შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთხელ (თავი მეექვსე)

27-10-2017, 20:03
ავტორი blue witch
ნანახია 1 790

რატომ არ შეგვიძლია დროის უკან დაბრუნება?! ვინ იცის, რამდენ უთქმელ სიტყვას ვიტყოდით.
სამეც ამაშია, რომ ეს ყველაფერი არ ხელგვეწიფება.
ამიტო უნდა ვიცხოვროთ დღევანდელი დღით.
და...მაინც, როგორი რთული მისია გვაკისრია ადამიანებს?!
******************************************

სახლში, რომ ავედი ფეხებს ვეღარ ვგრძნობდი, გული გადარეულივით მიცემდა და ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა თითქოს უზარმაზარი საჰაერო ბუშტი ვიყავი, ემოციებისაგან ბოლომდე გაბერილი. იმდენად გატიკნული ათასნაირი გრძნობით, რომ ზუსტად ვიცოდი გასკდომამდე სულ ცოტა დრო მრჩებოდა, თუმცა თვითნებურად დაჩუტვა არ შემეძლო.
დივანზე კატასავით ფეხებმოკეცილი დავჯექი, უნებურად ცახცახი ამიტყდა, არადა სიცივეს ოდნავადაც ვერ ვგრძნობდი, პირიქით, კანიც მიხურდა. ხელების წვამ ისე შემაწუხა, თავგაბეზრებულა ჩემს ფერმკრთალ მაჯებსაც კი დავხედე,როგორც ჩანს მხოლოდ შინაგანად მაწუხებდა ცეცხლის ენები, გარეგნულად კი არაფერი მეტყობოდა. ასე, თუ ისე, ლოყები ოდნავ მაინც შემიწითლდა.
-რა გჭირს?-ეჭვისთვალით მკითხა ლოლამ.
-არაფერი.-ჩაწყვეტილი ხმით ვუთხარი და მაისურის მკლავები ინსტიქტურად ქვემოთ დავქაჩე, თითქოს მოკანკალე თითები გამცემდა.
-არაფერი არ გჭირს და მზეზე დახრუკულ ბოლოკს გავხარ.-ირონიულად შემომიღრინა ლოლამ.
საერთოდ, ძალიან იშვიათად მემართებოდა ასე. ლოლა წითური იყო, უთეთრესი კანი ჰქონდა და ყველაფერზე ჭარხლისფერი ედებოდა.
ჩემი ფიქრების საპასუხოდ, ლოლამ თავისი გრძელი, სწორი და სქელი ალისფერი დალალები მოიქნია.
კარგად მახსოვს რამდენი ვიწვალე, რომ მეც ასეთი ფერის თმა მქონოდა. თავიდან შედეგმა დამაკმაყოფილა, თუმცა მუქი ყავისფერი თმის ძირებმა, რომ იჩინა თავი და ქეციან ძაღლს დავემსგავსე, მივხვდი, რომ წითურობისათვის თავზე მილიარდი ფენა საღებავის დატყლაპება არ მსიამოვნებდა და მუქ, მოყავისფრო-მოოქროსფრო ჩალისფრად გადავიღებე ისევ. ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობდი თავს, პლუს წითურ თმაზე შავი წარბი საზიზღრად ჩანდა და არც წარბების თხლაპვნა მომწონდა დიდად, ახლი ერი ორი ტონით ღია ყავისფერიც საკმარისი იყო იმისათვის, რომ თავი ნორმალურად მეგრძნო და ყოველ ორ კვირაში ერთხელ სარკეში სამგლოვიარო მსვლელობის თანხლებით არ მეჭყიტა.
ჰო, საიდან სად ჩავეკვეხე, მაგრამ ამ ამბის მოყოლა მსურდა.
ლოლიტას მზაკვრულ, ავად მოელვარე შავ თვალებს ისე შევასკდი, როგორც სამი კვირის წინ ჩავეხუტე მეზობელი სადარბაზოს ბეტონის კედელს.
ადრეც ჰომ ვთქვი მაინც ყველაფერს ამომდღლეზავენ-მეთქი.
დანაშაულის აღიარება გადავწყვიტე.
-დემნას ვახსოვარ.
-ჰა?!-ბიძაშვილის დაჯღანული სახის დანახვაზე ცალყბად ჩავიცინე და მთელი ლიფტის ეპიზოდი დაწვრილებით ჩამოვარაკრაკე. შიგადაშიგ, ლოლა უადგილოდ ტენიდა სხვადასხვა შორისდებულებს.
-იმედია ელენეს შენ მოუყვები და აღარ გამამეორებინებ.-დავასრულე და დაბუჟებული ფეხი გავშალე.
-მოიცა, მოიცა მოიცაა!-ხელბს ბიჭიკოს მექანიკური საფრთხობელასავით შლიდა ლოლა.
არა ღმერთო ოღონდ ეს არააა!
-ლოლაა! გაფრთხილებ! არცერთი სიტყვა არ გავიგო, მორჩა, მოსაყოლი მოგიყევი. მაცადე ყველაფერი გადავხარშო, ჯერ კიდევ შოკირებული ვარ, ნუ დამაცხერი არწივივით! -ლამის ბოლო ხმაზე ავყვირდი.
-კარგი ჰო, თუმცა მე ვიყო ბულდოზერი თუ საღამოსთვის ყველაფერი დაწვრილებით არ განვიხილოთ.
-ნატოს სამიტს გეგმავ უკვე?!-დავცინე ფხუკუნით.
-შენ თავი ხომარ გტკივა ერთი?!
-ნუ მიბრიალებ თვალებს!
-შენ კიდევ ნუ მიყვირი!
-დამანებე ლოლაჩკა თავი!
-ქალბატონო ქეთევამ!
-ქალბატონო ლოლიტა!-ხაზგასმით წარმოვთქვამ და გველურად ვიცინი.
-გითხარი „ლიტას“ შეეწირება შენი გატყვეპილი სახე-მეთქი
უკან დახევას ვიწყებ.
-არ გაბედო ბალიშის სროლა, თორემ ჯვაროსნული ლაშქრობები მონაგონი იქნება, კონსტანტინეპოლივით გაგაცამტვერებ!-ვიმუქრები და სამაზრეულოს კარში მოხერხებულად ვსხლტები.
-კი აბა, კონსტანტინეპოლი მეჰმედ მეორემ აიღო!
-ჯვაროსნებმა სასტიკად გაასწორეს მიწასთან მეოთხე ლაშქრობაში! ნუ მასწავლი!
რათქმაუნდა არავის ვაპატიებ ისტორიაში რამე შემისწოროს.
-იი, გაცელდი გოგოო!-მგესლავს და საძინებლისაკენ მოიწევს.
-დამანებე თავი თორემ გავხდები გოდფრუა ბულონელი!
-ეგ სასტიკი სულაც არ იყო.
-მაშინ მაკედონელი!
-ნუ შემჭამე ამ შენი უძვირფასესი ისტორიით.
-არ შეგჭამე, სიტყვის მასალად მადგება.-ვუხსნი და მეც ბალიშს ვავლებ ხელლს.
მერე...
მერე აღარ ვაცდი, მე გადავდივარ შეტევაზე და შიგ ცხვირში ვარტყამ ბალიშს.
-კრეტინოო!
და იწყება...
იწყება არდავიწყება.
*********************************
დაღლილი ვეხეთქები საწოლზე. სიქა ბოლომდე მაქვს გამძვრალი. ლოლაჩკას თამადობით.
-შენი აზრით გეფლირტავება?-უეცრად მეკითხება ლოლა.
-არ ვიცი.
ყველაზე გულწრფელ პასუხს ვეუბნები და სუნთქვის რიტმულად დარეგულირებას ვცდილობ.
********************************
ქუსლიანების მომგონს გაუხმეს ხელი, ფეხი და ტვინიც!
-დროზე იარეე!-ცისფერ თვალებს კარკლავს ელენე.
-ამოწყდეს ამის შემქნელი! დამაცადე თევზო!-ვლანძღავ ქალბატონს.
თვალების გამო ელენეს თევზს ვეძახი. განსაკუთრებით მაშინ როცა მაბრაზებს, საბედნიეროდ არ წყინს, არც მე მწყინს როცა ახალდაბანილზე ჩიჩილაკს მიწოდებს.
-გაგათევზებ, დაგვაგვიანდა!-მახსენებს.
მეც ვიციი.
დღეს რატომღაც ზედმეტად გამოვიპრანჭე. მუქი წითელი, მაღალწელიანი შარვალი, თავისივე პიჯაკთან და კრემისფერ კოფთასთან ერთად ჩავიჯაჯე.
მართალია კლასიკურად ხშირად მაცვია და მიყვარს სამოსის დემონსტრაცია, თუმცა რისთვის ან რატომ მოვირგე წვრილქუსლიანი, ღიაცხვირიანი, ბორდოსფერი ხავერდის ფეხსაცმელი ჩემთვის უცნობია.
ადრე ელენემ გამოიწერა, მერე კი გაახსენდა, რომ მისი ტერფისათვის სრულიად შეუფერებელი რამ იყო და მე შემტენა.
სემინაზრე ასე პრანკა-პრუნკით წავედი და იქიდან პარალიზებული, დაკოჭლებული თხის ინსპირაციით დავბრუნდი.
-უკვე მივედით, ნუ წუწუნებ, თანაც მეტიჩარაა ეგ ნიაკო, რა გვინდა ჩვენ ლოლას კლასის ქეიფზე? მაგისი შეყვარებულებვი ვართ? თუუ რადგან მხოლოდ ეგ მიდის მარტო სოლიდარობას ვუცხადებთ?!-ამოვიბლუყუნე და დიზაინერი მეათასედ მივაწყევლე.
სული მეხუთებოდა, თმა გვერძე გადავიყარე.
ელენეს შავ, პრიალა ფეხსაცმელს შევავლე თვალი.
კორდინაციის უნარი ისედაც დაქვეითებული მაქვს რა მინდოდა?
ელენე ამაყად შემხტარიყო თავის წვრილჩლიქება, შავ რაშზე.
რანაირად ახერხებდა სიარულს? ეგეც ფარული ნიჭია მგონი.
კიბეზე გაჩაჩხული ავედი და უეცრად შუბლით დავეტაკე რაღაცას, ქუსლი გამიცურდა, ფეხი გადამიბრუნდა, ძვალი გამიტკაცუნდა და ისე საზარლად ვიკივლე, სახურავიდან აფრენილი მტრედების ფრთების ფართხუნი მომესმა.
-ჯანდაბააა!-ამოვიღმულვე და წონასწორობის შესანარჩუნებლად უკან გადავქანდი, ალვის შტოსავით გადავიზნიქე და კიბის ბოლოს გავადინე ზღართანი.
დახეთქებისას საოცარი ხითხითის ხმა მომესმა.
ცრემლმომდგარი ელენე თავის პაკუნა „ტუფლებს“ აბაკუნებდა და გორილას ხმებს გამოსცემდა.
-სწორზე, რომ ვერ დადიხარ ქალობა და კოკო შანელობაც არ უნდა მოგინდეს ისტერიკავ.-მომესნა ნაცნობი ხმა.
ჩემი პიჯაკისფერი გავხდი.
მერე აგურისფერი დამედო.
სუნთქვა შემეკრა და ლამის გავიგუდე.
-შენც არ უნდა მოინდომო კორლეონეობა კორლეონე! შენი ბრალი იყო!-განვუცხადე დემნას.
-მე რა შუაში ვარ?!-წარბები შუბლზე აუვიდა.
-ამაყენეთ რაა!-წავიბუზღუნე, მეგონა ხერხემლის ყველა მალა ჩამემსხვრა, წელს საერთოდ ვერ ვგრძნობდი.
-ელენე!-შევძახე, თუმცა ელენე უკვე ძირს ხოხავდა, იმდენი სიცილისაგან კრუნჩხვებში იყო ჩავარდნილი.-თევზო! სადარბაზოს იატაკის მოწმენდას დამეხმარო ჯობია!
-ადექი, ადექი.-ჩაიცინა დემნამ და წამომაყენა.
-ვერ ვდგები.-დავიკრუსეუნე და ისევ დავწექი.
-მადლი ქენიო...-წაიბუზღუნა დემნამ და ხელში ამიტაცა.-კაი მძიმე ხარ!
-თუ ვერ მძრავ დამსვი და სასწრაფოს გამოვიძახებ, თან ვთხოვ სახლში ამიტანონ, აქ ერთი ბოთეა და ის ვერ მწევს-მეთქი.-სარკასტულად წავისისინე და გავფართხალდი.
-ღირსების შელახვად არ მიღირს.
ნუ ხუმრობს ამ თავისი გლუვი ტვინით რაა!
ასე თუ ისე, საკმაოდ ნასიამოვნები სახე მქონდა.
ცოდვა გამხელილი სჯობსო და...
****************************
ჩემი წყეული ჩლიქების გამო ისედაც ვაგვიანებდით, რაღათქმაუნდა მოწყვეტილი წელით ქეიფზე წასვლა შეუძლებელი იყო.
ლოლა და ელენე წამში გაემზადნენ, აიკაზმნენ და წასვლის წინ ცხრაასერთი რჩევა მომცეს.
იქიდან ერთი დავიმახსოვრე,
წამოვწოლილიყავი და რამე ფილმი მენახა.
ფრუტუნით გავეხვიე პლედში და მუსიკას ბოლო ხმაზე ავუწიე.
***************************
კარზე მელოდიური ზარი გაისმა. გამიკვირდა, ლოლა და ელენე ნახევარი საათის წასულებიც არ იყვნენ.
-ალბათ რამე დარჩათ.-თვალები ავატრიალე და კარი გავაღე.
შენ?-შევუღრინე დემნას.
-რა იყო?
-აქ გადმოსახლდი?
-არა, თომასთან ვიყავი სტუმრად.
-ყოველ დღე?!
-ბევრს ტლიკინებ.-მომიჭრა და შემოვიდა.
რა ჯანდაბას აკეთებ?-ცინიკურად ვკითხე.
-შენები წავიდნენ, ჰოდა შემეცოდე და...-მან ღიმილით გაშალა მკლავები-გამოიცანი ვინ გაგიწევს ამ საღამოს კომპანიას?
ყბა ჩამოვაგდე.
-კი, სწორი ხარ: რათქმაუნდა მე!

___________________
პ.ს აბააა გამოიცანით ვინ მოვიდა?! რათქმაუნდა ყველაზე საზიზრარი, უპასუხისმგებლო და სულელუნა ავტორი! მიყვარხართ ჩემო გატანჯულო მკითხველებო და თქვენ რომ არ ჩაგექოლეთ მე ამის დამდები არ ვიყავი. მოკლედ იაქტიურეთ თუ გინდათ მალე იხილოთ ახალი თავი. იმედია ყელში არ ამოგივიდათ ეს საღლაბუცო, დიდივერაფერი ისტორია. სიყვარულით მე <3

№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ამ ისტორიიდან ჩანს როგორი პოზიტიური ადამიანიც ხარ. შენს ხუმრობებზე ხო სასწაულაად ვხალისობ და ხასიათს მიკეთებ. უუუუმაგრესი ვინმე ხარ და მომწონხაარ❤

№2  offline წევრი blue witch

Chikochiko
ამ ისტორიიდან ჩანს როგორი პოზიტიური ადამიანიც ხარ. შენს ხუმრობებზე ხო სასწაულაად ვხალისობ და ხასიათს მიკეთებ. უუუუმაგრესი ვინმე ხარ და მომწონხაარ❤

ვცდილობ ❤️Mადლობა და მიხარია თუ შEნზე დადებიათAდ ვმოქმედეB

№3 სტუმარი მოცინარი

ვაიმე ამას ვის ვხედააავ?! არ არსებოოოოოოობს! ჩემი გოგოოოოოო! შენ გამახარე ისე, რომ დღეს მოტეხილი ორივე ხელი სულ გდამავიწყდა! მიყვარხარ! ლოვ იუ! ლუბლუ წებია! ტე ამო! ჩინანჩ ჩუჼაჩ (ჩინურად/იაპონურად) , აი, ქეთინოზე ხომ ვგიჟდები, დემურზე :დდ)... ვააჰ, დემური სახელი... ძალიან ბევრი მაცინე <3 კიდოკაი დიდი თავი იყო, თორემ მიიტყიპებოდა ეგ შენი მუზა. ნუ მთლად უზარმაზარი არ იყო, მაგრამ.... დედა როგორ მიხარიხარ არ იცი :* :* :* <3

პ.ს. ლოლიტაზე, თევზზე და ქეთინოზე რომ მაბოდებს საქვეყნოდ ცნობილია
პ.ს.ს (კიდევ ვერ ვისწავლე ესაა სწორი თუ პ.პ.ს. :/) ჩემი დაქალები მახსენდება სულ ამ სამეულზე

№4  offline წევრი blue witch

მოცინარი

დედაა ეტაა ტიი?! გამახარე და ამატუნტრუცე. ფბში რომ არ მიმატებ კი MიშLი ნერვებს, მოგწერე კიდეც Aრადა ვინაობას არ Vამხელ და საქვეყნოდ Vერ დავპოსტავვ

№5 სტუმარი მოცინარი

blue witch

მომწერე???! ვინა ხარ ქალიო შენ? :დდ, არავის მოუწერია ჩემთვის :/ დარწმუნებული ხარ რომ მე ვიყავი? მომწერე მე დამგვიანებელი უსაყვარლესი ჯადოქარი ვარო და დაგიმატებ. მაპატიე რა, ზოგი ისეთ რაღაცეებს მწერს! უკვე მეშინია ვინმეს დამეგობრება!

ვოჰ ვოჰ. ვაიმეეეეეე. რამდენი ვიცინეეეე. ნეტა ეხლა რა იქნება

აჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰააჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰააჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰააჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰააჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰააჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰააჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰააჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰააჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰააჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰააჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰააჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰააჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰააჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰა
ცუდად ვააააარ :დდდდდდდდდდდდდ

№6  offline წევრი blue witch

მოგწერ მაშინ და ნახე

№7 სტუმარი მოცინარი

არაფერი არ მომსვლია :/

№8 სტუმარი ხელოუ

ვაააჰ იუმორი საოცრება! შემდეგი ტავი როდის იქნება?

№9  offline წევრი blue witch

ხელოუ
ვაააჰ იუმორი საოცრება! შემდეგი ტავი როდის იქნება?

უღრმესი მადლობა ❤️ ვეცდები მაქსიმალურად მალე დავდო

№10 სტუმარი გაფრენილიიიი

blue witch
ხელოუ
ვაააჰ იუმორი საოცრება! შემდეგი ტავი როდის იქნება?

უღრმესი მადლობა ❤️ ვეცდები მაქსიმალურად მალე დავდო

მ ა ლ ე!!! ეიფოროაში ვაარ

მიყვარხააარ <3 ძაააალიან ძალიან პრინცესავ :* ;*

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent