შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე არ დამისრულებია...(XV თავი)


22-10-2017, 22:27
ავტორი nina.d.
ნანახია 3 402

ასე ვიყავით ჩახუტებულები, შემდეგ ავდექით და ჩემთან წავედით. გაბრიელს გასაღები მივეცი და სახლში ავიდა, მე კი ნია წამოვიყვანე ბებოსგან და მეც ავედი სახლში. ამ დროში გაბრიელი უკვე ყავას ამზადებდა. ნიას ისე გაუხარდა მისი დანახვა, რომ მაშინვე გაიქცა, გაბრიელმა ხელში აიყვანა და ჩაეხუტა. რა კარგები არიან, ჩემი სიხარულები. მაიმუნობას, რომ მორჩნენ მისაღებში დავსხედით და ყავა დავლიეთ. ნიას მულტფილმი ჩავურთე, ერთად ვისხედით სამივე და ვუყურებდით. ნიას ჩემ კალთაში ჩაეძინა, თავის საწოლში ჩავაწვინე, შუბლზე ვაკოცე და გაბრიელთან დავბრუნდი. ხელი მხარზე მომხვია და ჩამეხუტა.
-წავალ მე წყალს გადავივლებ._ვუთხარი ღიმილით და ფეხზე წამოვდექი.
-არ გინდა მეც წამოვიდე?_მითხრა ეშმაკურად და ფეხზე წამოდგა. ნერწყვი ხმაურით გადავყლაპე და უკან დავიხიე.
-მარტოც მოვახერხებ._ვთქვი დაბნეულმა.
-რატომ იბნევი ქეთევან?_ლოყაზე ხელი ნაზად ჩამომისვა, ცერა თითი ტუჩებზე გადამატარა. მეორე ხელი მაისურის ქვეშ შემიცურა, უბრალოდ კანზე შემეხო და გაჩერდა. პულსმა მაშინვე დაიწყო მატება და მთელი სახე გამიხურდა.
-სანამ გული წაგივა, წადი წყალი გადაივლე._მითხრა სიცილით და ტუჩებზე მოწყვეტით მაკოცა.
-საზიზღარო._მთელი ძალით ვუთავაზე მუშტი მხარში.
-ჩემზე უნდა ავარჯიშო კუნთები?_ბუზღუნით თქვა და მხარი დაიზილა.
-სიამოვნებით._ვუთხარი სერიოზულად და სააბაზანოსკენ ავიღე გეზი.
სააბაზანოდან, რომ გამოვედი გაბრიელი მისაღებში იწვა და ეძინა. თავთან ჩამოვუჯექი და სახეზე მოვეფერე, მაგრამ სახეზე თმიდან ჩამოსული წვეთები დაეცა და შეიშმუშნა. ხელი ისევ მის ლოყაზე მედო, ჩემი ხელი თავისაში მოიქცია და ხელის გულზე მაკოცა.
-წამოდი საწოლში დაწექი._ვუთხარი ღიმილით და შუბლზე ვაკოცე.
-ჯერ თმა გაიმშრალე, თორემ გაცივდები.
-კარგი.
დივნიდან წამოდგა, მეც წამოაყენა და ოთახისკენ წავიდა. მეც უკან მივყევი, შარკის წინ სკამი დადგა, ოთახიდან გავიდა, უკან კი ფენით დაბრუნდა. მის ყველა მოძრაობას ყურადღებით ვაკვირდებოდი. ხალათის ქუდი უკან გადაწია, ფენი ჩართო და თმის გაშრობა დაიწყო. ყველაფერს ისე ნაზად და თბილად აკეთებდა, რომ მოვითენთე. ვგრძნობდი, რომ ეს ვნებაზე და სურვილზე მეტი იყო. ფენი გამოირთო, თმები მხრებიდან გადამიწია და ყელში მაკოცა. ხალათი მხრიდან ოდნავ ჩამოწია, მაკოცა და ისევ გაასწორა.
-ახლა შეიძლება დაძინება._მითხრა ღიმილით და ტანსაცმლის გახდა დაიწყო. მოჯადოებული ვიყავი მისი ყოველი მოძრაობით და თვალის მოუშორებლად ვუყურებდი.
-მოდი._სკამიდან წამომაყენა, ხალათი გამიხსნა და გამხადა. მაისურის ქვეშ ხელი შემიცურა და ტუჩებზე მაკოცა. საწოლში შეწვა, მეც გვერდით მივუწექი და ჩავეხუტე.
-ჩემო პატარავ._თქვა ღიმილით და შუბლზე მაკოცა.
-ძილინებისა._ვუთხარი ღიმილით და ტუჩებზე ვაკოცე.
-ძილინებისა ქეთევან._ხელები ზურგზე მომხვია, შუბლზე მაკოცა და დაიძინა.
დილით რატომღაც თავისუფლად ვიწექი. თვალები გავახილე, მიმოვიხედე მაგრამ გაბრიელი იქ არ იყო. საწოლიდან ავდექი, ხალათი შემოვიცვი და ოთახიდან გავედი. სამზარეულოდან ხმაური მომესმა, კარი შევაღე და ჩუმად შევიჭყიტე, გაბრიელი დახეული ჯინსის ამარა იდგა და ყავას აკეთებდა. მაგიდაზე კი, ყვავილების თაიგული, კრუასანები და შოკოლადები იდო. ღიმილით შევცქეროდი ამ სრულყოფილების განსახიერებას. ჩუმად გამოვხურე კარი და ისევ საწოლში დავბრუნდი. რამდენიმე წუთში კარი გაიღო, მე კი თავი მოვიმძინარუნე. ყველაფერი ტუმბოზე დადო და გვერდით ჩამომიჯდა, მხარზე ნაზად მომეფერა შემდეგ კი იმ ადგილზევე მაკოცა.
-ძილისგუდა, გაიღვიძე._თქვა ღიმილით და ისევ მაკოცა.
თვალები ნელა გავახილე, გაბრიელი ისეთი საყვარელი სახით დამყურებდა, რომ გამეღიმა. დაიხარა და ტუჩებზე მაკოცა, ოდნავ მომშორდა და თქვა:
-ეს უკვე მეორე საუკეთესო დილაა. ბევრი ასეთი დილა მინდა._გაიღიმა და ისევ ტუჩებზე მაკოცა.
-დილიდანვე სიტკბოს და სითბოს აფრქვევ გაბრიელ?_სიცილით ვუთხარი.
-მომენტს ნუ მიფუჭებ._თქვა სიცილით და მაკოცა.
ტუჩებიდან ძლივს მოვიშორე და ტუმბოზე დაწყობილ რაღაცეებს გადავხედე.
-პირველად მორთმეული საუზმე, საწოლში._ვთქვი ღიმილით და წამოვჯექი. ლოყაზე მომეფერა და გაიღიმა.
-პირველი, რომ არ ყოფილიყო გამიტყდებოდა._გაიცინა და ლანგარი კალთაზე დამიდო.
-გუშინ ხომ სხვა ტანსაცმელი არ წამოგიღია? ეს ჯინსი საიდან.
-ჩემმა მძღოლმა მომიტანა.
-გიხდება._ვუთხარი სიცილით და ყავა მოვსვი.
-ძაან სექსუალური ვარ, ვიცი._ჩაიხითხითა ეშმაკურად და კრუასანი გემრიელად ჩაკბიჩა.
ასე გემრიელად ჯერ არასდროს მისაუზმია. საუზმეს, რომ მოვრჩით გაბრიელმა ლანგარი აიღო და ტუმბოზე გადადო.
-ასეთი საუზმის შემდეგ კოცნას არ ვიმსახურებ?_მითხრა ეშმაკური ღიმილით და საბანი გადამაძრო. მასთან ახლოს მივიწიე, ხელები კისერზე მოვხვიე და ტუჩებზე ვაკოცე. საწოლზე გადამაწვინა და წამებში მომექცა ზემოდან.
-ოხ ქეთევან, რა გიყო ახლა?_თქვა ჩურჩულით და ტუჩზე მიკბინა.
-შემეხე._გაეღიმა და ხელი მუცელზე აასრიალა.
-მთავარია არ შემომეჭამო._ამოიჩურჩულა ჩემ ტუჩებთან და ცხვირზე მიკბინა.
-დამპალო._წამოვიძახე ტკივილისგან და მუშტი მხარზე დავარტყი. გაეცინა და ახლა მხარზე მიკბინა.
-ზასოსი უნდა დაგადო.
-არ გაბედო.
-ისეთ ადგილზე, რომ ვერ შეგამჩნევენ.
-გაბრიელ სიცოცხლე მოგბეზრდა?_ვუთხარი სიცილით და მისი მკლავებიდან გამოძრომა ვცადე.
-ტყუილად იკლაკნები, მაინც არ გაგიშვებ._მხარზე ისე მაგრად მიკბინა, რომ ალბათ სისიხლიც წამომივიდოდა. ტკივილისგან ვიყვირე მაგრამ გაბრიელის ტუჩებმა გამაჩუმა. რამდენიმე წამში მომშორდა და ხარხარი დაიწყო.
-რა გაცინებს იდიოტო?_ვუთხარი გაბუსხულმა.
-ვაიმე რა საყვარელი ხარ, შენს თავს დააბრალე ასეთი გემრიელი, რომ არ იყო არაფერი მოგივიდოდა.
-შენ თუ ვამპირის მსგავსი რაღაც ხარ რა ჩემი ბრალია?
-ვამპირის მსგავსი რაღაც._ისევ გააგრძელა ხარხარი და გვერდით გადაწვა. ისედაც ნაპირზე იწვა, გვერდი მივკარი და მორჩა გაბრიელი იატაკზეა გართხმული. აღარც იცინის, კისკისით წამოვჯექი საწოლზე და გაოგნებულ გაბრიელს დავუწყე ზემოდან ყურება.
-ღირსი ხარ._ვუთხარი სიცილით. არა რა, ეს ბიჭი სანდო არაა. უცებ წამოიწია მკლავში ხელი ჩამავლო და ძირს ჩამაგდო. მე რა მიჭირს რბილად მაინც დავეცი, ჩემი სექსუალური ბიჭის სხეულზე.
-არ გამოგივიდა._ისევ სიცილით ვუთხარი და ტუჩებზე ვაკოცე.
-ამ კოცნის შემდეგ ძნელია, რომ რამე გტკიოდეს._თბილად გამიღიმა და მაკოცა.
ამ ცანცარს და მაიმუნობას, რომ მოვრჩით ავდექით, ჩავიცვით, ნიას საუზმე გავუმზადე. გაბრიელს მძღოლმა მოაკითხა, არ უნდოდა წასვლა ამას ვგრძნობდი. სანამ წავიდოდა მილიონჯერ მაკოცა, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარ საათში შევხვდებოდით. გაბრიელი წავიდა, ნიამ ისაუზმა შემდეგ კი ბებოსთან ჩავიყვანე. კორპუსიდან, რომ გავედი ჩემები როგორც ყოველთვის გარეთ დამხვდნენ.
-ქეთუსი რა ხდება?_მითხრა სიცილით ნიკამ.
-რაზე მეკითხები?
-გაბრწყინებული თვალები, რომ გაქვს იმაზე.
-კარგ ხასიათზე ვარ უბრალოდ._ტყუილი ვუთხარი რა საზიზღარი ვარ, ამის მიზეზი ხომ გაბრიელია. ნუცა ხვდებოდა უკვე რაშიც იყო საქმე და ჩუმათ ხითხითებდა.
სამსახურში წავედი, გაბრიელი ჯერ არ იყო მოსული. მის კაბინეტს ვაწესრიგებდი მუცელზე ხელები, რომ შემომეხია. დენდარტყმულივით ავხტი ჰაერში, ყურთან კი გაბრიელის ხითხითი მომესმა. ყელში მაკოცა, შემდეგ კი თავისკენ მიმაბრუნა, ღიმილით დამყურებდა ზემოდან და გულს მიბედნიერებდა.
-მანახე აბა ჩემი ნამუშევარი._თქვა ხითხითით და პერანგი მხრიდან გადაწია.
-საკმაოდ კარგად მეტყობა._ვუთხარი დაბღვერილმა.
-ჩემი ბრაზიანი გოგო._ნაკბენზე მაკოცა და ჩამეხუტა. რა კარგია ეს საზიზღარი.
მთელი დღე ასეთ ამბებში გავატარეთ, ლექსო გაკვირვებული გვადევნებდა თვალს. გოგოები კი გაბრიელის ყურადღებას ვეღარ იქცევდნენ. ეს ისე მსიამოვნებდა, რომ არ ვიცოდი რა მექნა.
სამსახურის საათები დასრულდა, ჩემი ნივთები ავიღე და ოთახიდან გავედი. ლიფტთან გაბრიელი დამხვდა, ღიმილით შემატარა და უკან შემომყვა.
-ჩემთან წამოხვალ?
-არ ვიცი, ნია თუ დარჩება მერაბთან წამოვალ.
-პატარა ქალი, მიეჩვია უკვე?
-იმდენ კარგ რაღაცას ვუყვებოდი მამაზე, რომ შეჩვეული იყო უკვე.
-ეს დები, საოცრებები ხართ.
-კი, ნამდვილად._ვუთხარი სიცილით და ლოყაზე ვაკოცე.
-დაგელოდები, ხო?
-თუ დავაპირე წამოსვლა მოგწერ.
-კარგი._მითხრა ღიმილით და ტუჩებზე მაკოცა. მომშორდა და რამდენიმე წამში ლიფტის კარიც გაიღო.
ღიმილით ჩავჯექი მანქანაში და სახლში წავედი. ნია ბებოსგან წამოვიყვანე და მამასთან წავიყვანე. კარი მერაბმა გააღო, სახლი ბუშტებით იყო სავსე, სავარძელზე საჩუქრები ეწყო, მაგიდაზე კი ტკბილეული. ნია მაშინვე შეაფრინდა მამას და ჩაეხუტა, მარტო ამ პატარა ანგელოზის ბედნიერების ყურებაა მთელი სამყარო.
-პატარავ, დღეს დარჩები მამიკოსთან?
-შეიძლება?
-კი, თუ გინდა.
-მინდა.
-მაშინ დარჩი ჩემო ანგელოზო._ლოყები დავუკოცნე, მაგრად ჩავეხუტე და წამოვედი. სულ სხვა რაღაც ხდება, პირველად დავტოვე ნია სხვაგან ღამით. უკვე მენატრება, მაგრამ არა უნდა შეეჩვიოს, პატარა ძამიკოც უნდა გაიცნოს. მოწყენილმა დავტოვე იქაურობა და გაბრიელთან წავედი. კარზე ზარი დავრეკე, რამდენიმე წამში კი ისიც გამოჩნდა. სპორტულებში გამოწყობილი, მიღიმოდა და თვალებით მეფერებოდა.
-რა გჭირს?_მკითხა, როცა სახლში შევედით.
-ნია მენატრება უკვე.
-ჩემო გოგოვ._ჩამეხუტა და შუბლზე მაკოცა.
-ისეთი გახარებული იყო, რომ. ჩემთვის მთავარი მისი კარგად ყოფნაა.
-ვიცი ქეთუსი, ვიცი. გშია?
-კი.
-პიცა გინდა?
-მინდა.
გაბრიელმა მობილური აიღო და აშკარად პიცერიაში დარეკა. 5 წუთში პიცაც მოიტანეს.
ჯერ პიცა მივირთვით, მერე კი ყავა დავლიეთ. გაბრიელმა რაღაც ფილმი ჩართო, მე კი მის მკლავებში ჩამეძინა. ჯერ რბილი მატერია ვიგრძენი, შემდეგ რამდენიმე კოცნა ტუჩებზე და შუბლზე, ბოლოს კი ძლიერი ჩახუტება. მორფეოსის სამყაროს სულ რაღაც წამებში ვესტუმრე.



***
ეს მგონი დიდი თავი გამომივიდა, მადლობა, რომ კითხულობთ და მოგწონთ



№1 სტუმარი სტუმარი Lia

U k a r g e s i a.
Zalian momwons es istoria❤❤❤

 


№2  offline წევრი nina.d.

სტუმარი Lia
U k a r g e s i a.
Zalian momwons es istoria❤❤❤

ძალიან დიდი მადლობა ❤
--------------------
ნათია მწითური

 


№3 სტუმარი Tako

გვიაან ნუ დეებ რაა მიყვარს ამათი ისტორიაა

 


№4 სტუმარი სტუმარი მარიამი

auu dzaan magariaa magari xar :* male dade ra shemdegi

 


№5  offline წევრი nina.d.

სტუმარი მარიამი
auu dzaan magariaa magari xar :* male dade ra shemdegi

მადლობა
--------------------
ნათია მწითური

 


№6 სტუმარი A

ნუ აგვიანებ მე ყოველ დღე ველოდები ხოლმე..... ეს თავიც უმაგრესი იყო როგორც ყველა წინა... წარმატებები....

 


№7  offline წევრი nina.d.

ლათინო
უკვე ძალიან დიდი ხანია ველოდები...მომენატრა ეს ისტორია,აღარ აგრძელებ? disappointed_relieved

ვაგრძელებ, ვაგრძელებ. მეც ძალიან მენატრება უკვე ჩემი ისტორია :((
--------------------
ნათია მწითური

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent