შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დანაშაული და სასჯელი


28-10-2017, 23:22
ავტორი ankatuna
ნანახია 1 661

–მალე ლილეს ქორწილი იქნება და დაგვპატიჟი.
–მერე უნდა წავიდეთ?
–რომ არ წავიდეთ მომკლავს.
–ჰო მაგრამ.
–არა დავით უნდა წავიდეთ სხვა გზა არაა. მეგობარს ვერ დავკარგავ. თან კარგა ხანი გავიდა. როგორმე თავს ავიყვან ხელში.
–კარგი მია როგორც შენ გინდა. მაგრამ ბავშვები დედაჩემთან დავტოვოთ?
–არა ლილემ წამოიყვანე ბავშვებიო და წავიყვანოთ. მეც უფრო კარგაგდ ვიქნები ისინი თუ ჩემს გვერდით იქნებიან.
დადგა დღეც როდესაც მია მშობლიურ მხარეს უბრუნდებოდა. რაც უფრო შორდებოდა თბილისს და სახლს უახლოვდებოდა გული უფრო უმძიმდებოდა. სუნთქვა გაუხშირდა, ხელები სულ მთლად გაუოფლიანდა და ნერვიულობა უკვე აშკარად ეტყობოდა. ფანჯრიდან უაზროდ გასცქეროდა ერთმანეთზე მიჯრით გავლილ ხეებს, სახლებს და მისთვის უცნობი დანიშნულებბის შენობებს.
–მია უკვე ძალიან ნევიულობ, დავბრუნდეთ ხომ არ გინდა. –ხელზე დავითის შეხებამ დააბრუნდა რეალობაში.
–არა დავით არაფერია, მოვკეთდები.
–დედა რატომ ხარ ცუდად? –ზურგს უკნიდან ანამარიამ დედას მხარზე თავი დაადო.
–არ ვარ ჩემო პატარა უბრალოდ ჰაერმა იმოქმედა.
–მაგას აკლიმატიზაცია ჰქვია მია. –როგორც ყოველთვის ჭკვიანური „ჩართო“ გუგამ და ცოტა გაეღიმა მიას.
–იცის გუგა რაც ჰქვია მაგრამ ანამარია სხვაგვარად ვერ გაიგებდა.
–ჰო სულ დამავიწყდა რა ბოთე და მყავს.
–კარგი ახლა ჩხუბს ნუ დაიწყებთ. მალე მივალთ და ლილე დეიდას ნახავთ. ვინაა მისი მეუღლე მია?
–ზუსტად არც მე ვიცი. რამოდენიმეჯერ მითხრა ჩამოდით გაგცნობთო მაგრამ აბა როგორ ჩავიდოდით. ირაკლი ჰქვია და თავისი ბიზნესი აქვსო. ძალიან ვუყვარვარო და ეს ჩემთვის მთავარია. თან ლუკამ თქვა კარგი კაცია, მართალია უფროსია ლილეზე მაგრამ მართლა უყვარსო და ეს მე მახარებს. ლილე მართლა კარგი გოგოა.
–ძალიან კარგი. იმედია ბედნიერი იქნება. თითქმის მოვედით. –დავითმა მანქანა კერძო სახლის წინ გააჩერა.
–აუ რა სახლია. –ფანჯარაში პირდაღებით მოცქირალმა განაცხადა გუგამ. სამსართულიანი მდიდრული სახლის ეზოში ხალხი იყო შეკრებილი, ყველაფერი ლამაზადაა მორთული. ბევრი ლამპიონი იდგა და ეზოში ისევ დღე იყო მიუხედავად იმისა რომ თითქმის ბნელდებოდა. დავითმა მანქანა დააყენა და მიას კარი გაუღო. მის თვალებში შიშის დანახვა არ ესიამოვნა. ხელი გაუწოდა მიაც ჩაეჭიდა და როგორც კი მანქანიდან გადმოვიდა თვალების ცეცებას მოჰყვა ეგებ ნაცნობი არავინ იყოსო. მაგრამ შეიძლება ვერც ვერავის ეცნო. ის ხომ უკვე დაქალებულია მიუხედავად იმისა რომ არც ისე დიდია. ცხოვრებისეულმა ტრამვამ ის გაზარდა და დააბერა.
–ბავშვებო არ მოგვშორდეთ კარგი?
–მაგას ხელი მოკიდე მია თორე დაიკარგება სადმე. –მაინც ჩაკბინა დას გუგამ.
–მოხვედით მეგობრებო? –ლუკა ხელებგაშლილი მიეგება მათ.
–ლუუ, როგორ მენატრებოდი. –მია მაგრად მოეხვია დიდი ხნის უნახავ მეგობარს და მისმა შეხებამ ბედნიერი ბავშვობის წლები მოაგონა. ცრემლები ვეღარ შეაკავა და მათ საშუალება მისცა გრძნობები გამოეხატათ და ცოტა გული შეემსუბუქებინა.
–მეც მენატრებოდი ჩემო გოგო. მიაკო დამმავიწყდა შენი სურნელი. –თმაში ხელიი ჩაავლო და ხარბად შეისუნთქა ლუკამ მიას სურნელი. დავითს მისადუნებურად კისერზე ძარღვები დაეჭიმა. ეჭვიანობდა და თან ძალიან. მიუხედავად იმისა რომ იცოდა მიას და ლუკას დამოკიდებულება მაინც იეჭვიანა.
–ვინ არის მამა ეს კაცი დედას რომ ეხუტება? –ანამარიამ პიჯაკის კუთხეში მოჰქაჩა დავითს. ეს კითხვა ლუკასაც ჩასწვდა ყურში. გაეღიმა, მიას ხელი გაუშვა და ანამარიასთან ჩაიმუხლა, ხელი გაუწოდა.
–გამარჯობა პატარა ქალბატონო, მე მიას ბავშვობის მეგობარი ვარ. ჩვენ ერთად გავიზარდეთ.
–ხო მაგრამ დედას ეგრე მაინც არ უნდა ჩაეხუტო, მამა ეჭვიანობს. –დავითმა აღარ იცოდა სად წასულიყო, მიასაც ლოყები შეეფაკლა, ლუკამ კი ძლიერად ჩაიფხუკუნა.
–კარგი, გავითვალისწინებ,ახლა მაპატიე კარგი? –ანამარიამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და გაწვდილ ხელზე მისი ხელი ჩაუდო. ლუკამ ხელზე ნაზად აკოცა. –სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ქალბატონო ანამარია.
–ჩემთვისაც. –მეორე ხელით კაბა გაწია ანამარიამ და რევერანსით დაუკრა თავი ლუკას. ყველას გაეცინა ანამარიას ამსაქციელზე, გუგას გარდა. ის ჩვეული სერიოზულობით მიესალმა დედას მეგობარს, ყოველგვარი ფამილიარობის გარეშე დიდი კაცივით.
–ბატონო დავით როგორ ბრძანდებით? –ლუკამ დავითს ხელი გაუწოდა.
–მადლობა ლუკა კარგად ვარ. თავად ხომ კარგად?
–ნორმალურად მადლობა.
–ლილე სად არის ლუ?
–სადაცაა მოვლენ. ხელის მოწერის ცერემონია აქ აქვთ. ახლა ფოტოსესიაზე არიან. –ამ საუბარში იყვნენ რომ გაბმულმა სასიგნალო ხმამ აცნო მათ რომ ნეფე დედოფალი უკვე მოვიდნენ. ეზოში ერთმანეთის მიყოლებით შემოვიდა სამი ლიმუზინი და რამდენიმე ძვირადღირებული მანქანა. მიას უეცრად გული საშინლად აუჩქარდა. კიდევ კარგი დავითი მის გვერდით იდგა. მკლავში ჩააფრინდა.
–კარგად ხარ მია?
–არა დავით, ვეღარ ვსუნთქავ ჰაერი არ მკმარა.
–წამოდი გავიდეთ გვერდზე. უკაცრავად საპირფარეშო სად არის? –მოსამსახურის ფორმაში ჩაცმულლ ახალგაზრდა ბიჭს მიმართა დავითმა და მის მითითებულ მიმართულებას გაყვნენ. ბავშვები ლუკასთნ დატოვეს. –მოდი წყალი შეისხი მოკეთდები. –სახეზე წყლიანი ხელი მოუსვა დავითმა. –რა მოხდა ასე უცებ ცუდად რატომ გახდი ვინმე დაინახე?
–არ ვიცი უცებ ისე დამიარა შიშმა მეგონა მუხლები მომეკვეთებოდა.
–დამშვიდდი მე შენ გვერდით ვარ, აქ საშიში არაფერია.
–ვიცი დავით ვიცი. ალბათ განწყობის ბრალია.
–უკეთ ხარ?
–კი უკეთ ვარ. ერთი წუთიც და გავიდეთ.
–აქ ხართ? შეიძლება? –ლუკამ მიაკაკუნა.
–კი ლუკა მოდი,
–რა მოხდა მია?
–არაფერი უბრალოდ ცოტა შეუძლოდ ვარ დღეს დაა.
–ლილე გკითხულობს და გეძებს. ბავშვები მასთან არიან.
–კარგი მოვდივართ. –ხელსახოცი ურნაში მოისროლა მიამ და გავიდნენ. მიდოდნენ მაგრამ მიას რაღაცატომ ეგონა ფეხქვეშ მიწა თუ ეცლებოდა. დრო და დრო გვერდზე იხედებოდა დავითი ხომ მის გვერდით იყო. ახლა ის ლუკაზე მეტად დავითს ენდობოდა. ნაცნობი კისკისი მოესმა და გულში სითბო ჩაეღვარა. ეს ლილე იყო. რამოდენიმე მაგიდასაც ჩაუარეს და თეთრ კაბაში გამოწყობილ სილუეტს თნდათან მიუახლოვდა. –ლილე. –მოუთმენლად დაიძახა მიამ და დაწინაურდა მეგობართან ჩასახუტებლად.
–მია. –ლილეც გამოეხმაურა. ანამარიას ხელი გაუშვა კაბის კალთები აკეცა და მეგობარს შეეგება. მათი შეხვედრა კიდევ ერთი სანახაობა იყო, სიცილი და ბედნიერების ცრემლებიდ და წამოძახილები ერთმანეთს ენაცვლებოდა. ერთმანეთს სულ უფრო და უფრო მაგრად ეხვეოდნენ.
–დამიბრუნეთ ჩემი მეუღლე თუ შეიძლება. –მეხის გავარდნასავით ჩაესმა მიას ეს სიტყვები და ღრუბლებიდან უმოწყალოდ დაენარცხა მიწას. თვალების გახელის შეეშინდა. გულისცემა ყურებში ისე ჩაესმოდა ეგონა სადაცაა ბარაბნებს დაუხეთქავდა.
–მია..... –დავითის ხელები იგრძნო მკლავებზე და ცივად გაუშვა ლილეს ხელები.
–არა... –მხოლოდ ამის თქმაღა მოახერხა, დადუმდა.
–მია..არა მია გთხოვ. –დავითმა წელზე ხელი მოხვია რომ ძირს არ დავარდნილიყო გრძნობდა როგორ ითიშებოდა მია.
–რა მოხდა მია კარგად ხარ? –ლილე მიეშველა დავითს. მიამ ხელი გაუწია და ანიშნა არ მომეკაროო.
–ბატონო პროკურორო როგორ ბრძანდებით? –ხელი გაუწოდა ნაცნობმა სახემ დავითს. ახლა რა ექნა დავითს, როგორ მოქცეეულოყო.
–თქვენ რა ერთმანეთშ იცნობთ? –გაოცებით იკითხა ლილემ. –რა ხდება ხალხო ამიხსნით ვინმე?
–მადლობა კარგად ვარ ბატონო ირაკლი...გილოცავთ...
–რა ხდება ირაკლი აღარ იტყვით?
–არაფერი საყვარელო. უბრალოდ შენს მეგობრებს ერთხელ შევხვდი არასასიამოვნო გარემოში.
–არასასიამოვნოში არა? შე არაკაცო? –ძალები მოიკრიბა მიამ, ამხეთქა მასში დაგროვილმა ტკივილმა, ბრაზმა, ბოღმამ და სიძულვილმა. დავითს ხელებიდან დაუსხლტა და ირაკლის სილა უთავაზა.
–მია რას აკეთებ, აზრზე მოდი, შენ ახლა ჩემს მეუღლეს სილა გააწანი.– მეორედ მოქნეული ხელი ლილემ დაუჭირა.
–რატომ მაინც და მაინც ის ლილე რატომ? ეს როგორ გამიკეთე. რატომ მსჯი ასე. ნუთუ ირაკლი შარაძის მეტი არავინ იყო ამ სამყაროში.
–რა დაგიშავა ადამიანო ასეთი იტყვი? ირაკლი ხმა ამოიღე.
–მე არაფერ შუაში ვარ ლილე. შენმა მეგობარმა რაც დააშავა მე რა შუაში ვარ.
–მე დავაშავე არაა? თქვენ მე მთელი ცხოვრება დამინგრიეთ. შენმა დამპალმა ძმამ ყველაფერი წამართვა რაც გამაჩნდა და ახლა შენ საუკეთესო მეგობარსაც მართმევ. –მია ბრაზს ვეღარ მალავდა, მთელს სხეულში ზიზღს გრძნობდა, თავს ვეღარ აკონტროლებდა.
–რა? ალექსანდრეს საიდან იცნობ მია?
–საიდან ვიცნობ? იმ დღეს ვწყევლი როდესაც გზაზე წინ გადავუარე. მან მე...მან მეე... სიტყვებს თავი ვეღარ მოაბა მიამ და ძირს უსულოდ დავარდა. დავითი შეშინებული მივარდა მიას. აქამდე ითმინდა არ უნდოდა ამ საქმეში ჩარევა მაგრამ მიას უსიცოცხლოდ ძირს დავარდნილი სხეულის დანახვისას თავი ვეღარ შეიკავა და ირაკლის მივარდა. საყელოში წვდა და მუშტი უთავაზა.
–შე . როგორ მინდა ჩემი ხელით დაგახრჩო.
–როცა დრო იყო მაშინ უნდა მომეშორებინე. –არც ირაკლი დარჩა ვალში და სერიოზულად დაიწყეს ჩხუბი. ირაკლის დაცვა მიეშველა და დავითი კარგად სცემეს. ლილეს დაჟინებული მოთხოვნით როგორც იქნა გაუშვეს. ძლივსღა დადგა დავითი ფეხზე.
–ჩვენ მივდივართ. –ხელში ძლივს აიყვანა დავითმა მია, მანქანაში ჩასვა. იქ შეშინებული ანამარია და გუგა ელოდნენ. დავითმა მიას თავი ანამარიას ჩაუდო კალთაში და მანქანა დაქოქა. ფარები აანთო და გაზს დააჭირა, წინ ლილე გადაუდგა.
–სანამ არ ამიხსნით ეს რა გააკეთეთ არსად არ წახვალთ.
–მე ეგ არ უნდა გითხრა ლილე.
–უნდა მითხრა დავით. თქვენ მე ახლა ქორწილი ჩამიშალეთ. ნუთუ ალექსანდრემ....?
–ხო ლილე მია ალექსანდრემ გააუპატიურა... შენმა ქმარმა კი ხელი დააფარა ძმას. –გაბრაზებულმა მიახალა დავითმა ლილეს ისე რომ მანქანიდან არც გადმოსულა. მას გვერდი აუარა და ეზო დატოვა. მხოლოდ იმას მოჰკრა თვალი როგორ დაემხო ლილე მუხლებზე. ახლა დავითს მხოლოდ მიას მდგომარეობა ადარდებდა.
.....
–გამარჯობა მია შეიძლება ვილაპარაკოთ? –მიამ თავი დაუქნია.
–ჩვენ გავალთ კარგი? –ბაჩომ ნინუცას ხელი ჩასჭიდა და სადარბაზოში გავიდნენ. მია და დავითი მისაღებში მაგიდასთნ ისხდნენ. ცოტა ხნით დავითს ხმა არ ამოუღია სიტყვებს ეძებდა საიდან დაეწყო.
–ჩემთან ძიძად იმუშავებ?
–რა? –მია ამას ნამდვილად არ ელოდა.
–ჰო ძიძად. ბაჩომ მითხრა რომ დიდად მოხარული არ ხარ ბარში მუშაობით და გთავაზობ ჩემთნ იმუშავო. თუ გინდა დარჩი კიდეც ჩვენთან ან აქედან იარე. ანაზღაურება კარგი გექნება
–თქვენ შვილები გყავთ?
–არა არ მყ..... ჰო ორი შვილი მყავს. –ენის ბორძიკით გადააკეთა დავითმა.
–მე... მე არ ვიცი.
–ვიცი უცნაურად გეჩვენებათ ჩემი შემოთავაზება მაგრამ ვერავის ვერ ვენდობი და რადგან ბაჩო ნინუცას ენდობა ნინუცა კი შენ იქნებ შევთნხმდეთ. შენთვისაც კარგი იქნება და ჩემთვისაც. ზედმეტი კითხვების გარეშე.
–მე არამგონია ეგ შევძლო. არასოდეს მქონია პატარებთან შეხება.
–პატარები არ არიან. ერთი 3 წლისაა და ერთი 4–ის. –მია წამოდგა და ნერვიულად დაიწყო ოთახში სიარული.
–მაპატიეთ მაგრამ არ შემიძლია.– შეიძლება ეს კარგი შემოთავაზება იყო მიასთვის მმაგრამ ვერ გარისკავდა. საკუტარ თავშ ვერ იპოვა ძალა რომ დავითს დასთანხმებოდა.
–კარგი შენი ნებაა. –დავითი წამოდგა და კარს მიაშურა. –წავედით ბაჩო. –კიბეზე ჩამომსხდარ ნინუცას და ბაჩოს უხეშად ჩაუარა დავითმა.
–უნდა დასთანხმებოდი შენი იმედი ჰქონდა. მისთვის ეს რთულია. –ხელის ჩაქნევით უთხრა ბაჩომ და მიამ დამნაშავედ იგრძნო თავი. მერეღა ხვდებოდა რად დაუჯდა დავითს მისთვის ამის თხოვნა მან კიდე ასე ცივი უარით გაისტუმრა. ახლა გადაწყვეტილების შეცვლას კი უკვე აზრი აღარ ჰქონდა.
–რა შვილები ნინუცა რა ხდება? ცოლიანია?
–არ ვიცი. ბაჩო არაფერს მეუბნება. მხოლოდ ის თქვა რომ ახლა უკვე ორი ბავშვი ყავთ სამეგობროში და ვალდებულნი არიან დავითს მათ გაზრდაში დაეხმარონ. რა ხდება არ ვიცი. ალბათ უკანონო შვილები არიან და დედამ მიუყვანა ან რა ვიცი.
–მე ვერ შევძლებდი... ხომ გესმის არა?
–კი მესმის.. თავს ნუ იმართლებ ჩემთან მია.... წამოდი დავწვეთ გვიანია უკვე.
რამდენიმე დღე ისე გავიდა დავითი არც აქცევდა მიას ყურადღებას. თითქოს არც არსებობდა ის. ერთ და იმავე დროს მოდიოდა სვამდა ა მთვრალი მიდიოდა. ასე გრძელდებოდა სანამ ერთ დღესაც მეგობრებმა სასმელი აღარ მიუტანეს. ამან დავითი გააბრაზა. მაგიდაზე დადგმული ლარნაკი ძირს დაანარცხა და გაბრაზებული გარეთ გავარდა. საღამო ჩვეულებრივად გაგრძელდა. როგორც ყოველთვის ბარი სავსე იყო ხალხით. მია ჩვეულებრივ მაგიდებს ემსახურებოდა.
–მია მეშვიდესთან ლუდი და მიწისთხილი უნდათ.
–ახლავე. –ლანგარზე დაულაგა ნიკამ მიას შეკვეთა და ისიც ღიმილით გაეშურა მეშვიდე მაგიდისკენ. –მიირთვისთ. –მაგიდაე დადგა ლანგარი მიამ რომ თვალი ნაცნობ გამოსახულებიან ბეჭედს მოჰკრა. გამოსახულება მისკენ დაიძრა და მაჯაზე ჩაეჭიდა. მია გაშეშდა. შიშმა გაახევა. ხმას ვერარ იღებდა. მთელი სხეული ზიზღით აევსო.
–ოჰ პატარავ შენ აქ როგორ მოხვდი. –სამყარო უკუღმა დატრიალდა. ხელ–ფეხი აუკანკალდა. წარსული ერთიანად ამოტივტივდა გონებაში. საშინელი გულის რევა იგრძნო. უკან დახევა უნდოდა მაგრამ განძრევას ვერ ბედავდა.. თავიდან გაიარა ის უბედურება რაც გადახდა. –გახსოვთ ბიჭებო რა კარგად გავერთეთ? –ხელი აუქნია მიამ და გამობრუნდა, ლანგარი ძირს დაუვარდა. –სად გეჩქარება პატარავ. –ის ბინძური ხელი ისევ შეეხო მიას და ახლოსკენ მიიზიდა.
–არ შემეხო, ნაძირალა არ შემეხო. –ხმააკანკალებულმა ამოთქვა მიამ და გაიბრძოლა გასანთავისუფლებლად. თვალებზე ბინდი გადაეკრა. უნდოდა ეკივლა საშველად მაგრამ ბგერები პირიდან არ ამოსდიოდა.
–გაუშვი.
–ნუ ერევი მეგობარო.
–გაუშვიმეთქი. –უცნობ–ნაცნობსს მკავში ჩაავლო დავითმა ხელი რომ მია გაენთავისუფლებინა. მიამ როგორც კი შვება იგრძნო უკან დაიხია. ჯერ კიდევ თრთოდა.
–მე თქვენ მახსოვხართ პროკურორო. თქვენც მოგცათ? –ყურთან უჩურჩულა მაზრზენი ხმით ალექსანდრე შარაძემ დავითს. დავითს სისხლი ყელში მოაწვა და ალექსანდრეს უთავაზა. მისი მეგობრები წამოიშალნენ მაგრამ ალექსანდრემ ხელით ანიშნა დაწყნარებულიყვნენ. –რატომ ბრაზობთ პირველი მე რომ ვიყავი? –დავითმა მეორედ დაარტყა. მობრუნდა მიას ხელი დაავლო და ბარიდან გავიდა. რამდენ ხანს მიდიოდნენ ასე ვერცერთმა ვერ გააცნობიერა. ბოლოს მია აზრზე მოვიდა, სიარული აღარ შეეძლო და გაჩერდა. დავითი მის შორი ახლოს შესდგა.
–რაც თქვა მართალია? –უცერემონიოდ იკითხა დავითმა ისე რომ მიასთვის არც შეუხედავს. მია ჩაიკეცა და ტირილი აუვარდა. ვეღარ მალავდა ტკივილს. ვინმესთან უნდა ელაპარაკა მაგრამ ვერც იფიქრებდა და არც უნდოდა რომ ეს დავითი ყოფილიყო. –ამოიღე ხმა. –ხმას აუწია დავითმა.
–რა გინდა რომ გითხრა? ხო მართალია მე ნამუს ახდილი ქალი ვარ. ხო იმ არაკაცმა გამაუპატიურა. ხო მე სახლიდან გამომაგდეს. ხო მე ბინძური ვარ. –ტირილს უმატა მიამ. ხმა ჩაუწყდა. ნატრობდა ნეტა მიწას ჩაეტანა აქ და ახლავე.
–თავის დროზე რატომ არ თქვი არაფერი.
–რაც ვთქვი ის ვინ დამიჯერა. რომ მეთქვა რა შეიცვლებოდა?
–შეიცვლება. ადექი წამოდი, განცხადება დავწეროთ.
–არ მინდა, როცა არ დაგიჯერე აი შედეგი. ახლა მე აღარ მინდა გარისკვა. საკმარისია, მეტს ვეღარ გადავიტან.
–ხო მაგრამ მას ეს როგორ უნდა შერჩეს. მია არ შეიძლება ეს მან შენ ცხოვრება წაგართვა.
–მე შევეგუე დავით ჩემს ბედს ძალიან გთხოვ დავტოვოთ ყველაფერი ისე როგორც არის.
–მია მე...
–არა დავით გთხოვ. –წამოდგა მია, შარვალი დაიფერთხა და გამობრუნდა. გაოცებისგან შედგა. –ნინუცა? ბატონო ბაჩო? –სახელების ხსენებაზე დავითიც შემობრუნდა და პირდაღებული ნინუცას და ბაჩოს დანახვას არ ელოდა.
–მია... –ნინუცა მიას ცაეხუტა და მიამ იგრძნო როგორ დაეცა მხარზე ნინუცას ცხელი ცრემლი. –ვწუხვარ...მე.. მია.. –ბაჩომაც ძლივს ამოტქვა სიტყვები ამას არ ელოდა.
–რატომ არაფერი არ მითხარი მია.. ალბათ როგორ გიჭირდა. –თმაზე ეფერებოდა ნინუცა და ცდილობდა მაგრად მოხვეოდა.
–სათქმელი არაფერია ნინუცა.. რაც მოხდა ვეღარ შევცვლი. მმე სიცოცხლეს ვაგრძელებ სხვა რაიმეს უფლება არ მაქვს.
–ხო მაგრამ ის ნაძირალა.....
–არა ბატონო ბაჩო ვერ შევძლებ მე მასთან დაპირისპირებას.
–მე შევძლებ. წამომყევი ბაჩო. –ხმამაღლა განაცხადა დავითმა და მათ სწრაფად ჩაუარა გვერდი. ბაჩოც უკითხავად გაჰყვა მეგობარს.
–არა დავით გთხოვ არ გინდა. –ესრა მიაძახა მიამ მაგრამ უკვე აზრი აღარ ჰქონდა. დავითს ვერ შეაჩერებდა.



№1 სტუმარი Nini

Dzalian kargia .veli shemdeg tavs

 


№2 სტუმარი tako

Magari gogo xar male ro dadee dzalian kargiaa kide gagvaxaree ra male axali taviit ????????????????????

 


№3  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ვაიმე მართლა ცუდად გავხდი. არაკაცი ალექსანდრე და თავისი ძმაც, სამწუხაროდ ოხრად დაიარებიან მიწაზე. არ მეგონა კიდევ თუ შეხვდებოდა მია და ძალიან შემეცოდა. ლილეც შემეცოდა ისეთ არაკაცს რომ დაუკავშირა ცხოვრება, იმედია ქორწილი ჩაიშლებოდა.
ბავშვებზე ნაწილობრივ გავერკვიე, თუ როგორ აღმოჩნდნენ ესენი ერთად. ეხლაც ცოტა მიჭირს წერა და აზრზე მოსვლა. მართლაც არაჩვეულებრივი გოგო ხარ

 


№4  offline წევრი ankatuna

ვცდილობ საინტერესო გამომივიდეს... შევეცდები დღეს კიდევ დავდო ახალი თავი

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინი

აუ როდის დადებთ შემდეგ თავს? ძალიან ველოდები

 


№6  offline წევრი ankatuna

დავდე და ალბათ აიტვირთება მალე <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent