მწვანე სხივი (2)
გამომძიებელი ლუკი ქალაქში საუკეთესო გამომძიებლად ითვლბოდა და თავის საქმეს მართლაც შესანიშნავად აკეთებდა, ბევრი რთული საქმე მისი გახნილი იყო, საშიშ დამნაშავეთაგან უმეტესობა მისი დაჭერილი, ბევრჯერ შეხვედრია სირთულეებს, თუმცა არაფერს ისეთს რისი დაძლევა და მოგვარებაც არ შეეძლო. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საქმეს, რაც უფრო დრო გადიოდა სიტუაცია მით უფრო რთულდებოდა, განსხვავება სხვა საქმეებსა და ამ კონკრეტულს შორის ის იყო, რომ გოგონა თავად აღიარებდა დანაშაულს, სამხილები კი, არათუ გოგონას წინააღმდეგ, არამედ საერთოდ არ არსებობდა, რაც კიდევ უფრო ართულებდა სიტუაციას, დრო იწელებოდა და ამ საქმეს დასასრული კი არა დასაწყისიც არ უჩანდა, თუმცა საქმე ერთი შეხედვით ძალიან ჩვეულებრივ დანაშაულთან გვქონდა, ყველაფერი კი ასე დაიწყო: . * * *. ოთახში სიჩუმე იყო, მყუდროებას მხოლოდ სახურავზე წვიმის წვეთების დაცემით გამოწვეული ხმაური არღვევდა, სახლი საკმაოდ დიდი იყო, თუმცა მთლიანად ჩაბნელებული, მხოლოდ ერთ ოთახში იყო სინათლე, რომელშიც ერთი ადამიანი იჯდა, თავი დახრილი ჰქონდა, თმა სულ სველი, ოთახის იატაკი ტალახიანი ნაფეხურებით იყო მოსვრილი, ახალგაზრდა გოგონა მძიმედ სუნთქავდა, თითქოს თითოეულ ამოსუნთქვას მთელ თავის ემოციებს ამოაყოლებდა, ცაზე გაიელვა, სახლის დიდი ეზო მთლიანად გაანათა, თუმცა თავდახრილს განათებისთვის ყურადღება არ მიუქცევია, არც დაუნახავს, შემდეგ დაიქუხა და შეშინებული გოგონა ფეხზე წამოხტა, ფანჯარას ეცა და როცა ხელახლა გაიელვა ცაზე, გოგონას სახე მკაფიოდ ჩანდა, თვალები სულ ჩაწითლებული, ხელები აკანკალებული ჰქონდა, თუმცა მშვენიერ თვალებში ისევ უკრთოდა მწვანე სხივი. როცა მიხვდა რომ საშიში არაფერი იყო, თავის ძველ ადგილას დაჯდა, თავი ჩახარა და რამდენიმე ხანი ასე იყო გაჩერებული, სანამ კარზე დაკაკუნების ხმა არ გაიგონა, ხმის გაგონებაზე შეკრთა, გააჟრჟოლა, და რამდენიმე წამი გაშეშებული იჯდა, თუმცა კვლავ რომ გაისმა მძიმე ბრახუნი კარზე ფეხზე წამოხტა და კარისკენ წავიდა. გაიხედა და როცა უკან გამოიწია უკმაყოფილო და შემკრთალი მზერა ჰქონდა, თუმცა კარი მაინც გააღო. კარში საშუალო ასაკის, ლამაზი ქალი იდგა, ქოლგა დაკეცა და შემდეგ გოგონას შეხედა, თუმცა სახლში იმდენად ბნელოდა, რომ მხოლოდ გოგონას სილუეტის დანახვა შეძლო. -ნინა ასე რატომაა ჩაბნელებული სახლი? - უკმაყოფილოდ წარმოთქვა და სახლში შევიდა, გოგონა გვერძე გაიწია თუმცა ხმა არ გასცა. ქალმა მისაღებში სინათლე აანთო, შემდეგ გოგონასკენ მოტრიალდა და გაოცებისგან შეჰყვირა. ახლა ბევრად უკეთესად შეიძლებოდა დანახვა თუ რა საშინლად გამოიყურებოდა გოგონა, ტანსაცმელი სულ ტალახიანი ჰქონდა და თმა კი ისევ ისეთი სველი, თვალები ჩაწითლებული თუმცა დიდი მონდომებით მზერა დაეწყნარებინა და ქალს მშვიდად უყურებდა. -ღმერთო ჩემო! რა გჭირს? რაარის ეს? სულ ტალახიანი ხარ! სად იყავი? რატომ გამოიყურები ასე საშინლად? - უკმაყოფილო, გაბრაზებულ, გაკვირვებულ ტონს შეშინებული და მზრუნველი ტონიც შეერია. ქალი გოგონასთან მივიდა და ახლოდან დააკვირდა. -არაფერია ელის კარგად ვარ, უბრალოდ დავსველდი და წვიმაში წავიქეცი. - სრულიად მშვიდად უპასუხა მან, იმ შეშინებული გოგოსგან რომელიც რამდენიმე წუთის წინ თავს ვერ აკონტროლებდა, აღარფერი დარჩენილიყო, ახლა გოგონა ძალიან მშვიდად იდგა და ქალს მიშტერებოდა. ქალი ისევ აღელვებული ჩანდა. -სად იყავი? - ელისი მშვიდად შეეკითხა ნინას. -ბილეთების ასაღებად. - ასევე მშვიდად უპასუხა ნინამ. -მანქანით იყავი? - იჭვნეული მზერა მიაბყრო ქალმა. -კი, რათქმაუნდა. - ოდნავი აღელვება შეეპარა ხმაში, თუმცა დამალა. -მანქანა გარეთ არ დგას, სადაა? ანდა ხომ გითხარი ასეთ ამინდებში მანქანას ნუ ატარებ მეთქი? შეხედე რას გავხარ! რამე რომ მოგსვლოდა? მძღოლისთვის უნდა დაგერეკა და წაგიყვანდა სადაც გინდოდა. როდის იყო ამ ამინდში თავს უფლებას აძლევდი მარტო გეხეტიალა მანქანით! - ელისი გაბრაზებას ვეღარ მალავდა. -პატარა ბავშვი არ ვარ, თვითონ შემიძლია გადავწყვიტო როგორ ამინდში ვატარებ მანქანას და როგორ ამინდში არა და ამის შემდეგ აღარ მიყვირო. - ხმა ოდნვადაც არ შეცვლია, გაბრაზების კვალიც არ ერია მის ხმაში, ეს სიტყვები ძალიან მშვიდად თქვა და უზარმაზარ კიბეს აუყვა, რომელიც მეორე სართულზე ადიოდა. ქალს ხმა არ ამოუღია, რადგან მიხვდა რომ არაფრის თქმას აღარ ჰქონდა აზრი, ნინას მხოლოდ მზერა გააყოლა და ერთ ადგილას გაშეშებული დარჩა
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.