შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის ქალი [ნაწილი მეორე] [2]


24-10-2017, 03:03
ავტორი მე♥
ნანახია 6 909

-რა კარგია. _კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და ცივი კოკა-კოლა დახარბებულმა მოსვა. _ისეთი საშინელი სიცხეებია აღარ ვიცი რას მივეყრდნო. _სიცილით ჩაილაპარაკა და აბოს ტუჩებზე ხმაურით აკოცა. _როგორ ხართ?_ღიმილით მოიკითხა ბიჭები და თავი მხარზე დაადო. აბომ ცალი ხელი წელზე მოხვია და ტუჩები შუბლზე მიაწება.

-ხვალ დაჩის ჩემებთან ვუშვებ სოფელში. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა, ხელები ელიკოს მოაშორა და თითები ერთმანეთში ახლართა.

-კიდევ უარზეა?_დაღლილი ხმით იკითხა და ჭიქა დაბალ მაგიდაზე დადო. აბომ თავი დაუქნია და სივრცეს გახედა. _მესმის მისი, ძნელია შენი იდეალი კაცის გვერდით სხვა ქალის დანახვა და ამ ყველაფერთან შეგუება. _ღიმილით ჩაილაპარაკა ელიკომ, ხელი მხარზე დაადო და ლოყაზე აკოცა. _თუ საჭიროდ ჩათვლი მე დაველაპარაკები და იქნებ ერთმანეთს გავუგოთ...მართალია ეს აქამდე ვერ მოვახერხე, მაგრამ იქნებ ახლა გაგვიმართლოს და დაჩიმ სხვა თვალით დამინახოს.

-აუცილებლად, მაგრმა ახლა არა. ახლა ჯობია სოფელში წავიდეს, დაისვენოს და ამ ყველაფერზე აღარ იფიქროს. ამასობაში მე და შენ რაღაცას მოვიფიქრებთ. _თვალი ჩაუკრა, მისკენ გადაიხარა და ბაგეებზე მოწყურებული დაეძგერა. ელიკომ ცალი ხელი თმებში შეუცურა და თავისკენ ოდნავ მოქაჩა.

4თვის წინ:
მთელი ღამე დივანზე გაატარა, არცერთი წამით მოუხუჭავს თვალი. გამუდმებით აბოზე და მის შვილზე ფიქრობდა, პრინციპში სხვა საფიქრალი არც არაფერი ჰქონდა, მაგრამ ამანაც ძალიან დაღალა. თითქოს სადღაც გამოკეტეს და იძულებულს ხდიან იმ კონკრეტულ ნივთზე იფიქროს რაც ოთახშია, უნდა ეს მას თუ არა.
ალბათ ამდენს იმიტომ ფიქრობს რომ აბოს და მას სერიოზულ ურთიერთობაზე არ უსაუბრიათ, ერთმანეთის გრძნობები ხმამაღლა არ გამოუმჟღავნებიათ, უბრალოდ ერთად თავს ორივე კარგად გრძნობს და სხვა არაფერი არ აინტერესებთ. ზუსტად ეს არის მიზეზი მთელი ღამე თეთრად რომ გაათენა და თვალი ვერ მოხუჭა.
დაღლილი ნელა წამოდგა ფეხზე, პლედი დივანზე მიფინა და სამზარეულოსკენ წავიდა.
მაგარი ყავა გაიკეთა, სკამზე ფეხმორთხმული დაჯდა და თვალები დახუჭა.

-ხომ შეიძლება უბრალოდ ვთქვა არა, ან კი, რატომ ვფიქრობ ამდენს, ღმერთო ჩემო, რატომ?_უკმაყოფილოდ ამოიღმუილა და მაგიდაზე შეკრული მუშტი მსუბუქად დასცხო.

-იმიტომ რომ გიყვარს. _ზურგს უკან ნაცნობი ხმა მოესმა, სწრაფად წამოსწია თავი და ქერას წარბწეულმა გადახედა.

-ჩათვალე რომ ეგ არ გამიგია!_თითის ქნევით გააფრთხილა, ყავის ფინჯანი აიღო და თავისი საძინებლისკენ წავიდა.

-შენი აზრით რამდენ წამში შეუძლია ადამიანს უარყოფითი გადაწყვეტილების მიღება?

-ადამიანს გააჩნია და სიტუაციას. _მხრები აიჩეჩა და საწოლზე წამოწვა.

-მართალია შენ არაადამიანი ხარ, მაგრამ ამ სიტუაციით თუ ვიმსჯელებთ აბოზე უგონოდ ხარ შეყვარებული, თანაც უბრალოდ კი არა ძალიან სერიოზულად და იმიტომაც ფიქრობ ამდენს.

-მოიცა, მოიცა!_მოულოდნელად თითქოს რაღაცამ გაკრა თავშიო. სასწრაფო წესით წამოჯდა საწოლზე და ქვედატუჩდაბრეცილ მეგობარს დააკვირდა. _შენ რა, ყველაფერი იცოდი და არ მითხარი?_გაღიზიანებულმა ხმამაღლა კითხა და ფეხზე წამოდგა.

-შენ თავს გეფიცები ვაპირებდი თქმას, მაგრამ არ დამაცადეს... გინდა თუ არა აბომ უნდა უთხრასო!_ღმუილით ჩაილაპარაკა და ოთახიდან თავქუდმოგლეჯილი გაიქცა, არც ელიკო დაბნეულა სწრაფი ნაბიჯებით აედევნა დაქალს უკან.

-პირდაპირ გასასვლელი კარისკენ წადი თორემ რომ დაგიჭირო შეიძლება შემომაკვდე!_სერიოზული ტონით გააფრთხილა და ერთ ადგილზე გახევებულს წინ დაუდგა. _ქერა, 3 წამს გაძლევ, იცოდე თუ ვერ გამასწარი სერიოზულად დაგიზიანებ რამეს!

-კარგი, კარგი მივდივარ!_ხელები მაღლა ასწია და სხარტი მოძრაობით გაუჩინარდა სახლიდან.

>>>>
-დღეს მთელი დღეა ხმა არ ამოგიღია, ხომ კარგად ხარ?_ხმადაბლა კითხა მაკომ ყავის ფინჯანი და ნამცხვარი მაგიდაზე დაუდო.

-კი კარგად ვარ, უბრალოდ გუშინ არ მიძინია და ხასიათზე იმოქმედა.

-შენთვის საოცარი ამბავი მაქვს. _მოულოდნელად ხმამაღლა წამოძახა და მის წინ სავარძელში ჩაჯდა. _შენ რომ გინდოდა ის შეხვედრა დავთქვით. _აჟიტირებულმა ჩალაპარაკა და სახეგაქვავებულ ელიკოს მიაშტერდა.

ქალი დაკვირვებით ათვალიერებდა თანამშრომელს რაიმეს ხომ არ მემაიმუნებაო, მერე როცა დარწმუნდა რომ მაკო სიმართლეს ეუბნებოდა ბაგეები ერთმანეთს ოდნავ დააშორა და თვალებდაქაჩული წამოდგა ფეხზე.

-როგორ მოახერხეთ?_ჩურჩულით იკითხა და პასუხს ინტერესით დაელოდა. ამ შეხვედრაზე უკვე რამდენი ხანია ფიქრობენ, მაგრამ ვერცერთხელ ვერ შეძლეს გეგმის განხორციელება.

-უფროსმა პრემიები თუ გინდათ რომ დაგირიგდეთ ეს საქმე გააკეთეთო და თავად დანიშნა შეხვედრა.

-ძალიან კარგია, მაგრამ ხომ იცი ახლა ორმაგი სამუშაო გვექნება.

-ვიცი და სიმართლე გითხრა ეგ აზრი სულაც არ მხიბლავს, პირიქით, ვისტრესები და სურვილი მიჩნდება 1 თვე სახლში დავჯდე, კალთაში ნაყინის ყუთი ჩავიდო და დიდი კოვზით ვჭამო, თან რომელიმე საინტერესო დრამას ვუყურო და ვიზლუქუნო.

-ლაშას დაშორდი? _დაეჭვებულმა კითხა გოგონას და ცალი წარბი მაღლა ასწია. მაკომ სწრაფად გაასწორა სახე და შუბლშეკრულმა გადახედა ქალს.

-საიდან დაასკვენი?

-აბა რა ნაყინის ყუთს დაიდებ და დრამას უყურებ?!

-არ იცი რა, მე როცა სამსახური მღლის ყოველთვის ეგრე ვიქცევი..._ხელი აიქნია და ფეხზე წამოდგა. _იცი როგორ მშველის?!_ხმამაღლა წამოიძახა და ელიკოსკენ მიტრიალდა. _ყველანაირ დაღლილობას და სტრეს წამებში ხსნის. სცადე შენც და მიხვდები რომ მართლას ვამბობ.

-და როგორ ფიქრობ გაურკვეველ ფიქრებსაც უშველის?_სერიოზული გამომეტყველებით კითხა და სევდიანმა ჩაიღიმა.

-არ ვიცი, მაგრამ მე მგონი უშველის. წარმოიდგინე -სიმშვიდეში ზიხარ, ნაყინს ჭამ და ფილმს უყურებ... ნუ შენ შემთხვევაში კი არ უყურებ ფიქრობ, მაგრამ ოთახს მაინც ტელევიზორის შუქი ანათებს. გინდა თუ არ გინდა რაღაცა აზრამდე მიდიხარ. კი, სიტუაცია გაურკვეველ ფიქრებსაც შველის!_ბოლო დარწმუნებულმა ჩაილაპარაკა, თავი და საჩვენებელი თითი დაუქნია და თავის მაგიდასთან დაჯდა. _აბოსთან ხომ არ გაქვს პრობლემები?

-არ ვიცი ეს პრობლემაა თუ უბრალო დაბრკოლება, მაგრამ ძალიან კი დამაფიქრა.

-არა უშავს, ყველაფერს აქვს თავისი დრო, ალბათ ასე იყო საჭირო და იმიტომაც ხარ ახლა გაორებული. სახეზე ორი ელიკო დაგთამაშებს. _სიცილნარევი ხმით ჩაილაპარაკა და ლეპტოპი გახსნა.

~~~~
სახლში დაბრუნებული ისევ გუშინდელ ღამეზე და შექმნილ ვითარებაზე ფიქრობდა. მთელი დღე სამსახურში საკუთარ თავს უბრაზდებოდა ამდენ ხანს რომ გაწელა ერთი სიტყვის თქმა და ყველაფრის დასრულება, მაგრამ მეორე მხრივ უბრალოდ ვერ ხვდებოდა ეს სიტუაცია მისთვის რას ნიშნავდა.
წესით როცა ამდენს ფიქრობ და აზრს ვერ აყალიბებ უბრალოდ უნდა გაჩერდე და უარი თქვა, იმიტომ რომ აზრი აღარ აქვს. მაგრამ გონია რომ უარის თქმას საკუთარ თავს ვერასოდეს ვერ აპატიებს, გონია რომ გამუდმებით რაღაცა შეაწუხებს და მოსვენებას არ მისცემს, ზუსტად ამ მიზეზის გამო ვერ ურეკავს აბოს.

კარზე ზარის ხმამ გამოაფხიზლა სწრაფად წამოდგა ფეხზე და ლოყებაწითლებულ ქერას წარბწეულმა გაუღო კარი.

-საჩხუბრად არ მოვსულვარ, უბრალოდ სალაპრაკო მაქვს!_ფხუკუნით ჩაილაპარაკა და მისაღებში შევიდა.

-შენ არ მოსულხარ საჩხუბრად თუ მე არ დაგხვედრივარ?_გაბრაზებულმა კითხა და უკან აედევნა.

-ელო, შენ თავს გეფიცები მინდოდა თქმა, მაგრამ რატომღაც ვერ გითხარი. საჭიროდ ჩავთვალე რომ აბოს ეთქვა, წარმოიდგინე მე მოვდივარ შენთან და გეუბნები “იცი, ელო, შენ კაცს შვილი ყავს.” ისე გამოდის თითქოს ამას აბო გიმალავდა და არ გიმხელდა.

-ეგრეც იყო!_წარბწეულმა ჩაისისინა და დივანზე ჩამოჯდა.

-არ ყოფილა ეგრე, აბო თქმას აპირებდა და გითხრა კიდევაც! უბრალოდ ჩემი მხრიდან მართლა ძალიან ცუდად გამოვიდოდა და შემეშინდა რომ აბოს მიმართ ამ საქციელით ნდობას დაგაკარგინებდი.

-ასეც იქნებოდა.

-ხომ ხედავ, მე შენ ძალიან კარგად გიცნობ და ვიცი რა დროს რა უნდა გავაკეთო!_ყელმოღერებულმა ჩაილაპარაკა და გვერდით მიუჯდა. _ჩაის დამალევინებ?

-აფერისტო!_ტუჩის კუთხეში ჩაიცინა ელიკომ და ფეხზე წამოდგა. _შენ ვინ გითხრა ბავშვზე?

-ვინ მეტყოდა, გიგიშამ მითხრა.

-რძე ჩაგისხა?

-კი. რას აპირებ?

-არ ვიცი, მგონია რომ ამ საკითხზე ფიქრი ძალიან გამიგრძელდა და უბრალოდ ურთიერთობა უნდა გავწყვიტოთ.

-ელო, იმის გამო რომ ასეთ სერიოზულ საკითხზე 1 დღეა ფიქრობ ურთიერთობა უნდა გაწყვიტო?!_სერიოზული ტონით შეიცხადა ქერამ და მეგობარს წინ დაუდგა. _მე მეგონა რომ აბოს მიმართ სერიოზული გრძნობები გქონდა და თურმე... არ ვიცი, შენ როგორც გირჩევნია ისე უნდა მოიქცე, მაგრამ მე მეგონა რომ აბოსთან თავს ძალიან კარგად გრძნობდი. _გულდაწყვეტილმა ჩაიჩურჩულა და ჩაის ფინჯანი გამოართვა.

-ეგრეც არის და ზუსტად მაგიტომ ვფიქრობ ამდენს. ჩემი ბედოვლათი ქმრისგან რომ წამოვედი მე მგონი მაშინაც კი არ მიფიქრია ასე და ამ დოზით, ძალიან გაორებული ვარ, თავი ჩამოუყალიბებელი თინეიჯერი მგონია რომელსაც ვერ გადაუწყვეტია გიორგი უფრო მოსწონს თუ ლაშა. _საკუთარი თავით შეწუხებულმა დაიწუწუნა და თვალები დახუჭა. _დავურეკავ და ვეტყვი რომ დროებით ერთმანეთი აღარ ვნახოთ, იქნებ ამან უფრო მიშველოს და საბოლოო პასუხი ვიპოვო. არ მინდა სულ უსიტყვოდ ვისხდეთ და ჩემგან არაფერი იცოდეს.

-მართალი ხარ, ჯობია დაურეკო და აუხსნა რაც გჭირს, დარწმუნებული ვარ სწორად გაიგებს და ზედმეტი განმარტებები არ დაგჭირდება. _თავი დაუქნია და ჩაი მოსვა. _უჰ, შაქარი დაგვიწყებია. _სახე დამანჭა და საშაქრე აიღო.

-ცოტახანში დავურეკავ.

~~~
-აბო, როგორ ხარ?_ხმადაბლა იკითხა და მამაკაცის პასუხს დაელოდა.

-ამ წამს გამოვედი სამსახურიდან, შენ როგორ ხარ?

-არამიშავს. შენი ნახვა და დალაპარაკება მინდა დღეს, რა თქმა უნდა თუ შეგიძლია.

-კი, 1 საათში მოვიცლი და გამოგივლი.

-კარგი, გელოდები.

~~~
აფორიაქებულია, არ იცის როგორ უნდა დაიწყოს და რა უნდა უთხრას, მაგრამ ფაქტია რომ უნდა უთხრას. დრო სჭირდება ცოტახანი აბოს გარეშე იცხოვრებს, დაფიქრდება, გაანალიზებს და როცა მიხვდება რომ მის გარეშე არ უნდა მერე ყველაფერს უკეთ გაარკვევენ, ან იქნებ მიხვდეს რომ მამაკაცის გარეშე უფრო კარგად გრძნობს თავს, ამაზე პასუხი სასწრაფოდ სჭირდება ელიკოს.

კარის ხმაზე ღრმად ჩაისუნთქა, ფეხზე წამოდგა და გასაღებად წავიდა.

-როგორც კი შენი ხმა გავიგონე მაშინვე მივხვდი რომ ცოტახნით უნდა დავიშალოთ. _კოკა-კოლას ბოთლი დაბალ მაგიდაზე დადო და ქალისკენ შეტრიალდა. ელიკომ ღიმილით გააქნია თავი და მამაკაცს დაჟინებით მიაჩერდა.

-მართალია, ზუსტად მაგიტომ დაგირეკე. არ ვიცი რა მინდა და ვარ თუ არა იმდენად სერიოზული ურთიერთობისთვის მზად რასაც შვილიან კაცთან ყოფნა ჰქვია, ამ ყველაფრისთვის მზად არ ვიყავი ძალიან დამაბნიე და დრო მჭირდება.

-რა თქმა უნდა, როგორც გინდა. _მოკლედ ჩაილაპარაკა და შარვლის ჯიბეებში ჩაიწყო ხელები.

-ძალიან ბევრს ვიცინებ თუ მივხვდები რომ შენთან ერთად ყოფნა მინდა და ამ დროს შენ საპირისპირო გექნება აღმოჩენილი. _თითქოს გულდაწვეტილი იყო იმით რაც ჯერ არ მომხდარა და კაცმა არ იცის მოხდება თუ არა.

-შენზეა დამოკიდებული რა დროში ჩამოყალიბდები შენ თავთან. _არც კი უთხრა და არც არა.

ამით მიახვედრა რომ არც აბოსთვის არის ელიკო ერთადერთი და უკანასკნელი ქალი ვისთან ერთად ყოფნაც შეუძლია. ამით მიახვედრა რომ სიცოცხლის ბოლომდე ლოდინს არ აპირებს და დროზე უნდა მოიფიქროს იქნებიან თუ არა ერთად, გაუნაწილებენ თუ არა ერთმანეთს საკუთარ გრძნობებს და საერთოდ რა უნდათ ერთმანეთისგან.

-ახლა სხვა რომ გვისმენდეს იტყოდა რომ ერთმანეთს ვაწვალებთ.

-მე მგონი ასეც არის, არცერთს გვინდა ერთად ყოფნა, მაგრამ ერთმანეთისგან წასვლაც არ გვინდა.

-შენ... შენ რატომ ამბობ ამას, შენც ვერ გაერკვიე საკუთარ თავში?_ჩაფიქრებულმა კითხა და დაეჭვებით დააკვირდა.

-მე ყველაფერი გარკვეული და დალაგებული მაქვს, უბრალოდ ნამდვილად არ ვაპირებ წლები ვიცადო და ველოდო შენს აზრს. _პირდაპირ მიახალა და დადუმდა.

-ეგ არც მითხოვია. _გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა.

-არ მითქვამს რომ ითხოვე. მე შენთან ერთად ყოფნა რომ მინდა ზუსტად მაგიტომ გითხარი გუშინ ყველაფერი, სხვა შემთხვევაში ავდგებოდი და წავიდოდი. უბრალოდ გიხსნი რომ საკუთარ თავს არ მისცე იმის უფლება ფიქრისას თვეები გაგეპაროს.

-ერთხელ უკვე დავუშვი შეცდომა რამაც ძალიან ბევრი რამ დამაკარგინა და ბევრ რამეზე მათქმევინა უარი. მივხვდი რომ მსგავსი ნაბიჯის გადადგმის უფლება აღარ მაქვს, აღარ მინდა ისევ წარსულის მსგავსი მოგონებები ამეკიდოს და გამუდმებით თავი შემახსენოს. აღარ მინდა ვიფიქრო იმაზე სწორი გადაწყვეტილება მივიღე თუ არა და ამ ფიქრებით დავიტანჯო საკუთარი თავი და დავტანჯო ჩემს გვერდით მყოფიც. მინდა რომ ყველაფერ გააზრებული მქონდა, სულელური შეცდომების დაშვების უფლება არ მაქვს. შეცდომას მხოლოდ იმ შემთხვევაში დავუშვებ თუ მეცოდიენაბა რომ ეს ბედნიერს გამხდის, მაგრამ ახლა უნდა დავფიქრდე. არც ის მინდა შენ და შენს შვილს “ჩაგისახლდეთ” თავი შეგაყვაროთ და შემდეგ აღმოვაჩინო რომ რაღაცა მაკლია. მინდა რომ თუ ერთად ვიქნებით ამას მთელი ჩემი არსებობა ეთანხმებოდეს. _ღიმილით ჩაილაპარაკა და მამაკაცს დააკვირდა. აბოს ხმა არ ამოუღია, თვალი ჩაუკრა, ლოყაზე აკოცა და სახლიდან გავიდა.

~~~~

შაბათს სამსახურში უამრავი საქმე ჰქონდა, მაგრამ მაინც არ წავიდა სახლიდან მოვაგვარებ ყველაფერსო უფროსს სთხოვა და დასვენების დღე ბოლომდე გამოიყენა. რამდენიმე საათი დასჭირდა საბუთების გაფორმებას, მეილით უფროსს გადაუგზავნა და მერე მთელი დღე თავისუფალი იყო. არ უნდა გადაიტვირთოს, ფიქრისთვის საკმარისი დრო უნდა დარჩეს, გამუდმებით საქმეზე თუ იფიქრა ყველაფერს მარტივად შეეგუება და შეიძლება აბოს გარეშე ცხოვრებასაც უპრობლემოდ მიეჩვიოს.
ძალიან უჭირს, მაგრამ ორი დღის განმავლობაში აბოს ზარი რომ არცერთხელ არ დახვდა ტელეფონზე გული დასწყდა. მიზეზი იცის, მაგრამ ხომ არის მომენტი როცა მიუხედავად ყველაფრისა მაინც გტკივა და გწყდება გული რაღაცაზე, ზუსტად ეგრეა ელოც, იცის, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ითავისებს.

-როგორ ხარ?_სახლის კარი ქერამ შეაღო და დიდი ყუთით ხელდამშვენებულმა მისაღებამდე გზა ძლივს გაიკვლია.

-ეგ რა არის?_გაკვირვებულმა იკითხა და დივანზე მოთავსებულ ყუთს დახედა.

-ჩემი კაბა_აჟიტირებულმა ხმამაღლა წამოიყვირა და ხელები გაშალა. ელომ გაკვირვებულმა ასწია ცალი წარბი, ბაგეები ერთმანეთს ოდნავ დააშორდა და დაქალს ალმაცერად მიაჩერდა.

-რა კაბა, სად მიდიხარ?

-მე და გიგიშამ გადავწყვიტეთ რომ ხელი მოვაწეროთ. _გახარებულმა წამოიძახა და ელოს ორივე ხელი მაგრად მოხვია.

-მოიცა, მოიცა!_სასწრაფო წესით მოიშორა მეგობარი და შუბლი შეჭმუხნა. _კაბაზე მე არ უნდა წამოვსულიყავი?

-სულელო, ეს კაბა უკვე თვეებია შერჩეული გვაქვს!_მხარზე ხელი მიკრა და თვალები ააფახუნა.

-მაინც ის იყიდე არა?!_სიცილით ჩაილაპარაკა და ყუთს თავი ახადა. _მართლა რა ლამაზია. _თვალებგაბრწყინებულმა ჩაიჩურჩულა და ცალი თვალით ბედნიერ ლილუს გადახედა.

-რომ იცოდე როგორ მიხარია. გუშინ რომ ვწვებოდით ისე მოულოდნელად შემომთავაზა ხელი მოვაწეროთო სანამ არ გამოვიძინე ვერ გავიაზრე.

-ანუ?

-ანუ დღეს დილით ვუთხარი პასუხი..._ფხუკუნით ჩაილაპარაკა და მეგობრის მხარს დამორცხვილმა დაადო შუბლი._ხელის მოწერა 3 დღეშია და დიდი იმედი მაქვს 3 დღეში ჩამოყალიბდები. _წამებში დასერიოზულა ქერა და დივანზე ჩამოჯდა. _აბოც იქ იქნება და არ მინდა ერთმანეთს მტრებივით უყურებდეთ.

-რა სისულელეა, მე და ამბოს შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს და დარწმუნებული ვარ რაც არ უნდა მოხდეს სულ ასე იქნება, უბრალოდ ახლა ერთმანეთისგან ვისვენებთ. _საკუთარ სიტყვებში დარწმუნებულმა ჩაილაპარაკა და მეგობარს მხარზე ხელი მიკრა. _მე რა ჩავიცვა?

-არ ვიცი, მაგრამ ვაი შენი ტყავის ბრალი ჩემზე ლამაზი რომ იყო!_თითის ქნევით გააფრთხილა და წინადადების ბოლოს საფირმო სიცილით გაიცინა.

-რა სულელი გოგო ხარ!_მეგობრისკენ დაიხარა და ლოყები ხმაურით დაუკოცნა.

~~~~
მთელი დღე ქერას და გიგიშას ამბებზე იყო გადართული, აღარაფრისთვის აღარ ჰქონდა დრო. მცირე დროში უამრავი რაღაცის მოსწრება დაავალა წყვილმა, პარალელურად საკუთარი თავისთვისაც ხომ უნდა მიეხედა ბოლოს და ბოლოს მეჯვარეა.
მაგიდის გადასაფარებლის ფერი ქერასთან ერთად შეარჩია, ხელსახოცები, სკამების გაფორმება, დარბაზის დიზაინი ეს ყველაფერი რამდენიმე საათში ისე დაგეგმეს თვითონაც ვერ მოახერხეს გაანალიზება. არ უნდოდა აჩქარებული გადწყვეტილება მიეღო და ბოლოს ყველაფრით უკმაყოფილო ყოფილიყო ამიტომაც თითოეულ დეტალს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა, ქერასაც დეტალურად უხსნიდა ყველაფერს და ცდილობდა ასე თუ ისე პატარძალი საქმის კურსში ყოფილიყო. გიგიშა ელიკოს დავალებულ საქმეებზე დარბოდა და თან პარალელურად ქერას წუწუნს იტანდა.

-მომისმინე აბო რომ მეჯვარე იყოს და მერე თქვენ რამე დააპიროთ ეგ ცოდვად ითვლება?_თვალებმოჭუტულმა კითხა ელიკოს და ინტერესით დააკვირდა. ქალმა მეგობრის კითხვის მოსმენისას გადასაფარებელს თითები მაგრად ჩასჭირდა და ნახევარი ტანით მიტრიალდა მისკენ.

-მოიცადე, გიგიშას თავისი ძმაკაცი არ მოყავს მეჯვარედ?_ჩურჩულით იკითხა და თვალები დაახამხამა.

-რანაირად მოიყვანს, ვისთანაც ყველაზე კარგად არის და ვინც ბავშვობიდან ყავს იმის მეჯვარე თვითონაა.

-კარგი ახლა, ნუ გაუწყვიტე ბიჭს საძამაკაცო, რაც თავი მახსოვს ჯგუფებად დადიან. _შუბლშეკრულმა ჩაილაპარაკა და მეგობრის დაგებულ მახეს ფეხი აუქცია. _და მორჩი ამ მაიმუნობას, გეგონება პატარა ბავშვი ვიყო და ვერ ვხვდებოდე რა გაქვს შუბლში ჩადებული!_გაღიზიანებულმა მიუკაკუნა საჩვენებელი თითი შუბლზე და გადასაფარებელი უკან დააბრუნა. _ეს არ მომწონს, უხეში ნაჭერია.

-აბა სხვანაირად ვერ მიგახვედრე რომ ეგ კაცი გჭირდება!_დაღლილმა ჩაილაპარაკა და თეთრი მაგიდის გადასაფარებელი ტანზე მიიდო. _მე მგონი თეთრი მიხდება. _ფხუკუნით გახედა წარბაწეულმ დაქალს რომელიც მეგობრის ქცევაზე სიცილს ძლივს იკავებდა. _კარგი რა, ერთხელ და სამუდამოდ დასვი დიაგნოზი და უთხარი იმ კაცს პასუხი თორემ სამსახურში ვიღაცა გოგო ეკურკურებაო გიგიშამ და დარჩები მშრალზე. _მშვიდი ტონით გააფრთხილა და წინ წავიდა.

-როდის იყო გიგიშა სამსახურის ამბებს გიყვებოდა?!

-სამსხურის ამბებს არც მიყვება, დღეს თავისთან გამატარა რაღაცა საბუთები ჰქონდა წამოსაღები და აბო ვიღაც შავგვრემან ქალთან ერთად გამოვიდა შენობიდან, ხოდა მაგას მოყვა ეგ ამბავი თორემ სულ არ მეცოდინებოდა.

ხმადაბლა ჩაუშაქრა მომხდარი და გვერდით ამოუდგა. ელომ მსუბუქად ჩაახველა და ყელში გაჩხერილი უზარმაზარი ბურთი ძლივს გადაუშვა სასულეში. ძალიან არ ესიამოვნა ქერას სიტყვები, მართალია საგანგაშო და საეჭვიანო არაფერი არ უთქვამს, მაგრამ რომ წარმოიდგინა როგორი შეიძლება იყოს ის შავგვრემანი ქალი სუნთქვა შეეკრა. მერე აბოს სიტყვები გაახსენდა ლოდინთან დაკავშირებით და ცოტა არ იყოს შეშინდა.

-ლამაზია?_ხმადაბლა კითხა და თვალებდაქაჩული დაელოდა კითხვაზე პასუხს. ქერამ ღიმილით დაუქნია თავი და კბილები გამოაჩინა.

-საოცრად, ეგეთი ქალი ჩემს ცხოვრებაში არ მინახსვს. ეკრანიდან გადმოსულს გავდა. _აღტაცებას ვერ მალავდა ქერა.

-კარგი ახლა, ნუ აზვიადებ!_დაქალის სიტყვებით გაღიზიანებულმა ხმამაღლა წამოიძახა და ზურგი აქცია.

-შენ თავს გეფიცები, საოცრად ვიდიანი და ეშხიანი ქალია. შორენა ბეგაშვილი კი არა ეგ უნდა იყოს საქართველოს სექს სიმბოლო!

-მორჩი!

-კარგი მოვრჩი!_ხელები სიცილით ასწია მაღლა და მხრები აიჩეჩა. _ეს შეგვიხვიეთ. _ხელსახოცების შეკვრა ღიმილით მიაწოდა კონსულტანტ გოგონას და ცალი თვალით ეჭვიანობისგან გაბერილ მეგობარს გადახედა.

~~~
მთელი დღე ვერ მოისვენა გამუდმებით ლილუს სიტყვებზე, აბოზე მის შვილზე და იმ უცხო ქალზე ეფიქრებოდა. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს მოსვენბა დაკარგა, არ ვიცი შეიძლება ეს უბრალოდ იმის ბრალია გრძნობებში რომ ვერ არის გარკვეული, ან ქერა მართალია და ეჭვიანობამ სულ გამოაშტერა. არ ეგონა აბოს ამბავი ასე თუ იმოქმედებდა მასზე, მერე რა თავად გადაწყვეტილება რომ ვერ მიუღია და გაბრუებული დაეხეტება წინ და უკან, აბოს და იმ ქალის ამბავმა მაინც ძალიან იმოქმედა მასზე.
დაბნეულმა აათამაშა ტელეფონი ხელში, მაგრამ დარეკვა მაინც ვერ გაბედა, საკუთარ თავს ამის უფლება არ მისცა. რაც არ უნდა მოხდეს ამ ერთი მიზეზის გამო აცუნდურეკბა და ყველაფერზე ხაზის გადასმა დიდი სისულელე იქნება მისი მხრიდან.
როგორ?! სახლში ამოიყვანა, სიტუაიცა აუხსნა და ახლა დაურეკოს და უთხრას რომ ვიღაცა ქალზე ვიეჭვიანე და მოდი ერთად ვიყოთო?! არავითარ შემთხვევაში!
ისედაც კაცმა არ იცის ის ქალი აბოსთვის რას ნიშნავს, იქნებ უბრალო თანამშრომელია, ან ახლობელი და გიგიშას რაღაც ეჩვენება... ხო, დიდი ამბავი მამაკაცია და ვერ ერკვევა მსგავს საკითხებში.

-მორჩი, ელიკო ამდენ ფიქრს და საქმეს მიხედე! ქორწილისთვის ხარ მოსამზადებელი, შენ კიდევ აბოზე და იმ ქალზე ფიქრის გარდა არაფერს არ აკეთებ!_საკუთარ თავზე გაბრაზებულმა ხმამაღლა წამოიძახა და სააბაზანოსკენ წავიდა.

^^^^^
უსაზღვროდ და უზომოდ დიდი მადლობა ყველას. ძალიან მიხარია რომ მოგწონთ და კითხულობთ... თავის მოცულობა სხვანაირად ვერ გავზარდე... <3 იმედია ისიამოვნეთ და მოგეწონათ. <3



№1  offline წევრი ))♡

Imee chemi saocreba xar qalo shen :* sauketesoo xar ai vgijdebi ahenze shens namushevrebze mihbarxar miyvatxar miyvarxar shenc sheni motxrobebic da peraonajebix ubralod arshejdzleba amis wakiyxvis shemdeg adamiani gurgrili darchees ????????????♥♥♥????❤❤ chrmo saocreba ♥♥
--------------------
მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ

 


№2  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

როგორი პუნქტუალური ხარ ტასოოო... გამახარე ძალიან.
მომეწონა ასე რომ ფიქრობს ელე აბოსთან ურთიერთობაზე და სპონტანურად არ იღებს გადაწყვეტილებას...
ხვალ ისევ ველი ახალ თავს...

 


№3  offline მოდერი მე♥

))♡
Imee chemi saocreba xar qalo shen :* sauketesoo xar ai vgijdebi ahenze shens namushevrebze mihbarxar miyvatxar miyvarxar shenc sheni motxrobebic da peraonajebix ubralod arshejdzleba amis wakiyxvis shemdeg adamiani gurgrili darchees ????????????♥♥♥????❤❤ chrmo saocreba ♥♥

საყვარელო, ძალიან დიდი მადლობა. რომ იცოდე როგორ მიხარია ასე რომ მოგწონს და ჩემს ისტორიებს ასე აქტიურად რომ კითხულობ... ძალიან ბედნიერი ვარ! <3 მადლობები! <3
უცნობი ქ
როგორი პუნქტუალური ხარ ტასოოო... გამახარე ძალიან.
მომეწონა ასე რომ ფიქრობს ელე აბოსთან ურთიერთობაზე და სპონტანურად არ იღებს გადაწყვეტილებას...
ხვალ ისევ ველი ახალ თავს...

უცნობო ქ, ძალიან დიდი მადლობა, ვცდილობ არ დავაგვიანო. <3
რაც შეეხება ელოს, მართალია ფიქრი ეხმარება. <3 საყვარელი ხარ ძალიან! <3
--------------------
ა.ა

 


№4  offline აქტიური მკითხველი LuckyGirl

ქოოორწიიილიიიია ქეიიიიფიიიიია ტიიიიალიიიიი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent