მეტი ვიდრე სიყვარული დასასრული.
როგორღაც ძალას ვიკრებ და კაბინეტში შევდივარ რომ ამ საქციელისთვის პასუხი მოვთხოვო მაგრამ ის იქ არ მხვდება.კარგი რა გაეწყობა მაშინ.მის მაგიდასთან მივდივარ რომ საბუთები დავდო და კომპიუტერს შემთხვევით ვაკვირდები.ღმერთო ეს ის მოდელია რომელზეც ვმუშაობთ?!საკმაოდ კლასიკური და დახვეწილი მოდელებია.მაუსს ვიმარჯვებ და შემდეგზე გადავდივარ რომ დიტო შემოდის.ის ადგილზე იყინება ალბათ რამდენიმე წამი მიყურებს და შემდეგ არაამქვეყნიური ღრიალით მიყვირის. -როგორ გაბედე?რა უფლებით მიეკარე ჩემს კომპიუტერს!ვინ გეკითხება რომ აქ იქექები! ღმერთო მეხომ არაფერი ჩამიდენია.შეცბუნებული განზე ვდგები და ხმის ამოღებას ვერ ვახერხებ.ის ისეთი გაცეცხლებულია,აზრს ვერ ვუყრი თავს და უაზროდ ვბუტბუტებ. -მე...არ...მე...ხელი არ....არაფერი არ...საერთოდ არ... ღმერთო.რა დაემართა?!რა არ მიცნობს?არ იცის დაუკითხავად მის პიჯაკსაც არ ვკიდავდი საკიდზე?რა ჯანდაბა სჭირს?!ან რა არ ვნახავდი?!ამ მოდელებზე თითქმის მარტო მე ვმუშაობ.მე დავდივარ...მე ვაწარმოებ ყიდვებს.თათბირებს.ფირმებს მე ვირჩევ და უფლება არამაქვს ვნახო?!არ იტირო სანდრა ამასთან არა!დამამშვიდებლად,მიმეორებს ჩემი ქვეცნობიერი და,თავს ღირსეულად ვერევი.ალბათ გიორგი,დიტოს ღრიალზე შემოვიდა.გაოცებული გვიყურებს. ჯერ მე,მერე დიტოს და ისევ,მე. -ახლავე გადი აქედან!დროზე! ისე მიყვირის ზედაც არ მიყურებს.ღმერთო,ნაბიჯს,ვერ ვდგამ.მინდა!გაქცევა მინდა,მაგრამ ვერ გავრბივარ. -არ გესმის! როგორც იქნა გამბედაობას ვიკრეფ და სასწრაფოდ გავდივარ ჩემს კაბინეტში.ამდენ დამცირებას ვეღარ ვიტან და ცრემლები უკვე ნიაღვარად ჩამომდის.რა დავუშავე?!ასე როგორ შეიცვალა?!იქნებ საერთოდ არც ვიცნობდი და,სულ ასეთი იყო.არა შეუძლებელია მე,რომელიც მიყვარდა ის სულ სხვა ადამიანია.ეს ის დიტო არაა. კაბინეტში გიორგი შემოდის და ნაჩქარევად ცრემლებს ვიწმენდ,თუმცა აზრი არააქვს მაინც დამინახა. -სანდრა კარგათ ხარ? -დიახ.ნუ ღელავთ. -რამოხდა? -არც არაფერი.მასთან შევედი საბუთებზე და შემთხვევით,მის,კომპიუტერში, ჩვენი კოლექციის სურათები ვნახე.მას ქონდა ფაილი გახსნილი.გეფიცებით მე ხელიც კი არ მომიკიდია,აზრადაც არ გამივლია და,მან,ეს მშვენივრად იცის. თვალზე მომდგარ ცრემლებს ძვლივს ვერევი და ვყლაპავ. -ვერც მე მივხვდი ასე რამ გააგიჟა. -ეგ ისედაც გიჟია!მკურნალობა სჭირდება. ის ისე მიყურებს ახლაღა ვხვდები რას ვეუბნევი. -მაპატიეთ ცუდად არ გამიგოთ. -სანდრა ვიცი ზედმეტი მოუვიდა,მაგრამ არ დაგავიწყდეს ის ჩვენი უფროსია. -დიახ,დიახ რათქმაუნდა.ბოდიშს ვიხდი. -კაი მიდი წადი დღეს დაისვენე.ხვალ ჩვეულებრივად მოდი ნუ გეშინია დაველაპარაკები. მხაზე გამამხნევებლად ხელს მადებს და გადის.მეც ნაჩქარევად ვიცვამ და სახლში მივდივარ.არავის და არაფრის ნახვა არ მინდა.ექოსავით ჩამესმის დიტოს ცივი ღრიალი და სული მეყინება.ცრემლებს ვერაფრით ვერ ვიკავებ...მთელი ღამე ტირილში გავატარე დილით რომ ავდექი თავს გაბრუებულად ვგრძნობდი.ღმერთო სახე რას მიგავს!თვალები?იქნებ სჯობს და საერთოდ აღარ წავიდე?აღარ მინდა... მისი ამდენი ბოღმის,ღვარძლის ატანა.წადი!და თან დროზე!უკვე აგვიანებ და ის ისევ გაგამწარებს.დამყვირის ჩემი ეგო.სასწრაფოდ ვემზადები წასასვლელად რომ კარზე ზარი ირეკება.მარიამია?!ხომ მშვიდობაა ნეტა.კარს ვაღებ და მოულოდნელობისგან ვკივი. -ვაიმე! -გამარჯობა.შემომიშვებ? უბრალოდ ვუყურებ და ფიქრებს გონებაში ვალაგებ.თუ რაა აქ მოსვლის მიზეზი.სამსახურიდან მიშვებს?!ბოდიში უნდა მომიხადოს?!თუ ისევ უნდა მეჩხუბოს? -სანდრა შემომიშვებ! -არა! კარს ვაწვები უნდა დავხურო მაგრამ.ის ხელს კიდებს აწვება და შემიდის.შემდეგ ხელის ერთი კვრით კარი ჯახუნით იხურება.რავქნა?გაიქეცი და ლოგინის ქვეშ დაემალე!რა უნდა ქნა ღირსეულად იდექი და უსმინე.ყოველგვარი შიშისა და ტირილების გარეშე!მბრძანებლობს ჩემი ქვეცნობიერი. -რატომ ბავშვობ? რაა?!მე ბავშვობ? -შენ..შენ...სულ დაკარგე ეგ ჭკუა?!არარსებული რაღაცის გამო მიღრიალე ლამის...მეგონა ხელითაც შემეხებოდი...მოდიხარ და მეუბნევი რატომ ბავშვობო?დავიღალე!საშინლად დავიღალე დიტო.ამ შენი დამცირებებებით ამოუცნობი საუბრებით.ვერ ვხვდები რა გინდა ჩემგან!იმიტომ სჯი რომ მაშინ...მე გაგიშვი?დაწყნარდი დაიმშვიდე ეგ ნერვები მე საკმარისად ვიტანჯე უკვე! ბოლო ხმამდე გავყვირი და თან მისაღებისკენ მივდივარ არ მინდა სადარბაზოში გაიგონ ჩემი ყვირილი. -პანიკას რომ მორჩები გამაგებინე და მეც დავილაპარაკებ. ვირი!მე არ ვპანიკიორობ! -არც არავინაა პანიკაში.რას ველოდი შენ იჯდებოდი და მომისმენდი? -სანდრა გეყოფა და ნუ ყვირიმეთქი! -მე შენს ფაილებში არ შევმძვრალვარ! -ვიცი! -რატომ დამწამე ცილი!რატომ დამამცირე...ყველამ გაიგონა!ამის უფლება არ გაქვს მხოლოდ იმიტომ რომ შენ ჩემი უფროსი ხარ! -მაპატიე! ჩემი აღშფოთება ვეღრ მომითოკია და უკვე გაუაზრებლად ვკაპასობ. -არც შენ და,არც შენს,ქალებს უფლებას აღარ მივცემ რომ ცხოვრება დამინგრიოთ.მე სამსახურიდან.... რათქვა?!მაპატიეო?!მოიცა,მოიცა მომესმა?დიტოსკენ ვიყურები ის ნერვიულად თავზე ხელს ისმევს და,მომჩერებია.ჩემს ამოუცნობ აზრებს ალბათ ხვდება და კიდევ იმეორებს. -მაპატიე.ავღელდი და მიტომ მოხდა ასე.ნუ ღელავ აღარც ჩემი ქალები არ შეგაწუხებენ იმ დღეს საკადრისად გავეცი პასუხი. ხოდა ეგრე!ჩემი ქვეცნობიერი ტაშს მიკრავს.ყოჩაღ სანდრა ყოჩაღ. -შენ ყოველ აღელვებაზე...მე თვალებში მარტო იმიტომ ვერ გიყურებ რომ არ აღელდე და,მსგავსი რამ აღარ მოხდეს. ის იხრავს,ჩემსკენ მოდის,ჩემს წინ ჩერდება და დაჟინებული ურცხვად მიყურებს. -მე ბოდიში უკვე მოგიხადე! -ეს არაფერს ცვლის.მინდა შენი გრძნობები აკონტროლო და... ის ორივე ხელებს წელზე მავლებს და თავისზე მაკრავს.ჯანდაბა!ეს რაღაა?!თვალებში...თვალები უგიზგიზებს.ყურთან იწევა და ვნებისგან ხმაჩახლეჩილი მეჩურჩულება. -რავქნა.ვერ ვაკონტროლებ,ჩემს, გრძნობებს.როცა ასე გაბრაზებული ხარ.ხომ იცი ეს, როგორც, მოქმედებს ჩემზე. ის როგორც იქნა სათქმელს ამთავრებს და ყურის ბიბილოზე მსუბუქად ჯერ მკბენს შემდეგ მკოცნის.მთელს ტანში ნანატრი ელექტრო მუხტი მივლის. არა!არა და არა!მე ეს არ მიგულისხმია დიტო!რას აკეთებს?!არა.ღმერთო რატომ ჩავიცვი ეს კაბა.ის ელვას ხელს კიდებს და მთლიანად მიხსნის.ღმერთო რა ხარბათ მიყურებს.ვწითლდები...ვიბნევი რა ვქნა? -როგორ მიყვარს ასე რომ წითლდები...უსუსური რომ ხარ. გეყოფა ჩემი წამება დიტო გთხოვ.იდიოტივით ვდგავარ და ვერაფერს ვერ ვმოქმედებ. -ჰო შენ მე თვალებში უნდა მიყურებდე... კოცნის ბილიკებს კისერიდან ლავიწის ძვლამდე ავლებს.ღმერთო მე...მე ფეხებს,სხეულს და თავს საერთოდ ვეღარ ვგრძნობ.ის...მკერდს ელამუნება...მუცელს და ბოლოს უკვე თავს ვეღარ აკონტროლებს მდივანზე მაწვენს და ტუჩებში უხეშადაცკი მკოცნის.მინდა ჰო მინდა რომ მეფეროს.ვიცი სუსტი ვარ უნებისყოფო მაგრამ მე ის მიყვარს.არ გაჩერდე...არა არა გაჩერდი!ღმერთო,თავს ვეღარც მე ვაკონტროლებ და უკვე მეც ვნებას აყოლილი ვეშვები... ჰო.ვნება,ალერსი დაუოკებელი სურვილი კმაყოფილდება და ახლა მარტონი ვრჩებით ითახში.სასწრაფოდ ვიცმევ აბაზანაში შევდივარ და მისი მზერა ზურგს მიწვაცს.სახეზე ცივ წყალს ვისხავ რომ როგორმე აზროვნება შევძლო.რავქნა?აქ სადამდე ჩავიკეტები რაც მოსახდენია მოხდეს გავალ და დაველაპარაკები. მას უკვე ჩაუცვამს და ისევ იმ ირონიული სახით მიყურებს.ღნერთო უნდა დამცინოს?პატიება ასე მიიღო...ნუ ჰგონია ასე მიითო და დამცინის?ჯანდაბა!თავგზა არეული მაქვს.მეც არ ვიცი რეებს ვროშავ. -არ გინდა დიტო...ვიცი ეს წამიერი...იმპლუსების ბრალია.... ის გაოგნებისგან პირს აღებს. -რა?!ასე ფიქრობ? მეც არ ვიცი რას ვფიქრობ და ვამბობ...ხომ ხედავ რა არეული ვარ. -ვიცი არაფერს უნდა ველოდო...შენ...შენთვის სულ ერთია...უბრალოდ გთხოვ ასე აღარ მოიქცე კაი.ადამიანურად გთხოვ. ის გაბრაზებული...განაწყენებულიც კი მებურტყუნება. -კარგი შენ როგორც იტყვი. რა აბრაზებს?ღმერთო რატომ ვეღარ ვხვდები შენს აზრებს? გაოგნებული მიყურებს...მერე ახლოს მიდგება და...რაღაცააქვს ჩაფიქრებული და ეს მისი ირონიული სახიდან ნათლად სჩანს. -შენ რა ასე იმპულსებს ბევრთან ყვები? ოოო.იდიოტი!ნაგავი!ვირი!ჩემსთავს ვეღარ ვაკონტროლებ და სილას ვარტყამ...თან ისე მწარედ ხელი მეცკი მტკივა.ასე სანდრა ყოჩაღ სანდრა!ტაშს მიკრავს ჩემი ქვეცნობიერიც. ის სახეზე ხელს ისმევს და ისევ იცინის.ოხ რა სიამოვნებით გაგარტყამდი კიდევ. -არ გაბედო და მეორედ ასე აღარ დამელაპარაკო.შესანიშნავად იცი შენ ჩემთვის პირველი მამაკაცი იყავი! ის ისევ იღიმის...თითქოს სიამოვნებს ჩემი სიტყვები.შემდეგ სერიოზულდება ლოყებზე ხელს მავლებს და მაგრად მიჭერს. -შენ კი არ გაბედო და აღარ დამარტყა.გაგიმართლა რომ ქალი ხარ!ახლა კი დროზე მოემზადე და წავიდეთ.საკმარისად მეტი დააგვიანეთ სამსახურში.ვფიქრობ უფროსი ძალიან გაგიბრაზდებათ და ეს სამართლიანი ბრაზი იქნება. ისევ იმ ცინიკური სახით ამთავრებს თავის სიტყვას მიშვებს,კარებს აღებს და ღია კარებთან მელოდება. .... -სანდრა რას შვრები? -შემოდი ლილუ. -რა გჭირს? -არაფერი?! -კაი რა ერთი თვეა რაღაც არეული დადიხარ. ჰო საერთოდ რომ დავდივარ არ გიკვირს?ერთი თვე გავიდა რაც მე და ის ერთად.... -სანდრა! ჯანდრაბა.გიორგი როდისღა შემოვიდა?ვხედავ ლილუ როგორ იპარება ქურდივით და გადაკისკისება მინთება.თუმცა ღირსეულად ვიკავებ თავს. -გისმენთ.ბატონო გიორგი. -ღმერთო რაგჭირთ თქვენ რა დაბნეულები ხართ! (ჩვეენ?!ვინ ჩვენ?)მოკლედ ზეგ მილანში მივდივართ და საბუთები მოიწესრიგე . -ყველა საბუთი წესრიგში გაქვთ. -მე შენს საბუთებზე მაქვს საუბარი. ჩემი?!რასქვია ჩემი?!მოიცა მოიცა მეც მივდივარ? -სწორედ გავიგე?მეც მოვდივარ? -ჰო და რამე პრობლემაა.შენ აუცილებელი ხარ იქ. გაოცებული თვალებს ვახამხამებ რომ კარი იღება და ის შემოდის. -სანდრა ეს საბუთები...ამ საბუთების ასლი მჭირდება სასწრაფოდ...რახდება? -ვეუბნევი რომ მილანში ესეც მოდის და გაოცებულია. ესეც?!ანუ დიტოც მოდის?არ მინდა. -ჩემი წამოსვლა აუცილებელია? -რაიყო?!რამე პრობლემაა?!(დიტო) ჰო დიტო პრობლემა შენ ხარ ნამდვილად ვერ ვიქნები 2კვირა შენთან ერთად.) -სანდრა აუცილებელია აუცილებელი. მიკონკრეტებს გიორგი და ცოტა გაბრაზებულიც კი გადის. -სანდრა!რაიყო რა პრობლემაა? -მე... (მეხომ თვითმფრინავშიცკი არ ვმჯარვარ.არა არა გული გამიჩერდება მოვკვდები.მირჩევნია ფეხით წავიდე!)მე თვითფრინავშიც კი არ ვმჯადრვარ! ის ხარხარებს.იდიოტი როგორ სიამოვნებს რომ დამცინის. -ესაა პრობლემა?!ნუ გეშინია შენს გვერდით დავჯდები. ოოო როგორ დამამშვიდე რომ იცოდე.უარესად წამივა გული იდიოტო! -ჩვენ კორპორაციულ წვეულებაზე... მაგიდის კუთხეზე ჯდება.მას თბილი გამომეტყველება ბრაზში გადასდის.და გაღიზიანებული მებურტყუნება. -რა ვინმესთან ერთად მიდიხარ.იმ სირ...ან ერთად მიდიხარ იქ? -არა!არავისთან ერთად მივდივარ.უბრალოდ.ოო კაი რა დიტო ვერ ხვდები რომ მიზეზს ვეძებ. -ნუ გეშინია ზუსტად 31ტში ჩამოვალთ.ახალწელს კორპორაციულ წვეულებაზე ერთად შევხვდებით. -ჰო როგორ დამამშვიდე. -ნუ ბავშვობ სანდრა!ნუ გეშინა ისე ჩაფრინდები ვერც გაიგებ.ახლა მიდი ამის ასლი გამიკეთე.შემდეგ წავიდეთ და საბუთები მოვაწესრიგოთ მე გაგიყვან მანქანით.დრო რომ არ დაკარგო. ის დგება მიდის და მე ჩემდა უნებურად გაუაზრებლად ვროშავ. -ეს ჩვენი წარსულის გავლენა ხომ არაა დიტო! გაოცებული მიყურებს. -რაა?! -ანუ ჩემი იქ წამოსვლა... -ღმერთო ჩემო შენს თავს რატომ არასდროს არ აფასებ სანდრა.რა წარსულიც არ უნდა გვაკავშირებდეს სანდრა მე უფლება არ მაქვს ამხელა კომპანია გრძნობებზე ვმართო.შენ ამ საქმეს შესანიშნავად ასრულებ.ერთხელ და სამუდამოდ შეუშვი მაგ თავში რომ შენ შესანიშნავი ადამიანიხარ.ლამაზი,მიმზიდველი და ნიჭიერი! რა რა და დიტოსგან ამ სიტყვებს ნამდვილად არ ველოდი.ის გადის და მე პირ ღია ალბათ ერთი საათი ვრჩები. .... ღმერთო სადაცაა ავფრინდებით.არა უნდა წავიდე...სახლში მინდა არ შემიძლია მართლა მოვკვდები...ის ჩემს გვერდით ზის და ალბათ ჩემი გამომეტყველებით ერთობა რადგან სახეზე გაბადრული ღიმილი დასთარეშიბს. -მე!ვერ წამოვალ! ის ხარხარებს. -დაწყნარდი სანდრა არაფერია აქ საშიში. -ვერ ვხვდები ჩემი იქ წამოსვლის აუცილებლობას მე ენაც კი არ ვიცი.ჰო არ ვიცი და აზრი არააქვს მე წავალ. -სანდრა!მოთმინებას ნუ დამაკარგვინებ!ინგლისური შესანიშნავად იცი ასე რომ.დამმშვიდდი! სასიამოვნო ხმა გვატყობინებს რომ უსაფრთხოების ღვედები შევიკრად და მოფილური ფრენის რეჟიმზე გადავრთოთ.მე მოუხერხებლად ხელების კანკალით ვიწყებ ღვედის შეკვრას მაგრამ არ გამომდის.ღმერთო რა მოუხერხებელი ვარ...ის ჩემსკენ იწევა და ერთი ხელის მოძრაობით უმარტივესად კრავს ღვედს.ჰო ნამდვილად მოხერხებულია.არ ნერვიულობს სულელო!ჩამყვირის ჩემი ეგო.თვითმფრინავი იძვრება...ოო დაიწყო ჩემი წამება.ღმერთო ყურები მეხშობა და თავიბსადაცაა გამისკდება და ათას ნაფლეთად გადამექცევა.თვალებს ვხუჭავ და ჩემდაუნებურად ხელებს ჩემს მარჯვნივ და მარცხნივ მყოფს ვავლებ.ნუ მარცხნივ დიტოა ვიცი და ღირსია რომ ასე ძლიერად ვუჭერ მაგრამ მარჯვნივ მყოფმა რაღა დამიშავა.რამდენ წუთიანი ტანჯვაა არ ვიცი მაგრამ ალბათ თვითმფრინავი უკვე სწორდება.ნელნელა გულის ცემაც რეგულირდება ყურებში გუგუნიც შედარებით ნელდება თავიც აღარ მტკივა.მარტო გულის რევის შეგრძნება მრჩება. -ჰეი!საშიშროებამ ჩაიარა.კარგათხარ? ყურებში ჩამესმის მისი მზრუნველი ბარიტონი. საშიშროება ახლა იწყება.რომ ჩამოვარდეთ?თვალებს ცოცხალი თავით არ ვახელ. -სანდრა კარგათ ხარ? -აჰამ. ხმის ამოღებისაცკი მეშინია. -ნუ გეშინია ღრმად ისუნთქე! ღმერთო თუთქოს მის ბრძანებას ველოდი ფილტვებიდან ჰაერს ვუშვებ და ხელახლა ვივსებ.ჰოო ასე კაი ყოფილა. -ახლა თვალები გაახილე. ისევ ვემორჩილები მის ბრძანებას.თვალებს ვახელ თუმცა ალბათ ნახევარ საათზე მეტი დახუჭული მქონდა და ჩაბნელებულ წერტილებს ვხედავ...ნელნელა მიბრუნდება მხედველობა. -ახლა კარგათ ხარ? -შედარებით.ჰო კარგათ ვარ. ის იღიმის. -მაშინ იქნებ ხელი ცოტა მოგედუნა..ჰო გასაგებია რომ უჟმური და ვირივარ!მაგრამ იმ ქალმა რაღა დაგიშავა არცკი იცნობ. ამ სიტვაციაშიცკი ხელიდან არ უშვებს შანს რომ დამცინოს.ხელს ნელა ვუშვებ და იმ ქალისკენ ვიხედები. -მაპატიეთ.ბოდიშს გიხდით პირველად ვმგზავრობ და... ის თბილად მიღიმის. -ნუ ღელავ კიდევ იოლად შეეგუე.მე სახელური მომიტყდა პირველად მგზავრობის დროს.შენ მარტო მაინც არ ხარ საყვარელ მამაკაცთან ერთად ხარ.მე კი საყვარელ მამაკაცის გამო გავრისკე და გავფრინდი.ნახე როგორ გამშვიდებს მას მიენდე და ნუ ღელავ ყველაფერი კარგათ იქნება. დიტოსკენ ვაპარებ თვალს.მოისმინა აშკარად გაიგო ამ ქალის ლაქლაქი.იღიმის და ხელს ჯერ კიდევ ისრესს.ახლა მეც მეღიმება.ის მაინც შევძელი და გატკინე.ის ისაა ცოტას ვწყნარდები რომ არასასიამოვნოდ ირყევა თვითმფრინავი.ჯანდაბა მე ისევ ვებღაუჭები დიტოს გაუაზრებლად. -დაწყნარდი სანდრა.ეს მხოლოდ და მხოლოდ ღრუბელია.მალე გავსწორდებით. -მშვიდად ვარ. -სახეზე ფერი არ გადევს ცუდად ხარ? -არაუშავს გამივლის. გამივლის კი რაც ავფრინდით იქიდან ღირსეულად ვიკავებ თავს რომ პირდაპირ აქ არ ვაღებინო. ჯანდაბა ვეღარ ვითმენ. -სანდრა!წამო გაგიყვან საპიფარეშომდე! რაა აქ რომ გავიარო...ხომ შეიძლება წონასწორობა დავაკარგვინო.ოხ რა სულელიხარ.გაბრაზებული დამყვირის ჩემი ეგო. -არ შემიძლია.მეშინია. ის ისე რომ არც მეკითხება ღვედს მიხსნის რომელიც მგონი მარტო მე მიკეთია.ნეტავ ამათმა როდის მოიხსნეს?!ხელს ნაზად მავლებს და გავყავარ.ღმერთო ყველაფერი როგორ ტრიალებს. -სანდრა!უკვე მაშინებ რა გჭირს. -არაფერი. -სანდრა. ოო რასანდრა.გული მერევა ესაა და ეს. -უბრალოდ ახლა საპირფარეშიმდე სწრაფად თუ არ მიმიყვან პირდაპირ აქ ამერევა გული. ის ოხრავს და ნაბიჯს უჩქარებს.საფირფარეშომდე მივყავარ. -დამიცდი? -არ გინდა? -მინდა.ოღონდ ცოტა მოშორებით. -სანდრა შემოგყვე? არა!რა ავსურდია შენთან გულს ვერ ავირევ იდიოტო! -არა!მეთვითონ. სიტყვას ძვლივს ვუბოლოებ გულის რევის სპაზმი ისევ მაწვება და უნიტაზამდე ძვლივს ვაღწევ...ღმერთო ცოტა დავისვენე.სახეზე წყალს ვისხამ და ცოტა აზრზე მოვდივარ.ის ისევ აქ დგას და მელოდება.თუ რამეს არ წამკბენს მადლობას აუცილებლად გადავუხდი. -კარგათ ხარ? ისეთი მზრუნველი ტონიაქვს.ღმერთო ახლა შემომეჭმება. -აჰამ. -არაუშავს წნევის ბრალია. -ალბათ. რამდენჯერმე ისევ მაწვება სპაზმი და ჩვენ ისევ მივდივართ საპირფარეშოში.მგონი ვეჩვევი... არ ვიცი როდის ჩამეძინა მაგრამ სიზმრებიდან მის მზრუნველ ბარიტონს გამოვყავარ. -ჰეი.ძილის გუდავ ჩამოვედით. ღმერთო რა სიამოვნებაა მიწაზე ფეხის დადგმა.მე მეორედ ვიბადები.კიდევ კაი ღამეა და კარგათ გამოვიძინებ.თორემ საშინლად სუსტად ვგრძნობ თავს. .... დილიდან შეხვედრები და უამრავი საქმეა.მართლაც საჭირო ვყოფილვარ აქ.შეხვედრა.საბურავების მწარმოებელთსნ.როგორც იქნა წარმატებული გამოგვდის და იანვრის 5თიდან მოგვამარაგებენ.მთელო ერთიკვირა ამ საქმეს შევალიეთ.შემდეგ ჭანჭიკების ქარხანას შევუთანხმდით.ბოლოს ტყავის მწარმოებელი გვრჩება სავარძლებისთვის.მართლაც ხარისხიან უსაფრთხო მოდელს ვქმნით და მე მეამაყება ამაში წვლილი რომ მიმიძღვის.ღმერთო თავი ბიზნესლედი მგონია. 3დღეში წავალთ და იქნებ ცოტა დავისვენო საახალწლო არდადაგებიც გვემთხვევა.აქ ალბათ ჰავამ მაწყინა.ან კერძებს ვერ შევეგუე ან მგზავრობამ ისე დამრთგუნა ვეღარაფერს ვირგებ და ძსლიან გამოვიფიტე. სკაიპში მარიამი რეკავს ხოო ეს ერთ საათიანი შესვენება შენთან ერთად მშვენიერი იქნება. -გისმენ. -ჰელოუ. -ნუ არტისტობ.რახდება აბა ახსლი? -აქ არაფერი.ნუ როგორ არა რომ ჩამოხვსლ გეტყვი.მაგრამ მანდ რა ხდება? -აქ საქმე საქმე და ისევ საქმეა. -თავს ხომ ართმევ?რაღაც არ მომწონხარ შენ.ისევ ცუდად ხარ? -ჰო არ ვიცი მაგრამ რაც აქ ვარ სულ ცუდად ვარ. -არ მომწონს შენი ეგ ცუდად ყოფნა სულ დაგასუსტა. -აბა რა იქნება გოგო რასაც ვჭსმ...ცერ ვირგებ.ხან ტკბილი საჭმელიაქვთ.ხან ცხარე მოკლედ ნეიტრალურს ვერ ვხვდები რა რომ შევირგო. -დიტოს ან გიორგის უთხარი რომ სხვა გინდა რამეს შეგირჩევენ. -არ მინდა რაღა დარჩა ზეგ მოვდივარ და.კაი მარიამ გკოცნი და ბიჭები მომიკითხე. -კაი საყვარელო და გთხოვ ჭკუოთ იყავი. .... საქმე ადვილად მოვაგვარეთ და 2დღით ადრე ჩამოვედით.როგორც იქნა ჩემს ქვეყანაში ვარ.რამაგარიააა. -ესეც ასე საქმე მოგვარებულია ვფიქრობ აქედანვე სადმე რესტორანში წავიდეთ და ავღნიშნოთ.რას იტყვი დიტო?ვიმსახურებთ სამივე ამას. -რატომაც არა ახლავე დავჯავშნი ადგილს.სანდრა! -დაღლილი ვარ! -არავითარი დაღლა მივდივართ დიტო დაურეკე შენ. -კარგით რა გაეწყობა ისე მთელი ამხნის მანძილძე მშიერი ვიყავი რამეს მართლა შევჭამდი. მმმ.ღმერთო ნერწყვუ მომადგა ჰა არ მივდივართ.დროზე რა.როგორც იქნა მანქანაში ვსხდებით.დიტო საჭესთან გიორგი მგზავრის ადგილზე და მე უკან. -მშიერი...ვატყობდი რომ ვერ ჭამდი იქ სანდრა არ მოგეწონა? გიორგი დაინტერესებული მეკითხება თუმცა არ მიყურებს. -მართლა?! ახლა სარკიდან მიყურებს მისტერ უჟმურობა! -ჰო რავი არ მომწონდა იქაური კერძები. -მერე ვერ მითხარი?რაც გინდოდა იმას შევუკვეთავდით. ნეტა სულ ასეთი თბილი იყო დიტო.რაიქნება?გიორგიც გაკვირვებული უყურებს დიტოს ვერ ხვდება მის ამ სითბოს გამოხატვის მიზეზს.რომ გაიგოს...ან იქნებ იცი ჩვენ დანიშნულები რომ ვიყავით.მეტიც ერთითვის წინ ჩვენ სექსიც გვქონდა დიახ დიახ.შეიძლება მნიშვნელოვანი არა მაგრამ არც უმნიშვნელო ადგილი მიჭირავს მის ცხოვრებაში.ესაა და ეს გიორგი. -რა აზრიაქვს უკვე აქ ვართ და. რესტორანში გემრიელად ვიბრინჯები..ორაგულს ბრინჯში უკვეთავს.ჩვენი პირველი ვახშმობა მახსენდება და ეს მას არ ეპარება.მისკენ ვაპარებ მზერას და,ის,თვალს მიკრავს. ჯანდაბა ამასაც ვერ ვირგებ და უკვე მაღიზიანებს ეს მდგომარეობა. დიტოს დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად მე სახლში ტაქსით მოვდივარ.არ მინდოდა მათთვის ეს წარმატება ჩამეშხამებინა.სახლში შესვლის თანავე გამათბობელს ვრთავ შხაპს ვივლებ და პიჟამასა და ფუმფულა ხალათში გამოწყობილი უბრალოდ ტელევიზორს ვუჯდები.ტელევიზორთან კი ვზივარ მაგრამ ფიქრებით ჯერ კიდევ მილანსა და დიტოს შორის ვარ.რა მზრუნველი,თბილი და ყურადღებიანი იყო მთელი ეს დრო ღმერთო.ნუ ჰო ცოტას.არა ბევრს მაინც მაბრაზებდა მისი ირონიით მაგრამ..მიყვარს და საკუთარ თავს იმაში ვიჭერ რომ გადაყვარებას არხც ვცდილობ და მისი დავიწყება არც გამიფიქრია გულით.ეს უბრალოდ წამოროშილი სიტყვები. "დავივიწყებ.აუცილებლად".არარესლურია სინამდვილეში უფრო მიყვარდება ფესვებად ედება მთელს სხეულში მისი სიყვარული.და ვგრძნობ ამას მართლა ვერ გადავიტან. სანამ ამ ფიქრებს გავუგიჟებივარ მანამ მარიამთან ვრეკავ. -სანდრა?! -ჰო ნუ გიკვირს მე ვარ დღეს ჩამოვედით საქმეს მალე მოვრჩი. -როგორ ხარ?ისევ ცუდად ხარ? -ჰო მაგრამ ეგ არაფერი გამივლის.შენი საყვარელი სუნამო ჩამოგიტანე. მოხვალ? -სარფიანი წინადადებაა მაგრამ...მე და აკოს რაღაც მნიშვნელოვანი პრობლემა გვაქვს და...თუ შენ გჭირდები მოგვიანებით მოვალ. -არა,არა!იყოს მერე სხვა დროს მოგცემ. -კაი მაშინ დღეს ვერ გნახავ.ისე კი მინდა შენთან ლაპარაკი თან აუცილებლად. -კაი საყვარელო როგორცკი მოიცლი მოდი ხომ იცი მზადვარ გვერდში ამოგიდგე. ტელეფონს ვთიშავ და სხვა გამოსავალს რომ ვერ ვპოულობ პირდაპირ ლოგინს ვეშურები. დილით ადრე მეღვიძება და იმდენი დრო მაქვს მოსამზადებლად არცკი მჯერა...როგორც მახსოვს სულ დაბნეული ვემზადები სისწრაფის გამოს.შავი პერანგი შავი შლაქსი.მმმ ბოროტ დედინაცვალს გავხარ.ჩემი ქვეცნობიერი დამცინის.სამსახურში დიტოს და გიორგის განრიგს ვაცნობ და ჩემს კაბინეტში ვიკეტები მთელი ამხნის მანძილზე ქვეყნის საქმე დამგროვებია და თან წლის ბოლოა ვშიშობ ვერ მოვასწრებ. შიმშილის გრძნობა მაწუხებს და საათს რომ ვუკვირდები უკვე 5თის ნახევარ მიჩვენებს.ოჰოო მალადეც სანდრა საქმე კი მიკურწე მაგრამ აქედან გაგასვენებენ.კარზე კაკუნია და კარში მარიამის სილუეტს ვლანდავ.ღმერთო ჰო ნამდვილად ისაა.მოდის და მაგრად მეხვევა.მართალია თითქმის ორი კვირა არ გვინახია მაგრამ ასე მონატრება?!აქ სხვა ამბავია. -მითხარი რამ მოგიყვანა.ვიცი რომ სერიოზულია! -ოჰ!სანდრა მართლაც შარში ვარ. -დროზე ნუ მაშინებ! -პორდაპირ გითხრა თუ მოვუარო? -მარიამ! -ჰო კაი კაი.მე...მე...ორსულად ვარ! ოო პირი ღია მრჩება.საქმე მართლაც სერიოზულია!ჯანდაბა სკამიდან ვდგები და ბოლთას ვცემ.მოიცა აკო ხომ არ გაურბის პასუხისმგებლობას? -აკომ.იცის? -რათქმაუნდა. -დაა... -ახლა კატეგორიულად მთხოვს ქორწილს. -მარიამ.პატარა ხომ არახარ?თუ გიყვარს მაშინ ადექი და გაყევი და თუ არ გიყვარს... -ხომ იცი რომ მიყვარს მაგრამ.. -გოგო არავითარი მაგრამ დედამისის გამო თუ არ გინდა გაყოლა მაშინ არც უნდა გაგეგრძელებინა ურთიერთობა და თან ასე! -ახლა პატარა პრობლემააქვს სამსახურში და რომ მოაგვარებს...სადღაც ერთ კვირაში.. ვიქორწინებთ. -ისევ ის პრობლემა ხომარაა? -არა არა.ნუ მე ასე მითხრა. -კაია. ჯანდაბა! შენ მალე გათხოვდებიი. მივდივარ ვეხუტები და ალბათ შიმშილის გამო თავბრუ მეხვის.მარიამი მოხერხებულად მსვავს სკამზე და შეშფოთებული მიყურებს. -ღმერთოო!აქამდე როგორ ვერ მივხვდი! გაოცებული ვაჩერდები.რას?გამომეტყველებით. -სანდრა!გული გერევა.თავბრუ გესხმის...ცუდად არ გამოგოდა..არ გაბრაზდე.გთხოვ. -ღმერთო ჩემო იტყვი თუ არა! -ალექსისთან რამე გქონდა?იმიტომ რომ ზუსტად ასე ვგრძნობ მეც თავს. არა!არა და არა!ოღონდ ეს არა.ღმერთო არა!თითქოს თავში რაღაც მძიმე ბლაგვი ჩამარტყეს.არა ეს...შანსი არაა რა სისულელეა. -სანდრაა...გქონდა ალექსისთან სექსი? გაოცებული ვაჩერდები.და თავს ვუქნევ.ის კი შვებით ისუნთქავს. -მაგრამ დიტოსთან მქონდა... -რააა?! თვალები უმრგვალდება. -მარიამ მხოლოდ ერთხელ. -და მე არ მითხარი?დიდიხანია შერიგდით? -არა!არ შევრიგებულვართ.ეს ისე მოხდა ვერც კი გავიაზრეთ.ჩემთან ბოდიშის მოსახდელად მოვიდა და...ოო ამას რა მნიშვნელობააქვს ახლა.შანსი არაა ორსულად როგორ ვიქნები. -როგორ?აგიხსნა ადამიანები როგორ ორსულდებიან... -გაჩუმდი! ხელს ნერვიულად ვუქნევ და ოთახში ისევ ბოლთას ვცემ. -კაი რა აქამდე უამრავლჯერ ვყოფილვართ ერთად და რაღა მაინც და მაინც ერთი ურთიერთობიდ დავორსულდებოდი.ფილმში ხომ არ ვართ? -სანდრა!მეც ზუსტად მასე დამემართა ახლა დავორსულდი. მისი სიტყვები პიკია სავარძელში მოწყვეტით ვჯდები თმაში ხელებს ვიცურებ და..და ვეღარაფერს ვეღარ ვაზროვნებ. -ამის დასაზუსტებლად ტესტის ჩატარება მოგვიწევს. უნდა წავიდეთ. მისი სიტყვები უკვე ძალიან შორიდან მესმის.ეს როგორ დამემართა?რა უპასუხისმგებლო ადამიანი ვარ.სასოწარკვეთილი ვარ.ფიქრებში უკვე დიტოს ხმაც ჩამესმის მაგრამ უბრალოდ განძრევა არ შემიძლია ვერაფერს ვერ ვიმორჩილებ. -სანდრა,ამ საბუთებს გადახედე რა გთხოვ ვერ გავერ...ვაა მარიამ!როგორ ხარ? ისინი ეხვევიან ერთმანეთს.სანდრა გამოფხიზლდი გთხოვ. -იცი აკომ მითხრა რომ...სწორი გდაწყვეტილებაა და მე მიხარია თქვენს გამო. შენ რომ იცოდე ახლა რაზე ვფიქრობ დიტო შოკში ჩავარდები.ან იქნებ არც. -ამას რა სჭირს?სანდრა...კარგათ ხარ? -დიტო!იცი მე და სანდრას...მოდი გთხოვ დღეს გაანთავისუფლე თავს ცუდად გრძნობს. ის დამფრთხალი მიდის ჩემსკენ. -სანდრა! -ჰო დიტო! -კარგათ ხარ?წაგიყვანო გინდა ექომთან... -არა!არა.მეთვითონ წავალ სახლში...შეიძლება წავიდე?-რათქმაუნდა...რათქმაუნდა.წადით. გზაში აფთიაქში შევდივართესტს ვყიდულობთ და სახლში მივდივართ.მხოლოდ იმაზე ვფიქრობ რომ უარყობითი უბდა იყოს. -სანდრაა! -ჰო აქ ვარ. -ოჰ!დამშვიდდი მაინც არაფერი ეშველება თუ ორსულად ხარ.მიდი შედი სააბაზანოში და გაიკეთე ტესტი.(ის ტესტს მაწვდის და თან ხელს მკრავს რადგან მე გათიშული ერთადგილზე ვდგავარ)ხომ იცი როგორც კეთდება. -ჰო მარიამ ვიცი.ყოველდღე სმას არ ვიკეთებ. -ნუ იღრინები!არც მე გამიკეთებია ბევრჯერ.აი ერთჯერადი ჭიქა ოდნავ მოშარდავ და შემდეგ ჩააწვეთებ ორ წვეთს და დაველოდებით. -ახლა ისევა მაგ ორ წვეთსაც ვერ მოვშარდავ. საცოდავი თვსლებით ვუყურებ. -რაგინდა მე ვქნა შენს მაგივრად?! ამ სასოწარკვეთის მომენტში სიცილი მიტყდება -რომ ვიცოდე ორსულად არ ხარ აუცილებლად შენ დაგავალებდი. ის რამოდენიმე წამი რაც პასუხის გაგებას უნდა საუკუნეებად გადის. -ღმერთო რით ვერ გავიდა ეს დრო! -სანდრა გავიდა და პასუხიც დადებითია! -არა!არა!ვერა!არა! -ჰო! -ჰო!რა ჰო? -დამშვიდდი!ახლა რას იზავ. -არა! -ეტყვი? -ვის? -მე!ვის და დიტოს. -რა! -უნდა აიყვანო თავი ხელში სანდრა. -კარგი. -ეტყვი?მე არ ვეტყოდი.ნუ იქამდე სანამ აზრზე არ მოვიდოდა.მოვიდეს მოგეფეროს დაიკმაყოფილოს ჟინი...წავიდეს და ისევ გენაგლოს... -რამდენჯერ გითხარი მასე არ ყოფილათქო. -შენ რა ამართკებ მაას? -მე არც საკუთარ თავს და არ მას ვამართლებ.ეს წამიერი...მარტო მისი ბრალი არ ყოფილა გესმის?ვერ დავაკისრებ მას ამ პასუხისმგებლობას მარტო. -ჰოდა არ უთხრა. -რატომ?! -გენაგლება ცუდად გრქცევა.ჯერ ერთი ღირსიც არაა.მეორედ არ ეგონოს რომ აბამ.თვითონ მოლბეს და მერე უთხარი. -ასე ფიქრობ? -ჰო. -გაგიჟდი?!ეს მისი უფლებაა იცოდეს რომ... -მეც აღარ ვიცი რა ვიფიქრო.მაგრამ ჯერ არ ვეტყოდი. -გიჟი ხარ. -შეიძლებაც. არა უნდა ვუთხრა აუცილებლად უნდა გაიგოს.უბრალოდ გაიგოს რომ მე ამ ბავშვს ვაჩენ.სხვა არაფერს არ ვთხოვ მისი საწმეა დანარჩენი.ის ხომ მაინც გაიგებს ადრე თუ გვიან.ჰო და სჯობს ჩემგან გაიგოს.მაგრამ როგორ ვუთხრა?სად?გამიგებს?შენ მისი გაგება არაფერში გჭირდება!გაღიზიანებული დამყვირის ჩემი ეგო და მეც ვეთანხმები... დღეს სამსახურში ვერ წავედი.ჯერ კიდევ შოკშივარ ახსლი სმბის გადამკიდე.გიორგის დსვურეკე და ვთხოვე არ მოვალ მაგრამ იქნებ საბუთები გამომიგზავნოთ რომ დავასრულოთქო.ჩემდა გასაკვირად დიტოც დამთანხმდა და საბუთებიც კურიელს გამოაყოლეს.კაია ასე სჯობს ახლა მას ნამდვილად ვერ შევხედავ თვალებდი.ჯერ მზად არ ვარ. საღამომდე ვმუშაობდი და როგორც იქნა დავასრულე.კარგია რადგან ხვალ ანგარიშ ვხურავთ და ყველაფერი ეესრიგში უნდა იყოს.კარზე ზარია და მიხარია მარიამი იქნება მარტო ყოფნა არ მინდა თორემ გავგიჟდები.კარ ვაღებ დიტოს ვხედავ და შეცბუნებული ისევ ვხურავ მაგრამ ის როგორც ყოველთვის მასწრებს და ხელს მიხვედრებს. -დიტო წადი გთხოვ! -რა გჭირს? -ბოლოს აქ რომ მოხვედი ვიცი რითაც დამთავრდა! -დამშვიდდი უბრალოდ მაინტერესებს როგორ ხარ. -კარგათ!წადი გთხოვ. -ასე გეშინია ჩემი?! -დიტო.წადი! -წავალ თუ დამპირდები რომ ხვალ ერთად წავალთ...კორპორაციულ... -მე ვერ წამოვალ. -მაშინ მეც ვერ წავალ აქედან. -ეს შანტაჟია! -თუ ასე ფიქრობ...თან მახსოვს აქ ბოლოს რომ ვიყავი რაც მოხდა...პრინციპში მე საწინააღმდეგო არც არაფერი მაქვს. ვიქნები. -კარგი!კარგი წამოვალ. -მპირდები? -ჰო!ოღონდ ახლა წადი! ის მოდის შუბლზე მოწყვეტით მკოცნის და მიდის. იქნებ დავუძახო და ვუთხრა?არა ჯერ არა...ჯერ მეც უნდა გავიაზრო.მე ახლა მეზეიმება?!რა მეახალწლება?არადა როგორ მიყვარს ახალი წელი.შენი ერთი დაუფიქრებელი ნაბიჯით იშხამებ ამ მშვენიერ დღეს!ბოროტად დამყვირის ჩემი ქვეცნობიერი და მე თავს ვაქნევ რომ თავიდან მოვიშორო. ****** მარიამი ხომ გარდაქმნის ოსტატია.ის როგორც ყოველთვის თავიდან ფეხებამდე მქმნის.როგორც ყოველთვის ისევ ისეთი შეუვალია.მბრძანებლობს რა როგორ და რანაირად ჩავიცვა.ერთი დეტალის გამოკლებით მე მაღაზიებში არ მივყვები ამის არც თავი და არც სურვილი მაქვს და ჩემდა გასაკვირად მთანხმდება.ტსნზე მომდგარ ოქროსფერ კაბას ვიცვამ რომელიც მუხლის ზევიდან მადგება ნახევარ მკლავზეა მრგვალი გულით რომელიც მხრებზე გადადის და ზურგს მიუყვება რომელიც საკმაოდ მოტიტვლებულია. -ახლა სულელივით არ დაიწყო მკლავების ქაჩვა იქ.ეს ასე უნდა იყოს ოდნავ გადმოსული მკლავებზე. -ვიცი მარიამ! -ნუ ბუზღუნობ!წამო სალონში თმა და მაკიაჟი იქ გაიკეთე თორემ ისეთი სახეგაქვს ჩვენ ვერაფერს დავუგვარებთ.დიტოც იქ მოვა და იქიდან წაგიყვანს უკვე მივწერე შენი მობილურიდან. -რაა?რაში მჭირდება იმის წაყვანა! ის ნერვიულად თვალებს ატრიალებს ჩანთებს იღებს და უსიტყოდ მიდის ნეც ნაჩქარევად მანტოს ვიხურებ და გავდივარ. მაკიაჟს და თმას ვიკეთებ სალონიდან გამოვდივარ და დიტოც მანქანასთან როგორც მას ჩვევია მომთმენლად არის მიყიდებული.შავი ჯინსი ვარდისფერი პერანგი და შავი მუხლამდე მანტო აცვია.მისი სექსუალურობით თავბრუც კი მესხმის. -მარიამ ვერ შევძლებ. ჩუმად ვჩურჩულობ და ხრლს მაგრად ვავლებ რომ არ წავიქცე. -ღრმად ისუნთქე!შენ შეძლებ. მკოცნის და მიდის და სანამ თვსლს არ ეფარება მე მას სულელივით გავყურებ. -აღარ დაჯდები! ჩემი ქცევით გაღიზიანებული მეფრუტუნება დიტო.სხვა გზა არ მაქვს გამომეტყველებით მივდივარ და უკანა სავარძელზე ვჯდები.წინ მის გვერდით უბრალოდ ვერ ვისუნთქავ. ის გაღიზიანებული ჯდება საჭესთან.ჯდება მაგრამ არ ძრავს.შემდეგ სარკედან თვალს მავლებს და მკაცრად მეუბნევა. -დიდხანს ვიდგეთ? -მე...მე მზად ვარ შეგვიძლია წავიდეთ. -ქალბატონი მზადაა...გადმოდი! არა!ვერა!არ შემიძლია!რავქნა? -დიტო ხალხი ისედაც ილაპარაკევს ერთად რომ მივალთ და სჯობს აქ ვიჯდე! ყოჩაღ სანდრა!აღფრთოვანებულივარ შენით.იხვეწები და გადასარევ ტყუილს იგონებ თავის დასაძვრენად. -სულ ვინ რას იტყვის...მოიცა მოიცა შენ ხომ არ ნერვიულობ ალექსმა არ დაგინახოს! ღმერთო რა ზიზღით სმბობს ბოლო ფრაზებს.ეს უკვე მეტის მეტია. -ნუ დაიწყე ახლა გთხოვ უბრალოდ დაქოქე და წადი! -სანდრა სანამ მანდ მოვიდე და ძალით გადმოგიყვანო.გადმოდი!შენი თრევაც რომ დამჭირდეს მაინც აქ დაგსვავ! ვერ იზავ იდიოტო მე ისე რომ იცოდე მუცლით შენს შვილს ვატარებ!ჰმ!ვერ იზავ.წამიერად მის მზერას ვაწყდები სარკეში.ჯანდაბა ის არ ხუმრობს იზავს!შეცბუნებული გადმოვდივარ და წინ ვსკუპდრბი.ისიც ნასიამოვნები მანქანას ძრავს და მივდივართ. -რამე გაწყენინე? ფიქრებში ჩამესმის მისი შეწუხებული ხმა. რაა?!ამას რატომ კითხულობს?! -შენ ყოველ წამს მამწარებ მაგრამ ნუ ღელავ უკვე შევეგუე.რატომ მეკითხები? -გამირბიხარ!სამსაცურში არ მოდიხარ...ნების ასაღებათ გიორგისთან რეკავ თუმცა შესანიშნავად იცი რომ მე ვარ უფროსი და მევწყვეტ.სახლში აღარ მიშვებ და ჩემს გვერდითაც აღარ ჯდები. ამდენი ამან ჩემს გამო იფიქრა?!ჰო გაგირბივარ.დიტო და თანაც როგორ -ყურადღებას ნუ მომაქცევ უბრალოდ ამ ბოლო დროს თავს ცუდად ვგრძნობ. -ვიცი.ვამჩნევ და მაინტერესებს რა გჭირს. ნერწყვი მცდება და ხველება მივარდება. -არაფერი არ მჭირს! როგორც იქნა მოვედით დასრულდება ჩემი წამება.თვალს რესტორნის წარწერას ვავლებ ღმერთო ეს ხომ ისაა*მეტი ვიდრე სიყვარული*დიტოსკენ ვიყურები და ისიც არანაკლებ სევდიანი მიყურებს.უსიტყოთ შევდივართ ორივე და ყველა თუ არა ნახევარ კომპანიას არ გამოჰპარვია ჩვენი ერთად მოსვლა.რა საოცარი სილამაზეა ყველაფერი ბზინავს უზარმაზარო ნაძვისხე,ციმციმა ნათურები.ღმერთო ნამდვილი საახალწლო განწყობაა. -არ გაიხდი? ფიქრებში ჩამესმის მისი ხმა და მეც ამ სანახაობით.პატარა ბავშვივით აღფრთოვანებული გაღიმებული თავს ვუკრავ.ის გახდაში მეხმარება შემდეგ ჩემს მანტოს საკიდზე კიდებს და ხარვათ მაკვირდება.ჯანდაბა მუცელს ხომ ვერ მამჩნებმვს?ხომ ვერ მიხვდება რომ ორსულად ვარ? ეს უკვე პარანოიკაა სანდრა.შენ ჯერ კიდევ ფიცარივით სწორი მუცელი გაქვს!გაღიზიანებული დამყვირის ჩემი ეგო. -ძალიან ლამაზი ხარ. ისე თბილად ისე საყვარლად და ჩვეულებრივად მეუბნევა ვითომც არც არაფერიო.ის მიდის და მე ლამის დამდნარი უკან მივყვები.ყველა ლამაზია ყველა ბზინავს.ყველას ბედნიერი და,საახალწლო განწყობააქვს.მარტო მე ვარ ცხვირ ჩამოშვებული. -სანდრა რა ლამაზიხარ! -მადლობა ალექს.შენც კარგათ გამოიყურები. -მასთან ერთად ხარ არა. -არ გინდა გთხოვ! თვალი უნებურად დიტოსკენ მექცევა ის საშინლად დაძაბული,უტიფრადაც კი გვიყურებს.ერთად რომ ვიყოდ მეგონებოდა რომ ეჭვიანობს.ლილუ და გიორგი გვიერთდება და დიტოც. ჰმ.აშკარაა ლილუ გულგრილი არაა ალექსის მიმართ.ძალით ითრევს საცეკვაოთ ალექს და სიხარულით ჭყივის თანხმობას რომ ოღებს. -სანდრა ახლა კარგათ ხარ?გამოჯამრთელდი? -აა...დიახ დიახ მადლობა ყურადღებისთვის ბატონო გიორგი. -დალევთ რამეს? ხიარული დიტოც დაბრუნდა.ჰო მე დავლევ რადგან ყელი ისე გამომიშრა ნერწყვს ვეღარ ვყლაპავ. -დიახ დავლევ.მე. -გიორგი შენც? -ჰო! -მე ფირთოხლოს წვენი მინდა თუ შეიძლება. ის თავს მიკრავს და გაღიმებული მიდის თუმცა მის გამხიარულების მიზეზს ვერ ვხვდები. -რა ლამაზია აქაურობა.სულ რაღაც ნახევარ საათშიც ახალი წელი მოვა. -ჰო.აქაურობაზე დიტომ იზრუნა.თავისი გემოვნებით მოაწყობინა დარბაზი.ეს რესტორანი თავისი რომ არ ყოფილიყო ალბათ კინწრისკვრით მოისროდნენ ისე დატანჯა პერსონალები... მისი ბოლო ფრაზები ძალიან შორიდან ჩამესმის...ეს მისი რესტორანია! *მეტი ვიდრე სიყვარული*ჯანდაბა!უცბათ თავში ერთი კითხვა მიელვებს და სანამ დიტო მოვა გიორგის ვეკითხები. -მანქანების კოლექციას რა ჰქვია? -კოლექციაში სამი ბრენდიგყვავს.ტოიოტა.მიცუბიში და აუდი. -არა არა მთლიან კოლექციას. -აა.ისიც *მეტი ვიდრე სიყვარულია*პრინციპში ამასაც უხდება და კოლექციასაც.აზზრზე ხარ რამაგარი ფრაზაა ყველაფერს ერგება. ღმერთო აი მისი გაცეცხლების მიზეზიც!არ უნდოდა.არ უნდოდა რომ მე მენახა.კიმაგრამ რატომ?!მას რა კიდევ ვუყვარვარ?!ავირიე ძალიან ავირიე. კადრებათ ვხედავ შამპანიურის ჭიქას როგორ აწვდის გიორგის და გიორგიც მიდის.შემდეგ მე მიწვდის ფორთოხლის წვენს.ვართმევ და ნაჩქარევად ლამის ერთ ყლუპად ვსვამ.ის გაოცებული მიყურებს. -სანდრა რა გჭირს ფერი არ გადევს! მე ერთი კითხვა არ მასვენებს და გაუაზრებლად ვროშავ. -რატომ მაინცდა მაინც ცხარე?! ის ჯერ კიდევ გაოცებული მიყურებს.და მე ვუკონკრეტებ. -შენ..აქ...საფირმო კერძს...ის ცხარეა...რატომ? ის ნერწყვს მძიმედ ყლაპავს.იცის რომ ვიცი და გაუბედავად იწყებს ჩურჩულს. -იმიტომ რომ მწარეა!...სიყვარული საშინლად მწარეა და ეს მე ჩემს თავზე გამოვცადე. ღმერთო რა სასოწარკვეთილია.თითქოს ამ ყველაფერს მთელი სხეულით ხელახლა გრძნობს. -კოლექციაც... -ჰო.ეს ჩემი საყვარელი ფრაზა გახდა რატომღაც.მაგრამ ეს შენ არ გეხება! -მე არ მეხება?!ვიცი რომ დამივიწყე...მაგრამ ეს მეც მეხება. -გაჩუმდი შენ არაფერიც არ იცი!შენ მე დამთმე და წახვედი.შენ რა იცი მე ის წელი როგორ გავატარე.რა ტკივილს განვიცდიდი... -არც მე ვიყავი გადასარევათ... ტკივილისგან ხმა მეხლიჩება და ჩურჩულით გამომდის სათქმელი. -მაგრამ ასე შენ გინდოდა.შენი არჩევანი იყო! მან დამივიწყა იქნებ ასეც სჯობს...ის მიდის და გაუაზრებლად ხელს ვკიდებ მკლავში შესაჩერებლად...ყურებში ჩამესმის ბედნიერ ხმები რომლებიც ალბათ ბოლო წუთს ითვლოან.ათიიი....ცხრააა...რვაა.. და მე არ ვიცი რატომ მაგრამ ვროშავ ხმამაღლა რომ გავაგებინო. -ო რ ს უ ლ ა დ ვ ა რ! ის შეშდება და მე ამას ფიზიკურად შევიგრძნობ.ბრაზობს?!ღიზიანდება?!უკვირს?!ვერ ვხვდები რა სჭირს. თუმცა ეს შენ არც უნდა გადარდებდეს შენი მოვალეობაა უთხრა.მამხნევებს ჩემი ეგო და მე გაბედულად ვიწყებ ლაპარაკს. -არაფერს არ გთხოვ...მე...ეს...შენ...უბრალოდ...ვალდებული ვიყავი...ეს შენ უნდა გცოდნოდა...მე ამ ბავშვს ვაჩენ...თუ გინდა გვარი მიეცი თუ გინდა იზრუნე მასზე...და თუ არ გინდა არც ამაზე ვიტყვი რამეს ეს შენი გადასაწყვეტია.უბრალოდ მე ვალდებული ვიყავი მეთქვა ეს შენი უფლება იყო. სათქმელს ისე ვამთავრებ რომ მომდგარ ცრემლებს ვყლაპავ მაგრამ ვგრძნობ რომ ვეღარ გავუძლებ უნდა გავიქცე...უნდა ვიტირო სადმე...ის გაქვავებულია...გაოგნებული...აღელვებული...უნდა წავიდე...სამიიიი....ორიიი... მივდივარ მაგრამ ის მითრევს ხელიდან და ყოველგვარი შესავალის გარეშე მკოცნის.ის ბედნიერი მკოცნის...ღმერთო მას ცრემლი მოსდის ლოყას მისველებს... ერთიიიიი....გილოცაააავთთთთ! ჩვენ ვიყინებით ან წინა წელში ან ახალ წელში.ვეღარ ვხვდებით რა ხდება, რა... გრძნობააა...მე მის ბედნიერებას გემოთიც ვგრძნობ და ცრემლების ზღვას ვეღარ ვერევი....ხელში მწევს და მაბზრიალებს...ღმერთო რა გაბრწყინებული სახეაქვს.ანათებს ამ ნაძვისხესაც კი სჯობნის.თვითონაა ნაძვის ხეც ეს მორთილი დარბაზიც ეს ახალი წელიც...მსვავს მცილდება მაჩერდება... ვეღარ ხვდება რა ქნას.ხელიდან მითრევს და ისევ მასზე მაჯახებს.ღმერთო რა უხეშია...ბედნიერი უხეში.-მოდი ჩემთან.მოდი ჩემო პატარავ ჩემთან. -შენთან ვარ...ჰო შენთანვარ დიტო. -როგორ არ მემეტები ჩემთვის...მაგრამ ვერც უჩემოდ ვერ გიმეტებ.განა ეს *მეტი არაა ვიდრე სიყვარული* დ ა ს ა ს რ უ ლ ი ვფიქრობ ძაან გამეწელად და გადავწყვიტე აღარ დაგღალოთ და გოსრულებთ.შემიფასეეთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.