ღამის ქალი [ნაწილი მეორე] [3]
სამსახურიდან 3 დღიანი შვებულება აიღო, არა და ახლა როგორ სჭირდება მთელ განყოფილებას იმდენი საქმე აქვთ, უფროსის მიერ დათქმული შეხვედრაც დასაგეგმი და საორგანიზოა, ყველაფერი თავზე აყრია, მაგრამ ქერას უარს ვერანაირად ვერ ეტყოდა. ამდენი წელია ამ ისტორიის ასეთ დასასრულს ელოდება ორივე და ახლა სამსახურის გამო მეგობრის ქორწილის ორგანიზებაზე უარს ნამდვილად ვერ იტყვის, ასეთ მძიმე დროს ვერ მიატოვეს. პარალელურად მაინც ახერხებს აბოზე ფიქრს, გამუდმებით მისთვის უცხო და ქერას თქმით საქართველოს სექს სიმბოლოდ არ აღიარებული ქალი უდგას წინ, ვერ ისვენებს, ინტერესი კლავს. ქორწილის დღეს ლაზარემ დაურეკა. -როგორ ხარ?_ხმადაბლა კითხა დას და მის პასუხს აღელვებული დაელოდა, სუნთქვაზეც კი ეტყობოდა როგორ უნდოდა ელის თბილი ხმის გაგონება. -უკეთესადაც ვყოფილვარ. შენ როგორ ხარ?_ცივად კითხა და დივანზე ჩამოჯდა. -ნორმალურად. დღეს ქერას ქორწილია და მაინტერესებდა წინააღმდეგი ხომ არ ხარ მოწვევა რომ მივიღო. -ლაზარე, როდის აქეთ მეკითხები სად წახვალ და სად არა?_გაღიზიანებულმა იკითხა და თეთრ კედელს თვალი გაუშტერა. -მე მაგას არ გეკითხები, უბრალოდ არ მინდა ქორწილში ისე იქცეოდე თითქოს შენთვის არც კი ვარსებობ, მაგას მირჩევნია არ მოვიდე. -მაშინ ნუ მოხვალ! _მოკლედ უპასუხა და დადუმდა. -ანუ ისევ გაბრაზებული ხარ და ისევ არ გინდა ჩემთან ურთიერთობა. -რა თქმა უნდა ისევ გაბრაზებული ვარ და ისევ არ მინდა შენთან ურთიერთობა! -ელი, კარგი რა, გთხოვ ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ეს თემა. -ქორწილში მოდი, ქერასაც ნუ აწყენინებ! ტელეფონი გათიშა, სახლი კიდევ ერთხელ მოათვალიერა და გასასვლელისკენ წავიდა. ყოველთვის ფიქრობდა რომ ქერას ფიზიკური მონაცემები უდაოდ საჩუქარია და მის სილამაზეზე დავა დიდი სისულელეა. იმდენად მომხიბლავი, დახვეწილი, ნაზი და ჰაეროვანი ნაკვთები აქვს ყველაფერს იხდებს ლამაზი, სადა და დავარდნილი საქორწილო კაბაც ძალიან მოუხდა მის სუსტ და გამოყვანილ სხეულს. ქერა მოკლე თმა ლამაზად ჰქონდა დახვეული, თავზე ხელოვნური გვირილების გვირგვინი ჰქონდა დადგმული და ბედნიერების ღიმილს ასხივებდა. -ულამაზესი ხარ!_მეგობარი კიდევ ერთხელ შეათვალიერა და კმაყოფილმა ჩაიჩურჩულა. -ძალიან მინდა კიდევ ერთხელ გნახო თეთრ კაბაში. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა ქერამ და მეგობარს ცალი ხელი მოხვია. _თანაც ზუსტად ვიცი რომ შესანიშნავი კანდიდატი გყავს, უბრალოდ თვალები უნდა გაახილო და გონს მოხვიდე სხვა დანარჩენი ხელისგულზე გაქვს. თორემ ის ქალი მართლა ცუდად დაუჟუჟუნებს თვალებს და მეყოლე ვარდივით მერე. -შენს ქორწილშიც ამაზე უნდა ვისაუბროთ?_წარბწეულმა იკითხა და ჩანთა საწოლზე დადო. -რა თქმა უნდა, ყველგან ამაზე ვისაუბრებთ სანამ ჭკუაზე არ მოხვალ! ახლა წავიდეთ თორემ გიგიშას ხასიათი რომ ვიცი გადაიფიქრებს და შემრჩება ეს კაბა და გვირგვინი. _ფხუკუნით მიკრა მეგობარს ხელი და ოთახიდან გავიდა. ოთახიდან გასულს გიგიშა, მისი მეჯვარე და რამდენიმე მისი ძმაკაცი იქ დახვდა, რატომღაც აბო არ ჩანდა, არა და ქერასგან იცოდა რომ ისიც მათთან ერთად მივიდოდა სახლში და შემდეგ იქიდან წავიდოდნენ. თვალების ცეცებით მოათვალიერა მთელი სახლი, მაგრამ მამაკაცი ვერსად ვერ დალანდა და დანებდა. -მე ხომ არ მეძებ? ზურგს უკან აბოს ხმა მოესმა. ღრმად ჩაისუნთქა, ღიმილისგან გახსნილ ბაგეებს თავი მოუყარა და შუბლშეკრული მიტრილადა მამაკაცისკენ. რატომღაც აბოს მიმართ სიბრაზეს გრძნობს, თავადაც არ იცის ეს რამ გამოიწვია, მაგრამ მისი ხმის მოსმენის სიამოვნებას ბრაზიც რომ მოყვა დარწმუნდა რომ მამაკაცზე ძალიან არის გაბრაზებული და სავარაუდო მიზეზად ისევ ის ქალი განიხილება. -არა, მაინტერესებს ხომ ყველაფერი ისე მიდის როგორც საჭიროა. _ცივად ჩაილაპარაკა და გვერდით მდგარს ცალი თვალით გადახედა. _მარტო ხარ?_ხმადაბლა იკითხა და მამაკაცს დააკვირდა. აბომ გაკვირვებულმა გადახედა ქალს და გარშემო მიმოიხედა. -ვისთან ერთად უნდა ვიყო? -ბავშვი არ წამოიგიყვანია?_სერიოზულად გაუკვირდა ელიკოს. -არა, ბავშვი ბებიასთან არის. _მოკლედ უპასუხა და წყვილს გახედა. ~~~ მაგიდასთან ერთად მოხვდნენ, უფრო სწორად ქერას ჩაწყობილმა საქმემ გაამრთლა და ყველაფერი ისე მოხდა როგორც მას ჰქონდა დაგეგმილი. აბოს ელიკოს მისამართით არაფერი არ უთქვამს, საუბრობდა თავის თანამშრომლებთან და მეგობრებთან ერთად, დროს ძალიან კარგად ატარებდა. ელიკო კი რატომღაც ამ ყველაფერზე იბოღმებოდა, ნერვები ეშლება როცა ხედავს რომ აბოსთვის განსაკუთრებულად მძიმე არ არის ის ვითარება და სიტუაცია რაშიც ახლა ის და ელო არიან. გაღიზიანებული წამოდგა ფეხზე და გასასვლელისკენ წავიდა სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად. სუფთა ჰაერმა უშველა, დარბაზში აშკრად ძალიან ჩახუთულობაა და ეს ყველაფერი მასზე ძალიან მოქმედებს, თანაც აბოს ატანაც რომ უწევს. რესტორანთან წითელი, 2016 წლის მერსედესი გაჩერდა და იქიდან საოცრად სექსუალური, დახვეწილი და ვნებიანი ქალი გადმოვიდა. ბევრი ფიქრი არ დასჭირვებია ვინ შეიძლება ყოფილიყო ასეთი მოხდენილი ქალი, თანაც ქერამ ისე კარგად დაუხასიათა რამდენიმე დღის წინ, ეგეც რომ არ იყოს გიგიშას თანამშრომელია და ბუნებრივია რომ დღეს აქ არის. ხელში ტელეფონი ეჭირა და დაბალ ხმაზე საუბრობდა. -გხედავ. _აბოს ხმამ გამოფხიზლა, თავი ნელა მიტრიალა უკან და ტელეფონით ხელდამშვენებულ მამაკაცს წარბწეულმა გადახედა. აბომ უსიტყვოდ ჩაუარა გვერდი და ქალისკენ დაიძრა. -ნავიგატორმა აურია და ვერ მოგაგენით, ნახევარი საათი დავდიოდი წრეზე. _სიცილით ჩაილაპარაკა ქალმა და კიბეებზე ამოვიდა. _დიდი ხანია დასხედით? -ხომ იცი, ქორწილში არასოდეს არ აგვიანებ. _თვალი ჩაუკრა და ელოს გვერდით დადგა. _გაიცანი ეს ელოა, გიგიშას და ლილუს მეგობარი. წარდგენაზე ხმამაღლა ლამის გაეცინა, მაგრამ თავი ღირსეულად შეიკავა და ქალს მსუბუქად გაუღიმა. ქერა მართალია ახლოდან ნანახმა კიდევ უფრო გააკვირვა და წყობოდან გამოიყვანა, ასეთი ქალის გვერდით აბო კი არა თავად ელოც ვერ შეიაკვებდა თავს გრძნობების არ გაჩენისგან. დაბნეულმა ნერწყვი ძლივს გადაყლაპა და მამაკაცს გადახედა, რაც არ უნდა იყოს ერთად იყვნენ, რა აუცილებელი იყო გიგიშას და ქერას ხსენება როცა თავადაც მშვენივრად იცნობს ელოს. -სასიამოვნოა. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა ქალმა და გაუღიმა. -ჩემთვისაც. _ხმაში სიცივე შეეპარა. წყვილს ზურგი აქცია და კიბეებს დაუყვა. ~~~ დარბაზში დაბრუნებულს ქერას ცინიკური ღიმილი შემოეგება პირველი, გაღიზიანებულმა გადახედა დაქალს და თავისი ადგილი დაიკავა. არც აბო და შავგვრემანი ჩამორჩენილან დიდხანს, ელიკოს გვერდით თავისუფალ სკამზე აბო და მის გვერდით ის ქალი დაჯდა. ცალი თვალი კარისკენ ეჭირა, რაც არ უნდა იყოს და როგორი გაბრაზებულიც არ უნდა იყოს ლაზარეზე, მისი ნახვა ყოველთვის და ყველგან გაუხარდება, მითუმეტეს როცა საქმე მათ საერთო მეგობარს ეხება. ქერა ლაზარესთვის მეორე დასავითაა, ელიკოსთან რომ არ ჰქონდა კონტაქტი ყოველთვის ქერა ეხმარებოდა, გვერდით ედგა და ახლა მისი ბედნიერების გაზიარება რომ ვერ მოახერხოს ელიკო საკუთარ თავს ვერასოდეს ვერ აპატიებს. თუ ლაზარე ქორწილში არ მივა ამის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ელიკო თუ იქნება. -უკაცრავად, ეგ ალუბლის წვენია?_ფიქრებიდან ქალის წკრიალა ხმამ გამოიყვანა. ელომ თავი ქალისკენ მიატრიალა, მერე კი მოწითალო სითხე დაკვირვებით შეათვალიერა. -არ ვიცი, მე მგონი ალუბლის წვენია. _უკმეხად უპასუხა და გრაფინი აბოს გადააწოდა. აბომ ოდნავ დასუნა და ღიმილით ჩამოასხა ქალის ჭიქაში წვენი. -გმადლობ. _ლამაზად გაწყობილი კბინები გამოაჩინა და მამაკაცს თვალი ჩაუკრა. -ლაზარე!_ლილუს ხმაზე გულში უცნაურად გაკრა, სწარაფად მიატრიალა თავი კარისკენ და დარბაზში შემოსულ ძმას დააკვირდა. ლაზარეს დიდი ყუთი ეჭირა ხელში და მისკენ წასული ქერასკენ მიდიოდა._როგორც წესი არასოდეს არ აგვიანებ. _სიცილით აუჩეჩა ქორწილისთვის დავარცხნილი თმები ბიჭს და ლოყაზე ხმაურით აკოცა. -ლილუ, რა ლამაზი ხარ!_ბიჭმა აღფრთოვანება ვერ დამალა და გოგონა კმაყოფილმა შეათვალიერა, თან ცალ თვალს ელიკოსკენ აპარებდა. ქალი თავის ქნევით წამოდგა ფეხზე და ძმისკენ დაიძრა. -რატომ დააგვიანე?_ხმადაბლა კითხა და ყუთი გამოართვა. -სტუმრები გვყავდა და კოტეს ამბავი ხომ იცი, სუფრაზე თუ არ დაჯექი ქართველობას წაგართმევენო. _შეწუხებულმა ჩაილაპარაკა და მომღიმარ ქერას ხელი გადახვია. -კარგვი გვეყოფა. წამოდი, ელიკოს გვერდით თავისუფალი ადგილია და დაჯექი. _ეშმაკური ღიმილით ჩაილაპარაკა და ბიჭთან ერთად მაგიდისკენ წავიდა. ~~~ -მოგწონს?_ხმადაბლა გადასჩურჩულა დას და აბო შეათვალიერა. ელიკომ მკლავზე მსუბუქად უჩქმიტა და თვალების ბრიალით გადახედა მომღიმარ ძმას. -არ არის ეგ შენი საქმე! -კარგი რა, ელო, ისე ნუ იქცევი თითქოს ჩემი ატანა არ გქონდეს, ვიცი რომ გიყვარვარ და ისიც ვიცი ჩემთან საუბარი რომ გამშვიდებს. _საკუთარ სიტყვებში დარწმუნებულმა ჩაილაპარაკა და დის მხარს შუბლი დაადო. -გეშლება, ეგ წლების წინ იყო. _მაინც არ ტყდებოდა გასვიანების ქალბატონი. -ახლაც ეგრეა და ნუ მიმტკიცებ! მოგწონს-მეთქი?_კითხვა გაუმეორა და ცალი წარბი მაღლა ასწია. -კი! -რასაც მე ვუყურებ მასაც მოსწონხარ. -მოვწონვარ!_კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და ღიმილით გაიხედა წინ. ლაზარეს ტუჩის კუთხეში ჩუმად ჩაეცინა. ~~~ აღიზიანებს იმის გაცნობიერება რომ აბოსთან ერთად თავად კი არა, სხვა ქალი ზის. მერე რა ის ქალი ოფიციალურად მისი შეყვარებული რომ არ არის, მთელი საღამოა ერთად არიან, მართალია გიგიშას სხვა თანამშრომლებთანაც ძალიან თბილი დამოკიდებულება აქვს და ყველას უღიმის, მაგრამ ელიკოსთვის აბოსი და მისი ურთიერთობა უფრო გამოკვეთილად ჩანს და მიზეზიც აქვს დაიბღვიროს. -იცი რა მაინტერესებს, რატომ გადაწყვიტეთ სიძე-პატარძალმა მეჯვარეების გარეშე ჯდომა?_ხმადაბლა ჰკითხა მოცეკვავე ქერას და წელზე ხელი მოკიდა. ლილუმ ეშმაკური ღიმილით გადახედა მეგობარს და ქვედა ტუჩი მოიკვნიტა. -სხვანაირად აბოსთან ვერ დაგაჯენდი, თან ეგეც რომ არ იყოს ვერ ვიტან პატარძლის გვერდით კიდევ უფრო ლამაზი გოგო რომ ზის ხოლმე. -რატომ ხარ ასეთი ნერვების მომშლელი?! -შეიძლება? ზურგს უკან აბოს სასიამოვნო ხმა გაისმა. კმაყოფილმა ჩაუკრა თვალი ქერას და მამაკაცისკენ მიტრიალდა. სვანმა ცალი ხელი წელზე მოხვია, ცალი კი მის თითებში ახლართა და სხეულზე მჭიდროდ მიიკრა ელიკოს სუსტი სხეული. მამაკაცის სურნელის შეგრძნებისას გონება დაებინდა, თურმე რა აკლდა ამდენი ხანი. მართალია აქამდე ვერც კი მიხვდა რომ აბოს სურნელი მისთვის ასეთი მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ცეკვის დროს ეს ყველაფერი შესანიშნავად გაანალიზა და იგრძნო რომ ეს კაცი საშინლად აკლია მის ქაოსურ ცხოვრებას. -მთელი საღამოა მიბღვერ, რამე დავაშავე და არ ვიცი?_ცინიკური ხმით იკითხა აბომ. -არ გიბღვერ!_ამ თემაზე საუბარი არ სურს მითუმეტეს გვიჩიანთან. -ორივემ ვიცით რომ ტყუილი არ გამოგდის, თანაც როდის აქეთ მალავ იმას რასაც გრძნობ?_ირონიული ღიმილით შეათვალიერა ქალი და მის მოღეღილ მკერდს გაუსწორა მზერა. _გიხდება. _თვალი ჩაუკრა და წარბაწეულს გაუცინა. -გმადლობ. რაც შეეხება ბღვერვას ხო, გიბღვერ იმიტომ, რომ ძალიან არ მსიამოვნებს იმ ქალის გვერდით რომ გხედავ და ჩემი დიდი სურვილია მოეშვათ ერთმანეთს!_უყოყმანოდ თქვა ის რასაც გრძნობდა და ტანი მსუბუქად დაატრიალა. აბომ ისევ სხეულზე აიკრა ქალი და კმაყოფილი მისი ყურისკენ დაიხარა. -ნუ გავიწყებდა რომ შენს პასუხს ველოდები! -მე მგონი პასუხი უკვე გითხარი!_ღიმილნარევი ხმით ჩაიჩურჩულა. _მინდა რომ ის ქალი შეგეშვას იმიტომ, რომ დაკავებული კაცი ხარ! -აი, ეს უკვე მომწონს!_ღიმილნარევი ხმით ჩაილაპარაკა, გაჩერდა და ორივე ხელი წელზე მოხვია ქალს. _უფრო მომეწონება თუ ამ ყველაფერს დამსახურებული კოცნით დააგვირგვინებ. -არა, აქ ჩემი ძმაა და არ მინდა რომ დაგვინახოს. _თავი გააქნია და ლაზარეს გახედა. -დამიჯერე ამ საკითხში შენი ძმა შენზე გამოცდილია, ასე რომ ნუ იმორცხვები და მაკოცე, ისედაც საკმარისად ბევრი გითმინე!_მკაცრად ჩაილაპარაკა, ქალს შუბლშეკრულმა დახედა და მისი ბაგეებისკენ დაიხარა. ელიკომ ტუჩის კუთხეში კმაყოფილმა ჩაიცინა, თვალები დახუჭა და აბოს ტუჩებს მოწყვეტით აკოცა. გვიჩიანმა თვალები გააფართოვა და ქალი ოდნავ უკან დასწია, მერე უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა, თავი გააქნია და ვნებიანი მონატრებით დაეტაკა ელიკოს სქელ ტუჩებს. ^^^^ ესეც მესამე თავი. მადლობა, იმედია მოგეწონათ და ისიამოვნეთ .<3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.