ღამის ქალი [ნაწილი მეორე] [5]
დაჩისთან დაძაბული, შეუმდგარი ურთიერთობის გაგრძლება უკვე აუტანელი ხდება. ყოველ დღე აცნობიერებს რომ ბავშვის მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდენა. ელიკოს ნახვის სურვილი არ აქვს, ამაზე მე მგონი არც აბო დალაპარაკებია, მაგრამ ბიჭმა შესანიშნავად იცის რომ მამამისის ცხოვრებაში არსებობს ქალი, რომელთანაც იმაზე სერიოზული ურთიერთობა აქვს ვიდრე ეს რამდენიმე თვის წინ იყო. შესაბამისად მას უნდა გაუჩნდეს სურვილი რომ ელიკო ხშირად თუ არა იშვიათად მაინც ნახოს. დაბადების დღის საჩუქარიც აბოს გაატანა, ძალიან უნდოდა ეს თავად გაეკეთებინა მისულიყო და ბავშვისთვის დაბადების დღე მიელოცა, მაგრამ ბოლო წამს გადაიფიქრა. თვითონაც არ იცის რა მოუვიდა, ასე უცებ გამზადებული დაეკვეხა დივანზე და ვეღარავინ ვერ ააყენა. მთელი საღამო მარტომ გაატარა, ტელევიზორს უყურებდა და ბავშვის დაბადების დღის ამბებს აბოსგან იგებდა. გასართობ ცენტრში მეგობრებთან ერთად აღნიჩნავდა უმცროსი გვიჩიანი საკუთარ დაბადების დღეს. გვიან კარზე ზარის ხმამ გამოაფხიზლა, თვალებმიბლეტილი წამოდგა ფეხზე და ბარბაცის გაუყვა ჩაბნელებული ოთახის გზას. შემოსასვლელში ვარაუდით, კედელ-კედელ გავიდა, სინათლე აანთო და სადარბაზოში გაიხედა. უმცროსი ძმის დანახვისას წამებში გამოფხიზლდა, გასაღები ზედიზედ ორჯერ გადაატრიალა და რკინის კარი სწრაფად გამოაღო. ლაზარე თვალებჩასიებული, აღელვებული და აშკარად წყობიდან გამოსული იყო. ღია კარში დაუკითხავად შევიდა და ჩქარი ნაბიჯებით წავიდა მისაღებისკენ. ელიკომ კარი ზურგს უკან დაკეტა, საიმედოდ ჩარაზა და ძმისკენ წავიდა. -ლაზარე, მოხდა რამე?_ხმადაბლა კითხა და ძმის პასუხს მოთმინებით დაელოდა. -ისეთი არაფერი, მეგობართან ვიკამათე და სახლში მისვლა არ მინდოდა. _ხმა შედარებით მშვიდი და გაწონასწორებული ჰქონდა, რასაც ვერ ვიყოდით სახეზე და დაჭიმულ ძარღვებზე. -დარწმუნებული ხარ რომ საუბარი არ გინდა?_წარბწეულმა ეჭვით კითხა და მის წინ მოთავსდა. ბიჭმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და კედლის საათს ახედა. -ვიცი ძალიან გვიანია და გგონია რომ ამ დროს მხოლოდ გამოუვალ მდგომარეობაში თუ მოგადგებოდი, მაგრამ სერიოზული მართლა არაფერი არ ხდება. უბრალოდ შენთან მოსვლა და შენი ნახვა მინდოდა, სხვა არაფერი. _ღიმილით ჩაილაპარაკა და შუბლშეკრულ დას თვალი ჩაუკრა. -არ გეძინება?_მთქნარებით კითხა და ძმის დასვრილ ფეხსაცმელს დახედა. _ფეხსაცმელს შემოსასვლელშივე იხდიან ხოლმე, ისე ცნობისთვის!_გესლიანად ჩაიალაპრაკა და ფეხზე წამომდგარს თვალი გააყოლა. ლაზარე უსიტყვოდ გავიდა მისაღებში, კედები გაიხადა და ლამაზად დააწყო. _აი, ასე. _კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და წარბები დაბლა დაუშვა. _არ გეძინება-მეთქი?_კითხვა გაუმეორა და ფეხზე წამოდგა. -არა, არ მეძინება. შენ თუ გეძინება წადი და დაიძინე. -არა, შენი მარტო დატოვება არაფრად არ მიღირს. _ეჭვებს მაინც ვერ ფანტავდა. _ყავას გავაკეთებ და მოვალ, დალევ შენ? -ამ შუა ღამისას რა დროს ყავაა, ჩაი დავლიოთ…რძით, შენ რომ გიყვარს ისე. _დის გადარწმუნებას შეეცადა და თვალები ეშმაკურად აუთამაშა. ელიკომ ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა, თავი დაუქნია და სამზარეულოსკენ წავიდა. საათ ნახევარი ისხდნენ და საუბრობდნენ განსაკუთრებულზე არაფერზე, მაგრამ როგორც იქნა მათ შორის სიმშვიდემ დაისადგურა. რაც არ უნდა იყოს ელიკოს მშვენივრად აანალიზებს იმას რომ ლაზარე ძალიან პატარა იყო იმისათვის რომ ყველაფერი სწორად მიეღო და გაეკეთებინა, უბრალოდ საკუთარ, ერთადერთ და მისთვის ყველაზე ძვირფას ძმას ღალატი და ზურგის შექცევა ვერ აპატია. იმ მომენტში მისთვის ლაზარე ზრდასრული, ჩამოყალიბებული და შემდგარი ადამიანი იყო, ბიჭი, რომელსაც ელიკოსთან ურთიერთობის გაგრძელება მარტივად აღარ უნდოდა. ისე ჰყავდა ბრზას, ბოღმას, სიძულვილს და ოჯახის მიმართ გაჩენილ აგრესიას შეპყრობილი რომ თავისდაუნებურად ლაზარეს მიმართაც ძალიან სერიოზული წყენით განიმსჭუალა. ვეღარ აანალიზებდა იმას რომ 5 წლის წინ ლაზარე ბავშვი იყო, ბავშვი რომელსაც რასაც ჩასძახებ იმას ამოგძახებს, მიუხედავად საკუთარი სურვილის და აზრებისა. ზუსტად იცის გულის სიღმეში ლაზარესაც ძალიან აკლდა ყოველ დღე საყვარელი დის ხმა, ღიმილი, თვალების და თითების თამაში. ამ ყველაფერის გარეშე ყოფნა ბიჭისთვისაც ძალიან რთული იყო, მაგრამ სხვანაირად ვერ მოიქცა, რა ქნას ბავშვი იყო. *** 3 საათზე დაიძინა და ისე მალე გათენდა და მოვიდა ადგომის დრო ვერც კი მიხვდა. მაღვიძარა გამორთო, საწოლზე წამოჯდა და აბურდული თმები თითებით გაისწორა. საწოლის ბოლოში გადაფენილი ხალათი აიღო, ტანზე მოიცვა და ნელი ნაბიჯებით გავიდა მისაღებში. ლაზარეს ქერას ოთახში გაუშალა საწოლი, ვერ იტანს დილით გაღვიძებულს მისაღებში რომ ხვდება ვინმე. მერე იძულებულია ძალიან ჩუმად აკეთოს ყველაფერი, ელიკოს კი ეს არ შეუძლია! სამზარეულოს კართან მისული ზარის ხმამ შეაყოვნა, გეზი სასწრაფო წესით შეიცვალა. შემოსასვლელში მდგარ კარადასთან ლამაზად დაწყობილ კედებს ღიმილით შეავლო თვალი და კარი გააღო. -დილა მშვიდობისა. _აბოს დანახვისას ბედნიერმა და კმაყოფილმა ჩაილაპარაკა. მამაკაცი უსიტყვოდ შევიდა სახლში, ქალს ცალი ხელი წელზე მოხვია, ცალი ლოყაზე მიადო და მონატრებულ ბაგეებზე ვნებიანად აკოცა. მისი შეხება, მასთან ერთად ყოფნა ძალიან სიამოვნებს. უხარია მისი დანახვა, ხმის გაგონება და საერთოდ, ყველაფერი რაც აბოს უკავშირდება ელიკოში უსაზღვროდ დადებით ემოციებს იწვევს. ამ მამაკაცის მიმართ სერიოზული გრძნობებით არის შეპყრობილი და ამას წყალი არ გაუვა. -როგორ მომნატრებია. _ვნებიანი, ჩახლეჩილი ხმით ჩაიჩურჩულა აბომ და ცერა თითი ბაგეებზე გადაატარა. ელიკომ სიცილით შეჭმუხნა წარბები, საჯდომზე ხელი მიარტყა და სამზარეულოსკენ მიტრიალდა. აბომაც არ დააყოვნა წინ წასულ ქალს სამაგიეროდ გადახდის მიზნით ორივე ხელი მსუბუქად მოუჭირა სამჯდომზე და გააჩერა. ელიკომ თავი ოდნავ მიატრიალა მამაკაცისკენ და ტუჩები გააწკლაპუნა. -ლაზარეა ჩემთან!_ცინიკური ხმით ჩაილაპარაკა ქალმა და თვალი ჩაუკრა. აბოსთვის არც ეს აღმოჩნდა დაბრკოლება, ცალი ხელი მაჯაზე მოკიდა და თავისკენ მიიზიდა. -დიდი ამბავი. _ზედ ბაგეზე დასჩურჩულა და კბილები მსუბუქად მოსდო. -დილა მშვიდობისა. _ლაზარეს ხმის გაგონებისას ნერწყვი გადასცდა და ხველა აუტყდა. აბომ ტუჩის კუთხეში ცინიკურად ჩაღიმა და ქალს ზურგზე ნაზად მოუთათუნა ხელი. -ფრთხილად, ძვირფასო, ფრთხილად. _ყურთან დასჩურჩულა და ლაზარეს თვალი ჩაუკრა. _როგორ ხარ? -კარგად, შენ როგორ ხარ?_ღიმილით წავიდა ბიჭი მისკენ და ხელი ჩამოართვა. -მეც კარგად, მიდიხარ დღეს სკოლაში?_ინტერესით იკითხა და სამზარეულოში შევიდა. ელიკომ წარბწეულმა გადახედა ბიჭებს, როცა დარწმუნა და რომ მის გარეშეც მშვენივრად გაართმევდნენ თავს ყველაფერს ხალათი შეისწორა და საძინებლისკენ წავიდა. -უცებ გავემზადები და მოვალ, მერე ერთად ვისაუზმოთ. _ხმამარლა მიაძახა და კარი ხმაურით დაკეტა. *** -აბო, ცოტას ვნერვიულობ. _აკანკალებული თითები მამაკაცის თითებში ახლართა და თვალები დახუჭა. -ელო, თუ მზად არ ხარ ჯობია რომ გადავდოთ._შიშველ მხარზე თითები ნაზად დაუსვა და ლოყაზე აკოცა. -არა, არა აუცილებლად უნდა გავაკეთო ეს!_კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა და წელში გასწორდა. მამაკაცმა ღიმილით გადახედა, თითებით აწითლებულ ლოყაზე მოეფერა და ბაგეებზე მოწყვეტით აკოცა. სახლში ძიძა და დაჩი იყვნენ, აბოს და უცხო ქალის დანახვისას ძიძამ უსიტყვოდ მოკიდა თავის ნივთებს ხელი და სახლი დატოვა. დაჩი ტელევიზორთან იჯდა და გაშტერებული უყურებდა ჰარი პოტერის ბოლო სერიას. ელიკომ ღიმილით შეათვალიერა ტელვიზორი და ქვედა ტუჩი მოიკვნიტა. -დაჩი. _აბოს ხმამ ფიქრებიდან გამოაფხიზლა. ბიჭი მამის ხმის გაგონებისთანავე მისკენ მიტრიალდა და სწრაფად წამოდგა ფეხზე, მაგრამ მის გვერდით მდგარი ქალის დანახვა დიდად არ ესიამოვნა. შუბლშეკრული გაჩერდა ერთ ადგილზე და წყვილს დაკვირვებით შეხედა. -როგორ ხარ, დაჩი?_ხმადაბლა ჩაილაპარაკა ელიკომ და ბიჭისკენ ნელი ნაბიჯებით წავიდა. უმცროსმა გვიჩიანმა დაეჭვებულმა შეათვალიერა ქალი, მისი ნახვით აშკარად არ იყო მოხიბლული, მეტიც გაღიზიანებულს გავდა. ელიკომ დაძაბულმა ნერწყვი ძლივს გადაუშვა სასულეში და ბიჭს ლამაზად შეფუთული პარკი გაუწოდა. _აბომ მითხრა რომ წიგნი ძალიან მოგეწონა და გადავწყვიტე კიდევ ერთი ძალიან საინტერესო წიგნი შევმატო შენს პატარა ბიბლიოთეკას, მაგრამ ძალიან გთხოვ, არ იფიქრო რომ ამას შენი გულის მოსაგებად ვაკეთებ… არა, უბრალოდ მართლა ძალიან მიხარია შენი წიგნებისადმი ასეთი ინტერესი და სიყვარული. მინდა რომ ყველანაირად შეგიწყო ხელი. გულწრფელად ჩაილაპარაკა და პარკი დივანზე დადო. ბიჭს ხმა არ ამოუღია, ელიკოდან მზერა ერთ ადგილზე გახევებულ მამაზე გადაიტანა და ჩაწითლებული თვალებით მიაშტერდა. აბო განზრახ არ იღებდა ხმას, სახის გამომეტყველებაზე ეტყობოდა რომ სიტუაციას აკვირდებოდა და შესაბამისი ზომების მისაღებად ემზადებოდა. აბოდან მზერა ისევ ელიკოს დაუბრუნა, მერე დივანზე მოთავსებულ პარაკს დახედა და მერე ისევ ელიკოს. -დიდი მადლობა, მე მართლა მომეწონა თქვენი პირველი საჩუქარი. _ბავშვური მადლიერებით ჩაილაპარაკა და მსუბუქად გაუღიმა, მაგრამ ღიმილში იგრძნობოდა რომ ის მხოლოდ საჩუქრისთვის იყო მადლიერი და სხვა დანარჩენი მისთვის ამ ეტაპზე ძალიან არასასიამოვნოა. ელიკო წელში გასწორდა და დაძაბული გამომეტყველებით მიტრიალდა აბოსკენ. გვიჩიანმა თვალი ჩაუკრა და შვილისკენ წავიდა. უსიტყვოდ ჩამოჯდა დივანზე, წიგნი მაგიდაზე გადადო, ტელევიზორი გამორთო და ორივეს ანიშნა რომ დივანზე დამსხდარიყვნენ. -დაჩი, მე და შენ ამ თემაზე ცალკეც ვისაუბრეთ და ერთმანეთის აზრი ვიცით. მაგრამ საჭიროდ ჩავთვალე რომ ელიკოსაც იცნობდე, არა ისე როგორც უბრალოდ ელიკოს… ისე როგორც ჩემთვის ძვირფას ადამიანს, ადამიანს რომელთან ერთადაც მე თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ვიცი რომ შენთვის წარმოუდგენელია ჩემს გვერდით უცხო ქალის დანახვა, მაშინ როდესაც წლების განმავლობაში მხოლოდ მე და შენ ვიყავით, მაგრამ ახლა ბევრი რამ შეიცვალა. ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ქალი რომელიც მინდა რომ ჩემს გვერდით იყოს. ჩემი ძალიან დიდი სურვილია რომ შენ უბრალოდ ამ ყველაფრით არ ღიზიანდებოდე, არ იფიქრო რომ ჩვენ ორის ურთიერთობა შენ რაიმეს დაგაკლებს, ან ჩემი ყურადღება მოგაკლდება. არ მინდა ერთმანეთს პრობლემები შევუქმნათ, შენ უნდა გესმოდეს რომ მე მჭირდება ადამიანი ვინც მეყვარება და ვისაც ვეყვარები. შენ ძალიან კარგად გესმის რასაც ვამბობ და ვიცი რომ ამ ყველაფერზე სერიოზულად ფიქრობ, ზუსტად ამიტომ ვართ ახლა სამივე აქ… -ბოდიში. _მოულდონელად ელიკო ჩაერთო. აბომ სწრაფად მიატრიალა თავი დამორცხვილი ქალისკენ და თვალებით ანიშნა რომ შეეძლო გაეგრძელებინა. _დაჩი, მე ვიცი როგორი რთულია როდესაც შენი და მამას ცხოვრებაში სხვა ადამიანიც ჩნდება, ადამიანი რომელიც საიდანღაც დაუპატიჟებლად მოფრინდა და ყველაფრის თავდაყირა დაყენებას ცდილობს, მაგრამ გეფიცები… ჩემს ძამს გეფიცები რომ თქვენი ურთიერთობის არევა აზრადაც კი არ მომსვლია, არ მინდა იფიქრო რომ მამას გართმევ, არ მინდა გეგონოს რომ თქვენს ცხოვრებაში განზრახ გამოვჩდნი და ყველაფრის არევა მინდა. არა, ასე მართლა არ არის. ჩემდაუნებრუად გავიცანი მამაშენი, ჩვენ ერთად ყოფნა გვსიამოვნებს და უბრალოდ გვინდა რომ ამ ყველაფერში შენც გვიწყობდე ხელს. აბო ვერასოდეს იქნება სრულფასოვნად ბედნიერი თუ ეცოდინება რომ შენ რაღაც გწყინს.არ ვამბობ რომ აუცილებლად ჩამი მეგობარი უნდა გახდე და ჩემი დანახვით მეცხრე ცაზე ფრინდებოდე, უბრალოდ მინდა რომ ცივილური, ლამაზი და სასიამოვნო ურთიერთობა გვქონდეს. მშვიდი, გაწონასწორებული ხმით საუბრობდა და დრო და დრო საუბრისას ღიმილს აპარებდა. დაჩი გასუსული უსმენდა ორივეს და ყველაფერს აჯამებდა. სახეზე ეტყობოდა რომ მათ თითოეულ სიტყვას მთელი არსებით იაზრებდა. -უნდა დამპირდე რომ ყოველ დღე ზუსტად იმდენ დროს გაატარებ ჩემთან რამდენსაც აქამდე ატარებდი!_კატეგორიული ტონით მოითხოვა დაჩიმ და მამამისს გადახედა. აბომ ღიმილით ჩაუკრა თვალი შვილს და საფეთქელზე აკოცა. -რა თქმა უნდა, ყველაფერი ისევ ისე იქნება როგორც ადრე! -უკაცრავად… წინააღმდეგი ხომ არ იქნები ხანდახან… ძალიან იშვიათად მეც რომ შემოგეჭრათ ხოლმე?_მორიდებით იკითხა ელიკომ და ბიჭს დააკვირდა. -მხოლოდ მაშინ როდესაც გოლფის სათამაშოთ წავალთ, სხვა დროს მხოლოდ მე და მამა!_კიდევ ერთხელ კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა და დადუმდა. ელიკომ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ფხუკუნით აიჩეჩა მხრები. სხვა გზა არ აქვს დაჩის ამ წინადადებას უპრობლემოდ უნდა დათანხმდეს ორივე მხარე. ბავშვი ისედაც ძალიან დიდ დათმობაზე მიდის, წამებში იღებს გადაწყვეტილებას რომ მამა სხვა ადამიანსაც გაუნაწილოს და ამასთან ერთად ყველგან ელიკოსთან ერთად იაროს?! არა, გოლფის თამაშზე სიარულითაც დაკმაყოფილდეს ქალბატონი. დიდხანს აღარ დარჩენილა, საჭიროდ ჩათვალა რომ მამა-შვილი მარტო დაეტოვებინა, მათ კიდევ ჰქონდათ სასაუბრო ელიკოს გარეშე, უფრო დელიკატურ და პირად თემებზე. რაც მასთან ერთად გასარკვევი იყო გაირკვა და ითქვა, დანარჩენი აღარ ეხება. დაჩისთან ურთიერთობა შეიძლება ბოლო წვეთამდე ვერ დაალაგა მაგრამ, სიტუაცია ასე თუ ისე გამოსწორდა და ყველაფერს დრო უჩვენებს. *** 10 საათზე კარზე ზარის ხმა გაისმა. ლეპტოპი დაბალ მაგიდაზე გადადო და ფეხზე წამოდგა. ღია კარში თავისუფალ ფორმაში გამოწყობილი აბო იდგა და ეშმაკურად უღიმოდა ქალს. ელიკომ წარბი სასაცილოდ ასწია და მამაკაცს ინტერესით მიაჩერდა. აბო უსიტყვოდ შევიდა სახლში, ცალი ხელი წელზე მოხვია, კედელთან მიამწყვდია და მეორე ხელით სახე დაუჭირა. -წინააღმდეგი ხომ არ იქნები დღეს შენით რომ დავტკბე?_ვნებიანი ხმით დასჩურჩულა ბაგეებზე და ქვედა ტუჩზე კბილები მოსდო. -კარგი სექსის წინააღმდეგი არასოდეს ვარ!_საკუთარ სიტყვებში დარწმუნებულმა ჩაიჩურჩულა, მამაკაცს ხელები კისერზე მოხვია და ტუჩებზე ვნებიანად აკოცა. ^^^^^ ძალიან, ძაალიან დიდი მადლობა ყველას, უზომოდ მახარებთ და მაბედნიერებთ... მიხარია ისტორია რომ მოგწონთ. <3 იმედია ამ თავითაც ისიამოვნებთ. <3 დაგვიანებისთვის ბოდიში, ვერ მოვახერხე დაწერა და ატვირთვა. <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.