შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დანაშაული და სასჯელი


19-10-2017, 23:56
ავტორი ankatuna
ნანახია 1 660

მია და ანამარია ხელჩაკიდებული მიაბიჯებდნენ, დავითი და გუგა კი მათ გვერდით მიყვებოდნენ.
-ისე რომ გვეჭამა რამე არა? -ინიციატივა გამოთქვა დავითმა და მაშინვე დაეთანხმნენ. -მე რომ არ მეთქვა შიმშილს აპირებდით? -სავაჭრო ცენტრის კაფეტერიაში შევიდნენ და კუთხეში მყურდო მაგიდასთან განმარტოვდა პატრა ოჯახი.
-მე ბურგერი მინდა კიდე შოკოლადი და კიდე ნაყინი...და კიდე ლიმონათი.
-აუ არ გამოწიკა მთელი მენიუ.... -თვალები გადაატრიალა გუგამ
-რა იყოო რა შენ მაჭმევ თუ? -გააპროტესტა ანამარიამ და დედას მიეყრდნო აცრემლებული თვალებით. -მე მამიკო მიყიდის.
-კი გიყიდის მაგრამ ღორივით რომ გასივდები ნახავ მერე.
-გუგა გეყოს, ცოდოა. -დავითმა უჩქმიტა გუგას.
-აუ დედაა მე ღორი არ ვარ. -მიას კალთაში გადაინაცვლა ატირებულმა ანამარიამ.
-როგორ არ მინდა არა და საცემი ხარ. -გუგას ყურისკენ წაიღო დავითმა ხელი და მიამ უცებ მოქაჩა მკლავში, თვალით ანიშნა რომ თავი დაენებებინა.
-ეგრე დას არ უნდა ესაუბრო გუგა. პატარაა და ცოდოა. მის ასაკში შენც ასე იქცეოდი მაგრამ კი არ გტუქსავდით და დაგცინოდით.
-მე ეგრე არ მოვიქცეოდი გამორიცხულია.
-რას ერჩი მართალია,-გადაულაპარაკა ჩუმად მიას დავითმა ისე რომ ბავშვებს არ გაეგონათ.
-არ მინდა არაფერი სულ აღარ შევჭამ საწმელს და რომ მოვკვდები ნახავ მერე.
-არა დეე, ნუ ამბოობ, შენ დიდი გოგო უნდა გაიზარდო, ლამაზი ჭკვიანი და წარმატებული იქნები.
-უთხარი გუგას მე ჭვიანა გოგო ვარ.
-კი როგორ არა. ,,მე ჭვიანა გოგო ვარ“ -გააჯავრა გუგამ ანამარია. -ჭკვიანსაც ვერ ამბობს სწორად.
-კარგი გუგა ახლა მართლა ზედმეტი მოგდის. -ხმას აუწია დავითმა და ყველა დაიძაბა.-კვირაში ერთი დღე მაინც არ შეიძლება არ იკამათოთ და მშვიდად ვიყოთ? როდის გაგიგონიათ რომ მე და მია ვჩხუბობთ. მშვიდად ისხედით და რასაც მოგიტანთ ხმა ამოუღებლად შეჭამთ. თუ არა და დაივიწყეთ გართობა და ახლავე სახლში წავალთ....... -აუ რა ვიკაცე... -ჩაილაპარაკა დავითმა და მიას სიცილი აუტყდა. ანამარიამაც ცრემლები შეიმშრალა და საკუთარ ადგილს მშვიდად დაუბრუნდა.
-კარგი თვქენ ისხედით და მე მოვიტან ყველასთვის რაღაცეებს.-სკამის კიდეზე დაკიდა ჩანთა და დახლისკენ წავიდა მია. რაღაცეები დაულაგა მომსახურემ ლანგარზე და გაღიმებულმა აიღო მაგიდისკენ გეზი. მოულოდნელად შედგა, ღიმილი სახეზე მიეყინა და თვალები აუწყლიანდა. სახე წაეშალა, და ის ის იყო ლანგარი ძირს დაუვარდებოდა დავითმა ხელი მიაშველა.
-მია რა მოხდა, კარგად ხარ? -მიამ პასუხი არ გასცა ერთ წერტილზე ჰქონდა თვალი გაშტერებული. -მია, გესმის?
-დედაა? დედაა.... -ფეხზე ანამარია მოეხვია მიას და ატირდა. ანამარიას ხმამ მია გამოარკვი. თვალიდან გადმოგორებული ცრემლი შეიმშრალა და გონს მოვიდა.
-ნუ გეშინია დე, კარგად ვარ. ლანგრები დავითს შეატოვა მიამ და ანამარია ხელში აიყვანა. დავითი ცდილობდა მის თვალებში ამოეკითხა რა მოხდა მაგრამ ვერაფერს მიხვდა. -წავიდეთ კარგი?
-კარგი, გუგაც გაიყვანე ფულს გადავიხდი და წავიდეთ. -მიამ გუგას ჩასჭიდა ხელი და ანამარიას ამოფარებულმა დატოვა შენობა. გზაში არავის ამოუღია ხმა. ბავშვებიც კი ჩუმად ისხდნენ. ძალიან დაძაბული გარემო იყო მაგრამ რაიმეზე საუბრის წამოწყებას აზრი არ ჰქონდა. სახლში მისვლისას მიამ პირველმა დატოვა მანქანა, ბავშვებისთვის არც შეუხედავს, სახლში შევიდა და ოთახის კარი მიიკეტა. დავითმა ბავშვებს საჭმელი აჭამა და სთხოვა თავიანთ ოთახებში წასულიყვნენ.
-დედას რა მოუვიდა? -იკითხა გუგამ.
-არ ვიცი, ვადროოთ და ალბათ თვითონ გვეტყვის, კარგი?
-კარგი. მიდი შენ დაელაპარაკე, ანამარიას მე მივხედავ.
-კარგი ბიჭი ხარ როდესაც მოინდომებ, -თავზე ხელი გადაუსვა და აკოცა დავითმა. დიდხანს იწრიალა დავითმა მიას ოთახის კართან. რამოდენიმეჯერ წაიღო ხელი დასაკაკუნებლად მაგრამ ვერ ბედავდა. ბოლოს ფანჯარაში რომ გაიხედ უკვე ბნელოდა. დიდი ხანი გავიდა რაც მია გარეთ არ გამოსულა და საბოლოოდ დააკაკუნა, ცოტა ხნით პასუხი არ იყო დ მეორე ცდაზე პასუხი მიიღო.
-ღიაა. -ფრთხილად შეაღო კარი დავითმა. მია საწოლზე წამოჯდა. დავითი მიუახლოვდა და საწოლის კუთხეში მოშორებით ჩამოჯდა. ადროვა მიას, იქნებ თავად დაეწყო საუბარი და ასეც მოხდა. -ჩემი დები იყვნენ იქ.
-რა? რატო? -უცებ მიაყარა დავითმა კითხვები.
-არ ვიცი დავით არ ვიცი, -ჩუმად ამოილაპარაკა მიამ და თან ცრემლები წასკდა. დავითო დაიბნა, ვერ მიხვდა რა უნდა მოემოქმედებინა. მიამ ტირილს უმატა, თან ცდილობდ ეს დემალა. დავითმა გამბედაობა მოიკრიბა და მიას მიუახლოვდა. მხარზე ხელი დაადო, მერე თმაზე ხელი გადაუსვა და და სხადა დაემშვილებინა. მია მისკენ დაიხარა და თავი მხარზე დაადო. დავითს ერთიანად შეაჟრჟოლა. მის მაისურს მიას მწველი ცრემლები ეცემოდა და სხეულს მასაც უწვავდა. რაღაცნაირად მის ტკივილს გრძნობდა მისდაუნებურად.
-დამშვიდდი მია, ძალიან გთხოვ.
-ისე მეტკინა დავით, ვერ აგიხსნი. ისე მინდოდა მათთან მისვლა, ჩახუტება, მოფერება. ახლა მივხვდი როგორ მაკლდნენ და როგორ ძლიერ მენატრებოდნენ. ჩემს გამო მათაც აერიათ ცხოვრება.
-ნუ ამბობ მია მაგას ძალიან გთხოვ. შენი ბრალი არაფერია. უბრალოდ ცხოვრებაა ზოგჯერ ძალიან უსამართლო. დამშვიდდი კარგი?
-კიდევ კარგი ვერ დამინახეს.
-იქნებ სჯობდა დაენახეთ. ცოტა ტკივილი შეგიმმსუბუქდებოდა.
-ან პირიქით, მე ხომ არ ვიცი ისინი რას ფიქრობენ ჩემზე, ან რა უთხრათ დედამ როდესაც სახლიდან წამოვედი.
-არა მია, გამოგაგდეს.
-მითუმეტეს, მათ იქნებ არც იციან სიმართლე და ან როგორ ჩავხედო მათ თვალებში.
-მოვაგვარებთ ყველაფერს დამსვიდდი კარგი? უკვე ბავშვებიც ღელავენ შენზე აღარ ვიცი რა ვუთხრა. -ეცადა დავითი ამით მაინც ემოქმედა მიაზე და გაამართლა.
-ჩემი პატარები როგორ შევაშინე ალბათ.
-კი პატარები როგორ არა. გუგამ მიდი შენ მიასთან და ანამარიას მე მოვუვლიო.
-გავიდეთ დროზე თორე ფანჯრიდან გადააგდებს რომ გააბრაზოს. -როგორც იქნა მიას გაეღიმა, ცრემლები შეიმშრალა და წამოდგა. ერთად გავიდნენ ოთახიდან. ანამარიასთან შეიხედეს და ის ოთახში არ დახვდათმ
-ვაიმე დავიღუპეთ, -თავში ხელი შემოიკრა დავითმა. გუგას ოთახში შევიდნენ და ორივე გაოებისგან გაშეშდნენ. გუგას საწოლი იწვნენ. ანამარიას გუგას მხარზე ედო თავი, გუგას კი გულზე ზღაპრების წიგნი ედო და ეძინათ, ჩახუტებულებს.
-საყვარლები.
-რამდენადაც საძაგელია ეს ბავშვი იმდენად მოსიყვარულეა, რა ვუყოთ ახლა ამათ.
-არაფერი დავტოვოთ ასე.
-კარგი, წამოდი სამზარეულოში, არაფერი გიჭამია მთელი დღეა.
-არ მშია, მადლობა.
-არ მიკითხავს გშია თუ არა, წამოხვალ და შეჭამ. -ხელი ჩაკიდა ავითმა მიას და სამზარეულოში შევიდნენ. მაცივარი გამოაღო დავითმა დ სახე დაეჭყანა, არაფერი დახვდა რომ ეჭამათ.
-კარგი, გამოდი ყიყლიყოს გავაკეთებ შეჭამ შენც?
-კარგი შევჭამ, მე ჩაის გავაკეთებ ხომ გინდა.
-დავლევ. -ორივემ თავიანთი ადგილები დაიკავეს სამზარეულოში და შეუდგნენ მზადებას. მალევე მიას ტელეფონი აწკრიალდა. დავითს გაუკვირდა ასე გვიან ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ მიასთვის არაფერი უკითხავს. მიამ როგორც კი ტელეფონს დახედა, სახე დაუსერიოზულდა, დავითს ბოდიში მოუხადა და გავიდა ოთახიდან, დავითმა ინტერესით გააყოლა თვალი მაგრამ მია მიიმალა.
-ანა ძალიან მიხარია შენი ხმის გაგონება.
-არ იდარდოთ ქალბატონო მია სანამ მიზანს არ მივაღწევთ არ მოვკვდები.
-ეგ ხუმრობითაც აღარ თქვა, შენ არაფერი მოგივა. რატომ დამირეკე ხომ კარგადაა ყველაფერი?
-კი კარგადაა, უბრალოდ სათხოვარ მაქვს, უფრო სწორად შემოთავაზება. კიდევ ერთი გოგოა რომელსაც ჩვენი დახმარება შეუძლია და თქვენთან შეხვედრა უნდა.
-ძალიან კარგი. ხვალ შემეხმიანე და გეტყვი სად შევხვდეთ,
-მადლობა და ბოდიში ამ დროს რომ შეგაწუხეთ.
-არაუშავს ჩემო კარგო, ღამემშვიდობისა.
-ყველაფერი კარგადაა მია? -ვეღარ მოითმინა დავითმა და მისაღებში მიაკითხა მიას.
-კი დავით კარგადაა. დავბრუნდეთ სამზარეულოში. -იქ შესულებს გაზქურასთან გუგა და ანამარია დახვდნენ.
-ჩვენც გვინდა „ყლიყლიყო“ -გაიკრიჭა ანამარია.
-ყიყლიყო გოგო ყიყლიყო. -დატუქსა გუგამ და.
-ჰო რაც არის.
-ახლავე ყველაფერი იქნება თქვენ დასხედით კარგი? -მიამ დიასახლისის ამპლუა მოირგო და ოჯახი მაგიდას შემოუსხდა. მართალია ყიყლიყოს და ჩაის შეექცეოდნენ მაგრამ მაინც ხალისი იყო და მიასაც მიავიწყდა ტკივილი ცოტახნით.

......
-აქ რას აკეთებ?
-მაპატიეთ მაგრამ ეგ თქვენი საქმე არ არის.
-მთელი სამმართველო რომ ლამის უსამსახუროდ დავრჩით ეგ ხომ არის ჩემი საქმე.
-ბოდიში ვერ გვაიგე.
-ვერ გაიგე არაა? სულელო გოგო ხომ გითხარი დამიჯერე და სანამ დროა წადითქო.
-არ მესმის რას მეუბნებით.
-რას გეუბნები და შენ რომ წამოხვედი და ჩვენი საქმე არიე კარგი იყო? ხომ გითხარი გავლენიანი ხალხი არიან და თავსაც ნუ დაიღუპავ და ჩვენც ნუ დაგვყუპავთქო.
-მე....მე
-რა შენ შენ, მხოლოდ შენ თავზე რომ ფიქრობდი.... სამმართველოდან სხვადასხვა განყოფილეებში გამოგვიშვეს და ჩამოგვაქვეითეს შენი სისულელის გამო.. კიდე კარგი ცოტა ადამიანობა კიდევ გამოიჩინეს და არ გამოგვიშვეს და დაქვეითებას ვინღა ჩიოდა. მე როგორც საქმის გამომძიებელი ყველაზე მეტად დავისაჯე და პროკურორობიდან ისევ პატრულის მძღოლად ჩამოვქვეითდი. არა ხომ გეუბნებოდი წადი სახლშითქო.
-დამიჯერეთ ჩემზე მეტად არავინ განიცდის რომ არ დაგიჯერეთ თავის დროზე მაგრამ მე არ ვიცოდი მაპატიეთ.
-პატიება იმ ხალხს სთხოვეთ ლუკმა პურისთვის თავიდან რომ უწევთ შრომა.... ხო მართლა ისე უცებ რატომ გაუჩინარდით? ვიყავი თქვენს სანახავად მოსული ამ ამბების შემდეგ და მამთქვენმა მითხრა თბილისშია ნათესავთანო. -ამის გაგონებაზე მიას თაველბზე ცრემლი მოადგა, გამომძიებელს ზურგი შეაქცია რომ მისგან ცრემლები დაემალა.
-დიახ ახლობელთან ვარ და თან ვმუშაობ.
-ნინუცაა ალბათ ეგ ნათესავი ხომ? ბაჩომ თქვა რომ მან მოგიყვანა აქ სამუშაოდ.
-დიახ, ნინუცა.
-მაპატიე ცოტა უხეშად თუ რამე გითხარით უბრალოდ რომ დაგინახეთ ძალიან გავბრაზდი.
-არაუშავს მართალი ხართ, მეკუთვნის რომ ბრაზობდეთ, მაგრამ მინდა იცოდეთ რომ მე არაფერ შუაში ვარ, ნეტავ დამეჯერებინა თქვენთვის.
-დავით პრობლემაა რამე? -ქუჩაში ბაჩო გამოვიდა, მეგობარს რომ შეაგვიანდა.
-არა ბაჩო კარგადაა ყველაფერი.
-თქვენ საიდან იცნობთ ერთმანეთს?
-წარსულში შევხვდით ერთ არასასიამვნო გარემოში ერთმანეთს და იმ საკითხზე მინდოდა რაღაცეების კითხვა.
-შენს ჩამოქვეითებას ხომ არ უკავშირდება ეგ?
-მერე ვისაუბროთ კარგი ბაჩო?
-კარგი ძმა როგორც შენ გინდა. ახლა შემოდით შიგნი, ნინუცაც ღელავს უკვე.
-არა ნინუცა თუ ღელავს.. -დაითმა დასცინა მეგობარს და ეს ესიამოვნა მიას, ანუ ბაჩო ნინუცაზე სერიოზულად ფიქრობდა თუ მისმა მეგობრებმაც იცოდნენ ამის შესახებ.
-ეე მიდი რაა.
-ჰე რას იტყვი ავიყვანო მია? -მიამ იუხერხულა ამ საკითხზე მისი თანდასწრებით რომ იკითხა ბაჩომ. დაჩიმ მიას გახედა და თავი გადააქნია.
-ოღონდ ის შეშლილი მომაშორე და ვინც გინდა ის აიყვანე. თანაც მე ბოროტი არ ვარ ჩემს ბედნიერებას სხვების უბედურებაზე ვერ ავაგებ. -მიას მწარედ მოხვდა გულზე ეს სიტყვები მაგრამ რას იზამდა, დავითი ამ ეტაპზე მართალი იყო მისი გადმოსახედიდან. სიმართლე რომ სცოდნოდა იქნებ სხვაგვარად ეფიქრა მაგრამ ამ ეტაპზე ვერ ამტყუნებდა.
-კარგი რადგან შენ ასე ამბოობ ავიყვან. წამოდი მია დღეს გააგრძელე მუშაობა და ხვალისთვის ხელშეკრულებას გაგიმზადებ. -სამივე შიგნით შევიდნენ.
-რა მოხდა მია? -მაშინათვე მივარდა ნინუცა გაფითრებულ მიას
-არაფერი ნინუცა, კარგადაა ყველაფერი.
-იცნობდი და იმიტო გვითხარი სად ჰქონდა ხომ ტატუ? -წარბები აათამაშა ცბიერად საბამ.
-არა საბა, მხოლოდ რამოდენიმეჯერ სევხვედრილვარ, ტატუს რომ შევხედე არ ვიცოდი ის თუ იყო.
-ისე გაგიყვანა გარეთ მეგონა იჩხუბებდით. -ნიშნის მოგებით გახედა ლანამ მიას.
-არა რატომ უნდა გვეჩხუბა, საპრობლემო არაფერია.
-ლანა წამომყევი კაბინეტში. -ბაცომ გააწყვეტინათ საუბარი. ლანას აშკარად აელეწა სახე მაგრამ არ შეიმჩნია.
-ნეტა რა უნდა?-ინტერესით გააყოლა თვალი ნიკამ.
-უშვებენ და ხვალიდან მე ვიქნები. -ჩუმად წარმოთქვა მიამ.
-ურაა გვეშველაა. ალქაჯი მიდიის. -უცნაურ მოძრაობებით აღნიშნა ეს სასხარულო ამბავი საბამ.
-აუ რა მაგარია, ანუ რჩები, აწი სულ ერთად ვიქნებით სახლშიც და სამსახურშიც. -მიამ ნინუცას ხელი ჩასჭიდა და გვერდით გაიყვანა.
-კარგი ამბავი მაქვს შენთვის.
-რაა? რა მოხდა?
-ბაჩოს მის მეგობრებთან უსაუბრია შენზე. როგორც ჩანს მართლა უყვარხარ.
-მართლა? -სიხარულის ტაში შემოსცხო ნინუცამ თან თვალებში ათასგვარი ჭინკები აუთამაშდა.-აუ რა თქვა?
-გარეთ რომ ვსაუბრობდით მე და დავითი შემოდით თორე ნინუცა ინერვიულებსო და დავითმა დასცინა არა თუ ნინუცა ინერვიულებს შემოვალთო.
-ვიცოდი რომ არ იყო ცუდი პიროვნება. მართლა ძალიან მიყვარს მია.
-კარგია, მიხარია შენს გამო.
-მეც მიხარია სამსახურში რომ დაგტოვეს. -ამ საუბარში იყვნენ რომ გაცხარებული გამოვარდა ლანა ბაჩოს ოთახიდან. წინსაფარი მოიხსნა გზაში დააგდო და გადააბიჯა. მიერე მიას და ნინუცასკენ აიღო გეზი.
-ამას ასე არ დავტოვებ. -თითის ქნევით დაემუქრა მიას.
-მია არაფერ შუაშია, შენ თავს დაააბრალე ყველაფერი -ნინუცა გადეფარა მიას.
-შენც გარეული ხარ ხომ ამ საქმეში.
-ლანა ძალიან გთხოვ ყოველგვარი არეულობის გარეშე დატოვე ბარი. -საუბარში ბაჩოც ჩაერია.
-რას ვაშავებდი ასეთს, ამდენი ხნის შემდეგ ასე გაგდებას ვიმსახურებდი?
-კარგ რეკომენდაციას დაგიწერ და მეტი რა ვქნა.
-უკან გაიკეთეთ ეგ თქვენი რეკომენდაცია.
-უკვე ზედმეტი მოგდის. ან წადი ან
-ან რაა? შენს პოლიციელ, იმპოტენტ ძმაკაცს სთხოვ გამაგდოს?
-საკმარისია. -წამოენთო ბაჩო ლანას მკლავში ხელი ჩაავლო და ისე გაათრია გზაში. ლანა არ წყვეტდა ყველას ლანძღვას. კიდევ რამოდეიმე წუთი შეაგვიანდა და შემობრუნდა. ტუჩიდან სისხლი სდიოდა. შესინებული მივარდა ნინუცა.
-რა დაგემართა?
-იმ ნაბოზარმა მუჭი დამარტყა და ტუჩი გამიხეთქა.
-წამოდი მოგწმინდავ. -ხელი ჩაკიდა ნინუცამ და ოთახში გაიყვანა.
-შენ რატომ არ ერევი ამ საქმეებში პროლეტარი ხარ? -სიცილით მიმართა სეირისთვის მშვიდად მომზიმრ ნოდარს დავითმა.
-აბა როგორ, მაგისთვის ვუხდი იმხელა ფულს ის მუშტი მე რომ არ მომხვედროდა. აბა როგორ უნდა.
საღამო მშვიდობიანად გაგრძელდა. ყველა მაგიდა სავსე იყო. მომსახურებითაც ბევრის მომსახურება მოუხდა მიას. ცოტა დაიღალა კიდეც მაგრამ არ უნდოდა რომ პირველივე დღეს რაიმეზე დაეწუწუნა. კარგა გვიანი იყო ბარი რომ დაიცალა.
-დღეს შეგიძლიათ წახვიდეთ ბავშვებო. - ბართან მივიდა ბაჩო. -შენ დარჩი ნინუცა საქმე მაქვს შენთან. -ბიჭებმაც ერთმანეთს გადახედეს და მიასაც გაეღიმა. როგორც ჩანდა ყველამ იცოდა უკვე მათი ამბავი.
-კარგი, -ლოყები გაუწითლდა ნინუცას. მერე მიას მოუბრუნდა. -აუ მაპატიე მარტო რომ გიწევს წასვლა, ხომ იპოვი სახლს?
-დავით შეგიძლია მია სახლამდე მიაცილო? ხომ იცი ნინუცა სადაც ცხოვრობს, მაინც ერთი გზა გაქვთ?
-რა? - ორივემ ერთდროულად იკითხეს, თან დაბნეულებმა გახედეს ერთმანეთს და პასუხი ვერ მოიფიქრეს.
-არა არაა საჭირო თავად წავალ. -ისევ მიამ სცადა თავიდან აერიდებინა ეს ნაკლებ სასიამოვნო მგზავრობა.
-გვიანი უკვე, თან ისედაც მაგ გზით მოდის. არა დავით? -თვალი ჩაუკრა ბაჩომ.
-კი ეგრეა,-უხერხულად შეიშმუშნა გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი დავითი.
ერთად დატოვეს ბარი და ფეხით გაუყვნენ გზას. არცერთი არ იღება ხმას. ქუჩაში კანტი-კუნტად მოსიარულე მანქანებს ერთად აყოლებდნენ თვალს და როგორც კი ერთმანეთისკენ გაქცეულ მზერას დაიჭერდნენ უხერხულობისგან სად წასულყვნენ არ იცოდნენ. მათ შორის დისტანციას დროდადრო აკონტროლებდნენ და სიახლოვის შემთხვევაში სცილდებოდნენ ერთმანეთს.



№1  offline წევრი ankatuna

shalobekauri
mamachemi geivar mec geivar ojaxshi yvela geebi vart yvela

კარგია, ყოჩაღ

 


№2 სტუმარი Tata

Dzalian momwons da mainteresebs ra modebaa tu shedzleb koveldge dadee

 


№3 სტუმარი Tako

მალეეეეე დადეეე რააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent