შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეშვიდე ღამე [თავი2]


19-10-2017, 17:24
ავტორი მე♥
ნანახია 5 526

სცადა ნოეს ირონიული ჩაცინება არ შეემჩნია და მკაცრი გამომეტყველებით გაუსწორა მის ზურგს მზერა. ქალდანი ფანჯარაში იყურებოდა და მშვიდად სუნთქავდა, ლინდასგან განსხვავებით, მერე ნელა მიტრიალდა გოგონასკენ და წარბწეულმა აათვალიერ ჩაათვალიერა.

-დიდი ხანი ფიქრობდი რა უნდა ჩაგეცვა?_მისმა მოულოდნელმა კითხვამ ძალიან დააბნია, უფრო სწორად საერთოდ ვერ მიხვდა რა კითხა.

-ვერ ვხვდები რას გულისხმობ..._ხმადაბლა ჩაილაპარაკა და წარბი შეათამაშა. ნოემ კიდევ ერთხელ ირონიულად ჩაიცინა, მერე დასერიოზულდა და თავისი ადგილისკენ წავიდა.

-დაჯექი._ხელით მის წინ მდგარ სავარძელზე ანიშნა. _ყავას დალევ თუ ჩაის?

-აქ სასაუბროდ მოვედი. _ჩანთან იატაჯზე დადო და სავარძელზე ჩამოჯდა.

-დალიე ყავა და ისე ვისაუბროთ. _სწრაფად იპოვა გამოსავალი და მდივანს ორი ყავა სთხოვა.

-ჩემი შარფი._მორიდებულად დაიწყო.

-მე მაქვს. _მამაკაცის ირონიული ხმა ნერვებს უშლიდა.

-ვიცი და მაინტერესებს შენ რატომ გაქვს. _სწრაფად გაუსწორა მზერა და შავ თვალებში ჩააშტერდა. მაგრამ დიდხანს ვერ გაუძლო, თითქოს მზით გადაფარებულ ცას უყურებდა და თვალები აუწვაო.

-ამ თემაზე ღიად მხოლოდ მაშინ ვისაუბრებთ როცა მეცოდინება რომ დათოსთან არ გაქვს ის ურთიერთობა რომელიც არ უნდა გქონდეს!_სწრაფად გაიმკაცრა ხმის ტემბრი და გამომეტყველება.

-რა შუაშია?

-ლინდა!

-დათოსთვის არ მოგწონვარ?_ცინიკური გამომეტყველებით კითხა და ცოტა ნაწყენმა შეხედა. ნოეს ხმამაღლა ჩაეცინა და ქვედა ტუჩს კბილები მოუჭირა, ცალი ხელით კი წვერს წაეთამაშა.

-როგორი ხუმარა გოგო ყოფილხარ.

-ნოე, რა გინდა?

გაღიზიანებულმა კითხა და ღია კარებში შემოსულ მოკლე კაბაში გამოწყობილ მდივანს წარბწეულმა გახედა. ქალის ვიზუალის შემხედვარემ ნერწყვი ხმაურით გადაუშვა სასულეში და თვალები უფრო ფართედ გაახილა. “ღმერთო ჩემო, როგორ გინდა დამაჯეროთ რომ ნოეს და ამ ქალს არაფერი აქვთ.” თავისთვის ბურტყუნებდა გულში. მერე მზერა ქალიდან ნოეზე გადაიტანა რომელიც მდივანს ზედაც არ უყურებდა. შუბლშეკრული, ინტერესით აკვირდებოდა ლინდას, ცალი ხელით ისევ წვერს ეთმაშებოდა და რაღაცაზე ფიქრობდა.

-თქვენი ყავა. _ქალმა ღიმილით დადო სინი მაგიდაზე და წელში გასწორდა.

-მადლობა ლელა, შეგიძლია გახვიდე.

ლელა უსიტყვოდ გატრიალდა და გასასვლელისკენ წავიდა. ლინდამ ახლა უკვე უკანა ხედი შეათვალიერა და ისევ ნოეს მიუტრიალდა.

-მარი როგორ არის?_გველურად იკითხა და ყავა მოსვა. ნოემ ქალის სახელის გაგონებისას შეკრული შუბლი სწრაფად გახსნა, სკამის საზურგეს მიეყუდა და ქვედა ტუჩი ისევ კბილებით აათამაშა.

-კარგად არის.

-მომიკითხე.

-მოგიკითხავ. _ირონიული გამომეტყველებით ჩაუკრა თვალი.

-მინდა რომ ჩემი შარფი დამიბრუნო. _გადაწყვიტა მოკლედ მოეჭრა და ისე აეხსნა ყველაფერი.

-ოცნებაც გყვარებია.

-მე არ ვოცნებობ, მე მინდა!

-მერე არ იცი რომ პატარა გოგონებს რაც უნდათ ის ხშირად არ უსრულდებათ?_ნელა გადაიხარა ლინდასკენ.

-19 წლის ვარ._მამაკაცის სიტყვები საშინალდ არ ესიამოვნა და ტუჩებგამობზეკილმა სცადა ნოესთვის მიეხვედრებინა რომ უკვე სრულწლოვანზე ერთი წლით დიდი გოგოა.

-მე უკვე გითხარი რა შემთხვევაში შედგება ჩვენი დიალოგი. _ხმა გაიმკაცრა და ფეხზე წამოდგა.

ლინდამ სიმშვიდის შესანარჩუნებლად ღრმად ამოისუნთქა და თვითონაც წამოდგა ფეხზე.

-რა გინდა გითხრა რომ მე და დათოს ერთმანეთი არ მოგვწონს?_მამაკაცს წინ აესვეტა და დოინჯი შემოიდო.

-არა. _თავი გაუქნია და განსხვავებული მზერით დააკვირდა გოგონას სახის მიმიკებს.

-აბა?

-უნდა მითხრა რომ დათოსთან მხოლოდ ახლობლური ურთიერთობა გაქვს!

ლინდამ ტუჩები სასაცილოდ მოპრუჭნა, წარბაწეულმა და თვალებმოჭუტულმა შეათვალიერა მამაკაცი და წელში გასწორდა.

-ხო, მე და დათოს მარტო ახლობლური ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ეგ შენ არ გეხება!_ბოლოს მაინც ვერ მოუთმინა გულმა.

-მე რა მეხება და რა არა მაგას მე გადავწყვეტ. რაც შეეხება შენს შარფს ის ჩემთან დარჩება. _კმაყოფილი ხმით ჩაილაპარაკა და თავისი ადგილისკენ წავიდა.

-რას ნიშნავს შენთან დარჩება, ან რატომ დარჩება შენთან?

გაბრაზებული წამოეწია, მკლავზე ხელი მოკიდა და თავისკენ შეატრიალა. ნოემ შუბლშეკრულმა დახედა გოგონას და მერე მის თითებს, მამაკაცის განიერ მკლავებზე შემოჭერას რომ ცდილობდა. ლინდამ მამაკაცის მზერას თვალი გააყოლა და დენდარტყმულივით მოაშორა თითები.

ნოეს კაბინეტიდან გაბრაზებული, იმედგაცრუებული და ძალიან ძალიან გაცოფებული წამოვიდა. ვერაფერს ვერ მიაღწია ამ ვიზიტით, პირიქით უფრო მეტი საფიქრალი გაიჩინა. თანაც ყველაფერს რომ თავი დავანებოთ შარფი ისევ ნოესთან არის. რა ჯანდაბად უნდა უნდოდეს ქალდანს ლინდას ნაჭრის ნაგლეჯი, ან რატომ უნდა დაქონდეს ჯიბით.
მთელი გზა ბურდღუნება, არც სამარშუტო ტაქსში გაჩუმებულა და არც მეტროში, მგზავრებიც კი შეაწუხა თავისი გაუგებარი ბგერებით რომელიც გაცოფებუს ბაგეებიდან ამოდიოდა. გოგონებს გზიდანვე შეატყობინა რომ ბევრი განსახილველი თემა მიჰქონდა თან. თინამ მეტროსთან დაგხვდები და ერთად წამოვიდეთ სახლშიო, მაგრამ მაინც ვერ დაიყოლია მეგობარი სახლში რომ მოვალ მერე ვისაუბროთო.

-გეუბნები რა, მოსწონხარ, ან უკვე უყვარხარ. _საკუთარი სიტყვების სისწორეში დარწმუნებულმა თინამ ყველაფერი რომ მოისმინა და გაანალიზა მერე ამოიღო ხმა.

-ეს ის შემთხვევაა როდესაც ამ მეკაცთანეს უნდა დავეთანხმო. _თავის ქნევით ჩაილაპარაკა მირანდამ და წარბებაქაჩულ მეგობარს აფერისტულად გაუღიმა.

-ანუ რა გამოდის რომ მარიმ მე “ამახია” კაცი და შენ ახლა მარის “ახევ”? _სიცილით იკითხა თინამ და ფეხები მირანდას ფეხებზე შემოდო.

-რა სისულელებს ბოდიალობ. _რამდენჯერმე სწრაფად გააქნია თავი ლინდამ მეგობრის აზრები რომ მოეშორებინა.

-რატომ ვამბობ სისულელეს, აბა რა ჭირად უნდა შენი ტილიანი შარფი ნოეს?!

-ტილიანი შენ ხარ!

-მე არ მითქვამს შენ ხარ ტილიანი-თქო. არა, მართლა რომ დაფიქრდე რაღაცა დასკვნამდე ხომ უნდა მიხვიდე არა?! და ყველაზე ლოგიკური და ამ შემთხვევაში აზრობრივი ეგ არის. ნოეს აქვს შენი შარფი, იმიტომ რომ ასე უნდა და ასე თვლის საჭიროდ, რატომ უნდა? იმიტომ რომ მისთვის მნიშვნელოვანი ნივთია, მნიშვნელოვანი ნივთი კიდევ ყოველთვის მნიშვნელოვანი ადამიანების არსებობით არსებობს ხოლმე. და რატომ გკითხა დათოზე? იმიტომ რომ არ უნდა ძმას გოგო “აახიოს” და ყოველი შემთხვევისთვის თავი დაიზღვია. _სწრაფად ჩამოაყალიბა თინამ და საკუთარი თავით კმაყოფილი დივანზე გადაწვა.

მირანდა და ლინდა ჩაფიქრებულები უყურებდნენ ერთმანეთს და მერე გაბადრულ თინას რომელსაც დედამიწის ზურგზე არავინ და არაფერი არ ანაღვლებდა. ბოლოს ორივემ ერთდროულად ამოიზმუილა.

-მე მგონი ამის ნათქვამში უნდა იყოს ჭეშმარიტების მარცვალი.

-მარცვალი კი არა ჭეშმარიტების მეშოკებია ჩემს ნათქვამში!_თითის აწევით და დაქაჩული თვალებით შეუსწორა.

>>>

შუა დღით სახლში მოულოდნელად დაბრუნებულ მამასთან მოუწია შეხვედრა. ზურა აშკარად გაბრაზებული და უხასიათო იყო, მართალია ეს ყოველთვის ასეა, მაგრამ სახლში შესვლისთანავე დაატრიალა საშინლად ცუდი აურა. ლინდამ დაღლილმა ამოისუნთქა და ტელევიზროს მიუბრუნდა.

-მამა რომ გყავს საერთოდ აღარ გახსოვს ხომ?_ზურას ცივმა ხმამ პირდაპირ ნერვებზე იმიქმედა და შეეცადა ბოღმისგან ყელში გაჩხერილი ბურთისგან არ გაგუდულიყო. სწრაფად მოსვა იქვე მდგარი ბოთლიდან წყალი და დედამისს გადახედა.

-შენ გახსოვს შვილი რომ გყავს?!_წლებია მამამისისთვის აღარაფერი მოუთმენია და არც ახლა აპირებს პირის დაკუმვას და გაჩუმებას. _თუ შვილის სიყვარული მარტო დატოვებულ ფულში გამოიხატება? ხო, ვალდებული ხარ რომ ამ ეტაპზე მარჩინო, მაგრამ ეგ სულაც არ ნიშნავს იმას რომ შენ ჩემგან რაიმე გაქვს მოსათხოვი. _ტკივილიანი ხმით განაგრძო საუბარი. ზურას სიბრაზისგან ძარღვები დაეჭიმა და თვალები ჩაუსისხლიანდა. ლინდამ იცის რომ კაცი ამ ყვეალფერზე ეკას მოსთხოვს პასუხს და მას წამოაძახებს შვილის ასეთ სითავხედეს, მაგრამ უკვე იმდენად აქვს ნერვები დაზიანებული რომ ატანა და გაჩუმება უბრალოდ არ შეუძლია.

-ენა დაიმოკლე და იცოდე ვის როგორ ესაუბრო.

-შენ ვერც კი წარმოიდგენ ჩემთვის რამდენად მტკივნეულია საკუთარ მამას ასეთი ტონით ვესაუბრო, მითუმეტეს როცა იმსახურებს. _ცვალებაცრემლებული წამოდგა ფეხზე და თავისი ოთახისკენ დაიძრა. ზურას აღარაფერი უთქვამს, განრისხებული უყურებდა ტკივილით დაპატარავებულ ცოლს.

-ხომ შეგიძლია ერთხელ მაინც აგრძნობინო რომ გიყვარს._ქალმა ცრემლნარევი ხმით ჩაილაპარაკა და ფეხზე წამოდგა. _შენი სისხლი და ხორცია რომელსაც სჭირდები. _ქმრის წინ გაჩერდა.

-დღეს გვიან მოვალ. _ცოლის სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია გატრიალდა და წავიდა.

>>>
მეორე დღეს გოგონებთან ერთად კაფეში გადაწყვიტა წასვლა, სანამ უნივერსიტეტი დაიწყება მოასწრონ და გაერთონ, თორემ მერე კაცმა არ იცის კიდევ როდის შეძლებენ ქალაქში ასე თავისუფლად პარპაშს. ეკას აჩემების გამო ცოტა დაგვიანება მოუწია და იძულებული გახდა მარტოს ებლადუნა კაფემდე. გოგონები უკვე ნახევარი საათის მისულები იყვნენ და აიკლეს. გადასასვლელ ხიდზე ასვლა დაეზარა და გზის გადაკვეთა წესების დარღვევით სცადა, მაგრამ შავმა X6 არ დააცადა და ზუსტად ფეხებთან დაუტორმუზა მანქანა. გულამოვარდნილმა ჯერ მანქანის მარკას შეხედა და მერე ააყოლა თვალი. მძღოლის დანახვისას უარესად შეეშინდა და გულაჩქარებული რამდენიმე ნაბიჯით უკან წავიდა. მამაკაცი სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან და შუბლშეკრული დაიძრა ლინდასკენ.

-ხვდები შენი სიზარმაცის გამო სხვა ადამიანის გაუბედურება რომ შეგიძლია?

-შენ ეს სპეციალურად გააკეთე. _ამოიკნავლა ხმაწასულმა.

-ხო, სპეციალურად გავაკეთე! მინდოდა მიმხვდარიყავი რომ 2 ნაბიჯით მეტის გავლა შენი უსაფრთხოებისთვის არაფერია. _ხმა უფრო და უფრო უმკაცრდებოდა ნოეს.

-რატომ ბრაზდები?

ბოლოს აზრზე მოსულმა ინტერესით კითხა და ცალი წარბი როგორც იცის ხოლმე ზუსტად ისე აუწია. ნოე მისმა კითხვამ აშკარად უარესად გააღიზიანა. მკლავში ხელი სწრაფად მოკიდა და მანქანისკენ წაიყვანა. სანამ ლინდა აზრზე მოვიდა და მომხდარი გაიაზრა უკვე ნოეს მანქანაში იჯდა და ღვედიც ეკეთა. ქალდანმა სწრაფი ნაბიჯებით მოუარა მანქანს და საჭესთან დაჯდა.

-სად მიდიხარ?_კითხა ისე რომ გოგონასთვის ზედაც ერ შეუხედავს და სარკიდან გზა დაზვერა, მერე კი მთავარ გზაზე გავიდა. _რას აკეთებ?

-ვცდილობ უსაფრთხოდ მიგიყვანო დანიშნულების ადგილზე. _აღრენილმა გადახედა გოგონას.

-მეტროთიც მშვენივრად მივიდოდი!_ჩაიდუდღუნა და მანქანა შეათვალიერა. _2010 წლიანი X6. _თავისთვის ჩაილაპარაკა და სპიდომეტრს გადახედა.

-მეტროთი ხვალ იმგზავრე!

-ძალიან არ მინდა დაძაბული და ცუდი ურთიერთობა გვქონდეს და რატომ ცდილობ?

-დამავალებ თუ გაჩუმდები!

>>>
ქალდანმა მანქანა კაფის შესასვლელთან გააჩერა და ლინდას გადახედა. გოგონამ ნელი მოძრაობით შეიხსნა ღვედი, ჩანთა მხარზე მოიკიდა და კარების გაღება სცადა, მაგრამ ჩაკეტილი დახვდა. წარბწეული მიუტრიალდა ნოეს და თვალებო მოჭუტა, თქმით არაფერი უთქვამს. ქალდანმა უსიტყვოდ მიაჭირა ღავ ღილაკს თითი და ოთხივე კარი გააღო.

-დიდი მადლობა, მაგრამ არ იყო საჭირო. _გადასვლისას ჩაიდუდღუნა და კარები ნელა მიხურა. ქალდანმაც არ დააყოვნა და სწრაფად მოსწყდა ადგილს.

კაფეში შესულმა ხმადაბალი სიცილით გადახედა პირდაღებულ თინას და თინას შემხედვარე ახროტინებულ მირანდას. გოგონამ სიცილით მოკიდა თინას ყბას ხელი და ნელი მოძრაობით დააკეტილა პირი, მერე კი ლინდას მიუტრიალდა.

-უკვე ერთად დადიხართ?_სიცილით კითხა და წარბები შეათამაშა.

-შემხვდა და წამომიყვანა. _ჩანთა თავისუფალ სკამზე დადო და გოგონების პირდაპირ მოკალათდა. თინა ეჭვით უყურებდა დაქალს და მაგიდის ქვეშ ფეხს ხმაურით ათამაშებდა.

-მოიცა, მაგას მარი აღარ ყავს?

-მე რა ვიცი ყავს თუ არა._მხრები აიჩეჩა და მიმტანს ახედა. _ცივი ყავა ნაყინით.

-საეჭვოდ შეგხვდა და საეჭვოდ მოგაცილა აქამდე.

-აღარ მინდა ამ თემაზე საუბარი. _დაღლილმა კატეოგრიული ტონით ჩაილაპარაკა და ფანჯრიდან გაიხედა.

გოგონებმა ერთდროულად აიჩეჩეს მხრები და დადუმდნენ.

>>>
მთელი ღამე ტელეფონზე თამაშობდა, ვერაფრით ვერ დაიძინა და ბოლოს გადაწყვიტა რამდენიმე ტური ზედიზედ დაეხურა, თანაც დილით არსად იყო წასასვლელი და გვიანობამდე ძილი ჰქონდა გადაწყვეტილი. თამაშები რომ მობეზრდა ამერიკული გადაცემების ნაწყვეტები ჩართო, მაგრამ ნახატების გარდა ვერაფერს ხედავდა, სიტყვები საერთოდ არ ესმოდა. მთელი გონებით ნოეს მანქანაში იყო და მისი სუნამოს სუნით გაჟღენთილ სალონზე ფიქრობდა. მერე მის შრამზე რომელიც ძალიან შერსამჩნევად ამშვენებს მის მარჯვენა ლოყას. ქობულეთში ამაზე ყურადღება არც კი გაუმახვილებია, არც კაბინეტში რომ ნახა მაშინ. დღეს მანქანაში რამდენჯერაც გახედა სულ მის შრამს მოკრა თვალი და მისდაუნებურა დაამახსოვრდა. უნდა აღიაროს რომ მიუხედავად შრამის სიდიდისა მაინც საშინლად უხდება მის მკაცრ ნაკვთებს. საინტერესოა სად შეიძინა სახის მეგობარი. ჩხუბისთავს და ქუჩაში გასულს ტიპს არ გავს, ძალიან ოფიციალური და გაწონასწორებული მამაკაცის შთაბეჭდილებას ტოვებს. ალბათ ახალგაზრდობის დროს დაიშავა რამე და შემთხვევითობის ბრალია. ან სულაც სპილენძის მავთულს გამოედო და იქიდან აქვს, ათასი ვარიანტი შეიძლება განიხილოს.

-და როგორი სიმპათიურია?!_მოულოდნელად წამოსცდათ ბაგეებს.

>>>

-ჩაალაგე ბარგი და წადი!

ზურას ცივი ხმა ჯერ კედლებს მოხვდა და მერე მთელი ძალით შეასკდა ლინდას. თბილი სითხე ნელ-ნელა უნამავდა სახის ნაკვთებს. შემოსასვლელში პარკებით დატვირთული ეკა იდგა გაშეშებული და ქმარ-შვილს უყურებდა.

-რა ვქნა?_ჩურჩულით იკითხა იმის იმედად რომ ზურა შეცდომას გამოასწორებდა, მაგრამ არა მამა ჯიუტად იდგა ერთ აზრზე. უხმოდ მოიწმინდა ცრემლები იატაკზე დაგდებულ ჩანთას სწრაფად დასწვდა და თავისი ოთახისკენ წავიდა. არც ეკა გაჩერებულა დიდხანს მისაღებში პარკები იქვე დაყარა და სირბილით მიჰყვა შვილს უკან, ოთახში შესვლამდე კი ზიზღით გადახედა ქმარს.

-ლინდა. _გარდერობთან მდგარი შვილს მუდარით გადახედა და აცრემლებული თვალები მოსწმინდა.

-ან აქ რჩები, ან ჩემთან ერთად მოდიხარ!_კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა მინაშვილმა და საწოლის ქვეშ შეგორებული შემოდანი გამოიღო.

-სად უნდა წავიდეთ?

-ნუ გეშინია ქუჩაში არ დავრჩებით.

დარწმუნებული იყო რომ ეკა გაყვებოდა, მაგრამ მისი პასუხის მაინც ეშინოდა. ეშინოდა რომ დედამისი კიდევ ერთხელ დაიხევდა უკან, მაგრამ არა... ეკა უსიტყვოდ გატრიალდა ოთახიდან და ბარგის ჩალაგება დაიწყო. ზურას ღრიალისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ყველაფერი მშვიდად ჩაალაგა ჩემოდანი ლინდას კარებთან დადგა და ქმართან ერთად საძინებელში შევიდა სასაუბროდ. იცოდა რომ ეს ყველაფერი ძალიან რთული გადასატანი იქნებოდა დედამისისთვის მიუხედავად იმისა რომ ზურა წლებია საშინლად ცუდი ქმარია, მაინც უყვარს და მისი დატოვება ძალიან გაუჭირდება. რაღაცა მომენტში იფიქრა რომ ცდებოდა და ეკა არ უნდა აეყოლიებინა, მაგრამ აქ მის მარტო დატოვებას არ აპირებს.
გაუჭირდებათ, მაგრამ სამსახურს იშოვის და როგორმე დამოუკიდებლად ცხოვრებასაც მიეჩვევა. ეკას ჯერ აქვს სამსახური, თანაც ძალიან კარგი შემოსავლით. რაც შეეხება საცხოვრებელს დროებით მამიდამისთან იქნებიან, დარწმუნებულია რომ ლალის ეს ამბავი ყველაზე მეტად გაუხარდება, მერე რა მისი ძმა რომ არის.

-იცოდე თუ ამ სახლიდან გახვალ უკან ვეღარასოდეს დაბრუნდები!_გაყინული ხმით მიაძახა ცოლს ზურამ.

-ნეტა აქამდე გავსულიყავი!_სიმწრის სიცილით ჩაილაპარაკა და სადაბრაზოში გასულ ლინდას მიჰყვა უკან.

-არცერთს არ გაგახარებთ!_ბოლო ხმაზე დაიღრიალა და დაკეტილ კარს სავარაუდოდ თაროზე მდგარი ვაზა ესროლა.

>>>
-ანუ ერთად ვეღარ ვიქნებით?

-თინა. _აცრემლებულ მეგობარს მაგრად მოხვია ხელები და დანაღვლიანებულ მირანდას გახედა._როგორ არ ვიქნებით, უბრალოდ...

-უბრალოდ შენ სხვაგან იცხოვრებ. ასე არ შეიძლება.

-კარგი რა, ნუ იქცევი პატარა გოგოსავით.

არანაკლებ განიცდის ამ ფაქტს ლინდაც, ყველაზე მეტად გოგონების იქ დატოვება გაუჭირდა. მართალია ლალის სახლიც თითქმის იქვეა, მაგრამ შეჩვეულზე გადაჩვევა ყველაზე საშინელი გრძნობა ყოფილა. აივანზე გადმომხტარ თინას რომ ვეღარ ნახავს და მოწუწუნე მირანდას, მე ორი აივნის გადმოვა მიწევს აქამდე მოსასვლელადო.

-არაუშავს, მოვა დრო და ისევ ერთად ვიქნებით. _თავი გაიმხნევა თინამ და ცრემლები მოიწმინდა.

-გისმენთ._ნომრისთვის არც კი დაუხედავს ისე უპასუხა ტელეფონს.

-შენი ნახვა მინდა. _ნაცნობი ხმის გაგონებისას სწრაფად წამოხტა დივნიდან და აჩაჩული კაბა გაისწორა, თითქოს მოსაუბრე ამას დაიანხავსო.

-მე არ...

-ლინდა, შენი ნახვა მინდა!

წინადადების დასრულება არც კი დააცადა მამაკაცმა. გაბრაზებულმა უსიტყვოდ გაუთიშა ტელეფონი და დივანზე დაებერტყა. საშინლად აღიზიანებს ნოეს ქცევები, ისე იქცევა თითქოს ლინდას საკუთარი აზრი არ გააჩნია და ხმის ამოღების უფლება არ აქვს. გონია რომ ყველაფრის უფლება აქვს და ლინდასთანაც ყველანაირი ქცევა გაუვა, მაგრამ ნურას უკაცრავად, ასე არ ხდება.
ელოდებოდა როდის გადმორეკავდა ისევ მაგრამ ისე დაღამდა მამაკაცს აღარ დაურეკავს და არც შეტყობინება მიუწერია გოგონასთვის.
გვიანობამდე დარჩა თინასთან, მერე ეკამ დაურეკა გვიანია და გამოდიო, იძულებული გახდა წასულიყო. დარჩენითაც ვერ დარჩებოდა დილით ლალისთან ერთად სამსახურის თაობაზე იყო გასასვლელი, რამდენიმე ვაკანსია გამოჩნდა და ჩემ ახლობელს გავესაუბროთო. გოგონებმა სადარბაზომდე ჩააცილეს და უკან ატრიალდნენ. გარეთ ძალიან სასიამოვნო და თბილი ამინდი იყო, ამიტომაც გადაწყვიტა ცოტა ფეხით გაევლო და მერე ტაქსს გაყოლოდა. ყურსასმენებში გაჟღერებული საყვარელი მელოდია რეალობის შეგრძენბას საერთოდ უკარგავდა და წარმოდგენა არ ქონდა რა ხდებოდა მის გარშემო. ვერც ის გაიგო როგორ გააჩერდა შავი მანქანა მის უკან და როგორ მიაჯახუნა მძღოლმა კარები. რეალობას მხოლოდ მაშინ დაუბრუნდა როცა მხარზე შეხება იგრძნო. მოულოდნელობისგან შეშინებულმა ხმამაღლა იკივლა და ადგილზე შეხტა. უკან მიტრიალებულს კი ქალდანი დახვდა რომელსაც სახეზე სიბრაზისფერი ჰქონდა გადაკრული, თვალები კი იმდენად უელავდა ღამის განათებაზეც კი მშვენივრად შენიშნა ლინდამ.

-გამისკდა გული. _შეწუხებულმა ჩაილაპარაკა და ყურსასმენები ჩანთაში ჩადო.

-მეორედ აღარ გაბედო და როცა დაგირეკავ ტელეფონი არ გამითიშო!_ქალდანის ხმის მოსმენისას შიშისგან გააჟრიალა, წამით ისიც კი იფიქრა რამე არ დამიშავსო და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია.

-რა გინდა ადამიანო, რას გადამეკიდე?

-შენი ნახვა მინდა-მეთქი როცა გეუბნები ე.ი. საქმე მაქვს და უნდა მნახო!

-რატომ გგონია რომ ყველაფერი ისე უნდა იყოს როგორც შენ გინდა?

-იმიტომ რომ ასეა საჭირო!_მოკლედ აუხსნა და მანქანისკენ წავიდა. _კიდევ დიდხანს გელოდო?_მანქანასთან მისულმა წაბრწეულმა გადახედა ისევ იქ მდგარ ლინდას.

-მე სახლში მივდივარ. _თავი გააქნია და გზა გააგრძელა.

-შენ მოტაცებას და ჩემთან დასმას არ ვაპირებ. სახლში მიმყავხარ და დაჯექი!_ცინიკური ხმით ჩაილაპარაკა და მანქანაში ჩაჯდა.

ჯიუტად არ იძვროდა ადგილიდან, არა ხომ შეიძლება ნორმალურად შესთავაზოს სახლამდე მიგაცილებ შენივე უსაფრთხოების მიზნითო, ქუჩაში ათასი გადარეული მანიაკი დადისო, მაგრამ არა... თავის ყველაფრის ბატონი გონია.
ნოემ მანქანა დაქოქა და საქარე მინიდან შუბლშეკრულმა გახედა გოგონას. ლინდამ ღრმად ამოიხვნეშა და სახლისკენ მიტრიალდა.

-მაგრამ არა, წამიყვანე!_ბოლოს ირონიული ღიმილით მიტრიალდა მანქანისკენ, წინ ჩასკუპდა და ღვედი შეიკრა. _გვიანია და ტაქსის მძღოლების მეშინია. _”თავის დაზღვევის” მიზნით აუხსნა და წარბებით ანიშნა წავედითო.

ცდილობდა სალონში გამეფებული გამაღიზიანებელი დუმილი როგორმე დაერღვია, მაგრამ ვერაფერი ვერ მოიფიქრა. ვერც სასაუბრო თემა აარჩია და უაზრო ჩახველებებითაც დაიღალა. ბოლოს გადაწყვიტა რადიო ჩაერთო.

-შეიძლება?

ხმადაბლა კითხა და ღილაკზე მიანიშნა. ნოემ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ისევ გზას გახედა. ლინდამ ღილაკს თითი მიაჭირა და პირველივე ჰანგების გაგონებისას რიტმულად ააყოლა სიმღერას თავი, მიუხედავად იმისა რომ აქამდე მოსმენილი არ ქონდა. ჩანთაში აზუზუნებული ტელეფონი სწრაფად ამოიღო და სახელის წაკითხვისას უნებურად გადახედა ნოეს, მამაკაცმა გოგონას მზერა დააფიქსირა და თავი მისკენ მიატრიალა, მერე კი ხელში გაშეშებულ ტელეფონს დახედა და სახელის წაკითხვისას ცინიკურად ჩაეცინა.

-როგორ ხარ?_დათოს ხმა გაისმა ტელეფონში.

-კარგად შენ როგორ ხარ?_ღიმილით კითხა და ნოედან მზერა ფანჯარაზე გადაიტანა.

-მეც კარგად... ახლა რატომ გირეკავ 3 დღეში ჩემი დაბადების დღეა და მინდა რომ დაგპატიჟო. _როგორც ყოველთვის ახლაც მხიარული იყო დათო. _ხომ მოხვალ?_”დაანამუსა” და მის პასუხს დაელოდა.

-აუცილებლად მოვალ.

-გოგონებიც წამოიყვანე, მისამართს ხვალ მოგწერთ. _გახარებულმა მიაყარა და ტელეფონი გაუთიშა. ლინდამ ტელეფონი ჩანთაში ჩააბრუნა და გზას გახედა, მანქანა შუქნიშანზე იყო გაჩერებული.

-3 დღეში შენი ძმის დაბადების დღეა...._ ჩუმი ხმით დაიწყო საუბარი და ცოტა არ იყოს დათოს ზარი ორმაგად გაუხარდა, როგორც იქნა საუბრის დაწყება გაბედა.

-და როგორც კარგი მეგობარი დაგპატიჟა. _სიჩუმეში ნოეს ცინიკური და მკაცრი ხმა გაისმა.

-არა, მე და დათო მეგობრები არ ვართ. _სწრაფად დასერიოზულდა ლინდა. _უბრალოდ ჩვენ ვცდილობთ ურთიერთობა არ გავაფუჭოთ.

-რომელი ურთიერთობა?_მშვიდი ხმით კითხა, მაგრამ აშკარად ეტყობოდა რომ ამ დიალოგით დიდად კმაყოფილი არ იყო, არც დათოს ზარით.

-შენ მარი გყავს._ლინდას სიტყვები და მანქანის დატორმუზება ერთი იყო. წონასწორობა ვეღარ შეიკავა და რომ არა ღვედი, აუცილებლად გაანგრევდა წინა საქარე მინას.

-მე არავინ მყავს!_ქალდანმა ოდნავ აუწია ხმის ტემბრს.

-აბა მარის მოგიკითხავო._დაბნეულმა ჩურჩულით განაგრძო. ნოემ თვალები აატრიალა და თავი გააქნია, მერე კი ღრმად ამოიხვნეშა და მანქანა მამიდამისის კოსპუსთან გაუჩერა.

-შენთვის სამსახური მაქვს, ვიცი რომ გჭირდება. _მანქანის კარები ისევ ჩარაზული აქვს. ლინდა დინჯად მიეყრდნო სავარძლის საზურგეს და ნოესკენ მიტრიალდა.

-სამსახური ნამდვილად მჭირდება. _თავი დაუქნია და ინტერესით ააფახუნა თვალები. _ვაკანსია?

-ჩემთან მიმღებში.

-ის მოკლე კაბიანი გოგონები რომ ისხდნენ?_თვალებდაქაჩულმა იკითხა, თითქოს რაიმე უკადრებელი ეკადრებინოს ნოეს.

-შენ თუ გინდა გრძელი ჩაიცვი, მაგრამ მე არც მოკლეზე მაქვს პრეტენზია. _ქვედა ტუჩი კბილებით მოიკნიტა.

-მე კაბებს არ ვხმარობ. _ნიშნის მოგებით გაუღიმა. _ხვალ დილით გასაუბრებაზე მივყვები მამიდაჩემს და ვნახოთ იქ რას მეტყვიან.

-მეეჭვება ასეთი სამსახური იპოვო, ასე რომ იჩქარე მეც მჭირდება კარგი კადრი.

>>>

-მიხვედი სახლში?_როგორც კი სახლის კარები შეაღო თინამაც არ დააყოვნა და დაურეკა.

-ამ წამს შევედი. _სიცილით ჩაილაპარაკა ფეხსაცმელები გაიხადა და “შლოპანცებში” გაუყარა თითები.

-რაო შენმა ჯეელმა?_სიცილით კითხა.

-დაგვინახე არა?!_ჩასაფრებული მეგობრის წარმოდგენისას ვერც ლინდამ შეიკავა სიცილი და თავისი ოთახისკენ აიღო გეზი, მაგრამ მისაღებში ფხიზლად მყოფ ეკას და ლალის მოკრა თვალი. _დაგირეკავ. _ჩურჩულით დაასრულა თინასთან დიალოგი და კუშტად შეკრულ მზერებს ინტერესით დააკვირდა.

-ვინ იყო?_წარბწეულმა კითხა ეკამ.

-თინა. _არხეინად ჩაილაპარაკა და მათკენ წავიდა.

-მანქანით რომ მოგიყვანა ის ვინ იყო?

-აა, ის ჩემი ახლობელია. ბათუმში რომ სამეგობრო გავიცანით იქიდან ერთ-ერთი. _ღიმილით აუხსნა და კალათიდან ვაშლი ამოიღო.

-და რომ გაჩერდით რაზე საუბრობდით?

-დედა, მეჩვენება თუ დაკითხვას მიწყობ?_ცოტა არ იყოს და ეკას საქციელი ეუცნაურა, თანაც არ მოეწონა ასე რომ უსვამდა კითხვებს. _ნოე ჩემი ახლობელია, შემხვდა და სახლამდე მომაცილა მარტოს რომ არ მებოდიალა ქუჩაში, ასევე სამსახური შემომთავაზა თავისთან. _სწრაფად ჩააბარა პატაჯი და დივანზე ჩამოჯდა.

-რა სამსახური?_ლალიც ჩაერთო დიალოგში.

-თავისი ფირმა აქვს და მიმღებში სჭირდება კადრი.

-ეგეთი სამსახურები არ ყრია. _ეჭვით ჩაილაპარაკა ლალიმ და ეკას გადახედა.

-კარგით რა... რამე რომ ხდებოდეს ხომ იცით რომ გეტყოდით.

-რამდენი წლის არის?

-ეგ არ ვიცი. _მხრები აიჩეჩა და ვაშლი ჩაკბიჩა. _იქნება ასე 26-27 წლის.

-შენზე ბევრად უფროსია.

-ეკა, რა გჭირს? შეყვარებულობა კი არ შემოუთავაზებია, სამსახურიო ადამიანმა. _გაღიზიანებული წამოდგა ფეხზე. _ და შეყვარებულიც რომ იყოს მირჩევნია 7 წლით უფროსი მყავდეს ვიდრე ჩემი ტოლი და ქარაფშუტა!_გაბრაზებულმა გადახედა ორივეს და თავისი ოთახისკენ წავიდა.

>>>

დილით ადრიანად წამოფრინდა ფეხზე, მოტივირებული და რაც მთავარია მონდომებულია. ძალიან უნდა სამსახური ჰქონდეს და ეკაზე აღარ იყოს დამოკიდებული, ახლა უკვე ყველაფერი შეიცვალა და ჯობია რომ რაღაც მხრივ დამოუკიდებლობას მიეჩვიოს. ერთი წელი გაიჭირვებენ და მერე ეკას სახლსაც დაიბრუნებენ და იქ იცხოვრებენ. ახლა გაგირავებული აქვს ეკას 4 წლიანზე და ვერავის ვერ გამოყრის, თანაც ის ფულიც შესაგროვებელი აქვთ, აბა როგორ უნდა დაიბრუნონ სახლი. მართალია ეკა ყოველ თვე ხელფასის ნაწილს ბანკში ინახავს და ფულს აგროვებს, მაგრამ ეგ საკმარისი მაინც არ არის. ამიტომაც სამსხური აუცილებლად უნდა იშოვოს, თანაც უნივერსიტეტის გრაფიკიც გასათვალისწინებელი აქვს.

რამდენიმემ უთხრა რომ პრაქტიკები აუცილებელია, თანაც უხელფასო პრაქტიკები. ეს ხრიკი ძალიან კარგად იცის მეგობრებისგან, აიყვანენ ამუშავებენ უხელფასოდ და მერე ეტყვიან ამ ეტაპზე არ გვჭირდებიო, ან არ მოგვწონხარო და გამოაბუნძულებენ. მართალია მამიდამისის ახლობელია მაღაზიის უფროსი, მაგრამ სიტუაცია დიდად არ მოეწონა და ლალის სახედამანჭულმა გაუქნია თავი.

-მაშინ იმ შენს ახლობელს დაურეკე და უთხარი თანახმა ვარო.

-ხო, მაგრამ იქაც გასარკვევი მაქვს რაღაცები. რამდენად შემიწყობენ ხელს უნივერსიტეტის გრაფიკთან არ ვიცი. _მობუზულმა აიჩეჩა მხრები და ჩანთიდან ტელეფონი ამოიღო. _ნოეს დავურეკავ.

ოდნავ მოშორებით გავიდა და თავისუფალ სკამზე ჩამოჯდა, ცოტა არ იყოს და ნერვიულობს ნოესთან სამსახურის საკითხზე დარეკვაც ეუხერხულება, მაგრამ ქალდანმა თავად გააფრთხილა ჩქარა შემატყობინებ პასუხიო. შემოსულ ზარებში მამაკაცის ნომერი ამოაგდო და სენსორს თითი გადაუსვა.

-გამარჯობა. _რამდენიმე ზარის შემდეგ ტელეფონის ყურმილში ტკაცუნის ხმა გაისმა და სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა. _სამსახურის თაობაზე მინდა შენთან საუბარი.

-დღეს პირველ საათზე გელოდები. _რაღაცნაირად კმაყოფლი და თითქოს გამარჯვებული ღიმილით უპასუხა ქალდანმა, შემდეგ კი ტელეფონში წყვეტილი ზარი გაისმა.

პირველ საათამდე დიდი დროა, ამიტომაც გოგონებს დაურეკა და მამიდამისის სახლში მისვლა სთხოვა. სანამ ნოესთან წავა სადაქალომ საბჭო ხომ უნდა მოაწყოს და ყველა დეტალი განიხილოს. მირანდა სერიოზული გამომეტყველებით აფრთხილებდა რა როგორ უნდა ეთქვა და გაეკეთებინა, “უფროსი თავზე არ უნდა დაისვაო.”

-რა დროს უფროსობაა ჯერ არც კი ვიცი ამიყვანს თუ არა.

-თვითონ შემოგთავაზა, ე.ი. აგიყვანს და ხელსაც შეგიწყობს. ის თუ იცოდა რომ სამსახურს ეძებ ისიც ეცოდინება უნივერსიტეტში რომ დადიხარ. ბოლოს და ბოლოს მანდ იპოვა შენი შარფი.

-2 საათში უნდა წავიდე.

-რას იცვამ?_ეშმაკური ღიმილით შეათვალიერა თინამ.

-რაც მაცვია, ასე ვიყავი დღეს გასაუბრებაზე. _მხრები აიჩეჩა და ტანსაცმელს დახედა.

-ღმერთო ჩემო!_თვალების ტრიალით ახედა ჭერს. _ეგ მაღაზიაში და ახლა ოფისში მიდიხარ გასაუბრებაზე, თანაც როგორ უფროსთან... უხ!_ემოციების ქვეშ მყოფმა ხმამაღლა შესძახა და ფეხზე წამოდგა. _ოფიციალურად და ლამაზად უნდა გეცვას.

-მაგალითად?

-მაგალითად. ... აი, ეს კაბ...

-კაბა არა!_თითის ქნებით ჩაილაპარაკა და საწოლზე წამოჯდა.

-მაშინ კლასიკური შარვალი რომ გაქვს ეგ და თაგვისფერი პერანგი აი, ეგ. ფეხზე მაღლები.

-ნუ გავიწყდება რომ 19 წლის ვარ.

-თუ გინდა 17 წლის იყავი, სამსახურის შესაბამისად უნდა გეცვას ყოველთვის!

>>>
-შეგიძლია შეხვიდეთ.

ლელამ ღიმილით ანიშნა კარებზე და მოკლე კაბა შეისწორა. ლინდამ კიდევ ერთხელ ინტერესით შეათვალიერა მდივანი და წაბრწეული დასწვდა სახელურს. “არავინ არ მყავსო და ალბათ ეს მდივანიც ახალია.” გულში თავისთვის ფიქრობდა. კარები ნელა შეაღო და ახლა უკვე წელში გამართული შევიდა ქალდანის სამფლობელოში. მამაკაცი ტელეფონზე ლაპარაკობდა, გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ საკმადო სერიოზულ თემაზე. ლინდას ხელით ანიშნა შემოდიო და რაღაცა ფურცლებს ჩააჩერდა.

-მაგაზე ხვალ ვისაუბროთ, ახლა უნდა გავთიშო. _დიალოგი დაასრულა და ლინდას მიუტრიალდა. _როგორი იყო გასაუბრება?_ირონიული ღიმილით კითხა და საწერი კალამი მაგიდაზე დადო.

-ნორმალური.

-უნივერსიტეტის გამო კვირაში 7 დღე მუშაობას ვერ შეძლებ, ასევე ვერც 5 დღეს იმუშავებ გადამბულად... ამიტომ ზოგჯერ მოგიწევს შაბათ-კვირა იმუშაო.

-შაბათ-კვირას ხომ ისვენებთ?

-მიმღები კი, მაგრამ რამდენიმე განყოფილება არა.

-ანუ სხვა განყოფილებაშიც მომიწევს მუშაობა. _ნოემ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ლეპტოპის ეკრანს შეხედა.

-დეტალებს ლელა აგიხსნის. _ჩაილაპარაკა და იმ წამსვე ლელას დაუძახა. _მეორეზე ჩაიყვანე და დეტალები აუხსენი, მერე მიმღებში გაუშვი და იქ გოგონები აუხსნიან.

-გასაგებია, გამომყევით. _ღიმილი გახედა ლინდას და გასასვლელისკენ წავიდა.

>>>

მეორე დღეს გახარებული წამოფრინდა ფეხზე, სულ ღიღინ-ღიღინით გადაივლო წყალი და წინა დღით გამზადებული ტანსაცმელი ჩაიცვა. სამზარეულოში ეკა ელოდებოდა ყავის ფინჯნით და მისი გამომცხვარი ნამცხვრით ხელში. ქალს ღიმილით აკოცა ლოყაზე და ყავა მოსვა.

-ხომ არ ნერვიულობ?_შუბლზე აკოცა და ნამცხვარი წინ დაუდო.

-ცოტას ვნერვიულობ.

-ბუნებრივია, მაგრამ შეეცადე ამის გამო საქმე არ გააფუჭო.

-გავიქეცი თორემ დამაგვიანდება.

-რითი მიდიხარ?

-ახლა საშინელი საცობებია და დაგვიანებას მირჩევნია აქედან მეტროთი წავიდე და მერე იქიდან ტაქს ავყვები. ხვალიდან მარშუტკების ნომრებსაც გავიგებ და მერე იმით ვივლი ხოლმე.

-კარგი, წარმატებები._კიდევ ერთხელ აკოცა შუბლზე და გასასვლელისკენ გაყვა. _დამირეკე რას იზამ.

>>>
აღელვებული ყურადღებით უსმენდა გოგონების მითითებებს და ცდილობდა ყველაფერი ზუსტად გაემეორებინა. მიმღებში ყველაფერი ძალიან მარტივია აი, მეორე სართულის განყოფილებაში კი საქმე ცოტა რთულადაა. ოფიციალურ ფორმაში გამოწყობილი ნოეს დანახვისას ღიმილი ვერ შეიკავა და ლიფტისკენ წასული უფროსი შეათვალიერა.

-დილა მშვიდობისა. _ყველას მიესალმა და ლიფტში შევიდა, მერე უცებ თავი გამოყო და თითის ქნევით ლინდას დაუძახა.

-10 წუთში ჩემთან გელოდები.

ლინდამ ღიმილით დაუქნია თავი და მიმღების გოგონებს გადახედა მორიდებულმა. გოგონებმა თავიდან ფეხებამდე აათვალიერ-ჩაათვალიერეს ლინდა და ერთმანეთს მხრების ჩეჩვით გადახედეს. მათი საქციელით უკმაყოფილო მინაშვილმა ცალი წარბი მაღლა აქაჩა, წელში გაიმართა და ლიფტისკენ წავიდა. მაჯის საათზე წამებს ითვლიდა, უნდოდა რომ ზუსტად 10 წუთში გამოცხადებულიყო უფროსთან, მაგრამ მაინც და მაინც ლინდას ბედად გაიჭედა ლიფტი. შეშინებულმა ხმამაღლა დაიკივლა და ერთის მაგივრად ყველა ღილაკს სათითაოდ მიაჭირა თითი. სივრცის შიში აქვს, ამასთანავე პატარაობაში სუნთქვასთან დაკავშირებით პრობლემებიც ქონდა და ახლა პანიკურმა შიშმა შეიძლება ლინდაზე ცუდად იმოქმედოს. საკუთარი თავი ხმამაღლა გაამხნევა და ქვედა ტუჩი სიმწრით მოიკვნიტა. რაღა მაინც და მაინც ამ სართულზე გაიჭედა, გაჭედილოყო პირდაპირ მესამეზე. ტირილის პირას მისული გამწარებული აბრახუნებდა ხელებს კარებზე, ეს უკვე ჩვეულებრივი პანიკაა რომელიც ლინდას არ ეკადრება. ერთხელ ხომ მიაჭირა ღილაკს თითი და ცოტა მოთბილება იქონიოს, გაიღება კარები და გავა. ეს იცის ბევრმა სიტრიპაჩემ, ასულიყო კიბეებით, მომინდომა ლიფტით ასვლა მესამე სართულზე. კარები ოპერატიულად გააღო ახალგაზრდა ყმაწვილმა და ღიმილით ანიშნა ანერვიულებულს შეგიძლია გამოხვიდეო. შენობის სუფთა ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა და მაჯის საათს დახედა.

-ფუ შენი. _ფეხები სასაცილოდ ააბაკუნა და კიბეებისკენ გაიქცა.

უფროსის კაბინეტის კარებთან გაჩერდა, აწეწილ თმებზე ხელისგულები დაისვა ტანსაცმელი შეისწორა და გაბადრული სახით შეაღო სამდივნოს კარი. ლელა იქ არ დახვდა, ოთახი ცარიელი იყო.

-უკაცრვად დამაგვიანდა. _უფროსის კაბინეტის კარი დაკაკუნების შემდეგ შეაღო და მის მაგიდასთან მჯდარ მოცინარ ლელას გაუღიმა.

-ანუ ეს საბუთები ხვალისთვის გადავდო. _ლელა სწრაფად წამოდგა ფეხზე და საბუთების დასტას დაავლო ხელი. ნოემ თანხმობის ნიშნად ცალი თვალი ჩაუკრა და ლინდას მიუტრიალდა. მინაშვილი კი მამაკაცის ჟესტით იყო დაინტერესებული და ცალ თვალზე ეჭვით უყურებდა, მერე მზერა მოკლეკაბიან ლელაზე გადაიტანა და ფეხებიდან ააყოლა თვალი. მის საქციელზე ნოეს უნებურად ჩაეცინა და ლინდას გამოსაფხილზებლად მსუბუქად ჩაახველა.

-უკაცრავად. _აზრზე მოსულმა მდივანს გაუღიმა და დივანზე დასკუპდა. _გისმენთ. _თითები ერთმანეთში ახლარდა და საქმიანი ქალის გამომეტყველებით ჩაილაპარაკა.

-აქ გასული წლის ანგარიშებია, ეს ყველაფერი შეჯამებულია, მაგრამ მინდა რომ კიდევ ერთხელ გადახედო. გონების გასავარჯიშებლად, სიტუაციასაც უფრო მოერგები. _აკინძული ფურცლები ლინდასკენ მიაცურა და ტელეფონის ანთებულ ეკრანს დახედა.

-გასაგებია. _თავი დაუქნია და ფეხზე წამოდგა. _ხვალ თქვენც იქნებით დათოს დაბადების დღეზე? _ღიმილით მიუტრიალდა უფროსს და გულწრფელი ინტერესით კითხა. ნოემ ცალი წარბი გაღიზიანებულმა ასწია და ცივი გამომეტყველებით გადახედა ლინდას.

-კი მეც ვიქნები. _მკვახედ უპასუხა და ზურგი აქცია. მინაშვილმა უფროსის თავხედობა არაფრად ჩააგდო და თავაწეული გავიდა კაბინეტიდან.

-ტუტუცი ვირი. _თავისთვის ჩაიბურტყუნა და ქვედა ტუჩზე იკბინა. თვალებდაქაჩული მიტრიალდა გაოცებული მდივნისკენ და მავედრებელი მზერით გადახედა.

-ნუ ნერვიულობ არ ვეტყვი. _სიცილით დაამშვიდა გოგონამ და თავისი საქმის კეთება განაგრძო.

>>>

-მთელი საღამო ვფიქრობდი რა უნდა ჩამეცვა და ბოლოს...

-ბოლოს გადაწყვიტა რომ შავი ყველაზე მოხდენილი ფერია. _სასაცილო მიმიკით გამოაჯავრა მირანდამ და მაღლებზე შეხტა.

-არა, ვერაფერი ვერ ავარჩიე. _გაბრაზებულმა დაუბრიალა თვალები და საკიდზე ჩამოკიდებული კაბა გამოგლიჯა ხელიდან. _შენ ეს მაინც არ მოგიხდება და მე ჩავიცვამ. _ნიშნის მოგებით ჩაუკრა თვალი და სწრაფად გადაიცვა მთლიანი ტანზე მომდგარი კაბა.

-ვითომ რატომ არ მომიხდება?

-აი, დღეში 150 ჩაჯდომას რომ გააკეთებ მერე გეტყვი რატომაც. _ცინიკური მზერით დაისვა თითები კაბით გამოკვეთილ უკანა ნაწილზე და საწოლზე წამოკოტრიალებულ ლინდას მიუტრიალდა. _შენ რას იცვამ?

-კრემისფერ მთლიან შარვალს და შავ მაღალქუსლიანებს.

-საჩუქრები შეაფუთინე ხომ?

-კი, სამივე შევაფუთინე.
>>>

დათო რესტორნის შესასვლელთან დახვდა გოგონებს სამივე კომპლიმენტებით შეამკო და რესტონაში შეუძვღვა. გარემო ძალიან სასიამოვნო და მყუდრო იყო, მიუხედავად იმისა რომ რესტორანი საქართველოში მაინც რესტორნულ წარმოდგენას გიქმნის აქ ყველაფერი ძალიან განსხვავებული იყო. დათოს აშკარად ძალიან დიდი სამეგობრო და სანაცნობო წრე ყავს, თითქმის მთელი რესტორანი მათ განკარგულებაშია, მომსახურე პერსონალიც თავბრუდახვეული დადის წინ და უკან. ლინდა ინტერესით აცეცებდა თვალებს და ცდილობდა ამდენ უცხო ხალხში მისთვის ნაცნობი სახეები ამოეცნო. მარტო თეონას და ლევანის ნახვა მოახერხა, დანარჩენებს ცოტა აგვიანდებათო დათომ უთხრა. უკვე სხდებოდნენ შემოსასვლელისკენ გაქცეულ თვალს ნოე რომ შეეფეთა. მოულოდნელი ღიმილით ვერაფრით ვერ დამალა და გაშტერებულმა ააფახუნა თვალები. ქალდანი ძალიან ჩვეულებრივად გამოიყურებოდა, მართალია ოფიცლაური ტანსცმელი აღარ ამშვენებდა მის არაჩვეულებრივი სხეულის ფორმებს, მაგრამ მოლურჯო პიჯაკის და მაისურის ფონზე მაინც ოფიციალურად გამოიყურებოდა. ჯინსის მუქი ფერის შარვალიც როგორ უხდება.
“ლინდა! ლინდა! “ ფიქრების გააზრებისსას გაბრაზებულმა შემოუძახა საკუთარ თავს და ობიექტი შეცვალა. “ნუ გამოსულელდები!”

ნოე პირდაპირ თანამშრომლისკენ წამოვიდა, მის გვერდით თავისუფალი ადგილი დაიკავა და სტუმრებს ღიმილით დაუკრა თავი, მერე კი მინაშვილისკენ მიტრიალდა.

-ძალიან გიხდება კრემისფერი და წითელი. _ცინიკური ხმით ჩაილაპარაკა ქალდანმა. ლინდამ გაკვირვებულმა დაიხედა შარვალზე რამე ხომ არ დავიწუწეო.

-რა წითელი?

-ლოყები რომელიც ჩემი დანახვისას აგიჟაღჟაღდა. _გოგონასკენ ოდნავ გადაიხარა და ბაგეების ნელი მოძრაობით ჩასჩურჩულა. ლინდამ თითები შარვალს მოუჭირა და ნოეს სუნამოს სურნელით გაბრუებულმა ღრმად ამოისუნთქა.

-რაღაცა გეშლება. _სიმართლის მოსმენა არ ესიამოვნა.

მოესაუბრე წყვილი არც დათოს თვალთახედვას გამოპარვია, ლინდამ დაჟინეული მზერა რომ იგრძნო უხერხულად ასწია თავი და იუბილარის ეჭვით სავსე თვალებს გაადააწყდა. დამორცხვილმა წყალი მოსვა და ხელისგულები ერთმანეთს გაუსვა.

-დათო იყურება. _თვითონაც არ იცის ეს რატომ თქვა, მაგრამ იმ მომენტში საჭიროდ ჩათვალა.

-და შენთვის ამას მნიშვნელობა აქვს?_ხმა ისევ ისეთი ცივი გაუხდა ქალდანს.

-არა უბრალოდ, უხერხულად ვგრძნობ თავს.

ნოემ მაგიდის ქვეშ ახლართულ ხელებზე თითები მაგრად მოუჭირა და მომღიმარ სტუმრებს გადახედა. მამაკაცის ქცევით გაოცებულმა თვალები დააჭყიტა და მაგიდის ქვეშ შეიხედა, როცა დარწმუნდა რომ ნამდვილად ნოეს თითები ეალერსებოდა თითებზე ცივმა ოფლმა დაასხა. სწრაფად წამოდგა ფეხზე და ტერასისკენ წავიდა. უფროსმა ქალდანმა ცინიკური ღიმილით გააყოლა თვალი ლინდას, ხოლო მასზე ადევნებული დათოს დანახვისას ერთიანად დაუსერიოზულდა სახე და სიბრაზისგან ძარღვები დაებერა.

-ლინდა, კარგად ხარ?_ნაცნობი თითები იგრძნო მხრებზე. აღელვებულმა სცადა ყველაფერი იმ დარბაზში დაეტოვებინა და დათოსთან ლაღი ყოფილიყო.

-კი, კარგად ვარ უბრალოდ სუფთა ჰაერზე გამოსვლა მომინდა. _პროფესიონალიურად იცრუა და ლამაზად განათებულ თბილისს გადახედა.

-შევატყე შენ და ნოე დაახლოვდით. _მისი ხმა ეჭვნარევი იყო.

-ლინდა ჩემთან მუშაობს.

თბილი და სასიამოვნო ღამის სიჩუმე ნოეს ცივმა და გაყინულმა ტონმა დააღვია. ორივე ერთოდულად მიტრიალდა ჯიბეებში ხელჩაწყობილი მამაკაცისკენ. დათონ მზერა ნოედან ლინდაზე გადაიტანა, თითქოს მისგან ელოდებოდა პასუხსო.
მინაშვილმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და უფროს ქალდანს გადახედა, რომელსაც არცერთი ნაკვთი არ ერხეოდა, იცის კი იფიქრა დარბაზში ხომ არ გაყინესო.

-როდის აქეთ დაახლოვდით ასე?_არც უმცროს ქალდანს აკლდა ცინიზმი.

-ნოემ სამსახური შემომთავაზა, მე კი სამსახური მჭირდებოდა. _შეეცადა ნორმაურად აეხსნა ბიჭისთვის.

-ამიტომ დაშორდი მარის?

-დათო, შენ ძალიან კარგად იცი რომ ასეთ თემებზე საუბარი ცალკე მირჩევნია!_ძმის გამოსვლით უკმაყოფილომ მშვიდად ჩაილაპარაკა და ლინდას ანიშნა დარბაზში შედიო.

-ანუ არ უარყოფ რომ ლინდას გამო უთხარი მარის საფრანგეთში წასვლაზე უარი.

-ლინდა, შედი!

სურვილი ხმამაღლაც გააჟღერა ნოემ და კარებიდან ჩამოეცალა. მიუხედავად იმისა რომ საშინელი სურვილი კლავდა გაეგო რაზე საუბრობდა დათო, ნოეს მზერას მაინც ვერანაირად ვერ გადაუდგებოდა წინ და მამაკაცის სურვილის შესასრულებლად დაიძრა. რა საფრანგეთში წასვლაზე და განშორებაზე საუბრობს უმცროსი ქალდანი, ან ამ ყველაფერთან ლინდა და მისი სამსახური რა შუაშია.

-შენც ამიტომ მითხარი გრძნობებზე უარი, თურმე ჩემი ძმა მოგწონს. _ახლა უკვე ლინდას მისამართით გაისმა სიტყვები.

-ცდები, მე არავინ არ მომწონს და ეს ასეც რომ იყოს, შენ იცი რომ მე შენთან 100%_ით მართალი ვარ!_ბიჭის საქციელით განაწყენეულმა პასუხი არ დააკლო და ერთ ადგილზე გაჩერდა.

-თქვენ თუ ერთად ყოფნა გინდათ და თვლით რომ ერთმანეთი მართლა მოგწონთ იყავით მე არანაირი პრობლემა არ მაქვს, უბრალოდ მართლა ძალიან წარმოუდგენელია ჩემთვის ნოე და შენ ერთად.

-აქ მე და ლინდას პირად ურთიერთობებზე სასაუბროდ არ გამოვსულვართ, ამ თემის განხილვას არც შენთან და არც დანარჩენ სამყაროსთან არ ვაპრებ! მე ლინდა მომწონს და ზუსტად ვიცი რომ ამ ეტაპზე თუ არა, რამდენიმე დღეში ეს სულელი გოგოც მიხვდება რომ ჩემს გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია!

ხმადაბლა დაასრულა წინადადება და ყბამოღრეცილ მინაშვილს ღიმილით გადახვია ხელი. დათომ გაშტერებულმა ასწია ორივე ხელი ჰაერში “აბა თქვენ იცითო.” ჩაილაპარაკა და რესტორანში შეტრიალდა. ტერასაზე კი მამაკაცის სიტყვებით გაონებული და პირდაღებული ლინდა და უაღრესად კმაყოფილი ქალდანი დატოვა.

-ახლა რაც თქვი მართალია?_უაზროდ დაფანტული სიტყევი ამოსდიოდა ბაგეებიდან.

-რა ჩემს გარეშე სიცოცხლეს რომ ვერ შეძლებ?_ირონიულად კითხა და ხელი წელზე მოხვია.

-არა, ეგ არა..._უარყოფითი პასუხის ნიშნად თავი გაუქნია. იმდენად გაოგნებულია წარმოდგენა არ აქვს რას ამბობს და რას აკეთებს. _შენ რომ მოგწონვარ. _ლუღლუღით ჩაიალპარაკა და ნოეს შავ თვალებშ ჩააჩერდა.

-რა თქმა უნდა არა!

-აბა დათ....

-კონკურენტი ჩამოვიშორე გზიდან. _სახე დაისერიოზულა, ხელი ლინდას წელს მოაშორა და თვითონაც დარბაზში შეტრიალდა.

-ნაგავი!_ასრუტუნებულმა ჩაილაპარაკა და მოაჯირს დაეყრდნო.

ზუსტად იცის რომ ნოეს მიმართ სერიოზული გრძნობები არ აქვს, უბრალოდ სიმპათიებით არის განსჭუალული რომლის მოგერიებასაც ნიბისმიერ დროს შეძლებს. ამასაც მაშინ მიხვდა მამაკაცი რესტორანში შემოსული რომ დაინახა. დათოს სიტყვები არცერთი წამით სცილდება თავიდან, სულ იმაზე ფიქრობს რატომ უთხრა ნოემ მარის საფრანგეთში წასვლაზე უარი და რატომ დააკავშირა ეს ყველაფერი დათომ ლინდასთან.
მერე ახსენებდა ქალდანის სიტყვები და საშინლად სწყდება გული მის ასეთ სითავხედეზე, როგორ შეიძლება გოგოს ასე მოექცე და ასე ითამაშო მისი გრძნობებით. ცრემლებს არავითარ შემთხვევაში მისცემს გადმოვარდნის უფლებას, მითუმეტეს როცა ამის მიზეზი საზიზღარი ქალდანია. ღიმილით ახედა ვარსკვავებით მოჭედილ ცას და დარბაზში შეტრიალდა. კარებთან მისთვის უცნობი ფიგურა ბანცალებდა და რაღაცას ლუღლუღებდა. ლინდამ მორიდებულად სცადა გევრდის ავლა, მაგრამ ბიჭმა არ დაანება და წინ გადაუდგა.

-გოგონი, ერთი ვიცეკვოთ, რა. _ბედნიერმა ღიმილით ჩაიალაპრაკა და საჩვენებელი თითით ერთი აჩვენა.

-არა გმადლობთ, არ მინდა.

ღიმილით გაუქნია თავი და დაელოდა როდის გაეცლებოდა, მაგრამ ადგილზე მოქანავე “ქარში მოყოლილი, ღამის ლამპიონი” განძრევას არ აპირებდა. იმედით გადახედა დარბაზში მყოფ საზოგადოებას, იქნებ ჩემი გოგონები მაინც იყვნენ სადმე ახლოშიო, მაგრამ ვერავინ ვერ დაინახა ისეთი ვინც მის შველას შეძლებდა.

-რას ქვია არ გინდა, ნახე როგორი მაგარი მუსიკაა. _სასაცილოდ ააყოლა მელოდიას ტანი და ხელები.

-მე უნდა წავიდე. _გაღიზიანებულმა აუარა გვერდი, მაგრამ ბიჭმა სხარტად ჩაავლო თითები მკლავში და მისკენ მიატრიალა.

-აპ, აპ საით გაგიწევია?!

-გითხრა რომ უნდა წავიდეს!

ზურგს უკან იმ მომენტში ყველაზე ნანატრი ხმა მოესმა. იმ წამს ისიც დაავიწყდა მასზე უგონოდ ნაწყენი და გაბრაზებული რომ იყო. გათამამებულმა სწრაფად გამოგლიჯა ხელი ბიჭს და აღარავის დალოდებია ისე წავიდა დარბაზის ცენტრისკენ. არც ნოესთვის მიუქცევია ყურადღება, მთავარია რომ უშველა და დანარჩენი არ აინტერესებს.

-სად ხარ, მოვკვდი შენი ძებნით, მერე დათომ მითხრა ტერასაზეა უფროსთან ერთადო.

-სუფთა ჰაერზე გავედი. თქვენ რას შვებით, მირანდა სად არის?

-პომადას ისწორებს და მოვა.

უკან რომ მიტრიალდა აღარც ის მთვრალი ბიჭი დახვდა და აღარც უფროსი ქალდანი.

ძმები მაგიდასთან ისხდენენ და რაღაცაზე საუბრობდნენ, თითქოს ტერასაზე მომხდარი ინციდენტი არცერთს არ ახსოვდა და ყველაფერი ლინდას ფანტაზიების ნაწილია. გაკვირვებულმა მოჭუტული თვალებით გადახედა ძმებს და თავისი ადგილისკენ წავიდა. დათომ ღიმილით ახედა გაკვირვებულს და სკამი გამოუწია, ლინდამ ხმადაბლა ჩაილაპარაკა მადლობაო და დაჯდა. ნოეს ზედაც არ შეუხედავს ტელეფონში ჩასჩერებოდა რაღაცას, მერე დათოს მხარზე დაუტყაპუნა ხელი და გასასვლელისკენ წავიდა.

-მოიწყინე?

-არა, პირიქით ძალიან კარგი სიატუაციაა. _თავი გაუქნია და დარბაზს გადაავლო თვალი.

-რატომ არ ცეკვავ?

-მმ.._დამორცხვილმა შეათამაშა მხრები და მოცეკვავე დაქალებს გადახედა. _ცეკვა არ გამომდის და იმიტომ. _მხრიაულად გასცა პასუხი.

-წინააღმდეგი ხომ არ იქნები ეგეც მე რომ გასწავლო?

-დამიჯერე ძალიან გაგაწვალებ, თანაც მაღალქუსლიანები მაცვია და გატკენ. _გააფრთხილა და ცალი თვალი მოჭუტა.

-როგორც ჩემს პერპექტიულ სარძლოს მოგითმენ. _მიუხედავად გულწრფელი ხუმრობისა სიტყვებში ცოტა ირონია მაინც იგრძნობოდა. ლინდას არაფერი უთქვას ეშმაკურად ჩაიცინა და ფეხზე წამოდგა.

დათომ ნაზად მოხვია ხელი წელზე, მერე ხელი კი ლინდას თითებში ახლართა. მინაშვილმა თვალებდაჭყეტილ გოგონებს სიცილით ანიშნა “ეს ის არ არის რასაც თქვენ ფიქრობთო.” და სხეული უნიჭოდ ააყოლა მუსიკის ჰანგებს. სულ არ აინტერესებს როგორ ცეკვავს და როგორ იქნევს თეძოებს, მთავარია რომ ამისგან სიამოვნებას თვითონ იღებს, არც ის აინტერესებს დათოს რამდენად გაუმწარებს სიცოცხლეს. დატრიალების დროს რამდენიმე წამით მოკრა თვალი კარებში მდგარ ნოეს, მერე კი ისევ დათოს მხრებს გაუსწორა მზერა.

>>>
სახლში წასვლის დროს მირანდას გამოაძახებინა ტაქსი და გოგონები დათოს მოსაძებნად გაუშვა დავემშვიდობოთო. თვითონ დაღლილ დაქანცული თავის ადგილზე იჯდა და მესიჯობდა.

-სახლში მე წაგიყვანთ. _სკამის გაჩოჩების და ნოეს ხმა ერთდროულად მისწვდა მის ყურთასმენას. თავი გვერდით მიატრიალა და უფროს ქალდანს გაბრაზებულმა შეუღრინა.

-არ მინდა, ტაქსი უკვე გამოვიძახეთ.

-ლინდა, ნუ იბუტები!_ცინიკური ღიმილით მოკიდა თითები ნიკაპზე და თავი ააწევინა.

-ვიბუტები?! რატომ უნდა გავიბუტო?_მოჩვენებითი ირონიით იკითხა და მხრები აიჩეჩა. ნოემ უკმაყოფილოდ გააქნია თავი, და სკამი გოგონასკენ მისწია.

-ტაქსს დაურეკავთ და ეტყვით რომ გამოძახებას აუქმებთ.

-არ დავურეკავთ და არ ვეტყვით!_არც ლინდა იშლიდა თავისას. ნოემ უსიტყვოდ გამოართვა ტელეფონი და დანარეკებში ბოლოს აკრეფილი ნომერი მოძებნა.

-გამარჯობა, რესტორანში გამოძახებას ვაუქმებთ. _ნიშნის მოგებით გადახედა ტუჩებდაბრეცილ ლინდას და საჩვენებელი თითი ღიმილით ჩამოკრა ცხვირის წვეროზე. _გმადლობთ.

-ამას რატომ აკეთებ?

-იმიტომ რომ...

-იუბილარი მოვიყვანეთ. _გოგონების ხმამ შეაწყვეტინა წინადადება.

-მოვიდა ტაქსი?

-არა, მე წაგიყვანთ. _ღიმილით ჩაუკრა თვალი თინას და ფეხზე წამოდგა._გარეთ დაგელოდებით.

-ხვალ ვიკრიბებით. _ გასასვლელისკენ წასულს სიცილით მაძახა დათომ და გოგონებს მიუტრიალდა.

-ძალიან კარგი იყო და კიდევ ერთხელ გილოცავ გაზრდას.

-პირიქით კარგები იყავით თქვენ რომ მოხვედით.

>>>
ჯერ გოგონები მიიყვანეს და დატოვეს, ძველ სახლს ცრემლმორეულმა ახედა. სახლი ჩაბნელებული იყო, ზურა წესით ახლა მისაღებში უნდა იჯდეს და ფეხბურთს უყურებდეს, ან კინოს. მიუხედავად ყველაფრისა აქაურობა საშინლად ენატრება, რას არ დათმობდა ზურასგან ის სიტყვები რომ არ მოესმინა. ყოველი გახსენებისას გულში ეკალივით ესობა მამის სიტყვები. 19 წელი გაატარა ამ პატარა და უამრავი მოგონებით სავსე ეზოში, 19 წლის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ უოცნებია აქედან წასვლაზე და მამამისისგან სადმე შორს გადახვეწაზე, მაგრამ ასე თუ მოენატრებოდა სახლი ვერასოდეს იფიქრებდა. ტკივილისგან გამოდმოგორებული ცრემლი სწრაფად მოიწმინდა და გოგონებს დაემშვიდობა.

მოულოდნელად სახეზე ცივი თითები იგრძნო, აფორიაქებულმა მიატრიალა თავი ნოესკენ და თვალებში ჩააჩერდა. მამაკაცმა ჩუმად გადმოპარული ცრემლი მოწმინდა და თითებით მსუბუქად მოეფერა მისი შეხებისსგან ახურებულ ლოყებზე.. ნოეს არც ეს რეაქცია გამოპარვია და კმაყოფილი ღიმილით წაიღო თითები ბაგეებისკენ. ლინდამ სწრაფად გასწია თავი უკან და ქალდანს კუშტად შეხედა.

-მართალია ხშირად ვიბნევი და არ ვიცი რა უნდა ვთქვა ხოლმე, მაგრამ ის ზუსტად ვიცი ბიჭს ამის უფლება რომ არ უნდა მივცე!_აღრენილმა ჩაილაპარაკა და წარბი ასწია.

ნოემ ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა, თავის ადგილს დაუბრუნდა და მანქანა დაქოქა. მთელი გზა ხმა არცერთს არ ამოუღია, ლინდა როგორც ყოველთვის მომხდარს გვიან იაზრებდა და ცდილობდა რაღაცები ერთმანეთთან დაეკავშირებინა, მაგრამ ახლა ისეა მისი გოგნება გადაღლილი ვერაფერზე კონცენტრირებას ვერ ახდენს და ფიქრებიდან ფიქრებზე ლოტოს კოჭივით დაგორავს.

-დიდი მადლობა. _როგორც კი მანქანა გაჩერდა ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და კარების გაღება სცადა, მაგრამ ამჯერადაც დაკეტილი დახვდა._ისევ._დუდღუნით ჩაილაპარაკა და ნოესკენ მიტრიალდა.

-წინადადება მაქვს. _შუბლშეკრულმა დაიწყო. ლინდამ ინტერესით ააფახუნა თვალები და სმენად იქცა. _თუ ახლა შენ აი აქ მაკოცებ, მე კარებს გავაღებ და უფლებას მოგცემ გადახვიდე. _ცინიკური მზერით ჩაილაპარაკა ნოემ და ტუჩთან ახლოს საჩვენებელი თითი დაიდო. ლინდამ პირდაღებულმა გააყოლა მამაკაცის თითს თვალი და პირთან ერთად თვალებიც დააღო.

-არა-აა?!_სიცილით გააქნია თავი, 100%_ით დარწმუნებული იყო რომ ნოე ხუმრობდა, მაგრამ მამაკაცის სერიოზული სახის დანახვამ ლინდაც დაასერიოზულა. _რატომ უნდა გაკოცო?_გაკვირვებულმა კითხა ბოლოს.

-მადლიერების ნიშნად, ლინდა.

-მადლიერების ნიშნად მადლობას გიხდი.

-კარგი, მაშინ ვისხდეთ ასე.

მხრები აიჩეჩა და სავარძლის საზურგეს მიეყუდა. ლინდამაც მას მიბაძა და გაჯიუტებული მიეყრდნო საზურგეს. ზუსტად 10 წუთი ისხდნენ გაუნძრელვად, არცერთი არ თმობდა პოზიციას. ამ შემთხვევაში ლინდა უფრო მეტს კარგავდა, ზუსტად იცის ეკა და ლალი ფანჯარასთან დგანან და ნოეს მანქანას თვალის დაუხამხამებლად უყურებენ. აი, სახლში რომ ავა სანახაობა მერე უნდა ნახოთ, დედა და მამიდა ერთდროულად რომ ჩაირთობა და იმის ახსნას დაუწყებენ რომ ეს ჩვეულებრივ ახლობლობას აღარ გავს და 10 წუთი სხვის მანქანაში არავინ ჩერდება.

-კარგი, ოღონდ ლოყაზე!

თითი დაუქნია და წინ წამოიწია. ნოემ გამარჯვებული გამომეტყველებით მისწია სახე ლინდასკენ და გოგონას შემდეგ მოქმედებას დაელოდა, მინაშვილი საოცრად წელავდა დროს. ბოლოს როგორც იქნა საკუთარ თავს გადააბიჯა და ნოესკენ დაიხარა, ზუსტად ამ დროს ქალდანმა თავი შეატრიალა და ლოყის მაგივრად გაყინული ბაგეები დაუხვედრა. მოულოდნელობისგან თვალებდაჭეტილმა ლინდამ იმ წამსვე უკან დახევა სცადა, მაგრამ ნოემ არ დაანება და ორივე ხელით ჩააფრინდა გოგონას. ლინდა უმწეო ჩიტივით ააფართხალა ხელები და ტანი, მაგრამ ნოესთან რას გახდებოდა. ბოლოს ისევ ქალდანმა ინამუსა და თავისი ნებასურვილით მოშორდა გოგონას ტუჩებს, კარები გააღო და საჭეს ჩაკიდა თითები.

-შენ... შენ..._აღშფოთებული სიტყვებს თავს ვერ უყრიდა. _სამსახურიდან მივდვიარ!_ბოლოს ასრუტუნებული გადახტა მანქანიდან და სადარბაზოსკენ ჩქარი ნაბიჯებით წავიდა.

სახლში შესულს მისაღებში არავინ არ დახვდა, გახარებულმა შვებით ამოისუნთქა და პირდაპირ საძინებლისკენ წავიდა. ტანსაცმელი გაიხადა, პირსახოცს ხელი დაავლო და სააბაზანოში გავარდა. ეს ყველაფერი ცოტახანი უნდა დაივიწყოს, ამაზე ფიქრი არ შეიძლება, თორე ჭკუიდან გადავა.
ოდნავ გრილმა შხაპმა ცოტა აზრზე მოიყვანა, მართალაია ჯერ ისევ გათიშული აქვს ტვინის რაღაცა ნაწილი, მაგრამ საქმე ისეც არ არის რომ ვერ იაზროვნოს. ეს რა გააკეთა, თანაც როგორი მოულოდნელი და შეურაცხმყოფელი იყო ლინდასთვის მამაკაცის ქცევა. ჯერ ამბობს რომ მოსწონს, მერე ეუბნება რომ სულელი გოგოა რომელსაც ყველაფრის ასე მარტივად სჯერა და ბოლოს ამ ყველაფერს კოცნით აგვირგვინებს. ლინდასთვის პირველი და მინდა გითხრათ რომ იმ მომენტისთვის ყველაზე არასასურველი კოცნა იყო, მერე რა თავბრუ რომ დაეხვა და საბაზანოში თავისდაუნებურად გადაისვა ტუჩებზე თითები, ზუსტად იცის რომ ეს ასე არ უნდა მომხდარიყო და ნოე ყველაზე საზიზღარი ადამიანია ვინც კი ოდესმე შეხვედრია. მისი გრძნობებით თამაშს ასე ადვილად არავის არ შეარჩენს.
სამსახურიდან წასვლა ისე უცებ გადაწყვიტა თვითონაც ვერ გაიაზრა რა თქვა, მაგრამ იმ წამს ისე იყო დაბოღმილი და ანერვიულებული სხვაზე ვერაფერზე ვერ ფიქრობდა და თითქოს ამით გადაუხდიდა სამაგიეროს, მაგრამ ნოეს რა ეკარგებოდა ამით?! არც არაფერი, პირიქით თვითონ კარგავდა ძალიან კარგ სამსახურს რომელსაც ვერსად ვეღარ იშოვის.
სააბაზანოდან გამოსულმა პირსახოცი თავზე დაიხვია, პიჟამა ჩაიცვ და ყავის ფინჯნით ხელში მისაღებში დასკუპდა. ახლა რომ მოკლა ვერ დაიძინებს და საწოლში ბორგვის დროს ეკასაც გააღვიძებს, მერე კი მთელი საღამოს ისტორიას დაწვრილებით მოაყოლას მოსთხოვს დედა და მაგისი თავი ნამდვილად არ აქვს. ჯერ ისიც გაუკვირდა მისაღებში რომ არ დახვდნენ ჯაშუშებივით.

ფეისბუქის ჩათში გოგონებს მიწერა და მათ პასუხს დაელოდა. თინას როგორც ყოველთვს შეტყობინებები ჩართული, აქვს მირანდას ჩართული აქვს, მაგრამ ხმა აქვს ტელეფონზე გამორთული. თინას პასუხმაც არ დააყონვა და გაკრეჭილი სმაილით უპასუხა.

-”რა დამაძინებს შენ გელოდებოდი.”

-”მშვიდობით მიხვედი.?”_მირანდაც გამოჩნდა.

-”კი მშვიდობით მივედი თუ მშვიდობა ქვია.”_სიმწრის სიცილით დიდი სიამოვნებით გაიცინებდა, მაგრამ შეტყობინებებში ეს არ გამოჩნდება.

-”რა მოხდა?”

-”ნოემ მაკოცა.”_დაბრეცილ ტუჩიანი სმაილიც მიაყოლა.

-”რააააააააააააააა?”

-”მაკოცაო შე ბრუციანო.”_როგორც ყოველთვის არც ახლა დაუთმო მირანდამ. _“ძალით გაკოცა თუ ჯერ შეგამზადა და მერე გაკოცა?”

-”ძალითაც და შემამზადა კიდევაც.”

-”ეგ როგორ?”

-”გადასვლისას მანქანის კარები ჩამიკეტა და მხოლოდ იმ შემთხვევაში გადახვალ ლოყაზე თუ მაკოცებო, 10 წუთი ვისხედით და ბოლოს დავთანხმდი... მივედი უნდა მეკოცნა და მოატრიალა სახე.”

-”ო, როგორი ეშმაკი ბიჭია ეგ შენი ნოე.”

-”სამსახურიდან წავედი-თქო ასე ვუთხარი.”

-”ეგ ყველაზე ადვილი გადაწყვეტილებაა, რამე უფრო რთული უნდა მოიფიქრო. აი, მაგალითად საპირისპიროდ რომ მოიქცე.”

-”ანუ სამსახურში მივიდე და....”

-”ნათემხილველობის ნიჭი არ დამყოლია და შეტყობინენების ძალით ვერ გავიგებ მაგ დაში რა იგულისხმე, მაგრამ მგონი ეგ დაა.”

>>>
მთელი ღამე გეგმებს აწყობდა როგორ უნდა მოქცეულიყო, როგორ უნდა ესაუბრა ნოესთან, როგორ არ უნდა შეემჩნია ის რისი დამალვაც ძალიან გაუჭირდებოდა. მაგრამ ამ მომენტში სხვა გზა არ აქვს, თანაც თვითონაც ძალიან გაერთობა და ისიამოვნებს. მარტო ნოეს კი არ აქვს საძაგლური ქცევები, ლინდასაც მშვენივრად შეუძლია ადამიანის ნერვებზე თამაში და ცეკვა. დილით აჟიტირებული წამოხტა ფეხზე, გამზადებული ტანსაცმელი ჩაიცვა და სარკის წინ კმაყოფილი დატრიალდა. აშკარად ძალიან უხდება შავი ტანზე მომდგარი მუხლს აცილებული ქვედაკაბა. დიახ, ესეც გეგმის ნაწილია, რომელმაც წესით უნდა გაამრთლოს.

“ქალდანს თამაში უნდა და დაე იყოს ნება მისი.”

სახლიდან გასვლამდე ჩაიდუდღუნა და კიბეებს დაუყვა. მიმღებში გოგონებმაც გაკივირვებულებმა აათვალიერ ჩაათვალიერეს ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული ლინდა, რომელიც მესამე დღეა აქ მუშოაბს და დიდი ამბავი კაბაც თუ ჩაიცვა, მაგრამ ორივეს ძალიან გაუკვირდა. ეტყობოდა რომ გარდაისახა და სულ სხვა ლინდა იყო. როგორც კი სამსახურისკენ წამოსული ნოე დაინახა, წინ გაპაკუნდა და წყლის ბალონთან აიტუზა მარჯვენა ფეხ წინგაწეული. ქალდამა გოგონას დანახვისას ჯერ კმაყოფილმა ჩაიღიმა, მერე კი წარბწეულმა შეათვალიერა და თავის ქნევით წავიდა ლიფტისკენ.

-10 წუთში ჩემთან! _გვერდი ჩაუარა და თან მიაძახა. მინაშვილმა გახარებულმა შეათამაშა მხრები და ერთჯერადი ჭიქა ნაგვის ურნაში ჩააგდო.

ცოტახანი გაუნძრევლად იდგა და მაჯის საათს დაჰყურებდა, მერე ნელი მოძრაობით გატრიალდა კიბეებისკენ. სპეციალურად ჭიმავდა დროს, აბა მართლა 10 წუთში ხომ არ შეუვარდება კაბინეტში, ამაზე როცა იფიქრა მაშინაც თავწასაცლელი იყო. ნოესნაირ ვიგინდარებთან ცოტა სხვანაირად უნდა მოიქცე, არ უნდა მისცეს უფლება აქეთ ეთამაშოს გრძნობებზე.
კაბინეტის კარი 3 წუთის დაგვიანების მერე შეაღო და ფანჯარასთან მდგარ მამაკაცს ზურგზე დააკვირდა. როგორი გაბრაზებულიც არ უნდა იყოს მისი ვიზუალის არ აღნიშვნა დიდი ცოდვა იქნება მისი მხრიდან. ქვედა ტუჩი მოიკვნიტა და თითები ერთმანეთში ახლარდა.

-ამ ქცევით კიდევ ერთხელ დამიმტკიცე რომ პატარა ხარ, რომელმაც შურისძიება იმ ხერხით გადაწყვიტა რაზეც მე დღეებია ვფიქრობ. კონტრაქტში ცვლილებას შევიტან, ყოველი უკაბო დღე ისჯება მანქანაში ლოყაზე კოცნით. _ირონიული ხმით საუბრობდა ნოე, წინადადეის ბოლოს კი ლინდასკენ მიტრიალდა და თვალი ჩაუკრა. მინაშვილს ცოტა აკლდა და ცეცხლებს გაუშვებდა პირიდან.

-მე როგორი მოკლე კაბაც არ უნდა ჩავიცვა გუშინდელი აღარ განმეორდება! _ნიშნის მოგებით ჩაუკრა თვალი და საქმიანი ქალის გამომეტყველება მიიღო. ქალდანი ნელი, მტაცებელი ნაბიჯებით დაიძრა ლინდასკენ. გოგონას სხეულისთვის თვალი არ მოუშორებია. ხან ქვევიდან ააყოლა თვალი, ხან ზევიდან ჩააყოლა. მინაშვილმა რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია და კაბინეტის კარებს აეყუდა.
~~~~
დაგვიანებისთვის ბოდიშს გიხდით, გუშინ ატვირთვისას ინტერნეტი გამოირთო და ვეღარ მოვახერხე, მერე სამსახურში საქმეები და ძლივს მოვაღწიე აქამდე. <3 დიდი მადლობა ყველას <3



№1 სტუმარი Nini

Rogor velodii umagresia

 


№2 სტუმარი Qeti qimucadze

Madloba am siamovnebistvisss. Moutmenlad gelodwbi xolmeee

 


№3  offline წევრი sofia25

ნოე როგორ მომწონს:) გეხვეწები არ გააბანალურო და ცოტა ათამაშე ერთმანეთში :) მაგარი გოგოხარ !

 


№4  offline წევრი miyvarxar1992

Chemi tkbili shaqaryinuli xar shen.gamaxareee❤❤❤❤

 


№5 სტუმარი სტუმარი Lia

Sicocxle xar ,rogor gamexarda sheni istoriebi rom davinaxe.
Magari tavia.kargi gigi xar❤❤❤

 


№6  offline მოდერი მე♥

Nini
Rogor velodii umagresia

ძალიან დიდი მადლობა.❤️❤️❤️
Qeti qimucadze
Madloba am siamovnebistvisss. Moutmenlad gelodwbi xolmeee

უღრმესი მადლობა.❤️❤️❤️
sofia25
ნოე როგორ მომწონს:) გეხვეწები არ გააბანალურო და ცოტა ათამაშე ერთმანეთში :) მაგარი გოგოხარ !

ძალიან დიდი მადლობა... იმედია ბოლომდე ისიამოვნებ❤️❤️❤️
miyvarxar1992
Chemi tkbili shaqaryinuli xar shen.gamaxareee❤❤❤❤

მიყვარხარ!❤️
სტუმარი Lia
Sicocxle xar ,rogor gamexarda sheni istoriebi rom davinaxe.
Magari tavia.kargi gigi xar❤❤❤

რა კარგი ხარ!❤️❤️❤️ უდიდესი მადლობა❤️❤️
--------------------
ა.ა

 


№7 სტუმარი სტუმარი თაკო

ნუ შოკ
საოცრება

 


№8  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ვაიმეე როგორ მომეწონაააა ♡♡♡♡

 


№9  offline მოდერი მე♥

სტუმარი თაკო
ნუ შოკ
საოცრება

მადლობა დიდი დიდი❤️❤️
Anuki96
ვაიმეე როგორ მომეწონაააა ♡♡♡♡

მიხარია ძალიან, მადლობა.❤️❤️
--------------------
ა.ა

 


№10 სტუმარი კნოპკა

რატოარდადე ამდენხანს ? :/

 


№11  offline წევრი blondeangel631

მაგარია ძალიან მომწონს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent