შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტყუილი მომავლისთვის 6 თავი


16-10-2017, 08:14
ავტორი NA NO
ნანახია 2 799

-დარწმუნებული ხარ, რომ არ იცის სად წავიდა?
-ყოველ დღე ვეკითხები და არაფრით არ მეუბნება სად არის
-ვერაფერი გავუგე ნიტას
-მომისმინე, არ ვიცი რა მოხდა თქვენს შორის, მაგრამ იქნებ ამიხსნა შენ რა გემართება
-რა მემართება რეზი? ძმობას გეფიცები მეც არ ვიცი რა მემართება, მაგრამ მხოლოდ ის ვიცი, რომ ნიტაზე ფიქრებს თავიდან ვერ ვიშორებ. მგონი ასე არც ერთი ქალი არ მომწონებია... ჩაფიქრებულმა მოისვა წვერზე ხელი და საზურგეს მიეყრდნო.
-სულ მგონი სამჯერ ნახე და ასე გაგაგიჟა?
-გამაგიჟა ხო, თითქოს ყველაფერი აეწყო, მერე კი გაქრა. ვურეკავ და ტელეფონი გამორთული აქვს. არა და წინა დღეს ერთად ვიყავით და არც კი დასცდენია სადმე თუ აპირებდა წასვლას.
-ერთ კვირაში დაბრუნდება და მერე გაარკვევთ ძმაო
****
მეორე კვირაც მალევე მიიწურა, სულაც არ უნდოდა ახლა თბილისში წასვლა. ბოლო დღეებია ძალიან დაიღალა, მარტივი ხომ არ არის ელენეს საქმეების მთლიანად გადაბარება. თანაც უნდა აღიაროს რომ ერეკლე მოენატრა, როგორც კი თვალებს ხუჭავს მისი ტუჩები ახსენდება, აშკარად ვერასოდეს დაივიწყებს მასთან გატარებულ რამდენიმე ღამეს. მერე რა რომ გრძელვადიანი რომანი არ ჰქონიათ და არც ერთმანეთს იცნობენ გადასარევად. გრძნობს, რომ სულაც არ არის ცუდი ადამიანი და განგებ ცდილობს ნიტას გაღზიანებას ხოლმე. ხვალ დილით თბილისში წავა და ჩვეულებრივად გააგრძელებს ცხოვრებას.
ელენესთან დამშვიდობებამ უცრემლებოდ არ ჩაიარა. მაშუტკაში როგორც კი ჩაჯდა მაშინვე გაითიშა, არადა მგზავრობა არასოდეს ღლიდა. უკან მჯდომმა კაცმა გამოაღვიძა, იმხელა ხმაზე საუბრობდა ტელეფონზე ნიტას ლამის თავის ქალა ახადა. ესეც რომ დაბერდება და დაყრუვდენა ნეტა ასე უნდა გაჰკიოდეს ტელეფონში? თავის კატუნით გახედა გზას და გაოცებულმა პირი დააღო, უკვე თბილიში შედიოდნენ, ნუთუ ამდენი ხანი ეძინა.
ბინის კარი როგორც კი შეაღო მაშინვე დაეტაკა მარტოობის სუნი. ჰაერიც დამძიმებულიყო, სასწრაფოდ დააღო ფანჯრები და ტახტზე ჩამოჯდა. მერე გაახსენდა მთელი ორი კვირით მობილური გათიშული რომ ჰქონდა და სასწრაფოდ დასატენად შეაერთა. რეზის სამი გამოტოვებული ზარი დახვდა და ათი ერეკლესი. ხელები აუკანკალდა სანამ მწვანე ღილაკს დააჭერდა თითს, თუმცა მოულოდნელობიგან შეხტა კარებზე გამბული ზარი რომ გაისმა, გოგონები ეგონა და გარეთ არ გაუხედავს ისე გააღო კარი, თუმცა მოულოდნელობისგან შეხტა ერეკლეს დაღლილ სახეს რომ გადააწყდა....

888888888

ქალისთვის არც უკითხავს ისე შეაბიჯა ოთახში და სავარძელში მოკალათდა. არ იცოდა რა უნდა ეთქვა თავს უცნაურად გრძნობდა. ერთის მხრივ, უხაროდა ერეკლეს დანახვა მეორე მხრივ, რცხვენოდა კიდეც ოღონდ ვერ ხვდებოდა სირცხვილის გრძნობა საიდან ატყდებოდა თავს.
-აბა ამიხსნი რას ნიშნავდა შენი გაქრობა? მეთამაშები?
-საჩქარო საქმე გამომიჩნდა და შენი გაფრთხილება ვერ მოვასწარი
-რას ლაპარაკობ მართლა? გაღიზიანება ეტყობოდა ერეკლეს ხმაში. თვითონ არ იცის ნორმალურად რატომ არ უხსნის კაცს მისი გაუჩინარების მიზეზს, თუმცა იმასაც ვერ ხვდება რატომ უნდა აუხსნას რამე.
-ანგარიში უნდა ჩაგაბარო?
-მაგაში ეჭვი გეპარება?
-მგონი ვალდებული არ ვარ ერეკლე
-ვალდებული იმ წუთიდან ხარ, როცა ჩემს საყვარლობას დათანხმდი ნიტა. რა საზიზღარია ალბათ ხვდება როგორ ვერ იტანს ნიტა სიტყვა ,,საყვარელს“ და განგებ უსვამს ხოლმე ამას ხაზს.
-შენ თავად თქვი არანაირი ვალდებულებებიო
-შევცდი მაშინ.... არ მინდა დროს ასე უაზროდ ვკარგავდეთ
-აბა?
-დროის გაყვანის უკეთეს საშუალებაზე არაფერი გსმენია? წამში აესვეტა ქალს წინ და ხელები მოხვია, -უნდა ვაღიარო ძალიან მომენატრე. აღარ იცის ამ კაცს რანაირად გაუგოს, ხან უაზროდ ეჩხუბება, ხანაც სითბოდ იღვრება. მაგრამ ფაქტია, რომ ორივენაირი ერეკლე აღზრავს მასში ვნებას. უსიამოვნოდ დაუარა ჟრუანტელმა, როცა მის ტუჩებს მოწყდა. ფეხებში სისუსტე იგრძნო და ერეკლეს ხელს დაეყრდნო.
-ნიტა ცუდად ხარ?
-თავბრუ დამეხვა, გზაში ძალიან დავიღალე
-ფერი საერთოდ არ გადევს, მაშინვე ანერვიულდა ერეკლე, - ახლავე ექიმთან წავდეთ
-არა, ექიმი არ მინდა წყალი დამალევინე უბრალოდ, მალე გამივლის...
-დარწმუნებული ხარ?
-არა, მაგრამ უნდა გამიაროს... ეჭვისთვალით გადახედა გაფითრებულ ქალს და სამზაეულოში გავიდა.
სანამ ცოცხლის ფერი არ დაედო ნიტას იქამდე გვერდიდან არ მოსცილებია, მერე სამსახურიდან დაურეკეს, აშკარად რაღაც პრობლემა იყო, გაღიზიანებული ელაპარაკებოდა ვიღაცას და თან ნიტას თვალს არ აორებდა...
-ჩემს გამო პრობლემებს ნუ შეიქმნი, გოგონებს დავურეკავ და მოვლენ.
-მიდი დაურეკე და რომ მოვლენ მერე წავალ.. არადა აინტერესებდა ვის ელაპარაკებოდა, ან რა პრობლემები ჰქონდა, მაგრამ თავი შეიკავა ზედმეტი კითხვებისგან, მას ხომ არანაირი უფლება არ ჰქონდა ამ კაცზე?
მართლაც ფეხი არ მოუცვლია, სანამ გოგოები არ მოვიდნენ. იქამდე ნიტას რაღაცეებიც მოუმზადა და აჭამა. ძალიან სიამოვნებდა მამაკაცის მზრუნველობა, ცოტა ხნით ცდილობდა დაევიწყებინა ეს მოკლევადიანი ურთიერთობა და გაბადრული სახის დამალვას სულაც არ ცდილობდა. მისმა სისუსტემ და თავბრუსხვევამ სასიამოვნო ეჭვები გაუღვიძა. ერთი სული აქვს ახლა ერეკლე როდის წავა, მაშინვე ორსულბის ტესტზე გააგზავნის მაიკოს ან ლელას.
ლელამ კარებიდანვე ერეკლე რომ დალანდა გაკვირბებულმა ახედა ასე მალე აქ როგორ გაჩნდიო, ამ ორ კვირაში რეზის გადამკიდე მასაც დაუახლოვდა და მგონი მშვენიერი ურთიერთობაც ჩამოუყალიბდათ.
-რა იცოდი რომ ჩამოვიდა?
-ორი კვირა დღეს იწურებოდა ლელაჩკა, თვალი ჩაუკრა მეგობრის შეყვარებულს და ნიტას გახედა
-არ მითხრა ახლა ამ უჟმურის გამო დღეებს ვითვლიდიო, მაინც არ დაგიჯერებ... სიცილით დაიმანჭა ლელა და საცოდავად გაწოლილ დაქალს გადახედა.
-ნიტას ცილს ნუ სწამდებ თუ ღმერთი გწამს, მე მეჩქარება გოგოებო და ეჭვი არ მეპარება რომ საიმედო ხელში ვტოვებ... სწაფად აკოცა ნიტას ტუჩებში და სასწრაფოდ გავარდა ბინიდან. დატოვა ნიტა თვალებდახუჭული და გაბრუებული
-მგონი ცუდად არის საქმე, დაუსტვინა მაიკომ და სავარძელში ჩაეშვა
-რატომ? გულწრფელად იკითხა ნიტამ და მეგობრებს დააკვირდა.
-შენ ერეკლე გიყვარდება ნიტა ერთ კოცნაზე ლამის ჩადნი მანდ...
-საიდან დაასკვენით, უბრალოდ ძალიან მიზიდავს და მომწონს.
-სხვათაშორის ვნება ჩემო კარგო ისე სწრაფად აღმოცენდება აზრზე მოსვლასაც ვერ მოასწრებ, მაგრამ ძალიან დიდი ხნით გიპყრობს, მოსვენებას გიკარგავს, საბოლოოდ კი შენც მიზნებზეც გათქმვინებს უარს. იქნებ დაივიწყო შენი აკვიატებული დაორსულება და ნორმალური ურთიერთობა სცადო ერეკლესთან დაანახე რომ ნამდვილად მოგწონს, გაგიცნოს და მიხვდეს რომ სულაც არ ხარ ქარაფშუტა..
-სისულელეებს მოეშვი მაიკო და აფთიაქში ჩადი. სიცილით აუქნია ხელი გაქაფულ დაქალს და პირისცმაცუნით წამოდგა...
-აფთიაქში რაღა მინდა? მოიცააა არააა?
-მგონი კიი.... რაღაც ეჭვები მაქვს და....
-როგორც იქნა... პათეტიკურად შესძახა და ხელები ზემოთ აღმართა. - ლამის იყო ერეკლეს უშვილობა დავწამე... სასწრაფოდ ჟაკეტს დასტაცა ხელი მაიკომ და ბინიდან გავარდა.
-შენი ეჭვები თუ გამართლდა მერე რას აპირებ?
-პირველ რიგში ერეკლესთან შეხვედრას შევწყვეტ, მერე ჩემს დანაზოგს ავიღებ და სანამ ვიმშობიარებ აქედან გავქრები.
-ასე უბრალოდ ეტყვი აღარ მინდა შენთან და ვსიო თქო?
-ვეტყვი რომ სამსახურიდან საზღვარგარეთ მიწევს გადასვლა ტყუილის მოფიქრება არ გამიჭირდება, მერე კი ძაან არ გაიგოს სად წავალ. თანაც არამგონია ძებნა დამიწყოს, მისთვის რიგითი საყვარელი ვარ...
-იქნებ ერეკლეს სერიოზულად მოსწონხარ ნიტა?
-ძალიან გთხოვ ილუზიებს შენც ნუ შეიქმნი და მეც ნუ დამაიმედებ, გარკვევით მითხრა რომ მის საყვარლობას ვერ გავცდებოდი. არ მინდა იფიქროს რომ ვცდილოთ ბავშვი გამოვიყენო და თავი ცოლად შევართვევინო.
-მაინც მგონია რომ ბავშვზე უნდა იცოდეს
-ჯერ არა ლელა, აბორტის გაკეთება რომ დამაძალოს? ხომ იცი ამას არ გავაკეთებ თანაც ჯერ ჩემი ეჭვები უნდა დადასტურდეს.
მოვედიიი, კარებიდანვე დაიყვირა მაიკომ და პარკი ლამის სახეში გაარტყა ლელას დაიჭირეო...
-ამდენი ტესტი რად გინდოდა გოგო?
-რავიცი ნიტა, ფარმაცევტმა ზოგჯერ ერთი არ ამართლებსო და რაც ჰქონდათ წამოვიღე
-თორმეტიი? ცოტა აკლდა ისტერიული სიცილი არ ავარდნოდა.
-მეტი არ ჰქონდათ, საცოდავად დაიმანჭა და თვალებით ბოდიში მოუხადა მეგობარს...
-ეს გოგო მართლა ასეთია თუ ჩემი წარმოსახვის ნაყოფია ეს არსება? აღშფოთებულა წამოიძახა ლელამ და ორი ცალი ტესტი გაუწოდა ნიტას, წადი და საქმეს მიხედეო.



8888888

აბაზანის კარებთან იდგნენ და ნიტას გამოსვლას ელოდებოდნენ, ლელას წინ და უკან სიარულით სული დაელია, მაიკომ კი ერთი ფრჩხილიც არ დაიტოვა თითზე ყველა დაიკვნიტა...
-მესამეც შემომაწოდეთ.... დაიჩურჩულა ნიტამ და მისაღებში გავარდნილ და უკვე ტესტით ხელდამშვენებულ მაიკოს გადახედა
-რაო? გაწითლდა?
-ამასაც ვნახავ და გეტყვით
-გამაგიჟებს ეს გოგო....

........

ჩვენ ვიღიმით, როცა რაღაც გვიხარია, ვტირით როდესაც ვდარდობთ, თუ ძალიან რაღაცის გვეშინია ვფითრდებით და ვცახცახებთ; თუ რაიმე ძალიან გვაკვირვებს წარბებს მაღლა ვწევთ, თვალებს ფართედ ვაღებთ და ხშირად პირსაც მივაყოლებთ ხოლმე. უყურებდა სამ გაწითლებულ ტესტს და ყველა ემოცია ერთიანად ეუფლებოდა, შიშიც, დარდი და სიხარულიც. თუმცა ყველაფერზე მეტად ბედნიერება ჭარბობდა. მალე დედა გახდებოდა პაწაწუნა არსების დედა. პასუხისმგებლობით სავსე და ყველაზე ბედნიერი ქალი...
ხელის კანკალით ჩამოიწია კარის სახელური და მოლოდინით დალეულ გოგოებს ბედნიერად გაუღიმა, ღიმილი სიცილ-ტირილში გადაეზარდა და ორივეს ჩაეხუტა.
ძალიან კარგად იცოდნენ რას ნიშნავდა ნიტასთვის შვილი და ამიტომაც არ ჩაუთვლიათ ეს აზრი მის უაზრო აკვიატებად. ორივემ რომ არ იცოდეს, მათი მეგობარი მსოფლიოში ყველაზე თუ არა ერთ-ერთი საუკეთესო დედა იქნება არც ერთი არ მისცემდა ამის გაკეთების საშუალებას. თვითონაც ყველანაირად დაეხმარებიან, თუ საჭირო იქნება ორივე ნიტასთან გადავა და მათ ნათლულს გააზრდევინებენ, ჯერ კიდევ ბავშვობაში შეთანხმდნენ ვინ ვის ბავშვს ნათლავს. უკვე ერთი სულიც კი აქვთ როდის დაიბადება პატარა სიხარული. ნიტას ხელი მოხვიეს და საწოლზე დასვევს, ხან მუცელზე ხელს უსმევდნენ ხანაც კოცნიდნენ.
-ამ წუთას ჩემზე ბედნიერი არსად არავინ არ არის დამიჯერეთ. ამოისლუკუნა და თან გაიცინა
-ვიცით ნიიტ... ღმერთო ჩემო ასე მგონია სიზმარში ვარ, ბედნიერად ჩაილაპარაკა მაიკომ და მეგობარს ჩაეხუტა
-ხო ველოდებოდით ამ დღეს, მაგრამ რეალობა მაინც სულ სხვაა... აუ შენი შვილი ნიტ, აზრზე ხარ როგორ გავზრდით ყველა ერთად. ბავშვ გავაგიჟებთ, უკვე მიყვარს, ნეტა გოგო იქნებ ათუ ბიჭი
-რა მნიშვნელობა აქვს ლელ, მთავარია ჯანმრთელი დაიბადოს დედიკოს სიხარული, ხვალ ექიმთან წავიდეთ კარგით
-კი წავიდეთ, აუცილებლად

საღამოს გოგოები ძალით გაყარა, სახლებში წადით და ხვალისთვის მოემზადეთო. ნამდვილად არ უნდა მთელი დღე ნიტასთან იჯნენ და ემსახურებოდნენ, მათაც თავიანთი ცხოვრება აქვთ. კარები მიხურა თუ არა საპირფარეშოში გავარდა.
-უკვე დაიწყე დედი... სიყვარულით კითხა შვილს და პირი მოიწმინდა. ამითაც ბედნიერი იყო.
მერე ერეკლემ დაურეკა, როგორ ხარ, შენი ხმა არ მომწონსო. ნიტა მაქსიმალურად ეცადა თავის კარგად ყოფნობაში დაერწმუნებინა და მოახერხა კიდეც.
ცოტა ხანი იწრიალა,ხან ბავშვ ელაპარაკებოდა ხან საკუთარ თავს... მგონი ამდენმა ემოციემა გააგიჟეს. უკვე დაწოლას აპირებდა კარზე რომ დააკაკუნეს. ასე გვიან არავის ელოდა, ცოტა დაიძაბა კიდეც
-ვინ არის?
-მე ვარ ნიტა, რა გჭირს... ისე ჩაილაპარაკა მამაკაცმა გეგონება ყოველ ღამე ნიტასთან რჩებოდა.
-გაგებრთხილებინე მაინც. კარი გულდამშვიდებულა გააღო და ერეკლე შინ შეატარა.
-რა საჭირო იყო გაფრთხილება? ვითომც არაფერიო ისე ჩაილაპარაკა და სავარძელში მოკალათდა... თავს უკეთ გრძნობ? რაღაც შეშინებული და დაძაბული მეჩვენები.
-დღევანდელი დღე ზედმეტად ემოციური და დაძაბული აღმოჩნდა ჩემთვის
-შეიძლება გავიგო რატომ?
-ჩემი მეგობარი ავტო ავარიაში მოყვა და ძალიან ცუდად არის, იმდენად დამაჯერებლად წამოროშა ლამის თვითონაც დაეჭვდა სიმართლეს ხომ არ ვამბობო.
-სამწუხაროა, ახლა როგორ არის? ამიტომ იყავი დილით შეუძლოდ?
-უკეთ არის, არა, არა დილით ალბათ წინათგრძნობა იყო
-წინათგრძნობა?
-ხო, ყოველთვის ვგრძნობ ხოლმე რაღაც ცუდი რომ მატყდება თავს... მიდი სამზარეულოში არ გშია? მე უცებ დავბრუნდები და ვჭამოთ. კიდევ კარგი გაახსენდა აბაზანაში მიყრილი ორსულობის ტესტები, თორემ ვაი და ერეკლეს ენახა მერე რა პასუხს გასცემდა?
-უცნაური შესახედი ხარ ამ წუთას ნიტა. ეჭვნარევი მზერა ტყორცნა უხერხულად მობუზულ ქალს და ხელი ნიკაპზე მოისვა.
-კი მაგრამ რატომ? უცებ მუცელზე დაიხედა ორ კვირაში რა უნდა დამტყობოდაო და გაკვირვებულმა ახედა წარბებშეკრულ მამაკაცს.
-წესით მეგობრის ამბის გამო შენს თვალებში ბედნიერების და სიხარულის ნაცვლად ტკივილს უნდა ვკითხულობდე, ხომ ასეა?
-არ ვიცოდი თვალების მიხედვით თუ კიხულობდი ემოციებს, რაღაც გეშლება
-მე კიდევ ბევრი რამ ვიციი ნიტა, თვალები პირველ რიგში ყიდიან ადამიანებს. განა შენ არ ატყობ ხოლმე ბედნიერებას და უბედურებსა მათ? ახლა მთელი სახე გინათის, თვალები ისეთი გაბრწყინებული გაქ, რომ მათი ბრწყინვალება მთლიანად გიპყრობს, შენ კი მეუბნებუ დამწუხრებული ვარო. რატომ მატყუებ?
-არაფერსაც არ გატყუებ ერეკლე, რაღა გინდა?
-კარგი თუ არ გინდა ნუ მეტყვი, ძალას არ დაგატან.
-წავალ სუფრას გავშლი...
-დიდი სიამოვნებით შევჭამდი შენს გემრიელობებს. თვალი
ჩაუკრა და ფეხდაფერ აეკიდა მაცივრისკენ წასულ ქალს.
ნიტამ სწრაფად გაშალა სუფრა, თვითონაც ძალიან მოშივდა, მართალია მუცლის არეში დროდადრო ტკივილს გრძნობს, მაგრამ არაუშავს. მთავარია ახლა ერეკლეს თავი დააღწიოს და მერე ყველაფერს მიხედავს. ის ის იყო გემრიელად დაბრაწული ბარკალი უნდა ჩაეკბიჩა, რომ სასწრაფოდ წაიჭირა ცხვირზე თითი და აბაზანაში შევარდა... ერეკლეც მაშინვე მიყვა გაოცებული სახით.
-ნიტა რა დაგემართა? კარგად ხარ?
-გამოვალ ცოტა ხანში. წადი შენ...
სარკეში ჩახედვა არ უნდოდა. სარკიდან მომზირალ ქალს გაახედა და ლამის გული შეუწუხდა. საშილად გამოიყურებოდა. ცოტა ხანი მოიცადა სახეზე ცივი წყალი შეისხა და დაელოდა ცოცხლის ფერი როდის დაედებოდა.
-ნიტა მგონი სალაპარაკო გვაქვს არა? ერთიანად დაიძაბა ერეკლეს ხმის გაგონებაზე, ახლა ყველაზე ნაკლებად მისთვის ახსნის თავი აქვს,. თუმცა მის მკაცრს სახეს და ეჭვნარევ მზერას რომ გადააწყდა, უარესად აიტანა კანკალმა.
-რაზე?
-ჯერ მითხარი რა მოგივიდა
-მგონი სოფელში მოვიწამლე, დილითაც ალბათ ამიტომ ვგრძნობდი თავს სუსტად
-მოიწამლე?
-ხო რა იყო, შენ არასოდეს მოწამლულხარ?
-იქნებ ცდები და... ტაბლეტებს ხომ სვავდი?
-რა თქმა უნდა, შენ რა ორსულად გგონივარ? ხომ არ გაგიჟდი? შენი აზრით, მაწყობს ცხოვრების კიდევ უფრო გართულება? ნამდვილად არ ვარ ჯერ ასეთი პასუხისმგებლობისთვის მზად. საუკეთესო თავდაცვა თავდასხმააო და მაშინვე შეტევაზე გადავიდა, როგორმე თავიდან უნდა მოიშოროს ამაღამ.
-ნიტა, ნამდვილად ასე ფიქრობ? ალბათ ბრმა უნდა ყოფილიყო ერეკლეს თვალებში ჩამქვრალი სხივები, რომ არ შეემჩნია.
-შენ სხვანაირად ფიქრობ ერეკლე? გინდა ამ ეტაპზე ბავშვი? რომ ეთქვა....რომ ეთქვა ერთხელ მაინც კიო, მაშინვე ეტყოდა ბავშვის შესახებ, მაგრამ არა...
-ბავშვი ყოლა არ ყოლაზე ისინი არ დაობენ ვისაც ნამდვილად სურთ შვილი... მეც შენსავით ვფიქრობ, ამ ეტაპზე მე და შენ ნამდვილად არ გვჭირდება საერთო შვილი. მაგრამ თავი რომ დავიზღვიოთ ხვალ სამსახურის შემდეგ გამოგივლი და ექიმთან წავალთ.
ახლა რა უნდა ქნას, დათანხმდეს თუ ისტერიკა გაუმართოს რატომ არ მიჯერებო? არა დათანხმდება და ხვალ არ შეხვდება. სჯობს ხვალიდანვე გაქრეს ერეკლეს ცხოვრებიდან.
-აჯობებს წავიდე. მადაც დავკარგე და სხვა რაღაცეების ხასიათიც. ცოტა არ იყოს ეუცნაურა ერეკლეს დადარდიანება, ალბათ იმაზე ჯავრობს, რომ შეიძლება ნიტა ორსულად იყოს და ჰგონია პასუხისმგებლობის აღებას მოსთხოვს. ძალიან კარგს შვება, რომ სიმართლე არ უმხელს, არ არის ღირსი და იმიტომ.
-კარგი როგორც გინდა ერეკლე... კარამდე მიაცილა და კაცის ზურგს დააკვირდა. ახლა ამ კარიდან გავიდოდა, მერე კი შეიძლება ვერც ვერასოდეს ენახა ნიტას იგი. წამით შედგა, ვერ გადაეწყვიტა შეეჩერებინა, თუ ასე გაეშვა. მერე უცებ გადაუდგა კაცს წინ და ტუჩებზე დაეტაკა. კოცნიდა არა ვნების, ან ჟინის დასაკმაყოფილებლად, არამდედ ამ კოცნაში ყველაფერს დებდა. ემშვიდობებოდა კიდეც და თან მასთან დარჩენას თხოვდა, მადლობასაც უხდიდა და თან ეშინოდა მისი...თვალები ვეღარ იტევდნენ ცრემლებს და ღაწვებზე იღვენთებოდნენ. მალევე მოწყდა ერთ ადგილას გახევებულ ერეკლეს და კარი ზურგს უკან მიიხურა, უფრო მეტად აუჩუყდა გული და ცრემლებს გასაქანი მისცა. ცოტას დაწნარდება, მერე კი ერეკლესთვის წერის დაწერს, გამორიცხულია ხვალ ვერაფრით ვერ ნახავს.
****
დილით თავი მოიწესრიგა და სამსახურში წავიდა. ქალბატონ ნინოს უნდა დაელაპარაკოს და წამოსვლაზე განცხადებაც უნდა დაწეროს
-კი მაგრამ რატომ მიდიხარ ნიტა?
-ახლა ვერ აიხსნით, უბრალოდ ერთი თხოვნა მაქვს. თუ ვინმემ მიკითხავს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება თუნდაც რეზი, უთხარით რომ გერმანიაში თქვენს მეგობარ ლაურასთან გამგზავრებას დავთანხმდი.
-კარგი ნიტა, როგორც გინდა იმედი მაქვს ყველაფერი რომ დალაგდება აუცილებლად დაგვიბრუნდები, ხომ იცი სიხარულით მიგიღებთ.
-ვიცი ქალბატონო ნინო და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა
-თუ დაგჭირდეს, იცი რომ ლაურაც გელოდება და საერთოდ თუ გინდა მასთან მართლაც წადი...
-არ ვიცი, მოვიფიქრებ ამ ეტაპზე არ მაწყობს გერმანიაში წასვლა, მერე კი აუცილებლად დაგიკავშირდებით.
ერთ საათში ნინოსთან ყველაფერი გაარკვია, სამსახურიდან ისე გამოვიდა რეზი არსად გადაყრია. კიდევ კარგი არ ნახა თორემ მეგობრის კითხვებს თავს ვერ აარიდებდა და მისი მოტყუებაც მოუწევდა.
-გინდა შემოგყვეთ?
-არა თქვენ აქ დარჩით ლელა. მირჩევნია მარტო შევიდე...
ასე დაეფიცება არასოდეს არ უნერვიულია, მაშინაც კი როდესაც ერეკლესთან პირველად დარჩე. ახლა თითქოს მისი იმედები და მომავალია სასწორზე.
როგორც კი ლანამ შეამჩნია კარში უხერხლად ატუზული ნიტა მაშინვე მისკენ წავიდა
-რამდენ ხანია არ მინახიხარ ჩემო კარგო, რამ შეგვაწუხაო?
-მგონი ორსულად ვარ. სამი ტესტი გავიკეთე და სამივემ დადებითი პასუხი მიჩვენა, მაგრამ მინდა რომ დავრწმუნდე.
ბავშვის გულისცემა, რომ გაიგო ალბათ მაშინ იყო ყველაზე ბედნიერი. სიხარულის ცრემლებს ვერაფრით იკავებდა. საოცარი გრძნობაა, როცა აცნობიერებ რეალობას, თანაც იმ რელობას რომლის მიხედვითაც შენში კიდევ ერთი სიცოცხლეა, რომელსაც უნდა მოუფრთხილდე და დაიცვა.
-ჯერ-ჯერობით ყველაფერი ნორმალურადაა ნიტა, ნაყოფი სამი კვირის არის. ამ ეტაპზე მთავარია თავს მოუფრთხილდე და სწორად იკვებო. მაქსიმალურად ეცადე ისეთ გარემოში არ მოხვდე რაც შენს ჯანმრთელობას ავნებს, შენ თუ რამე გეტკინა ან თუნდაც რაიმე ინფექცია შეგეჭრა, ეს ბავშვზე ძალიან ცუდად იმოქმედებს. ამიტომ ორმაგად ფრთხილად და კარგად უნდა იყო.
-რაო? ლელა და მაიკო ორივენი სწრაფად მიეჭრნენ მეგობარს და მომლოდინე თვალები შანათეს
-რაო და იმ ორ აბეზარს უთხარი ნათლიობისთვის მოემზადონოო. სიცილით ჩაილაპარაკა ნიტამ და ორივეს ჩაეხუტა.
-ღმერთო, რა მაგარია
-ახლა ჩემთან წავიდეთ, ბარგს უნდა მივხედო.
გოგოებმა ნიტა სახლში დატოვეს ჩვენ რაღაც საქმე გვაქვს და ოც წუთში დავბრუნდებითო. ლელამ აუჩემა გინდა თუ არა ელენესთან მე უნდა ჩაგიყვანოო, ესღა მაკლია ჩემი ნათლული ვიღაც გადარეულ მძღოლს ვანდოო.
სახლიდან სანამ გავიდოდა ერეკლემ რამდენჯერმე დაურეკა, მაგრამ არ უპასუხა. საბოლოოდ კი ტელეფონიც გათიშა. სავარაუდოდ სამსახურში მიაკითხა ქალს და ალბათ ნინომაც ყველაფერი უთხრა.
-რამდენჯერმე დამირეკა ერეკლემ... როგორც კი მანქანაში ჩაჯდა მაშინვე ჩაიჩურჩულა და მაიკოს გახედა
-არ უპასუხე არა?
-ხო... რა უნდა მეთქვა?
-იქნებ სიმართლე გაუმხილო ნიტა. არ იქცევი სწორად. ისევ არ ეშვებოდნენ მეგობარს...
-ძაიან გთხოვთ თავიდან არ დამიწყოთ. მან გარკვევით მითხრა, რომ ბავშვი ამ ეტაპზე არ უნდა, თანაც ჩემგან და რა გავაკეთო?
-რომ გააცნობიერებს შვილი ეყოლება, იქნებ სულ სხვანაირად იფიქროს
-და მერე შვილი წამართვას? ჩემს შვილს არავისაც არ დავუთმობ ათი ერეკლეც რომ გადამიდგეს წინ.
სოფლამდე ისე იმგზავრეს ამ თემას არც ერთი არ მობრუნებია. მთელი გზა ხან მუსიკები ჰქონდათ ჩართული და მღეროდნენ, ხანაც ჩაძინებულ ნიტას უყურებდნენ.
ელენემ მეორე დღესვე დაბრუნებული შვილი, რომ დაინახა თანაც ბარგით, მაშინვე მიხვდა აქ რაღაც რომ ხდებოდა.
-ხომ მშვიდობაა დედი?
-მშვიდობაა ელენე დეიდა მშვიდობა... სახლში შევიდეთ და მოგიყვებით ყველაფერს. სიყვარულით გადაეხვია ლელა მეგობრის დედას და სახლისაკენ წავიდნენ
-ყავას ხომ დალევთ ბავშვებო? ნამცხვარიც მაქვს თქვენ რომ გიყვართ ის
-მე შინდის კომფოტი გამიხსენი დე, ყავა არ მინდა
-შინდის კომფოტს როდიდან სვავს ეს ხომ არ იცით, სიცილით გადახედა ფერდაკარგულ გოგოებს და სკამზე ჩამოჯდა... - მაინც არ დაიშალე არა? რაც არ უნდა უგებდეს შვლის და მის აზრზ პატივს სცემეს, მისი მომავალი მაინც სხვანაირად წარმოედგინა. გული უგრძნობდა კიდეც ამ დილით რაღაც რომ მოხდებოდა მაგრამ ნიტა... ნიტა თუ მოუტანდა ასეთ ამბავს რას იფიქრებდა... - რამდენის ხარ?
-სამი კვირის... თავი არ აუწევია ისე ჩაილაპარაკა და ფეხით ძირს დაგებულ ხალიჩას დაუწყო თამაში... -ხომ იცოდი რომ არ გადაწყვეტილებას არ შევცვლიდი
-რა გინდა დედა სიხარულით ვიხტუნო?
-არა მაგრამ ასეთი სახეც ნუ გაქვს... არ მეგონა ჩემი ბედნიერება თუ გეწყინებოდა
-და ბედნიერი ხარ შვილო?
-კარგად იცი ჩემთვის შვილის ყოლა რასაც წარმოადგენს და ხო დედა, უბედნიერესი ქალი ვარ, რადგან მე ამ პაწაწუნას დედა მერქმევა... ცრემლები სწრაფად მოიწმინდა და ქალს კალთაში ჩაუჯდა. - დე, ახლა ისე მჭირდები, როგორც არასოდეს ხომ იცი?
-ვიცი შვილო ვიცი.... ბავშვის მამამ იცის?
-არა რა თქმა უნდა... ისეთი ხმით შეიცხადა ნათელი იყო ახლა ამაზე საუბრის არც განწყობა ქონდა და არც თავი.
მგონი ჯობს ჭორაობა გადავდოთ და ვჭამოთ. ძალიან მომშივდა, მაიკო ხომ იცი დედა კომფოტებს სად აწყობს?
-კი...
-ხოდა რაღას უცდი, შენმა ნათლულმა მინდაო სიცილით თვალი ჩაუკრა დაქალს და ახლა ლელას გადახედა
-ჰე თქვი აბა მე რა გავაკეთო?
-შენ ჩემს ოთახში შემომყევი რაღაც უნდა მოგცე
ჩანთიდან კონვერტი ამოაძვრინა და მეგობარს გაუწოდა
-ეს რაა არის ნიტ?
-ერეკლესთვის წერილი დავწერე, თუ ოდესმე შენ მოგაკითხავს ეს კონვერტი მიეცი. ვიცი იმის გამეორება არ მჭირდება, რომ რეზიმაც არ უნდა გაიგოს ჩემი ადგილსამყოფელი, მან არც კი იცის სად მაქვს სოფელი, კარგი?
-კარგი, როგორც მეტყვი ისე ვიზავ ყველაფერს. აჰა რეზი მირეკავს
-ლელა სად ხარ? შესვენება მაქვს და სადმე ყავა დაგველია
-ისა.. რეზი მაიკოს გავყევი მამიდაშვილთან დღეს მასთან უნდა დავრჩეთ. ხვალ საღამოს შევხვდეთ კარგი?
-სამწუხაროა... ხო კიდევ ხომ არ იცი ნიტა რატომ დათანხმდა გერმანიაში წასვლას?
-უკეთესი პირობები შესთავაზეს. ამაზე რომ გნახავ მაშინ ვილაპარაკოთ რეზი
-კარგი ლელ, უბრალოდ ერეკლე ეძებს დღეს მთელი დღეა.
ნეტა იმიტომ მეძებს, რომ თავისი ეჭვების ეშინია თუ ჩემზე ღელავს?
-ოხ ნიტა, ნიტა...
-რა?
-კაცმა რომ გკითხოს სულ ფეხებზე გკიდია ერეკლე
-ეგრეც არის
-კარგი კარგი... ჩავიდეთ



№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ძალიან მომწონს, ერთი სული მაქვს გაგრძელებას როდის წავიკითხავ!!!

 


№2 სტუმარი Tika

Koveldge dadee umagresiaa ar mkofnis

 


№3  offline წევრი NA NO

უღრმესი მადლობა ორივეს <3

 


№4 სტუმარი სტუმარი Chikochiko

საუკეთესო ისტორიაა. აზრზე არ ვარ რა შეიძლება მომავალში მოხდეს, ამიტომ უფრო მიმძაფრდება ინტერესი.
დილის 3საათამდე ვამოწმებდი სიახლეებს ახალი თავის მოლოდინში და ეხლა როგორ გამახარე ხომ არ იცი❤

 


№5  offline წევრი NA NO

სტუმარი Chikochiko
საუკეთესო ისტორიაა. აზრზე არ ვარ რა შეიძლება მომავალში მოხდეს, ამიტომ უფრო მიმძაფრდება ინტერესი.
დილის 3საათამდე ვამოწმებდი სიახლეებს ახალი თავის მოლოდინში და ეხლა როგორ გამახარე ხომ არ იცი❤

დიდი მადლობა რომ ელოდები და ასე მოგწონს :* გუშინვე მინდოდა ახალი თავის დადება მაგრამ ვერ მოვახერხე :* რახან ეს ისტორია დაწერილი მაქვს ახალ თავებზე არ გაგაწვალებთ :* მიხარია ინტრიგნული თავი თუ იყო :*

 


№6 სტუმარი Qeti qimucadze

Moutmenlad velodwbi gagrzelebassss. Zalian saintereso siujetiaaa

 


№7 სტუმარი სტუმარი Lia

Magari---istoriaa.moutmenlad veli gagrzelebas❤❤❤

 


№8 სტუმარი ნათო :)))

მწერალი ქომზე მაქვს ეს ისტორია წაკითხული. ჟანნეტ აქაც თუ იყავი არ ვიცოდი გამიხარდა ????????❤

წარმატებები! ????????❤

 


№9  offline წევრი NA NO

ნათო :)))
მწერალი ქომზე მაქვს ეს ისტორია წაკითხული. ჟანნეტ აქაც თუ იყავი არ ვიცოდი გამიხარდა ????????❤

წარმატებები! ????????❤

ხო მწერალ ქომზეც მედო მაგრამ ჟანეტი არ ვარ :

 


№10 სტუმარი სტუმარი ანა

ვაიმეე, რა დებილი გოგოა. ერთს ამბობს, მეორის გაკეთებას აპირებს და მეშვიდეს აკეთებს.

 


№11  offline წევრი NA NO

სტუმარი ანა
ვაიმეე, რა დებილი გოგოა. ერთს ამბობს, მეორის გაკეთებას აპირებს და მეშვიდეს აკეთებს.

:დდდ

 


№12 სტუმარი Mariami

Auuu umaagreeesiaa maalee daaddee

 


№13  offline წევრი NA NO

Mariami
Auuu umaagreeesiaa maalee daaddee

12 ის მერე იქნება ახალი <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent