მოთამაშე (ნაწილი მერვე)
11. კ ე ს ი საშინელი თავის ტკივილი მაღვიძებს. ანას ოთახში ვარ და ყველას ძინავს. ფანჯრიდან ვიხედები, ჯერ არც კი გათენებულა, მაგრამ ძილს ვერ შევიბრუნებ. ტელეფონს ვიღებ და საათს ვუყურებ. დილის ხუთი საათია. ვამთქნარებ და საწოლიდან ვდგები. ვწესრიგდები შეძლებისდაგვარად და საუზმის გაკეთებას ვიწყებ. თავი მისკდება და გუშინდელი საღამოს გახსენებისას ფეთქვას იწყებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ არაფერი არ მახსოვს. გუშინდელი საღამოს გახსენებისას ვწითლდები და მეღიმება. მახსენდება მისი ნაზი შეხება და მომღიმარი ტუჩები, მისი ბრწყინავი თვალები და აჩეჩილი თაფლისფერი თმა. -კესი? - ნაცნობი ხმა მესმის უკნიდან და გაკვირვებული ვტრიალდები. ჩემ წინ წელს ზემოთ შიშველი გუკაა. კალათბურთისაგან ექვსი კუბიკი აჩნია პრესად და მიღიმის. -უკვე გაიღვიძე? - მეკითხება გაკვირვებული და მის პრესს მზერას ვაცილებ. -აჰამ. -ვეუბნები უხერხულად და თვალს ვარიდებ. -გშია? -კი... -იძახის დაბალი ხმით და ვგრძნობ როგორ იღიმის. მაგიდასთან ჯდება და მიყურებს. -პფფფფ. -მეცინება მის საქციელზე. -წყალი დაადგი, კაკაო მინდა. -იცინის და თავს მიქნევს. მე ბლინების კეთებას ვაგრძელებ, ის კი ჩაინიკს ადგავს და კაკაოს და თავისთის ჩაის გაკეთებას იწყებს. მისი თვალები ჩემ არცერთ მოძრაობას არ ტოვებენ. -გაკეთება იცი, თუ მწამვლავ? - მეკითხება დაეჭვებით და თვალებს ვატრიალებ. ბლინებს შოკოლადის სიროფთან ერთად წინ ვუდებ და მის პირდაპირ ვჯდები. ჩუმად ვჭამთ. ხმის ამოღებას ვერცერთი ვერ ვბედავთ. ანდაც, რა უნდა ვუთხრათ ერთმანეთს? მისი მეგობრები ვეღარ მიტანენ, მასთან ახლოს არც არასდროს არ ვყოფილვარ, თვითონ კი მეეჭვება ჩემთან ლაპარაკი უნდოდეს.როცა ჭამას ვამთავრებთ უბრალოდ ერთმანეთის ვუყურებთ და წყნარად ვსვავთ ჩვენ-ჩვენ სასმელს. -დიდხანს უნდა ვიჯდეთ ჩუმად? - იძახის გაღიზიანებული როცა სმასაც მოვრჩით. -გამაღიზიანებელი და უხერხულია. -ვიცი. -თავს ვუქნევ და მეცინება. ჭურჭელს ვიღებ და რაკოვინაში ვალაგებ რომ გავრეცხო. მოულოდნელად ვიღაცის ხელებს ვგრძნობ ჩემი წელის გარშემო და ვწითლდები. თბილი სუნთქვა ყრლზე მეცემა და უფრო მეტი სისხლი მაწვება სახეზე. -დაგეხმარები. -მეუბნება ბოხი ხმით და თავს ვუქნევ. გული გამალებით მიცემს და საგულიდან ამოვარდნას ლამობს. სახეზე ალმური მაქვს მოდებული და ხმის ამოღებასაც ვერ ვბედავ რადგან მეშინია რომ ხმა მიმტყუნებს. გუკა კი ისე იქცევა თითქოს ეს ოდნავადაც არ აწუხებს. გუბკას იღებს და თფშების გასაპვნას იწყებს, შემდეგ კი მე მიწვდის რომ გავრეცხო და წყალი გადავავლო, შემდეგ კი გასაშორბად საშრობზე ვდებთ. შეყვარებული, ახალდაქორწინებულებივით ვართ. სახე მიხურს და ძლივს ვშუნთქვა, გულს ბაგა-ბუგი გაქვს და ვწითლდები. მისკენ გახედვა მინდა, მაგრამ ვერ ვბედავ, ამიტომ მხოლოდ წინ ვიხედები. როდესაც რეცხვას ვამთავრებთ კიდევ დიდხანს ვდგავართ ასე უძრავად და ერთმანეთის გულისცემას ვუსმენთ. ბოლოს კი ის მოდის პირველი აზრზე და მშორდება. მეც უკან ვტრიალდები და ახლა ერთმანეთს ვუყურებთ თვალებში. -ბოდიში. - იძახის ხმდაბლა და ძირს იყურება, თავს ვუქნევ, მაგრამ ხმას აღარ ვიღებ. არ ვიცი რა უნდა ვუთხრა, ან უნდა ვუთხრა თუ არა საერთოდ რამე. სახე დაჭიმული მაქვს, ვცდილობ რომ არ გავწითლდე, მაგრამ უშედეგოდ. -ამმ... კინოს ყურება გინდა? - ხმა ჩახლეჩილი მაქვს, მაგრამ ჩემი მაინც ესმის და თავს მიქნევს. ლეპტოპს ვიღებთ და პირველივე კინოს ვუყურებთ რაც შეგვხვდა, რაც ჩემდა სამწუხაროდ რომანტიკა აღმონჩნდა. თავს ჩემდაუნებურად მხარზე ვადებ და ნელ-ნელა მეძინება... *** გ უ კ ა გაუნძრევლად დიდხანს ვზივარ და მძინარე კესის ვუყურებ. ფილმის ყურების დროს ჩაეძინა და ახლაც კი მასეა, უკვე ერთი საათია გასული, ფილმიც მალე დამთავრდება და მე ისევ კესის ვუყურებ. მის სახეს ვსწავლობ, მეღიმება მისი თმის შესწავლისას. სახე მშვიდი და ბედნიერი აქვს, ისეთი გამომეტყველება აქვს რომელიც მის სახეზე დიდი ხანია არ მინახია. -კესი! - მისაღებში ვიღაცა ყვირილით შემოდის და ჩუმდება როგორც კი მე და კესის გვხედავს. -რას აკეთებთ? -ანას ხმა ეჭვით აქვს სავსე და თვალს არ მაშორებს. -ფილმს ვუყურებდით და ჩაეძინა. -ვეუნბები მშვიდად და ისიც თავს მიქნევს. ანას მარი და ბექა მოყვებიან, ანა მშვიდად უხსნის სიტუაციას და ისინიც თავს გვიქნევენ, მაგრამ თვალებს არ გვაშორებენ. მარი მგონი ბედნიერია, მაგრამ ბექა სიბრაზისგან აჭარხლებულია. სახე უბდღვიალებს და ბრაზობს. -რა ხდე... -მათეს სიტყვა შუაზე უწყდება და მე და კესის გვაშტერდება. მათეს ნიკა და ეკე მოყვებიან, რომლებსაც თვალები თეფშისხელები უხდებიან. -მასე თუ გააგრძელებთ გააღვიძებთ. -ვეუბნები ცივი ხმით და თვალს ვარიდებ რომ ისევ ფილმის ყურება გავაგრძელო. მაგრამ უკვე იმდენი გამოვტოვე კესის ყურებისას რომ ისიც არ ვიცი ფილმი რაზეა. -ჰო, ჰო, მთავარია პრინცესას არ გაეღვიძოს. -ბუზღუნებს ხმადაბლა ბექა და თვალებს ატრიალებს. -ვინაა პრინცესა? - ოთახში თაკო და ნიცა შემოდიან და გვაშტერდებიან. -საყვარლები ხართ. -იძახის თაკო და იღიმის. -რამდენი ხანია ერთად ხართ? - კითხულობს ნიცა და ანას ტოსტს ართმევს. -არ მეგონა კესის შეყვარებული თუ ყავდა. -არ ვართ ერთად. - ვიძახი დაბალი ხმით და კესის სახიდან თმას ვუწევ. -მეგობრები ვართ...ალბათ. -ვაყოლებ ხმადაბლა და ისევ ვიღიმი. -ალბათ? -კითხულობს გაკვირვებული თაკო და წარბებს მაღლა წევს. -ალბათ თუ მეგობრები ხართ? -არ ვიცი... -ვიძახი ხმადაბლა და თვალს ვარიდებ ყველას. *** ლ უ კ ა კარებზე ვაკაკუნებ და კაბინეტში მოპატიჟების გარეშე შევდივარ. ის ისევ თავის მაგიდასთან ზის და გაფართოებული თვალებით მიყურებს. თვალების გარშემო უპეები ჩაშავებული აქვს, მთელი ღამის უძინარია და ეს სახეზეც ეტყობა. -კარგად ხარ? - ვეკითხები ხმადაბლა და თავს მიქნევს. თვალები უელავს და მის წინ მყოფ სურათს აშტერდება. -ისევ კესიზე ფიქრობ? -ხო. -იძახის ხმადაბლა. -ვერ მოვიფიქრე როგორ გვიგო მასზე დამატებითი ინფორმაცია. თითქოს არავინ არაა განსაკუთრებული, მაგრამ ამ არავინ ჩვენიანები მოკლა. თან გამოცდილი ჩვენიანები. -მაგათზე გამახსენდა. -ვიძახი და ისევ საქმიან იერს ვიღებ. -ახალი ხალხი გვჭიდება. ადრე ასე არასდროს არ მომხდარა, ხალხი გვაკლია. 16 კაცი დავკარგეთ, კიდევ ათი მძიმე მდგომარეობაშია. -ვიცი. -იძახის და ნიკაპს გადაჭდობილ ხელებს აყრდნობს. -მაგრამ როგორ უნდა ვიშოვოთ ამდენი გამოცდილი და ერთგული ადამიანი? -უფრო თავის თავს ეკითხება ვიდრე მე. -არ ვიცი. ვპასუხობ უხერხული სიჩუმის გასაფანტად. -იქნებ... იქნებ მათ ვთხოვოთ დახმარება...? დარწმუნებული ვარ უარს არ გვეტყვიან. -ვიცი. - მეუბნება გაბეზრებული, მაგრამ თავს აქნევს. - მაგრამ არ მინდა მათ ვთხოვო დახმარება. ისედაც ყველაფერი მაგათი დაწყებულია. ისევ იგივეს იზამენ რაც მაშინ ქნეს, როდესაც ჩვენ შეგვარჩიეს. მე კი პირობა დავდე. -თავს ვუქნევ. -არანაირი თამაში სანამ კესარიას არ მოვკლავთ. -და მაგას როგორ აპირებ? -ვერ ვითმენ და ვეკითხები. - როგორ აპირებ რომ მოკლა გოგონა, რომელმაც სამ საათში დაგიჭრა 41 კაცი, აქედან 16 მოკლა და 10 კრიტიკულ მდგომარეობაშია? -ლუკა. -ხმა ქვასავით მტკიცე და ყინულივით ცივი აქვს. -მე, ვარ თამაშების მთავარი ორგანიზატორი, შენც იცი როგორი უნდა იყო რომ ეს ადგილი დაიკავო. ამიტომ ნუ გეპარება ჩემს ძალებში ეჭვი. -ერთადერთი მიზეზი რატომაც მანდ ხართ, ორივემ ვიცით რომ არის იმის გამო რომ დაჩიმ მოგცა ამის უფლება. -ხმა მეც მიმკაცრდება. -შენით აქამდე ვერ მოხვიდოდი, თუ არა მეგობარი რომლისთვისაც დანა ყელში გამომასმევინე და მომაკვლევინე. -შეგეძლო არ მოგეკლა. -მეუბნება ისე თითქოს მერე რაო იძახდეს. -და მისი უკანსაკნელი სურვილიც დამევიწყებინა? -ხმა ირონიით მაქვს გაჟღენთილი. -შენც კარგად იცი რომ მასე არ ხდება მეგობრებში. -თავს დაბლა ვხრი და ვაქნევ. -მასეთს არ გიცნობდი. არ ვიცი, შეიძლება არ მესმის რამხელა პასუხისმგებლობა გაკისრია, მაგრამ ის ზუსტად ვიცი რომ შენ შეიცვალე, გრძნობები და ემოციები დაკარგე და არაადმიანი გახდი! თავს მიქნევს, ხმას არ იღებს რაც უფრო მაცოფებს. თავს ვაქნევ და კარებს ზურგს უკან ვიჯახუნებ როდესაც მისი კაბინეტიდან გამოვდივარ. --------- ჰაი ^^ ვიცი რომ პატარა და ძალიან, ძალიან დაგვიანებული თავია, მაგრამ უფრო მალე არ გამომდის ხოლმე, ვცდილობ რომ მაქსიმალურად მალე დავდო, მაგრამ სამწუხაროდ დრო არ მაქვს ხოლმე... იმედია მოგეწონებათ ^^ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.