შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შურისძიების დროა (ნაწილი 2)


16-10-2017, 17:04
ავტორი aNuGi
ნანახია 4 951

- მიშო? მიშო შენ ხარ? - გიჟივით მივრბივარ ტორონტოს ქუჩებში და უცნობს მივდევ, შემდეგ ხელზე ვეკიდები, ჩემკენ ვაბრუნებ და მთელი ძალით ვეხუტები - როგორ მომენატრე მიშ, როგორ ხარ? ცოცხალი ხარ? - სახეზე ვეფერები, მაგრამ ეგრევე მეყინება ხელები და უკან ვიხევ, ეს ჩემი მიშო არ არის, სულ სხვაა, სულ სხვანაირია. შეშლილი სახით ვიწევი უკან და მთელი სხეულით ვკანკალებ უცნობი ჩემს დახმარებას ცდილობს, მაგრამ ხელს ვუქნევ და ძალიან შორს მივრბივარ, ყველგან მიშო რატომ არის?! ყველგან რატომ მელანდება?! მგონი გავგიჟდი, შევიშალე..
- დამშვიდდი რუსო! - თედო ნათლია ხელებს მხვევს და სახლისკენ მივყავარ, ცდილობს როგორმე დამაწყნაროს, მაგრამ მე გაუაზრებლად ვიქნევ ხელ-ფეხს და ვცდილობ თავი გავინთავისუფლო.
დაცვის დახმარებით შევყავარ სახლში და მისაღებში მსვამს.
- ასე გაგრძელება აღარ შეიძლება რუსო! უნდა გამოფხიზლდე!
- მაგრამ იქ მიშო იყო, არ გავკიდებოდი? - ცრემლიან თვალებს ვანათებ და აკანკალებული ხელებით ვცდილობ წყლის დალევას - იცი რისი მეშინია?
- რისი? - დაღლილი თვალებით მიყურებს და ცდილობს ცრემლები შეიკავოს.
- რისი და… რისი იცი? ერთხელაც ეგრე რომ მომელანდოს, არ გავეკიდო და მართლა მიშო იყოს? გული ხომ ეტკინება? ხომ ეტკინება? იფიქრებს აღარ ვუყვარვარო, აღარ გამომეკიდაო და ასე ადვილად გამიშვაო - ჩემთვის ვბუტბუტებდი და ჭიქას ხელებში ვათამაშებდი, უეცრად ქვითინის ხმა რომ მესმის და ვხედავ როგორ არის ჩამუხლული ნათლია მაგიდასთან, სახე ხელებში აქვს ჩარგული და ჩუმად ტირის.
- ნათლი, ნათლი - მივვარდი და ხელები ჩამოვაღებინე - მაპატიე გეხვეწები, არ მინდოდა შენი განერვიულება მაგრამ რა ვქნა? თავს ვერ ვერევი, ისე მენატრება მინდა რომ ყველგან ვხედავდე, ნათლი - მთელი ძალით ვეხუტები და ვცდილობ როგორმე დავამშვიდო.
- არაუშავს რუსო, ყველაფერი კარგად იქნება - თმაზე მეფერება და ჩემს წამოყენებას ცდილობს - გეგა კოლეჯში გავგზავნე, საუკეთესოში მთელ კანადაში, ხვალ 10 საათზე გადიან და მზად იყავი - ოდნავ დამშვიდებული მიღიმის და იქვე ჯდება.
- ვიცი, დღეს დილით შემოვიდა და მითხრა, მელაპარაკა, მაგრამ მაინც ვერ გავიგე რატომ გადაწყვიტა იქ წასვლა
- არა, არჩევანის საშუალება მივეცი და თვითონ დაადო ხელი, არ უნდოდა ეყურებინა როგორ გტკიოდა.. - თავი ჩახარა და სცადა მზერა აერიდებინა.
ცრემლები მომერია, საძინებლისკენ დავიძარი, კარები გავაღე და მთელი ძალით დავემხე ლოგინზე, ბალიშს ისე ვუჭერდი ხელს თითები მტკიოდა, მაგრამ ეს ტკივილი რაიმეზე რომ არ გადამეტანა აუცილებლად გავგიჟდებოდი.

***


ამბობენ დრო ყველაფრის მკურნალიაო, მეც მთელი გულით მწამდა ამის, ან იქნებ არ მინდოდა რომ ასე ყოფილიყო?!
მაგრამ მე, მე მინდოდა ჩემი იარები ოდნავ მაინც მოშუშებულიყო, შურისძიების გრძნობას არ დავეხრჩვე და ოდნავ მაინც მომეშორებინა თავიდან, მაგრამ რაც უფრო ვგრძნობდი მიშოს გარეშე ცხოვრებას მით უფრო იზრდებოდა ეს “ბოღმა” და მთელ სხეულს ედებოდა, ვერ ვპატიობდი ვერავის მიშოს გარეშე გატარებულ წუთებს, ვერ ვპატიობდი იმას რომ მისი სხეული არ სუნთქავდა, მისი გული არ ფეთქავდა და მისი ნახვის უფლება არ მქონდა.
ზიზღით შევავლებდი ხოლმე სიახლეებს თვალს და ჩასვლამდე დარჩენილ დღეებს ვითვლიდი.
დაახლოებით ექვსი თვე დამჭირდა სახლიდან გამოსასვლელად, იქამდე მეშინოდა, გამოვიდოდი თუ არა ეგრევე ყველგან მიშო მელანდებოდა და გამვლელებს შეშლილი სახით მივზდევდი, ვაბრუნებდი და ვეხუტებოდი.
ჯერ კიდევ მჯეროდა რომ ცოცხალი იყო, სადღაც ჩემი სხეული იმ ამბით ცოცხლობდა რომ ის სუნთქავდა.
მაგრამ ყოველ ჯერზე თავზე მენგრეოდა რეალობა და ნანგრევებში მარტივად მიყოლებდა.
უნდა შევგუებოდი იმას რომ მიშო აღარ იყო, ვეღარ იყო და ეს ჩემი გადაწყვეტილებით მოხდა.
მინანია მეთქი რომ ვთქვა, ალბათ მოგატყუებთ.
ვერ ვინანებდი, ჩვენი სიყვარულის გადარჩენას და შეურაცხყოფის არიდებას ვერ ვინანებდი.
თვითმკვლელობა არ მიცდია, მაგრამ არც არაფერი დამიკლია.
კახექსიის პირას მისული ექიმებმა ძლივს მომაბრუნეს და იმის მერე თედო ნათლია ყოველ საათში მიკონტროლებდა კვებას.
გამოვიფიტე და თავიდან ავივსე ძალებით.
დღეს პირველი დღეა ახალი ცხოვრებისკენ,
ძალიან ბევრი ხვეწნის შემდეგ და უამრავ ფსიქოლოგთან კონსულტაციის გავლის შემდეგ გადავწყვიტე რომ სამსახური დავიწყო და გავძლიერდე.
შურისძიებისთვის, ჩვენი სიყვარულის დანგრევას არავის შევარჩენ.

***

- დარწმუნებული ხარ რომ მუშაობა გინდა რუსო? - ღიმილით გამოვიდა თედო ოთახიდან და გვერდით მომიჯდა - მესმის რომ გინდა წინ წახვიდე, მაგრამ ძალიან მეშინია ისევ იგივე არ დაგემართოს!
- როგორ ფიქრობთ შემიძლია გავგიჟდე როდესაც ჯერ კიდევ ამდენი მაქვს გასაკეთებელი წინ? - ჩვეული უემოციო თვალებით გადავხედე და ღრმად ამოვისუნთქე.
- კარგი, გენერალური დირექტორი ხარ ჩემი ფირმის, იმედი მაქვს ყველაფერში გაგარკვიეს ხო? - ღიმილით დამისვა თმებზე ხელი - შვილო, არ გინდა მომიყვე რა მოხდა?
- ამის მოსმენა გინდათ? - გატეხილი ხმით ვუთხარი ისე რომ არც შემიხედავს - მე სიმართლე რომ გითხრათ დარწმუნებული ვარ არ მაპატიებთ!
- რუსო ნუ მაშინებ რა, რა უნდა გაგეკეთებინა შენ ასეთი უპატიებელი? - ხმა შეეცვალა კაცს და ფეხზე წამოდგა.
- რომ გითხრათ მიშოს სიკვდილი ჩემი გადაწყვეტილება იყო მეთქი? - ქვემოდან ავხედე და ცრემლების შესაკავებლად ქვედა ტუჩს ძლიერად დავაჭირე კბილები.
- რა თქვი? - თვალები გაუფართოვდა - რას ამბობ?
- ხო, ჩემი მიზეზით მოკლეს! ჩემს გამო! - თავი გავაქნიე და ფეხზე წამოვდექი.
- რუსო მოიცადე, მითხარი რატომ მიიღე ეს გადაწყვეტილება? არ მჯერა რომ ადექი ასე უცებ და გამოუტანე განაჩენი! რამე დააშავა? მისი დანაშაულით მოხდა ეს ყველაფერი? - ცრემლები მომაწვა იმის გააზრებისას რომ ჯერ კიდევ მიშოს ადანაშაულებდნენ, ჯერ კიდევ სჯეროდათ ჩემი და ვერ წარმოედგინათ თუ ამაზე ვიყავი წამსვლელი.
- არა, არაფერი დაუშავებია!
- მაშინ რა მოხდა? მითხარი! ეს საქმე ისეა გასაიდუმლოებული ვერაფერს ვიგებ ვცადე, მაგრამ არაფერი მითხრეს - გაღიზიანებულმა დაახეთქა ჭიქა მაგიდაზე და ისიც წამსვე იქცა ნამსხვრევებად - მითხარი, იქნებ შური უნდა ვიძიო საკუთარი ნათლულის საკუთარი შვილის მკვლელობისთვის? ერთადერთი ვინც მყავდა მიშო იყო და ისიც მომიკლეს! - დაიღრიალა და ყველაფერი გადაყარა მაგიდიდან, წარბიც არ შემხრია, იმდენად არ მოდიოდა გულამდე არაფერი ვერავის ვუგებდი, ნელნელა ვიყინებოდი.
- სოსო გახსოვთ? - მშვიდად მივუგე და მზერა გავუსწორე.
- ვინ სოსო? რესტორნის მფლობელი სოსო?
- დიახ, ეგ
- რა შუაშია სოსო ამ ყველაფერთან? - თვალები გაუფართოვდა და თმები ნერვიულად შეისწორა.
- ასე მითხრა ან ჩემთან დაწექი, ან მიშოს მოვკლავო, მე ვუთხარი მოკალი მეთქი და ამიტომ მოვედით აქამდე - ისე ვუთხარი არც შემიხედავს, დინჯი ნაბიჯებით წავედი შემოსასვლელისკენ და კარების დაკეტვას ვაპირებდი მისი სიტყვები რომ გავიგე.
- რუსო
- გისმენთ? - საშინელების მოლოდინში გავჩუმდი და სუნთქვა შევიკარე.
- ვამაყობ შენით! - ტკივილ გარეული და გატეხილი ხმით დაიჩურჩულა, სხეულში თითქოს რაღაც სასიამოვნო გაიხსნა და შვება მომგვარა, ტუჩებმა შეტოკება სცადეს და გაღიმება, მაგრამ არაფერი გამომივიდა.

***

გარეთ გამოსულზე გრილი ჰაერი მესიამოვნა, თხელი პიჯაკი შევისწორე და მანქანისკენ წავედი.
მშვიდად ვმართავდი სანამ კომპანიაში მივედი, ყველა ღიმილით მხვდებოდა, მესალმებოდა და მკითხულობდა.
ტუჩები არც კი შემტოკებია, დიდი ხანია დამავიწყდა ღიმილი რა არის და ამას ვეღარავინ მასწავლის.
ვცდილობ მაგრამ არაფერი გამომდის სული ისე მწვავს, ოდნავ ღიმილიც და ჭრილობაც მიღრმავდება, ჩემი მეორე მე გამუდმებით მახსენებს რომ ეს ყველაფერი ჩემი ბრალია და დანაშაულის გრძნობას უფრო და უფრო ღრმად აჯენს სხეულში.
- დღის განრიგი და ყველაფერი გამაცანით! - შესვლამდე ვუთხარი მდივანს და სწრაფად შევედი კაბინეტში.
- ქალბატონო, 12 საათზე შეხვედრა გაქვთ, შემდეგ 1 საათიანი შესვენება და ამის შემდეგ თქვენი მარჯვენა ხელის თანამდებობაზე უნდა აიყვანოთ ვინმე, პირადად გაესაუბრებით თუ?
- პირადად გავესაუბრები, რა თქმა უნდა! - თავი გავაქნიე და ფეხზე წამოვდექი - ნახევარ საათში დარბაზში ვიყავი და ყველანი იქ იყავით - მკაცრი სახით გადავხედე და ვანიშნე გასულიყო.
რამდენიმე საბუთს გადავხედე, რამდენიმე ადამიანს სახელი და გვარი ჩამოვწერე ვინც სამსახურიდან უნდა წასულიყო და პრეზენტაციისთვის დავიწყე მომზადება.

***

- შეგიძლიათ მითხრათ რა უფლებით მთხოვთ განცხადების დაწერას და სამსახურიდან წასვლას? - მთავარმა იურისტმა ისეთი სახით შემოგლიჯა კარები და აგრესიულად დამიყვირა წესით ადგილზე უნდა შევმხარიყავი, მაგრამ ირონიულად ავხედე და კალამი თითებს შორის შევათამაშე.
- არ მაქვს უფლება?
- რა უფლება გაქვთ, მხოლოდ ახლა მოხვედით და ცდილობთ ყველა თავიდან მოგვიშოროთ არა?
- თავიდან მოსაშორებელი ჩვენს შორის მხოლოდ შენ ხარ! - კბილებს შორის გამოვცერი და საბუთები გვერდზე გადავდე.
- რა უფლებით? ამდენი წელია აქ ვმუშაობ ჩემით დგას ეს კომპანია, როგორ მიბედავ? - აშკარად აგრესიულად იყო განწყობილი, ეს ქართველების სენი მეგონა, როგორც ჩანს აქაურების არ უჩივიან მსგავს გამოხტომებს, ყურიც არ ვათხოვე, ლეპტოპი გავშალე და ექსელს მივუჯექი, ყველაზე მეტად კაცის ისტერიკები მეზიზღებოდა, ამხელა კაცი ბავშვივით იჭაჭებოდა ჩემს წინაშე - იცი რას ვიზამ? - საჩვენებელი თითი ლამის ცხვირთან ამიფრიალა და ჩაიცინა, მხოლოდ იმ წამს გავუსწორე მზერა და ინტერესით მივაჩერდი.
- რას იზამ აბა? - წარბები ავწკიპე და პასუხს დაველოდე.
- გიჩივლებთ, ვნახოთ როგორ ამინაზღაურებთ იმ შრომას, რაც მე ამ კომპანიისთვის გავწიე
- და რა შრომა გაწიეთ ბატონო?
- რას ნიშნავს რა შრომა? ფეხზე დავაყენე და ყველანაირად ვცადე რომ ნომერ პირველი კომპანია ყოფილიყო! თქვენ კიდევ ახალმოსულზე მაგდებთ?! ამას არ გირჩევდით ქალბატონო რუსუდან! - კარებისკენ წავიდა და ტაში შემოკრა - სასამართლოში შევხვდებით!
- ბატონო ჯეიმს! - ოდნავ ხმამაღლა დავუძახე კარებში შეჩერდა და ნახევარი ტანით მომიბრუნდა კმაყოფილი გამომეტყველებით - რომ გახვალთ კარის მიხურვა არ დაგავიწყდეთ - გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა და ფერი დაკარგა, აშკარად არ ელოდა ჩემგან რომ გავუშვებდი - ხო და ეს დოკუმენტებიც გაიყოლეთ, თქვენი გაყალბებულია და თქვენვე გქონდეთ, ამ ფირმას არაფერში სჭირდება! - ფერის დაკარგვა მონაგონი ყოფილა, ცოტაც და ალბათ ხელს შევაშველებდი ისე გადაყვითლდა - შეგიძლიათ გახვიდეთ! - მკაცრად ვუთხარი და ხელით ვანიშნე გასულიყო.
ძლივს მოუახლოვდა მაგიდას, ხელის კანკალით აიღო საქაღალდე და გადაშალა.
- თქვენ ეს საიდან?
- ახალმოსულებს ბევრი შეგვიძლია, თქვენის ნებართვით შეხვედრა მაქვს - კარებისკენ ვანიშნე და ფეხზე წამოვდექი - შემდეგში კარგად დაფიქრდით ვის ელაპარაკებით, თორემ ბატონ ჯონთან თქვენი მლიქვნელობა, ფირმის ღალატი და ფარული შეთანხმება-ც არ დამვიწყებია! - მაგიდას ხელებით დავეყრდენი და მკაცრად გავხედე.
მძიმე ნაბიჯებით ძლივს გავიდა ოთახიდან, ამოვისუნთქე და შემდეგი “დარტყმისთვის” მოვემზადე, კიდევ ბევრი მოაკითხავდა ჩემს კაბინეტს უახლოეს მომავალში.


***

- და თქვენ გინდათ რომ ამ დოკუმენტის ხარჯზე ხელი მოვაწერო? - საქაღალდე მივუგდე და ირონიულად ჩავიცინე.
- უკაცრავად? - მათი იურისტი ოდნავ წამოიწია, მაგრამ ხელით ვანიშნე გაჩუმდი და დაჯექი მეთქი.
- რა ვერ გაიგეთ? არ მოვაწერ ხელს ამ ყველაფერს!
- აქ ყველაფერი წესრიგშია! - გაღიზიანება დაეტყო ხმაში მომავალ პარტნიორს.
- მოდი დავიწყოთ იქედან რომ დოკუმენტებს არ უყვართ სიყალბე, ისეთი შეთანხმება, რომელსაც ადამიანი სათავისოდაც გამოიყენებს, დაფარული ტექსტები და ყალბი დაპირებები, მე არც ისე სულელი ვარ რომ ვერ მივხვდე რის მიღწევას ცდილობთ, გარდა ამისა ამ ყველაფერს ბევრი პუნქტი აკლია - ოდნავ წამოვიწიე და ღვინო მოვსვი - თქვენს ხრიკებს არ წამოვეგები, რამდენიმე დღეს გაძლევთ! თუ ზუსტად ისეთ დოკუმენტს არ მომიტანთ, როგორიც საჭიროა, ჩათვალეთ თქვენი ბიზნესი ჩაიძირა სამუდამოდ - მკაცრად ვუთხარი, ფეხზე წამოვდექი და ღიმილით წავედი გასასვლელისკენ.
- ქალბატონო რუსუდან! - იურისტი გამომეკიდა და გვერდით ამომიდგა, აშკარად ძალიან იყო შეშინებული და დათრგუნული, ზედაც არ შემიხედავს ისე გავაგრძელე გზა - ძალიან გთხოვთ გვაპატიეთ, გპირდებით რამდენიმე დღეში ისეთ დოკუმენტებს მოგიტანთ, როგორიც საჭიროა!
- მომისმინე - მისკენ შევბრუნდი, იდაყვში ხელი ჩავავლე და ჩემკენ მოვწიე - იცი ყველაზე მეტად რა მეზიზღება ადამიანებში?
- რრ..ააა? - შეშინებული მიყურებდა.
- ღალატი, შენ როგორ მოიქცეოდი ჩემს ადგილზე? მაპატიებდი? - თვალებში ჩავხედე და როგორც კი მისგან სასურველი პასუხი მივიღე, ეგრევე შევუშვი ხელი - ჰო და არც მე მჩვევია პატიება! - ამაყად ავწიე თავი და ისე გავაგრძელე გზა - გაკოტრების პირას მისულმა კომპანიამ, მითუმეტეს უნდა გაითვალისწინოს ეს ყველაფერი, ახლა რომ ამ შეცდომას დაუშვებთ ძალა რომ გექნებათ ალბათ ჩემი ადგილის დაკავებასაც მოისურვებთ!

***

ჩემი ცვლილება არა მხოლოდ ჩემებისთვის, არამედ ყველასთვის იყო შესამჩნევი.
რაც უფრო გადიოდა დრო მით უფრო დაუნდობელი ვხდებოდი, არავის და არაფერს ვითვალისწინებდი, ცხოვრებამ იმდენად შემცვალა რომ მომავალი ექვსი თვის განმალობაში ნორმალურად არავის დავლაპარაკებივარ, მხოლოდ საკუთარ შვილს და ნათლიას ვეკონტაქტებოდი, რომელიც მუდმივად მხარში მედგა და ცდილობდა ადამიანური მხარე არ დამეკარგა.
ვინ იცის მერამდენედ მივაგდე დაღლილმა ჩანთა მისაღებში და ცარიელ სახლს თვალი მოვავლე.
მეზიზღებოდა მარტო დარჩენა, ასე მეგონა ყოველი კედელი ჩემკენ მოდიოდა და უნდოდათ რომ შუაში მოვქცეულიყავი, იქამდე მომიახლოვდებოდნენ სანამ სუნთქვა არ შემეკვრებოდა და არ გავგიჟდებოდი.
სწრაფად შევირბინე ჩემს ოთახში, მიშოს ფოტოები გადმოვალაგე და მაგიდაზე დავაწყვე, ასე უფრო ვგრძნობდი მასთან სიახლოვეს, ვუყურებდი თითოეულ ფოტოს და ბედნიერებით ვივსებოდი.
მიშო თუ არა, მოგონებები მაინც ხო მქონდა ჩემთან?!
ხომ შემეძლო გულით გამეღიმა მათთვის? ფოტო ჩამეკრა გულში და მთელი გულით ავტირებულიყავი.
ისე მიმძიმდა, ისე მინდოდა მისი თითების შეხება სული მიმდიოდა, მომენტებში ისე შემომივლიდა ჩახუტების სურვილი არაფერი მშველოდა.
მაშინ დამამშვიდებლებით ვინუგეშებდი თავს, გიჟივით კუთხეში დამჯდარი საკუთარ თმებს ვებღაუჭებოდი და აქეთ იქეთ ვირწეოდი.
როგორ მიჭირდა მხოლოდ მე ვიცოდი და ამ კედლებმა.
როგორ მიჭერდა კისერში ეს გამოუვალი მდგომარეობა.



“- გეყოფა მიშო, გთხოვ, აღარ შემიძლია მეტი - ხეს ვეფარებოდი, კიდევ ერთი გუნდა რომ არ მოერტყა.
- დამნებდი ესეიგი?
- დაგნებდი ჰო, ოღონდ ეგ გუნდა აღარ მომარტყა!
- ვინ მეტიტინებოდა მოგიგებო? - სიცილით მოუახლოვდა ხეს და მეორე მხრიდან დადგა - ეს მეტიჩარა გოგო ხომ არ იყო შემთხვევით? - საჩვენებელი თითი ჰაერში დაატრიალა და პირდაპირ ცხვირზე მომადო - ხომ არ ვცდები?
- კარგი რა მიშო - ამოვიბუზღუნე - როგორ არ გრცხვენია?
- ჰმ, საქალბატონე რუსკა - ხელი მომხვია და მასსა და ხეს შორის დამაყენა - ნუთუ გამიბრაზდით?
- აბა რატომ მომიგე?
- თუ გინდა ყველა შენ მოიგე, ოღონდ არასდროს მოიწყინო - ჯერ ცხვირზე, შემდეგ კი ლოყაზე მაკოცა, ლოყიდან ნიკაპზე, ნიკაპიდან კი ტუჩებზე გადავიდა, მისი ფაფუკი ტუჩების შეხებისას აზროვნების უნარს ვკარგავდი, ხელი მოვხვიე და უფრო ძლიერად მივეკარი.
- სასტუმროში ავიდეთ რა, გთხოვ - კისერში ვაკოცე რამდენჯერმე, გაეცინა, ხელი მომხვია და შესასვლელისკენ წამიყვანა.
- იცი რა მინდა?
- აბა, რა გინდა? - ინტერესით ავხედე და მეც მოვეხვიე.
- მომავალ წელს ზუსტად ამ დროს ჩვენს პატარასთან ერთად წამოვიდეთ აქ! - ღიმილით მოავლო იქაურობას თვალი და თავზე მაკოცა. “


მიშო, მიშო სად ხარ?
გიჟივით წამოვვარდი და აქეთ იქეთ მიმოვიხედე, მომეჩვენა თითქოს აქ იყო, შორიდან მაკვირდებოდა და ჩემთან ერთად ტიროდა.
იქვე ჩავიკეცე და კედელს მივადე თავი.
მენატრები!
რატომ არ გესმის?
მოდი რა, მოდი! გელოდები!
სად ხარ? აქამდე რატომ არ ჩანხარ? ვერ დავიჯერებ რომ მიმატოვე, ვერ დავიჯერებ რომ შენ წახვედი, მიმატოვე, შენ ხომ დამპირდი?!
ხომ დამპირდი?!
მუხლდაჩოქილი მივუახლოვდი მაგიდას და ძებნა დავუწყე.
ერთ-ერთ ფოტოზე უკან ჰქონდა მიწერილი.

“გპირდები არასდროს მიგატოვებ ჩემო ბედნიერებავ”

რატომ მიმატოვე თუ შემპირდი?!
მთელი ძალით მივიკარი გულზე ფოტო და ამოვიხრიალე.
მიშო!


“-რუსკა,
ჩემი ზღვა ხარ, გრძნობების ზღვა, საიდანაც გამოსვლა არასდროს მომინდება, იცი? ყოველდღე იმაზე ვფიქრობ რით დავიმსახურე ამხელა ბედნიერება?! შენი სიყვარული რომ მხვდა წილად.
ყველა ეძებს თავის დაკარგულ ნახევარს, მე სრულიად შემთხვევით გიპოვე და ზუსტად იქ სადაც ყველაზე ნაკლებად გელოდებოდი.
ვიდექი იქ წყვილებს შორის და შენი სილამაზე უნებურად მჭრიდა თვალს, ყველასგან გამორჩეული იყავი, გამორჩეული - ეს სიტყვა ზუსტად შეგეფერება, შეუძლებელია ადამიანმა სიტყვებით აღგწეროს, უბრალოდ არ ეყოფა, ვერ შეძლებს, ვერ დაწერს და ვერ გადმოსცემს ზუსტად ისე როგორც არის.
არასდროს დამავიწყდა შენი თითები, ასე რომ ვნატრობდი იმ წამს შეხებას, ერთი სული მქონდა როდის აღმოჩნდებოდი ჩემს მკლავებში, როდის შევძლებდი შენს სხეულთან ერთად ჩემი სხეულის მუსიკაზე აყოლებას.
ბედნიერებას ასხივებდი ირგვლივ და ისეთი სამყარო შემიქმენი ნელნელა, ნატვრაც კი რომ არ შემეძლო.
რუსკა,
მაპატიე ჩემი ბანალურობა რა
და ცოლად გამომყვები?
წერილზე მიბმული ბეჭედი მაშინ ისეთი სიხარულთ მოვხსენი ასე მეგონა მთელი დედამიწა მე მეკუთვნოდა.
იქვე ბოლოში ვარდით ხელში მელოდებოდა, ბოლო ხმაზე დავიკივლე თანახმა ვარ მეთქი, მისკენ გავიქეცი და ისე შევახტი წავაქციე.
ქვემოთ ვკოტრიალობდით და ბოლო ხმაზე ვიცინოდით, ყველა გვილოცავდა, მაგრამ ერთმანეთის თვალების იქეთ ვერაფერს ვხედავდით”


შენ ხომ შემპირდი წლები რომ გავა კიდევ ერთხელ გადავიხდით ქორწილსო?!
დავიჩურჩულე და მის სურათს თითებით მოვეფერე.
შემპირდი და აუცილებლად უნდა შეასრულო იცოდე.
არ მაწყენინო, ხომ იცი ჩემი შემორიგება ყველაზე რთულია არა?! ყველაზე მეტად ეგ გიჭირდა ხოლმე, ახლაც არ გამაბრაზო.
გიჟივით ველაპარაკებოდი სურათს,
ალბათ ვინმეს რომ დავენახე იფიქრებდა შეიშალაო, შევეცოდებოდი, მერე მოვიდოდა და დამამშვიდებლებით გამტენიდა.
მე კიდევ ამაში ვხედავდი შვებას, მხოლოდ ამით შემეძლო ახლოს მეგრძნო მიშო..



***

როგორ იცვლება ყველაფერი, ადამიანები ღამით სულ სხვანაირები ვართ, დღე კი სულ სხვანაირები.
მაგიდაზე ჩამომძინებია ღამე, თვალები საშინლად მქონდა დასიებული, მშვიდი სახით მივიღე შხაპი და სამსახურში წასასვლელად მოვემზადე.
ჩემი სიმშვიდე მეც კი მაშინებდა ხოლმე, მაგრამ საღამოობით მარტო დარჩენილი ვიღებდი ყველაფერს, ისე ვიცლებოდი, შემდეგ არაფრის თავი მქონდა.
მანქანიდან გადასვლამდე კიდევ ერთხელ მოვეფერე მიშოს ფოტოს, რომელიც მთავარ ეკრანზე მეყენა ტელეფონის, ძალიან ფრთხილად ვაკოცე და შესასვლელისკენ დავიძარი.
როგორც კი შევედი ახალი სანახაობის მომსწრე გავხდი, კარგად დავინახე როგორ დაუდო ჩუმად ფული დაცვის თანამშრომელს და ამანაც ღიმილით დაუქნია თავი.
ვიდექი და ველოდებოდი რას მოიმოქმედებდნენ, ჩვეული ირონიული გამომეტყველებით, როგორც კი კარები გაუღო რომ შესულიყო, ეგრევე მძიმე ნაბიჯებით დავიძარი მისკენ და წინ დავუდექი.
- ადგილზე გაჩერდი! - დავუძახე ჩემზე ორი თავით მაღალ სხეულს და წარბაწევით ავათვალიერე, სიმპატიური მამაკაცი სანდომიანი ღიმილით დამყურებდა ზემოდან და ოდნავ გაკვირვებაც კი გამოსახვოდა სახეზე.
- რამე პრობლემა არის ქალბატონო? თქვენ ვინ ბრძანდებით? - ირონიული გამომეტყველებით მომიგო ისე რომ ზედაც არ შემოუხედავს, საშინლად გავღიზიანდი და დაცვის პოლიციას მივუბრუნდი.
- ეს ადამიანი ამ შენობაში არ შემოვა! მე გიკრძალავთ პირადად, გინდა დააბით, გინდა გააგდეთ! ჩემთვის სულ ერთია! - ირონიულად მივუგე და შესასვლელისკენ დავიძარი, გვერდი ისე ავუარე მამაკაცს ხმა არ გამიცია, სანამ შესასვლელში შევიდოდი შემოვბრუნდი და ისევ დაცვას მივმართე - მომისმინე!
- დიახ ქალბატონო?
- ამ თვეში შენი ბონუსი არ იქნება, როგორც ჩანს წინასწარ აგიღია - თვალით ხელში მოკუჭულ ას დოლარიანზე მივუთითე და კარები მივაჯახუნე.
მექრთამეები! ღორები! გამყიდველები!
ისწავლის ჭკუას როგორ არ ისწავლის, ათჯერ მეტს აიღებდა ხელები რომ გაეჩერებინა და არ დახამებოდა ფულს.

***


შუადღემდე კაბინეტში ვიჯექი და საბუთებს ვუყურებდი, უეცრად ჩემი მდივანი რომ შემოვიდა და ნათლიას მოსვლა შემატყობინა.
- შემოვიდეს რა თქმა უნდა - თავი არ ამიწევია ისე ვუპასუხე და საქმე გავაგრძელე.
მალევე გაისმა ნაბიჯების ხმა და კარებიც მიიხურა, სწრაფად მოვაგროვე საბუთები, ფეხზე წამოვდექი და ნათლიასკენ გავემართე ხელგაშლილი.
მაგრამ გაშლილი ხელები ჰაერშივე გამიშეშდა, ჩემს წინ ზუსტად ის ორმეტრიანი მამაკაცი იდგა, რომელიც ირონიული ღიმილით დამყურებდა ქვემოთ და ჩემს დაცვას ფული მიაწოდა შემოსვლისთვის.
- ეს ადამიანი აქ რას აკეთებს? - ეგრევე გაღიზიანება გამომესახა სახეზე და ნათლიას გადავხედე.
- შვილო ეს ნიკია, მიშოს მეგობარი უნივერსიტეტის - ღიმილით მომიგო თედომ და გვერდით დამიდგა - მგონი უნდა იცნობდე, ტელეფონით ხშირად საუბრობდნენ საქმესთან დაკავშირებით..
ჩავფიქრდი და ვცდილობდი ნიკის გახსენებას, მაგრამ მისგან მხოლოდ რამდენიმე ზარი მახსენდებოდა.
- ოჰ, რუსო! - ღიმილით წამოვიდა ჩემკენ - მაპატიე, ქვემოთ არ ვიცოდი ვინ იყავი, შენი ფოტო კი მაქვს ნანახი, მაგრამ რეალობაში კიდევ უფრო სხვანაირი ხარ და ვერ გიცანი!
- არაუშავს - ჩვეული გამომეტყველებით მივუგე და გადავკოცნე - სასიამოვნოა!
- ჩემთვისაც რა თქმა უნდა, არა მაინც რა ლამაზი ხარ?! მიშოს ყოველთვის ჰქონდა გემოვნება - ღიმილიანი მზერა შემავლო, შევიშმუშნე და თვალი ავარიდე.
- კარგი ნიკ, ხომ ხედავ წითლდება, არ უყვარს კომპლიმენტები - ღიმილით გადაუჩურჩულა ნათლიამ და მიუთითა ჩამოჯექიო - შენთან საქმე გვაქვს!
- გისმენთ - ადგილი დავიკავე და მოთმინებით დაველოდე როდის დაიწყებდნენ.
- მიშოს მკვლელი უნდა დავსაჯოთ, ამისთვის კი ნიკის დახმარება დაგვჭირდება, სწორედ ამიტომ დავუძახე აქ რუსო
- ამას ისედაც ვაპირებდი, მაგრამ დაახლოებით ერთ წელიწადში ალბათ, ცოტა ძალა უნდა მოვიკრიბო და გავლენა მჭირდება საქართველოში, ისე ვერაფერს გავაკეთებ სამწუხაროდ, თითქმის ყველაფერი დაგეგმილი მაქვს, მიშოს ჰყავდა ერთი ახლო მეგობარი, რომელსაც დაველაპარაკები და დამეხმარება!
- ჩვენ სხვანაირი შურისძიება გვჭირდება რუსო!
- როგორი?
- შენ თუ უახლოეს მომავალში საქართველოში დაბრუნდები ყველა მიხვდება რომ შურისძიებისთვის დაბრუნდი, ჩვენ კიდევ მთელი ქვეყანა უნდა დავარწმუნოთ რომ უბრალოდ მოგენატრა იქაურობა..
- და ამისთვის რა არის საჭირო? - ოდნავ წინ გადავიხარე და მაგიდას იდაყვებით დავეყრდენი - გაქვთ გეგმა?
- ძალიან გთხოვ არ გინდა ემოციები ისე!
- დიდი ხანია ემოციები აღარ შემრჩა, ვერაფრით გამაკვირვებთ!
- ნიკს უნდა გაყვე ცოლად, ცოტახანი ერთად უნდა იაროთ, პრესაში გამოჩნდეთ ისე რომ საქართველომდეც მიაღწიოს ხმებმა!
- რას მეუბნები ნათლი? როგორ ვუღალატო მიშოს?
- ეს ღალატი არ არის რუსო! ეს არის ყველაზე კარგი გამოსავალი, სოსომ და ნოდარიმ უნდა დაივიწყოს რომ შენ ეს გაგიკეთეს! ფიქტიური ქორწინებაა, ამის გარდა დამეხმარება რომ ქონება შენს სახელზე გადავაფორმო და ფირმა ჩაგაბარო!
- ეგ არასდროს დაავიწყდებათ - კბილებს შორის გამოვცერი და ფეხზე წამოვხტი - ამის საშუალებას მე არ მივცემ!
- ყოველშემთხვევაში არ უნდა იფიქრონ რომ შენ შურისძიებისთვის ჩადიხარ, თორემ მზად იქნებიან და ვერაფერს გააკეთებ გამიგე რა..
- კარგი, ვიფიქრებ ამ საკითხზე და ხვალ გეტყვით პასუხს, ახლა დასვენება მჭირდება - თავი გავატრიალე და ღრმად ამოვიოხრე.
უთქმელად დატოვეს ოთახი და კარები გაიხურეს, მაგრამ წუთიც არ იყო გასული ნიკმა კარები რომ შემოაღო, იქვე დადებული ქაღალდი აიღო, რაღაც დაწერა და გამომიწოდა.
შეშინებულმა შევავლე მზერა, თვითონ კი მხოლოდ თვალი ჩამიკრა და იქედან გაუჩინარდა.
ხელის კანკალით ავიღე ფურცელი და გავშალე.
“შენ შეძლებ რუზო”
თვალებს არ დავუჯერე და რამდენჯერმე გადავიკითხე, შემდეგ თითებს შორის მოვიქციე და თავი ჩავხარე.
მთელი სხეულით ავცახცახდი, რამდენჯერმე შევტოკდი და ნერვიულად ჩამოვისვი ხელი. უეცრად ისტერიული სიცილი ამიტყდა და ცრემლები წამსკდა, სწრაფად მივვარდი კარებს, გადავკეტე და ზურგით ავეკარი.
სიგიჟეა ეს ყველაფერი,
სი გი ჟე!


***

საღამოს პირდაპირ შემომიღო კარები ნიკმა და ღიმილით წამოვიდა ჩემკენ.
- სავახშმოდ მივდივართ, მალე მორჩები რუსო? - მაგიდაზე ჩამომიჯდა, წარბაწევით ავხედე და ვანიშნე მაგიდიდან ჩადი მეთქი - კარგი რა, სად გაქრა ის მხიარული რუსო მიშო რომ მიყვებოდა ხოლმე? - მიშოს ხსენებაზე გულზე საშინლად გამკრა რაღაცამ, მონატრება თითქოს ამას ელოდებოდაო, სწრაფად გაგლიჯა ყველაფერი და მთელი სხეული შემიბოჭა, სუნთქვა შემეკრა და კალამს მთელი ძალით მოვუჭირე თითები.
იმდენად ძლიერად ვუჭერდი რომ ვერც კი გავიაზრე ისე გავიჭერი ხელი და სისხლი წამსკდა.
- რუსო, რუსო მაპატიე რა, არ უნდა მეხსენებინა მიშო - გიჟივით მომვვარდა, იქვე დამედიცინო ყუთს დაავლო ხელი და სწრაფად დამიმუშავა ჭრილობა - ძალიან დიდი ბოდიში რა მართლა, სულელი ვარ, ზოგჯერ ისეთ რაღაცებს ვლაპარაკობ რაც არ უნდა ვთქვა, ხომ მაპატიებ რუსო? - ქვემოდან ამომხედა და გამიღიმა, ურეაქციოდ დავუქნიე თავი და ხელი უკან გამოვწიე.
- მადლობა!
- წავედით?
- რატომ უნდა წამოგყვე?
- ახლა არ დაიწყო, მაგიდა შვიდ საათზე დავჯავშნე და აუცილებლად უნდა წამოხვიდე - ხელი მომკიდა და ფეხზე წამომაყენა - ჩვენი მეგობრობის დასაწყისის ხათრით, კარგი?
- კარგი ხო, წამოვალ - ჩანთას დავავლე ხელი და გვერდით დავუდექი.
- როგორ მიყვარს როდესაც არ მახვეწნინებენ რა, ამ თანამედროვე გოგოებს უნდა დაუდგე და ეხვეწო, მერე რატომ მირბიხართ კლუბშიო გვეუბნებიან! ყველა ერთნაირია, არც იფიქრო რომ ასეთები აქ არ ცხოვრობენ - ხმამაღლა გაიცინა და მანქანის კარი გამიღო.
- მანქანით ვარ ნიკ - მკაცრად გადავხედე და ჩემი მანქანისკენ დავიძარი - უკან გამოგყვები!

***

- ძალიან შეიცვალე რუსო - სევდიანი თვალებით გადმომხედა - იმ რუსოსგან, რომელზეც მიშო მიყვებოდა აღარაფერია დარჩენილი..
- მიშოს გაყვა ყველაფერი რაც კი გამაჩნდა!
- ასე არ შეიძლება, არ გიფიქრია მიშოს რომ ენახე რა რეაქცია ექნებოდა?
- მაგრამ მიშო ვერ მნახავს, საქმეც ზუსტად მაგაშია, ვეღარ მნახავს! - გაბრაზებულმა მივუგე ოდნავ ხმამაღლა და მგონი ხალხის ყურადღებაც მივიქციე.
- რუსო, მას მაინც არ გაუხარდება შენი ასე ყოფნა, სადაც არ უნდა იყოს!
- ჩემთან არ არის ნიკ, ჩემს გვერდით არ არის, ყველაფერს ვაკეთებ რომ არ დავკარგო საკუთარი მე, მაგრამ ყველაფერი იყინება და იცვლება..
- ძალიან ხარ აფორიაქებული..
- სანამ შურს არ ვიძიებ იქამდე ასე ვიქნები, იმედიც არ გქონდეთ არცერთს რომ შევიცვლები! - მკაცრად მივუგე და იმ წამს მოტანილ საჭმელს შევექეცი.
ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ, მიყვებოდა თავის ცხოვრებაზე, მეგობრებზე, სამსახურზე, გარემოზე, გამაცნო ირგვლივ ყველაფერი და ამიხსნა შესაძლო საფრთხეები რა შეიძლება ყოფილიყო, ცდილობდა სხვა კუთხით დაენახებინა ეს ქვეყანა, იმასაც კი შემპირდა ოდესმე ოტავაში წაგიყვანთ შენ და გეგასო.
რესტორნიდან გვიან გამოვედით, უეცრად წელზე ხელი მომხვია და ისე დამიდგა, თითქოს ძალიან ახლოს იყო, უკან გადავიხარე და ქვემოდან ავხედე.
ცოტაც და ალბათ ხელს გავარტყამდი, უეცრად თვალი ჩამიკრა და რაღაც მანიშნა, მეც იქეთ გავიხედე და იქვე ჩასაფრებული პაპარაცი დავინახე, რომელიც საინტერესო კადრის დაჭერას ცდილობდა.
როგორც კი მომშორდა, ეგრევე განზე გადგა და თავი ჩახარა.
- მაპატიე, ვიცი რომ ეს ყველაფერი არ მოგწონს, მაგრამ არც მე მსიამოვნებს ხომ ხვდები არა? მიშოსთვის - მკრთალად გამიღიმა და მანქანისკენ წავიდა - მალე შევხვდებით რუზო!
თვალი ჩამიკრა და სწრაფად დაიკავა საჭესთან ადგილი, მეც ჩავჯექი მანქანაში და რამდენიმე წუთი ვიჯექი ისე. სასიამოვნო გრძნობა მეუფლებოდა, დიდი ხანი იყო გასული რაც მეგობრულ გარემოში არ ვყოფილვარ, ლინდას ვერაფერს ვუყვებოდი, ვერც ვუკავშირდებოდი დროის სხვადასხვაობის გამო, აწი მითუმეტეს ვერაფერს მოვუყვებოდი და ნიკს მოუწევდა ჩემი ატანა.
ჯიბეები მოვიქექე და ტელეფონი ამოვიღე.
მიშოს ფოტოს ღიმილით დავაკვირდი და თითები დავუსვი.
როგორი კარგიც იყო თვითონ, ისეთივე კარგი მეგობრები ჰყავდა ყოველთვის, ისინი იყვნენ ყველაზე ახლოები და ყველაზე სანდოები მისთვის.
ღრმად ამოვისუნთქე და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას დავაკვირდი.

“- ნახე რამდენი ვარსკვლავია ცაზე ვგიჟდები ასეთ ღამეებზე - ვერანდაზე დიდი ლეიბი ჰქონდა დაგებული და თბილად ვიწექით გვერდიგვერდ.
- მე რომ შენზე ვგიჟდები? - ჩემკენ გადმობრუნდა და ლოყაზე მომეფერა - ყველა ვარსკვლავზე ლამაზი ხარ შენ!
- კარგი რა მიშო, სულ ნუ მეუბნები ლამაზი ხარო, თორემ თავში ამივარდება - მოწყვეტით ვაკოცე ცხვირზე და გავუღიმე.
- რა ვქნა თუ ლამაზი ხარ? ჩემი ბრალია? - გაიბუტა და გულაღმა დაწვა.
- მიშოო, მიშუნაა, მიშიკოო - თითები მის მუცელზე ავათამაშე, ნელნელა გულმკერდისკენ წამოვედი და ბოლოს ტუჩებამდეც ავედი - მოვიდა, მოვიდა, მოვიდა ბოდიშიო და მიშო თუ არ დამელაპარაკება, თუ არ დამელაპარაკება.. - ვერაფრით მოვიფიქრე და დაბნეული ვლუღლუღებდი, ჩემს დაბნეულობაზე კი სიცილი აუტყდა, სწრაფად გადმობრუნდა და ძლიერად ჩამეხუტა.
- რატომ ვერ გიბრაზდები დიდი ხნით? მეც მინდა ცოტა გაწვალო შენ რომ მაწვალებ ხოლმე ისე! - ტუჩებში მოწყვეტით მაკოცა და თავი გულზე დამადო - ასე დავიძინებ რა რუს გთხოვ”


ღიმილით დავაბრუნე ტელეფონი ჯიბეში და ის ის იყო მანქანა უნდა დამექოქა უეცრად რომ გავიაზრე ჯიბეში რაღაც უცხო ფურცლის არსებობა, სწრაფად წავიღე ხელი და ისევ ოთხად დაკეცილი წერილი შემხვდა.
მშვიდად გავშალე და გაკრული ხელით ნაწერ ასოებს დავაკვირდი. 
“მიშოს სიყვარული მუდმივად გაგაძლიერებს რუზო!”

იმედი მაქვს ძალიან არ ვჩქარობ, თუ თქვენთვის ასე ჩანს, შემდეგ თავს უფრო გაშლილად დავწერ, მაგრამ მე პირადად არ მიყვარს ძალიან გაწელილი სიუჟეტები
ძალიან დიდი მადლობა ვინც კითხულობთ, ველოდები კომენტარებს, ჩემი სტიმული ხართ თქვენ და მაქსიმალურად ვეცდები რომ იმედები არ გაგიცრუოთ ბოდიში შეცდომებისთვის!



№1  offline წევრი Kalina

ნეტა ის არ მოხდეს, რისიც მეშინია...
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№2  offline წევრი aNuGi

მარიკუნაა♥️
ნეტა ის არ მოხდეს, რისიც მეშინია...

არ ვიცი საყვარელო რისი გეშინია, მაგრამ ვეცდები იმედები არ გაგიცრუო <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№3  offline წევრი Indigo

ჩქარობ? რა ვიცი არა. არც მე მიყვარს გაწელილი ისტორიები.
რაღაც ეჭვები მაქვს, მაგრამ არამგონია გამართლდეს რომელიმე.
ვნახოთ...

გელი და მოგელი kissing_heart kissing_heart kissing_heart
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№4  offline წევრი Mariam Shengelia_3

ეხლა დავფიქრდი რუსოს და ნიკის წყვილზე. კი ნიკი საოცარი ბიჭია მაგრამ არ ვიცი რამდენად მომეწონება მათი ერთად ყოფნა, თუ რა თქმა უნდა საერთოდ მაგას აპირებ. ალბათ როგორც დაგვანახევ ისე მივიღებთ მაგრამ ეს უბრალოდ ამ გადმოსახედიდანაა ჩემი აზრი.
რაც შეეხება მთლიანობაში ყველა თავზე დაგიწერ კომენტარს და გეტყბი რომ საოცრება ხარ! ტვინს კი წავიღებ მარა უნდა შეეგუო!
დიდად არმიყვარს ტრაგიკულ სტილში განვითარებული მოვლენები, ძალიან ცოტაა ისეთი რომელიც მომწონებია და ვეჭვობ ეს ისტორია იმათ სიას მიემატება.
კარგიხარ!
არაჩვეულებრივი!
არა ჩვეულებრივი!

 


№5  offline მოდერი sopiko

მეც არ მინდა ის მოხდეს, რისიც, ვფიქრობ, მარიკუნას ეშინია.
ჯერჯერობით მოგყვები და მომწონს. მართალია მომენტები მებანალურება, მაგრამ ეს ხომ სიყვარულის თანმდევი მოვლენაა, მთავარია ზღვარს არ გადასცილდეს.
ჰო, არ ვიცი, რატომ, მაგრამ ამ თავში ხშირად ახსენებდი რუსოს ნაცვლად რუზოს და შემდეგში რედაქტირება გაუკეთე ხოლმე.
გელით!

 


№6  offline წევრი aNuGi

Indigo
ჩქარობ? რა ვიცი არა. არც მე მიყვარს გაწელილი ისტორიები.
რაღაც ეჭვები მაქვს, მაგრამ არამგონია გამართლდეს რომელიმე.
ვნახოთ...

გელი და მოგელი kissing_heart kissing_heart kissing_heart

ვნახოთ, რა ვიცი იქნებ რომელიმე გამართლდეს, ძალიან დიდი მადლობა რომ კითხულობ ჩემო კარგო <3 <3 <3

Mariam Shengelia_3
ეხლა დავფიქრდი რუსოს და ნიკის წყვილზე. კი ნიკი საოცარი ბიჭია მაგრამ არ ვიცი რამდენად მომეწონება მათი ერთად ყოფნა, თუ რა თქმა უნდა საერთოდ მაგას აპირებ. ალბათ როგორც დაგვანახევ ისე მივიღებთ მაგრამ ეს უბრალოდ ამ გადმოსახედიდანაა ჩემი აზრი.
რაც შეეხება მთლიანობაში ყველა თავზე დაგიწერ კომენტარს და გეტყბი რომ საოცრება ხარ! ტვინს კი წავიღებ მარა უნდა შეეგუო!
დიდად არმიყვარს ტრაგიკულ სტილში განვითარებული მოვლენები, ძალიან ცოტაა ისეთი რომელიც მომწონებია და ვეჭვობ ეს ისტორია იმათ სიას მიემატება.
კარგიხარ!
არაჩვეულებრივი!
არა ჩვეულებრივი!

მარიამ, შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ მაბედნიერებ ამ კომენტარებით, თავის მობეზრება კი არა ჩემი სტიმული ხარ! <3 <3 ძალიან ძალიან დიდი მადლობა ჩემო თბილო <3

sopiko
მეც არ მინდა ის მოხდეს, რისიც, ვფიქრობ, მარიკუნას ეშინია.
ჯერჯერობით მოგყვები და მომწონს. მართალია მომენტები მებანალურება, მაგრამ ეს ხომ სიყვარულის თანმდევი მოვლენაა, მთავარია ზღვარს არ გადასცილდეს.
ჰო, არ ვიცი, რატომ, მაგრამ ამ თავში ხშირად ახსენებდი რუსოს ნაცვლად რუზოს და შემდეგში რედაქტირება გაუკეთე ხოლმე.
გელით!

ზოგჯერ მეც "მებანალურება" ხოლმე, ვაღიარებ, მაგრამ ალბათ ეს იმიტომ არის რომ მხოლოდ იმ მომენტებს იხსენებს სადაც ერთად ბედნიერები იყვნენ :) <3
ძალიან დიდი მადლობა <3

პ.ს რაც შეეხება "რუზოს" ამას თავისი დატვირთვა აქვს და ვფიქრობ ისტორიის ბოლოში მიხვდებით ყველაფერს <3 <3 <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№7  offline წევრი aNuGi

elle...
შემოგცხო მინდა ისეთ დროს, მეშინიაო რომ იძახი.
კიდევ გეტყვი, შენ აქ არაფრის უნდა გეშინოდეს და არ უნდა ნერვიულობდე. იმიტომ, რომ ყველაფერი იმაზე მაგრად გამოგდის, ვიდრე ჩანაფიქრი გაქვს.
აქაც გეტყვი, ძალიან საინტერესოდ მეჩვენება კიარადა არის. შენ ხომ იცი, შენს ისტორიებზე რომ ვგიჟდები და ისიც იცი, გამონათება იყო-მეთქი, რომ გითხარი.
უფრო კონკრეტულად რომ გითხრა, ნიკი კი კარგი ბიჭი ჩანს, მაგრამ მიშოს მეგობარი და რუსო ერთად?! ნწნწ, შენი გადაასაწყვეტია, რა თქმა უნდა, მაგრამ რიავიცი აბა... ბოდიში, ზედმეტად თუ ჩავერიე აქ.
ძალიან კარგად აღწერ რუსოს შეგრძნებებს, მომწონს წარსულის გადახვევებიც და მომწონხარ შენც, როგორც ოქროსთითება გოგო.
მომწონხარ კიარა, მიყვარხარ და ვგიჟდები შენზე!

გელოდები <3

ჩემი ნენეკო, ჩემი გოგო მეც ძალიან ძალიან <3
მე შენს ისტორიებზე და შენზე რომ ვგიჟდები ეგ ხომ იცი არა? <3 <3
ჩემი უთბილესი და ულამაზესი <3 <3 <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№8 სტუმარი ნინა..

არ ჩქარობ. სჯობს მოკლედ მაგრამ კარგად გადმოსცე სათქმელი ♥️ საინტერესოა,კარგია...'მხოლოდ ამათი
შეყვარებით არ გააუფასურო ისტორია ????

 


№9  offline წევრი aNuGi

ნინა..
არ ჩქარობ. სჯობს მოკლედ მაგრამ კარგად გადმოსცე სათქმელი ♥️ საინტერესოა,კარგია...'მხოლოდ ამათი
შეყვარებით არ გააუფასურო ისტორია ????

ძალიან დიდი მადლობა, მიხარია თუ ასე ფიქრობ დანარჩენს შემდეგ თავებში ნახავ და ვეცდები არ გაგიცრუოთ იმედები <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№10  offline წევრი mimimimo

კარგი მეგობრები უნდა იყვნენ.
მომკალი
და
მიშო ცოცხალი მგონია.
ძალიან მომწონს.
წარმატებები!

 


№11  offline მოდერი bibo

ოოო
ოოოო.
ოოოოოო
ოოოოოოოო
ოოოოოოოო
ოოოოოოოოოოო
კიდე ოოოოოოოოოოო
ვაიმე შხვართალა
გამაგიჟე
ფამაფრენინე
გადამრიე
შენ ხარ ბედნიერება
შენ ხარ საოცრება
სასწაულზე მეტი იყო
დახვეწა არ ქვია ამას ეს უკვე სასწაულია
სიგიჟის პიკი ხარ
ამირიე გრძნობები
სული ამირიე
გული ამირიე
თვალები ამირიე
გრძნობებს მირევ
უბრალოდ არეული ვარ
კიდე შოკში ვარ კიდე კიდე
ვაიმე გამისკდეს შეიძლება გული
მიშო მიშო მიშო მიყვარს მიშო
მჯერა მიშო ცოცხალია
მინდა მიშოს ფერები
მინდა მისოს სიტყვები
მონდა მიშოს გრძნობები
უბრალოდ მიშოს გრძნობს გული
რუსოს მიშო
მიშო რუსო
რუსო მიშო,მიშო რუსო
ერთმამეთს უხდებიან და არავი ზედმეტი
შენ გიხდება საიტი
საოცრება ხარ საიტის
სიგიჟე
ფერთა გამა
სიმშვიდე
სიტკბო
სითბო
სიყვარული
ფერთა ფერთა უბრალოდ ფერო
ყველაზე ბრალიანო
ჩემი ჩემი ჩემი სიმშვიდე
სუ რამოდენიმე დღე და იქ უფრო ბევრს გეტყვი
იქ უფრო ბევრს გაკოცებ
ჩაგეხუტები
და უბრალოდ გეტყვი რო შენ საიტზე მეტი ხარ
ვგიჟდები მე შენზე
თბილისში მეგრელზე მეტი ხარ
ჩემი მზეს შენი სახელი ჰქვია
ჩემ გულს შენი სიტყვები ავსებს
ჩემი შხვართალა სასწაული ხარ
შოკი პიკი პანიკა ხარ
#გამოშხვართალიუსინო მჭირს მე
ჩემი სულის ნატეხი ხარ
გულს ჭირდები
ვიცი ველი სასწაულს
ჩემო ჩემო
უბრალოდ
ჩემო
ფერადო
გყვარობ
იქამდე სანამდეც სიტყვები გაწვდება
იქამდე სანამდეც ხელები აწვდება
ჩემი შხვართალა :*

 


№12  offline წევრი aNuGi

mimimimo
კარგი მეგობრები უნდა იყვნენ.
მომკალი
და
მიშო ცოცხალი მგონია.
ძალიან მომწონს.
წარმატებები!

ძალიან ძალიან ძალიან დიდი მადლობა! <3 <3
ჩემი სტიმული ხარ <3

bibo
ოოო
ოოოო.
ოოოოოო
ოოოოოოოო
ოოოოოოოო
ოოოოოოოოოოო
კიდე ოოოოოოოოოოო
ვაიმე შხვართალა
გამაგიჟე
ფამაფრენინე
გადამრიე
შენ ხარ ბედნიერება
შენ ხარ საოცრება
სასწაულზე მეტი იყო
დახვეწა არ ქვია ამას ეს უკვე სასწაულია
სიგიჟის პიკი ხარ
ამირიე გრძნობები
სული ამირიე
გული ამირიე
თვალები ამირიე
გრძნობებს მირევ
უბრალოდ არეული ვარ
კიდე შოკში ვარ კიდე კიდე
ვაიმე გამისკდეს შეიძლება გული
მიშო მიშო მიშო მიყვარს მიშო
მჯერა მიშო ცოცხალია
მინდა მიშოს ფერები
მინდა მისოს სიტყვები
მონდა მიშოს გრძნობები
უბრალოდ მიშოს გრძნობს გული
რუსოს მიშო
მიშო რუსო
რუსო მიშო,მიშო რუსო
ერთმამეთს უხდებიან და არავი ზედმეტი
შენ გიხდება საიტი
საოცრება ხარ საიტის
სიგიჟე
ფერთა გამა
სიმშვიდე
სიტკბო
სითბო
სიყვარული
ფერთა ფერთა უბრალოდ ფერო
ყველაზე ბრალიანო
ჩემი ჩემი ჩემი სიმშვიდე
სუ რამოდენიმე დღე და იქ უფრო ბევრს გეტყვი
იქ უფრო ბევრს გაკოცებ
ჩაგეხუტები
და უბრალოდ გეტყვი რო შენ საიტზე მეტი ხარ
ვგიჟდები მე შენზე
თბილისში მეგრელზე მეტი ხარ
ჩემი მზეს შენი სახელი ჰქვია
ჩემ გულს შენი სიტყვები ავსებს
ჩემი შხვართალა სასწაული ხარ
შოკი პიკი პანიკა ხარ
#გამოშხვართალიუსინო მჭირს მე
ჩემი სულის ნატეხი ხარ
გულს ჭირდები
ვიცი ველი სასწაულს
ჩემო ჩემო
უბრალოდ
ჩემო
ფერადო
გყვარობ
იქამდე სანამდეც სიტყვები გაწვდება
იქამდე სანამდეც ხელები აწვდება
ჩემი შხვართალა :*

ჩემი უთბილესო და უსაყვარლესო, როგორ გამიხარდა შენი კომენტარი ვერც კი წარმოიდგენ, გამოგიტყდები და გელოდებოდი, ბიბუნას თბილი და დიდი კომენტარი მაკლია მეთქი გავიფიქრე დღეს და უკვე აქ ხარ <3
ძალიან ძალიან დიდი მადლობა და ძალიან მალე ჩაგეხუტები! <3 <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№13  offline წევრი An_Gel

ნენეს დავესესხები და , მეც მინდა ხოლმე შემოგცხო.
"არ მოგეწონა,ციკო? disappointed " - ასეთებს რომ მეკითხები!!!
ეს ისტორია ჩემი ფავორიტია უკვე heart_eyes heart_eyes
მოკლედ და კონკრეტულად blush

 


№14  offline წევრი aNuGi

An_Gel
ნენეს დავესესხები და , მეც მინდა ხოლმე შემოგცხო.
"არ მოგეწონა,ციკო? disappointed " - ასეთებს რომ მეკითხები!!!
ეს ისტორია ჩემი ფავორიტია უკვე heart_eyes heart_eyes
მოკლედ და კონკრეტულად blush

უდიდესი მადლობა შენ მუდმივად ჩემს გვერდით რომ ხარ <3 <3 <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№15 სტუმარი :)

გსგრძელება როდის იქნება?

 


№16  offline წევრი aNuGi

:)
გსგრძელება როდის იქნება?

2-3 დღეში სავარაუდოდ, სამწუხაროდ ვერ ვახერხებ დაწერას მაგრამ ვეცდები ძალიან არ დავაგვიანო, დიდი ბოდიში.. <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№17  offline აქტიური მკითხველი terooo

გულის სიღრმეში მწამდა რომ ვიღაც დააყენებდა გზაზე, არც შევმცდარვარ, ნიკი დაუბრუნებს ცხოვრების ხალისს

 


№18  offline წევრი Marriammi

მეც შემეშინდებოდა იმის რისიც ყველას ეშინია კომენტარებში, მაგრამ მე ჯერ დასასრული წავიკითხე იმისთვის რომ გამერკვია როგორი დასასრული ჰქონდა ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent