდი. _ღიმილით დაუქნია თავი ინამ და სავარძელზე მიუთითა. _მოხდა რამე, კიდევ რამე ხომ არ აღმოგიჩენია? -არა, აქ ჩემზე სასაუბროდ მოვედი._თავი გააქნია და თითები ანერვიულებულმა ახლართა ერთმანეთში. -ლანა, ვიცი რომ იცი აქ რის გამოც მოგიყვანე, მაგრამ მარტო ეგ რომ არ ყოფილა ორივე ვხვდებით. მე პროფესიონალი, გამოცდილი და სანდო ადამიანი მჭირდებოდა და გიპოვე, ამისთვის მადლობა დუდას უნდა გადავუხადო, მაგრამ ახლა შენი აქედან წასვლა არავითარ შემთხვევაში არ გამოვა. სანამ ლანა დაიწყება თავად დაასწრო, ქალს სახეზეც ეტყობოდა რის გამო სთხოვა ინას შეხვედრის დანიშვნა. თავს დამნაშავედ გრძნობს, მაგრამ რეალურად ლანა დუდას წინააღმდეგ არც კი გამოუყენებია, უბრალოდ ჩანაფიქრმა არ გაუმართლა და მიხვდა რომ ეს ყველაფერი ლანას გრძნობებზე თამაში იყო. ახლა ის ძალიან კარგი ვარიანტია ინას კომპანიისთვის და მისი დაკარგვა არ უნდა, მითუმეტეს ასეთი პირადი მიზეზის გამო, მაგრამ თუ წასვლას მოინდომებს ვერ დააკავებს და ხვეწნას არ დაუწყებს. -მესმის, მაგრამ, ინა მე დუდა ძალიან მიყვარს. _აცრემლებული თვალებით ჩაილაპარაკა და თავი დახარა. _ვიცი ახლა ამას შენ არ უნდა გეუბნებოდე, მაგრამ არ მინდა ცუდად გამიგო... ხო, ამბობენ რომ მთავარი საყვარელი ადამიანის კარგად ყოფნაა, მაგრამ შენს გვერდით ასეთ ბედნიერს რომ ვხედავ არ შემიძლია. -და აქედან წასვლით რა შეიცვლედბა?! კი, იშოვი ახალ სამსახურს, მაგრამ ქეთი გყავს გვერდით, ადამიანი რომელიც მთელი ცხოვრება დაგაკავშირებს დუდასთან და სავარაუდოდ ჩემთანაც. ძალიან კარგად ესმის მისი, შეიძლება ლანას ადგილას მასაც ასეთი გადაწყვეტილება მიეღო, მაგრამ მაინც ფიქრობს რომ ჩქარობს. აქ მარტო ინასთან ექნება შეხება და ეცოდინება რომ ის დუდას ცოლია. აქამდე მამაკაცთან თავისუფლად ურთიერთობდა, შეხვედრებს ერთად მართავდნენ, სავარაუდოდ მომავალშიც ასე იქენება ვინაიდან და რადგანაც კონტრაქტი ჯერ კიდევ ძალაშია და ლანას უნდა ინას დაუმტკიცოს რომ დუდას სიყვარულის გამო აკეთებს ამას?! უბრალოდ სასაცილოა ქალის ეს პოზიცია, ფაქტია რომ სამსახურის ინას გამო ტოვებს და დუდა არაფერ შუაში არ არის, უბრალოდ ინას ყურებისას ახსენდება ვისთან წევს მისი უფროსი და ლოგიკურია არ შეუძლია ამისი ატანა. უბრალოდ ინას გამოჩენამდე იმედები ჰქონდა რომ დუდას დაიბრუნებდა, მაგრამ დადვანი ისე მყარად იდგა უარზე საინტერესოა ეს ლანას რატომ არ აბრკოლებდა? -მესმის, მაგრამ მირჩევნია აქედან წავიდე... მერე როგორმე სხვა გზებსაც ვიპოვი. -იმედია სხვა გზებში ქეთისთან დაშორებას არ გულისხმობ, მისთვის შენ ძალიან მნიშვნელოვანი ხარ და ძმის გამო მისნაირი მეგობრის დაკარგვა ძალიან, ძალიან ცუდი ტონი იქნება. ეს უბრალოდ ადამიანური რჩევა ჩემგან, რაც შეეხება შენ აქედან წასვლას დღესვე გაგიფორმებ განცხადებას და ხელს მოვაწერ. -დიდი მადლობა და ბოდიში ასეთ რთულ მომენტში რომ გტოვებთ. ინამ უკმაყოფილო გამომეტყველებით დაუქნია თავი და ოთახიდან გასული ქალი რომ დაიგულა ხმამაღლა ამოიხვნეშა. ახლა ეს ნამდვილად არ აწყობდა, ბუღალტერი თანაც ასეთი სანდო იშვიათია და ძნელი საპოვნელი. ანერვიულებულმა მოისრისა საფეთქელი და კომოიუტერის ეკრანს გაუშტერა თვალი. ლანას სიყვარულზე და გრძნობებზე არცერთი წამით უფიქრია სერიოზულად, დუდამ გარკვევით გააგებინა რა ურთიერთობა აქვს ლანასთან და ეჭვიანობა მე მგონი მისი მხრიდან უკვე უადგილო იქნება. ამიტოლმაც არის ქალში კონკურენტს რომ ვეღარ ხედავს. -გცალია?_ხმადბალა კითხა ქმარს და ფეხზე წამოდგა. -კი. ხმაზე ეტყობოდა რომ არ ეცალა, მაგრამ ამის ხმამაღლა ინასთან თქმას აშკარად არ აპირებს. თანაც იშვიათი შემთხვევის მომსწრეა, ინამ საკუთარი ინიციატივით დარეკოს და ეს კითხვა დასვას, ე.ი. მართლა ძალიან სჭირდება ის ადამიანი. -სადმე შევხვდეთ და ორმაგი ყავა დავლიოთ. -შენს სამსახურთან რომ კაფეა იქ მოვალ. -კარგი, გელოდები. >>> კაფეში პირველი ჩავიდა, შეკვეთა მისცა და უთხრა რომ მხოლოდ მაშინ მიტანათ როცა მისი პარტიონი მივიდოდა. ფანჯარასთან მდგარ ცარიელ მაგიდასთან დაჯდა და თითების ტკაცუნით გააყოლა ქუჩაში მიმავალ გოგონას თვალი. კარის ხმაზე თავი უკან მიატრიალა და დადვანს გაუღიმა. -ძალიან ბევრი საქმეა?_სიცილით კითხა და ყავა მოსვა. -არც ისე. _თვალი ჩაუკრა და მიმტანს ახედა. _გმადლობთ. -დღეს ლანა წავიდა სამსახურიდან. _პირდაპირ საქმეზე გადავიდა. -რას ნიშნავს წავიდა? კონტრაქტი არ გაუფორმე?_გაღიზიანებულმა კითხა და წელში გასწორდა. ინამ უარყოფითი პასუხის ნიშნად თავი გააქნია და ამოიხვნეშა. _არა, რამდენიმე თვე იმუშავე და კონტრაქტს მერე გაგიფორმებ-თქო ასე ვუთხარი. მე ასე ამყავს თანამშრომლები, მაგრამ რას ვიფიქრებდი, მართლა ეგრე თუ უყვარდი. _საკუთარ თავზე გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა და შუბლი შეკრა. -მიზეზად ჩვენი ურთიერთობა დაასახელა?_გაყინული ხმით იკითხა და ქალის პასუხს დაელოდა. ინამ თავი დაუქნია და ცალი წარბი მაღლა ასწია. -მოკლედ ბუღალტერი არ მყავს და შენი დახმარება მჭირდება. ვინმე სანდო და პროფესიონალი არ გეგულება? -უმუშევარი არა. _ჩაფიქრებულმა გააქნია თავი და ტელეფონი მოიმარჯვა. _დიტო, ერთ საათში ჩემთან მოდი საქმე მაქვს.... არა, არა, ეგ საბუთები არ დაგვჭირდება სხვა საქმე მაქვს. _ტელეფონი გათიშა და ინას მიუტრიალდა. _რამდენიმე ჩემგან წასული ბუღალტერი ვიცი, მაგრამ ამჟამად არცერთია უმუშევარი, ვნახოთ დიტო რას მეტყვის და სახლში დავილაპარაკოთ. _ყავა მოსვა, ფეხზე წამოდგა, ინასთან მივიდა ოდნავ დაიხარა და ბაგეებზე მოწყვეტით აკოცა. >>> სახლში წასვლამდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე აქვს მოსაგავრებლი, დილითაც უნდოდა მისვლა და დალაპარაკება, მაგრამ დილით საქმეები გამოუჩნდა და ვეღარ მოახერხა. ახლა სულ რომ ცა ჩამოიქცეს მირანდასთან მაინც მივა და ყველაფერს აუხსნის. კარი პიჟამაში გამოწყობილმა დაქალმა გაუღო. მირანდამ წარბწეულმა აქცია ზურგი და სახლში შეტრიალდა. -მეც გავბრაზდებოდი. _სახლში შევიდა და კარი დაკეტა. _თანაც ისე რომ სახლშიც არ შემოგიშვებდი. _როცა უკვე სახლში შესულმა გაინაღდა ხმადაბლა ჩაილაპარაკა და დივნისკენ წავიდა. -არ დაჯდე! _ხმამაღლა წამოიყვირა მირანდამ და დაქალი ჰაერში გააშეშა. _იდექი და ისე მომიყევი ყველაფერი. დაწვრილებით, წერტილ მძიმე არ გამოგრჩეს თორემ ყელს გამოგჭრი!_გაბრაზებულმა კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა, დივანზე კომფორტულად მოკალათდა და ამბის მოსასმენად მემზადა. -კარგი ახლა. _თვალების ბრიალით დაიღრინა და სავარძელზე ჩამოჯდა. -ხო და ისიც არ გამოგრჩეს... გავიგე საკონდიტრო უნდა გახსნა და მაინტერესებს რა ტკბილეულს შეიტან. _გესლიანად დასცინა და წარბი ნიშნის მოგებით ასწია მაღლა. >>> სახლში დაბრუნებულს დუდა მისული დახვდა. სამზარეულოში იდგა და რაღაცას ამზადებდა, მერე აღმოაჩინა რომ ეს რაღაცა უბრალოდ ყავა იყო. -დიტოს ველაპარაკე, ხვალ რამდენიმე კანდიდატს მოგიყვან და შენ აარჩიე, შეეცადე იმაზე კარგი პირობები შესთავაზო ვიდრე ახლა აქვთს. -დიდი მადლობა. -დღეს ჩემს ერთ-ერთ პარტნიორს ვესაუბრე. _სწრაფად შეცვალა თემა და ქალის წინ ჩამოჯდა დივანზე. _კვირის ბოლოს ამერიკაში მივდივარ რამდენიმე კვირით. _ოდნავ წამოზრდილ წვერზე ხელი მოისვა. -რატომ რამე გაფუჭდა?_ინტერესით იკითხა. -არა, რაღაც დეტალები უნდა გავიაროთ და ჩემი იქ ყოფნა აუცილებელია. -და რამდენი ხანი გაჩერდები არ იცი? რამდენიმე კვირა ყურში ცუდად მოხვდა. ჯერ ახალი დაწყებული აქვთ ურთიერთობა და უკვე განშორება მე მგონი ძალიან ნაადრევია, მაგრამ საქმეს ასე აწყობს და დუდას აქ დარჩენა გამორიცხულია. ამას ინა არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს, მათი პირადი ურთიერთობა მათ საქმეზე და ბიზნესზე ოდნავადაც კი არ უნდა აისახოს, ყველანაირად უნდა ეცადოს ორივე რომ ეს ორი რამ ერთმანეთს რაც შეიძლება დიდი დისტანციით დააშოროს. უბრალოდ დუდასთან ყოფნას მიეჩვია და რამდენიმე კვირა მის გარეშე გაუჭირდება, ეს არის და ეს. თანაც ახლა მისი გვერდით ყოფნა ძალიან სჭირდება, ყველაფერი თავდაყირა აქვს და გვერდით სასურველი მამაკაცი დღის ბოლოს ჩვეულებრივი მოტივატორი და ერთგვარი განტვირთვაა, რომელსაც ვერანაირი სხვა რელაქსაციის საშუალება ვერ შეედრება. -შეიძლება სასამართლოზე არ ვიყო. _ახლა უკვე მიხვდა რისთვისაც ამზადებდა დუდა. -არაუშავს, ვეტყვი რომ მივლინებაში ხარ და მე მგონი მაგას დიდად არც მიაქცევენ ყურადღებას. _თავი გააქნია და მასთან გადაჯდა. თავი კალთაში ჩაუდო, ფეხები დივნის სახელურზე შემოაწყო და თვალები დახუჭა. _წინ რამდენი დღე გვაქვს?_ცალი თვალი ღიმილით გაახილა და ქმარს ახედა. დადვანი მისკენ დაიხარა, ქვედა ტუჩი ცერა თითით დაბლა დაქაჩა და ზედაზე მსუბუქად და ხმაურიანად აკოცა. -ზუსტად ერთი კვირა. -მაშინ შევეცადოთ ეს ერთი კვირა იმდენდ მნიშვნელოვანი გავხადოთ რომ ამერიკიდან დაბრუნებულს აეროპორტში დაგხვდე და არა ჩემს სახლში. _ეშნაკურად ჩაუნამიოკა და შუბლშეკრულ დადვანს ნიკაპზე აკოცა. -მეოთხე ჩემოდანზე დაგსვავ და ისე წამოგიყვან უკან!_თვალი ჩაუკრა და ფეხზე წამოაგდო. -აუზის წყალი სუფთაა?_ეზოში გასასვლელი კარისკენ წავიდა. დუდამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. _მაშინ გავცურავ. _კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და კიბეებისკენ წავიდა გამოსაცვლელად. ნახევრად შიშველი საწოლს წინ იდგა და საცურაო კოსტუმს არჩევდა. ზურგზე თბილი ჰაერი იგრძნო და ტუჩის კუთხეში ჩეღიმა. დუდამ ცალი ხელი მუცელზე მოხვია და ტუჩები მხრებზე მიაწება. -ახლა არა. _სიცილით გააქნია თავი, დუდასკენ შეტრიალდა და ხელები წელზე შემოხვია. _არ გინდა შენც გაცურო?_ეშმაკურად აათამაშა თვალები და ქვედა ტუჩს კბილები დაუსვა. _თანაც გამიგია წყალში კოცნას სულ სხვა გემო აქვსო. _წარბები შეათამაშა და მამაკაცს მოშორდა. -ეგ კოცნაზე არ არის. _წარბწეულმა ჩაილაპარაკა და საწოლზე წამოწვა. _ცივ ყავას თუ გამიკეთებ გამოვცურავ. -და რა იცი რომ ცივი ყავით არ მოგწამლავ?_არჩეულ ბიკინს ხელი დაავლო და სააბაზანოსკენ წავიდა. -მე იმაზე მეტი ვიცი ვიდრე შენ წარმოგიდგენია. აუზთან გელოდები. _თვალი ჩაუკრა და ფეხზე წამოდგა. გამზადებული გატანტალდა ეზოში და აუზის კიდესთან წამოწლილ დუდას ღიმილით გადახედა, პირსახოცი შეზლონგზე ლამაზად გაშალა, ცივი ყავა მაგიდაზე დადო და დუდასკენ წავიდა. -ცივია? ფეხის თითები ოდნავ შეახო წყალს და როცა დარწმუნდა რომ ნორმალური ტემპერატურა იყო კიდეზე ჩამოჯდა და ფეხები წყალში მუხლებამდე ჩააწყო. დუდამ ცალი თვალით გადახედა სექსუალურ ქალს და ცეცხლით ანთებული თვალები მოღეღილ მკერდზე დაასო. ინამ მამაკაცის დაკუნთულ და მზის სხივებზე აპრიალებულ ტანს ტუჩმოკვნეტილმა შეავლო თვალი და ხმამაღლა ამოიხვნეშა -არც მე მაწყენდა გაგგრილება. _თავისთვის ჩაილაპარაკა და აუზში თავით გადაეშვა. >>> დუდას დახმარებით ყველაზე კარგი კანდიდატი შეარჩია, მართალია ძალიან დიდხანს მოუწია ფიქრი, მაგრამ დღის ბოლოს უკვე გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა. საკუთარი ძალებითაც შეეძლო ბუღალტერი მოეძებნა, მაგრამ ვინაიდან და რაგანაც დუდას უფრო დიდი სანაცნობო წრე ჰყავს და უფრო დიდი ხანია ამ საქმეშია, ჩათვალა რომ ძებნას და კანდიდატების რჩევას ისევ ქმრისთვის ეთხოვა, დროსაც დაზოგავდა და ენერგიასაც. გიორგისთან ამას არ იზამდა, მამაკაცისთვის არასოდეს არაფერი უთხოვია, ელემენტარულიც კი. დუდასთან არ აქვს ის მომენტი რომ ამაში ინას სუსტ მხარეს დაინახავს, იცის რომ დადვანი ყველაფერს შესანიშნავად ხვდება და მისთვის ზედმეტი ახსნა საჭირო არ არის. სამსახურის შემდეგ მაღაზიებში გაიარა ნახვრად მზა პროდუქტები იყიდა და სახლისკენ წავიდა. სახლში მისულს რამდენიმე უცხო სახე დახვდა, მათი სახეების დანახვისას მიხვდა რომ ყველამ იცოდა ვინ იყო ინა და ინაც მიხვდა ვინ ყავდა მის ქმარს სახლში სტუმრად. -საღამო მშვიდობისა. -საღამო მშვიდობისა. _თავის დაკვრით ჩაილაპარაკა დუდას გვერდით მჯდომმა. -ჩემი ბავშვობის მეგობრები ერეკლე, ლაშა და ალექსანდრე. _დუდას ხმაში იგრძნობოდა თუ რამდენად მნიშნელოვანი ადამიანები იყვნენს მისთვის მისი მეგობრები. ინამ ღიმილით გადახედა ყველას და პროდუქტები იქვე დააწყო. -სასიამოვნოა, ინა. -ჩვენთვისაც. ბიჭებთან დიდხანს არ გაჩერებულა, დაპირდა ვახშამს მოვამზადებო და მაღლა ავიდა გამოსაცვლელად. საბედნიეროდ დუდას სამეგობრომ ინას შესაძლებლობები არ იცის, ხოდა ნახევრად მზა პროდუქტი არაჩვეულებრივი გამოსავალია იმისათვის რომ ვერც ვერასოდეს გაიგონ. ღიმილით შეათამაშა წარბები და ტაფაზე ზეთი დაასხა. -ვახშამი მზად არის. სამზარეულოდან გასძახა მამაკაცებს და ლამაზად გაშლილ მაგიდას თვალი კიდევ ერთხელ შეავლო. სამზარეულოში შესულ დუდას ნერწყვი გადასცდა და ხმამაღალი ხველა აუტყდა, მის უკან მდგარმა ლაშამ გულუბრყვინოდ ჩასცხო გაშლილი ხელი და მეგობარი მოასულიერა. ქმრის სახის დანახვისას გულიანი სიცილი ძლივს შეიკავა და სტუმრები მაგიდასთან მიიპატიჟა. -ნუ იგუდები, მზა პროდუქტებია. სიცილით მიადო ხელი მხარზე და თვალებით ანიშნა შენც დაჯექიო, თვითონ კი გაზქურასთან მივიდა. დადვანი გაოგნებული არ აშორებდა სამზარეულოში მოტრიალე ცოლს თვალს, ბიჭები კი კმაყოფილები იქნევდნენ ყბებს. საინტერესოა ინას დამალული ნიჭის შესახებ რომ იცოდნენ რას გაიქნევდნენ ყბას თუ საჭმელს?! დადვანის გარშემო ზუსტად ისეთი საზოგადოება ტრიალებს როგორც მას შეეფერება. ბიჭები ძალიან მშვიდები, გაწონასწორებულები და მეგობრულები არიან. არცერთი წამით უგრძვნია მათგან დაძაბულობა, ყველამ ისე მიიღო როგორც კარგი ხნის ნაცნობი, თუმცა ხუმრობის ზღვარს არცერთი არ გადასულა. >>> -ქ-ნ, ინა, ახალი ამბავი გაიგეთ? შეხვედრიდან ახლადგამოსულს ერთ-ერთი თანამშრომელი დაეწია და აღტაცებულმა კითხა. ინამ უარყოფითი პასუხს ნიშნად თავი გააქნია, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავდა იმას რომ რამის მოსმენა სურდა. -და არც მაინტერესებს. _ცივად ჩაილაპარაკა და ლიფტში შევიდა. დაღლილი ჩაესვენა სავარძელში და თვალები დახუჭა. -შეიძლება? -მოდი, მარიამ. _თვალები გაახილა, წელში გასწორდა და მდინავს გაუღიმა. -საბუთები მოგიტანეთ. -გმადლობ. -ლანას ამბავი გეცოდინებათ. _მორიდებით ჩაილაპარაკა და გაიღიმა. -რა ამბავი?_სხვათაშორის კითხა და საბუთებს ჩახედა. -ამერიკაში მიდის, რაღაცა სამსახური შეუთავაზებიათ და კვირის ბოლოს მიფრინავს. პირველი რამდენიმე ასოს მოსმენისას გაქვავებულმა ასწია თავი და მოცინარ მდივანს დააკვირდა, მერე კი იგრძნო რომ სუნთქვა შეეკრა და თვალებში დაუბნელდა. ~~~~~~~~~~ ძალიან, ძალიან დიდი დიდი მადლობა ყველას... უზომოდ მახარებთ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.