შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეგიყვარე და ვერ დაგივიწყე (თავი 8)


24-10-2017, 21:31
ავტორი tatiachelo
ნანახია 2 116

ბიჭს იმდენად შეეშინდა პასუხის მოსმენის, რომ თვალები დახუჭა.
რამდენიმე წამი სუნთქვაც შეწყვიტა.
-არაუშავს.. დუმილი თავად დაარღვია, სევდიანად გაიღიმა და გოგოს გახედა, რომელიც ისევ  იმ პოზაში გაშეშებული იჯდა. -არ არის საჩქარო, უბრალოდ მე იმდენად მჭირდები, რომ დროის დალოდებაზეც ვჭედავ. ღრმად ამოისუნთქა, მუსიკა გამორთო და ლაპარაკით ამ უხერხული სიჩუმის  გადაფარვა სცადა. -ვიცი რომ....
-ამ წამს? სიტყვა შუა გზაში გააწყვეტინა.
გეგა სწრაფად მიტრიალდა გოგოსკენ.
-ანუ მე და შენ? ღიმილის დაფარვა ვეღარ შეძლო .
-მალე ცოლქმარი ვიქნებით. გაიცინა ინამ.
-ვგიჟდები შენზე. სიცილით გადაიწია მისკენ და ბაგეებზე დაეწაფა.
  მობილურის ხმამ დაურღვია მყუდროება.
-ალო გეგუშ.. ლუკას ხმა მისწვდა მის ყურთასმენას.
-ჰოუ.
-ბიჭო რას შვები?
-ცოლი მომყავს.  სიცილით გახედა მომღიმარ ფერიას.
-რას შვებიიი?
-ვქორწინდები.
-რას მეღადავები ტო ..
-არ გეღადავები ბიჭო ინა მომყავს ცოლად.. ეხლა ბათუმში წამოვალთ, მეჯვარე შენ ხარ და. 
-მეეე? სიხარულის ნოტები შეერია ხმას
-ხო
-ხო და ეგდე სადაც ხარ.. ჩვენც თბილისში წამოვედით.. ჩაიცინა.. -უნდა შემოვიდე თბილისოოოო შენში.  წაიღიღინა
-ჩაიგდე ენა. ეს კი ნამდვილად სესოს ხმა იყო.
-შენ მერე მოგივლი.. თავისთვის ჩაიბურტყუნა.
-სად ხართ ეხლა? გეგამ სიცილით კითხა
-ნახევარ საათში ვიქნებით თბილისში. ბიჭო უჩემოდ ჯვარი არ დაიწეროთ.
-არ ვიწერთ მარა ერთი პრობლემაა.
-რა?
-ინას მეჯვარე უეჭველი სესო უნდა იყოს. ჩაიცინა და მომცინარ ინას თვალი ჩაუკრა. -ალო ლუკა. ბიჭო გესმის?
-რა მესმის შე*ემა? რას მიკეთებ ტო?
-აბა ეხლა ვინ ვიშოვოთ მეჯვარედ ?
-ხტფუი.. ბექა იქნება შენი მეჯვარე, არ მინდა მე.
- ხო კაი...თბილისში, რომ იქნებით დარეკე. მალე მოდით ტო.
-ეე ვერტალიოტით კი არ მოვდივართ. სანამ გათიშავდა ტელეფონს მანამდე მოასწრო თქმა.
-ვსო მეჯვარეებიც ვიშოვეთ. გაიცინა და ინასკენ მიბრუნდა, რომელიც თმას კოსად იკეთებდა.
-ძალიან ლამაზი ხარ. ტუჩის კუთხე ჩაუტყდა
-გეგა ხომ იცი ვერ ვიტან  მაგ სიტყვას.
-ვიცი.. მარა მართლა ლამაზი ხარ. ლოყაზე უჩმიტა
-ეგ შენთვის.
-აბა სხვა სულ ფეხებზე.
-დღეიდან ყველაფერი შეიცვლება.
-გეშინია?
-რის?
-ცვლილების
-ეხლა ვერაფერზე ვერ ვფიქრობ.
-რომ დაფიქრდები ინანებ?
-არა.
-მიყვარხარ.
-ისე ნასვამი როგორ წამოხვედი?
-სახსალამათი ვარ. გაეკრიჭა გოგოს და მოზუზუნე ტელეფონს უპასუხა.
-ხო ბექა.
-ბიჭო ამან რაც თქვა მართალია?
-თუ ის გითხრა, რომ შენ ხარ მეჯვარე მაშინ კი.
-სერიოზულად გელაპარაკები.
-მეც.
-არ  ღადაობ ?
-არა შე*ემა მართლა ვქორწინდები. სად ხართ თქვენ კიდე აქამდე?
-მოვუახლოვდით თბილისს.
-კაი მაშინ მთაწმინდაზე ამოდით პირდაპირ.
-იქ იწერთ ჯვაარს?
-ხო და ხელსაც იქ მოვაწერთ.
-მზეს ამოსვლა, რომ აცადოთ არ გინდათ?
-არა. სიცილით გათიშა მობილური, მანქანა დაძრა და მთაწმინდისკენ წავიდა.
  დილის გარიჟრაჟზე დაიწერეს ჯვარი მთაწმინდის მამადავითის სახელობის ეკლესიაში. ხელიც იქ მოაწერეს დიდი თხოვნისა და ნაცნობების გამოჩხრეკვის შედეგად.
ბეჭდებიც ძლივს იშოვნეს მაგრამ მთავარია, რომ იშოვეს.
-ჩემი ცოლი ხარ. გაუღიმა წინ მდგომ გოგოს.
-ჩემი ქმარი. ყელზე მოეხვია, ფეხისწვერებზე აიწია და ლოყაზე აკოცა.
უცნაური წყვილი იყო .
თითქოს ჩვეულებრივი, მაგრამ მაინც არაჩვეულებრივი წყვილი.
გეგას ჯინსის შარვალი, თეთრი მაიკა, შავი  კეტები და ამავე ფერის  ტყავის კურტკა ეცვა.
ინამ თავისი ჯინსის შარვალი და შავი მაიკა სესოს გაუცვალა და ასე შეიმოსა ცისფერი კაბით.
ბევრი სურათი, ვიდეო და გიფები გადაიღეს, სამახსოვროდ დარჩენის მიზნით. ლუკამ სესოსთან ერთად ცხოვრებაში პირველად გადაიღო სელფი, რომელიც მაშინვე მობილურის ფონად დააყენა.
-ვსო ეხლა აქედან მივდივართ ყველა კლუბში. მეფე-დედოფალს ჩემი მანქანით წავაბრძანებ . მეჯვარეებს ლაშა წამოგიყვანთ ... აბა დავიკავეთ ადგილები. ლუკამ  სიცილით გაადახედა საზოგადოებას. 
-ბიჭო ჩემი ძმაკაცის ვატოს კლუბში დავგაზოთ . ლაშამ მიაწოდა იდეა ლუკას.
-ბაზარი არაა მარა ეხლა იქნება ვაფშე ? გეგამ ლაშას გახედა.
-მოიცა დავრეკავ .
-ვატო ბიჭო.. არა მოიცა შე*ემა. მშვიდობაა ჰო..  ბიჭო შენი კლუბიანად მჭირდები. ხო ეხლა. ნუ გაუბერე მოიცა... კი .. ბიჭო ჩემმა ძმაკაცმა მოიყვნა ცოლი და პონტი გვინდა რამე . ჰო.. აუ ჯიგარი ხარ რა. ნახევარ საათში მანს ვართ. რომელ კლუბში?.. წყნეთისკენ?  .. კაი .. კაი . იმენა ძმა ხარ.
-ვსო ჩვასხედით. სიცილით გახედა მომლოდინე სასტავს.. ლუკა მე წინ წავალ და შენ მომყევი უკან. მარტო ჩვენ ვიქნებით და დავიმხოთ ჯერ არ გათენებული დღე.
გამხიარულებულ ლაშას გეგამ ცერი აუწია მოწონების ნიშნად და  სიცილით ჩაჯდა მანქანაში.
-აბა გვრიტებო როგორ გრძნობთ თავს ცოლ-ქმრის სტატუსით? სიცილით გახედა სარკიდან უკან მჯდომ წყვილს.
-უცნაურად. ინამ ჯერ ლუკას გახედა მერე გეგას.
-რაღაცნაირად. დაამატა გეგამ და მასზე  ჩახუტებულ გოგოს თავზე აკოცა.
სიგნალებით გაიარეს მთელი გზა.
კლუბში შესულებს ახალი გაღვიძებული  ვატო დახვდათ . ლაშამ წარუდგინა ყველას თავისი სანაქებო ძმაკაცი, მერე ვატოს მიუბრუნდა და  სასტავი გააცნო სათითაოდ.
კლუბში შესულებმა ტყავის სკამებზე დაიკავეს ადგილი. ჯერ მეფე -დედოფლის სადღეგძელო დალიეს . აი სასმელი, რომ კარგად მოეკიდათ და სულ ცოტა გონება გაეთიშათ მერე დაიწყო რაც დაიწყო. 
Portugal. The Man - Feel It Still Lido Remix-ზე ცეკვავდნენ და ასე ამეორებინებდნენ მრავალჯერ.
გეგა და ინა ერთად ცეკვავდნენ.
სესოს ლუკა ამოსდგომოდა გვერდით.
აი ლაშა, ვატო და ბექა თავიანთ სტიქიაში იყვნენ და რას ცეკვავდნენ სხვამ კი არა თვითონაც არ იცოდნენ. უბრალოდ დახტოდნენ ერთ ადგილზე.
-ვერ წარმომედგინა ასეთი. ინამ სიცილით გააქნია თავი და დაღლილი ჩაესვენა პუფში.
-რა?
-ჩემი ქორწილი.
-როგორი?
-ასეთი გიჟური, უსწრაფესი და რაღაცნაირი . სიცილით გადაიწია გვერდით მდგომი პუფისკენ და იქ მჯდომ ქმარს მიეხუტა..
-არც მე წარმომედგინა. ღიმილით დახედა უკვე მის კუთვნილებაში მყოფ ფერიას.
მთელი დღე კლუბში გაატარეს.
მხოლოდ ისინი.
უკვე კარგად შემთვრალები, გათიშულები, დაღლილები და მიყრილები.
მხოლოდ გეგა და ინა იყვნენ ფხიზლები, ისინიც  ასე თუ ისე რა.
ლუკას პუფში იჯდა, კალთაში სესო ეჯდა და ასე ერთმანეთზე ჩახუტებულებს ეძინათ.
ინამ ისტორიას შემოუნახა ეს ფაქტი და ღიმილით დააფიქსირა თავისი მობილურით..
ვატოს და ბექას ერთმანეთის მხრებზე ქონდათ დადებული თავები და ისე ეძინათ.
-გეგა.
-ხო
-სალო მირეკავს.
-აიღე
-რა ვუთხრა?
-ის რომ გათხოვდი .
-გაგიჟდება.
-არაფერი მოუა.. გეგამ ინას შეხედა, რომელიც ანერვიულებული უყურებდა მობილურს..- მომე. ხელში დაკავებული ტელეფონი გამოართვა და თვითონ უპასუხა.
-ინა სად ხარ? და საერთოდ ეგ ტელეფონი სად გიგდია?
-ინა არა გეგა ვარ. სიცილით შეუსწორა.
-კი მაგრამ..
-ინა ჩემთანერთადაა. არ ინერვიულოთ კარგ ხელშია. გაიცინა.. -ასე უეცრად დავქორწინდით.
-სულ გადაირიეთ თქვეენ?
-სიყვარულმა გადაგვრია.
-ეხლა სად ხართ?
-წყნეთისკენ ვართ რომელიღაც  კლუბში. არ ეჩხუბო რა ინას ყველაფერი ჩემი ბრალია. მე შევთავაზე და დავაძალე.
-შენ დააძალე? გაიცინა სალომ
-ხო.
-ეგ დაძალებით არაფერს გააკეთებს კარგად ვიცნობ. გადაიკისკისა სალომ.. -სიძე ხარ ანუ?
-მასე გამოდის. გეგასაც გაეცინა. -დღეს საღამოს მამაშენთან ამოვალ და იქ დავილაპარაკოთ კაი?
-კარგი საღამოს გნახავთ და მამაჩემს თუ გადაურჩები მერე გაღიარებ უკვე სიძედ. აბა დროებით.
სიცილით გათიშა ტელეფონი.
-მაგარი და გყავს.
-ხო ძაან მიყვარს.
-ისე მამაშენი ხო მიმიღებს სიძედ?
-არ ვიცი. მხრები აიჩეჩა და გეგას ჩაეხუტა. -არ მინდა ჯერ არაფერზე ფიქრი.
-კაი არაფერზე ვიფიქროთ. გოგოს ყელში აკოცა და ხელები მაგრად მოხვია.
-რას მეხვევი აქ ლერწამივით. მოესმათ სესოს ხმა.
-აუუ ეხლა დაიწყეს. გეგამ თვალები აატრიალა და ნახევრად მძინარე ლუკას გახედა.
-თავი მისკდება გოგო რა გაღრიალებს? პუფში უფრო კომფორტულად მოთავსდა და თვალები მინაბა.
-იდიოტი.
-გავიგე.
-უნდა გაგეგო.
-არ ამაყენო.
-რისი რა თავი გაქვს.
-განახო რისი თავიც მაქვს?
-რა ტვინი გახვრიტეთ ტო. უაზრო დიალოგით შეწუხებულმა ლაშამ ლუკას და სესოს გახედა.
-ვსო ეხლა გამოვფხიზლდეთ ინას მშობლებთან უნდა ავიდეთ რამდენიმე საათში. გეგამ გადახედა ოდნავ გამოფხიზლებულ სასტავს.
-არა მე დავითასთან ამომსვლელი არავარ. თავი გააქნია ლაშამ -ჯერ ახალგაზრდა ვარ სიკვდილისთვის.
-ვინაა დავითა? ბექამ ლაშას გახედა.
-ინას მამაა. იმენა კაცია ტყვიას ტყვიაში აჯენს. დაგენ*რა ძმაო.. სიცილით გახედა გეგიძეს.
-მართლა? გეგამ ინას გადახედა
-კაი რა ლაშა. ინამ ლაშას დაუბღვირა
-რა კაი რა კაცი კომისარია ბოლო ბოლო.
-ვსო არც მე მოვდივარ.. ორივე ხელი აწია ლუკამ
-მშიშარა. სესომ ცხვირი აიბზუა. -მე წამოვალ თქვენ არ იღელვოთ
-კაი მოვჩეთ მასხარაობას. ბექა ფეხზე წამოდგა. -რამე მინერალური არ გაქვთ ამ კლუბში?
-პირველ თაროზე იქნება და ნახე. ვატომ ხელით ანიშნა ბარისკენ. -მუსიკა ჩართე რა დაბალზე.
-რომელი საათია? ლუკამ იკითხა და პუფიდან წამოდგა.
-5 ხდება.
-რა ვქნათ ეხლა? სესო ვატოს გვერდით ჩამოჯდა და წყვილს გახედა.
-ვიყოთ აქ, მოვიდეთ ცოტა აზრზე და მერე დავაწვეთ ინასთან. ბექამ პუფში მჯდომს გახედა რომელიც კოლოფიდან სიგარეტს იღებდა -მოიტა რა მეც მინდა.
-აჰა.. -ლუკამ სიგარეტის კოლოფი ესროლა ბექას.
საღამომდე კაფეში იყვნენ.
დრო გაყავდათ ლაპარაკში, დალევაში, სიცილში და ხუმრობაში.
მზე უკვე ჩადიოდა.
დროც ახლოვდებოდა იმ წამის, რომელიც გეგას ყველაზე მეტად ანერვიულებდა, მაგრამ ინას დანახვაზე ყველაფერი ავიწყდებოდა.
კარგი იყო ეს ერთი შეხედვით უაზრო, მაგრამ მისთვის ბედნიერი დღე.



№1 სტუმარი სტუმარი keti

Zaan magari tavi iyo. Miyvars es istoria zalian

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent