შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტყუილი მომავლისთვის 4 თავი


14-10-2017, 14:14
ავტორი NA NO
ნანახია 2 750

მამაკაცს თითქოს იმედგაცრუებამ გადაურბინა სახეზე, ამრეზით გადახედა ნიტას. მზერას არ აცილებდა აწითლებულ ქალს, რომელსაც ტყუილზე წაასწრეს. როგორ მოატყუა გერმანიიდან ახლა ჩამოვედიო, არსად არ ვმუშაობო, შეყვარებულს ახლახანს დავშორდიო... რაში ჭირდებოდა ამის დამალვა. თუ მასთან დაწოლა უნდოდა რა საჭირო იყო ამდენი რამის გამოგონება.
უკვე აღარ შეეძლო ერეკლეს წინ დგომა, თავს საშინლად დაძაბულად გრძნობდა, თანაც ისე უტიფრად უყურებს უნდა რომ ის ცისფერი თვალები სათითაოდ დათხაროს. გოგონებს ანიშნა უკან ნუ გამომყვებითო და საპირფარეშოსკენ გავიდა, არანაკლებ გაკვირვებულები იყვნენ მაიკოც და ლელაც. როგორც კი ერეკლეს გვარი გაიგეს მაშინვე მიხვდნენ ყველაფერს.
ცივმა წყალმა ცოტათი გამოაფხიზლა, ასეთი დამთხვევა ესმის, სავარაუდოდ რეზის უნდოდა ერეკლე გაეცნო მისთვის, რა ბედის ირონიაა... მოეცადა ცოტა ხანი, რატომ იჩქარა? რას უხტებოდა არღვლიანს საწოლში... ხომ შეიძლებოდა სხვა ვითარებაში გაცნობილ ერეკლესთან ურთიერთობა აეწყო და ერთმანეთი შეყვარებოდათ? ჩურჩუტი გოგოა და მეტი არაფერი... ახლა რომც შეუყვარდეს კაცის ნდობას ვერ მოიპოვებს. თავი იქეთ აქეთ გააქნია და ოცნებას შეშვა, აბსურდი იყო მისი ფიქრები და მეტი არაფერი.
ერეკლემ საპირფარეშოს კარები შიგნიდან გადაკეტა და მის წინ ამაყად მდგარ ნიტას გადახედა.
-რატომ მომატყუე ?
-და სიმართლე რატომ უნდა მეთქვა?
-შეგეძლო საერთოდ არაფერი გეთქვა შენ კი ადექი და მოიტყუე, არადა ტყუილს ვერ ვიტან
-მე შენ არ გიცნობ ერეკლე და სიმართლე გითხრა სულაც არ მადარდებდა რას იტანდი და რას არა
-მეც ეგ მადარდებს, რომ არ მიცნობდი და ოცდაცხრა წელი ნანახი ქალიშვილობა ჩამაბარე. მითხარი შენი ყოფილი შეყვარებულის გასამწარებლად მოიქეცი ასე? თუმცა რომელი ყოფილი შეყვარებულის გამო მოიქცეოდი ასე? რომელიც არ გყავდა? ვიცი რომ წლების წინ და შორდი ვიღაც იდიოტს
-რა სისულეელეებს მელაპარაკები. უბრალოდ ნასვამი ვიყავი და ნამდვილად არ მიფიქრია ამ ყველაფერს რა მოყვებოდა
- ძალიან კარგადაც იცოდი რა მოხდებოდა, ჩემთან წამოსვლა დაგაძალე?
-არა, საერთოდ არ მესმის რა გინდა. მე რაც მინდოდა ის გავაკეთე და საერთოდ, არავისთან არ ვაპირებ ამის განხილვას
-ანუ შენთვის სულერთია აწი როგორი ურთიერთობა გვექნება
-დიახ
-მგონი რეზის შენზე ზედმეტად კარგი წარმოდგენა აქვს. ერთი პატიოსანი, წესიერი და შრომისმოყვარე გოგო უნდა გაგაცნოო. შენზე ყველაფერი მომიყვა, მაგრამ მგონი კარგად არ გიცნობს არა? აშკარად სხვა ნიტა დგას ჩემს წინ. არც ძალიან მორცხვი და არც თავმდაბალი. თუმცა ასეთი ხომ მანამდე იყავი სანამ ჩემთად დაწვებოდი არა?
-გეყოფა ძალიან გთხოვ, შენ მე არ მიცნობ
-არც შენ მიცნობდი...
-ერეკლე ისე ნუ მექცევი თითქოს უპატიებელი შეცდომა დამეშვას, მე შენგან არაფერს არ ვითხოვ.
-და რა უნდა მოითხოვო ? თუმცა სამაგიეროდ მე ვითხოვ ნიტა... თუ არ გინდა შენმა მეგობრებმა გაიგონ სინამდვილეში ვინ ხარ და რას წარმოადგენ, იქამდე უნდა იყო ჩემთან სანამ არ მომბეზდები, თუ არადა მოგიწევს სამსახურსაც გამოემშვიდობო... აშკარად არ გცოდნია ადამიანების სწორად ამოცნობა...
ერეკლეს სიტყვები პირდაპირ გულზე ხვდებოდა, მაგრამ ამ ეტაპზე უნდა დათანხმებოდა მის წინადადებას, სხვანაირად მასთან ურთიერთობის შანსი არ მიეცემოდა.
-კარგი მე თანახმა ვარ ოღონდ რეზის არაფერი უთხრა... ჩვენ არ ვართ იმ ასაკში საკუთარი საქციელი, რომ ვერ გავაკონტროლოთ. თუმცა არ მინდა ჩემმა მეგობრებმა რამე არასწორად გაიგონ. აშკარაა რომ ორივეს მოგვეწონა ერთად ყოფნა და ვერ ვიგებ ეს აჟიოტაჟი რა საჭიროა.
ნიტა იმდენად იზიდავდა, რომ ნამდვილად არ სურდა მხოლოდ ერთი ღამით დამთავრებულიყო მათი ურთიერთობა, გულის სიღრმეში ხვდებოდა, რომ ქალი რაღაცას მალავდა, თანაც ის ქალი რომელზეც რეზი ესაუბრა თითქოს საერთოდ არ გავდა მის წინ მდგარ ნიტას, მაგრამ ის იყო...
მაინც არ ელოდა ქალის ასეთ მშვიდ თანხმობას, კიდევ ერთხელ გაუცრუვდა იმედი, ეგონა თავს გაიმართლებდა, ეტყოდა ჩემზე არასწორად როგორ ფიქრობო, მაგრამ არა...
-მაშ კარგი, ამ საღამოს აქედან ჩემთან წავალთ

რეზი მთელი საღამო გაბადრული სახით დადიოდა, გახარებული იყო მეგობრებს ერთმანეთი რომ გააცნო. დარწმუნებული იყო ერეკლეს და ნიტას ერთმანეთი ძალიან მოეწონათ. ერთი წუთითაც არ აშორებდა ნიტას თვალს. ბოლოს ერეკლემ რომ უთხრა გოგონებს მე წავიყვან სახლშიო კიდევ უფრო დარწმუნდა თავის გადაწყვეტილების სისწორეში, თუმცა რა იცოდა რეზიმ რა ხდებოდა სინამდვილეში.
გზაში არცერთხელ ჩარეულა ერეკლეს და გოგონების დიალოგში. თითქოს არც კი ეტყობოდა მამაკაცს როგორი ნაწყენი იყო. მაიკო და ლელაც დაბნეულად სცემდნენ პასუხებს. ნამდვილად არ სურდათ ახლა მეგობრის დატოვება მაგრამ ისე დაუქაჩა ნიტამ თვალები, როცა მასთან დარჩენა შესთავაზეს მეორეჯერ აღარც უკითხავთ.
-ანუ არანაირ ვალდებულებებს არ მაკისრებ და პატარა სულელი გოგოსავით ცოლად მოყვანას არ მთხოვ
-რა სისულელეა...
-ანუ შენთვის პრობლემას არ წარმოადგენს ჩემი საყვარლობა. თავის თავზე ლამის გული ერეოდა ნიტას
-არა.
ცინკური მზერით უყურებდა საწოლის კიდეზე ჩამომჯდარ დაპატარავებულ ქალს და უკვე ნერვები არ ჰყოფნიდა
-შემეწინააღმდეგე ან რამე მაინც თქვი ამის დედა ვატირე.. არ გავხარ... ვიცი რომ არ ხარ ასეთი.. მაგრამ კარგი, მოვიქცეთ ისე როგორც შენ გინდა, დღეს ამ ოთახში დაიძინებ, დანარჩენზე ხვლა დილით ვილაპარაკოთ
-რა... სიტყვის დასრულებაც ვერ მოასწრო მამაკაცი რომ გავიდა. გაოგნებული იჯდა და არაფერი არ ესმოდა აქ დასაძინებლად წამოიყვანა?

ნორმალურად არც უძინია. ისე გათენდა თავიდან ვერ ამოიგდო ვერცერთი წამით ერეკლეზე ფიქრები. რვაზე დაუკითხავად შეაკითხა ოთახში ვისაუზმოთ და სამსახურში წაგიყვანო. პირი ვერაფერს დააკარა, ამაზე ერეკლეს რეაქცია არ ჰქონია, თვითონ მშვენივრად დანაყრდა და ქალს დაელოდა როდის გამოვიდოდა.
-ვერ გავიგე რა გინდა ერეკლე, მთელი გზა ჩუმათ ყოფნა მობეზრდა და როგორც იქნა გაბედა კითხვა, სანამ მანქანიდან გადავიდოდა.
-მალე გავიგებთ ნიტა. დიდხანს უყურა ქალს ჩაფირებულმა, მერე კი სანამ ნიტა აზრზე მოვიდოდა ხელი მოხვია და ლამის კალთაში გადაისვა. ახლა რომ არ ეკოცნა ალბათ მთელი დღე გაგიჟებული ივლიდა, მერე რა რომ თავგზას ურევს ეს ქალი და ეჭვი ეპარება მასში, მაინც საოცრად მიმზიდველი და ლამაზია.
გაოცებულმა უცებ ჭყიტა თვალები როგორც კი კაცის ტუჩები იგრძნო, ცდილობდა არ აჰყოლოდა ერეკლეს, თუმცა ვერ გაუძლო სურვილს. განა რას აშავებდა? არც არაფერს. ჯერ კიდევ გონზე ვერ მოსულიყო ერეკლეს ტუჩები რომ მოშორდა და ნელა გაახილა თვალები.
-დროებით ნიტა. უემოციოთ მიაბრუნა კაცმა თავი და ანიშნა გადადიო. არეული ტანსაცმელი და აპუწული თმები გაისწორა და უთქმელად გადავიდა მანქანიდან. არაუშავს აიტანს ცოტახნით მისი თავმოყვარეობის შელახვას.
შესასვლელში რეზი დახვდა, გაკვირვების ნიშნად წარბები აეწია მამაკაცს და ცოტა არ იყოს შეშფოთებული სახითაც კი უყურებდა ნიტას
-არ მითხრა რომ გუშინ ერეკლესთან იყავი.
-არა, მაგრამ შენც მაგას არ ცდილობდი?
-მე სულ სხვა რაღაცას ვცდილობდი და შენ კარგად იცი ნიტა
-ხო და ყველაფერი კარგადაა რეზი, დამშვიდდი
-ანუ ერთმანეთი სერიოზულად მოგეწონათ
-ნუ დაახლოებით, სიმწრით ეცინებოდა ნიტას მეგობარზე და რაც მთავარია თავის თავზე
-ძალიან კარგი, ვიცოდი რომ ერთმანეთს გაუგებდით.
-ნამდვილად ერთმანეთისთვის ვართ გაჩენილები.

****
-დაგინახე დილით ნიტა რომ მოიყვანე
-ხო?? მერე გაგიხარდა კუბიდონის როლი რომ ითამაშე რეზი?
-ხო მაგრამ არ მინდა ნიტას ისე მოექცე როგორც შენს რიგით გასართობს.
-ჰოო? ვითომ რატომ კარგი გოგოა?
-ერეკლე რანაირად ლაპარაკობ, მოიშორე ეგ დამპალი ირონია. ხომ გაგაფრთხილე წესიერი და პატიოსანი გოგოათქო, ძალიან გაწონასწორებული და შრომისმოყვარე. რამე არ შეგეშალოს გაფრთხილებ. შენ უტვინო ნაშებს არ ჰგავს და ცოტა სერიოზულად მოიქეცი. ამ ერთხელ მაინც...
-კარგი, კარგი რეზი... გეთანხმები ძალიან კარგი გოგოა ეგ შენი ნიტა
-შენც ნუ გაუცრუებ იმედებს, თუ სერიოზულად არ უყურებ აღარ ნახო. წლების წინ რაც გადაიტანა მგონი გითხარი. ადვილი არ არის საქმრო სითაღლითეში და ღალატში გამოიჭირო, მერე კი ვიღომც არაფერი ისე ბედნიერად იცხოვრო. კაცებს ასე ადვილად არ ენდობა, ყოველ შემთხვევაში გულამდე მარტივად არც არავის უშვებს.
-კარგი რეზი გეყოფა ლექციების კითხვა თუ ძმა ხარ რა.. ისე მას მერე არავინ ჰყოლია?
-როგორც ვიცი არა
-ძალიან კარგი...

რამდენიმე დღეში ნიტას დაურეკა, სამსახურის შემდეგ მოგაკითხავ და ჩემს მოსვლამდე ფეხი არსად გაადგაო.
ცოტა ხანი გააგრძელებს ურთიერთობას, ამის წინააღმდეგი არც ნიტა არის და თვითონ რატომ უნდა შეიკავოს თავი? როდესაც მიხვდებიან რომ ერთმანეთი საერთოდ არ იზიდავთ მშვიდობიანად დაუსვავენ ყველაფერს წერტილს.
ნიტა როგორც კი მანქანაში ჩაჯდა მხიარულად მოიკითხა მამაკაცი, თუმცა მთელი გზა თითების მტვრევა არ შეუწყვეტია, რაც ერეკლეს უყურადღებოდ არ დარჩენია. ზუსტად იცოდა მისი ეს მხიარულება და სამსახურის ამების მოყოლა ყურადღების გადატანას რომ ემსახურებოდა. საოცრად სიამოვნებდა მასთან შეხვედრსას ასე რომ ნერვიულობდა ქალი. რაც არ უნდა იყოს ძლიან ლამაზია, რეზის დაბადებისდღეზე რომ გაეცნო იქნებ სხვა შთაბეჭდილება შექმნოდა მასზე და სხვა ურთიერთობაც ჩამოყალიბებოდათ, ნამდვილად აღარაა პატარა ბიჭი. დროა ოჯახზეც იფიქროს, თუმცა სიყვარულმა თვითონ იცის როდის უნდა დაატყდეს თავს ადამიანს...
-მგონი მაცივარში რაღაცეები უნდა იყოს, ხომ გშია ნიტა?
-რავიცი... მხრები აიჩეჩა და დაძაბული მიაჩერდა ერეკლეს თან დიდხანს ვერც უყურებდა თვალებში, ამ ბოლ დროს რაღაც ცუდად იბნევა და სულაც არ მოსწონს.
-ნუ ხარ დაძაბული, ჩვენ სულაც არ ვართ იმ ასაკში როცა არ იციან რა უნდათ. აჯობებს ხასიათს თუ არ გავიფუჭებთ და ერთად ყოფნით დავტკბებით. ღიმილით მიუახლოვდა ქალს და ცხვირზე თითი დაკრა.
-კარგი, მაშინ მე მოვამზადებ რამეს. წამში გამოცოცხლდა ნიტა, რა სულელია რა დროს იდიოტივით ჯდომაა. ახლა ყველანაირად უნდა ეცადოს და თავი მოაწონოს.
-ეს უკვე მომწონს, იმედია გეხერხება გემრიელად მომზადება.
-ეჭვი გეპარება? სამზარეულო აქეთ არის ხო? მამაკაცს არც დალოდებია ისე გავიდა მეორე ოთახში, საჭირო იგრედიენტებსაც მიაგნო და სალათის გაკეთება დაიწყო. როგორც ჩანს ერეკლე მარტო ცხოვრობს და სულაც არ იკლავს საჭმლის მომზადებით თავს, რამდენიმე ცალი კვერცხიც იპოვა და ომლეტის მომზადებაც დაიწყო. მართალია აკომპლექსებდა მამაკაცის მზერა, რომელიც მის უკან მაგიდასთან იჯდა და სიგარეტს ეწეოდა, მალულად გახედა გაყუჩულ კაცს და ჭინკებათამაშებულ ცისფერ თვალებს გადააწყდა, სწრაფად მიაბრუნა თავი და ხახვის დაჭრა განაგრძო. ცოტა ხანში ხელების შემოხვევა იგრძნო მუცელზე და ლამის თითიც მიაყოლა ხახვს.
-იცი რომ ძალიან ლამაზი ხარ? ქალის მხარს თავი ჩამოადო და ცხვირი მის ყელს გაუსვა
-ჰმ...
-სექსუალურიც
-ჰოო ?....
-ვგიჟდები შენს სუნზე
-ვაიმე ერეკლე... ტაფა დაიწვა..... სწრაფად გამოფხიზლდა და ხელიდან დაუსხლტდა მამაკაცს
-ტაფის დარდი გაქვს ახლა? აღარ მშია შეეშვი მაგას...
-სამაგიეროდ ახლა მე მშია და დამაცადე თუ შეიძლება. ომლეტის კეთება ისე განაგრძო ერეკლეს სახეზე სიცილი არ შეუწყვიტავს... საინტერესოა ამ მომენტში ნიტას სუნი აგიჟებდა თუ დამწვარი ტაფის...



№1 სტუმარი Niii

Superrr gaagrdzeleeee.

 


№2 სტუმარი სტუმარი Lia

Ukargesi istoriaa.velodebi axal tavs❤❤❤

 


№3  offline წევრი NA NO

Niii
Superrr gaagrdzeleeee.

Madlobaa ????????????

სტუმარი Lia
Ukargesi istoriaa.velodebi axal tavs❤❤❤

madloba :*

 


№4  offline აქტიური მკითხველი lalita

გაზარდე რა თავები ძალიან პატარებია.

 


№5  offline წევრი NA NO

lalita
გაზარდე რა თავები ძალიან პატარებია.

.ეს არც ისე პატარა იყო :დდ

 


№6 სტუმარი სტუმარი ქეთი

უკვე ორჯერ წავიკითხე. არ მყოფნის ეს დიდი თავიც რააა. რა მოიცდის ხვალამდე

 


№7  offline წევრი NA NO

სტუმარი ქეთი
უკვე ორჯერ წავიკითხე. არ მყოფნის ეს დიდი თავიც რააა. რა მოიცდის ხვალამდე

მადლობა ქეთი, რომ კიტხულობ <3 12 ის მერე იქნება შემდეგი თავი ...

 


№8 სტუმარი სტუმარი ქეთი

makaterine
სტუმარი ქეთი
უკვე ორჯერ წავიკითხე. არ მყოფნის ეს დიდი თავიც რააა. რა მოიცდის ხვალამდე

მადლობა ქეთი, რომ კიტხულობ <3 12 ის მერე იქნება შემდეგი თავი ...

ვაიმეე როგორ გამაბედნიერე, ლამისაა პატარა გოგოსავით ვიხტუნაო. გადამრია ამ ისტორიამ

 


№9  offline წევრი NA NO

სტუმარი ქეთი
makaterine
სტუმარი ქეთი
უკვე ორჯერ წავიკითხე. არ მყოფნის ეს დიდი თავიც რააა. რა მოიცდის ხვალამდე

მადლობა ქეთი, რომ კიტხულობ <3 12 ის მერე იქნება შემდეგი თავი ...

ვაიმეე როგორ გამაბედნიერე, ლამისაა პატარა გოგოსავით ვიხტუნაო. გადამრია ამ ისტორიამ

ვაიმე ძალიან მიხარია <3 მადლობაა

 


№10  offline წევრი blue witch

მომწონს თანაც ძალიან მალე დადე

 


№11  offline წევრი NA NO

blue witch
მომწონს თანაც ძალიან მალე დადე

მადლობა <3 12 ზე ავტვირთავ, საიტზე ალბათ დილით გამოჩნდება

 


№12 სტუმარი blue whitch

me var debili

 


№13  offline წევრი NA NO

blue whitch
me var debili

Uime rato?:

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent