ველურრებსაც შეუძლიათ სიყვარული (3 თავი)
–მერიიი!!სად იყავი მოვკვდი შენი ძებნით–როგორც კი ბოლო გაკვეთილიდან გამოვედით კასპერი შემოგვეგება. –კარგი რა იყო ჰო არ დავიკარგე–კეკლუცურად ჩამოეკიდა კისერზე და მის ტუჩებს დააცქერდა.არ შემიძლია ამ წყვილს,რომ ვუყურებ ცუდად ვხვდები, როგორ შეიძლება ესე გაგჟებით გიყვარდეს ვინმე. –შეიძლება უხმოდ დგახარ მაგრამ ვიცი რასაც ფიქრობ–32ტივე კბილი შემომანათა მერიმ– არც გაბედო უარყოფა, ღმერმა ქნას ქალიშვილობა მალე დაკარგო თორე უკვე დამტაანჯე. და აი ისევ, სირცხვილისგან წამოვწითლდი, გავხურდი და გავგიჟდი. კასპერი კი იქ თავისთვის ფრუტუნებდა, აშკარად ძაან ართობდა ჩვენი ასეთი კინკლაობა. –მერი დავიღალე,სულ ესეთ უაზრო რაღაცეებს რატო ლაპარაკობ.–აღშფოთებულმა ჩავარაკრაკე ერთ ამოსუნთქვაში. –კარგით გოგოები წავედით, მიგაცილებთ.–უცბად ჩაერია ჩვენ ჯერ არ დაწყებულ კამათში და სიტუაციის განეიტრალებაც მოახერხა. –მოიცა რაა?!!– თეატრალური გაოგნება ავიკარი სახეზე–შენ რა კასპერთან არ რჩებიი? როგორ მოხდა– და მერიემს ისე გავხედე თითქოს მართლაც რაღაც სასწაული მოხდა. –კაი გეყოს მასხრობა, წავედით–მობეზრებული სახით მკრა მუჯლუგუნი და გვერდით ჩამაირა. ნელა მივუყვებოდით ავტოსადგომს კასპერის “მუსტანგის’’ ძებნაში. –ამხელა სისულელე ჯერ არ მინახავს,როგორ დაგავიწყდა შენივე მანქანა სად დგას– უკვე აღარ ვიცოდი გავბრაზდი თუ შეშფოთებული ვიყავი მაგრამ აშკარად საშინელ ხასითზე დავდექი მისი მანქანის საათნახევრიანი ძებნის შემდეგ. მაგრამ კასპერს ეს აშკარად არ ანაღვლებდა. –იმ გადარეულმა მთხოვა და მერე თვითონვე გააჩერა სადღაც ჯანდაბაში. და აი ძლივს მივაგენით სასურველს, მე უკანა სავარძელში დავსკუპდი, წყვილი კი წინ მოექცა. –ფრთხილად იყავით არდაგეკარგოთ ერთმანეთი.–ღვედის შეკვრასთან ერთად თითქოს ჩემთვის ჩავილაპარაკე. –კი ვხვდები რო ერთადერთი რამ რაც გახალისებს ეს ჩვენი “წაკბენვაა’’, მაგრამ ამ ბოლო დროს რაღაც ძაან მოუხშირე.– შემაფასებელი თვალებით გადმომხედა კა თან მანქანა დაქოქა. –აბა სხვა რა ვაკეთო– თვალების ბრიალით გადავიკისკისე– ისეთი დაშაქრულები ხართ რამე მწარე, რომ არ დვამატო ცუდად გავხდები. საკმაოდ ჩქარა მივუყვებოდით გზას. ფანჯარაში ხეების თვალებით დევნით ვიყავი დაკავებული წინ კი რაღაცას განიხილავდნენ. –ეეიი,გამოფხიზლდიი– უცბად მერის ხმა მომესმა და მეც ჩემი ფიქრებიდან ძალით გამოვვარდი.– მე და კასპმა გადავწყვიტეთ მასთან ავსულვიყავით და შენც წამოდი რაა, შეიძლება პატივიც დაგვდოს და მისი ბიძაშვილიც მოვიდეს, თან შენც გაგაცნობთ.– მართლაც, რომ ერთ ამოსუნთქვაზე ჩაარაკრაკა და მეც დრო დამჭირდა ნათქვამის გააზრებისთვის. ბოლო წინადადებაზე ცოტა დავიძაბე, არ მსურდა იმ ტიპის გაცნობა ვიზეც არც ცუდი და არც კარგი ამბები დადის... კრგით ჰო ვაღიარებ საშიში სტატუსი აქვს კოლეჯში.მაგრამ მერის და კასპის თვალებს, რომ გადავეყარე მივხვდი, რომ ჩემი პასუხი არაფერს არ ცვლიდა, მათ უკვე ჩემ გარეშეც გადაეწყვითათ ყველაფერი და თან მეც არ მაწყენდა. კერძო სახლების ტერიტორიაზე შევუხვიეთ,რამოდენიმე სახლს ჩავურეთ და დიდი სახლის წინ გავჩერდით. –ჰმმ, უფრო შორი მეგონა. 15 წუთი დიდი არაფერია– ეს უფრო ჩემთვის ჩავილაპარაკე დასკვნის სახით თუმცა მერი მაინც გამომეხმაურა. –კი,აქედან კოლეჯი ახლოსაა, თან სახლიც ამ “რაიონის’’ სიღრმეში არ არის– ვერ მოასწრეს გადმოსვლა ისევ ერთმანეთს აეკვრნენ. როგორ შეუძლიათ 24 საათი ესე ყოფნა. ვითომ არც არაფერი ისე გავყევი უკან და თან ყველაფერს ვათვალიერებდი. პირველად ვიყავი ამ ადგილას და ყველაფერი მაინტერესებდა. ჭიშკარი მექანიკურად გაიღო და როგორც კი მნქანისთვის განკუთვნილი “გარაჟი’’ დავინახე გამიკვირდა და ეგრევე კასპერს მივუტრიალდი. –კასპ, გარეთ რაღას ტოვებ აქ თუ გაქვთ სადგომი? –მერე გასასვლელი ვარ და მეზარება, შეყვანა გამოყვანა.– მხრები აიჩეჩა და ჩაიდუდღუნა. –მოიცა?მოიცა–გამოხტა ამერიკა–სად ხარ ერთი გასასვლელი?!-თვალები ისე დაუჭყიტა შემეშინდა გუგებიდან არ ამოსცვენოდა. –კარგი დაწყნარდი–სიცილს ძლივს იკავებდა კასპი– დაგავიწყდა?ერთად ვაპირებთ ღამით გასვლას, შენი ნივთების წამოსაღებად. აქ თავი ვერ შევიკავე და რასაც ქვია ავჭიხვინდი, მერის სულ ეჭვიანური გამოხტომები ჰქონდა და რომ აღმოაჩენდა რო თვითონ იყო ეს საეჭვიანო მიზეზი ძაან სასაცილი სახეს კერავდა, თითქოს დამნაშავე მაგრამ ამავდროულად მაინც ანიშნებდა –ყველგან გადევნებ თვალსო– არა რაა ვგიჟდები ამათზე. და როდესაც აი ესე ძაან გადაყირავებამდე ვიცინოდი უცბად ვიღაცის ბოხი სიცილი გაისმა. –შემოხვალთ თუ რას იზავთ?– ვერ გავიგე ვისი ხმა იყო მაგრამ როგორც კი მივტრიალდი კიბეებთან არავინ არ დამხვდა. –ვაააა, ბედმა გაგვიღიმა და სახლშია– ცოტა ირონიული ნათქვამიც კი გამოუვიდა კასპერს და სამი კაცი რასაც ქვია შევგორდით, ყველას კარგი ხასიათი გვქონდა სიცილისთვის განკუთვნილი. როგორც კი შევედი შიგნით დიდ ოთახში აღმოვჩნდი რომელიც ორ სექტორად იყო გაყოფილი;სამზარეულო და სტუმრების–სასადილო ოთახი. სამზარეულოში კი მაცივართან მიყრდნობილი წყლის მსმელი ბიჭი დავინახე (რაღა ბიჭი მაგრამ მაინც) შიშველი ტორსით. –ჰალუცინაციები მაქ თუ თქვენთან მართლა ცოცხალი აპოლონი დგას– თითქოს გადავჩურჩულე კასპს თან დარწმუნებული ვარ სასწაული სახე მქონდა, თვალს ვერ ვწყვეტდი მის ტანს– რა არი რა უბედურებაა. –აუუ ტრეეევ რამე ჩაიცვი თორე სტუმარი თუ გაგიხდათ ცუდად სად მიდიხართ– სიცილით თქვა მერიმ და კასპერის გვერდით დადგა, მიხვდა, რომ ჩემგან კარგი დღე არ ელის. –მე რაა...მაგან გაიხადოს ეგ ქურთუკი თორე აშკარად ძაან დასცხა– ლაპარაკობდა, თვალებში მიყურებდა და ირონიული ღიმილიც არ ავიწყდებოდა. მე კი აშკარად დამცხა, სირცხვილისგან თავი ჩავხარე და გავედი,რომ ზედა გამეხადა.– არა თუ გინდა დანარჩენიც გაიხადე უარს არ ვიტყვი– უკან მომაძახა და თან კასპერის შიშინიც მოჰყვა.ამაზე უფრო გავწითლდი და ვეცადე სუნთქვის დარეგულირება. –ფუ,ფუ,ფუ ემილი! როდიდან გახდი ესეთი მორცხვი, რამ დაგამორცხვა არცერთი ბიჭი არ გინახავს შიშველი ტორსით თუ რა არი?!!– თან ჩემს თავს ვლანძღვდი და თან აკანკალებული თითებით ვცდილობდი ქურთუკი ჩამომეკიდა.ბოლოს დავწყნარდი და მივხვდი რომ ესეთი რეაქცია ჩემთვის შეუფერებელია და ვითომაც არაფერი ისე გავედი შემოსასვლელში. მომენტს შევესწარი, როდესაც ტრენტი მაისურს იცმევდა. –რამდენი ტატუ აქ ამ უბედურს– მოჭუტული თვალებით უცბად შევათვალიერე და როდესაც მეგონა,რომ ჩემთვის ჩავუჩურჩულე ყველამ მე შემომხედა და მეც თვალები შუბლზე ამივიდა. –თუ გინდა ჩემს საძნებელში მარტოს დაგათვალიერებიდებ, საინტერესო ადგილებშიც მაქვს.– თქვა და ტუჩი მოიკვნიტა. მე კი ამასობაში გადაგრეხილი თავით ვუყურებდი და ვფიქრობდი, რამ დაბადა ესეთი გონება ჩამორჩენილი. –ჩემს დაქალს შეეშვი მაგას საწოლში ვერ ჩაითრევ– დასაცავად მოემზადა მერი მაგრამ ამასობაში მის ხმაში არცთუ ისეთი სიმკაცრე ისმოდაა– წადი და სხვა შეაბი– გადაიჯვარედინა ხელები. –ვინღა თორე მოდი– თვალები ააფართხუნა და ლამაზი ღიმილით გაიღიმა– და რაიყო შენს დაქალს ენა არააქვს, რომ მითხრას რამე ან საერთოდ სახელი თუ აქვს– უცბად ჩემზე გადმოიტანა მზერა და დაჟინებით დამაკვირდა, არ ვიცი პირველად დამემართა, სასწაული თვალები ჰქონა, შავი და ამ სიშავეში შეიძლება დაკარგულიყავი. –უი– დივანიდან უცბად წამოხტა კასპი, ჯინსებზე ხელები ჩამოისვა და ჩვენ ორს შორის მოექცია–გაიცანით. ტრენტ ემილი, ემი ტრევი.– აი ეს “გაგვაცნო“ ერთმანეთი და ოთახშიც ყრუ სიჩმე ჩამოწვა. –ჰმმმ–დაარღვია სიჩუმე მერიმ და თან ამითი სიტუაციაც გადაარჩინა–პიცა, ხომ არ შეგვეკვეთაა– კასპერს ჩამოეკიდა კისერზე და ჩვენ გადმოგვხედა. მე უკვე კარგად გავშინაურდი ამ 15 წუთში და დივანზე წამოვწექი. თითქოს მე კი არა ესენი მოვიდნენ ჩემთან სტუმრად და რათქმაუნდა ყველას მზერა მივიპყარი თუმცა როგორც კი იგრძნეს რომ სულაც არ ვარ დამორცხვილი კასპმა მშვიდად ამოისუნთქა, აშკარად ეგონა ტრენტთან ერთად დავიმორცხვებოდი, მაგრამ მაგან აშკარად არ იცის, რომ ჯერ არ დაბდებულა ის ადამიანი რომელთანაც დავიმორცხვები. –კი რატომაც არა, თან მაგრა მომშივდა. ტელევიზორი არ გერთვებათ?–ჩემი სითამამის მეც გამიკვირდა მაგრამ უნდა მიმეხვედრა რო მაგას თავისი სიტუტუცე არ გაუვა, რადგან ჩემიც არ დააკლდება. –კი როგორ არა და თუ გასწორდები ჩაგირთავ კიდეც– ზემოდან ტრენტი დამადგა აშკარად გაბრაზება ეტყობოდა სახეზე,მეც მივხვდი, რომ გადავაჭარბე და უცბად წამოვხტი, ამას კი ტრევის სიცილი მოჰყვა.აი აქ კი მივხვდი, რომ გამომიჭირა თუმცა მე არ ვიქნებოდი ემილი უკუღმართი, რომ არ დამემტკიცებინა. –კარგით, ვინ უკვეთავს პიცას.– საზურგეს მივეყრდენი და მუცელზე ხელები შემოვწყვე. მივხვდი, რომ არავინ არაფრის გამკეთებელი არ იყო და წამოვხტი– მომეცით მობულური მე შევუკვეთავ,მე ანგარიშზე არ მაქ.–პირველმა ტრენტმა ამოიღო და გამოვართვი, სულერთი იყო ვისი ტელეფონიდან დავრეკავდი. გავხსენი და ისეთი წამოვიკივლე შუშებიც კი გატყდებოდა, ტელეფონი ხელებიდან გავაგდე და თვალებზე ავიფარე. –რა იყო რა გჭირს–შემომაფრინდა ამერიკა. ტრენტმა აიღო მობილური და ჩაიცინა.–უი ჩემმა “ერთერთმა’’ ფოტო– საჩუქარი გამომიგზავნა. კიდევ კარგი ხალიჩაზე დავარდა თორე შენ ამინაზღაურებდი!– ამას ამბობდა და თან ინტერესით აკვირდებოდა ტელეფონში მესიჯით მიღებულ ფოტოს სადაც სულ მთლიანად გაშიშვლებული გოგო იყო გამოსახული და რომელიც გამომწვევად იყურებოდა. ბრაზისგან აღარ ვიცოდი სად წავსულვიყავი. –თავი გამანებეთ მივდივარ, ამ ველურთან ერთი წამითაც არ გავჩერდები.–რატომღაც შეურაწყოფად მივიღე ესეთი საქციელი და ძალიან ემოციურად გამომივიდა მაგრამ რა მექნა, შეემოეწმებინა მაინც–კრეტინი. სახლიდან გავვარდი და დაველოდე სანამ ჭიშკარს გამიღებდნენ მაგრამ არა, მე ხომ ბედი არ მაქვს. –კარგი ემილი, დაბრუნდი სახლში, ვიცი ცუდად გამომივიდა,არ მინდოდა– მის ეს სიტყვები დავჯერე და თითქოს ბრამზა გადამიარა მაგრამ როგორც კი სახლში შევედით მის სახეზე ისევ ირონიული ღიმილი აკიაფდა და მივხვდი,რომ მეორეჯერ გამაცურა. ამაზე უფრო მომეშალა ნერვები და ბუზღუნით გავედი ოთახში სადაც ტელევიზორი იდგა და დივანზე ჩამოვჯექი გაბუზღული სახით, სამზარეულოდან კიდე ჩუმი ჩურჩლი მესმოდა, აშკარად ტრენტის გამოხტმოთ იყვნენ უკმაყოფილონი და საყვედურობდნენ,ამითი კი თითქოს გულზე მეამა. –შევუკვეთეთ პიცა და ცოტახანში მოიტანენ– გვერდით მერი ჩამომიჯდა და მომლოდინე თვალები მომაპყრო. –რა იყო? უბრალოდ ხასიათ გამიფუჭდა.– ჩავიდუდღუნე და იატაკს მივაშტერდი. –ნუ ბრაზდები მის ესეთ გამოხტომებზე, ეგეთია, რამდენი ხანი ვიცნობ სულ ეგეთი იყო. ყველა გოგოს კაბას უყურებს და არცერთს არ ტოვებს, შენც მათ რიცხვში ჰგონიხარ მაგრამ ეს, ხომ ესე არ არის.– ამაზე გავბრაზდი და ამაზრზენი გამომეტყველებით შევხედე. –რათქმაუნდა არა– აღვშფოთდი მე. –ხოდა მალე გავაგებინებთ– მომეხვია მერი და შუბლში მაკოცა, შემდეგ ავდექით და ბიჭებთან გავედით. მთელი საღამო ასეთუ ისე სიწყნარეში გავატარეთ, ტრენტს ზებუნებრივი არაფერი აღარ ჩაუდენია და მეც წყნარად ვიყავი. თამამად შემიძლია ვაღიარო,რო ვიხალისე კიდეც. ღამით გვიან გამოვედი და კასპს ვთხოვე ჩემი სახლში გაყვანა თან მერისაც უნდოდა ნივთების წამოღება, ამიტომ დამთანხმდა და ერთად გავაშურეთ გზას. ჩემ ოთახში შევედი თუ არა ეგრევე საწოლზე დავებერტყე და ძილისთვის მოვემზადე. მეორე დღეს გამთენიისას როგორც ყოველთვის მერი შემომივარდა და თავისი ველურულიი მოქმედებებით ჩემი გამოღვიძება დაიწყო. –ისეე...–დავიწყე მე– ხანდახან მადლობელიც კი ვარ შენ,რომ მაღვიძებ ასე დილაადრიან– საწოლიდან წამოვყავი თავი და მერის გაკვირვებულ სახეს გადავხედე– შენ, რომ არა დილაობით განა მოვასწრებდი ბანაობას– გავუღიმე და დავიწყე აბაზანისთვის ყველა საჭირო საშუალების შეკრება.– 15 წუთში აქ ვარ, დამელოდე. –სად წავალ რო..–უცბად წამოგორდა საწოლზე და გამალებით დაიწყო ჟურნალში რაღცის თვალიერება. მეც დრო ვიხელთე და გარეთ გამოვედი. ცოტა გავაჭიანურე აბაზანაში ყოფნა მაგრამ მაინც მოვახერხე დროულად გამოსვლა. –ვაიმეე რა სასიამოვნო იყოო– თმების მშრალებით შემოვედი ოთახში და ამერის დავაჩრდი. –დამიჯერე უფრო სასიამოვნოც ვიცი როგორია– სერიოზულობით თქვა ისე, რომ თავი არც ამოუღია თუმცა მის თვალებში ჭინკები მაინც დავინახე. მე როგორც ყოველთვის წამოვწითლდი და მისი მიბეგვის სურვილი გამიჩნდა –ეიი?– გასწერვებული სახით შემოგვხედა ჩემმა მეზობელმა– ჰო არ დაგაიწყდათ, რომ მეც აქ ვარ– და სახეების წინ ხელი აგვიფრიალა. –შენ ვინ ვერ შეგამჩნევს– კევის ბუშტი გაბერა მერიმ და თან მომაბეზრებელი სახე მიიღო– ტვინს ისე გამოუჭამ ადამიანს სულ არაფერს დაუტოვებ. –დღეს რას აპირებ?– უცბად ჩავერიე ახლად წამოწყებულ კაამთში და მერის გავხედე. –რავი, თუ გაგვიმართლა მე და კასპი სადმე გავალთ. არ გინდა შენც? –კარგი რაა– ჩავიფრუტუნე მე– მესამე ზედმეტი ვიქნები და თქვენს დაშაქრულლლ რომანწიკულ განწყობას დიდხანს ვერ გავუძლებ. გინდათ გამაგიჟოოთ?– გავიცინე და თან მაკიაჟის გაკეთება გავაგრძელე.მიყვარდა ჩემი ნაცრისფერი თალების გამოკვეთა. –თუ დავითანხმეთ, ტრენტიც წამოვა და მარტო არ იქნები. –და ამას სერიოზულად მეუბნები?– გაკვირვებულმა გადავხედე მერის– შენ გგონია მაგას მივცემ უფლებას, რომ საღამო ჩამიშხამოს?! გუშინდელიც მეყო!– ჩემსდაგასაკვირად ძაან წამოვენთე. –კარგი ეგრეც ნუ აზვიდებ.– კაბის სწორებით წამოდგა მერი და ნელა ჩემსკენ შემოტრიალდა– ჰეე, წავედით. –წავედით.–ჩემს ჩანთს ხელი ჩავავლე და მერის ნისანისკენ გავემართეთ. კოლეჯში შესაფერისი გარემო იყო. ყველა ფუსფუსებდა, ყველას სადღც ეჩქარებოდა, ჩვენ კი უდარდელი ნაბიჯით გავემართეთ მთავარი კორპუსისაკენ. მეორე კორპუსამდე არ მისულები გავცილდით ერთმანეთს, მე სხვა კაბინეტში მიწევდა შესვლა მას კი სულ სხვა და შევთანხმდით სასადილოში შეხვედრაზე. –როგორ ხარ?– უკნიდან ნაცნობი ხმა გავიგონე და ვინ თუ არა ტრენტი შემრჩა ხელებში. –რავიცი...არამიშავს შენ– მკვახე სახით ვუპასუხე და გზა გავაგრძელე. –ძალიან კარგდ, დაგინახე და დღე გამიუმჯობესდა.–ირონიით გარეული წინადადება გავიგონე და უფრო ძლიერი სურვილი გამიჩნდა მალე მიმეღწია კაბინეტამდე. და აი დავინახე საურველი კარი, გავაღე და შიგნით შევაბიჯე. უამრავი უცნობი სახე დავინახე თუმცა არ დავიბენი და შუა რიგში საკმაოდ მაღლა დავიკავე ადგილი. 5 წუთიც არ გავიდა კაბინეტში ტრენტი შემოიჭრა, დამინახა თუ არა ეგრევე ჩემსკე გამოეშურა. მე გაკვირვებისგან თვალები დავქაჩე და მის მოქმედებებს ვუყურებდი, ნელი, უდარდელი ნაბიჯებით მოდიოდა და თან ყველას ესალმებოდა. არ მომეწონა ეს სიტუაცია, ყველა გოგო მას უყურებდა და ცდილობდა უკან ადევნებას და რადგან მე ვიყავი მისი მიზანი მეც არანაკლები ყურადღება მივიპყარო, ამ მომენტში მინდოდა მიწა გამსკდარიყო და შიგ ჩავვარდნილვიიყავი, არ მომწონდა ესეთი მტრული დამოკიდებულება, თითქოს თითეულ გოგოს რაღაც დავუშავე არადა არც კი ვიცნობდი. –უფფფ დავიღალე– დაეცა სკამზე და ჩემსკენ შემოტრიალდა– რა შორს დამჯდარხარ. –არავინ არ გიშლიდა წინ ადგილის დაკავებას და თან დარწმუნებული ვარ არცერთი გოგო არ გეტყოდა უარს–უდარდელად ჩავიდუდღუნე ისე,რომ არც ამიხედავს. –კარგი რას ბრაზობ? გუშეინდელი ამბავი კიდე ვერ გადახარშე?– ირონიულად ჩაიღიმა და ტუჩი მოიკვნიტა, აშკარად ფოტო გაახსენდა. –რომ გითხრა ვერა, შემეშვები?– ანთებული თვალები ვტყორცნე და დავაკვირდი. –მითხარი და მერე გეტყვი– გადაეყუდა საზურგეს და დამაჩერდა. –შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს– ამასობაში დოქტორ ჰარლი შემოვიდა და ყველა გაისუსა– ან საერთოდ აქ რა გინდა?მესამე კურსელი არ ხარ?!– ისე ვთქვი მასწავლებლისგან თვალიც არ მომიშორებია. – ბილოგიის გაკვეთილზე მეც აქ განმათავსეს. ვიცი რომ გესიამოვნა ეს ამბავი, არაა საჭირო ამხელა აფიშირება– საკუთარ თავში დარწმუნებულმა ამოიხვნეშა და მე გადმომხედა. –ძალიან– მეც არ დავაკელი ირონია და დოქტორ ჰარლისკენ მივტრიალდი– ეხლა ჩუ მაცადე მოსმენა. ლექცია საშინლად ნელა გაიწელა თუმცა საინტერესოც იყო. ტრენტს მეტჯერ აღარ შევუწუხებივარ მაგრამ მის მწველ მზერას შიგადაშიგ ვგრძნობდი. მომდევნო ორი ლექცია კარგად გავიდა. აღმოჩნდა ტრენტი, რომ მარტო ბიოლოგიაზეა ჩემს ჯგუში და ამის გამო სიამოვნებით ამოვისსუნთქე, უფრო დიდხხანს ვერ ავიტანდი მას. –ჰეიი– კარში კასპს შევეტაკე და გადავეხვიე– მერი სადაა? –მადლობა,რომ მომიკითხე, არამიშვას შენ როგორ ხარ?– დაინტერესებით გადმომხედა და მეც მივხვდი მოკითხვა გამომრჩა. –კაი რა იყო არ მაპატიო– გადავიკისკისე და ოდნავ ხელი გავკარი– მაინც ყოველდღე ვნახულობთ ერთმანეთს.– ამასობაში უკნიდან ვიღაც ჩამეხუტა და მხარზე თავი დამადო. –ემილი უნამუსობაა. სანამ აქ არ ვარ შეყვარებულს მახევ?– უკნიდან ამერიკას ხმა გავიგონე, რომელმაც მმუცელზე საშინლად მომიჭირა ხელები. –კიი, ამწამს დავინიშნეთ.–ლოყაში ვაკოცე და გავიცინე. –ქორწილში მეც დამპატიჯეთ– მანაც მიპასუხა და ახლა კასპს აჩუქა თავის ძლიერი ჩახუტება, კოცნის ბონუსით. –დღეს წამოხვალ?ტრენტს ვკითხე და აშკარად არანაირ გეგმები არ აქვს.მაგრა გავერთობით– იმედის თვალებით გადმომხედა მერიმ და ლამაზი ღიმილით დამაჯილდოვა. –უარი,რომ ვთქვა მაინც ძალით წამიყვანთ ამიტომ თანახმა ვარ– წაგების ნიშნად ხელები ავწიე და მაგიდისკენ გავემართე. კალათბურთელები თავიანთ “კუთვნილ’’ ადგილას იჯდნენ და როგორც ყოველთვის რაღცას განიხილავდნენ. –უჰჰჰ, მაგრა კი მომშიებია– ლანგარი დავახეთქე მაგიდაზე და უცბად შემოვუსკუპდი სკამს– თუმცა როგორც ვხედავ მადა მალე გამიქრება.სასწაული მზარეულები გვყავს. –ახალი ამბავი– წინ ტრენტი ჩამომიჯდა და ყურადღებით დამაკვირდა. –მოკლედ ტრეევ, მერიც დაგვთანხმდა და ამიტომ დღეს ბოულინგში მივდივართ, გეგმები ცოტა შეგვეცვალა.– გადმომხედა მერიმ და სასაცილოდ დამემანჭა. –ძალიან კარგი, თუმცა დარწმუნებული ვარ წააგებთ.– თვითკმაყოფიული სახით გაიღიმა ტრენტი და მე გადმომხედა. –ამასაც ვნახავთ– ირონიული ღიმილით დავაჯილდოვე–ერთი კუნთი კი გაქ ბოულინგის ბურთის ზომის, თუმცა მე მაინც ვერ მომიგებ– ბავშვობაში, რობის სულ ბოულინგში დავყავდი და მინდა ვაღიარო ერთერთი საუკეთესო ვარ ამ სახეობაში. –ჰაჰ, ვნახავთ– გაიჯგიმა ტრენტი და დაჟნებით ჩამაშტერდა თვალებში.– ნიძლავიც უნდა დავდოთ. –კარგი– გავიღმე– თანახმა ვარ– და მის გამოწვდნენილ ხელს ჩავებღაუჭე– რაზე? –ჰმმ, მოიცა დავფიქრდები– თვალები ჭერს მიაპყრო და შემდეგ ისევ მე გადმომხედა– თუ მე მოვიგე ერთი თვით ჩემთან გადმოდიხარ საცხოვრებლად და თუ შენ მოიგე ერთი თვე არავის არ ჩავიწვენ საწოლში. რომ ვთქვა გაკვირვებული ვიყავი ამ შემოთავაზებით არაფერი არ ითქვას მაგრამ მაინც გავრისკე. –ჩაჭერით–მერი და კასპისკენ გავტრიალდით და დავაკვირდი მათ აშკარად გაკვირვებულ სახეებს. –ემს, არ ღირს..–შემომაპარა კასპა–მაინც ჰო იცი,რომ მოჭდავეა ძალა მას უფრო დიდი აქვს და მიზანსაც ვერ დაუწუნებ. –ნუ სულელობ– მომაბეზრებლად ავატრიალე თვალები– ბავშვი აღარ ვარ და ჩემით შემიძლია გადაწყვეტილების მიღება თან შანსი იმისა რომ მომიგებს სულ მცირეა.– მივაყარე და დაველოდე ნიძლავის “დაოფიციალურებას’’. –უუუ რა კაიაა– აცქმუტუნდა მერი– მაგარი იქნება ერთდ თუ ვიცხოვრებთ, თორე რამდენჯერაც ამათთან დავრჩი იმდენჯერ გამოქცევაზე ვიყავი მაგრამ კასპის გამო მაინც ვრჩებოდი.– კასპას მოეხვია და მე სასწაული ღიმილით დამაჯილდოვა. –იცოდე არ ინანო– გადმოიხარა კასპერი და ჩაჭრა.მე და ტრენტიი ერთმანეთს გამომცდელი თვალებით ვუყურებდი. წაგებას ნაღდად არ ვაპირებდი. –ერთი სული მაქვს ვნახო შენი თავშეკავენის უნარი რამხელაა. –მე კი თუ როგორ გამოჩნდები ჩემთან საწოლში– მის ესეთ სიტყვებზე წამომახურა მაგრამ მაინც თვაი შევიკავე. –მაგასაც ვნახავთ–სკამიდან წამოვდექი და ბოლო ლეციაზე წასასვლელად მოვემზადე. –––––––––––––––––––––––––––––––– ვეცადე დიდი თავი გამოსულიყო ♥ ყოველ თვაისუფალ დროს ვცდილობდი დამეწერა, რომ დაღლილობისგან ისტორია არ გაფუჭებულიყო. ძალიან მინდა მსუყე და კარგი, საინტერესო გამოვიდეს სადაც ყველაფერი იქნება და ასევე გამორჩეული გავხადო. ძალიან მაინეტერესებს თქვენ რა აზრის ხართ. მოგწონთ თუ არ მოგწონთ. ♥ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.