ღამის ქალი [ნაწილი პირველი] [სრულად]
“ღამის ქალი” დილის ცხრა საათზე უცნაურმა ხმამ გამოაფხიზლა. ძილბურანიდან გამორკვეულმა გაღიზიანებულმა შეათამაშა წამწამები და ფანჯრიდან უტიფრად შემოძურწულ და იატაკზე ათამაშებულ მზის სხივებს დახედა. დილით ადრიანად ადგომას არ არის მიჩვეული, ან როდის უნდა მიჩვეულიყო წლებია დილით სახლიდან არ გასულა, წლებია დღის საათებში არ უმუშავია. გონს მოსულმა ხმაური აღიდგინა და თავი კარებისკენ მიატრიალა, საინტერესოა რომელმა თავხედმა გაბედა მის კარებთან გაჩხაკუნება. გაბრაზებულმა გადმოყო სუსტი და ლამაზი ფეხები საწოლიდან, თითები შავ ბუმბულებიან ჩუსტებში გაუყარა და კარებისკენ წავიდა. -რამდენჯე..._ძილისგან დაბოხებული და ჩახლეჩილი ხმით დაიწყო, მაგრამ ვერ დაასრულა. _რა ხდება?_გაკვირვებულმა დახედა სააბაზანოს კარებთან ჩამუხლულ წითელ უნიფორმაში გამოწყობილ მამაკაცს და ცალი წარბი მაღლა ასწია. _შენ ვინ ხარ? -მუშა. _ქალის ასეთ ფორმაში დანახვით დაშტერებულმა და თვალებდაყვლეპილმა მამაკაცმა ნერწყვი ხმაურით გადააგორა. -და რას აკეთებ?_გამოშტერებული კაცების არ შემჩნევა შესანიშნავად ეხრხება. -სააბაზანოს კარს. მხრები აიჩეჩა და იატაკზე გაწოლილ კარს მიუტრიალდა. ქალმა უკმაყოფლოდ გააწკლაპუნა ტუჩები და ოთახში შეტრიალდა. მოკლე პენუარი ხელის მარტივი მოძრაობით მოაშორა სხეულს და გარდერობის წინ სრულიად შიშველი დადგა. საკუთარი თავი კმაყოფილმა შეათვალიერა გარდერობის სარკეში და ღიმილით გამოაღო კარი. თხელი, მოკლე, ბრეტელებიანი კაბა გამოიღო და შიშვეულ სხეულზე გადაიცვა. ოთახიდან გასულმა მუშის დაჟინებული მზერა კიდევ ერთხელ იგრძნო, ერთი გახედა ცინიკურად ჩაიცინა და გზა განაგრძო. ვერ იტანს ასეთ ხამ კაცებს, დაუფიქრებლად შეუძლია მივიდეს და თავი წააცალოს, თანაც ხელებით კი არა, ფეხებით! ყავის ფინჯანი თითებში მოიქცია და სამზარეულოს მაგიდაზე შემოსკუპებულმა გახედა ეზოში მორბენალ კრემისფერ ძაღლს, საინტერესოა პატრონი სად არის. -ელიკო._მისაღებიდან ნაცნობი ხმა მოესმა. არ უპასუხია, მშვიდი გამომეტყველებით განაგრძო ყავის სმა. _რომ გეძახი არ გესმის?_სამზარეულოში პარკებით დატვირთული ქერა გოგონა გამოჩნდა. -ხომ მომაგენი?! -რას აპირებ, მიდიხარ დედაშენთან დღეს?_მეგობრის უხასიათობა არ შეუმჩნევია. -არა, მეზარება. -უკვე მეორე თვეა გეზარება. -ხოდა მიხვდი რომ აღარ უნდა მკითხო._წარბი აუწია, ყავის ფინჯანი ნიჟარაში ჩადო და მაცივარი გამოაღო. -შენი ძმა შემხვდა..._ელიკომ სენდვიჩისთვის გამზადებული პროდუქტები ნელა დააწყო მაგიდაზე და ქერას ტუჩებდაშორებულმა ახედა. -არ მაინტერესებს! -ვიცი, მაგრამ უნდა გითხრა. მკითხა რას შვებაო, როგორ არისო... -დაახვიეო რა! _აგდებით ჩაილაპარაკა და ქათმის თეთრი ხორცი ჩაკბიჩა. ❥❥❥ ოჯახის წევრებთან დაძაბული ურთიერთობა აქვს, თუმცა მას რომ კითხოთ გიპასუხებთ რომ ყველაფერი მშვენივრად არის და თვითონაც მშვენივრად გრძნობს თავს... არადა სულ სხვანაირად არის, უკვე წლებია ოჯახის წევრებთან აღარ ცხოვრობს, ქერასთან ერთად იქირავა ბინა და ცალკე გავიდა. ქმართან უთანხმოების მერე დედ-მამასთანაც დაეძაბა ურთიერთობა, 2 წლით უმცროსმა ძმამაც ცუდად გაუგო და ხელი კრა, ელიკოსთვის კი იმ პერიოდში მშობლებზე ძვირფასი ლაზარე იყო. ისე გამოვიდა რომ ოჯახის დანგრევა მისი ბრალი იყო, ცუდი ცოლი გამოდგა და ქმარმა ზუსტად ამ მიზეზით უღალატა საკუთარ ბიძაშვილთან რომელთანაც ახლა 1 წლის შვილი ყავს, როგორც თვითონ ამბობს “გავარდნილი შვილი”. თუმცა ელიკოსთვის აღარანაირი მნიშვნელობა აქვს რა მოხდა 5 წლის წინ და ვინ ვისთან უღალატა, მისთვის წარსულიდან აღარავინ არ არსებობს, ვერ აიტანს იმ ადამიანების გარშემო ყოფნას რომლებსაც მათი არ ესმით, ურჩევნია მარტო ქერა ყავდეს. საზაფხულო ფორმაში გამოწყობულმა ზურგჩანთა ცალ მხარზე გადაიკიდა და ლიფტის ღილაკს დანაზე გაჭრილი თითი მიაჭირა. ყველაფერთან ერთად საშინლად მოუხერხებელი და ცუდი მზარეულია. 20 წლის იყო ოჯახის შექმნა რომ გადაწყვიტა, პრინციპში ცოლ-ქმარი სანათესაომ დაარქვა, თორემ ხელიც კი არ ქონდათ მოწერილი. ბოლოს ბიძაშვილმა ისიც კი წამოაძახა “საყვარელი რომელი ვიყავით საკითხავიაო.”-პრინციპში მართალი იყო. -გააჩერეთ!_ნაცნობი შენობის დანახვისას ხმამაღლა დაიყვირა და ფეხზე წამოხდა. სამგზავრო ბარათი აჩქარებულმა გაატარა, ოდნავ აწეული კაბა შეისწორა და მარშუტკიდან ჩავიდა._ როგორ მეზარება. _უკმაყოფილო სახით გახედა მოპირდაპირე მხარეს მდგარ მწვანე ფერებში შერეულ შენობას._ ყელში ხართ!_თავისთვის ბურტყუნებდა და შუქნიშანთან ატუზული ფეხს ათამაშებდა. -ელი, დღესაც მორიგეობ?-მწვანე პერანგში გამოწყობილი გოგონა გაკვირვებული უყურებდა სუპერმარკეტში შესულ ქალს. -მეგის გადავუცვალე. -აბა შენ იცი, წავედი მე და მშვიდი ღამე. _ღიმილით დაემშვიდობა და გამოსაცვლელი ოთახისკენ წავიდა. ❥❥❥ -პარკი გნებავთ?_თვალებჩაშავებული, გაუბედურებული გამომეტყველებით უყურებდა სპორტულ ფორმაში გამოწყობილ მამაკაცს და ცალი ხელით პარკს ეძებდა. -კი. -ფასიანი თუ უფასო? -ეს ყველაფერი რომ ჩაეტიოს ისეთი. -ანუ ფასიანი. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა და 20 თეთრიანი პარკი გაატარა. _ 20 ლარი და 45 თეთრისაა. ბარათით გადაიხდით თუ ქეშით? _მამაკაცს არაფერი არ უპასუხოა ისე გაუწპდა 25 ლარიანი. _ახლა სახლში ვიყო მაღაზიაში რა გამომიყვანდა. _როგორც კი კლიენტი ოდნავ გაშორდა შეწუხებულმა დაიწუწუნა და თვალები დახუჭა. _სულ ყველა მეზიზღებით! ❥❥❥ -დღეს ხომ ისვენებ და სადმე გავიდეთ. -ქერა, მეძინება. _მიძინებულმა ჩიაფრუტუნა და საწოლზე დაემხო. -ელიკო, რაც მოხვედი იმის მერე გძინავს. -იმიტომ რომ სამსახურში არავინ მაძლევს უფლებას დავიძინო. -იპრიი, კიდევ რა გინდა?_სიცილით ჩაილაპარაკა და გვერდით მიუწვა. -კარგი სექსი! -ცუდი როდის გქონდა? -5 წლის წინ. -მაგარი უჯიშო ქალი ხარ._უკმაყოფილოდ წამოარტყა საჯდომზე ხელი და ფეხზე წამოდგა. -სამაგიეროდ მე ქალი მაინც ვარ._ცინიკური მზერით ახედა ჯერ კიდევ ზოგდიაქოთი და არა მარტო ზოდიაქოთი ქალწულ დაქალს. ქერას სახე და თვალები ერთდროულად გაეყინა. საწოლზე გულაღმა დაწვა და თეთრ ჭერს ახედა. -დღეს მაღაზიაში იცი რა მაგარი კაცი იყო შემოსული?! ეგ რომ დავინახე იმის მერე მინდა კარგი სექსი. -ღმერთო ჩემო, რა დღეში გაქვს ჰორმონები. -რა შუაშია ჩემი ჰორმონების ცუდ დღეში ყოფნა?! რაც მომინდა იმას ვამბობ, განა ყველა კაცის დანახვაზე ეგრე მინდება. _სიცილით ჩაილაპარაკა და მოხრილი ფეხები ერთმანეთზე გადაიჯვარედინა. -თქვენი კლიენტია?_ინტერესით დაჭყიტა თვალები. -არა, პირველად ვნახე. -თუ პირველად ნახე ე.ი. გამვლელი იყო, ცუდია. -იქნებ იმანაც ის იფიქრა რაც მე და კიდევ მოვიდეს, ა!? _ეშმაკურად აათამაშა წარბები. -ვაი შენს პატრონს. ❥❥❥ თავისუფალი გოგოა, ამბობს იმას რასაც ფიქრობს, გრძნობს და უნდა. ვერ ხვდება ქერასთან რატომ უნდა დამალოს ის რაც ცხოვრებაში პირველად მოუნდა ქორწინების მერე. მართლა ძალიან სექსუალური კაცი იყო და ბუნებრივია განათხოვარი ქალი “შეაწუხა.” ზოგადად კაცების მიმართ აგრესიულია, აღარ მოსწონს ურთიერთობები, რომანები, ფლირტაობები. განა იმიტომ რომ სპეციალურად იჭერს თავს შორს, უბრალოდ არ შეხვედრია ისეთი კაცი ვისთანაც ამ ყველაფრის სურვილი ერთიანად წამოეშლებოდა. ღალატმა ასე თუ ისე მასზე ეჭვნარევი კვალი დატოვა, მაგრამ სულაც არ აპირებს მთელი ცხოვრება მარტო გაატაროს... არავითარ შემთხვევაში, იპოვის კაცს და მასთან ერთად გააგრძელებს ცხოვრებას, უბრალოდ ამ ეტაპზე არავინ არ სჭირდება, როგორი კარგი სექსიც არ უნდა იცოდეს! -ასე რა, სახლში რა უნდა გვეკეთებინა. _ქერამ ღიმილით ჩაუკრა თვალი მეგობარს და ნაყინის ჭიქა მიაწოდა. -მე მგონი ღმერთს უნდა რომ ჩემი სურვილი უნდა ასრულდეს. _ეშმაკური ხმით ჩაილაპარაკა და ნაცნობ მამაკაცს დაჟინებით მიაშტერდა. ქერამ მეგობრის მზერას გაკვირვებულმა გააყოლა თვალი და მამაკაცის დანახვისას ნაყინის კოვზი ჰაერში გაუშეშდა. -არ მითხრა რომ ეს არის ის..._ზმუილით ჩაიჩურჩულა და მეგობარს მიუტრიალდა. ელიკომ ცალი წარბი ასწია და შეპარული ღიმილით დაუქნია თავი. _ე, კიკინაც როგორ უხდება, არ გავს იმნაირს. _ფხუკუნით ჩაილაპარაკა და ნაყინის ჭამა განაგრძო. -მიდი ახლა რას მიყურებ?! _მოულოდნელად წამოიძახა და მხარზე ხელი კრა. -სად მივიდე?_გაკვირვებულმა დაქაჩა თვალები. -მიდი და უთხარი კარგი სექსისთვის პარტნიორს ვეძებ და ხომ ვერ დამეხმარებითო. _მეგობრის ცინიკურად დაცინვას არ წყვეტდა ქერა. -შენ სანამ კრიზისში არ გადაგივა ეგ პერიოდი ჯობია თავს უშველო, თორემ ქალიშვილობამ შეჩვევა იცისო გამიგია. -მაზოლზე ფეხის დაჭერა შენი ჰობია!_გაბრაზებულმა შეუღრინა და ქუჩებს გახედა. -თუ ხვდები რომ მაზოლია რაღას ელოდები?!_სიცილით ჩაიალპარაკა და მამაკაციდან მზერა ისევ მეგობარზე გადაიტანა. -ოო, შემეშვი ახლა! _ბუზღუნით ჩაიალპარაკა და ტელეფონს დახედა. _მოვალ. _ნაყინის კოვზი ჭიქაში დააბრუნა და ფეხზე წამოდგა. ❥❥❥ -მიყვარს ზაფხული. _ქერამ მხრები ოდნავ აიჩეჩა და ჯიბეებში ხელჩაწყობილმა მოათვალიერა შუა დღის თბილისი. _ლამაზია და ხმაურიანი. -ბინძურიც. _სასიამოვნო ფიქრებში წასულს ცივი წყალი გადაასხა თავზე, თანაც მტკვრის. -როცა ასეთ თემებზე ვლაპარაკობ და ბედნიერი ვარ, შეგიძლია მოკეტო?! -დაუნახავი გოგო ხარ!_წარბწეულმა ჩაილაპარაკა და გზა განაგრძო, ქერა რამდენიმე ნაბიჯით ჩამორჩა, მეგობრის ზურგი თვალებმოჭუტულმა შეათვალიერა და მერე აჩქარებული ნაბიჯებით აედევნა. -ისე რა მაგარია დღეს რომ ნახე. -კი არ ვნახე, დავინახე._შეუსწორა და ტუჩის კუთხე ჩატეხა. -რა მნიშვნელობა აქვს. დღეს რა ხასიათზე ხარ? -ჩვეულებრივზე. _მხრები აიჩეჩა და განათებულ ტელეფონს დახედა._ამ ბავშვს სადაც დავიჭერ იქ გავუჩეჩქვავ თავს. -რა აგრესიული ადამიანი ხარ!_მეგობრის ქცევით გაღიზიანეულმა ხმამაღლა ჩაილაპარაკა და ტელეფონი გამოართვა._როგორი ნაწყენიც არ უნდა იყო ძმაა და მითუმეტეს პატარა, რომელსაც ვერაფერს მოსთხოვდი! -ნუ იცავ!_მოულოდნელად შეეცვალა ტონი. -არ ვიცავ, ლაზარეს ჩემი დაცვა არ სჭირდება! უბრალოდ გიხსნი რომ შენზე 6 წლით უმცროს ძმას საერთოდ არ ესმოდა წლების წინ ვინ იყო შენი ქმარი და საერთოდ რა ხდებოდა შენს თავს. -ლაზარამ იმაზე მეტი იცის ვიდრე შენ, ან მე წარმოგვიდგენია, ასე რომ ტელეფონი მომეცი და მეორედ ამ თემაზე შენი ხმა აღარ გავიგონო. _თვალების ბრიალით გამოგლიჯა ტელეფონი და ჯიბეში ჩაიდო. -უფ, რა უფ._სასაცილო მდგომარეობაში მყოფმა წაიშინა ხელები და თვალები მაგრად დახუჭა. _ღმერთო, რა მოხება ერთი დიდი კენჭი ისროლო და ამ ხისთავიან გოგოს დაეცეს... _ცას ახედა და ხელებისგულები ერთმანეთს მიადო. შეიძლება ქერა მართალია და ელიკო ცოტას აზვიადებს, მაგრამ რა ქნას, ლაზარესგან ყველაზე ნაკლებად ელოდა ხელის კვრას და ყველაზე მეტად ძმის გადაწყვეტილებამ მოუკლა გული. ძალიან კარგად ესმის რომ ყველა მშობლისთვის არ არის მისაღები მათმა ქალიშვილმა ოჯახი დაანგრიოს და ყველაფერს ხაზი გადაუსვას, მაგრამ არც ელიკოსთვის არის მისაღები მისი მშობლების დამოკიდებულება ამ ყველაფერზე. ვერაფრით ვერ წამოუდგენია როგორ უნდა დააყენოს რომელიმე ნათესავი, ახლობელი, მეზობელი, ან თუნდაც ქმარი/ცოლი შვილზე წინ და გარეთ გააგდოს, თანაც ისე რომ მერე ინანოს. ზუსტად იცის რომ ოჯახის დანგრევა ამ შემთხვევაში ყველაზე სწორი და დროული გამოსავალი იყო, სხვა შემთხვევაში იმ კაცთან ყოფნით უბრალოდ დროს დაკარგავდა და ცხოვრებას გაიმრუდებდა... ისედაც ბევრ რაღაცაზე თქვა უარი როცა თხოვდებოდა. ისევ ღამის სმენაში მოუწია ყოფნა, ვერ იტანს ღამის თენება რომ უწევს, მითუმეტერს თუ განრიგით არ ეკუთვნის. მიბნედილი სახით იჯდა სკმაზე და ფრჩხილებს გამაღიზიანებლად აკაკუნებდა, მაგრამ იმდენად ეძინებოდა ამაზეც კი არ ქონდა რეაქცია. -უკაცრავად... მოულოდნელად მამაკაცის ბოხმა ბარიტონმა და შუა თითის და ცერა თითის ტყაცუნმა გამოაფხიზლა. ძილბურანში წასულმა თვალები სწრაფად დაქაჩა და წარბებშეჭმუხნული მიაშტერდა ნაცნობ მამაკაცს. მისი დანახვისას ფეხნაკრავივით წაქანავდა სკამზე და დაბნეულმა დაიწყო ხველება. ასეთი არაადეკვატური რეაქციები არ ახასიათებს, ალბათ ძილმა იმოქმედა, ან მამაკაცის საოცრად მომხიბლავმა გარეგნობამ. -რა სასიამოვნოა, ძილბურანიდან გამოფხიზლებული სიმპათიურ მამაკაცს რომ ხედავ და არა ვიღაცა გაწეწილს. _კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და პროდუქტები გაატარა. -სამწუხაროა იგივეს თქმა რომ არ შემიძლია. _ცინიკური ღიმილით ჩაილაპარაკა მამაკაცმა და თმააწეწილ გოგონას გადახედა. -ელემენტარული კულტურის ამბავია კომპლიმენტზე სულ მცირე მადლობა მაინც მოიხადო. _მამაკაცის უხეშობას მასზე საერთოდ არ უმოქმედია. -ხვალ მუშაობ?_მამაკაცის მოულოდნელმა კითხვამ გააკვირვა. -სავარცხელი უნდა მაჩუქო?_ცინიკოსობით არც ელიკო ჩამორჩება. კიკინიანმა მამაკაცმა მარჯვენა წარბი ოდნავ შეარხია და პრდუქტების პარკში ჩალაგება დაიწყო._არა ხვალ არ ვმუშაობ. _როცა მიხვდა რომ კლიენტი აღარაფრის თქმას აპირებდა ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ჩეკი მიაწოდა. -კარგია, გამოიძინებ. _ირონიული ღიმილით ჩაუკრა თვალი და გასასვლელისკენ წავიდა. *** -როგორ ხარ?_ხრიწიანი ხმით იკითხა კაცმა. -დავიჯერო, ამხელა გზა იმიტომ გამოიარე რომ სხვა მაღაზია ვერსად ნახე?!_ ყოფილი ქმრის დანახვა არ ესიამოვნა. -არა, შენი ნახვა მინდოდა და საუბარი. -ზურა, ეს ადგილი ყოფილებთან სასაუბროდ ძალიან შეუფერებელია, თანაც ეგეც რომ არ იყოს მე და შენ საუსაუბრო აღარაფერი გვაქვს. ნორმალურად მოაზროვნე ადამიანები ვართ, ურთიერთობაც მშვიდად დავასრულეთ და მოდი ნუ გავართულებთ. _ხმადაბლა ჩურჩულება სხვა კონსულტანტ გოგონებს რომ არ გაეგოთ და მერე უფროსთან არ მიეტანათ ენა, ელიკო ოჯახურ ამბებს აქ აგვარებსო. -კარგი, ახლა წავალ, მაგრამ აუცილებლად უნდა შევხვდეთ სერიოზული საქმე მაქვს. _მხარზე ხელი მიადო და ღიმილით გაეცალა ყოფილ ცოლს. ქალმა ღრმად ამოისუნთქა და გამოსაცვლელი ოთახისკენ წავიდა. *** -აბა თუ გამოიცნობ როგორი ამბავი მაქვს შენთვის?_სახლის კარები ხმაურით შეაღო ქერამ. -მოსახდენი მოხდა?_სიცილით კითხა მეგობარს და ჩაის ფინჯანი დაბალ მაგიდაზე დადი. -არა. _ჩვეულებრივი ტონით უპასუხა და გვერდით მიუჯდა. _გიგიშამ სამსახური გიშოვა. -ის..._დაბნეულმა ამოილუღლუღა და საჩვენებელი თითი მაღლა ასწია. -ხო ის. გუშინ დაურეკა თავსმა უფროსმა ვაკანსია გამოჩნდა და ისევ ხომ არ გჭირდებაო და ამასაც უთქვამს კი ზეგ მოვიყვანო. -ოქრო ბიჭი გყავს, ქერა, და შენ როგორ არ გინდა ქორწილამდე გაახარო და გააბედნიერო. _აჟიტირებულმა მოხვია ხელები მეგობარს. ქერამ ტუჩები ოდნავ წინ გამოსწია და თვალები აატრიალა. -ახლა იმდენს იზამ ისევ ფრესკოში მოგიწევს ღამის თენება._დაემუქრა და თმები მოწიწკნა. _წამოდი ხვალისთვის ტანსაცმელი ავარჩიოთ. -დღეს ზურა იყო მოსული. _გარდერობთან ატუზულ მეგობარს გადაულაპარაკა და შავი ტანზე ოდნავ მომდგარი, კლასისკური შარვალი შეათვალიერა. -ააქ?_ გაკვირვებულმა კითხა და შარვალს შავი შიფონის პერანგი მიადო. -არა, სამსახურში. რაღაც სერიოზული საქმე მაქვს უნდა უნახოო. -საინტერესოა რა ეტაკა. *** გიგიშა რამდენიმე თვის წინ დაპირდა კარგ და ნორმალურ სამსახურს გიშოვიო. თავისი უფროსიც კი ჩართო ვინაიდან და რადგანაც მათთან თავისუფალი ვაკანსიები აღარ იყო მეგობარ კომპანიებთან სთხოვა დაკავშირება, საბოლოოდ აღმოჩნდა რომ ერთ ერთ კომპანიაში წერილების გადამხარისხებელი სჭირდებოდათ, რა თქმა უნდა დაწინაურების პერპექტივით. საინტერესოა წერილები როგორ უნდა დაახარისხო ისე რომ მერე დაგაწინაურონ. მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა, ყველა დეტალი გადაამუშავა გონებაში, რამდენიმე კვირის ტანსაცმელიც კი გადაახარისხა, რომელ დღეს რას ჩაიცვამდა. პასუხისმგებლობის გრძნობა ყოველთვის ქონდა და იცის რომ ეს სამსახური ორმაგად მნიშვნელოვანია მისთვის, პირველი ის რომ ფული ძალიან სჭირდება... მომავალში უნდა რომ კარგ პირობებში უწევდეს ცხოვრება და არა 30 ლარზე დამოკიდებულს. მეორე ის რომ გიგიშას ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაუცრუებს იმედს. იმდენად არის ღამის თენებას მიჩვეული ვერც კი მიხვდა როგორ შემოიპარა მზის პირველი სხივი ოთახში. თვალებმოჭუტულმა ახედა კედელზე დაკიდებულ საათს და ზლაზვნით წამოდგა ფეხზე. დილის შხაპმა გონს მოიყვანა და ხალისიც დაუბრუნა, მე მგონი ნერვიულობაც გაუქრო, თუმცა საინტერესოა სამსახურთან მისულს აუკანკალდება თუ არა მუხლები. საკიდზე ჩამოკიდებული ტანსაცმელი ფრთხლად ჩაიცვა, მაღლებზე შეხტა და სამზარეულოსკენ გაკაკუნდა ყავის გასაკეთებლად. ზუსტად იმ დროს გაისმა კარზე ნაცნობი ზარი, ასე მხოლოდ გიგიშას შეუძლია. -ყავას ხომ დალევ?_ღიმილით კითხა სასიძოს. -კი დავლევ. ნერვიულობ?_თვალებმოჭუუტლმა შეათვალიერა ქალი და ჩაიცინა. -ცოტას კი. როგორი უფროსია, ან როგორი სიტუაციაა? -სანერვიულო არაფერია, ძალიან კარგი ხალხია და რაც მთავარია უფროსიც ხელს შეგიწყობს. საქმეც არ არის რთული, წერილების დახარისხება გევალება პირველ ეტაპზე, მერე სხვა განყოფილებაში გადავიყვანთო ასე თქვეს. რომ მიხვალ იქ უფრო კარგად აგიხსნიან. -არ იცი როგორი მადლობელი ვარ. -თუ გინდა რომ მადლობა გადამიხადო შენ მეგობარს გადაეცი რომ დროა უკვე ჩემთან გადმოვიდეს. _სიცილით ჩაიჩურჩულა და სამზარეულოს კარებთან ატუზულ შეყვარებულს გახედა. -ჩემზე ჭორაობთ არა?!_მოჩვენებითი სიბრაზით დაიღრინა და გიგიშას კალთაში მოკალათდა. -გეუბნები რა, ყველგან ამის ყურებია. _ფხუკუნით ჩაილაპარაკა ელიკომ და გიგიშას ყავის ფინჯანი მიაწოდა. -შენ გირჩევნია..._სიტყვა ელიკოს აწკრიალებულმა ტელეფონმა გააწყვეტინა. -ელი, როგორ ხარ?_თანამშრომელის აკანკალებულმა ხმამ გააკვირვა. -კარგად, რა ხდება?_ცივად უპასუხა და ყავა მოსვა. ვერ იტანს როდესაც ადამიანები რომლებიც გამარჯობასაც კი ცივად ეუბნებიან ურეკავენ, თანაც ისეთი ხმით თითქოს წლების მეგობრები არიან და მასთან საუბრით გული უნდა გადააყოლოსო... ან უბრალოდ უნდა რომ ელიკომ დღეს ღამე გაუცვალოს. -დღეს ღამე შემცვლი? სოსოა ძალიან ცუდად, ვირუსი აქვს და ვერ ვტოვებ მარტო. _გააჩენენ ამ ბავშვებს და ყველაფერზე მიზეზად იდებენ. -კი შეგცვლი, მიხედე ბავშვს. -დიდი მადლობა. *** -ცოტას ვნერვიულობ. _მოსაცდელ დარბაზს მოავლო თვალი და ფეხსაცმლის კაკუნით ჩაიალპარაკა. -გინდა წყალს მოგიტან. -არა, იყოს მადლობა. სამსახურის დატოვება რა თქმა უნდა არ გაუჭირდება, არც კი დაფიქრდება ისე დასთანხმდება გიგიშას უფროსის მეგობარს. რაც არ უნდა იყოს ღამის თენება არ მოუწევს და ჯანმრთელობას არ გაიუბედურებს. ბოლოს და ბოლოს წერილების გადახარისხებას რა უნდა, ადგება და გადაახარისხებს. ერთადერთი რაზეც გული სწყდება ის კიკინამიმაგრებული მამაკაცია რომელსაც კაცმა არ იცის კიდევ როდის ნახავს. გუშინ ხომ უთხრა ხვალ არ ვმუშაობო, არადა მუშაობს... იქნებ შეიაროს და ესეც ეტყვის რომ იქაურობას სულ ცოტახანში გაეცლება. მერე ნორმერსაც დაუტოვებს და დაუკავშირდება, აბა რას იზამს. -უნდა შევიდეთ. _ფიქრებიდან გიგიშას ხმამ გამოაფხიზლა. სწრაფად წამოდგა ფეხზე და ყავისფერი კარებისკენ წავიდა. _გასაუბრებაზე მარტო უნდა შეხვიდე. _კარებთან მისული გაჩერდა და თვალი ჩაუკრა. -კარგია, ასე უფრო თავისუფლად ვიქნები. -აბა შენ იცი._გაამხნევა და კარები გაუღო. -დილა მშვიდობისა. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა და წვერებიან მამაკაცს გაუღიმა. -დილა მშვიდობისა ელიკო ხომ? -დიახ. _თავი დაუკრა და მის წინ დაჯდა. -ძალიან სასიამოვნოა, ვალერი._ღიმილით გაუწოდა ხელი. -ჩემთვისაც. -ბატონო ვალერ, ბატონი აბოა მოსული და..._უხერხული ღიმილით შემოაღო კარები შავთმიანმა გოგონამ. -აბო?! რომელი საათია?_გაკვირვებულმა დაიხედა მაჯაზე._ძალიან დიდი ბოდიშო, ელიკო, ეს კაცი რომ არ მივიღო არ შეიძლება. საბუთებს გადმომცემს, სულ 2 წუთის ამბავია._აშკარად ანერვიულდა მამაკაცი, ეტყობოდა როგორი ზრდილობიანი და პასუხისმგებლობით სავსე პირობნება იყო, მაგრამ ეს ელიკოსთვის სულაც არ ნიშნავს იმას რომ უფროსზე უნდა გადაირიოს და ქერასთან აქოს ისეთი კეთილია რომ მეტი არ შეიძლებაო. -არანაირი პრობლემაა, მე გავალ და გარეთ დაგელოდებით. _ყოველგვარი ღიმილის და აფერისტული მზერების გარეშე ჩაილაპარაკა, ფეხზე წამოდგა და გასასვლელისკენ წავიდა. -კიდევ ერთხელ ბოდიში. გამოსვლისას უკმაყოფილოდ აატრიალა თვალები და იქვე მჯდარ გიგიშას გახედა. მამაკაცი გაკვირვებული წამოდგა ფეხზე და ელიკოს უკან ოდნავ შეღებულ კარებს გახედა. -უკვე მორჩით? -არა, ვიღაცამ მოაკითხა და გამოვედი. _მხრების ჩეჩვით ჩაილაპარაკა და სავარძელში მოკალათდა. -აბო?!_გიგიშა მისთვის რაღაცის თქმას აპირებდა, გაოცებულმა რომ მეორე მხარეს მიატრიალა თავი. -გიგიშ, შენ აქ რას აკეთებ?_მამაკაცის ნაცნობი ბარიტონის მოსმენისას სასწრაფო წესით მიატრიალა თავი უკან და კიკინამიმაგრებული მამაკაცის დანახვისას სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ყბა ჩამოუვარდა. -ეს კი არა შენ რას აკე... _მოულოდნელად ჩაერთო დიალოგში, მაგრამ როცა მიხვდა რომ ზედმეტად შინაურულად გამოუვიდა გაჩუმდა. -მე მეგობარს მოვყევი გასაუბრებაზე._ხელით ელიკოსკენ ანიშნა. _შენ? -მე გუშინ რომ გადასახარისხებელი საბუთები დაგვრჩა ის მოვიტანე. _სიცილით ჩაილაპარაკა და პირდაღებულ ელიკოს გახედა, რომელიც არაფრის დიდებით აშორებდა მამაკაცს თვალს. -სპორტულებზე მეტად ოფიციალური სამოსი გიხდება. _გულწრფელი ღიმილით ჩაილაპარაკა და აფხუკუნებულ გიგიშას გახედა. _რა, ტყუილს ვამბობ? -არა._დაიმოწმა მეგობარი. -ანუ ფრესკოში მუშაობას და ღამის თენებას აღარ აპირებ?_ახლა უკვე ელიკოსთან გააბა საუბარი. -ნტ, რომ მითხარი აწეწილი ხარო ძალიან მომხვდა გულზე და მივხვდი რომ ღამის თენებით შორს ვერ წავიდოდი. _სასწრაფო წესით გადააბრალა მამაკაცს, თან დაანამუსა. -ბატონო აბო, ბატონი ვალერი გელოდებათ. _საუბრის გაგრძელება შავთმიანმა გოგონამ აღარ დააცადა, არადა რა კარგად მიდიოდნენ, სადაც იყო ნომერს გამოართმევდა. -დროებით. _აბომ ოდნავ დაუკრა გოგონას თვალი, გიგიშას თვალი ჩაუკრა და გატრიალდა. -შენ საიდან იცნობ?_სხარტად მიუბრუნდა მეგობარს. -მე და აბო თანამშრომლები ვართ უკვე 3 წელია. -ჰაა?_პირდაღებულმა ამოულუღლუღა. _და მე რატომ არ ვიცოდი ასეთი სიმპათიური თანამშრომელი თუ გყავდა?!_ნაწყენმა გადახედა მეგობარს. -რაო ჩიტო მოგეწონა?_ლოყაზე უჩქმიტა და გვერდით მოუჯდა. -საშინლად, რომ ვხედავ მიტკაცუნდება. _ჩაიცინა და ტუჩები მოკუმა. -სერიოზულად?_წამებში დასერიოზულდა გიგიშა. -ჰო და ტელეფონის ნომერი უნდა მომცე! -ელიკო, რა გჭირს ხომ არ შეგიყვარდა?_მეგობრის უჩვეულოდ უცნაური ქცევა აკვირვებდა. როდის იყო ელიკო სიმპათიური მამაკაცის ნომერზე ასე ნადირობდა?! -ჯერ არა, მაგრამ თავბრუდამხვევ სიყვარულს წინ რა უდგას? -არც არაფერი. მოგცემ ნომერს. *** გასაუბრებამ წარმატებით ჩაიარა, ბატონმა ვალერმა მე მგონი თავი დამნაშავედ იგრძნო და ზედმეტი კითხვების აგრეშე აიყვანა. რამდენიმე საბუთზე მოაწერინა ხელი, რომელსაც ზუსტად იმ დროს ამზადებდა შავთმიანი გოგონა. იქაურობა რომ დატოვა ვერ იჯრებდა რომ დღეს ღამე კიდევ უნდა გაათენოს, უფროსისთვისაც სათმქელი აქვს სამსახურიდან მივდივარო. კიდევ კარგი ვალერმა ორშაბათიდან დაიწყეო უთხრა, თორემ ხვალ დილით რა ეშველებოდა საინტერესოა. სახლში მისულს ქერა შინ არ დახვდა, სამსახურში იყო წასული. დაღლილმა ამოაწყო ფეხები მტანჯველი ფეხსაცმელებიდან და დივანზე წამოწვა. -რა მაგარი დამთხვევა იყო. _თავისთვის ჩაუფრუტუნა და ჭერს ახედა. _აბო. _ყურებამდე გაღიმებული იმეორებდა მამაკაცის მოკლე სახელს და ტელეფონში ახლად ჩაწერილ ნომერს უყურებდა. _იმედია დღესაც მოხვალ. ღამის სამ საათამდე თვალებდაქაჩული ელოდებოდა აბოს გამოჩენას, მაგრამ უშედეგოდ. მე მგონი მამაკაცმა იმიტომ კითხა მუშაობდა თუ არა დღეს რომ მოსვლას აპირებდა, ელიკოს პასუხმა კი გადააფიქრებინა. ლოდინით დაღლილმა ამოიხვნეშა და კუთხეში დამონტაჟებულ კამერას გახედა. -ეს კამერები 24 საათიანია ხომ? -კი 24 საათიანია, რა იყო?_სიცილით კითხა გოგონამ. -მეთქი დავიძინებ. -როგორც მახსოვს დღეს არ მუშაობდი. _ხმის გაგონებისას, ხმამაღალი ღიმილით აათამაშა ტუჩები და მამაკაცისკენ გაბადრული მიტრიალდა. -კიდევ კარგი კამერებია თორემ ახლა ხომ მეძინებოდა არა?! მართალია, არ ვმუშაობდი, მაგრამ ასე მომიწია. _აუხსნა და პროდუქტების გატარება დაიწყო. _დღეს ბევრი რაღაც გიყიდია. _ნიკაპი “აიჩეჩა” და მამაკაცს ახედა. -როგორ ჩაიაირა გასაუბრებამ? -ჩშშ!_ტუჩებზე საჩვენებელი თითი მიიდო და თანამშრომელს გადახედა, საბედნიეროდ არ უსმენდა. -უკაცრავად._გოგონას რეაქცია სრულებით გასაგები იყო აბოსთვის. -ამიყვანეს. _ჩურჩულით გასცა პასუხი და ფასიანი პარკი მიაწოდა. -ნახვამდის. _მამაკაცმა თვალი ჩაუკრა და გასასვლელისკენ დაიძრა. *** -და რატომ არ ურეკავ? -არ ვიცი._მხრები აიჩეჩა და აუზს გახედა. -გრცხვენია? -რა სულელური კითხვაა. კაცს რომ ვხედავ აფორიაქებული კარგი სექსის მეტზე ვერაფეზე ვფიქრობ და რისი უნდა მრცხვენოდეს?_თვალებდაქაჩული მიუტრიალდა მეგობარს. -ელი, მართლა მაშინებ. _სიცილით ჩაილაპარაკა და ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა. -დავურეკავ, თანაც ახლავე და ვეტყვი რომ აუზზე ვარ და ვირუჯები. _ტელეფონი მოიმარჯვა და კონტაქტებში პირველივეს გადაუსვა თოთი. _ხედავ კონტაქტებშიც კი პირველია. -ეგ იმიტომ რომ სახელი ა_ზე იწყება. -ვიცი. _უხეშად უპასუხა და ტელეფონი ყურზე მიიდო. _გამარჯობა, აბო. როგორ ხარ? მე ფრესკოში რომ ღამის სმენაში გოგოს ხვდები ხოლმე ის ვარ. შენი ნომერი გიგიშას გამოვართვი. _თამამად მოსაუბრე მეგობარს თვალებდაქაჩული უყურებდა ქერა და საწრუპს თანდათან აუბედურებდა. -რაო?_ჩურჩულით კითხა და მეგობრის პასუხს დაელოდა. -ჯერ არაფერი, სიტყვები და წინადადებები დავალაგე, ახლა დავურეკავ._სიცილით ჩაილაპარაკა და წინ ჩამოყრული თმები უკან გადაუწია. _ბატო. _ცხვირზე ორი თითიც დაკრა._როდის იყო ასე ვაყრიდი სიტყვებს ერთმანეთს?! -აი, სად ყოფილხართ. _ნაცნობი და ყველაზე აუტანელი ხმის გაგონებისას ტელეფონი გადადო და ატრიალებული თვალებით გადახედა ქერას. -მე არაფერი მითქვამს. _სწრაფად გადასჩურჩულა და გოგონას მიუტრიალდა. -გიგიშა შემხვდა და აუზზე არიან წასულებიო, მეთქი რა ვაკეთო და მეც აქეთ წამოვედი. როგორ ხართ? -უამრავი რაღაცის ჩამოთვლა შემიძლია რისი გაკეთებაც შენ შეგეძლო. _წარბწეულმა ჩაილაპარაკა ელიკომ. -შენი ფანტაზიის სიძლიერეში ეჭვიც არ მეპარება._გაბრაზებულმა ჩაიდუდღუნა და ზურგი აქცია. -ქერა, მე დავრეკავ და მერე წავალ. -როგორც გინდა. ღიმილით ჩაუკრა მეგობარს თვალი, იცის რომ ახლა ელიკოს აბოსთან დარეკვის მეტი არაფერი არ უნდა. გაყვებოდა, მაგრამ ისიც ზუსტად იცის რა რეაქცია ექნება ამაზე ელიკოს, ვერ იტანს როდესაც მის გამო ვიღაცა რაღაცაზე ამბობს უარს... ნინოსთან მას აქვს კომფლიქტი და არა ქერას, ასე რომ ის არანაირად არის ვალდებული რაღაცები უაზროდ დათმოს. -აბო, გამარჯობა._მამაკაცის უცნაური ჩაცინება მოესმა და პასუხმაც არ დააყოვნა. -ვიცოდი რომ დარეკავდი. -ხოო, საიდან? ...აჰ,გიგიშა. _თვითონაც გაეცინა. _ხო, ნომერი გამოვართვი. -სწორად მოიქეცი. სად და რომელ საათზე შევხვდეთ?_ყოველგვარი შესავლების გარეშე იკითხა კაცმა. -დღეს 4 საათზე, მისამართს მოგწერ. რთული ხასიათი აქვს, რთული ადამიანია და ზოგადად რაც ელიკოს ეხება ყველაფერი რთულად გასაგებია. თუნდაც ეს სიტუაცია. უცნაური ქალია, რამდენიმე დღის წინ ურთიერთობებზე და ფლირტზე ალერგიული იყო, დღეს კი სრულიად უცხო ადამიანს... დიახ, სრულიად უცხოს. ვერავითარ შემთხვევაში დავარქმევთ აბოს ნაცნობს ელიკოსთვის. რამდენჯერმე ყავს ნანახი და იცის რომ გიგიშას თანამშრომელია. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისგან სრულიად სხვანაირი დამოკიდებულება აქვს მის მიმართ, ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე ეუბნება საკუთარ თავს რომ ამ მამაკაცთან შეხვედრა აქვს დანიშნული და უნდა წავიდეს. 5 წლის განმავლობაში ასე არასოდეს მოქცეულა, არავისთან უგრძვნია თავი ასე თავისუფლად, ლაღად და რაც მთავარია ხალისიანად. გაბადრული სახით არჩევდა ტანსაცმელს და თან მისთვის საყვარელ მელოდიას ღიღინებდა. 4 საათზე დანიშნულების ადგილზე იყო, არ უყვარს ქალური წიკებით რომ აგვიანებენ ზუსტად 2 წუთს, თითქოს და მამაკაცი ვერ ხვდება რა მიზეზითაც, და თუ ვერ ხვდება ჯობია იმ ორ წუთს 10-15 წუთი მიამატო, ან სულაც არ მიხვიდე იდოტთან პაემანზე, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რა ეშმაკობა იმალება ქალის დაგვიანების უკან. ზუსტად 4 საათზე აბოც იქ იყო, უყვარს პუნქტუალური და საკუთარი სიტყვის ადამიანები. შეპარული ღიმილით გადაკოცნა აბომ და თავისუფალი მაგიდისკენ წავიდნენ. -სანამ ერთმანეთის კარგად გაცნობას დავიწყებთ და ზუსტად ვიცი ეს პერიოდულად მოხდება. მინდა გითხრა რომ გათხოვილი ვიყავი. -სიმართლე გითხრა ვერ ვიტან როდესაც ქალი მის ცუდ წარსულზე მესაუბრება, მაშინ როდესაც ჩემს კარგ საქციელებთან პარალელის გავლება არ შეუძლია. -ანუ? -ანუ ამ ეტაპზე ყველა ვარიანტში შენი ყოფილი ქმარი მაჯობებს. _ელიკოს ხმამაღალი სიცილი აუტყდა. -ახლა უკვე გასაგებია. _თავი დაუქნია და მიმტანს ახედა. _და რატომ გგონია რომ ცუდი წარსული მაქვს? -იმიტომ რომ ყოფილი გყავს. >>> -გიგიშა ხშირად ახსენებდა საცოლიდ დაქალს. -ანუ ჩემზე ასე თუ ისე ინფორმაციას ფლობ. _ღიმილით გადახედა მამაკაცს და ღვედი შეიკრა. -ახსენებდა, მაგრამ არ ვუსმენდი. _ცინიკურად ჩაიცინა და მანქანა დაქოქა. -უყურადღებო ყოფილხარ. _უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა და განათებულ ტელეფონს დახედა. _გისმენ. -სად ხარ? -გიგიშას თანამშრომელთან ერთად ვარ, მოხდა რამე? -აუ, ბოდიში. _ქერამ სწრაფად მიაყარა და გაუთიშა. მეგობრის საქციელზე ხმამაღალი სიცილი ლამის აუტყდა, მაგრამ როგორც ყოველთვის ახალც შეძლო თავის შეკავება. -ამ უბანში გავიზარდე. აბომ მანქანით ელიკოს ძველ უბანში გაიარა. ემოციები მოაწვა, ბავშვობა გაახსენდა, გაახსენდა როგორ ასეირნებდა მოპირდაპირე ქუჩაზე პატარა ლაზარეს. ყველაფერი ისე მტკივნეულად ამოუტივტივდა, მაგრამ ყველაფერი წამში გადახარშა და უკვე განელებული ტკივილი კიდევ ერთხელ ჩაახშო საკუთარ თავში. აბომ ოდნავ მიატრიალა თავი გოგონასკენ და ჩაფიქრებულს ღიმილით დააკვირდა. -ლამაზი ცხვირი გაქვს. _მამაკაცის უცნაურმა კომპლიმენტმა ღიმილი მოჰგვარა. ყოველთვის იცოდა რომ ლამაზი და დახვეწილი ცხვირის ფორმები ჰქონდა, მაგრამ კომლიმენტი არასოდეს არავის უთქვამს. უნებურად წაიღო თითები ცხვირისკენ და წვეროზე მოისვა. -ო, დიდი მადლობა. _ღიმილით ჩაილაპარაკა და თვალები ააფახუნა. _შენ ძალიან ლამაზი ტუჩები გაქვს..._თამამი კომპლიმენტით დაასაჩუქრა მამაკაცი._ მაგრამ დღეს კოცნაზე არც იოცნებო! _ირონიული ხმით დააყოლა და თვალი ჩაუკრა. >>> ყოფილ უფროსთან ყველა საჭირო დეტალი მოაგვარა და სამსახურიდან წამოსვლის განცხადებაზე ხელმოწერილი საბუთის ასლიც თან გამოიყოლა. დროულად დატოვა იქაურობა. რაც მთავარია აბოს გაცნობაც მოასწრო. ერთი სასიამოვნო მოგონება ხომ მაინც უნდა დაამახსოვრდეს, მწვანე ფორმიან გოგონას. წინ 4 თავისუფალი დღე აქვს, ამიტომაც გადაწყვიტა ეს დრო რაში თუ არა ძილში გამოეყენებინა და შუა დღის 4 საათამდე გააჩაღა საწოლში მკვდარივით ნებივრობა. აბოსთან აღარ უსაუბრია, რამდენიმე დღის საგურამოში აპირებდა წასვლას და ელიკოც აღარ შეხმიანებია. -ყავა თუ ჩაი? -ნაყინი. -მარწყვის თუ ვანილის? -შოკოლადის. _წარბწეულმა გადახედა დაბნეულ მეგობარს, რომელმაც ელიკოზე კარგად იცის რა დროს რა უნდა. -რა გჭირს? -ამ ბოლო დროს გიგიშა გაციებული მეჩვენება. _ყველაფერი დაყარა და მეგობრისკენ წავიდა. -ჩემი ნაყინი წამოაყოლე და მერე წამოდი!_ხელგაშლილმა შეაჩერა და თვალები აატრიალა. _რაზე შეატყე?_მეგობრის აზრის აფსურდულობაში 100%_ით დარწმუნებულია, მაგრამ გადამოწმებას წინ არაფერი უდგას. -არ ვიცი, თითქოს ვამჩნევ. _მხრები აიჩეჩა და ნაყინი მიაწოდა. -2 დღის წინ ჩემთან გადმოდიო გითხრა და რა გრძნობის გაბლიკვაზე მელაპარაკები?! -მე არ ვამბობ რომ არ ვუყვარვარ და ერთად ცხოვრებაზეც უარს მეტყვის... -ერთად ცხოვრებაზე შენ ეუბნები უარს. _საუბარი გააწყვეტინა და თითი დაუქნია. -მე მგონი დროა მართლა შევკრა ბარგი და გადავიდე. -ეგრე რა, ეგრე რა! ძლივს მიხვდი რომ მარტო უნდა დამტოვო. _აღტაცებლმა შესძახა და მარცხენა ლოყა დაუკოცნა. ქერამ ცალი წარბი შუბლს გადააცილა ისე ასწია და მეგობარს მიუტრიალდა. _ვხუმრობ! -კარგი სექსის გარანტია გირეკავს._სიცილით ჩაილაპარაკა და აწკრიალებულ ტელეფონზე მიუთითა. -ალიო. _ხმადბალა ჩაილაპარაკა და მეგობრის გაჯავრებით გართულ ქერას ბალიში უთავაზა თავში. -როგორ ხარ?_ღიმილნარევი ხმით მოიკითა აბომ. -კარგად, შენ როგორ ხარ? -მეც კარგად. -აბო, შენთვის რაღაცის კითხვა დამავიწყდა. _მოულდოენლად წამოიძახა და დივანზე წამოჯდა. _რა გვარი ხარ?_დაინტრიგებულ ქერას ინტერესი სახეზე შეეყინა. -შენ ხომ არ გაწკრიალებს?!_მეგობრის კითხვით აღშფოთებულმა ხმა ევერ დაიოკა. -გვიჩიანი. -ეგრეც ვიცოდი... _ამაყად ჩაილაპარაკა და ფეხი ფეხზე გადაიდო. _არა, გვარი კი არ ვიცოდი, სვანი რომ იქნებოდი ის. _აუხსნა და ნაყინს დაავლო ხელი._მე რა გვარი ვარ იცი? -ვიცი, გასვიანო. *** -ჩემი შარფი წამოაყოლე. _აჩქარებული ნაბიჯებით დაიძრა გასასვლელისკენ და ჯერ კიდევ ოთახში მყოფ ქერას მიაძახა. _სახლის გასაღები გაქვს? -კი, ჩემი მაქვს. -კარგ... ზურა?!_სახლის კარების გაღება და ელიკოს დაქაჩული თვალები ერთი იყო. -როგორ ხარ?_მშვიდი გამომეტყველებით იკითხა მამაკაცმა. -მე კარგად, აქ რას აკეთებ?_ცალი თვალით ოთახიდან გამოსულ მეგობარს გადახედა. -ლილუ, როგორ ხარ?_ახლა ქერას მიუტრიალდა. -ელიკო, მე დაბლა დაგელოდები. _მამაკაცის კითხვისთვის ყურადღება არ მიუქცევია, მზერა აარიდა და გვერდი აუარა. ქერა ერთადერთი ადამიანია რომელიც ზურას ვერ იტანს, შემიძლია თამამად ვთქვა რომ ზურა არის ის პიროვნება ვის მიმართაც ზიზღს გრძნობს და ამას ვერანაირი ახსნა-განმარტება ვერ შეცვლის. იცის რომ ელიკოს ცივილიზებული ურთიერთობა აქვს ყოფილ ქმართან, შეუძლია მასთან მშვიდი ხმით ისაუბროს და ზიზღი არ იგრძნოს, მაგრამ ქერასთვის ეს ყოვლად შეუძლებელია. ეს იგივეა ვეფხვთან ითამაშეო რომ უთხრა, თუმცა ამ ვარიანტს უფრო დავუშვებდი. ქერაა ერთადერთი ადამიანი რომელსაც ძალიან კარგად ახსოვს მეგობრის ჩამქვრალი თვალები როდესაც გაიგო როგორ უღალატა ორმა უძვირფასესმა ადამიანმა. საკუთარ თავს არასოდეს მისცემს საშულაებას ელიკოს იმ დროინდელი ტანჯვა დაივიწყოს და ზურას გამარჯობა უთხრას, მისთვის ეს ჩვეულებრივი ღალატია! -ვიცი რომ უდროო დროს მოვედი, მაგრამ აუცილებლად მინდა რომ ვისაუბროთ!_კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა მამაკაცმა და სახლში შევიდა. -ზურა, ახლა მეგობრებთან ერთად სხვაგან მივდივარ და ამის დრო არ არის. _საღამოს კაბას დახედა და ხმაში თხოვნა გაურია, იმის მისახვედრად რომ ამდგარიყო და წასულიყო. -არა, უნდა ვისაუბროთ! -მომისმინე... 1 წუთით დამელოდე!_საუბრის დაწყება გადაიფიქრა და სამზარეულოსკენ წავიდა. _აბო, თქვენ წადით და მეც მალე მოვალ. -ისაუბრეთ, ჩვენ არსად გვეჩქარება!_ღიმილნარევი ხმით უპასუხა მამაკაცმა. -წადით. _ხმადაბლა ჩაიჩურჩულა, ტელეფონი გათიშა და უკან დაბრუნდა._ზურა, შენ ძალიან კარგად იცი რომ მე და შენ სასაუბრო არაფერი გვაქვს... შენ მე მიღალატე ჩემს ბიძაშვილთან... მორჩა, დამთავრდა, ჩემი ცხოვრებიდან ორივე გაგაქრეთ და ძალიან გთხოვ ნუ ცდილობ თავი შემაძულო!რატომ არ გინდა გაიგო რომ ჩემთვის შენ აღარ არსებობ და შენთან ურთიერთობა მხოლოდ და მხოლოდ მღლის, მე კიდევ არანაირად არ მსურს ჩემი ძვირფასი წუთები შენთან საუბარში გავატარო და რაღაცა უაზრო ახსნები ვისმინო, როდესაც სათმქელი საერთოდ არაფერი არ გაქვს! ახლა ჯობია ადგე, წახვიდე და ცოლ-შვილს მიხედო, მე მელოდებიან!_მშვიდი და ნაზი ბარიტონით დაასრულა გამოსვლა და კარები გაუღო. _ვაგვიანებ! *** “ჩვენ წავედით”_ქერას შეტყობინებას დახედა და იმედგაცრუებულმა ღრმად ამოიხვნეშა. არა და როგორ უნდოდა ყველა ერთად წასულიყო რესტორანში. რაღა მაინც და მაინც ახლა მოუნდა ზურას გამოჩენა და 5 წლის წინ დაშვებულ შეცდომებზე საუბარი, მითუმეტეს არაფერი უთქვამს ისე წავიდა. მანქანასთან მდგარი მამაკაცის სილუეტის დანახვისას ყურებამდე გაეღიმა, გაბადრულმა მოიკვნიტა ქვედა ტუჩი და მისკენ წავიდა. -არ წახვედი. _ჩურჩულით მიუახლოვდა და ლოყაზე აკოცა. -შენი ქმარი დავინახე, სამწუხაროდ ფიზიკური მონაცემებითაც კი ვერ გამიწევს კონკურენციას. _ირონიული ხმით ჩაილაპარაკა და მხრებზე მოეფერა. -როგორი დიდი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე, მაგრამ მე ეს მომწონს. _თვალი ჩაუკრა და მანქანის კარები გამოაღო. აბოს საქციელმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა რომ ეს მამაკაცი სრულიად სხვანაირია და ზუსტად ამიტომაც არის მასთან ისეთი როგორიც არასოდეს ყოფილა. ოდნავადაც არ შეუმჩნევია მამაკაცის გამოხედვაში ეჭვიანობა, უნდობლობა, ან რაიმე მსგავსი. იდგა და ელოდებოდა ისე თითქოს პაემანზე წასასვლელად სარკესთან დაყუდებულ ქალს ელდოებოდა და არა ყოფილ ქმართან მოსაუბრეს. კიდევ ერთხელ ღიმილით გადახედა და ხელის ზურგი წვერზე დაუსვა. -ძალიან ლამაზი ხარ, მაგრამ თმა აწეწილი და გამოუძინებელი ბევრად უფრო მიმზიდველი და სექსუალური ხარ... ეს არის ის მდგომარეობა რომელშიც აუცილებლად გნახავ დილის საათებში, ჩემს მკლავებში ალხართულს. _გააფრთხილა და ახლა უკვე თვითონ დაუსვა თითის ბალიშები ტუჩებზე. -მოუთმენლად დაველოდები. _თავი დაუკრა და გზას გახედა. >>> -ელიკომ ცეკვა არ იცის. _ხმადაბალი სიცილით ჩაილაპარაკა ქერამ და ფეხზე მდგარ აბოს ახედა. -ისწავლის. _მეგობარზე დაგეშილ ელიკოს ღიმილით დახედა გვიჩიანმა და ხელი გაუწოდა. -ვისწავლი, მაგრამ დღეს არა, ძალიან გთხოვ. მუდარით ჩაილაპარაკა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელს დახედა. ადრეულ ასაკში ქართულ ცეკვებზე დაყავდა დედამისს, მაგრამ მასწავლებელმა ზრდილობიანა აუხსნა რომ ელიკოსგან არა თუ მოცეკვავე მოფართხალეც კი არ დადგებოდა, ამიტომაც ქალბატონი ნატო იძულებული გახდა შვილის ტანჯვისთვის ბოლო მოეღო და ცეკვიდან გამოეყვანა. სკოლის და უნივერსიტეტის ბანკეტზეც კი არ უცეკვია, ქერა სულ დაცინის ყველაზე მოუხერხებელი ქალი ხარ დედამიწის ზურგზე, როგორ შეიძლება ცეკვა არ იცოდეო. -დღეს ცეკვის სწავლას არც ვაპირებ, უბრალოდ მინდა რომ პარტნიორობა გამიწიო. -შეგარცხვენ. _გაშლილ ხელზე თითები დაადო და ნელა წამოდგა ფეხზე. აბომ თავი დაუკრა და საცეკვაოთ გაიყვანა. _ძალიან შეგარცხვენ. _ჩურჩულებდა და მამაკაცის თითებს ებღაუჭებოდა. მამაკაცი ქალის ხმადაბალ და სპეციალურად გავნებიანებულ ხმას ყურადღებას არ აქცევდა. მაქსიმალურად ცდილობდა თავი შეეკავებინა და მხოლოდ აბოს მოძრაობებს აჰყოლოდა. ქარში მოყოლილი ქოლგასავით ირხეოდა, თან საკუთარ თავზე ეცინებოდა და მომღიმარს, აბოს ყელში ქონდა ცხვირ-პირი ჩარგული. -არასოდეს არ გაბედო და ცეკვის დროსაც კი არა გახდე მარტო მამაკაცზე დამოკიდებული!_მინაბული სწრაფად გაასწორა წელში და ოდნავ უკან დასწია. -და თუ მინდა რომ შენზე დამოკიდებული ვიყო?_ინტერესით დაუსვა კითხვა და სხეული გააჩერა. -გახდები ჩემი მარიონეტი, მინდა მე ეს თუ არა._მშვიდად უპასუხა და წელზე შემოხვეული ხელი მკლავებზე მოხვია. -შეიძლება შენზე დამოკიდებული ვიყო, მაგრამ არასოდეს გავხდები მარიონეტი! _ფეხისწვერებზე აწეულმა ჩასჩურჩულა და იატაკს დაუბრუნდა. -ძალიან მარტივად შეიძლება გახდე მარიონეტი, თუ არ გექნება საკუთარი თავის იმედი... თუნდაც ცეკვის დროს! _ღიმილით ჩაილაპარაკა, თვალი ჩაუკრა და ახლა უკვე თავად მიიკრა გულზე. _ეს არ ითვლება! *** -ზურას რა უნდოდა?_როგორც კი მარტო დარჩნენ ცნობისმოყვარე ხმით იკითხა ქერამ. -არ ვიცი. _მხრები აიჩეჩა და ფეხსაცმელი გაიხადა. -არ გითხრა? -არ ვათქმევინე. _ლოყაზე უჩქმიტა და სააბაზანოსკენ წავიდა. -სწორად მოქცეულხარ... _ბედნიერმა გაუღიმა და ღრმად ამოისუნთქა. _აბო არაფრის დიდებით არ წამოგვყვა. -ვიცი. *** -დღეს დედაჩემის დაბადების დღეა და რა ვუყიდო არ ვიცი. _გვერდითა მაგიდიდან აღელვებული გოგონას ხმა მოესმა. უნებურად მიატრიალა თავი უკან და ვარდისფერთმიანს დააკვირდა. დიდი სიამოვნებით ურჩევდა ყველა იმ საჩუქარს რაც კი დედამისისთვის უჩუქებია, მაგრამ ხმა არ ამოუღია ისე მიუტრიალდა ჩაფიქრებულ ქერას და ცივი ყავა მოსვა. ზედეტად იმოქმედა იმ ღამემ და მისმა ბავშვობის მოგონებებმა. რაც მშობლების სახლიდან წამოვიდა ასე არასოდეს დამართნია, ყოველთვის შეეძლო საკუთარი ემოციების და ფიქრების კონტროლი, ახლა თავს ვერაფერს ვერ უხერხებს, ყველა დეტალს აკვირდება და მერე ფიქრებში წასული აზრზე ვეღარ მოდის... ალბათ ესეც დროებითი იყო და ახლა უკვე ცხადად იაზრებს რა ხდება მის თავს, როგორ დაკარგა ოჯახი ზურასთან დაშორების გამო და როგორ ვერ გაუგო დედამ რომ ქმარმა თავის ბიძაშვილთან იმიტომ კი არ უღალატა რომ ელიკო იყო ცუდი ცოლი, არამედ იმიტომ, რომ მოსიყვარულე ცოლს ორივემ ერთად გადაუსვა ხაზი. -მე მგონი დროა მიხვიდე და დაილაპარაკოთ._სიჩუმე ქერამ დაარღვია. -მივალ, აუცლებლად მივალ. დილის 7 საათზე დაყენებულმა მაღვიძარამ მეცხრე სიზმარში მყოფი საწოლიდან გადმოაფრინა და იატაკს ჩაახუტა. თვალებდაქაჩულმა წამოყო თავი და ჯერ კიდევ გათიშულმა მოავლო ოთახს მზერა. დილით ადრე ადგომას არ არის მიჩვეული, ეგ კი არა დილის შვიდ საათზე ამთავრებდა სამსახურს და 8 საათზე გათიშულს ეძინა. უკმაყოფილოდ წამოდგა ფეხზე საბანი საწოლზე დააგდო და გარდერობის კარებზე საკიდით გადაკიდებულ ტანსაცმელს შეავლო თვალი. ძალიან რთულია იმასთან გადაჩვევა რასაც თვეებია მიჩვეული ხარ, მერე რა რომ საშინელი სამსახური იყო, დილით ადრე ადგომა მაინც არ უწევდა. თმააბურდული დადგა დუშის ქვეშ და გამოსაფხიზლებლად წყალს პირდაპირ სახე მიუშვირა. პირველ დღეს რატომღაც ტაქსით წასვლა გადაწყვიტა, ბოლოს და ბოლოს სოლიდურ სამსახურში მიდის, როდემდე უნდა იაროს ყვითელი დარყელი მარშუტკით... მაგრამ ტაქსსაც აქვს თავისი მინუსები, უფრო სწორად ტაქსს კი არა ტაქსისტს, მე მგონი ჩემი დაკონკრეტების გარეშეც მიხვდებით რა მინუსებზეა საუბარი. გაბრუებული გადავიდა მანქანიდან, შენობას ახედა და მაინც, რა სასიამოვნოა თვალებში მწვანე ფერები რომ არ ეჩხირება. გაბადრული წავიდა შესასვლელისკენ და დაცვის წევრს წარბწეული დააკვირდა. -საშვს დღეს გამომიწერენ!_პირდაღებულ დაცვას გვერდი აუარა და თავისი კაბინეტისკენ წავიდა, რომელიც სამწუხაროდ პირველ სართულზეა. ცნობისმოყვარედ შეღებილი თვალებისთვის ყურადღება არ მიუქცევია ისე მიხურა ოთახის კარები და ოთახის ცენტრში საცოდავად მდგარ ერთ მაგიდას მიაშტერდა. მერე უკმაყოფილოდ შეჭმუხნა შუბლი და ჩანთა მაგიდაზე დადო. -დილა მშვიდობისა. _კარები შავთმიანმა გოგონამ შემოაღო. -გამარჯობა. _ოთახის თვალიერებით გართულს ზედაც არ შეუხედავს. -ლეპტოპი და წერილები მოგიტანე. -დიდი მადლობა. -პრინტერსაც გადმოიტანენ დღეს ბიჭები. -გადმოიტანენ? -ხო, წერილების დახარისხების ოთახი მეორე სართულზე იყო ხოლმე. -გასაგებია, მადლობა. _მიახვედრა რომ გასვლის დრო იყო. -თუ დაგჭირდე ხუთიანს დააწექი._ტელეფონზე მიანიშნა და გავიდა. -რატომ მაღიზიანებს ასეთ ურთიერთობობში ზედმეტად აქტიური ხალხი?_საკუთარ თავს დაუსვა კითხვა და ფანჯრისკენ წავიდა. _ხედითაც ვერ დავიტრაბახებ. >>> -როგორ მოგწონს ახალი სამსახური? -ჯერ ჯერობით არაფერი არ გამიკეთებია, პრინტერს ველოდები. _უსაქმურობით დაღლილმა ჩაილაპარაკა და იმ წამს გაღებულ კარებს გახედა. _აქამდე დაგერეკა, მოიტანეს. -ხომ ხედავ რამხელა საქმეს გიკეთებ, შენ კიდევ ჩემი სახლიდან გადასვლა გინდა. _მოჩვენებითი წყრომით ჩაილაპარაკა ქერამ. -ქერა, ტელეფონითაც მშვენივრად გამიკეთებ კეთილ საქმეებს. _სიცილით ჩასძახა და ტელეფონი გათიშა. თურმე სულაც არ ყოფილა ადვილი საქმე, პრინტერის შემოტანა და ოფლის დაღვრა ერთი იყო. მთელი დღე კაბინეტიდან ცხვირი ვერ გაყო, შესვენების დროსაც კი არ გავიდა ყავის დასალევად, რომ შემოვალ არაფერი ამერიოსო. დაძაბულია და ყველაფერს ასმაგად აკვირდება, იმედია ეს მხოლოდ დღეს და მერე ცოტა დამშვიდდება, თორემ საქმეზე მეტად ნერვიულობა ღლის. 7 საათზე გავიდა შენობიდან, მიმღებში გოგონებს გამზადებული საშვი გამოართვა და დაცვის წინ ჩამოიკიდა კისერზე. რას უშავებს ეს ულვაშებიანი ბიჭი წარმოდგენა არ მაქვს, ძალიან აითვალწუნა და იმედია სისხლს თუ გაუშრობს არ გამოწოვს მაინც, იბადება კითხვა გამშრალი სისხლის როგორ უნდა გამოწოვოს, მაგრამ ელიკო მაგასაც მშვენივრად მოახერხებს, ჩვენ ნუ ვიღელვებთ. სახლში მეტროთი მიგუგუნდა, სად აქვს ყოველ დღე ტაქსში საყრელი 8-10 ლარები, თან ეგეც რომ არ იყოს დილით ისეთი ზიანი მიაყენა ყურებს მეორედ ვეღარ შესცოდავს. -როგორ ჩაიარა პირველმა სამუშაო დღემ?_საბაზანოდან ახლად გამოსულს აბომ დაურეკა. მამაკაცის ხმის გაგონებისას წამებში მოეხსნა დაღლილობა და მინაბული გაწვა საწულზე. -ცოტას ვიწუწუნებ და გეტყვი რომ დავიღალე. შენ როგორ ხარ? -ვიფიქრე სამსახურის დაწყებას ავღნიშნავდით, მაგრამ თუ წუწუნამდე დაღლილი ხარ, სხვა დროს იყოს. -მე არ მითქვამს ფეხები მაქვს მოკვეთილი და ვერ დავდივარ-თქო. _სხარტად უპასუხა და საწოლზე წამოჯდა. აბომ ხმამაღალი სიცილით შეეგება ქალის გამოფხიზლებულ პასუხს._მაგრამ არ ჯობია აქ ამოხვიდე? ამ წამს გამოვედი სააბაზანოდან და ცოტა არ იყოს გამოპრანჭვა მეზარება. _გულწრფელად ჩაილაპარაკა და თითები ჩუსტებში გაუყარა. -მხოლოდ და მხოლოდ იმ პირობით თუ იმ ფორმაში დამხვდები რა ფრომაშიც ამ წამს ხარ! -კარგი, გელოდები._გაეშმაკებული ხმით ჩაილაპარაკა. -დროებით. >>> სასწრაფო წესით გაშალა ტკბილი სუფრა მისაღებში და სველ თმებზე პირსახოცი მაგრად დახვია. ბანაობის მერე სახლში ხალათით და პირსახოცით ტანტალი მე მგონი ყველა ქალს უყვარს, მითუმეტეს თუ სამსახურიდან დაღლილი მოხვედი და გამოცვლის თავი არ გაქვს. თანაც აბომ ისეთი პირობა წაუყენა ოთახში შესვლისას და გარდერობის კარის გამოღებისას მოტყდეს ხელები. კარების ხმაზე ნელი ნაბიჯებით წავიდა შემოსასვლელისკენ და პარკებით დატვირთულ აბოს ღიმილით დააკვირდა, მერე ფეხისწვერებზე აიწია და ტუჩთან ახლოს, მაგრამ მაინც ლოყის ხაზზე მოწყვეტით აკოცა და იატაკზე დასკუპება სცადა, მაგრამ გვიჩიანმა არ დაანება და პარკით დამძიმებული ხელი წელზე მოხვია. -მართალია ტკბილი სუფრა გავშალე, მაგრამ მაცივარში უგემრიელესი აჯაფსანდალი მაქვს. _ამაყად გაუწოდა ცივი აჯაფსანდალი. _მიდი ხელები დაიბანე, მე მანამდე გავამზადებ._სიტუაციასაც როგორ უცებ მოერგო, თითქოს ყოველდღე ამას აკეთებდესო. ცივი აჯაფსანდალი თეფშზე გადიტანა და მიკროტალღურ ღუმელში შედო გასაცხელებლად. სანამ აბო სააბაზანოდან გამოვიდა ამასობაში ელიკომ პროდუქტები ამოალაგა და მაგიდაზე დააწყო. -რად გინდოდა ამდენი რაღაც..._ხმამაღლა ჩაილაპარაკა და მისაღებში მდგარს გახედა. -ლილუ სად არის?_ინტერესით მოიკითხა საშეყვარებულოს დაქალი. -ვიღაცის გამოფენაზეა გიგიშასთან ერთად. მოდი გავამზადე. >>> -ჩემ უფროსთან ხშირად გაქვთ ხოლმე შეხვედრები? -არც ისე, ყოველ შემთხვევაში მე პირველად შევხვდი იმ დღეს. -გასაგებია. _თავი დაუქნია და ღიმილით დააკვირდა. _მოგეწონა? -ძალიან! -ქერამ გააკეთა. _ჩუმი სიცილით ჩაილაპარაკა და ქვედა ტუჩი მოიკვნიტა._მე საშინელი მზარეული ვარ. მეხერხება, მაგრამ სულ უგემური გამომდის. _გულწრფელად გამოუტყდა, მერე მომავალში რომ არ ტკენოდა გული აბოს. -არც მე ვარ დიდად მჭამელი. _”დაამშვიდა” და თეფში აიღო. -შეეშვი, მე მივხედავ. _სწრაფად წამოხტა ელიკო და თეფშისკენ გაიწია. აბომ ოდნავ გადასწია ხელი და თეფში ნიჟარაში ჩადო. >>> -ხვალ სამსახურის შემდეგ რა გეგმები გაქვს? -სახლში მოვდივარ. -გამოგივლი და ერთგან მინდა რომ წაგიყვანო. -მშობლები უნდა გამაცნო?!_სიცლით ჩაილაპარაკა და თავი მხარზე დაადო. -ხო და ხელი უნდა გთხოვო მთაწმინდაზე. _ცინიკური ხმით ჩაილაპარაკა და მოკლე თმებზე წაეთამაშა. -მთაწმინდაზე ჩემმა ყოფილმა ქმარმა ამიხსნა სიყვარული. -ახლა უკვე გასაგებია რითაც მოგხიბლა. _დამიცნავად სისინებდა აბო, თან ელიკოს თმებს არ ეშვებოდა. -გეგონოს, იცი რა კარგი ბიჭი იყო ზურა?!_წარბაწეული მიუტრიალდა. -არ ვიცი და არც მაინტერესებს!_ოდნავ დაიხარა ქალისკენ და ცხვირზე აკოცა. >>> -ელიკო?! წამებში თვალებაცრემლებული, გაოგნებული და დაბერებული დედის დანახვამ ძალიან დაამძიმა. არა და როგორი გაბედული იყო სანამ აქ მოვიდოდა, ტექსტიც კი წინასწარ დაალაგა, მაგრამ ნატოს დანახვისას ყველაფერი დაავიწყდა. იმდენად შეცვლილი და დამჭკნარი იყო ქალი... ფიზიკურად ისევ ისეთი ლამაზი, მოვლილი და ახალგაზრდული ირეი ჰქონდა, მაგრამ თვალები... თვალები ძალიან მუქი და ჩამქვრალი. დედის ხმაზე ოთახიდან კისრისტეხვით გამოვარდა ლაზარე და ნატოს უკან გაშეშდა. -სალაპარაკოდ მოვედი. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა და სახლში შევიდა. -შენი საყვარელი სუპი მაქვს, არ შეჭამ? სახლის სუნმა იმდენად გააბრუა, აღარაფრისთვის მიუქცევია ყურადღება, როგორ მონატრებია აქაურობა... კედლები, იატაკი, ჭერი როემლის დიზაინსაც საათობით განიხილავდა მამასთან ერთად. კედლებზე გაკრული ლამაზი სურათები და იქვე ახლოს ლაზარეს და ელიკოს ბავშვობის ნამუშევრები, დღესასწაულებზე რომ ახარებდნენ მშობლებს. აკანკალებულ ტუჩებზე საჩვენებელი თითი მოისვა და დედამისისკენ შეტრიალდა. ლაზარე არცერთი წამით აცილებდა დას თვალს, ხმასაც არ იღებდა. უბრალოდ იდგა და გულის სიღრმეში ელიკოს ნახვით უზომოდ ბედნიერი თვალს არ სწყვეტდა. -მომენატრე!_მოულოდნელად გაიჟღერა ბიჭის ხმამ. როგორი დაბოხებული და დაკაცებული ხმა ქონია, რა მალე გადის დრო. -სუპს შევჭამ. _სწრაფად აარიდა თვალი ლაზარეს და ჩანთა შემოსასვლელში მდგარ საკიდზე ჩამოკიდა. -ახლავე, ლაზარე ჩადი დაბლა პური ამოიტანე. _სწრაფად დატრიალდა ნატო და სამზარეულოსკენ გაიქცა, ლაზარე სადარბაზოში გავარდა. სანამ ნატო სამზარეულოში ციბრუტივით ტირლაბდა, ელიკო სახლს ათვალიერებდა და ცდლობდა სუნთქვა დაერეგულირებინა. ჯერ კიდევ ლაზარეს “მომენატრე” უქშიტინებდა გონებაში. კარების ხმაზე სწრაფად მიტრიალდა უკან და პარკით ხელში ლაზარეს დააკვირდა. -მუშაობ?_დის შეკითხვამ აშკარად დააბნია. უხმოდ დაუქნია თავი და პარკი დედამისს მიაწოდა. _სად? -ტატუს სალონში. _ელიკომ კიდევ ერთხელ შეათვალიერა გაზრდილი ძმა და ზურგი აქცია. -კოტე სამსახურშია? -არა, ქობულეთშია მამიდაშენთან წასული. მოდით, დასხედით. _ბედნიერი ღიმილით დაუძახა შვილებს ნატომ და სკამები ხმაურით გამოაჩოჩა. ლაზარემ დინჯად აუარა ელიკოს ადგილს და მეორე მხარეს დაჯდა, არა და იყო დროს ერთმანეთს რომ ხოცავდნენ “არა მე ვჯდები აქ არა მეო.” -ძველი დრო გამახსენდა. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა ნატომ. -რომელი სანამ ზურას გავყვებოდი ცოლად თუ რომ გავშორდი მერე?_მაინც ვერ მოითმინა და წაისისინა. -ელი! _ძმის მკაცრმა ხმამ გააკვირვა და თვალები დაქაჩა. _როგორი მართალიც არ უნდა იყო ჩემი თანდასწრებით ნატოსთან ასე საუბარი აღარ გაბედო! -ოჰ, როგორი კატეგორიული ბიჭი გამხდარხარ, მიხარია. _ცინიზმს არ წყვეტდა. -ზაირა იყო მოსული._საუბარში ნატო ჩაერთო. -მე აქ ზაირაზე სასაუბროდ არ მოვსულვარ, არც მის შვილზე და არც ზურაზე! -აბა რაზე სალაპარაკოდ მოხვედი?_გაკვირვებულმა შეხედა შვილს. -ჩვენზე! მაგრამ ჯერ შევჭამ._მიუხედავად ყველაფრისა ჭამა არც ახლა ავიწყდება. _ლაზარე, ყავას გამიკეთებ?_თითქოს ნაბიჯის გადადგმას გავდა მისი შეკითხვა. უმცროსმა გასვიანმა ჯერ ელიკოს გადახედა, მერე დედამის, მერე ისევ ელიკოს და ბოლოს წყლის მადუღარას ეცა. -აბა რას ვიზამ. ყავის ფინჯანი რომ გამოიღო ლაზარემ სიმწრის ღიმილმა გადაურბინა.თითები მსუბუქად მოისვა სახეზე და ფეხზე წამოდგა, ვერ ხვდება როგორ უნდა იგრძნოს თავი. გონია რომ უცხოა, აქაურობა ძალიან დიდი ხნის წინ დატოვა, თანაც ისეთი სიტუაცია იყო. ხშირად ჰქონდა საბაბი მოსულიყო და მშობლები მოენახულებინა, დედამისი სულ კითხულობდა ბოლო დროს, მაგრამ ვერცერთხელ ვერ აიძულა საკუთარი თავი სურვილი გასჩენოდა. ახლა როცა საკუთარ სახლშია თავს სტუმარივით გრძნობს. მაჯაზე გადაჭერილი თმისამაგრით მოკლე თმა კეფაზე დაიმაგრა და მისაღებში გავიდა. -ვიცი რომ ცუდი დედა გამოვდექი. _საუბარი ნატომ დაიწყო. ელიკომ ნერწყვი ხმაურით გადაგროა სასულეში და ლაზარეს ყავის ფინჯანი გამოართვა. _წარმოდგენაც არ მინდა რას ვიგრძნობდი მამაშენს რომ ჩემთვის ეღალატა და მერე ჩემებს ჩემთვის ხელი ეკრათ. დედის სიტყვებმა კიდევ უფრო დაამძიმა და გააკვირვა, თუ ამას იაზრებს და ამდენი ხანი ასე ფიქრობს ელიკოს ნახვას წინ რა ედგა, მერე რა რომ არ მოდიოდა, თვითონ მისულიყო და აეხსნა, დალაპარაკებოდა. სულ არ უნდა მშობლების ბოდიში! -რატომ არ მოხვედი? -ვერ მოვედი. _ცრემლებამდე მისულმა ჩურჩულით ჩაილაპარაკა. -უარესად მტკენ. _იმედგაცრუებულმა ამოილუღლუღა და ფეხზე წამოდგა. _ქმარმა ბიძაშვილთან მიღალატა, შენი ქმრის ძმის შვილთან და თქვენ რა გააკეთეთ?! ყველა ერთხმად ამიჯანყდით რომ ჩემი ბრალი იყო, რომ მე ვიყავი ცუდი ცოლი და მე ვრეცხავდი წინდებს ცუდად... ასეც რომ ყოფილიყო, სულ უკანასკნელი და უმაქნისი ქალი რომ ვყოფილიყავი დედამიწის ზურგზე, რა უფლებით?! რა უფლებით მომექეცით ასე, მაშინ როცა თქვენთვის არცერთხელ გამიცრუებია იმედი. _თავიდან მშვიდად დაიწყო, ცდილობდა ნერვები და ემოციები გაეკონტროლებინა, მაგრამ იმ ყველაფრის გახსენებისას თავს კონტროლი ვეღარ გაუწია და ხმას აუწია. -ელი... -რა ელი, ნატო, რა ელი._ცრემლმორეულმა, დაბალი ხმით ჩაიალპარაკა და დივანზე მოწყვეტით ჩამოჯდა. ბოლოს ხუთი წლის წინ აუცრემლიანდა თვალები, მაშინც მშობლების მიზეზით. ზურას ღალატზე არ უტირია იმდენი რამდენიც მათ გადაწყვეტილებაზე... ყოველთვის შეეძლო ცრემლების გაკონტროლება. არა, განა იმიტომ რომ ცრემლებს სისუსტედ თვლის, უბრალოდ არასოდეს აძლევდა საკუთარ თავს შავი ფანქრით ჩახატული თვალები ვინმეს მიზეზით ჩათხაპვნოდა. -ყველამ ზურგი მაქციეთ. მაშინ როცა დედა, მამა და ძმა ყველაზე მეტად მჭირდებოდა გვერდით. ვიცი რომ გიყვარვართ, მაგრამ ყოველთვის როდესაც ცხოვრებაში წავბორძიკდები თქვენი იმედი ვერ მექნება, ვიცი რომ საკუთარ თავს ამის უფლებას არ მივცემ! ყოველთვის როცა რაღაც ცუდი დამემართება ქერასთან მივალ და არა თქვენთან, იმიტომ რომ გონება ასეთ დროს ჯერ მას აღიქვამს და მერე თქვენ. ღაპაღუპით სცვიოდა შვილის სიტყვებზე ცრემლები ნატოს, მაგრამ ხმას მაინც არ იღებდა, ლაზარე გაშეშებული იჯდა და ერთ დროს ყველაზე თბილ, მოსიყვარულე და მზრუნველ დას უყურებდა. უყურებდა და ხვდებოდა რომ იმ ელისგან აღარაფერია დარჩენილი, ახლა უკვე მებრძოლი ქალი დგას მათ წინ, რომელსაც ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი წლები დააკარგინეს. -ნახვამდის!_ბოლოს ღრმად ამოისუნთქა და გასასვლელისკენ წავიდა. -გეხვეწები რომ დაგირეკავ მიპასუხე ხოლმე. _ლაზარეს ხმა კარებთან დაეწია, ხმა არ ამოუღია რკინის კარებში გავიდა და ტკივლებიც იქვე დატოვა. >>> სამსახურში მიბრუნებულს საერთოდ არ ეტყობდა შესვენებაზე გადატანილი სიმძიმე, მშვიდი გამომეტყველებით შევიდა ოფისში და გეზი საკუთარი კაბინეტისკენ აიღო. -პრინცესას გავახსენდი._სიცილით უპასუხა ქერამ. -ჩემებთან ვიყავი. _წამით საშინლად აუტანელი სიჩუმე ჩამოწვა. -2 საათში დაამთავრებ სამუშაო საათებს და სახლში ვიქნები. _ყოველთვის იცის რა უნდა თქვას. _მანამდე იქნებ მაგარი ყავა გაიკეთო, თორემ შენი ამბავი რომ ვიცი აქ მოსვლისას ამოხეთქავ. _ბოლოს სიცილით დააყოლა. _გკოცნი და ყავა გაიკეთე! საღამოს ქერასთან ერთად იჯდა და ფილმებს უყურებდა, მოხმდარზე არცერთი ხმას არ იღებდა, მაგრამ ბოლოს ცნობისმოყვარე ქერამ ვეღარ მოითმინა. -არ ვიცი რა დამემართა, მაგრამ ჩემ თავს ვერ მოვერია. არადა შენც იცი რა იმედებით მივედი, მინდოდა ყველაფერი შემეცვალა, თავიდან დამეწყო... თუმცა ისეთი სიტუაცია დამხვდა უარესად გავხდი. ნატო ამდენი ხანი ყველაფერს იაზრებდა და მაინც არ მოვიდა, მაინც არ მოვიდა და არ მნახა. -შენ მიხვედი და ძალიან სწორად მოიქეცი, ახლა მთავარია დაველოდოთ... იქნებ რამე შეიცვალოს. _მეგობარს მაგრად მოეხვია და ლოყაზე აკოცა. _ძალიან მიყვარხარ! _ყურთან ახლოს უჩურჩულა და ხელები უფრო მძლავრად მოხვია. >>> -რატომ არ მეუბნები სად მივდივართ? -იმიტომ რომ მანქანიდან გადამიხტები. _ღიმილით ჩაილაპარაკა აბომ და ცალი თვალით გახედა. -შენ წარმოიდგინე და თვითმკვლელობა აზრადაც არ მომივა._თვალი ჩაუკრა და მაცდურად გაუღიმა. -მივალთ და ნახავ, მაგრამ დიდად ნუ დაიმედდები სიურპრიზი არ არის. მთელი გზა სასიამოვნო თემებს განიხილავდნენ. ელიკო თავის ბავშვობაზე უყვებოდა, აბო თავისაზე. მანქანა დიდი და დაბალი შენობის წინ გააჩერა. ელიკომ გაკვირვებულმა მოავლო მისთვის უცნობ გარემოს თვალი და მანქანიდან გადავიდა. -სად ვართ? -ცეკვა უნდა გასწავლო._მამაკახის ხმა მეხივით გავარდა ყურებში. -რა უნდა ქნა?_პირდაღებულმა კითხა და კიდევ ერთხელ შეათვალიერა შენობა. _შენ... მე... უნდა მასწავლო ცეკვა?_წარბები კუშტად შეკრა და წინ წასულ მამაკაცს მიჰყვა. -ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი გეპარება?_მოჩვენებითი სიბრაზით ჩაილაპარაკა აბომ და გაჩერდა. -არა, ცეკვა რომ გამოგდის ეგ უკვე ვიცი, მაგრამ სწავლაც თუ შეგეძლო... _მხრები აიჩეჩა და მინიდანაც დაზვერა შენობის შიგნით სიტუაცია. _შენ რა მართლა გინდა რომ ამ სიბერეში ცეკვა ვისწავლო?! -მე მგონი ამასობაში შენ ასაკსაც გავიგებ._მაცდური ღიმილით ჩაილააპრაკა და ნიკაპზე ორი თითი მოუჭირა. _მარტო მე და შენ ვიქნებით. -ძალიან მომინდა ჩემი მასწავლებლის ხილვა პარკეტზე. _თავი დაუქნია და დარბაზში პირველი შევიდა. -მარტო პარკეტზე? -რატომ მარტო პარკეტზე?! სამზარეულოში, საძინებელში..._კითხვის ქვეტესტს მიუხვდა და ეშმაკობაში აყვა. აბომ კმაყოფილმა ჩაიღიმა და თავი ოდნავ დაუქნია. აბო საკუთარი თვალით დარწმუნდა იმაში რომ ელიკო ყველაზე უნიჭო მოცეკვავე შეიძლება დადგეს, თუმცა მოყვარულის დონეზე შესანიშნავად იქნევს ხელ-ფეხს... მართალია შეიძლება ამ ხელ-ფეხის ქნევის დროს ვიღაცა სერიოზულად დააშაოს, მაგრამ სილამაზე თუ არა, მისი ცეკვა აუცილებლად მოითხოვს მსხვერპლს. ერთი საათის განმავლობაში ცდილობდა დგომა ესწავლებინა, მერე ფეხების და ხელების სინქრონული მოძრაობები. არც აბოა საუკეთესო მოცეკვავის ტიტულებით დაჯილდოვებული, მაგრამ ქორწილისთვის წყვილს შესანიშნავად მოამზადებდა. -ცოტახანი დავისვენოთ._ქშენით ჩაილაპარაკა და იატაკზე დაჯდა. _ცეკვავენ ვარსკვლავებში გავიდეთ. _სიცილის ხასიათზე მოსულმა სხარტად წამოიძახა და ფეხზე წამოხტა. -მოგისწრია დასვენება. -ოო, არა._ბავშვივით ჩაიდუდღუნა, თავი გააქნია და ისევ იატაკზე დაჯდა._მართლა, გავიდეთ. -რომელ ვარსკვლავზე დაბადებული მე მნახე?! -როგორი ხუმარა ხარ._ცინიკურად ჩაიქირქილა. >>> თითქმის სულ ერთად იყვნენ როცა ახერხებდნენ, ორივეს ძალიან გადატვირთული სამუშაო დღეები ჰქონდა. ზოგჯერ შაბათ-კვირასაც უწევდათ მუშაობა, მაგრამ აბო ღამის პირველ საათზეც მიდიოდა ელიკოს სანახავ. ეს ყველაფერი იმდენად სასიამოვნოა ელიკოსთვის ზოგჯერ გონია რომ რაღაცა რიგზე ვერ არის, მიუხედავად ამხელა თავისუფლებისა ეჭვი მაინც ეპარება... იმხელა სტერსი აქვს გადატანილი ეს ძალიან ბუნებრივი რეაქციაა, მართალია პანიკებში არ ვარდება და დეპრესიული წამოვლები არ აქვს, მაგრამ ზოგჯერ გონია რომ რაღაცა აუცილებლად უნდა მოხდეს... რაღაცა რამაც შეიძლება კიდევ ერთი სერიოზული გარდატეხვა მოახდინოს ელიკოს ცხოვრებაში. აბოსთან ურთიერთობა მისთვის ერთი დიდი სიამოვნებაა, როგორი დაღლილიც არ უნდა იყოს მისი ნახვის სურვილს მაინც ვერაფერს ვერ უხერხებს და ხშირად თავად ურეკავს შევხვდეთო. -შენთვის ახალი ამბავი გვაქვს. _გაღიმებული სახით შევიდა გიგიშა სახლში. -ბარგი მე გავამზადე. _ირონიული ღიმილით ჩაუკრა თვალი და ოთახის კარებთან მდგარ ორ ჩემოდანზე მიუთითა. -გამოტყდი რომ შენ დაარწმუნე. _ჩუმად ჩასჩურჩულა და თვალები მოჭუტა. -არც კი იფიქრო, მე უბრალოდ რამდენჯერმე მექნება ნათქვამი რომ დროა ერთად იცხოვროთ... თვითონ ქონდა ბოლო პერიოდში წიკები გიგიშას ჩემს მიმართ გრძნობები უცივდებაო და გადაწყვეტილებაც მიიღო. -ე.ი. ჩემი “გაციებული გრძნობები” ჭკვიანური იდეა იყო. _კმაყოფილმა ცალყბად ჩაიცინა და დივანზე ჩამოჯდა. -ოოო, როგორი საძაგელი ბიჭი ხარ._თვალებმოჭუტულმა და შუბლშეკრულმა დაუბღვირა. _მე კიდევ ვეჩხუბებოდი რა სისულეებს ბოდიალობ თქო. -რა მექნა ელი, სხვანაირად ვერ მოვახვედრე რომ ჩემს გარეშე ძილი მისი ასაკისთვის უკვე საფრთხილს შემქმნელია. _ფხუკუნით ჩაიჩურჩულა და შეყვარებულის ოთახის აჭრიალებულ კარს გახედა. -ჯობია გავჩუმდეთ თორემ ჩვენთვის იქნება ქერას გამოჩენა საფრთხე. -გავიგე შენი და აბოს ამბავი სერიოზულ ფაზაში შედისო. _უცებ შეცვალა თემა და ცნობისმოყვარე მზერა შეყვარებულიდან ელიკოზე გადაიტანა. -ჯერ ჯერობით განსაკუთრებულს არაფრს ვგეგმავთ, ერთმანეთს ვხვდებით და ძალიან კარგად ვართ. _ღიმილით ჩაილაპარაკა და ყავა მოსვა. -მიხარია ძალიან. _თვალები დაუპაჭუნა და ღრმად ამოისუნთქა. -აბოზე ამბობ ხომ?!_საუაბრში ქერა ჩაერთო. _მეც ძალიან მომწონს ეგ ბიჭი. >>> აბოს მხარზე თავდადებული უყურებდა მოპირდაპირე კორპუსში მცხოვრები წყვილის სასიყვარულო სცენას და ღიმილს ვერ მალავდა. გვიჩიანი ტელეფონში რაღაცას წერდა სერიოზული გამომეტყველებით. ძალიან თავისუფლად შეეძლო დაენახა ვის წერდა, ან საერთოდ რას აკეთებდა აბო ტელეფონში, მაგრამ სურვილიც არ გასჩენია თვალების ცეცების. პატიოსანი გამომეტყველებით იჯდა, ტუჩის კუთხეში იღიმოდა და წყვილს უყურებდა. -მომწონს ზაფხულში აივანზე ყოფნა. _ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და შეიშმუშნა. აბომ ტელეფონის ეკრანი ჩააქრო, მაგიდაზე დადო და ცალი ხელი ელიკოს მოხვია მხარზე. _პატარა რომ ვიყავი მამაჩემი მიშლიდა ხოლმე, გაცივდები და ღამე კი არა დღეც ვეღარ გახვალ გარეთო. _ღიმილნარევი, სევდიანი ხმით ჩაილაპარაკა და ქვედა ტუჩი აათამაშა._ზოგჯერ ძალიან მინდა სახლში დაბრუნება, მენატრებიან, მაგრამ საკუთარ თავს ვერაფერს ვუხერხებ. _აწითლებული თვალები მაგრად დახუჭა. გვიჩიანი ოდნავ გასწორდა წელში და თვალებაწითლებულის სახე ხელებში მოიაქცია. -ძალიან ცუდია როცა მშობლების შეცდომას წლები იაზრებ და ხვდები რომ დამნაშავეები არიან 100%_ით, მაგრამ შენი გადადგმული ნაბიჯი შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს იმისთვის რომ შენ იგრძნო მომავალში თავი უკეთ! პირველ რიგში შენი თავისთვის უნდა გააკეთო ეს და მერე სხვა დანარჩენისთვის, ყველა მონახავს საკუთარ გზას, იპოვის საკუთარ ბედნიერებას და ეჭვი არ შეგეპაროს რომ ამას შენს გარეშეც მშვენივრად შეძლებენ. შენ უნდა გახადო შენი თავი ბედნიერი და არა ვიღაცა სხვამ! ორივემ ვიცით რომ მშობლები გაკლია, გინდა რომ გვერდით გყავდეს, ხოდა მოდი ნუღა დაკარგავ დროს და შეეცადე მათთან ურთიერთობა ისევ ჩამოაყალიბო. _ღიმილით დაასრიელბდა თითებს ელიკოს კრიალა და ნაზ კანზე. გასვიანმა ღრმად ამოიხვნეშა, წინ ჩამოყრილი თმები თავის ოდნავ გაქნევით გადაიწია და მოპირდაპირე კორპუსს გახედა. -მადლობა რომ გამოჩნდი!_ჩურჩულით ჩაილაპარაკა, მამაკაცისკენ ოდნავ გადაიხარა და ტუჩებზე შეეხო. აბო არ განძრეულა, ჯიუტად არ იღებდა ქალის გამოწვევას და ხესავით გაშეშებული ელოდება როდის გამოიჩენდა კოცნის ინიციატივას ელიკო. როცა მიხვდა რომ გასვიანი ტუჩების გამოძრავებასაც კი არ აპირებდა გაბრაზებულმა დასწია თავი უკან და წარბწეულმა შეათვალიერა მამაკაცი. გვიჩიანმა ქვედა ტუჩზე იკბინა, მოზრდილ წვერს წაეთამაშა და ელიკოსთვის მოულოდნელად თავისკენ მიიზიდა. ჯერ თითებით წაეთამაშა ქალის ლამაზად აწითლებულ ბაგეებს, მერე საკუთარი ტუჩების და ელიკოს ნერვების წვალება დაიწყო. -მაკოცე თუ მკოცნი თორემ ძალიან მერყევი ხასიათი მაქვს. _აღრენილმა ჩაილაპარაკა და კოპები შეკრა. -რაღაც მინდა რომ გითხრა._წამებში დასერიოზულდა აბო._ეს ცოტა ადრე უნდა მეთქვა, მაგრამ თავი შევიკავე. -რა მოხდა?_მამაკაცის ბარიტონის შეცვლისთანავე გადაავიწყდა კოცნაზე რომ იყო კონცენტრირებული. _აბო, რა უნდა მითხრა?_დადუმებული და ანერვიულებული მამაკაცის დანახვისას უარესად დაიძაბა. გვიჩიანი წამებში შეიცვალა, ქალის ნერვებზე მოთამაშე მამაკაცისგან აღარაფერი დარჩენილა, მზერა გაუცივდა, თვალებიც სულ სხვანაირი და სხვა ფერის გაუხდა. -ელენე, შვილი მყავს! პირველი ნაწილის დასასრული! ❥❥❥ სიყვარულებო, ეს ისტორიის პირველი ნაწილია... ისტორია თითქმის ერთი წლის წინ დასრულდა, მაგრამ იდეაში აუცილებლად უნდა გაგრძელებულიყო და ძლივს მოვაბი თავი... მეორე ნაწილის პირველ თავს დღესვე ავტვირთავ. <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.