შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღირსება, ფული და სიყვარული(8)


22-10-2017, 15:43
ავტორი MmariiamM))
ნანახია 1 787

თავი 8
შაბათი-კვირაც გავიდა და დრო მოვიდა ყველანი უკან დაბრუნებულიყვნენ, ნივთები მანქანაში ჩაალაგეს და წამოსვლამდე სახლის წინ ყველამ ერთად ფოტო გადაიღეს, ეს თითქოს გამოთხოვება იყო, თითქოს მსგავსი უიქენდი აღარ განმეორდებოდა. მიუხედავად მანძილისა მანქანაში ყველანი ჩუმად ისხდნენ, ეს იმ სიჩუმეს ჰგავდა რომელიც შტორმის წინ ჩამოწვება ხოლმე, თითქოს ყველა გრძნობდა რომ რაღაც დიდი ახლოვდებოდა, მოვლენა რომელიც ყველაფერს შეცვლიდა და არ ცდებოდნენ. ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ მანქანა მოლის სახლთან გაჩერდა, მას სახლიდან მშობლები გამოეგებნენ, რაიანს მოლისთან სურდა დარჩენა თუმცა ჯეიმიმ უფლება არ მისცა რადგან იცოდა რომ მოლი მშობლებთან მარტო უნდა ყოფილიყო, იმ შემთხვევისთვის თუ ისინი სიმართლის თქმას გადაწყვეტდნენ. მეგობრები მოლის გამოემშვიდობნენ და წავიდნენ, მოლი მანამ უყურებდა ქუჩაში მდგარი მანქანას სანამ თვალს არ მიეფარა, შემდეგ კი სახლში შევიდა სადაც სამარისებური სიჩუმე იყო, ის ამ ფაქტმა გააკვირვა რადგან მოელოდა რომ ერიკი ბოლო ხმაზე დაუწყებდა ყვირილს დაუმორჩილებლობის გამო, თუმცა ეს ასე არ მოხდა, მისაღებ ოთახში ნატალი და ერიკი გვერდიგვერდ ისხდნენ და ერთმანეთის ხელები ეჭირათ, სახეზე კი ფერი არც ერთს არ ედო
-დედა მამა მოხდა რამე? ცუდად გამოიყურებით -მოლი დაჟინებით აკვირდებოდა მშობლებს
-მოლი საყვარელო-საუბარი ერიკმა დაიწყო-ხომ იცი რომ ჩვენ სიცოცხლეზე მეტად გვიყვარხარ
-რა თქმა უნდა ვიცი მამა, ამას თუ იმიტომ მეუბნებით რაც ჩემი წასვლისას მოხდა მინდა პატიება გთოვოთ მე უხეში ვიყავი თქვენთნ, თქვენ ეს არ დაგიმსახურებიათ
-საყვარელო მამას მოუსმინე და არ შეაწყვეტინო გთხოვ-ცრემლიანი თვალებით უთხრა შვილს ნატალი კლარკმა
-კარგი გისმენთ ეს მნიშვნელოვანია?
-კი მინშვნელოვანია ჩემო გოგო. ჩვენ შენთვის სიმართლის თქმა გვინდა, სიმართლის რომელიც არ ვიცი ჩვენს ოჯახს რა შედეგს მოუტანს. თვრამეტი წლის წინ ჩვენთან სახლში მედისონ ადამსი და მისი ქმარი მოვიდნენ-ამ სახელების გაჟღერებამ მოლის ყურადღება ნამდვილად მიიქცია- ისინი ჩვენთან წინადადებით მოვიდნენ
-რა წინადადება, საერთოდ რაზე საუბრობთ?
-მოლი მედისონმა და მისმა ქმარმა მე და მამაშენს შვილის აყვანა შემოგვთავაზეს-მოლის სუნთქვა შეეკრა, არ იცოდა კიდევ რას ეტყოდნენ მშობლები და როგორ შეცვლიდა ეს სიმართლე მის ცხოვრებას
-და თქვენ რა უპასუხეთ?
-მე და ნატალის შვილი არ გვიჩნდებოდა ამიტომ დავთანხმდით და რამდენიმე დრეში ადამსებმა შენი თავი მოგვიყვანეს
-საიდუმლო იმაში მდგომარეობს რომ ნაშვილები ვარ?-მოლის ერთი წამით გულზე მოეშვა, თუმცა დამშვიდება ნაადრევი იყო
-არა ძვირფასო საიდუმლო იმაში მდგომარეობს რომ შენს ბიოლოგიურ მამას შენი გაშვილება არ უნდოდა, როგორც ჩვენთვის ცნობილია შენ მისი სურვილის წინააღმდეგ წამოგიყვანეს
-ვინ არის ის?-მოლი გრძნობდა როგორ უძნელდებოდა სუნთქვა თითქოს ოთახიდან ვიღაც მთელს ჟანგბადს ისრუტავდა-მე ვიცნობ მას? მიპასუხეთ ჩუმად ნუ ხართ-მოლიმ მშობლებს ბოლო ხმაზე დაუყვირა
-შენ მას იცნობ ძვირფასო-ნატალიმ მოლისთვის შეხება სცადა თუმცა მან ამის უფლება არ მისცა-ის შენი უფროსი დემიენ ჯონსია-ეს მოლისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა
-ღმერთო ჩემო ეს დაუჯერებელია, მე ისეთი აღფრთოვანებით გესაუბრებოდით მასზე თქვენ კი არაფერი მითხრაით. ის განადგურებული იყო ქალიშვილს დაკარგვით, მე მის თვალებში უდიდეს ტკივილს ვხედავდი მაშინ როცა ამ ტკივილის მიზეზი თქვენ ხართ-მოლის ჰაერი აღარ ყოფნიდა, გარშემო ყველაფერი ბურუსით იყო მოცული, ის სკამიდან წამოდგა და სახლიდან გარეთ გავიდა ის მიდიოდა თუმცა თავადაც არ იცოდა სად, გარეთ საშინლად წვიმდა თუმცა ეს მოლის მანამ არ შეუმჩნევია სანამ პარკში არ აღმოჩნდა, წვიმის მიუხედავად ის იჯდა პარკში სკამზე და ერთ წერტილს მიშტერებოდა, მისი განვლილი ცხოვრება ფირზე ჩართული ჩანაწერივით უტრიალებდა გონებაში . ვერ ხვდებოდა რა უნდა ეფიქრა ან რა უნდა ეგრძნო ყველაფერი ქოსში იყო ჩაძირული. მოლის წასვლამ კლარკები ძალიან შეაშინა, ბევრი იფიქრეს თუ რა გააეკეთებინათ და ბოლოს გადაწყვიტეს იმ ადამიანისთვის დაერეკათ ვინც მას ყველაზე უკეთ გაუგებდა. ეს ადამიანი კი დემიენი იყო, მან ყველაზე უკეთ იცოდა დაკარგვის ტკივილი. როდესაც დემიენმა მოლის გაუჩინარების ამბავი გაიგო სასწრაფოდ რაიანს დაურეკა და მის მოძებნაში დახმარება სთხოვა, დემიენის მონაყოლის მხედვით რაიანი სწრაფად მიხვდა მოლი სადაც იქნებოდა და არც შემცდარა, ის იმავე პარკში იყო სადაც რამდნეიმე დღის წინ ერთმანეთს შხვდნენ. რაიანმა დემიენს პარკის მისამართი მისცა თუმცა თავად თან არ გაჰყვა არ უნდოდა ზედმეტი ყოფილიყო. მოლი იჯდა წვიმაში უძრავად სკამზე მისი გონება იმდენად დაბინდული იყო რომ არ გაუგია დემიენი როგორ მიუახლოვდა, მის იქ ყოფნას მაშინ მიხვდა როდესაც მან დაუძახა
-მოლი ...-ამ ძახილს სამარისებური სიჩუმე მოჰყვა გარშემო მხოლოდ წვიმისწვეთების ხმა ისმოდა, დემიენმა არ იცოდა მოლისგან როგორ რექციას უნდა დალოდებოდა, ის შიშობდა რომ მოლი მას არ მიიღებდა თუმცა შეცდა. მოლი სკამიდან სწრაფად წამოდგა დემიენისკენ გაიქცა და მაგრად ჩაეხუტა
-ვწუხვარ იმის გამო რაც ჩემმა მშობლებმა გაიგიკეთეს, ვწუხვარ რომ ამდენი წელი ტკივილით ცხოვრება გაიძულეს-დემიენმა თავი პირველად იგრძნო ასე კარგად, ერთ წამში გაქრა ამდენწლიან ტკივი და ტანჯვა. ამდენი წლის შემდეგ მისმა ცხოვრებამ კვლავ შეიძინა აზრი ის მოლის მაგრად იკრავდა გულში. ის თვრამეტი წელი ოცნებობდა და წარმოიდგენდა ამ სიტუაციას თუმცა რეალურად ეს იმაზე ბედნიერი მომენტი იყო ვიდრე მას წარმოედგინა
-ჯეინ ჩემო საყვარელო ეს შენი ბრალი არ ყოფილა, შენც ისეთივე მსხვერპლი ხარ როგორიც მე, გთხოვ ჩემთან ერთდ წამოდი აქ ყოფნით შეიძლება ავად გახდე-მოლი დემიენს გაჰყვა ისინი მანქანაში ჩსხდნენ და მოლის ნამდვილი სახლისკენ გაემართნენ. მხოლოდ მანქანაში ჩასხდომის შემდეგ იკითხა მოლიმ
-დემიენ ჯეინი ეს ჩემი ნამდვილი სახელია?
-კი შენ ჯეინი გერქვა როცა ჩემგან წაგიყვანეს, თუმცა ახლა სახელს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს მთავარია შენ ჩემს გვერდით ხარ-მანქანა ჯონსების სახლთან გაჩერდა, მოლი და დემიენი სახლში შვიდნენ და იქ მოულოდნელი სიურპრიზი დახვდათ, მისაღებ ოთახში მერი იჯდა, იმის მიუხედავად რომ ის დემიენმა სახლიდან გააგდო
-მერი აქ რას აკეთებ?
-მე კი არა ეგ გოგო რას აკეთებს აქ?
-ეს მისი სახლია, აი შენზე კი იმავეს თქმა არ შემიძლია უახლოეს რამდენიმე დღეში განქორწინების საბუთებს ხელს მოვაწერ და შენგან სამუდამოდ გავთავისუფლდები. ახლა კი გთოვ არ მაიძულო დაცვას დავუძახო
-დაუჯერბელია დემიენ, ამ გოგოს გამო ჩვენი ამდენწლიანი თანაცხოვრება ნაგავზე როგორ მოისროლე
-ნახვამდის მერი-დემიენმა ცოლს ზურგი აქცია, მოლის ხელი მოკიდა და მეორე სართულზე აიყვანა, ისინი დერეფანს გაუყვნენ და დაკეტილ კართან შეჩერდნენ. დემიენმა ჯიბეები მოისინჯა გასაღები იპოვნა და ოთხის კარი გააღო-მოლი ეს შენი ოთახი უნდა ყოფილიყო, თუმცა შანსი არ მომეცა აქამდე მეჩვენებინა ეს შენთვის-მოლიმ ოთახს თვალი შეავლო, ის დროის კაფსულას ჰგავდა, თითქოს ამ ოთახში დრო გაჩერებულიყო, ოთახში შესვლისას თითქოს განვლილი თვრამეტი წელი ჰაერში გაუჩინარდა
-აქაურობა ძლიან ლამაზია ვწუხვარ რომ შენი ოცნების ასრულება ვერ შეძელი
-მოლი მე შენ ვერ გთხოვ რომ შენი გამზრდელი მშობლები მიატოვო და ჩემთან გადმოხვიდე, მაგრამ თუ საშუალებას მომცემ რომ შენი ცხოვრების ნაწილი ვიყო ეს ჩემს ნებისმიერ ოცნებას მირჩევნია
-დემიენ მე არ ვიცი ახლა რას უნდა ვგრძნობდე, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ერთ წამში ვერ მივირებ
-მე არ დაგაჩქარებ ამას გპირდები, მინდა რომ შენ თავად გადაწყვიტო რა გსურს მომავალში, თუ შენს გამზრდელ მშობლებთნ მოისურვებ დაბრუნებას მე გაგიგებ
-მიხარია რომ ამ ყველაფერს ასე გაგებით ეკიდები-მოლიმ კიდევ ერთხელ შეათვალიერა ოთახი, შემდეგ დემიენის განათებულ თვლებს შეხედა- შეიძლება რაღაც რომ გთხოვო
-რაც გინდა ძვირფასო
-სანამ გადავწყვეტ რა მოვუხერხო ჩემს არეულ ცხოვრებას შეიძლება რომ შენთან დავრჩე? რა თქმა უნდა თუ ეს მეტისმეტი არ იქნება
-ეს შენი სახლია საყვარელო, აქ მანამდე დარჩი სანამ გენდომება. შენთვის სტუმრების ოთახს მოვამზადებინებ, ეს დასაწყისითვის დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს
-მადლობა დემიენ, შეიძლება შენი ტელეფონით ვისრგებლო?
-რა თქმა უნდა წამოდი სახლის ტელეფონს გიჩვენებ-მოლიმ სელენას დაურეკა
-გამარჯობა საყვარელო, ყველაფერი რიგზეა? ვისი ნომრიდან მირეკავ?
-სელენა შეგიძლია ერთი თხოვნა შემისრულო?
-მთხოვე რაც გინდა
-ჩემს სახლში წადი და ჩემი ნივთები წამოიღე
-მოიცა არ მითხრა რომ შენ და რაიანმა გაპარვა გადაწყვიტეთ და ამას ასე მეუბნები
-არა სელენა, ყველა საჭირო ნივთი ჩაალაგე და დემიენ ჯონსის სახლში მომიტანე, დეტალებს აქ მოგიყვები
-კარგი შევეცდები სწრაფად მოვიდე
-კარგი გელოდები-მოლიმ ყურმილი დაკიდა
-მოლი აჯობებს შხაპი მიიღო და ტანსაცმელი გამოიცვალო, სახლში მერის დისშვილის ტანსამელი გვაქვს ალბათ მოგერგება-მოლიმ თანხმობის ნიშნად დემიენს თავი დაუქნია და უკან გაყვა. სელენა მოლის ზარის შემდეგ პირდაპირ მის სახლში წავიდა, სახლთან მისული ყოყმანობდა თუმცა ზარი მაინც დარეკა, კარი ატირებულმა ნატალიმ გაუღო
-გამარჯობა სელენა თუ მოლის სანახავად მოხვედი ის სახლში არ არის-სელენას სურდა ნატალისთვი ტირილის მიზეზი ეკითხა თუმცა ვერ გაბედა და პირდაპი სათქმელზე გადავიდა
-მისის კლარკ მოლიმ მისი ნივთების წასაღებად გამომგზავნა
-ის შენთან მოვიდა?
-არა დამირეკა და მთხოვა მისთვის ნივთები მიმეტანა
-კარგი მის ოთახამდე მიგაცილებ-ნატალი გოგონას კიბეზე გაუძღვა და მოლის ოთახთან მიიყვანა-ჩემოდანი კარადის თავზეა რას წაუღებ თავად გადაწყვიტე
-კარგით მისის კლარკ შევეცდები სწრაფად მოვრჩე
-ნუ იჩქარებ. სელენა მოლიმ ნივთების მიტანა სად გთხოვა?
-მისი უფოსის სახლში
-გასაგებია და სხვა არაფერი უთქვამს?
-დეტალებზე მეც არაფერი ვიცი-სელენამ სწრაფად შეაგროვა მოლის ნივთები, უნდოდა მალე მისულიყო მოლისთან რათა ყველაფერი დაწვრილებით გაეგო. ის კიბეებზე ჩამოდიოდა როცა ერიკ კლარკი შინ დაბრუნდა-გამარჯობა მისტერ კლარკ
-გამარჯობა სელენა, ეს მოლის ჩემოდანია ის ზევით არის?
-არა სერ მოლიმ ნივთების მიტანა მთხოვა-სელენა კლარკებს გამოემშვიდობა და მოლისთან წავიდა
-ნატალი ჰკითხე გოგონას სად არის მოლი?-ნატალის ტირილი აუვარდა
-ის დემიენის სახლშია, მეგობარს ნივთების მიტანა იქ თხოვა-ერიკი ნატალის მოეხვია და ასე იდგნენ ორივე გარინდულები. მოლი სელენას მოლოდინში ფანჯარას არ სცილდებოდა და აი ისიც კარზე ზარის ხმა გაისმა, მოლიმ სასწრაფოდ გააღო კარი
-გამარჯობა საყვარელო შეგიძლია ამიხსნა აქ რა ხდება?
-მისაღებში გავიდეთ და ყველაფერს მოგიყვები -მოლიმ სელენას ყველა დეტალი მოუყვა, გოგო შოკში იყო მოსმენილისგა
-ძვირფასო შენი ისტორია სატელევიზიო შოუს ჰგავს, ახლა როგორ უნდა მოიქცე?
-სანამ გადავწყვეტ ჩემს ცხოვრებას რა მოვუხერხო აქ ვიცხოვრებ დანარჩენი არ ვიცი-დიდ ხნიანი სტუმრობის შემდეგ სელენა მეგობარს გამოემშვიდობა და სასწრაფოდ ჯეიმის სანახავად წავიდა რათა ეს შემაშფოთებელი ამბავი მოეყოლა, თუმცა ჯეიმისთვის ის არც ისე შემაშფოთებელი იყო
-სელენა ჯონსების სახლიდან რატომ მოდიხარ?
-საყვარელო ვერც კი დაიჯერებ ახლახანს რა გავიგე
-ჯერ ის მითხარი ჯონსებთან რა გინდოდა
-მოლი ვნახე და სახლიდან ნივთები მივუტანე
-ესეიგი ყველაფერი გაიგო?! როგორ არის?
-რა? შენ ყველაფერი იცოდი?
-ის რომ დემიენი მამამისია?! კი რამდნეიმე დღეა რაც ვიცი
-და აზრად არ მოგივიდა რომ ჩემთვისაც გეთქვა?!
-მაპატიე პატარავ მაგრამ ეს ჩემი საიდუმლო არ იყო
-სელენა ის როგორ არის?-ეზოში რაიანი გამოვიდა
-შენც იცოდი სიმართლე?
-კი ვიცოდი, ეს ჩემს გამო გამჟღავნდა ეს წყეული საიდუმლო. როგორ არის მოლი?
-ამას გადაიტანს ის ძლიერია
-დემიენთან გადმოვიდა საცხოვრებლად?
-არა რაიან აქ დროებით რჩება, სანამ გადაწყვეტს ამ არეულობას რა მოუხერხოს
-შენი აზრით ახლა შესაფერისი დროა რომ დაველაპარაკო?
-რაიან რამდენიმე საათის წინ მისი ცხოვრება თავდაყირა დადგა ახლა შესაფერისი მომენტი არ არსებობს, უბრალოდ მიდი და დალეაპარაკე
-მართალი ხარ, კარგი მე მოლისთნ წავალ
-საყვარელო მე სახლამდე მიგაცილებ, რაიან თუ რამდე დაგჭირდეს დამირეკე-რაიანი მოლის სანახავად წავიდა, ხოლო ჯეიმიმ სელენა გააცილა, ის გზად გაუჩერებლივ საუბრობდა ვერ ეგუებოდა იმ ფაქტს რომ ჯეიმიმ სიმართლე არ უთხრა. რაიანმა კარზე ზარი დარეკა თუმცა არ იცოდა მოლისთვის რა უნდა ეთქვა, კარი მოსამსახურემ გააღო
-გაბრიელ აქ თქვენი სტუმრის სანახავად მოვედი შეგიძლია დაუძახო
-მისტერ ადამს ბატონის ქალიშვილი მისაღებშია შეგიძლიათ შეხვიდეთ-რაიანს ეუცხოვა სიტყვები „ბატონის ქალიშვილი“
-გამარჯობა მოლი-რაიანის დანახვაზე მოლი სწაფად წამოდგა სავარძლიდან მასთან მივიდა და მაგრად მეხვია
-ისე მიახრია რომ მოხვედი, აქ თავს უცნაურად ვგრძნობ
-მოლი ჩვენ უნდა ვისაუბროთ
-იმაზე თუ უნდა მესაუბრო რაც გააკეთე საჭირო არ არის
-რას გულისხმობ?
-რაიან დემიენმა მომიყვა რამდენად ეცადე რომ ჩვენ სიმართლე გაგვეგო
-კარგი და შენ არ მიბრაზდები?
-რატომ უნდა გავბრაზდე შენ ერთადერთი ხარ ვინ იზრუნა იმაზე რომ სიმართლე მცოდნოდა. რატომ გეგონა რომ გაგიბრაზდებოდი?
-არ ვიცი მე რომ არა შენი ცხოვრება თავდაყირა არ დადგებოდა
-საყვარელო დამიჯერე ტყულში ცხოვრებას ეს ქაოსი მირჩევნია
-გულზე მომეშვა. აბა რას აპირებ მომავალში?
-არ ვიცი, დსაწყისითვის გონება უნდა გავითავისუფლო
-მართალია აჯობებს ცოტა ხანს თუ უნივერსიტეში არ ივლი
-მართალია ჯერ ამ არეულობას მოვაწესრიგებ შემდეგ კი ჩემს ცხოვრებას დავუბრუნდები. რაიან მადლობა რომ გვერდში მიდგახარ მაგრამ რამდენიმე დღე უნდა განვმარტოვდე
-საყვარელო მე იმდენ დროს მოგცემ რამდენიც დაგჭირდება. ახლა კი დაისვენე მე წავალ
-შეხვედრამდე-მოლიმ რაიანი კარამდე მიაცილა, თვითონ კი ფანჯარასთნ მოკალათდა და წვიმის წვეთებს უყურებდა, წვიმა ეს ის იყო რაც მას ამშვიდებდა.
რამდენიმე დღიანი განმარტოება, აი რა ეგონა მოლის გამოსავალი თუმცა შეცდა, ვერანაირი განამრტოება გამოასწორებდა მომხდარს. თვრამეტი წელი იცხოვრა ხალხთან რომელიც ატყუებდა, მამას ეძახდა იმ კაცს რომელმაც იცოდა რომ მისი ბედნიერება სხვის უბედურებაზე იყო აგებული, თუმცა ეს არ ცვლიდა იმ ბედნიერ მომენტებს რომლებიც მოლიმ მამის გვერდით გაატარა. ის ხშირად ფიქრობდა იმ ბედნიერ წამებზე რომელიც მშობლებთან ერთად გაატარა თუმცა ეს არ იყო საკმარისი, როცა მოლი წარმოიდგენდა რა გადაიტანა ამ დროის მანძილზე დემიენმა ბრაზი იპყრობდა, ბრაზი მშობლების მიმართ. ვერ ხვდებოდა როგორ შეძლო მისმა მშობლება ამდენ ხანს ჩუმადლ ყოფნა, ხალხი რომელიც მას გამუდმებით სიმართლის თქმას ასწავლიდა თვად გამოდგნენ დიდი მატყუარები. დემიენის გვერდით გატარებული ყოველი დღე მოლის აჩვენებდა იმას თუ რა დაკარგა, ყოველი დემიენის გამოხედვა მისდამი სითბოთი და სიყვარულით იყო სავსე, ისეთი დიდი სიყვარულით რომელსაც ვერც ერთი სიტყვა ვერ აღწერს. მოლის სურდა სწრაფად დაელაგებინა ყველაფერი რადგან იცოდა ეს გაურკვევლობა დემიენს როგორ კლავდა, ისევ როგორც მის გამზრდელ მშობლებს, თუმცა რთულია გადახაზო ის წლები რომელიც მოლიმ კლარკებთან გაატარა იმ მომავლისთვის რომელიც არავინ იცის როგორ წარიმართება. კლარკები რამდენჯერმე ეცადნენ მოლის ნახვას თუმცა უშედეგოდ, მოლიმ მათი ნახვა არ ისურვა, მას ის აოცებდა რომ დემიენმა ისინი სახლში შემოუშვა, მაგრამ ხვდებოდა რომ ეს ყველაფერი მისთვის იყო.
კვირა, დილის ათი საათი.
-დილა მშვიდობისა დემიენ-მოლი სასადილო ოთახში შემოვიდა, მაგიდა ორ კაცზე იყო გაშლილი, სუფრის თავში დემიენი იჯდა და მოლის უყურებდა-დემიენ მოხდა რამე?
-იცი მოლი ამ ქვეყნად ყველაზე ბედნიერი კაცი ვიქნები როცა დილით ამ კიბეებზე ჩამოხვალ და სახელის ნაცვლად მამას დამიძახებ-დემიენს თვალები აუწყლიანდა
-მე ვცდილობ, ძალიან ვცდილობ მაგრამ თვრამეტი წელი დიდი დროა, ამ დაკარგულ წლებს კი ხუთ დღეში ვერ დაგიბრუნებ-დემინი მოლის ხელზე ნაზად შეეხო და თვალებში ჩახედა
-ჩემთვის იმის ცოდნაც საკმარისია რომ ცდილობ, მე შენ არაფერს ისეთს არ მოგთოვ რისი გაკეთებაც არ გენდომება-მოლისთვის ეს ბოლო წვეთი იყო, ეს საუბარი თითქოს ნიშანი იყო იმის რომ დრო მოვიდა ყველაფერი თავის ადგილას დაებრუნებინა
-ვიცი რომ არაფერს დამაძალებ და სწორედ ამიტომ მიყვარხარ-ის სკამიდან წამოდგა დემიენს ლოყაზე აკოცა და სადღაც წავიდა
-გაბრიელ გაიგონე-დემიენის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა-მან თქვა რომ ვუყვარვარ
-გავიგონე სერ. ბატონო დემიენ თქვენ უნდა იცოდეთ რომ ის საოცრად გგავთ და რაც არ უნდა მოხდეს ის მაინც თვქნი შვილი იქნება
-მადლობა ამ სიტყვებისთვის გაბრიელ-მოლი სწრაფი ნაბიჯით(თითქმის სირბილით) შევიდა ადამსების სახლში, მისაღებ ოთახში მჯდომ პიტერსა და მედისონს მიესალმა და პირდაპირ რაიანის ოთხში შევიდა რომელსაც ჯერ კიდევ ეძინა
-გაიღვიძე ძილის გუდა შენი დახმარება მჭირდება-რაიანმა თვალები ზანტად გაახილა და მოლის დანახვამ ძალიან გააკვირვა
-მოლი აქ როგორ მოხვდი?
-კარიდან გენიოსო, ადექი უნდა წავიდეთ
-მოიცადე დედაჩემმა შემოგიშვა?
-არა ბაღისმხრიდან კარი ღია იყო და მეც შემოვედი, ახლა კი მორჩი კითხვების დასმას და ადექი
-სად უნდა წავიდეთ?
-მინდა რომ ჩემი გამზრდელი მშობლების სახლში წამიყვანო
-უკვე გადაწყვიტე?
-კი დრო მოვიდა ყველაფერი თავის ადგილას დავაბრუნო-რაიანი სწრაფად მოწესრიგდა და მოლი სახლში წაიყვანა
-გინდა შემოვიდე?
-არა ეს მარტომ უნდა გავაკეთო-მოლი მანქანიდან გადავიდა და სახლში შევიდა, რაიანი ფიქრობდა რომ ამ საქციელით მოლიმ გაზრდელი მშობლები აირჩია და დემიენი ძალიან ებრალებოდა. ის ერთ საათზე მეტხანს ელოდა მოლის მანქანაში, ცოტაც და სახლში შევიდოდა მაგრამ არ დასჭირდა დაინახა როგორ გაიღო სახლის კარი და იქედან მოლი როგორ გამივიდა, შემდეგ რაიანმა სახლის ფანჯრებს გახედა და ფანჯრის მიღმა მისის და მისტერ კლარკი დაინახა, ის ვერ ხვდებოდა რა მოხდა ცოტა ხნის წინ თუმცა არც მოლისთვის არ უკითავს არაფერი. მოლი და რაიანი კვლავ სახლში დაბრუნდნენ, მოლი მანქანიდან უსიტყვოდ გადავიდა დემიენის სახლისკენ გაემართა, მას გზად სამსახურში მიმავალი დემიენი შეხვდა
-მოლი ძვირფასო სად იყავი?
-ჩემს სახლში, შენ სამსახურში მიდიხარ?
-კი რაიმე ხომ არ გინდა?
-არა მე რაღაც საქმეები მაქვს მოსაგვარებელი
-კარგი მაშინ დროებით -მოლის ამაზე არაფერი უპასუხია, დემიენს კი გული სევდით აევსო როცა მოლიმ უთხრა რომ ჩემს სახლში ვიყავიო. მოლი სახლში შესვლისთანავე გაბრიელი იხმო
-გისმენთ პატარა ქალბატონო
-გაბრიელ მინდა რომ დღეს დასვენების დღე აიღო
-რატომ ქალბატონო რაიმე არასწორად გავაკეთე?
-არა ყველაფერი რიგზეა უბრალოდ დღეს დაისვენე და ხვალ დილით დაბრუნდი
-კარგით როგორც მეტყვით -ამის შემდეგ მოლი სტუმრების საძინებელში შევიდა და თავისი ჩემოდანი ჩაალაგა. დემიენი წუხდა დილით მომხდარის გამო ვერ ხვდებოდა მოლიმ რა გადაწყვიტა ამიტომ შესამოწმებლად გაბრიელს დაურეკა
-გაბრილე ჩემი გოგონა რას აკეთებს
-არ ვიცი სერ ქალბატონმა დასვენების დღის აღება მთხოვა, თუმცა სანამ წამოვიდოდი დავინახე ჩემოდანს როგორ ალაგებდა -ამ სიტყვებმა დემიენს თავზარი დასცა, ყურმილი სასწრაფოდ დაკიდა და კაბინეტში დაიწყო აქეთ იქეთ სიარული. ეს გაუგებრობა მას ბოლოს უღებდა, ის ყოველ წამს ელოდა რომ მოლი დასამშვიდობებლად დაურეკავდა თუმცა ასე არ მოხდა, დემიენი მთელი დღით ტელეფონს თავლს არ აცილებდა თუმცა მხოლოდ სამსახურთან დაკავშირებით ურეკავდნენ. სამუშაო დღის დასრულების შემდეგ მან სახლში წასვლამდე ელფოსტის შემოწმება გადაწყვიტა, იქაც არაფერი იყო მხოლოდ სამსახური და მხოლოდ ერთი მესიჯი ადვოკატისგან „გილოცა“. დემიენმა ამ მესიჯს ყურადღება არ მიაქცია და პირდაპირ სახლში წავიდა. როდესაც მანქანა სახლთან გააჩერა დაინახა რომ მთელი სახლი ჩაბნელებული იყო, ამან მას იმედი საბოლოოდ გადაუწურა, მან კარი გააღო ჩანთა და პალტო შესასვლელში დადო და პირდაპირ მეორე სართულზე ავიდა, რათა მისი ქალიშვილის ძველ ოთახში შესულიყო, ის დერეფანს გაუყვა და კართან მისვლისას რაღც არ იყო რიგზე, მან კარის სახელური გადაატრიალა, კარი გააღო და ნანახმა გააოცა ოთახი მთლიანად შეცლილი იყო, ბავშვის საწოლის ნაცვლად ჩვეულებრივი დიდი საწოლი იდგა და ყველაგან გაუხსნელი ყუთები ეწყო. დემიენი ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა ამიტომ სწრაფად ჩამოვიდა დაბლა რათა მოახლისთვის დაერეკა, თუმცა სანამ ტელეფონთან მივიდა მისი ყურადღება განათებულმა სასადილო ოთხმა მიიპყრო სადაც ვახშამი ორ კაცზე იყო გაშლილი, დემიენი ნელა მიუახლოვდა მაგიდას და დაინახა რომ მის თეფშზე საჭმლის ნაცვლად კონვერტი იდო, კონვერტი ფრთხილად გახსნა და იქედან საბუთები ამოიღო, ამ დროს კიბეებზე ფეხის ხმა მოესმა
-საღამომშვიდობისა მამა-ოთახში მოლი შემოვიდა დემიენთან სწრაფად მიირბინა და მოეხვია. კონვერტში მოლის ახლაი დაბედების მოწმობა, მართვის მოწმობა და პასპორტი იდო ყველა მათგანზე ეწერა „მოლი ჯეინ ჯონსი“.


დასასრული




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent