შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოთამაშე (ნაწილი მეცხრე)


22-10-2017, 19:42
ავტორი Bonnie Blue
ნანახია 1 387

12.
მ ა თ ე

მოდი და ხმა არ ამოიღო უხერხულ სიტუაციაზე. ბექა სიბრაზისგან აარხლებულია, ეკე ყოველ წამს გუკასკენ და კესისკენ იყურება, ნიკა კი ჯერაც ვერ გარკვეულა რა ხდება. მარი და ანა კი ჩუმად ზიან, ცდილობენ არაფერი არ შეიმჩნიონ მაშინ როდესაც თაკომ და ნიცამ დიდი ხნის წინ დაგვტოვეს.
მას მერე რაც კესის გაეღვიძა ყველანი ჩუმად ვზივართ და ხმას არ ვიღებთ. ანამ და მარიმ რამდენჯერმე ცადეს ჩვენი ალაპარაკება, ერთხელ ნიკამაც ცადა, მაგრამ უშედეგოდ. ბექა გუკას და კესის უბღვერს, გუკა ბექას და მე. კესი კიდე სამივეს უხერხულად გვიყურებს.
-კაი, ამოღერღეთ რა ხდება. -გაბრაზებული ნიკა ბოლო ხმაზე ყვირის. -დავიღალე. აშკარაა რომ ნაჩხუბრები ხართ, რომ ეს ორნი ერთად არიან. -ხელით კესისკენ და გუკასკენ იშვერს, რომლებიც იმ წამსვე წითლდებიან და უარყოფას იწყებენ. -რომ ეკე ეჭვიანობით სკდება და მე და გოგოები უხერხულად ვართ.
-დაწყნარდი. -ჩემდა გასაკვირდა ის რომელიც ხმას იღებს არა კესი არამედ ბექაა. -შენი საქმე არაა, ნიკა.
-ოჰ, არა? - კესიც ნელ-ნელა ღიზიანდება. - რა იყო, არ უთხარი შენს ძმაკაცებს როგორი მეგობრობაც იცი? - ხმა დამცინავი და ცივი აქვს. -არ უთხარი რა საყვარლად მაიძულებდი უარი მეთქვა თამაშზე?
-რომელიც შენთან ერთად ყველას მოგვკლავს?! -ბექა ყვირილს იწყებს და მუშტს მაგიდას ურტყავს. -შენ შიეძლება ზე ოცნებობ, მაგრამ გადააბიჯე ეგოიზმს რა, შენც კარგად იცი რომ ისინი ჩვენც მოგვკლავენ! - ბექა ყვირის, კესი კი ჩუმდება. სახე უწითლდება და თავს დაბლა ხრის. სიბრაზისგან ცახცახს იწყებს და მუშტს კრავს.
აქედანვე ვგრძნობ მისი ზიზღის კოეფიციენტი როგორ იზრდება ჩვენს მიმართ. სიბრაზე ახრჩობს და ის მას გარეთ გამოღწევის საშუალებას არ აძლევს.
-წავედი. -იძახის ხმადაბლა და კარებისკენ მიდის, თავის ჩანთას იღებს და კარების გაღებას იწყებს.
ანა და მარი უკან მიზდევენ, გუკა, ნიკა და ეკე კი მკვლელი თვალებით უყურებენ ბექას. მე ჩუმად ვზივარ.
-რაზე ფიქრობდი საერთოდ?! - გამწარებული ანა ოთახში შემორბის და ბექას უყვირის. - რაზე ლაპარაკობდი იცი მაინც?!
-კი. - ბექა ხმადაბლა იძახის და ჩემკენ იხედება, მაგრამ თვალს მეც მარიდებს. -ისინი ჩვენ მოკვლასაც დააპირებენ. შემიძლია ამაში 100%-ით ვიყო დარწმუნებული.
-ეგ უფლებას გაძლევს მეგობარს ზურგი აქციო? - მარი გაკვირვებული ეკითხება და თვალებში უყურებს.
-არ ვიცი... -იძახის ხმადაბლა, მაგრამ თავისას მაინც არ იშლის. - ალბათ კი, რადგან ჩემთვის სიცოცხლე რაღაცას ნიშნავს.
-მაინც რას? -რატომღაც ამას მე ვეკითხები. -მის ადგილას მე ან გუკა ან ნიკა ან ეკე ან რავი ნებისმიერი სხვა რომ ყოფილიყო, იგივეს იზამდი?
-თქვენ შეუგნებლები არ ხართ. -იძახის ბექა გაღიზიანებული. -და თვითმკვლელობაზე არ წახვიდოდით, მითუმეტეს მაშინ რომ გცოდონოდათ ეს სხვასაც შეიწირავდა.
-რატომ გგონია მასე? -იძახის მოულოდნელად ეკე. სახე გაფითრებული, მაგრამ სერიოზული აქვს, თვალები ჩამუქებული და გაყინული. -საიდან იცი რომ ჩვენც იგივეს არ ვიზამდით? - ეკე თავს აქნევს და ბექას გვერდულად უყურებს, მისი გამოხედვა... ვენებში სისხლს მიყინავს... თითქოს მხეცი იყოს, რომელიც თავის მსხვერპლს უყურებს. - კესი წესების შეცვლას ცდილობს, რომ უამრავი ადამიანი გადააარჩინოს, ამას თავს სწირავს, და დამიჯერე შენი გასიებული ტრ*კიც თუ შეეწირა არაფერი მოხდება.
-შენს ადგილას მასე არ ვილაპარაკებდი. -ბექა დაბალი, დაძაბული ხმით იძახის, რაც ეკეს ახარხარებს.
-რატომ? შენ გამიკეთებ რამეს? - ეკე დამცინავი კილოთი ეკითხება და თავს აქნევს. -შენ ის ბიჭი არ ხარ, პირველ დღეს როცა მელაპარაკებოდა რომ კანკალებდა? თამაშის ხსენებისას რომ ფითრდებდა და კესის უმტკიცებდა ელიტა არ ხარო, სინამდვილეში კი ელიტა საკუთარი თავი ეგონა?
ბექა ნერწყვს ყლაპავს, მაგრამ ხმას არ იღებს.
-რა ნამუსით ამბობ კესიზე რამეს? - ეკე არ ჩერდება და დაგროვილ ბრაზს ბოლომდე იღებს. -მან, შენც გადაგარჩინა, და კიდევ ბევრი შენნაირი.
-გაჩუმდი. -ბექას სიბრაზისგან საზე პამიდორს მიუგავს.
-შენ გაჩუმდი. -გუკა ხმას პირველად იღებს. სიბრაზისგან აწითლებულია და მუშტი აქვს შეკრული. - მართალს იძახის. კესის შენ მეგობრად მიაჩნდი, შენ კი ადექი და ასეთი რამ გაუკეთე. მასე მეგობრები არ იქცევიან, რა გარანტია უნდა მქონდეს რომ ნებისმიერი ჩვენგანის შემთხვევაში იგივეს არ იზამ? თუ არაფრის ფასის მქონე სიტყვაზე გენდო?
ბექა პირს აღებს, მაგრამ ხურავს, ხმას ვერ იღებს, ან რაღა უნდა თქვას? უსიტყვოდ დგება და სახლიდან გადის, მაგრამ მის შეჩერებას არავინ არ ვცდილობთ.

***
მ ა რ ი

ვუყურებ როგორ მიდის ბექა, მაგრამ მას არ ვაჩერებ. ან რატომ გავაჩერო? რა აზრი ექნება ის მაინც წავა, გაიქცევა, დაიმალება. იმას იზამს რასაც ალბათ ყველა ჩვენგანი უნდა აკეთებდეს, მაგრამ არ აკეთებს.
-კესი ეგოისტი არ არის. -ანა ხმას პირველად იღებს და მაგიდას უყურებს. მის ლოყებზე ჩამომავალ ცრემლებს ვამჩნევ და სევდიანად მეღიმება. ყველა მისკენ იყურება, მომლოდინე თვალებით. -ის ეგოისტი არ არის, უთხარი მარი! - ყვირილს იწყებს მოულოდნელად და შოკოლადისფერ თვალებს მანათებს.
-რა უნდა გვითხრას? - კითხულობს დაბნეული ეკე და ჩემკენ იყურება. - მალავთ რამეს?
-სიმართლეს. -იძახის გაღიზიანებული ანა და მავედრებელი თვალებით მიყურებს. -გთხოვ, უთხარი რომ კესი ეგოისტი არ არის. -ისტერიკებშია ჩავარდნილი, ცრემლები მოდის და მოდის, ჩანჩქერივით.
-კესი ეგოისტი არ არის... -ვიძახი ხმადაბალი ხმით და ყველა ჩემკენ იყურება. თავს დაბლა ვხრი და უამრავი გრძნობა მაწვება, მე უფლება არ მაქვს კესის საიდულმო სხვას ვუთხრა, მაგრამ ამათ უფლება აქვთ სიმართლე იცოდნენ. - ის დეპრესიაშია.
-რას გულისხმობ? -პირველი გუკა მოდის აზრზე და დაბნეული მეკითხება.
-ის ს ცდილობს. - ვეუბნები ხმადაბალი ხმით. - ის თვითმკვლელ თამაშზე იმიტომ მიდის, რომ ამით იცის თავს მოიკლავს. -თავს ვაქნევ და მოგონებების მორევში ვინთქმები. -ეს ადრეც მოხდა, დაჩის სიკვდილის შემდეგ... მან...-ცრემლები თავისით იწყებს დინებას და მათ ვერ ვაკავებ. - მან... ცადა... შემთხვევით შევუსწარით... -თავს ვაქნევ და ვცდილობ მათ გაკვირვებულ და შეშინებულ სახეებს მზერა ავარიდო. - ის სუიციდისკენ იყო მიდრეკილი, მას სიკვდილი უნდოდა... დავეხმარეთ რომ... დეპრესიიდან გამოსულიყო...-თავს ვხრი და უფრო მეტად ვიწყებ ტირილს. მისი გახსენება მტკივნეულია, ზედმეტად მტკივნეული... -შემდეგ... შემდეგ გამოჯამრთელდა... მაგრამ... შემდეგ ნინი იყო... -ბიჭებს სუნთქვა ეკვრებათ. - მაგრამ ამ დროს მას არაფერი ეტყობოდა, საერთოდ არაფერი, მერე თამაშში მოხვდა, და ყველა მოკლა... შემდეგ კი სურვილი ჩაიფიქრა, რომელიც მას მოკლავდა, და ამავდრულად თამაშსაც დაამთავრებდა...
-ეს... - ნიკა ხმას იღებს, მაგრამ უწყდება. -რატომ... რატომ არ მითხრა, ამდენი ხანია ვიცნობდი...ბექამ...იცოდა?
თავს ვაქნევ და გვერდზე ვიყურები რომ მათი შუშისებრი თვალები არ დავინახო.
-არა, არავინ, ჩვენ გარდა. -იძახი ანა ჩემ მაგივრად. მისკენ ვიხედები, დაწყნარებულია, და ცდილობს გაიღიმოს. გამოსდის, სევდიანი ღიმილი.
გუკასკენ ვიყურები, სახე ალეწილი და გაშეშებული აქვს. თვალები უემოციო და ცივი. შემდეგ მზერა ეკესკენ გადამაქვს, რომლის თვალებშიც ემოციების ქარბუქია. სახე აწითლებული აქვს, ცახცახებს და ერთ წერტილს აშტერდება.
მათე კი უბრალოდ გვიყურებს, შოკირებული, სახეზევე ეტყობა რომ ბოლომდე არც კი სჯერა ჩვენი ნათქვამი.
მაგრამ არ მიკვირს, ჩემი თვალით რომ არ მენახა ის სისხლის მორევი არც მე არ დავიჯერებდი.

----მოგონება-----
-ნინო დეიდა! -კარში გაბადრული სახით შევდივარ და ნინო დეიდას ვეხვევი. -კესი სადააა? -ვეკითხები გაკვირვებული როდესაც ჩემს შესაგებლად გაგიჟებული არავინ მორბის.
-ოთახშია, მთელი დღეა არ გამოსულა. -იძახის ჩახლეჩილი და დასევდიანებული სახით. -იქნებ, შენ მაინც შეძლო მასთან ლაპარაკი, აჭამო მაინც...
თავს ვუქნევ და კესის ოთახისკენ მივიდივარ. კარებზე ვაკაკუნებ, მაგრამ ხმას არ მცემს, შემდეგ სახელურს ვკიდებ ხელს და კარებიც იღება.
პირველი რასაც ვხედავ მუქი წითელი ბლანტი ნივთიერებაა, რომელიც იატაკზე გუბურასავით არის დაგროვილი, პატარა გუბურასავით, რომელიც კესის ფეხებთან არის. კესის კი ერთ ხელში ბასრი დანა უჭირავს და მეორე ხელს დაჰყურებს, საიდანაც სისხლი სდის.
-კესი! -ბოლო ხმაზე ვკივივარ და ჩემს ყვირილზე ნინო დეიდაც შემორბის. როდესაც თავის შვილს ხედავს კივის, ჩვენს ხმაზე კი კესის დანა უვარდება, და შეშინუბული გვიყურებს, თითქოს გვეკითხებოდეს რა გინდათო. შემდეგ კი, გული მისდის.

-----მოგონების დასასრული----

მეგონა რომ ყველაფერი მოვიტოვეთ, ამის გახსენებაც კი ძარღვებში სისხლის მიყინავს. მეგონა რომ ყველაფერი დამთვარდებოდა, მაგრამ როდესაც კესიმ მეორე შანსიც უარყო, დავიჯერე რომ უკვე ვერაფერს ვეღარ ვიზავდით. მაგრამ ეს მისი არჩევანია, ჩვენ კი მხოლოდ ის დაგვრჩა ვიოცნებოთ რომ ის ცოცხალი გადარჩება.













-----------

გამარჯობათ ^^
ბოდიშით რომ ძალიან ვიგვიანებ ხოლმე და შედარებით (არაშედარებითაც) ძალიან პატარა თავებს ვდებ... იმედი მაქვს მოგეწონებათ... ^^



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

გელოდები მოუთბენლად.
რაც იყო ძაან მაგარი იყო...

 


№2 სტუმარი სტუმარი Eko

მართლა ძალიან პატარა თავია.იმდენად ვიყავით შენგან განებივრებულები და მიჩვეულები დიდ თავებს რომ ნამდვილად დამრჩა უკმაყოფილების გრძნობა,მაგრამ მაინც ვისიამოვნე.უნდა ვაღიარო ისიც,რომ წინ გადადგმული ნაბიჯია იმ მხრივ,რომ კესის საქციელს,რომელიც მეგობრებში დაბნეულობისა და გაუგებრობის გრძნობას იწვევს ახსნა მოუძენბე.ძალიან გთხოვ მომდევნო თავი იქნებ მალე დადო.წარმატებები????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent