შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დანაშაული და სასჯელი


27-10-2017, 11:59
ავტორი ankatuna
ნანახია 1 545

-ქალბატონი მია,
-უბრალოდ მია, რამდენჯერ უნდა გთხოვო ანა.
-მაპატიეთ, არ შემიძლია თქვენობით რომ არ მოგმართოთ, თქვენ პატივსაცემი ქალბატონი ხართ.
-არ ვარ ანა, მეც თქვენნაირი ვარ.
-არ ხართ ქალბატონო. თქვენ მოახერხეთ და იმ სიბინძურიდან ამოდით. ჩვენ კი უარესად ჩაგვითრია ჭაობმა. მაპატიეთ საუბარში რომ ჩავერიე. ანასგან მსმენია თქვენზე. ნამდვილად საამაყო ადამიანი ხართ.. ნეტა მეც მეპოვა საკუთარ თავში ძალა და შევწინააღმდეგებოდი საკუთარ ბედს.
-ეს ნათიაა, ქალბატონო მია. ისიც აჭარიდანაა.
-ძალიან სასიამოვნოა ნათია თქვენი გაცნობა. იმედია ვიმეგობრებთ.
-მე დიდი სიამოვნებით თუ ეს თქვენთვის არ იქნება პრობლემა.
-არა როგორ გეკადრებათ. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ.
-ბატონი დავითი და ბავშვები როგორ არიან? რაიმე პრობლემ ხომ არ შეგიქმენით?
-კარგად არიან მადლობა.
-არ ვიცოდი შვილები რომ გყავდათ.
-არა... -მიამ პირი დააღო რომ ეთქვა შვილები არ მყავსო მაგრამ რაღაც ძალამ გააჩერა. -დიახ მყავს. ორი, გუგა და ანამარია.
-ისეთი კარგი მეუღლე ყავს.
-დიდი ბედნიერებაა გვერდით ძალა რომ გეგულება.
-დიახ მაგრამ აქ ამაზე სალაპარაკოდ არ მოვსულვართ ხომ ასეა. მაპატიეთ თუ უხეშად გამომივიდა მაგრამ მალე თუ არ წავედი ბავშვები მელოდებიან.
-დიახ, დიახ, ჩვენ გვაპატიეთ. ნათიამ იმ ღამეს რაც მოხდა დაინახა მაგრამ ამის სესახებ არავისთვის არაფერი უთქვამს. საბოლოოდ მზად არის რომ ჩვენება მისცეს როცა ამის დრო მოვა.
-კი მაგრამ არ დაგვიჯერებენ.
-დაგვიჯერებენ ალბატონო. სურათები მაქვს. - ჩანთიდან ტელეფონი ამოიღო ნათიამ და მიას გაუწოდა. მიას წინ იმ უბედური ღამის ამსახველი ფოტოებია როდესაც მისი უბედურება დაიწყო. კარგად ჩანს ფოტოებში როგორ უმიზნებს იარაღს ის არამზადა უცნობ მამაკაცს. მის დანახვაზე მიას უსიამონოს აუჩქარდა გული და იგრძნო რომ ჰაერი აღარ ყოფნიდა. სასწრაფოს გაუწოდა პატრონს ტელეფონი რომ დამშვიდებულიყო.
-ძალიან კარგი. ეს უკვე რაღაცას ნიშნავს. მინდა რომ ყველა ჩვენნაირის სახელით ერთმა მაინც აგოს პასუხი. -მიას ტელეფონი აწკრიალდა. ლილე დაეწერა ეკრენზე და მიას სახე გაუნათდა. -მაპატიეთ დღეს ამით დავამთავროთ უნდა წავიდე და შეგეხმიანებით.
-მადლობა. -თავი დაუკრეს მიას და გაეცალნენ.
-გისმენ ჩემო გოგო.
-მიაკო, როგორ ხარ ჩემო ფერია?
-კარგად ლილე შენ როგორ ხარ?
-მადლობა მეც კარგად.
-ლუ როგორაა? კარგა ხანია აღარ შემხმიანებია.
-ნორმალურად, საბოლოოდ გადაწყვიტა ბერად აღკვეცა ახლა კურთხევას ელოდება.
-ძალიან კარგი, რაც უნდა იმას გააკეთებს.
-ჰოო, აბა რა ხდება შენსკენ რა ამბებია. დავითი და ჩემი პაწაწუნები როგორ არიან.
-კარგად ლილე რა უჭირთ. თქვენები ხომ კარგად..
-კარგად ვართ რა გვიჭირს... რომ იცოდე რატომ გირეკაავ...იციი ირაკლიმ ხელი მთხოვა?
-რაა მართლა? აუ რა მაგარიაა, გილოცავ ლილე, ჩემო საყვარელო ბედნიერებს გისურვებ. დაე სიცოცხლის ბოლომდე ერთად იყოთ.
-მადლობა ჩემო ტკბილო. ხო დაა ერთ კვირაში ბარემ გვინდა ვიქორწინოთ და ისე არ ჩამოდი და ვერ გაგაცაით ერთმანეთი და იმედია ქორწილზე მაინც ჩამობრძანდები. უარს არ მივიღებ კარგად იცი. შენ რომ არ იყო ჩემს გვერდით მოვკვდები ხომ იცი. მინდა რომ ყველანი ჩამოხვიდეთ. ჩვენც დავუახლოვდებით დავითს.
-ვეცდები..
-ვეცდები არ გამაგონო. ხმას აღარ გაგცემ იცოდე. ვიცი რატომაც იკავებ თავს მაგრამ სადარდებელი არაფერია იცოდე. გელოდებით მთელი სულით და გულით.
-კარგი ლილე მოვალთ აუცილებლად.
-ჰო და ეგრეე...-დეტალებს მოგწერ მერე, სად რა დროს და როგორ.
-კარგი ჩემო გოგო. მომიკითხე შენები და გკოცნი ბევრს.
-კარგად მია, მალე გნახავ და ჩაგეხუტები მაგრად მაგრად. ძალიან მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ. -მიამ გეზი პირდაპირ სახლისაკენ აიღო. რადგან იცოდა რომ იქ სამყაროში ყველაზე ცელქი მაგრამ სულზე უტკბესი პატარები ელოდებოდნენ. გზაში ნათიას სიტყვებმა დააფიქრა. მართლა რამდენს ნიშნავდა მისთვის დავითი. მგონი ვერც აცნობიერებდა. შეძლებდა თუ არა თავად იმას რასაც დავითი მისთვის აკეთებდა. სწორედ მაშინ გამოჩნდა დავითი მის ცხოვრებაში როდესაც ყველაზე მეტად უჭირდა. ეს ის ადამიანი იყო ვისაც მიასი საკუთარ თავზე მეტად ესმოდა. არც არაფრის ახსნა სჭირდებოდა მისთვის. მაგრამ ერთი ის იყო რომ მისთვის როგორც მამაკაცისთვის არასოდეს შეუხედავს და ამის განმაპირობებელი მისი მდგომარეობა იყო. თავიდან ეცოდებოდა დავითი იმისთვის რომ მის მსგავს ადამიანთან უნდა ეცხოვრა სიცოცხლის ბოლომდე. თუმცა დავითისთვის თავგანწირვა ჩვეულებად იქცა. იშვიათია საკუთარ თავზე წინ სხვების ბედი დააყენო მაგრამ დავითს ეს აბედნიერებდა. ბევრჯერ უფიქრია მიას როგორ ახერხებდა დავითი ამ ყველაფერს. მისი სულის სილამაზე და სათნოება გასაოცარი იყო. რამდენადაც მკაცრია დავითი სამსახურში იმდენად თბილი და მოსიყვარულეა სახლში. პრობლემებს კარის ზღურბლზე ტოვებდა და შვილებთან ბოლომდე დახარჯვის უფლებას აძლევდა თავს. ეს ბავშვები მისთვის ყველაფერი იყო. ვერ აეხსნა მიას სხვისი შვილების სიყვარული ასე საკუთარივით და საკუთარზე მეტად თუ შეიძლებოდა. მერე თავის თავს ჩაუღრმავდა. რა მოხდებოდა თუ დავითის ცხოვრებაში სხვა ქალი გამოჩნდებოდა. ვინმე ვინც მასაც და ბავშვებსაც ჩაანაცვლებდა. შიშისაგან გააჟრჟოლა ამის გაფიქრებაზე. ან ანამარიას და გუგას რა ელოდა მას საკუთარი შვილების ყოლის სურვილი თუ ექნებოდა.ისიც გაახსენდა რასაც თვითონ აპირებდა და უარესად დაუმძიმა გული. იქნებ უარი ეთქვა ამ ყველაფერზე და გაეგრძელებინა ცხოვრება. ის ხომ ბედნიერი იყო იმ ყოფით რაც ჰქონდა. გულის სიღრმეში კი დანებებას არ აპირებდა. ეს მისი პირადი ტრაგედია იყო და ამით სხვებს არ დააზარალებდა, ან იქნებ კი? თავი გადააქნია რომ როგორმე ეს ფიქრები გონებიდან ამოეგდო. ამ ფიქრებში ისე მისულა სახლთან ვერც მიხვდა. ოთახის კარი შეაღო და სახეში დათუნია მოხვდა. -ვაი. -ერთი შეკივლა და გაოცება ვერ დაფარა. სახლი მთლად არეული იყო. სად რა ეყარა და როგორ აზრზე ვერ მოვიდა. უცებ გუგა გადაუდგა ბალიშით ხელში წინ.
-ნუ გეშინია დედა, მე დაგიცავ. ისინი ჩვენ ვერ დაგვამარცხებენ, ჩვენ ერთი გუნდი ვართ. -მია მიხვდა რომ მამასა და შვილებს შორის ომი იყო. ჩანთა მოიხსნა იქვე მიაგდო და ჩაიკეცა ისე რომ გუგას გათანაბრებოდა.
-სიტუაცია ამიხსენი მეთაურო.
-მოწინააღმდეგე გუნდის მეთაური ერთი გაქნილი და ცბიერი ქალია. შენი ტყვედ აყვანა უნდა ვირაც ჯეელი კაცის დახმარებით. ის კაცი კბილებამდეა შეიარაღებული და იცავს მას. -მიას თან ეცინებოდა თან თამაშის ხალისი არ დაუკარგა გუგას და ბოლომდე აყვა.
-არაფერია მეთაურო, ჩვენ არ დავნებდებით. ჩვენ ერთი გუნდი ვართ. ორონდ თქვენ მიმითითეთ იარაღი სად ვიშოვო და რა ტაქტიკით ვიმოქმედო.
-მე დაგიცავ და ბაზამდე მივიდეთ. -უთხრა და თან ხელით დივანისკენ ანიშნა სადაც რამოდენიმე ბალიში კიდევ იყო დარჩენილი. ნელ-ნელა წავიდნენ დივანისკენ და მიამ თვალი მოკრა სამზარეულოს კუთხეში დამალულ დავითს და ანამრიას. ანამარია სეროზული სახით იდგა დავითის ფეხებს ამოფარებული და ხელში იარაღივით თოჯინა მომარჯვებული. დავითი კი იგუდებოდა სიცილით. თან ცდილობდა ეს ანამარიას არ დაენახა. მიასაც გაეცინა.-მიდი მია აიღი ბალიში და თუ ხედავ სად არიან გადავიდეთ შეტევაზე.
-მეთაურო სამზარეულოს კედელს ეფარებიან.
-ყოჩაღ რიგითო, ვამაყობ შენით. 1.2.3 შეტევაა... -ბალიში აღმართა გუგამ ყვირილ-ყვრილით შევარდა სამზარეულოში და ბალიში ანამარიას უთავაზა. ანამარია წაიქცა. მიამ ხელი გამართა მისკენ ეგონა იტირებდა მაგრამ ანამარიამ ისტერიულ სიცილი დაიწყო. -იე ერთი გავანეიტრალე. დედა შენი დროა. მიაც დემორჩილა მეთაურის ბრძანებას და ბალიში დავითს ესროლა. დავითმა ბალისი აიცილა. გუგას ხელი დაავლო და მისაღებში გავარდა. დათუნია მიასკენ მიმართა და სერიოზული სახით მიმართავს.
-დაგვნებდი რიგითო. თქვენი მეთაური ჩემი ტყვეა. -მიამ მორჩილი ბავშვივით ხელეი ასწია. ორიოდე წუთი ასე იდგნენ და მერე სიცილი ვეღარ შეიკავეს. გულიანად ცინეს იმიტირებულ ოჯახურ ომზე. დივანზე ერთმანეთის მიყოლებით ისხდნენ დავითი, გუგა, ანამარია და მია.
-მოდი სურათი გადავიღოთ. -იდეა გამოთქვა ანამარიამ.
-კარგი ისხედით აპარატს მოვიტან. -მოეწონა დის იდეა გუგას. აპარათი ოთახიდან ჩამოიტან აიქვე მაგიდაზე დააყენა წამზომზე და ოჯახს შეუერთდა. ისინი ერთმანეთშ მოეხვივნენ და ერთი, ორი და სამი ჩიტი გამოფრინდა. ფოტოდან ოთხი ბედნიერი სახე იმზირებოდა.
.....
-მაპატიეთ არ მეგონა ჩემი სისულელის გამო თქვენც თუ დაგაზარალეთ. -უხერხული სიწყნარე ისევ მიამ დაარღვია. დავითმა სახე აარიდა.
-არაუშავს. აქ ძალიან გამიკვირდა თქვენი ნახვა. სახელით რომ დაგიძახა ბაჩომ, გამიკვირდა. შენსდ გარდა ეგეთი უცნაური სახელით არავის ვიცნობ და მინდოდა თქვენი შეხედვა მაგრამ თავი არ ასწიეთ დაა. -მიას ჩაეღიმა დავითი, რომ ეშმაკობას მიუხვდა.
-მეც შეგიცანით ხმით, მაგრამ...
-მაგრამ თავი ამარიდე, გეგონა ისევ წაგეჩხუბებოდი ხომ? რა ვქნა ცოტა ბრაზიანი ვარ.
-არა თქვენ არაფერ შუაში ხართ. ეს ჩემშია პრობლემა. რაც სახლიდან წამოვედი ვცდილობ კანფლიქტებს თავი ავარიდო.
-აშკარად შარიანი კი ხართ. ლანამაც თქვენზე იყარა ჯავრი. საშიში გოგოა უფრთხილდით. მაგრამ მე მადლიერი ვარ ამჯერად თქვენი მოსვლით. მას მაინც დავაღწიე თავი.-ორივეს გაეღიმათ.
-შეიძლება რაღაც გკითხოთ.
-უკვე ვიცი რასაც მკითხავ და არ გეტყვი პასუხს.
-კი მაგრამ საიდან?
-გინდა დაგენაძლევები რომ გამოვიცნობ რა გაინტერესებს.
-არა, მე უბრალოდ....
-გაინტერესებს ტატუ სად მაქვს ხომ ასეა? -მიას გაეღიმა, ერთის მხრივ რომ მიუხვდა თემას დავითი, მეორეს მხრივ კი ის, რომ მაინ მისი „საიდუმლო“ იცოდა.
-არა ეგ ვიცი.
-მოიცა რაა?
-ჰო ვიცი, სადაც გაქვს ტატუ.
-არაა, მატყუებ ხოომ? გამორიცხულია.
-გინდა დაგენაძლევები რომ გამოვიცნობ სად გაქვს.
-აბა მიდი.
-კეფაზე, ლამაზი პატარა პეპელა. -დავითი გაჩერდა, კეფაზე ხელი მოისვა და გაეცინა.
-უთხარი ხომ უკვე ყველას.
-დამერწმუნე ისე აღარაფერი გაახარებთ მათ როგორც მაგ ამბის გაგება.
-იცი როგორ ვხალისდებოდი მაგათი სახეებით, ინტერესით რომ მათვალიერებდნენ ყველა? ძალიან სასაცილო იყო. -მხოლოდ ახლა შეამჩნია მიამ რა საოცარი ღიმილი ჰქონდა დავითს, რაღაცატომ მისი არ ეშინოდა. ალბათ იმიტომ რომ ის პოლიციელი იყო. მასთან ასე თუ ისე დაცულად გრძნობდა თავს.
-სამაგიეროდ მათ დიდი ტვირთი ჩამოვხსენი მხრებიდან.
-რეალურად არც არასდროს უკითხავს რომელიმეს. რომ ეკითხათ ვეტყოდი, ამაში დასამალი არაფერი.
-მაგრამ მათთვის ეს იდუმალება უფრო იყო, ვერც გიბედავდნენ კითხვას. რადგან პროკურორი ხართ მკაცრი ეგონეთ.
-ყოფილი პროკურორი მია....ბოდიში სახელით რომ მოგმართე პრობლემა ხომ არ არის.
-არა არაუშავს. კიდევ ერთს გკითხავ კარგი?
-კარგი და დღეს დავამთავროთ კითხვები, ბოლომდე არ გადაუვლია გაბრაზებას.
-რატომ გაქვთ ყველას ეგ ტატუ.
-მაპატიე მაგრამ მაგას ვერ გეტყვი მია. არც არაფერში გამოგადგება მაგის ცოდნა დამერწმუნე.-დავითს სახე მოეღუშა და მია მიხვდა რომ ზედმეტად ბევრის გაგება მოისურვა და მისდაუნებურად დავითისთვის მტკივნეულ თემას შეეხო.
-აი მოვედით უკვე. დიდი მადლობა რომ მომაცილე.
-არაფრის. მშვიდობიანი ღამე. არ გემშვიდობები ალბათ შევხვდებით კიდევ. -არას თქმას რა აზრი ჰქონდა. მია მის ნახვას თავს ვერ აარიდებდა. თავი დაუკრა და სადარბაზოში შევიდა. უეცრად რაღაც წვა იგრძნო მხარში და ტკივილისგან ჩაიკეცა. ყურში ნაცნობი ხმა მოხვდა.
-აი თურმე რატომ გამომაგდეს. მისი ნაშა ხარ არა. შე . შენს გამო ყველა გეგმა დამემსხვრა. ამას არ შეგარჩენ მე ვინ გეგონე შენ ჰა?
-კარგი რა ლანა, მე რა შუაში ვარ, ან რა გამიკეთე, მხარი, ვაიმე.
-ახლა არ ხარ ხომ შუაში. ხომ გაგაბრთხილე გზაზე არ გადამეღობო თორე განანებთქო. -მიამ კიდევ მეტად იგრძნო ტკივილი და წამოიყვირა. ხელი მოისვა და აღმოაჩინა, რომ მხარში დანა ჰქონდა ჩარჭობილი. ამოიძრო და მხარზე ცხელ ტალღად დაყვა სისხლი. მაგრად იჭერდა მხარზე ხელს და თან შეეცადა სადარბაზოდან გამოსულიყო. -ვერ გდამირჩები.-თმაში ხელი ჩავლო ლიანამ და კედლის კუტხეს მიანარცხა. მეთი აღარაფერი გაუგია, მხოლოდ ბუნდოვნად ჩარჩა გონებაში მამაკაცის სილუეტი რომელიც ლანას აკავებდა და ძლივს ამოთქვა სიტყვები. -მიშველეთ. ო, როგორ ტკიოდა მთელი სხეული, განძრევასაც ვერ ახერხებდა. ზლაზვნით გახილა ნახევრამდე თვალები და მაშინვე დახუჭა. თეთრმა სინათლემ თვალი მოსჭრა მაგრამ მაინც გაახილა თვალები, ახლა უკვე ნელ-ნელა და ნათებას შეეჩვია.
-მია როგორ ხარ? -ყურში ლუკას ხმა ჩაესმა და ამან საოცრად დააბნია.
-ლუ? შენ აქ რა გინდა.
-იცი სად ხარ? -კიდევ ერთი ნაცნობი ხმა.
-ლილე შენც აქ ხარ? რა ხდება ბავშვებო? -მომოიხედა ოთახში მიამ, თანდთან მოდიოდა გონზე და გაიხსენა ყველაფერი. -მთელი სხეული მტკივა.
-როგორ არ გეტკინება, ლამის მოსაკლავად გაგიმეტა იმ გოგომ, რა უქენი ეგეთი.
-კარგი რაა ლუ. არ მიცნობდე მაინც, არაფერი არ დამიშავებია.
-მია როგორ ხარ? -ოთახში თავი შემოყო ნინუცამ.
-ნინუცა შენც აქ ხარ?
-სამი დღე გავიდა და ძლივს მოხვედი გონს და როგორ ფიქრობ არ ვიქნებოდი?
-რაა სამი დღე მეძინა?
-აბა რა გეგონა. მაგრამ შენ არ ინერვიულო. იმ ალქაჯსაც თავისი მიეზღვება. დავითი იზრუნებს მაგაზე.
-ვინ? დავითი რა შუაშია.
-რა შუაშია კი არა, პინპონკის ბურთივით რომ მიგახეთქა ლანამ კედელზე და ლამის ტვინი მიგასხმევინა დავითმა გიშველა, აქაც მან მოგიყვანა და ჩვენც მისგან გავიგეთ. ბედი შენი იმ დღეს მან რომ მიგაცილა თორე ახლა არ ვიცი.
-გიჟებივით გამოვიქეცით მე და ლუკა, ნინუცამ რომ დარეკა. -მიას აღარაფერი ესმოდა, მხოლოდ იმ მომენტებს იხსენებდა და ცდილობდა მის გონებაში ჩარჩენილ მამაკაცის სილუეტში დავითი ამოეცნო. მისდამი მადლიერების გრძნობა გაუჩნდა. კიდევ რამოდენიმე დღე იყო მია საავადმყოფოში. დიდი ნაკერით მხარზე, გატეხილი შუბლით, გახეთქილი ტუჩით და მცირე ტვინის შერყევით. ამასთან უამრავი დაჟეჟილობა და უარესად დანგრეული ფსიქიკა. კიდევ ერთი მსგავსი შემთხვევა და მიას მთლად დაენგრეოდა ცხოვრება თავზე. მთელი ამ დღეების განმავლობაში მია ელოდა რომ დავითი მივიდოდა. მისთვის მადლობა ხომ მაინც უნდა გადაეხადა, მან ის ფაქტიურად სიკვდილისგან იხსნა.
-მზად ხარ მია? წავიდეთ სახლში.
-როგორ გაწუხებ ნინუცა.
-კარგი ახლა არ გვინდა ეს ბავშვურები. თან შენი ამ მდგომარეობით შვებულებას გამოვკარი ხელი. ბაჩომ თან დასვენე თან მიას მიხედე და ერტად გამოდით მერე სამსახურშიო.
-ბოროტად ხომ არ სარგებლობ მისი კეთილგანწყობით?
-არაფერი უჭირს ამიტანიოს. თუ უყვარვარ აბა როგორ უნდა.
-რაა? გითხრა?
-კიი, ისევ შენი წყალობით. ცუდად რომ იყავი, იყვნენ ყველა მოსული და გვერდზე გამიყვანა და შენ რომ რაიმე მოგივიდეს მოვკვდებიო და მიყვარხარო და მაკოცა. ჰაიმეე. იცი რა კარგი იყოო?
-ნეტა შენთვის შეგახედა ჩემი თვალებით, ბედნიერებას აშუქებ.
-ძალიან ბედნიერი ვარ და იმიტომ.
-კარგია, გილოცავ ნინუცა. მიხარია შენს გამო. -ხელები გაუშალა მიამ და ნინუცას მოეხვია. გულის სიღრმეში შეშურდა კიდეც მისი. იცოდა რომ მსგავსი ბედნიერება მისთვის სამუდამოდ მიუწვდომელი დარჩებოდა. ნეტა რა ცოდვა ჰქონდა ასეთი,ასე რომ იტანჯებოდა. რამდენიმე დღემ მალე გაირბინა. ნინუცა პატარა ბავშვივით ევლებოდა თავს მიას. მალეც გამოაჯანმრთელა. სამსახურში დაბრუნებულებს ყველა თბილად შეხვდა.
-კარგია რომ მოხვედით თორე სული გაგვაძვრეს. -აწუწუნდა საბა.
-ჩვენ რომ არ გყავდეთ რა გეშველებოდათ. -შეიფერა ნინუცამ.
-კი როგორ არა, თქვენ რომ არა შვებულ;ებასაც არავის მისცემდნენ და არ გაგვიგდებდნენ ჩვენ. -შეუღრინა ნიკამ. მიამ დამნაშავედ იგრძნო თავი.
-ბოდიში ბიჭებო ჩემს გამო მოხდა ყველაფერი.
-არ გრცხვენია მია? ვხუმრობთ თორე მართლა ჩენ კი არ გვამუშავებდნენ, რეზერვები იყვნენ აქამდე თორე ისე რას შევძლებდით. გაგვიხარდა მართლა თქვენი დაბრუნება, ისინი ძალიან უჟმურები იყვნენ. -მიამ წინსაფრის გაკეთება დაიწყო თან იმ მაგიდისკენ გაიხედა სადაც დავითი და სხვები სხდებოდნენ. მისთვის მადლობის გადახდის ვალდებულება არ ასვენებდა. მაგრამ მაგიდა ცარიელი იყო. როგორც ყოველთვის საბას მახვილ მზერას ეს ფაქტი არ გამოჰპარვია, ხელები გულზე დაიჭდო და გამჭოლი მზერით ამოუდგა მიას გვერდით, ისე რომ მაგიდას თვალს არ აშორებდა.
-მეოთხე დღეა არცერთი არ გამოჩენილან, მხოლოდ ბაჩო შემოივლის რამოდენიმე საათით და ისევ მიდის ხოლმე. ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს.
-ნეტა რა ხდება? ბაჩოოს არაფერი უთქვამს ჩემთვის. -მათ ნინუცაც შეემატა.
-შენ როდის მერე გაბარებს ანგარიშს ბაჩო.
-ეგ შენი საქმე არაა.
-სინტერესოა მართლა რა ხდება. წინა დღეს ვიღაცამ დაურეკა დვითს და გველნაკბენივით გავარდა, ბიჭებიც გაყვნენ და იმის მერე წავიდნენ და წავიდნენ. -საბას ნათქვამი ნიკამაც დეტალურად დაადასტურა. ამ მომენტში ძალიან სასაცილოები იყვნენ. ნიკა დახლიდან იმზირებოდა. ნინუცა მია და საბა კი ხელებდაჟდობილი ერთმანეთის გვერდიგვერდ იდგნენ და ინტერესით სავსე თვალებით ერთ ადგილს მიშტერებოდნენ. ოთხივეს სხვადასხვა აზრი უტრიალებდა თავში რა შეიძლებოდა მომხდარიყო.
-კიდე დიდხანს უნდა იდგეთ ეგრე? -ბაჩოს ხმამ გამოაფხიზლა ოთხივე.
-დიახ, არა, დიახ, ჩვენ..... -ენა დაება საბას და უმისამართოდ დაიწყო ფეხების გადადგმა.
-გილოცავ მია დაბრუნებას, ძალიან გვაკლდით. -ნინუცასკენ გააპარა თვალი ბაჩომ და ღიმილი შეეპარა სახეზე. -დაუბრუნდით თქვენს საქმეს. -უცებ დასერიოზულდა, უღიმღამოდ აუარა გვერდი ნინუცას და ოთახში შევიდა. ნინუცამ მიას გახედა და მხრები აიჩეჩა. ახლა ბაჩოსთან რომ შესულიყო შეიძლებოდა ბიჭებს რაიმე ეფიქრათ ამიტომ ცოტა დაიცადა და თვალი რომ მოარიდეს, ბაჩოს კაბინეტის კართან აიტუზა ნინუცა. ფრთხილად მიაკაკუნა.
-შეიძლება ბატონო ბაჩო. -საყვარელი ხმის გაგონებაზე ოთახის კარი შიგნიდან თავად გაიღო, თავი დაუქნია შემოსვლის ნიშნად. როგორც კი ნინუცას ზურგს უკან კარი მიიხურა, ბაჩო მოეხვია ნინუცას. მის კისერში თავი ჩარგო და წელზე მაგრად მოუჭირა ხელი. ნინუცას არაფერი უკითხავს რამოდენიმე წუთი ასე იდგნენ. მერე თავად ბაჩომ წამოიწყო საუბარი.
-მაპატიე ვეღარ გესაუბრე კარგად ამ დღეებში, არ გამიბრაზდე კარგი?~
-არაუშავს მაგრამ, ყველაფერი კარგადაა?
-არ ვიცი ნინუცა არ ვიცი.
-რა პრობლემა გაქვს იქნებ მე დაგეხმარო.
-მე არ მაქვს პირადად პრობლემა მაგრამ დავითის გამო განვიცდი ძალიან. ისეთი გადაწყვეტილება მიიღო მეშინია ამით მთელი ცხოვრება არ დაინგრიოს.
-რა ხდება ბაჩო? ბიჭებმა გვითხრეს მეოთხე დღეა არცერთი არ გამოჩენილანო. ეგ ხომ თქვენი სტილი არაა.
-ახლა ვერაფერს გეტყვი ნინუცა დანამდვილებით, არ მიწყინო გთხოვ. ყველაფერი რომ დალაგდება მერე ვილაპარაკოთ.
-კარგი არაა პრობლემა. -კარზე ხმამ ისინი ერთმანეთს მოწყვითა, მოშორებით დადგნენ და ბაჩომ შემოსვლის ნება მისცა ხმაურის ავტორს.საბამ შემოაღო კარი
-თქვენი მეგობრები მოვიდნენ ბატონო ბაჩო.
-კარგი, მოვდივარ. -თვალი უქნია ნინუცას რომ წასულიყვნენ. ნინუცაც გაჰყვა რადგან თავად ინტერესი კლავდა დავითიც თუ მოვიდა. რომ გამოვიდნენ ნინუცამ შეხედა რომ სამივე შეკრებილან და ბაჩოს ელოდებოდნენ.
-საბა არაყი მოგვიტანე და ოთხი ჭიქა. -მაგიდასთან მისვლამდე მიაძახა ბაჩომ.
-ნახე ყველა მოვიდნენ, რა სახეები აქვთ, ნეტა რა ხდება. -ინტერესით იჭყიტებოდა ნიკა.
-ბევრ ლაპარაკს გირჩევნია არაყი და ჭიქები მომცე. -ხელი დაუკაკუნა საბამ. -სანამ ბიჭები ჩვეულად კინკლაობდნენ ნინუცამ დრო იხელთა და მიას გადაულაპარაკა.
-დავითს აქვს რაღაც პრობლემა. -არასასიამოვნოდ ჩაესმა მიას ეს სიტყვები. -ზუსტად რა არ ვიცი მაგრამ ბაჩომ მეშინია ცხოვრება არ დაინგრიოსო. საბამ გვერდი ჩაუარა გოგოებს.
-შეიძლება მე მივიტანო? -მხარზე ხელი დაადო მიამ საბას.
-რა ვიცი... -დაიბნა საბა -კი ბატონო. -უთხარა და ლანგარი გაუწოდა. მია ტან მიდიოდა თან ფეხები უკან რჩებოდა. მაგიდასთან მივიდა. ლანგარი დადგა და თავი ასწია რომ დავითის სახე დაენახა. ამჯერად დავითი იჯდა თავდახრილი და ხელებს ნერვიულად ისრესდა. ბიჭმა რომლის სახელიც არ იცოდა მიამ დავითს მხარზე ხელი დაადო.
-ნუ ნერვიულობ ჩვენ შენს გვერდით ვართ და ამ პრობლემას მოვაგვარებთ, ოღონდ შენ.... -დავითმა მეგობარს ხელით ანიშნა რომ გაჩერებულიყო და მიას ახედა. მია დააბნია მისმა შავმა თვალებმა. უცებ გასწორდა და მიხვდა რომ უნდა წასულიყო რადგან სწორედ მისი იქ ყოფნის გამო გააწყვეტინა საუბარი დაითმა მეგობარს. თავი დაუკრა მათ და გამობრუნდა. ბუნდოვნად მოხვდა ყურში გაგრძელებული საუბარი თუმცა გარკვევით ვერც ერთი სიტყვა ვერ გაიგონა. მუშაობა გააგრძელეს ბარში რადგან ხალხმა იმატა მაგრამ ცალი ყური ყველას იმ ერთი მაგიდისკენ ჰქონდ. ინტერესი კლავდათ რაზე საუბრობდნენ. ცოტა ხანში დავითი ადგა და გარეთ გავიდა, მიამ გაყოლა დააპია. ერთ მომენტში შედგა მაგრამ ნაბიჯი ისევ გადადა და იმ იმედით რომ დავითი წასული არ იქნებოდა გარეთ გავიდა.თვალებით მიდამო მოათვალიერა მაგრამ დავითი ვერ დაინახა.
-ვის ეძებთ? -ხმა უკნიდან მოისმა და მია შეშინებული შებრუნდა. დავითი კარის კუთხესთან იდგა, კედელზე მიყრდნობილი სიგარეტით ხელში.
-მე.. მე ..თქვენთან საუბარი მინდოდა.
-მპატიე მაგრამ ჭორაობის ხასიათზე არ ვარ.
-არა მე.. მადლობის გადახდა მინდოდა რომ დამეხმარეთ.
-ხალხის დახმარება ჩემი მოვალეობაა. -დავითის ცივმა და უგულო პასუხებმა მია დააბნი არ ეგონა ასეთი თუ იყო.
-კარგი, -თავი დაუკრა მიამ და ბარში შებრუნდა. თავი კიდევ ერთხელ მიატრიალა და შეხედა როგორ დაკრა მუშტი კიბის სახელურს დავითმა და იქვე მდგარ ნაგვის ურნას ფეხი გაჰკრა. რა მოხდა ისეთი რომ ასე იქცევა, ან რატომ აინტერესებს მიას ეს ყველაფერი. მისთვის ხომ ყველაფერი სულ ერთია, რაში ადარდებს ვიღაც უცნობი ადამიანის ბედი. ეს მისი საქმე არ იყო. სჯობდა წყნარად ეკეთებინა ის რაც ევალებოდა. მაგიდასთან მივიდა და შეკვეთა მიიღო. ახლა ეს არის მისი ცხოვრება. მუშაობა და თავის გატანა. დანარჩენი არაფერი. დღეები ერთმანეთის მიყოლებით გადიოდა. მიასთვის ყველაფერი დასტაბილურდა. აღარ აინტერესებდა აღავის პრობლემები, თავისი მოსაწყენი ცხოვრებით ცხოვრობდა. სამსახური, სახლი, სახლი, სამსახური და მეგობრებთან საათობით საუბარი. ზალიან იშვიათად იღიმებოდა. მხოლოდ მაშინ როდესაც ლუკას და ლილეს ესაუბრებოდა. მის ყურადღებას ერთი ფაქტი იქცევდა მაგრამ ამაზე აღარ რეაგირებდა. დავითი მეგობრებთან ისე ხშირად აღარ მოდიოდა და თუ მოვიდოდა მხოლოდ ერთი ან ორი საათი ჩერდებოდა და ისევ მიდიოდა. მიას და დანარჩენების არსებობას არ იმჩნევდა, თიტქოს არც იცნობდა მათ. რამოდენიმეჯერ ის სიტყვებიც ჩასწვდა ყურში, როგორ სთხოვდნენ მეგობრები იქნებ კიდევ დაფიქრებულიყო, მაგრამ ის უარის ნიშნად თავს აქნევდა და მიდიოდა. ინტერესის ტალღაც ჩაცხრა როგორც მასში ისე სხვებშიც. ერთ დღეს კი დავითი ისევ ისე გვიანობამდე დარჩა და თან ძალიან ბევრი დალია. რამოდენიმეჯერ მიასაც მოუწია მათთვის ბოთლის მიტანა. დავითი ყველა ჯერზე ცდილობდა მისთვის თვალებში შეეხედა. ბოლოს რომ მიუტანა ბოთლი დავითმა მაჯაში ხელი ჩაავლო. მიას ეს სიუხეშე არ ესიამოვნა, წარსულის ტკივილმა ყვირილი მორთო მის სხეულში და გონებაში. მაშინვე მაჯის განთავისუფლება სცადა და უხერხულად შეიშმუშნა.
-მაპატიე, -ხელი გაუშვა დავითმა და თავი დახარა. პირი დააღო რაღაცის სათქმელად მაგრამ წამოსული ბგერები შეაკავა და გაჩუმდა. მაგიდას მუშტი დაკრა, წამოდგა და წავიდა.
-აპატიე მია თუ უხეშად გამოუვიდა. -ბაჩომ სცადა მეგობრის შეცდომის გამოსწორება.
-არაფერია. მიამ თავი მორცხვად დახარა და მაგიდა დატოვა. იმ საღამოს განმავლობაში მხოლოდ იმას ფიქრობდა რისი თქმა უნდოდა დავითს. ან მასთან რა საქმე შეიძლებოდა ჰქონოდა. ამ კითხვამ ძილიც კი გაუტეხა. იქნებ ტატუს მსგავსად მისი ამ საიდუმლოს ამოხსნა მიას შეეძლო. გაახსენდა დავითის სიტყვები. რომ ეკითხათ ვეტყოდი. იქნებ თავად უნდა გადაედგა ეს ნაბიჯი. მაგრამ იქნება ამით უარესს იზამდა. სულ მთლად აირია. ლოგინიდან წამოდგა და აქეთ-იქით სიარულს მოჰყვა.
-მია გძინავს?... შეიძლება?
-მოდი ნინუცა.
-მია ბიჭები მოვიდნენ.
- ვინ ბიჭები ნინუცა?
-ბაჩო და დავითი არიან. დავითს შენთან დალაპარაკება უნდა.
-რა? რაზე? -მიას ხმაში გაოცება და თან შიში შეეპარა. -კარგი ნინუცა გამოვალ ახლავე.



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

უფრო და უფრო საინტერესო და ჩამთრევი ხდება ისტორია. გუგა მიას შვილი მეგონა, მაგრამ მემგონი აქ სხვა რაღაცაშია საქმე. როგორ მახარებ, რომ მალ-მალე დებ ახალ თავებს, მადლობა ამისთვის❤

 


№2  offline წევრი ankatuna

Chikochiko
უფრო და უფრო საინტერესო და ჩამთრევი ხდება ისტორია. გუგა მიას შვილი მეგონა, მაგრამ მემგონი აქ სხვა რაღაცაშია საქმე. როგორ მახარებ, რომ მალ-მალე დებ ახალ თავებს, მადლობა ამისთვის❤

ნამდვილად სხვა ამბავია.... მადლობა შენ..ვეცდები უფრო მალე დავდო <3

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

Am istorias sul vvelodebi .ca agvianebbb. Cota male dade raaa. Momkla molodinmaa. Zaan saintereso siujetiaa. Madloba .ca carmatebebii

 


№4 სტუმარი Nini

Rogor velodebodii umagresia .male dadee shemdegi tavii:-*

 


№5 სტუმარი tako

magari gogo xaaar momdevno taviic male dade rAa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent